შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (11)


11-09-2024, 01:46
ავტორი lillianna
ნანახია 5 034

-არ შემეძლო არ ჩამოვსულიყავი ლია დეიდა , აღარ შემეძლო უთქვენოდ . ჯერ კიდევ ჩახუტებული ჰყავდა ლიას ლილია , როდესაც ანიტამდე მიაღწია სიტყვებმა “უთქვენოდ” , რა თქმა უნდა ლექსოს გულისხმობდა , ლექსოს გარეშე არ შეეძლო, ლექსოსთვის ჩამოვიდა , გულში ისევ ის საშინელი წვა იგრძნო, ვერ ხვდებოდა რა ექნა იმ წამს, ასე გაუნძრევლად მდგარიყო თუ გაქცეულიყო, გაშორებოდა ამ ამბავს სადაც თავს ისევ არ გრძნობდა მთავარ პერსონაჟად, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა წაიბორძიკა , სწორეს ეს მცირედი ხმაური აღმოჩნდა ლექსოსთვის ანიტასკენ ყურადღების გადართვის მიზეზი, გაიაზრა ალბათ როგორ ატკინა გული წამიერად , მძიმედ გადადგა მისკენ ნაბიჯი და ანოტას ხელი მოძებნა , რომელიც უწინდებურად თბილი აღარ მოეჩვენა , პირიქით გაყინული ჰქონდა
- დამშვიდდი აქ ვარ .. ყურთან ახლოს გაიგო ლექსოს ხმა , თუმცა წეხანდელმა სცენამ და ლექსოს თვალებმა არ მისცა იმის უფლება რომ დამშვიდებულიყო, პირიქით უფრო და უფრო უმატა წვამ , რაღაც მწარე ტკივილმა გულის გავლით
ლია და ლილია მისაღებში რომ დაბრუნდნენ ლექსო უკვე ანიტას ეხუტებოდა, ისევ ცდილობდა მისი გაყინული ხელის გათბობას .
წამით მაინც შეხვდა ლილიას და ლექსოს თვალები ერთმანეთს , ეს არ იყო შეხვედრა რომელსაც წარმოიდგენდნენ რამდენიმე წლის წინ , ლილიამ შეამჩნია ლექსოსთან ჩახუტებული სიფრიფანა გოგონა და საშინელი სისუსტის შეგრძნება გაუჩნდა , ბოლომდე მაინც არ ეჯერა ლიკას ნათქვამი, ვერ წარმოედგინა ლექსო თუ შეიძლებოდა სხვასთან, სხვისი ყოფილიყო, ეგონა როცა შეხვდებოდა ყველაფერი ისე იქნებოდა , როგორც ადრე . ისევ ისეთივე მონატრებით ჩაიკრავდა მამაკაცი გულში და ისევ გადაეშვებოდნენ ვნების მორევში, ისევ გაჩერდებოდა დრო და აღარაფერი იარსებებდა სამყაროში ლექსოს და ლილოას გარდა , თუმცა ახლა იაზრებდა რომ ლექსოს სამყაროში მისი ადგილი ნელ ნელა ქრებოდა . ხელი გულისკენ წაიღო ავტომატურად , ეგონა თუ გულთან მოიჭერდა ამ ტკივილს ვეღარ იგრძნობდა
-ლექსო… მხოლოდ საყვარელი მამაკაცის სახელის თქმა შეძლო , თუმცა ვეღარ გაააგრძელა
-გამარჯობა ლილია . ანიტასთვის ჩაჭიდებული ცალი ხელი არ გაუშვია ლექსოს , ისე ჩამოართვა მარცხენა ხელი ლილიას .
-ჩვენ უნდა დაგტოვოთ დედა , უკვე ისედაც დავაგვიანეთ. ლიას მიმართა ლექსომ და ანიტასთან ერთად გასასვლელისკენ გაემართა
- ძალიან გამიხარდა შენი ნაცნობა შვილო.. ზურგზე ხელი ფრთხილად დაუსვა ანიტას ლიამ
- მეც ძალიან გამიხარდა , მადლობა ყველაფრისთვის … სანამ კარს მიიხურავდნენ კიდევ ერთხელ გაუღიმა ანიტამ მასპინძელს …
წერეთლიდან გლდანის მიმართულებით ნახევარი გზა ისე გაიარეს ხმა არ ამოუღია ანიტას , მხოლოდ ლექსო სვამდა შიგადაშიგ კითხვებს , -კარგად ხარ ? რაზეც მხოლოდ თავისქნევით პასუხობდა გოგონა.
არასდროს ეგონა ანიტას თუ შეეძლო ასე ეეჭვიანა საყვარელ ადამიანზე , ასეთ საკუთარ თავს არ იცნობდა , ეჭვი რომელიც აწუხებდა შინაგანად ჭამდა და ისევ მასვე ანადგურებდა , უნდოდა სხვა რამეზე ეფიქრა ბოლოს
და ბოლოს ლექსო მის გვერდით იყო, ლექსო სიყვარულში გამოუტყდა , ლექსოს უნდოდა , თუმცა ამ მომენტში ეგონა რომ ეს არ იყო საკმარისი, ლილიას არსებობა ყველაფერს ცვლიდა, ლექსოს თვალები ლილიას დანახვისას ყველაფერს ცვლიდა! ჯანდაბა ! რატომ გრძნობდა ისევ ამ საშინელ წვას გულთან ახლოს ?
მანქანა რომ გაჩერდა ანიტამ ღვედი შეიხსნა , სანამ კარის გაღებას დააპირებდა ბიჭმა ხელი ჩაავლო და მისკენ შეაბრუნა
-შემიძლია წარმოვიდგინო ახლა როგორ ხარ …
- არ შეგიძლია … თითქმის სავსე ჰქონდა თვალები ცრემლით
-დამიჯერე შემიძლია … უთხრა ლექსომ და ცრემლიანო თვალები ჯერ ცერა თითით შემდეგ კი კოცნით ამოუშრო
-სულელი ხარ … ყურზე თმა გადაუწია და კისერზე აკოცა
ანიტას არ სურდა ლილიაზე რამე კიდევ ეკითხა და ლილიას არსებობა ყოველ წუთს შეეხსენებინა თუმცა იმასაც ხვდებოდა რომ არც ჩუმად ყოფნა შეეძლო
-უნდა წავიდე … ისევ კარის სახელურს დაეჯაჯგურა გოგონა თუმცა ლექსომ მოასწრო და ჩაკეტა
- მიყვარხარ ანიტა.. უთხრა და გულში ჩაიკრა, ლექსოს სუნამოს სუნით გაიჟღინთა ანიტას სხეული , როგორი მნიშვნელოვანი იყო ამ წამს ანიტასთვის მისი სიტყვები ალბათ ვერხ კი წარმოიდგენდა
-უნდა მენდო! ეჩურჩულებოდა ლექსო და უფრო ძლიერად იკრავდა გულში -არასდროს გავნებ …
-მეც მიყვარხარ ლექსო .. უთხრა ანიტამ რომელსაც ისევ ასევსო თვალები ცრემლებით
ლექსო ფრთხილად შეეხო ჯერ კიდევ აფორიაქებული აკანკალებული გოგონას ტუჩებს , როდესაც მისი ორივე ტუჩი დაისაკუთრა სწორედ მაშინ ოგრძნო ანიტას თვალზე არსებული ცრემლები ტუჩებთან რომ ჩამოგორდა . სათითაოდ დაუკოცნა ორივე თვალი და ცერა თითი ტუჩებზე გადაუსვა
-ჩემი ხომ გჯერა ? თვალებში ჩახედა
-ამას ახლა რატომ მეუბნები?
-იცი რატომაც …უპასუხა ბიჭმა -ჩემი
გჯერა ? გაუმეორა კითხვა
-მჯერა … უთხრა ანიტამ
კიდევ ერთხელ გადაიხარა ლექსო გოგონასკენ და სახეზე მოეფერა
-ხოდა თუ გჯერა სახლში ადი და მშვიდად დაიძინე, არასდროს არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც შენ გატკენს … უთხრა ლექსომ და ცალ ხელში მომწყვდეულ ანიტას ხელის მტევანს აკოცა .
……
მაინც ვერ მოახერხა ანიტამ თვალის მოხუჭვა , მაინც ეფოქრებოდა ლილიაზე , როგორი ლამაზი იყო სახლის კართან მდგომი, ქერა ზღვოსფერი თვალებით, თხელი გრძელი თმით, მსუბუქი, ჰაეროვანი , ყვავილივით ნაზი, წარმოუდგენელი იყო მისი სილამაზის არ აღქმა , ვერასდროს იქნებოდა ლილია შეუმჩნეველი მისი მშვენიერების ფონზე.
- როგორ დაბრუნდა ? ასე ადგა და დაბრუნდა ?
-კი … მოკლედ უპასუხა ნენეს ანიტამ
-მოიცა სწორედ იმიტომ დაშორდნენ რომ ლილიას არ უნდოდა აქ ყოფნა ლექსოს კი იქ , და ახლა ასე მარტივად ადგა და ჩამოვიდა ?
-მაგიტომ დაშორდნენ ? ლუკამ გითხრა ? არაფერი იცოდა ანიტამ ლექსოსა და ლილიაზე გარდა იმ ფოტოებისა რაც მაშინ ლილიას ოთახში ნახა
-ხო ლუკამ მითხრა , და სავარაუდოდ ვხვდები რატომაც დაბრუნდა .. უფრო და უფრო ეტყობოდა გაბრაზება ხმაში ნენეს
-შენი აზრით რატომ?
- შენს შესახებ გაიგო სულელო! ცხარობდა ნენე მეგობრის გულუბრყვილობაზე -იცოდე თუ დაუთმობ …
-ნენე გთხოვ , რად მინდა ეგეთი ადამიანი ვისთვისაც სხვა ქალს უნდა ვებრძოლო?
-სულელი ხარ ! ზოგჯერ … ნენე შეჩერდა - ზოგჯერ არა! თითქმის მთელი ცხოვრება გიწევს იბრძოლო იმისთვის რაც გიყვარს ანიტა ! სხვანაირად არ გამოდის უბრალოდ
თანაც ლექსომ გითხრა რომ უყვარხარ და ენდო , მეტი რა გინდა ? ნუ გადამრევ!
-არ ვიცი … უთხრა ანიტამ და ტელეფონი გათიშა .

……
ლიფტისან გამოსული ლექსო გასაღებს არგებდა სახლის კარს როდესაც ზურგიდან ხმა გაიგონა
-ლექსო…. გელოდებოდი… თითქოს არ გაკვირვებია , მშვიდად მოტრიალდა , ამდენი ხნის შემდეგ ისევ პირისპირ იდგა ლილიასთან
-რატომ მელოდებოდი? გასაღების მორგება განაგრძო კარზე და რამდენჯერმე გადაატრიალა
-ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ …
-არ ვარ !შეაწყვეტინა მამაკაცმა
-შენთან საუბარი მინდა , გთხოვ… ლილიამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა , წინ დაუდგა ლექსოს , სახლის კარს ზურგით აეკრა , წამიერად შეიგრძნო ლექსომ ლილიას სურნელი, ადრე რომ ყველაფრისგან გამოარჩევდა
ლექსომ ლილიას ხელი მოჰკიდა და მისი სხეული ფრთხილად გასწია გვერდით, კარი გააღო და უკვე შესულმა გამოსძახა
-შემოდი!
ლიას უკვე ეძინა , რამდენი წელი , რამდენი დღე ჰქონდა გატარებული ლილიას ამ სახლში, ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო, ისეთი საყვარელი, ლექსო ოთახისკენ წავიდა , ლილიაც უკან მიჰყვა , საძინებლის კარი რომ შეაღო გული აუფრიალდა გოგონას , ყველაზე ბედნიერი წუთები ხომ აქ ჰქონდა გატარებული ლექსოსთამ ერთად , სწორედ ამ ოთახში ჩააბარა ქალწულობა საყვარელ მამაკაცს და მას შემდეგ რამდენჯერ მოუძღვნა საკუთარი თავი სრულიად , რამდენი სიყვარულით სავსე წუთები გაატარეს ერთად , ამ ყველაფრის შეგრძნებამ ისევ ისე ააფორიაქა როგორც მაშინ.. პირველად ..
ბიჭმა ოთახის კარი მიხურა და საწოლზე ჩამოჯდა
-ის გოგო… გაუბედავად დაიწყო საუბარი ლილიამ , თავად ჯერ კიდევ ფეხზე იდგა
- იმ გოგოზე საუბარს გიკრძალავ.. ხმაში სიმკაცრე გაერია ლექსოს
-მაგრამ შენ… შენ ხომ … საუბრის დაწყებას ვერ ახერხებდა გოგონა - ამდენი წელი ერთად ვიყავით, შენ ხომ დაიფიცე რომ სხვა არ იარსებებდა ლექსო .. ლილიას თვალები ცრემლებით აევსო
- ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვეგონა ლილია
-მაგრამ… ისევ სცადა საუბრის წამოწყება
-არგამოვიდა , ვცადეთ მაგრამ არ გამოვიდა , შენ წახვედი , მეც წამოვედი ამის დედაც !
გოგონა მამაკაცის მუხლებთან ჩაიმუხლა
-არაფერი იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო, ერთმანეთს ვერ ვუგებდით ლილია , შენ შეპყრობილი იყავი წარმატება ,აღიარება გინდოდა , მე ხელს გიშლიდი! ხომ ასე თქვი , ასე არ იყო? ფეხზე წამოდგა ლექსო , ლილიაც ადგა , ლექსო ზურგით იდგა თუმცა გრძნობდა როგორ უსველებდა გოგონას სახეს ცრემლები
- არა ! შეიძლება ასე ვთქვი მაგრამ ასე არ იყო ლექსო მიყვარდი ყოველთვის და ახლაც მიყვარხარ! მეგონა “ჩვენ” სამუდამო იქნებოდა , მეგონა დამელოდებოდი..ბიჭის სხეულს შეეხო და მისკენ შემოაბრუნა
-მეც მეგონა , მაგრამ ასე არ მოხდა , ანიტა შემიყვარდა
ანიტა შემიყვარდა საშინელი მოსასმენი აღმოჩნდა ლილიასთვის , თავს ამზადებდა მაგრამ მაინც ვერ წარმოიდგენდა ამხელა ტკივილს , თითქოს დანა დაარტყეს ოღონდ იმ წამსვე კიარ მოკვდა ყველა დანის ჩარტყმა იგრძნო მანამ სანამ სხეული ბოლომდე არ აეწვა სიმწრისგან
….
7 წლის წინ

-დარწმუნებული ხარ ?
- ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ, გოგონამ თავისი ზღვისფერი თვალები ბიჭის მწვანე თვალებს შეუერთა , მათი მზერა ერთმანეთს შეერწყა და ერთმანეთში აირია
-შენ ჩემი ცხოვრების მამაკაცი ხარ ლექსო.. დაიჩურჩულა მამაკაცის ყურთან, იგრძნო როგორ გამალებით დაიწყო ბიჭის გულმა ძგერა , შიშველ მკერდზე ხელი ნაზად დაუსვა და გულ მკერდზე ცხელი კოცნა დაუტოვა, წამში მოექცა ბიჭის სხეულის ზემოთ , გოგონას ქვიშისფერმა თქმა ბიჭს სახეზე დაეფინა , ლილიამ იგრძნო ლექსოს გახშორებული გულისცემა , ნაზად კოცნიდა სხეულის
სხვადასხვა წერტილში და სიამოვნებდა იმის ყურება როგორ ერეოდა ლექსოს თვალები, მამაკაცის ძლიერმა მკლავებდა საწოლზე დაანარცხა , ახლა ის გრძნობდა ლექსოს ცხელ ტუჩებს კისერზე, მკერდზე , მკერდის ქვემოთ მუცლისკენ რომ მიუყვებიდნენ და თავის კვალს ტოვენდნენ , ყველა ადგილი ეწვოდა ლილიას სადაც კი ლექსო ეხებოდა , კიდევ ერთხელ შევხდა მათი თვალებო ერთმანეთს
- დარწმუმებული ხარ ? სანამ აკოცებდა კიდევ ერთხელ დაუსვა ბიჭმა კითხვა
- დარწმუნებული ვარ .. უპასუხა გოგონამ , და ლექსომაც ძლიერად ახლართა მისი ხელები გოგონას ხელებში.
-თუ რაღაც ისე არ იქნება, თუ თავს კარგად ვერ იგრძნობ მითხარი და გავჩერდები.. კოცნებს შორის ჩურჩულებდა ლექსო. ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვდა ლილიას ლექსოს გარდა , გრძნობდა როგორ მოძრაობდა ლექსოს სხეული სინქრონულად და გრძნობდა მის ხელებს ლექსოს ზურგზე , ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი როდის იყავიო რომ გეკითხათ ამ ღამეს გაიხსენებდა , როცა ყველაფერი ლექსოს მოანდო, ყველაფერი საკუთარი თავის ჩათვლით.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა იყო ეხლა ეს დაბრუნება ეგოისტობაა ამ გოგოს მხრივ მაშინ არ უნდოდა ეხლა რომ გაიგო შეყვარებული ყავს უცებ მოუნდა დაებრუნებინა ლექსო თოჯინაა ვერ გავიგე ანიტა მეცოდება იმედია ლექსო იმედებს არ გამიცეუებს მომეწონა ეს თამი მადლობა წარმატებები❤️????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მინდა ლექსომ თავი არ დაკარგოს და ლილიამ რაც დაიმსახურა ის მიიღოს.
წინა თავები არ მქონდა წაკითხული, მოვძებნე და თავიდან წავიკითხე. საინტერესო ისტორიაა კარგად ვითარდება სიუჟეტი.
ველოდები გაგრძელებას. წარმატება ავტორს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent