ნეიტრალიზატორები(თავი მეორე)
პალატაში ანტისეპტიკის სურნელი ტრიალებდა,ლილა გულდასმით წმინდავდა ყველაფერს და ასტერილებდა,უკვე საღამო იყო და მხოლოდ ფლუროსცენტური ნათურები ანათებდა არემარეს. სკალპელი,მაკრატელი და კიდევ რამოდენიმე ინსტრუმენტი გაასტერილა და იქვე,სპეციალურად შეფუთულ მაგიდაზე დაალაგა,თან საგულდაგულოდ შეფუთა რომ თავიდან აერიდებინა ბაქტერიების გავრცელება. ეს იყო მისი რუტინა,მისი ყოველდღიურობა,ხალხთან კონტაქტი მხოლოდ მაშინ ჰქონდა,როცა პაციენტებს იღებდა,ზემოთ მხოლოდ მაშინ ადიოდა როცა დასვენება უნდოდა და პირდაპირ მისთვის გამოყოფილ საძინებელში მიდიოდა. მისი ცხოვრება საიდუმლოებებით იყო სავსე და ძალიან შორს იმ უდარდელი ბავშვობისგან,რომელიც მისი თანატოლების უმეტესობამ გამოსცადა. მამამისისთვის ის ჩვეულებრივი ნივთი იყო,ლაბორატორიის ვირთხა რომელზეც ათასგვარ ექსპერიმენტს ატარებდა,მან არ იცოდა რა იყო სითბო,ყურადღება,სიყვარული, თუმცა კარგად იცოდა რა იყო ტკივილი და რა მოხდებოდა,თუ ის მამამისს რაიმეზე ოდესმე უარს ეტყოდა...მოგონებები არასდროს არ ტოვებდა მარტო. ლილას მხოლოდ დუმილი ასწავლეს და კიდევ ის,რომ ის მამამისს ყველანაირად უნდა დახმარებოდა მისი მზაკვრული გეგმის განხორციელებაში...ბევრჯერ სცადა მისთვის აზრის შეცვლა,თუმცა ძალიან გვიან მიხვდა რომ მამამისი საბოლოოდ გაგიჟდა,სწორედ მაშინ გადაწყვიტა მისგან გაქცევა,ერთადერთი რასაც ნანობდა,ანტიდოტისთვის საჭირო მედიკამენტების საჭირო მარაგის არ წამოღება იყო. სულ ამაზე ფიქრობდა,თუმცა ალბათ წარსულის აჩრდილი თან დაჰყვებოდა და უფლებას არ აძლევდა ხმა ამოეღო....ლილა დამსხვრეული იყო...მას ყველაფრის უფლება წაართვეს,დედა თვალითაც არ უნახავს არასდროს,მამამისი კი მასზე კრინტსაც არ ძრავდა...იარების დასამალად ის ყოველთვის ფარავდა სხეულს,ახლაც მართალია ძალიან სცხელოდა,მაგრამ არ უნდოდა ვინმეს შესცოდებოდა,სრულიად კონცენტრირებული იყო სხვების გადარჩენაზე და ცხოვრებაში მისი მიზანი სწორედაც რომ ეს იყო...რაც შეიძლებოდა მეტი სიცოცხლე გადაერჩინა და ეპოვა გზა ამ ყველაფრის დასასრულებლად...უკანა ოთახში იყო გასული და მაგიდას წმინდავდა კარის გაღების და მძიმე ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა. სასწრაფოდ დაბრუნდა პალატაში და სუნთქვა შეეკრა ორი მაღალი ბიჭის დანახვისას,ერთი კარების ჩარჩოს იყო მიყრდნობილი,მძიმედ სუნთქავდა და მარცხენა ხელიდან ჟოლოსფერი სითხე იატაკზე წვეთავდა,მეორეს თითქოს არაფერი ეტყობოდა,მაგრამ ოთახის ბოლოდან მაინც შეამჩნია რომ თავიდან სდიოდა სისხლი. მტვერში ამოგანგლულები კოშმარიდან გადმოსულ აჩრდილებს გავდნენ. -დასხედით!-მკაცრად გამოუცხადა ლილამ და ისევ უკან ოთახში გავიდა საჭირო ინსტრუმენტების მოსატანად. დაჭრილ დუოს სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა,ერთ-ერთი რომელსაც ხელზე ჰქონდა ჭრილობა საწოლზე იჯდა,ახლოს რომ მივიდა ლილა კარგად დააკვირდა და მშვიდი ტონით უთხრა. -ღრმა ჭრილობაა ნაკერები დაგჭირდება.-ბიჭმა მხოლოდ თავი დაუქნია და იმის მიუხედავად რომ საშინელი ჭრილობა ჰქონდა მშვიდად უთხრა -რაც გინდა გააკეთე...-ლილამ მზერა მეორე ბიჭზე გადაიტანა მზერა და თვალებში რომ ჩახედა მის გარშემო თითქოს ყველაფერი გაქრა...ტაქტიკურ ტანსაცმელში და აღჭურვილობაში გამოწყობილს სახე მასკით ჰქონდა დაფარული და მხოლოდ თვალები უჩანდა...აი მისი თვალები კი ლილასთვის დამატყვევებელი აღმოჩნდა,ბიჭს ერთი თვალი მომწვანო-მოლურჯო,მეორე კი მთლად მწვანე ჰქონდა,წამით არ აშორებდა გოგონას ქარვისფერ თვალებს მზერას, რამოდენიმე წამით ასე იდგნენ,ერთმანეთით დატყვევებულები,სანამ... -მიხარია ერთმანეთი რომ მოგეწონათ, მაგრამ მე აქ სისხლისგან ვიცლები...-გაისმა დაჭრილის ხმა და ლილაც მაშინვე გონს მოეგო -ჰო...ახლავე,- ლოყებაწითლებულმა დაიწყო ჭრილობის დამუშავება და თან ხედავდა რომ მეორე ლამაზთვალება ბიჭი თვალს არ აშორებდა. -და ესეც ასე...-გაისმა ლილას ხმა როცა ბინტი მჭიდროდ შემოახვია ბიჭს ხელზე და გაუღიმა. -გმადლობ,ჰო მართლა მე მაიკი ვარ.-გაეცნო ბიჭი და ტკივილის მიუხედავად გოგონას მაინც გაუღიმა. ლილამ მხოლოდ თავი დაუკრა და მეორე ბიჭს გახედა -დაჯექი ჭრილობას დაგიმუშავებ.-მაიკმა მეგობარს გახედა და რაღაც ჩაიბურდღუნა... -უბრალო ნაკაწრია საჭირო არაა.-მკაცრი ტონით უთხრა ბიჭმა და გოგონას დააჩერდა -რა გქვია?-კითხა ისევ და ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო კედელს. მისი ხმის გაგონებისას ლილას რაღაც უცნაური ემართებოდა,დაიბნა აქამდე ასეთი რამ არ უგრძვნია -ლილა...-წაიჩურჩულა -დანტე.-მოკლედ გაეცნო ბიჭი და ისევ სიჩუმე ჩამოწვა. -დაჯექი რომ ჭრილობა დაგიმუშავო.-დანტე წამით ადგილიდან არ დაძრულა,თანაც თვალს არ აშორებდა ლილას,თუმცა ბოლოს საწოლზე ჩამოჯდა და ლილაც მიუახლოვდა. მასკას რომ მოკიდა ხელი დანტემ მაშინვე მაჯაზე წაავლო ხელი,ლილა კი შიშისგან შეხტა. გაკვირვებული დანტე წარბშეკრული მიაჩერდა ლილას რომელიც ხმას აღარ იღებდა და შიშით დასჩერებოდა მის ხელს,რომელიც დანტეს ჰქონდა მის ძლიერ ხელში მოქცეული. ბიჭმა მაშინვე ხელი გაუშვა და წარბშეკრულმა კითხა აკანკალებულ გოგოს -რა გჭირს?-უკვე მაიკიც მიაჩერდა და ლილამ თავი ხელში აიყვანა -არაფერი. კარგად ვარ. ბამბას მოვიტან.-უკანა ოთახში გაუჩინარდა და სუნთქვა რომ დაურეგულირდა მხოლოდ მაშინ დაბრუნდა ოთახში. დანტეს მიუახლოვდა და ახლა უკვე მოაცრად უთხრა -მასკა მოიხსენი. -მასკას არასდროს არ ვიხსნი.-მკაცრი ტონით უთხრა ბიჭმა და მიაჩერდა -ჭრილობა უნდა დაგიმუშავო დანტე, -საჭირო არაა,აქ მაიკის გამო ვარ.-წამოდგომას აპირებდა ლილა რომ გადაეღობა წინ და წარბშეკრულმა უთხრა -მორჩი ჯიუტობას,აქედან ფეხს ვერ მოიცვლი სანამ ჭრილობას არ დაგიმუშავებ!-დანტე წამით მიაჩერდა,შემდეგ კი უსიტყვოდ მასკა ოდნავ აიწია შუბლზე,იმდენად რომ ლილას ჭრილობისთვის შეეხედა,მაიკი თვალებგაფართოებული მიაჩერდა დანტეს,თუმცა მკვლელი მზერა რომ სტყორცნა ბიჭმა მაშინვე გატრიალდა. ჭრილობა ფრთხილად დაუმუშავა ლილამ,პატარა ბინტი მოჭრა და ჭრილობაზე ფრთხილად მიუმაგრა. -ხედავ? არც ისე რთული იყო-ღიმილით უთხრა გოგომ,დანტემ მაშინვე ჩამოიფხატა ნიღაბი და ლილას თვალი გააყოლა,რომელსაც დასვრილი ინსტრუმენტები იქვე მაგიდასთან მიჰქონდა და მათ წმენდას შეუდგა ისევ დანტემ კითხა -აქ მარტო რატომ ხარ? -იმუნური ვარ ვირუსის წინააღმდეგ.-მხოლოდ ეს უთხრა და ინსტრუმენტების წმენდა განაგრძო,ეშინოდა დანტესთვის რომ შეეხედა ისევ მის თვალებში რომ არ ჩაკარგულიყო -ეგ როგორ?-ამჯერად მაიკმა იკითხა -ზუსტად 20 წელია მაგაზე პასუხს ვეძებ თუმცა ამაოდ.-ჩაიბურდღუნა ლილამ და მაკრატელი გაასუფთავა. -შენი მშობლებიც აქ არიან ბაზაზე?-იკითხა მაიკმა -მშობლები არ მყავს.-სწრაფად უპასუხა ლილამ და ინსტრუმენტები იქვე სუფთა მაგიდაზე დაალაგა. ამდენ შეკითხვას არასდროს არავინ უსვამდა...როგორი ცნობისმოყვარეები იყვნენ. -აქამდე არ შემიმჩნევიხარ-დანტე გვერდით აეტუზა,თვალი შეავლო გოგონას გრძელ ღია ყავისფერ თმას,რომელსაც ოქროსფერიც დაკრავდა,მის ლამაზ სახეს,რომელიც მისი აზრით იმდენად წმინდა იყო,რომ ეშინოდა რომ შეხებოდა არ ფაიფურივით არ დაემსხვრია... ლილამაც ახედა,მისი გრძელი შავი წამწამების ქვემოდან ქარვისფერი თვალები მოუჩანდა,ასეთი თვალები აქამდე დანტეს არსად არ ენახა,ხვდებოდა რომ მისით დაინტერესდა. ისევ მის თვალებში რომ ჩაიკარგა ლილამ ტუჩზე იკბინა და რომ მიხვდა ნიღბის ქვეშ დანტემ გაიღიმა გულში შეიკურთხა. თვალი აარიდა და უკანა ოთახში გაუჩინარდა,რომ დაბრუნდა მხოლოდ მაშინ გასცა პასუხი -უმეტესად აქ ვარ. -მერე მარტო არ გეშინია?-იკითხა ისევ მაიკმა,გოგონამ დანტეს თვალი აარიდა მაიკს გახედა და გაუღიმა -მიხარია რომ დახმარება შემიძლია,ჩემი ადგილი სწორედ აქაა.-სიჩუმე ჩამოწვა,გოგონა იატაკის დასუფთავებას შეუდგა და გრძნობდა როგორ ეწვოდა ზურგი,არ შეტრიალებულა,იატაკი მოასუფთავა და ბიჭებს გახედა. -შეგიძლიათ წახვიდეთ.-მაიკმა დანტეს გახედა რომელიც პალატაში შემოსვლის მერე ლილას თვალს არ არიდებდა და სიცილნარევი ხმით თქვა -მგონი ძალით მოგიწევს ჩვენი აქედან გაგდება...-დანტემ რომ გახედა ღიმილი მაიკს სახეზე მიეყინა წამოდგა და თან გამოაცხადა -წასვლის დროა ბევრი საქმე გვაქვს,აბა დროებით ლილა,ეჭვი მაქვს ხშირად შეგხვდები,ეცადე არ მოიწყინო.-ცერად გახედა მეგობარს და პალატიდან გავიდა. დანტეც წამოდგა,თითქოს წასვლა არ უნდოდა და ყოყმანობდა,ბოლოს ბოხი ხმით უთხრა -დროებით ლილა.-პალატიდან გავიდა და ლილამაც სწორედ მაშინ ამოისუნთქა,გული გამალებით უცემდა და დაბნეული გაჰყურებდა კარებს საიდანაც ცოტა ხნის წინ დანტე გავიდა...გული უგრძნობდა რომ ეს მათი ბოლო შეხვედრა არ იყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.