ოიზისი (X)
მცხეთის შემდეგ ბესო და მათე ერთად არიან. ქეთის დაბადებისდღემდე კარგახნით ადრე მათე და ბესომ გადაწყვიტეს რომ შაბათ-კვირით ბათუმში წასულიყვნენ. დიდი არაფერი, ვერ იცურავებდნენ ,მაგრამ მაინც შეეძლოთ სადმე გაეარათ, ხახლი გაეგიჟებინათ და უკან დაბრუნებულიყვნენ. ბესომ მამამისს მანქან სთხოვა, მაგრამ სოსომ მე თვითონ ბათუმში ვარ მატარებლით წამოდით და დაგიტოვებთ თუ ახლო მახლოს სიარული გინდათო. ბესოც სიხარულით დათანხმდა რადგა გადაწყვეტილი ჰქონდა აქეთ იქით ებოდიალათ. საბოლოოდ იმ პარასკევ დილას ორივენი მატარებელში ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ. მათე ტელეფონში მარიტას მიერ გამოგზავნილ Tiktok-ის ვიდეოებს უყურებდა ბესო კი გვერდიდან ლამის ეკრანში ჩამძვრალიყო. ვიდეო რომ მორჩა ორივეს სუსტი სიცილი აუტყდა. მათე ნახევარი ტანით ბესოსკენ შეტრიალდა და მატარებლის ფანჯარას ზურგით მიეყრდნო. ბესომ გულხელი დაიკრიფა, ცალი ფეხი წინა სკამზე გადო ეორე თავისივეზე აიკეცა და ზედ ორივე ხელი შემოხვია. -უი გითხარი? დედაჩემმა მამინაცვალზე საჩივარი შეიტანა. მათეს სახეზე კმაყოფილება გამოესახა, ბეოსსკენ წამებში გადაიხარა, ტუჩზე მოწყევტით აკოცა და თმა აუჩეჩა. -ეგრე მოუხდება მაგ ნა... ნაგავს -მარიტა ხარ, მაგან იცის ეგრე გინება უნდა და მერე მსგავსი სიტყვით ანაცვლებს. -მე ხომ მისი ტყუპისცალი ვარ. -ოღონდ ბიჭი, თორემ იუ მარიტას ეგრე როგორ შევხედავ. -ჰეი ის ხომ ულამაზესია. -მზეს გავს. ორივეს გაეღიმა. მათ კუპეში შუახნის ქალი შემოვიდა. ბესომ სასწრაფოდ ჩამოიღო სკამზე ალაგებული ფეხები და მათეს გახედა. ბიჭმა ქალისგან შეუმჩნევლად აატრიალა თვალები, ყურსასმენები თავზე ჩამოიცვა და ბესოს თავის playlist გაუზიარა და მანაც შეძლებისდაგვარად მათესტან ერთად ჩართო. ქალს რომ მიეძინა ბესომ დრო იხელთა და მათე პატარა კოცნაში აიყოლია. ბიჭმა მხარზე ხელი მიარტყა და ჩუამდ დაუცაცხაან. -რა ექშენი მომინდომე მაინც და მაინც სადმე უნდა ჩამოგვყაროს? -ნუ ხარ მშიშარა კურუპირა. -არ ვარ - სიჩუმე რამდენიმე წამს გაგრძელდა- კიდევ მინდა- მათე ლეკვის თვალებით უყურებდა ბესოს და ცდილობდა თავის თავში შიში ჩაეკლა.-კიდევ ერთი პატარა კოცნა რა. -ოღონდ ისურვე ტყის დემონო და ჩემი ფეხით გამოგყვები იქ სადაც დამღუპავ. -დრამის მეფე ხარ -ვიცი. ამისთვის გავჩნდი- გაუჩინა და ისევ აკოცა, რომ მოშორდა უკვე მის სხეულს ყველანაირად გაშორებული უყურებდა თვალებში- და კიდევ შენთვის, იმისთვის რომ წითური დემონის ქეშიკი ვიყო. -ქეშიკი არ მჭირდება, მხოლოდ მეფე რომ ჩემთან ერთად არმია მართოს. -ნახე გადმოგდე. -შენ და მარიტამ. -ყველამ. ჩვენ ყველანი ერთანირად შეშლილები ვართ. -ეგ დიდიხანია ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი შეშლილი მიყვარს. ბესო რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ მის სმენას ისევ და ისევ ხელახლა სწვდებოდა “ მიყვარს” და ეს სიტყვა სამდუამოდ ებეჭდებოდა გონებაში. ისე თითქოს გამოქვაბულის კედლებზე ამოკაწრული ამბავი ყოფილიყო. -შენ რა? შენ მე რას შვები? მათე ბესოსკენ გადაიხარა და ყურში უთხრა. -მიყვარხარ შე იდიოტო. ბესომ ამოიგმინა და ხელები ძლიერად მომუშტა. -აი ეს ქალი აქ რატოა, არაუშავს მოხვალ შენ სასტუმროში -ძალიან მაშინებ ხო იცი?! მათემ ცალყბად გაუღიმა და იევ ყურსასმენები გაიეკთა. ბესოს ისე უნდოდა ბიჭი გულში ჩაეკრა და არარ გაეშვა, მაგრამ ქალს შეიძლებოდა ნებისმიერ წამს გაღვიძებოდა და ეზარებოდა შეუგნებელი ხალხის გამო აურზაურის ატეხა. მათეს თავი მხარზე ჩამოადო და მიიძინა.. ახლა ქეთის დაბადებისდღიდან მომტყდრები კი ფეხით მიუყვებოდნენ თავისუფლების მოედანს და ბეოს სახლისკენ მიისწრაფოდნენ. ბესო არცერთ ბნელ ადგილს არ ტოვებდა ისე რომ ბიჭისთვის ხელი წელზე არ შეესრიალებინა, ჩიხში არ შეეტყუებინა და კედელს აკრული გრძელთმიანი ბიჭის ტუჩებს ხარბად არ დასწაფვოდა. -წარმოდგენა არ მინდა შენ სახლში რატომ მიმათრევ. -მთელი ღამე გულში რო ჩაგიკრა. -იუ... -მარიტა. ბესო დაეტლატა და თმები აუჩეჩა რაზეც მათემ ხელი აუქნია და ისე მოიშორა მისი ხელი.. ..... მარიტა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა. ოთახს მხოლოდ სანათი ანათებდა, მის წინ კი ზუსტად მსგავსად ირაკლი იჯდა. მარიტამ ხელები სახეზე შემოხვია. -შემომხედე, თვალებში მიყურებ. -რა იყო აპირებ გამოცადო მართალია თუ არა რომ 15 წამიანი თვალით კონტაქტის მერე ადამაიანებს ერთამნეთი უყვარდებათ?-ირაკლიმ გაიცინა და გოგოს შუბლზე აკოცა, მერე ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა- არ გამოგივა რადგან მე შენზე ზუსტად ისე დავეცი როგორც ერთ დროს ანგელოზები სამოთხიდან. -ეს ლამაზი იქნებოდა, მეტეორების წვიმის მსგავსი. მინდა თვალებში გიყურო. ასე ვიჯდე და უბრალოდ გიყურო. -კარგად ხარ? ირაკლი დასერიოზულდა, მარიტამ თავი გადააქნია და გაუღიმა. -რატომ გინდა? -რადგან შენი თვალები შავ ხვრელს გავს, მითრევს და გარს მეხვევა. მინდა თვალებში გიყურებდე რადგან ვგრძნობ როგორ ვიკარგები მათში , როგორ ვიქცევი შენი სამყაროს ნაწილაკებად. ეს მინდა , რადგან როცა შენთან ვარ, როცა ასეთ მომენტებში თვალებში გიყურებ და ვგრძნობ რომ შენში ვცხოვრობ, რომ ყველასგან მიცავ თავს ოიზისად აღარ ვთვლი. ალბათ ფიქრობ ეს გოგო რეებს ბოდავსო-მარიტამ გაიცია, ირაკლი უსიტყვოდ უყურებდა, უსმენდა და ყველაფერს ზედმიწევნით იმახსოვრებდა, აკვირდებოდა გოგოს სიტყვებს და ცდილობდა ნათქვამისთანავე გაეაზრებინა- როცა შენთან ვარ თავს სევდისგან შობილ სევდის ქალღმერთად არ ვგრძნობ. არ ვფიქრობ რომ ქვის ოიზისის ძეგლი ვარ . შენ რომ ჩემს გარშემო ხარ მე აღარ ვარ ქალღმერთი რომელიც ყველას სევდას ისრუტავს და თავისას ვერ გასცემს რადგან უხსოვარი, მივიწყებული არსებაა რომლისგანაც ბენიერება მიაქვთ და სევდას ტოვებენ. მე შენთან ყოფნისას, შენთან საუბრისას არ ვარ ის ვინც თავის სევდისგან იტანჯება და სამყარო მის ირგვლივ სიბნელეში იძირება. როცა ასე მიყურებ, თვალებში ანთებული ცეხლის ალებით,არა ვნების არამედ უბრალო პაწაწკინტელა ნაპერწლებით ვგრძნობ რომ მარტო არასოდეს ვიქნები. მჭირდები, და ვიცი რომ შენც გჭირდები. მინდა თვალებში გიყურო და იქ შენს სხეულში ბუდე დავიდო რადგან ასე ოიზისი არ ვიქნები. ასე შევძლებ არ მქენჯნიდეს სინდისი იმის გამო როგორიც ვარ, ვინც მიყვარს .... არ ვგრძნობდე რომ ... მარიტას ტირილი წასკდა, თვალებიდან ოკეანე გადმოეღვარა და ჩანჩქერივით ჩასრიალდა მის ღაწვებზე. ირაკლი გოგოს მთელი ძალით მოეხვია. აგრძნობინებდა რომ მართალი იყო , რომ ბიჭი არასოდეს მიატოვებდა. ირაკლი მთლიანად მარიტასი იყო ,მარიტა ნახევრად და ეს ისეთი სევდიანი იყო, ისეთი ტრაგიკული და მაინც რაღაცნაირად ცხოვრებისეული. ერთი რამე ზუსტად იცოდა ჯანჯღავამ, მარიტა არასოდეს უღალატებდა, არც არასდროს მოატყუებდა. ის ყველაზე გულწრფელი გოგო იყო. გოგო რომლის კარიც მუდამ ღია იყო. -ყველაფერი რიგზეა ძვირფასო. იმდენი იტირე რამდენიც გინდა, ჩემი მხარი შენთვისაა. თავზე აკოცა და ისევ ძლიერად შემოეხვია. მერე საწოლში კომფორტულად მოათავსა გვერდზე მიუწვა და ისევ შემოეხვია. ................ მარიტა სკეჩებისთვის განკუთვნილ წიგნაკში. ფიქრებში ვარ დაკარგული ბნელ ღამეში დაძირული არსად არ ჩანს განთიადი არც სინათლე უიმედო ცხოველი ვარ შუაღამის ტყის ნაშობი დავდივარ და ჩემს ბედს ვეძებ თითქოს მქონდეს სადმე გვერდზე ოცნებაში უფრო მეტად მიბნელდება სიჩუმე კი კვლავ ღძევდება აქ კვლავ მეფობს ფიქრი ბნელი ღამე შავი, სიტყვა უტყვი სიჩუმე და მარტოობა სიცივე და უშუქობა და იმედი კვლავ გამირბის რომ ოდესმე გათებდება გზას ვიპოვი გასაქცევად რომ ოდესმე ზუსტად ისე შევიყვარებ როგორც სხვები მას ვიპოვი ვინც აროდეს მიმატოვებს და იმედი კვლავაც ქრება რომ ოდესმე სინათლეში შენს წინ მდგომი ღვინოს დავცლი და ფიცი კი აღსრულდება შევიყრებით ისე როგორც მიჯნურები როგორც ერთ დროს საყავრლები. მარიტა ნაწერს თვალს ავლებს, ფურცელს წიგანკიდან ხევს და ნაწილებად დაქუცმაცებულს ნაგვის ურნაში აგდებს, მერე მაგიდაზე ხელებს დებს და თავს მათში რგავს. ირაკლისთან როგორი ბედნიერია მერე ის წავა და ყველაფერი ისევ იდიოტურ დასაწყისში ბრუნდება. გოგო ტელეფონს იღებს და ბიჭს სწერს. :რას შვები? :ლექციაზე ვარ საყვარელო შენ რას შვები? :ჯერ არაფერს, ცოტახანში მონიკა ვაგნერს უნდა ჩავუჯდე ახალი დავალება მოგვცა ლექტორმა. ღმერთო მეზიზღება გერმანულად კითხვა. ირაკლის ესემესის წაკითხვისას ჩაეღიმა და ტექსტი დაუფიქრებლად აკრიფა. : გინდა რომ მოვრჩები უნის გამოგივლი და მეცადინეობაში დაგეხმარები? მარიტა ცოტახანს ეკრანს უყურებდა ,ეს მართლაც კარგი იდეა იყო, ირაკლიმ გერმანული მასზე უკეთ იცოდა და ზოგად შინაარსს მაინც აუხსნიდა წაკითხულიდან. ნაზად გაეღიმა და რამდენჯერმე ხელახლა გადაიკითხა ირაკლის ესემესი. :მინდა, მაგრამ დედაჩემიც სახლშია. ცოტახანს მარიტას ტელეფონზე ისევ მოვიდა შეტყობინება. :ღმერთო დამავიწყდა შენ ხომ ხალხში ჩემი გამოჩენის გცხვენია და არ გინდა შენი ახლობლები გავიცნო. გალდავას სახე მოექუფრა, იცოდა რომ ხუმრობდა, მაგრამ ემოციებს ეს მაინც ვერ შველიდა, იმის გაფიქრებაზეც კი ბრაზდებოდა რომ ირაკლის შეიძლება ასეთი რამ სერიოზულად ეფიქრა. :თუ არ გინდა რომ მოგკლა ხუმრობაც არ გაბედო მაგ თემაზე. :ხო კარგი კარგი, მაპატიე ბლუმ. :ანუ რა ვქნა საბოლოოოდ? :მოვიდე თუ შენით იმეცადინებ? :აუ მოდი რა გთხოვ, ახლა გერმანულად მაკითხე კიდე. :მოიცა შენ შენი საგნები არ გაქ სასწავლი ვაჟბატონო? :არ იდარდო უცბად ვიზავ , თუ არა და კონსპექტებს გამოვართმევ ვინმეს. :ჩემს გამო შენს საქმეს ნუ გაიფუჭებ. :აი ეგ პატარა ქალბატონო შენი საქმე აღარაა, მე ვწყვიტავ რას და როდის გავიფუჭებ. მოკლედ სადღაც საათნახევარში მანდ ვარ. ყავას ხო დამახვედრებ? :დაგახვედრებ ტკბილო აბა რას ვიზავ. ღიმილით მისწრეა, ინტერნეტი გამორთო და სამზარეულოში გავიდა. შორენა ქურასთან ჩამუხლული ღუმეილდან ბრაუნს იღებდა, მარიტამ სიცილით გადააქნია თავი და კარების ჩარჩოს მიეყრდნო. უყვარდა იმის ყურება როგორ აცხობდა ძლივს სახლში მყოფი დედა ნამცხვრებს, როგორ ამზადებდა უგემრიელეს კერძებს და თან ამ ყველაფრისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდა. შორენა რომ მოტრიალდა და კარებში მდგომი მომღიმარი შვილი დაინახა თავადაც გაეღიმა. ნამცხვრის ფორმა ხის დაფაზე დადო , ხელთათმანი გაიხადა და მარიტასთან მივიდა. -რა გაცინებს დედი? -შენ. მიყვარს სახლში რომ ფუსფუსებ დედიკო. სახე ხელებში მოიქცია და დაუკოცნა. ქალამ შვილი სიცილით მოიშორა და თავში წამოარტყა. -სულელი ბავშვი ხარ. დაჯექი გაჭმევ. მარიტამ ტუჩები გაილოკა და დედას კისერში აკოცა, ქალმა ისევ სიცილით აუქნია ხელი. მარიტა მაგიდას მიუჯდა და ლეკვივით გადიდებული თვალებით შეხედა დედას. -დეე. -რა გინდა ბავშვო? შორენამ ნამცხვარი მოჭრა თეფშზე დადო და გოგოს წინ დაუდო, მერე თვითონაც მის წინ ჩამოჯდა და წინსაფარი მოიხსნა. -ჩემი შეყვარებული მოვა ასე საათ ნახევარში. მარიტა ჩანგლით ნამცხვარს ჭრიდა, თავი ჩაეღუნა და თვალებს დედას მაინც არ აშორებდა. ქალს სახეზე მოულოდნელობამ და გაკვირვებამ გადაურბინა. -შენი ვინ? სიცხე გაქ მარიტა? -შეყვარებული. ასე ორი თვეა ვხვდებით მგონი ცოტა მეტი. გაეკრიჭა და ნამცხვარი ჩაკბიჩა. -მე ახლა რატო ვიგებ? -სახლში არ იყავი და როდის მეთქვა. -ენა ნუ წამიგრძელე შვილო შენ. -ოოო კაი რა. მოკლედ მოვა დახმარება მჭირდება მეცადინეობაში და ოთახში ვიქნებით არ შეგაწუხებ. -რა დახმარება. -გერმანულადაა ნაშრომი და თარგმნაში დაგეხმარები თუ გინდაო. -ოქეი. ნამცხვარი კი დროზე გამოვაცხვე. გაიცინა და შვილს შეხედა. -კარგი ბიჭია? მარიტამ თავი დაუქნია. -ძალიან და ძალიან ვუყვარვარ. თავს ყოველთვის კომფორტულად, დაცულად და ბედნიერად მაგრძნობინებს. დედა ერთადერთი კაცია ვის სიყვარულსაც ოდესმე შევძლებ. -ძალიან კარგია ეგ დე. შვილს ხელზე ხელი მოკიდა და თბილად გაუღიმა. -მაგრამ მეგონა გოგო გინდოდა. -დედააა! -რაა? შორენამ მხრები აიჩეჩა და შვილს დამცინავი მზერა ესროლა. -რატო დამცინი. -იმიტო, გითხრაი მე შენ გოგო ვერ გაგიძლებს თქო. -კარგი სერიოზულად რა. შემეშვი. დედას სიცილით უთხრა და ნამცხვრის ჭამა გააგრძელა. ….……. -...მოკლედ აქედან ძირითადი შინაარსი ის არის რომ ნამუშევრების შესწავლისას მასალით შეგვიძლია დავადგინოთ პერიოდი და ... მარიტა მისმენ? მარიტა საწოლის თავთან იჯდა და ზურგით ვკედელს მიყრდნობილს ფეხები მოეხარა, ხელები ზედ შემოეხვია და მის წინ მაგიდასთან მდგომ ბორბლებიან სკამში მოკალათებულ ირაკლის უყურებდა. ბიჭისთვის მოსმენა დაახლოებით 15 წუთის წინ შეწყვიტა, მას მერე მუხლებზე თავჩამოდებული ან კედელზე ზურგით მიყრდნობილი იჯდა და ბიჭის ტუჩების მოძრაობას, მის მოუსვენარ ცქმუტვას სკამზე, მის სახეზე დაყრილ წაბლისფერ კულულებს უყურებდა. ოთახში ფარდები ჩამოფარებული იყო , ჭაღი ანთებული და მაინც ირაკლის ფარდებს შორის შემოპარული ცელქი მზის სხივები სახეზე დასთამაშებდნენ, ზოგი ღაწვზე, ზოგიც წაბლისფერ თმებზე. -მარიტა მისემ მეთქი? უკვე გაბრაზებულმა იკითხა. ვერ იტანდა როცა ვინმესთვის სწავლების დროს მათ ყურადღება ეფანტებოდათ და აღარ უსმენდნენ, მის ბიძაშვილებთანაც ასე იყო ერთ დროს. -კი კი გისმენ. ირაკლი წარბებს ზევით წევს,ლეპტოპს მაგიდაზე აბრუნებს და გულხელს იკრეფს. -აბა რა ვთქვი ბოლოს? -..... მარიტა დუმს რადგან არ ახსოვს. ირაკლი ღრმად ამოისუნთქავს და თავს უკმაყოფილოდ აქნევს. -მაპატიე. -ჩემთვის არ ვკითხულობ. -ვიცი. მარიტა ფეხზე დგება და ბიჭისკენ მიდის. ბიჭი თვალს აყოლებს მაგრამ არ ინძრევა მარიტა წელით მაგიდას ეყრდნობა და ბიჭისკენ იხრება და სახე ძალიან ახლოს მიაქვს. სანამ მარიტა კონცას მოასწრებდეს ირაკლი მკლავებზე ხელებს ხვევს და სახეს ატრიალებს. -არა! ჯერ ეს ერთი ამით გულს ვერ მოიგებ, მეორე ახლა ამის დრო არ არიზ, მესამე დედაშენი რომ შემოვიდეს სამუდამოდ შემიძულებს. -სულელობ, -არა და მორჩა. დაჯექი და მომისმინე. მერე სახლშI უნდა გავიდე მეც სამეცადინო მაქვს -უჯიშოვ. ბიჭს გაბრაზებული მოშორდა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა. ამ ჯერად მარიტა ირაკლის მთელი ყურადღებით უსმენდა. ოთახს ბიჭის ხმა სასიამოვნოდ ავსებდა, თან ლეპტოპში პატარა ჩანაწერს უკეთებდა შემდეგ რომ გადაეკითხა. ოთახის ღია კარში მოშორებით მდგომ შორენას ჩაეღიმა. ისინი საოცრად საყვარლები იყვნენ და ასეთი გარინდული, თანაც ბედნიერი მარიტას დანახვა უყვარდა. ........................................... მაისი ახალი დაწყებული იყო ორი ან სამი რიცხვი იქნებოდა. მათე ცოტნესა და კიდევ ორ თავის ჯგუფელ-მეგობართან ერთად კახეთში იყო წასული პროექტის გასაკეთებლად. ცხელი საღამო იყო, ბიჭი ფართო ჯინსებსა და თხელ ცისფერ პერანგში გამოწყობილი კოტეჯის აივანზე იჯდა. ცალი ფეხი სკამზე ჰქონდა აკეცილი და ლეპტოპი მუხლებზე ედო. ჰაერი ისეთი სუფთა იყო და ცა ისე მოკრიალებული უნდოდა მთელ დღეს უსაქმოდ ყოფილიყო და ბესოც გვერდით ჰყოლოდა, მაგრამ ნაშრომი ჰქონდათ დასაწერი და პრეზენტაცია გასაკეთებელი. ტელეფონში დილით ჩაწერილი მოხუცი კაცის ინტერვიუ ჰქონდა ჩართული და კაცის ყოველ სიტყვას იწერდა. ხმა სევდიანი და წლების მიერ გატეხილი ჰქონდა. მათეს თვალწინ ედგა კადრები როგორ საუბრობდა კაცი, მისი თვალები სევდით იყო სავსე. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა მოხუცს რომ დანაკარგების დიდი სია ჰქონდა. მათემ მისი დანახვისთანავე უდიდესი სევდა და თანაგრძნობა იგრძნო თეთრთმიანი კაცის მიმართ, უნდოდა მოხვეოდა და მისი ყოველი სიტყვისთვის მოესმინა, ახლაც როცა მის ხმოვან ინტერვიუს საკუთარი ხელით წერდა გრძნობდა სიტყვები როგორ ესობოდნენ თითებში, როგორ მიუყვებოდნენ ძარღვებს და გულში ნემსებივით ესობოდნენ. თვალები ცრემლიანი ჰქონდა და გრძნობდა როგორ ებინდებოდა დროდადრო მხედველობა, მერე როგორ მისრიალებდა რამდენიმე ცრემლი ლოყაზე. ტეელფონი აზუზუნდა და ეკრანს დახედა. იმის დანახვაზე თუ ვინ ურეკავდა სახე გაებადრა და ლეპტოპი დაკეცა. - სულ არ გახსოვარ საზიზღარო. მათეს ბიჭის გაბუტული სახის დანახვაზე და ასევე მოგუდულად ამოთქმული სიტყვების მოსმენისას გაეღიმა და თავი გადააქნია. -შენ როგორ არ უნდა მახსოვდე სულელო ბავშვო. ბესომ წარბები შეკრა და ხელები გულზე დაიკრიფა, აშკარა იყო ლეპტოპიდან ურეკავდა. -ნუ მეძახი ბავშვს, შეგახსენებ რომ შენი ტოლი ვარ. -არაუშავს. ღმერთო სიგიჟემდე მომენატრე. -მეც კურუპირავ. -შენ მაგას ნუ მეძახი. -რით ვერ შეეჩვიე?! ბესომ გადაიხარხარა და მის სიცილზე მათესაც გაეცინა. -რა ხდება თბილისში? -ძველებურად, მე და მარიტას ზეგიდან გამოცდები გვეწყება. შენ რას შვები?როდის ბრუნდებით? წარმოდგენა მაინც თუ გაქვს როგორ მომენატრე ქაჯო. ბესოს თვალები ლეკვისას დაემსგავსა. მათე მზად იყო ახლავე ფეხით ჩასულიყო თბილისში ოღონდ ბესოს ასე ყურება შეეწყვიტა, რაგდან ვერ იტანდა როცა ასე აკეთებდა, თითქოს ოდესმე ვინემს ამით თავს შეაცოდებდა. -შეწყვიტე ლეკვის თვალებით ყურება. არასდროს მუშოაბს. -უჟმუროოო! ბესომ წამოიკივლა და თვალები აატრიალა. მათეს მის გაბრაზებულ ხმაზე გაეცინა. - კვირის ბოლოს ჩამოვალთ. ცოტნე ფოტოების გადაღებას აპირებს რაც დროს წაიღებს, თან შეიძლება კიდევ ერთი ან ორი ინტერვიუ ავიღოთ ან ხელახლა ვიდეოდ ჩავწეროთ პრეზენტაციისთვის. -მოკლე შენ და შენი კომუნიკაბელური პეპელის ფაზა. -ნუ ბრაზდები სამი წლის ბავშვივით ვაჟბატონო. -ხო კარგი კარგი. სხვათაშორის ვიფიქრე ორმაგ პაემანზე ხომ არ წავსულიყავით ჩვენ და შენი და. -ქეთი და სანდროს რას ეტყვით? ტეხავს სულ გვპატიჟებენ სადმე რომ მივდივართ. -აუ არ ვიცი არ მიფიქრია მაგაზე. ბესოს ეტყობოდა რომ სერიოზულად დაფიქრდა მათეს ნათქვამზე. ცოტახანს ორივენი ჩუმად იყვნენ. მათე ეკრანზე გამოსახული ბიჭის ნაკვთებს აკვირდებოდა და ოდნავ ეღიმებოდა. მერე მათეს რაღაც გაახსენდა და დამამშვიდებელი ღიმილიანი სახით თქვა. -კონცერტია ამდეღეებში და წავიდეთ ერთად , თუ ენდომებათ წამოვლენ თუ არა და დარჩებიან. -უი ხო ეგ კარგი იდეაა. აუ მართლა მომენატრე კურუპირა. -ხომ გითხრაი რომ ჩამოვალ რაღას გამიწყალე გული?! - ხო სამ დღეში. -კარგი რა. -ხო კარგი ჯანდაბა მიდი გააგრძელე და მეც მივხედავ ჩემს პრეზენტაციას თორე ლამისაა ცოცხლად გამატყაოს იმ იდიოტმა ქალმა. -მიდი ბავშვო. -ნუ მეძახი მათე გალდავა მაგას თორემ რომ ჩამოხვალ სულ ბალიშს გირტყავ თავში. -უფრო მაგარი რამისთვის ვერ მიმეტებ? -კაი იყოს ტაფა მაშინ. წარბი აუწია და გადაიხარხარა. მათემ თავისქნევით გათიშა ზარი და ისევ ვორდის ფაილს დაუბრუნდა. ბესოსთან საუბარში შემობნელებულიყო კიდეც არა და ალბათ ნახევარი საათი ესაუბრია მხოლოდ. დაახლოებით ათ ან თხუთმეტ წუთში კარი გაიღო და ყურზე ტელეფონმიდებული ცოტნე გამოვიდა. -მათე გცალია? მარიტა რეკავს. -მე ვერ დამირეკა პირდაპირ? ბიჭს რამდენიმე წინადადება ჰქონდა დასკვნის დასასრულებლად დარჩენილი. მათემ კპმპიუტერიდან თავი ასწია და მეგოაბრს შეხედა სახე ოდნავ გაჰფითრებოდა, რაღაცაზე ნერვიულობდა და მათეს ეს არ გამოჰპარვია. -გაგახსენებ რომ ბოლოს როცა დარეკა ეჩხუბე ხელს მიშლიო.- ცოტნემ წარბი აუწია -თანაც დაკავება იყო და ვერ დავუკავშირდიო.-ტელეფონი მოიშორა და ხელი დააფარა გოგოს რომ არ გაეგონა- კარგი ხმა არ აქვს მგონი რაღაც მოხდა და აიღე დროზე. -რაა? მათეს თვალებში შიში ჩაბუდდნენ. შიში რომ ტყუპისცალს რაღაც სჭირდა რაღაც რასაც კახეთიდან ვერ გამოასწორებდა. ძარღვებში სიხლი გაეყინა და გაუაზრებლად გაიწვდინა ცოტნესკენ აკანკალებული ხელი. ცოტნემ საკუთარი მობილური მისცა და სახლში შებრუნდა. -მარიტა. სიჩუმე უსაშველოდ გაიწელა. მათემ ათასიმა აზრმა გაუელვა გოენბაში და წამზომმა ხმაურით დაიწყო რეკვა. -მარწყვო- გოგოს ნამტირალები ხმა ჰქონდა დიდი ხანი არ იქნებოდა მას მერე გასული რაც იტირა, შეიძლება მაშინვე მატესთან დარეკვა დაიწყო მაგრამ ის ბესოს ელაპარაკებოდა. თავს კიცხავდა დის შემომავალი ზარი რომ ვერ შენიშნა და იმ წამსვე არ გადაურეკა. -მაპატიე პატარავ კარგი? არ შემომსვლია ზარი. უფრო ... უფრო მალე უნდა მეპასუხა. კარგად ხარ? რა მოხდა. -ის იყო მოსული.. აქ იყო მარიტას ისევ ტირილი წასკდა . მათე სრულიად დაიბნა, თავიდან ვერ მიხვდა ვინ “ის” ვინ შეიძლებდოა სახლში მისულიყო და ვის გამო შეიძლებდოა მარიტას ასე მწარედ ეტირა. -მარიტა ვინ? ისვე ეს დაწყევლილი სიჩუმე. ტელეფონში სრიალის ხმა ისმოდა , შიგადაშიგ მარიტას სლუკუნის, ქუჩიდან კი ძაღლებსი ყეფისა და ერთამენთში მომუსააფე მეზობლების სუსტი საუბარი აღწევდა მათეს ყურებამდე. სახლიდან ბიჭების ფუსფუსი და ტელევიზოში ჩართული რომელიღაც გადაცემის. მათეს ირგვლივ სამყარო მოძროაბდა და ერთმაენთში იდღაბნებოდა, მაგრამ ამავე დროს საოცრად ცოცხლაი იყო, ბიჭისგან განსხვავებით. -იაკობი. და მათესვის ყველაფერი ნათელი გახდა. მარიტა ტიროდა რადგან იაკობი 10 წელია თვალითაც არ ენახათ, ახლა უცბად გამოჩნდა და მარიტას ყველაფერი თვალწინ დაუდგა, ისევ და ისევ. -მშვიდად მარიტა, დაწყნარდი ჩემო პატარავ კარგი?- მათემ ლეპტპი აიღო, ფეხზე ადგა, მერე სიევ საკმზე დადო და პატარა აივანზე ბოლთის ცემა სმოჰყვა. მარიტასთან ლაპრაკს თან ხელს აყოლებდა- ღრმად ისუნთქე, ყვეალფერი გავლილია. 11 წლის არ ხარ, 21 წლის გოგო ხარ ძალიან ძლიერი და დიავიწყე ის რაც ნახე. ყევალფერი კარგად არის, იაკობი მეორედ აღარ მოვა და თუ მოვა გპირდები შემდეგ ჯერზე მე შენთან ვიქნები. -მათე შენთან მინდა. -გპირდები ეს ორიდღე მალე გავა, ხომ იცი რომ აქ უნდა ვიყო და ვერ ჩამოვალ. მაპატიე კარგი. -ნუ მებოდიშბეი სისულელეზე- ტირილისგან გატეხილი მაგრამ ბრაზიანი ხმით უთხრა, მათე დარწმუნებული იყო რომ ცრემლები მოიწმინდა, მხრები შეარხია, წელში გაიამრთა და მხოოდ ამის ემრე თვქა- ვსო მოვრჩი, მაპატი რომ განერვიულე, ქეთი გამომივლის აწი და აქ დარჩება. შენს საქმეებს მიხედე. უბრალოდ თავი ვერ შევიკავე. -არაუშავს პატარავ. გაკოცე. -მეც. მათემ ხმა გაიგო რომელიც ამცნობდა რომ მარიტამ ზარი დაასრულა, აივნისკენ მიტრიალდა, მოაჯრს ხელებით დაეყრდნო და როგორც შეეძლო შორს გაიხედა, უსამრთლობა იყო . უსამართლობა იყო რომ მარიტას , გოგოს რომელიც სამყაროში ყველაზე ბენდიერი და მხარიული იყო მუდამ პირველს უწევდა ამ ამაზრზენი კაცის ნახვა და მისი უაზრო საქციელების წასწრება. მაშინ ზედმეტად პატარები იყვენნ,ახლა ორივე ზრდასრული იყო, მარიტა პასუხს გასცემდა და მათე პასუხს მოსთხოვდა ყველაფერზე რაც დედამისმა მის გამო გადაიტანა. კიდევ ერთხლე თუ გამოჩნდებოდა კაცს ანანებდა საერთოდ რომ იფიქრა მათთან მიახლოვება. ჯერ ისევ მინდა თვქენი აზირს მოსმენა. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.