ნეიტრალიზატორები (თავი პირველი)
ლაბორატორიის აფეთქების ქაოტური შედეგის შემდეგ,ქალაქის ნახევარი ინფექციამ მოიცვა,დაზარალებულები გახდნენ თავიანთი ყოფილი "მე"-ს ჩრდილოვანი ქერქები,მოძალადეები და მტაცებლები. მათთან კონტაქტის შედეგად გარდაუვალი იყო დაინფიცირება. მთავრობამ კონტროლის აღდგენისთვის შექმნა ელიტარული მებრძოლთა ჯგუფი "ნეიტრალიზატორები",სწორედ ისინი გახდნენ კაცობრიობის უკანასკნელი იმედი დამღუპველი ინფექციის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მისიის დროს კი,შეხვდებიან გოგონას,რომელიც იმუნურია ვირუსის წინააღმდეგ. ეს კი ყველაფერს ცვლის. ლილას გული გამალებით უცემდა და დაჭრილ ახალგაზრდას მუცელზე მჭიდროდ ახვევდა ბინტს. ოფლის და ანტისეპტიკის სურნელი ტრიალებდა პალატაში და გარედან შემოსულ მტვრის სუნს ერწყმოდა. შორიდან სროლის ხმა ისმოდა და ყოველი შეძახილი და ყოველი გასროლა ახსენებდა,რომ სამყარო მყიფე ადგილი იყო,ნგრევის პირას. -ხელი კარგად დააჭირე-მშვიდი ხმით უთხრა პაციენტს,მიუხედავად იმისა რომ ძალიან ნერვიულობდა და უკვე ძალიან იყო დაღლილი. ბიჭი ტკივილისგან კვნესოდა,სახე ფერმკრთალი და ოფლისგან დასველებული ჰქონდა,თუმცა ლილას თავი დაუქნია და მის ხმაზე ისე გაამახვილა ყურადღება თითქოს ეს ყოფილიყოს მისი ნათელი წერტილი. ლილამ დერეფანში მორიგი შეძახილი გაიგონა და გული შეეკუმშა -კიდევ ერთი გვყვავს!-სანამ თავის აწევას მოასწრებდა კარი ბრახუნით გაიღო და მტვერში და სისხლში ამოსვრილი ბიჭი შემოვარდა შეშლილი სახით,რომელიც თანამებრძოლს მოათრევდა,რომელსაც ფეხი არაბუნებრივად ჰქონდა შებრუნებული და დაკბილული ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. სწრაფად დაასრულა პირველი პაციენტის სახვევის დამაგრება,ნაზად მოუთათუნა ხელი მხარზე და გაამხნევა -კარგად იქნები,უბრალოდ ოდნავ ხელით დააჭირე,სულ ესაა.-სწრაფად წავიდა ახლად შემოსულებისკენ და ჭრილობის დანახვისას საღსალამათ ბიჭს ახედა რომელსაც მხოლოდ პატარა ნაკაწრი ჰქონდა სახეზე. -სწრაფად აქ დააწვინე და ფეხი არ მოიცვალო პალატიდან!-მკაცრი ტონით უთხრა ახალგაზრდას და ტკივილისგან სახედამანჭულ მამაკაცზე მიუთითა საწოლზე დაეწვინა. უსიტყვოდ დაემორჩილა და იქვე ახლომახლოს დადგა,ლილას მიაჩერდა,რომელიც გამალებით ცდილობდა საშინლად მოძრავ პაციენტს დახმარებოდა,რომ ვერაფერს გახდა ბიჭს სთხოვა დახმარება -მოდი და ისე დაიჭირე რომ ოდნავადაც ვერ გაიგეს,ანტიდოტი ძალიან ცოტა დაგვრჩა.-წამებში მასთან გაჩნდა ბიჭი და აკანკალებული ცდილობდა დაჭრილის გაკავებას. -რა გქვია?-კითხა ლილამ და თან ნემსი გაამზადა რომელშიც უცნაური იისფერი სითხე იყო. -ჯეიკობი,-უპასუხა აღელვებულმა -ყველაფერი კარგად იქნება ჯეიკობ,ანტიდოტს გაგიკეთებ და რამოდენიმე საათში შეძლებ სხვებთან დაბრუნებას,მითხარი სხვებსაც ხომ არ შეეხე?-ბიჭმა თავი გაიქნია -არა,დანიელი გამოვიყვანე,ინფიცირებული დაესხა თავს და მაჯაზე რომ უკბინა მაშინვე ძირს დაეცა,ზომბებივით იქცევიან...-შეშინებული მიაჩერდა როგორ გაუკეთა დანიელს ნემსი ყელში და კაცი მაშინვე დამუნჯდა. -რა...რა გაუკეთე?? რა დაემართა??-აღელვებული მოშორდა მეგობარს რომელიც წამებში დამშვიდდა როდესაც რამოდენიმე წამის წინ ტკივილისგან ლამის კედლებზე გადიოდა. -ძლიერი ანტიდოტია,მაშინვე მოქმედებს როგორც კი ორგანიზმში შეაღწევს,დაინფიცირებისგან დაიცავს,ახლა კი იქ დაჯექი და არ გაინძრე.-ჯეიკობი დაემორჩილა და ლილამ ახლა მეორე ნემსი გაამზადა. ბიჭი ოდნავ შეხტა,როცა ყელში ნემსით უჩხვლიტეს,თუმცა არ განძრეულა და დინჯად იჯდა დივანზე...ლილა უკვე მიჩვეული იყო ამ ქაოსს,სულ რაღაც ორი თვე ხდებოდა რაც ნეიტრალიზატორებს შეუერთდა და საკმარისი რამ ნახა. ადრე უბრალო მედდა იყო,ახლა კი ამ იმპროვიზირებული არმიის სასიცოცხლო მნიშვნელობის წყარო. ძველი ცხოვრება,სავსე ოჯახური ძალადობით და ექსპერიმენტებით მისგან უკვე ძალიან შორს იყო,თუმცა ამავე დროს ძალიან ახლოსაც. იცოდა,რომ შეშლილი მეცნიერი,რომელიც სამწუხაროდ მამამისი იყო, ცდილობდა სიტუაციით სარგებლობას და ყველაფერს იზამდა იმისთვის,რომ ლილა დაებრუნებინა. ლილა იმუნური იყო,რატომღაც მასზე ინფექცია არ მოქმედებდა. ცდილობდა გაეგო რატომ,თუმცა პასუხებს ვერ პოულობდა. სახლიდან რომ გაიქცა,სწორედ მაშინ შეხვდა შემთხვევით ნეიტრალიზატორების ჯგუფს,თავიდან კინაღამ მოკლეს,ინფიცირებული ეგონათ,თუმცა ბევრი ლაპარაკის შემდეგ დაარწმუნა რომ ჩვეულებრივი მედდა იყო და თანაც იმუნური,ამიტომ მაშინვე მიიღეს და იმ დღის მერე მათ ბაზაზე მუშაობდა და ცდილობდა თითოეული დაჭრილი და დაინფიცირებული გადაერჩინა. ყველას აინტერესებდა საიდან ჰქონდა ანტიდოტი,თუმცა ლილა ამაზე კრინტს არ ძრავდა და ამბობდა რომ სახლიდან გამოქცევისას წამოიღო რაღაც რაოდენობა. რათქმაუნდა ამის არავის სჯეროდა,მაგრამ დროებით ახერხებდა ამაზე თავის არიდებას. ხელები ავტომატურად უმუშავებდა,ფეხმოტეხილ დანიელს შარვალი სანახევროდ გაუჭრა და გული შეეკუმშა შებრუნებული ფეხის დანახვისას -ჯანდაბა!-ჩაიბურტყუნა და შეეცადა ფეხის ადგილზე დაბრუნებას. კაცი უგონოდ იყო და შეეძლო უპრობლემოდ ემუშავა,თუმცა იქვე მჯდარ ჯეიკობს გახედა და მშვიდად უთხრა -ჯობია არ უყურო.-ბიჭმა თვალები დახუჭა და სახე დაემანჭა არასასიამოვნო ხმის გაგონებისას. ლილამ დანიელს ჭრილობები დაუმუშავა,საგულდაგულოდ შეუხვია ბინტებით და ჯეიკობზე გადაერთო. ტემპერატურა გაუსინჯა,წნევა,ჟანგბადი,გულის ცემა,რომ დარწმუნდა ყველაფერი რიგზე ჰქონდა ნება დართო სხვებთან დაბრუნებულიყო და ისიც მაშინვე აორთქლდა...მარტო დარჩენილმა პალატას თვალი მოავლო და სევდიანად ამოიოხრა....ამდენი დაჭრილი ერთად დიდი ხანი არ ენახა,თანაც მარტო მუშაობდა,პალატაში შემოსვლის უფლებას არავის აძლევდა,მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. ხელთათმანები მოიხსნა და თავს უფლება მისცა ჩამომჯდარიყო,როცა კარზე ნაცნობი კაკუნის ხმა გაისმა. -ლეიტენანტო!-წამოიძახა და გული გაუთბა მისი დანახვისას. ეს გიგანტი და ძალიან მკაცრი ადამიანი,ლილას ბაზაზე მოსვლის დღიდან ისე ექცეოდა როგორც ოჯახის წევრს და ყოველ დღე სტუმრობდა თუნდაც რამოდენიმე წამით. -ვიფიქრე ეს გჭირდებოდა.-ცალ ხელში ცხელი ყავა ეჭირა,მეორეში კი საჭმლით სავსე თეფში. მდიდარმა სურნელმა მოიცვა ოთახი და ლილამ რაღაცნაირად ნაკლებად ქაოტურად იგრძნო თავი. მადლიერმა გამოართვა ცხელი ყავა და ხელებს შორის მოიქცია, -გმადლობთ,-ჩაიჩურჩულა ლილამ და ყავა რომ მოსვა ბედნიერებისგან კინაღამ წამოიკვნესა,კოფეინი აშკარად ჭირდებოდა. ლეიტენანტი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და თავზე ფრთხილად მოეფერა,თვალებში სითბო ჩაუდგა და ლილას გაუღიმა -ჩემს პატარა გოგოს მაგონებ.-ლილას სახე დაუნაღვლიანდა როდესაც გაახსენდა რომ ლეიტენანტმა მისი პატარა გოგო მაშინ დაკარგა როცა ის სულ რაღაც 2 წლის იყო. მისი გამტაცებლის ან გამტაცებლების კვალზე ვერ გავიდა,თუმცა იმედს არ კარგავდა და დღემდე ცდილობდა ქალიშვილის პოვნას,მის ვაჟს კი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. -ნამდვილი მებრძოლი ხარ ლილა,ყველანი მადლობლები ვართ იმისთვის,რასაც ჩვენთვის აკეთებ.-მისმა სიტყვებმა ლილას გული სითბოთი გაუვსო,რაც მისთვის უცხო იყო,წამიერად გაახსენდა როგორი სისასტიკით ეპყროპოდა მამამისი,ლაბორატორიის ვირთხასავით ატარებდა მასზე ექსპერიმენტებს და ცდილობდა მისგან როგორც მამამისი იტყოდა "რაღაც დიდებული და სასტიკი შეექმნა",თავი გაიქნია ცუდი აზრების გასაფანტად და მშვიდად უპასუხა -მე უბრალოდ დახმარებას ვცდილობ და ყველაფერს ვიღონებ იმისთვის,რომ როცა ეს ყველაფერი მორჩება ყველანი ცოცხლები და საღსალამათები იყოთ.-ერთ-ერთმა დაჭრილმა წამოიკვნესა და ლილა მაშინვე მისკენ გაქანდა,რომ დარწმუნდა ყველაფერი რიგზე იყო ლეიტენანტთან დაბრუნდა,რომელიც კარებში იდგა საჭმლით ხელში,ლილა რომ მიუახლოვდა თეფში გაუწოდა. -შეისვენე და შეჭამე,ძალიან რთული და დამღლელი დღე გქონდა,-მამობრივი ტონით უთხრა და ლილას ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა,თეფში გამოართვა და იქვე მაგიდაზე დადო. -შემოწმებაზე შემოვივლი და გპირდები შევისვენებ.-ლეიტენანტმა ოდნავ გაუღიმა დაემშვიდობა და დერეფანში გაუჩინარდა. კიდევ ერთი ყლუპი ყავა მოსვა და თავი მზად იგრძნო ბრძოლაში ჩასართავად. ბრძოლა ინფიცირებულების წინააღმდეგ შორს იყო დასრულებისგან,თუმცა ყოველი გადარჩენილი სიცოცხლისგან ის უფრო ძლიერდებოდა და მზად იყო ბოლო ამოსუნთქვამდე ებრძოლა მათთვის,რადგან სწორედ ნეიტრალიზატორები იყვნენ კაცობრიობის გადარჩენის ბოლო იმედი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.