ბედის'მწერლები (სრულად)
ყველაფერი დაიწყო 2000 წლის 15 მაისს ,როდესაც მოიტაცეს. ქუჩაში მშვიდად მიმავალს ხელი დაავლეს და სიმშვიდით ტკბობა გადაეზარდა ომში. კიოდა,წინააღმდეგობას უწევდა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ზედაც არავინ შეხედა,ნაბიჯი არავის გადაუდგამს მის დასახმარებლად. მხოლოდ ხმა გავრცელდა წამსვე და მივიდა დანიშნულების ადგილამდე. ოჯახი იქამდე აღნიშნავდა ქალიშვილის გათხოვებას სანამ მანქანა მისთვის უცნობ სახლთან გაჩერდებოდა. იცოდა სულ რამდენიმე საათი ჰქონდა და მერე ყველაფერი დასრულდებოდა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა ,ვერ აჩერებდნენ და მაინც გაქცევა არ გამოსდიოდა. გზად რასაც წვდა ყველაფერი დაამტვრია,მაგრამ ვერ მოერია,ვერაფერი გააწყო. მარტო იყო უიმედოდ დარჩენილი ადამიანის წინ ,რომელიც სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და რომელთანაც არაფერი აკავშირებდა. კადრები ახსოვდა მხოლოდ,შეგრძნებები,შიში და თავდაცვის ინსტიქტი, რომელიც ბოლო წუთამდე ბრძოლას აიძულებდა. იცოდა თუ დანებდებოდა ყველაფერი დასრულდებოდა,ვეღარასდროს დაიხნიდა თავს . ღმერთის იმედი ჰქონდა მხოლოდ. იმ ფსკერზე სადაც ცხოვრობდა არაფერი იყო სხვა იმედის გარდა. სიბნელეში ყოველთვის ჩნდებოდა ნათელი წერტილი და ისიც მუდამ იყენებდა ყველა შესაძლებლობას. თავდაცვის იარაღი გამტაცებელს აართვა, დანა რომელსაც მუდამ თან ატარებდა ახლა თავად ჰქონდა ხელში. უდარიდან გადავიდა მუქარაზე ,რომლის შესრულებას ნამდვილად არ აპირებდა, მოკლავდა ,მაგრამ თავს არაფერს დაუშავებდა. ფანჯარას მიუახლოვდა და დახმარების თხოვნა განაგრძო, ახლოს არავინ ჩანდა დანის პირი კი კიდევ უფრო მეტი ძალით ეხებოდა კანს . არ აღელვებდა ბიჭის შეშლილი სახე, გულისცემის ხმა ესმოდა მხოლოდ და ყვიროდა ხმის დაკარგვამდე. მისმა ხმამ კი ადრესატამდე მიაღწია, ეზოს უკანა ნაწილიდან შემოსულმა კაცმა მანქანიდან გადმოსვლისთანავე გაიაზრა რაც ხდებოდა და წინ შემხვედრმაც ვერ შეაჩერა _შენ რა გინდა აქ, მოიცადე _სახლი ჩემია და მე რა მინდა ? გასაღები რომ აიღე მივხვდი რაღაც ახალ უბედურრბას აწყობდი ... როდის უნდა გაიზარდო. სანამ არ მოგკლავენ არ დაისვენებ? _მე არაფერ შუაში ვარ. წავიდეთ,წამოდი ... გოგო ყავს ზაზას ხო იცი როგორები არიან ქალები ცოტას იწიკვინებს და მერე მოლბება _წინ ნუ მეღობები თორემ შენ ს.რ ძმაკაცს მიგაყოლებ იცოდე _ ხელი კრა სწრაფად შევიდა სახლში და საძინებლამდე სირბილით მივიდა . არც შეყოვნებულა ისე გააღო კარი და კუთხეში დანით მდგომ გოგოს შეხედა. მაჯაზე რომ მიედო ბასრი პირი და ცრემლებით სავსე დაწითლებული თვალები მიაპყრო უცნობს _ბერდო ?-გამტაცებლის ყურადღება მასზე გადავიდა _ვერ გავაჩერე იზვინი ბრატ _ესაა ვუყვარვარ და გავიპარეთო? თქვენ ბიჭო ვის აბოლებთ მეე? ჩემ სახლში გინდა მოტაცებული გოგო დამალო და გააუპატიურო ?_ გაშლილი ხელი სახეში მოუქნია ბიჭს და მერე ყელში წვდა _ შე ჭიაყელა როგორ გამიბედე ჩემ სახლში ამ ამბის დატრიალება და ჩემი მოტყუება. შენ მე ვინ გგონივარ _მიყვარს ... მიყვარს და გავგიჟდი. გავაფრენ ჩემი თუ არ იქნება _რომელი სიყვარული არც მიცნობს ... იცოდეთ თავს მოვიკლავ კიდევ რომ შემეხოს ,რომ მომიახლივდეს მოვკვდები და ყველაფერს დავამთავრებ _ჩემი ცოლი ხარ უკვე_თქო ხომ გითხარი გოგო . _ნუ უყვირი ბიჭო გოგოს ...თქვენ ვინ ხართ საერთოდ შენ რა კაცი ხარ ან შენ... იცოდი რასაც აპირებდა და აქ ტოვებდი? ღორები ხართ ბიჭო? _ხელი გამიშვი ... ჩემი საქმეა რას ვიზამ . ამან მითხრა მისი სახლის გასაღები მაქვსო თორემ აქ არც მოვიდოდით. ახლა წავალთ და მერე გავარკვიოთ დანარჩენი _დაახვიეთ ორივემ ...გოგოს ახლოს არ გაეკარები _ მაჯაში ჩაავლო და ისე მოუჭირა ნაბიჯი ვეღარ გადადგა _რას აკეთებ გაგიჟდი? _წადით ახლა ორივე თუ არ გინდა რომ მოგკლა... ეს წაიყვანე აქედან ისე როგორც მოიყვანე _არსად წავალ ჩემი ქალის გარეშე... შენ ჩემ უფროსად ვინ დაგნიშნა ვინახარ ვაფშე ამდენს რო ბედავ . _მე ვინ ვარ? მე ... _ხო შენ , წავალთ აქედან და შენ სახლში აღარ ვიქნებით. ქალს მახევ თუ რა ხდება _ორ წუთში აქედან ისე თუ არ აახვევ რომ აღარასდროს შემხვდე დედაშენთან მიგასვენებენ _ ჩაიცინა და ზემოდან დახედა ბიჭს _ერთი ,ორი _ წავედით ,წავედით სანამ ორივე დაგვბრიდა _არსად წავალ ... თუ მარიტა აქ დარჩება _ნაბიჯი არ გადადგა გოგოსკენ_ გოგო ჯერ კიდევ გაოგნებული იდგა,შეშინებული,ძალაგამოცლილი კედელს ეყრდნობოდა მისთვის უცნობმა მხსნელმა იარაღი რომ ამოიღო და გაისროლა. სისხლი არ დაუნახავს ,მაგრამ წამოიკივლა და გონება დაკარგა. ეს ყველაფერი ზღვარს სცდებოდა, მეტი ძალა აღარ ჰქონდა. ტვინმა დასვენება გადაწყვიტა, გული გრძნობდა უსაფრთხოდ იყო. თვალები რომ გაახილა მიხვდა იატაკის ნაცვლად საწოლზე იწვა და ვიღაც იყო ახლოს _არ შეგეშინდეს... ყველაფერი რიგზეა _ უცნობი სავარძელში იჯდა და მშვიდი ტონით ესაუბრებოდა _ისინი სად არიან _არ არიან ... აღარც იქნებიან შენ ცხოვრებაში. სიტყვას გაძლევ _თქვენ ვინ ხართ _ბერდო გოშხეთელიანი _ხელი გაუწოდა და დაელოდა _მარიტა დოლიძე _მოწესრიგდი მარიტა და სახლში დაგაბრუნებ _მართლა ? _მხოლოდ ერთი პატარა პირობით _რა პირობით _ყველაფერს დაივიწყებ ,კარგი? ისინიც არ გამოჩნდებიან და შენც იტყვი,რომ ქალაქში სეირნობდი და იმიტომ დაგაგვიანდა _არ გინდათ რომ ვუჩივლო ? _არავინ დაიჭერს ,ტყუილად დაიღლი თავს ... მთელი ქალაქი იბაზრებს და მხოლოდ თავის ტკივილი დაგემატება. თუ დამიჯერებ ვიმეგობრებთ ... ჩემთან მეგობრობა ნიშნავს მოუგვარებელი საქმეების მოგვარებას და თუ არ დამიჯერებ თავით ჩაეშვები პრობლემებში _არ მჭირდება თქვენთან მეგობრობა...სახლშიც ნუ დამაბრუნებთ თავად წავალ _მამიკოს მაგარი გოგო ხარ ? _მამა არ არის არავინაა ვინც აქაურობას მომაშორებდა _თვალები აემღვრა ისევ . სახეზე ხელები ჩამოისვა და ფრთხოლად წამოდგა. კანკალებდა , ემოციებს ვეღარ იკავებდა. ადრენაინის ჭარბი დოზის შემდეგ თავდაცვის რეფლექსმა გაიარა _ მე წაგიყვან, სახლამდე უსაფრთხოდ მიგიყვან და მერე დავივიწყებთ ერთმანეთის სახელებს რადგან არ გინდა ჩემნაირი მეგობარი ნება შენია იდგა,მაგრამ ჯერ კიდევ ცახცახებდა. სახეზე ხელის გარტყმის კვალი ეტყობოდა. გაწითლებოდა ლოყა და ტუჩის კუთხე გახეთქილი ჰქონდა . სარკეში რომ ჩაიხედა მერე გაიაზრა როგორც გამოიყურებოდა . ბერდოს არაფერი უთქვამს ისე დადო სარკესთან სავარცხალი და ცივი წყლით დასველებული პირსახოცი . ოთახიდან გავიდა და სიგარეტს მოუკიდა. ბრძოლის კვალი ყველგან ჩანდა _მაპატიე ... მეგონა მისი სახლი იყო და ყველაფერი დაუნანებლად დავამსხვრიე. _არაფერია ... წავიდეთ? _წავიდეთ მთელი გზა ჩუმად იჯდა . ვინ იცის რაზე ფიქრობდა . თან არაფერი ჰქონდა კაბა ეცვა მხოლოდ ,რომელიც რამდენიმე ადგილას გახეული იყო. მკლავებზეც ჰქონდა სიწითლეები უხვად და ყელზეც ეტყობოდა მოჭერის კვალი. _მარტო ცხოვრობ? ვინმე დაგხვდება თუ არ _არა,ბევრნი ვართ სახლში ... შესაძლოა ვერც შენიშნონ რომ არ ვარ _ზუსტი მისამართი მითხარი _ ქალაქში იყვნენ უკვე _აქედან ფეხით წავიდე მირჩევნია მანქანიდან რომ გადმოვალ მთელი სამეზობლო ალაპარაკდება _გვიანია უკვე ასე ვერ გაგიშვებ ... თან წვიმს ხომ ხედავ . ისე გავაჩერებ რომ მეზობლები ვერ დაინახავენ _ძალიან შეგაწუხეთ ... ვერასდროს გადაგიხდით ამ სიკეთისთვის . ვილოცებ თქვენთვის _საჭირო არ არის ... ლოცვები ჩემ ცოდვებს ვერ გააბათილებენ ამიტომ თავს ნუ დაიღლი _ჩუმად ,დინჯად საუბრობდა _ზამთარას მეზობელი ხარ ? _ დანიშნულების ადგილთან რომ მივიდა შემდეგ გახედა გოგონას _ნიკა ზამთარაძის... სადღაც აქ ცხოვრობს როგორც მახსოვს _ჩემი ძმაა...საიდან იცნობთ ? _იდიოტები ... დედას შევ.ცი _ჩუმად თქვა და საჭეს მიარტყა ხელი _ჯერ არ გამოსულა ხო? _არა , ვერ. ჩვენ როგორც შევთანხმდით ერთმანეთს არ ვიცნობთ ,ხომ? _შენ რას იტყვი ასეთი რომ მიხვალ იცი? _მნიშვნელობა არ აქვს... მთავარია ის ჩემ ცხოვრებაში აღარ გამოჩნდეს. ხომ დამპირდით _დაგპირდი _მე მჯერა თქვენი სიტყვის და გთხოვთ იმედს ნუ გამიცრუებთ _ კარი უკვე ღია ჰქონდა რომ შეჩერდა, ვერცხლის ყელსაბამი ჯვრით მოიხსნა და ბერდოს ხელისგულზე დაუდო _ ეს დაგიცავთ ყველგან და ყოველთვის . უარი არ მითხრათ ,არ მიყვარს ვალში რომ ვარ ვინმესთან ეს იყოს სიმბოლური გაცვლა ჩემი უსაფრთხოების სანაცვლოდ . ბერდიას ცხოვრების განმავლობაში ბევრი ადამიანი ჰყავდა ნანახი , უამრავი ქალის სახეს იცნობდა მაგრამ ასეთ პატარა გოგონაში ამდენი ძალა ,ასეთი სულიერი სიმტკიცე არასდროს უნახავს. თვალის მოუშორებლად უყურებდა სიბნელეში მიმავალი თავდაცვის დროს მიღებული სილურჯეებით, დახეული კაბით როგორ მიაბიჯებდა ზაფხულის წვიმა ასველებდა და ალბათ ამასაც ვერ გრძნობდა. გოშხეთელიანმა არ იცოდა სახლში ვინ ელოდა,როგორ დაუხვდებოდნენ და რისი გადატანა მოუხდებოდა. უბრალოდ მიჰყვა ,ისე მიაბიჯებდა მის გავლილ გზაზე როგორც უჩინარი. სახლში არ ასულა ქუჩაში მდგომ ბიჭებთან შეჩერდა სულ ერთი წამით და გზა განაგრძო. მათგან ერთ_ერთი უკან გააჰყვა და მალე მიტოვებული შენობის ახლოს გაჩერდნენ _გიორგი ... _აქ რა გინდა გოგო შენ...ქმარი სად გყავს. ასე უცებ გამოგიშვა? _რომელი ქმარი... _ყველამ იცის როგორ მოგიტაცა ისე კიოდა გაიგო მთელმა უბანმაო აქამდეც მოვიდა ხმა . სად არის. ვინ მოგიტაცა არ იცოდნენ ,ან მე არ მითხრეს _და შენ რა გააკეთე ... ბიჭებთან ერთად სემიჩკის ფურთხება განაგრძე? _რა გინდოდა რომ გამეკეთებინა ... მოგიტაცა ე.ი დამთავრდა. გაგათხოვა დედაშენმა უკვე. მზითვს შეგიკრავს და მორჩა . აქ რა გინდა ახლა შარში გინდა გამხვიო? _გამოვიქეცი ,თითის დაკარების უფლება არ მივეცი და შენ მეუბნები მე რა ვქნაო? შენ გიპოვნე ჯერ ,შენთან ერთად წავიდოდი მითუმეტეს თუ გაიგეს რომ მომიტაცეს იტყვი რომ შენ მომიტაცე და ერთად ვიქნებით. შენ არ იყავი ორი დღის წინ სიყვარულს რომ მეფიცებოდი? და დაიჯერეო მეუბნებოდი? ხოდა დამაჯერე ახლა _რა მოგიტაცე გოგო ... მთელი დღეა ბიჭებთან ვარ თან აქ ვიყავი და თან მოგიტაცე? ისედაც აფრენდნენ ჩემები ეს სამჯერ გათხოვილი ქალის და არეული ოჯახის გოგო შეყვარებულად რად გინდაო და გგონია ახლა სხვის მონატაცებს და ნათრევს ცოლად მოგიყვან? შენ ვაფშე ის არ ხარ რომ მეუბნებოდი ცოლად არ გამოგყვები სანამ უსაქმური იქნებიო?ახლა დაგჭირდა და მომყვები ? რა იყო იმასთან არ მოგეწონა? მე ლოყაზე არ მაკოცნინებ და იმან _წინადადება გაუწყდა გოგომ ხელი გაარტყა _საზიზღარო არაკაცო მაგას როგორ მეუბნები ასე როგორ მელაპარაკები ესაა შენი სიყვარული ?ესაა შენი კაცობა? რომ მარწმუმებდი მიყვარხარ და მე ვიქნები შენთან მე დაგიცავო ? ყველაფერს იმიტომ მეუბნებოდი რომ გეგონა ხელებში ჩაგივარდებოდი და შენი ბ.ზი გავხდებოდი? შემირცხვენია შენი კაცობა და ჩემი სიშტერე ერთი წამითაც თუ დაგიჯერე_ შეაფურთხა და მერე ბიჭისგანაც მოხვდა . წონასწორობა დაკარგული დაეცა ქვებში. ფეხებიც დაეკაწრა, სული და სხეული ეწვოდა ერთად_სიტყვა რომ თქვა ვიტყვი შენ რომ მოპარე ბეჭედი ახალაძეებს . გაგანადგურებ გეფიცები _ მეორედ მოქნეული ხელი ჰაერში რომ გაჩერდა ახალი სუნთქვა გაუჩნდა. გოშხეთელიანის ზურგს ხედავდა. უკვირდა და უხაროდა მისი დანახვა. ის იყო იმ წამს ერთადერთი ვინც ფარივით იცავდა . _ხომ იცი ვინც ვარ ... ამ გოგოს სახელს და ყველაფერს რაც მასთან გაკავშირებს დაივიწყებ _ არ ეცოდებოდა შეყვარებულად წოდებული რომელსაც სისხლი სდიოდა სახიდან . წამითაც არ უფიქრია ბერდოს გაჩერება . _ახლა საით მარიტა? _ ხელი ჩაკიდა,ბევრი არ უფიქრია ინსტიქტურად გულის ხმას აყოლილი მოქმედებდა . სახიდან ცრემლები მოაშორა და თავზე აკოცა _დედასთან ... უნდა ვცადო _მისიც არ გჯერა?_ გაკვირვება დაეტყო ხმაში _არა _დაგელოდები , თუ არ ჩამოხვალ წავალ თუ ჩამოხვალ მე წაგიყვან _წამიყვან ? _სახლში სადაც არავინ გატკენს ,სახლში სადაც უსაფრთხოდ იქნები და ყველაფერი გექნება _რატომ _ასე მინდა და მე ყოველთვის ვაკეთებ იმას რაც მინდა მათთვის ვინც იმსახურებს _მე ვიმსახურებ ? _ყველაზე მეტად მათ შორის ვისთვისაც ხელი გამიწვდენია დედის წინ იდგა რომელთანაც უფსკრული აშორებდა . გრძნობდა გაუსაძლის მარტოობას ,უძლურებასა და ტკივილს ,რომელსაც ვერაფერი შეავსებდა. _როგორც გინდა ისე მოიყვანე და ცოლად წაგიყვანოს. გინდა სახლიდან მეც გამაგდონ და დავრჩე გზაში ბავშვებით?ასეთი სულელი როგორ ხარ გოგო ან რა გაკივლებდა ვინ დაგეხმარებოდა ვინ ჩაიგდებდა შენ გამო შარში თავს. ნიკამ რომ გაიგოს ეგ ამბავი,იმან რომ გნახოს ასეთ დღეში მოკლავს იმ ბიჭს და უკან ციხეში რომ მიაბრუნონ მე გგონია აქ დამტოვებს ვინმე? ისე უნდა მიმეტოვებინე როგორც სხვები ტოვებენ ბავშვებს მე კიდევ თან წამოგიყვანე უმადურო გოგო შენ. სახლი გაქ კარი,ჭერი თავზე ,გასმევდით და გაჭმევდით. უნივერსიტეტში სწავლობ. არ გირტყამენ და არ გამუშავებენ. ცოლად მიჰყავდი იმ ბიჭს და გამოექეცი? წიგნების კითხვამ გაგაგიჟა შენ... მოუნდა გოგოს რომანტიკა და სიყვარული. ვერ დაწექი და ვერ ჩაიდუმე ენა? კაცს მოფერების მეტი კი არაფერი უნდა რამდენჯერ მითქვამს და შენ გამომიხვედი პრინცესა _იმ კაცთან უნდა დავრჩე ვინც ასე მომექცა?ვერ მიყურებ რას ვგავარ დედა? _არ გადაგერია და მოგეფერებოდა დარტყმის მაგივრად. ეგაა ქალად რომ იბადები უნდა დახარო თავი და მორჩა. მშვენიერი ბიჭი ყოფილა შე სულელო ახლა რა გინდა რომ გააკეთო . ყველა ილაპარაკებს აო _მერე შენ რა ,შენზეც ასე ამბობს ყველა _მერე რომ ამბობდნენ ვერ ხედავ ჩემ ცხოვრებას? ნარგიზა თუ მოვიდა ბებიაშენმა თუ გაიგო მორჩა _ბებიაჩემი არ არის ! აქ არ მტოვებ ანუ,არ მაბრუნებ ,მორჩა _გეუბნები ის ბიჭი უნდა მოვძებნოთ სასწრაფოდ ... _მივდივარ და შენ იცოდე შვილი აღარ გყავს. მორჩა ,გათავისუფლებ ჩემგან _ჩანთაში ყრიდა მნიშვნელოვან ნივთებს . ცრემლებით გადღაბნილ თვალებს იწმენდდა. ისე ჩქარობდა თითქოს მალე ჟანგბადის მარაგი ამოეწურებოდა. ჩემოდნით იდგა კართან მოხუცი რომ შეეჩეხა. სახლში ბნელოდა და გარედან შემოსულ შუქზე კარგად არ ჩანდა მისი სახე. სიტყვა ვერ თქვა დედამისმა ისე დაიწყო ლაპარაკი,არ ჩუმდებოდა . ათას ტყუილს ამბობდა და მერე ესმოდა ჩხუბი,მოხუცის ისტერიკა . თავი მოგვჭრა,მოტაცებულ გოგოს სახლში არ დავიბრუნებ და უამრავი მსგავსი წინადადება. _მივდივარ ... უბრალოდ გამიშვით _სად მიდიხარ საბ.ზაოდ? გადაირიეთ სულ ხომ? გინდათ ამ სიბერეში მომკლათ . შხამად შეგერგოს ჩემი შვილის ფულებით ნაჭამ ნასვამი ორივე დედა_შვილს. შენ ამაზე უარესი ყოფილხარ,ფუ შენნაირი ქალები გაწყდნენ ერთ დღეს _გამიშვით ... მივდივარ_თქო . მორჩა აღარ ვიქნები აქ. თქვით რომ წავედი გავთხოვდი და აღარ ვარ ქაალაქში _ვის დაემალები გოგო ... აქ ვის დაემალები. უნივერსიტეტში მიხვალ და მორჩა. ფეხს არ გაადგამ სანამ არ მოვა ის ბიჭი და არ წაგიყვანს. წაგიყვანა და მერე მიგაგდო? _არ იყო ასე,მოვა... შერიგდებიან ნუ ნერვიულობ შენ. მოგვარდება ყველაფერი . სად წავა ,გაბრაზებულია უბრალოდ ინერვიულა პატარაა ჯერ. მოვა ის ბიჭი და წაიყვანს _გამიშვი ხელი დედა _ მაჯაზე უჭერდა ქალი. ისე გამოკეტავდა როგორც ადრე ბავშვობაში რომ არ უჯერებდა და პანიკა ეწყებოდა. დროს უყურებდა,მხოლოდ ერთს ფიქრობდა ნეტავ ბერდო არ წავიდესო . მისი იმედიღა ჰქონდა და გამოჩნდა კიდეც. _გამარჯობა სიდედრო... ვწუხვარ ასე რომ ვიცნობთ ერთმანეთს . _ ზურგიდაბ იგრძნო საყრდენი, ქალის ხელისგანაც გაათავისუფლა და ნაზად შეეხო გაწითლებულ მაჯაზე. ცერა თითით ეფერებოდა და თან ქალებს ელაპარაკებოდა. _ მარტა მიმყავს,დღეიდან ჩემთან იქნება. შეგიძლიათ ყველას გააგებინოთ ვინ არის თქვენი სიძე და ჭორებსაც მოუღებთ ბოლოს. ჩვენ კი ქორწილის გადახდას და სტუმრების მიღებას ჯერ არ ვაპირებთ . ასე გაავრცელეთ ხმა _ მარიტასთვის ხელი არ გაუშვია ისე აიღო მისი ნივთები და იქაურობას მოაშორა. _კარგად ხარ? მარიტა ,ჩემი გესმის ,პატარავ ?_ მის წინ იდგა ,თავი ააწევინა და თმაზე გადაუსვა ხელი _ვინ ხარ _ბერდო გოშხეთელიანი _რომ დაგინახა გაჩუმდა და აღარაფერი უთქვამს. შენი ეშინიათ? ვინ ხარ _კაცი ვინც არასდროს გატკენს და ვისთანაც უსაფრთხოდ იქნები . წამომყვები თუ რჩები _ ხელი გაუწოდა და დაელოდა როდის შეეხებოდა თავისი პატარა ხელით _პირობას მაძლევ,რომ არასდროს მატკენ ? _შენ იცი და ამიტომ გჯერა ჩემი პირობის... დაჯექი . რთული დღე გქონდა _ მანქანის კარი გაუღო მარტამ კიდევ ერთხელ შეხედა და უბრალოდ ნაბიჯი გადადგა. ის დღე იყო რაღაც დიდის დასაწყისი და ეს ორივემ კარგად იცოდა. ............................. _მოვედით ... _მანქანა სახლის წინ გააჩერა და გოგონას გახედა _ სანამ შევალთ და ჩემ ოჯახს გაგაცნობ უნდა შევთანხმდეთ _შენ ოჯახს გამაცნობ? მე მართლა შენი ცოლის სტატუსი ხომ არ მექნება _გაქვს უკვე... სანამ აქამდე ამოვედით დედაშენმა ყველას გააგებინა ბერდო გოშხეთელიანის ცოლი რომ ხარ ... ასე ნუ მიყურებ ,ხაფანგში არ მოხვდი . ესაა გამოსავალი ,რომელიც სიმშვიდეს მოგიტანს _შენ რა სარგებელი გაქვს ... ცოლად გყავდეს უცნობი გოგო რომელთანაც არაფერი გაკავშირებს. ვერ ვიქნები მშვიდად როცა მეცოდინება,რომ ადამიანს ცხოვრება ავურიე _შენ მხოლოდ ერთი თამაშის თამაში მოგიწევს. დაიმახსოვრე ,შენ მე გიყვარვარ მე შენ მიყვარხარ და მორჩა _ვინ დაგვხვდება იქ _ყველა _ახალი ომი იქნება? _მათთან არ , ცხოვრებასთან კი სახლის ზღურბლს რომ გადააბიჯეს ბერდოს თითები გაყინულ მტევანზე შემოჰხვია და ისევ არ ჰქონია უარყოფა. არ მოჰქონდა მის შეხებას უარყოფითი შეგრძნებები,მხოლოდ დადებითი მუხტით მოჰქონდა,გენერატორი იყო რომელიც ენერგიით ავსებდა . _ნუ ნერვიულობ... აქ თავს არავინ დაგესხმება . მშვიდად იყავი ,სულ ცოტახანს გაუძელი და მერე გავალთ ხალხმრავლობიდან . _ბებიააა ბიძია დაბრუნდაა-პატარა ბიჭუნას ხმა გაიგო და დერეფანშიც დაინახა _მოხვედი უკვე?აბა ერთი კვირა არ ვიქნებიო ?რა მოხდა კი მარა _ ქალი სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა აშკარად სამზარეულოში იყო ,ხელებს იმშრალებდა და ისე დადგა ბავშვის გვერდით, რომელიც დაკვირვებული თვალით უყურებდა წყვილს_ გამარჯობა _ქალმა ერთი თვალის მოვლებით შეათვალიერა გოგონა და მერე შვილს გადახედა _ბერდო რა ხდება? _გაიცანი მარიტა დოლიძე ,ჩემი ცოლი და შენი რძალი _მეხუმრები თუ რა ხდება ... გამომყევი ,ახლავე _ბიძიას ცოლი ყააავს ... დედაააა ბიძიიას ცოლი ჰყაავს _ ბავშვი წამში გაქრა _აქ იყავი ორი წუთი და მოვალ _მშვიდი იყო,გამომეტყველება თითქმის არ ეცვლებოდა. გვერდით ოთახში გაჰყვა ქალს,მაგრამ მარიტას კარგად ესმოდა მათი საუბარი _ბურდებიდან გამოყვანილ ვარიას რატო ჰგავს ის ბავშვი მეტყვი? ცოლია ჩემიო მეუბნები კაბაშემოხეულ ,გაუბედურებული სახით მდგომ გოგოზე. გინდა გული გამისკდეს შვილო? _ვერაფერს აგიხსნი ... ცოლია და მორჩა ! _მოიტაცე ?შენთან ძალით გყავს ? რა დაუშავე ბერდია . მე სახლში მოტაცებულ ქალს რომ არ შემოვუშვებ შენ ხომ იცი ... ნუ გამაგიჟებ ახლა მითხარი რამე. შენ არ ,აბა ვინ _შენ თვითონ ხომ იცი ,რომ მე არავის მივიყვანდი ამ მდგომარეობამდე . დამშვიდდი , გაიაზრე მხოლოდ ერთი წინადადება ,ცოლი მყავს შენ კი ახალი რძალი. აქ ვრჩები მასთან ერთად და არსად წავალ , მორჩა ... ახლა ავალთ დავისვენებთ და მოვწესრიგდებით. _წყალს გავათბობ და საჭმელს დავალაგებ _არავინ გამეჩხიროს თვალში დღეს _ ოთახიდან გამოვიდა და მარიტას მიუახლოვდა _ზემოთ ავიდეთ , ოთახს გაჩვენებ _ასეთ ფორმაში არ უნდა მოვსულიყავი ... _მანამ არ გნახავს არავინ სანამ სახე არ დაგიცხრება _გარედან ადიოდა დიდი კიბე მეორე სართულზე. ბერდოს თან მიჰქონდა მარიტას ჩანთა . ვრცელ აივანზე უამრავი ყვავილი იყო ,ედემის ბაღი ჰქონდა მოწყობილი ქალს. ხის მასიური კარი გააღო და სახლში პირველი მარტა შეუშვა _გამოიცვალე,დაისვენე და დედა დაგიძახებს ყველაფერი მზად რომ იქნება_ პირველივე ოთახის კარი გააღო და მარტა მარტო დატოვა თავის ბარგთან ერთად _შენ ხომ არ წახვალ ... _არ მივდივარ ,სახლში ვიქნები ... დედაჩემი ანგელოზია , არაფერს გავნებს _ბოლოს დააყოლა სიტყვებით გადმოცემული სითბო ,რომელიც ისევ არ ასახულა გარეგნულად . საძინებლის კარი დახურა და ქალი მარტო დატოვა. ნაბიჯიც არ გადაუდგამს ისე ჩაიკეცა ხალიჩაზე. დაწვა და თვალები დახუჭა. ფიქრი არ უნდოდა,ქაოსში ჩაიკარგებოდა გონებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემა რომ ეცადა. ამ სიტუაციიდან გამოსვლა თუ უნდოდა უბრალოდ დინებას უნდა მიყოლოდა . ცოლი ერქვა ,უცნობი კაცის და უსახლკაროდ დარჩენილი იმყოფებოდა უცხო სახლში,დედისგან უარყოფილი დედამთილის მოლოდინში. ქალი სანამ გამოჩნდებოდა მანამ გამოიცვალა კაბა და მაინც სამოსი ვერ ფარავდა მის სხეულზე ძალადობის კვალს. _გამომყევი _ ქალმა კარზე დააკაკუნა ,ოთახში არ შესულა ,ელოდა სანამ თავად გახედა და შემდეგ მისცა მიმართულება. დერეფნის ბოლოს აღმოჩნდა სააბაზანო ,ახალი პირსახოცები,საპონი და ჩუსტები დაუტოვა და უკან დაიხია _კიდევ რამე თუ გჭირდება _არაფერი სხვა ,გმადლობთ _აქვე ვიქნები ... ვანა გაემზადებინა . თბილი წყლით ჰქონდა სავსე და მარტას გადაღლილ სხეულს მცირედი შვება მოჰგვარა. დიდხანს დარჩენა ეუხერხულა თორემ მისი ნება რომ ყოფილიყო წყლის გაციებამდე იქ იქნებოდა. გასვლამდე ყველაფერი მიალაგა , სარკეს მზერა აარიდა და სწრაფად გავიდა. _ერთი კვირა მაინც დასჭირდება მაგ სახეს რომ დაგიცხრეს _ვწუხვარ ასე რომ გაგიცანით ... თქვენ ,თქვენ საუკეთესო შვილი გყავთ . ის ,ბერდია საოცარი კაცია _ჩემი შვილი როგორიცაა მე კი ვიცი, მაგრაამ შენ ამ მდგომარეობამდე როგორ მიხვედი ესაა საქმე_. პირველ სართულზე დაბრუნდნენ ისევ . ბერდია არ ჩანდა ,ის კი ყველგან მას ეძებდა . სამზარეულოში დაუხვდა, სუფრა უკვე მზად იყო _ვიძინებ მე ... ყველა გავაფრთხილე და არ მოვლენ _ მაცივრის კარი გააღო და მალამო გამოიღო _ ეს წაუსვი , მალე მოურჩენს ჭრილობებს _ძილინებისა _ მარიტამ უთხრა ბერდო კი ფანჯარას მოშორდა და მაგიდისკენ დაიძრა _მე რომ არ მშია? _გშია ,უბრალოდ ვერ ხვდები _ დაჯდა ,მალამოს კოლოფს თავი მოხსნა და მარიტას ფეხი მარტივი მოძრაობით გააშიშვლა . მალამო ფრთხილად წაუსვა ,მხოლოდ ჭრილობის ადგილას ეხებოდა და მაინც გრძნობდა გოგონას როგორ დაეჭიმა მთელი სხეული_სახეზე ცივი საფენები უნდა დაიდო ,მთელი ღამე თუ არ მოიშორებ ხვალ უკეთ იქნება _გმადლობ _ჭამე , ქეთო ყველაფერს გემრიელად აკეთებს. უბრალოდ გასინჯე და მადაც მოვა _არ უყურებდა თავად დაიწყო დაგემოვნება. უცნობი სახლის მისადწოდებულ საძინებელში უზარმაზარ საწოლზე სივრცე დაპატარავდა კაცმა რომ დაიკავა ადგილი . ტანსაცმლით იწვა და არც კი გადაბრუნებულა მისკენ ,მაგრამ მარტას გაქრობის სურვილი უჩნდებოდა. დაღლილობამ იმოქმედა და ისე ღრმად დაეძინა დილამდე არ გამოძრავებულა. შემდეგ გადაბრუნდა და ცარიელ საწოლში გაიღვიძა მხოლოდ მეორე პლედი და უცნობი სურნელი დახვდა ბერდოს იქ ყოფნის კვალს რომ უჩვენებდა. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა . დილიდანვე ისე ცხელოდა აშკარად არ სრულდებოდა გვალვები. ღია ფანჯრიდან სიო შემოდიოდა,აივანზე იყო ხედი და მაინც ყვავილებს შორის მჯდომი კაცი ვერ შენიშნა. ის კი მანამ უყურებდა მდუმარედ მისი გახდისა და შემოსვის პროცესს სანამ ნაბიჯების ხმა არ გაიგო და მეგობარი არ დაინახა. ფანჯარასთან სასწრაფოდ მივიდა და ფარდა ზურგით მდგომმა გასწია . მარტა ახურებული სახით იდგა და უყურებდა მის სილუეტს. _ბიჭები გელოდებოდნენ, გაგიჟდი ? აქ რა გინდა შე ჩემა _ქვემოთ ჩამო დავილაპარაკოთ _ხმაც გაიგო ,უცნობი იქაურობას მოაშორა მარტა კი ბოლოს დარცხვენილი იდგა მის წინ . _საუზმე მზად არის ... არ ჩამოხვალ ? თუ გირჩევნია ოთახში იყო დედა ამოიტანს _არა ,არა ახლავე _თეთრი იყო და მარტივად წითლდებოდა. რომ მიუახლოვდა კიდევ უფრო გაწითლდა მიუხრდავად იმისა,რომ გოშხეთელიანი არაფერს იმჩნევდა. სიტყვაც არ უთქვამს და თითქმის არ შეუხედავს მაინც დაძაბული იყო. _სულ ასე ცოტას ჭამ თუ ჩემი გერიდება. იქნებ სხვა რამე გიყვარს. მითხარი და მოვიტან ყველაფერს . ბერდოს ალუბლის მურაბა უყვარს ძალიან და ეგ გავხსენი თორემ სავსე მაქვს სარდაფი _გავდივარ მე ... მნიშვნელოვანი საქმეა რომელსაც ვერ გადავდებ_ მშვიდად წამოდგა მხოლოდ ეს თქვა,დაიხარა ჯერ დედას აკოცა ლოყაზე შემდეგ დამფრთხალ მარიტას თავზე და გოგო რომ უკან აედევნა ზემოდან დახედა _რა? _ხომ მალე დაბრუნდები _გააჩნია მალე რამდენია შენთვის _დღეს საღამოს _მაშინ ვერ _ღამით სახლში არ იქნები ? _არც მომდევნო რამდენიმე ღამე _ამდენი ხანი დაგჭირდება? _გეშინია თუ რა ხდება _ხომ არაფერი დაგემართება _რა უნდა დამემართოს _ თვალებამღვრეულს კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა _დაისვენე და მეც მოვალ _ჩემი ჯვარი არ მოიხსნა -დროებით- მოეხვია, თავზე აკოცა და მერე წავიდა. ...................... დინებას მიჰყვებოდა. კარგად გამოსდიოდა გზად შემხვედრი პატარა მორის გამოყენებაც კი,ცურვას მუდამ განაგრძობდა და თავს გადაირჩენდა. მისი გონება სწრაფად მუშაობდა,სტრესისა და გაურკვევლობის დროს განსაკუთრებით აქტიურდებოდა. ჯერ ოთახს აკვირდებოდა,საწოლში რამდენჯერმე შეიცვალა მხარი და წოლაც მობეზრდა. ყველაფერი დაათვალიერა,ფრთხილად ეხებოდა კარადის უჯრებს .არაფერს უცვლიდა ადგილს ,მხოლოდ აკვრიდებოდა და ასე ცდილობდა მის შესწავლას. შემდეგ აივნის კარი გააღო და ეზოდან შემოსული ხმები გაიგო. ახალი ოჯახისწევრების გაცნობა სჭირდებოდა ყველა შემთხვევაში,უნდა ემოქმედა რაც შეიძლება მალე და მ ბუნებრივად _ნამდვილად ცოლი მოიყვანა? _მერამდენედ მეკითხები შვილო _სად წავიდა _არ ვიცი ... რაც დაბრუნდა ვერ ვიგებ როდის სად და რის გამოა _ლამაზია? -ლამაზია , მაგრამ გარეგნობის გამო რომ არ მოიყვანდა ცოლს ასე უცებ ხომ იცი -არ მითხრა ვნერვიულობო...ამ ოჯახში შვილი რომელზეც ნერვიულობთ მე ვარ -შენ ცოლზე ნამდვილად არ მიდარდია, ისეთი ვინმე მოიყვანე -აბა ახლა რა გადარდებს...წაკლა ჩანს და გეშინია ტაფა არ ჩაგარტყას? -ყველაფერზე როგორ ხუმრობ ლაშა -რა განერვიულებს ვერ ვხვდები -ეგ მე ვიცი... -ქორწილი არ იქნებაო? -არ მილაპარაკია ჯერ... მამაშენის დაბრუნებამდე არაფერი იქნება. სად წავიდა ნამდვილად არ იცი? -წარმოდგენა არ მაქ...გოგო სად არის, გამოკეტა თუ არ გვკადრულობს -ისვენებს , როცა მოისურვებს ჩამოვა მოითმინე -ცოლი მოიყვანა ტო, არ მჯერა... მაა მოგეწონა ბიცოლა? -არ ვიცი ჯერ ... -ეს ბავშვი ჩემზე მეტად ჩემ ძმას რატო გავს ცოლო? -მე მგავს -სწორია, შენც უჟმური ხარ საუბარი ესმოდა და ხვდებოდა ,რომ მათთან ჩასვლს დრო იყო. სახეს დააკვირდა, ლოყაზე არაფერი ეტყობოდა ტუჩის კუთხე კი დიდად თვალშისაცემი არ იყო. სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა და აჩქარებული გულისცემით გაიარა მანძილი . ერთადერთი მიზანი ჰქონდა, ბერდოსთვის თავისტკივილად არ უნდა გადაქცეულიყო, მისი ცხოვრება არ უნდა გაერთულებინა . -გამარჯობა-ფართოდ გაუღიმა ეზოში მსხდომებს -შენ მარიტა უნდა იყო, ჩემი ძვირფასი რძალი. მე ლაშა ვარ, შენი მაზლი მაია ჩემი გულის ნახევარი და თაია ჩვენი უმცროსი და ... - ხელზე აკოცა და შემდეგ გოგონები გააცნო . ისინი მოეხვივნენ, დადებითად იყვნენ განწყობილები. ყველას ჰქონდა კითხვები, მაგრამ თავს იკავებდნენ. ქეთევანი არაფერს ამბობდა, ჩუმად აკვირდებოდა. სიმშვიდე იყო მათ სახლში, თავისუფლება იყო მათში ის რაც ასე ძალიან აკლდა მარიტა დოლიძეს. დაძაბულობა მოეხსნა ,მაგრამ ბერდოს გაურკვეველი გაქრობა აღელვებდა. ზუსტად იცოდა მის გამტაცებლებს ეხებოდა საქმე და ეშინოდა , საკუთარ თავზე მეტად მის გამო ღელავდა. ეზოში შესული ,რომ დაინახა სირბილით გაიქცა მისკენ. მოეხვია და მისი გულისცემის ხმა რომ გაიგო შემდეგ გაიაზრა საკუთარი ქმედება. -დაბრუნდი ... -შუბლი გულზე მიაბჯინა და მიხვდა როგორ დალაგდა ყველა არეული გრძნობა. სიმშვიდე მოჰქონდა მასთან სიახლოვეს, ისეთი როგორიც არავის სხვას. გოშხეთელიანს ჰქონდა უკვე საკუთარი ადგილი მარიტას ცხოვრებაში, ფერი რომელიც სიბნელეს ანათებდა. -ცოლად არტისტი მოვიყვანე? - ჩურჩულით უთხრა და სულ ორი წამით მოხვია მკლავები- იდეალურად გამოგდის ,ჯულიეტას როლს ხომ არ ასრულებდი - ყურთან ახლოს ესმოდა მისი ხმა,ყელზე გრძნობდა სუნთქვას.კიდევ ერთ კედელს შეეჯახა წამსვე, მისი აზრი აღელვებდა , აინტერესებდა და გულს ტკენდა . -ჯულიეტამ ტრაგიკულად დაასრულა, მე მანამ არ მოვკვდები სანამ ბედნიერებას არ ვიპოვნი და ცხოვრებას არ დავიწყებ- წარბებშეკრულმა ახედა , ზურგი აქცია და სახლისკენ პირველი დაიძრა. -მე ვარ შენ ცხოვრებაში, უბედური არასდროს იქნები , პატარავ - ხელი ჩაკიდა, მტევანზე აკოცა და მის ფეხდაფეხ განაგრძო გზა ........................ ყველას ჰქონდა საკუთარი საქმე გოშხეთელიანების ოჯახში. არავინ იყო უქმად და საღამოს სახლში დაბრუნებისას ერთდროულად ერთვებოდნენ ვახშმის მზადებაშიც კი. იქამდე არასდროს ენახა ზრდასრული კაცები სამზარეულოში ნიჟარასთან მდგომი თეფშების რეცხვით დაკავებულები თან რომ ხუმრობდნენ. ლაშა რომელიც სულაც არ ჩანდა მარტივი კაცი , ცოლს ცივ წყალში ხელების დასველების უფლებას არ აძლევდა. არადა გარეთ არ ყინავდა, მხოლოდ გაზაფხულის წვიმა აგრილებდა დედამიწას. დემეტრე კარადაზე იჯდა ტილოთი ხელში და თეფშებს ამშრალებდა მერე კოვზს ჯამზე ურტყამდა და თავის მოგონილ სიმღერას მღეროდა. -დავყრუვდი მამა -კოვზი აართვა და უჯრაში ჩააგდო- წამოდი დავიძინოთ -უნდა იბანაოს ჯერ ... მტვრიანია. მთელი დღე ბავშვებთან ერთად დარბოდა -ცხელი წყალი მაქვს ვედროებში და დროულად იბანავეთ .გააკეთო იქნებ და გათბეს წყალი დავიტანჯეთ -ვნახავ ხვალ ... არ დავიძინოთ? -მათი ყურებით გართულს ხელზე შეეხო და ჩუმად უთხრა-რამე ხომ არ გინდა -არა ,არაფერი...წავიდეთ - წამსვე წამოდგა, სკამი გაასწორა და ყველას დაემშვიდობა-ძილინებისა -ხვალამდე ძვირფასო - თაიამ გაუღიმა , სხვებიც დაემშვიდობნენ. ყველანი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. კიბეს მიუყვებოდნენ ,წვიმის შემდეგ სასიამოვნოდ გრილოდა. არ ეძინებოდა, მთელი დღე ისვენებდა და ენერგია მეტი ჰქონდა სიმშვიდისა და ბედნიერების ფონზე. 24 საათი გაატარა სახლში სადაც არავინ არავის ეკამათებოდა, არ საყვედურობდა და არ ამცირებდა. ყველანი ერთი სხეულის ნაწილები იყვნენ თითქოს, სრულიად განსხვავებულები,მაგრამ მაინც ერთი ფასეულობების მქონე. მათ ნაწილად ქცევის სურვილი იმ დღესვე გაუჩნდა თუმცა ამის გააზრება იმ დროს არ შეეძლო. ბერდო აივანზე დარჩა , იფიქრა გამოცვლისთვის დროს მაძლევსო და მაქსიმალურად სწრაფად მოემზადა. ჯერ იფიქრა დავწვებიო,მაგრამ მერე დაინახა მცენარეებს როგორ დგამდა აივნის იმ ნაწილისკენ სადაც წვიმის წვეთები მოხვდებოდა. ინსტიქტურად დაიძრა მისკენ. სავარძელში ჩაჯდა და უყურებდა -არ გეძნება? -სულ ვიღლები ხოლმე და მერე მარტივად მეძინება, დღეს არაფერი გამიკეთებია -სხვა დროს რას აკეთებ ხოლმე -სარწეველა სკამზე მიწოლილმა სიგარეტს მოუკიდა და პირველი კითხვა გააჟღერა _მე ვსწავლობ ... ძალიან ბევრი ვეცადე რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. პირველივე წელს მოვხვდი -გადაწყვიტა,რომ ახლა იყო დრო ეთქვა მთავარი _იმედია იცი რომ სწავლის გაგრძელებას შეძლებ და თუ დაგჭირდება ნებისმიერ ქვეყანაში წაგიყვან... რა ფაკულტეტზე სწავლობ? _აივანზე იჯდა ,ეწეოდა და წინ გადაშლილ ხედს უყურებდა. მზის ჩასვლის დროს ფერები რომ ირეოდნენ ერთმანეთში _ვეტერინარია _სერიოზულად? _ცხოველები ძალიან მიყვარს... ექიმობა მინდოდა,მაგრამ არ გამომივიდოდა. აქაც ძალიან რთული იყო _საინტერესოა ... მე პროფესიით აგრონომი ვარ. გამოდის ფლორასა და ფაუნას შევისწავლით _ამ მცენარეებს შენ უვლი? _დედა ,მაგრამ ჯიშებს მე ვაგროვებ და ვასწავლი რომელს როგორ უნდა მიხედოს_სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო. თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა. ერთხანს ჩუმად ირწეოდა საქანელა და დუმილს არცერთი არღვევდა _ცხოველების ექიმი ხარ... რისი გეშინია _ადამიანის ... _შენ ხარ მაგარი გოგო ,უბრალოდ დაიღალე და გამოსავალი მე გიპოვნე _საკუთარ თავს გამოსავლად რომ მოიხსენიებ არ მომწონს _ზუსტად ეგაა... გაწყობს იყო ჩემი ცოლი . ჯერ კიდე ვერ იაზრებ რა ხდება შენ თავს _ჩემ ძმას იცნობ? _ბევრს ვიცნობ ... _შეძლებ დაეხმარო ? _მიიღებს ჩემ დახმარებას?_ქვემოდან ამოხედა და მზერა აღარ მოუშორებია _მომენატრა და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოვა მთავარია გამოვიდეს _მკვლელობზე ზის ... მარტივად არ გამოუშვებენ _თავს იცავდა. არ დაუგეგმავს ზუსტად ვიცი ,უსამართლობაა მისსი იქ ყოფნა ამდენი წლით ...ალბათ გაიგო ჩვენზე _დიდი გოგო ხარ უკვე ... შენი არჩევანია _არჩევანი არ მქონდა მხოლოდ შენ ხარ ის ვინც გვერდითაა და ჯერ_ჯერობით არაფერს ითხოვს _შენ ჭკვიანი გოგო ხარ ,მე მოთხოვნა არ დამჭირდება თავადაც მიხვდები სად რა და როგორ უნდა გააკეთო ან თქვა პირველი დაბრუნდა საძინებელში.საწოლის ერთი მხარე უკვე თავისად ჰქონდა მიჩნეული, ბერდოს ელოდა ,მაგრამ ის ოთახში არ შესულა. მობილურზე დაურეკეს, კართან მისული უკან გაბრუნდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. დილით საუზმეზეც არ დახვდა. ჩუმად იჯდა და ყოველ წამს ელოდა მის გამოჩენას. მადა არ ჰქონდა, ალაგებაში დაეხმარა . არც უფიქრია რომ იმ დღეს უნივერსიტეტში წავიდოდა ლაშას ხმა რომ გაიგო -ბერდომ მითხრა უნივერსიტეტში გაიყვანეო... წამოხვალ უკვე თუ მეორე სმენაში ხარ და მოგვიანებით გამოგიარო -მოვდივარ...ხუთი წუთი თუ დამელოდები -თაიაც იცვამს და მაიკოც ემზადება ასე რომ არ იჩქარო ... მართლა ვეტერინარი ხდები თუ მეღადავა შენი ქმარი -არა, მართლა ვეტერინარი ვიქნები -საღოლ , გზადაგზა ვიგებთ რატომ შეგიყვარა ბერდომ ცდილობდა არ ეფიქრა გოშხეთელიანზე. კომფორტს შეჩვეოდა და საკუთარი გზა გაეგრძელებინა. სახლიდან გასვლამდე ქეთევანმა წასახემსებლად საჭმელი გაატანა ისევე როგორც დანარჩენებს. მანქანიდან გადასვლამდე კი ლაშამ ფული მისცა . ყველას დაემშვიდობა და კურსელებს შეუერთდდა. არავინ იცოდა თუ გათხოვდა, თითზე ბეჭედიც არ ეკეთა და კლასიკური ქორწინებაც არ ჰქონდა. არაფერი უთქვამს, დაელოდა მოვლენების განვითარებას, ამბავი მაინც გავრცელდებოდა და მათთანაც მიაღწევდა. სახლში ლაშამ წაიყვანა. თაია ,მაიკო და დემეც თან ჰყავდა . გზაშივე გაიგო,რომ სტუმრებს ელოდნენ. ბერდო სახლში დაუხვდა, სამზარეულოში იყო და ქეთევანს ხორცის გამზადებაში ეხმარებოდა. -ნათესავები მოვლენ ხვალ , ცალ-ცალკე მიღების დრო და ენერგია არ მაქვს სჯობს ერთად მომილოცონ -გასაგებია -დედა გაგყვება და იყიდე ტანსაცმელი ,ფეხსაცმელი თუ რაც გინდა -კარგი -ფული სარკის წინ დავდე ... შენია ეგ მხოლოდ. თაიაც წამოვა და მისი ამბავი რომ ვიცი არ ეყოფა არაფერი , შენი ფული არ მისცე - გოგოს უყურებდა და გაეცინა -არ ვხარჯავ მე მაგდენს და ნუ აჭარბებ -მთელი მოსკოვის მაღაზიები გამოზიდა მამასთან რომ ვიყავით ... -მე არ მიყვარს ბევრი ტანსაცმლის ყიდვა და თუ დასჭირდება ისიც გამოიყენოს ,პრობლემა არ მაქვს -აი რძალიც ასეთი უნდა აბა მაია სულ ინახავს ...მგონი სასახლის აშენებას აპირებს და იმისთვის აგროვებს- აშკარად რაღაც საოჯახო ხუმრობა ჰქონდათ და მარიტა ბოლომდე ვერ ხვდებოდა. ახალ რძალს რომ ყიდულობდნენ სამოსს ეს ერთგვარი ჩვეულება იყო ,მაგრამ ქეთევანი ზუსტად ისეთივე ენთუზიაზმით ეხმარებოდა კაბების არჩევაში მაიასაც და თაიასაც. არასდროს მიუღია სიამოვნება ამ პროცესით . დედა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ყიდულობდა ტანსაცმელს, მთელი წელი ორი ფეხსაცმელს ანაცვლებდა და ფული რამდენიც არ უნდა ჰქონოდათ მაინც ეკონომიას აკეთებდა როცა ჯერი მარიტაზე დადგებოდა. სულ გულდაწყვეტილი ბრუნდებოდა და არასდროს ეცვა ის რაც უყვარდა . მერე ისე მიეჩვია უკვე იცოდა რაც უნდა მოსწონებოდა და თავსაც იტყუებდა,იქმნიდა სტილს იმის მიხედვით რაც ბიუჯეტს და ოჯახს აწყობდა. არ ჰქონდა საკუთარი არჩევანი, განსაზღვრული იყო კაბის სიგრძე, ფორმაცა და ნაჭერიც კი. რაც უფრო მეტად იზრდებოდა უფრო მეტი შეზღუდვა ჩნდებოდა, გოშხეთელიანებთან კი მთავარი იყო მოწონება. თაია მოსიარულე ბედნიერება იყო და ამაში ყოველ წამს რწმუნდებოდა, მაიას უხილავი სევდა დაჰყვებოდა ,მაგრამ მაინც ისიც არ იყო ცუდად განწყობილი. დებივით იყვნენ და მარიტასაც უნდოდა მათი მესამე და გამხდარიყო. -როგორი არისტოკრატი რძალი გვყავს ნახე... რა დახვეწილი კაბა აარჩია -ლამაზიცაა, მოხდენილიც , კლასიკურიც ... ნამდვილად გიხდება უბრალოდ ცოტა უფრო ღიას ხომ არ იყიდდი რამეს. პატარა ხარ -ეს იყოს, ძალიან მომწონს -კარგი ,როგორც შენ გინდა -პროკურორს ჰგავხარ თითქოს...ვეტერინარობას მართლა აპირებ? არ გეშინია ცხოველების? ლომსაც უმკურნალებ? თუ მხოლოდ შინაურ ცხოველებს -თუ საჭირო გახდება ლომსაც ვუმკურნალებ -ჩემ ძმას საოცრად უყვარს მოგზაურობა... ახალ-ახალი მცენარეების ნახვა. რას არ მოზიდავს ხოლმე სახლში. აფრიკის ჯუნგლებში წასვლაზე ოცნებობდა ბავშვობაში და წადით ერთ დღეს ერთად. შენ ცხოველებს ნახავ ის მცენარეებს -რა საინტერესო წყვილი ხართ ისე...ორივეს გიყვართ ბუნება -ბერდო სანადიროდ რომ მიდიოდა არაფერ კლავდა ხოლმე... მხოლოდ მწყერს ესროდა და გაგიჟდა ერთხელ ჩვენმა სოფლელმა მეზობელმა ირემი რომ მოკლა -ხოო ,გამახსენდაა როგორ ესროლეო შენგან ყველაფერი მოსალოდნელიაო ეუბნებოდა მაშინ 18 წლის იყო თუ 19 -ხო პატარა იყო შედარებით,მაგრამ აზრი ახლაც არ შეცვლია. ალბათ წინააღმდეგობები არ გექნებათ ერთმანეთთან -მე და ლაშა არაფრით ვგავართ ,მაგრამ ამდენი წელია ერთად ვართ...რაც არ უნდა იყოს გაურკვეველი ყველა შემთხვევაში შეიძლება ნახო გამოსავალი თუ გიყვარს. ბერდო არ არის ის კაცი რომელიც ჯიუტად არ დაგითმობს - მაია ბავშვების ტანსაცმელს ათვალიერებდა ,დემესთვის იყიდა რაღაცები,მაგრამ თაიამ დაინახა როგორ გასწია ხელი ჩვილის მაისურისკენ მერე კი კაბას შეეხო და მას მერე ერთხანს მოწყენილი გამომეტყველებით მიაბიჯებდა. ქეთევანმა სახლისთვისაც იყიდა ახალი ნივთები. მარიტა შეჩვეული იყო და გოგონებისგან განსხვავებით არ წუწუნებდა, პირიქით არჩევანშიც დაეხმარა. ვაჭრობაშიც კი გამოცდილი იყო . თეთრეულის ხარისხსაც სწორად აფასებდა და პლასტმასის კონტეინერებისაც. -ეს რა მეოჯახე გოგო ყოფილა ხედავ ქეთო? წუნს ვერ უპოვნი -თაია ნუ ეუბნები გოგოს ასეთ რაღაცებს, იფიქრებს მართლა ეძებს მიზეზს ჩემ დასაწუნებლადო...მაიკო თქვი რამე -ქეთო არ იწუნებს რძლებს, ქეთო არის სულითა და ხორცით დედა დედებს შორის ყველაზე დედა - ქალს ლოყაზე აკოცა და თავი მხარზე დაადო- მაგრამ მე დავიღალე , ვერ ვიტან ამ ნაწილში სიარულს. ბევრი ხალხია სულ და ქაოსი -წადით თქვენ ,მანქანაში დაგველოდეთ მე გავყვები ... ჩემთან სახლში იმდენი კაცია სულ რაღაც ტყდება და მერე სულ თავიდან ვყიდულობდით ამიტომ მიჩვეული ვარ მართლა არ არის პრობლემა -მეზარება კიდევ გამოსვლა თორემ დღეს არ ვიყიდდი ყველაფერს. ბიჭები ბაზარში კი წავიდოდნენ და მოიტანდნენ პროდუქტებს . დახარისხებულიც ექნება ბერდოს უკვე -ხვალ საღამომდე ასკაციან სუფრას გავამზადებთ ... -წამოდით საცვლები ვიყიდოთ... ბერდოს რა უყვარს გიპიური თუ ატლასი ?- ჩუმად უთხრა თაიამ და მაიკოც აკისკისდდა-რა დროს პირსახოცი და გრაფინია ... თაფლობის თვე აქვთ გვრიტებს . ბერდოს მამობას ველით აქ ხალხი ამდენი ხანია -ოხ თაია, არ გელევა სია ხომ? -მაქვს ფული ჯერ ... ჩემი ხელფასიც ხომ მაქვს სულ ეღიმებოდა, სული უფერადდებოდა მათთან . სახლში შესულს უცნაური სიჩუმე დაუხვდა. იფიქრა ბერდო ისევ არ იქნებაო და ერთიანად ჩაქრა, მერე მოულოდნელად გამოჩენილი უცნობი კაცი დაინახა ,რომელიც ოჯახის უფროსი აღმოჩნდა. შვილის ქორწინების ამბის გაგების შემდგომ მოულოდნელად დაბრუნებული ლევან გოშხეთელიანი ქეთევანმა რომ შეამჩნია მოფარფატე პეპელას დაემსგავსა. პატარა გოგოს უგავდა თვალები, სიყვარული მეფობდა იმ სახლში და არასდროს შიში . კაცი ჯერ ცოლს მოეხვია, შემდეგ კი თაია და მაია ერთდროულად ჩაიკრა გულში . -გაიცანი , მარიტა - ხელი მოეხვია წელზე და ბერდოს ხმაც გაიგო. კაცს ჯერ კიდევ დაძაბული უყურებდა, არ იცნობდა არ იცოდა მისი ხასიათის შესახებ . -სიკეთის და სიხარულის მომტანი იყოს შენი ფეხი ჩვენ ოჯახში , შვილო - ხელზე აკოცა კაცმა, მერე თავზე მოეფერა და შუბლზე აკოცა- ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს -გმადლობ ,მიხარია თქვენი გაცნობა -შენ ვერ წარმოიდგენ მას როგორ უხარია შენი გაცნობა - ბერდოს ჩუმი ჩალაპარაკება გაიგო დივანზე იჯდა მოფუსფუსე ოჯახისწევრებს უყურებდა- კიდევ ვიმეორებ ერთ კვირიან ქორწილს ნუ გამიმართავთ. საქმეები მაქვს, ვერ გადავიღლები და არც ლოთების ლოთობის ატანა მინდა მამაჩემო -როგორმე თვითონ განვსაზღვრავ ვის ვაქეიფებ ჩემ სახლში და ვის არა -მე და ჩემი ცოლი გაგეცლებით ,სიმშვიდეში გვირჩევნია -შენ და შენ ცოლს რაც გირჩევნიათ ვიცით ჩვენთ ,მაგრამ მაგისთვის მოიგონეს ღამე -სად მიგყავარ, სირცხვილია...უნდა მივეხმარო - ჩუმად უთხრა დაბნეულმა, გრძნობდა როგორ გაუწითლდა ლოყები -მიხედავენ უშენოდაც ,წამომყევი საქმე მაქვს - ხელს არ უშვებდა სხვა გზა არ ჰქონდა უნდა გაჰყოლოდა . -რა საჭირო იყო...რას იფიქრებენ,სირცხვილია. პატარა ბავშვი ხომ არ ხარ. ქეთევანს ქმართან ყოფნა ენდომება და ახლა იმდენი რამე უნდა გააკეთოს, თაიას გამოცდა აქვს ორ დღეში, მაიამ ბავშვს უნდა მიხედოს -შენ ახალი რძალი ხარ , რომელსაც თურმე გიორგის გარდა კიდევ ჰყოლია შეყვარებული და ხვალ აქ გვეახლება- სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარა გააღო მარიტამ კვამლის გამო თვალები რომ დახუჭა და სახე დამანჭა -ვინ გვეახლება, ვერ გავიგე ... -გიგა ხურციძე, შენი კურსელი მამაჩემის ძმაკაცის დისშვილია ,მემკვიდრე და ხვალ დიდი ალბათობით მოჰყვება ბიძამისს . ყველა მისმა ძმაკაცმა იცის როგორ ჭედავს ერთ თავის კურსელ მარიტაზე ,რომელიც მეეჭვება მეორე გყავდეს კიდევ -მე არ ვიცი ... არასდროს უთქვამს არაფერი, გეფიცები -მატყუებ -არაფერი უთქვამს -ს.რია და იმიტომ ვერ გაბედა ,მაგრამ იცოდი .ქალებმა სულ იცით ვის მოსწონხართ -გოგონები იცინოდნენ ხოლმე, მაგრამ მე არ მაინტერესებდა -იმ შენ გიორგის არ ჯობია? თუ ქუჩის ბიჭებისკენ გაქვს წადილი -ჩემი გიორგი არა...არც ქუჩის ბიჭები მომწონს და არც ვინმე სხვა. -ანუ რომ მოვა შენ პრობლემა არ გექნება -არანაირი...ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ათობით კურსელიდან ერთ-ერთია -კარგი -არ გატყუებ ,მართლა -კარგი, მეთქი...გკითხე, მიპასუხე , მჯერა-თვალებში უყურებდა და ხვდებოდა როგორ ღელავდა. სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააგდო ,ფარდა გადასწია და მისკენ დაიძრა. წარბები შეკრა მარიტამ უკან რომ დაიხია და კიდევ უფრო მეტად გაუჩნდა შიში - მჯერა მარიტა ,დაიმახსოვრე და ნუ გეშინია - თავზე გადაუსვა ხელი, ლოყაზე მოეფერა და მერე იქვე აკოცა- სულ გაიყინე , ვიცი რომ არაფერი გქონიათ და არ გაინტერესებს -მადლობა,რომ გჯერა- სულ შეეცვალა შეგრძნებები ბერდოს წამიანი შეხების შემდეგ -მოდი შევთანხმდეთ ... მე გისვამ კითხვას, შენ სიმართლეს მპასუხობ ნებისმიერს, თუნდაც სასიამოვნო არ იყოს და მე ვიღებ ამ სიმართლეს. -შენც ასევე მოიქცევი? -თუ ინფორმაცია შენთვის მნიშვნელოვანი იქნება გიპასუხებ, თუ გიპასუხებ იცოდე სიმართლე იქნება -ახლა წავალ, მივეხმარები -არ დაიღალე? წარმომიდგენია რამდენს ივლიდით თუ შენც გიყვარს ახალი ტანსაცმლის ყიდვა და მეორე თაია მეყოლება სახლში -არ მიყვარს, მაგრამ მხიარულები არიან...არ ვიღლები ასე მარტივად .თუ არის საქმე სულ ვპოულობ ენერგიას - გულწრფელი იყო, ასეთ დროს დაღლილობასაც გვიან გრძნობდა, მისი გონება ასე ჰქონდა მოწყობილი . ნივთები მიალაგებინა, ქეთევანს ქმართან ყოფნის საშუალება მისცა . ტკბებოდა მათი წყვილის ცქერით. ასეთი სითბო ამ ასაკის ცოლ-ქმარს შორის იქამდე არ ენახა. ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კაცი ხელებს უკოცნიდა და ისე უღიმოდნენ ერთმანეთს თითქოს ისევ შეყვარებულები იყვნენ. ვერავინ ამცნევდა ამ ყველაფერს მარიტას გარდა,მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იმ ღამით ბერდო სახლში დარჩა. გულისცემა უჩქარდებოდა საწოლთან მიახლოებამდე, კომფორტის ზონას იპოვნიდა და შემდეგ ჩვილი ბავშვივით მშვიდად ეძინებოდა. დილით ადრე გაიღვიძა, მძინარეს უყურებდა სუნთქვაშეკრული და მერე საკუთარი თავის შერცხვა . თითქოს დანაშაულს ჩადიოდა მისი სახის შესწავლა რომ უნდოდა . ქეთევანი უკვე ქვემოთ იყო და სახლს აწესრიგებდა, ყველანი ნელ-ნელა ფხიზლდებოდნენ სამზარეულოს ათვისება რომ დაიწყო -მეცადინეობას როდის ასწრებდი თუ ამდენ რამეს აკეთებდი- უკვე სამზარეულოში იყო და რამდენიმე კერძს მარტო აკეთებდა ,თავისივე ინიციატივით . საქმეში სრულიად ჩართულს ბერდო რომ დაადგა თავზე -ღამით...ყველაფერს რომ დავასრულებდი და ყველანი დაიძინებდნენ შემდეგ -დედაჩემი გამიბრაზდა, ალბათ შენ უთხარი დაეხმარეო და ჯიუტად არ ტყდებაო - სახეზე ჩამოყრილი თმა გაუსწორა, სამაგრიც თავად გაუკეთა - მომზადება იცი თუ ბორჯომი მოვიმარაგო მოწამლული სტუმრებისთვის - ბლით სავსე ჯამი წინ დაიდგა და ჭამა დაიწყო -რომ არ ვიცოდე რატომ დავიწყებდი კეთებას ... მთლად თუ შეჭამ ხვალ სუფრაზე დასადებად აღარ იქნება -ორი დღის მოყვანილი ცოლი რომ საჭმელს არ გაჭმევს ... -ბავშვსაც აჭამე ცოლი გყავს უკვე , უნდა გაუნაწილო ყველაფერი შვილო -აი ესეც მე ვარ ? ბავშვიო გაიგე ? როგორ დაცქრიალებს უყურებთ ? ქმარი ჩამოვიდა და ჭკუაზე აღარაა- უკან გადაიწია და მეზობელ ოთახში მყოფებს გახედა - თაიაა , გამოეცალე მაგ ჩანთას და მოეხმარე მარიტას, ესაა რძლის დახვედრა? -არ მინდა, მარტოც მოვახერხებ მარტივია და უცებ მოვილევ ამათ ...ნუ ეუბნები - ჩუმად ეუბნებოდა და ცდილობდა ენიშნებინა გაჩერდიო -მოდი გაჭმევ , ცოტა დაისვენე დავიღალე რომ გიყურებ თავბრუ არ გეხვევა? მართლა ტრიალებ სამზარეულოში -არაფერს ვაკეთებ ისეთს რამ დაგღალა ... არ მინდა -რატომ, არ გიყვარს? -მიყვარს, მაგრამ ასე ვერ შევჭამ -შენ მართლა რაოდენობაზე დარდობ? ამ სახლში ბავშვებს შოკოლადებს არ გვიმალავდნენ, სტუმრისთვისაა არ შეჭამოთ ფრაზას დედაჩემი არ ცნობს. მარწყვი ხომ არ გინდა , შოკოლადი? -რომ დავასრულებ მერე შევჭამ ... არ მიყვარს არეულობა სამზარეულოში მზადების დროს. შენ კიდევ გონებას მიფანტავ და რამე რომ დამავიწყდეს გავგიჟდები -კარგი , გავდივარ ...ბოლოჯერ გეკითხები დახმარება თუ გჭირდება მეც შემიძლია -შენ რა შეგიძლია -დახმარება , რა იყო შტერს ვგავარ რაღაცები ვერ დავჭრა და ვერ მოვურიო? -არ მჭირდება,მართლა ... სანამ სხვა რაღაცის მზადებას დაიწყებენ და ქაოსი შეიქმნება იქამდე დავასრულებ სჯობს . -კარგი, გავიგე ,მორჩა ხელს აღარ შეგიშლი -არ გახვალ? -ჩუმად ვარ -მიყურებ -სხვა არავინაა ვის ვუყურო -შეყვარებული კაცის როლის თამაში სხვა დროისთვის რომ გადავდოთ არ გინდა?- მისკენ გადაიხარა, ყურთან ჩურჩულით ესაუბრებოდა მერე თვალებში უყურებდა -რა შუაშია ქმარი, უბრალოდ არ მინდა გადაიღალო საღამოს ფეხზე თუ ვერ დადგები ბებიაჩემები დაგიწუნებენ იცოდე -ნუ ღელავ, მოწოდების სიმაღლეზე ვიქნები -სერიოზული ხარ, შენ მართლა აპირებ ყველას თავი მოაწონო...კარგი,ვნახოთ როგორ გაუმკლავდები . შორიდან გრძნობდა მის მზერას. მომზადებული კერძები ქვაბებში დატოვა და შემდეგ ერთობლივ სამზადისში ჩაერთო. ბერდო კიდევ ერთხელ შევიდა ,როგორც აღმოჩნდა ხორცით კერძებს თავად ამზადებდა ლაშასთან ერთად. მოსწონდა მისი ყურება, როგორ მოწესრიგებულად შეეძლო ყველაფრის გაკეთება. მოუხერხებელი აშკარად არ იყო , ჩუმი და მშვიდი , ზედმეტი ჩართულობის გარეშე დაასრულა საქმე და შემდეგ გაეცალა . -რას იცვამ, დაუთოება არ სჭირდება? -ქეთო მიხედავს ... -ისედაც ბევრი საქმე აქვს, მომეცი და ბარემ მოვაწესრიგებ ყველაფერს . წყალი ცხელდება თუ გავაცხელო უნდა -გავაკეთეთ , ცხელდება ... ხომ არ დამიწვავ, მომწონს ეს საროჩკა -ნუ გეშინია ... შარვალი? -ამას ნაკეცი აქვს -ვიცი -რამდენი წლის ხარ შენ შემახსენე? -ოცი -როდის მოასწარი -ბავშვობიდან მასწავლიდნენ ქალის საქმეებს -კიდე რა არის ქალის საქმე ... -ბევრი რამ, გზა და გზა გეტყვი . მალევე დაბრუნდა, საკიდზე ჰქონდა ბერდოს ტანსაცმელი და თავისი კაბებიც -რომელი ჩავიცვა... -შენ რომელიც მოგწონს ის -ეს მგონი ძალიანაა გამოყვანილი და უხერხულად ვიგრძნობ თავს -ეს საერთოდ დიდი მგონია ... შენი ზომაა ნამდვილად? არ ვიცი , ძალიან სუსტი ვარ კაბების არჩევისას თორემ თვითონ გამოგყვებოდი , არჩევანი ზოგადად თავს მატკიებს რატომ ჩაიცვა ის კაბა, რომელსაც მისი ძმაც დაუწუნებდა და მამინაცვალიც თავადაც არ იცოდა, ბოლო წამამდე ეგონა რომ ბერდო ეტყოდა გაიხადე , მეორე ჩაიცვიო , მაგრამ მის წინ იდგა და ის მხოლოდ უყურებდა -მზად ხარ უკვე ? -კი -კარგი გემოვნება გაქვსო მეტყვიან -უყურებდა და მერე მისკენ მიდიოდა- თმა გაშლილი უფრო მოგიხდება, მგონი ... ასე მოსამართლეს გავხარ . ლამაზი ხარ , მაგრამ ძალიან მკაცრი გამომეტყველება გაქვს ამ ვარცხნილობით თითქოს -გავიშლი ,მაგრამ გაწეწილი არ ვიქნები ?- ყურში ესმოდა დედამისის ხმა , სულ რომ აიძულებდა თმის შეკვრას იქამდე სანამ ჩვეულებაში არ გადაეზარდა და გაღვიძებისთანავე თმისსამაგრს ეძებდა. -ცუდი რომ იყოს ხომ არ გეტყოდი - თავად მოაშორა სამაგრი და თითები ნაზად შეუცურა თმაში -მე თვითონ- გრძნობდა სახე როგორ უხურდა და მერე არეული მზერით უყურებდა როგორ აიღო სავარცხალი და სერიოზული სახით გაუსწორა თმა -შესანიშნავია ... ერთი რაღაც გაკლია მხოლოდ და ნამდვილად ჩემ იდეალურ ცოლს დაემსგავსები - არათითზე ბეჭდები მოარგო , თავი დახარა და მტევანზე აკოცა -მე და შენ ჩვენ ბედისწერას ვწერთ დღეიდან. .................... ღელავდა, სტუმრებით ივსებოდა სახლი. იყო იმ ამპლუაში რომელიც იქამდე არასდროს მოურგია და რომელზეც ბევრი არც უფიქრია. მარტოობის განცდა არ ჰქონდა, ბერდო გვერდით ჰყავდა, მისი გამამხნევებელი შეხება ხელზე, წამიერი კოცნები თავზე და შემდეგ გამოჩენილი გადელიების ოჯახი მთელი შემადგენლობით. ყველანი იყვნენ ზამთარას გარდა. -ისინი რას აკეთებენ - წონასწორობა დაერღვა , არ იცოდა რა მოხდებოდა როდესაც მასთან მივიდოდნენ და გრძნობდა შიშს ყველაფრის ნგრევის -ბერდო -დამშვიდდი. დაწუნებული სიძე არ ვარ და სულ ესაა . მამაჩემს გაიცნობენ - ჩუმად ელაპარაკებოდა და თვალებში უყურებდა- ყველაფერს ვაკონტროლებ -მათ ვერ ... ნოდარი არ იცი -ვიცი , ყველაფერი -მამაშენმა იცის? -იცის ... იმ წამს დაფიქრდა ,რომ თავად არ იცოდა ვის გარემოცვაში იმყოფებოდა. ყველას გაეცნო ,მაგრამ ბერდო რას აკეთებდა? ლევანი? რას საქმიანობდა რუსეთში, საიდან ჰქონდათ უზრუნველყოფილი ცხოვრება. უყურებდა როგორ მოყვრულად შეხვდნენ ერთმანეთს გადელიებისა და გოშხეთელიანების ოჯახები. ცრემლიანი თვალებით მოეხვია დედა და ბებია. იდეალურად გამოსდიოდათ თამაში და მარიტას ეზიზღებოდა ეს ფარსი. ეკლებზე იჯდა იქამდე სანამ ყველაფერი არ დასრულდა. -უნდა გეთქვა ,რომ მოვიდოდნენ- კანკალებდა . მასთან მარტო დარჩენილი ნიღაბს იხსნიდა ისე თითქოს დაბადებიდან იცნობდა- უნდა მცოდნოდა რომ აქ იქნებოდნენ. ისე მიყურებდა თითქოს ბედნიერმა გამათხოვა და არ იცოდა რაც ხდებოდა. ნოდარს არ უთხრა, ზუსტად ვიცი არ უთხრა ხომ? შენ რომ დაელაპარაკე რა თქვა. ჰგონია,რომ გავიპარეთ ხომ? იმ ქალთან კონტაქტი არ მინდა არცერთთან და არც მეორესთან. სახლს როგორ აკვირდებოდნენ, თითქოს ღარიბი რომ ყოფილიყავი არ გამოგყვებოდი და ვიცოდი რომ წამოგყევი სად მოვდიოდი. -დამშვიდდი , მეტჯერ არ ნახავ აქ არ -სულ მოვლენ აი ნახავ ... ზამთარას გარდა არავის ვაღელვებდი მაგათგან და მეც არცერთთან მინდა კონტაქტი. მხოლოდ ის არ დამტოვებდა იქ, იმათთან და ყვლა შემთხვევაში წამომიყვანდა, ნამუსახდილსაც ხელს მომკიდებლდა მე თუ ვთხოვდი სახლში დამაბრუნებდა. იმათთვის კი მნიშვნელობა არ ჰქონდა სულ რომ თავი მომეკლა - ტიროდა, თან ჩუმად ლაპარაკობდა და ყელში მარწუხებივით უჭერდა ყველა მოგუდული ბგერა. -კარგი, მორჩა. გპირდები დასრულდა. ეს დღე იყო მხოლოდ საჭირო -მირჩევნია ყველაფერი იცოდნენ და არ მოვწონდე -მაინც მოეწონები,უბრალოდ საჭირო არ არის რომ იცოდნენ. მამაჩემი სულ რამდენიმე კვირით დარჩება , მერე დედაც შეიძლება თან გაჰყვეს . აქ ისეთი სიმშვიდე იქნება როგორც სამოთხეში -ახლაც სამოთხეა აქაურობა - ტიროდა, მაგრამ სიმშვიდე ნელ-ნელა იდგამდა ფესვებს. ბერდოს ჰყავდა ჩახუტებული და ნაზად ეფერებოდა -აღარ იტირო. ცრემლებად არავინ და არაფერი ღირს -ლოყაზე აკოცა, ხანგრძლივად შეახო ტუჩები და შემდეგ ტუჩის კუთხეში დაუტოვა კოცნის კვალი. ბოლოს მოშორდა და მე მივდივარო უთხრა -არ დაბრუნდები? -არა, მშვიდად დაიძინე და დალაგდი შენ ფიქრებთან ერთი მარტოდ გრძნობდა თავს მეორე კი ფიქრობდა,რომ თავისუფალ სივრცეს აძლევდა სიმშვიდისთვის. ....................... მეორე დღეს ისევ ლაშამ წაიყვანა . ამჯერად მხოლოდ თაია უმშვენებდა გვერდს. -სკოლაში ხდება რამე თუ ასეთი ჩუმი რატომ ხარ ყვავილო? -არაფერი, უბრალოდ გუშინ გადავიღალე და გამთენიისას დავიწყე ნაწერების სწორება -მერე? ასწავლე წერა თუ ოროსნები გყავს სულ -ოროსნებს ნუ ეძახი ჩემ ბავშვებს, ოროსანი არ არსებობს... ყველას შეუძლია ისწავლოს -მე მაპატიე, თქვენნაირი პედაგოგი არ მყოლია სკოლაში... აი მარიტა ვერ ნახავს ისეთ ნაცემ ძაღლს ჩვენი დაწყებითების მასწავლებელი ურტყამდა ბავშვებს -წავედი , გკოცნით...ბედნიერ დღეს გისურვებთ- ლაშასაც აკოცა, მარიტასაც და სწრაფად გადავიდა მანქანიდან. მასწავლებლად მეორე კურსიდან მუშაობდა. მიუხედავად იმისა,რომ ამ ქალებში პოპულარულ პროფესიას ბევრი სტუდენტი ჰყავდა მისი კურსელების უმეტესობა ახალგათხოვილი იყო. ისინი ვის ოჯახსაც დიპლომიანი რძალი სჭირდებბოდა და ამ უკანასკნელისთვის ქალისთვის შესაფერისი სამსახური . დაწყებითი კლასების მასწავლებელი ბევრ სტერეოტიპს იზიდავდა თაია გოშხეთელიანი კი ბავშვებზე გიჟდებოდა , პატარები განსააკითრებით უყვარდა და სხვისთვის სწავლებაც მოსწონდა. ჯერ სკოლის მოსწავლე იყო თავისზე პატარა ბავშვებს რომ უხსნიდა მათთვის გაუგებარ საკითხებს და ამით ბედნიერდებოდა. როგორც ჭკვიანი გოგონა თავდაჯერებასაც იმატებდა და თან დიდი მისია ჰქონდა , წერა_კითხვა და სწორად აზროვნება ყველას უნდა შესძლებოდა. სულ ესმოდა ოჯახისწევრებისგან სიტყვები „თუ გაქვს განათლება და აზროვნებ სწორად შეგიძლია შენი ცხოვრება მართო , გაამარტივო ყოველი დღე .“ ბავშვობიდან არ მოსწონდა მოძალადე ადამიანები, ქალებსა და კაცებს შორის ურთიერთობები . ხალხმრავლობას ერიდებოდა გარდატეხის ასაკში ,უკვე ჩამოყალიბებული გემოვნების მქონე ლამაზი გოგონა შინაგან აგრესიას განიცდიდა იმ თანატოლების ან უფროსების მიმართ ვინც ავლენდა ძალადობას, გენდერულ უთანასწორობას,აკნინებდა ქალს და ქალიც ნორმად მიიჩნევდა . ყველაფრის სათავედ განათლების ნაკლებობა ეგონა პატარა თაიას და გადაწყვიტა,რომ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბავშვებიდან დაეწყო ცვლილებები. ადამიანების გარდაქმნის დიდად არ ეჯერა, რეალისტი იყო და იცოდა მათზე მეტ გავლენას რა თქმა უნდა ოჯახი მოახდენდა,მაგრამ თავად უკან არ დაიხევდა. ენერგიის ნაკლებობას არასდროს განიცდიდა,იცოდა როგორ ემართა სწორად დღე ისე რომ გართობაც მოესწრო, რამდენიმე მეგობართან თამაშიც,მეცადინეობაც,კლასგარეშე ლიტერატურის კითხვაც და იმ საქმეების შესწავლაც რომელიც დააინტერესებდა . მხოლოდ პედაგოგების პოვნა უჭირდათ გოშხეთელიანებს , თაია არ რჩებოდა მათთან ვინც ცემის ,ყვირილისა და ძალადობის მოყვარული იყო. გოშხეთელიანების ერთადერთი ქალიშვილისთვის ხმის აწევა ვერავის უნდა ეკადრებინა ,მითუმეტეს ხელით შეხება . მშვიდად აკვირდებოდა სხვა მშობლების ნაქებ მასწავლებელს, მიხვდებოდა რასაც წარმოადგენდა ან ცდისთვის პირველ რამდენიმე გაკვეთილს დაესწრებოდა და მერე მისი გადასაწყვეტი იყო რჩებოდა თუ არ. ქართული ცეკვის სწავლის სურვილით შეპყრობილი შუქის მოსვლის დროს სუხიშვილების გამოჩენის ყველა პაწაწინა მომენტზეც კი სული ენთებოდა და ყველაზე დიდხანს ცეკვის წრეს დაეძებდა ოჯახი. ბოლოს უბრალოდ მასწავლებელს შეუთანხმდნენ,თაიამაც დათმო მხოლოდ ის იყო ხელშეუხებელი და როგორღაც გაუძლებდა სხვებთან დამოკიდებულებას. სტრესი იყო მისთვის თავის შეკავება, როდესაც ვინმეს მიმართ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ავლენდნენ. ჩხუბებსაც ვერ იტანდა და ყველას არც თვლიდა დაცვის ღირსად , ნებისმიერისთვის თავს რომ გასწირავდა ის გოგო არ იყო ,მაგრამ თუ გადაწყვეტდდა ნებისმიერ აღუდგენოდა წინ და თავისას მაინც გაიტანდა . ერთი დიდი ძალა ჰქონდა მუდამ,იცოდა ოჯახი ყოველთვის დაიცავდა თუ სიმართლის მხარეს იქნებოდა და დანაშაულის მათი აღქმა არ გავდა სხვებისას. მას დედა არ სცემდა იმის გამო თუ თავისზე უფროს,კერპადქცეულ მოძალადე მასწავლებელს, ბნელი გონებით სიტყვას შეუბრუნებდა . ეჭვი არავის შეჰქონდა იმაში რომ თაია არ გამოიყენებდა ისეთ სიტყვებს რაც უკულტურო ადამიანებს სჩვევიათ. როგორი გაცეცხლებულიც არ უნდა ყოფილიყო მისი კამათიც კი არცერთი ქალის ჩხუბს არ ჰგავდა და ეს იყო მისი შინაგანი მდგომარეობა ,რომელიც ბავშვობიდან გააჩნდა. თაია გოშხეთელიანი ერთი შეხედვით ნაზი,ქალური , კულტურული ქალის იერს ტოვებდა, რომელიც პეპელასავით დაფარფატებდა ბავშვებს თავს და ანათებდა სკოლის ბნელ კედლებში საკუთარ კლასს. უარს არ ამბობდა ძმების დახმარებაზე , დამოუკიდებელი იყო ,მაგრამ თუ დახმარება სჭირდებოდა თავს არ გადაიღლიდა და გამოიყენებდა ყველა ხერხს რაც საჭირო იყო. მისი უფროსი ძმების მოუგვარებელი საკითხი კი დედამიწაზე არ ეგულებოდა ,ორ ერთმანეთისგან განსხვავებულს სამყაროს ამოტრიალება შეეძლოთ თავიანთი პატარა დის გამო . სკოლაშიც სხვადასხვა გავლენის გამო,ისევ მათ ენაზე საუბრის საშუალებით ინარჩუნებდა საკუთარ ხელუხლებელ სივრცეს ,წესებს,სწავლისა და აღზრდის მეთოდებს რომლებსაც ჭორაობისას სხვა პედაგოგები უწუნებდნენ ,მაგრამ თაია არ იყო ის ქალი ყველას აზრს რომ უსმენდა და ახლოს უშვებდა. ვისაც პატივს არ სცემდა მისი ერთი სიტყვაც კი არ ადარდებდა. მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ საკუთარი თავი და ბავშვები, მათი დამოკიდებულება კი სიყვარულის ირგვლივ ერთიანდებოდა ,ამ გრძნობით იღებდა პატივისცემასაც და არანაკლებ მათზე ვინც სიმკაცრედ ფუთავდა ძალადობას ,ასე იხვეჭდა ყალბ პატივისცემას რომლის მიღმაც სიძულვილი იდგა. როგორც პედაგოგი საკუთარ თავს მხოლოდ იმას ვერ აპატიებდა კლასიდან გასული რომელიმე ბავშვი მის მიმართ უარყოფითად განწყობილი რომ დარჩენილიყო ,მითუმეტეს უარი ეთქვა მის ჯგუფში დარჩენაზე. ერთი შემთხვევა ჰქონდა მხოლოდ და ისიც მშობლის დამსახურება აღმოჩნდა ,რომელსაც მეტად გამოცდილი პედაგოგი აერჩია , რომელიც მის ვითომდა უზრდელ ბავშვს მოარჯულებდა . მშობლის წინააღმდეგ წასვლა რომ უშედეგო იქნებოდა და ძალაუფლება მის ხელში იყო იცოდა , გული გაეხლიჩა პარალელური კლასის გაკვეთილიდან გამოპარული ბიჭუნა მასთან რომ შევიდა ოთახში,მთელი ძალით მოეხვია და ემუდარებოდა თქვენთან დამაბრუნეთ კარგად მოვიქცევიო. ტირილი იშვიათად უნდებოდა, მაგრამ იმ ნამდვილი ემოციების დანახვისას ცოტა დააკლდა თავადაც რომ არ ატირებულიყო. მერე სახაზავის დარწყმისგან აწითლებული მისი პატარა თითები დაინახა და ბრაზის ცეცხლი მოედო გულზე. იმ დღეს გადაწყვიტა,რომ პედაგოგობა არ ეყოფოდა და წლების შემდეგ სკოლის დირექტირი გახდებოდა . იქამდე გავლენაზე არ ფიქრობდა,მაგრამ იმ დროს მოუნდა რომ ძალაუფლება ჰქონოდა და ყველა გაეშვა ვინც ბავშვს უბრალოდ გამოძრავების გამო, გაცინების ან კიდევ წამიანი გადაჩურჩულებისთვის სცემდა. ის მშობლებიც ეზიზღებოდა, ის დედები მშვიდად რომ ამბობდნენ თუ საჭიროდ ჩათვალა სცემოს რა უჭირს,წამორტყმა ხომ არ მოკლავსო. ძალადობას რომ აჩვევდბენ და ამცირებდნენ სულ პატარა ბავშვებს ამას აღზრდის სწორ მეთოდად ქმნიდნენ და ამ დროს განსაკუთრებით უნდოდა ყველასგან გაქცევა. იმ სიბნელისგან მოშორება და საკუთარ ნათელ ადამიანებთან კონტაქტი. ეძნელებოდა პირველი მეოთხე კლასის დასასრული,ამდენი წლის შემდეგ რომ უნდა განშორებოდა თავის აღსაზრდელებს . ისეთი შეგრძნება ჰქონდა მათი შემდეგი კლასსის დამრიგებკუს გვერდით ნახვის შემდეგ თითქოს სიმწრით დაზრდილი შვილები ლომის ხახაში ჩააგდო. მოსწავლეები იქამდეც ჰყავდა, მაგრამ პირველკლასელების ახალი ნაკადის მიღებას მაინც სხვა აღელვებით ხვდებოდა . ყველაფერი იცოდა თავის ბავშვებზე,მათი მესაიდუმლე იყო ,მრჩეველი და უფროსი მეგობარიც. არც თავისი მოსწავლეების უფროს და_ძმას ეუბნებოდა უარს დახმარებაზე , ბევრს იცნობდა და ბევრთან კონტაქტობდა. უყვარდა ყველა ვინც მზის სხივივით ანათებდა სიბნელეში და ამ სხივის გასაძლიერებლად უკან არ დაიხევდა თუ თუნდაც სრულიად უცხო ბავშვში სურვილს და მონდომებას დაინახავდა. არ ეზარებოდა ენერგიის ხარჯვა,ომის დაწყება თუ უბრალოდ დროის გამოყოფა არავისთვის ვისაც ჰქონდა პრობლემა უკუღმართი ადამიანების და თავდაყირა ამოტრიალებული ცხოვრების გამო. ხელფასი თითქმის არ ჰქონდათ მასწავლებლებს,ფაქტობრივად უფასოდ მუშაობდნენ და ამიტომაც იღებდნენ უამრავ საჩუქარს, ჩამოყალიბებული იყო წესები და ამ წესებში შედიოდა დაუწერელი კანონი ,ბმა ქულასა და შეძლებული ოჯახის ძვირადღირებულ საჩუქარს შორის. ხშირი იყო ღარიბი ოჯახის მეტად ჭკვიან ბავშვს რომ უფრო დაბალი ქულები ჰქობდა ბოლოს თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად და ოქროს მედალისკენ მიიწევდა სხვა , მეტი გავლენითა და დახარჯული ფულით. თავისი მესამეკლასელი მოსწავლის და აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე ,რომელიც ასე მარტივად არ გადაწყდებოდა. იცნობდა გოგონას,პატივს სცემდა მას როგორც ღირსეულ ადანიანს და მასზე სულ რამდენიმე წლით უფროსი მის დახმარებას ცდილობდა. ბოლის იქამდე მიიყვანა საქმე რომ გაყიდული გამოცდების კითხვების ამბავი გაიხსნა და იმ წელს მხოლოდ მათ ჩააბარეს უმაღლესი ქულებით სკოლის გამოცდები ვისაც ნამდვილი ცოდნა ჰქონდა და არც მასწავლებელი კარნახობდა,არც საკითხები იცოდა წინასწარ. ამაყმა და ბედნიერმა დაიწყო ზაფხული იმ წელს, იმ ერთი ადამიანისთვის სამართლის აღდგენის წყალობით სხვა ბევრსაც დაეხმარა. მეორე წელსაც მისი შიშით მსგავსი არაფერი მომხდარა. დამნაშავეებს ცოტა ხნით თავშეკავება შეუძლიათ სანაამ ახალ გზას იპოვნიან უკუღმართი ქცევებისთვის. მის სკოლიდან გაგდებას უკვე აშკარად ცდილობდნენ,მაგრამ აქ მამა და მისი გავლენები ჩართო ისე მშვიდად გამოიყენა არც უდარდია. სხვა სკოლაშიც არ გადადიოდა იცოდა თავიდან მოუწევდა ბრძოლის დაწყება და სისტემა მაინც ყველგან ერთი იყო უიშვიათესი გამონაკლისების გარდა. უამრავი ამბავი დაუგროვდა თაიას სკოლაში გატარებული წლების განმავლობაში. ეს ადგილი რამდენად დიდ ბოროტებასაც არ უნდა იტევდეს იმდენად დიდი სკოლაა ადამიანის განსავითარებლად. სკოლა სკოლაში რომელიც ცხოვრებას ასწავლის მას ვისაც შეუძლია სწორად გადააფასოს ღირებულებები,დააკვირდეს,შეისწავლოს და გაიაზროს ირგვლივ მომხდარი მოვლენები. თაია კი ყოველ დღე ვითარდებოდა და ავითარებდა ქალს საკუთარ თავში. მარო და მოსე ტვილდიანები ,ტყუპები რომლებიც ბავშვებისთვის არაბუნებრივად ჩუმები,მშვიდები და დინჯები იყვნენ. დასვენების დროსაც არ ლაპარაკობდნენ ბევრს და მათ თვალებში ვერ დაინახაავდით იმ ვარსკვლავებს რომლებიც სხვა ბავშვებთან იყო ,მუდამ რაღაცით ინტერესს რომ გამოხატავდნენ და სულ რაღაც კითხვა ჰქონდათ. ბავშვების მშობლებს არ იცნობდა, ახალგაზრდა ბიჭებს დაჰყავდათ ტოვებდნენ კლასის კართან და მიდიოდნენ. მათგან მამა არცერთი იყო , დედა კი საერთოდ არ გამოჩენილა. თაიას კი აინტერესებდა რა იმალებოდა ბავშვების გულში,რა პრობლემა ჰქონდათ ,მაგრამ გზა ვერ იპოვნა ინფორმაციის მისაღებად. იმ დღეს ორივე სიცხიანი მივიდა . წითელა იყო გავრცელებული მთელ კლასში და ნახევარი ჯგუფი აცდენდა ისინი კი ავადმყოფობის დროსაც კი მომზადებული გაკვეთილითა და დავალებებით მედგრად ცდილობდნენ გამკლავებოდნენ დროს . გაბრაზდა ,თანაც საშინლად ბოლო გაკვეთილიდან თავად წაიყვანა ორივე ექიმთან იქამდე კი მასწავლებელს დაუბარა ტვილდიანებს რომ მოაკითხავდნენ სადაც უნდა ეპოვნათ ბავშვები. მაღალი სიცხისგან გადამწვარ ბავშვებს თავზე დასტრიალებდა ხმაური რომ ატყდა დერეფანში და ექიმების თანხლებით გამოჩნდა მისთვის უცნობი ,ილო ტვილდიანი. რამდენიმე წამს მხოლოდ ბავშვებს აღიქვამდა,ორივე მოეხვია აშკარად დიდი ხნის უნახავი ჰყავდათ მამა. სვანურად ლაპარაკობდნენ და თაიას ერთი სიტყვაც არ ესმოდა შემდეგ ექიმმა განუმარტა სიტუაცია და ილოს გაცეცხლებული მზერა მოხვდა კარებთან აყუდებულ ბიჭს. მანაც სვანურად უთხრა ორი სიტყვა და ოთახი დატოვა. _თქვენ ქალბატონი თაია ხომ? _ხელი გაუწოდა მარტონი რომ დარჩნენ და ყველაფერი დამშვიდდა _მე ილო ტვილდიანი ვარ _მივხვდი ,თუმცა აქამდეც რომ გამეცანით არ იქნებოდა ურიგო ... ბავშვებს უკვე რვა თვეა ვასწავლი _ხელი არ ჩამოართვა. უბრალოდ დახედა მის გრძელ მოვლილ თითებს და წარბებშეკრულმა გაუსწორა მზერა _ არ ვიცი თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ბავშვებზე , მაგრამ მე არ ვარ ის პედაგოგი ავადმყოფი ,სიცხისგან გადამწვარი ბავშვების გაკვეთილზე დასწრებას რომ ვითხოვდე. მთავარი მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოდ ყოფნაა, მასალას ნებისმირრ დროს აითვისებენ ისეთი გონიერები არიან. გაფრთხილებული მყავდა ის ახალგაზრდა გუშინ რომ მოიყვანა ბავშვები და ვუთხარი კიდეც ფრთხილად იყავით_თქო. ალბათ აცრები აქვთ ჩატარებული და ყველაფერი ,რა თქმა უნდა მშვიდობიანად ჩაივლის . _თქვენ მე ახლა უყურადღებობაში მადანაშაულებთ _ ჩაეცინა, თაიას კი გამომეტყველება წამითაც არ შეცვლია _დადანაშაულება არ არის ,ფაქტს ავღნიშნავ რომელიც ცხადზე უცხადესია. ვისთან არიან ბავშვები თქვენს არ ყოფნაში მე არ ვიცი ,მაგრამ იმედი მაქვს ახლა მაინც არ გამოგიჩნდებათ მათზე მნიშვნელოვანი საქმე. თავადაც ნახეთ როგორ გაუხარდათ თქვენი დანახვა მე ასეთი ბედნიერები არ მინახავს არცერთხელ ჩვენი ნაცნობობის განმავლობაში _ყველაფერს აქვს მიზეზი ... ალბათ ჩვენ ამ ვითარებაში გაცნობასაც . გმადლობთ გამოჩენილი ყურადღებისთვის _აქაური ექიმები პროფესიონალები არიან ... ვისაუბრე უკვე და რამდენ ხანსაც დარჩებით მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ ბავშვებს . თუ თქვენ არ გსურთ სახლში წაიყვანოთ _დღეს დავრჩებით , შემდეგ სახლში განვაგრძობთ მკურნალობას .... კლინიკის გარემო მაინც მძიმედ მოქმედებს _ ჯერ კიდევ საუბრობდნენ კარი რომ გაიღო და წითელი ბუშტებით ხელში გამოჩნდა თაიას ბიძაშვილი აჩი გოშხეთელიანი -ბატონები აქ არიანო ? გამარჯობათ არც ჩანდა ოთახში რომ შევიდა . თაიას ბავშვებზე მეტად გაუხარდა _საუკეთესო ხარ _ ბიჭს ლოყაზე აკოცა ,ბუშტები გამოართვა და სახეგაბრწყინებულ ბავშვევთან მივიდა . ილია თვალს ვერ აშორებდა მათ სამეულს _როდის დაბრუნდი ილო? _ახლახანს... გულმა მიგრძნო რომ უნდა წამოვსულიყავი . შენ როგორ ხარ , ბერდო საითაა _ძველებურადაა ყველაფერი... დიდხანს დარჩები? _ასე ვგეგმავ და ვნახოთ რას გვეტყვის ცხოვრება . -შევხვდებით ისევ ... _თაიას ყველაფერი ესმოდა, ბავშვებს აქცევდა მეტ ყურადღებას მაგრამ არ გამორჩენია მათი ნაცნობობის ამბავი -თაი მოდიხარ ? თუ ეზოში დაგელოდო _მოვდივარ ... დროებით ძვირფასებო _ხომ მოხვალ ისევ ? _ გოგონამ უთხრა და თვალები აემღვრა _აუცილებლად მოვალ _მა , ქალბატონ თაიას გაკვეთილები ექნება ხვალ ისედაც ძალიან შეწუხდა ჩვენ გამო -თუ ვწუხდები არაფერს ვაკეთებ თუ ვაკეთებ ე.ი ასე მსურს _ილოს უპასუხა ბავშვებს დაემშვიდობა და წავიდა- ნახვამდის ბავშვებო _და მაინც, მადლობა ყველაფრისთვის -ნახვამდის დაემშვდობა და მერე მთელი დღე მათზე ფიქრობდა. იმაზე თუ რამხელა გავლენა ჰქონდა მშობელს ,მასთან სიახლოვეს და სიშორეს ბავშვის განწყობაზე. ილოსთან ცუდად მყოფებიც ბედნიერები იყვნენ ზოგს კი კარგად მყოფის გაუბედურება შეეძლო. …………….. მეორე დღეს ბავშვები კლინიკაში აღარ დაუხვდა ,დანაპირებს ყოველთვის ასრულებდა და აჩის დამსახურებით ტვილდიანების სახლიც იპოვნა. წითელი კაბა ეცვა , წითელი ტუჩსაცხი და ბავშვებისთვისაც ყველაფერი წითელი ჰქონდა თან. ეზოში ძაღლი შეეგება ყეფით, უყვარდა ცხოველები ,მაგრამ დიდად მოხარული არ დარჩა მისი კბილების დანახვისას. ბიჭები მალევე გამოვიდნენ,ყველას იცნობდა ,სახლში შეიპატიჟეს და იქ უკვე გოგონა დაინახა , იქამდეც ჰყავდა ნანახი სკოლაში აკითხავდა ხოლმე ბავშვებს _გამარჯობა ...დაუპატიჟებლად გესტუმრეთ . ბავშვებს ვნახავ და წავალ დიდი ხნით არ შევჩერდები _როგორ გეკადრებათ თქვენზე საუბრობენ სულ... ილო თავად აპირებდა თქვენთვის თხოვნას . ზედმეტად ბრაზიანი გაგვიხდა ბატონები _ თავად გაუძღვა ბავშვების ოთახისაკენ _ არავის დანახვა არ უნდათ მხოლოდ მამასთან ყოფნას ითხოვენ და ისიც გვერდიდან არ შორდებათ _ აშკარად კონტაქტური იყო და დანარჩენებისგან განსხვავებით კომუნიკაბელურიც,უკვირდა იქამდე როგორ არასდროს გაესაუბრა. სახლი ზედმეტად დიდი აღმოჩნდა, მეორე სართულზე ავიდნენ და გოგონამ კარი ფრთხილად შეაღო _ შეიძლება? სტუმარი მოვიდა თქვენთან _ექიმი არ გვინდა _არ არის მა ... საჭმელი ვჭამოთ და ექიმები არ იქნებიან_თქო ხომ დაგპირდი ჩემო სულო _ კაცის დამტკბარი ხმა ესმოდა ჯერ შემდეგ უყურებდა საწოლთან თეფშით მჯდომს როგორ ცდილობდა მათთვის მომზადებული რამდენიმე კერძიდან ლუკმობით მიეწოდებინა სულ ცოტა მაინც. ისინი კი აშკარად ჯიუტობდნენ _გამარჯობა _ ღიმილიანი სახით შევიდა და შეიტანა კიდეც ბედნიერება. ბავშვები საწოლებიდან წამოფრინდნენ და მისკენ გაიქცნენ _ფრთხილად ,არ წააქციოთ _მოხვედიი _ოთახი მთლიანად წითელ ფერებში იყო ,ფარდებიც კი შეეცვალა ტვილდიანს , სათამაშოებიც ბლომად ჰქონდათ ბავშვებს და მაინც ახალ დაბრუნებულ მამასთან სურვილებს არ იშურებდნენ . _რა მოგვიტანე ? _მარო _ კაცის ხმა გაიგო ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია არც უყურებდა შეფუთულ კაბას ახსნევინებდა გოგონას და მერე თავადაც გაბედნიერებული უყურებდა მის ხტუნვას _კაბა შემიკერეე?შენ რომ გაქვს ზუსტად ისეთია _მთლად ასეთი ვერ არის ,უკეთესია ... ნახე კიდევ ბანტიც არის მანდ . თმას დაგივარცხნი _მამიდა რომ მოვიდეს და მოგეხმაროს? _არაა მამიდას გადაედება არ ჰქონია... მასწავლებელო შენ ხომ არ გახდები ავად?_უცებ დაფიქრდა და გვერდზე გაიწია _არა პატარავ მე შენზე ცოტა დიდი ვიყავი წითელა რომ მქონდა...იმდენ სურვილებს ვასრულებინებდი ჩემ ძმებს _ ისიც სულ რაღაცას ითხოვს მეც დამღალა უკვე _ მოსე საწოლზე იჯდა და წარბებშეკრული უყურებდა . უფრო მხნედ გამოიყურებოდა ვიდრე მარო ,გოგონას კი გამონაყარიც მეტი ჰქონდა და ცხელიც იყო _მამას ჩამოტანილ ახალ ფეხსაცმელებს გაჩვენებ ... ნახეე რამდენიაა თან ყველა ჩემი ზომაა არცერთი შეშლია _ კარადა გამოაღო და ყუთები უჩენა _ იმდენი კაბები მექნებაა რა ცუდია სკოლაში რომ ფორმა უნდა გვეცვას სულ _მე რომ წაგიყვანთ თეატრში იქ ჩაიცვი _თმაზე ხელი ჩამოუსვა ,სარკეში თავადაც ჩაიხედა და ბავშვის ანარეკლს გაუღიმა _ულამაზესი ხარ _ხომ ლამაზები ვართ მა? _ულამაზესი _მოსე არ ნახავს რა მოუტანა თაია მასწავლებელმა ? _მე დიდი ბიჭი ვარ წითელი რაღაცები არ მინდა _ერთი თქვა და მეორე გააკეთა. არ ელოდა საჩუქარს და პარკში ჩაძვრა _პატარა უფლისწული ? _დიდი ბიჭებისთვის საჩუქრების არჩევა არ მეხერხება ... მაგრამ ვიფიქრე შენნაირი ჭკვიანი და გონიერი ბიჭისთვის შეიძლებოდა ამ რაღაცის ჩუქება _დარცის დაფა და ისრები იდო წიგნის ქვემოთ _ მამა თუ არ გაგვიბრაზდება და შენ თუ ვინმეს არ დააზიანებ _რა მაგარიაა ... მამა იარაღით სროლას ჯერ არ მასწავლის და ამით მაინც ხომ შეიძლება ? _შეიძლება ,თუ შენი მასწავლებელი ასე გენდობა სროლას მე გასწავლი _მე?მე არ მასწავლი? _შენთვის ხომ მაქვს მა თოჯინები ... სროლა სხვა დროს იყოს _გაგიბრაზდი _მა , მამას პრინცესა _მორჩა აღარ გელაპარაკები _საერთოდ სხვა ბავშვებს ხედავდა თითქოს თაია , მამას გვერდით ნამდვილი ბავშვებად გადაიქცნენ . ცუდად ყოფნაც კი არ მოქმედებდა მათ მზერაზე , ის ვარსკვლავი ციმციმებდა თვალებში რასაც თაია დაეძებსა სულ და სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ ჰქონდა . ილო ტვილდიანი იმ მომენტში შეამჩნია მისმა გონებამ მუხლებზე რომ დაეშვა პატარა გოგონას წინ მასთან შედარებით ერთიციდა რომ იყო და თავდახრილმა დაუკოცნა ხელები _რასაც გინდა იმას გასწავლი მა , როდის მითქვამს უარი სხვა დროს იყოს გითხარი მა ახლა ძალიან მაღალი სიცხე გაქვს და თვალებიც ხომ გეწვის ჩემო სულო _არ იტირო მეც მერე ვისწავლი შენთან ერთად _ მოსე რომ გაჩერდა ლამის ტირილი დაიწყო ასეთ მომენტებზე ეტირებოდა ზუსტად. ამ ნამდვილობაზე, იმ პატარა კაცზე, რომელიც უკვე იყო ყველაზე დიდი კაცი _არ ვიტირებ თვალები მტკივა მა _ჩაეხუტა ,თავი მხარზე დაადო და თავისი ფუმფულა თითები ლოყაზე მიადო კაცს _ მე რო ვტირივარ შენ გული გტკივა და მე არ მინდა გული გტკიოდეს ,მიყვარს მე შენი გული _ თითქოს მეამიტი ბავშვის სიტყვები იყო ,მაგრამ მის უკან დამალულ თავშეკავებას ,სერიოზულად აღქმულ მამის ნათქვამ სიტყვებს ხედავდა თაია . ისინი მაინც არ ჰგავდნენ სხვებს . საწოლში კაბიანად ჩააწვინა გოგონა და კომპოტის ჭიქა მიაწოდა,თავისი ხელით დაალევინა სულ ცოტა . შემდეგ ბავშვები საწოლზე დაყრილ სათამაშოებზე გადაერთნენ თავად კი ფარდა გადასწია,ფანჯარა გააღო და ღრმად რომ ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი შემდეგ მიუბრუნდა თაიას _დაბრძანდით ,გთხოვთ ახლავე მოვატანინებ ჩემ დას ყველაფერს . ცუდი მასპინძელივით გამომდის _არ შეწუხდეთ , პირიქით მგონი მცირე არეულობა შემოვიტანე . ბავშვები ცოტას საუბრობენ ძალიან და სამწუხაროდ არ ვიცი მათი აზრები თორემ ორ დარცს მოვიტანდი . მაროს მისწრაფებებს არ ვიცნობ _ზოგადად ცოტას საუბრობენ ... გვიან დაიწყეს ლაპარაკი თავიდან მხოლოდ სვანურად . გაკვეთილზე ნამდვილად არ შეგაწუხებენ ცელქობით _ სანთებელას ატრიალებდა თითებსშორის. დაღლილობა ეტყობოდა სახეზე, საშინაო ფორმაში იყო ,შავი მაისური და ნაჭრის შარვალი ეცვა. ჭრელი თვალები მუქი წვერის ფონზე კიდევ უფრო ღია მოუჩანდა, თმა დაბალზე ჰქონდა გადაპარსული ,ალაგ_ალაგ ჭაღარა შერეოდა , რომ შეგემჩნიათ თაიას მსგავსად სწრაფად და სრულყოფილად დაკვირვება უნდა შეგძლებოდათ. მაღალი კაცი იყო ტვილდიანი , მის მკლავებს სხეულს რომ უყურებდა მიქელანჯელოს დავითი უტრიალებდა გონებაში და ეს იყო ყველაზე ბანალური რამ რაც კი საკუთარ თავს ძლივს აპატია შემდგომ . _ცელქობა ბავშვობას ნიშნავს და მე არასდროს ვარ წინააღმდეგი... შეუძლებელია ასაკის მატების შემდეგ იყო ისეთი როგორიც ამ წლებში არიან. შემდეგ ზედმეტს რომ აკეთებ ან თავხედი ხარ,ან არანორმალური . თქვენი შვილები ნამდვილად გამოირჩევიან სხვებისგან ,უკვე დიდები არიან თითქოს _მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია _სახლში თუ არასდროს ხართ სხვას უნდა ჰკითხოთ ვინ ჩამოაყალიბა ბავშვებში ეს სიდინჯე . იქნებ მე ვარ საშიში,სახლში სხვანაირები არიან და ჩემ გაკვეთილზე ან ჩემთან აქვთ კომუნიკაციის პრობლემა _იქნებ უბრალოდ ასეთები არიან და ესაა მათი ბუნებრივი ხასიათი . ჩემი არყოფნა უკვე მერამდენედ ახსენეთ,მგონი საშინელ მამად მიგაჩნივართ ... იქნებ დესპოტადაც და გგონიათ მე მყავს გაფრთხილებული მუდამ სერიოზულები იყვნენ _ერთმანეთის წინ სავარძლებში ისხდნენ . თაია დიალოგის ასეთ პირდაპირობაში გადასვლას არ ელოდა თუმცა წინააღდეგიც არ იყო _ ზედმეტად უცნობი ხართ იმისთვის რომ მსგავსი დასკვნები გამოვიტანო . შესაძლოა ყველაფერი თქვენი გეგმის გარეშე ხდება, გარემოება განაპირობებს ... რაღაც რაც უნდა ჰქონდეთ და არ აქვთ ,ვინც თქვენ ვერ იქნებით და ვერც სხვა ვინმე _ სიტყვა დედა არ უხსენებია, დარწმუნებული იყო ბავშვებიც ისმენდნენ საუბარს და მათ აღელვებას არ აპირებდა _პირველად რომ დავინახე ორივე ერთად სულ ოთხი კილოც არ იყვნენ და მაშინ ვთქვი მათ ცხოვრებაში არაფერი და არავინ იქნება ისეთი ვინც არ იმსახურებს მათთან ყოფნას, ვინც დააზიანებს და ხელს შეუშლის , გზას აურევს ... მე სიტყვას არასდროს გადავდივარ . მე მათთვის ვცხოვრობ და შესაბამისაც ვაკეთებ ყველაფერს. ჩემი სამყარო მათ ირგვლივ იტრიალებს სანამ ცოცხალი ვარ და მერეც ... მე კი საკმარისზე მეტი ვარ თუ მთლიანად ვუძღვნი ვინმეს თავს _ ამ დროს ისე უყურებდა თაია ვერ მიხვდა რას განიცდიდა,რა გრძნობა მოვიდა და დაატყდა თავს. გული რომ უცნაურად აუჩქარდა და მთელ სხეულში ცხელმა ტალღამ დაუარა ფაქტი იყო ,მაგრამ მიზეზი ვერ ახსნა. _ილოო ... კართან გელოდები _გოგონას ხმა გაიგეს ,კაციც წამოდგა და მალევე დაბრუნდა დიდი ლანგარით რომელზეც სტუმრისთვის ელაგა სხვადასხვა ტკბილეული _არ შეწუხდეთ ,მე უკვე უნდა წავიდე_თეფშების გადმოლაგება თავად რომ დაიწყო ტვილდიანმა ინსტიქტურად შეეხო მტევანზე და იმ დროს მიხვდა რომ ხელები გაყინული ჰქონდა ის კი ისეთი ცხელი იყო უკვე მეორე ტალღა დაატყდა თავს გოშხეთელიანს _არც მე ვწუხდები თუ რამეს ვაკეთებ იმიტომ რომ მინდა _ თაიას ნათქვამი სიტყვები გაუმეორა . სახეზე არ შეუხედავს დიდხანს , ისედაც იცოდა თოვლივით თეთრი კანი წამში რომ აუწითლდა და მისთვის უხერხულობის შექმნას გონებაშიც არ გაივლებდა _მე არ ვიცოდი ტყუპები თუ წუნია მჭამელები იყვნენ მეგონა ასეთი მაღლები და ტანწერწეტები იმიტომ არიან ბევრს ჭამენ_თქო თქვენ კი რაც მოვედი და გიყურებთ ნორმალურად არაფერი გიჭამიათ _ თავად გაექცა ილოს და ბავშვების საწოლთან მდგომ სკამზე დაჯდა _ არ ვიცი რა გიყვართ თორემ მე მოგიმზადებდით და წამოგიღებდით _ახლა ყელი გვტკივა,თავიც და ყველაფერს ცუდი გემო აქვს ... _ხო რა ვქნათ არ გვინდა და როგორ ვჭამოთ _თუ სითხეს არ დალევთ და საჭმელებს არ შეჭამთ ცოტა დიდხანს დარჩება თქვენთან ეს ტკივილებიც. თუ ცოტა ცოტა გაუძალიანდებით შეებრძოლებით ,თითქოს ჭიდაობაა რაც უფრო ძლიერად დაუდგები და ჭკვიანურ ილეთს გაუკეთებ უფრო მალე მოიგებ . ყველა მებრძოლს სტკივა რაღაც ,მაგრამ რომ იმარჯვებს მერე ავიწყდება და გამარჯვებისთვის ხომ ღირს ბრძოლა არა? თქვენ კი როგორი გემრიელი საბრძოლო იარაღები გაქვთ ამ დაბრაწულ ჭვიშტარზე მეც არ ვიტყოდი უარს . ჩაი გაგრილებულა ,მაგრამ ცხელსაც მოიტანენ _მაშინ მამასაც აჭამე თორემ ისიც არ ჭამს ჩვენ რომ არ ვჭამთ საერთოდ და მგონია ორი დღეა მშიერია _ჩუმად უთხრა გოგონამ და მისკენ გადაბოღდა. კაბის გაშლა არ ავიწყდებოდა, ძალა არ ჰქონდა,ბალიშს მიეყრდნო და ისე იჯდა . ორივენი ახლო_ახლოს იყვნენ. გვერდზე რომ მიიხედა ტვილდიანი ცხელი ჩაის ფინჯნებით იდგა უკვე. ზედმეტ თეფშები და ჭიქები აიღო ,ადგილი გაუთავისუფლა იმ იმედით რომ ამჯერად მაინც შეჭამდნენ . უჩვეულოდ ახლოს იყო თაიასთან, იატაკზე დავარდნილი ჩანგლის ასაღებად რომ დაიხარა ,მაგრამ მაშინვე გაზარდა მანძილი გოგონა რომ არ შეეწუხებინა . _ჩაი გავაგრილოთ ცოტა და ისე ვჭამოთ საჭმელიც, რომ ყელი ძალიან არ გვეტკინოს ... -რამდენიმე წუთს სხვადასხვა ამბების მოყოლით ართობდა ბავშვებს _შენც შეჭამე მამა და შენც თაია მასწავლებელო. მამიდა გემრიელ ნამცხვრებს აცხობს _აუცილებლად გავსინჯავ და მამაც შეჭამს _არ შეჭამს ... ცუდად სანამ ვართ მადა მაგასაც ერთმევა გეგონება თვითონაც სიცხე აქვს და თვითონაც ტკივა _ ბუტბუტებდა მარო მოსეს კი ტემპერატურა უმატებდა და კანკალიც დაეწყო _დამწევი რამდენი ხნის წინ მიეცით გახსოვთ? _დილიდან აუწევს დაუწევს ... ამდენ პარაცეტამოლს ვერ დავალევინებ _ კაცს იმ მომენტში ეტყობოდა სახეზე დარდიც და ის ტკივილიც მათი ცუდად ყოფნის გამო რომ ტკიოდა. გავიდა და მალევე დაბრუნდა ძმრიანი წყლით ,პატარა ტილოებითა და ბოლოს წინდებით დაგვირგვინდა ტემპერატურასთან ბრძოლა. _ჩემი ზომა წინდები არ გაქვთ თორემ მეც ჩავიცვამდი ... ისეთი გრილია და ისე გესიამოვნებათ _ოო ცუდი სუნი აქ _ცოტახანს მა _ სანამ ჩააცვა ფეხებზეც აკოცა და წამით შუბლი შეახო _ სულ ცოტახანს ჩემო გულო და მერე წავიღებ . ოთახიდან სუნიც გავა და მთელი სუნამო გავაფრქვიოთ მერე _ოო ასე არ დავხარჯავ მე ჩემ სუნამოს _ახალს გიყიდი მა _გაეღიმა და მერე თაიას გახედა მოსეს რომ უცვლიდა შუბლზე დადებულ ტილოს. რატომ აძლევდა თითქმის უცნობ ქალს ბავშვების გარემოცვაში დარჩენის უფლებას არ იცოდა. სხვას იქამდე გაუშვებდა,მაგრამ მოსწონდა მისი განწყობა და დადებითი გავლენა რომელსაც ტყუპებზე ახდენდა. ბავშვებს ენდობოდა და მათ დამოკიდებულებას გოშხეთელიანის მიმართ, ისინი კი იოლად არავის სწყალობდნენ . _ჩემი წასვლის დროა,სტუმრობის ყველა გათვლილ დროს გადავაჭარბე _ბავშვებს სიცხე აღარ ჰქონდათ , საჭმელიც კიდევ ერთხელ ჭამეს და ბევრად უკეთ გამოიყურებოდნე _არ მინდა რომ წახვიდე _თავის სახლშიც ხომ ელოდებიან მარო _ ძმამ დაამშვიდა გაჭირვეულებული გოგონა _კიდე მოხვალ? ხომ მოხვალ ?მოდი რა ... მეტი კაბა და საჩუქრები აღარ მინდა არ გაათენო კაბის შეკერვაზე მეტი ღამე, ისე მოდი _მოვალ თუ შევძლებ ... თქვენც უკვე მალე დამიბრუნდებით საკლასო ოთახში. თქვენი კლასელები ნელ_ნელა მოდიან . იქ ყოველ დღე შევხვდებით _ო ამდენ ბავშვებთან მე არ მომწონს... სულ რაღაცას დაყაყანებენ და მღლიან . ბოთეები არიან _მარო ,მა ასე როგორ შეიძლება _ოო არიან და რა ვქნა. იმათთან ნორმალური შეთეა მხოლოდ და ისიც ჩვენ კლასში არ არის . ბატონი რომ ვარ ახლა არ შეიძლება შეთე დავაბრუნებინოთ მასწავლებელო? -შეთე ვინ არის _ ილოს ხმა და სახე უნდა გენახათ ,თაიამ სიცილი ვერ შეიკავა ვინ არის ეს შეთე ,მოსე არც შენ მეტყვი? _სხვა სკოლაში გადაიყვანეს _სხვა სკოლაში არაა,მე ვხედავ ხოლმე ფანჯრიდან _ბაღში ვიყავით ერთად და ჩვენზე დიდია ის როგორ გადმოიყვანენ პირველ კლასში როცა მეორეშია უკვე და იმ დღეს უბრალოდ იმიტომ იყო რომ თაია მასწავლებელი მასაც ასწავლიდა _აქამდე რატომ არ მითხარით ამ ვიღაც შეთეზე ქალბატონო მარო? _რა ვიცი არ გამახსენდა _სურვილების ჩაფიქრების დროს ხომ გაგახსენდა _გამებუტე? _არა _ოო გამებუტე ნუ მატყუებ... ასე რომ იბღვირები გაბუტული ხარ ხოლმე . რატომ გამებუტე მე მარტო შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად შეთეს უბრალოდ ჭკვიანი ლაპარაკი აქვს და ლამაზი თვალები ,კიდევ დიდი დიდი გრძელი წამწამები და წარბები _გაჩუმდი _ ძმამ ჩუმად მიარტყა ხელი ,მაგრამ ისე იყო გოგონა აჟიტირებული ვეღარ მიხვდა რომ უნდა გაჩერებულიყო _ღმერთო მიშველე _რას იზამთ გოგოს მამობა ბრილიანტის ქონას ჰგავს, უძვირფასესისა და უიშვიათესის . რომლის დაკარგვის საშიშროება სულ დგას _მამათქვენი ხომ არის ჯანმრთელად, თუ შეიწირა მისი გული და ნერვები თქვენნაირი უიშვიათესი ბრილიანტის ყოლამ მის საგანძურში _ არ უყურებდა ისე უთხრა ,მშვიდი სერიოზული ტონით და ბოლოს გახედა მხოლოდ _შესანიშნავად გრძნობს თავს _ალბათ თქვენ არ მოგწონებიათ ჯერ ასე აღტაცებით ლამაზთვალება და გრძელწამწამებიანი ბიჭი _იღიმოდა უკვე , სხვა რა გზა ჰქონდა _ რა ქვიაო მა? შოთა? _რა შოთაა ,შეთე მამა _ხო შეთე ,შეთეს გადმოყვანა შენს კლასში მგონი ვერ გამოუვა ქალბატონ თაიას _დაგემშვიდობებით. _ნახვამდის _ბავშვებმა ხელი დაუქნიეს და კოცნაც გაუგზავნეს . ილო უკან მიჰყვა , დერეფანში ერთ_ერთ კარზე დააკაკუნა ,სვანურად უთხრა რაღაც ოთახში მყოფ უმცროს ძმას და მალევე გამოჩნდა ისიც _მადლობა კიდევ ერთხელ ... ჩემი ძმა გაგიყვანთ სახლში . გთხოვთ უარს ნუ მეტყვით _საჭირო არ არის _ აუცილებელია ,სხვაგვარად არ გამოვა . სოფო შენც გაყევი და რაც გჭირდება ყველაფერი იყიდე _ დას მიუბრუნდა რომელსაც აშკარად არაფრის ყიდვა არ სურდა და მხოლოდ იმიტომ სვამდა მანქანაში რომ თაია თავისთვის უცნობ ბიჭს მარტო არ გაჰყოლოდა . გიშხეთელიანი ყველა დეტალს ამჩნევდა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი საბოლოოდ გაუქრა . _შემდეგ შეხვედრამდე ,რომელიც იმედი მაქვს უფრო მშვიდ და სასიამოვნო ვითარებაში იქნება _ხელი გაუწოდა ,ამჯერად თაიამაც შეაგება თავისი მარჯვენა . კაცის ტუჩები ხელისზურგზე შეეხო სულ ერთი წამით და ეს ერთი შეხება მთელი გზა გაჰყვა . ................................... უყურებდა გადელიას მიერ სიძისთვის ნაჩუქარ ოქროს სამაჯურს და ცეპს და სიცილს ვერ იკავებდა. თავის გამოჩენის ეს ნაბიჯი , შემდეგ კი მზითვი ,რომელიც იქამდე თუ არსებობდა არ იცოდა ,მაგრამ იმ დღეს შეიტყო რომ ჰქონია და თურმე იმსახურებდა. _ეს ყველაფერი იმიტომ ხდება,რომ მოეწონე... მთელი ოჯახი თორემ ჩემთვის არაფერია -ერთი ცარიელი ოთახია სათავსოდ ვიყენებთ და იქ რომ შევიტანოთ ის ავეჯი ხომ არ ხარ წინააღმდეგი. ესეც ახალია და კიდევ შეცვლა არ მინდა- არეულობა იყო მთელ სახლში და ხედავდა როგორ ღლიდა ეს ყველაფერი ბერდოს ,მაგრამ არ იმჩნევდა _მე მივხედავ ყველაფერს შენ დაისვენე მგონი საერთოდ არ გიძინია წუხელ ... _თავი მტკივა უბრალოდ,ყანწებით სვეს მომიწამლეს ორგანიზმი . მამაჩემის სახეს ხედავდი?რომ არ დამელია და მეჩვენებინა ორ ჭიქაში არ ვითიშები ალბათ გული გაუსკდებოდა _ყველაზე ფხიზელი შენ ჩანდი ბოლოს ... _კი მომართვეს ახალი საძინებელი მერე ხომ ხედავ...გარანტიით დამზადებულია, რამდენიმე ბავშვი გამოვა და მერე ახალს გიყიდითო. ნეტავ ვიცოდე ეს ტრადიცია ვინაც მოიგონა რატომ გაატანა გოგო კაცს რომელსაც ლოგინიც არ ჰქონდა _სასაცილოა ძალიან... სანამ არ გავთხოვდი ჩემი ოთახის ავეჯისთვის დედაჩემს ფული არ მოეპოვებოდა ახლა აღმოჩნდა რომ ჰქონიათ _ბრაზი ახრჩობდა და ემოციებს არც მალავდა _გათხოვილ გოგოს უკანასკნელად ახარჯავენ ფულს,რატომ ღელავ ასე. მიკვირს ასეთი ფიქრებით აქამდე როგორ მოხვედი ან როგორ არ გაჭაღარავდი _შენ არ იცი, არ იცნობ მაგათ . ეს ყველაფერი თავის მოწონება და იმის ჩვენებაა რომ თქვენზე ნაკლები ოჯახი არც მათ აქვთ. საიდან მოდის ის ფული ამაზე არავინ საუბრობს. როგორ არ ვიხრჩობიდით იმ საჭმელითაც მიკვირს ,თუმცა დავიხრჩე კიდეც ნიკო ციხეშია და მისი დამპალი გზა გააგრძელა საბოლოოდ მაინც. თავისი ბიჭებიც ხომ თავისნაირი ჰყავს და ზამთარა საერთოდ დაგეშილი ძაღლივით ჰყავდა სულ. მარტო იმას ასწავლიდა აგრესია როგორ გამოეხატა . _რატომ საუბრობ ისე როგორც მოქმედ დამნაშავეზე. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხომ მუშაობს, რესტორანი არ აქვს? _აქვს კი _რა არ მოგწონს -ყველაფერი იცოდა,მაგრამ აინტერესებდა მარიტა რას ეტყოდა მან კი თემა შეცვალა _ახლა ისე ვარ არაფერი მომწონს...ადამიანს ადამიანის მოკვლა რომ შეუძლია, ამ სიბოროტეს სულიდან ვერაფერი გაუქრობს. მან ჩხუბის დროს მოკლა , მერე კიდევ ჩაიდინა დანაშაული და ისევ დააბრუნეს ზამთარამ კი ზუსტად ვიცი თავი დაიცვა,როგორცაა აღარ მოგაბეზრებ თავს- გაჩერდა და საწოლზე მიწოლილს მზერა გაუსწორად- ისედაც დაღლილს მე კიდევ ენერგიას გაცლი ამდენი ქოთქოთით _რომ გიყურებ მომწონს,ნამდვილი ხარ _ ბალიშზე ჰქონდა ხელები მოხვეული და ოთახში აქთ_იქით მოსიარულეს აკვირდებოდა _მე რისი ყიდვაც მინდოდა ყველაფერი მოაქვთ და ნეტავ ცხენსაც ხომ არ მოიყვანენ მალე. აგარაკი რომ გაქვს ვიცი,სამწუხაროდ იმ სახლს ვერ დავივიწყებ ვერასდროს,სოფლის სახლი გააქვთ? _სახლი არა,მიწები გვაქვს... მამას ძმას დაუტოვეს სახლი სოფელში , მამას კი მიწები შეხვდა და ბინა ერთ ოთახიანი. ბინიდან აქ გადმოვიდნენ ერთობლივი შრომით,მიწები გვაქვს ისევ ... ცხენს თუ გაჩუქებენ ვუპოვნი საცხოვრებელს არ იდარდო _ძვირია ძალიან არმგონია მართლა მიყიდონ ,დედაჩემის არჩეული და მოფიქრებულია ეს ყველაფერი ,ცხენს არ გაიხსენებდა. წარმოდგენა არ აქვს რა მიყვარს _ სამკაულები ერთ ხის პატარა სკივრში ჩაალაგა და შებრუნდა _ სად ინახავთ _რომელსაც ხშირად გაიკეთებ ოთახში დატოვე და რომელიც არ გინდა ჯერ დედას მიეცი გაჩვენებს დანარჩენებიც სად აქვს . ოქრო ქეთევანსაც უყვარს და ლევანი წელიწადში რამდენჯერმე ყიდულობს მისთვის საჩუქრად სხვადახხვა სამკაულს. შენ რაც მოგცა იცოდე ზღვაში წვეთია და რძლისთვის ჰქონდა ოფიციალურად გადადებული პირველივე დღიდან _შეგიძლია მითხრა ლევანი რას აკეთებს მოსკოვში?უბრალოდ მინდა ვიცოდე_ ერიდებიდა კითხვის დასმა,ისიც კი იფიქრა გაბრაზდება ბერდოო,მაგრამ ასეთი ვრცელი პასუხი რომ მიიღო თანაც თავის ტკივილით შეწუხებული გოშხეთელიანისგან კმაყოფილი იყო. _ჩემ სახლში არცერთი თეთრია სხვაზე წართმეული,მოპარული და ვინმეს დაწყევლილი. მამაჩემი კვების ტექნოლოგია პროფესიით ... იქ ცხოვრობდნენ მისი მშობლები წლების განმავლობაში და უნივერსიტეტიც იქ დაასრულა . ლუდის ქარხანა აქვს და ლიმონათის წარმოებაც დაიწყო ,რომელიც მე სულ არ მომწონს , მაგრამ სხვების მსგავსია ,არც ნატურალურია და არც ვინმეს მოწამლავს . მე კი შევთავაზე ნატურალური წვენების დამზადებაზე და გაყიდვაზე გადადი_თქო ,მაგრამ არ იქნება მომგებიანიო. ძვირი დაჯდება დამზადება და იაფად ვერ გავყიდიო,მხოლოდ მდიდრებზე გათვლილი ბევრი არ გაიყიდება და წაგებაზე წავალო. მოკლედ მამაჩემი თავს არავის დააჩაგვრინებს, ვერავინ დაარეკეტებს და დააწერს ფულს... ყველანაირი ძმაკაცი ყავს და ამ სახლში შეიძლება უამრავი ვინმე ნახო ჩვენ სუფრასთან ,მაგრამ არაკაცებთან არც საქმეს იჭერს და მითუმეტეს თვითონ არ არის . საწამლავად არასდროს გადაგექცევა აქ მირთმეული საკვები _გასაგებია... მადლობა რომ მითხარი _ამ ოჯახის ნაწილი ხარ,ყველაფერი უნდა იცოდე რაც ახლა ხდება და მნიშვნელოვანი რაც წარსულში გავიარეთ ნუ გრცხვენია კითხვების დასმა . პასუხი თუ დამეზარება სხვა დროს გიპასუხებ ან სხვასთან გაგიშვებ სალაპარაკოდ . არც სხვებთან მოგერიდოს _უბრალოდ არ მიყვარს ბევრი კითხვების დასმა... ფარდებს ჩამოვაფარებ და ვეცდები არ იხმაურონ თუ მაინც არ დაგეძინება იქნებ გამაყუჩებელი დალიო _არ მინდა,დავიძინებ და გამივლის _კარგი ,წავედი _შენც მოდი მალე თავს ნუ გადაიღლი ნახევრად მძინარემ თქვა და რამდენიმე წუთის შემდეგ ღრმა ძილით ეძინა. მარიტას დაბრუნებაც ვერ გაიგო ის კი საწოლზე ფრთხილად იწვა და თვალის მოუშორებლად აკვირდებოდა ......... ტვილდიანები სკოლაში გამოჯანმრთელების შემდეგ მამამ მიიყვანა. ილოს მაროსთვის ჩაეკიდა ხელი , მოსეს ვარდების თაიგული მიჰქონდა . თაია ჯერ კიდევ არ იყო კლასში შესული, დერეფანში დაინახა ოჯახი და კლასის კართან შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს. _თაია მას ჩვენ დავბრუნდით _გილოცავთ გამოჯანმრთელებას და დაბრუნებას_ ჯერ მაროს მოეხვია შემდეგ კი მოსეს გაწვდილი ყვავილები გამოართვა _ეს თქვენ ჩვენგან ... და კიდევ შოკოლადები _გმადლობთ _ბავშვს უყურებდა და უღიმოდა _ თქვენ ნამდვილი ჯენტლმენი ბრძანდებით ბატონო მოსე _ერთიანად ანათებდა თაია და ილოს ყურადღებასაც ყოველი შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად იქცევდა. _დროებით მა , საღამოს შევხვდებით... ნახვამდის ქალბატონო თაია _ნახვამდის _ სულ წამით გაუსწორა მზერა მის თვალებს ,შემდეგ სხვა ბავშვებიც შემოეხვივნენ გარს. ყველა ესალმებოდა და ყურადღებაც უნდა გადაენაწილებინა. ყველასთან ერთად შევიდა კლასში ,ოთახის კარიც დახურა და შეუდგა საყვარელ საქმიანობას. იმ დღის შემდეგ ძირითადად ილო ტვილდიანს ხედავდა სკოლის ეზოში მიმავალს ,გაყვანის დროს ხან მის ძმებს მიჰყავდათ ბავშვები ხანაც თავად შემოირბენდა. მუდამ კლასიკურ ფორმაში იყო გამოწყობილი და თვალში ხვდებოდა ყველას მათი სამეული. მის ხელში თაიგული არცერთხელ დაუნახავს,მაგრამ მოსესგან იღებდა ყვავილებს კვირის პირველ და ბოლო დღეს შესაბამისად საძინებელში მდგომ საყვავილეში სხვადასხვა ფერის ყვავილები არ ილეოდა. შოკოლადები კი მაროს ხელთ გადავიდა და შავი შოკოლადის ფილების გაბაბთული შეკვრა მთელი კვირა არ ელეოდა. რაზეც უარს არ ამბობდა ბავშვების ხელით მირთმეული ნახატები,შოკოლადები და მათივე ხელით დაკრეფილი ყვავილები იყო აქ კი საჩუქრების რაოდენობა უკვე შესამჩნევი იყო,მაგრამ არ იმჩნევდა რადგან ეს არ ატარებდა მოსყიდვის მცდელობას. ტვილდიანებმა გაცდენილ დროში ახსნილი მასალა შესანიშნავად აითვისეს და პრობლემა არ ჰქონდათ ,არც ყოფაქცევას სჭირდებოდა გამოსწორება და არც პედაგოგის მოთაფვლისთვის არსებობდა სხვა რაიმე მიზეზი . მოსე ტვილდიანის პატარა ხელებში თაიგული საიდანაც ჩნდებოდა და ვინც იდგა ამ ყველაფრის უკან იმ კაცისგან მოსწონდა პატარა პედაგოგს ნაირფერი ყვავილების მიღება . კვირები გავიდა ასე , ფერადი და სურნელოვანი ოთახით ,რომელსაც მიჰყვებოდა ფიქრები ილო ტვილდიანზე . ვერავინ სხვა ვერ ამჩმევდა ამ ამბავს ,არც თაიგულები იყო ისეთი დიდი და თვალშისაცემი და არც თაყვანისმცემლის მირთმეული ერქვა . თაია სწავლას განაგრძობდა,უცხო ენებზე ჩაბარება პირველ წელს ვერ მოახერხა,დიდი კონკურენციის გამო ამოტომაც განმეორებით გადაწყვიტა მომზადება,გამოცდაზე გასვლაც და საკუთარი ცოდნის გაღრმავებაც. უკვე საუბრობდა რუსულად და აპირებდა გერმანულისა და ინგლისურის შესწავლისთვის დაეთმო დრო. ბავშვების მომზადებაც დაიწყო , სწავლა და სწავლება ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას ჰგავდა. მერე იყო მაროს გაჟღერებული სიტყვები“ჩვენ მამა ფრანგულს გვასწავლის ,აქ გერმანული ისწავლება და სამი ენა გვეცოდინება „ წარმოიდგინა როგორ საუბრობდა ილო ტვილდიანი ფრანგულად და წაროდგენაც კი საკმარისი აღმოჩნდა გულისცემის აჩქარებისთვის. ……………… იმ დღემდე თითქმის ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. ლექციებს ესწრებოდა, მეგობრებთან ერთად საუბრობდა დასვენების დროს და შემდეგ ფანჯრიდან ხედავდა საკუთარი ქმრის მანქანას . გულაჩქარებულს რომ ეგონა ჩემ სანახავად მოვიდაო იმ დროს გადმოვიდა და კარი გაუღო მარიტასთვის უცნობ ქალს ,გადომისვლაში დაეხმარა , ლოყაზე აკოცა და მანამ უყურებდა სანამ შენობაში არ შევიდა. სუნთქვა შეუკრა ნანახმა, საკუთარი გულისცემა ესმოდა მხოლოდ , ეტკინა და რატომ თავადაც არ იცოდა. -ის ქალი ვინ არის ? ახალი ლექტორია? _ნინია ტაბიძეა,ლექტორია...ჩვენც გვასწავლის მეორე სემესტრიდან. ბერდო გოშხეთელიანის ქალია... შენ არ იცოდი? ეგ მთელმა ქალაქმა იცის და არცერთი კაცი ეკარება ახლოს. წლებია უკვე ერთად არიანო ,ზოგი იმასაც ამბობდა ბავშვიც ჰყავთო . ბერდო ცოლს არ მოიყვანს ნინია უყვარსო. ულამაზესი ქალია ,არა? _კურსელის ხმა ესმოდა და ყელში ყულფივით უჭერდა ყველა სიტყვა _ ნეტავ მართალია რომ ამბობენ ცოლი მოიყვანაო? იქნებ ნინია მიიყვანა სახლში ... რთული ოჯახი ჰყავს. პრობლემები შეექმნებოდა,ერთი ომი დასჭირდებოდათ . იმასაც ამბობდნენ ნინიას პირველიც და უკანასკნელიც ბერდიაა და ჭორიკნებმა გაუფუჭეს სახელიო , რას გაიგებ. _შენ ყველა უბნის ჭორი როგორ იცი გამაგებინე -თავად სიტყვას ვერ ამბობდა, დაქალების დიალობს უსმენდა _ჩემ მეზობლად ცხოვრობს ნინია ... წუხელაც იქ იყო ბერდო . მის მანქანას ყველა ვცნობთ უბანში უკვე. ისე მოდის და მიდის მეზობელივით გვყავს . ნახევარი თვე ნინიასთან იყო ხოლმე ამ ბოლო დროს უფრო იშვიათად დადის. ცოლის ამბავია ვითომ? არადა წიგნი დაიწერებოდა ამათ ისტორიაზე _ფილოლოგიურზე რომ გადახვიდე და გაგვეშვა არ გინდა? წერე წიგნები და იყავი _ეს ისეთებს დაწერს დააცენზურებენ და არ მოკლან მეშინია _მაგას საკუთარი გაუთხოვრობა აწუხებს. მთელი მისი საბიძაშვილო გათხოვდა და ამას არავინ დაადგა თვალი _მარტო ამ ზაფხულს იყო ოთხი მაშვალი და ყველა უარით გავისტუმრე . ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს არავის ვუნდოდე,მაგრამ მე უსიყვარულოდ არ გავთხოვდები. _ამ რომანების კითხვა დაგღუპავს შენ _მე ჩემი გულის სწორს ველოდები და თქვენ აგროვეთ მზითვი _შენ რატომ არაფერს ამბობ მარიტა? თუ უკვე დაიწყე დარდი გამოცდებზე... შენი ძმა როგორაა ,ხომ არაფერია ახალი _კარგად . არაფერია ახალი _რა უსამართლობაა სიყვარულის გამო კაცი ციხეში იჯდეს და ის გოგო ამ დროს როგორ ცხოვრობს. როგორ შტერ ქალებს უმართლებთ კაცებში და მე არ ვუყვარვარ ვინმე ნორმალურს _ვიცით ყველამ ზამთარაზე რომ იყავი შეყვარებული და ყოველ დღე ივლიდი ზონაზე მის სანახავად . შენ შემთხვევით ზამთარას გამოსვლას ხომ არ ელოდები _რას ბოდავ გოგო ... _კარგი ნუ გეშინია მარიტა არ ეტყვის ... ხომ არ ეტყვი შენ ძმას ერთ რომანტიკოს გოგოს უყვარხარ, რომელსაც ჭკუა ისედაც არ აქვს თავში , მაგრამ შენნაირ შავებზე აფრენს სრულად_თქო _როგორ ვერ გიტან... სულ აღარ დამელაპარაკო. წაკლა დედაკაცო ! _მე ვარ წაკლა? თუ არ გრცხვენია... რად მინდა შენთან ლაპარაკი . ხმა არ გამცე საერთოდ -მეგობრების კამათშიც არ ჩარეულა. ლექციაზე გვაგვიანდებაო თქვა და პირველი გაიქცა გრძელ დერეფანში. მობილიზება ვერ შეძლო, უამრავი პრობელმა და დარდი გადაუტანია სწავლის საშუალებით ახლა კი უსმენდა,მაგრამ ვერაფერს იგებდა. ცრემლები ახრჩობდა,მაგრამ ტირილის საშუალება არ ჰქონდა. ისედაც გაღიზიანებულს სულ მთლად დაებინდა გონება ეზოში მიმავალს გიგა ხურციძემ რომ გადაუკეტა გზა -შენთან დალაპარაკება მინდა -გისმენ, ბევრი დრო არ მაქვს -სახლში გეჩქარება? სასწაული წყვილი ხართ შენ და ბერდო -გვნახე ერთად და ყველაფერი იცი . ჭორიკანა დედაკაცის შეფასებით უნდა გამოხვიდე ,რამდენად შევეფერებით და რამდენად არ? -იმას თუ არ ჩავთვლით რომ ერთმანეთი არ გიყვართ და ორივეს სხვადასხვა ვინმე გყავთ... ასე ერთი შეხედვით კი უხდებით,მაგრამ ჩემი რიგი როდის მოვა მაინტერესებს. ჯერ გიორგი გყავდა, იმ ზურიკომ მოგიტაცა , ბერდოს ცოლი ხარ და მე საყვარლობაზეც თანახმა ვარ- მიუახლოვდა, ფხიზელი არ იყო და მარიტას თავის შეკავება უჭირდა -შემიძლია ყელი გამოგჭრა და მერე იტყვიან,რომ საბედისწერო ქალი ვარ . კიდევ შემიძლია შენი არაკაცური ტლიკინი გავაჟღერო და ბევრი გამოჩნდება ისეთი პასუხს რომ გაგცემს -მაინც ვინ, შენი ქმარი თუ ციხეში მჯდომი ძმა, იქნებ დედაშენის გერი თემურიკო ანდაც შენი პატარა ძმა ,რომელსაც ერთ ძირს მივცემ და გაჩუმდება. შენი ქმარი ჯერ ნინიას კაბის ქვეშ ძრომიალს უნდა მოეშვას შენ რომ მოგხედოს -რა საცოდავი ხარ ... ჩემი სახლის კარი რომ გაგიღეს და ჩემ ოჯახში მომზადებული ლუკმა ჭამე ესეც კი სირცხვილია. შენნაირ არარაობას რომ კაცი ქვია - ვიღაცები უყურებდნენ, იცოდა ყურადღების ცენტრში იყო და მაქსიმალურად სწრაფად უნდოდა გაცლოდა- მომაშორე შენი ძმაკაცი- კურსელს მიმართა და სწრაფად წავიდა. მისი სიტყვები ესმოდა, ამას დამატებული ნინიას და ბერდოს წყვილი. ყველაფერი გულს ურევდა, ისევ ქაოსში მოხვდა ,თან ისეთი ტკივილით ჯერ რომ არ განუცდია. ..................... ........... დღეები ერთმანეთს ჰგავდა. ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო თან გაბრაზებული ყოფილიყო, გულნატკენი და ეჭვიანობისგან გაგიჟებული თან გულში სითბო გასჩენოდა მისი ყოველი დანახვისას თუ მისგან მიღებული ჩვეული ყურადღების შემდგომ. ერთხანს დუმდა, არაფერს ამბობდა თითქოს ინფორმაცია არ ჰქონდა და მიჰყვებოდა დინებას. გოშხეთელიანების ოჯახის ნაწილად ქცეული კარგად ხედავდა მაისა და ლაშას დიდი სევდა რომ დაჰყვებოდათ თან. ბოლო დღეები თითქმის მდუმარემ გაატარა , შემდეგ დემეტრე დაუტოვეს და რამდენიმე საათი ბავშვთან ერთად გაატარა სანამ ბერდო არ მივიდა _ძიაა ... დემეე სადახარ ? _ სახლში შესვლისთანავე ბავშვი მოძებნა. მარიტას ჰყავდა გვერდით და ბულიონს აჭმევდა _დანარჩენები სად არიან? _დედა სამსახურშია, ლაშა და მაიკო გავიდნენ სადღაც და თაიას ლექციები აქვს _შენ გამოიყვანე სკოლიდან?_ ბავშვის გვერდით დაჯდა და თავზე აკოცა _ ძიას პატარა კაცი ... რას გაჭმევს მარიტა ? არ მოგწონს? _ნწ,გემრიელი გააკეთა . ხაჭაპურის ცომიც მზად აქვს და ამას თუ შეჭამ დაბრაწულს გავაკეთებო _ხაჭაპურს მეც თუ მაჭმევ შევჭამ ბულიონს _ისედაც შენთვის აკეთებს...სულ შენ გაჭმევს _ბავშვმა რომ თქვა მარიტას ხველა აუტყდა _ნელა არ დაიხრჩო ,აჰა წყალი დალიე _მადლობა_ჭიქა გამოართვა და მზერა მოარიდა _მოდი მე გაჭმევ დანარჩენს ... ბიცოლამ თვითონ ჭამოს _ბიცოლამ ქათამი არ მიყვარსო ... თურმე ხორცებს ხშირად არ ჭამს . იცოდი შეენ? _ცხოველების ექიმია და ეცოდება _მეც მეცოდებიან ლეკვები და მოვიყვანოოთ სახლში რააა... მოვუვლი მე . უთხარი რა დედაჩემს და შენ დაგიჯერებს. დემე მოუვლის _თქო დიდი ბიჭია უკვე _თქო. არც ძმა მოყავთ ჩემთვის და არც და, ძაღლი მაინც მომიყვანონ ვეთამაშები. მამიკომ მითხრა ბიცოლა მოგიყვანს პატარა ბავშვს ცოტახანში და იმას ეთამაშეო და მართლა მომიყვანთ? _ლეკვს მოგიყვან და თამაშით ბიცოლას ეთამაშება ბავშვია ისიც _ბავშვი როგორაა ცოლია შენი...ცოლები ბავშვები აღარ არიან _ძია ამდენს თუ მელაპარაკები და გამაბრუებ ახალი ბურთი რომ მოგიტანე იმით თამაშს ვეღარ შევძლებთ _ბურთი მომიტანე? სად არის?-წამსვე გაუბრწყინდა სახე და სკამიდან წამოხტა _ეზოშია ... მოიცადე ჯერ ჭამე _ვჭამე უკვე წამოდი რა ვითამაშოთ . შენც წამოდი _მარიტას ჩაკიდა ხელი და ერთ ადგილას ხტუნვა განაგრძო _მე და შენ ვითამაშოთ მარიტას რამე რომ ეტკინოს ცოდოა ,გაულურჯდება.ნახე როგორი თეთრია _არ მეტკინება ,მეც ვითამაშებ ... აქაურობას მივალაგებ ჯერ და გამოვალ _ჩვენ მივალაგებთ მაშინ ,შენ წადი შარვალი ჩაიცვი _თეფშები თვითონ აიღო და ნიჟარაში ჩაალაგა. პური დემემ აიღო და მაგიდაც უცებ გადაწმინდა _ მერე გარეცხე ანდაც გავრეცხავ ბარემ თორემ ქეთინო აწუწუნდება რომ მოვა _ წყალი მოუშვა და თეფშების რეცხვაც დაიწყო. მარიტას სულ არ ჰქონდა ოთახიდან გასვლის სურვილი ,მაგრამ იქ ვერ დადგებოდა და თვალმოუშორებლად ყურებას ვერ გააგრძელებდა. რომ გამოიცვალა ბიჭები უკვე ეზოში იყვნენ და მინდორზე დააგორებდნენ ბურთს _კარებში მე დავდგები _არა ძია კარებში მე დავდგები შენ რომ მოგხვდეს გეტკინება... ბიცოლა მარიტა და შენ მშვენივრად ითამაშებთ დემეს დარტყმულ ბურთებს განგებ არ იღებდა და ისე საყვარლად ეცემოდა ბავშვი სიხარულისგან დახტოდა აი მარიტამ რომ დაარტყა და გაუტანა გაკვირვებული უყურებდა _ერთი წუთით ... ეს არ ითვლება ,მზად არ ვიყავი _მეკარე სულ მზად უნდა იყოს არა? აი ახლა მზად ხართ? _დადექი და დაარტყი დამწყებებს უმართლებთ _ ბურთი სანამ დადო მოემზადა იქამდე თვალებში უყურებდა შემდეგ ორი ნაბიჯი უკან გადადგა და ისე დაარტყა ლამის მეორედაც გაუტანა _ამხელა ძალა საიდან გაქვს _წონა თავისას შვება ძვირფასო _ხოო?მე მეგონა მხოლოდ სხეულის ფორმას ქმნიდა მიმზიდველს ... _ფრთხილადი იყავი ბურთი ცენტრში არ მოგხვდეს _შენ უფრო მეტად უნდა დარდობდე ვიდრე მე ... არც იფიქრო _ პირდაპირ მუცელში მოხვდა და ისე მოიკეცა მარიტას გული გაუსკდა. _ძალიან გტკივა?გაგიწითლდა? ვერ სუნთქავ? მაჩვენე _ ბურთი მოისროლა ,მოკეცილს მაისური აუკეცა და მუცელზე დააკვირდა _ ასე ძალიანაც არ დამირტყამს ..._ლოყაზე ჩამოუსვა თითები,მისკენ იყო დახრილი და ტკივილისგანსახედამანჭულს ეფერებოდა _ დამელაპარაკე _ორით ერთია ჩემ სასარგებლოდ _ უცებ წამოსწია თავი და ყელში აკოცა . ნაწნავები ჰქონდა გაკეთებული და უსაყვარლესი იყო _ კალათბურთსაც თამაშობ? ფარი მეორე მხარეს გვაქვს _არ გტკივა... მომატყუე ? _არ იტირო ,კარგად ვარ _ ლოყაზე აკოცა ,იღიმოდა და მერე იცინოდა მარიტამ გვერდზე რომ უჩქმიტა _საზიზღარო როგორ ვინერვიულე ... მატყუარააა ბიძაშენი დიდი ცხვირი იმიტომ აქვს _ვის აქვს გოგო დიდი ცხვირი _არ ველაპარაკები მე მატყუარებს _ბუტე ბუტე გამებუტე ? სად მიდიხარ მოდი აქ ბავშვს ეთამაშე _ვერ გავიგე ჩხუბობთ თუ რას შვებით _არ ვჩხუბობთ _აბა ის რატომ წავიდა _დავაბრუნებ ნუ გეშინია _ სახლისკენ დაძრულს დაეწია ხელი მოხვია და ჰაერში ასწია _დამსვი რას აკეთებ ...დამსვი ადამიანო დაგივარდები მძიმე ვარ წელი გეტკინება . ბერდოოო _ ფართხალებდა იქამდე საანამ მართლა არ წაიქცნენ ორივე ერთად _ნუ ფართხალებ_თქო ...დამამტვრია ნამდვილად _დღეს რა ჭკუამხიარული ხარ მოსული... ღამის ბედნიერება გამოგყვა ეტყობა _ მინდორზე გადაბობღდა. შარვალი გაიწმინდა და დემეს მოხვია ხელი _ ბიცოლა მარიტა ჩაყლაპავს ამ ბიჭს ,რომელიც დიდი ფეხბურთელი გახდება _ფეხბურთზე რომელ საათზე ხარ ხვალ? _გაკვეთილების მერე ... ზბორებზე ხომ გამიშვებენ? _მე არ ვიცი,დედაშენი გადაწყვეტს. წინაზე ისე ნერვიულობდა მე სიტყვის დამძრავი არ ვარ _აუუ გთხოოოვ მინდააა ბიჭებთან ერთაად _ მინდორზე მჯდომს მოეხვია _გთხოვ,გთხოვ ,გთხოვ ძმაკაცები ხომ ვართ უთხარი და გამიშვან _მე კი ვეტყვი მაგრამ სულ კი არ მიჯერებენ _შენ მოიფიქრებ რამეს და დაგიჯერებეენ . ხომ კარგად ვიქცეოდი წინაზე,ხო არაფერი უთქვამს მწვრთნელს _შენ სულ კარგად იქცევი,ჭკვიანი ბიჭი ხარ და იმიტომ ... ბიცოლა მარიტაც ჭკვიანი გოგოა ხოო? მოდი ჩავეხუტოთ თორემ გაიბუტება _ ხელი მოხვია და ისიც თავისკენ მიიზიდა _ნახე მე რამდენჯერ შემიძლია ავკენწლო _ვერ ისვენებდა,ბურთი აიღო და თამაში განაგრძო _სად არიან ლაშა და მაია _ექიმთან წავიდნენ მგონი ,ზუსტად არ ვიცი. გული ერეოდა გუშინაც და რაღაც ვერ იყო ხასიათზე _დემეს გაჩენა გაუჭირდა... მერე ორსულად აღარ ყოფილა. მკურნალობენ და ბოლო დროს სულ შეეცვალა ხასიათი ნერვიულობს თუ რამეს გაწყენინებს ეცადე აპატიო,გაღიზიანებულია _სულ რაღაცას აკეთებს ხოლმე და სულ ჩუმადაა როცა სახლშია. ვფიქრობდი რატომაა ნეტავ ცუდ ხასიათზე_თქო ,ლაშა არ ჩანს ისეთი ქმარი ვინც გაგაბრაზებს ... იქნებ ორსულადაა _ საკუთარმა აზრმა გაახარა,თვალებგაბრწყინებულმა გახედა ქმარს _ იმიტომ ერეოდა გული ყველაფრის სუნზე ... _ღმერთმა იცის... დაველოდოთ მოვიდნენ სახლში და გავიგებთ _თავი ვერ შეიკავა მისი გულწრფელი ემოციების დანახვისას ,ისევ ჩაიხუტა და თავზე აკოცა _ კარგი გოგო ხარ შენ ,ძალიან კარგი _ბავშვივით ნუ მეფერები სულ _თავი მის მხარზე ედო რომ დაიწუწუნა _აბა გინდა ისე მოგეფერო როგორც ქალს ?_ლოყაზე აკოცა,ჩუმად უთხრა და თითები მაისურის ქვეშ შეაცურა მარიტა კი წამსვე შეხტა და დენდარტყმულივით წამოვარდა _ დემეე ჩემკენ დაარტყი ბიძაშენი დაიღალა მე გეთამაშები _ბავშვისკენ გაიქცა და ახარხარებულ ქმარს ყურადღება არ მიაქცია. გიჟდებოდა მის სიცილზე და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, დიდხანს რომ ეყურებინა კონტროლს დაკარგავდა საკუთარ თავზე .................. საღამოს სახლი გაივსო, მხოლოდ ბიჭები აღარ იყვნენ . ლევანიც ცოტა დროს ატარებდა მათთან ერთად, მონატრებულ მეგობრებსა და ნათესავებს სტუმრობდა ქეთევანის თანხლებით. თაფლობის თვეში მყოფებივით იყენებდნენ იმ დროს რასაც უფროსი გოშხეთელიანი საქართველოში ატარებდა. დღეები კი სწრაფად გადიოდა და მისი წასვლის დროც ახლოვდებოდა. ძალიან არ უნდოდა მისი წასვლა და ქეთოს მარტო დარჩენა, ისე გულშემატკივრობდა თითქოს მისი ნამდვილი მშობლები იყვნენ. უყურებდა და სულ უფრო მეტად უნდებოდა მეხსიერებაში ჰქონოდა საკუთარი დედ-მამის მსგავსი სიყვარულის ამსახველი კადრები,მაგრამ იქ არაფერი იყო ,სრული სიცარიელის გარდა რომელშიც წყვდიადი ბუდობდა, ჩხუბით, ყვირილით, შეურაცხყოფით სავსე ამბები ჩნდებოდნენ წამსვე. ბერდოს აღარ ელოდებოდა ხოლმე, ცდილობდა დაძინებას და იმ ღამით საერთოდ არ ფიქრობდა,რომ სახლში დაბრუნდებოდა . _მოხვედი ... _ნახევრად მძინარე წამოჯდა საწოლში და ბერდო მის გვერდით რომ დაჯდა ისევ არ იყო გამოფხიზლებული_ რამე გინდა თუ დავიძინო _მაიკო ორსულადაა ... ლაშიკო გაგიჟებულია ისე უხარია . ბიჭებმა ავღნიშნეთ და არაფერი მინდა ვაფშე იმ პატარა ციცქნას ჯანმრთელად ყოფნის გარდა _მართლა ? ხომ გითხარი ... რა მაგარია. ჩვენ რატომ არ გვითხრა მაიკომ? თუმცა როგორ გვეტყოდა დედამისთანაა აუუუ ქეთომ იცის ? თაიამ?ვახშამზე არავის არაფერი უთქვამს, ლევანმა? _წამებში გამოფხიზლებული ჯერ გაბადრული უყურებდა მერე ბერდოს მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა-ძალიან ,ძალიან კარგი ...საოცარი ამბავია _არავინ იცის ჯერ ... _გილოცავ ... ყველაფერი კარგად იქნება _სულ შენ ფეხს აბრალებს ლაშა... რაც ჩვენთან მოიყვანე მას მერე კარგი რაღაცები ხდებაო _ლოყაზე მოეფერა , ნაზად აკოცა და მერე ისევ მზერა გაუსწორა. მთვარის შუქზე კარგად ჩანდა თხელი პერანგის მიღმა მისი სხეულის კონტური _შენ კი როდემდე დარჩები არავინ იცის_ჩუმად უთხრა, ტუჩებთან ახლოს ,მაგრამ კოცნის მოლოდინი ისევ არ გაუმართლა მარიტას _დაიძინე , ხვალ ისე შეიცხადე თითქოს არ იცოდი. ლაშამ მთხოვა, ჩვენებს ერთად ვეტყვით მე და მაიკოო _სად მიდიხარ _გარეთ ,მოვწევ გამოვფხიზლდები და მერე დავიძინებ _სულ სხვაგან რომ გძინავს ახალმოყვანილი ცოლის სიყვარულის გამოხატულებაა ? _შენთან ვერ დავიძინებ , არც იატაკზე ძილს ვაპირებ ასე რომ ბალიშზე თავი დადე და დაიძინე _რატომ ვერ დაიძინებ ჩემთან მე თუ შემიძლია შენ გვერდით მშვიდად ძილი ... ასეთი შემაწუხებელი ვარ თუ იმდენად დიდი რომ ამხელა საწოლში ვერ ეტევი _ფეხზე იდგა უკვე ,ჭიქაში წყალი ჩაასხა ,დალია და მერე მიუბრუნდა კარში მდგომ ქმარს _არ შემიძლია შენთან ძილი როცა ძილზე მეტი მინდა . მე კი ძალიან მჭირდება დასვენება და დასვენება შენ გვერდით მწოლიარეს არ მიწერია . ძილინებისა _ კარი მიიხურა ,მშვიდად წავიდა და მარიტას დაუტოვა არეული ფიქრები. საკუთარ თავს ვერ ცნობდა, როგორ შეეძლო ჰქონოდა ინფორმაცია მის საყვარელზე და ამავე დროს გასჩენოდა სურვილი მის გვერდით, მასთან, მისად ყოფნის. .............................. ახსოვდა ორსული დედა და ყველაფერი რასაც ორსულობის დროს აკეთებდა . ხედავდა მაიას ფეხმძიმობის ამბის გაგების შემდეგ რადიკალურად შეცვლილ მის ხასიათს, მზერასა და ბედნიერ ღიმილს. ოჯახისწევრების დამოკიდებულებას და საერთო სიხარულს. იქ არავის გაუჟღერებია ფრაზა“ ბიჭი იქნება აუცილებლად“ , ერთხელ სამზარეულოში მსხდომებს შემთხვევით მოუსმინა. ლაშა მუცელზე ეფერებოდა და დამტკბარი ხმით უთხრა „ მა , შენ დედიკოს უნდა დაემსგავსო იცოდე თორემ გამებუტა დემე სულ მე რომ მგავს. ბევრ ლამაზ კაბას გიყიდი და ლამაზ ბანტებს ჩაგიმაგრებ თმაში“ . სიხარულისგან ეტირებოდა მათთან ყოფნის დროს. ისედაც ჩვეოდა ყველა ბედნიერ თუ უბედურ მომენტზე ტირილი . ძლივს ასწრებდა ხოლმე მარტო დარჩენას და მერე ერთად ტიროდა ყველაფერს ახლა კი ყოველ ასეთ მომენტში ბერდოს ეძებდა, მასთან ჩახუტების სურვილს ვერ ერეოდა. -ბედნიერი კაცი ვარ ... ორი შესანიშნავი რძალი მყავს. -სიძე გაკლია ახლა მხოლოდ და მთელი კომპლექტი იქნება -ჯერ ადრეა -ორივე რძალი ქალიშვილზე პატარა იყო რომ დაქორწინდა და უბრალოდ აღიარე, გოგოს რომ ვერ ელევი -გადასახლებაში ხომ არ ვუშვებ , უნდა გათხოვდეს , შეუყვარდეს და ბედნიერი იყოს აბა უსიყვარულოდ მტერმა იცხოვრა, მაგრამ სწავლა გააგრძელოს სჯობს. გაუჭირდება ისეთი კაცის პოვნა მის ხასიათს, ცხოვრებას და ყველაფერს რომ მოერგება. მასეთს თუ ნახავს ხვალვე გაჰყვეს , ცხოვრების გართულება არ უყვარს ჩემ გოგოს და ქორწინება ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობაა რომელიც მოითხოვს გარკვეულ დათმობებს, უზღვავ ენერგიას... სულ სხვა ამბავია -უჩემოდ რატომ მსჯელობთ ამ საკითხზე? მე ჯერ არ ვაპირებ და მამა მართალია რთული იქნება ისეთი ადამიანის პოვანა როგორიც მე მჭირდება. ამათ არცერთს გავყვებოდი -ერთი ჩვენ გვკითხე შენნაირს თუ მოვიყვანდით რა -უკაცრავად? -მე პასუხს არც გაგცემ- ბრდომ უთხრა და მარიტას მიადევნა თვალი. სამზარეულოში რომ იდგა და რაღაცას ამზადებდა - მე ცოლი კი არა მზარეული მოვიყვანე მგონი...რას აკეთებ- უკან მიჰყვა და ჯამს დააკვირდა- რა ცომია ეს -პეჩენიებს გავაკეთებ...ბავშვიც შეჭამს და უნივერსიტეტშიც წავიღებ თავს გავირთობ. მაიკოსაც უნდოდა -მაიკოს ათასი რამე მოუნდება და ჰყავს ამდენი კაცი ამ სურვილებისთვის. შენ გამოცდები დაგიმთავრდა? -სემინარები დამრჩა და მერე ფინალურები დაიწყება -ნერვიულობ? ისე ზელ მაგ ცომს თითქოს ბრაზს ანთხევ და ვიღაცის ნაცვლად ურტყამ. ხელი გეტკინება -პირადი გამოცდილებით იცი? -მე იშვიათად ვცემ ვიღაცებს... ძალიან უნდა დაიმსახუროს თავი რომ შევიწუხო -ნუ ჭამ - ქიშმიში მუჭით რომ ამოიღო წარბები შეკრა- მეტი არ მაქვს -მოგიტან -როდის მოიტან მაგას დააგვიანდება... -ღმერთოო როგორი მკაცრი ხდები როგორც მზარეული... კიდევ კარგი შეფ-პოვარი არ ხარ თორემ დახოცავდი თანამშრომლებს -ხომ მაქვს ნათქვამი სიმშვიდეში მიყვარს მზადება-თქო -რას იზამ, გათხოვილი ქალი ხარ უნდა შეეჩვიო ცვლილებებს. მე მომწონს რომ გიყურებ მზადების დროს ჩაფიქრებულს ... რა ხდება ამჯერად შენ თავში ამის ამოცნობას ვცდილობ. მოულოდნელად რომ იწყებ რაღაცის კეთებას სულ თავი გტკივა ფიქრისგან და ახლა რაზე ფიქრობ მეტყვი თუ მკითხავთან წავიდე -როდის ახერხებ ამდენი დეტალის აღქმას და მიხვედრას... მე დრო მჭირდება ადამიანის გასაცნობად. შენზე ფაქტობრივად არაფერი ვიცი და შენ რანაირად გამოგდის -შენი ტვინი სულ დაძაბულობაშია, სულ ქაოსში ხარ მე კიდევ მშვიდად ვარ და ყველაფერს აღვიქვამ თანაც გადაშლილი წიგნივით ხარ -მე რა უნდა ვქნა რომ გაგიცნო...ხასიათს ვერ შევიცვლი , შენ რთულიც ხარ ჩემგან განსხვავებით- ცომი მაგიდის ზედაპირზე გადმოიღო და გაბრტყელება დაიწყო -ნამდვილად ბრაზობ... ჩემზე თუ გაინტერესებს დაუჯექი გოგონებს და მოგიყვებიან. -მარილიანი საჭმელი რომ არ გიყვარს, ცხარეზე გიჟდები და მეგრული სისხლი გიყივის ვიცი ისედაც. ისიც ვიცი ბევრს რომ არ ლაპარაკობ, ჭკვიანი ხარ და ეს ჭკუა მხოლოდ წიგნების კითხვის გამო არ გაქვს, ბუნებამაც გიშველა , წვრთნამაც და საერთოდ ღმერთის შედევრი ხარ როგორღაც ასეთი... მე მეტი მინდა -მეტი რა გინდა -უსიტყვოდ გაგიგო და გავიგო რა ხდება შენ თავში...კიდევ ნინიაზე მინდა გავიგო, ვინ მომიყვება თაია თუ ქეთევანი- ცომს ამუშავებდა ისევ, ყელში ბურთი რომ გაეჩხირა და გაჩერდა- რომელი მეტყვის ვინ არის ნინია ტაბიძე შენთვის - ხმა წაერთვა, ისედაც არ საუბრობდა ხმამაღლა მერე კი ბერდოს თვალები იპოვნა,მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია. ვერაფერი გაიგო მარიტამ მისი გამომეტყველების წაკითხვა არ შეეძლო -გირჩევ ვინაც მოგიყვა იმ ადამიანს ერიდე და ნინიაზე შენთან საუბარს მე არ ვაპირებ. თემა დახურულია -არ იციან შენი ცოლი რომ ვარ -ბეჭედს უნივერსიტეტში რომ არ იკეთებ იმას არ ნიშნავს რომ შენმა კურსელებმა არაფერი იციან. ყველა შენნაირი ნუ გეგონება თორემ ყოველთვის გულს გატკენენ ადამიანები საკუთარი ბოროტებით- არ იცოდა ბერდოს ეს დეტალიც თუ შემჩნეული ჰქონდა, იქამდე არცერთხელ უთქვამს ქორწინების ბეჭედი არ მოისხნაო. თვითონ სულ ატარებდა ბეჭედსაც და მარიტას ნაჩუქარ ჯვარსაც არ იხსნიდა. -მე უბრალოდ კითხვების მოსმენა და პასუხები არ მინდოდა ... თან ვერ ვეჩვევი სამკაულებს -როცა იგრძნობ რომ შენთვისაა არ შეგაწუხებს . დაველოდოთ მაგ დროს - წავიდა. ისე დატოვა,რომ არაფერი უთქვამს, თავზე აკოცა გასვლამდე და შემდეგ კარი ზურგს უკან მიიხურა. ................ მოსწავლეების თოჯინების თეატრში წაყვანას გეგმავდა და მშობელთა კრებაც გამართა. გაკვეთილების დასასრულს დაიწყო შეხვედრა. ტვილდიანების წარმომადგენელი იმ დღეს ლაილა გახლდათ. ყველაზე პატარა იყო ასაკით და ყველაზე დიდი აზროვნებით. ეს მის თითოეულ მიხვრა_მოხვრაში იგრძნობოდა. ენით აღუწერელი სერიოზულობა და შინაგანი კულტურა დაჰყვებოდა ყველა ტვილდიანს მიუხედავად მათი ასაკისა და ოჯახის უფროსის გავლენას ხედავდა ამ ყოველივეზე. ზოგჯერ დესპოტ, უხეშ კაცად წარმოიდგენდა რომელიც თავისი წესებით განაგებდა უმცროს და_ძმასაც და შვილებსაც ,ისე ჰყავდა ჩარჩოებში მოქცეული ვერავინ გადადიოდა ზღვარს. მერე დაინახავდა მის ღიმილს,მანქანიდან გადმოსვლისას მაროს კარს რომ უღებდა,ისე უწოდებდა ხელს როგორც დედოფალს,თავს ხრიდა და ხელზე კოცნიდა ყოველი დამშვიდობებისას. ბოლო დროს ფანჯრიდან ყურებას დაეჩვია, თვალს ადევნებდა მოსვლისა და წასვლის ეპიზოდებს. დიალოგის ნაკლებობას ივსებდა ამ გზით , ტვინს არ აძლევდა ამ დეტალებზე დაფიქრების საშუალებას თორემ საკუთარი თავის შეზღუდვას შეეცდებოდა,მაგრამ მოსწონდა ყველა შეგრძნება და არაფერს ცვლიდა. თოჯინების თეატრში ლაილას ელოდა და მართლაც ასე იყო. ჩვენებას ბავშვებთან ერთად ის ესწრებოდა,მაგრამ დასრულების შემდეგ გამოჩნდა ბატონი ილია. მისი მანქანა დაინახა და თავადაც მალევე მიუახლოვდა. ყველას მიესალმა,სათვალე მოიხსნა და თაიას მოკრძალებულად დაუკრა თავი _თქვენს განრიგში შემოვიჭრები თუ უფლებას მომცემთ. მინდა ბავშვები და მშობლებიც უკეთ გავიცნო ,რადგან თქვენს სკოლაში ვგეგმავ ტყუპების სწავლის გაგრძელებას . ფუნიკულორზე გეპატიჟებით , ვივახშმოთ ყველამ ერთად ვისაც რა თქმა უნდა წამოსვლის სურვილი აქვს _ქალბატონებს გადახედა და შემდეგ ისევ თაიას _ თქვენ თუ ხართ თანახმა და არ მიწყენთ გეგმიდან გადახვევას,თავხედობაში თუ არ ჩამომართმევთ. იქამდე ვერ შევთანხმდებოდით ,არ ვიცოდი ზუსტად დროს ვიპოვნიდი თუ ვერ . _მე წინააღმდეგი არ ვარ,ჩვენი გეგმა უკვე შესრულებულია და დამშვიდობებას ვაპირებდით თუ ხმის უმრავლესობით გადაწყდება თქვენი წინადადების მიღება მეც იქ ვიქნები სადაც ჩემი ბავშვები და მშობლები _ვინ იტყოდა უარს უფასო გასეირნებაზე,ვახშამზე შესანიშნავი ხედით და ყველაფერთან ერთად სახლში დაბრუნების პირობით. მხოლოდ სამმა მშობელმა შეიკავა თავი,გადაუდებელი გეეგმები ჰქონდათ ,დანარჩენები კი მანქააში ჩასხდნენ . როგორღაც ისე გადანაწილდნენ ყველანი,რომ თაია ტვილდიანებთან მოხვდა. ლაილა წინ დასვა,მისი კარი დახურა შემდეგ კი უკანა კარი გაუღო ბავშვებსა და თაიას . _მამა რაც ჩამოვიდა მას მერე სულ ლამაზ ადგილებში დავდივართ ყველანი ერთად და ეს ადგილი მე ავირჩიე. კი არ მომწონს ის ბავშვები,მაგრამ მამამ თქვა თუ შანსს არ მისცემ და არ გაიცნობ ვერ იპოვნი მათში დამალულ შენ მომავალ მეგობარსო . _მარო ხომ შევთანხმდით რომ ბავშვების გაკიცხვას მოერიდებოდი _არ ვკიცხავ ისე ვთქვი... თაია არავის ეტყვის ,ხო? _მე მგონია რომ ყველანი კარგები არიან უბრალოდ დრო სჭირდებათ საკუთარი სიკარგეების გამოსავლენად და ჩვენც უნდა ვცადოთ დავინახოთ ის თვისება რასაც ველით მისგან და მასში გვჭირდება რომ იყოს _ მაროს თმაზე ეფერებოდა,მოსწონდა მისი ყორნისფერი გრძელი ტალღები და განსაკუთრებით ის წითელი ბაბთა თავად რომ აჩუქა. _იცი ლაილა მამიდა ადამიანებს სწავლობს და მათ ხასიათებს მაინც ვერ გაუგო . კუჭი,ღვიძლი და რაღაცები ისწავლა. რომ მოარჩინოს ვიღაცები ,ჩვენც გვიმკურნალა და მამამ კი ახლოს არ მოგვაკარა გადაედებაო ,მაგრამ ყველაზე კარგი ექიმი იქნება . შენ კიდევ გულის და სულის ექიმი ხარ , სულ კაშკაშებ ,მზესავით თბილი ხარ _მამიდა ლაილა არ არის მზესავით თბილი?იცოდე ვეჭვიანობ პატარა ქალბატონო _ხომ გითხრა მამამ ეჭვიანობა ცუდიაო ,ნუ ეჭვიანობ მე ისედაც ცოტა ვინმე მიყვარს და ყველას ყოფნის ჩემი გული _შეთეს თუ გამოაცლი ადგილს და ლაილა მამიდას მიუმატებ მე არ ვიქნები წინააღმდეგი ,ლაილაც შეწყვეტს ეჭვიანობას ,მა _ კაცს ისევ ჰქონდა შემორჩენილი გონებაში ინფორმაცია შვილის რჩეულზე და ღიმილი ვერ შეიკავა. იმ წამს გაიაზრა სარკეში რომ ჩანდა და ილო უყურებდა ხოლმე. _ოოუფ არ მინდა _აბა არ მიყვარსო ?გამოდის გიყვარს და გულშია ისიც ჩემთან ერთად? _ნწ,არ არის და ნუ მაბნევ მამა _კარგი , არაფერს ვამბობ . მთავარია შეთე იყოს გულგრილი და შენ გადაგივლის _გულგრილი რას ქვია?სულ არაა გრილი ... ძალიანაც თბილია. ყველას ეხმარება და არავის ეჩხუბება სხვა სულელი ბავშვებივით არ ჭიდაობს კლასში . წაქცეულ პატარა ბავშვს დაეხმარა კიდევ და რომ ტიროდა თავისი კამფეტი მისცა. შენნაირია დიიიდი და თბილი გული აქვს _ამწყობია საქმე,რაღა მიჭირს _ ჩუმად თქვა ,ლაილას და თაიას კი სიცილი აუტყდათ _ყველა გულგატეხილი გოგოს საფასურად გყავს ასეთი _თქო ვამბობ მე _ყველამ საკუთარ გულს მიხედოს_თქო მეც გპასუხობ ,პატარა ექიმო . თაია მასწავლებელს ნუ მოვახვევთ თავს ოჯახურ ამბებს ,თორემ მოსაწყენი გახდება ჩვენთან ყოფნა მისთვის _მე მხოლოდ ერთს ვიტყვი,შეთე ნამდვილად არ არის გულგრილი და იქნებ უფრო მეტადაც კი ვიდრე თქვენი ქალიშვილია ბატონო ილო _როგორ დამამშვიდეთ ,ზუსტად ამის მოსმენა მჭირდებოდა _მე მხოლოდ მეორე პოზიციასაც გიმხელთ ,იმდენად რამდენადაც შემიძლია საიდუმლოს პირობებში _აჰაა,ანუ საიდუმლოც არის? _ყველაფერი საიდუმლოა რასაც ბავშვები ჩემთან ამბობენ ან გამოხატავენ _თქვენ რას მირჩევთ ,როგორ მოვიქცე _ისე როგორც ახლა,უსმინეთ და უყურეთ როგორია გულწრფელი პირველი მოწონება _სიამოვნებით ვუცქერ თუ ჩემ მიმართ ექნება ერთს ის გულწრფელი მოწონება _სარკიდან უყურებდა ისევ ,თაიაც გადააწყდა მის მზერას და თვალები დაუმრგვალდა მოულოდნელად გააზრებული მინიშნების გამო . .................... სემესტრის დასასრულიც მოვიდა და დაიწყო გამოცდებისთვის მზადების ახალი ტალღა. ამდენი დრო მეცადინეობისთვის არასდროს ჰქონია, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ჰქონდა სურვილი დროის წიგნებთან გატარების. გაქცევა აღარ სჭირდებოდა, ირგვლივ ცუდი არაფერი ხდებოდა . -თამილასთან გამოცდა როდის გაქვს _იცნობ? _კითხვებს პასუხები უნდა გასცე კითხვით კი არ უნდა მომიბრუნდე _ხვალ მაქვს _ზეპირი თუ წერა _ზეპირი _ევასები თუ გესწერვება _არ ვიცი _შენ გევასება თუ არ _არ _რატომ? _თითქოს პრინციპულია და ამიტომ არ წერს ხუთებს სინამდვილეში ამოჩემებული სტუდენტები ჰყავს . ბიჭები განსაკუთრებით _თამილას რომ ქალი გაშიფრავს როგორ შეიძლება ცხოვრებაში ისე მიქაროს რომ მე მტრად გადავეკიდო _ ჯერ ქვემოდან უყურებდა მერე წამოდგა და მის წინ გაჩერდა _ გინდა ხვალ პირდაპირ დაგიწეროს ქულა ? _არ მითხრა რომ მიხვალ და დაელაპარაკები ... მე არც ფულს გადავიხდი გამოცდის ჩაბარებაში და არც საჩუქარზე ვივლი ,არასდროს! არც კი იფიქრო _არც მიფიქრია,როგორი ავი ხარ ხოლმე,ბავშვო _ნუ მეძახი ბავშვს _ტონიი ხომ არ გაგექცა , ბავშვო ? _კარგი,მითხარი სხვა რა გზა არსებობს _გამოდის არც ისეთი ბეჯითი ხარ _ ეგ გაინტერესებდა?მე კიდევ მეგონა ჩემმა ქმარმა იცოდა რაღაც საიდუმლო ძვირფას თამილაზე რასაც ვუნამიოკებდი და ის ქულას დამიწერდა ამ სემესტრშიც და მომდევნოშიც _სმენა გააქვს ,პატარავ? _რა შუაშია _შეძლებ გაიმეორო ზუსტად ასე?_მაგიდაზე რომელზეც მიყრდნობილი იდგა რამდენჯერმე დააკაკუნა . ეწეოდა და დაწვრილებული თვალებით უყურებდა მარიტას _თუ ვერ შეძლებ აზრი არ აქვს _ ნიშანია თუ რა ხდება ... გაიმეორე? _ორჯერ გავიმეორებ ,დააკვირდი კარგად _ხალისობდა ,მარტა კი სერიოზულად უყურებდა _დაამცინი ხო? _როგორ გეკადრება ... _აბა ასე რას მიხვდება _თუ მენდობი შენი რიგი რომ იქნება ეს გააკეთე რამდენჯერმე გაუმოეორე და დააკვირდი მის რეაქციას _ანუ მაინც უნდა ვიმეცადინო _გამოდის არ მენდობი ,მეწყინა ... დღეს თამუნას დაბადების დღეა და იქ უნდა წავიდეთ . ე.ი შენ არ წამოხვალ არადა როგორ უყვარხარ ბავშვს _კარგიი რაა ... ნუ მექცევი ასე ნუ ხარ ბოროტი . მითხარი რას ნიშნავს ეს კაკუნი _ხვალ როგორ მოიქცევი ამის მიხედვით გადავწყვეტ იმსახურებ ამბის მოყოლას თუ არა _ცხვირზე დაკრა თითი და წარბები მაღლა აზიდა _ჩემი ცოლი პატარა ჭორიკანაა და მაინც მოცუცქნული ცხვირი აქვს _ ლოყაზე აკოცა და მერე მოშორდა _წავალ ჩავიცვამ ,თორემ დასხდებიან მალე ისინი სუფრასთან. შენ რას შვები მოდიხარ თუ რჩები და მეცადინეობ _ ბევრი სტუმრები ეყოლებათ? რა ჩავიცვა _გადაასწრო და კარადის წინ გაჩერდა _ ძალიან გამოვიპრანჭო როგორც ახალ რძალს შეეფერება? _რაღა ახალი ბავშვს მოგთხოვენ მალე... ჩაიცვი რაც გინდა _და რას ვპასუხობთ ბავშვზე? _ღმერთის ნებაა ყველაფერი ............ მოემზადა და უცნაური მღელვარებით გაჰყვა ქმარს გვერდით. საკუთარი თავი არასდროს მოსწონდა, მაგრამ მის გვერდით ცდილობდა ყველა დადებითი თვისება გამოეხატა. დარწმუნებული იყო,რომ გოშხეთელიანი ყველა ასპექტით მასზე უკეთესი იყო, შეფასებებიც წინასწარ იცოდა, მაგრამ ეს ფაქტი არ აღელვებდა. საბოლოოდ ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ელოდა. ბევრ კომპლიმენტს იღებდა , ახალი რძლის სტატუსით უამრავი ვინმე გაიცნო . ბერდო არ შორდებოდა გვერდიდან ,არც ბრაზი ეტყობოდა,არც წყენა და ჩვეულებისამებრ ყურადღებიანი იყო. გვერდი _გვერდ დასხდნენ სუფრასთან, ღვინის ჭიქაც კი თავად გაუვსო _არ დალევ ? _არ მინდა _კარგი მე ავავსებ და ცოტ_ცოტა დალიე თორემ ესენი ისე დათვრებიან და ისეთ ქეიფს დაიწყებენ სულ ფხიზელზე მოგბეზრდება _ვნახოთ,დავაკვირდები სიტუაციას _აქ ყველანი ნათესავები არიან და ახლობლები ,თავისუფლად იყავი _ცოტა ხნის შემდეგ მართლაც დაიწყეს ცეკვა,სიმღერა და გართობა. ხედავდა ახალგაზრდების თავისუფლებას ,ბედნიერების სხივს მათ თვალებში და ცქერითაც ტკბებოდა. ლაშამ მაია თავისი ინიციატივით წაიყვანა საცეკვაოდ , რაღაცას ეჩურჩულებოდა ყურში იქამდე სანამ არ გააცინა და ეს დეტალიც არ გამორჩენია. -არ იცეკვებ? ჩუმად უთხრა და მზერა გაუსწორა _ მიდი გოგოებთან ერთად იცეკვე მე მაგრად არ მიყვარს არც მიხდება ,ლაშა გიჟდება ცეკვაზე და თუ გინდა გათენებამდე გეცეკვება _მეც არ მიყვარს ... მოუხერხებელი ვარ _ვერ დავიჯერებ . შენ იმდენ რამეს ახერხებ ცეკვა არ გამოგივა? _არც სმენა მაქვს და ცეკვაზეც არ მივლია... ყურება მირჩევნია ,ფეხებიც არ ამტკივდება. არ ვარ მიჩვეული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ყოფნას მითუმეტეს ცეკვას -ყველაფერი იმით დასრულდა,რომ ცოტა ხნის შემდეგ ბერდო თავად წამოდგა და ხელი ჩაკიდა _ წამოდი ერთად ვიცეკვოთ თორემ მე უკვე ყურებით დავიღალე... _არ შემიძლია _რა შეძლება უნდა ,წამოდი არ ათქმევინო ხალხს ეს რა უჟმური ცოლი ჰყავს ამ ანგელოზივით ბიჭსო _ იცინოდა,თავისებური მნათობი სიცილით მარიტას რომ შეუყვარდა. მასთან ერთად ყველაფერი შეეძლო ან უბრაალოდ ისეთ რაღაცებს აკეთებდა შეზღუდვების გარეშე რაც იქამდე აკრძალულიც კი ჰქონდა. ნოდარს არ უყვარდა როცა ქალები ქართული ცეკვების გარდა რამეს ცეკვავდნენ თანაც ხალხმრავლობაში და ქართულიც ყველასთან არ შეიძლებოდა. ბერდო კი მუხტს აძლევდა,ფრთების გაშლის საშუალება ჰქონდა მის გვერდით. ტრიალებდა და ეგონა ბრწყინავდა,ზღაპრის გმირი იყო რომელიც ფერიამ ულამაზეს პრინცესად გადააქცია. მისი მოზომილი შეხებები, მუხტი რომელსაც უზიარებდა ,სითბო და ზრუნვა ყველა ნაბიჯზე სულ ავიწყებდა გარესაამყაროს. საკმარისზე მეტი იყო ის რასაც მისგან იღებდა და მაინც ეგოისტურად უნდოდა სხვა ქალი არ არსებულიყო მის ცხოვრებაში. ამის გააზრება არ შეეძლო,მაგრამ გამოვლინებებისგან ხშირად ვერ იკავებდა თავს. იმ ქალს აცოცხლებდა ,რომელსაც არ იცნობდა და ვერ აკონტროლებდა. .............. _გამოცდაზე დაგაგვიანდება _დილით მისი შეხება იგრძნო სახეზე,თმა გადაუწია და ლოყაზე აკოცა _ გაიღვიძე _მივდივარ... ახლავე ამ წამს _ სწრაფად წამოდგა,ლამის იქვე გაიხადა რომ არა ბერდოს ჩახველება _აქ ვარ მეც ჯერ ... მე წაგიყვან. ქვემოთ დაგელოდები . ქეთოს საუზმე მზად აქვს ჭამასაც მოასწრებ _არა ვერ ,გამოცდამდე არ შემიძლია მერე გულისრევის შეგეძნება მაქვს სულ _დღეს მალე დაასრულებ გამოცდას ... სხვებზე იფიქრე შენ _რომ ჩავიჭრა იცოდე შენი სირცხვილიც იქნება _არ მიჯერებ... ბრმად უნდა მენდობოდე,ქმარი ვარ _გიჯერებ ხომ ხედავ _არადა ყველაფერი ნამეცადინები აქვს ... ვითომ არ ვიცი გამთენიისას რომ ადექი და კითხულობდი _არ შემიძლია რა ვქნა _ყველაფერი აიღო ,თმა ჩამოივარცხნა ,ბაბთით დაიმაგრა და სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი _ლამაზი ხარ ,სულ არ გავხარ გამოცდაზე მიმავალს უფრო პაემანზე წამსვლელს ... _დილიდან რა კარგ ხასიათზე ხარ _ცუდზე როდის ვარ _ხანდახან ძალიან ჩუმი ხარ _ლაპარაკი მეზარება თორემ ცუდ ხასიათზე მე იშვიათად ვარ . არარაობებს არ ვაძლევ უფლებას ჩემი დღის განწყობა მართოს ,მომბაძე ღელავდა,ბერდოს რომ მიჰყავდა ესეც აფორიაქებდა. უცნაური იყო , ბილეთი აიღო რომელიც იცოდა,მაგრამ მაინც ჩაბარებამდე თითები დააკაკუნა. დაინახა ქალის რეაქცია,მზერა რომელიც მის მტევანს არ შორდებოდა და გამაოგნებელი შედეგი _ყველა სემინარს ესწრებოდი და მაბარებდი ამდენი დრო სადღა მაქვს ახლა კიდევ თავიდან გამოგკითხო... გიწერ უმაღლეს შეფასებას და ფინალურამდეც თუ ასე გააგძელებ ჩემთან ნამდვილად არ გექნება პრობლემა _გმადლობთ ,პატივცემულო მიფარფატებდა კი არ მიდიოდა. ასეთი მხიარული არასდროს ყოფილა -წავედით? -ბერდო მანქანასთან ელოდა. უცებ მოეხვია ,თავი ვერ შეიკავა _ჩავაბარე _მოუყევი თუ _არა,სანამ დავიწყებდი იქამდე შენ როგორც მასწავლე ისე მოვიქეცი ... სხვა ლექტორებისთვის არ გაქვს ხრიკები? _მე სხვა არ მასწავლიდა..._თმაზე გადაუსვა ხელი,თვალებში უყურებდა და ტკბებოდა მისი ბავშვური ბედნიერებით _მომიყევი რაა... ხომ მითხარი მოგიყვებიო _შენ იმეცადინე,არ დამიჯერე _კარგი რაა... რომ არ დამეჯერებინა ხომ არ დავაკაკუნებდი . რას ნიშნავს _წავიდეთ გავისეირნოთ და მოგიყვები მერე...ფუნიკულორზე ავიდეთ . _დრო გაქვს? _მაქვს ... ჩემი ბეჯითი ცოლისთვის ყველაფერი მომეპოვება ვერ ისვენებდა . მთელი გზა უმეორებდა კითხვას, მერე დასხდნენ და ხედით ტკბებოდა. _სულ ფილმი მახსენდება "დღე პირველი დღე უკანასკნელი" _შედევრია _და მაინც რა ვანიშნე დღეს ჩემ ლექტორს? _შენ ლექტორს მე რომ მასწავლიდა ათი წლის წინ ,მაშინ ჰყავდა ერთი ძვირფასი საყვარელი , რომლის სახელსაც იმედია არ დამასახელებინებ. მე და კიდევ ერთმა ჩემმა კურსელმა დავწვით. დერეფანში მიმავალი როგორ გაივლიდა ფანჯარასთან ,ფანჯრის რაფაზე დააკაკუნებდა მერე სადღაც მიიმალებოდა და ისიც მიჰყვებოდა. ჩვენ ორივე გვასწავლიდა და ორივე საგანში გვქონდა ქულა დასწრების გარეშე . ის კაცი წავიდა და ახლა ახალი თუ ჰყავს ვინმე არ ვიცი _ღმერთო ჩემო,არ მჯერა... ვერ დავიჯერებ _აბა რა გეგონა რა ნიშანი იყო _არ ვიცი ... ქვრივი არ არის? _მაშინ ქმარიც ჰყავდა . როგორ გეჭორავები-ამოიხვნეშა და მერე გაეღიმა მარიტას რეაქციებზე ხალისობდა _რა საშინელებაა... ღმერთო ყველას შეუნდე და გაუნათე გონება _მეეჭვება მეტად გაუნათოს რამემ სულ დაფარფატებდა... იცის სიამოვნების მიღება ქალბატონმა . გინახავს მოღუშულს ევლოს?ისეთი ენერგიული იყო მაშინ _ახლაც ასეა ... ბევრ ახალგაზრდაზე მეტი ენერგია აქვს. ბიჭები კი განსაკუთრებით მოსწონს ,ერთს არ უსაყვედურებს. _კარგი დაიხურა თემა ... სხვა საგნებზე იზრუნე . საჭორაო თემა არ არის ყველა თავის თავზე აგებს პასუხს , მაგრამ ნიშანს რომ არ გვიწერდა განგებ მანდ გავჭედე . არც დედაჩემზე უფროსი ქალები მიზიდავდა ოდესმე და მითუმეტეს ნიშნისთვის არ გ.ვბოზდებოდი _ მშვიდად საუბრობდა და მარიტას მოსწონდა ის ფაქტი რომ ბერდო საიდუმლოს უყვებოდა. _მოიცა შენ მოსწონდი? მოსწონდი რა თქმა უნდა ,არანორმალური ქალი. ექიმთან უნდა მიდიოდეს . ახლაც ისე ექცევა ჩემ კურსელებს ... გულისამრევია ,კიდევ კარგი მორჩა მისი საგანი ამ სემესტრით _მშვიდად იყავი , ვიცოდი როდის უნდა მეთქვა სიმართლე _რატომ მიყურებ და იცინი _საყვარელი ხარ ძალიან შენი სახის გამომეტყველებებით _საყვარელი სულაც არ ვარ ... ყველა მეუბნება უჟმური ხარო . შენთან მემართება რაღაც და შენც პატარა ბავშვივით მექცევი _ჩემთან ნამდვილი ხარ ,თავისუფალი და საყვარელიც ხარ _და სასაცილოც? _კარგ ხასიათზე რომ ვარ შენ გვერდით ცუდია? აბა გინდა ვწამლავდეთ ერთმანეთს? _არ მინდა... ულამაზესი ხედია ,ძალიან მომწონს _დავრჩეთ ცოტახანს _ თავზე გადაუსვა ხელი, თითები ლოყაზე შეახო და მერე მტევანზე აკოცა. ვერ უბრაზდებოდა, საშლელი ჰქონდა თითქოს და უქრობდა ყველა ცუდ მოგონებას .................... მისაღებ ოთახში დიდ მაგიდაზე წიგნები ჰქონდა გაშლილი და კონსპექტებს აკეთებდა. ქეთომ იქვე მიუტანა კომპოტი ,ხილი , ნამცხვრის ნაჭრები და პლედიც. _ამდენი ხანი რომ ზიხარ გაიყინები ...ისეთი წვიმაა თითქოს მარტი დაბრუნდა. ხალათი ჩამოგიტანო ?_პლედი მოახურა და ლამფის შუქს მოუმატა _თვალები აგტკივდება ასე ,დილას რომ იმეცადინო არ გირჩევნია? _დავასრულებ და მერე დილასაც ვიმეცადინებ ... მადლობა _ჭამე ცოტ_ცოტა იცოდე _შევჭამ _დაგიჭრი ვაშლს და ატამს . სულ უჭამიათ იმ მაიმუნებს ბავშვობიდან ერთმანეთს ასწრებენ . ამხელა კაცები არიან და ჭკუა ვერ ისწავლეს ... შენი ქმარი განსაკუთრებით . საჭმელს არ შეჭამს დაჯდება დაიდებს ერთ ჯამ ხილს და სულ შეჭამს _კიდევ რა უყვარს _ წვენს სვამდა დედამთილს უსმენდა და ნამცხვრის დაგემოვნებაზეც გადავიდა _წუწუნს არ დაიწყებს არაფერზე...თუ შია დაჯდება შეჭამს . ისე ხაჭაპური უყვარს ,ჩემი იმერული გენების გამო ალბათ. ჩემი დედამთილი მეგრელია ნახევარი ბავშვობა ზუგდიდში იყვნენ . ღომზე და სურგუნზეც გიჟდება მაგრამ მაინც ასე გადაკეტილი არაფერზე აქ როგორც ხილზე და მანდარინზე გიჟდება , გაყვითლებამდე ჭამს ზამთარში გაგაგიჟებს ადამიანს. კიდევ რა უყვარს გავიხსენოო _კიდევ მიყვარს ცოლი, რომელიც გამოცდის წინა ღამეს რატომ მეცადინეობს და იბრმავებს თავს არ ვიცი... აქამდე რატომ არ იმეცადინა ნეტავ_წითელი ვაშლით ხელში იდგა კარს მიყრდნობილი _ვიმეცადინე ,მაღალი ქულა მინდა _სტიპენდიანტი გოგო მყავს ? _მეგონა ჩემი გონიერების გამო შეგიყვარდი _ გაუცინა და ქეთინოს ოთახიდან გაპარვა არ შეიმჩნია _ნწ, ლამაზი რომ ხარ იმიტომ შემიყვარდი _მაცდენ ,სადაც იყავი იქ შეგიძლია დაბრუნდე _ჩუმად უთხრა ,ზურგი აქცია და კითხვა გაანაგრძო _ასეა მოიყვან ბავშვს და დაგაჯდება თავზე _არსად არ გაზივარ ... მოიხურე კარი _ნუ გააგებინებ მაგ ამბავს ყველას ხალხს ჩემი ცოლი ჰგონიხარ _რა _ისწავლე როგორ მიხედო მსხვილფეხ_წვრილფეხ ცხოველებს... ვეტ.კლინიკა ან ფერმა ჩემზე იყოს თუ გინდა ორივე _პირველს შენ გიმკურნალებ გაზაფხულზე ატეხილ კატებთან ერთად _ჩუმად თქვა , ბერდო გასული იყო ოთახიდაან და არ ეგონა თუ გაიგებდა _კარგ ხასიათზე ვარ და გიმართლებს ,ხვალ არ ვიცი როგორ დაიწყება დღე და ვინ გახდება სამკურნალო _საძინებელი სხვა მხარეს არ არის? _მთელი ტანით შებრუნდა ბერდო კარისკენ რომ დაიძრა _გამოცდიდან რომ გამოხვალ ზოოპარკში წაგიყვან და ბამბის ნაყინს გაჭმევ ,პატარავ ნერვებმოშლილმა განაგრძო მეცადინეობა . ბოლოს რვეულზე თავდადებულს ეძინა . ბერდო რომ დაბრუნდა ჯერ საძინებელში ავიდა , იქ რომ არ დახვდა შემდეგ იპოვნა მძინარე _გაიღვიძე_ თმა გადაუწია და ჩუმად უთხრა _ჩააბარებ ნუ გეშინია _მეძინება _თავი მეორე მხარეს გაატრიალა ,ხელი ლოყის ქვეშ ამოიდო და პლედი თავზე გადაიფარა. ბერდომ ლამფა ჩააქრო ხელში აიყვანა და ისე წავიდა საძინებლისკენ . დილით არ დახვდა სახლში. ლაშამ წაიყვანა უნივერსიტეტში. გზაში გაიგო მეგობრის დაბადების დღეზე რომ მიდიოდნენ გაურკვეველ ადგილას , ბევრნი ერთად და ჩვეულებად ქცეულ წლის ქეიფს აპირებდნენ. ბერდოს არაფერი უთქვამს , სახლიდან რომ გავიდა მარიტა მეცადინეობდა . შორიდან შეხედა მხოლოდ და მერე გვიან ღამით სახლში დაბრუნებულს სამზარეულოში გადააწყდა . -რამე გჭირდება? _დაიძინე ... _გინდა გავაცხელებ საჭმელს _არ მინდა _ ალუბლის მურაბით სავსე ქილა აიღო და მაგიდასთან დაჯდა. ალკოჰოლის დოზა , მოსაწევი და უცნობი ქალის წითელი პომადის კვალი ერთად ეტყობოდა გოშხეთელიანს. მარტას რომელი მათგანი უფრო აღიზიანებდა ვერ გეტყვით. საძინებელში შესული რომ ელოდა და ის არ გამოჩნდა ცრემლები რომელმა ემოციებმა გამოიწვიეს ესეც არ იცოდა. ბალიშს ჩაეხუტა და ატირდა. ყველაფრისგან დაღლილს აზროვნებაც აღარ შეეძლო . კარი რომ გაიღო და შევიდა მაქსიმალურად ეცადა ცრემლების შეკავებას . _რა ხდება? რამე გტკივა?_საწოლიდან ბალიში აიღო ,გასვლას აპირებდა რომ შეყოვნდა _რატომ არ დაიძინე . ვინმე იყო მოსული და გაწყენინა? _ბალიშში ჩამალა სახე მარტამ და კიდევ უფრო მეტად ატირდა _დამშვიდდი, მომიყევი რა მოხდა და მოვაგვარებ _ფრთხილად შეახო თითები თავზე ,სახიდან თმა მოაშორა _ შემომხედე და მითხარი რა მოხდა _არაფერი ... მე უბრალოდ არ ვიცი _იცი ,მაგრამ თქმა არ გინდა და არ მეუბნები _არ მინდა ჩახუტება ქალის სუნი გაქვს _ ხელი მხარზე რომ მოხვია და ჩასახუტებლად მისწია წამში წამოსცდა ის რაც თავადაც არ ჰქონდა გააზრებული . ბნელოდა თორემ მისი ლოყების სიწითლეს ვერ დამალავდა . ბერდომ თავი დახარა და ისე გაეღიმა . ხელები მოაშორა ,საწოლიდან წამოდგა და უკან დაიხია _ბალიშს წავიღებ და წავალ ... მეორე ოთახში დავიძინებ . ცხელა და საერთოდ სჯობს ხვალიდან ცალ-ცალკე ოთახებში დავიძინოთ. ბევრი საძინებელია,შენების ნაჩუქარი ავეჯი რომელშიც არის ის აითვისე და კომფორტულად მოეწყვე _შენ არ მითხარი თავი ისე დაიჭირე თითქოს გიყვარვარო? სხვადასხვა საძინებელში რომელი ახლადდაქორწინებული წყვილი იძინებს ... რას იტყვიან _გავკარი მაგ ორ სიტყვას ... რას იტყვიან ჩემთან აღარ თქვა . არავინ არაფერს მკითხავს მე, პასუხს თხოვენ ბავშვებს და შენ თუ შენ სიმაღლეზე დადგები ვერავინ ვერაფერს დაგიშლის და აგიკრძაალავს. რა გინდა? დავრჩე და დიალოგი გავაგრძელოთ? გავშალო თემა მთვრალი ,დაბოლილი კაცის გარეგნობიდან,ქცევიდან და სუნიდან მარტო ქალის სუნი რატო გაწუხებს ? _ირონიული ჰქონდა ტონი. უყურებდა და იღიმოდა _ პატარავ , შენთვის ვამბობ ... არ მინდა უარესად აიჭრა და აირიო. ისედაც გიჭირს ახლა ,სიყვარულობანას ნუ დაიმატებ შენ ქაოსში ,ჯერ და მერე ვნახოთ _შენ გგონია რადგან გადამარჩინე,შენთან ვალში ვარ და ასე კარგად მექცევი მადლიერებას სიყვარულში ავურევ პატარა ბავშვივით და დავიჯერებ რომ ესაა სიყვარული .უგონოდ შემიყვარდი ისე რომ უკვე ვეჭვიანობ შენ საყვარლებზე ? ვეგოისტობ და არ მინდა ვინმესთან იყო ჩემ გარდა? _ფეთქებადი იყო და ამას ვერ აკონტროლებდა,როცა გამოიჭერდნენ თავდაცვის ინსტიქტი უაქტიურდებოდა და კიდევ უფრო შემტევი ხდებოდა . ისე წამოხტა საწოლიდან და აღმოჩნდა მის წინ არც გაუაზრებია. მთვარის შუქზე შესანიშნავად ჩანდა პენუარის მიღმა მისი სხეული . მთელი დღე ცხელოდა და ღამის სიგრილე სასიამოვნოდ ედებოდა სხეულზე _რატომ არ მეუბნები რომ ზუსტად ამას ფიქრობ და გეცოდები ,როგორც კიდევ ერთი შენზე შეყვარებული უაზრო გოგო _უაზროს ვერ ვუწოდებ ვერცერთ ქალს რომელთანაც ვარ და არც შენ გიყვარვარ ,ისე არ როგორც საჭიროა იმისთვის რომ ახლა მე ხელი მოგხვიო და შენი ტუჩებით დაავიწყო შენი ჩემად გახდომა _ახლოს იყო ,კიდევ უფრო ხმადაბლა საუბრობდა. თვალებში უყურებდა და მერე ისევ იღიმოდა თავისი საფირმო შეფარული ღიმილით _დაიძინე , დაგესიზმრები და ეგ სიზმრები დაიმახსოვრე ... თუ დაიმსახურებ ყველა სიზმარს გაგიცოცხლებ _მაინც აკოცა, ლოყაზე ტუჩთან ახლოს შეახო ტუჩები და მერე წავიდა . ისე გაქრა თითქოს სიზმარი იყო . ...................... ნერვიულობდა ,არ უნდოდა დაბალი ქულის მიღება .სულ ორი გამოცდა ჰქონდა დარჩენილი და ის სემესტრიც დასრულდებოდა. როგორც კი შევიდა ყველაფერი დაავიწყდა, ჩააბარა და ერთიანად იგრძნო დაღლილობა. ლექტორებს დაემშვიდობა, ოთახი გაიარა და კარის გაღებამდე მხოლოდ სკამს წარმოიდგენდა ,დაჯდომის და დასვენების გარდა არაფერზე ფიქრობდა . უმაღლესი ქულის სიხარულზეც კი არ აჩქარებულია გულისცემა ისე როგორც დერეფანში გასულს ბერდოს დანახვისას. დერეფნის ბოლოს იდგა,ფანჯრის რაფაზე ვარდების თაიგული ედო და სიგარეტს ეწეოდა . ყურადღებას არავის აქცევდა მას კი ყველა უყურებდა. სანამ დაიჯერა რომ რეალური იყო იქამდე გადაკვეთა მანძილი , მოეხვია,ლოყაზე აკოცა _გილოცავ კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარებას, პატარავ _მადლობა _თაიგული გამოართვა და კურსელების პირისპირ აღმოჩნდა_გაიცანი ჩემი კურსელები... _სასიამოვნოა _ სახელების გაგების შემდეგ თქვა და მარიტას დახედა _წავიდეთ ხომ ? თუ ელოდები რომელიმე მეგობარს _წავიდეთ _საღამოს ვქეიფობთ და ხომ წამოვა მარიტაც ? _თქვენც გეპატიჟებით ... _მარიტას თუ უნდა ,წამოვა აუცილებლად. მე სამწუხაროდ საღამოს საქმე მაქვს ,გმადლობთ დაპატიჟებისთვის _ აგიჟებდა ჯერ ის ფაქტი რომ ნანა თვალებს უჟუჟუნებდა და მერე ბერდოს ღიმილით გაცემული პასუხებიც ყელში უჭერდა. უკვე ხვდებოდა ,რომ ყველა ქალზე ეჭვიანობდა და ეს ფაქტი სულაც არ ახალისებდა მისი გონების ერთ ნაწილს ,მეორე კი აშკარად ეჭვიანი აღმოჩნდა _კარგად ... _ ხელი ჩაკიდა,თითები ჯერ მაჯაზე შემოხვია შემდეგ მის თითებსშორის ჩააცურა და წავედითო ტუჩების მოძრაობით უთხრა . _გამოცდის დაწყებამდე გადაწყვიტეს მოქეიფეებმა უნდა ავღნიშნოთო ... ჯანელიძესთან იკრიბებიან სახლში,დაბადების დღეც აქვს. წასვლას არ ვაპირებ უშენოდ მითუმეტეს _რატომ ,არ მოგწონს შენი კურსელები? _არც ვკამათობ და არც ვგიჟდები. თუ ადამიანს ჩემგან სრულიად განსხვავებული ფასეულობები და ცხოვრების სტილი აქვს მეგობრობა არ გამომივა . _ვინმე დათრობას გაძალებს თუ რა _ზამთარა არ მიშვებდა არასდროს ისეთ ხალხთან ვინც უკონტროლო ხდება დალევის შემდეგ _უნივერსიტეტში სწავლობენ,ბავშვები ხომ აღარ არიან. გაერთობი ცოტას,მთვრალი სულელი ქალის ყურება ცალკე გართობაა ,კაციც არანაკლებ სახალისოა თუ მთლად შტერდება _მე მაღიზიანებენ ... ნატას დაბადების დღეზე ისე დათვრნენ ვინ სად აღებინებდა და ვინ ვის სად კოცნიდა კაცმა არ იცის. მე ისეთი ბედი მაქვს მაინცადამაინც იქ მხდვებიან ეს ახურებული უჭკუო ხალხი სადაც გასარიდებლად გავდივარ. მეორე დღეს რომ ისე იჭერენ თავს თითქოს სულ არ შეხებიან ერთმანეთს ცალკე გულისამრევი ამბავია. ვერ ვიტან რაიმე ნივთიერების გავლენის ქვეშ რომ ავლენენ დაფარულ ბნელ სურვილებს _ წარბებშეკრული ლაპარაკობდა. მიმიკებს იცვლიდა და ბერდოსთვის სახალისო საყურებელ_ მოსასმენი ხდებოდა. _შენ თუ არასდროს დალევ ვერ გაიგებ რა სურვილები გაქვს ისეთი რასაც ფხიზელი ვერ აკეთებ ... _დავლიე ,მაგრამ არ გამიფრენია. არც ვინმე გამილანძღავს,არც ვინმესთვის მიკოცნია . ჩემი ტვინი ასე მარტივად არ ითიშება ... შენ არ უნდა გიკვირდეს. სანამ ღვინის სუნს არ ვიგრძნობ იქამდე ვერ ვხვდები ხოლმე მთვრალი რომ ხარ .იმ დღესაც კი სულ არ გავდი გათიშულს _მე არასდროს ვსვამ გათიშვამდე და იმიტომ. საკმარისად ვცემ პატივს ღვინოს საიმისოდ რომ სიამოვნების მიღების შემდეგაც დავლიო და ფუჭად დავხარჯო . მამაჩემის გამო დავცალე ის ყანწიც, გავერთე სანახაობით თორემ წლები გავა იქამდე სანამ კიდევ დავლევ ამდენს ................ ჯანელიძის დაბადების დღეზე წავიდა ,მაგრამ დიდად ბედნიერი არ იყო მათი ცქერით. ხედავდა როგორ იშორებდა ყველა ნიღაბს თრობის შემდეგ და რამდენად რეალური იყო მათი სახეები ალკოჰოლის მიღების დამსახურებით. ყოველ წამს ელოდა გიშხეთელიანს,მაგრამ არსად ჩანდა. სრული თავისუფლება ჰქონდა,ისეთი როგორც არასდროს ,მაგრამ იმ გარემოცვაში არ სჭირდებოდა. სულ სხვა თავისუფლებას ეძებდა და არა მათ მსგავსს. _ბერდოს იმდენად არ აინტერესებ აქაც კი მარტო გამოგიშვა _ აივანზე გასულს გიგა დაადგა თავზე და გასასვლელიც გადაუკეტა _მოიცადე სად გარბიხარ _წინა საუბარი არ იყო საკმარისი?იქამდე სანამ არ დავქორწინდი არც მელაპარაკებოდი და ახლა ჩემთან გაქვს საქმე თუ ბერდოსთან იქნებ ჩამოყალიბდე _ბერდო მაგრად მ.ხატია ... მთავარი შენ ხარ. ვჭედავ ასე რომ იყურები ,გაბრაზებული და ანთებული _ხელი რომ შემახო მოგტყდება _ კანკალებდა,ეზიზღებოდა ყველა კაცი და სახლში გაქცევის გარდა არაფერი უნდოდა. _რა ლამაზი ხარ ... ნამდვილი და მიმზიდველი _ ის იყო უნდა ეკოცნა ხელი რომ ჰკრა და შეწყვიტა სკანდალზე ფიქრი. არ ადარდებდა ვის ყურადღებას მიიქცევდა ,მიახლოების უფლებას ვერ მისცემდა _შენნაირ არარაობებს,საცოდავ მატლებს არ აქვთ უფლება ჩემთან მოახლოების ... ეს იქნება უკანასკნელი ერთადერთ ფხიზელ კურსელ გოგონას სთხოვა სახლში გაყვანა და იქაურობა დატოვა. ბერდო მშვიდად იჯდა აივანზე და რაღაც წიგნს კითხულობდა . ისე გამოცივალა არ დალაპარაკებია _ასე მალე რატომ დაბრუნდი _არ მომწონს ხმაურიანი შეკრებები და წამოვედი _უცნაური ვინმე ხარ _ვისთვის რა არის უცნაურობა გააჩნია ... ჩემთვის ნორმალურია გათხოვილი ქალი იმ საგიჟეთში რომ არ დავრჩი უაზრო ცეკვა და დალევა რომ არ განვაგრძე _მგონი ქორწინება არაფერ შუაშია ეს შენ ხარ სახლის გოგო -რაც გინდა ის ვიყო... მეძინება,ხვალ საქმე მაქვს უამრავი- არ უთხრა. თვალს არიდებდა და საუბარიც დაასრულა. დაწვა,მაგრამ ვერ დაიძინა . ფანჯრისკენ გადაბრუნდა ,აივანზე მჯდომს უყურებდა კითხვას რომ განაგრძობდა და შუქის წასვლის შემდეგ ჩუმად შეიკურთხა. წიგნი დახურა ,საწოლისკენ დაიძრა. ოთახს პაწაწინა სანთელი ანათებდა მხოლოდ,მაგრამ მაინც ხედავდა ქმრის ანარეკლს. კარადასთან მდგომმა რომ გამოიცვალა და საწოლის მეორე მხარეს ფრთხილად მოთავსდდა. _დაიძინე ბევრი საქმე თუ გაქვს ხვალ ,უნდა დაასვენო ტვინი _თავი მტკივა _წამალი გინდა ამოგიტანო? _არ მინდა ,გამივლის _ არ მეზარება და ნუ მოგერიდება _არ ვსვამ გამაყუჩებელს თუ ძალიან არ მტკივა და ახლა ასე ძალიანაც არ მტკივა _ მისკენ გადაბრუნდა. მაინც ვერ მოისვენა და ჰკითხა _ რაღაც რომ გკითხო შეიძლება ? _გისმენ _იმ ბიჭთან, ხურციძესთან ბიძამისის გამო ხშირად გიწევს კონტაქტი? _მე არა, მამაჩემის მეგობრების მიხედვით არ ვარჩევ ძმაკაცებს ,მაგრამ ერთად ვხვდებით ხოლმე სხვადასხვა ადგილებში _არ არის კარგი კაცი , არასდროს რომ უნდა ენდო ისეთია და არცერთ საქმეში არ უნდა დაეყრდნო. ბნელი სული აქვს _დათვრა , დაბოლდა და დაშტერდა მთლად ? მან აგატკივა თავი? _ ისევ ეფერებოდა , უფრო ახლოს მიიწია და შუბლზე აკოცა _ არ ინერვოულო , ნდობით მე ძალიან ცოტას ვენდობი . არ უკითხავს რა მოხდაო , მარიტა ელოდა ამ შეკითხვას და არ იცოდა რას უპასუხებდა. იქნებ გულის სიღრმეში სიმართლის თქმა უნდოდა ,უნდოდა გაემხილა ორივე ამბავი და მერე თუნდაც ეჩხუბათ. სულ ეშინოდა ზამთარას ფეთქებადი ხასიათის გამო ,ახლა კი ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ბერდო ასე უბრალოდ არ გაგიჟდებოდა,მაგრამ მაინც ვერ მოუყვა. გაჩუმდა , თავის ტკივილიც დაავიწყა მისმა მოფერებამ და ჩახუტებამ . ძილშიც გრძნობდა თმაზე შეხებას და ხელისგულზე კოცნას. მის გვერდით მშვიდად იყო და ამ სიმშვიდეს არ ებრძოდა გონება. .................. უნივერსიტეტში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ხურციძე არ იყო. იფიქრა უბრალოდ დაეზარა ქეიფის შემდეგ გამოსვლა და ორი დღე გადააბა დასვენებაო. ძალიან კმაყოფილი იყო მისი არყოფნით. შემდეგ კი გოგონებთან ერთად. მჯდომმა ჭორები მოისმინა და ეჭვები გაუჩნდა _ისე უცემია ვიღაცას ეგ საწყალი ლუკმას ვერ ყლაპავსო... _ძალიან კარგი სულ არ მეცოდება. უაზრო გამოხტომები ჰქონდა _კარგი რა ქნა ისეთი მასეთი ყველა ბიჭს აქვს ვისაც გოგოები მოსწონს,ცოდოაა... ჩემმა დეიდაშვილმა თქვა ოპერაცია გაუკეთდდა ყბა და სახის ძვლები დამტვრეული ჰქონდაო . ავარიაში მოვყევიო ასე თქვაო,მაგრამო ტანზე არაფერი ეტყობიდა არც ნამსხვრევები ქონდა სადმე აშკარად ნაცემიაო . თვალები ისე აქვს დასიებული ძლივს ახელსო _აჭარბებს შენი დეიდაშვილი სულ ... _სანახავად ხომ არ მივიდეთ რომ დაიჯერო _ ისევ კამათი დაიწყეს და ბოლოს მარიტასთვის მოიცალეს _ ეს ბეჭდები თითზე რომ ბრჭყვიალებენ და თვალს გვჭრიან...რას იტყვი მდუმარე დედოფალო ქორწილი არ იქნება? _არ ვიცი , არ მიყვარს ხალხმრავლობა _ბერდო გოშხეთელიანის ცოლია წარმოგიდგენია? _ისე ვინერვიულე რომ გაავიგე და გამახსენდა რაც ვიტლიკინე ნინიაზე და ბერდოზე... ეგ ამბები ადრე იყო თორემ ახლა _დამშვიდდი , სანერვიულო არაფერია. სიმართლე შენი ნაამბობის გარეშეც ცხადდება , მე კი არ მჯერა ის რაც საკუთარი თვალით არ მინახავს მე კი ვხედავ კაცს რომელიც ჩემზე ზრუნავს, ფიქრობს როგორ გამახაროს, ვუყვარვარ და გვერდით მყავს ყველა გაჭირვების დროს. ისაა ვინც მჭირდებოდა და ვისზეც ოცნებასაც ვერ გავბედავდი...დეტალებს ნუ მომთხოვთ ,ჭორაობისთვის შეგიძლიათ მოიგონით რაღაცები _არ ვჭორაობთ შენზე -პრობლემა არ მაქვს მაკუნა ,მშვიდად იყავი- გაუღიმა,დაემშვიდობა და სახლში წავიდა. მთელი დღე აფორიაქებული იყო,უამრავი სამეცადინო ჰქონდა , წიგნებში ჩაფლული იჯდა ბერდო რომ მივიდა. ხელებზე დააკვირდა ბოლოს და დაინახა ჩხუბის აშკარა კვალი . წინა ღამით სახლში რომ არ ყოფილა ეს დეტალი გამორჩა ,ახლა კი ეჭვი გაუმძაფრდა. დამფრთხალი ავიდა საძინებელში,ყოველ წამს ელოდა ჩხუბს ,მაგრამ არაფერს ამბობდა. აივანზე გავიდა და ყვავილების მოვლა დაიწყო _მანქანის მართვა იცი?_ ყვავილების მოვლით გართულს ჰკითხა და მიწით სავსე ვედრო თავად გადადგა _მძიმე რაღაცებს ნუ დაათრევ ადამიაო ,რამე გეტკინება _არ არის მძიმე და მეც არ ვარ გაძვალტყავებული. რაც თქვენთან ვცხოვრობ ათი კილო მოვიმატე. ნაშიმშილებივით ვჭამ არადა ყველაფერი შეიძლება მაკლდა იმ სახლში,მაგრამ ჭამა სმა ისე უყვართ საჭმელი სულ იყო _ ქოთანს მიწით ავსებდა ,ყვავილი გადარგო და სახეზე ჩამოყრილი თმის გასწორებას ხელის სუფთა ნაწილით უშედეგოდ ეცადა _თავი მოსწიე გაგისწორებ ... აქ მშვიდად ხარ და დაძაბულობა რომ არ გაქვს საჭმლის გემოსაც იგებ,უმადობაც გიქრება _ძალიან არ გავსუქდები ,მაღალი ვარ და ცოტა კიდევ რომ მოვიმატო არაუშავს_ პატარა ბავშვივით ბუტბუტებდა კაცმა თმიდან სამაგრი რომ მოაშორა,ფრთხილად შეუცურა თითები და მაღლა ასწია _ხომ არ გტკივა _არა ,მადლობა _ გვერდზე შეაბრუნა თავი და მისი სიახლოვით გამოწვეული აფორიაქების დამალვას ეცადა _ ეს ღრმად უნდა ჩავრგო თუ ასე ძალიანაა _ცოტა მაღლა და მორწყვის დროსაც ძირში დაასხი წყალი _შენ მართლა სწავლობდი ? _უნივერსიტეტში ბევრი არაფერი მისწავლია ,წიგნებს ვკითხულობდი ბევრს ,როცა ინტერესი მაქვს და რამე მინდა აუცილებლად ვიღებ _ აწეული თმა უფრო მაღალ ყელს უჩენდა , ლამაზი სანახავი იყო ნებისმიერი საქმით გართული . ყველა დეტალს აღიქვამდა ბერდიას თვალი _კითხვაზე არ მიპასუხე ,მანქანის მართვა იცი თუ არა _ქალს რა უნდა მანქანასთანო კაცები არ ამბობენ? _სხვები რას ამბობენ არ მაინტერესებს... რამე რომ მოხდეს და მარტო იყო არავინ უნდა დაგჭირდეს , მანქანის ტარება უნდა იცოდე . _შენ სად აპირებ წასვლას _ წამში შეეცვალა განწყობა თან ბრაზობდა თან წყინდა _ ნინიას ზღვა უყვარს თუ მთა _ ხმაურით დადგა ქოთანიც და პატარა ნიჩაბიც რომლითაც მიწას იღებდა _ საით აპირებთ გამგზავრებას ამ ზაფხულს _ქალებს ეჭვიანობა რომ არ გიბინდავდეთ გონებას და არ გასულელებდეთ თქვენზე ჭკვიანი ქმნილება არ ეყოლებოდა ღმერთს შექმნილი- მისკენ იყო გადახრილი, კაბის ნაჭერი გაუსწორა ,მოშიშვლებული ფეხები წამში დაუფარა და ზურგზეც მიადო ხელი_გასწორდი_ ჩუმად უთხრა , ლოყაზდ აკოცა და კიბის თავშივე შეეგება მეზობლის ბიჭს _ როგორ ხარ შაკო? _გამარჯობა... თქვენ როგორ ხართ? . გამარჯობა რძალო _ მარიტა დაძაბული იჯდა მისი ყველა შეხების შემდეგ უცნაურად გრძნობდა თავს მერე კი ბიჭის მზერა იგრძნო და უკვე უხერხულობის განცდა დაეუფლა. ვერ იტანდა როცა დაჟინებით უყურებდნენ . თავის დაკვრით შემოიფარგლა და ფეხზე წამოდგა. ბერდოს გახედა ის კი ბიჭის წინ იდგა და რაღაცას ეუბნებოდა რაც არ ესმოდა შემდეგ ეს უკანასკნელი გაბრუნდა ,მადლობაო უთხრა და წავიდა. _სწორად ჯდომა ვერ ვისწავლე ვერასდროს სულ მსაყვედურობდა დედა ... ეს კაბაც მე _მშვენივრად იცი შენ ყველაფერი და სხვების გავლენის ქვეშ ნუ რჩები . სანამ საკუთარ თავში დარწმუნებული არ იქნები იქამდე ვერ იპოვი თავისუფლებას . კაბასაც შეეშვი,ჩემი აზრი თუ გაინტერესებს ძალიან გიხდება _ახურებულ ლოყაზე თითები შეახო და მერე აკოცა _ პატარა ,მარიტა _მასწავლი მანქანის მართვას? _არ გაუპროტესტებია მისი ნათქვამი პატარა. ქვემოდან უყურებდა წამწამების ფახუნით _გასწავლი ... ეს ჩავრგოთ ბარემ,ცოდოა არ გახმეს . გამოვიცვლი და წავიდეთ _ თავად მიხედა ბოლო ყვავილს , მიალაგა კიდეც და მარიტა პირველი გაუშვა _ ის ჯინსი ჩაიცვი მე რომ მოგიტანე,კარადაში დავდე . მოხერხებულად იქნები უფრო _გავსუქდი და შარვალი არ მინდა . სხვა კაბას ჩავიცვამ , რომელსაც ღილები არააქ _ხალხის ხმას ნუ ყვები ,ბრბოს სიგიჟის მსხვერპლი ცოლი არ მჭირდება ! _მაგრამ _უფრო გამხდარსაც დიდი,მრგვალი და ლამაზი საჯდომი გქონდა რას იზამ მოითლი,დამალავ გგონია თუ რა. რაც არ უნდა ჩაიცვა კაცს თუ უნდა შემჩნევა და მოშტერება მაინც მოგაშტერდება . მაშინ არაბი ქალივით უნდა ჩაიცვა და შეიფუთო თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ,გინდა? შენ ჩაცმულობაში კი არა საერთოდ შენში რომ იყოს რამე ვულგარული ჩემი ცოლი არ იქნებოდი , იქ დაგტოვებდი მისი ქალის სტატუსით და შენც ფრიად მოხარული იქნებოდი . მაბრაზებ უკვე იმდენს მალაპარაკებ ,მატყობ? _ცოტა დროს რომ ატარებ ჩემთან იმის ბრალია რომ არ გიცნობ და არ ვიცი რა მოგწონს და რა არა ,რაზე გაბრაზდები და რაზე არა ,რა გწყინს და რა არა _ შენ ჩემ ხასიათზე მორგებას ნუ შეეცდები იყავი ისე როგორც მოგწონს და მორჩა თუ რამე იქნება დამატებით გეტყვი. ძალიან მარტივია ... შენც დედაჩემივით ნუ დაიწყებ სახლში ყოფნაზე საუბარს _და თუ მინდა რომ ჩემთან იყო და ესაა რაც მინდა _ეგ მხოლოდ შენი მინდა არაა მეც მეხება _და სხვა რაღაცები არ გეხება? მე რომ შიშველმა ვიარო შენზე რას იტყვიან _ჩემი გაბრაზების სულელური მცდელობა თუ არ გექნება და ამ სურვილს არ აყვები ეგ არ მოხდება იმიტომ რომ შენ არ გიყვარს და შენ ხასიათში არ ზის ... თუ გაშიშვლების სურვილი გაქვს მოჭარბებულად საძინებელი აქვეა და დახმარებასაც გაგიწევ ,გინდა? _ ახლოს იყო, ისე ელაპარაკებოდა მარტას მისი მზერაც,ხმაც და ღიმილიანი გამომეტყველებაც ურევდა ტვინს. მისი გამოწვევის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა,სულ წაგებული რჩებოდა ყველა თამაშში _წავალ ,ჩავიცვამ და გავიდეთ . ოღონდ არ ვიცი როგორი მოსწავლე ვიქნები და მზად იყავი _დროს კარგავ სულ ამდენი ლაპარაკით _თუ არ ვილაპარაკე როგორ გაგიცნო _მიცნობ უკვე ,მეტის ცოდნა არ გჭირდება და ისევ თემას აგრძელებ _კარგი ხო ,მივდივარ საჭესთან თავად დაჯდა , მარიტას პირველივე წამიდან უხსნიდა ყველაფერს იქამდე სანამ დასახლებისგან შორს , ცარიელ სივრცეში არ აღმოჩნდნენ. ახლოს ძველი შენობის ნანგრევები იყო მხოლოდ. _მოდი დაჯექი _ ადგილები გაცვალეს . ბერდო მისკენ შებრუნდა და უყურებდა _ ნუ ნერვიულობ მთავარია მუხრუჭს დააჭირო და სხვა არაფერი გემუქრება აქ. გადაატრიალე გასაღები და ამ გზის ბოლომდე ჩავიდეთ . შენობას დავარტყათ წრე _მანქანას რამე რომ დავმართო _ცუდზე ნუ ფიქრობ და რკინაზე მითუმეტეს... გაზის პედალიც გამოიყენე თორემ ასე ვდგავართ _შენ ჩქარა დადიხარ სუულ? მეგონა მარტო მაშინ მიქროდი როცა გეჩქარებოდა _სულ ჩემთვის კითხვების დასმაზე ნუ ხარ მარჯვედ მთვრალი კაცივით რომ ატარებ სწორად იარე _არ შემიძლია ამას მე ვერ ვისწავლი _ტვინიდან ამოიგდე სამყაროსგან დაჩაგრული ქალების თავის გასამართლებლად მოგონილი სისულელეები. წეხან დაჯექი რა იცი შეგიძლია თუ არა ... მოუხვიე ახლა ნუ გეშინია არ მოტყდება ეგ . ორივე ფეხს ნუ იყენებ _რთულია _უნდა გაამარტივო თორემ ეგრე ყველაფერი რთულია _შენთვისაც არის რამე რთული? _შენი გაჩუმება ... ვეტერინარი კი არა ჟურნალისტი უნდა იყო იმენნა . სულ კითხვები გაქვს ამ ბოლო დროს _არ ვიცი როდის წახვალ ნინიასთან და ვასწრებ ... _ნუ გაქვს ტყუილი მცდელობა , შენთან მასზე საუბარს არ ვაპირებ,არასდროს . ისე ნუ იზამ გავბრაზდე და გაჩვენო როგორი ვარ როცა ზღვარს გადადიან. გითმენ დიდი ხანია და გითმენ ბევრს _რატომ _რა რატომ _რატომ მითმენ _წინ იყურე მე ნუ მიყურებ _სიბრალული ამდენს გათმენინებს? _გაზის პედალს მოულოდნელად დააჭირა და BMW ტრასაზე მოხვდა_ ნუ გეცოდები , არ მჭირდება შენი სიბრალული . მთელი ცხოვრება არ მეყოფა მადლიერებისთვის, დახმარებისთვის ,რომელიც არავინ გამიწია ... მარიტას არაფერი აქვს შესაბრალებელი მე ჩემ თავს ვქმნი ყოველ დღე და ისეთ პირობებში წარმოდგენაც შეუძლებელია შენთვის. თუ გითვალისწინებ და ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას მხოლოდ იმიტომ რომ ასე ვხედავ ღირსეული კაცის ღირსეულ ცოლს. მე თუ ავუწყობ შენ ცხოვრებას ნაბიჯს შენ მინიმუმ უნდა მელაპარაკო _გზიდან გადავიდა. ტყეში გააჩერა მანქანა და თვალებანთებული მიუბრუნდა _ უნდა ვიცოდე ვინ არის შენთვის ნინია და ჭორებს რომ მომიტანენ პასუხი ავარჩიო . რას ვითხოვ ასეთ საოცარს ,გინდა იმ ქალის როლი მოვირგო რომელსაც ქმარი პატივს არ სცემს და რომელიც თან შეყვარებულია თან ქმრის დაოცხრომელ ლტოლვას იტანს ,ეგუება მის საყვარლებს და საკმარისი არ არის . თუ გიყვარს უნდა დავშორდეთ , არ მინდა დაბრკოლება ვიყო შენ ცხოვრებაში სულ პაწაწინა მაინც . მირჩევნია განათხოვარი ქალის სახელი მქონდეს და მშვიდად ვიყო ჩემ სინდისთან _სამყარო რომ დაემხოს არ დაგშორდები ! _ თვალებში უყურებდა,ისე მიიწია თითქოს კოცნას აპირებდა მერე უცებ ამოიღო სიგარეტის ღერი და წამსვე მოუკიდა _ტარება იცი და არ მითხარი. თვითშეფასების ასამაღლებელი ლექცია ჩამატარებინე ,ქალი ძლიერია და ყველაფერი შეუძლიას დამატებითი სალექციო კურსით _არ ვიცი ... ზამთარამ დამსვა ბავშვობაში რამდენჯერმე და უბრალოდ ტვინმა გაიხსენა . ცოდნად რასაც ვთვლი იმ დონეზე არ ვარ . მაინც არ მეუბნები იმას რაც მინდა რომ მითხრა _გეუბნები უკვე მერამდენედ _რას,რომ არ დამშორდები? _არასდროს _კარგი _ სიგარეტის ღერი აართვა ,სავარძელს მიეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინით გაჯერებული ჰაერი _ თუ ამიტან ვიყოთ ერთად ჭირსა და ლხინში _ზამთარამ იცის რომ ეწევი? _უყურებდა და იღიმოდა _არ ვეწევი _ კბილი გტკივა და იყუჩებ? _ქმარი ტვინს მტკენს და ვიყუჩებ _პირველად ეჭვიანობს პატარა მარიტა და არ იცის რა ქნას _არ ვეჭვიანობ ... არ მინდა მურმანის ეკალი ვიყო და ცოდვად მედოს კისერზე სხვა ქალის უბედურება ასე მშვიდად ვერ ვიცხოვრებ _რამდენ ქალსაც უნდა ჩემი ცოლობა ყველას თუ დაუთმე ჩემი თავი არ იქნება კარგად საქმე _ანუ მასაც უნდა შენი ცოლობა _რატომ ამოიჩემე ნინია _სულ მასთან ხარ და ეს იცის მთელმა ქალაქმა _მთელმა ქალაქმა იცის რომ მე და შენ ცოლ ქმარი ვართ ,ერთმანეთი გვიყვარს და ყოველ დღე ელიან ამბავს პატარა გოშხეთელიანის არსებობაზე ,მაგრამ მე ჯერ შენთვის არც მიკოცნია _სიგარეტის ღერი ხელიდან აართვა და ისევ ტუჩებსშორის მოიქცია _თითებს დაიწვავ და საერთოდ ცეცხლთან თამაში ბოლოს წვავს. მე რომ გადავკვეთ ზღვარს შენ ვერაფერს გააკეთებ რომ შემაჩერო _სურვილი არ მექნება თუ ვერ შევძლებ _ორივე ,გააჩნია მდგომარეობას _არ გავცვლით ადგილებს? _ დაუბრუნდი სავალ გზას თორემ მგონია რომ საქმის გასარჩევად და საზ.საოდ გადმომიყვანე ტყეში _ღმერთო ჩემო შენ ხუმრობ კიდეც? _ხუმრობა სად დაინახე,მართლა ასეთი განწყობა მოგაქვს _ნუ გეშინია,რაც არ უნდა მოხდეს არაფერს გატკენ _ მუხლზე დაადო ხელი და გაეცინა ბერდომ ისე გახედა _პატარა ბავშვი _ნუ მეძახი ბავშვს _როგორც იქცევი ის ხარ ... ჩემთან და ჩემთვის ბავშვი ხარ _იტყუები და ორივემ ვიცით ეგ _კიდე რა იცი და რა არ _ლექტორი ხარ თუ ქმარი... უნივერსიტეტს დავამთავრებ მალე _მალე და არა უკვე ... ძაღლი გინდა მოგიყვანო თუ კატა _არცერთი ... ამ ეტაპზე თვითონ ვეჩვევი ყველაფერს და მერე შეიძლება _გამოდის ჯერ სახლად ვერ მიიღე ჩემი ოჯახი _იმდენად მივიღე რომ მეშინია ჩვენი დაშორების შემდეგ მათგან შორს ყოფნას როგორ გადავიტან. დედაშენი არის საოცარი , ყველანი შემიყვარდნენ ,მაგრამ ქეთევანი ისეთია ოდესმე დედა თუ გავხდები მინდა სულ ცოტათი მაინც ვგავდე _ფრთხილად _ საჭე დაუჭირა და გზად შემხვედრი მანქანის დანახვისას სრულიად შეიცვალა გეგმები _ გააჩერე,მაგრამ ძრავი არ გამორთო ... მანქანიდან არ გადმოხვიდე ,დამელოდე ,მაგრამ შენკენ თუ ვინმე წამოვა უფლება არ მისცე კართან მოახლოების . მაშინვე წადი _ბერდო _ იარაღი რომ ამოიღო გადატენა და ისე გადავიდა მარტაც დაიძაბა იმ რამდენიმე წუთში დარწმუნდა რომ გოშხეთელიანზე ყველაზე მეტად ღელავდა და მის გამო ნებისმიერ სიგიჟეს ჩაიდენდა. ყურში ესმოდა „მაშინვე წადი“ და წარმოდგენაც ზარავდა იმის გააზრების . არასდროს დატოვებდა ,თავის გადასარჩენად ყველასთვის შეეძლო ზურგის ქცევა და გაქცევა,მაგრამ მას ვერ მიატოვებდა. რამდენი დრო გავიდა ვერ ხვდებოდა,დაძაბული უყურებდა სარკიდან მათ საუბარს ,ერთი სიტყვაც არ ესმოდა და ბერდოს სახეს ვერც ხედავდა მხოლოდ ზურგს უკან გადაჭდობილ ხელებს და იმას რომ ნებისმიერ წამს შეეძლო იარაღი ამოეღო და ესროლა. ისროდა კიი? შეეძლო ადამიანისთვის სროლა? მის შესახებ ისევ არაფერი იცოდა და ეს ამბავი აგიჟებდა . ვერ მიხვდა რა ხდებოდა როგორ დაიძრა მანქანისკენ ერთი ბიჭი , როგორ მოაბრუნა მანქანა და გოშხეთელიანის ფეხებთან გაჩნდა ვერც ის გაიაზრა სიტყვების წარმოთქმის ძალა საიდან მოუვიდა როცა საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა ყურებში მხოლოდ _ვაგვიანებთ... მეტხანს ლოდინი აღარ შემიძლია. დაჯექი ,წავიდეთ გთხოოვ _ბოლოს უდარდელა გოგოსავით ჰქონდა ტონიცა და გამომეტყველებაც შეძლებისდაგვარად. გრძნობდა გაოცებულ მზერას არავისთვის შეუხედავს მხოლოდ ბერდიას აალებულ თვალებს უყურებდა კარი რომ გამოაღო მის მხარეს და კბილებსშორის გამოსცრა გადმოდიო _ერთ საათში გნახავთ ... გადმოდი ,მორჩა შენი გაკვეთილები _დაუჯერა ,გადმოვიდა წამით მის წინ აღმოჩნდა და სუნთქვა საერთოდ შეეკრა. გრძნობდა უცნობების მზერას მთელ სხეულზე სანამ მგზავრის სავარძელში ჩაჯდა და ბერდომ გაზის პედალს ჩააჭირა. _არ დამელაპარაკები ? _აუტანელი დუმილის დრო უცებ გავიდა,მანქაანას ისე ატარებდა სახლამდეც მივიდნენ და შემდეგ წინ წასულს ლამის სირბილით რომ აედევნა უკვე სახლის შუაგულში იყვნენ _ მე ვერ დაგტოვებდი ... როგორ დამეტოვებინე მარტო ,შემეშინდა _შეშინებულები გარბიან... შენ მშიშარა კი არა სულელივით მოიქეცი . გაგაფრთხილე ხო? არ გადმოხვიდე და წადი_თქო. შენ რა ქენი ლაპარაკი შემაწყვეტინე და მიმითითე რა მექნა _უცებ უღრიალა და მტაცებლის მზერით დახედა ერთიანად დაპატარავებულს. პირველად უყვიროდა და უცნაური შეგრძნება გაუჩნდა_ არასდროს, რომ მკლავდნენ ნაბიჯს არ გადმოდგამ და კაცებთან მყოფს არ მომიახლოვდები ! ეს იყოს უკანასკნელი შენ რომ ეს თავხედი ,სულელი გოგო არ შეაჩერე და თავს არ მოერიე. ჩემ საქმეში ჩარევას ვერავინ ვერასდროს გაბედავს და ვინც ეცდება საკადრისს იღებს . არ შემშალო ! როგორღაც ისიც იკმარე ტყუილით რომ დაიწყე და გაუგონარი დაუჯერებლობით დაასრულე,ჩემ სიტყვას არასდროს გადაახტე იცოდე თორემ შენი ფარი კი აღარ ვიქნები ,შენ წინააღმდეგ ამოქმედებული დავრჩები და ჩემგან ვერავინ დაგიცავს _იმის გამო მეჩხუბები რომ არ დაგტოვე და არ წავედი? _თვალები აემღვრა,მოულოდნელობიისგან დაბნეული და სრულიად არეული დარჩა მის წინ _ჩემ სიტყვებს განხილვა არ სჭირდება თუ გეუბნები ე.ი ასე უნდა გააკეთო და მორჩა . საჭირო თუ არაა არ გეტყვი,არ დაგავალებ. მე შენგან არაფერი მჭირდება ,მხოლოდ უპატივცემულობა არ უნდა გამოიჩინო და თავზე არ უნდა გადამახტე _მე ვიჩენ უპატივცემულობას შენს მიმართ... გასაგებია . შენ ამბობ მე უსიტყვოდ გემორჩილები . შენი მოწყალების მიღების გამო მქვია ცოლი და გასაპროტესტებელი არააფერია, მაპატიე დღევანდელი. სხვა დროს უბრალოდ დაგტოვებ მარტოს თუნდაც მეშინოდეს რომ რამეს დაგიშავებენ. ბოდიში თუ უნებურად შეურაცხყოფა მოგაყენე ამით და დაგამცირე მათ თვალში _მე ვერავინ ვერაფერს დამიშავებს და შენ რომ ახლოს იქნები ყველაფერი გართულდება , გაიგე რას გეუბნები, არავის აზრი მადარდებს, სირცხვილი არაფერ შუაშია ... შენც თუ ჩაერევი მე შენი დაცვა მომიწევს შენ თუ წახვალ,გაეცლები და დაცული იქნები მე ჩემ თავს ყველა სიტუაციაში მივხედაავ _მოლბა მარტას ცრემლების დანახვისას. არ ეგონა ამდენად ემოციური თუ იქნებოდა მისთვის და მითუმეტეს თავად თუ განიცდიდა მის ამ აღელვებას _გასაგებია ... აღარ განმეორდება პირობას გაძლევ. მე სულ საკუთარ თავზე ვიფიქრებ და არა შენზე _შებრუნდა, მთელი სხეული უკანკალებდა ყველლა ემოცია ერთად ამოქმედდა. ტირილს ვერ წყვეტდდა . სრული ქაოსი შეიქმნა გოშხეთელიანმა რომ ჩაიხუტა და თავზე აკოცა მისი მოშორების სურვილი რომ არ გაუჩნდა და ტირილის მიზეზი დამამშვიდებლად მოქმედებდა -მე ჩურჩულით მოლაპარაკე კაცი არავარ ,ზოგჯერ ხმასაც ვუწევ. გეყოფა ტირილი ,კარგი მორჩა ყველაფერმა გაიარა . ჩშშ , აღარ იტირო მორჩა . მადლობა ჩემზე რომ ინერვიულე და ჩემ გამო შეგეშინდა და ჩემი დაცვა გინდოდა_ ჩახუტებული ჰყავდა,თავზე უსვამდა ხელს და ტირილის საშუალებას აძლევდა მერე თმა გადაუწია და ცრემლიან ლოყაზე აკოცა _ აღარ იტირო , არც ინერვიულო,არც შეგეშინდეს _შენ არაფერს მიყვები და იმიტომ გითხარი არ ვიცითქო მაინტერესებდა რას მეტყოდი მართლა არ ვიცი და მატყუარა არ ვარ მე . შენი გაბრაზება და წყენინება არ მინდა , მშვიდად მინდა ვიყო ცხოვრებაში ერთხელ მაინც მე კი ისიც ვერ გავიგე რა ვთქვა...ყველამ იცის ჩემი ქმარი რომ ხარ _შენ ხომ იცი,რომ არ ვარ _მაშინ რატომ სცემე გიგა...რატომ მივიდა ყველაფერი ამ მდგომარეობამდე. მამაშენის მეგობრის ოჯახისწევრია და ლევანი რომ გაიგებს? არ ვიცი როგორ მოვიქცე ახლა... არაფერი გითხარი რომ არეულობა არ გამომეწვია და მაინც ყველაფერი აირია ჩემ გამო.ჩემთვის არაფერი გითქვამს და _მე გადამაბიჯა შენ რომ დაგიწყო ჩალიჩი . პასუხი რომ გაეცი და შენ შენი სწორი პოზიცია გაქვს ამიტომ არ გვისაუბრია ამ ამბავზე . ახლა რა გინდა?ნანობ რომ არ ეზ.სავე ჯანელიძის სახლში მთვრალ გიგას? ვიცი,რომ არ ნანობ. სხვა დროს თუ მეტყვი ყველაფერზე და ყველაზე ვინც შეგაწუხებს უკეთესი იქნება. შენ თავს რაში იდანაშაულებ, ის რომ ნ.ბიჭვარია შენი ბრალია? ამ ამბავზე არც იფიქრო, არ ღირს _არ უარყოფ ... მე კი მეგონა ჭორი იყო და შენ არ მიგიყვანია იმ მდგომარეობამდე. საჭმელს ვერ ჭამს ისე არის ნაცემიო ისინიც მის გამო იყვნენ ხომ? _რატომ ვლაპარაკობთ გიგას მომტვრეულ ყბაზე , გეცოდება ? ვიცი,რომ არ მაშინ რატომ მართმევ დროს ? რის გარკვევას ცდილობ რამდენად დაუნდობელი ვარ თუ ჭორებიდან რომელია მართალი _შენი ეშინიათ _და გიკვირს შენ რომ არ გეშინია ? _უნდა მეშინოდეს? _სანამ ასეთი სწორი იქნები ,არ ... _ჩემი სისწორე როგორ ვლინდება _უბრალოდ ასეთი ხარ და ძალიან უნდა მოინდომო მე რომ შენ წინააღმდეგ აღმოვჩნდე ...ნუ ცდილობ ცოლი გახდე... მიხედე საკუთარ თავს და არ ჩაერიო ჩემ საქმეში ,მორჩა _ტირილის ახალი ტალღა რომ დაიწყო და მზერადაბინდულმა ახედა კიდევ უფრო მეტად დაუტკბა ხმა. ცრემლები შეუმშრალა და გაეღიმა გოგოს შეცვლილი მიმიკების დანახვისას _შენ მითხარი ყველამ უნდა იცოდეს რომ ერთმანეთი გვიყვარსო და ვცდილობ გავითვალისწინო . სიყვარული მე ასე მესმის უნდა ვღელავდე, მეშინოდეს და მის გამო საკუთარი თავის დავიწყება შემეძლოს _იქ რომ არავინ იყო ვის ატყუებდი ...როლში ჩარჩი თუ თავადაც დაიჯერე ის რაც არ გჭირს _რა არ მჭირს _არ გიყვარვარ ჯერ და შენ უკვე გგონია რომ გიყვარვარ , თავით გადაეშვი სიყვარულის ყველა უარყოფით შეგრძნებაში . შეეშვი ამ სულელურ ფიქრებს და ქცევებს თორემ მეც მრევ უკვე _თუ არ დავშორდებით ,თუ ამბობ არ გაგიშვებ არასდროსო ერთმანეთს არ გამორიცხავს ეგ ორი და ისიც რომ მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქრრო და მშვიდად ვიქნები?როგორ ვიქნები მშვიდად _მე შენთვის ვამბობ ,პატარავ _ნუ მეძახი ასე თითქოს მე ბავშვი ვარ და შენ ძალიან დიდი _ისევ ტირი _მერე რა , მხოლოდ ბავშვები ტირიან ქალები არა? მე ყველას წინ კი არ ვზლუქუნებ _თავისი ინიციატივით ჩაეხუტა. მოსწონდა მასთან ახლოს ყოფნა და ამ სურვილს არ ეწიბააღმდეგებოდა _მე გადავწყვეტ შემიყვარდე თუ არა ,ნამდვილად მიყვარხარ თუ არა, ვიეჭვიანო თუ არა, მინდოდე თუ არა . საკუთარ ქმედებებზე პასუხს ვაგებ თავად ,მე გადავწყვეტ შეცდომაა თუ ყველაზე სწორი ემოცია რაც გამჩენია აქამდე. _სიყვარულს მიხსნი ახლა,იაზრებ? _არა , უბრალოდ გეუბნები რომ შენ თუ არ გიყვარვარ და შენი გული სხვისია იმას არ ნიშნავს რომ მე გადამიწყვეტ მიყვარდე თუ არა . გენდობი და ეს იმ სიყვარულზე დიდი რამეა ჩემთვის ახლა ... აღარ მიყვირო მეტჯერ _რომ გავცოფდები რა ვქნა აბა _მითხარი იგივე სიტყვები რისი თქმაც გინდა ოღონდ არ მიღრიალო ... თორემ მერე მეც ვიყვირებ და ჩხუბი გამოვა _ანუ კიდევ აპირებ ჩემ გაბრაზებას _ იღიმოდა უკვე. ლოყიდან ცრემლები მოაშორა _ბრაზიანი აღმოჩნდი თორემ მე სულ არ მინდა რომ გაგაბრაზო ,ასეთი უფრო მომწონხარ _ვერ ვიჯერებ _რას _იმდენი მოახერხე ბოლოს მაინც ჩემი დასამშვიდებელი გახდი და სულ დამავიწყე გაბრაზება... ეს ცრემლები საოცარი მოგონება გაქვთ ქალებს _გგონია როცა მომინდება მაშინ ვტირი და მინდოდა თვალების დასიება? _აი უკვე ჩხუბზე გადადიხარ ჩაიარა თერაპიამ აღარ გინდა ჩახუტება _მინდა _ასეთი გულწრფელი როგორ იყო ვერ ხვდებოდა, როგორც კი კაცის მზერა აღიქვა მაშინვე გაწითლდა _ მინდა და ვიჩხუბებ მინდა და არ ვიჩხუბებ . როგორ ვაკონტროლო,ნუ იქნება მიზეზი და არ ვიჩხუბებ _მოშორდა ,არეულმა განაგრძო სიტუაციის გამოსწორება - შენი მინდა ჩემ მინდას დაემთხვევა - იღიმოდა, რამდენიმე წუთის შემდეგ დაწყებული ჩხუბი საბოლოოდ უნდა დაესრულებინა , მთელ ოჯახთან გაეწყვიტა კავშირი , ლევანთან საუბარი წინ ელოდა ის კი მარიტას არეულ მზერაზე და სიმორცხვეზე კონცენტრირებული არაფერზე ფიქრობდა მისი მოფერების გარდა. ....... ლევანს არაფერი უთქვამს. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ განვითარდა ვითარება ხურცძესა და მათ შორის. იმ ღამით სახლში დაბრუნებულ ბერდოს ჩხუბის კვალი არ ეტყობოდა რაც იმას ნიშნავდა,რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. მარიტას გვერდით დაიძინა, ძილის წინ თავზე აკოცა და სითბო გაუზიარა. -ყველანი რომ დაასრულებთ სწავლასა და მუშაობას აგარაკზე გადავიდეთ -მე ჯერ საქმე მექნება ... მე და მარიტა დავრჩებით- ბერდომ თქვა და მაშინვე მოეხსნა დაძაბულობა. -რა საქმე გაქვს იქედან რომ ვერ ჩამოხვალ -ცუდი გზებია და მეზარება -მარიტას წავიყვანთ...ცხელა აქ -30 წლის წინ მოყვანილ ცოლს ვერ ელევი და გინდა მე დავრჩე მარტო? -სავარძელში იჯდა და მარიტას მომზადებულ იმერულ ხაჭაპურს ნეტარად აგემოვნებდა- ქუთაისში უნდა წავიყვანო ,ბებია გავაცნო . ასეთ ხაჭაპურს რომ აკეთებს 20 წლის გოგო -კუჭის მონასავით ნუ ლაპარაკობ ... ქუთაისში თუ წახვალთ კარგი იქნება, უნდა მარიტას უკეთ გაცნობა და გაახარებ ყველას -თქვენ რა გეგმები გაქვთ ქალბატონო თაია? - დას გახედა, რომელიც ფიქრებით სადღაც დაფრინავდა -ჯერ მე მუშაობას ვერ ვასრულებ და ამ ეტაპზე კურსელებთან ერთად უნდა წავიდე , ნატალიას ოქროს დაბადების დღეზე ...მარიტა შენები არ აპირებენ რამეს დამთავრებამდე ? -არ ვიცი , არმგონია -იცი ვის აგარაკზე ავდივართ? შენც იცნობ , ჩვენთან იყვნენ რამდენჯერმე. შენზეც მითხრეს თუ უნდა წამოვიდესო და ჩვენთან ერთად წამოხვალ? -არ ვიცი, ასე კარგად არ ვიცნობ. უხერხული არ იქნება ?- ბერდოს გადახედა და აინტერესებდა რას ეტყოდა -როგორც გინდა... -კითხვის გაჟღერების გარეშე უპასუხა და ზანტად წამოდგა -გამომყევი ,საქმე მაქვს -სახლში ყოფნა და დასვენება მირჩევნია -თაიას უპასუხა და ბერდოს გაჰყვა-ნუ იცი ხოლმე ასე ... სულ ხითხითებენ ,უხერხულია , მრცხვენია მერე -თაიას უარი რატომ უთხარი... ახლა იმ გამოს.რებულის გამო ყველაფერს უნდა ერიდო? შენ გაერთე, დატკბი ყველა შესაძლებლობით და ეგეთ ლამაზ ქალზე დახამებულ შტერებს რა დალევს. მაგათ გამო თუ არსად წახვედი გამოიკეტე სახლში ბარემ ...ვიღაც ,სადღაც ყოველთვის იქნება ისეთი პრობლემის შექმნას რომ შეეცდება , მაგრამ შენ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრე ,სხვაზე არავისზე და არაფერზე. -ჩემ გამო რომ იჩხუბე და საქმეები გაგირჩიეს მშვიდად როგორ უნდა ვიყო ... -ნუ ამბობ ჩემ გამოო! -არ გავაგრძელოთ, თორემ ისევ მიყვირებ და გავბრაზები -წინასწარ აფრთხილებდა, იცოდა როგორი გაბრაზებულიც იყო -მაგიჟებ ... მოიშალე ეგ ფიქრი. რა იყო შენ გამო , შენ გამოიწვიე როგორმე, ეპრანჭებოდი , ეხვეოდი,რამე გქონდათ და მიატოვე თუ როგორ იყო შენ გამო -არა რა თქმა უნდა , მაგრამ -მაგრამ რა, შენ რა უნდა გაგეკეთებინა და არ გააკეთე. არაფერი ! შენ უპასუხე ის და ისე როგორც სწორი იყო ,ისე როგორც ჩემ ქალს ეკადრებოდა და მორჩა. დანარჩენი იყო ჩემი საქმე და მოვაგვარე. გინდა მოვიდეს და ბოდიში მოგიხადოს? ვიფიქრე არ გჭირდება მისგან ეგ სიტყვა და არც მისი ნახვა. ამიტომ უბრალოდ აღარ დაგეკონტაქტება და მორჩა. მასეთების გამო ჯაჭვით დაბმულივით უნდა მოიქცე და ვერ ისუნთქო? -მე არ მინდა შენ პრობლემები შეგექმნას , იჩხუბო ჩემგამო -შენ გამო არ არსებობს, არის ჩვენთვის და საჩხუბარი თუ არის უნდა იჩხუბო კიდეც. -მეშინია... შენც რომ რამე შეგემთხვას ვერ გადავიტან -გამოვიტანეთ დასკვნა, საკუთარი სურვილის კი არა მათ გამო არ გიყვარს გართობა. თაიას კარგი გარემოცვა ჰყავს, მათთან თავს კომფორტულად იგრძნობ. მანქანას გაგატან თუ გინდა და როცა მოგინდება წამოხვალ -მართვა არ ვიცი და მანქანას გამატან? -ვიცი სადაც მიდიან და იქამდე უპრობლემოდ მიხვალ ... -შენ სახლში არ იქნები? -არა , საქმე მაქვს -ბარემ დაგტოვებ ნინიასთან და მერე წავალ გასართობად ,სხვებთან ... საერთოდ იქნებ სჯობდეს ვიპოვნო ვინმე ვისაც ვეყვარები და გავყვე მას . შენც დაისვენებ ჩემგან და -ღმერთო ასეთი რა ცოდვა მაქვს, რამე ნიშანი მომეცი რომ სხვანაირად მოვინანიო- წამსვე ამოიოხრა და გაეცალა- როგორც გინდა ისე მოიქეცი ჩემგან რამე თუ გჭირდება მითხარი უბრალოდ და გექნება -შენ მჭირდები მხოლოდ - ჩუმად თქვა, იმდენად ჩუმად რომ ბერდომ ვერ გაიგო ..................... თაიას კურსელი და მთელი მისი სამეგობრო მის ოქროს დაბადების დღეს აღნიშნავდა და ხალხმრავლობა იყო. ვინაიდან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იუბილართან თავიდანვე მის გარემოცვაში იყო და კარგადაც ატარებდა დროს. მარიტასაც მოსწონდა ახალი ადამიანების გაცნობა, ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. თაია ყურადღების ეპიცენტრში იყო, როგორც აღმოჩნდა ბევრ ვინმეს იცნობდა და მარიტაც ყველას წარუდგინა. -თაია , სასიამოვნოა თქვენი აქ ხილვა - ეზოში იჯდა, რამდენიმე ჭიქა დალია და გონებას ასვენებდა. ცეკვის შემდეგ თავბრუსხვევა ჰქონდა ,მაგრამ ილო ტვილდიანი ნამდვილად არ ეჩვენებოდა . გვერდით მჯდომს ერთხანს ჩუმად უყურებდა, რწმუდნებოდა რომ რეალური იყო - ნატალი, ლაილას ბავშვობის მეგობარია. ჩვენს სახლს ხშირად სტუმრობდა -შეიძლება ითქვას,რომ თქვენს თვალწინ გაიზარდა ?- გაახსენდა როგორი აღფრთოვანებული უყვებოდა ჩემი ყორანი უნდა გაგაცნოო და იმ წამს მიხვდა ვინ იყო ეს ყორანი - ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა ,ილო -მაჩუქებთ ერთ ცეკვას? -მელოდიის გაგებისას წამოდგა , ხელი გაუწოდა და დაელოდა . თაიას ბევრი არ უფიქრია , მის თითებს თითები შეახო . მუსიკის ხმა არ ესმოდა, მხოლოდ ტვილდიანთან სიახლოვით მიღებულ ემოციებს აღიქვამდა და მთლიანად იკარგებოდა სიამოვნებისგან თავსდამტყდარ ტალღებში -სამყაროს საჩუქარია თქვენი არსებობა - დასასრულს უთხრა, თავი დახარა, ხელზე აკოცა და მანძილი გაზარდა - გმადლობთ , ცეკვისთვის -თაიამ ვერაფრის თქმა მოახერხა, ალბათ სიტყვებზე მეტს ამბობდა ილოს გამჭრიახი გონებისთვის . სიზმარივით იყო ტვილდიანთან შეხვედრა, იქამდე როგორ ვერ შენიშნა ეს ფაქტი აკვირვებდა და შემდეგ ყველა ემოციას თავიდან განიცდიდა. -ლაილა გაიცანი თაია, ჩემი ძვირფასი შენაძენი სწავლის განმავლობაში- უკან დაბრუნებულს ნატალია ლაილასთან ერთად დაუხვდა და დედამიწაზე დაბრუნდა -ჩვენ ვიცნობთ... ტყუპების მასწავლებელია -მართლა? როგორ გაუმართლათ ჩემ პატარებს... ამიტომ არ გადაჰყავს ილოს ? -მოსწონს განათლება რომელსაც იღებენ თაიას დამსახურებით... -არადა ბავშვების საფრანგეთში გადაყვანას გეგმავდა და ამდენი ხნით შეჩერდა წარმოიდგინა რომ წავიდოდა და ეტკინა. აერია ფიქრები, სულ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე. ილო ტვილდიანზე საუბარიც კი ყველაფერს თავდაყირა აყენებდა. წონასწორობას კარგავდა. ყველასა და ყველაფერს გაერიდა, სახლში შევიდა და მეორე სართულისკენ დაიძრა. დერეფანში მდგომ ილოს ამჯერად ფხიზელი გონებით შეხვდა ,მობილურზე საუბრობდა რომ დაინახა და მაშინვე შეწყვიტა. ნახევრად ჩაბნელებულ ჰოლს გარედან შემოსული შუქი ანათებდა , თაიას კი მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა გონებაში,რომლის გაჟღერებაც არ დააყოვნა -არ ვიცოდი ბავშვებთან ერთად საფრანგეთში გადაცხოვრებას თუ გეგმავდით. როდის აპირებთ? -გადავიფიქრე -გაეღიმა , თაიას კი მისი ეს „მიგიხვდი“ აგიჟებდა . თითქოს მის აზრებს კითხულობდა -მაინც როდემდე გადაიფიქრეთ -იქამდე სანამ მისი სურვილიც არ იქნება ფრანგული ცხოვრების ჩვენთან ერთად დაწყება ვის გამოც ვრჩები და ვცვლი ყველა გეგმას -და მას თუ არასდროს მოუნდება ფრანგული ცხოვრება და ქართულის მოყვარული პატრიოტია? -ადგილს არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია ერთად ვიყოთ და ნებისმიერ ადგილას შევქმნი სამოთხეს დედამიწაზე ...................... წლის დასასრულს ღონისძიებისთვის მოამზადა ბავშვები. ბოლო რეპეტიციას სცენაზე გადიოდნენ. ცარიელ დარბაზში იჯდა და ჩუმად უყურებდა მიმდინარეობას. ღიმილიანი სახით აკვირდებოდა მათ პირველ ნაბიჯებს . მოსწონდა როგორი თავისუფლები იყვნენ . -ყოჩაღები ხართ - ტაში დაუკრა და შესვენების დროს ლამაზ ჯამში ჩაყრილი შოკოლადები გამოაჩინა - ჩვენი საიდუმლოს შენახვა ხომ არ დაგავიწყდათ...სიურპრიზი დედიკოებისთვის -არ დაგვავიწყდა მას - ბავშვებმა ერთხმად უთხრეს და შოკოლადები სათითაოდ ამოიეს. სცენის კიდეზე ისხდნენ და ჭამდნენ მარო რომ მიუახლოვდა -ჩვენთვის ნუ მოიტანთ ყვავილებს... ლაილა არ იქნება , გამოცდა აქვს იმ დღეს და ვერ მოვა ... -გამოცდიდან დაბრუნებულს დაახვედრეთ ... - პერანგის საყელო გაუსწორა და მერე თმაზე გადაუსვა ხელი -შეთე იქნება ?- ჩურჩულით უთხრა -არ ვიცი...მათი ღონისძიება ჩვენს მერეა -ჩვენ რომ დავესწროთ შეიძლება? -ვნახოთ ,თუ გამოგვივა ვეცდები -თვალი ჩაუკრა და მერე ბავშვებს გახედა -ბავშვებო ბოლო ნაწილი გავიაროთ და სიმღერებს მუსიკის მასწავლებელთან ერთად გავირეპეტიციებთ... - ყველანი დალაგდნენ ,ხმაური შეწყვიტეს და თავიანთი ადგილები დაიკავეს -შემიძლია აკონპანიმენტი გავუწიო... თუ ნებას მომცემთ - ილო ტვილდიანის ხმა გაიგო და იგრძნო მთელ სხეულში დავლილი ცხელი ტალღა- გამარჯობა თაია- მსუბუქად გაუღიმა და შემდეგ ბავშვებს მიესალმა - გამარჯობა ბავშვებო -გამარჯობა -ბოდიში რომ შემოგეჭერით...რომ დააგვიანეს შემოვედი და მითხრეს სადაც იყავით -არაუშავს... -დავუკრა თუ ისეთი რთული რეპერტუარი გაქვთ რომ ვერ შევძლებ -გეტყვით, მაგრამ დიდი დრო დასჭირდება თუ არ გეჩქარებათ -სიამოვნებით ჩავერთვები თქვენს სამზადისში - ჯინსითა და მაისურით,სპორტულ ფორმაში ბავშვების წასაყვანად მისული პიანინოსთან მჯდომი აღმოჩნდა ბოლოს. შვილების კლასელებთან ისეტი უშუალო იყო, იმდენად მარტივი და მსუბუქი სულ არ იწვევდა მათში დაბნეულობას. ერთ -ერთ გოგონას ტექსტი აერია , ანერვიულებულიც კი დაამშვიდა. თავიდან დავიწყოთო უთხრა და არ დაეზარა რამდენიმე რეპეტიცია,ბოლოს კი მხურვალე აპლოდისმენტებიც არ დაიშურა. ერთი სანახაობა იყო პიანინოსთან მჯდომი ილო ტვილდიანი . ბოლოს კი ტყუპებთან ერთად მის წინ მდგომმა რომ დაპატიჟა გონარეულმა უარის თქმაზე ვერც კი იფიქრა. ასე აღმოჩნდა მანქანაში მის გვერდით მჯდომი , მცხეთის გზაზე მიმავალი . ღონისძიების დღეს ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ყოველთვის ბავშვებთან ერთად ღელავდა . დასასრულს ყველამ დედას აჩუქა ყვავილები მარომ და მოსემ კი მას. ულამაზეს აბრეშუმის შარფთან და სათვალესთან ერთად. ილო ტვილდიანი ისე იჯდა სკოლის სააქტო დარბაზის ძველისძველ სკამზე თითქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში ესწრებოდა წარმოდგენას. ბავშვები ბედნიერები იყვნენ , ისიც მათ გვერდით. -ბავშვებს მეორე ჯგუფის ღონისძიების ნახვაც უნდათ თუ არ გეჩქარებათ- ახსოვდა მაროს შეთეს გამოსვლას რომ ელოდა და უცებ თქვა -კონკრეტულად ვისი ნახვა სურთ ,ნეტავ- ილომ ჩუმად ჩაილაპარაკა და ბიჭს გახედა მისი ქალიშვილი რომ უყურებდა -მარომ გადაწყვიტოს ,თუ დარჩენა უნდა დავრჩეთ ,მაგრამ შემდეგ ზოოპარკში წასვლას ვერ მოვასწრებთ -არაუშავს, სხვა დროს წავიდეტ... -წამსვე მიიღო გადაწყვეტილება და სკამზე ჩამოჯდა -დამღალა და შენც არ აჩერებ- მოსემ ჩუმად თქვა და მამას შეუბღვირა - შეყვარებული ყავს იმ ბიჭს ,გაიგებს და გაგიჟდება მერე მთლად -ერთი საათი მოვითმინოთ ,მაროსთვის როგორც ნამდვილ კაცებს შეეფერებათ და მერე სადაც შენ იტყვი იქ წავიდეთ -მაროს ზლუქუნს ნუ მომასმენინებ ოღონდ და არაფერი მინდა მეტი -მე რა შემიძლია, ბიჭს როგორ შევაყვარო მისი თავი -დააცადე მოითხოვს და მერე ვნახოთ რას იზამ - ჩუმად ბურდღუნებდა და თაიას ღიმილი არ შორდებოდა სახიდან . -არადა ლაილა როგორი უპრობლემო ბავშვი იყო ... შვილი აშკარად უფრო მგავს ვიდრე და - ურეკავდნენ და ბოდიშის მოხდის შემდეგ გავიდა. რომ დაბრუნდა უკვე დაწყებული იყო, ადგილი თაიას გვერდით თავისუფალი გახლდათ რადგანაც მოსემ გადაჯდომა ისურვა. -არ მჯერა რომ ის ქერა თოჯინა მოსწონს...კითხვაც არ იცის - გაიგო და თაიას წინ დატრიალდა ქარიშხალი რომელიც იქამდე ნანახი არ ჰქონდა. მამა შვილისთვის კი უცხო არ იყო - სულელი! -შენ უკვე მეორეკლასელი ხარ, წინ მთელი ზაფხული გვაქვს ... ბევრ ადგილას შეგვიძლია წავიდეთ -არსად მინდა ! -როგორ არ გინდა, უბრალოდ ახლა გაბრაზებული ხარ ...რად გვინდა ისეთი ბიჭი ვისაც სხვა მოსწონს? -მე მომწონს და შენ არ მეუბნები რაც შენ გინდა იმის მისაღწევად უნდა მოინდომოო? მინდა შეთეს ვუყვარდე ! ამ ზაფხულს ეს მინდა ,მამა -გეყოფა -აშკარად არ მოეწონა მისი ტონი -არ მეყოფა ,ხომ დამპირდი ყველა სურვილს შეგისრულებო -სხვა ადამიანებს არ ეხებათ ეგ სურვილები ... -შენ გიხარია და იმიტომ -სექტემბრამდე დავიცადოთ... ჯერ ძალიან პატარაა ბევრჯერ შეეცვლება ხასიათი და გემოვნება. თუმცა პირველი შეყვარებული შენ მაინც აღარ იქნები ამიტომ სჯობს დაივიწყო და იმაზე იფიქრო როგორ გაერთობი ამ ზაფხულს -მასწავლებელოო უთხარი რომ დამეხმაროს -ვერ დაგეხმარება , საჭიროც არ არის. შენ ხომ ისედაც საუკეთესო გოგო ხარ, რა გჭირდება მისგან როცა უამრავ ვინმეს უყვარხარ -ისე მინდა მიყურებდეს როგორც მამა შენ - გააჟღერა მოულოდნელი წინადადება,რომელმაც თაია ვერ დააბნია . მსუბუქად გაუღიმა და არეული თმიდან სამაგრი მოაშორა -ჯერ ძალიან ადრეა , ასე ცხოვრებაში მხოლოდ ერთმა კაცმა უნდა შემოგხედოს და როგორ გგონია 7 წლის შეთე არის ეგ კაცი? - ყველაფერი აირია , უკვე მანქანასთან ახლოს იყვნენ და ილოს მოციმციმე თვალების მოგერიებას ცდილობდა ბიჭმა რომ მიირბინა -მარო , მაროო ერთი წუთით შეიძლება ? - სირბილისგან გულისცემააჩქარებული , შავთვალება ბიჭი იდგა მათ წინ და გამბედაობა ჰყოფნიდა გოგონასთვის წერილისა და ყვავილის გადასაცემად. მაროც კი გაკვირვებული უყურებდა ბიჭს . მათი საუბარი არ ესმოდათ ,თაია ილოს გახედა და მათი მზერაც გადაიკვეთა -მგონი გადავრჩით-მოსეს ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები რომ გაიგეს ორივეს გაეცინა -მაგრამ ამ ბიჭს არ ვიცნობ, თქვენ იცნობთ მასწავლებელო ? -ვიცნობ, ჩემი მოსწავლე იყო -ეს ყველაფერი ნამდვილად ხდება თუ მე არ ვუცქერ ჩემი 6 წლის შვილის სასიყვარულო თავგადასავალს -წავედიით ... თაია მასწავლებელო თქვენც ხომ გამოგვყვებით? უარი არ გვითხრათ , კარგ ხასიათზე ვარ , მინდა თქვენც ჩვენთან იყოთ და მამაც კარგ ხასიათზე იყოს. ლაიალა უკვა ჩააბარებდა გამოცდას, ხომ არ გავუაროთ? ყველა ერთად წავიდეთ სადმე. -თუ დრო არ გაქვთ ან წამოსვლა არ გსურთ სახლში დაგტოვებთ, პრობლემა არ არის - ილომ უთხრა და პასუხს დაელოდა -საღამომდე დრო მაქვს ... ვახშმის დროს სახლში უნდა ვიყო -შევთანხმდით , გთხოვთ - კარი გაუღო და დაელოდა. მარო უკვე უკანა სავარძელზე იჯდა და ვარდს დაჰყურებდა. -წერილს არ გახსნი? -არააა -არ გაინტერესებს რა დაწერა? იქნება სულ ვერ წერს ნორმალურად და ისევ შეთეს დაუბრუნდე...ასეთი მერყევი ხასიათი არ უნდა გქონდეს ქალს -6 წლის ვარ -თქვენც ამდენი ვინმე მოგწონდათ 6 წლის ასაკში,თაია? -ყველნი განსხვავებულები ვართ... -ამ ზაფხულს ნეტავ კიდევ ვის მოეწონება და ვინ მოეწონება ჩემ ძვირფას ქალიშვილს -მე სვანეთში მინდა წასვლა და ხომ არაფერი შეიცვლება... -მეც მინდა და ნუ მებუტები...წერა რომ არ იცოდეს ხომ ვერ დაწერდა - მამის ნათქვამმა ჩააფიქრა -ოუუფ არ მინდა ჯერ წაკითხვა მშია და რომ მშია ვერ ვფიქრობ -მე ვასწავლიდი, წერაც შესანიშნავად იცის, კითხვაც და ბევრი ლექსიც . დავით ბერიძის შვილია , ხომ არ იცნობთ თქვენც, ჩემები რომ მეგობრობენ ვიცი. ჩვენთანაც იყო რამდენჯერმე , სტუმრად -მეგონა დიდი შვილები ჰყავდა ... -ნიკო ყველაზე პატარაა -გოგონების შემდეგ მეოთხე ბიჭია ნიკო? იმიტომაა ასეთი თამამი და გამბედავი? მამის წინ რომ გოგოს წერილს გადასცემ ყვავილთან ერთად ,შეაყოვნებ და სიყვარულს აუხსნი. შეგშურდება პირდაპირ კაცს -აღარ ვილაპარაკოთ ამაზე , თორემ ნელ-ნელა მებუტები უკვე ... - უკნიდან მოეხვია და ლოყაზე აკოცა- თაია მასწავლებელო თქვენ სად მიდიხართ ამ ზაფხულს? -მე ჯერ კიდევ ვაგრძელებ სწავლას , მუშაობასაც და შემდეგ ოჯახთან ერთად გადავწყვეტ . -სვანეთში ყოფილხართ ოდესმე? -დიდი ხნის წინ ... -გოშხეთელიანი რომ ხართ სვანი არ ხართ?-მოსეც ჩაერთო საუბარში -მე როგორც ვიცი ჩემი ოჯახის ოთხი თაობა უკვე თბილისში ცხოვრობს და სახლიც არ გვაქვს სვანეთში . მხოლოდ სტუმრად ვიყავით ერთხელ მამას მეგობართან . თქვენ ძალიან გიყვართ როგორც სჩანს -კი -იქ ცხენებით დავდივართ...თქვენ იცით ცხენზე ჯდომა? რა ქვია მაგას? -ჯირითი -ხო იცით თქვენ? -არა , მეშინია და არც მიცდია -ჩვენ ჭკვიანი ცხენები გვყავს, ხო მამა? ერთი ორი დღის წინ დაიბადა და მალე მინდა ვნახო... მამამ თქვა სულ შავიაო. მამას თეთრი ცხენიც ჰყავს ,სულ ,სულ თეთრია და ისეთი ლამაზი თმა ააქვს -გასაგებია რატომ გიყვართ ასე ძალიან სვანეთი ... ბედნიერ დასვენებას გისურვებთ -მოგვენატრებით ... -ხო, ყველას მოგვენატრებით... აი ლაილაა იქ არიის - ფანჯარა დასწია და ხელი დაუქნია. მალე გოგონაც შეუერთდდათ -გილოცავ , პატარავ- კითხვის დასმის გარეშე მიულოცა და თბილად გაუღიმა -მადლობაა...მეც გილოცავთ სკოლის დასრულებას . სად მივდივართ? -ბიჭები გველოდებიან, ვისადილოთ და შემდეგ სადაც გინდათ იქ წავიდეთ. ორი დღე სახლში ვიქნები გაფრენამდე . ყველაფერი შესანიშნავი იყო. მოსწონდა ტვილდიანების გარემოცვაში ყოფნა, მაგრამ ფაქტი,რომ ილო წასვლას გეგმავდა და თანაც საზღვრებს გარეთ ეს უკვე მოქმედებდა თაიას ხასიათზე. უცნაურად გაწონასწორებულები და თან ხალისიანები იყვნენ, თავისებური თავისუფლება ჰქონდათ, გარკვეული ჩარჩოებით. უყურებდა და ხვდებოდა, ილო ყველასთვის მამასავით იყო. იქამდე არ დაიწყო ჭამა სანამ ყველასთვის საყვარელი კერძი არ იდო სუფრასთან . რაღაცები გადაამოწმა , ბიჭებს თვალებით ესაუბრებოდა. მაროს საკუთარი ხელით დაუჭრა ხორცის ნაჭრები და ისე მიაწოდა თეფში. ბუნებრივი ქმედება იყო, ინსტიქტად ქცეული და ვერცერთი იაზრებდა ამ ყველაფერს თაიას გარდა . შემდეგ გაჟღერდა წინადადება „შენთან უნდათ დალაპარაკება, რარაც შვებულებების ამბები ვერ დალაგდა. იქნებ გვნახოსო მთხოვეს“ -საქმეზე ნუ მელაპარაკები სადილის დროს - ქვემოდან ახედა ძმას და იმ წამს მოსული აჭარული ხაჭაპური თავად მიაწოდა თაიას- იმედი მაქვს მოგეწონებათ -გმადლობთ იცოდა რაც უყვარდა თან ისე,რომ თაიას არაფერი უთქვამს მისთვის. იმყოფებოდა მის რესტორანში და ისე იჯდა როგორც ჩვეულებრივი სტუმარი. შემდეგ დააკვირდა პერსონალი როგორ უყურებდათ, როგორი დაძაბულები დააბიჯებდნენ . მის გვერდით ყოფნისას ვეღარაფერს ამჩნევდა ილოს გარდა და ეს ფაქტი არ მოსწონდა. ...................... ნოდარ გადელიას მანქანას ესროლესო ქალაქში ხმა გავრცელდა და მოულოდნელი ტყვიასავით იყო მარიტასთვის ეს ამბავი. ქუჩაში მიდიოდა უცებ რომ დატრიალდა ყველაფერი და მზერა დაებინდა. სახლამდე სულ ცოტა მანძილი ჰქონდა დარჩენილი ,მიდიოდა ,მაგრამ გული სულ სხვა მიმართულებით წასვლას ურჩევდა. ორად გაიხლიჩა და მომდევნო რამდენიმე საათი მისი გონება ომში იყო,საკუთარ თავთან ბრძოლაში _მარიტა _გისმენ ... მაიკოსთვის ვაკეთებ ლობიანს. მინდაო და სანამ ქეთო მოვა იქამდე მოვუმზადებ_თქო ვიფიქრე. ცომი ბლომად მაქვს და შენც დაგიცხობ ხაჭაპურს. კარტოფილიანი პერაშკები ხო არ გავაკეთო_თქო ვფიქრობდი_მაქსიმალურად ცდილობდა გულის გადაყოლებას თითქოს ყველაფერი კარგად იყო _წავიდეთ ... ნახე და დამშვიდდები-ხედავდა მის გრძნობებს და არ აპირებდა ეყურბინა მორგებული ნიღბისთვის _მეშინია _მე ვიქნები შენთან _მეშინია რომ ძალიან ცუდად იქნება და არ მინდა ბოლოჯერ ცუდად მყოფი ვნახო. მეშინია რომ მოკვდება და არ მინდა რომ მოკვდეს იმიტომ რომ მიყვარს . მისი შვილი არ ვარ,საშინელი ხასიათი აქვს, სულ არ არის თბილი და მოსიყვარულე , თავისებურია და ბევრისთვის ძალიან ცუდიც ათასი უბედურება აქვს ჩადენილიო და მე მაინც მიყვარს . არავისთვის არასდროს მითქვამს და მეც ახლა გავიაზრე . მისი შვილი არ ვარ,მაგრამ ხუთი წლიდან მასთან ვიზრდები . სკოლისთვის ტანსაცმელი მოსკოვიდან ჩამომიტანა. საკუთარ შვილებს როგორც ექცეოდა ზუსტად ისე მექცეოდა მეც. მკაცრი თავის გოგოსთანაც იყო მის გათხოვებამდე და მერეც არ შეცვლილა,მხოლოდ ქმარა გადააბარა. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე მალევე მქონდა დაბადების დღე და მთელი ჩემი ჯგუფი დაპატიჟა . შეიძლებოდა ვიღაცის გვერდით დავენახე და გაგიჟებულიყო ისეთი ამბავი მოეწყო ,მაგრამ ჩემთვის არასდროს დაურტყამს ,არც უგინებია და არც დავუსჯივარ. ჩემი გაკეთებული აჩმა უყვარს ... ზუსტად ვიცი იმ საზიზღართან დამტოვებდა,მოტაცებულს სახლში არ წამომიყვანდა ,მაგრამ დაემუქრებოდა და ეტყოდა რამე რომ აწყენინო,ატკინო თითებს დაგამტვრევო_ ტიროდა უკვე და მთელი დღის ნაგროვებ ემოციებს ატევდა ცრემლებში-აქაც არ ვიცი როგორ მოვიდა, იცის რომ მის უკითხავად დავქორწინდი და გაბრაზებულია _მე მითხრა მოგკლავო ... თუ ატკენ მოგკლავო _როდის მოასწარი მასთან საუბარი _რომ ჩამოვიდა და გაიგო ჩვენი ამბავი მაშინ . მარიტა ბრილიანტიაო ესეც მითხრა _ერთმანეთს წამლავენ ,ყველანი ასე არიან ... მაგრამ ასე არიან შეჩვეულები ეს გონია ნორმალური. შენთან,თქვენთან ყველაფერი სხვანაირია _მესმის შენი _არ გესმის ... შენ არ იცი როგორია როცა არასწორი ვინმე გიყვარს. შენი მშობლები შეუძლებელია არ გიყვარდეს _მნიშვნელობა არ აქვს ვინ გიყვარს და როგორია ის,მთავარია რომ გაღელვებს და სულ რომ უარესი ყოფილიყო,სულ რომ ბევრჯერ ეჩხუბა შენთან,ბავშვობაში ეცემე ან უფრო მეტი აეკრძალა ვიდრე გიკრძალავდა, ნერვიულობ და ვერ მოისვენებ იქამდე სანამ არ ნახავ . შენ ოჯახთან ერთად არ იქნები იქ ,მის მოლოდინში _ხომ ცოცხალია ,თუ მოკვდა და იმიტომ მოხვედი _ცოცხალია, ჯალაღონია უკეთებს ოპერაციასო . დასრულებულიც იქნება უკვე ... წავიდეთ ? _ ცრემლები შეუმშრალა და შუბლზე აკოცა _ მე შენთან ვიქნები ,იმდენ ხანს დავრჩეთ რამდენ ხანსაც შენი სიმშვიდისთვის იქნება საჭირო _დედაჩემი არასდროს მაძლევდა ხოლმე ფულს ახალი ტანსაცმლისთვის და ფეხსაცმლისთვის . ბევრი ვიყავით სახლში და ეკონომიას აკეთებდა . საჭმელზე იხარჯებოდა და სხვების გამასპინძლებაზე, გაასესხებდნენ,გააჩუქებდნენ და მე ტირილამდე მისულსაც არ მიყიდდა იმ კაბას რომელიც მომწონდა . დედაჩემი უფრო მჩაგრავდა და მაგრძნობინებდა ნოდარის შვილი რომ არ ვიყავი ვიდრე თვითონ. ოჯახში სულ ორი გოგო ვიყავით ერთი მე და მეორე მისი შვილი პირველი ცოლისგან . ნათიას რომ აძლევდა ფულს ზუსტად იმდენს მაძლევდა მეც , მე დედაჩემი მართმევდა სულ და ნათიას არასდროს . მასთან უფრო თბილი იყო , არადა დედაჩემი იყო. სანამ ნათია არ გათხოვდა იქამდე ვბრაზობდი. გვიან მივხვდი უდედოდ დარჩენილისთვის ბოროტი დედინაცვალი არ უნდოდა ყოფილიყო. ნათიას სულ იცავდა დედაჩემი და მე ყველაფერზე მეჩხუბებოდა ,სულ მახსენებდა რომ იმ ოჯახის წევრი არ ვიყავი და მადლიერი უნდა ვყოფილიყავი ყველაფრისთვის ,რომ თავი არ უნდა შემერცხვინა და ისინი არ უნდა შემერცხვინა. ამდენმა წნეხმა და შეზღუდვამ ტყვედ გადამაქცია,ხანდახან მგონია რომ ის არ ვარ ვინც ვარ და სულ სხვა ვიქნები თუ დედაჩემის ხმას არ გავიგებ მის ნათქვამ „არ“ _ს თუ გავთიშავ ტვინში ეს აღარ ვიქნები . დედაჩემს პირველი ქმარი მოუკლეს ,ორსულად რომ იყო ზამთარაზე მაშინ,მამაჩემმა მოიტაცა და მერე სადღაც გაქრა ახალ საყვარელთან ერთად. ნოდარი არც კი ვიცი როდის გაიცნო,როგორ ან ვინ გაურიგა ან როგორ მოხდა ორი შვილით ,უარაფროდ დარჩენილი ათასი ჭორით სახელგატეხილი დედაჩემი ცოლად რომ შეირთო და ამდენი წელი ჰყავს გვერდით. მილიონჯერ მინახავს მაგათი ჩხუბი ,მაგრამ მე თუ მკითხავ სულ დედაჩემის ბრალი იყო . მაგათი საქვეყნოდ გამოხატული სითბო და სიყვარული მე არ მინახავს ,მაგრამ არც ნაცემი დედაჩემი მინახავს . არ ვიცი ამდენს რატომ იხსენებს ახლა ჩემი ტვინი ,არც ის ვიცი ნოდარს რამე რომ დაემართოს დედაჩემი რას იზამს. რომ იტირებს მართლა გულით იტირებს თუ მოვალეობას მოიხდის. ნათიას თვითონ არ ელაპარაკებოდა და არ ვიცი იქ დამხვდება თუ არა . ორი წელია არ აპატია მის უკითხავად იმ ბიჭზე გაყოლა ვინც ნოდართან ხელის სათხოვნელად არ მივიდა. გაიპარნენ და ეს ორი წელია არ აპატია. ორსულ ნათიასაც არ აპატია და მე მაპატიებს? _მისი პატიება გჭირდება თუ იმის გაგება რომ ცოცხალია _მეშინია რომ პატიების შანსს დაავკარგავ მიუხედავად იმისა რომ საპატიებელი არაფერი მაქვს და დამნაშავე არ ვარ _მაგრამ მაინც არ გინდა შენზე ნაწყენი წავიდეს იმქვეყნად იმიტომ რომ ვერ იტან როცა ვინმე შენზე ბრაზობს თუნდაც მართალი იყო და მის აზრებს არ ეთანხმებოდა ... _ხო არ მოკვდება ... _ისევ ტირილს იწყებ. თუ არ ვნახეთ ვერ გავიგებთ როგორია მდგომარეობა _მეშინია _შიში სულ იქნება თუ დამორჩილდი... წავიდეთ _ ხელი გაუწოდა და დაელოდა . მარიტა მის გამოწვდილ ხელს რომ ხედავდა უკან არასდროს იხევდა,უფსკრულშიც ჩაყვებოდა და ყველა შიშს დაძლევდა . ………… საავადმყოფოს ნესტიანი დერეფანი,არეულობა . პირველ სართულზე ,მიმღებში მოჩხუბარი ოჯახისწევრები. ყველა მხრიდან ხმაური ისმოდა,განუკითხაობა იყო და მარიტა კიდევ უფრო მეტად დაფრთხა . _რაღაც საშინელება მოხდება ... შენ არ ვიცი იცნობ თუ არა ნოდარის უფროს ბიჭს ,თემოს . მანამ არ მოისვენებს სანამ ყველას არ მოკლავს და ციხეშიც წავა . უბედურება მოხდება ყველა ვარიანტში . საგიჟეთია ,ღმერთო ეს ხო ცხოვრება არაა _წინასწარ ნუ ფიქრობ ყველა უბედურებაზე _თემო არ შეარჩენს... ყველაფერზე შეუძლია იჩხუბოს. ერთი წლის წინ ქორწილში ცემა ვიღაც ისე რომ ძლივს გადარჩა ის ბიჭი ძვირფასი კი ციხეში მოსვეს რამდენი თვით აღარ მახსოვს და არც ის მახსოვს ფული რამდენჯ დასჭირდა დროზე ადრე გამოსასვლელად. ჩემზე თორმეტი წლით დიდია და ნორმალურად არ ვკონტაქტობთ. გთხოვ რაც არ უნდა გითხრას არ აყვე,ახლა უბრალოდ ჩხუბი წყურია და აზრი არ აქვს მასთან საუბარს. ვერაფერს შეაგნებინებ მშვიდად რომაა მაშინაც _ყველაფერზე ნუ დარდობ. არაფერი მოხდება,არავის არაფერს დავაშავებინებ _დაშავებამდე არ უნდა მივკდეს საქმე _შენ ვისკენ ხარ _როგორ მეკითხები საერთოდ... კარგი შენ მთავარია არ აყვე და არ გადააჭარბო დანარჩენს მივხედავ _წარმოდგენა არ ჰქონდა ბერდო თუ უკვე ყველას იცნობდა . ისე შეხვდნენ ბიჭები თითქოს ჩვეული ამბავი იყო მისი მათ გვერდით ყოფნა. _როგორაა _ოპერაცია დამთავრდა ... ექიმი ჯერ არ გამოსულა. ექთანმა გვითხრა კარგად ჩაიარა ტყვია ამოიღესო. ავარია რომ დაემატა ნაკაწრები აქ ,მოტეხილიც აქ ხელი და იტოკში რთულად არის ,მაგრამ გამოძვრება _დედა სად არის _ცუდად გახდა და მიმღების ოთახში დააწვინეს ... ისტერიკაში იყო სანამ დამამშვიდებელი არ გაუკეთეს ამწია ჭკუიდან . შენ რაც გათხოვდი იმის მერე ისედაც დაჭმული ვყავართ ყველა ,შენ ყოფილხარ მაგის დამამშვიდებელი _ნათიას და თემოს ცოლ ეკას მოეხვია უმცროსი ძმის სიტყვები რომ გაიგო და თავი ისე დაიჭირა თითქოს ვერც გაიაზრა მისი ნათქვამი _როდის ელოდები ... არ ინერვიულო ბევრი ხომ გაიგე ძლიერია და გამოძვრება . მთავარია ცოცხალია _ ტირილი მრავალგზის მოსწრებული ჰქონდა უკვე ნათიას . იმხელა მუცელი ჰქონდა წამოდგომაც ძლივს შეძლო _ერთი თვე დარჩა ... ვეღარ ვმოძრაოვ უკვე. ასე მგონია ყველაფერი მტკივა . მე მაინც არ მელაპარაკება ,ვერ შევირიგე და შენმა ქმარმა მოუგვარა როგორღაც. იქნებ ახლა მაინც შემირიგდეს ,აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა _ყველაფერი დალაგდება ... ისედაც იყო დამტკბარი უკვე. ველაპარაკებოდი ხშირად შენს ორსულობაზე და ვითომ არ აინტერესებდა ,მაგრამ თუ არაფერს ვიტყოდი შენთან სტუმრობის მერე მოუსვენრად დადიოდა . ჩვენ ლაპარაკს უსმენდა ... ხომ იცი როგორი ჯიუტია კლინიკაში ყოფნია დროს ბერდომ მარიტას კიდევ ერთი სახე დაინახა. ასაკთან შეუსაბამოდ დინჯი, სხვებზე ორიენტირებული , შინაგანად აღელვებული სიმშვიდეს რომ გამოხატავდა და სხვებს უზიარებდა. არავითან ავლენდა სისუსტეს,არავის აჩვენებდა შიშს ,მხოლოდ გოშხეთელიანს და მეტს არავის. დედის დანახვისას პატარა ბავშვად გადაიქცა, სახეზე ეტყობოდა როგორ უნდოდა ჩახუტება და რამხელა მონატრება გაფანტა ქალმა გულში რომ ჩაიკრა _მოხვედი შვილო ? კინაღამ დავიღუპე...რა წყევლა მაქვს ასეთი . ღმერთს მარტო იმას ვთხოვ აწი სულ არაფრით გავდეს ჩემი ცხოვრება შენსას _ჩუმად ეუბნებოდა,მაგრამ კაცი ახლოს იყო და ესმოდა . _გადარჩა, კარგად იქნებაო ექიმმა და შენ რა შუაში ხარ . ამ ასაკშიც არ მოეშვა მტრების გაჩენას _ნოდარი ხულიგანი არ არის... ტყუილად არავის არაფერს დაუშავებდა ისინი იყვნენ არაკაცები ამოწყდნენ ერთ დღეს ,გაუხმეთ ის ხელები _მორჩი ახლა თავიდან არ დაიწყო ჩვეულ მდგომარეობაში იყვნენ, მათთან არაფერი იცვლებოდა და ისევ უჭირდა მშვიდად სუნთქვა. ბერდო კი ყურადღების ცენტრში იყო და ისე კონტაქტობდა ყველასთან თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. _შენ არ გითქვამს ზუსტად რა თქვი მათთან _რომ მიყვარხარ და გიყვარვარ, სხვა განსაკუთრებული არაფერი _შესაბამისად მე ვმალავდი ჩვენ ურთიერთობას _ხომ მალავდი ერთ შეყვარებულს და რატომ ღელავ ისე თითქოს ისეთი რამე დაგაბრალე რაც ჩაუდენელი დანაშაულია ... მე რომ გიყვარვარ ეგ დანაშაულში არ ითვლება ამიტომ ფარულ შეხვედრას ვუსვამ ხაზს _ისეთი შეგრძნება რატომ მაქვს თითქოს მამაჩემს,თემოს,ჩემ უმცროს 15 წლის ძმას და ზამთარასაც კი ელაპარაკე უჩემოდ . დედაჩემსაც ხომ არა შემთხვევით _ბებიასი რატომ გეშინია არ ვიცი ისეთი საყვარელი ქალია,ბებია მომენატრა.ნოდარს რომ ნახავ მერე წავიდეთ ქუთაისში ჩემებთან _მთელი საქართველო რომ გყავს სანათესაოში და ყველას სისხლი გირევია იმიტომ ხარ ალბათ ასეთი _ასეთი როგორი _უიშვიათესი _შენ არ გამაცანი და ჩემით ხომ უნდა გამეცნო ოჯახი რომელშიც ჩამოყალიბდი ქალად ,რომელმაც აღზარდა ჩემი ცოლი მკაცრად თუ ლმობიერად ფაქტი ისაა რომ შენ სხვა ოჯახი არ გყავს და დასამალ ,სამარცხვინო გადაწყვეტილებად მე არ ვთვლი თავს .ჩემთან ქორწინების გამო რომ ვინმემ უარი თქვას შენზე და შემარცხვენლად ჩაგთვალოს. _მე ხომ არ ვარ მათზე გაბრაზებული და იმიტომ ხომ არ მივსულვარ შემთხვევით ,შენზე გათხოვება რომ მაიძულეს და უარესი ,დედაჩემი იმ უტვინოსთან დაბრუნებას მაძალებდა _მთელი ცხოვრება დარჩება ჩვენ ისტორიაში სიტყვები „იძულებულები ვიყავით“ _შენ ნამდვილად არ ყოფილხარ და დღემდე არ ვიცი ეს სიკეთის ტალღა მაინცადამაინც ჩემთვის როგორ გაიმეტე როცა ამდენ ვინმეს უნდა შენი ცოლობა _ მე ასე მინდოდა ... ეს შენ ხარ რაღაც სხვა მიზეზებით ჩემთან თორემ _თორემ შენ ოცნებად გქონდა ჩემი ცოლად შერთვა ხომ ?საერთოდ არ აპირებდა ქორწინებასო ლაშამ მითხრა ,ერთ ქალზე თუ შეჩეედებოდა და ის ერთი დააკმაყოფილებებდა მის მრავალფერვან მოთხოვნილებებს რას წარმოვიდგენდიო და დღემდე გაოგნებულები მიყურებენ შენები . სხვათაშორის მეც აღფრთოვანებული ვარ შენი ქალებით მათ ფონზე ვინც რეალურად გყავდა და ვისაც შენთან ყოფნა ოცნებად ქონდა გადაქცეული მე ბავშვი ვარ ,ჩამოუყალიბებელი,დაკარგული, ცხოვრებაში ჯერ რომ არაფერი გააჩნია და არაფრისთვის მიუღწევია. რა უცნაურია,ზოგს ბედი დასცინის _ეჭვიანობის ახალი ობიექტი ვინ არის,რომ ვიცოდე მაინც _მამაშენის რჩეული რჩეულთა შორის თინა ლეჟავა. უნაკლოა ,მეც მას ვაძლევ ხმას . რომ დავშორდებით ის მოიყვანე ცოლად. კაცი რომ ვიყო და ასეთ ქალს ვუყვარდე ... მასთან არაფერი გქონია? _ვისაც ვუყვარვარ მათთან არ ვარ თუ მეც არ მიყვარს _ნინიაა ერთადერთი გამონაკლისი ან ნინია გიყვარს და ისევ ირევა ჩემ ტვინში ყველაფერი . _სხვა ვერაფერზე მიბრაზდება და ბოლოს მაინც ეჭვიანობამდე მიდის..._ ჩუმად თქვა და ხმით გაიცინა ამჯერად _ვგიჟდები რანაირად ხარ თან ჭკვიანი თან სულელი _უკაცრავად მომესმა ამ თქვენს ხარხარში სიტყვა სულელი? ამ სიცილით ნუსხავთ იმ კდემამოსილ მანდილოსნებს? _სულ რომ ტყავიდან ამოძვრე და სხვაზე არაფერზე მელაპარაკო მაინც არ ვარ ერთი სიტყვის მთქმელი იმ ქალებზე ვისაც რაიმე სახით კავშირი აქვს ჩემთან ,ჰქონიათ ან უნდათ რომ ჰქონდეთ . აღვნიშნავ ფაქტს რომელსაც შენ სულ ივიწყებ,ჩემი ცოლი ხარ შენ ,ჩემი არჩევანი ხარ შენ და მორჩა ! სხვათაშორის არჩევანს თუ ეხება საქმე შენ ხელი ჩამკიდე და გამომყევი ,ანუ ამირჩიე ,მერეც არ გაგიწევია წინააღმდეგობა მე კი ზეწოლის ქვეშ არ მყოლიხარ და იძულებაზე თუ არ ისაუბრებ კარგი იქნება. ბავშვებს მოძალადე ვეგონები , შეცდომაში ნუ შეიყვან _რომელ ბავშვებს _ჩვენებს ... _მშვიდად უპასუხა სრულიად არეულს და საუბარი განაგრძო უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი _ მოკლედ,მამაშენი გადარჩა , მშვიდად ხარ და ზოგი ჭირი მარგებელია გამოვიდა . ახლა უფრო მშვიდი იქნები და ეს დარდი მოგშორდება გულიდან . იქნებ უფრო გაგინათდდეს გონებაც და მარტივად შეეგუო მოცემულობას _რას არ ვარ შეგუებული ... შესანიშნავად ვირგებ ცოლის სტატუსს . _კი ,იდეალურ დიასახლისად ჩამოყალიბდი რძლობის 7 წლიანი სტაჟით მაიკოც კი ჩამოიტოვე ამ მცირე დროში. მადლობა დედაშენს ,იდეალურად გასწავლა როგორ უნდა იყო კლასიკური ცოლი ,საამაყო და თითით საჩვენებელი დიასახლისი. _რატომ ჩანს ირონია შენს ტონში ვერ ვხვდები _ჩემი სურვილების სია რომ არსებობდეს ცოლის უნარ_ჩვევების სათავეში არ იქნებოდა „ოჯახის მართვა და დიასახლისობა „ ,თუმცა წინააღმდეგი რა თქმა უნდა არ ვარ ,უბრალოდ ხელოვნური თავგამოდებაა დაღლილი,უნივერსიტეტიდან ახალმოსული ქეთევანის დაბრუნებამდე რომ ასწრებ ყველაფერს იმის ნაცვლად რომ დაისვენო და მერე თუ მაინცადამაინც ბევრი საქმე იქნება მიეხმარო ,თავი დაზოგო და ენერგია დაიტოვო . ენერგია რომ გაქვს ამდენი ეს ცოლის სხვა მოვალეობების არშესრულების გამოა ,ვნახავ მოგვიანებით როგორ იქნები ასე ჩაუქრობელი ცეცხლივით. _სამსახურიდან მოსულ ქალს სადილი რომ დავახვედრო სრულიად ნორმალურია. ჩვევაში მაქვს და წლებია უკვე მე თუ ადრე მივდიოდი სახლში ვამზადებდი ყველაფერს დედაჩემს რომ დაესვენა ცოტახანს მაინც. არაფერს ვაკეთებ ხელოვნურად და მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ცოლიაო თქვან _ორსულ მაიაზეც რომ ზრუნავ ,დემეზეც და ორი დღის წინ ერთადერთ დასვენების კვირა დღეს ფანჯრების წმენდა ვერ შეგაწყვეტინე ესეც ბუნებრივია _შენ მგონი ის იდეალურები იმიტომ არ მოგწონდა მოუწესრიგებელ,უპასუხისმგებლო,ეგოისტ,საკუთარ თავზე ორიენტირებულ ქალს ნატრობდი . რომ დაიზლაზნება ,ძინავს 9 საათამდე და ლოგინშია 12_მდე . ჭურჭელს რომ ჩაყრის ნიჟარაში იქამდე სანამ არ თეფში არ გამოელევა ,მტვერში რომ იხრჩობა და მხოლოდ გარეგნულად გამოიყურება კარგად . წითელი პომადით,ფრჩხილებზე ლაქით,მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოკაკუნე _ნინიას კბენას თუ ცდილობ ისეთი პედანტია მის ბინაში მტვრის ნაწილაკს ვერ იპოვნი და წყლით სავსე ჭიქას არ დატოვებს მაგიდაზე _მე მაპატიეთ ამდენსაც ვერ ვახერხებ და გარეგნულადაც ვერ გამოვიყურები ისე როგორც ის. ნამდვილად იდეალური ყოფილა და ისევ ჩიხში ვართ ,რატომ არ არის ის შენი ცოლი ... ასაკში სხვაობის ოთხმა წელმა შეგაშინა ? არ გყავს შენ ისეთი ოჯახი ვინც შენ არჩეულ ქალს არ მიიღებდა. იქნებ მას არ სურს გათხოვება და თავისუფალი ურთიერთობის მოყვარულია ,მაგრამ არა მისი სახლის კარს შენ გარდა კაცი არ აღებს _ნებისმიერ დროს,ნებისმიერი დიალოგის ნინიამდე მიყვანა როგორ გამოგდის ... ყურები უხურს საწყალს ალბათ _ვაქებ ხომ არ ვლანძღავ,ყურები არ შეაწუხებს ნუ დარდობ არა შენ თუ მოსაფერებლად გინდა გაქცევა სახლთან ახლოს ვართ უკვე ,ჩამოვალ და შეგიძლია გაიქცე გადაამოწმე ხომ არ უხურს ყურიც და სხვა რამეს და ჩაუქრე ეგ სიმხურვალე _თავი გვერდზე გააბრუნა ,ფანჯარა ჩამოსწია და სულ აწითლებულმა სახე მიუშვირა გრილ ნიავს _ამ წვიმაში ფანჯარას რომ ჩამოსწევ ვისაც უკიდია ცეცხლი კი არის ნათელი _უბრალოდ მიყვარს წვიმა _ყველაფერი გიყვარს ჩემ გარდა ,ყველაფერი შეგიძლია გააკეთო იმის გარდა რაც მჭირდება რეალურად და რაც პირველ ადგილზეა . შენ ვინც გგონია რომ ჩემ ცოლობაზე ოცნებობს შესაძლოა იმათი ნაწილი მართლაც ფიქრობდა ამაზე , არაჩვეულებრივებიც არიან,უნაკლოებიც და მე საერთოდ თავს ისე არ დავიმცირებ ქალი რაღაც ჩვევებით შევაფასო . ყველას აკლია ერთი რამ ,სიყვარული . მე კი არ ვაპირებდი გეგმად მექცია ქორწინება, უნდა გრძნობდე და მორჩა _ და ამდენ ქალში მხოლოდ ჩემთან გაგიჩნდა ეგ გრძნობა იმ რამდენიმე წუთში? _ფაქტია სხვა ცოლი არც მყოლია,არც მყავს და არც მეყოლება _რაღაც ამოიჩემე და თავს იღუპავ...მე კიდევ თავს ვერ ვაპატიებ ჩემი მიზეზით რომ იყო უბედური ან უბრალოდ ცუდად გრძნობდე თავს და ოდესმე სინანულში ჩავარდე . ზოგჯერ საერთოდ არაფერი მინდა იმის გარდა რომ ვიცოდე ცუდად არ ხარ _ არ უყურებდა,თავით ხელს ეყრდნობოდა და თითები ისევ გარეთ ჰქონდა გაწეული,აწვიმდა ,მაგრამ მის გონებაში დანთებულ ცეცხლს ვერ აქრობდა_შენ უბრალოდ თავს არწმუნებ რომ იმ დღეს ჩემი გადარჩენის პირველივე იდეის განხორციელება შეცდომა არ იყო . ჩემ უსიყვარულობას აბრალებ ჩვენი ცოლ_ქმრობის ყველა გადაუდგმელ ნაბიჯს ,სინამდვილეში კი იცი მე ვერ ვიქნები შენი სულის ნახევარი ,არ ვარ ის ვინც შეგეფერება და ვინც გიმსახურებს. _შენ საკუთარ თავზე იფიქრე,მე როგორმე გავერკვევი რა მტანჯავს და რა არა. ისე კი ნამდვილად მტანჯავ შენში არსებულ ქალს დაბალი თვითშეფასება რომ აქვს და ყველა დანარჩენ შენ გამოძერწილ მარიტას ყველაფრის შეძლების ამბიცია აქვს _შესანიშნავი თვითსეფასება მაქვს _ეტყობა შენ ყოფილს _მერე მე ვახსენებ სულ ნინიას და ის არ იმეორებს მუდამ ამ ყოფილს _ფარული ურთიერთობა გქონდა ?გქონდა. ხვდებოდი ?ხვდებოდი . შენ შეყვარებულად თვლიდა თავს?თვლიდა. კიდევ რას აკეთებდით როდის და სად ვცდილობ არ დავინტერესდდე არ მინდა გავგიჟდე _არაფერსად არ ვაკეთებდით და არც არსად ვხვდებოდი . ერთხელ გავიარეთ ხალხით სავსე ქუჩაში და იმისთვის საკმარისი იყო ჩემ შეყვარებულად რომ მიეჩნია თავი. იმაზე უარესები მოვიშირე ასე ,რატო ვერ ხვდები რას გეუბნები უკვე მერამდენედ გიხსნი მაინცადამაინც უნდა გითხრა ფარულად არსად ვხვდებოდი ,არ ვკოცნაობდი და ხელის ჩაკიდებაზეც არ მიფიქრია. იმდენად მაღიზიანებს_თქო? შენგან განსხვავებით მე არარაობებს ვიზიდავდი სულ,ალბათ იმიტომ რომ ასეთები ცხოვრობდნენ ჩემ უბანში ,სწავლობდნენ ჩემ სკოკაში და მხედავდნენ. შეეშვი ჩემ თვითშეფასებას,ქალს ჩემში ყველაფერი შეუძლია ან შეძლებს თუ მოუნდება იმაზე მეტსაც ვიდრე სხვა დანარჩენი . დიასახლისი, შვილი,და ,რძალი თუ ვეტერინარი _უკვე გაბრაზებული იყო და მისკენ ანთებული თვალებით იყურებოდა. მანქანა სახლთან გაჩერდა_ აღარ გავიგო ჩემი ყოფილი ახსენო,ყველაფერი გითხარი უკვე...თუ გჯერა ჩემი საერთოდ თუ ახსენებ კიდევ ვიფიქრებ რომ არცერთი სიტყვა დაიჯერე რაც გითხარი _ გადასვლა დააპირა ბერდომ რომ შეაჩერა _გაჩერდი ,დასველდები _მისი ქოლგა თავად გაშალა ,პირველი გადავიდა , კარი გაუღო და დაელოდა _მოიწიე თორემ ასე შენ დასველდები და დედაშენმა მითხრა თუ გაცივდა სულ მაღალი სიცხეები აქვს მერეო _ ხელი ჩაკიდა და თავისკენ მისწია,ორივე რომ მოთავსებულიყვნენ და არცერთი გაციებულიყო _ცოლი რისთვის მყავს,არ მომაკლებს მზრუნველობას _დარწმუნებული არ ვიქნებოდი ზოგჯერ ისე უშლი ნერვებს _ნერვების მოშლა კი არა გრძნობების აშლა მინდა მისთვის და რა მეშლება ნეტავ ,რას ვაკეთებ არასწორად_ჩუმად უთხრა ყურში,ლოყაზე აკოცა და სახლში პირველი შეუშვა . ბერდოს უნდოდა მეტი თორემ მარტა ასეთი გრძნობებით არასდროს ყოფილა. ................ მეორე დღეს ნოდართან შესვლის უფლება მისცეს. ყველანი ერთად იყვნენ პალატაში და გადელიაც გამოფხიზლებული გახლდათ გასულ დღესთან შედარებით უკეთ იყო -გეგონათ კვდებაო და ყველანი აქ ხართ? ოჯახისწევრებს მოავლო თვალი _ ჭირისუფლებივით რომ დამადგნენ თავზე... შენ შვილო ჭკუაზე თუ ხარ ეს დედაჩემი და ორსული ქალი მაინც რას დატოვე ამ აყროლებულ საავადმყოფოში_შვილს შეუღრინა_ყვირილის თავი არ მაქ წადით სახლში. არ ვკვდები ჯერ _მე არ მივდივარ არსად... ესენი ვერ მოგივლიან ნორმალურად. სახლში რა გამაჩერებს, შენი ამბავი რომ ვიცი გამოიქცევი ორ დღეში ვითომ ისევ პატარა ბიჭი ხარ _ ტიროდა და ისე ჩხუბობდა მანანა _დედა მოგიკვდეს შენ...იმას გაუხმეს ის ხელები ვინაც ამ დღეში ჩაგაგდო . ის არ მოესწრო ხვალინდელ დღეს _თემო... გაიყვანე ესენი სანამ გადავირიე _მამაა _შენ რაღა გატირებს ხომ ხედავ არ ვკვდები ჯერ და ჩემთვის ისევ მკვდარი ხარ. ჯოჯიხეთის გზაზე დგომას არ შევუშინებივარ არავის უპატიებელი ქცევის პატიებას არ ვაპირებ ,შენი ს.რი ქმარი საერთოდ არ გამოჩნდეს უთხარი თორემ ახლა ისე ვარ დაგაქვრივებ . მაგ ბავშვს მიხედე იქნებ შენნაირი სულელი არ გამოვიდეს _ჯერ ორსულ შვილს მიმართა რომელიც ხმისამოუღებლად ტიროდა. საშინლად გამოიყურებოდა ,მაგრამ ჩხუბს ახერხებდა _შენ მეტი საქმე არ გაქ? წადი ისწავლე ,ოჯახს მიხედე... ესენი ყველანი მიხედავენ თავს. არ ჭირდებათ დამშვიდება და ფერება. მოეფერე ქმარს,გუშინ გათხოვდი _ მარიტას ჯერიც დადგა. წარბებშეკრული კი ელაპარაკებოდა,მაგრამ მარიტასთვის შვება იყო ამ რამდენიმე სიტყვის მოსმენა. _გადით და გამოვალ _ თემომ თქვა და თვითონ ოთახში დარჩა. _წავედით? _ ჩუმად უთხრა ოთახიდან გამოსულს და მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს. დამშვიდდი ცოტა? _წავიდეთ,ჯერ არ მოკვდება ... ფორმაშია- თემო მალევე გამოვიდა და დერეფანში მიმავალი ბერდო შეაჩერა. რაღაც საქმე მაქვსო უთხრა და რამდენიმე წუთს საუბრობდნენ . თაია უკვე ნანობდა იქ ყოფნას, შიში გაუჩნდა რომელსაც ვერ უმკლავდებოდა _ყველაფერ წმინდას გაფიცებ მაგათ საქმეში არ ჩაერიო. შეიძლება თვითონაა დამნაშავე,ვიღაც გაამწარა და იმიტომ ესროლეს. არაფერი ვიცი და ყველაფერი მოსალოდნელია. შენ რომ მათი მხარე დაიჭირო სადმე ,ვინმეს შეხვდე ან შეახვედრო. არ ვიცი ,აზრზე არ ვარ რა გთხოვა , მაგრამ არ ჩაერიო გთხოვ . ჭაობია და სულ ერთი ნაბიჯი გინდა რომ ჩავარდე _ნუ ნერვიულობ ... მსგავსი არაფერი უთხოვია . დედაშენს გავიყვან უბრალოდ სახლში, ნივთებს წამოვაღებინებ და მორჩა. _თვითონ მიდის ალბათ სადმე ... ნეტავ არაფერი დაემართებოდეს. ვიღაც ისეთსაა გადაკიდებული ყველაფერზე წავლენ . თავი გამისკდება მალე _არ ვერევი მე ასე მარტივად საქმეში... ნუ ნერვიულობ _დავიღალე ... არ მთავრდება . ასაკი აქვს უკვე და მაინც არ მთავრდება . _იქნებ არაა დამნაშავე...ასე იოლად რომ გამოგაქვს განაჩენი ყოველთვის ძალიან მიკვირს. შენც ბრბოს ნაწილი ხდები მაგ დროს ,იაზრებ ამას? იქნებ ამჯერად სხვისგან იცავდა თავს და იმიტომ მოხვდა ამ ამბავში _შენ არ იცნობ ნოდარს _ახლა სიმართლე რომ მოგიყვე ინანებ საკუთარ სიტყვებს ... _იცი? _მნიშვნელობა არ აქვს... მთავარი ისაა რომ შენ მარტივად შეგიძლია ადამიანის დადანაშაულება . ნდობის და დაჯერების პრობლემა გაქვს აშკარაა _შენ ბრმად ენდობი ? _არა,მე სიტუაციას ვაფასებ _მე ინფორმაცია არ მაქვს _ჭორები გაქვს სამაგიეროდ მოსმენილი და გჯერა... ეგეც არ იცი ვის დაუჯერო და ვის არა _ხომ მოხვალ... _მოვალ _ფრთხილად იყავი ,გთხოვ -დამშვიდდი , ომის წინა ხაზზე არ მივდივარ ბერდო ვახშმის დროს დაბრუნდა და მერე დემეს ეთამაშებოდა ფეხბურთს ეზოში. სიმშვიდე იყო და მარიტაც გათავისუფლდა დარდისგან . ............................. ლევანის ბიძაშვილის ქორწილში მიდიოდნენ ყველანი ერთად. ბერდო ჯერ ჩუმად ადევნებდა თვალს მარიტას მზადებას შემდეგ კი ზურგიდან მოეხვია და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა -როგორი ელეგანტური და მიმზიდველი მეუღლე მყოლია, პატარა მარიტა სად გადამალე ? - მხრიდან ყელზე გადავიდა , გრძნობდა მარიტას სხეულის თრთოლვას და ვერ შორდებოდა -ბავშვი ვარ-თქო მე არასდროს მითქვამს ... წავიდეთ ყველანი გველოდებიან და უხერხულია _დავრჩეთ ...- თავისკენ შეაბრუნა და მისი ტუჩებისკენ დაიხარა . ჯერ კიდევ არ ესვა პომადა და მისი ეს ბუნებრიობაც კი მოსწონდა _მე დამცინი თუ რა გჭირს ... პატარა ბავშვივით ცანცარებ ამხელა კაცი დილიდან _ ხელები მოიშორა, ფეხსაცმელი ჩაიცვა,კიდევ უფრო მაღალი გამოჩნდა და გადაადგილების დროს კაბის ბოლოებიც უფრო ლამაზად მოძრაობდა. სარკის წინ შეჩერდა,თმა თავიდან ჩამოივარცხნა,ხელები ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდა ,მაგრამ ტუჩზე წითელი პომადის წასმაც მოახერხა მაკიაჟიც შეისწორა და ბოლომდე მიიყვანა საქმე _ფხიზელი ხარ საერთოდ?_უცებ გაუჩნდა კითხვა მიუახლოვდა და თვალებდაწვრილებული დააკვირდა . პერანგზე პიჯაკიც მოეცვა და კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი ეჩვენა. გაბრაზებულმა წარბები რომ შეკრა დაბნეულმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება_ამ დროს უნდა უპასუხო საყვარელ ცოლს რომ მისით ხარ მთვრალი _ასე უცებ არ ვთვრები...ორჭიქიანიც რომ ვიყო ეს ყველაფერი ორ ყლუპადაც არ ითვლება _ თავად მიაწოდა ჩანთა და კარისკენ მიუთითა _წავედით _ჩემთვის მნიშვნელოვანი შენთვის უმნიშვნელოა მუდამ _საკითარი თავისთვის უფრო თქვა იმდენად ხმადაბლა წარმოთქვა სიტყვები და სწრაფად ჩაუყვა კიბეს. პირველ სართულზე იყვნენ ყველანი და ნამდვილად მას ელოდნენ. ბერდო იმ წამიდან გამოხატავდა გაბრაზებას. ყველა სხვას აქცევდა ყურადღებას და დიდხანს ზედაც არ უყურებდა. სანამ ქალებს შორის მჯდომს ცეკვის თხოვნით არ დაადგა მარიტასთვის უცნობი კიდევ ერთი ბიჭი. რა თქმა უნდა იუარა , ზურგი აქცია , მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ უხერხულობისგან აღარ იცოდა რა უნდა ექნა. ყველას ყურადღებას იქცევდა მისი ახალი კაბა რომელიც არ ჰგავდა არცერთ სხვას რაც გარდერობში მოეპოვებოდა. ყურებში ესმოდა დედის ხმა“ ყველაფერს ნუ გამოაჩენ,თორემ მერე მოსვენებას არ მოგცემენ თვალშისაცემი გახდები და სუნთქვაც შეგეკრება“ _დარწმუნებული ვარ ცეკვა იცით ისეთივე მშვენიერი როგორიც თავად ხართ ,ერთი ცეკვა სხვა არაფერი -ბიჭი ესაუბრებოდა ის კი მასზე საერთოდ არ ფიქრობდა _მე უკვე გიპასუხეთ რომ არ მსურს ცეკვა _კბილებსშორის ცრიდა და ცდილობდა ხმისთვის არ აეწია. ცოტაც და იტირებდა ,პირველი გამოჩენა ბერდოს ცოლის სტატუსით მთელი მისი ნათესავების გარემოცვაში ,რომელიც ისედაც საუბრობდნენ მასზე ახალი ჭორით არ უნდა დასრულებულიყო. უყურადღებობისგან გულნატკენს არცერთი კაცის სიახლოვე სჭირდებოდა. ირგვლივ რომ მიმოიხედა და ბერდო ვერც დაინახა იქედან გაქცევა მოუნდა _გთხოვთ ,ნუ მაწყენინებთ _გგონიათ მაღელვებს თქვენ გეწყინებათ თუ არა ? ცეკვა თუ გსურთ იპოვნეთ ვინმე ახლო ნათესავი გოგონა ან სულ მინიმუმ გაუთხოვარი ქალი და მორჩით ამ უთავმოყვარეო ვითომ ვაჟკაცურ შეუპოვრობას მშვიდად მიიღეთ უარი და გამეცალეთ _ წამში დაებინდა გონება , წამოდგა ბიჭის წინ იდგა და ჩუმად ეუბნებოდა ყველა სიტყვას. უცებ შებრუნდა გარეთ მაინც გავალო იფიქრა,სიმღერის ხმა თავს ატკიებდა უკვე და ამდენ ემოციასაც ვეღარ იტევდა . ერთი ნაბიჯიც არ აშორებდა ბერდოს, რომელიც იქ როდის გაჩნდა არ იცოდა. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,არც ის იცოდა ბერდო რას მოიმოქმედებდა. ის კაცები ვის გარემოცვაშიც გაიზარდნენ ამ ვითარებაში ჩხუბს დაიწყებდნენ , სხვა აზრიც არ განიხილებოდა . იმ ერთი ნაბიჯის გადადგმამდე ყველაფერი წარმოიდგინა _გითხარი ცოლს გაგაცნობ_თქო და შენ რატო გაქ შოკი ყველა უცხო კაბიანის დანახვისას ... რა დაუოკებელი გჭირს შე უბედურო ასეთი . უნდა შემოაკვდე მაინცადამაინც ? _შენი ცოლია? სერიოზულად ... გემოვნება როდის დაგეხვეწა ასე ძალიან ბიძაშვილო _ვის ეუბნები ,მეე? შენი შეყვარებულები და საყვარლები არ გამახსენებინო ახლა. _ასე ვარდივით ლამაზი და ეკლიანი სად გიპოვა მიმასწავლეთ ორანჟერეა _ამ ფრთიანი სიტყვებით შინაბერასაც ვერ დაიყოლიებთ ... _არაფერს უცვლიდა ბერდოს ნათესავი რომ აღმოჩნდა , ბრაზის ამოფრქვევა უნდოდა და მას იყენებდა სამიზნედ _რძალი აღმოჩნდი ნუ მეჩხუბები _ქეთევანის ,მაიას და თაიას გვერდით ვინ იქნებოდა სხვა თუ არა ბერდოს ცოლი . თავი რომ დაადეთ და მაინცადამაინც მაშინ მოხვედით ნახევრად ცარიელ მაგიდასთან რომ დავრჩი... _ამიტომ არ უნდა დატოვოს ქმარმა შენნაირი ლამაზი ქალი მარტო _ცოლ_ქმრული ურთიერთობების მკვლევარი ხართ და ხარისხი გაქვთ დაცული ამ თემაზე? ქალი არას რომ გეუბნებათ რომ უნდა გაეშვათ არსად გაგიგიათ? თუ გგონიათ მხოლოდ იმიტომ ვთქვი უარი ცეკვაზე,რომ ქმარი მეგულებოდა აქვე ახლოს _უკვე მგონი შეურაცხყოფას მაყენებ _როგორღაც ხომ უნდა გავაბათილო აბა ბოდიშის მოხდას აშკარად არ აპირებთ _ცეკვის თხოვნის გამო თუ ასე ბრაზდები მეცოდება უკვე ჩემი ბიძაშვილი ... სილამაზით დაბრმავებული მსხვერპლი გამხდარა _გეყოფა ! _რატომღაც მგონია შესანიშნავად იცოდი ვინც ვიყავი და იმედი მაქვს შენც არ გქონდა ინფორმაცია მისი ამ წარმოდგენის შესახებ _ ორივეს რომ გადახედა ბოლოს თქვა და მერე სწრაფი ნაბიჯებით გაიარა მაგიდებს შორის. ფეხსაცმელი უკვე უჭერდა, მისი ხმაც აღიზიანებდა და სახლში მისვლის გარდა არაფერი უნდოდა. გადაიღალა ამდენი ადამიანის გაცნობით,მოკითხვით,კითხვებზე პასუხის გაცემით და უსასრულო ღიმილით მაშინ როცა ბერდომ დატოვა და მისკენ არც იხედებოდა. გვერდით უნდოდა ყოლოდა და ის არ იყო. მაგრამე სმოდა ჭორები, გადალაპარაკება, საუბრები მასზე და ვეღარ უძლებდა ,ზღვარზე იყო _სიცივეა, შენობაში შემოდი _ იქვე იდგა და ეწეოდა, მხრებზე პიჯაკი მოაფარა და კედელთან დადგა _შენი დარაჯად დადგომა არ მჭირდება არავინ მომიტაცებს _მერამდენე მოვიდა ცეკვის სათხოვნელად რაღა მასზე გადატეხე ჯოხი _ნეტავ იმიტომ ხომ არა ,რომ ამ კაბით ვკაშკაშებ და მხოლოდ შენ არ მიგიზიდე დილიდანვე...რაღაცები უბრალოდ არ უნდა შეცვალო და ალბათ დედაჩემიც მართალია. სიმშვიდეს ვკარგავ და საერთოდ მინდა გითხრა,რომ ბიძაშვილიც ხისთავიანი გყოლია _სისულელეა, ლამაზი ხარ ყველა ფორმაში და კაცები ისე ესევიან ლამაზ ქალს როგორც ფუტკრები კაშკაშა ყვავილს. ბიძაშვილიც ხისთავიანი რას ნიშნავდა, მე ვარ და ისიც თუ რა _რაც ვთქვი იმას...არ უნდა დატოვო მარტო ახლადმოყვანილი ცოლი და სანათესაოს შორის არ უნდა დაჯდე თუ არ გინდა ცეკვის თხოვნით დაადგეს სხვა ტვინარეული კაცები _ქალები ერთად ისხდნენ და მეც ქალების მაგიდასთან დავრჩენილიყავი თუ რას ითხოვ _ზოგჯერ მაინც რომ გამოგეხედა ან მოსულიყავი ან შენ გეთხოვა ცეკვა სხვების ნაცვლად გაიგებდა ყველა ვინც ვარ და მხოლოდ შენი ჭორიკანა ნათესავები არ გამიცნობდნენ რომლებსაც ქეთინოსი უკვირთ როგორ მიმიღო რძლად ამ არაჩვეულებრივი ბიჭის გვერდით და ამას პირდაპირ ამბობენ _შენ ნათესავებთან რომ წავალთ პირიქით იტყვიან და გაბათილდება _მე არ მყავს ნათესავები ,რომლებიც დამიცავენ სულ რომ მოძალადე იყო. მე ვისი იმედიც მაქვს ის ციხეშია და კიდევ დიდხანს ვერ გამოვა ,იქამდე საერთოდ მერქმევა ცოლი თუ არა ეგეც საკითხავია _მაგიდასთან დაბრუნდი _შეგიძლია დაბრუნდე , თავს მივხედავ _ გააკეთე რასაც გეუბნები _ასე არ ელაპარაკებოდა , მარიტას კიდევ ერთხელ მოუნდა ტირილი . ერთხანს ვერ მიხვდა რა სჭირდა ბერდოს, შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა . ხედავდა როგორ დაიძაბა სიტუაცია ლაშასა და მისთვის უცნობ ბიჭებს შორის. ბერდო ისევ მაგიდასთან იჯდა და თიტქოს რეაქციაც არ ჰქონდა . ლაშა უკან დახევას აშკარად არ აპირებდა. ყველანი წამოიშალნენ და საუბარიდ ტონიც გაიზარდა. სუნთქვაშეკრული იჯდა, პირველად არ ხედავდა მსგავს სიტუაციას ,მაგრამ ვერ შეეჩვია . ბერდოს გამო ეშინოდა, ის კი იქამდე არ გატოკებულა სანამ დაძაბულობამ ზღვარს არ მიაღწია. გინება რომ გაიგო ზუსტად იმ დროს წამოდგა, მათი მაგიდისკენ დაიძრა , მარიტას თავზე აკოცა და ჩუმად უთხრა _ჩასვი ყველა მანქანაში და სახლში წაიყვანე ... გთხოვ _მზერა გაუსწორა და შემდეგ ეპიცენტრისკენ დაიძრა. ლაშამ ხელი მოუქნია წინ მდგომს და ბერდოც უკვე მათთან იყო. შუაში ჩადგა,ლაშასკენ მოქნეული ხელი აიცილა და რაღაც თქვა რაც მარიტას არ გაუგია,მაგრამ მას მერე ყველამ დატოვა ტერიტორია. კანკალებდა საჭესთან რომ დაჯდა. ლევანს მთვრალი ნათესავები ჰყავდა წაყვანილი სახლებში და იქ არ იყო. ყველანი ღელავდნენ ,მაგრამ მაია განსაკუთრებით. თავი უსკდებოდა ფიქრისგან. თითებს ისე უჭერდა საჭეს თითქოს მალე შემოატყდებოდა. ძრავი რომ გამორთო ყველანი ჩავიდნენ ის კი ადგილიდან ვერ იძვროდა _არაფერი მოხდება... ბერდო დაალაგებს ყველაფერს-ლევანი რომ დაბრუნდა სახლში, ქეთევანმა ყველაფერი უამბო,მაგრამ არ გამოუხატავს დიდი მღელვარება, მხოლოდ ქალების დამშვიდებას ეცადა _ასე მშვიდად რომ ხარ ვგიჟდები ხომ იცი ლევან _არ ვიცი სად არიან თორემ მეც წავიდოდი _მალე მეორე შვილი ეყოლება და ეს ძველბიჭური გამოსვლები ვერ მოიშორა... არანორმალური _ტყულად არ იჩხუბებდა _ჩემ გამო ჩხუბობს _თაიამ თქვა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ _ერთ_ერთმა ჩემზე თქვა რაღაც და გაიგო . ბერდო არ იყო ახლოს და არც იცის რის გამო ატყდა ამბავი ,ისიც იჩხუბებს _შენ არ ინერვიულო მამი...ჩხუბი შენი მიზეზით კი არ დაიწყეს ის ვიღაც რომ ტუტუცი ა იმიტომ _ თავდახრილი იჯდა,ვერ ისვენებდა,იქამდე უყურებდა საკუთარ თითებს და არათითზე მორგებულ ბეჭედს ნერვიულად ატრიალებდა ,მოსმენილმა ჯერ შეაშინა თავად ვერასდროს გაბედავდა ოჯახთან იმის თქმას ,რომ ჩხუბი მის გამო დაიწყო. წლების წინ ,ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გაუგებრობაში მოხვდა,ზამთარამ და თემომ იჩხუბეს შემდეგ კი დედა ადანაშაულებდა ახლაც ესმოდა მისი ხმა „ შენ გამოიწვიე ალბათ , გაუცინებდი სულელურად ანდაც მიაშტერდებოდი უაზროდ და ისიც ატყდა . ასე უცებ რა გადარევდა აბა ,რომელი მონიკა ბელუჩი შენ მყავხარ“ . სუნთქვა შეეკრა ,ჩუმად თქვა საძინებელში ავალო და როგორც კი გავიდა ოთახიდან მაშინვე სირბილით გაიქცა. საწოლზე მოკეცილი ტრილით ცდილობდა ემოციების გამოშვებას. შეხება რომ იგრძნო და ვიღაცამ ჩაიხუტა ,ქეთევანი იყო. _არ იტირო ძვირფასო, არაფერი მოუვა შენ ქმარს... მე არ ვიცი იქ ვინ იყო,მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო ბერდო გამოსავალს ნახავს. შენმა ქმარმა არ გითხრა სულ რომ ვარჯიშობს,ძალაც აქვს და ჩხუბიც იცის? კიდევ ისეთი მეგობრები ჰყავთ მარტო არ იქნებიან ... არ იდარდო. სულ მალე მოვლენ ,ასე ატირებული რომ დახვდები უფრო ინერვიულებს . ვერ იტანს არაკაცებს რომ უტოლებს თავს,ლაშა კიდე ბომბივითაა _ გულში იკრავდა და უკვირდა მარიტა დამშვიდების ნაცვლად ტირილს რატომ უმატებდა . ისეთი თბილი იყო მისი ხმა,შეხება და კოცნა. დედა ბოლოს როდის მოეფერა არ ახსოვდა,მის ადგილას ჩხუბით შევიდოდა და ტირილს აუკრძალავდა. ეტყოდა რა დროს მოთქმაა ათასი საქმე მაქვსო და რაღაცის კეთებას დაავალებდა. უკან არასდროს გაჰყოლია,ატირებულს რომ დაინახავდა მაშინაც კი. ქეთევანი კი ჯერ არ განცდილ სითბოს უზიარებდა. მარიტას კი ყველაფერზე ერთად ეტირებოდა. _ვინ ამიტირა ცოლი ? მოკვდა ვინმე თუ რა ქვითინია _ბერდოს ხმა რომ გაიგო და დაინახა მისკენ გაიქცა ,მთელი ძალით მოეხვია _დასვრილი ვარ ... მტვრიანი ვარ . რა ატირებს დედა _შენზე დარდი... იმაზე ცოტაჯერ უნდა იჩხუბო ვიდრე აქამდე _ზოგი უბრალოდ ითხოვს _ლაშა სად არის _ქვემოთაა... მიხედე რა მაიკო ცუდად არ გახდეს _შენ რამე გჭირდება ? _არაფერი,ყველაფერი მაქვს _ მარიტას თავზე თავი დაადო და ფრთხილად აკოცა. ქეთევანმა კარი მიხურა და მარტო დატოვა ცოლ_ქმარი _რამე ხომ არ გტკივა ... დამენახე _რას დამინახავ სულ ცრემლით გაქვს სავსე თვალები _ ხელები დასვრილი ჰქონდა,ეტყობოდა ჩხუბის კვალი - ვიბანავებ და მოვალ _ტანსაცმელს მოგცემ_ცრემლები შეიმშრალა და კარადისკენ შებრუნდა _თვითონ მივხედავ. დაჯექი შენ,დამელოდე და მოვალ მალე სულ მალე გამოჩნდა დერეფანში. თაია შეხვდა გზად და მას ჩაეხუტა _ის რატომაა ისეთი ნაცემი და შენ რატომ არ გეტყობა არფერი _ახალშეუღლებული ვარ ,ცოლის გარდა თითს არ ვაკარებინებ არავის...ეგ არ იცი როგორია? 20 კაცში უნდა შევარდეს უაზროდ არ იცის რა დროს დაარტყას და არ იცის რა დროს მოშორდეს. გაუვლის მალე ,არ იდარდო შენ _რა უნდოდა ვერ გავიგე,მე არაფერი მითქვამს ახლოსაც არ მივსულვარ _ს.ირია ,თვითონ არ იცის რა უნდა. დაივიწყე მისმა სიტყვებმა გააბრაზა,ისეთი ყალბი ეჩვენა წამით რომ ოთახში დაბრუნებულს სულ სხვა ხასიათზე დაუხვდა. _რჩები თუ მიდიხარ _სად უნდა წავიდე ,შუაღამეა _არ ვიცი,სად დადიხარ ხოლმე იქ _არსად მივდივარ, იქეთ დავიძინებ თუ წვები შენ უკვე _ვიძინებ , მიხარია რომ საღ_სალამათი ხარ _ უცებ დაწვა და ზურგი აქცია. _ქამელეონივით იცვლი ფერებს რა _არ მიდიხარ ?_გვერდით რომ მიუწვა მაშინვე ჰკითხა _არა ,ჩემ საწოლში ვიძინებ ჩემ ცოლთან _და მხოლოდ ცოლს აძლევთ შეხების უფლებას -ოღონდ ახლა არ დაიწყო გთხოვ , გაღიზიანებული ხარ ? გაგეცლები ისევ მე კი დავიღალე და ცუდად ვარ მეც, მაგრამ -მიბრძანდი, ახლა ნამდვილად ვერ აგიკრძალავ ,პირიქით მაწყობს...შემდეგი სემესტრიდან ლექციებს ჩამიტარებს და მე ლექციაზე დასწრებას , სემინარების ჩაბარებას ,პატივისცემის გამოხატვას არ ვაპირებ ამიტომ _შემცვლელი ლექტორი არ ჰყავთ და უნივერსიტეტს ვერ დაასრულებ თუ სემინარებს არ დაესწრები ,ქულებს ტყუილად არ დაგიწერს,გამორიცხულია- კარისკენ მიდიოდა უკვე, მაგრამ მარიტამ მოახერხა და შეაჩერა _ჩემი ქმარი მასთან რომ ატარებს იმ დროს რაც ჩემთან უნდა გაატაროს სანაცვლოდ არ ვიმსახურებ ზეპირის ქულას? რა იყო უკმაყოფილო გყავს და ვერაფერს თხოვ თუ რა ხდება _ზღვარს გადადიხარ,თავხედი ლაწირაკივით იქცევი და ვწყვეტ საუბარს! _საუბარს წყვეტს...საყვარელსა და ცოლს შორის ვერ მოუგვარებია თემა. ჩამრჩება და დიპლომიც არ მექნება არ მაინტერესებს. არ ვაპირებ დავჯდე და მოწიწებით მივმართო , დაველოდო როგორ შემაფასებს და პატივისცემა გამოვხატო _ხმას ნუ უწევ... თუ სწვალა არ გინდა ნუ ისწავლი მე პრობლემა არ მაქვს . _სად მიდიხარ, ჩემი სემეატრული ქულის გამოსამუშავებლად? რა უყვარს შენ გარდა ,რამე ტკბილიც ხომ არ ესიამოვმება, ახლადდაკრემილი ნამცხვარი მაქვს და გავატან შენ გამო დავაცხვე ,იქ მაინც ჭამე _გეყოფა_მეთქი მარიტა ! _მიყვირი კიდეც? _შენ მიყვირი უკვე ხუთი წუთია და სისულელეებს მელაპარაკები . შენი ჭორიკანა დაქალები ჩემი ლოგინის ამბების გარდა არაფერზე ჭორაობენ? იმას არ გეკითხებიან რამხელა მაქვს და რამდენ წუთს ვქაჩავ ან რამდენჯერ ? გაწითლდება ახლა და წეხან კარგად ჭიკჭიკებდა ნინიაზე _დაშორება მინდა ! არ შემიძლია ასე ცხოვრება , ყველაფერი ისედაც ყალბი იყო ,აუტანელი და გაძლებაზე მდგომი . ცხოვრების ბოლომდე ასე ვერ ვიქნები ვერც იმას დაველოდები შენ როდის მოგბეზრდება ეს თამაში. არ ვიცი რა ჯანდაბა გაიძულებს მასზე უარის თქმას,რატომ არ გყავს გვერდით ყველას დასანახად და რატომ არ არის აქ ჩემ ნაცვლად ,მაგრამ მეტი არ შემიძლია ,არ შემიძლია ,არ შემიძლია- ისტერიკა ჰქონდა, მთელი დღის ნაგროვები ემოციები ერთად აწვებოდა და სულს უხუთავდა _ისტერიკა ნუ გაქვს შეყვარებული ქალივით რომელსაც ნალოლიავებ ქმარს ახევენ . გონს რომ მოხვალ შეგრცხვება _მე უნდა შემრცხვეს თქვენთან ? უკაცრავად,მე მყავს საყვარელი ? _საკუთარ თავთან შეგრცხვება და საყვარელი შენ იქამდე არ გყოლია და ქორწილის მერე მითუმეტეს. მართალია შენი ს.რი ყოფილი შეყვარებული სისულელეებს ბოდავს და ენას სანამ უკან არ გავთხრი და იქედან ალაპარაკებულს არ მოვახდევინებ ბოდიშებს იქამდე არ დადუმდება. ეწვის ყ.ლე რომაა და დაგკარგა თავისი უტრ.კობის გამო. მე არ გიჭედავ ,არავის ვუჯერებ საკუთარი აზრების და წარმოდგენების გარდა შენ კიდევ დგახარ აქ და პატარა ბავშვივით წიკვინებ ... ზუსტად ეგ ტეხავს რომ შენ ამ გამოხტომას მეტი არაფერი ეწოდება. თუ არ ივლი ერთბაშად ნინიას არ დააკლდეს ცოდნა და სტატუსი . წელიწადში რამდენს უტოვებს საგანს და ახოხებს საშემოდგომოზე ვერც ითვლის _მე ვწიკვინებ და უნდა მიტყდებოდეს თურმე და ის ჩამოყალიბებული ,პრინციპული ქალია არ იყიდება არც ფულზე,არც ნაცნობობით წერს ქულებს და არც საყვარლის ცოლს დაუწერს _გეყოს ! _ჩემმა შეყვარებულმა რა მობოდა რას ამბობდი? _იმას რომ შენი შეყვარებული ჰქვია მაგის მერე როგორ მელაპარაკები საერთოდ ჩემ ქალებზე _აჰ ქალებზე ... _პირველიც არ მყოლია მასეთი ფსკერი ... კოცნით არ მიკოცნია ეგეთი დონის ადამიანისთვის და შენ რა გაგიჭირდა ასეთი მაგას რომ გაუყადრე თავი . ვბრაზდები სერიოზულად ,მართლა მაინტერესებს როგორ გამოგივიდა მაგის შეყვარებულად გახდომა . ან როგორ იფიქრე ეგ დედიკოს კაბის ქვეშ გაზრდილი მონატაცებს მოგიყვანდა და მაგის ტრ.კი ექნებოდა ებრძოლა შენთვის. ერთი უსაქმური იდიოტია, იმის ფულიც არააქ იკაიფოს სხვის სიგარეტს ეწევა ... ინტელექტი მაგას არ აქვს,ქუჩაში ეგ არაფერს წარმოადგენს და რა იყო თვალები რომ აქვს ლამაზი მაგით დაგკერა? _არ დავუკერივარ ,მოვწონდი და მჭირდებოდა იმ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში რომ ვინმეს ჩემი შეყვარებულის სტატუსი ჰქონოდა. ჩემი ცხოვრების მქონე გოგოს ჰგონია რომ თუ შეყვარებული ეყოლება და თან მასეთი რომელსაც გონებით სულ აჯობებს და ვისი მართვაც შეუძლია ცოტას განიტვირთება . სულელური კომედიასავითაა,უყურებ და იმდენად მარტივია არაფერზე ფიქრობ,ზუსტად იცი როგორ დასრულდება და მაინც აგრძელებ ყურებას რამდენიმეჯერ რომ შეძლო გაცინება მხოლოდ ამისთვის. სასოწარკვეთილი რომ არ ვყოფილიყავი და ცოტახანს მეფიქრა მივხვდებოდი რომ ვერაფერს გააკეთებდა ,მაგრამ იმ დღეს ზედმეტად მძიმედ იყო ჩემი გონება _სამაგიეროდ მე გამოგეცხადე იდეალურ მაშველ რგოლად და გამოსავლად. ახლა დგახარ წიოკობ და სულ არ გიტყდება _შენ თავს იმას ადარებ _მე არ ვადარებ,უბრალოდ შენთვის არააქ განსხვავება. იქამდე არ ვიცნობდით ერთმანეთს თორემ ჩვენ ორს შორის არჩევანი რომ გქონოდა ვიცი მე ამირჩევდი .... ეს რას ცვლის. უფლებას გაძლევს ჩემი პირადი ცხოვრების კონტროლი სცადო და ცოლივით მელაპარაკო ? _დავშორდეთ_თქო გეუბნები ,სხვა რა შემიძლია რომ გავაკეთო წასვლის გარდა. გადამარჩინე,გმადლობ. თუ არაფერია სხვა და გგონია რომ ჩემთვის მხოლოდ გამოსავალი ხარ ,უარს ვამბობ შენ ფარად გამოყენებაზე და გათავისუფლებ ამ ტვირთისგან რომელაც მე წარმოვადგენ შენთვის . დაქორწინებულები მაინც არ ვართ,ნებისმიერი მიზეზი დაასახელე ,ჩემთვის სულერთია _მოდი ჩამოვთვალოთ მიზეზები რაც შენ გამო იქნება და მე გაგეყრები ... მიღალატე ,გაბ.ზება გაწყობს?თან კრეტინკა გამოდიხარ მე რომ მიღალატებდი და თან შენი ჭორიკანა შეყვარებულის აგორებული ჭორებიც გაპრავდება. იდეალურია . მოდი დავშორდეთ და ვიტყვი სულ სხვებისკენ გაურბოდა თვალი_თქო ... გოგო შენ ჭკუიდან გინდა გადამიყვანო თუ რა გინდა ბოლოს და ბოლოს. მოვედი ,დაღლილი ვარ ,თავი მისკდებოდა ისედაც დაძინების მეტი არაფერი მინდა ,შენ გვერდით ვწვებოდი სხვათაშორის და შენ რა სისულელეებს მელაპარაკები . ცოლის სტატუსი აშტერებს თუ მე ვერ მივხვდი როგორი იყავი ,არასწორად შეგაფასე და ახლა უბრალოდ რეალურ სახეს ავლენ _ირიბ შეურაცხყოფას მაყენებ ახლა _შენც მაყენებ შეურაცხყოფას და ზედ უვლი საერთოდ ჩემ ღირსებას ,მაგრამ გითმენ ამდენი ხანია არ მიცნობ და გიჭირს იმ კაცების მერე ჩემი ნორმალურობის და რეალურობის დაჯერება ,ვისთანაც აქამდე კონტაქტობდი. ხომ ფაქტია ვითმენდი ამ შენ ეჭვიანობით ბოდვებსაც ,მოჩვენებებსაც და იმისთვის პასუხის მოთხოვნას რისი უფლებაც არ გაქვს _მე შენ ღირსებას არ ვეხები,არც კაცობას და მილიონჯერ მითქვამს რომ როგორც კაცს გენდობი და როგორც ადამიანს უდიდეს პატივს გცემ ისე როგორც არავის დედამიწაზე ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჭკუიდან უნდა გადამიყვანო როგორც ქმარმა და ახლა არ მითხრა შენი ქმარი არ ვარო თორემ ისე მეხუთება უკვე სული ამ სიტყვებით ,ახლავე გავიხდი _აი აქამდეც მივედით _ სავარძელში იჯდა , ეწეოდა და იქამდე ხმას თუ აუწევდა ხოლმე შიგადაშიგ თორემ ფეხზეც არ წაამომდგარა მართლა ისე იყო გადაღლილი,მარიტასგან განსხვავებით რომელიც აქეით_იქით დადიოდა და ენერგიის დახარჯვას ასე ცდილობდა _ ზუსტად მაგ დამოკიდებულებების ,ემოციების და გრძნობების გამო არ გიწოდებ ჩვენი პირადი დიალოგების დროს ცოლს და არ აღგიქვამ როგორც ნამდვილ ცოლს . არასდროს ვწვები ქალთან, რომელსაც ჩემთან კი არ უნდა ,მისი ლიბიდო კი არ მითხოვს ტვინს აწყობს ,რაღაც მიზეზი აქვს ,რაღაც სხვა უნდა იმის გარდა რასაც მოიცავს ხორციელი ერთობა ... ზუსტად ხორციელი და არა ტვინის ტ.ვნა, რომელსაც შენ აქტიურად ატარებ კარგახანია . შენ და მე არც დავშორდებით ,იმიტომ რომ მე ამ შენი ისტერიკების გარდა არაფერი მაღიზიანებს შენში და ძალიან მეზარება მეორე ცოლის პოვნა ,თან შენში დიდ პოტენციალს ვხედავ ჩემ მეორე ნახევრად გახდომის ... არც შენი გაშიშვლება მოგვცემს შედეგს იმიტომ რომ სანამ ტვინი გკარნახობს რომ გაწყობს ჩემთან დაწოლა ,ყველა სტერეოტიპული გაგებით ცოლად გახდომა და მერე მოთხოვნა ერთგულების ან უბრალოდ საკუთარი თავის დარწმუნება იმაში რომ უკვე ნამდვილად ცოლი ხარ და მორჩა ყველანაირი თამაში. არც შენი იმ მოწონების მჯერა რასაც ახლა განიცდი , ცოტა ხნის წინ ის ს.რი მოგწონდა და ჩემზე სანამ გონს არ დაკარგავ იქამდე არ ვიჯერებ არცერთ შენ გრძნობას თუნდაც შენ გეგონოს ეგ შენი სიყვარულის მაქსიმუმი . ლაპარაკითაც დავიღალე უკვე , ამ ოთახიდან ოფიციალურად უნდა ავლაგდე . ტანსაცმლის ნაწილსაც გადავალაგებ ხვალ თორემ ისედაც ძალაგამოცლილს ბოლომდე მანოკაუტებ _ წამოდგა და კარისკენ მშვიდად დაიძრა _ შენი დასკვნების დადების და უპასუხოდ წასვლის უფლება არ გაქვს,არასწორია _დასკვნა არ დამიდია,ფაქტი აღვწერე ,რომელიც აქამდე არ გაგიაზრებია . არ ცდილობ გააზრებას თორემ პოტენციალი აქვს შენს ტვინს . ეს ქალის ნაწილი გაქვს ჩაკეტილი თუ რა გჭირს ვერ გავიგე _რა მელაპარაკა და რომ დამცინის კიდეც _გული მიგრძნობს ტირილამდე მივალთ და უკვე ნ.ბჭვარი მეგონება თავი იმდენჯერ აგატირე ისე რომ არც მქონდა გეგმაში . ლომიდან ფისოდ რომ გადაიქცევი ხოლმე ეგ ტრანსფორმაცია მაგიჟებს პირდაპირ _ისევ სიყალბეს მაბრალებ ? _არა ,ბუნებრივად ასეთი ხარ იმიტომ რომ შენთან ჯერ კიდევ არეულობაა,ტვინში გაქვს ქაოსი და არ იცი როგორ დალაგდე. მესმის და ამიტომ ვიჩენ მოთმინებას იმდენად რამდენადაც შემიძლია . მეტი რა გავაკეთო მართლა არ ვიცი, ცხოვრებაში არავის არასდროს ვუტარებ ამდენს და მე რომ მაგიჟებს იქეთ არ ვამშვიდებ . _არ ვფიქრობ მაგას მაგიტომ _რას არ ფიქრობ _ ეღიმებოდა უკვე . წასვლის უფლებას არ აძლევდა ისევ აგრძელებდა საუბარს და თავისთან იტოვებდა. გააფთრებული აღარ იყო,მორცხვმა ლოყებწითელა გოგომ ჩაანაცვლა თვალს რომ არიდებდა _რომ ასე მოგთხოვ ერთგულებას...სისულელეა ეგ . კაცი ან არის ერთგული ან არა და ნუ მაბრალებ რაღაცებს მართლა სულელი ქალივით არ ვფიქრობ მიუხედავად იმისა რომ როგორც ქალი ნაამდვილად ვერ ვლაგდები იმიტომ რომ შენ ხარ ზედმეტად რთული და ვერ ვიტან შენ ტვინს და შენ აზრებს რომ ვერ ვშიფრავ და მართლა ბავშვივით ვხდები _საკუთარ თავს ზედმეტს სთხოვ ხანდახან , უბრალოდ მოდუნდი,მოეშვი ... არავინ არაფერში გაჩქარებს და არაფერს გაძალებს,არც ვალდებულს გხდის ხომ არის ასე . იფიქრე იმაზე რა გინდა რეალურად და დალაგდები . ჯერ საკუთარი თავისგან უნდა გათავისუფლდე ,ის ბორკილები გადააგდო რაც თვითონ გაიკეთე და მერე იქნები თავისუფალიც,დალაგებულიც,მშვიდიც ,ბედნიერიც და ჩემი სრულფასოვანი ცოლიც. ეს უკანასკნელი უბრალოდ გარდაუვალია და მე არსად მეჩქარება _ისე მელაპარაკები თითქოს ჩვენ ურთოერთობას ჩემი არეულობა უშლის ხელს და შენ ჩემზე უგონოდ შეყვარებული ხარ . შენ _ოღონდ ახლა ნინია არ ახსენო ისევ თორემ თავი გამისკდება. პირველ რიგში ეჭვიანობაზე მუშაობა დაიწყე ,დაიკიდე ყველა ქალი ვისთანაც რაიმე სახის კონტაქტი მაქვს და ნახავ როგორ შვებას იგრძნობ ამ ეგოისტ ბავშვს რომ დათრგუნავ . _ახლა ეგოისტიც გავხდი _ზოგადად არ ხარ ნამდვილად,მხოლოდ ჩემთან ... მე გინდივარ მთლიანად,ეს ნამდვილად მიუთითებს შენს გონიერებაზე _ღმერთო როგორი თავმდაბალი ხაარ _ღმერთმა დამიფაროს ვერ ვხედავდე საკუთარ თავს ისე როგორც შენ ვერ ხედავ და ჯერ კიდევ არ იცი ვინ ხარ. ჯერ ისევ ის ხარ ვისაც ითხოვდნენ რომ ყოფილიყავი -ვერ ხედავ უკვე როგორ შევიცვალე? ქორწილში ჩხუბის შემდეგ დაბრუნებულ ,მთვრალ ქმარს ვეჩხუბე -გილოცავ...ჩემთან თავისუფლდები _ თავზე აკოცა,მერე ლოყაზე და ბოლოს ეღიმებოდა ყელზე რომ დაუტოვა კოცნის კვალი _ ჩემი ჩახუტება და ეს კოცნები რომ ნამდვილად გიყვარს ზუსტად ვიცი _არ მიყვარს _ თავი არ გაუწევია ისე უთხრა, ხელებიც არ მოუშორებია,ისევ ეხვეოდა და მისი გულისცემის ხმასაც ისევ უსმენდა _ეს მიყვარს,შეგრძნება სიმშვიდის. ჩხუბის მერე რომ შეგიძლია ჩამეხუტო და შენი გულისცემის ხმა მიყვარს , დამამშვიდებელივითაა. რომ მიდიხარ ვეღარ ვიძინებ _თვეებია არ გძინავს ? რომ შემოვდივარ ამიტომ ფხიზლდები უცებ ? მარიტა ,შემომხედე და მიპასუხე _სახე რომ შეაბრუნა ,შუბლით მიეყრდნო მკერდზე და ხელი აიფარა დამალვის ეს სასაცილო მეთოდი ბერდოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. თავი ააწევინა და თვალებში უყურებდა _ ჩემ გვერდით ვერ უნდა იძინებდე და მარტო რა არ გაძინებს ნუ გადამრევ. თავიდან შეიძლება გეშინოდა,გეუცხოებოდა, ფიქრები გქონდა ,მონატრება ოჯახის და ძველი გარემოს ,მაგრამ ახლა ... ისევ ვერ შეეჩვიე ? _არაფრის მეშინოდა არასდროს არც შენთან და არც მათთან,არცერთთან...აქაურობაც შენთან ერთად მივიღე და არც უცხოდ ვგრძნობ თავს . მნიშვნელობა არ აქვს, მეც დავლიე ორი ჭიქა ჭორიკნების გამო და იმიტომ ვარ ასეთი აფორიაქებული. აღარ შეგაყოვნებ წადი ,ხომ მიდიოდი და მეც დავწვები _ შებრუნდა , სინათლე უცებ ჩააქრო ,დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით შეძვრა საწოლში და საბანი წამოიფარა. ნაბიჯების ხმა ესმოდა , კარის გაღებია და დახურვის . შემდეგ ყელში ბურთი გაჩნდა ,ისევ გაუგებრად და გაუაზრებლად წამოვიდნენ ცრემლები. ტიროდა და რას თავადაც არ იცოდა. სიცივის შეგრძნება ჩნდებოდა ჯერ ,შემდეგ სცარიელე და მარტოობის განცდა,რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა,რომელსაც ებრძოდა და რომელსაც ვერ იტანდა. ტირილის დროს სმენადახშულმა მხოლოდ საწოლის მეორე მხარის შევსების შემდეგ გაიაზრა რომ ბერდო დაბრუნდა ,მის გვერდით დაწვა ,უსიტყვოდ მოეხვია ,ზურგიდან აეკრო და სახე მის თმაში ჩამალა. _ნუ გეცოდები ! გიკრძალავ ჩემთან სიბრალულის გამო კიდევ რამის გაკეთებას ,მოთმენას, ატანას და გაძლებას. რაღაც ისეთის რაც არ გინნდა და მხოლოდ იმიტომ აკეთებ რომ გებრალები _გ.ვკარი სიბრალულს . მეტად აღარ დაუკავშირო ჩემ რომელიმე ნაბიჯს მერამდენედ გითხრა _ მანძილის გაზრდის უფლება არ მისცა,ხელი მუცელზე შემოხვია და უფრო ახლოს მიიზიდა _ დამშვიდდი ,დროა უკვე _ხელი მტევანზე დაადო,მოეფერა და თავზეც აკოცა რამდენჯერმე _ დაიძინე , შენთან ვარ _არ ხარ _რა დაუკმაყოფილებელი ვინმე ხარ ,მე რო ქალს არ ვეყოფი _ ცრემლები შეუმშრალა ,წამოიწია და ლოყაზეც აკოცა _მორჩა ,გიკრძალავ ტირილს ჩვენი საუბრების ბოლოს და ჩემი მიზეზით _შენი ბრალი არ არის ,რომ ვტირი _აბა ვისი ბრალია . სხვის გამო ტირის ჩემი ცოლი? _სახეზე ეფერებოდა, ცრემლების კვალს საბოლოოდ აშრობდა . მთელ მოთმინებას მისთვის იყენებდა _ჩემი ,მარტო ჩემი_ ცხვირაწითლებული,ტუჩებდაბრეცილი, დასველებული გრძელი წამწამებით, მაქმანიანი პენუარით ,რომელიც თითქმის ვერაფერს ფარავდა პირდაპირ ბერდოს საწამებელ იარაღს წარმოადგენდა_ზედმეტად რთული ვარ შენთვის ,ვიცი ... მტანჯველად არ გადავიქცევი ,გეფიცები _ვერ ვიტან შენთან ჩხუბს ... ასე მგონია ვიხრჩობი _მთელი ტანით შებრუნდა,თვითონ მოეხვია,თავი მის მკერდთან ჰქონდა და გულისცემის ხმას ესმოდა,ჩვეულებრივზე მეტად აჩქარებულს და რითმიდან ამოვარდნილს_მშვიდად არ ხარ , დავიძინებ გპირდები,შენ წადი და დაიძინე იქ და იმასთან ვისთანაც სიმშვიდეა -თვალები დახუჭული ჰქოონდა, ვერ უყურებდა. ყელში ბურთის ახალი გორგალი ჩნდებოდა და მალე ცრემლების კიდევ ერთი ტალრა გადაუვლიდა _ჩვენი ცოლ_ქმრობის არცერთი ღამე მიძინია სხვა ქალის გვერდით - ჩაიხუტა და ტირილისგან შეშუპებული თვალები დაუკოცნა -ახლა მითხარი ის რისი თქმაც ნამდვილად გინდა _არ წახვიდე ...ჩემთან დარჩი -შენთან ვარ ისე და ისეთი როგორც არავისთან არასდროს .................... უნივერსიტეტიდან გამოსულმა მალევე შენიშნა ტვილდიანის მანქანა. ჯერ ეზოში შეყოვნდა, კურსელებს ესაუბრებოდა შემდეგ კი მარტომ განაგრძო გზა და გამოჩნდა კიდეც ბატონი ილო. ღია ცისფერი პერანგი ეცვა, მკლავებზე ლამაზად გადაეკეცა და თითქოს აღარ ჰგავდა სამსახურიდან გამოსულს, მაგრამ თაიას თვალს არ გამორჩენია მისი ჩაცულობა,არც მანქანის უკანა სიდენიაზე დადებული პიჯაკი . -გამარჯობა -გამარჯობა , როგორ ბრძანდებით -თქვენთან საუბარი მინდა და თუ დამითმობთ დროს -თუ იმდენად მნიშვნელოვანია,რომ აქ ხართ მეც ვიპოვნი დროს თქვენთვის -აინტერესებდა რისი თქმა სურდა ტვილდიანს , მაგრამ ვერ წარმოიდგენდა თუ ამ დიალოგის დროს გრძნობებში გამოუტყდებოდა -ვთვლი რომ ერთი ცხოვრება ძალიან ცოტაა ყველაფრის გამოსაცდელად. არ მიყვარს დროის კარგვა თუ ვიცი რა მინდა და რას ველი ამ საჭიროებისგან -სრულიად გეთანხმებით...მეც არ მიყვარს დროის ფუჭად ხარჯვა და აქაურობით ტკბობა ნამდვილად არ არის გაფლანგული წუთების რიცხვში -პირველ რიგში გეტყვით,რომ მე თქვენგან ამ ეტაპზე მითუმეტეს ამ მომენტში არაფერს ვითხოვ, არც პასუხს, არც საპასუხო გრძნობას უბრალოდ გიზიარებთ ჩემ თქვენდამი დამოკიდებულებას -ვიცი, ვგრძნობ პატივისცემას და -სიყვარულს? მეეჭვება ხვდებოდეთ როგორი გატაცებით მიყვარხართ იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობ არ შემოვიჭრა თქვენ ცხოვრებაში ასე ერთბაშად და დავიცვა გარკვეული კანონზომიერება -უკაცრავად , სწორად გავიგე? - იცოდა, მაგრამ მაინც ასე უცებ ასე მშვიდად და თან დარწმუნებით გამხელილ სიყვარულს არ ელოდა -მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ -კარგი , ინფორმაციას ვფლობ , მიღებულია და გადასამუშავებლად დამჭირდება გარკვეული დრო- თვალები უნათებდა და მთელი სახე უცინოდა. ილოს ჩაცინებამ კიდევ უფრო მეტად მოხიბლა -დარწმუნებული ვარ დასარწმუნებლადაც დაგჭირდებათ დრო -გგონიათ არ მჯერა,რომ ის ქალი ვარ ვინც ასე მცირე დროში შეუძლება შეუყვარდეს თქვენნაირ კაცს? -გჯერათ, თქვენ გრძნობებში გაერკვევით და დარწმუნდებით -და თქვენ არ ხართ ის კაცი ვინც მარტივად უყვარდებათ? -თვალებში უყურებდა, წამითაც არ აშორებდა მზერას მის აზრებსაც კითხულობდა და საკუთარსაც არ უმალავდა -დიდებული ვინმე ხართ, თაია -ამის შესახებაც ვფლობ ინფორმაციას ... მგონი დროა წავიდეთ-ცდილობდა ზედმეტადაც არ გამოეხატა ის სიხარული და კმაყოფილება რასაც განიცდიდა, მაგრამ არც დაფარვას აპირებდა. ქალაქგარეთ გასულს წამითაც არ დაუშვია,რომ ტვილდიანი რამეს ავნებდა ან მისი სურვილის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენდა. არავისზე ჭორაობდა, არავის ცხოვრება აინტერესებდა და მას რომ შენიშნავდნენ ამაზე არ უფიქრია. უნივერსიტეტიდან გასვლის წამიდან აგორდა ჭორი და ბოლოს გოშხეთელიანებამდეც მიაღწია. ბერდო ისედაც ამჩნევდა მასში მომხდარ ცვლილებებს, ისიც ეუცნაურა ქორწილის ამბებში არსაიდან გამოჩენილი ტვილდიანი,რომ ჩაერია . ყველაფერი უფრო აირეოდა რომ არა მისი გამოჩენა იმ შეხვედრაზე, ჭორის მოსმენამდე ფიქრობდა რომ უბრალოდ სწორი პოზიცია აირჩია. დიდხანს ფიქრსა და თავის მტვრევას არ აპირებდა, ისედაც არეულს არ უნდოდა თაიას ტყუილად ანერვიულება ამიტომ ტვილდიანის წინ აღმოჩნდა და დიალოგიც ისე წარიმართა როგორც უნდოდა _თაიას საიდან იცნობ _ჩემი შვილების დამრიგებელია _ეგ ორივემ რაც იცით და სინამდვილეში? _ სიმშვიდეს ინარჩუნებდა ,მაგრამ მაინც ეტყობოდა ემოციები _ თაიას ვერასდროს მართავ შენ ნებაზე. ყველანი რომ გავქრეთ მის ირგვლივ,იქამდე მოგყვება სანამ მოეწონება და უდარდელად იქნება. მერე როგორც კი პრობლემა გაჩნდება და კომფორტი გაუქრება ისე წაგშლის თითქოს არც არსებობდი _ვიცი,ჩემნაირია _არ მიპასუხებ? არ მეტყვი საიდან იცნობ და რატომ მოხვდნენ შენი შვილები მაინცადამაინც იმ სკოლაში? _ხატზე დავიფიცებ არაფერი დამიგეგმავს _კარგი,არ დაგიგეგმავს ,მაგრამ _მშრალ ხიდზე მიმავალი დავინახე , ყველას სადღაც მიეჩქარებოდა მათაც კი იქ იაფი და ძვირფასი საჩუქრის ასარჩევად რომ იყვნენ ანდაც საკუთარი ოჯახიდან გამოტანილი ნივთის გასაყიდად. ის კი ნელა მიუყვებოდა სხვადასხვა ნივთებით გადავსებულ სივრცეს და ყველაფერს მშვიდად ათვალიერებდა. ფერადი იყო იმ ნახატებზე მეტად ღარიბ ნიჭიერებას რომ ავლენდა. წიგნები იყიდა , ერთ ნახატსაც ვერ აუარა გვერდი და ფულიც არ დანანებია. ახლოს არ ვიყავი,მისი ხმა არ მესმოდა,მაგრამ აშკარად საჭიროზე მეტი გადაიხადა ისე ლოცავდა წიგნების გამყიდველიცა და მხატვარიც. მხატვარმა დაგხატავო უთხრა, მანდ დაფიქრდა , სივრცე მოათვალიერა დაჯდა და შემდეგი რამდენიმე წუთი იმ ქაოსში საკუთარ სიმშვიდეს ქმნიდა. არავინ და არაფერი აინტერესებდა პორტრეტის ნახვის მოლოდინიც კი. უბრალოდ მოსწონდა იქ ჯდომა , წიგნით ხელში დახატეს ბოლოს თუ არ არ ვიცი. არც ის ვიცი რატომ არ გავიგე ვინ იყო , მგონი უბრალოდ გათიშული მქონდა გონება და ვერ მივხვდი რომ არ უნდა გამეშვა. საფრანგეთში წავედი, დიდხანს ვერ მოვახერხე დაბრუნება და სკოლაც სახლთან ახლოს მყოფი აარჩიეს ჩემებმა. ბავშვები ტელეფონზე საუბრისას მიყვებოდნენ როგორ მოსწონდათ მასწავლებელი , ჩამოსვლის შემდეგ კი საავადმყოფოში გავიცანი. გაბრაზებული,შენიშვნებითა და მინიშნებებით სავსე ტონით მტუქსავდა როგორც პატარა ბავშვს და სულ არ აღელვებდა ჩემი ვინაობა და სტატუსი მხოლოდ საკუთარი თავის კონტროლს ცდილობდა კულტურისა და ზრდილობის მისი ნორმები რომ არ დარღვეულიყო . მე არ ვიცი შენ რას ელი ჩემგან ,რა დაგამშვიდებს. ვიცი მხოლოდ ერთი ,ისე გაგიჟებით რომ უყვარდეს ვინმეს ჩემი ლაილა როგორც მე თაია სიყვარულთან მეომარი არ გავხდებოდი _თაია არ გიყვარდეს რთულია, მთავარია თაიას სჭირდება შენნაირი კაცი გვერდით თუ სამუდამოდ შექმნი წყვდიადს მის ფერად ცხოვრებაში. შენ რომ თაიამ შეყვარებულ ბიჭად გადაგაქცია და გაგახსენა გულის არსებობა იმას არ ნიშნავს,რომ მისთვის ხარ ,მისი ბედი ხარ და შენ ცხოვრებაში თავისი ცხოვრებით შემოსვლას შეძლებს. _მე მხოლოდ ერთი რამ მჭირდება მისგან, ვუყვარდე და თვითონ დავწერ ბედისწერას _გაგიცნოს ისეთი როგორიც ხარ ,ნამდვილი შენი სახე აჩვენე და შემდეგ თუ ჩაგკიდებს ხელს მე სიტყვას არ დავძრავ. ზუსტად ვიცი,თაიას ისე უყვარს კომფორტი ,სული რომ აქვს მშვიდად და საკუთარ სურვილებს მიჰყვება ... შენი ცხოვრებით ერთი დღეც არ იცხოვრებს. მაქსიმუმ შეყვარებული გიწოდოს და იქამდე იურთიერთოს შენთან სანამ ქორწინებას ახსენებ. _დიდ პატივს გცემ ხომ იცი,შენც და მთელ შენ ოჯახსაც . მიუხედავად იმისა,რომ ხშირად არ ვხვდებით მაინც ვიცი რა კაციც ხარ და შენიც მესმის . შენ ალბათ ჩემზე უკეთ იცნობ თაიას , ყველა მის სახეს გარდა შეყვარებული ქალისა. შენ რომ მშვიდად იყო მე კაცურ სიტყვას გაძლევ,თაია მეტყვის ერთ არას და ყველაფერი დასრულდება. იქამდე კი ღმერთი რომ გამომეცხადოს უარს არ ვიტყვი მასზე _თვითონ იტყვის უარს და შენც დაასრულებ ... _პირობას გაძლევ და თუ არ, შენთან ოჯახში მოვალ ჩემი ოჯახით და ქორწილის თარიღს დავთქვამთ _თაია ვერ იტანს ქორწილებს , არასდროს დაგთანხმდება უცნობი სანათესაოთი სავსე ღრეობაზე _საკუთარ პოზიციას არ თმობდა, ორივე ფიქრობდა რომ იცოდა თაია რას გადაწყვეტდდა . .................... _უბრალოდ ფლირტი გაქვთ თუ ხდება სხვა რამეც -თაიას ოთახში შევიდა, სავარძელში ჩაჯდა, სანთებელას თითებსშორის ატრიალებდა და მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას _ვისთან მაქვს ფლირტი ძამიკო? _ილო ტვილდიანთან ... _ჩემი მოსწავლეების მამაა და ალბათ ერთად დაგვინახე . არაფერი ხდება _ ცდილობდა მოეტყუებინა, არც ისე ცუდად გამოსდიოდა ,მაგრამ ბერდო არ იყო მარტივად მოსატყუებელი _ შენ რამე გითხრეს ?სულელი ჭორიკნები 20 წელს რომ გადააბიჯებ ნული მოტაცების მცდელობით,გაუთხოვარი ახალ ამბავს იგონებენ . მე კიდევ აგერ უკვე 25 წლის ვხდები და _მე მატყუებ თაია? ყოჩაღ შენ და შენ გონებას. უნდა ეშინოდეს ტვილდიანს შენი ტვინის ისეთი კარგი მოთამაშე ხარ . შენ ჭკუაზე აცეკვებ ,ასე გგონია ხომ? რა იყო ის გიტყდება კაცი რომ მოგეწონა, ცოლს დაშორებული კაცი ბავშვებით რომ მოგეწონა თუ პაემანზე ქალაქგარეთ რომ გაჰყევი მაშინ როცა დედაჩემს ჰგონია მუშაობდი . მის მანქანაში რომ ჯდებოდი და სადღაც ჯანდაბაში მიეხეტებოდი რა გეგონა ,ვერავინ ვერაფერს გაიგებდა ? გრცხვენოდეს ჩემთვის დამალული შენი სიყვარულის და იმ კაცის კიდევ ,მისი დამალვა რომ გგონია სწორი და გამოჩენის და აღიარების თავი რომ არ აღმოგაჩნდა მაგის. _ვინ გითხრა ... კიდევ რა გითხრეს _თვითონ მითხრა ,ეყო ერთი ადგილი შენგან განსხვავებით დამელაპარაკა ჯერ მე იმიტომ რომ მე უკეთ მიცნობს ვიდრე დანარჩენება და გეგმაში აქვს სხვებთან შეხვედრაც . შენ თუ ჩვენ არ გვმალავ მისგან ან არ ვიცი ,იქნებ სულაც არ გინდა სერიოზული ურთიერთობა და ერთობი უბრალოდ. შენ ხომ დამოუკიდებელი გოგო ხარ,იქნებ ასე გაიგე ჩვენგან მოცემული ნდობა _საერთოდ ვშორდები ასე რომ მოვიდა ჩემთან შეთანხმების გარეშე და ჰგონია ისე იმოქმედებს როგორც მოესურვება _აჰაა ,ანუ არ ყოფილა ჭორი ხომ ? შეგიძლია დაშორდე იმის გამო რომ პატივს გცემს და იმის გამოც სადღაც ტყეში რომ არ გ.ხმარა _რა იყო შენ არსად წაგიყვანია მანქანით გოგო ისე რომ ხელები არ გეფათურა?პატარა ბიჭია და სისხლი უდუღს ? ჩამოყალიბებული კაცია,იცის ვინაა რა უნდა ვინ ვარ მე და რა შეუძლია ჩემთან ,სად არის ზღვარი _რომ ვერ სცოდნოდა?ასეთი დარწმუნებული იყავი? _კაცების შიში რომ არ მაქვს და ვხვდები ვინ რა კატეგორიაა ამ თავდაჯერებისთვის დამნაშავე ვარ? _გითხარი მე შენ რატომაც ხარ დამნაშავე პირადად ჩემთან და დანარჩენები ვნახოთ რას იტყვიან_ვაპირებდი თქმას, შესაფერისი მომენტი მჭირდებოდა ... ბოლო დროს შენ ცხოვრებაში უამრავი რამე მოხდა . შენც ხომ არ მიყვები ყველაფერს _ შენ ახალგაზრდა გოგო ხარ, რომელსაც ჩემგან განსხვავებით სამყაროს წინაშეც კი სხვა მოვალეობები აქვს გინდა თუ არ გინდა . მე კაცი ვარ და თან შენზე დიდი ყველა ყველაფერს მაპატიებს ამ წყეულ სამყაროში . ადამიანიც რომ მოვკლა იტყვიან ალბათ ჰქონდა მიზეზიო იმიტომ რომ კაცად დავიბადე და თქვენ ორს შორისაც შენ იქნები სულელი გოგო ის კიდევ ილოა ტვილდიანი. შენ შეიძლება ჩემზე გონიერი,განათლებული და ჭკვიანი იყო ,მაგრამ ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება შენ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ღირსების დაცვაზე მე კიდევ საკუთარი თავის გარდა უამრავ ადამიანზე. მე შენ მესაიდუმლედ მიმაჩნდა თავი,მეგობრად და არა უფროს კოჭებხვრეტია ძმად რომელიც ყველაფერზე გაგიჭედავს და ცხოვრებას გაგიმწარებს. გული მატკინა ასეთი უნდობლობა, ჩვენი ურთიერთობისთვის ამ ლაქის მოშორება გაგიჭირდება ძალიან -გთხოვ ასე ნუ მელაპარაკები. უნდა გამიგო, რთულია ჯერ საკუთარ თავთან აღიარო ის სირთულე რაშიც გაეხვიე... ჯერ ხომ უბრალოდ სიყვარულია რთული, ურთიერთობა კაცთან,ოჯახის შექმნაზე ფიქრი და მერე ისეთ კაცთან როგორიც ილოა. ძალიან რთულია იმის თქმა რაც მეც არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი . საერთოდ თუ მაქვს ძალა ავიღო ორ ბავშვზე პასუხისმგებლობა,მისი უდიდესი ოჯახის მთავარი ქალი გავხდე და ამხელა ტვირთი როგორღაც უნდა შევიმსუბუქო რომ არ ვინაანო არასდროს ,რომ უბრალოდ სიმპათიად არ ჩავთვალო მერე ,უბრალოდ უბრალო რომ არაფერი იყოს და ყველაფერი სამუდამო,ნამდვილი,ურყევი... ვერ წარმოიდგენ რამდენი კითხვა,ფიქრი და რა ქაოსია ჩემ თავში ზუსტად იმიტომ რომ მოაზროვნე ქალისთვის უფრო რთულია ვიდრე კაცისთვის. იმას რა ენაღვლება იდეალური მიპოვნა ამჯერად და მისი ჭკუით უკან დასახევი გზაც მომიჭრა შენთან მოსვლით. არ მაჩქარებს რომ ჰკითხო,მითუმეტეს არ მომიტაცებს და არაფერს დამაძალებს,მაგრამ აბა ეს რა არის . ახლა ისე ვარ გაბრაზებული საერთოდ დავშორდები _სულ მთლად შეიშალე ... _არ შემირიგდები?ასე წახვალ და არ გაიგებ ჩემსას? _დღესაც მატყუებდი თაია...დამიმალე და პლუს მატყუებდი სულ რამდენიმე წუთის წინ . ცრემლებით ვერ მომილბობ გულს,ეგ ლაშასთვის შემოინახე და მერე მამაჩვენისთვის. ერთი კარგად ატირდი და სიტყვაც არ დაგჭირდება ,როგორც ყოველთვის შენ გამო სამყაროს დაუპირისპირდება და ილო ტვილდიანის სიძედ მიღება რა პრობლემაა _სად მიდიხარ ... მტოვებ? _დიახ. ზრდასრული ქალი ხარ,ჩემთვის აქამდე არ გიკითხავს აზრი და მე კი არ გტოვებ შენ დამტოვე . ღმერთმა ხელი მოგიმართოთ შენ და შენ სიყვარულს ................................ _გამარჯობა თაია - მობილურს რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა და გაიგო კიდეც მონატრებული ხმა _გამარჯობა ... უკაცრავად ვინ ბრძანდებით?_ იცნო ,მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა _სხვაგან მოვხვდი? ჩემი გულისსწორი სიჩუმეზეც მიცნობდა _მე არ ვიცი ვინ არის თქვენი გულის’სწორი თუ არა’სწორი ,ბატონო ილია ,მაგრამ _თითქოს წამოსცდა ისეთი პაუზა გააკეთა და თან ჩაეცინა. საწოლში იწვა უკვე და ფანჯრიდან იყურებოდა. მთვარეს ისე უყურებდა ერთი ხელის გაწვდენაზე იყო თითქოს _მაინტერესებდა ხვალ რა გეგმები გქონდა... მე და ბავშვებს გვინდა სადღაც დაგპატიჟოთ _არ გინდა შეწყვიტო ბავშვებზე რაღაცების დაბრალება ? მოსეს ყვავილების ტარებაც მობეზრდა მგონი,გადაიღალა ბავშვი საკუთარ შეყვარებულს არ მიუტანს მგონი ყვავილებს _რადგან ასე გინდა მარტო წავიდეთ და ყვავილებს თავად მოგართმევ ,მაგრამ მოსეს ძალიან მოსწონს შენი სახის დანახვა როდესაც თაიგულს ართმევ და ნუ გამინაწყენებ ბავშვს მერე იფიქრებს მე ავუკრძალე და რთულად არის ხოლმე საქმეები, როდესაც რაიმე უნდათ და ვერ იღებენ _მე არ მითქვამს რომ მარტო წავსულიყავით მე _გექნება დრო ხვალ თუ გადავიტანოთ შაბათისთვის... მერე ქალაქში აღარ ვიქნები და დაბრუნებამდე მომენატრები _გააჩნია რამდენი დღით მიდიხარ _ორი თვით ... შესაძლოა მეტიც . საკმარისი იქნება ჩემ მოსანატრებლად თუ იმდენად გულცივი ხარ სულ ვერ იგრძნობ დანაკლისს _ხვალ გამოცდა მაქვს ... არ ვიცი რომელ საათზე დავამთავრებ . შაბათს მიფრინავ ? _ დასევდიანდა და იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი რომ თავის გაკონტროლებაც ვერ შეძლო _თუ ქვეყნიდან არ გადიხარ და მანქანით მიდიხარ _არა ,მივფრინავ ... კვირას გამთენიისას . მალე გავა დრო ,დაკავებული ქალი ხარ ჩემზე ფიქრებისთვის ვერც მოიცლი მე თუ არ შეგახსენებ თავს _თუ ასეა ნახვამდის _აბა მოგენატრები და ჩემზე იფიქრებ ყველა თავისუფალ წუთს? _ყველა საკუთარი პოზიციიდან ფიქრობს სხვებზე და სხვების ქმედებებზე . ნახე როგორ იქნები ჩემგან შორს და დამინახავ მეც _ამისთვის შენც იმას უნდა გრძნობდე რასაც მე _ნახვამდის ილო . მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ _ გაუთიშა. წამოცდენილ თუ განზრახ ნათქვამ სიტყვებს მეტად ვერ განავრცობდა. ისედაც გული ისე ჰქონდა აჩქარებული ამდენი ემოციისგან რომ ეგონა სუნთქვა გაუჭირდებოდა. დილით შეტყობინება მიიღო „წარმატებას გისურვებ გამოცდაზე.“ გამოცდის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის ეზოში მიაბიჯებდა მისი მანქანა რომ დაინახა და შემდეგ ბატონი ილოც გამოჩნდა. _გილოცავ _ჯერ უნდა მკითხო იქნებ დაბალი ქულა მივიღე ან ვერ ჩავაბარე _გამოვრიცხავ ,მიუხედავად იმისა რომ ჩემდაუნებურად ცუდი განწყობა შეგიქმენი გუშინ _ თვალებაციმციმებულს ზემოდან დაჰყურებდა და სული მისდიოდა ისე უნდოდა ჩახუტებოდა _ გამომყვები? ცოტა ხნით _გოგონებთან ერთად ვაპირებდი გასეირნებას _იქვე მდგომ და მომლოდინე სამეგობროზე მიანიშნა _მათაც ვეპატიჟები _არა , ზედმეტია ჩემ კურსელებთან ერთად სიარული. _აუცილებლად სტატუსი უნდა მქონდეს და ისე გამაცნო შენ ნაცნობებს? _არა ,უბრალოდ ყველგან ვერ იქნები _შენ თავისუფლებას ვზღუდავ?მე მომენატრე და მინდა შენთან მეტი დრო გავატარო. შენც გინდა,მაგრამ თავს იკავებ... ჯაჭვებით გაბამენ და გექაჩებიან მიზეზები ჩემთან არყოფნის და ჩემგან შორს ყოფნის _გიკვირს ? _ზოგადად არ ,შენგან კი ... მეგონა ბედნიერების წართმევის უფლებას არავის და არაფერს აძლევდი და შენი სურვილი იყო სულ მთავარი _ყოველთვის ასეა ,მაგრამ არა იქ სადაც მხოლოდ მე არ მეხება საქმე და მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი. _ახლა შენი ჩახუტება რომ მინდა და ვერ გეხუტები ხალხი რომ გვიყურებს იმის გამოა თუ შენ რომ იგივეს არ გრძნობ იმის _შეხვედრა შედგა , მშვიდობიან მგზავრობას და წარმატებულ საქმიანობას გისურვებ _ დაასრულა საუბარი,მისი გეგმა არ აასრულა ,მაგრამ დამშვიდობებისას მოეხვია და ლოყაზეც აკოცა სულ ერთი წამით _ ნახვამდის ილო _გაუღიმა , გაქვავებული დატოვა და გოგონებთან ერთად გაუყვა გზას . ეს იყო ნიშანი იმისა,რომ თაია გოშხეთელიანი არავის და არაფრის გამო შეიზღუდავდა თავს ,მთავარი მისი სურვილები იყო. ......................... უამრავი საქმით დაკავებულს თავისუფალი დრო არ გააჩნდა ,მაგრამ რაღაც აკლდა და ამ დანაკლისს ილო ერქვა. მობილურზე ზარი რომ შევიდა და ნომერს დააკვირდა უკვე იცოდა ვინც ურეკავდა . სანამ მობილიზდა რამდენიმე წამი საუკუნედ ეჩვენა . შემდეგ მონატრებული ხმა გაიგო და გულიც უფრო მეტად აუჩქარდა. _გამარჯობა თაია _მომენატრე ილო _ თქვა და შემდეგ გაიაზრა რომ ხმამაღლა წარმოთქვა სიტყვები . გაიაზრა და წამსვე იგრძნო თავის ტკივილი _ მიყვარხარ ,ამაზე იფიქრე მხოლოდ როცა მე გაგახსენდები. შენ საქმეებზე გადაერთე და რომ მოგენატრები უბრალოდ დამირეკე _და შენ მანდ თავისუფალი იქნები? მაშინ აქამდე რატომ არ დამირეკე...თუ ელოდი დროს როცა მონატრებას ვიგრძნობდი _ის კაცი ვარ განზრახ რომ გატკენს ? ვფიქრობდი თავს არ მოვაწყენ... შეიძლება მეცადინეობს_თქო. ხომ მითხარი როცა გამოცდების პერიოდი მაქვს ბუზის გაფრენის ხმაც არ ისმის სახლშიო _დავასრულე უკვე _ვიცი და იმიტომ გირეკავ ... გილოცავ _წლებია წინ ... ჯერ არ ვფლობ ენას ისე როგორც საჭირია _და იმდენი მასწავლებელია რომელმაც თავადაც არ იცის ,მაგრამ ასწავლის,რომლებიც ისე გაგიჟებით არ უყვართ როგორც მოსწავლეებს შენ _ბავშვებმა მოიწყინეს ისევ... როგორც თავიდანვე ვვარაუდობდი მათ თვალებში სხივს შენთან დიდი დროის გატარება აჩენს... ხარ შენ და ანათებენ, არ ხარ და მალევე მოიწყენენ _მათი ჭკუის ხალხთან მყავს დატოვებული და შიში მაქვს სულ ,მოწყენილები სულ არ უნდა იყვნენ. ისინი სამივე ბავშვებივით არიან _ენატრები და რა უნდა ქნან _ცხოვრება ასეთია,ვიღაც სულ გენატრება _მე იშვიათად მენატრება _მახარებ _დრო გაქვს ამდენხანს რომ მესაუბრები? _მაქვს ,მაგრამ შენ თუ გინდა დავასრულოთ . თავს არ მოგაბეზრებ დაძინებას აპირენდა შეტყობინება რომ მიიღო და მაშინვე დახედა ეკრანზე წვრილი ასოებით დაწერილ“გარეთ გელოდები ,გამოდი“ . საწოლიდან წამსვე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. მოშორებით მდგომი ჯიპი დაინახა და არც დაფიქრებულა ისე გადაიცვა კაბა. სახლიდან შეუმჩნევლად გაიპარა,თითქმის უცნობი კაცის სანახავად და წამითაც არ დაუშვია,რომ რამეს დაუშავებდა. _ჩამოხვედი _მომენატრეო მითხარი და თან იშვიათად მენატრებაო ... არ მინდოდა გტკენოდა ჩემი მონატრება _მანქანის ფარები ანათებდა ქუჩას . თაიას უნდოდა უკეთ დაენახა მაგრამ არ გამოსდიოდა _დიდხანს აღარ წახვალ ხომ? _ერთი დღით ვარ ... ბავშვებთან ავალ და მერე ისევ გავფრინდები. უნდა დავასრულო ბოლომდე დაწყებული საქმე _ერთი დღით დაბრუნდი? _ერთი წუთის გამოც მოვალ_ მოეხვია, თავშეკავების შემდეგ მანძილი გადალახა. თმაზე მოეფერა ,ლოყაზე აკოცა და შემდეგ მანძილი გაზარდა _ მაპატიე ამ დროს რომ გამოგიყვანე _მანქანიდან ფერადი ყუთი გადმოიღო _იმედი მაქვს მოგეწონება _გმადლობ ,ამ ერთი წუთისთვის ... საჩუქარს ვერ ავიღებ _წიგნებია ინგლისურ და გერმანულ ენებზე. სწავლის დროს მეხმარებოდა ერთი და იგივე ნაწარმოების ორ სხვადასხვა ენაზე კითხვა. კაბა ჯერ არ ჩამომიტანია,თურმე შესანიშნავად კერავ და თან პარიზში ჯერ არ ვყოფილვარ, რამდენიმე თვის შემდეგ ვგეგმავ შემდეგ მითხარი უარი ფრანგულ სუნამოსა და კაბაზე _ გაეღიმა ,თითქოს უარსაც ელოდა და სპეციალურად აარჩია საჩუქარი რომელზეც უარს ვერ ეტყოდა _არ ვიცი რა ვთქვა _შეხვედრამდე,თაია _შეხვედრამდე ,ილო _ ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა _ ბავშვებს აკოცე ჩემ ნაცვლად _ფართო ღიმილით დააყოლა ყუთი გამოართვა და უკანსვლით წავიდა . იცოდა უკვე ღრმად რომ შეტოპა და ილო არ იყო ის კაცი მის გრძნობებს რომ ვერ შეამჩნევდა. მოსწონდა მისი მოზომილი ნაბიჯები, თითო სვლით რომ უახლოვდებოდა ყოველ დღე და ყველა შეხვედრის შემდეგ ახალ ეტაპზე გადადიოდა. არ გაურბოდა და არც დამალვას აპირებდა,მოსწონდა მოწონებაზე მეტად და საოცარ მუხტს იღებდა ამ ყველაფრისგან . ყოველთვის ასე წარმოედგინა პირველი სიყვარული, თავად გეგმავდა ბედის’წერას . ...................... ლევან გოშხეთელიანმა თავიდან გახსნა ამბავი. ამჯერად ბერდო ჩუმად იყო და დანარჩენები განიხილავდნენ ახალ ამბავს _ასე მიხედეთ ოჯახს? ერთ გოგოს ვერ მოუფრთხილდით ორმა კაცმა? ორმა ძმამ ერთ დას ვერ მიხედეთ ბიჭო? ორი შვილით,სახლიდან გაგდებული ცოლით ,არანორმალური ოჯახით ... თავის დედმამიშვილებსაც თვითონ ზრდის და ერთი კითხეთ თქვენ ჭკვიან დას გაუქაჩავს ამდენ ტვილდიანს და ამხელა ოჯახს მართვას? თუ რა გონია ილო ტვილდიანი დასვამს და აკუსკუსებს სკოლაში მოკლე კაბებით და ყვავილებიანი სარაფნებით. ის ცოლიც რატო გააგდო არ იცის კაცმა საერთოდ ცოცხალია თუ მოკლა ისიც არავინ იცის .იმ ქალის მნახველი არაა არავინ ჭორად მაინც რომ თქვას სად წავიდა. ასეთ კაცთან უნდა ყოფნა ? მიპასუხე ერთი აზრზე თუ ხარ საერთოდ რა სისულელეს აკეთებ _არაფერი გამიკეთებია მაგრამ ისეთი ამბავი შექმენით ბარემ გავლილი მაქვს ყველაფერი და გავყვები ... _თუ მოგიყვანს ასეთი მსუბუქი ქცევებით მადლობაც უთხარი შვილო _მამა ნუ მეტყვი ისეთ რამეს რაც გულს მატკენს და მერე შენც ინანებ . მე არაფერი ჩამიდენია სამარცხვინო და არც მას _სამარცხვინოს რას თვლი შენ ... საყვარლად იმიტომ არ ყავხარ ჩვენ რომ გვიცნობს თორემ შენზე რომ იყოს დამოკიდებული შენნაირი ქალი რამდენი ყავს იცი?ამათ კითხე ესენი იცნობდნენ და გეტყვიან იმ ორის გარდა ბავშვები კიდე სად ყავს ეგეც კითხე _შენც გყავს სადმე ჩვენ გარდა?არ მგონია დედამდე და დედას შემდეგ რუსეთში გადაცხოვრებულს დაგეკლო ქალები. ნახევარი წელი იქ ხარ და იქნებ მეორე ცოლ _შვილიც გყავს _თაია ! _რა იყო დედა როგორ სიგიჟესაც მე მეუბნება ისეთივეს ვეუბნები ... ერთხელ ჩავუჯექი კაცს მანქანაში მარტო და მთელმა სამყარომ გაიგო? _მანქანა თვითონ რატომ არ გყავს... არ გითხარი ისწავლე და გიყიდი_მეთქი? სხვა მანქანა ვერ იშოვე მის მანქანაში არ ჩამჯდარჯყავი? _სხვაზე არაფერს იტყოდნენ? _არ იტყოდნენ ხალხმა გადასარევად იცის ვის შორის რა ხდება და ნუ მასულელებ ახლა _გთხოვ არ მიყვირო ,გთხოვ ნუ გავანადგურებთ ჩვენ მამა_შვილობის ამდენწლიან უშეცდომო, უტკივილო, წყენების გარეშე მიმავალ ცხოვრებას . დიდი ვარ უკვე იმისთვის ,რომ მივიღო გადაწყვეტილება თუნდაც რთული. შვილებისა და დიდი ოჯახის გარეშეც უქმნიან ჯოჯოხეთად ცხოვრებას კაცები ქალებს . მე თუ მომინდება ,ჯერ არ ვაპირებ ,მაგრამ თუ გადავწყვეტ ცოლადაც გავყვები და მასთან ერთად გავაგრძელებ რთულ თუ მსუბუქ ცხოვრებას. თქვენ კი ჩემ გვერდით იქნებით და დამიმტკიცებთ იმ სიყვარულს და ერთგულებას რაც ყველა შვილის მიმართ გაქვთ ,რაც გახასიათებთ ყველას _ხელები სულ გაეყინა,თითები ერთმანეთში ჰქონდა ახლართული და ცდილობდა როგორმე მშვიდად ესაუბრა. საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა მხოლოდ. მამა ცხოვრებაში პირველად გაუბრაზა,პირველად აუწია ხმას , ,პირველად საყვედურობდა და პირველად არ მოსწონდა მისი გადაწყვეტილება. დედა ცუდად იყო და ხმასაც ვერ იღებდა ისე მოთქვამდა. ქაოსში ჩაიკარგა ,მარტო დარჩა ყველას წინ _მეუბნები რომ ჭორი არ არის თუ მეუბნები რომ ჭორია და უბრალოდ შენ თავისუფლებას უსვამ ხაზს, გამაგებინე _ჯერ არაფერია ... თუ იქნება გეტყვით _არის ,უბრალოდ იმას არ უთქვამს ეტყობა არც მიყვარხარ არც ურთიერთობა შეუთავაზებია... ვერ ხედავ როგორ არის? უყვარს ,შეხედე ნამდვილად უყვარს და არ ტყდება. იმან რომ უთხრას დღესვე გაყვება ცოლად და სხვა არაფერი უნდა ახლა _ქეთევანმა ლამის მეორედ დაკარგა გონება _ მე მის ბავშვებს არ ვდარდობ ყავს ყავდეს ... ორი ანგელოზია და მათ გამო როგორ უნდა უთხრა უარი ადამიანს,მაგრამ თვითონ? მისი ხასიათი,მისი ცხოვრება, მისი აზრები ერთ დღეს რომ იეჭვიანოს ვერ გაუძლო მის წესებს და გაგაქროს შენც მერე? მე სხვაზე კი არაფერზე ვფიქრობ. არც ფული მინდა,არც დიპლომი ... ნორმალური ,წესიერი კაცი მინდა შენ გვერდით ვინც არაფერს დაგიშავებს და ვისთანაც მშვიდად დაგტოვებ, რომ არ შემეშინდება ,მშვიდად დამეძინება მის გვერდით რომ მეგულები ... გავგიჟდები . როდის იყო მასეთი უსიტყვო კაცები მოგწონდა შენ არ ამბობდი მაგიჟებენ ეს მუნჯი კაცებიო? _დავიღალე მართლა ,ახლა ისეთ დაძაბულობაში მამყოფებთ ეს დღე არ დამავიწყდება და არ გაივლის არასდროს - წამოდგა, ეცადა სიმშვიდის ტალღა დაეჭირა და იქამდე გაცლოდა სიტუაციას სანამ ცეცხლში დაიწვებოდა _სად მიდიხარ _ჩემ ოთახში,სამეცადინოც მაქვს და ნაწერებიც გასასწორებელი _თქვი რომ მასთან არ იქნები არასდროს და სადაც გინდა იქ წადი თუ გინდა იტალიაში გაგიშვებ ამ ზაფხულს დასასვენებლად _არ მინდა გმადლობთ. თავად წავალ როცა საშუალება მექნება ,ჯერ არ დამიწყია იტალიურის სწავლა _თაია თქვი რომ არ გიყვარს და რომ მოგწონდეს მაინც მასთან არ იქნები,არასდროს _ვერ ვიტყვი იმას რაც მომავალშია და არ ვიცი რა იქნება ... პირობას თუ ვდებ ვასრულებ ხომ იცი,ისიც ხომ იცი არასდროს რომ არ ვიტყუები ასეთ მნიშვნელოვან თემებზე . ერთ დღეს შეიძლება გავიღვიძო ,მივხვდე რომ მიყვარს და ჯოჯოხეთშიც ჩავყვე . სხვათაშორის ზუსტად ასე მეუბნებოდა დედა ,თუ გიყვარს და უყვარხარ , ყველაფერი უნდა გააკეთო მისთვის და შენთვის იქნება ესეცო _მერე მე მამაშენის მსგავს ნორმალურ კაცზე გელაპარაკებოდი. სად ნახე მამაშენს და მე რომ დაგვეხოცოს ერთმანეთი ... ან ხელი აეწიოს ჩემზე ან შეურაწყოფა მოეყენებინოს ნუ გამაგიჟებ. მამაშენს ადარებ? _ქეთევან მამაჩემი ერთია და ისიც შენი თანაც არც ისეთი იდეალურია ახლა რომ წარმოაჩენ და რატომ ამოიჩემე ეს მოკვლა არ მესმის. თქვენ არ იცნობთ ილოს _შენ იცნობ ,შენ მოახერხე და გაიცანი ჩვენზე უკეთესად ხომ? _თქვენც გგონიათ რომ შეუძლია მომკლას ?- ბერდოს და ლაშას მიუბრუნდა _ჩვენ არაფერი გვითქვამს ... თუ გვაკვირდები ჩუმად ვართ და არ ვერევით _მაგრამ მაინც წინააღმდეგები ვართ-ლაშამ დაამატა და მაინც საუბარში მეტად არ ჩაერია _ყველას გვინდა შენთვის მშვიდი ცხოვრება...სიმშვიდე მასთან არ გექნება თუნდაც სიგიჟემდე უყვარდე. რაც უფრო მეტად ეყვარები მით უფრო რთული იქნება _გმადლობთ ჩემზე რომ დარდობთ... მსუბუქად მარტო ვარ და ვიქნები მაშინ შინაბერა სიცოცხლის ბოლომდე. _ილოს თუ არ გაყვები არ გათხოვდები , ამას ამბობ? _არა ,ვამბობ რომ ყველა კაცთან ოჯახის შექმნა რთულია ... ჰკითხეთ თქვენ ცოლებს ორივემ და გეტყვიან რომ მარტივი არცერთი დღეა _ტვილდიანს მტერი ყავს მარტო იმდენი ღამეც არ ძინავს მგონი _დავასრულოთ გთხოვთ ... არაფერი შეიცვლება ამ დიალოგით. _გამოდის მის ნათქვამ მიყვარხარს ელოდები და გაფრინდები წამსვე _მითხრა უკვე ,მაგრამ არსად წავსულვარ და არაფერი შემიცვლია _ბოლოს მაინც თქვა ,ნერვებმა უმტყუნა და სახეზე ხელები აიფარა _ თქვენ ართულებთ ახლა ყველაფერს,ხალხის ხმას აყოლილები მახრჩობთ სათითაოდ ყველა და ვერც ხვდებით რომ გაჩერდეთ . _გაიგონე? _გავიგონე ... შენი შვილია ,არაფერს შეცვლის და ხომ არ გამოვკეტავ ან ხომ არ ვცემ . თავი უნდა დაიღუპოს და ჩვენ ვუყუროთ ხოდა რაც უნდა ის ქნას თვითონ აგებს პასუხს თავის შეცდომებზე სულ და ამჯერადაც ასე იქნება. ტვილდიანისთვის გზრდიდით თურმე ასეთს დახვეწილს , განათლებულს,ძლიერს,იდეალურს ... იდექი ნაღმზე და მერე იმედი მაქვს საშველად მაინც გვიხმობ და ჩვენც მოვასწრებთ როგორმე შველას - ერთხანს ჩუმად იჯდა კაცი, და-ძმის დიალოგს უსმენდა და ბოლოს ისევ თავად დაასრულა - ბარგი ჩაალაგე , მე და შენ წავიდეთ ზღვაზე ამათ არცერთს სჭირდებათ ჩვენი აქ ყოფნა , ჩვენ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე - ქეთევანს ხელი ჩაკიდა , გვერდით დაიყენა და ოთახიდან გაიყვანა. -გავდივარ, წამოხვალ?- წამოდგა და მარიტას გასაღები გაუწოდა -წავიდეთ - სამეცადინო ჰქონდა ,მაგრამ იცოდა რაც ხდებოდა და დაუფიქრებლად გაჰყვა. საჭესთან ისე იჯდა თითქოს მართლაც მართვის სწავლება იყო მთავარი ამბავი. ზედმეტად შორს წავიდნენ, ქალაქსაც გასცდნენ და კახეთის მიმართულებით აიღეს გეზი _შეიძლება გკითხო ? _გისმენ _თვეებია უკვე თქვენთან ვცხოვრობ, შეიძლება ცოტა დროა ,მაგრამ მივხვდი ,რომ ერთმანეთს არაფერს უკრძალავთ და თაიას შეყვარებული რატომ არ მოგწონთ არცერთს შეგიძლია მითხრა? _ახლაც არავინ არაფერს უკრძალავს,ჩვენი პოზიცია გვაქვს ისიც მის დასაცავად. ხომ ისმენდი ჩვენ საუბარს _არც თქვენ იცნობთ კარგად ,მხოლოდ ჭორები იცით მის შესახებ და იშვიათად ერთ წრეში თუ მოხვდებოდით ხომ? იქნებ არაფერი დაუშავებია საკუთარი ცოლისთვის დ არ არის საშიში მასთან ყოფნა _სრულიად სხვა ცხოვრების მქონე ოჯახი ჰყავს. რომლის მთავარი ქალიც გახდება და იმხელა პასუხისმგებლობა დააწვება მხრებზე თავის ნებაზე წიგნსაც ვერ წაიკითხავს . დრო არ ექნება ფიზიკურად. ვერც უარს იტყვის და მხოლოდ ცოლი ვარ მომეფერე,ჩამეხუტე,ბავშვები გვყავდეს და მსოფლიო მოვიაროთ ხელჩაკიდებულებმაო ვერ ეტყვის. რამდენიმე ღამე არ ვიყავი სახლში და კაზანოვად შემრაცხე . ის ორ თვეს ატარებს მგონი სახლში და ისიც გადაბმულად არა. სახლი აქვს მარტო იმდენი როდის სად დარჩება კაცმა არ იცის. იმდენი დეტალია ახლა რაც საბოლოოდ იმოქმედებს თაიაზე და ამას გარდა კიდევ ვიცი მე რაც შეუძლია მას რომ გაუკეთოს ადამიანს . სულ რომ ჩემ დას არ შეეხოს,მართლა მის კომფორტზე იზრუნოს და დედოფალივით დასვას ერთ დღეს პატიმრის ცოლი შეიძლება იყოს. მგონი ნორმალურია რომ არ მინდა ჩემი და ზონაზე დადიოდეს ქმართან შესახვედრად ,ბოლოს დარჩეს მარტო მხრებზე ტვირთით,სიყვარულით ,მონატრებით და უსაშველო დარდით. ვერ შეინარჩუნებს მის გვერდით საკუთარ თავს და ეს მეტამორფოზაც არ იქნება მის სასიკეთოდ. დაკარგავს იმ სილაღეს და ბედნიერებას რაც ახლა მოაქვს და რასაც ახლა აფრქვევს. შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძოს და მიხვდეს რომ მასწავლებლობაც არ შეეფერება ილო ტვილდიანის ცოლს. _სულ მეუბნები ხოლმე შიში არ უნდა გქონდესო და შენც შიშის გამო ფიქრობ ამ ყველაფერს. ქალისთვის ,რომელიც ქორწინდება ყველა ოჯახი უცხოა და ხშირად სრულიად განსხვავებული იმისგან რა გარემოშიც გაიზარდა. ცვლილებები ყოველთვის ხდება და მაშინ საერთოდ არ უნდა დაქორწინდეს. ზედმეტად მდიდარი და გავლენიანი რადგანაა ეგ არის პრობლემა? იქნებ თაიამ პირიქით ამ ხელთარსებული შესაძლებლობებით საკუთარი პროფესიული სვლაც სხვა ეტაპზე გადაიყვანოს,განათლებაც და _რომელი განათლებისთვის ექნება დრო ... ტვილდიანის ოჯახი იმდენ საქმეს აგვარებს და წყვეტს ჩათვალე კომპანიაში შედის გენ.დირექტორად. გაერიყება ყველაფერს და დაკარგავს სტატუსს. ილო ტვილდიანს შეუძლია თვალის დაუხამხამებლად მოკლას ,ესროლოს ,დანა დაარტყას , ძვლები დაუმსხვრიოს კაცს . ერთადერთი რაც არ მჯერა ისაა რასაც მის ცოლზე ყვებიან. არ მინდა და არც დავიჯერებ არასდროს,რომ ქალს რამე დაუშავა ,მაგრამ ფაქტია სახლიდან გააგდო და შვილებს სამუდამოდ დააშორა დედა. ეს ნორმალური ქცევაა? მე ვერ მოვაშორებდი ბავშვებს ქალს რომელმაც ისინი გააჩინა თუნდაც ბ.ზი იყოს . მასთან თუ არ ვაცხოვრებდი დედის ნახვის უფლებას არ წავართმევდი,ვერ წავართმევდი . დედა ყველანაირი მაინც ყველაფერზე წმინდა მგონია შვილისთვის ... სულ ვფიქრობ ,ეს დღეებია თავში მიტრიალებს ან რატომ ჰყავდა ცოლად ასეთი ქალი ვისთან ბავშვების დატოვებაც არ შეიძლება. თუ უბრალოდ საყვარელი იყო,ერთხელ ჰქონდა ურთიერთობა ორსულს აბორტი არ გააკეთებინა და იმდენად ამორალური იყო ეს ქალი ბავშვები მოაშორა ... მაინც არ მინდა ასეთ კაცთან ჩემი დის ცხოვრების დაკავშირება. არ მინდა ხომ მაქვს უფლება არ მინდოდეს _უფლება ნამდვილად გაქვს ... რომ ღელავ და გეშინია მის გამო ესეც ნორმალურია . მესმის უკვე რატომაც დარდობ . თქვენგან განსხვავებულია _ვერასდროს ვიტანდი ადამიანებს რომლებიც საკუთარ თავს ღმერთზე მაღლა აყენებდნენ ... ყველა ასე იქცევა ვინც გავლენას იყენებს ბოროტების ჩასადენად. შეიძლება სული არ აქვს ბოროტი ათასი სიკეთე აქვს ჩადენილი და ჩემი მათხოვრისთვის დატოვებული ფული თუ ობლებისთვის დარიგებული პროდუქტი ,ზღვაში წვეთია,მაგრამ იმდენი მტერი ყავს,იმდენი მოქიშპე და იმდენი ვინმე დგას მის გზაზე ვინც უნდა მოიშოროს. ბრძოლა გადარჩენისთვის აქვთ მისი მსგავსი ქონების მქონე ადამაინებს. სულ ნულიდან დაიწყო , აზარტი აქვს იყოს სხვებზე წინ და თაიაც ალბათ პირველი ქალია ვინც ასე გაგიჟებით უყვარს. გიჟია,ნორმალური ნამდვილად არ არის. ყველაფერი სულ საუკეთესო უნდა და იღებდა. მის უნდაზეა მთელი მისი ცხოვრება და ამას შენც მიხვდები რამდენჯერმე რომ შეხვდე,მოუსმინო ან უბრალოდ შორიდან დააკვირდე. ასეთ კაცთან ცხოვრება თაიასთვის იქნება ომი . დაიღლება , ფრთებს დაკარგავს ბოლოს და დანებდება . რომ შეეჩვევა ,მის ნაბიჯს გაყვება უსიტყვოდ ის აღარ იქნება ჩემი თაია. გინდ ფრანგული გიპიური ეცვას და გინდ დახეული ,თუ შენ კარგავ საკუთარ თავს ორივე უბედურებაა და ისიც უბედურებაა თაიამ რომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გარისკოს ან უარი თქვას . მე ხომ ვიცი ჩემი დის ხასიათი,აქამდე არასდროს არავინ მოსწონებია და თურმე ვის ელოდა მისი გონება . ჩვეულებრივი ბიჭები არ მოსწონდა და ჰყავდეს არაჩვეულებრივი _სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია სწრაფად მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინით გაჯერებული ჰაერი. მზე მათ წინ ჩავიდა , შორ გზას მიუყვებოდა მარიტა და თან ყურადღებით უსმენდა ქმარს. ამინდი მშვიდი იყო. ბერდოს ტვინში ტრიალებდა ქარიშხალი_შენ რომ იყოს ჩემს ადგილად გაგიხარდებოდა შენი დის ამბავი? მეორე მხარე არ გექნებოდა? _მეც ვიდარდებდი ,ვერ ვიტყვი შენზე მეტად მიყვარს და მედარდება თაია_თქო ,მაგრამ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი ადამიანია და ახლა რომ მოგისმინე მეც მეფიქრება მის მომავალზე. ხომ არიან ქალები დიდი პასუხისმგებლობით,რთული ცხოვრებით ,ნაკლები თავისუფალი დროით და დატვირთული დღეებით. ზოგს სტატუსი რომ უქმნის ამ სირთულეს ,ზოგსაც პროფესია ,მაგრამ ბედნიერები არიან. სიყვარული რომ არ იყოს ასეთი რთული გრძნობა რომ არ მოითხოვდეს უამრავ მსხვერპლს არ ისაუბრებდნენ მასზე საუკუნეების განმავლობაში უწყვეტად. შეიძლება ჩვეულებრივ კარგ კაცს გაჰყვეს,ვინც არც ვინმეს მკვლელს ჰგავდეს და მის გვერდით მშვიდად იცხოვროს , აუღელვებლად კომფორტულად ,დალაგებული ცხოვრებით ,მაგრამ ერთ დღეს რაღაც მოხდეს რაც ყველაფერს ამოატრიალებს . თუ ისე არ ეყვარება როგორც ილო ახლა, ყოველთვის ექნება სინანული და არ არსებობს სინანულთან ერთად არსებული მშვიდი ცხოვრება. არც თაიაა ჩვეულებრივი ,არც მისი ბედისწერა იქნება ყველას მსგავსი. მე მჯერა მისი გულისაც და გონებისაც. მგონია შეუძლია ყველაფერი აწონ_დაწონოს _არ შეუძლია იმიტომ რომ უყვარს და ილოს შავი თვალების ციმციმითაა ახლა გაბრუებული. ვერ უყურებ როგორი გაფანტულია? ერთ ფურცელს დაჰყურებდა გუშინ ორი საათი გაბადრული სახით. წარმოდგენა არ მინდა და გაფიქრება არ მინდა რაზე ფიქრობს,ვისზე და რა სურვილები აქვს კიდევ. ტვილდიანი არ აჩქარებს და ესეც ვითომ ფიქრობს და უარზეა თორემ ის რომ სულ ოდნავ აჩქარდეს,ოფიციალურად დაელაპარაკოს ქორწინებაზე გგონია შეყოვნდება და რამეზე იფიქრებს? მაგას ახლა ბავშვები ყავს წარმოდგენილი უკვე ტყუპებს დამესგავსებიან თუ არა ისიც კი და სადღაც შანზელიზეზე მაღაზიაში ეძებს გოგოსთვის კაბას ტვილდიანთან ხელჩაკიდებული. _თურმე ნერვიულობა გჭირდება ბევრი რომ ისაუბრო _უყურებდა,უსმენდა და მისი აღელვების’ფერიც კი უყვარდა. _ზუსტად ერთნაირად ხართ ორივე _ ჩაეცინა სიმწრის სიცილით და თავი უკან გადასწია _მე და თაია რომ არ ვგავართ _სულ’არეულები ხართ ორივე... ის და ილო ერთად რომ დავინახე ზუსტად ისე უყურებდა როგორც შენ მე და მე თუ ვხედავ ამ შენ მზერას ტვილდიანი ვერ ხედავს და ვერ უხვდება თაიას? შავს და თეთრს ყველას და ყველაფერს თავის დაკრულზე ატრიალებს? _ვერ ვხვდები ახლა ჩემი გრძნობა აღიარე თუ თაიასი გაიაზრე _ორივე ... ახლა ნუ გამიბრაზდები შენთან ბუტიაობის ენერგია არ მაქვს . მოდი უბრალოდ ერთად ვიყოთ დღეს . იქნებ რამე წერტილი ვიპოვო და დავისვენო ცოტახანს თორემ თავი გამისკდება მალე. ამდენი ცხოვრებაში არაფერზე მინერვიულია თანაც წინასწარ ...ეს რა უბედურება ყოფილა _დამშვიდდი,ყველაფერი იქნება იმაზე კარგად ვიდრე ყველაზე დიდ ოპტიმისტს წარმოუდგენია _ წამით გახედა და მისი ხელი იპოვნა _თაია შეცვლის ტვილდიანის ცხოვრებას , თავისად მიიღებს მის ყოველდღიურობას და გამოავლენს ყველა მის დადებით თვისებას. სიყვარული აკეთილშობილებს, დადებითისკენ ცვლის და ღმერთთან უფრო აახლოებს ყველა ადამიანს _ფერისცვალება ხართ შენ და შენი არსებობა ჩემში -და მაინც სად მივდივართ? -იქ სადაც ღამეების უმრავლესობას ვატარებ -ნინია კახეთში ცხოვრობს? -ამ რამით ნინიას ხსენებას გიკრძალავ -მახსოვს ადრეც ამიკრძალე -სულ დაკარგა ჩემმა სიტყვამ წონა? აქ გააჩერე - შემოღობილ ვენახთან გააჭერა, წინ ხის ჭიშკარი იყო, რომელსაც ეტყობოდა ახლახანს რომ დაამზადეს . გადავიდა და მარიტას დაელოდა - წამოხვალ? -სად ვართ? _ამ ვენახში ვათენებ და ვაღამებ ... სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა ცოტა ხნის წინ და უფრო მეტი მქონდა საქმეც. კახეთის მიწა სულ ასეთია ყველაფერს გაძლევს და მერე თითქოს ზეცა უბრაზდება ერთი დღე იწვიმებს, სეტყვას დაუშენს და გაანადგურებს შენ კი თავიდან იწყებ _აქამდე რატომ არ მომიყვანე აქ... _არავინ მომყავს,მხოლოდ ჩემი საქმეა და ვერ მოვერიე . ქვებისოდენა სეტყვას არ ველოდი ვერ გავთვლიდი სხვა ადგილი უნდა ამერჩია ,მაგრამ თავიდან დავიწყე და მოყოჩაღდებიან მალე _ტყუილად არაფერი ხდება ... _ამ მხარეს არ არის ხოლმე ასეთი საშინელი წვიმა ... მეგონა ყველაფერი გათვლილი მქონდა . ცოტა მაკლდა ჭკუიდან გადასვვლამდე, უბედურება ისაა როცა დამნაშავეს ვერაფერს უშავებ _ბუნების წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობდი , მაგრამ შენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს ... მომხდარს ვეღარ შეცვლი,მაგრამ არ უნდა დანებდე -დანებება ჩემი სიტყვა არ არის - მე უნივერსიტეტის პირველი გამოცდის წინა დღეს ხელი მოვიტეხე და ისე დავგორდი კიბიდან ტვინის შერყევაც მქონდა ,ძლივს მივბობღდი ... გზაში ვფიქრობდი რომ არაფერი მახსოვდა რომ აზრი არ ქონდა ყველაფერი უაზრო იყო და ჩამრჩებოდა კიდეც და მდგომარეობაც გამირთულდებოდა. ზამთარამ ხელში აყვანილი მიმიყვამა ,სკამზე დამსვა და გავიდა... მაღალი ქულა მივიღე . შენი ვენახი წელს თუ არა მომდევნო წელს აუცილებლად მოგცემს ნაყოფს და ერთად დავწუროთ ღვინო . ჩემი ფერმისთვის არ გაქვს მიწები ? _რომელი ფერმა ...ძროხების ?არ მჯერა რომ გიყიდო ახლა 100 ძროხა, გაუმკლავდები _ასი ძროხის ფული ნამდვილად გაქვს? მე აუცილებლად გავაკეთებ საწარმოს _რძის? _მათ შორის ... ფრინველების ფერმასაც გავაკეთებ და ჯანსაღ პროდუქტდ ვაწარმოებ . შენი ვენახიდან მიღებულ ფულს ჩადებ ჩემ ბიზნესში თუ მე ჯერ სხვებთან უნდა ვიმუშაო და ბევრად მეტი დრო დამჭირდეს _როგორც დამოუკიდებელ, ძლიერ ქალს არ გაქვს პრობლემა ქმარმა რომ მოგცეს ფული? _შენ მე ფულს მომცემ ჩემი გეგმის შესრულების შემდეგ გამომუშავებული კი მხოლოდ ჩემი არასდროს იქნება,იქნება ჩვენი და შესაბამისად ეს არ იქნება პარაზიტული ქმედება _მე და შენ ვაჭრობის გეგმა გვქონია _მე უამრავი გეგმა მაქვს და აუცილებლად განვახორციელებ თითოეულ მათგანს , მხოლოდ სწავლა უნდა დავასრულო რომ დრო მთლიანად დავუთმო _უნდა დავფიქრდე მიღირს თუ არა დავაფინანსო საქმე რომელიც ისე გაცხოვრებს რომ დროს ჩემთვის არ დაგიტოვებს _შენ გინდოდეს და მე დრო შენთვის სულ მექნება... მოიცა რა გამოდის რომ მე აქაურობაზე ვეჭვიანობდი? _დიახ _სულ ყოველთვის აქ იყავი როცა ამბობდი საქმე მაქვსო? _დიდი გზაა... უცებ ვერ ვბრუნდებოდი _აქ სახლი გვინდა , აუცილებლად ... მეც ხომ მასწავლი მოვლას _გასწავლი- ბავშვივით აჟიტირებულს თვალს არ აშორებდა და ყველა სხვა ფიქრი ქრებოდა თავიდან _ასე რატომ მიყურებ _მიყვარს ეს შეგრძნება _რომელი ეს _სულ რომ ჩემ გვერდით იქნები და მხარს დამიჭერ ყველა საქმეში _აუცილებლად ! მთელი ჩემი ცხოვრება ოცნებების ახდენაზე დგას... მართალია შენნაირ ქმარზე არც მიოცნებია ისე ამიხდი ,მაგრამ სხვა ყველაფერი ბრძოლაა ოცნებისთვის ... თუ მეტყვი ხოლმე შენ ფიქრებს ჩემ მიზნებადაც ვაქცევ და მერე აუცილებლად გამოგვივა,ერთად _ ვერ უძლებდა ისევ მოწყენილი რომ იყო,მისი მოღუშული სახის დანახვა გულს ტკენდა და მოფერების ,ჩახუტების,მისი ტკივილისა და შიშის გაქრობის დაუცხრომელი სურვილი ჰქონდა _გენიოსი ქმარი გყავს_ ლოყაზე ეფერებოდა მარიტა მის ხელს თავისი რომ შეახო და ხელისგულზე აკოცა _როგორ დაასკვენი _დაგინახე და მივხვდი ჩემი ნაწილი იყავი ,ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილება ასე სწრაფად და ასეთი დაძაბული ფონის პირობებში ვის შეეძლო სხვას მიეღო _ძალიან ორიგინალურად მეუბნები რომ არასდროს ინანებ ჩემ ცოლად შერთვას _ჯერ მაინც არ ხარ ჩემი ცოლი _რაღა მაკლია ნეტავ _ჯვრისწერა ვიგულისხმე და სხვათაშორის არც იურიდიულად ვართ ცოლ_ქმარი _პირველ ღვინოს რომ დავწურავთ და მზად იქნება მერე გადავიხადოთ ქორწილი _როგორი აქტიური ცოლი მყავს თვითონ მთავაზობს ყველაფერს _როცა აგვიანებს ქმარი რა გზაა სხვა _მე ვაგვიანებ?მთავარი გადაწყვეტილება მე მივიღე _არ დამაცადე თორემ ჩამოვიდოდი და თვითონ გეტყოდი წამიყვანე აქედან_თქო _მაგრამ ქმრობას არ მთხოვდი _არ გამოვრიცხავ და არც ნინიას ამბავი მავიწყდება , ქორწილზე რომ ვსაუბრობთ -მაინც დაიწყო... .................... -როდის შეძლებ ჩემთან შეხვედრას, უნდა ვისაუბროთ პირისპირ - იცოდა დაურეკავდა და არც შემცდარა. ისეთი ტონი ჰქონდა გოშხეთელიანს ,რომ ტვილდიანს სამყაროს გადაალახინებდა ერთ ღამეში -ორ დღეში , უფრო ადრე ვერ გადმოვფრინდები -საქმეებს როდის დაასრულებ მას მერე -საქმე არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ჩვენი საუბარია თუ შენ თვლი რომ პირადად ნახვაა საჭირო ამისთვის ... -შემეხმიანე საქართველოში რომ იქნები და შევხვდეთ ,როცა მოხერხდება მაშინ და როგორღაც მეორე საღამოსვე აღმოჩნდა თბილისში ილო ტვილდიანი. მის წინ იჯდა და ელოდა განაჩენს _რა ხდება ჩვენს შორის ისეთი ჩემ ოჯახს რომ გაეგო _მე მხოლოდ ბერდოს ვესაუბრე და მეეჭვება მას მოეწყო ოჯახური კრება შენი ნებართვის გარეშე _ბერდოსთან ჩვენზე საუბარი როდის გადაწყვიტე _რომ მკითხა როგორ გაგიცანი მაშინ _იცის ჩემი მოსწაავლეები რომ არიან შენი შვილები _ბრაზობ ,მესმის და თან არ ... თუ არავინ ვარ შენ ცხოვრებაში სანერვიულო რა არის და თუ მაქვს ადგილი მითუმეტეს დასამალი რატომ ვარ _არ ვიცი, შენი აზრით რატომ უნდა ჰქონდეთ ჩემ ოჯახისწევრებს ჩემი შენთან ურთიერთობის შიში . ვინ ხარ, კანონიერი ქურდი, მკვლელი,მაფიოზი ? რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ არცერთი . ან მე ვარ სულელი ,ან შენ ხარ ძალიან კარგი მოთამაშე. შენ გაქვს პოტენციალი იმის რომ იყო კარგი მატყუარა,მაგრამ მე არ ვარ სულელი ქალი ,რომელიც შენი ქარიზმატულობა დააბრმავებს და ოცნების კოშკებს ააგებს _გაურკვევლობამდე მივედით? _ გაეღიმა , თვალს არ აშორებდა საუბრის დროს და აგიჟებდა მისი სიმშვიდე. არადა ელოდა გაბრაზებულს, ოჯახისწევრების გავლენის ქვეშ მყოფი როგორ დააბრალებდა უამრავ ისეთ დანაშულს რაზეც ხალხი საუბრობდა. ის კი იყო გასაგიჟებლად მშვიდი და გულწრფელი _ერთადერთი კითხვა მაქვს , მხოლოდ ამ ერთ კითხვას მაპატიებ და თან სიმართლეს მეტყვი ... მხოლოდ სიმართლე მჭირდება მე მაქვს ჩემი აზრი ,მაგრამ მაინც შენგან უნდა მოვისმინო _არ მკითხო ,გთხოვ თვითონ გიპასუხებ. არ მომიკლავს,ტყუპების დედა ცოცხალია ,ჯანმრთელი,საღ_სალამათი და შეიძლება ითქვას ცხოვრებით კმაყოფილიც. ის აქვს რაც უნდოდა და ხალხმა სიმართლე არ იცის. შენ თუ გაინტერესებს ერთ დღეს შეიძლება მოგიყვე იმიტომ რომ ჩემ გვერდით მყოფმა ,ცხოვრების მეგზურმა უნდა იცოდეს _სერიოზულად გგონია,რომ აზრად გავივლე ადამიანი გყავს მოკლული თანაც ქალი და თანაც შვილების დედა ,აქ ვზივარ შენთან ერთად და გესაუბრები? მეწყინა, სწორად ვერ შეგიფასებია ჩემი შენდამი დამოკიდებულება ,ჩემი გონება და საერთოდ ჩემი ხედვა . ეჭვი თუ გაქვს ე.ი უშვებ რომ ჩაიდინა და თუ უშვებ რომ ჩაიდინა ყველას დაუჯერებ. რაღაცები არის ფაქტები და კითხვებს არ საჭიროებს ხვდები ადამიანი ამის ჩამდენი არის თუ არა _რა კითხვა გქონდა თუ არა ეს _აირია,ცხოვრებაში პირველად იყო გაოგნებული და თან თაიამ საუბარი დაუსრულა. ფეხზე იდგა,ჩანთა აიღო და წასვლას აპირებდა _არ მკითხავ ისე წახვალ? _აღარ მაინტერესებს ... ყველა შემთხვევაში დრო გვჭირდება , სანამ ერთმანეთს გავიცნობთ .დაუბრუნდი საქმეებს , არასერიოზულია მიატოვო ყველაფერი ქალის კაპრიზული თხოვნის გამო. ნახვამდის _ არც აკოცა,არც მოეხვია,არც მიახლოებია ისე გაბრუნდა და წავიდა. წარმოდგენა არ ჰქონდა ილო ტვილდიანს თუ შეეძლო მთლიანად შეეცვალა ზაფხულის გეგმებ საკუთარი თავისთვის და მისთვის. .............. ნოდარ გადელია გამოჯანმრთელების აღსანიშნად სამეგობროსა და ახლო ნათესავების შეკრებას აწყობდა. მისი დაბადების დღე იყო და ყველას აჩვენებდა,რომ თავს მშვენივრად გრძნობდა. _უმოქმედია სიკვდილთან კიდევ ერთ მიახლოებას... თამთას შეურიგდა _ ბინაში რომ დაინახა გოგონა ქმართან და ჩვილთან ერთად გაეღიმა. პირველი სწორედ მათ შეხვდა შემდეგ კი დანარჩენებს. მარინამ დანახვისთანავე მიაჩეჩა ხელში თეფშები. სახეზე ეტყობოდა როგორი გადაღლილიც იყო , კიდევ ხდებოდა რაღაც რაც ჯერ არ იცოდა ,მაგრამ გრძნობდა. ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა,სხეულზე მჭიდროდ გამოყვანილი კაბა სამკურთედი გულით. ოთახებს შორის სიარულისას არ უგრძვნია ბერდოს დაძაბული მზერა,მაგრამ ნოდარის აწეულ წარბებს კარგად ხედავდა. მარინამაც არ დააყოვნა,როგორიც კი სუფრასთან მსხდომები დაიგულა, ცხელიცა და ცივიც მაგიდაზე დაალაგა მარიტა თან გაიყოლა . მის საძინებელში შეიყვანა, ოთახის კარი მიუხურა და შეუტია _შენ შვილო სულ გამოთაყვანდი? რანაირი კაბით მოხვედი ... გათხოვდა და აიშვაო უნდა თქვან თუ ეს და დოყლაპიას გაყოლია ტიტველს დაატარებსო. რომ იხრები ყველაფერი გიჩანს და ეს ამხელა ტრ.კი კიდე ამ შემოხუთულ კაბაში რომ გაგიგდია . შენ ციხის კარამდე მიიყვან ასე შენ ქმარს ან გამოგაგდებს საერთოდ ... _ის მაცვია რაც მიხდება და ნუ შემომხედავენ . დიდი ხნით დარჩენა და ბერდოს ამ სულელების ღრეობაში ჩართვა ისედაც არ მინდა და ჩემმა ქმარმა შენი სამივესგან განსხვავებით იცის როდის რატომ და რისთვის უნდა იჩხუბოს. არ გეცვა მოკლე კაბა, არც დეკოლტე, არც ტანზე გამოყვანილი, მაგრამ ყველამ მოიარა ციხე და არ ყოფილა არცერთჯერ შენი ბრალი. საერთოდაც მე რატომ გავაკეთე ამდენი რამე , მოგეხმაროს რძალი ,რა სჭირს საერთოდ _ეჩხუბა თემოს და ბავშვიანად იყო გაქცეული ეგ თხა კიდე. საჭმლის კეთებაზე მოხმარება კი არა რადგან დაბრუბდა რას დავეძებ. მეორედ მოსვლა იყო აქ ... _რატომ იჩხუბეს _მე რა ვიცი , მიღალატეო აიჭრა და აიფოფრა . ვიღაცა ბ.ზს შეუდო ახლა გახადეს ქვეყნის დაქცევა. იმას არ დარდობს სულ რომ ქუჩაში აგდია და მე ვნერვიულობ არაფერი დაემართოს გათიშულზე ახლა ვიღაცასთან იყო ეგ ყოფილა თურმე მთავარი პრობლემა . სულ გადახვედით ჭკუიდან ყველანი . კიდევ კარგი თამთა მშვიდადაა,როგორი საყვარელი ბავშვი ყავს ენაცვალოს ბებო ... ნახე? რაღაცები უნდა ვუყიდო ამ დღეებში და გამომყევი შენც იქნებ გაგახსენდეს ბავშვის გაჩენა და ორსულობა შენც რომ გჭირდება _ღალატი არაფერი იმიტომაა შენთვის რომ ნორმაა?ისედაც ათას უბედურებას რომ აკეთებს და ყველაფერს იტანს იმიტომ რომ უყვარს გიჟივით ასეთ ქალს კიდევ უნდა უღალატო ვიღაც ბ.ზთან? იმედი მაქვს შენც არ ჩაერიე და ეგ არ უთხარი _არა მე როდის იყო ვერეოდი , ჩემთვის ვარ და ვცდილობ რაც დაჭირდებათ გავაკეთო. ისე ვარ დაღლილი მოვკვდები მალე... რაც შენ გათხოვდი დამხმარე არ მყავს არავინ. ეს შენი შტერი ძმა ვიღაცასთან რომ დაეთრევა თუ იცი... მოუნდა ბიჭს ქალი და მაინცადამაინც უბნის ბ.ზის შთამომავალს მიადგა. კლასელია ჩემი და ნუ იგონებო მე მეუბნება ...ისე ვეჩხუბე ისე ვეჩხუბე იმედია მოვა გონს და იმ გოგოს არ მომითრევს სახლში თორემ მკვდარს გამიტანენ აქედან _სხვებისთვის ბ.ზი შენც ხარ და ჩემ გამო თავი არ მოუკლავს ქეთევანს,პირიქით ისე ვუყვარვარ შენც რომ გყვარებოდი ასე ,სხვა ხასიათი და სხვა ნერვული სისტემა მექნებოდა ახლა _რას ბოდავ ახლა დედამთილს უფრო უყვარხარ ვიდრე მე? _რამდენი თვეა ერთმანეთი არ გვინახავს და წამოდი მომეხმარეო დანახვისთანავე მითხარი დედა...ოდესმე ანერვიულებული რომ გინახივარ , მოსულხარ და დაგიმშვიდებივარ?სულ რაღაცას მავალებდი ,ყოველთვის რაღაცას ითხოვდი და ახლაც ითხოვ ჩემგან. _არ მეფერებოდა დედაჩემი მაგრამ გავიზარდე _დედაშენის მსგავსი რომ გახდი ეგ უნდა გაწუხებდეს ზუსტად... ქალმა გაგყიდა ,ცხოვრება დაგინგრია. მეც იგივეს მიკეთებდი თითქმის და უარესი დამმემართებოდა ისეთ ნ.ბიჭვართან რომ მოვხვედრილიყავი როგორიც მამაჩემი იყო. მადლობა ღმერთს,ბედს თუ არ ვიცი არაფერ ზებუნებრივს და ჩემი ბედისმწერალ ქმარს ,რომ მას შევხვდი თორემ შენგან განსხვავებით მე ნამდვილად ვერ გავუძლებდი იმ კაცთან ყოფნას ვინც ზიზღს გამოიწვევდა ჩემში. შენ მამაჩემი გეზიზღებოდა ,არც ზამთარაძე და არც ნოდარი ... მამაჩემი გძულდა ყველაზე მეტად სამყაროში. ახლაც გძულს იმიტომ რომ ნამდვილად დამპალი იყო მთელი სულითა და გულით იმიტომ რომ ნიკოს დაგაშორა ,მოგიტაცა სადღაც ჯანდაბაში ყავდი გამომწყვდეული და წარმოდგენა არ მინდა როგორ გიჭირდა. მერე ორსული ჩემზე როგორ შემიყვარებდი. ალბათ აბორტსაც გაიკეთებდი უფლება რომ მოეცა...მე კიარ გიყვარვარ გეზიზღები _მეტის ღირსი ვარ მე შენგან ... შენნაირი უმადურები მიტოვებას იმსახურებენ ზუსტად. კი არ უნდა წამომეყვანე და ცხოვრება კი არ უნდა გამერთულებინა ბავშვთა სახლში უნდა დამეტოვებინე იქ იქნებოდი უკეთესად. ჩახუტება და მოფერება უნდოდა გოგოს , მოფერება რომ დამეწყო კიდევ უფრო მეტად ცუდად არ გახდებოდი? მე საქმეზე გადამქონდა ყურადღება რომ არ გავგიჟებულიყავი და შენც გასწავლიდი ყველაფერს... რის ცოდნასაც ჩემგან ითხოვდნენ და მავალებდნენ მინდოდა შენ გცოდნოდა და იმაზე მეტიც ვიდრე მე ვიცოდი რომ არავის არასდროს დაემცირებინე არცოდნის გამო. ყველანაირ პირობებს რომ გაუძლებ ახლა და ბოლომდე შეგიძლია ბრძოლა საშინელებაა არა? ფაიფურის თოჯინა ვერ იქნებოდი ამ სახლში ,განადგურდებოდი ასე და მე ბოდიში თუ ფერების დრო და თავი არ მქონდა. ცუდია რომ იცი , იმასაც ხომ არ მეტყვი სკოლაში რომ მატარებდი და მაღალი ქულების მიღებას მთხოვდი ცუდი დედა ხარო. ცუდი ვარ კი , ნიკოს რომ ვერ მოვერიე და გადაეკიდა იმ საზიზღარ გოგოს და ჩემმა შვილმა ციხეში ამოყო თავი მკვლელებთან და უბედურებთან ერთად. ახლა ესეც ისეთსაა აკიდებული ღამეები არ მძინავს. შენ რა იცი ამდენი ბავშვი რომ გყავს მისახედი და ყველაფერზე უნდა იფიქრო... ამდენი თვეა გათხოვდი და ორსულად კიდე არ ხარ. საქმეს გინდა გადაყვე ხომ? ასე ძალიან თუ გაგიმართლა და ნამდვილად გადასარევი ქმარი გყავს ბავშვი არ უნდა გააჩინო თუ რადგან ჯერ არ ითხოვს გგონია არ უნდა. შენ თუ აიშვი და შენ ჭკუაზე აკეთე ყველაფერი ყელში ამოუყვან იმ კაცს მერე როგორ კარგად მოუთმენ საყვარელსაც და ბ.ზებში წასვლასაც მაგასაც ვნახავთ. ჩემთვის საყვედურების თქმას ჯერ გააჩინე ბავშვები პლუს სხვისი გაჩენილები გაზარდე და მიხედე ამხელა ოჯახს . მე ვარ ცუდი დედა შენ იყავი კარგი ... ამდენ ხანს მართლა რატომ არ ხარ ორსულად...რამე ხომ არ გჭირს ,ექიმთან წავიდეთ არ გინდა? _არ ამოუსუნთქავს ისე ელაპარაკებოდა . მარიტა თავის ძველ საწოლზე იჯდა და თავბრუსხვევას გრძნობდა უკვე ისე ცუდად მოქმედებდა მასთან საუბარი _იქნებ შენ არც არაფერი და მას აქვს პრობლემა . ახლა იმდენ რამეს მოიხმარენ ყველაფერი გადაგვარდა და _არაფერს მოიხმარს დედა ნუ გამაგიჟებ ... არაფერი სჭირს და ბავშვიც მაშინ გვეყოლება როცა დრო მოვა ამის. იმიტომ მეყოლება რომ მინდა მისგან მყავდეს შვილები და არა იმიტომ რომ ოჯახის სახე ჰქონდეს ჩვენს ერთად ყოფნას. ოჯახი იყო და არის იმ წამიდან რა წამსაც ხელი ჩამკიდა . ბავშვები ,მისნაირები აუცილებლად მეყოლება მიზეზების და გეგმების გარეშე ,მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარდეს და ჩემი სიყვარული გადავიდეს მათში _მართლა შეგიყვარდა შე სულელო ? _შენ არაკაცები გიყვარდებოდნენ და მე რომ არ მიყვარდეს გასაკვირი იქნებოდა...ვერც გაიგებ და არც ვაპირებ აგიხსნა რას ვგრძნობ. მხოლოდ შემეშვი და შეეშვი ჩემთვის საყვედურების თქმას,ჩემ შეშინებას და უაზრო პანიკაში გადაყვანას. დავიღალე ამ ყველაფრით _ოთახიდან პირველი გავიდა და მარინაც მალევე მიჰყვა უკან. არცერთს დაუნახავს პატარა აივანზე მჯდომი გოშხეთელიანი. ჯერ რომ ტელეფონზე სასაუბროდ შევიდა ცოლის ყოფილ ოთახში და შემდეგ სიგარეტის მოსაწევად დარჩენილი დაუგეგმავად უსმენდა დედა_შვილის საუბარს. სუფრასთან დაბრუნდა , მარიტას გვერდით დაიკავა თავისი ადგილი , ხელი ჩაკიდა და მოეფერა . ჯერ ისევ გაყინული ჰქონდა თითები, მღელვარებას არ გაევლო -წავიდეთ ... საკმარისია უკვე - ჩუმად უთხრა. გადამთვრალ სტუმრებს მოკლედ დაემშვიდობა, ოჯახისწევრებს ანიშნა გავდივართო და ყველანი ერთად წამოიშალნენ. მანქანაში ისხდნენ რომ ჩაეხუტა და რამდენჯერმე აკოცა- ხვალ გამოცდა გაქვს, არაფერზე იფიქრო სხვაზე . ეზოში იყვნენ უკვე მობილურზე რომ დაურეკეს და უკან გაბრუნდა. სახლში დატოვა და წავიდა. მაიკოსთან მეგობრები მივიდნენ და უკვე ქალებისგან შემდგარ სუფრაზე აღმოჩნდა კონიაკით სავსე ჭიქით ხელში. გადაღლილმა გადაწყვიტა რომ დალევისთვის იდეალური დრო იყო და ბოლოს დათვრა კიდეც. ყურში ესმოდა გასვლამდე გაგონილი „მოვდივარ ნინია“ და ცდილობდა როგორმე გაექრო. სტუმრები გააცილა, ყველაფერი მოაწესრგა, თავადაც მოემზადა ძილისთვის ,მაგრამ თვალს ვერ ხუჭავდა სანამ ბერდო არ დაბრუნდებოდა. დაიღალა ლოდინით ,იფიქრა ამ ღამით იქ დარჩებაო და საწოლის მის ნაწილში დაწვა. ბალიშს ჩაეხუტა და ნაცნობი სურნელით გაბრუებულს ჩაეძინა. ესმოდა ნაბიჯების ხმა, ფრთხილი შეხების და საწოლში ადგილის შეცვლის მცდელობასაც მიუხვდა ქმარს, მაგრამ არ უნდოდა . მისკენ გადაბრუნდა და ახალ ნაბანავებს ნახევრად შიშველს სხეულზე მიეკრო. საწოლში იჯდა მისკენ ნახევარი ტანით დახრილ ბერდოს ეხვეოდა და ნახევრად მძინარე ბუტბუტებდა _მომენატრე მე შენ და გიკრძალავ დაგვიანებას _მკლავები ყელზე ჰქონდა შემოხვეული,თავი მხარზე დაადო და ჯერ ყელში აკოცა მერე კი ლოყაზე გადავიდა . თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა და მთვარეულს ჰგავდა რომელიც ძილში ბოდავს _ძალიან ,ძალიან მომენატრე... _თუ გაიღვიძე საწოლის ჩემი ნაწილი გაათავისუფლე ... შენ მხარეს ვერ ვიძინებ _ გაბრაზებული გოშხეთელიანი ასე მარტივად არ ტყდებოდა . ხელები მოიშორა,კოცნის საშუალებაც აღარ მისცა და საწოლზე დასვა უკვე თვალებდაჭყეტილი _აუტანელო! _ მაისურს იცვამდა უკვე ზურგით მდგომი ბალიში რომ აიღო და ესროლა _შეიშალე მთლად?_იატაკზე დავარნილი ბალიში საწოლზე დააგდო და ჩუმად უპასუხა _ხო , მაგრამ რას იზამ უკვე შენი ცოლი ვარ და ასეთ გიჟსაც უნდა გამიძლო _მთვრალი ხარ? _ნწ,ცოტა გოგონები იყვნენ და დავლიე მეც _ორ ჭიქაში თვრები და შენ სამი თუ დალიე ამიტომ ხარ გათიშული -გაეცინა ,მარიტა კი ბრაზობდა _ასეთი უგულო რატომ ხარ ? _დაღლილი ვარ და მეძინება ,გთხოვ საშუალება მომეცი მშვიდად დავიძინო _დაიძინეთ ბატონო სულ ავდგები და წავალ _სად წახვალ ამ შუაღამეს. მოდი აქ და დაიძინე სად გეძებო მერე არსად აილეწო _ხელს ნუ მახებ თუ არ მეფერები,გიკრძალავ _თრობა აკლდა შენს სიგიჟეს _გიჟი არ ვარ და ნუ მეუბნები _ახლა გაბრაზება და მერე ტირილი... გამოვლილი გვაქვს უკვე. ვიცით ეს წრე _როგორი აუტანელი ხარ, შენ გარდა არავის წინ ვტირივარ და შენ გაღიზიანებ ,დამცინი ,გულს მტკენ _მე გტკენ გუულს? _დიახ შენ აბა სხვა ვინ მყავს გულთან ახლოს გული რომ მატკინოს _მე ვარ გულთან ახლოს _შენ ყველგან ხარ საერთოდ და უკვე ზედოზირება მკლავს ,ბოლოს მიღებ _ყველგან ვარ _ხო,ტვინშიც,გულშიც,სულშიც ... ყველგან ხარ და ვეღარ გიტევ უკვე . შენ კიდევ სულ არ გაინტერესებ _ იმ ღამის საუბარი იცოდა სიმთვრალეს მიბრალდებოდა _მე არ მაინტერესებ და შენ ყველგან გყავარ გულშიც _გულშიც და სულ მტკენ და სულს მიხუთავ _ფანჯარას გამოვაღებ და გაგივლის სულხუთვა _დამცინი? _ ფანჯრისკენ წასულს უკან მიჰყვა და ბოლოს მის წინ აღმოჩნდა _მართლა სასაცილო გგონია ეს ყველაფერი? მოხვედი ,ხელი ჩამკიდე ჩემი ცოლიაო და აირია მთელი ჩემი ცხოვრება _ჩემ გამო კი არა შენზე შეყვარებული კაცის გამო, რომელმაც მოგიტაცა და მეორე კაცის გამო ,რომელსაც შეყვარებული ეწოდებოდა და თითი არ გაატოკა თორემ მისი ცოლი იქნებოდი ახლა . ორი სულელი ბავშვი ერთად _არ ვარ მე ბავშვი და არ მინდოდა არცერთთან ,შენთან მინდოდა მარტო შენ გენდობოდი და მარტო შენთან უნდოდა გულსაც და გონებასაც იმიტომ გამოგყევი თორემ გგონია გამოსავალს ვერ ვიპოვნიდი? _თუ იპოვნიდი იპოვე გზა ჩემგან წასასვლელი და გაითავისუფლე თავი _ნწ,ჩემგან ვეღარასდროს გათავისუფლდები ... უნდა შეგიყვარდე _მე შენ? _ხო,შენ მე და თან ძალიან _თითებით წვერიან ლოყაზე ეფერებოდა, ქვემოდან უყურებდა და მერე ისევ გულზე აკოცა_ აქ უნდა მქონდეს სახლი , სამუდამოდ შენ გულში უნდა დავსახლდე_შუბლით მიეყრდნი და თვალები დახუჭა _ მთავარია სხვა არ გიყვარდეს , ჩემი ორივეს გვეყოფა _რა გვეყოფა ორივეს _ისეთ კითხვებს ნუ მისვამ თითქოს ვერ ხვდებოდე რას გეუბნები და ნუ მაბრაზებ _მაინც ვერ გავიგე ორივეს რა გვეყოფა _სიყვარული... სიყვარული გვეყოფა ორივეს . ახლა გაიგე თუ კიდევ ვერ _გგონია ,რომ შენი სიყვარული გვეყოფა ორივეს ,გასაგებია _უბრალოდ გასაგებია და მეტი არაფერი? _სიგარეტით ხელში მდგომს უყურებდა , საფერფლეში რომ ჩააგდო ნახევარი ღერი და კვამლი ფანჯრიდან გაუშვა . არ უყურებდა ,მთელი ეს დრო თვალს არიდებდა და ისე ელაპარაკებოდა თითქოს არც აინტერესებდა _ სიყვარულს გიხსნი,გეუბნები მიყვარხარ ისე ძალიან რომ შენ უსიყვარულობასაც გადაფარავს და შენ მეუბნები გასაგებიაო? _რის მოსმენას ელოდი , მეც მიყვარხარ_თქო გეტყოდი და ასე ბედნიერად დასრულდებოდა ეს ამბავი? წეხან არ თქვი არჩევანი იყო შენთან წამოსვლა თორემ ისედაც მოვიფიქრებდი რამესო?მე იდეალური ქმრის კანტიდატი ვარ და უბრალოდ ცდილობ გიყვარდე,მასიამოვნო,გამაბედნიერო,ყველაფერი გააკეთო რომ უნაკლო ცოლს დაემსგავსო და დედაშენის მსგავსად არ გიწევდეს ცხოვრების დალაგება. ჭკვიანი ხარ , მაგრამ არა ისეთი შეყვარებული როგორიც საჭიროა _რა ზღვარი გაქვს ასეთი მე რომ ვერ გადავაჭარბე ჩემი გრძნობით ან შენ საერთოდ როგორ მელაპარაკები გრძნობაზე... შენ რატომ წამომიყვანე, თავადაც არ იცი _ხმას ნუ უწევ _მინდა და ავუწევ , ყველამ გაიგოს როგორ მაწამებ _ნწ ნწ ნწ ,საბრალო მარიტა როგორი გატანჯულია ბავშვივით რომ იქცევი და თან ასე შიშველი ხარ ვგიჟდები ასეთ მომენტებზე _ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა,ორი თითით გაუსწორა პერანგის მკლავი _საშინელი კაცი ხარ ,უგულო... ურთულესი ხასიათი გაქვს და უკანასკნელი ხარ ვინც უნდა შემყვარებოდა მე კიდევ მართლა სულელი ,უთავმოყვარეო ,ჩერჩეტი ქალივით ვდგავარ აქ და გიმტკიცებ ჩემ სიყვარულს _რამდენჯერ გეცვლება ნახევარ საათში ხასიათი ... უნდა დავთვალო. უკვე მერამდენედ ჯერ მშვიდი ხარ მერე ბრაზდები და მერე ტირილს იწყებ _არ ვაპირებ,აღარასდროს ვიტირებ შენი თანდასწრებით. ღირსი არახარ ჩემი ნამდვილი სახე და გრძნობები ნახო . შენც ისე მოგექცევი როგორც ყველა სხვას _ვინ ყველა სხვა გყავს ნეტავ _უამრავი სხვა და შენ თუ არ გინდა ჩემი სიყვარული ,გადაგიყვარებ და სხვას შევიყვარებ _აი ახლა დადგა ნინიას ჯერი ზუსტად ... _შენ არავინ გიყვარს, გულქვა ხარ ,ჯიუტი და უჟმური _დავიმახსოვრებ რომ არ დაგალევინო თორემ ვერ გიძლებ უკვე _არ ვარ მთვრალი ... ახლა შემიძლია დავიწყო დალევა. ჩერჩეტი ქალი კი არ ვარ ტვინი რომ ეთიშება 2 ჭიქის მერე. რას ვითხოვ საერთოდ,არც ჩემ სიყვარულს იღებ და იჯერებ და არც შენ გაქვს გრძნობა ჩემ მიმართ. ვერ გიძლებო მეუბნები და რისთვის გაწუხებ , წავედი საერთოდ დაგტოვებ შენ ოთახში თორემ უკვე მართლა ვემსგასვები უწესო ქალს _გეყოფა ... დაწექი და დაიძინე _დავწვები და დავიძინებ,ოღონდ შენთან არა _მომეცი ეგ ბალიში,ჩემია _შენი მინდა ... _მორჩი უკვე, დააბრუნე ესენი და დაწექი . ჩაგეხუტები და დავიძინოთ _ დაუთბა ტონი, გამორთმევა სცადა ,მაგრამ არ დაუთმო _მარიტა _მივდივარ მე _სად მიდიხარ _ჯერ ოთახიდან და მერე შენგან. უამრავი რამე გადამიტანია როგორმე ამ უაზრო ცალმხრივ სიყვარულსაც გავუძლებ და გადავიტან _ხვალ ვისაუბროთ ,დარჩი უშენოდ ვერ ვიძინებ _მატყუარა ხარ _ისე უყურებდა მარიტას გონებას ურევდა _არ გატყუებ , ახლოს თუ არ ხარ ვერ ვიძინებ ... მიუხედავად იმისა რომ საშინელი ძილი იცი _საშინელი ძილი რატომ ვიცი ,ჩემთვის მძინავს საწოლის კიდეში მომწყვდეულს და ვცდილობ მაქსიმალურად დიდი ადგილი დაგიტოვო და ხელი არ შეგიშალო. მე მაპატიე ძილში ერთი ორჯერ თუ ჩაგეხუტე ან მოგიახლოვდი _ ან მიყურებდი და მერე ლოყაზე მაკოცე ... ან გულზე მომადე თავი და მისმენდი როგოე ვსუნთქავდი . ან კიდევ რა _არ ვიცოდი თუ გრძნობდი და გაწუხებდი . აქამდე უნდა გადავსულიყავი , მაპატიე _უკვე ჯიუტი თხასავით იქცევი და მიწვევ _მე გიწვევ? არაფერს ვაკეთებ მორჩა ... კარგი არ წავიღებ ამ შენს ბალიშს მეორესაც დაგიტოვებ _მარიტა გეყოფა _არ მეყოფა ! _მორჩა,დამშვიდდი ,მოდი ჩემთან _არ მინდა ... არ მინდა შენი კოცნა _ ხელი რომ მოხვია და თავისკენ მიიზიდა თავი შეაბრუნა გვერდზე _მე მინდა,საშინლად დაღლილი ვარ. მთელი შრომა წყალში მეყრება და ყველაფერი ნოლიდან მექნება დასაწყები . ცუდად ვარ _შუბლით შუბლზე მიეყრდნო,თითები თმაში შეუცურა და ნაზად შეეხო ტუჩებზე _გთხოვ ,ნუ გაჯიუტდდები _ მარიტამ თავი გვერდზე რომ გააბრუნა ლოყაზე აკოცა და მერე ყელზე გადავიდა _ისედაც ძლივს გიძლებ _ ცხვირის წვერი შეახო კანზე და მერე მხარზე აკოცა . პენუარის მკლავი ისევ დაბლა იწევდა სულ ერთი მოძრაობა და მთლიანად შიშველი დარჩებოდა _ვიგრძენი რომ შენ მჭირდებოდი გვერდით და იმიტომ ხარ ჩემი ცოლი შენ და არავინ სხვა... გაქცევაზე ლაპარაკს გიკრძალავ . აღარასდროს მითხრა რომ წახვალ _არ მჯერა რომ სიყვარული აგიხსენი ,მგონი მართლა მთვრალი ვარ _აი ხომ ხედავ უკვე მიგაქვს სიტყვები უკან _ნწ ,არ მიმაქვს უბრალოდ მრცხვენია ... _ სახეზე აიფარა ხელები და კიდევ უფრო გაწითლდა ბერდომ რამდენჯერმე რომ აკოცა _სულ ასე ვასრულებთ _შენ ჩხუბობ,მე გისმენ და ბოლოს ისევ მე გამშვიდებ ... მოფერება სულ გშველის ,პატარა კნუტივით ხარ _ვინ ეუბნება ცოლს მაგას ... _არ ვიცი რას ეუბნებიან ცოლებს ,არასდროს მყოლია შენამდე ... ეს პერანგი აღარ ჩაიცვა ,საშინელია_ყელზე კოცნიდა და თითებს ზურგზე დაატარებდა _რამე მოგწონს საერთოდ? _კი,შენ და ეს უბედურება იმდენად მიმზიდველს გხდის რომ დამავიწყდება შენი სიმთვრალე _არ ვარ მთვრალი_ სამყაროს მოწყვეტილი არაფერზე ფიქრობდა იმაზე რომ ბერდო მალე აკოცებდა ის კი განზე გადგა _ძილი... ძილის დროა . ეგ საშინელება გაიხადე ოღონდ და სხვა ჩაიცვი _საშინელი თუა მოვიშორებ _ შეიშალა,ნამდვილად არ ფიქრობდა ბერდოს შეკავებული ფიქრები თავად რომ მოიყვანა სისრულეში ,პერანგის მკლავები დაბლა დასწია ,მაგრამ ბერდომ თავისკენ მიიზიდა , ჩაიხუტა და ნაჭერიც გააჩერა _შენ შეიშალე კარგი ,მე რატომ გინდა გავგიჟდე მარიტა? _ სიტყვები ძლივს გადააბა _ახლა თუ ზურგს მაქცევ აღარასდროს შემეხები _ნასვამი ხარ და ხვალ კაცმა არ იცის რა ხასიათზე გაიღვიძებ ! ჩაიცვი და მე გავალ , ახლა ნამდვილად ვეღარ დავიძინებ. ავად მხდი უკვე ბოლოს მომიღებ შენი ათასფერი ხასიათის ცვლილებებით ამ ... _ნუ გარბიხარ,პირდაპირ მითხარი რომ არ გინდა ჩემთან და ამიტომ ხდება ყველაფერი. მე ყველაფერს გთავაზობ და მთლიანად შენ მინდა რომ იყო ჩემი . მერე ბავშვი მე ვარ და მე ვერ ვიღებ გადაწყვეტილებებს _ასე, ამ ფორმით მეუბნები რომ მზად ხარ? კარგი,აღარ შევიკავებ თავს _ჯერ კიდევ ზურგშექცევით იდგა ტანზე გახდა რომ დაიწყო და საცვლისამარა რომ დარჩა შემდეგ შებრუნდა _აქ ამ ოთახს თხელი კედლები აქვს და გაითვალისწინე _ეს ნამდვილად ეს მე მე არ შენ ღმერთო ახლა გული გამისკდება მე _ ბერდომ შიშველ გულ მკერდზე რომ მიიხუტა ,ხელში აიყვანა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა მარიტაც სრულ ქაოსში ჩაიკარგა ორად გაიხლიჩა ისევ მისი სურვილები . ქვემოდან უყურებდა ზემოდან მოქცეულ კაცს და მთელი სხეულით გრძნობდა მის სიმხურვალეს _მოდუნდი და არაფერზე იფიქრო ჩემ გარდა -ზემოდან დაჰყურებდა, თავისი ტკბილი ხმით აბრუებდა და თითებს შიშველ ფეხზე მიასრიალებდა. პენუარის ქვეშაც მოხვდა და საცვლის მიღმაც მალე შეაღწევდა _არა მე არ ... მე ვერ დღეს მე დღეს ბევრი ზედმეტად ბევრი რამ მოხდა მე _უკვე თენდება ... ახალი დღეა _შენ მე ახლა დამცინი მეთამაშები მიმტკიცებ რომ მართალი ხარ რომ მე ბავშვი ვარ სულელი და ემოციებს აყოლილი რომ მე მე ღმერთო ვიწვები ,ასეთი ცხელი რატომ ხარ სიცხე გაქვს ? შენ _სიტყვებს შორის სუნთქვა ეცვლებოდა,ჩუმი კვნესაც კი წასკდა _მე შენი სათამაშო არ ვარ ... თან რომ გინდა და თან არა. თან რომ გიყვარვარ და თან არა. თან ცოლი ხარ და თან არა...ასე ავად გავხდები და სულ შენი ბრალი იქნება _ აწითლებულ ლოყაზე თითები შეახო _ რა უნდა გიყო ან შენ ან საკუთარ თავს _დაძინების შანსი აღარ არის?_ მზერადაბინდულმა ჰკითხა ბერდოს სიცილი რომ აუტყდა _კარგი გაკვეთილი პირველი იყოს ეს ...მეორეზე იქნება მეტი სიშიშვლე და მეტი შეხება _ისევ იცინოდა _ჩშშ,ყველას გააღვიძებ-თითები ტუჩებზე ააფარა და რომ აკოცა უცებ გამოსწია _სიცილით ვაღვიძებ და რასაც აპირებდი იმას ნეტავ ჩუმად და უხმაუროდ როგორ გავაკეთებდით ... საწოლსა და კედელს შორის ბალიში ჩავდო? _საწოლი მართლა ასე ძალიან იხმაურებს ? -თვალებგაფართოებულმა შეიცხადა _შევიშლები...ტრაგი-კომედიაა _ნუ დამცინი _შენ კი არა საკუთარ თავს დავცინი . შენ გამო რას ვიტან და ვუძლებ ... ასეთი ლამაზი მაინც არ იყო, იდეალური _ ღრმად ჩაისუნთქა, ლოყაზე ხანგრძლივად აკოცა და მერე მანძილი გაზარდა -გამოცდა ხარ ჩემი ,გამოცდა რომელიც მგონი ბოლოს ფსიქიატრიულამდე მიმიყვანს არადა როგორი გაწონასწორებული კაცი მეგონა თავი -დავიძინოთ , ჩემთან ხომ დარჩები -ვრჩებოდი ისედაც ,მაგრამ სიმშვიდე დამაკარგვინე -მეძინება- თავად მოეხვია ამჯერად, თვალები დახუჭული ჰქონდა და საერთოდ არ ადარდებდა არავინ და არაფერი. დილით თავის ტკივილმა გააღვიძა. თვალების გახელამდე გაახსენდა მომხდარი ამბები და სუნთქვაშეკრული წამოჯდა საწოლში. პერანგი ეცვა,საათი თორმეტს უჩვენებდა და ბერდო საწოლში არ იყო. _სიზმარი იყო ,სიზმარი იყო... _საწოლზე იწვა,ჭერს უყურებდა ხმამაღლა იმეორებდა იქამდე სანამ კარი არ გაიღო და ბერდო არ გამოჩნდა _ხაშზე წაგიყვანო თუ ბორჯომი გესიამოვნება პახმელიაზე,ცოლო _მე არაფერი მინდა... დანარჩენები სად არიან _ყველა სადღაც წავიდა მე და შენ ვართ მხოლოდ ... დაწყებული ხომ არ დავასრულოთ _აშკარად დილიდან საქმეს აკეთებდა,მაისური თითქმის სველი ჰქონდა და ერთი ხელის მოსმით მოიშორა _რა დაწყებული ... რას აკეთებ _ საწოლზე ჩამომჯდარს უყურებდა მისკენ რომ დაიხარა და შარვლის ღილებიც გახსნა _არ გახსოვს? ასეც ვიცოდი ... იმედი მაქვს პირველად დალიე და აქამდეც არ გქონია მსგავსი შემთხვევა _წამოდგა და კარადისკენ დაიძრა _ჭკვიანი კაცი ხარ ,წინდახედული _ჩუმად ბურდღუნებდა . ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში შესასვლელად მოემზადა _ არ წამოდგე თავბრუ არ დაგეხვეს . დამელოდე და მოგიტან რამეს _ყველაფერი მტკივა _ სხვა არაფერი უთქვამს . ვერ გადაწყვიტა უნდოდა აღიარება თუ არა. ბერდოსთვის თვალის მორიდებას ცდილობდა,მაგრამ ისე უნდოდა ეყურებინა თითქოს პირველად ხედავდა წელს ზემოთ შიშველს. გაახსენდა მისი მხურვალე შეხება და მთელს ტანში დაუარა ცხელმა ტალღამ. ღრმად ჩაისუნთქა და გვერდით გადაბრუნებულმა მის ბალიშს შემოხვია ხელები. _ამ ჩემ ბალიშს რას გადაეკიდე _ ბორჯომის ბოთლით ხელში დაბრუნდა ,საწოლზე დაჯდა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია _ცოცხალი ხარ ,მადლობა ღმერთს... გავიგე ყველა დაგითვრია _მე რა დამითვრია თვითონ დალიეს ბევრი_წამოჯდა და სულმოუთქმელად ჩაცალა ჭიქა _ რა კარგია ... პირი მიშრება საშინლად . აშკარად ზედმეტი მომივიდა,არ ვიცი რა დამემართა ადრე ასე მარტივად არ ვთვრებოდი ,პირიქით ყველას მე მივაცილებდი ხოლმე _ვისთან ერთად სვამდი ... _ჩემ დაქალებთან დაბადების დღეებზე ... რამდენჯერმე _მარტო გოგოები იყავით თუ შენი შეყვარებულიც იყო ახლომახლო _ხომ შევთანხმდით რომ აღარ ახსენებდი და არსად ყოფილა _დარწმუნებული ხარ რომ გახსოვს? _მახსოვს ,ყველაფერი _რომელი ყველაფერი _რას აკეთებ _დაღლილი ვარ უნდა დავიძინო... მთელი ღამე გავათენე და დილას საქმე მქონდა კიდევ დასასრულებელი _ ბალიშზე კომფორტულად დადო თავი,გადაბრუნდა და ზურგი აქცია_გამოცდა გაქვს შენ ... არ ვიცი გახსოვს თუ არა _მახსოვს _ ინსტიქტურად დაიხარა და ლოყაზე აკოცა _ მადლობა , მიყვარხარ _ჩუმად უთხრა და ჩაეხუტა _გახსოვს _მისკენ გადაბრუნდა და უფრო კომფორტულად ჩაიხუტა _ყველაფერი _მერე? _აზრი და გრძნობები არ მეცვლება ,მხოლოდ მეტი თავშეკავება შეიძლებოდა გამომეჩინა ფხიზელს _შეიძლებოდა _რაღაცას ამბობდი ჩემ აუტანელ სილამაზეზე _მე მხოლოდ შენ პერანგებზე ვისაუბრე რაღაც დაგესიზმრა ეტყობა _ზედმეტად ბევრი სიშიშვლე იყო _არც იმდენი რამდენიც საჭიროა _ძალიან მრცხვენია უთავმოყვარეო ქალივით მოვიქეცი ... არ ვიცი რა მემართება _ნუ იმალები , ჩემი ნახევარი თუ უნდა იყო არასდროს უნდა შეგრცხვეს ჩემთან ნამდვილი ემოციების და სურვილების გამოხატვა _ ლოყაზე აკოცა რამდენჯერმე და მერე ისევ ჩაიხუტა _ყველაფერ ნამდვილს მივიღებ შენგან -გამოცდა მაქვს რამდენიმე საათში... უნდა მოვასწრო ყველაფერი -მე შენი მჯერა , წარმატებას გისურვებ ... ახლა დავიძინე თორემ ცოდო ვარ გუშინ მთელი ღამე არ დამაძინა მთვრალმა ცოლმა- იცინოდა , მარიტა ისევ რომ დაიხარა და ლოყაზე აკოცა- შემაჩვიე უკვე კოცნები,რამხელა პროგრესია . დღე კი კარგად დაიწყო, მაგრამ გაგრძელება ჰქონდა საშინელი. გამოცდაზე შესვლამდე გადამეორებაც მოასწრო და მზად იყო ,მაგრამ მისგან დამოუკიდებლად წარიმართა ყველაფერი. ის ნაწილი გაუცოცხლდა რომელიც მიძინებული ჰყავდა და რომელიც თავისუფლებამ გააცოცხლა. იქამდე ვერ გაბედავდა ლექტორისთვის პასუხის დაბრუნებას, მოითმენდა ბოლომდე და გაუძლებდა ყველა დამამცირებელ ფრაზას . იმ დღეს კი არ გამოუვიდა გაჩუმება. არ იცოდა შემდეგ რა იქნებოდა, გონება ჰქონდა დაბინდული. სახლში ისე შევიდა პირველ სართულზე არც შეჩერებულა,პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა . ბერდომ დაინახა,თუმცა არ გაჰყოლია, იფიქრა გამოიცვლის და ჩამოვაო ,მაგრამ რომ არ გამოჩნდა მიხვდა რაღაც ხდებოდა მის თავს. ოთახში შესულს აივანზე დაუხვდა, აქეთ- იქით დადიოდა, ხელებს მაღლა სწევდა და ღრმად სუნთქავდა _ხუთი წუთი მჭირდება...გადამივლის და ჩამოვალ . მოვიდა უკვე ქეთო? _ თავზე გადაისვა ხელები, ზურგით დადგა,მოაჯირს დაეყრდნო და ისევ ღრმად ჩაისუნთქა _რა მოხდა უნივერსიტეტში მარიტა?_მიუახლოვდა , არეული თმიდან სამაგრი მოაშორა და ნაზად გადაუსვა თავზე ხელი _მომიყევი რა გჭირს _ ლოყაზე მოეფერა ,თითებზე თითები შეახო და გაყინულ მტევანზე აკოცა. დაჭიმული იყო, გაბრაზებული და აღელვებული _უბრალოდ მომიყევი და მოგეშვება _მოგიყვები მომისმენ და არაფერს გააკეთებ? _გააჩნია რა მოხდა და შენ რა გინდა რომ გავაკეთო_ ხელს არ უშვებდა _ ვინ გაგაბრაზა ასე ძალიან _ყელი მინდა გამოვჭრა ყველას ვინც მეუბნება რომ რაღაც ჩემი საქმე არ არის... ქალი ვარ თურმე და ვეტერინარობას ვერ შევძლებ . ტყუილად დავდივარ და ჯობია სახლში დავჯდე ქმარს მივხედო ბავშვები გავაჩინო ,ქალის საქმე ვნახო . პატრონი არ მყავს... იდიოტი კაცი . საზიზღარი ,აუტანელი,ტუტუცი,გამოთაყვანებული... ის ვერ გაუგია ასი წლის რომ არის საზიზღარი მოძალადე მექალთანე გულისამრევი ღორი ... მასეთები რომ არსებობენ იმიტომ მეზიზღებიან კაცები. გამომივიდა ნამდვილი ქართველი მასეთებს რომ სცემენ პატიცს და აფასებებ იმიტომაა ამ ქვეყნის საქმე უკან წასული. მერე ეს ჩემი გამოშტერებული კურსელები,რამდენი საერთოდ აზრზე არაა ,რამდენიმეს ჩემი თავიდან მოშორება უნდა,სტიპენდიას ვართმევ. მაინც ავიღებ სტიპენდიას იმ დამპალს ჩემი დამცირებისთვის და განგებ დაბალი ქულის დაწერისთვის თუ არ გადავუხადო ქალი არ ვიყო. კომისიის წინ ჩავაბაებ და ისე მივიღებ ქულას მაგის დაწერილი არ მჭირდება . მეზიზღება,მეზიზღება გულს მირევს.. ვერ ვიტან . ყველაფერი მართალია ალბათ რასაც ყვებიან , 20 წლით ადრე შეავიწროვებდა ქალს აბა რას იზამდა. დამპალი,ციხეში უნდა ლპებოდეს მასეთები და ჩემი ძმაა ციხეში და ასეთი არაკაცები ლექციებს ატარებენ და პატივსაცემ ფიგურად ითვლებიან _ ვერ სუნთქავდა ,ჩქარა სააუბრობდა დაგროვებული ემოციები ვეღარ შეიკავა და ისეთ სიტყვებს ამბოვდა ბერდოს მისგან მოსმენილი რომ არ ჰქონდა. ისევ განაგრძო სიარული ,ენერგიას ვერ ხარჯავდა ვერ ისვენებდა,მოდუნებას ვერ ახერხებდა ბოლოს თვალებიც აემღვრა _გავგიჟდები... რატომ არსებობენ მასეთები,რატომ არ ამოწყდებიან და გადაშენდებიან ღმერთო . რამდენ საათს უნდა ვილოცო ახლა რომ დავმშვიდდე და ტვინიდან მოვიშორო ეს აზრები კიდევ რომ მითხრას რამე მოვკლავ თუ სიმშვიდის წერტილი ვერ ვიპივე გონებაში და ისე არ შევხედე როგორც მტვრის მარცვალს არარაობას რომელიც ჩემ ცხოვრებას ზიანს ვერ მოუტანს. წითელ დიპლომს მის გამო თუ ვერ ავიღებ , საგანს მიტოვებს საერთოდ ვერ გავხდები ვეტერინარი კი არა ვერავინ ... მხოლოდ იმიტომ რომ თვითონაა არარაობა 30 წლის წინაც არაკაცი იყო,უსუსური არარაობა რომელიც სტუდენტ გოგონებზე ძალადობდა და გასდიოდა. დამპალი ღორი ,ახლა ასი წლისაა და ხალხის გაუბედურებაზეა გადართული. ბნელი , სხვებივით ჩემგანაც ფულს ელოდება ... კარგ ოჯახში მოხვდი თურმეო და დიპლომს კი გიყიდიან დაჯექი მერე სახლშიო . გონია ფულს მივცემ?მოვკლავ და თეთრს არ მივცემ. რა არ გამოვიარე და აქამდე არ მიფიქრია მაგაზე მითუმეტეს ნოდარი პრობლემას არ შექმნიდა ერთხელ რომ მეთქვა მაშინვე დამთანხმდებოდა. თვითონ მეუბნებოდა რას აკლავ თავს ამ წიგნებსო რაში დაგჭირდება ეს პირველი მეორე კურსის ზოგადი საგნებიო ... კივილის დაწყება მინდა _თვალები დახუჭა,თავი უკან გადასწია და ღრმად ჩაისუნთქა ,მაგრამ აშკარად უშედეგოდ მიდიოდა ყველაფერი _ ლაპარაკმა სულ გამაგიჟა უფრო მომეშალა ნერვები და უფრო მეტად გავცოფდი. არც მომისმინა რას ვპასუხობდი უკეთ მოამზადე და მერე ჩამაბარეო ანდაც სჯობს ხაჭაპურები აცხო და შეეშვა ამ კაცის საქმესო. ქალებმა რა დაიწყეთ ამ ყველაფერზე მოდებაო. უკანასკნელი ქალის ფრჩხილად არ ღირს თვითონ,ღორი ან ღორს რას ვერჩი _აქამდე რატომ ესწრებოდი მის ლექციებს,რატომ არ მითხარი და რატომ ითმენდი _იმიტომ რომ ლექტორია და საგანია და მასეთი კიდე ათასია . საერთოდ ყველანი გამწარებული, ნერვოზიანი, მექრთამე... საზიზღარი ბნელი ადამიანია. სტატუსს ამოფარებული, შენიღბული თითქოს გაუნათლებელ ხალხზე წინ მდგომები. სინამდვილეში არაფერს წარმოადგენენ . რა უნდა მექნა ვიტანდი აქამდე _ლექტორის შეცვლა უნდა მოგეთხოვა _მხოლოდ მე?ყველას ეგ ასწავლის მეორე არავინ მოუშვა ... სანამ არ მოკვდება არავის გაუნაწილებს ლექციებს. კუბოთი სანამ არ გაიყვანენ იქამდე ჩაატარებს ლექციებს. ერთი ჯოხით ძლივს დადის მალე მეორე დაჭირდება . მეზიზღება,მეზიზღება და საკუთარ თავზე მეშლება ნერვები რომ ასეთი დამოკიდებულება მაქვს ადამიანის მიმართ,მაგრამ ღმერთო შენ ხომ ჩემზე უკეთ იცი რა საზიზღარიცაა _დამშვიდდი ... მოდი ჩემთან. დაჯექი _არ მინდა ... არც შენთან მინდა _ნუ ტირი ადამიანის გამო რომელიც არაადამიანია ,რომელიც უმნიშვნელო ფიგურაა შენ ცხოვრებაში. სტიპენდიასაც აიღებ,ვეტერინარიც გახდები და ისიც დატოვენს უნივერსიტეტს . გეფიცები დაინახავ როგორ გააგდებენ და ცხვირწინ მიუხურავენ კარს _როგორ მოახერხებ მაგას... _დეკანს შევხვდები _იცნობ? _ვიცნობ _გამოცდას მაინც კომისიის წინ ჩავაბარებ. არავის მივცემ სალაპარაკოს არ იცოდა და ისე დაუწერეს ქულაო. მისი მოშორების წინააღმდეგი არ ვარ ... შენი ნინიას დასაცავი გავხდი ისეთი ამბავი ატყდა _ნინიამ საიდან გაიგო _შევეპასუხე და მერე რა თქმა უნდა კონცერტი დადგა . გამომაგდო , ყველას გასაგონად ყვიროდა ... ნინია დერეფანში იყო ამ დროს და მის შეურაცხმყოფელ კომენტარებს ქალებზე შესაბამისად უპასუხა . ჩემგან განსხვავებით მშვიდი იყო და წონასწორობაც არ დაუკარგავს მე კი გიჟს ვგავდი ალბათ მიუხედავად იმისა ,რომ კივილი არ დამიწყია და არც ცუდი სიტყვები გამომიყენებია თუმცა სიამოვნებით ვაგინებდი. შესანიშნაცი საშუალება ყოფილა გულის მოსაოხებლად და აღარასდროს ვეტყვი ჩემ ძმებს საზიზღრობაა გინება_თქო. ზამთარა მყავდა გაგიჟებული ბავშვობაში სულ ვჩქმეტდდი რამდენჯერაც ცუდ სიტყვას იტყოდა . შენი ნინია შენსავით გაწონასწორებულია , ისეთები უთხრა იმ დამპალმა მასაც უთხრა ცუდი რაღაცები ,მაგრამ ბევრი ვერაფერი უკან გაბრუნდა გამოცდა მაქვს გასაგრძელებელი ამ უტვინო ქალებიდ დრო სად მაქვსო. მართლა უტვინო, ყეყეჩი ... ტრაგი კომედიაა ჩემი ქმრის საყვარლის დასაცავი გავხდი და მადლობა მოვუხადე კიდევ ზემოდან . ის კიდევ ისე თბილად მიყურებდა მე გამიჩნდა სინდისის ქენჯნა მე რომ ვარ შენი ცოლი და ის არაა შენ გვერდით მეტხანს ვიდრე არის. შესანიშნავი დღე იყო,არაჩვეულებრივი და მითხარი ახლა რა გავაკეთო რით დავიმშვიდო თავი _ნინიაზე ფიქრს შეეშვი... ის ლექტორი გამოცდას არ ჩაგიტარებს არც შენ და არც სხვას. კომისიის წინ გამოცდის ჩასაბარებლად მოემზადე თუ ასე მშვიდად იქნები თორემ ეგეც არ არის პრობლემა ... -ნინია რომ მასწავლის ეგ ამბავიც მოსაგვარებელი გაქვს, ხომ არ დაგავიწყდა -მოაგვარე როგორმე თავად, მე ვერაფერს გავაწყობ ნინიასთან...შენთვის ხომ კარიერაა მნიშვნელოვანი და წინა ხაზზე მდგომი _ნუ მაცოფებ ... ხომ ხედავ ისედაც აჭრილი ვარ და ბოლოს შენ არ შემრჩე ხელში _მემუქრები და უნდა შევშინდე?რა ვთქვი ისეთი _არაფერი ,ნამდვილად შენზე წინ ჩემ საქმეს ვაყენებ რომელიც ჩემია და ჩემთან იქნება სულ . შენ კიდევ ჩემი არ ხარ , შენი სიბრალულის გრძნობის გამო მიკედლებული და ამ სახლს შეფარებული გოგო ვარ, რომელიც როგორც კი მუშაობას დაიწყებს და საკუთარი შემოსავალი ექნება მაშინვე გაგათავისუფლებს _კარგი ... ანუ გეყოფა იმის ძალა რომ დაივიწყო პირადი ცხოვრება და იმოქმედო ისე როგორც სჯობს შენი საქმისთვის. ნინია ნამდვილად არ არის მოხუცი,დროში ჩარჩენილი ,ბნელი ლექტორი რომელიც ახალსა და საინტერესოს ვერაფერს გეტყვის. გსმენია ალბათ მის ლექციებზე და განათლების დონეზე _რა თქმა უნდა მსმენია... სავსეა აუდიტორია სტუდენტებით მისი ლექციების დროს და სხვათაშორის უნივერსიტეტის ბიჭების ნახევარი მასზე უგონოდაა შეყვარებული _ეგ სიყვარული არ არის ... ასე ყველას უყვარს სტუდენტობისა და მოსწავლეობის დროს თავისზე უფროსი ლამაზი ქალი _თქვენც გიყვარდათ ასე ვინმე? აჰ თუმცა თქვენ ხომ თავიდანვე ნინია გყავდათ გულში და გონებაში შესაბამისად თქვენი ავხორცი ფიქრების ობიექტიც ის იყო მუდამ _რა გადასარევი მიგნებაა ... აი უკვე მშვიდდები ,სხვა ტალღაზე გადახვედი როგორც კი ჩემზე და ნინიაზე დაიწყე ფიქრი _თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ ,თორემ ნამდვილად შევიშლებოდი _ასეთს რომ გიყურებ ბევრიც არ გაკლია მაგ შეშლამდე _მე რომ არ მომაბოლო ეგ სიგარეტი და წახვიდე შენ ნინიასთან არ გინდა?ერთად გააბოლებთ... როგორ არ გადააჩვიე მიკვირს _მისი არჩევანია... შენ გაძლევ თავისიფლებას ჩემი ცოლი ხარ და ნინიას შევზღუდავდი? _მაღიზიანებ უკვე _მეე? _დიახ შენ... მოაშორე ეს სიგარეტი _ცოლად გადაიქეცი? _ სიგარეტის ღერი რომ გამოგლიჯა და გადაუგდო ისედაც ახლოს იყო , ბერდომ თავი მისკენ დაახარა და თმა ყურს უკან გადაუწია _ შენი ნერვებივით აწეწილი გაქვს თმაც . იცი? _მაპატიეთ რომ ფორმაში არ ვარ და ცუდად გამოვიყურები ... _უსაყვარლესი ხარ გაბრაზებული ,მხოლოდ რომ ტირი მაგას ვერ ვიტან _ ლოყაზე ჩამოუსვა თითები და ცრემლების კვალი გაუქრო _მართლა გააგდებინებ იმ ღორს? _დაველაპარაკები _საიდან იცნობ _სტუდენტობის დროს გავიცანი ... საერთო ნაცნობებიდან _ თითები თმაში შეუცურა,ეფერებოდა და მერე ლოყაზე აკოცა _ გაიარა ?დამშვიდდი თუ ისევ გახრჩობს ბრაზი _გაიარა _თვალები ინსტიქტურად დაეხუჭა. ავიწყდებოდა ყველაფერი ბერდო რომ კოცნიდა და ეფერებოდა. ყველაფერი და ნინია _შეგცივდება ასე ,წვიმს გარეთ_ იქამდე არ ახსოვდა პერანგისამარა თუ დადიოდა აივანზე. სული ეხუთებოდა და მერე საერთოდ ისე შეეკრა სუნთქვა თითქოს ცეცხლმოკიდებულ ოთახში იდგა . ბერდოს ტუჩები ტუჩებთან ახლოს,თითები შიშველ ზურგზე და ყელიდან მკერდისკენ მიუყვებოდნენ გზას მაშველ რგოლად დემეტრე რომ მოევლინა. ბავშვი სირბილით შეიჭრა ოთახში _ბიძიაა ბებიამ თქვა მზადაა საჭმელი და ჩამოვიდნენოო _ჩემი შიმშილის დაკმაყოფილებას ვინ მაცდის _ჩურჩულით თქვა,კარის გაღების ხმაზე ისე მიიხუტა რომ დაეფარა მარიტას უკვე სმენაც დახშული ჰქონდა _ჩამოვალთ 10 წუთში _ათი წუთი არ მინდა... ახლავე, მოვდივარ დემე _ როგორ გაეცალა არ ახსოვდა,როგორღაც დაუსხლტა . კაბა გადაიცვა და სირბილით გაიქცა ოთახიდან. სამზარეულოში იყო ბერდო რომ გამოჩნდა,მალევე დასხდნენ და მის გვერდით რომ მოთავსდსა სახე ისევ აუწითლდა. ჩანგალი ხელიდაან დაუვარდა,როგორ მივიდნენ ამ უხერხულ მომენტამდე ვერ ხვდებოდა,მაგრამ თავს კომფორტულად რომ ვერ გრძნობდა იცოდა. ბერდო რომ დაიხარა ჩანგლის ასაღებად კიდევ უფრო ახლოს აღმოჩნდა და პირდაპირ მის თვალებს შეეჩეხა. _შეეშვი წყალს და საჭმელი ჭამე _ მეორე ჭიქაც რომ დაცალა ჩუმად უთხრა _არ მინდა _ქეთო იფიქრებს არ მოსწონს ჩემი მომზადებულიო _იცის რომ მომწონს _მშიერი ხარ მთელი დღეა ... ნუ მაიძულებ მე მოგაწოდო ლუკმები და ვაყურებინო ყველას ჩემი ხელით როგორ გაჭმევ . _მაგას არ გააკეთებ _ჩუმად და სწრაფ სწრაფად ამბობდნენ სიტყვებს ბერდომ ჩანგალი მისკენ რომ გასწია და პირი გააღეო უთხრა . იგრძნო ყველას მზერა და კიდევ ერთხელ გადაურბინა სახეზე წითელმა ფერმა . ......................... -ზამთარასთან წავიდეთ? მისი ნახვა დაგეხმარება , მონატრებას გაიქრობ- დილიდან უთხრა და პასუხს დაელოდა. -დიდხანს მოგვიწევს რიგში დგომა, გაქვს ამდენი დრო? -მაქვს ,მაგრამ თუ გინდა მარტო შეხვიდე მე გარეთ დაგელოდები -არა ,ერთად წავიდეთ ... მშვიდად იქნება უფრო ერთად რომ გვნახავს -ისედაც მშვიდად არის, ჩვენ გამოც და ზოგადადაც . მე კარგად არ ვიცნობდი, უბრალოდ რამდენჯერმე გადავიკვეთეთ რაღაც ამბებზე , მაგრამ ასეთი მშვიდი აქამდე არასდროს ყოფილა -შენ რამდენჯერ ნახე -ორჯერ ... -მე რატომ არ მითხარი -მარტოს მქონდა საქმე ... მხოლოდ ჩვენ ორს უნდა გვესაუბრა -ჩემზე უნდა გესაუბრათ -მთავარია,რომ მშვიდადაა მართალი იყო ბერდო. ზამთარა შემოსვლის წამიდან სხვაგვარი ჩანდა, იქ ყოფნის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპებს გადიოდა , ბოლო დროს კი იქაურობას შეეჩვია და ისე ხვდებოდა თითქოს იქ თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდა. მხოლოდ გარემოსა და შეზღუდვებს ვერ იტანდა. ჯერ ოჯახზე ისაუბრეს, თამთას ბავშვის ამბები გამოჰკითხა , დამირეკა და მელაპარაკაო ,ხომ ნამდვილად კარგად არისო აინტერესებდა. ყველა ინფორმაცია ჰქონდა თითქოს , მაგრამ მაინც სვამდა კითხვებს -შენმა ქმარმა თქვენი სიყვარულის ამბავი არ მომიყვა და შენ როდის შეგიყვარდა ეგ მაინც მითხარი -გადამარჩინა და მაშინ -ეგ არ უთქვამს , ნამდვილად . ვისგან იყავი გადასარჩენი, მე ვიცნობ? -არ იცნობ -მერე? მე იმდენ ვინმეს დავხმარებივარ ყველას რომ შევყვარებოდი კაზანოვა ვიქნებოდი -მერე შეხედე როგორი სიმპათიურია , როგორ არ უნდა შეგიყვარდეს -კარგი ერთი , როდის მერე დაიწყე ხალხის გარეგნობით შეფასება...თავს იკლავდი ჩემ ქმარს ხასიათი უნდა ჰქონდეს იდეალურიო -აქვს კიდეც და ნუ მალაპარაკებ ახლა ამდენს,თორემ თავში აუვარდება ნახე როგორი თვითკმაყოფილი სახე აქვს -ჩემო სიცოცხლე, ასეთ გაბრწყინებულს თუ გნახავდი თვითონ გაგაცნობდი როგორმე გოშხეთელიანს - ხელზე აკოცა რამდენჯერმე. სიგიჟემდე უნდოდა უფრო ახლოს ჰყოლოდა და დიდხანს არ გაეშვა -დიდხანს რომ ხედავდე ასეთს უნდა დათანხმდე ადვოკატის შეთავაზებას და მოყვე სიმართლე -სიმართლეა ის,რომ მოვკალი და ვიხდი სასჯელს... ამაზე საუბარი არ გინდა , არ გამაბრაზო -კარგი, მაშინ დარჩი კიდევ სამი წელი -რამდენი? -შეუმცირეს, კარგად თუ მოიქცევა უფრო მალეც გამოუშვან იქნებ...გამოცდაც რომ ჩააბარა საზოგადოებისთვის საშიშად არ ჩათვლიან. ადვოკატმა ბევრი იმუშავა -ცოცხალი თავით არ აღიარებს რამდენი გადაიხადა იქნებ შენ ათქმევინო -არაფერი გადამიხდია-თქო რატომ არ იჯერებ,როგორი ეჭვიანი კაცი ხარ -როგორცაა , რამდენი წელიც არ უნდა იყოს სასჯელს მოვიხდი და მერე გამოვალ. თქვენ რომ მენატრებით თორემ ასე დალაგებულად და მშვიდად მთელი ცხოვრებაა არ ვყოფილვარ. სუფთა ჰაერი მომენატრა, ლაშქრობაში წავალ სადმე მთაში საიდანაც ლამაზი ხედი იშლება და დიდხანს არ დავბრუნდები . მგონი ოთახში აღარ შევიდე და სულ გარეთ დავრჩე - ხელებს დაჰყურებდა ბოლო სიტყვები რომ თქვა და მერე ისევ მარიტას თითზე მორგებულ ბეჭედს გაუსწორა მზერა- ვერ ვიჯერებ,რომ გათხოვდი -დავოჯახდით, გათხოვებული არ არის და უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება -მე ბოდიში, სიძე ბატონო ოღონდ შენ არ გამიბრაზდე ... სიტყვებს მიკონტროლებს ახლა მნახა გამოკეტილი და დიდ გულზეა -გაჭედა,არადა რომ ჰკითხო მშვიდადაა - ჩუმად თქვა და ორივეს გაეღიმა -რომელ სიმართლეაზეა საუბარი , რატომ უნდა დარჩე აქ კიდევ ამდენი წელი თუ გამოსვლას გპირდება ადვოკატი-მარიტამ ვერ მოისვენა მაინც და მთავარ თემას დაუბრუნდა -შენმა ქმარმა სიმართლე არ იცის და არც ადვოკატმა. გ.ბოზებას არ ვაპირებ -ბ.ზობას ნუ მასწავლი ახლა, იმის თქმა რომ თავს იცავდი არაა ბ.ზობა ვინმეს რომ ადებდე ხელს -მკვდარია, ვეღარაფერი დააბრუნებს უკან მისი ბრალი იყო თუ არა არც ღმერთს ადარდებს და არც შვილმკვდარ დედას ,რომელსაც სადღაც შევხვდები ერთ დღეს და თვალს ვერ გავუსწორებ მიუხედავად იმისა მისი შვილი ნ.ბიჭვარი იყო თუ არა. იმ დღეს რომ არ ამოესუნთქა უკანასკნელად შეიძლება ღმერთს მისი სწორ გზაზე დაყენების გეგმაც ჰქონდა. მე საკუთარ თავთან წავაგე, გავაკეთე ის რაც არასდროს უნდა გამეკეთებინა და ახლა სასჯელსაც ვიღებ. არ მჭირდება ამ თემის განხილვა აქ , თქვენთან... შენ ვერ გამიგებ , მე რომ მაქვს იმდენი ბრაზი და აგრესია ცხოვრების ბოლომდე არ გექნება .პატივს გცემ, ვაფასებ ცოლის გახარება რომ გინდა და ხარჯავ ამისთვის ენერგიას , მაგრამ არ გამოვა მეტი ამ საქმიდან. მადლობა ,რომ ვარ მშვიდად და მარიტა აღარ მედარდება შენ გვერდით მყოფი. რომ მითხრეს გათხოვდაო გავგიჟდი, მეგონა აქაურობა დამახრჩობდა ,ვიფიქრე ვინმემ მოიტაცა, რაღაც უბედურება მოხდა და მე აქ ვარ გამოკეტილი-თქო. სახელი რომ მითხრეს ამოვისუნთქე , მერე მალევე მოვიდა და რომ ვილაპარაკეთ დავმშვიდდი, ჩემი ნაჩუქარი ჯვარი მისთვის გაგიკეთებია, ეგ რომ დავინახე მივხვდი მხოლოდ გოშხეთელიანს არ უყვარდი და შენც გიყვარდა, ლოდი მომშორდა სულიდან. დალშე არაფერი მიჭირს, შენ ჩემზე ზრუნვა ვაფშე არაფერში გჭირდება არც ის შემოგზავნილი რაღაცები. ნოდარა იმდენ რამეს ჩალიჩობს მთელ საკანს ყოფნის. სიგარეტს ვაფშე დავანებე თავი -მარიტას გასაგონად თქვა და მასაც სახე გაუნათდდა - ერთი გოგო სულ მეჩიჩინებოდა და აჰაა , აქაურ ნესტს აღარ ვუმატებ სიგარეტს და რომ გამოვალ სუფთა ჰაერს რომ ვისუნთქებ მერე შეიძლება მივუბრუნდე - თემა შეცვალა , საერთოდ დახურა და მერე მარიტას უნივერსიტეტის ამბებს ეკითხებოდა. დრო ჰქონდა უამრავი, მაგრამ მათთან შეხვედრისთვის ზედმეტად ცოტა-ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ხომ იცი..ჩემზე ვაფშე არ იფიქრო. კარგად რომ იქნები ზუსტად იცოდე, რომ მეც მაგრად ვარ მაგ დროს - დამშვიდობებისას უთხრა და მარიტას დიდი ძალისხმევა დასჭირდა იქ რომ არ ეტირა. -სული მეხუთება...ვერ ვეგუები იქ მყოფს- გამოსვლის შემდეგ როგორც კი მარტონი დარჩნენ მაშინვე მოეხვია და ცრემლებმაც იწყეს სვლა. ბერდოსთან ჩახუტებულს,ყველა ემოციისგან გათავისუფლება შეეძლო -მისი არჩევანია, ასე სჭირდება მის სულს სიმშვიდისთვის... რომ გამოვა ცხოვრებას თავიდან დაიწყებს. -რა კარგია ,რომ ხარ ჩემ ცხოვრებაში ... ...................... გამოცდაზე მისულმა გაიგო ახალი ამბავი და კმაყოფილება აღარ იცოდა როგორ გამოეხატა. -წავიდა ეგ საზიზღარი... გაუთავისუფლებიათ. არავინ იცის რატომ ,მაგრამ კათედრა ლიამ ჩაიბარაო. შენი გაგდების შემდეგ კიდევ ორი გოგო ჩაჭრა. შენ როდის აბარებ განმეორებით? -დღესვე -როგორ დღესვე...უფლება მოგცეს? -და ორ გამოცდას ერთ დღეს ჩააბარებ? შეძლებ? -შევძლებ - მშვიდი იყო, მათ ჭორაობას აღარ უსმენდა. ისედაც ამაღლებული ჰქონდა განწყობა, მოტივირებულს ვერაფერი გადაეღობებოდა წინ, მაგრამ გზად შეეფეთა ის ვინაც ყველაფერი სულ სხვა ტალღაზე გადაიყვანა _მარიტა , გაქვს რამდენიმე წუთი სადმე რომ ვისაუბროთ?- არც მეტი არც ნაკლები ნინია ტაბიძე იდგა მის წინ და საუბარს სთხოვდა _გააჩნია რა საკითხთან დაკავშირებით გსურთ საუბარი. მე ჯერ არ დამიხურავს ეს კურსი და თქვენი სტუდენტი არ ვარ _ლექტორისა და სტუდენტის საუბარი არ გვექნება. შენ შესანიშნავად ასრულებ მოვალეობას და მე ჩემ საქმეს, შემდეგ სემესტრშიც არ იარსებებს პრობლემა ჩვენ შორის , ამ მხრივ ... _სხვა რაზე უნდა ვისაუბროთ, იქნებ ვისზე _გექნება დრო ჩვენთვის , ორივესთვის მნიშვნელოვან კაცზე რომ ვისაუბროთ?-პირდაპირი იყო , გაეღიმა კიდეც _სალაპარაკო არაფერია... მე მის პირად ცხოვრებაში არ ვერევი. შეგიძლია თავად მასთან გაარკვიო თქვენი ურთიერთობა,მე ჩემი გარკვეული მაქვს და ზუსტად ვიცი ჩემი ადგილი მის ცხოვრებაში _საქმეც იმაშია რომ არ იცი ყველაფერი და მე რამდენადაც ვიცნობ ბერდოს არც არაფერს გეტყოდა . აუცილებლად აქ უნდა მაიძულო საუბარი? _კარგი ,თანახმა ვარ ვისაუბროთ. ყველაფერზე ფიქრობდა იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისიც კი ესმოდა ყურში როგორ ეუბნებოდა ორსულად ვარ ,ანდაც ბავშვი გვყავს , ერთმანეთის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ .ყველაფერი გაიარა მისმა გონებამ რაც კი ჭორად გაუგია სრულიად უცნობი ადამიანისგან და ის არ დაუშვია რაც ნინიამ უთხრა. არ ეჯერა იმიტომ რომ ხალხი დარწმუნებული იყო და აგორებული აფსურდული ჭორი ბოლოს ისე გავს სიმართლეს ისიც კი იჯერებს ვინაც პირველად მოიტყუა. _ბერდო რომ გავიცანი მოზარდები ვიყავით ორივე ... მას ყოველთვის ასეთი ხასიათი ჰქონდა ახლა როგორიცაა _თქვენი სიყვარულის ისტორიის მოსმენა რომ არ მინდა ალბათ ხვდებით ქალბატონო ნინია _საქმეც იმაშია რომ ჩემი და ბერდოს სიყვარულის ისტორია არ არსებობს . ვცდილო მოგიყვე ჩემი და მისი მეგობრობის ისტორია. ხალხს არ სჯერა კაცისა და ქალის მეგობრობის, არ არიან ხორციელი სიამოვნებისგან გამიჯნული და სულმდაბალ ადამიანს არც ვინმეს ცოლის სტატუსი აჩერებს,ზოგჯერ არც ნათესავის და ზოგი საერთოდ შვილზე და შვილიშვილზე ,ნათლულზე ,მეზობლის ბავშვზე ძალადობს. ამ ხალხს რა თქმა უნდა ჩემთან,მარტოხელა ქალთან სტუმრად მოსული შენი ქმარი საყვარლი ჰგონია . არც მე დამიწყია ვინმესთვის სიმართლის ახსნა და არც ბერდოს. ვისაც რა უნდა ის სჯეროდეს ,ჩემ სიმართლეს კი მხოლოდ შენ გეუბნები იმიტომ რომ მგონია ,რომ ერთადერთი ქალი ხარ ვინც უყვარს ,სხვანაირად აღელვებს და უნდა რომ მისი ნაწილი იყოს. თვითონ არაფერს ამბობს , ყველაფერზე გვისაუბრია და მის ქალებზე არასდროს,საერთოდ არავის არასდროს უყვებოდა. ბავშვობაშიც კი არ ჰქონდა კლასიკური ტრაბახი პირველი კოცნის და პირველი შეყვარებულის ანდაც ვიღაცის ფარული გრძნობების გამო , სულ მოსწონდათ გოგონებს ის კი არასდროს იმჩნევდა.- ნინია მშვიდად საუბრობდა თავის სიმართლეს უყვებოდა მარიტას კი გამომეტყველებაზეც ეტყობოდა ემოციები -დაიჯერე , მას მე არ ვუყვარვარ როგორც ქალი და სხვა ყველა სიყვარული გვაქვს ალბათ. მეგობარიცაა, ძმაც, მამაც ყველაფერი გადაგვიტანია ერთად და ის რომ არა მე ბევრ პრობლემას ვერ გავუმკლავდებოდი ,ერთადერთია ვისაც ცხოვრებას ვანდობ ,მაგრამ როგორც კაცი ჩემთვის არ არსებობს . ისე გავიცანი როგორც ჩემი შეყვარებულის ძმადნაფიცი და დღემდე ასეა. ის კაცია ვისაც ვენდობი და ვისაც ჩააბარა ჩემი თავი კაცმა, რომელიც სინამდვილეში მიყვარს. სასაცილო ის არის რომ სინამდვილეში ვინც მიყვარს მასზე ჭორები არ არსებობს. ის სამწუხაროდ ბერდოსგან განსხვავებით არ ერიდებოდა ქუჩის ცხოვრებას, სულ სხვა პირობებში იზრდებოდა და ვერ დააღწია თავი ოჯახის გავლენას. ჩემმა სიყვარულმა და ბერდოს სწორმა გავლენამაც ვერ იმოქმედა .რუსეთშია, ციხეში და კიდევ ორი წელი უნდა გაატაროს იქ . რომ გამოვა არ ვიცი რა იქნება, საერთოდ დაბრუნდება თუ არა ან მე შევძლებ მასთან ყოფნას,რომ დავინახავ ისევ იგივეს იგრძნობს ჩემი გული თუ არ. დიდხანს გაბრაზებული ვიყავი,მერე მენატრებოდა და ჩავედი ,არ დამელაპარაკა. რომ დამინახა ნაბიჯი არ გადმოუდგამს, ბერდოს უთხრა აქ მოსვლის უფლება არ მისცეო და არც ჩამეხუტა ისე გაბრუნდა. მე და მას იმდენი წყენა გვაქვს შეიძლება ჭორი ჩვენზე არასდროს გაჩნდეს იმიტომ რომ ერთად ვერ დაგვინახონ ანდაც ის ისე მოვა ვერავინ გაიგებს,პროფესიონალია მაგ საქმეში _ თავდახრილი საუბრობდა,ბოლო რამდენიმე წინადადება ისე თქვა ხმაც გაუტყდა და ამღვრეულ თვალებს უმალავდა გაოგნებულ მარიტას. _მოკლედ ასეა, ბერდოს არც მივუტოვებივარ,არც ცოლთან ერთად საყვარლად დავუტოვებივარ . არაა ის კაცი ვინც საკუთარ თავს აკადრებს მსგავს არაკაცურ ქცევას. ბრაზიანია,თავისებური ხასიათი აქვს,არავისგან არაფერს ითხოვს ,მაგრამ ვინც ახლოს ჰყავს მათგან ყველაფერს. შენ უბრალოდ უნდა აჩვენო რომ გიყვარს,ენდობი და ეყრდნობი . სხვა არაფერი სჭირდება იმისთვის რომ გაგაბედნიეროს. _თუ არ საუბრობს ქალებზე რა იცით ჩვენ შორის რა ხდება _საერთოდ ყველაფერი გემჩნევა ხოლმე ,მარტივად ცეცხლდები არა? _გაეცინა და ამ დროს კიდევ უფრო ლამაზი იყო. _არც ისე ,მაგრამ ბერდო ახერხებს ჩემი ემოციებით თამაშს _სიყვარულს თუ ვინმე უნდა ნანობდეს მე ვარ , არასდროს მიმიღია არასწორი გადაწყვეტილება. ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი. ნულიდან დავიწყე და შევქმენი საკუთარი თავი ,არავინ და არაფერი გამაჩნდა. მხოლოდ ის არის ის ვინც წესით არასდროს უნდა შემყვარებოდა მე კი ვერ ვხედავ,ვერ ვეხები, ვერ ველაპარაკები და მაინც გაგიჟებით მიყვარს. ყველაფერი არანორმალური ნორმალურია თუ საქმე სიყვარულს ეხება. უბრალოდ საკუთარ თავს უსმინე,შენ სურვილებს და მათი ასრულება დაიწყე სხვა არაფერს მიაქციო ყურადღება . საუკეთესო კაცი გაჩუქა სამყარომ , არ დაუშვა რომ დაკარგო. ისაა შენი ბედის’წერა _გმადლობ ... სიმართლისთვის . ბედნიერების პოვნას თუ დაბრუნებას გისურვებთ,იმსახურებთ _კარგ დასვენებას გისურვებ ამ ზაფხულს. სექტემბრიდან ლექციებზე შევხვდებით,ჩვენი პატარა საიდუმლოთი _ნახვამდის. ფანჯარასთან იდგა , სუფთა ჰაერი სჭირდებოდა გოშხეთელიანი რომ შენიშნა. ბერდოს მანქანას უყურებდა ,რომელიც ადგილიდან არ დაძრულა. ელოდა და ეს ლოდინი აძლევდა ძალას. ერთი სული ჰქონდა როდის გამოვიდოდა და მიახარებდა დავასრულეო. ასე უშიშრად არასდროს ყოფილა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ზურგს უკან ვირაც ჰყავდა ვინც დაცემისგან იცავდა. დერეფანში მდგომებს გვერდი აუარა და სირბილით გაიქცა ეზოში მდგომი ქმრისკენ. ყურადღება არ მიუქცევია ჭორიკნებისთვის, მთელი ძალით მოეხვია და ყელში აკოცა - მადლობა, საუკეთესო ხარ -მე რა შუაში ვარ არ ვიცი, შენ ჩააბარე ორი ზეპირი გამოცდა და ორივე იმ ეშმაკის მოციქულების წინ... ყოჩაღი გოგო ხარ- ლოყაზე აკოცა, თვალები უნათებდა და მზერას არ აშორებდა - გილოცავ ერთი კურსიც და ვეტერინარი იქნები. -მადლობა ,რომ მაძლევ საშუალებას საკუთარ თავს დავუმტკიცო რაც შემიძლია -უამრავი რამ უნდოდა ეთქვა, მაგრამ სიტყვები არ ჰყოფნიდა. ზუსტად იცოდა, რომ წინ ყველაზე მნიშვნელოვანი ზაფხული ელოდა. ……………… _მიპასუხე...გაბრაზებული არ ხარ -ამდენი დღე თუ გაბრაზებული გეგონე და ამიტომ არ მეკონტაქტებოდი თან არაფერი გააკეთე შემოსარიგებლად რა უნდა ვიფიქრო ? ჩემ გაბრაზებას ასე დანებდი?-ხალისობდა და საკუთარი თავი აკვირვებდა _ვფიქრობ ისეთი გაბრაზება გახასიათებს რომ ვულკანივით გადაწვავ ყველაფერს და ველოდი როდის ჩაქრებოდა ლავა _ეგ არის შენი ტაქტიკა? დამელოდები როდის გადამივლის ბრაზი? _მირჩევნია არასდროს გაგაბრაზო...არავის შემორიგებას ვცდილობ და სუსტი ვარ ამ საკითხში _მარო რომ ბრაზდება რას აკეთებ ხოლმე _ვეფერები,ვეხუტები, ბევრს ვკოცნი და მის გვერდით ვიძინებ ... _და ჩამოთვლილთაგან ჩემთან ვერცერთს ცდიდი ? _ენაზე იკბინა გონებაში გაჩენილი პირველივე წინადადება რომ გააჟღერა ,მაგრამ სინანულს აზრი არ ჰქონდა _მაროს შემთხვევაში სრული უფლება მაქვს და შენ შემთხვევაში რამდენიმე ეტაპი გვაქვს გასავლელი იქამდე შენი,ოჯახის,უფლის კურთხევა გვჭირდება . _გაბრაზებული თუ ვარ მიზეზიც მექნება და იქნებ მიზეზის გამოსწორებაზე გეფიქრა _ყველას აქვს კითხვა ჩემ ყოფილ ცოლთან დაკავშირებით ... ვერ ვიფიქრე რომ შენ სხვა კითხვა გექნებოდა ,მაპატიე არავის გავხარ,რთული ხარ. თუ მკითხავ გიპასუხებ _უკვე მიპასუხე _ნდობას ეხებოდა ? მე შენ მთელ ჩემ ცხოვრებას განდობ თვალდახუჭული ჩაგაბარებ _არ უნდა სცადო ჩემზე გავლენის მოხდენა,ცვლილებების განხორციელება ჩემ გარეშე. უნდა მცოდნოდა ბერდოს რომ ესაუბრე _ლევანის და ლაშას ნახვა მინდა , უფლების თხოვნის დროა _რომელი უფლების ... ნივთი ვარ და დროებით გადმოგაბარებენ ჩემ თავს? _შეხვედრის და შენი სიყვარულის _და თუ უფლებას არ მოგცემენ რას გააკეთებ _დავარწმუნებ _თუ ვერ დაარწმუნებ უარს იტყვი? _არ მინდა შენთვის არასასურველი,აკრძალული,დამალული ურთიერთობა იყოს _მთავარი ვარ მე _ერთად დაველაპარაკოთ არ შეიძლება? _და რას იტყვი _იმას რომ გაღმერთებ და შენ გვერდით მინდა ვიყო სამუდამოდ _იქნებ ჯერ მე უნდა მესაუბრო მეტი და მერე მათ _შენ ხომ მხედავ ... თუ ვცდები _რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ახლოს ხარ? _ წვიმის წვრილი წვეთები ცვიოდნენ ციდან. ფერადი ქოლგა ეჭირა და სასიამოვნო გრილ ამინდში მიუყვებოდა სახლისკენ მიმავალ ქუჩას .თემა შეცვალა ქოლგა მაღლა ასწია ,შებრუნდა და მოშორებით მდგომ მის მანქანას გაუსწორა მზერა . ხელი ასწია და მსუბუქი მოძრაობით მიესალმა _ გამარჯობა ,მდევარო . რამდენი ხანია მომყვებით? _ხომ იცი ,არა ?_მანქანიდან გადმოვიდა და მისკენ დაიძრა. თაია მის ღიმილს ხედავდა და თავადაც ეღიმებოდა _დავიჯერო იმდენად საშიში ვარ რომ ამდენი დრო გამონახეთ ჩემ ლანდად ქცევისთვის და ერთხელაც არ გადმოკვეთეთ ზღვარი ბატონო ილო? _იცოდი და მელოდი _შენ რომ გეგონა მე ვერ შეგამჩნიე ეს ფაქტი მახალისებს _გამოუცდელობის ბრალია _არადა არ მინდოდა შენი დაფრთხობა _ვფრთხილობდი , დრო დაგვჭირდებაო მითხარი _მე სვანეთში მგონიხარ შენ კიდევ ზაფხულს თბილისში ატარებ? _გელოდი _უკვე იცი რომ არ ვბრაზობ , უბრალოდ ტემპს ვანელებ _როდემდე _არ ვიცი, რომ შემოგხედავ მივხვდები _და შემდეგ გამომყვები _სვანეთში სტუმრად ნამდვილად ვერ გამოგყვები, ეს უკვე ზედმეტი იქნება ..._გზას ერთად განაგრძობდნენ,ქოლგა ჯერ თავად დააფარა მერე კი ილომ გამოართვა და მაინც უმეტესად მის მხარეს ჰქონდა . ნახევარი მხარი დაუსველდა _სტუმრად არასდროს იქნები ჩემ სახლში ... სვანეთში თაია ტვილდიანი გამომყვები და მერე მთელი ცხოვრება შენ გვერდით ვიქნები _როგორც სჩანს უკვე გადაწყვიტე ... _შენ კი უხილავ მომენტს ელი ,რომელსაც არ ვიცი როგორ შევქმნი _ჩვენ ახლა ქორწინებაზე ვსაუბრობთ?წეხან პაემანზე წასვლის უფლებაზე არ შევჩერდით? _შენი არჩევანია ,მე ლოდინისთვისაც მზად ვარ და ქორწილისთვისაც _დღესვე შეძლებ მოსვლას და ხელის თხოვნას? _საღამომდე დრო მჭირდება, მარტო ვარ ქალაქში... ოჯახით ხომ უნდა მოვიდე _სერიოზულ პასუხებს ნუ მიბრუნებ _შენ ხუმრობ? _ილო _თაია _ასე ნუ მიყურებ _პირისპირ იდგნენ,ერთი ქოლგის ქვეშ და მალე მზეც ანათებდა წვიმასთან ერთად _ხომ ხარ ის ვინც იღებს მას რაც სურს _ქორწინება არ არის დროებითი რამ ... არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში და რატომ მისვამ ასეთ კითხვებს ასეთ მოულოდნელ დროს _მეტი რომანტიკაც შემიძლია ხელოვნურად შევქმნა ,მაგრამ სამყარო ქმნის ჩვენს ირგვლივ ბუნებრივად _ ცისარტყელა ჩანდა მათ თავზე ,ქოლგა რომ გადასწია და მაღლა ახედვის საშუალება მისცა _გამომყვები ცოლად თუ მოვიქცე ბანალური შეყვარებული ბიჭივით _თაია მაღლა იყურებოდა ის კი თაიას არ აშორებდა მზერას _წავიდეთ _მის ხელს თავისი ჩაკიდა და გამომეტყველება შეუცვალა ილოს _ჯვარი დავიწეროთ , სვანეთში თაია გოშხეთელიანი ავალ და დავრჩები _ასე არ შემიძლია ... _ვერ მივხვდი რა არ შეგიძლია _მე არ ვიცი შენ რა უთხარი შენებს,მაგრამ მე პატარა ბიჭივით ვერ მოვიქცევი. დასამალი და გასაქცევი არაფერი მჭირს. ისე ვიქორწინებთ როგორც წესია _500 კაციან ქორწილსაც ხომ არ გეგმავ...იქამდე იქნებ გადავიფიქრო. ეს არაფრისმომცემი სამზადისები მეზიზღება _მომდევნო შაბათამდე ყველაფერს მოვაგვარებ ,შენ უბრალოდ ჩემ გვერდით იქნები _ ხელზე აკოცა და ქვემოდან უყურებდა _კიდევ როგორ მოქცევა არ შეუძლია ილო ტვილდიანს _არაკაცივით _როგორი ამომწურავი პასუხია ... რომ მოგეხვიო შეიძლება თუ შევრცხვებით _შემიძლია გაკოცო კიდეც _იმდენად ახლოს აღმოჩნდა მისი სახე რომ თაიას სუნთქვა შეეკრა წამით _იმედი მაქვს ამ ერთ კვირაში ჩემი სურვილი არ შეიცვლება, ტვილდიანო _ ერთ ლოყაზე ხელი მიადო მეორეზე აკოცა და შემდეგ თავად დატოვა . არაფერი უთქვამს. ვახშამს ელოდა ,მაგრამ ამის გაკეთებაც არ მოუხდა. მღელვარება წამში გაუქრა ,წინასწარ დალაგებული სიტყვები გაიფანტა ლევანმა რომ გამოაცხადა _ხვალ საღამოს ილო ტვილდიანი გვესტუმრება ოჯახთან ერთად თაიას ხელის სათხოვნელად _რატომ არ გვითხარი .თუ შენც არ იცოდი ისე გადაწყვიტა _ახლა ვაპირებდი თქმას _დაგასწრო...დღეიდან მზად იყავი, ყველა შენ გასაკეთებელ საქმეს ის გააკეთებს _არაფერს იტყვით? _მოდის და ვხვდებით, შენ მიღებულ გადაწყვეტილებას ფორმალურ სახეს მივცემთ . რა საინტერესოა სიძეს რა უნდა ვაჩუქო ისეთი რაც გაახარეებს. ოქროს საათი ან მანქანა არ წავა აშკარად _ისეთი შვილი გაუზარდე ოქროს მეეჭვება ელოდეს ის ან ვინმე სხვა _ასე ნუ იქცევით ... თითქოს დაკრძალვაა და არა ნიშნობა . არ მინდა ასეთი დათანხმება ამას მირჩევნია მეჩხუბოთ _რაზე ვიჩხუბოთ ... ჭკვიან,სიმპათიურ,მდიდარ კაცს მიჰყვები ცოლად _ყველაფერს ჩამაშხამებთ , ქორწილის გარეშე გავყვები დღესვე _შენ სხვა სურვილი თუ გაქვს თქვი -კბილებსსორის გამოსცრა უმცროსმა ძმამ _ნუ თავხედობ ლაშა ! _რა გინდა? ველოდებით როდის გააცოფებ და გამოგჭრის ყელს _ეგ ხვალ უთხარი ყველას თვალწინ და დაელოდე რას გეტყვის. თუ გეშინია _მეშინია ? ყ.ე არ მომჭამოს მე ,მაგრამ შენ მისი ცოლი რომ იქნები და თან კაცმა არ იცის სად წაგიყვანს ,რომელ ქვეყანასი,რომელ კონტინენტზე მოუნდება ფულის კეთება _გეყოფათ ! _ ქეთევანმა გააჩუმა ორივე _ ქორწილი იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს ჩვენი ოჯახის ერთადერთი ქალიშვილის და არ გაბედოს ვინმემ განწყობა გაუფუჭოს ჩემ გოგოს ! _ ყველას მოავლო მზერა და ბოლოს ქმარს გაუსწორა თვალი _ გასაგებია მგონი ხომ ? გთხოვთ ყველას _დავურეკოთ ჩვენებს თუ მხოლოდ ჩვენ დავხვდეთ _კვირის ბოლოს ქორწილი იქნება და ისედაც ყველანი შეიკრიბებიან -ჩუმად თქვა და მადადაკარგულმა თეფშზე დააბრუნა ჩანგალი _კვირის თუ თვის _კვირის ... ასე შევთანხმდით _გადასარევია ახლა ყველას ორსული ეგონები, მკვეთრად მესმის ხმა ჭოროკნების "შეეტენა ტვილდიანს" _ლაშა ვერ ისვენებდა არადა მაქსიმალურად ცდილობდა _შენ ხომ იცი რომ არ ვარ და არც ვიქნები მომდევნო რამდენიმე თვე მერე გადაითვლიან და სხვა ჭორს მოიფიქრებენ ... _ჭორების მოსმენა და გადატანა ნამდვილად უნდა ისწავლო. ჯერ კიდევ იმდენი გეგმა აქვს შენს ილოს წინ და იმდენი რამის გაკეთებას აპირებს. მილიონერი თუ მილიარდერი ქმარი რომ გეყოლება ყველა დღე უხილავ ბრძოლაში იქნები ბრბოსთან . ქორწილში საჩუქრად სკოლის გასაღები რომ ჰქონდეს არ გამიკვირდება _იქნებ მინდა კიდეც ამ გამოწვევის მიღება და ასეთი ქმარი _კი როგორ არა სულ გავლენის და ფულის გამო მიჰყვები _სტუმრების სიას არ უნდა წერდეთ ახლა? _თუ გადაგვახდევინებს ფულს ჩვენც ვკითხოთ ჯერ და მერე ვიფიქრებთ _ხუმრობთ ხომ? ბერდო _მე არ ვიცი , დაველოდოთ ... პური და სანახაობაა ახლა ჩემთვის ეს ყველაფერი _რა საყვარლები ხართ... ჩვეული პატარძლის ნერვიულობის გამოცდის საშუალებას რომ არ მაძლევთ . ყველასგან განსხვავებულები ხართ _ წამოდგა და გაბრაზებულმა დატოვა სახლი. _სად მიდიხარ _დავბრუნდები _ტელეფონი არ გამორთო _ ქეთევანი კარამდე გაჰყვა ,უყურებდა ჩქარი ნაბიჯებით მიმავალს და ყველა ემოცია ერთად აწვებოდა _ გეყოფათ უკვეე _ უცებ დაიყვირა და ჯერ კიდევ მაგიდის ირგვლივ მსხდომ კაცებს შეუტია _ გაიზარდა,25 წლისაა და ქორწინდება. წავა სახლიდან,ექნება საკუთარი ცხოვრება, იქნება ცოლი და დედა . აღარაა პატარა ფარფატა თაია , რომელსაც ნაწნავებს უწნავდით და მერე თმებს ისევ თქვენ ურევდით , რომელთან ერთადაც მთელ ეზოში დარბოდით ... ნუ იქცევით ასე თორემ არცერთს დაგელაპარაკებით. მორჩით მშიშარა კურდღლებივით ლაპარაკს.თუ გეშინიათ დაემუქრეთ, უთხარით ხელებს მოგამტვრევთ და ენას ამოგგლეჯთ ჩვენს გოგოს თუ აწყენინებ_თქო და მორჩა ! ვიცნობ მეც იმ ბიჭს და დავიჯერო ასეთი ყალბია იმ დახვეწილი,ზრდილობიანი, ჩამოყალიბებული კაცის მიღმა?მერე რა თუ არ გაუმართლა თავიდანვე და პირველივე ჯერზე იდეალური ქალი ვერ იპოვნა . თავად წერს საკუთარ ბედისწერას და მეტი არ მინდა ვინმემ ხელი შეუშალოს ჩემ გოგოს მასთან ერთად ბედნიერად ყოფნაში ,სრულყოფილ ბედნიერებაში... ჩვენთან, ყველასთან ერთად _თან იმუქრებოდა და თან ცრემლები უფარავდა თვალებს _ნუ იქცევით პატარა კაცებივით _კარგი,დამშვიდდი... მოდი ჩემთან. ჩვენი გოგო ქორწინდება ,როგორ ვიქნები საღ ჭკუაზე _ ლევანმა ჩაიხუტა და თავზე აკოცა _ აღარ იტირო ,მორჩა _მინდაა ... მეტირებაა როგორი იქნება ეს სახლი თაიას გარეშეე თან ასე მალე მიდის. მაიმუნი გოგო სულ არ ფიქრობს და არ გაჰყავს დრო. ერთ კვირაშიო გაიგე? _შენ ერთი კვირაც არ დაგიცდია ისე გაჰყევი მამას ... შენებმა რომ გაიგეს მოსკოვში იყავით უკვე . ცხოვრება ბუმერანგია დედაჩემო _ ბერდომ ჩუმად უთხრა ,თვალი ჩაუკრა და მთელი ჭიქა ღვინო ჩაცალა _წავედი მე ... გვიან დავბრუნდები _მეც წამოვალ , გთხოვ _ უკან მიჰყვა მარიტა და წინ გადაეღობა _ წამოვალ _საყვარელთან მომყვები ? _სადაც მიდიხარ იქ წამოვალ ,ჩუმად ვიქნები _სანახაობით გინდა ტკბობა? _ნუ მეხუმრები ასე მწარედ _უი გამახსენდა, უკვე ხომ იცი სიმართლე და უდარდელად დაფარფატებ-ჯერ ჩაიხუტა და მერე უთხრა _აღარ მოვდივარ , მორჩა -კახეთში ცივა ამ დროს, ქურთუკი წამოიღე -ღამითაც დავრჩებით? -ჩემი ღამეები თქვენია უკვე, როგორც გადაწყვეტთ -დავრჩეთ...-ჩუმად უთხრა და ყელში დაუტოვა კოცნის კვალი. უცებ მოშორდა და მეორე სართულისკენ გაიქცა . ის ღამე კახეთში გაატარეს, სრულიად მარტო ყველასგან და ყველაფრისგან შორს ერთმანეთით მოცულებმა. .............. ილოს მანქანა ეზოში იდგა, მანძილი კარამდე მშვიდად გაიარა და პირდაპირ დააკაკუნა. კარიც ღია იყო , შევიდა ,ფეხსაცმელი იქვე დატოვა და გზაც მარტომ განაგრძო. პირველი სართულიდან ისმოდა ხმაური,ხმას მიჰყვა და სამზარეულოსთან აღმოჩნდა. ილო ზურგით იდგა გაზქურასთან და რაღაცას ამზადებდა. მხოლოდ შარვალი ეცვა და თაიას საერთოდ არ გააჩნდა სიტყვის თქმის სურვილი. კარის ჩარჩოს მხრით მიეყრდნო და უყურებდა იქამდე სანამ ტვილდიანი არ შემობრუნდა და მზერა გაუსწორა. იგრძნო როგორ უხურდა ლოყები, წითელი იქნებოდა სულ და თვალებსაც სასაცილოდ აცეცებდა _თაიაა _დაუპატიჟებელ სტუმარს მიიღებთ ბატონო ილო? _ჩემ სახლში სტუმარი ვერ იქნები_თქო ხომ გითხარი უკვე ... _თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში _ შიშველი ტერფები აჩვენა და მისკენ დაძრულს მზერა გაუსწორა _რამე მოხდა? _ ხელი თავზე გადაუსვა და მერე ლოყაზე მოეფერა _პრობლემა გვაქვს ? _ნწ , არა უბრალოდ ჩახუტება მინდა და შენ შიშველი ხარ _ თვალები დახუჭა და მისი სიახლოვით გამოწვეულ სიმხურვალეს როგორღაც დაემალა_და მგონი სახლშიც მარტო ხარ, არც ისე კარგი აზრი გამოვიდა ჩემი აქ მოსვლა,მაგრამ სიმშვიდეს ვეძებდი _შენი აზრები არასდროს იქნება გაუმართლებელი ...შენი ჩახუტება საღამოს იდეალურად წარმართავს . მე და შენ ისედაც მარტო ვართ თუნდაც ირგვლივ მილიონი კაცი იყოს _ რომ მოეხვია უკვე მაისური ეცვა. თავზე აკოცა და შემდეგ ლოყაზე _ რაც არ უნდა ხდებოდეს მოუგვარებელი არაფერია . ყველაფერი დალაგდება , კალაპოტში ჩადგება და ისე გაგრძელდება _ტირილი მინდა ... ძალიან იშვიათად მინდება და გაუგებარი მიზეზით არასდროს. ახლა კი ძალიან მინდა ვიტირო _თუ გეშინია...მეტი დრო გჭირდება,კითხვები გაქვს მე ყველაფერს გავაკეთებ. შენ უბრალოდ მითხარი რა გინდა,რა გაწუხებს _თავი აწევინა ,თვალებში უყურებდა და სიმშვიდეს უზიარებდა _არ მეშინია , შენი არ ... საკუთარი შესაძლებლობების სიმცირის კი _და ასეთი შეუძლებელი რა არის . მხოლოდ უნდა გიყვარდე ასე მარტივად და რთულად _და სხვა არაფერი სჭირდება ილო ტვილდიანს ცოლისგან ? _ ქვემოდან უყურებდა და სულ სხვა პასუხს ელოდა _არის კიდევ რაღაც _და რა არის ეს რაღაც _კოცნა და მოფერება ... ხანდახან _ იღიმოდა უკვე და ისეთი საყვარელი იყო თაიას გონებიდან ყველა ბნელი ფიქრი გაფანტა _ ეგეც სიყვარულივით მხოლოდ ერთ მხარეს არ ახასიათებს ,წესით და თუ დავფიქრდებით არც ისეთი არასასურველი კაცი ვარ _ერთი ნაბიჯით მოშორდა და ხელები გაშალა თითქოს აჩვენებდა როგორი სიმპათიურიც იყო. თაია ხმამაღლა რომ აკისკისდდა მერე იდგა და თვალმოუშორებლად უყურებდა _ ნეტავ ცხოვრება მეყოს იმისთვის ,რომ გაჩვენო რა გაგიჟებითაც მიყვარხარ _მე საშინელი მზარეული ვარ, ქეთო ამბობს რომ კვერცხსაც ვერ ვწვავ ნორმალურად და შენ თუ გამოგდის შესანიშნავია -გახალისებულმა მიმოიხედა ირგვლივ და კომფორტის შეგრძნებით მოცულმა განაგრძო საუბარი _მზარეულს ვიპოვნი როგორმე,მშივრები არ დავრჩებით _ სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომს ღიმილით ადევნებდა თვალს _არ გამასინჯებ ? მშია _უბრალოდ კარტოფილს ვწვავ და სადმე წავიდეთ,ნორმალურად ვივახშმოთ _ნწ,მე ილო ტვილდიანის შემწვარი კარტოფილი მირჩევნია _შენი არჩევანია ,შენიშვნებს არ მივიღებ მე ისე ვამზადებ როგორც მე მიყვარს _და სულ შიშველი ხარ ხოლმე ამ დროს? _როცა მარტო ვარ და მცხელა ,მაგრამ თუ ასე უკეთესი სანახაობა იყო არ დაგზარდებით ქალბატონო თაია _არა , იყოს დავიცდი როგორმე ერთი კვირა თუმცა როგორ მოახერხებთ ამ მცირე დროში ქორწილის გამართვას არ ვიცი. რაიმე ზებუნებრივ ძალას ფლობთ? _ჯინიც და ოქროს თევზიც ვარ ერთდროულად,არ იცოდით ? _ზღვა მიყვარს ძალიან და გემსაც ხომ არ გამიჩენ შემთხვევით _ რატომ მოექცა გავლენის ქვეშ,რატომ ცდიდა არ იცოდა ,მაგრამ ამ არასწორ გზას მაინც მიჰყვებოდა და ელოდა ნებისმიერ რეაქციას რომელიც არჩევანში დააეჭვებდა _გემი და თვითმფრინავი არ მყავს ,მაგრამ თუ ოცნებად გაქვს ვერცხლის ქორწილზე გაჩუქებ ... _რა უცნაურია... გემის ყიდვას მპირდება კაცი, რომელიც შემწვარ კარტოფილს და ტყემალს მაწვდის ვახშამზე -მაგიდაზე დალაგებულ თეფშებს უყურებდა _ასეა , ყველანაირი შემიძლია ვიყო გააჩნია შენ რას ეძებ ახლა ჩემში ... _მაინტერესებს შენი ამბიციები რომელსაც მეც უნდა მივყვე რამდენად შორს მიდის _არ მიყვარს რომ ვჩერდები და ამ განვითარების გზაზე სადამდეც მივალ ვნახოთ ... მსხვერპლად არაფერს ვწირავ ჩემ განვითარებას ჩემი გონებრივი რესურსის გარდა _და დრო? შენი დრო ჩემთვის რომ მენდომება და შენ საქმესაც დასჭირდები რა მოხდება შემდეგ? _ჩემთვის შენ გვერდით ყოფნა და ოჯახის შენება იქნება განვითარება და შესაბამისად ამას დავუთმობ მთელ დროსა და ყველა დამატებით შესაძლებლობას რაც ჩემ ხელთ იქნება _მპირდები რომ ოჯახზე წინ არ დააყენებ შენ საქმეს და მეც ტყუპების მსგავსად მოწყენილი არ ვიქნები უშენოდ ? _შენ ჩემ გვერდით იქნები და მე არასდროს მოგანატრებ თავს ... _შევთანხმდით ... ახლა კი ვნახოთ გემრიელია შენი შემწვარი კარტოფილი თუ ჯერ კიდევ გჭირდება გადამზადება -შენ მე მითხარი რომელი კერძი გიყვარს განსაკუთრებით და შაბათამდე ვისწავლი მომზადებას -კუბდარი მიყვარს, გაგისინჯავს? -მსმენია ... იქნებ მოვიძიო რეცეპტიც იმ დღეს ვახშმად ბავშვური ორივეს საერთო ბედნიერება დარჩა ,დაბრაწული კართოფილი წითელი ტყემლით. მეორე საღამოს კი ტვილდიანების ოჯახი სრული შემადგენლობითა და მთელი თავისი გალანტურობით წარსდგა გოშხეთელიანების წინაშე. ბავშვები გვერდით ჰყავდა ილოს შემდეგ კი და-ძმა მოჰყვებოდა. დილიდან ღელავდა, თავს ვერაფერი მოუხერხა. საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის გარდა არაფერი გაუკეთებია და მაინც ისეთ დაღლილობას გრძნობდა თითქოს წამიც არ დაუსვენია. ილო რომ დაინახა , გაუღიმა და მიესალმა ერთიანად იგრძნო სიმშვიდე. უყურებდა და ხვდებოდა ბერდო მართალი იყო, ილო ტვილდიანი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდა , უბრალოდ უნდა დალოდებოდი და უყურებდი როგორ მშვიდად აგვარებდა ყველა დეტალს. არ ეწინააღმდეგებოდა,უსმენდა და დინებას მიჰყვებოდა. მზად იყო მიეღო მოცემულობა ,კომფორტი ,რომელსაც აუცილებლად გამოიწვევდა ილოს ეს ხასიათი . შემდეგ გაიგო სიტყვები _პარიზში წავალთ ორი დღით ... იქამდე ქორწილის ამბებს ბიჭები მიხედავენ . კაბას აარჩევს და დავბრუნდებით . იმედი მაქვს წინააღმდეგები არ იქნებით_თაიასკენ არც გაუხედავს,ლევანს უყურებდა და ისევ მშვიდად ეფერებოდა ხელზე გვერდით მჯდომ საცოლეს სანამ ამ უკანასკნელმა თითები არ მოუჭირა და მისი ყურადღება არ მიიქცია _თაიას ფრენის შიში აქვს ,ეს ისე სხვათაშორის რომ იცოდე _ ბერდომ უთხრა, ღვინის ჭიქა ეჭირა ხელში და წყვილს უყურებდა _ მოულოდნელობებზეც არ გიჟდება დიდად და ქორწილში რამდენ კაცს პატიჟებთ? ჩვენგან მინიმუმ 250 გამოდის ,დიდი სანათესაო გვყავს _თემის გადატანა სცადა, მაგრამ თაიამ უცებ გააწყვეტინა _ფრენის შიშს თუ არ შევებრძოლები ვერ დავძლევ და ილოსთან ერთად მოვერევი როგორმე. ბავშვებიც წამოვლენ ,ამარჩევინებენ კაბას ,რომელსაც ჯვრისწერისა და ხელისმოწერის ცერემონიებზე ჩავიცვამ. ქორწილი არ იქნება,მხოლოდ ოჯახისწევრები ბიძაშვილ_მამიდაშვილები, უახლოესი მეგობრები მაქსიმუმ 100 ადამიანი _ილოს უყურებდა და პასუხს ელოდა _ბევრი განაწყენდება და არ სჯობდა ქორწილი გადაგვეხადა? _ილოს და მარიტას ჯერ კიდევ არ ჰქონიათ ქორწილი ... ლაშასაც მალე ეყოლება ბავშვი და ნათლობაზეც შეგიძლია მოიპატიჟო განაწყენებული ხალხი _ილო თუ წინააღმდეგი არ არის მე პრობლემა არ მაქვს . თქვენი გადასაწყვეტია _ნათესავების სიასაც მინდა გადავხედო... ვისი ატანაც არ მაქვს არ ვაპირებ იმათ მივცე იქ ყოფნის საშუალება _მტრებს მოგიმატებს ისეთი ქალი მოგყავს ცოლად. აქამდე თუ ვერ ხვდებოდი ,ახლა რომ იცოდე _ ლაშამ თქვა და ჭიქა ასწია _ ჩვენს უგვირგვინო დედოფალს გაუმარჯოს,მგონი გაგვიმართლა კიდეც რომ ქორწინდება და აღარ მომიწევს მისი პირდაპირობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარება. _შევთანხმდით...შაბათს იქნება ჯვრისწერაც ,ხელსაც მოაწერთ შემდეგ კი ავღნიშნავთ ნათესავების გარემოცვაში _ლევანს კი პრობლემა არ ჰქონდა და შეჩვეული იყო თაიას გადაწყვეტილების მიღებას,მაგრამ ილო აშკარად არ იყო კმაყოფილი. _ვისაუბროთ ? _ უკან მიჰყვა პირველივე შესაძლებლობისთანავე. _როდის მივფრინავთ? ჩემი დოკუმენტების და ქვეყნიდან გასვლის ამბავი როგორ მოაგვარე არ ვიკითხავ. ბავშვებთან მინდა დროის გატარება ქორწილამდე რომ დავრწმუნდე ჩემი როგორც დედინაცვლის პრობლემა არ აქვთ და დადებითად არიან განწყობილები _მართალი ხარ ,უნდა მეთქვა ... ლილოში ნაყიდი ნაჭრით კაბის შეკერვა თუ უფრო მოსახერხებელი იქნება ვიპოვი მკერავს რომელიც შაბათამდე კაბას შეკერავს ... შაბათს რესტორანში მინიმუმ 300 კაცი იქნება მხოლოდ ჩემი სტუმარი იმიტომ რომ ჩემი ქორწილი ასე უხმაუროდ ვერ ჩაივლის. ისე ვერ დავქორწინდები შენზე როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი ჩვეულებრივი ქორწინებისას _და ეს ქორწილი უნდა იყოს სხვებისთვის სანახაობა,დავიქანცო იმის ნაცვლად რომ ვიყო ბედნიერი ,თავისუფალი და მშვიდი იმ ადამიანების გარემოცვაში ვისაც ნამდვილად გაახარებს ჩემი ქორწინება შენზე. არ ვიცი პირველი ქორწილი როგორი გქონდა ,მაგრამ მე _პირველი ქორწილი საერთოდ არ ყოფილა ... მე არ მინდოდა მასთან ერთად 500 კაცის წინ ბედნიერი კაცის როლის თამაში იმიტომ რომ თავიდანვე არ იყო ჩემი ცოლი და იყო ქალი რომელიც ჩემ ბავშვებს ატარებდა მუცლით _ასე თუ გავაგრძელებთ ვიჩხუბებთ...მე კი არ მინდა შენთან კამათიც კი. თავად გააკეთე არჩევანი გინდა ბედნიერი ვიყო ჩვენი ქორწილის დღეს თუ გინდა მოვალეობა მოვიხადო და გეგმას მივყვე ,გავიცნო მინიმუმ 300 კაცი და გადავკოცნო 500 . ველოდო ჩხუბს და ბოლოს ფეხზე დგომის ენერგიაც არ მქონდეს ,დავწვე და დავიძინო ჩემი ფრანგული კაბით _გასაგიჟებლად მშვიდი იყო , თავისივე წესებით ებრძოდა ილოს და ეს სრულიად ბუნებრივად ხდებოდა. ასეთი ხასიათი ჰქონდა _და თუ ისე არ იქნება როგორც შენ წარმოგიდგენია და დღის ბოლოს ბედნიერი,კმაყოფილი, ენერგიული იქნები ფრანგულ კაბასაც მე მოგაშორებ სხეულიდან და დაძინებამდეც ვიზრუნებ თქვენს სიამოვნებაზე ქალბათონო თაია _მე არ ვიცი როგორ ხასიათზე ვიქნები , ვიცი რა მხიბლავს და რა არა. მიიღე გადაწყვეტილება , მე გამოგყვები იმ გზაზე რომელსაც აირჩევ _ხვალ ღამით არის ფრენა _ბავშვებისთვის მოასწრებ ბილეთების ყიდვას? _ერთად გავფრინდებით ოთხივე... _მშვენიერია... ძილის წამალს ვიყიდი თუ შეტევა დამეწყება დავიძინებ _მოგეწონება ,გპირდები _ნუ დამპირდები ისეთ რამეს რაც ემოციებს ეხება და რასაც ვერ მართავ _მე დაგპირდები და პასუხისმგებლობასაც ავიღებ ამ პირობის შესრულებაზე სუფრასთან დაბრუნების შემდეგ ილოს დრო არ დაუკარგავს,სრული კმაყოფილებით თქვა წინადადება _ლევან, შაბათისთვის ყველანი დაპატიჟეთ ვინც საჭიროა და ვისზეც ფიქრობდით . ვინაიდან ჩემ რესტორანში იქნება ქორწილი შესაბამისად ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ვიღებ და იმედი მაქვს არ დავწვრილმანდებით ისე რომ საკუთარ სიძეს სუფრის ფული შესთავაზოთ . _არც გვიფიქრია სხვაგვარად _ ბერდომ თქვა და კიდევ ერთი ჭიქა დაცალა _ ღვინო რომ შემოგთავაზოთ შეგვიძლია ? აღარ მახსოვს მარანიც გაქვს ან წილი ღვინის ქარხნის თუ _ღვინო არ მაქვს ,ვენახს დიდი დრო ,შრომა და ზრუნვა სჭირდება ამიტომ ამ ბიზნესით დაკავებას არ ვგეგმავ. _იმედია ჩემი მარნის ღვინოს არ დაიწუნებთ ქორწილისთვის და ისე არ დავწვრილმანდებით რომ ფული შემომთავაზო _გარიგება შედგა,გილოცავთ ... _ძმას ისე გახედა აღარ განაგრძო ირონიული ტონით საუბარი _ბავშვებო თქვენ ? სვანეთში უფრო მოგწონთ თუ თბილისში _ქეთევანს სულ სხვა ფიქრი ჰქონდა და როგორმე უნდოდა გაეგო პასუხი _სვანეთში მოგვწონს,მაგრამ მხოლოდ არდადეგებზე მივდივართ... _გეგმების შეცვლას ხომ არ აპირებთ? _არა ,თბილისში ვიქნებით ძირითადად _შესანიშნავია -სექტემბრამდე ყველაფერი დალაგდება, ახალ გარემოსაც შეეჩვევა და მშვიდად განაგრძობს სწავლასაც და მუშაობასაც-თითქოს ყველას ნაცვლად ფიქრობდა და ცდილობდა მორეოდა მათ შიშებს. თაიას ბრაზის ნაცვლად მეტი პატივისცემა უჩნდებოდა. .................... _პარიზში მიდიხარ _ოთახში შევიდა , თაიას საწოლზე დაწვა და უყურებდა როგორ ალაგებდა ბარგს პატარა სამგზავრო ჩანთაში _ჩემ საწოლზე ნუ წვები გასწორებული მაქვს _ ზედა ესროლა ,მაგრამ ბერდომ ადგომის ნაცვლად მეორე მხარეც აურია _საზიზღარო _რას აპირებ _ავარჩევ კაბას საოცნებო ფრანგულ მაღაზიაში ,ვნახავ ეიფელის კოშკს და მოვივლი პარიზის ქუჩებს _ნერვიულობ ,ვიცი ... ტვილდიანი ყველაფერს შენ მაგივრად აკეთებს და წყვეტს , მზა ქორწილში მიხვალ და კაბის არჩევაც კი ბედნიერება იქნება შენთვის ,იმიტომ რომ მოგზაურობა გამოვა და საერთოდაც შესანიშნავად იცი,რომ ყველანაირ კაბაში ულამაზესი იქნები იმიტომ რომ შენ იდეალური ხარ . ნერვიულობ ამ ყველაფრის მიუხედავად და ეს ნერვიულობა ჩვენი ბრალია , ჩვენ დაგაფიქრეთ იმ ყველაფერზე რაზეც არ ფიქრობდი. ილო თავისებური კაცია, მაგრამ უყვარხარ და უბრალოდ უნდა იპოვნო გზა ,რომელიც მასთან ურთიერთობას გაამარტივებს. _არ ვნერვიულობ ... _თაია _გაბუტული ვარ იმ დღეს რომ მეჩხუბე და წახვედი მერეც ილოს რომ ირონიულად ელაპარაკებოდი ,გგონია არ ვიცი რომ იწვევდი? _მატყუებდი და ბუნებრივია რომ გავბრაზდი _მეც არ ვიცოდი რა მინდოდა _ასე უცებ ქორწინდები რა არ იცოდი _თითქოს შენ ელოდი წლები _მე დავინახე და მივხვდი რომ ის იყო _მეც ვუყურებ და ვხვდები რომ მასზე მეტად ვერავინ მენდომება. ახლოს რომ არის თავში ათასიფერი ფეთქდება და იფანტება ასე მგონია.ჭკუაზე არ ვარ ხომ ? _დამშვიდდები ნელ_ნელა ,ან პირიქით სულ უფრო მეტად გაგიჟდები ... რაც არ უნდა იყოს ბუნებრივია ,ახალია და ამ ახალს უნდა შეეჩვიო. _ხომ აღარ მიბრაზდები _არა _ჩამეხუტე მაშინ _ჩემო პატარა _ გულში ჩაიკრა და რამდენჯერმე აკოცა _მიყვარხარ და მეიმედები _მე არ გიყვარვარ და არ გეიმედები ? შენ საწოლზე იწვა ხომ? მე რომ მეჩხუბები ? _ლაშა ეჭვიანი ბავშვივით დაადგათ თავზე _მეც მეჩხუბა და ნუ ეჭვიანობ სულ _მოდი ჩამეხუტე_ლაშასკენ გასწია ხელი და მასაც მოეხვია _ ჩემი ყველაფერი ხართ თქვენ _მე რა ვიცი არაფერი მაინტერესებს და მინდა ილოს გარდაო ,გაგვცვალე მთელი ოჯახი შავთვალება ტვილდიანზე და _ვიტირებ იცოდე და ნუ ამატირებ... ბოლო ორი დღეა მეტირება _მაია ტირის მომენატრებაო, შენც ორსულად ხარ? _ნუ ბოდავ ! _არ მჯერა ერთი კვირაც არ დარჩა ქორწილამდე _მე და ჩემი ცოლი ქალაქიდან გავალთ _რა დროს გასვლაა ქორწილამდე _სიძეს ვერ მოუსმინე?მარტო ხალხის დაპატიჟება გჭირდება სხვა ყველაფერს თვითონ აგვარებს. ისე ხო არ ვთხოვოთ ტანსაცმელი გვიყიდოს ბარემ ვის რა ფერის პერანგი მოგვიხდება ... _ნუ ხარ საზიზღარი ... როგორ ელაპარაკებიდი კინაღამ მიგახრჩე. რამდენი მოგითმინა _მე ვიყავი მისახრჩობი? _აბა მის რესტორანში ფული უნდა გადაუხადო?შენ რას იზამდი მის ადგილას _არ ვიცი მე ჩვეულებრივი აგრონომ_ბოტანიკოსი ვარ. მე და ჩემი ბაღები ამდენ ფულს ვერ ვაკეთებთ . _იმიტომ არ მითქვამს არაფერი რომ თქვენც ასე მოიქცეოდით და ვერ ვიჩხუბებ ტყუილად. _ქმართან ჩხუბი სისულელეა... მაია ისე მაკეთებინებს ყველაფერს ,ღმერთო მიშველე ,არა სჯობს ეჩხუბო _ ლაშამ თვალები აატრიალა და თავზე შემოილაგა ხელები _ რა დროს შენი გათხოვებაა ბავშვი ხარ ჯერ _გეყოფათ უკვე ორივეს _ჩვენ გვეჩხუბება და იმას არა ... _ქორწილამდე მიყავხარ პარიზში და მერე აბა სად აპირებთ გაფრენას _არ ეცოდინება ჯერ ... გზადაგზა ეტყვის ილიკო _ბერდომ ჩაიცინა და მიიღო კიდეც თაისგან _როგორი ბრაზიანი გახდა და აგრესიული _სიცილის ხმები ისმოდა უმცროსი გოშხეთელიანის ოთახიდან. ილო რომ შევიდა თაია ფეხშიშველი მირბოდა დერეფანში, წინ გაქცეულ ლაშას რომ დაწეოდა კიბის მოაჯირზე შემოჯდა და მოხერხებულად დასრიალდა. ილოს დანახვისას თვალებგაფართოებულმა წამოიკივლა და პირდაპირ მის წინ დაეშვა წონასწორობადაკარგული _გამარჯობა ,თაია _ მკლავი წელზე შემოხვია და ზემოდან დახედა სუნთქვააჩქარებულს _გამარჯობა,ილო ჯერ არ გელოდი _მინდა გაფრენამდე რესტორანში გავიდეთ ... გაჩვენებენ მიახლოებით რა როგორ იქნება _ბარგი ჯერ არ ჩამილაგებია ... თუ დამელოდები რამდენიმე წუთი გამარჯობა ილო ჩვენ გავდივართ და სახლში არავინ რჩება . ცოტა ხნით ხარ თუ ბერდომ ზემოდანვე დაინახა და მშვიდად ჩაიარა კიბე _ცოტა ხნით ვარ ... _ოთახის კარი მიხურე,მამა როდის მოვა არ ვიცი . გულს ნუ გაუხეთქავ კაცს _ ლაშამ თავზე აკოცა და ვითომ ჩუმად უთხრა _გეყოს თორემ შემოაკვდები _ბერდომ უთხრა და წაიყვანა _შეხვედრამდე _დროებით _მათ კარგად ისევ არ ვიცნობ,მაგრამ რაც უფრო ახლოს ვხვდები ვრწმუნდები ამ ოჯახის გამო ხარ ასეთი _ თვალი მიადევნა სახლიდან უშფოთველად გასულებს და უკან მიჰყვა კიბეზე ფეხისწვერებზე მიმავალ თაიას . მოკლე ყვავილებიანი სარაფანი ეცვა და ისეთი ლამაზი იყო ტვილდიანს გულს უჩქარებდა. _და არის ვინმე ვინც ოჯახის გამო არ არის ისეთი როგორიც არის? მარტო რომ იზრდებიან ისიც გავლენაა,თავისუფლება რომ აქვთ ისიც და უამრავი შეზღიდვა ეგეც. ყველაფერი მაინც შენზეა ბოლოს დამოკიდებული ,მაგრამ საფუძველს ისინი ქმნიან . ჩემ ოჯახში ნდობის დეფიციტი არ არის , გგონია მართლა რომ არ მოსწონდე და პატივს არ გცემდნენ უფლებას მომცემდნენ შენზე ქორწინების? ისე გამომკეტავდნენ ნებისმიერ მოძალადეს გააკვირვებდნენ , შენ რას დაგმართებდნენ წარმოდგენაც არ გვინდა ,მაგრამ იციან რომ არაკაცი არ ხარ და დანარჩენი უბრალოდ კლასიკური შიშია, ქალიშვილის გათხოვების ნამდევი თავისტკივილი ,რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს შენც გამოცდი _მე მიახლოვდება მარომდე ლაილა უნდა დაქორწინდეს წესით,თუ ექიმობაზე არ იქორწინა და უარი არ თქვა სიყვარულზე რაც უარესად მაშინებს. ზოგჯერ ისეთი გადაღლილია ვნანობ რომ აზრი არ შევაცვლევინე და ამ თავგანწირვის ნება მივეცი. იმდენ ენერგიას ხარჯავს და შედეგი მხოლოდ თვითკმაყოფილებაა, მეტი არაფერი დადებითი საკუთარი თავისთვის _შენ ძალიან გიყვარს კომფორტის შექმნა ხომ? _მე მიყვარს დღეს მიღებული გადაწყვეტილება ხვალინდელ ჩემ დღეზე რომ იმოქმედებს და ლაილა მარტო თუ იქნება დღეში შეიძლება 10 ადამიანი გადაარჩინოს და ბოლოს შიმშილით გონება დაკარგოს იმიტომ რომ ხორცის ყიდვის ფული არასდროს ექნება. კი აქვს მემკვიდრეობა ,რომელიც მისთვის მაქვს და რომელსაც ყოველდღე ემატება თანხა ,მაგრამ მე არ ვაღიარებ საქმეებს რომელიც უკუკავშირი არ აქვს, შენ განადგურებს და რომ დაეცემი შედეგად არაფერი გექნება _მასწავლებლებსაც არ გვაქვს დიდი შემოსავალი ,უფრო ნაკლებიც კი ვიდრე ექიმებს _შენ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ბავშვებთან,შენი სული კი არ მძიმდება პირიქით ,მათთან სიახლოვე გაფერადებს. შენ დროც გაქვს თავისუფალი, ღამეებს არ ათენებ და ის არცკივიცი გამიგიჟდება რომ გაიგოს ასე ვლაპარაკობ. ისეთი ჯიუტია , ზედმეტად დავიმსგავსე. სულ მაქვს იმედი რომ ერთ დღეს აზრს შეიცვლის და სხვა საქმით დაკავება მოუნდება_აივნის კარი ღია იყო ,მაგრამ ფარდა ეფარებოდა ხედს _ პრინცესული აივანი გაქვს . სერენადების სამღერი და ოთახში შეყვარებულის შემოსაპარებლად იდეალური სიმაღლეა თან _თეთრი ცხენით თუ მომაკითხავ თავად გადმოვძვრები და გამოგყვები უმისამართოდ _ჯირითს გასწავლი სვანეთში რომ წავალთ და ჩემ თოლიასაც გაგაცნობ _მეშინია _შენ შიშებთან ბრძოლას ვაცხადებ... კიდევ რისი შიში გაქვს _ყველა ცხოველის, სიმაღლის, სიღრმის,დიდი სივრცეებიც არ მიყვარს ,ზღვაში ღრმად ვერ შევდივარ ... ყველაფერი მაფრთხობს რამაც შეიძლება დისკომფორტი შემიქმნას და ჩემ ჯანმრთელობას ავნოს . ისტერიკა არ მეწყება ,მაგრამ შინაგანად ცუდად ვგრძნობ თავს . შენ? _მე ყველაფერი მიყვარს რაც კი ადრენალინს წარმოქმნის. მანქანა,მოტოციკლი. თვითმფრინავზე ვმჯდარვარ, პარაშუტით გადმოვხტი რამდენჯერმე ... ჩემთვის სიამოვნებაა და რაღაცის შიშის გარდაქმნა სიამოვნებად სეულიად შესაძლებელი ამბავია. სვანეთში ძაღლები მყავს , ცალკე ეზოში გავუშვებ რომ არ შეგაშინონ ... _შენ რისი გეშინია ,ილო _მეშინია ,რომ ვერ მოვასწრებ ცხოვრებით ტკბობას ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გარემოცვაში ... მეშინია,რომ სადღაც შორს ვიქნები და დროულად დახმარებას ვერ შევძლებ,როცა რამე გაუჭირდებათ . უამრავი შიში მაქვს, უბრალოდ ყველა ჩემ გონებაშია და არ ვუშვებ. არცერთი ეხება სიმაღლეს,სიჩქარეს,სიღრმეს ან რომელიმე ცხოველს. თუ მე მეხება მხოლოდ ყველაფერს ვუპოვნი გამოსავალს _ყველა დამოუკიდებელია საბოლოოდ და პრობლემების წინაშეც მარტო დარჩებიან ზოგჯერ ,შენ ერთდროულად ყველგან ვერ იქნები _ვიცი , მაგრამ შიშის არსებობას ცოდნა ხელს არ უშლის. დაასრულე მგონი,გავალ გამოიცვალე და წავიდეთ _ ჩანთას დახედა და შებრუნდა _ფეხსაცმელს ჩავიცვამ და წავიდეთ ,გამოცვლა არ მჭირდება _მშვიდად მოირგო ფეხსაცმელი , ჩანთა აიღო და ჭრელი კაბის ფრიალით მივიდა ილომდე _ რა უნდა მაჩვენო? _მე ზედმეტად კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი ვჩანვარ _არაუშავს, იციან რომ სულ მუშაობ და მე შვებულება მაქვს ,შემიძლია არ შევიხუთო თუ ჩემი კაბის სიგრძეა პრობლემა _შეყოვნდა,ხელი ისევ ჩაკიდებული ჰქონდა , ქვემოდან რომ ახედა და წარბები მაღლა აზიდა _ნუ ექცევი ხალხის გავლენის ქვეშ...ნახევარი ცხოვრება ევროპაში გავატარე . ფიზიკურად ვერ ვიქნები ისეთი გონებადახშული კაბის სიგრძე რომ გიკონტროლო ... საკუთარი ჩაცმულობა ავღნიშნე რომელიც ზოგჯერ ძალიან მაწუხებს და საოცრად მინდება სახლის ჩუსტებით შემეძლოს სიარული,სპორტული შარვლით და მაისურით . ამდენჯერ გამოცვლაც არ შემიძლია,სახლში თუ წავედი ყოველ წუთს დრო გავა . მოკლედ შენი ლამაზი კაბა არაფერ შუაშია . იმედია მეტჯერ ამასთან დაკავშირებით კითხვა არ გექნება და ეჭვი არ შეგეპარება. მეეჭვება ვერ ხვდებოდე სად როგორ უნდა ჩაიცვა _თავი ამატკიეს უკვე ... კარგი გადაწყვეტილება იყო ქორწილის დაჩქარება ,თორემ მერე საერთოდ გადავდებდი _ თვალები დახუჭა,ღრმად ჩაისუნთქა და ჩუმად თქვა _ სიმშვიდე შეინარჩუნე თაია ,ყველაფერი რიგზეა და იმაზე კარგადაც ვიდრე დასაშვებია რომ იყოს _ორნი ხართ და მეორეს ელაპარაკები? _ ახლოს იყო,მის ყურთან საუბრობდა თმა გადაუწია და ყბისქვეშ აკოცა _ არაუშავს თუ კითხვები გაგიჩნდება... ჩვენ ჯერ წინ გვაქვს ერთმანეთის შეცნობის ბედნიერება ........................ თაიას გაცილების შემდეგ მოსვენება ჰქონდა დაკარგული. დიდხანს არ უფიქრია ისე აირჩია სიმშვიდის ორი საშუალება, პირველი გვერდით ჰყავდა და მეორე ადგილას მიჰყავდა , იქ სადაც ყოველთვის შეეძლო ყოველდღიურობისგან შორს ყოფნა _ქორწილამდე ქუთაისში წავიდეთ... თუ დროზე ადრე მოხდება რამე ისეთი რაც ცუდ ხასიათზე გაყენებს უბრალოდ მეუბნები და მოვდივართ ,შევთანხმდით?_ ჩანთას ალაგებდა და თან ელაპარაკებოდა_ტანსაცმელს ასე როგორ კეცავ მაყურებინე ერთხელ _მე ჩავალაგებ ,ნახევარი საათი დამჭირდება და წავიდეთ . რამე არ მიგვაქვს ბებოსთან?ასე როგორ წამოვიდე ... _მოსწონხარ ისედაც _მაშინ ცოტა ხნით იყო იმდენ ხალხში ნორმალურად ვერც ვისაუბრეთ _მე მყავხარ ცოლად ე.ი მასაც მოსწონხარ . ასეთი ქალია , გასაოცარი და შენ შეგიყვარდება ვიცი. იქაც არ დაიწყო ახლა საქმეების კეთება. უნდა დაისვენო _ზუგდიდშიც ხომ არ წამიყვან შემთხვევით ... სულ მინდოდა მეგრულის განმტკიცება. ბავშვობაში ვლაპარაკობდი და მერე მიმავიწყდა _ხვდებოდა ბერდო რომ აღელვებული იყო,მაგრამ ზედმეტ კითხვებს არ უსვამდა და ფეხს უწყობდა მის ნაბიჯებს _მე ვიცი და გაგახსენებ როცა მექნება განწყობა ,მეგრულს თავისი დრო აქვს და ხასიათი ჩემთვის _საწოლზე დაწვა და რამდენიმე წუთს თვალები ჰქონდა დახუჭული . მარიტას ნაბიჯების ხმას უსმენდა, მის აურას გრძნობდა ,სიმშვიდის ტალღა მოჰქონდა და მერე სურნელი რომელიც მის ბალიშს ასდიოდა. ინსტიქტურად გადაბრუნდა და უკეთ იგრძნო ნაცნობი სუნი . ბალიშის ქვეშ ხელი რომ შეაცურა დაკეცილ პენუარს შეეხო და თვალები რომ გაახილა კარადასთან ზუეგით მდგომს დააკვირდა. უყურებდა და თვალს არ აშორებდა _ტყუილებს ვერ ვიტან...რაც არ უნდა მოხდეს არაფერი დამიმალო დანარჩენს ყველაფერს გაპატიებ იცოდე ,მხოლოდ ჩემთვის დამალულ ანმბავს და იმ ემოციებს რაც ტყუილის უკან იმალება,ვერ. _არაფერი მომიტყუებია ,არაფერი ხდება ახალი ჩემთან ... გეფიცები _უბრალოდ გეუბნები , ახლა რომ არ მატყუებ ვიცი ,მაგრამ არავინ იცის რა პრობლემის წინ აღმოჩნდები . შეიძლება უცებ ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება ,ადამიანს ჩვევია შეცდომის დამალვა ან იმის რაც შეცდომა ჰგონია და მანდ ცდება ,მანდ იწყებს დასუსტებას. შენ უბრალოდ იცოდე ,რომ მე ყველაფერს გავიგებ და გაგიგებ . _ვიცი _თვალებში უყურებდა ,ჯერ კიდევ მის ბალიშზე რომ ედო თავი ,მერე სახე შეაბრუნა და კიდევ უფრო ღრმად შეისუნთქა სურნელი . ეგონა მოეჩვენა, შებრუნდა და ჩალაგება განაგრძო_ქუთაისში ერთხელ ვიყავი,ქორწილში ... დამათვალიერებინებ ?თუ ვერ შევძლებთ _ყველაფერს გაჩვენებ...დრო რომ მექნება მარტო ქუთაისს კი არა მთელ ქვეყანას მოვივლით ერთად. ვნახოთ როგორი კომფორტული მეწყვილე იქნები. ქალებს უჭირთ ხოლმე სიარული შორ გზაზე ,ახალ სახლში დაძინება და შენთვის სასიამოვნო დასვენების შემოთავაზებას თუ შევძლებ და ზედმეტად პრეტენზიული მოგზაური არ აღმოჩნდები მე ყველაფერს გაჩვენებ რაც ვიცი და ბევრ აღმოუჩენელ ადგილსაც სიამოვნებით ვნახავ შენთან ერთად _ გინდა რამე მოგიტანო წასვლამდე? რომ მოხვედი არ გიჭამია ... ადრე თუ უნდა წავიდეთ ხომ უნდა ივახშმო,დაიღლები ამხელა გზაზე . აბ რა მოვამზადო თან რომ წავიღოთ _შენ რაც გინდა,ჩემთვის სულერთია... გზაში ნაზუქს ვიყიდი აუცილებლად _გიყვარს? _თუ მომინდა ნაზუქისთვის ჩავდივარ სურამში ... არ დამავიწყდეს შროშაში გაჩერება ბებოს ვუყიდი რაღაცებს. გიჟდება სახლისთვის საჭირო ნივთების ყიდვაზე . თუ ლამაზია და თუ მარტივად გამოსაყენებელი მითუმეტეს. კეცები აუცილებლად,წინა ჩასვლის დროს წუწუნებდა დამიტყდაო ... _შეგახსენებ აუცილებლად _ჰამაკიც წავიღოთ ,რკინის საქანელა კი აქვთ ,მაგრამ შენ უფრო მოისვენებ. საღამოს რომ აგრილდება ეზოში _პოზას არ იცვლიდა ისე ლაპარაკობდა და გრძნობდა ტვინში შავი წერტილები როგორ ქრებოდნენ და ჩნდებიდნენ ფერები. _თევზი შევწვი,ბაჟე მაქვს ... ჩავიდეთ და ჭამე _შენ ჭამე ? _უცებ გაახსენდა მარიტა რომ სულ ელოდებოდა და მის გარეშე არ ვახშმობდა ან ძალიან ცოტას ჭამდა _არ ჭამე ხომ ? რამდენჯერ გითხარი მე ნუ მიყურებ. დაჯექი და ჭამე როცა მოგინდება . რას უყურებ როდის ამდენი ხალხი ერთად შეიკრიბება ,დაჯდება და შეჭამს. წაიქცევი ერთხელაც ,წნევა დაგივარდება _ნუ მეჩხუბები ... ცხელ თევზს ხომ არ შევჭამდი . _სხვა საჭმელი არ იყო? _არ მინდოდა... შენ გარეშე არ მინდოდა . რა გინდა?მე თუ ჭამა და წონა მაკლია _წონა ნამდვილად არ გაქვს რაც არ გაკლია მითქვამს მე _ჭკუა ალბათ _ეგ ზოგჯერ გაკლია და რაც არ გაკლია სხეულის ფორმებია _ სწორი ,სადა ,ტანზე გამოყვანილი კაბა ეცვა უბრალოდ მიმზიდველი იყო _სხვა რომ მიყურებდეს ასეთი ავხორცი მზერით და მიმითითებდეს ჩემ სხეულზე ალბათ თავს გავუპობდი და ქმრის სტატუსი რამდენის უფლებას გაძლევს თუ იაზრებ ამას _სრული სიცხადით ვხედავ შენს თვალებში ანთებულ ცეცხლს _თუ შენი თვალების ანარეკლია და ჩემი გგონია _შენი თვალები ჩემი სულის ანარეკლი რომ გახდება მერე სულ სხვა ცხოვრების სტილი ექნება შენში არსებულ ქალ მარიტას ... _ ახლოს იყო , ტუჩის კუთხეში ,ლოყაზე აკოცა,ხელი ჩაკიდა და წაიყვანა _ ვივახშმოთ,უეცრად მივხვდი რომ მშია და შენი მომზადებული ბაჟეც მინდა გავსინჯო ისე მე ქინძ_ძმარშიც მიყვარს თევზი _შენ ყველაფერი გიყვარს რაც გავაკეთე _გემრიელი გამოგდის კერძები და ისე ჯერ არ ვიცი _რა არ იცი... მე ყველაფერს ვაკეთებ და რასაც პირველად ისიც გემრიელია ძირითადად ,ხელი მაქვს კარგი და განწყობა . თუ არ მაინტერესებს ის ვისთვისაც ვამზადებ არ გამომდის _მიყვარს რომ ხვდები რასაც გეუბნები და ლოყებაწითლებული მაჩვენებ თავს თითქოს ვერ მიმიხვდი და აგრძელებ ჩქარ ლაპარაკს_ გაიცინა,ახურებულ ლოყაზე აკოცა და დააიგნორა უკვე ქვემოთ რომ იყვნენ_ ყველა შენ მომზადებულ კერძზე გემრიელი შენ თუ იქნები მხოლოდ, სხვა არაფერი და არავინ _ თმაში შეუცურა თითები, ისევ აკოცა ლოყაზე და შეძახილები რომ მოესმა ჩახუტებით დამალა დამორცხვებული ცოლი _საძინებელი სხვა მხარესაა გვრიტებოოო... მაქეთ სამზარეულოა ძმაო ჩემო დაგავიწყდა სახლის პროექტი? _ჭკუას ნუ არიგებ უფროს ძმას _ხო გადამაყოლა იმ ერთ წელს... კაცი ორი ბავშვის მამა ვხდები მალე და შენ ? _მე ცოლით ტკბობას ვაგრძელებ _ სამზარეულოსკენ შეუხვია ბოლოს და კარიც მიხურა _ამ სიყვარულის ბუშტგამსკდაარი კაცის როლის თამაშებით მე ბოლოს შემიწირავ. რა საჭიროა მათ თვალწინ მაკოცო სხვანაირად ვერ დაიჯერებენ რომ გიყვარვარ?_ლოყებზე ხელები ჰქონდა აფარებული და ისე ლაპარაკობდა _მარტო რომ ვიქნებით და კოცნას დავიწყებ გგონია მერე ტუჩის კუთხესთან გავჩერდები ? გინახავს ჭამას რომ ვიწყებ უცებ ვდგებოდე და მივდიოდე სანამ არ დავნაყრდები ,სიამოვნებას ბოლომდე არ მივიღებ და თავის ტკბილეულით არ დავაგვირგვინებ ვახშამს? _ მშვიდად იჯდა მაგიდასთან ,უყურებდა არეული როგორ დააბიჯებდა მარიტა და მაინც არ წყვეტდდა მისი სუსტი წერტილით თამაშს. _მერე მე ვახშამი ვარ ? _მაგალითი მოვიყვანე თორემ საჭმლის ჭამის სიამოვნება ზღვაში ერთი წვეთიც არ არის _ისე მელაპარაკები თითქოს მე გავრბოდი ყოველ ღამე ჩვენი საძინებლიდან და მე ვამბობდე უარს ცოლის მოვალეობის შესრულებაზე _ჩურჩულებდა და მაინც მოჰქონდა ქარბორბალას ენერგია _ თვითონ ელოდები რაღაცა ნიშანს და ჩემგან რა გინდა . ამდენი გაფრთხილებისა და მოლოდინის შექმნის შემდეგ სრული კრახი რომ განიცადო იქნებ მაგას უფრთხი და ჩემი სურვილის ნაკლებობის მოგონება ბლეფია _ვგიჟდები ამ მომენტზე...შენი ტვინი თამაშში აყოლას და ბოლო სიტყვის თქმას რომ ცდილობს _ სიცილი დაიწყო და თან ახლოს მიიზიდა _ შენ დამშვიდდი იმედგაცრუება გამორიცხულია , იმ ჩემ ქალებზე ყველა ამბავი ჭორი რომ არ არის ეგ არაფერს გეუბნება ჩემ უნარ_ჩვევებზე? _ მე საკუთარ თავს ვგულისხმობდი და არა შენს შესაძლებლობებს... მომაშორებ ხელებს ?_ წელზე შემოხვეულ მის მკლავს ისეთი სიმხურვალე მოჰქონდა სუნთქვა უჭირდა უკვე არადა გარეთ არც ისეთი მაღალი ტემპერატურა იყო _შენ უბრალოდ უნდა გინდოდე იმ ზღვრამდე რომელსაც ველოდები და ისე როგორც მინდა _ ლოყაზე აკოცა ისევ და მერე ყელში _ ვივახშმოთ ახლა ,გვეყოფა მაიმუნობა თორემ წაიქცევი სადმე. მე მოვიტან დანარჩენს,დაჯექი _ სკამი გამოსწია და მარიტა დასვა _ეგ რაღა გამოვიდა შენ თუ გააწყვე _რა კატეგორია ზარმაცი კაცები გყავდა ოჯახში ასეთი... გამზადებული საჭმლის მოტანას და პურის დაჭრას რაღა უნდა . ქადებიც ჰქონია ჩემ ცოლს თუ დედაჩემმა დააცხო _დედაშენმა ,მაიკოს უნდოდა ძალიან. უქიშმიშოებია მანდ ,ქიშმიშიანები მეორეშია _ჭიქა წყლით გაავსო და დალია. ნერვები ეშლებოდა გახალისებულ ,ღიღინით მოსიარულე ბერდოს რომ უყურებდა და ბრძოლაში წაგებულივით გრძნობდა თავს არადა ხომ იცოდა ამ ბრძოლაში სუსტი იყო . ქუთაისის გზაზე მიმავალნი რამდენიმე ადგილას შეჩერდნენ . შესანიშნავი ამინდი იყო . მშვიდად შეძლეს ბერდოს საყვარელი ნაზუქების ჭამაც , წყაროსთან გაჩერებაც და რამდენიმე წუთიანი გასეირნებაც. შროშაში მარიტამ აარჩია ბებოსთვის დაწნული კალათიც , თიხის ქოთნებიც და კეცებიც არ დაავიწყდა. ბერდო უბრალოდ აკვირდებოდა თითქმის უცნობი ქალის გემოვნების გამოცნობას როგორი სერიოზულობით ცდილობდა. _დაჯდები ? _მე? არა არ ვიცი ... არაფერი დაგმართო _მე თუ საკუთარ თავს ... მოდი ცოტა ხანს დაჯექი თორემ ისე ვერ ისწავლი ტარებას და გამბედაობაც არ გექნება მარტო მართვის მითუმეტეს. აქ ისეთი მონაკვეთია შეიძლება . არსად გვეჩქარება _როგორ მანდობ თავს და ახალ ,ძვირადღირებულ მანქანას _აი ასე მშვიდად იმიტომ რომ შენი გონების მჯერა როცა საქმე რაიმეს კეთებას ეხება და პასუხისმგებლობის გრძნობას _მშვიდად დაჯდა მძღოლის სავარძელში და მარიტას ყურება დაიწყო _რომ მიყურებ გონება მერევა _კი არ გიყურებ გაკვირდები _რა განსხვავებაა _ამ ეტაპზე როფორც მძღოლს ისე გაკვირდები ... მართვის მოწმობის ჩუქების ღირსი ხარ თუ არა ვფიქრობ და კაბის ჭრილიდან გამოჩენილ მკერდა რომ ვუყურებდე მაგაზე ვერ ვიფიქრებდი _არაფერი მიჩანს და ნუ ცდილობ ყურადღება გამიფანტო _ასეთი დაძაბული რომ ხარ შეგეშლება რაღაც ... მანქანაა ,რომელიც შენ გემორჩილება . ზიხარ და ის გატარებს,ჩათვალე შენი ხელქვეითია უფროსი კი არა. მოდუნდი და ისუნთქე თორემ ფეხები და ხელები აგტკივდება . მკერდს რაც შეეხება როგორც გითხარი კაცს დანახვა თუ უნდა რაც არ უნდა გეცვას მაინც დაინახავს _ოთხკუთხედი გულით კაბა ეცვა ,რომელსაც ნამდვილად არ ჰქონდა ღრმა ჭრილი მკერდთან ,მაგრამ ბერდომ ყელიდან ქვემოთ რომ ჩააცურა ორი თითი მისი ხედვის რადიუსიც გაირკვა მტევანზე კი დარტყმა მიიღო _მეტკინა _უკაცრავად? ხელების ფათურის საპასუხოდ რომ არ გტყდება ეგ თითები მადლობა თქვი _ქმრები ხელებს არ აფათურებენ მაშინ ,როდესაც ცოლებს მთელი სხეული უხურთ და ფეხებსშორის სისველეს გრძნობენ ... ამ ორ თითს კიდევ არ დავემუქრებოდი მე რომ შენს ადგილას ვიყო ,ამათი მოტეხილობა არ გაწყობს არანაირად იმდენად საჭირო და ფრიად გამოსადეგია ორივე ერთად და ცალ_ცალკეც. ეს მოკლე გაკვეთილი თეორიული სწავლებიდან . რა რთულად ითვისებ ,მაკვირვებ არა უნივერსიტეტში ამბობენ გონებაგახსნილი გოგოა ხვდება ყველაფერს ახსნის გარეშეცო _როგორ მინდება ხოლმე ენა ამოგგლიჯო _უარესი ,ღმერთო არ უსმინო გარტყმაში არაა რას ამბობს _ღმერთს რომ ახსენებს ამ დიალოგში ღმერთო მართლა არ უსმინო და რისხვა არ დაატეხო თავს _აი ხომ ხედავ ერთადერთი რაც მოდუნების საშუალებას გაძლევს ეს არის... ლაპარაკიც კი გშველის . სულ აღარ ხარ დაჭიმული ,დაძაბული და კუნთებიც მოგიდუნდა _სხვა ხერხის პოვნაც შეიძლებოდა _ძალიან ნელა მიდიხარ ასე რომ მევლო გზაში გაჩერებას ვერ შევძლებდით _ჩქარა არ წავალ,გამორიცხულია ეს მანქანა მერე ძალიან ჩქარა დადის _ვფიქრობ ფეხზეც მომიწევს შეხება და მერე რა მიმართულებით წავლენ ჩემი თითები კაცმა არ იცის მართლა არ შევეჯახოთ რამეს _ სიგარეტის ღერს ჯერ თითებსშორის ატრიალებდა ,მერე ფანჯარა ჩამოსწია და მოუკიდა _ბებია მაინც ასაკიანი ქალია, რამე ისეთს თუ გეტყვის არ გეწყინოს. კეთილია ძალიან,ბოროტი სული არ აქვს და ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია. უბრალოდ თავისებური ხედვები აქვს ყველაფერზე _მის ადგილას სულ არ მომეწონებოდა ჩემნაირი რძალი რომელზეც ყველა ლაპარაკობს მის ოჯახზე და წარმომავლობაზე,ძმა ციხეში,დედა სამი ქორწინებით. მამინაცვალი რამდენჯერმე ციხემოვლილი ... მის კულტურულ , დახვეწილ ,დალაგებულ ოჯახში სადაც ოთახები წიგნებითაა სავსე ჩემ სახლში კი იარაღს იპოვნი თითქმის ყველგან და წიგნები მხოლოდ ჩემ საძინებელში. არ იდარდო შენ,მე ასე მარტივად არ მწყინს და არ მტკივა . თუ ძალიან არ გადადიან ზღვარს და მეეჭვება ბებიაშენი იყოს ეგ ქალი ვინც გულს მატკენს -ბებია არ უყურებს ოჯახებს და გარემოებებს , ბებია ხედავს ადამიანს ის კი შენით აღფრთოვანდება ................ _მიყვარს ეს ქალაქი ... სხვანაირია აქ ურთიერთობები . სამეზობლო, სანაცნობო, სამეგობრო _ქალაქში შესვლისას უთხრა და ამჯერად თავად დაჯდა საჭესთან. სახლი საფიჩხიაზე ჰქონდათ. ქალაქის ერთ_ერთ გამორჩეულ უბანში. ეზოში შესვლისთანავე ყვავილებმა მიიქცია ყურადღება. წვრილი ბილიკი მიჰყვებოდა მინდორს, სხვადასხვა ჯიშის მცენარეები დახვეწილად განელაგებინა ქალბატონ შორენა . თავად სავარძელში იჯდა ,სათვალე მოერგო ,წიგნს კითხულობდა და გვერდით ფინჯანი ჩაიც ედგა. მონატრებული შვილიშვილის დანახვისას გრძნობები რომ აერია ,თვალები სიხარულის ცრემლებით აევსო და კაცი ისე ჩაიკრა გულში როგორც პატარა ბავშვი. ეს ძალა აქვს ყველა ბებიას ,ბავშვად გადაგაქცევს მისი ერთი ჩახუტება და კოცნა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ,რამდენად მაღალი და დიდი მასზე. _ბებო , ჩემო ბიჭო როგორ გამახარე _ვერცხლისფერი თმა უკან ჰქონდა გადაწეული ,ნაწნავი კეფაზე მოეხვია და ისე ჩაემაგრებინა . შუა წვივზე კაბა ეცვა , მუქი ლურჯი პერანგი პაწაწინა წვრილი კოპლებით _ არ იცოდნენ იმათაც ხომ?არაფერი უთქვამთ. _არ დამირეკავს _კი აქვთ ის ტელეფონი და რა ვიცი მე არ მაძლევენ რომ გავერკვე როგორია მე კიდევ ხომ იცი მთელ ქალაქში კერძო სახლის ტელეფონები რომ შემოვიდა პირველი ყველაფერი მე მქონდა და ჩემ ოჯახში იყო _ დაიწუწუნა ,მაგრამ ამ ამბის გააგრძელებას აშკარად არ აპირებდა _ ერთად არიან ახლა წასულები გოგიას ბიჭის დაბადების დღეზე ბიცოლაშენთან, სოფელში . ეს ამდენი რამე რომ მომიტანე სულ ასე რომ იცი ... რძალიც შეაწუხე ახლა ჩემთვის საჩუქრების ასარჩევად? ეს გოგო ფიქრობს ალბათ სად ჰყავდა ამდენი ბებია ,ამდენი ბაბუა და ნათესაობაო _ მარიტას უფრო მშვიდად მიესალმა ,ღიმილიანი სახით ,მეტად ხელზე მოეფერა და გვერდი_ გვერდთ მდგომებს აკვირდებოდა . ზედმეტი შეფასების გარეშე კიდევ ერთხელ აფასებდა წყვილს. _მარიტა ადამიანების მოყვარული ადამიანია ,შენ რომ გიყვარს ისეთი ზუსტად. რომ იცის ვის რა ადგილი უნდა დაუთმოს ,როგორ მოექცეს... შენით ისედაც მოხიბლულია. შენ არავის ბებოს ჰგავხარ და არც ჩემ რომელიმე სხვას . შენ ჩემი მარადიული ყვავილი ხარ , კოლონკელიძის შორენაზე მშვენიერი შენც ხომ ზღვისფერი თვალებითა და თავთუხისფერი თმებით მოხიბლე ბაბუა _ღმერთმა მე მეფეზე და უტაზე უკეთესი კაცი მაჩუქა,ვისთვისაც მთავარი მე ვიყავი სულ და მერე ეს კაცი თვითონ გადავაქციე მეფედაც და ყველაფერი სიკეთისა და სილამაზის შემქმნელად_ ისე შეიფერა ,ისე გაიპრანჭა წამით მარიტას გაეღიმა. მის წარმოთქმულ ყველა სიტყვაში იყო რაღაც მინიშნება უმცროსი რძლისთვის და ისიც ცდილობდა არაფერი გამოეტოვებინა _ ჩემი ბერდო უკვე ზრდასრული კაცია, თითქმის უნაკლო ხომ არის და მისი მსგავსი არც არავინაა დედამიწაზე ,როგორც ყველა ჩამოყალიბებულ კაცს შეჰფერის ,მაგრამ მაინც ქალი ცვლის და ვაი თუ ეს ქალი არასწორ გზაზე გაყენებს _ქალთა ძალაუფლების უსასრულობის შესახებ ლექციაზე შეგიძლია ჩაეწერო ქალბატონ შორენასთან _ამის სწავლება არ შეიძლება ბები ,ეს ან გაქვს ქალს გააზრებული ან არა და მერე ის გზა გაქვს არჩეული ყველაფერს კაცს რომ აბრალებ. საჭმელს რომ ვერ გააკეთებ გემრიელს და ამაზეც კაცს ეჩხუბები დღის ბოლოს იმ ქალისგან რა უნდა შეიქმნას საერთოდ _ უკვე ფუსფუსებდა, ყველაფერი მიალაგა ,შეაფასა. მადლობა ბევრჯერ თქვა და ამ საუბარში თავსაფრის მორგებაც მოასწრო, მარიტას თავისი ინიციატივით რომ ჰქონდა მისთვის საჩუქრად და ბერდომაც იმ მომენტში გაიგო. შენახვისა და გვერდზე გადადების ნაცვლად იქვე გამოიყენა, პატარა სარკეშიც შეავლო თვალი საკუთარ თავს _ შენ კი უკვე ჭკვიანი ხარ , ისეთი კაცი გყავს ქმრად მთლად ჭკუა თუ არ გამოგეცლება ვერაფერ სისულელეს ჩაიდენ ისეთს _მე კი თქვენს მსგავსებას ვხედავ ცხადზე უცხადესად ... როგორც აღზდაში დატოვებულ კვალს ისე გენებით გადაცემულს. ალბათ ამიტომ ვართ პირველად ერთად სახლიდან შორს ზუსტად თქვენს გარემოცვაში იმ უამრავი ადგილიდან რომლის არჩევაც შეეძლო ჩემ იდეალურ ნახევარს _ ბერდოს ჩაცინება არ გამოჰპარვია წინადადების ისე დალაგებისთვის შორენას რომ უყვარდა. ჩახლართულად,მინიშნებებით დიდი აზრითა და არაპირდაპირი შექებით _მაინც რით მგავს ეს ორმეტრიანი კაცი ამ პატარა ქალს _დიპლომატია , არაფერს ამბობს ზედმეტს და მაინც ყველაფერს ამბობს ,მათთვის ვისაც გაგების უნარი აქვს _დასასვენებლად წამოვედი მეგონა და ვატყობ სულიერ სიმაღლეს მივაღწევ თქვენი ერთად ხილვით _მე ცხოველებზე შეყვარებული ძლიერი, დაველურო ქალი მეგონა შენში ეს პროფესია რატომ აირჩია საერთოდ_თქო გავიფიქრე პირველად და თურმე გქონია სულსა და გონებაში სიფერადე სულ სხვა ფერი . დიდი ხნით დარჩებით ხომ ბებო? იცოდე უცებ არ გამექცევი , უნდა მოგისიყვარულო ისე რომ შემდეგ ჩამოსვლამდე მეყოს _ ეს კი მათ ენაზე უკვე ნიშნავდა იმას,რომ მარიტას აიტანდა და მისი წასვლაც არ უნდოდა _ამჯერად ცოლი წყვეტს სტუმრობის დროს და ვნახოთ როდის შეკრავს ჩემოდანს . ქუთაისი რამდენად მიიზიდავს ,შეაყვარებს თავს , დარჩენის სურვილს გაუჩენს _ იჯდა და ხედს უყურებდა , მშვიდად იყო მარიტას დაძაბულობა მოეხსნა და აღარ ნერვიულობდა. ზუსტად ისე იქცეოდა როგორც ელოდა, თავი შინაურად იგრძნო. ზედმეტი ფორმალობის გარეშე აუწყო ფეხი შორენას ნაბიჯს და რაც მთავარია ქალს არ გაუჟღერებია სიტყვები „დახმარება არ მჭირდება ,თვითონ მივხედავ ყველაფერს“ . იცოდა ბებიის დეტალებზე ჩაჭერის უნარი,ერთი ნაბიჯი არ მოეწონებოდა ,ერთი ზედმეტი წვეთი თეფშის რეცხვის დროს იატაკზე დაცემული და იმ ქალის გვერდით სამზარეულოში არ დარჩებოდა. მარიტამ კი როგორღაც გადაულახავი ბარიერი გადალახა . ქალი საკუთარი შვილის ცოლსაც კი უწუნებდა სისუფთავესა და წესრიგს,მის დალაგებულს თავიდან ალაგებდა და მომზადების პროცესს საერთოდ არ ესწრებოდა . ბავშვობიდან ესმოდა სიტყვები ,ქალს სამზარეულოში რომ დაადგე თავზე ვერ უნდა მიხვდე საჭმლის კეთებას მორჩა თუ დაიწყო, აქვს რამე თუ ცარიელიაქ ყველაფერი ისე უნდა ახერხებდეს მილაგებასაც კეთებასთან ერთად თავზე კი არ უნდა ეყაროს ყველაფერი ,ტანზე და იატაკზეო. _ხალხი რომ არ გხვდებოდეს საერთოდ მასპინძლად ქუთაისია თვითონ გულთბილი მასპინძელი და ამ ქალაქიდან გაქცევა თუ მოგინდა გამოდის არც სიმშვიდეს ეძებ და არც იცი რა გინდა . თუ გადაუდებელი მოვალეობა არ გეძახის მაინცადამაინც მაშინ ... არდადეგები ხომ გაქვს უნივერსიტეტში _სემესტრი დასრულდა უკვე ოფიციალურად ,დასვენების დღეები მაქვს _მუშაობაზე არ ფიქრობ? არც კი ვიცი შენი პროფესიით რა უნდა გააკეთო... ფერმაში უნდა მიხვიდე და ავადმყოფ ძროხებსა და ცხენებს მიხედო ? ისე მეშინია ავადმყოფობების...გინდ ადამიანის და გინდ ცხოველის. საერთოდ ძალიან ბინძური და რთული საქმე მგონია . შენი სურვილით ჩააბარე თუ სამედიცინოზე ვერ მოხვდი და იმიტომ _ ისე პირდაპირი იყო იმ წამს ბერდომ ისევ გადაიტანა ყურადღება წინ გადაშლილი ხედიდან მარიტაზე _მიყვარს, როდესაც დახმარება შემიძლია ... ექიმობა არ იყო შესრულებად მიზანს შორის და ამიტომ მიზნად ავირჩიე ის რაზეც ბევრი უბრალოდ აბარებს,ცოტაა პროფესიონალი და მე შემიძლია ვიყო გამორჩეული,პირველი ,ერთადერთი ვაკეთო ჩემი საქმე . ნამდვილად არ არის მარტივი ,არც სუფთა და არც ფიზიკურად დამზოგველი ,მაგრამ სირთულეები მიყვარს . _მე ცხოველები არ მიყვარს რა ვქნა... მეშინია კიდეც ყველაფრის _მე ბევრი კაცის გარემოცვაში გავიზარდე, ღმერთის გარდა არაფრის მეშინია და ის აშკარად არ მანიშნებს პროფესიის შეცვლას. მუშაობას რაც შეეხება,ჯერ არ ვიცი . მხოლოდ თეორიულ მასალას გავდივართ ჯერ _რომელსაც შესანიშნავად ართმევს თავს და თუ მოისურვებდა ექიმობასაც შეძლებდა ,უბრალოდ არ უნდოდა ... ახლაც რომ გაუჩნდეს სურვილი დაიწყებს სწავლას ცხოველების სამეფოს წარმომადგენელ ,განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომ, ადამიანზე და მის ჯანმრთელობაზე-ბერდო ჩაერთო და მარიტას მზერაც მასზე გადავიდა _მთავარია შენი გულის ექიმი იყოს და არის კიდეც მგონია ................. _მოეწონე _საძინებლის კარი რომ მიხურეს და მოწესრიგება დაიწყეს ბერდომ უთხრა _ ცხოვრებაში სულ რამდენიმე ქალი მოსწონებია და მათგან რძალი არცერთი. _მე კი მეგონა რომ არ მოვეწონე ... ისე მიყურებდა ხოლმე _უკვირს სად გიპოვნე ,როგორც სჩანს პირველი შეხვედრისას შეგისწავლა და დღეს იმიტომ დაგხვდა ასე თორემ იმდენ მწარე შენიშვნას მოგცემდა ვერც დათვლი _შენიშვნა რისთვის უნდა მიმეღო _ნებისმიერი რამ შეუძლია შეგისწოროს თუ არ მოსწონხარ. აი ნახავ ბიცოლასთან როგორია ,შვილიშვილებსაც არ დაინდობს და მიხვდები . _შენ უყვარხარ ძალიან და იმიტომ მიმიღო მეც მარტივად _პირიქით, მე ისე ძალიან ვუყვარვარ შენ ასჯერ უფრო მეტად გაკვირდება. ეზიზღება მოუწესრიგებელი ქალები , ნელი ,უემოციო და დინებას მიყოლილი. შენი პროფესია არ მოსწონს და თვითონ ვერ იქნებოდა ვერასდროს ,მაგრამ შენ რომ ამ გზას მიჰყვები ,არ გაჩერდი და ფეხი ფეხზე არ გადაიდე გათხოვების შემდეგ ამას აფასებს . ვერ იტანს უსაქმურ ქალს _ქალების მიმართ უფრო კრიტიკულია? _არც კაცები მოსწონს,მაგრამ კაცთან სხვანაირ თავშეკავებას იჩენს თუნდაც მასზე ბევრად პატარა იყოს. ზოგთან უბრალოდ დიალოგსაც არ იწყებს შენ კი იმდენი გელაპარაკა _მგონი თვითონ ხარ გაოცებული ,გეშინოდა და ახლა გიკვირს როგორ მოხდა რომ მოვეწონე _შენ მასზე ბევრად უარესი ხარ და იმიტომ მოეწონე ეტყობა... _მასთან თუ მაიგივებ დაე ვიყო უარესი... აღფრთოვანებული ვიყავი თავიდანვე როგორ გამოიყურებოდა ამ ასაკში და ახლა ხომ საერთოდ . მეც მაღიზიანებენ ქალები რომლებსაც ყველა და ყველაფერი უყვართ სამყაროში,თავზე ცა რომ ჩამოექცევათ და მაინც კმაყოფილები არიან ,ელოდებიან სხვას და სულ სხვას აბრალებენ ყველაფერს _ ტანსაცმელი საუბრის განმავლობაში დაალაგა, კარი ისე გააღო იქვე გამოცვლაც დაიწყო და შემდეგ პერანგზე ხალათმოცმული დაიძრა საწოლისკენ ,რომელიც არც ისეთი დიდი იყო. _ხვალ საუზმის შემდეგ დავიწყოთ ქუთაისში ექსკურსია ... _ფანჯარასთან იდგა და სამეზობლოს უყურებდა _აქაურ მეზობლებს იცნობ? _ძველებს ყველას , მეგობრებიც ბევრი მყავს ამ უბანში და სხვაგანაც. _აქაც ხომ არ გყავს ბავშვობის შეყვარებული _არდადეგების დროს რომელ ბიჭს არ ჰყავს შეყვარებული ,მეც მომწონდა ერთი გოგო, რომელიც ზუსტად იმ სახლში ცხოვრობდა და ამ ოთახში სპეციალურად ვრჩებოდი _დილიდან რომ დაგენახა ? ასე ახლოსაა სახლი? _ ფანჯრიდან გაიხედა და მეზობელი სახლის აივნიანი საძინებელიც გამოჩნდა _დილას შესანიშნავად იწყებდი თუ მასაც მოსწონდი და ფარდა შემთხვევით დარჩებოდა გადაწეული? _ცხელა ზაფხულში ქუთაისში და ფარდა ამიტომ რჩებოდა გადაწეული თორემ ისე _სერიოზულად ? გოგოს ფანჯრიდან უთვალთვალებდი? _აენთო _ ჩაიცინა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია. ის იყო უნდა მოეკიდებინა მარიტამ რომ აართვა _ჩემი გაბრაზებით სიამოვნებამიღებული ნუ ეწევი და ნუ მგუდავ ,პატარა ოთახია ,სუნს ვერ გავიყვან _ფარდა ჩამოაფარა და მძიმე ნაბიჯებით დაიძრა საწოლისკენ. ბალიში კიდისკენ დასწია, გაბრაზებული სახით დაწვა და ზურგი აქცია ბერდოს _ მიკვირს მხოლოდ ერთი შეყვარებული როგორ გყავდა ... _რა უნდა გელაპარაკო ახლა , ბავშვი ხარ გაბრაზდები და გონება გებინდება . როგორ დაიჯერე რომ აქ მოსული, ადგილას სადაც მეზობელი სისხლით ნათესავივით ჰყავთ დავდგებოდი და მეზობლის გოგოს დავუწყებდი თვალთვალს. ბავშვობაშიც არ ვყოფილვარ ცხოველურ ჟინს აყოლილი ყველა კაბიანს რომ გააყოლებს თვალს და აენთება . ქუთაისში მეგობრები მყავდა მხოლოდ , არაჩვეულებრივი გოგონები ცხოვრობდნენ . ყველანი დაქორწინებულები არიან უკვე _რატომ მატყუებ და მაბრაზებ ,მე კი არა შენ იქცევი ბავშვივით რომელმაც იცის როგორ გამაწვალოს და იყენებს ყველა შანსს . _რატომ უნდა ბრაზობდე ქმრის ბავშვობის გატაცებებზე არ ვიცი _იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა იმდენად მყიფეა ნებისმიერს შეუძლია დაანგრიოს და მე არ მინდა მოულოდნელად ნანგრევებში აღმოვჩნდე . ეჭვიანობა თუ არსებობს საერთოდ ყველა ამის გამოა _აღიარებაზე გადავედით უკვე ,მშვენიერია ... ქუთაისი მოლაპარაკებების ქალაქია და იქნებ მე და შენც დავლაგდეთ ,სიმონ _ საწოლის ცარიელი ნაწილი მთლიანად შეავსო. სიბნელეში მხოლოდ ქალის კონტურს არჩევდა. სიმშვიდე იყო ირგვლივ, ხმა არსაიდან ისმოდა და მხოლოდ მარიტას გულისცემა არღვევდა გამეფებულ სიჩუმეს ბერდოს ძილის მანერაზეც ეტყობოდა როგორ ცდილობდა ზედმეტად არ შეეწუხებინა მარიტა. უცხო საწოლში მოსვენება ვერ მოახერხა და ძილის გატყდომის შემდეგ თვალმოუშორებლად უყურებდა. სუნთქვა შეეკრა ხელი რომ გადმოსწია , საბანი იპოვა და მარიტას ზურგზე გაუსწორა . მერე მხოლოდ თავი მოსწია ახლოს, ძილს განაგრძობდა და ძილშიც მარიტას ეძებდა . როგორ ახერხებდა მისი გონება ვერ გეტყვით,მაგრამ გოგონა ამ ამბით უკმაყოფილო არ იყო. კიდევ უფრო მეტად მოსწონდა, აფასებდა და მასზე აფიქრებდა. წამით სუნთქვა შეეკრა იმდენად მოუნდა ჩახუტებოდა და ეკოცნა. ბერდოს გაცნობამდე არასდროს მოსდომებია ვინმესთან ახლო ფიზიკური კონტაქტი ის კი მიძინებულ ქალს აღვიძებდა და ახალ ფერებს სძენდა. ხმა ესმოდა რომელიც მანძილის გაქრობისკენ მოუწოდებდა ,მშვიდად დაიძინებ რომ ჩაეხუტებიო ერთი მარიტა ეუბნებოდა მეორე კი ცდილობდა ზღვარი დაეცვა ,უხერხულობას გაურბოდა და მოსალოდნელ შერცხვენას. საკუთარი გულისცემის ხმის გარდა არაფერი ესმოდა კიდევ ერთხელ რომ გამოძრავდა ბერდო, წელზე ხელი შემოხვია ,თავისკენ მიიზიდა და ტუჩებიც ისე შეახო თავზე თვალები არ გაუხელია _დაიძინე,აქ ვარ _ძილისგან დაბოხებული ხმა , დაბალი ტემბრი. ტემპერატურა რომელიც მისგან მოდიოდა , წელზე შემოხვეული მკლავი და ტუჩების შეხება თავზე . ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა ასეთ დროს თითქოს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ,რომელიც გონებას უბინდავდა . უცებ წამოდგა საწოლიდან და ფანჯრისკენ დაიძრა-სად წახვედი-იდაყვს დაყრდნობილი უყურებდა ფანჯრის რაფას დაყრდნობილს - ცხელა ,დასავლეთის სიცხეს აშკარად ვერ შევეჩვიე- თითები ყელზე ჩამოისვა და შემდეგ თმა მაღლა აიწია. -გავისეირნოთ გინდა? -ამ დროს? -მზის ამოსვლას ვნახავთ... - სწრაფად წამოდგა და ჩაცმა დაიწყო - მაინც ვერცერთი ვიძინებთ . ბოლოს მანქანაში იჯდა და მისთვის უცნობ ცარიელ გზას მიუყვებოდა. _ტაძარში ხშირად დადიხარ? _კი ,მამაოც მყავს ... დედაჩემი ბავშვობიდან დაგვატარებს. ყველა დიდ მარხვას ვიცავთ ხოლმე . ზამთარას არ ვიცი როგორ იცნობ ,მაგრამ ჩვენ შორის ყველაზე მეტად ღვთისმოშიში ის არის და ამიტომ ვერ იტანდა ვერასდროს უსამართლობას , სუსტის ჩაგვრას . არ შეიძლება დაგეგმილი ჰქონოდა და განზრახ მკვლელობის გამო იჯდეს..._ფეხით მიუყვებოდნენ მოწამეთასკენ მიმავალ აღმართს. _არაფერს ამბობს და თუ არ თქვა სინამდვილეში რა მოხდა ადვოკატიც ვერაფერს აკეთებს _არავინ იცის რა მოხდა ...მხოლოდ ჭორები დადის და მე მხოლოდ ერთი ვიცი , როგორი სახელიც არ უნდა ჰქონდეს გავარდნილი ჩემი ძმა განზრახ არავის მოკლავდა. არაფერს ამბობს და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე _წინ აღმართულ ღვთის სახლს უყურებდა,თავი დახარა და პირჯვარი გადაიწერა . შემდეგ სიტყვა აღარ დაუძრავს , რამდენიმე წუთს ორივე ჩუმად ლოცულობდა ხატების წინ თავდახრილები . ორივეს სხვადასხვა თხოვნა ჰქონდა ღმერთთან. _დღეს ქალაქის ცენტრში გავისეირნოთ , ხვალ სათაფლიაზე აგიყვან ... _ გალავანთან იდგნენ და ზემოდან უყურებდნენ თვალწინ გადაშლილ ხედს_მოწამეთა იცი რატომ ჰქვია? _კოსტანტინე და დავით მხეიძეების მოწამეობრივ სიკვდილთანაა კავშირში რომლებიც მურვან ყრუს შემოსევას ემსხვეროლნენ... ამ ადგილას მაშინ ხარების ტაძარი იყო. მდინარე წითლად იყოო შეღებილი ამასაც ამბობდნენო _ თავზე ჯერ კისევ ჰქონდა თავსაფარი ,ქარი უბერავდა ,თმებს ურევდა და კაბის ბოლოებსაც მაღლა სწევდა _ყველაფერი თუ იცი მდუმარე ექსკურსიას მოგიწყობ _ყველაფერი არ ვიცი ... შენი ამბები მომიყევი. ადგილებთან დაკავშირებული მოგონებები _ უყურებდა და მზის სხივები უკრთოდნენ თვალებში.ათასფრად იყო აჭრელებული ცა _გამომძიებელივით ცდილობ ინფორმაციები წამართვა _კარგი ნუ მომიყვები ნურაფერს _ გაბრაზებული შებრუბდა და ისევ ხედის ყურება განაგრძო_ლამაზია ყველაფერი _ლამაზი ხარ შენ და შენ ირგვლივ ყველაფერი _ ხელი ჩაკიდა,მაჯაზე აკოცა და მერე თითები მის თითებში ახლართა ................. პარიზული ვოიაჟი იმაზე საინტერესო და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოიდგენდა. ბავშვებისა და ილოს დამსახურებით ფრენის დროც შეუმჩნევლად გავიდა . ტვილდიანის ფრანგული მელოდიასავით ჩაესმოდა და გეგმად დაისახა კიდევ ერთი ენის შესწავლა. ილოს ბინა ქალაქის გარეუბანში ჰქონდა . _რამდენი წელია რაც აქ ცხოვრობ _ბავშვობის წლებიც აქ მაქვს გატარებული ... მამა ცხოვრობდა და დედას ხშირად დავყავდი. დედა ავად რომ გახდა სულ აქ ვიყავით ,დედას გარდაცვალების შემდეგ მამას ინფარქტი მოუვიდა და დავრჩით მე და ჩემები. საქართველოში არაფერი მქონდა თბილისის და სვანეთის სახლების გარდა, ამიტომ ვერ დავბრუნდებოდი. ქართული რესტორანი გავხსენი ჯერ ნაქირავებ შენობაში,შემდეგ გავაფართოვე და ბოლოს ქსელი ჩამოვაყალიბეთ _ჩემი და ბებოს სახელი ქვია რესტორნებს "მაროს სამზარეულო" _და მაროს უყვარს ყველაფრის გასინჯვა... _მშია და წავიდეთ ხო? _მოვწესრიგდეთ,გამოვიცვალოთ ... რომ გავალთ ბარემ გავისეირნოთ _ფოტოებს ხომ გადავიღეებთ?სად ჩავდეთ ფოტოაპარატი? _მე ხომ გადამაღებინებ? _კი,მა შენ ხარ ჩვენს შორის საუკეთესო ფოტოგრაფი _ მოსეს უთხრა და ყველაფერი ამ მცირეხნიანი დიალიგის განმავლობაში მოაწესრიგა. თაიას ყველა ოთახი აჩვენა, მისი ჩანთა ერთ_ერთ საძინებელში დატოვა და შემდეგ ბავშვებთან ერთად გადაინაცვლა მათ ოთახში _დაისვენე ცოტა და მალე გავიდეთ...თუ ძალიან ხარ გადაღლილი უბრალოდ ვივახშმოთ და უკან დავბრუნდეთ. ხვალ ყველაფრისთვის გვექნება დრო _ვერ მოვისვენებ მაინც ,მირჩევნია გავისეირნოთ _კარგი ,რამე თუ გჭირდება მითხარი _ თავზე აკოცა და მაროს კისკისზე ორვეს გაეცინა _რაო მა ,შენც გაკოცო? _ცოლებსაც შუბლზე კოცნიან? _არა მა,ლოყაზეც _ სერიოზულად უპასუხა და ხელში აიყვანა მოუსვენარი ბავშვი _მეცინება მანდ ნუ მკოცნიი წვერი მჩხვლეტს თაია შენც უთხარი რო გვჩხვლეტს და გაიპარსოს _მე რომ ძალიან მომწონს წვერით ? _შენ ეტყობა ჯერ ბევრს არ გკოცნის თორემ სულ დაგაწითლებდა _კარგი მა ხომ აღარ მაქ ისეთი უხეში წვერი ... ვუვლი და რბილია. რატომ ამოიჩემე ? _კარგი გქონდეს, ნიკოს არ აქვს და რომ მაკოცებს არ გამიწითლებს ლოყას -ჯერ არ აქვს თორემ კოცნა რომ მოუნდება ექნება და ფრიად მოხარული ვიქნები თუ არ აკოცნინებ... -არ ვიცი რას ნიშნავს ეგ ფრიად რაღაცა , მაგრამ კარგი ხო არ მინდა არცერთი არ ბრაზდები მაინც და სახალისო არ არის, მოსეს მოვუშლი ხოლმე ისევ ნერვებს -ჩუმად ჩაილაპარაკა ,მერე კი საძინებლისკენ გაიქცა- წავედი გამოვიცვლიი, ფოტოებისთვის ლამაზი კაბა ჩავდე. დანარჩენი ხვალ მიყიდე ,ხო? -მიყვარს- თაიამ თქვა და თავად მოეხვია კაცს- და მიყვარს ილო მამა -მხოლოდ მამა? -ყველაზე კარგად მას ვიცნობ ჯერ , დანარჩენებს გზა და გზა გავიცნობ -გამოდის მათ გამო გიყვარვარ -როგორიცაა კაცი გოგო შვილთან გეუბნება როგორი კაცია სინამდვილეში. შენ კი საოცარი ხარ და ხომ ხედავ მოჯადოებული მე სად ვარ და რას ვაპირებ პარიზული ვახშამი,სეირნობა ღამის ქალაქში. ფოტოსესია,ილოს გამოჩენილი მოთმინების უნარი ,სურვილი დროის მაქსიმალურად საინტერესოდ გატარების. ინფორმაცია რომელსაც უზიარებდა ისე რომ ზედმეტად გადამღლელი არ ყოფილიყო არცერთი დეტალი. ბედნიერი ტყუპები, მათთან გაზიარებული სიხარული და გრძნობა მათ ნაწილად ქცევის. ზედმეტად არ გრძნობდა თავს,არც ეგოისტობდნენ და გააზრებულიც ჰქონდათ თაიას ადგილი მათ ცხოვრებაში. ბავშვების ძილის დროც კი სულ მცირედით გაზარდა. სახლში მისვლისთანავე მოწესრიგდნენ და თავიანთ ოთახში დაიძინეს. ოთახში მხოლოდ ერთი სანათი ანათებდა ,ორივეს აკოცა და ჩუმად გამოხურა კარი. თაიასთან ერთად აივანზე დაჯდა , ჯერ კიდევ ხმაურობდა ქალაქი, სულ სხვაგვარი იყო გარემო,ადამიანები მათი ქცევები და კულტურა. _შენ მათ როდის ესაუბრე ჩვენზე, ასე მარტივად რომ მიიღეს ჩვენი ქორწინების ამბავი _თვეების წინ ვუთხარი რომ მიყვარდი და თუ შენ დამთანხმდებოდი ჩემი მეუღლე გახდებოდი _როგორი რეაქცია ჰქონდათ _უკვე ორივეს უყვარდი და მხოლოდ ის აინტერესებდათ ცალკე ვიცხოვრებდით თუ ყველანი ერთად... ეგ კითხვა მეც უნდა დაგისვა. ჩვენ ყოველთვის ერთად ვცხოვრობთ,ჩემი და_ძმაც ჩემთან ერთად არის თუ მე საქმეების მოსაგვარებლად არ ვარ . არ ვიცი როგორ მოხერხდება,მაგრამ შენ თუ კომფორტულად ვერ იქნები მოვიფიქრებ გამოსავალს _დიდი ოჯახიდან ვარ , ხმაურში სიმშვიდის პოვნა ჩემი საყვარელი საქმეა. მე პირიქით დიდი დრო მინდა გავატაროთ ყველამ ერთად ,რაც შეიძლება მალე რომ გავიცნო ყველა და გავხდე თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი . ამისთვის ბევრი საუბარი ,ჭორაობა და ამბების მოსმენა დამჭირდება . საოჯახო ხუმრობებს რომ ჩავწვდე და ისიც ვიცოდე სად არის წითელი ხაზები გავლილი _მე ყველა ინფორმაცია მაქვს მათზე... საიდუმლოები არ გვაქვს. არ არსებობს დანაშაული რომელსაც ჩაიდენენ და მე ვერ ვაპატიებ. ჩემზე ბევრად მაღლა დგანან , ძალიან კარგი ადამიანები არიან სამივენი და ვამაყობ მათი ნაწილი რომ ვარ _შენ დიდი წვლილი გაქვს მათ აღზრდაში _მე ვერაფერს გავაკეთებდი ისინი შინაგანად რომ არ იდგნენ იმ სიმაღლეზე სადაც არიან. მე მხოლოდ რამდენიმე წესი მაქვს არავის არაფერი დაუშაონ საკუთარი მიზნის მისაღწევ გზაზე და არც ვინმეს მისცენ უფლება ხელი შეუშალოს _როდის ისვენებ ,ილო _აი ახლა ვისვენებ...საქმეები გადავაბარე და მინიმუმ ეს ზაფხული, რამე საშინელება თუ არ მოხდება,სახლში ვიქნები _არა, შენ მთელი დღეა ჩემზე ფიქრობ...მილიონჯერ ნანახ ადგილებს მაჩვენებდი. გიდი იყავი, გზაში ვერ მოისვენე , ღელავდი ცუდად არ გახდესო . ბავშვებს ცალკე ენერგია სჭირდებათ. შენ ერთი წამითაც არ მოდუნებულხარ _თითები მის თითებში ჰქონდა ახლართული,მტევანზე ეფერებოდა და მერე მზერა გაუსწორა _ ჩემი დასვენება ეგოისტურია, მე რომ ვისვენებ საკუთარი თავის გარდა არავისზე ვფიქრობ. შენ ბოლოს როდის ფიქრობდი მხოლოდ საკუთარ თავზე ანდაც არაფერზე _არ მახსოვს,მსგავსი მომენტი ალბათ ჩვილობის დროს მქონდა მერე სულ რაღაც მაფიქრებდა. მაგრამ ეს ყველაფერი,საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა არ არის ჩემთვის დამღლელი. არასდროს მომბეზრდება ,ყველაფერი რომ დავივიწყო უარესად ვიგრძნობ თავს _მე რომ მედარდები რა ვქნათ _მე სხვაგვარად ვერ ვისვენებ... შენ ნუ გედარდები _მტევნები დაუკოცნა და მერე მაჯაზე შეახო ტუჩები _შენ იფიქრე მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე და მე გამოგყვები უსასრულოდ ... _არ ვიცი რამდენხანს გაიმეორებ ამ სიტყვებს ,მაგრამ ყველა შემთხვევაში მომწონს შენი მოსმენა და დაჯერება მინდება _გინდება თუ გჯერა _დაპირებების არ მჯერა ,მხოლოდ იმ წამის რომ დასრულდა და იმის ახლა რომ დაიწყო _მისაღებია ,გეთანხმები და ვიზიარებ ამ დამოკიდებულებას ... იყოს ქმედებები წამის დასასრულს და დასაწყისს _ თაიას ტუჩებს თავისი შეახო და პირველი კოცნით გამოწვეული ემოციები მთელი არსებით იგრძნო _წამი არ უფრო წუთი გამოვიდა _ ილოს ტუჩებთან თქვა და თავად განაგრძო ტვილდიანის წამოწყებული კოცნა . შემდეგ სიცილის ხმა გაიგეს და ორივე მიხვდა მოთვალთვალეების ვინაობას. უცებ გაიქცნენ და საწოლებში დაბრუნდნენ ,მაგრამ მაროს შეუკავებელმა სიცილმა ორივე ამხილა. _ძილის დროა -ილოს მხარზე ედო თავი და იცინოდა .რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე შემდეგ კი მანძილი გაზარდა _ხვალ ცხოვრების მთავარ კაბას ავარჩევ ................ სახლში დაბრუნებულებს შორენა ეზოში დაუხვდათ. ბაღში ფუსფუსებდა, ყვავილებს უვლიდა და წყვილის დანახვისას გაოცება ვერ დამალა -შენც თავის ჭკუაზე გადაგიყვანა? ღამე სახლში ვერ გააჩერებდი დაცლილ ქალაქში უყვარს სიარული , სიბნელის კაცია და როგორი ნათელი სული აქვს ამ დროს -აქაურობა უკვე მიყვარს -ჯერ სად ხარ... -საღამოს სპექტაკლია, წამოხვალთ? -წამოვალთ -ჩემებიც მოდიან ... -შესანიშნავია, მომენატრნენ ყველანი -ვინ მოდისო?აბა ჯერ არ ბრუნდებიან სოფლიდან და დავაცადოთო? -დაქალები იგულისხმა... თვეში ორჯერ მაინც მიდიან სპექტაკლზე. ასე ებრძვიან გონებისა და სულის სიბერეს. შენ უნდა უსმინო ზამთარში ბუხრის წინ მსხდომები წიგნებს რომ განიხილავენ და ახალბედა მწერლებს აკრიტიკებენ . -აქ რომ დავრჩეთ არ შეიძლება? - ფანჯრიდან უყურებდა ეზოში მყოფ ქალს,რომელსაც დარდებისგან გათავისუფლებული სიბერე ჰქონდა და უსასრულო თავისუფლება -საქმეები მაქვს თორემ სიამოვნებით დღის განმავლობაში ყველაფერი მოახერხეს ქალაქის ნაწილი ფეხით შემოატარა. რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც დარჩათ. საღამოს კი თეატრში წასვლის წინ მზადება დაიწყეს -ამიტომ მითხარი კაბაც წამოიღე დაგჭირდებაო? -მშვენიერი ხარ - მიუახლოვდა და ხელზე აკოცა- წავიდეთ? -წავიდეთ... შორენა მზად იყო და ელოდათ. ლურჯ კაბისთვის ამავე ფერის მარაო შეეფერებინა. მარგალიტის ყელსაბამი, საყურე და ციმციმა ფირუზისფერი თვალები. სიტყვის უთქმელად მიჰყვებოდა, რამდენიმე წინადადება გაცვალა მის მეგობრებთან , გაეცნო და შემდეგ შეაბიჯა თეატრში რომლის კედლებშიც ნამდვილად პირველად იყო . ბერდოს გვერდით მჯდომი სიამოვნებით შესცქეროდა მსახიობებს. ბერდოს თითების თითებზე შეხება, ნაზი კოცნა და მზერა რომელიც მისკენ იყო მიმართული. დღის შემდეგი განვითარება იყო ყველაზე ბუნებრივიც და არაბუნებრივიც. თეატრიდან გამოსული ქალბატონი შორენა ოჯახის დარჩენილ წევრებს შეეგება დაიწყო მზადება სტუმრების მისაღებად. სტუმრების მოლოდინში საოჯახო სამზადისში ჩართული ყვებოდა ახალგაზრდობის ამბებს მარიტასთვის. ბევრი იცინა და მისი კისკისის ხმა ეზმოდა სამეზობლოს. ბიცოლასთან ერთად ფუსფუსებდა სამზარეულოში, სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. იმერულ ესკიზებში იყო იქამდე სანამ არ გაიგებდა ერთ-ერთ სტუმარზე ამბავს -იმიტომ შეკრიბეს ყველეანი ერთად ...იცოდნენ რომ ჩამოვიდა? -გამოუშვესო მე კი გავიგე,მაგრამ არ მეგონა აქეთ თუ წამოვიდოდა...ცხონებული ლალი რაც აღარაა აქეთ აღარ დადიოდნენ. ანდაც ვინღაა აქეთ,რუსეთში გაიხისნენ ყველანი. ცირკულარით ძებნილები არიან ნახევარი ოჯახი...- შორენა ჩურჩულებდა, ეზოში მჯდომ შავებში შემოსილ გამხდარ სილუეტს უყურებდა. ბიჭებს შორის გამოირჩეოდა, უხილავი სევდა დაჰყვებოდა, გაუცხოება და ტკივილი. მეორე სართულის აივანზე იყო ბერდოს ხმა რომ გაიგო -ისე წამოხვედი რომ არ გინახავს? -არავინ მინახავს, მიტოვებული საფლავების მოსაკითხად ჩამოვედი ჯერ და იმათთვის ვისთვისაც ახალი საფლავი იქნება მალე გასათხრელი -შეიშალე? გინდა კიდევ უბედურება დაატრიალო და ისევ ციხეში დაბრუნდე? -აქამდე ხომ იცი იმისთვის ვიჯექი რაც არ გამიკეთებია და ელოდნენ როდის გავბ.ზდებოდი მე თუ ყველას არ ჩ.ვხადო მე არ ვიყო მოსე გულბანი -მეგონა გონს მოხვიდოდი, თავიდან დაიწყებდი ცხოვრებას ნინიასთან ერთად შენ კი შურისძიების გეგმით ხარ დაბრმავებული -მე მშვიდად ძილი არ მიწერია და მის გვერდით ყოფნა გამორიცხულია... ხომ გითხარი ვათავისუფლებ ჩემგან-თქო -გეყოს გამბედაობა ,თვალებში ჩახედე და უთხარი გათავისუფლებ-თქო -შენ ჩემი ძმობილი ხარ თუ მისი -შენ აზრზე არ ხარ რას კარგავ -ზამთარას და სად გაჩითე ძმობას გაფიცებ -ბედის’წერა ,გულბანო... გაგიგია? -ჩემი ბედი დიდი ხანია დანებდა და წერაც შეწყვიტა. ქორწილი ჯერ გქონდათ? მე უნდა ვიყო მეჯვარე და ბავშვის ნათლია -იქამდე ისევ თუ არ დაგიჭირეს ... -ნუ გამაბრაზებ თორემ შენით დავიწყებ , ისედაც ვერ მოვინელე ნინია რომ იქ დამაყენე -მარტო წამოვიდოდა და რა მექნა არ იცნობ როგორი ჯიუტია? ღირსი იყავი დაგხვედროდა სხვა კაცის გვერდით , მაგრამ ისიც არანორმალურია, ამოგიჩემა თორემ შენ რა შესაყვარებელი იყავი ან შენ გამო როგორ მოიცდიდა საღ აზრზე მყოფი ქალი. რას გააკეთებდი , ვინმე რომ ჰყოლოდა ახლა -ყელს გამოვჭრიდი იმ ვიღაცას -ავად ხარ შენ ...არ აზროვნებ საერთოდ. ფიქრი გეზარება -შენ იფიქრე ცოლს რომ ირთავდი? ერთი თვით ადრე მნახე და არავინ მყავსო და ასე უცებ რა გადაგიტრიალდა -ვინ იფიქრებდა ჩვენშორის მე თუ მეყოლებოდა პირველს ცოლი ... -და შენმა ცოლმა ნინიაზე ჭორები როგორ გადაიტანა -აშკარად ეწეოდა , პაუზებით საუბრობდა -პირველი ამბავი რაც დამხვდა ეგ იყო -ხალხი ყოველთვის ზედპირულად ფიქრობს... -ღამისთევით რა გინდოდა... -დედამისი გარდაიცვალა, ხელებში ჩააკვდა , შენ ციხეში იყავი გიჟს გავდა. მთელი ღამეები არ ეძინა, მთვარეულივით დადიოდა მეშინოდა თავს რამე არ დამართოს-თქო. დილას ჩაიცვამდა და ისე მიდიოდა უნივერსიტეტში თითქოს პრობლემა არ გააჩნდა. ექიმთანაც მყავდა, შიშები ჰქონდა. როგორც კი ჩაეძინებოდა კივილით იღვიძებდა და ისტერიულ ტირილს იწყებდა. რომ გაიგოს ახლა ამას გიყვები მომკლავს, შენი დაჭრის ამბავი რომ გაიგო მას მერე რამდენიმე კვირა ესიზმრებოდა რომ სისხლის გუბეში იწვა . ძლივს მოერია თავს და გეფიცები მტრად გადაგეკიდები ცხოვრება თავიდან რომ აურიო. ხომ ჩამაბარე, ხომ მითხარი თვალის ჩინს გიტოვებო ხოდა ახლა ჩათვალე ჩემი ღვიძლი და არის ,დანარჩენი შენ იცი -რატომ აქამდე არ მითხარი...რომ ჩამოხვედი მაშინ რატომ არ მითხარი -იქედან ვერაფერს გააკეთებდი, ახლა აქ ხარ და ყველაფერი შენზეა ...შენ ხარ ბედის’მწერალი არავის და არაფერს დააბრალო სვას ის რაც აწი მოხდება შენ ცხოვრებაში -ყოველთვის ასეთი იყავი, ისეთ დროს ალაპარაკდებოდი ტყვიასავით მოარტყამდი მიზანში ყველა სიტყვას -წამოდი, საჭმელი ჭამე იქნებ ცოტა ფერზე მოხვიდე ასე რომ დაადგე გული გაუსკდება, დაუბრუნებ კოშმარებს -დავაი რა ... თაია რას შვება -იცი რასაც და ნუ მეკითხები ისეთი სახით თითქოს აზრზე არ იყო -ტვილდიანი ჯიგარია , თაიკოს გემოვნება ჰქონია -კი , აუტკივარი თავის ატკიების სპეციალისტია -რქებს დაამტვრევს , ნიძლავს დავდებ თაია დააჩოქებს -არ ვიცი, ვნახავთ ყველაფერს ... ჯერ არაფერი ვიცი -დავებაზროთ ილიკოს ერთად? -საფრანგეთში ბრძანდება -ჩამოვა , სად წავა... რა იყო შენ რა სახით ლაპარაკობ, ხო არაფერი მიუქარავს -არა, არაფერი -აბა დის გათხოვება ვის უსწორდება შენ რო გიხაროდეს...წამო, გამაცანი ზამთარას და -ზამთარას და კი არა ჩემი ცოლია და საერთოდაც, მარიტა ჰქვია -ხარაშო, გამაცანი შენი მარიტა იქნებ მეც მომინდეს ქორწინება ,ოჯახი და თბილი კერა ადგილზე გაშეშებული დარჩა . გაიაზრა მოსმენილი და უსაზღვროდ მოუნდა ნინიას გვერდით ყოფნა. ბერდოს სიყვარული გაუასმაგდა , სირცხვილის გრძნობა გაუორმაგდა . ბერდოს იქაური მეგობრები სრული შემადგენლობით გაიცნო , გრძნობდა დაჟინებულ მზერას, მოსე ბოლოს შემორჩა იქამდე კი თვალს ადევნებდა. -გაიცანი მოსე გულბანი ჩემი -მისი აქაური, იქაური...მიწისა და ცის მეგობარი - ხელზე აკოცა და მზერა გაუსწორა- გლოცავთ,მისი ბედისწერა რომ ხარ ჯილდოა ცხოვრებისგან -გმადლობთ...მისი არსებობა ჩემ ცხოვრებაში ნამდვილად შეუფასებელია ,ყველაფერზე ძვირფასია - სუფრასთან დასხდნენ. ბერდოს გვერდით იყო, მთავარი გმირები მაინც წყვილის სახით დარჩნენ, თუმცა გულბანის დაბრუნებაც არანაკლებ აღსანიშნი ამბავი იყო. გვიან ღამემდე დარჩნენ, შემდეგ კი მასპინძლებმა აიღეს საკუთარ თავზე ყველაფრის მილაგება და აივანზე მჯდომ ქმარს გვერდით მიუჯდა -რაო მარიტა? - ხელი მოხვია ჩახუტებულს და ლოყაზე აკოცა-ხომ არ დაიღალე -არა, სასიამოვნო საღამო იყო ... შენი მეგობრების გარემოცვაში დროის გატარება. სახალისოა თქვენი ამბების მოსმენა -აბა რა აწუხებს ჩემ ცოლს - ეფერებოდა და ნაზად კოცნიდა -გავისეირნოთ ... თუ ძალიან დაღლილი არ ხარ -წავიდეთ, თეთრ ხიდს ახლოდან გაჩვენებ - მაშინვე წამოდგა და ხელჩაკიდებული გაჰყვა მარიტაც. -დასვენებას ვგეგმავდი და ყოველ ღამე ქალაქში დაგატარებ… რა გავაკეთო , მიყვარს მე ღამე . დღის ხმაურს და ხალხმრავლობას ვერ ვიტან...აღქმის უნარს გიკარგავს. ღამით სიმშვიდეა -ათასი დანაშაული ხდება ,ნორმალურად შუქიც არ არის. მე სულ მაშინებდა ღამე გასეირნება -ახლაც გეშინია და მე ვერ მივხვდი? - თეთრ ხიდზე იდგნენ, მათ ფეხქვეშ რიონი მიედინებოდა -შენთან ერთად შიშები მიქრება, მხოლოდ ერთი რჩება ,რომელსაც როგორ მოვერევი არ ვიცი- უნდოდა სიმართლე ეთქვა, ვერ ისვენებდა -რომელია ეგ ერთი , მოვიფიქრებთ რამეს ...ზამთარაზე თუ ფიქრობ იქ ისე მოეწყო არავინ არაფერს დაუშავებს, მშვიდად იყავი . თავისუფლებაზე გამოსვლამდე დალაგდება, ბევრ რამეს გააკეთებს იმ დროში, რომელსაც არავინ ეცილება . თუ აზრი შეეცვლება და სიმართლეს იტყვის შეიძლება გამოვიდეს კიდეც, მაგრამ მეეჭვება ოდესმე თქვას რა მოხდა იქ -მის გამო არ მეშინია, ვიცი ყველგან დაიმკვიდრებს თავს... მისი მონატრება მაქვს ,რომელიც გულს მიკლავს -სხვა რა გაშინებს -შიშის გაცხადება შიშს ვერ გააქრობს -უბრალოდ თქვი ,ხომ შევთანხმდით არაფერს დამიმალავდი... ქუთაისში ვართ, დაე ყველაფერი დაფარული გაცხადდეს -მის წინ იდგა, ხელი ჩაკიდა და თვალებში უყურებდა- მითხარი ისე თითქოს საკუთარ თავს უმხელ, სარკის წინ მდგომი -შენი ჩემი ცხოვრებიდან გაქრობა და უშენობა სიკვდილზე მეტად მაშინებს -სულ ერთი სიტყვით გაგიქრობ მაგ შიშს - უღიმოდა, თითებით ლოყაზე მოეფერა და მისკენ დაიხარა -ჯადოსნური სიტყვაა? -შენ ხარ ჯადოქრობა ჩემ ცხოვრებაში -და სიტყვა რომელია -არის ასეთი სიტყვა, ჟღერს როგორც „ მიყვარხარ“ -მე შენ აჩენს -და მე შენ აქრობს ჩვეულ კოცნას ელოდა ისევ - ლოყაზე ,ტუჩთან ახლოს და გოშხეთელიანის ტუჩების შეხება რომ იგრძნო ტუჩებზე წამით ყველაფერი ილუზიად მოეჩვენა. -შე’მიყვარდი მე შენ ,ჩემო მარტა დამუნჯებულმა სიტყვის თქმა ვერ მოახერხა, ატირდა და ზურგი აქცია. ხიდის მოაჯირს მიყრდნობილი უყურებდა მდინარეს და ცდილობდა თავს მორეოდა -აი ამ ცრემლებს კი ნამდვილად არ ველოდი ... -რაღაც უნდა გითხრა ჯერ და შემდეგ , შემდეგ განვაგრძოთ -ისევ ნინიაზე თუ ფიქრობ -ვიცი ,რომ ნინიას საყვარელი არ ხარ და ყველაფერი ხალხის მოგონილი ჭორებია. ისიც ვიცი მოსე რომ არის მისი ნამდვილი სიყვარული -გვისმენდი? -გისმენდით და იქამდეც ვიცოდი -საიდან -ნინიამ მითხრა... _როდის ილაპარაკეთ _ცოტა ხნის წინ ... _და ნინიას დაუჯერე _არ უნდა დამეჯერებინა? _ნინიას ნათქვამი გჭირდებოდა იმის დასაჯერებლად რომ მე შენთან არ ვარ და მერე მასთან არ ვატარებ ღამეებს რომ მე ბრბოსგან ჩაქოლილ ქალზე უარს არ ვიტყოდი რომ მყვარებოდა,რომ მე ჩემზე უფროს ქალზეც არ ვიტყოდი უარს თუ მეყვარებოდა ... შენ ამ ყველაფერს კი ვერ მიხვდი და იმიტომ კი არ ვართ ერთად შენ ნინიას დაუჯერე. ნინია რომ არ დაგლაპარაკრბოდა ამ თემაზე შენ და მე დღემდე შორი _შორს ვიქნებოდით ... გამოდის ყველაფერი ყალბია _ყველაფერი ნამდვილია მე რასაც ვგრძნობ _შენ უბრალოდ გიზიდავ და ეს ნათელია... შენ მე ვერ გამიცანი ვერ შევუყვარდებოდი შენ გონებას მხოლოდ ცხოველური ინსტიქტის დონეზე გიზიდავ და ეგ არის სულ . ყოჩაღ,მადლობა ნინიას. ახლა კი ნამდვილად აღარ წავალ მასთან არცერთი მიზეზით და ჭორებიც შეწყდება. მისმა ნამდვილმა სიყვარულმა იზრუნოს მის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე . მოუნდა გოგოს ჭორაობა და სიმართლის თქმა _შენ განზრახ არ მეუბნებოდი სიმართლეს... _უნდა მეთქვა გატყუებენ ძვირფასო საყვარელი არ მყავს ბ.ზი არ ვარ_თქო? თუმცა შენ ხომ შეეგუე ჩემ საყვარელს...გინდოდა დედიკოს რჩევა გაგეთვალისწინებინა ,ბავშვი გაგეჩინა და ასე დაგეტოვებინე შენთან. მნიშვნელობა არ ჰქონდა მეყოლებოდა საყვარელი თუ არა,ასე გესმის ნამდვილი ცოლი ? _ნუ მელაპარაკები ასე... შენ უბრალოდ რომ გეთქვა დაგიჯერებდი მაშინვე. შენ არ უარყოფდი და რა უნდა მეფიქრა _მე თუ არავის არასდროს დავუჯერე შენზე ნათქვამი ამბები ,ერთხელაც თუ არ მიკითხავს შენთვის ისეც ვიცოდი იმ ს.რი გიორგის საყვარელი რომ არ იყავი და თითსაც არ დააკარებინებდი შენ რატომ არ იცოდი რომ მე საყვარელი არ მეყოლებოდა და თუ ასეთი მიჯაჭვული ვიქნებოდი ცოლს არ შევირთავდი _მე ყველა შემთხვევაში მიყვარდი და მიყვარხარ... _მაგრამ ნინიას დაუჯერე ... სიტყვებს ელოდი ,იმის მოსმენას რაც ისედაც ნათელი იყო _რაღაცები უნდა ითქვას ჩემთვის ასეა და ეს არ ნიშნავს რომ ჩემი რომელიმე გრძნობა ან ქმედება ეჭვქვეშ დასაყენებელია _ისევ არ გესმის... კარგი მოდი წარმოიდგინე მე რომ შემხვდა შენი შეყვარებულადწოდებული არარაობა გიორგი და მეუბნება ის კაცი არ მეგონე სხვის ნახმარ ქალს რომ ცოლად მოიყვანდაო . ჩემთან და შაკოსთან ერთდროულად დადიოდა შეხვედრებზე , შენთან ერთადაც ეყოლება ვინმეო . კიდევ მითხრა რაღაცები და ამ ყველაფერს ახლა ისმენ პირველად ჩემგან. მე რომ მოგვარდნოდი და მეთქვა შენ რა გარყვნილი, უსირცხვილო ქალი ყოფილხარ_თქო , გამელანძღე,შეურაცხყოფა მომეყენებინა ... მე მხოლოდ კითხვა მქონდა რატომ მიხვედი იმ ღამეს იმ იდიოტთან ,როგორი სასოწარკვეთილი იყავი იმ ჭიაყელას რომ უწოდე შეყვარებული და როგორ არ გყავდა ვინმე სხვა ვინც დაგიცავდა,ზურგს გაგიმაგრებდა. არ გიცნობდი ისე დაგიჯერე , კითხვის დასმაც არ გაკადრე და გიგას ნალაპარაკებს საერთოდ ვერც გეტყვი სანამ ვცემდი რა იკადრა და რა დაგაბრალა. მოვსულიყავი და მეკითხა მართალია თუ არათქო?მე რომ ეგ დავუშვა შენ მაგ დონის ქალი ხარ ჩათვალე აღარ ხარ ის ვისაც წამით გავაჩერებ ჩემ გვერდით მითუმეტეს ჩემი ცოლის სტატუსით. ვინ ვარ მე ვიღაცა სულელი ბიჭი ვისაც შენი ტანი მოეწონა ან ტუჩები და თვალები და ვსო გადაეკეტა , ჩემი ქალი ხარ_თქო გითხარი და ორ წუთში სხვა ვინმეს გავეკიდები? ასე უბრალოდ გიწოდე ჩემი ცოლი , მოგანიჭე სტატუსი ,რომელიც გულისხმობს მეორე ნახევარს? მერე ისეთი საცოდავი ვარ საყვარელი მყავს კიდევ და იმის იქეთ ისე ნ.შებიც... როგორ არ შევიშალე აქამდეც რომ ვიცოდი ამას ფიქრობდი ეგ მიკვირს. ამდენხანს როგორ ველოდე ,რომ იმ უკუღმართი გარემოცვის გამო ვერ იჯერებდი რომ მეც რიგითი კაცის ნიღბით არაკაცი არ ვიყავი. ნინიამ უთხრა და გაფრთიანდა მერე ... ნინიას რომ არ ეთქვა ისევ იგივე წრეზე ვივლიდით _შენ უნდა გეთქვა უბრალოდ ერთი სიტყვა... ჭორია ,ტყუილია და მორჩა. ასეთი რთული იყო ?ახლა აქამდე ხომ არ მოვიდოდით. მელოდი და ამ ლოდინს არ ჯობდა უბრალოდ გეთქვა? _მაინც გექნებოდა ეჭვი და მაინც დაუჯერებდი ხალხს. შენ სულ გჯერა ხალხის , შენზე ნათქვამ ტყუილებსაც კი იჯერებ, თავს იდანაშაულებ ... ფიქრობ მართლა მე ხომ არ შევცდიო. ხურციძესთან მომხდარში იდანაშაულებდი თავს და ჩემი ნათქვამი ტყუილია გეყოფოდა? ვენახების ნახვამ გიშველა... იფიქრე ნინიამ თქვა არ ვართ საყვარლებიო თურმე ღამით აქ რჩებოდა და მისი საქმე ეს იყოო და ცოტახანს თავს უფლება მიეცი გეცხოვრა მშვიდად ,მაგრამ ერთი მოგონილი სისულელე გჭირდებოდა კიდევ და თავიდან დაიწყებდი. ასე მუშაობს შენი ტვინი და ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ზედმეტად ბევრს ველოდი შენგან და ეს იყო ჩემი შეცდომა სხვა არავის _ასე ნუ ამბობ _შენ არაფერ შუაში ხარ მე ვარ დამნაშავე ... სხვა გზა უნდა მეპოვნა შენ დასახმარებლად და პატარა ბიჭივით არ უნდა მოვქცეულიყავი. ზედმეტად დიდი წარმოდგენა შევიქმენი შენზე და დიდი იმედები შენ გონებაზე რომელსაც ისე შემოახვიე ჯაჭვები და ამყოფებ ამ უვიცი ბრბოს ჩაძახილებით გამოჭედილ ხმებში ... არ იტირო ,მე უკვე ისე ღრმად ვარ ესეც ვერ მათქმევინებს შენზე უარს მხოლოდ საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ვერასდროს რომ ასე ვიჩქარე და ვიფიქრე გამოვიდოდა ჩვენი ამბავი... ქუთაისო,ყოჩაღ შენ მართლა სიმართლის გაცხადების ქალაქი აღმოჩნდი -მე ასე არ მინდოდა , ყველაფერი გავაფუჭე ... გავანადგურე. ნორმალური ურთიერთობა არ შემიძლია, ჩხუბისთვის მიზეზებს ვქმნი. ასეთი ვარ, ყველაფერს ვანაცრისფერებ . შენც ცხოვრება აგირიე ამ რამდენიმე თვეში -გმადლობ სიმართლისთვის -გთხოვ , ნუ მოიქცევი ბავშვივით .ჩვენ ორს შორის პატარა ხომ მე ვარ და ეს გაბრაზებებიც ჩემია , შენ არ უნდა გამიბრაზდე და უნდა დამიჯერო-წამწამები ჯერ კიდევ სველი ჰქონდა, ბუტბუტებდა და ხელებს არ უშვებდა- ქუთაისი მოლაპარაკებების ქალაქი ხომ არის, აქვე დავასრულოთ ეს საუბარი . შენ მითხარი რომ გიყვარვარ, მე თუ მჯერა შენი სიყვარულის შენც დაიჯერე ჩემი...ჩვენ შორის შენი შეყვარება უფრო მარტივია ვიდრე ჩემი ,მე არ უნდა გიჯერებდე ...ახლა არც მჯერა, ასე მგონია სიზმარში ვარ და გამეღვიძება ...გთხოოვ, ყველაფერი წარსულში დავტოვოთ, ერთად დავწეროთ ჩვენი ბედნიერი ბედისწერა - მისი ხელი სახესთან მიიტანა და მაჯაზე აკოცა- გოშხეთელიანო იცოდე -ნინიას მოვთხოვ პასუხს, შენ ვერ -ისევ ჩაიხუტა და აკოცა -ნინია ცოდოა, ისედაც როგორ ინერვიულებს მოსეს დაბრუნების ამბავს რომ გაიგებს...ორივეს თუ უყვარს ხომ შეიძლება ერთად იყვნენ, ბედნიერები -შეიძლება და გარდაუვალიცაა ... ახლა რა დროა იცი? -შუაღამეა ,სახლში დავბრუნდეთ -ყველა გადაფიქრებული კოცნა უნდა გაკოცო -ბევრია? - ქვემოდან უყურებდა და თვალებში ჭინკები უხტოდნენ -უთვალავი -მიყვარხარ მე შენ , გოშხეთელიანო თავზე დაათენდათ ისევ ერთად , კიდევ უფრო ახლოს ერთმანეთთან. მზის ამოსვლისას შევიდნენ ტაძარში და ღვთის წინაშე გახდნენ ცოლ-ქმარნი. ფერი ეცვლება სამყაროს ,როდესაც იპოვნი მეორე ნახევარს და ხდებით ერთ სულ და ერთ ხორც . ............................. უამრავი კაბით ნახა ტვილდიანმა გოშხეთელიანი,მაგრამ მთავარი კაბა არ აჩვენა თაიამ. უყურებდა საკუთარ თავს და ხვდებოდა რომ ის იყო რაც სჭირდებოდა . წინააღმდეგობა არ გაუწევია ილოს ,უკვე ჰქონდა მიღებული ბედნიერების დოზა დოზაზე მეტი ყველა კაბა მოსწონდა თაიას სხეულზე . ტყუპებიც კი მონუსხულები ისხდნენ მამის გვერდით და მხოლოდ ოვაციებს გამოხატავდნენ. ხედავდა ბავშვებთან ერთად ,ხელჩაკიდებული როგორ დაჰყვებოდა მაროსა და მოსეს . აკმაყოფილებდა მაროს სურვილებს და დედაზე მეტად ჰგავდა დედას. _მაროს რაღაც კითხვა აქვს ... ორივეს გვაქვს ,შეიძლება გკითხოთ? ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ვახშმობდნენ ბავშვებმა საუბრის თემა რომ შეცვალეს _რა თქმა უნდა შეიძლება _რომ დაქორწინდებით შეიძლება დედა დაგიძახოთ სახლში რომ ვიქნებით? _გაკვეთილზე არა... _მაინტერესებს როგორია როცა რაღაც გინდა და დედას ეძახი. ბავშვები რომ ტირიან სულ დედას ეძახიან _ქორწილამდე სამი დღეა , უამრავი სურვილი გექნება იქამდე ... ამ წამიდან შეგიძლიათ დაიწყოთ _ბავშვები ჩაიხუტა,ორივეს ეფრებოდა და თვალებამღვრეული უყურებდა სიტყვებდაკარგულ ტვილდიანს ,რომელიც წამოდგა და რესტორნის დარბაზიც დატოვა მალე. _ტირანიაო ჩემზე წლებია დადის ამბავი...ამ ასაკამდე ბევრი ადამიანი გამოვძერწე,ბევრ ქცევაზე ვთქვი უარი . მთელ წარსულზე,ოჯახის გზაზე. სანანებელი მაინც არაფერი მაქვს,არაკაცი არასდროს ვყოფილვარ და მცდარი ურთიერთობაც ამ ორის დაბადებით დასრულდა. ზუსტად რომ არ მცოდნოდა ის ქალი ბავშვებს იმაზე მეტ ტრავმას დაუტოვებდა ვიდრე უდედოდ აქვთ საკუთარ თავსაც გადავაბიჯებდი ,ისეთ პირობებს შევთავაზებდი თავისთან დაიტოვებდა ,მაგრამ იმდენი მინახავს მსგავსი დედის ცხოვრებაარეული შვილი ამ ორს ვერ გავიმეტებდი. სამყაროში არაფერი მიყვარს მათზე მეტად, არც და_ძმა ,არც შენ ,საკუთარი თავი მითუმეტეს ... მაპატიე ყველა ტვირთისთვის რომელიც ჩემთან ყოფნის დროს დაგაწვება მხრებზე, ყველაფერს აგარიდებ მხოლოდ მათ ვერ . წარმოუდგენლად უყვარხარ ორივეს ,ვიცი რომ შენც ... ისიც ვიცი რომ ტვირთად არ მიგაჩნია და ახლა ბრაზობ ეს რომ გითხარი,მაგრამ ვიცი რამდენად რთულია სხვისი შვილის მშობლის ადგილი დაიკავო... _გეყოფა ,მე არ ვარ ის ვინც უნდა დაიცვა ... მე ვარ ის ვისაც შეუძლია შენ საყრდენად იქცეს ნებისმიერ საჭირო დროს. მე ვარ შენი ნახევარი და მე შემიძლია შევქმნა ქალი ყველა შენში არსებული ილო ტვილდიანისთვის. შენ გიყვარდე, მიყურე ასე, ამ მზერით და მე უსასრულოდ ვიქნები შენ გვერდით _ ხელი ჩაკიდა, თვალებში უყურებდა და ბოლოს უღიმოდა _ მე რომ შეგიყვარე იმ წამიდან მზად ვარ ვიყო შენი ცხოვრების ნაწილი , შენი ცხოვრება იტევს ბევრ ადამიანს...შენ ხარ ჩემი ადამიანი მიყვარხარ ისეთი როგორსაც მე გხედავ ,შენი თავდაჯერებული თავიც რომ ვერ აღგიქვამს ისეთი . ვგიჟდები ყველა ილოზე,კარტოფილი რომ დაწვა და ორ დღეში რომ შეუძლია პარიზში წამომიყვანოს კაბის ასარჩევად _ყურადღება გამიფანტე და დამწვარი არ იყო , ზედმეტად დაბრაწული იყო _მიყვარხარ , საუკეთესო ხარ _მე არ _შენ ხარ ჩემი ბედისწერა _ არ უფიქრია არავისზე და არაფერზე, მისი დაბინდული თვალებიდან ნისლის გაფანტვის გარდა. თვალებმა ციმციმი რომ დაიწყეს ფართოდ გაუღიმა და ტუჩები მის ტუჩებს შეახო _ცუდი კალიგრაფია მაქვს _ღიმილმოფენილმა უთხრა და რამდენჯერმე ნაზად აკოცა _მთავარი ამბავია ,ჩემი და შენი _დედაა , ხუთი წუთი გავიდაა _ ჯერ მოსეს ხმა გაიგეს შემდეგ კი მარომ მიირბინა _დედაა ულამაზესი თოჯინა დავინახე ,მინდააა _მაროო წავდეთ,მე გიყიდი და ერთსაც ჩემთვის ვიყიდი... გიამბე ჩემ კოლექციაზე? ხელი ჩაკიდა და წაიყვანა _თოჯინებს აგროვებდი? _რატომ წარსულში?ახლაც ვაგროვებ,მაგრამ ყველაზე ,ყველაზე ღირებული შენ ხარ მათ შორის _ ჩუმად უთხრა და მაროს კიდევ უფრო მეტად გაუბრწყინდა თვალები. თაიას ნაყიდი თოჯინა ჰყავდა გულში ჩაკრული და ღამეც მასთან ჩახუტებულმა დაიძინა. …………………. _ხვალ ქორწილი მაქვს... კაცები თუ ემშვიდობებიან თავისუფლებას სასმელის თანხლებით ძმაკაცების გარემოცვაში მე რატომ არ შემიძლია? _სად მივდივართ? _ ქეთო მაშინვე წამოდგა _რა ჩავიცვა? _აგარაკზე ავიდეთ ... ჩემ გოგოებს დავურეკე უკვე _იმედია არ გადაიფიქრებ და არ გადაგვამტერებ ტვილდიანს_მაიკომ უთხრა და ფრთხილად წამოდგა _შენ არ გადაიფიქრე ლაშას ცოლობა და მე რა მაქვს გადასაფიქრებელი მაიკოო?_მუცელზე მოეფერა და მერე ჩაეხუტა _ლაშა საუკეთესოა ჩემ არჩევანს შორის და საერთოდაც შენი ძმა ყველაზე კარგია მე რომ მკითხოთ ჩემი ქმარია საუკეთესო ქეთომ თქვა და მარიტას გახედა _ შენ რას იტყვი? _ჩემი საერთოდ შეუფასებელია და ვნახოთ სიძე როგორი იქნება _რამხელა თამასაა რა იყოთ? _ყველაზე მაგარი გოგონები მე მყავს ... დაიცა მეც ხომ მოვდივარ? _რა თქმა უნდა მოდიხარ ... ჭიქა ამაცალე ხოლმე თუ ზედმეტი მომივა _იქეთ დამითვალეთ დაცლილი ჭიქებიი რაა ,ერთადერთი ქალიშვილი უნდა გავაფრინო ბუდიდან მარიტამ გასაღები რომ სთხოვა ქვემოდან ახედა _სად მიდიხარ ძვირფასო მეუღლევ? _აგარაკზე,თაიას ქორწილის წინ მეგობრების შეკრება უნდა _თაიას ქორწილის წინ გამოთრობა სდომებია... შენც უნდა დალიო? _ხო,დაგირეკავ და სიყვარულს აგიხსნი... ახლოს გქონდეს მობილური _ მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა _ ყველა ჯერზე მიპასუხე იცოდე თორემ გაგებუტები _გეგმა მომწონს,მაგრამ ის სახლი ... კარგად იქნები? _ის სახლი რომ არა შენ ვერ მიპოვნიდი ... მადლიერების ნიშნად რამე უნდა გავაკეთო . ბაღში ხეები დავრგოთ გაზაფხულზე დავრგოთ ... კიდევ თუ მაკოცებ ცოტახანს ვერ გაგიშვებ თავისკენ მიიზიდა და თითები კაბის ქვეშ შეუცურა _ძალიან გეჩქარება? _ყველანი რომ წავლენ ამოდი და მერე გავაგრძელოთ ... ახლა უნდა წავიდე და მული გავამხნევო _ჩვენ როდის დავქორწინდეთ? _ზამთარში _გაიყინები _ზუსტად, შემცივდება და შენ გამათბობ _მთელი სახე დაუკოცნა და მერე მოშორდა _ წავედი თაია საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა ის საღამო ნერვიულობის გადასატანად რომ სჭირდებოდა . მეგობრების გარემოცვაში საათები მხიარულად გავიდა,მაგრამ ბოლოს მაინც დედის გვერდით აღმოჩნდა. ქეთოს სამივე ჰყავდა ჩახუტებული ,თაიას მის ფეხებზე ედო თავი ის კი თმაზე ეფერებოდა და ისე ამშვიდებდა როგორც ბავშვობაში,მაგრამ ამჯერად დარიგება იყო სულ სხვა ,იქამდე რომ არასდროს უთქვამს ისეთი _მე და ლევანმა ბევრჯერ ვიჩხუბეთ,ბევრი გამოვიარეთ,ზოგჯერ ისე მიშლიდა ნერვებს მინდოდა გავქცეულიყავი ისეთ ადგილას რომ ვერ ვეპოვნე და წამსვე წარმოვიდგენდი როგორ მოვიდოდა და ჩავეხუტებოდი,ბევრს ვაკოცებდი ,შევურიგდებოდი და მერე აღარასდროს გავუბრაზდებოდი. თქვენს ასაკში ქარიშხალივით ვიყავი და ისიც არ აკლებდა . ოჯახი რომ ხდები პატარა სახლს დგამ დიდ შენობაში და ყველა შემთხვევაში იწყებ შეჩვევას ახალთან . ბევრი თავისტკივილი გხვდება,მაგრამ მთავარია ის იყოს შენ გვერდით და შენც მის გვერდით ,ხელს არ უშვებდე თუნდაც არ გესმოდეს იმ წამს მისი . შენ თავიდან იბადები,მასთან ერთად ჩვილი ბავშვივით ეცნობი ყველაფერს. ურთულესია იყო ისევ შენ და თან იყო მისი ნაწილი,გესმოდეს მისი შენ და შენი მას . მოთმინება უნდა გამოიჩინო,ცხოვრება როდის რა გამოცდას მოგიწყობს არავინ იცის დე ... ყველაფერს გადაიტან და გაუძლებ თუ ისიც შენ გვერდით იქნება ,პატივისცემით მოგეპყრობა,შენ აზრს მოისმენს და გათვალისწინებას ეცდება , შენ თუ თანასწორად მიგიჩნევს და ეცდება განვითარებაში დაგეხმაროს. თუ მიხვდები რომ არ აღელვებ , კაცი ერთხელ რომ დაგამცირებს და დაგამდაბლებს, ერთხელ რომ მოგაყრნებს შეურაცხყოფას მას შეუძლია ნებისმიერ დროს გაიმეოროს იგივე და რამდენჯერაც მოუთმენ იმდენჯერ იფიქრებს რომ შეუძლია ნორმად აქციოს. საკუთარი თავის რწმენა რომ აქვს კაცს, ძალა და სიამაყე ის არასდროს მოიქცევა არაკაცივით. არც ის იფიქრო ვიღაცასთან არასწორად იქცევა ,მაგრამ ჩემთან არასდროს შეეშლებაო. კაცებად იბადებიან ... _პაუზებით საუბრობდა, თაიას თმებში დაატარებდა თითებს და გვერდიდან მიხუტებულ მარტასა და მაიასაც გადასწვდებოდა პერიოდულად _ლაშაზე ორსულად რომ ვიყავი ლევანს ისე ვეჩხუბე თვეები არ ველაპარაკებოდი. უნდა წავიდეო პირველად მაშინ მითხრა, ვერასდროს ეჩვეოდა უმოქმედობას და მე კიდევ ვეუბნებოდი მირჩევნია მშიერი ვიყო ,მაგრამ ჩემ გვერდით გეძინოს_თქო. ვერ ვხვდებოდი ჩვენგამო რომ ცდილობდა,მისი ჯიუტად არ მესმოდა. არ გიყვარვართ,არ მოგენატრებით და ფულს იმიზეზებ_თქო ვეუბნებოდი. საშინელებები ველაპარაკე ,ისე ვაწყენინე ახლაც მიკვირს როგორ მაპატია. ერთმანეთზე გაბრაზებულები ვიყავით,სიტყვას არ ვეუბნებოდით ,მაგრამ ერთმანეთზე ზრუნვა არ შეგვიწყვეტია. ერთი ღამე მაინც რომ დავეტოვებინე დივანზე საბნის გარეშე დაწოლილი გავშორდებოდი,სახლში დაქანცული რომ ბრუნდებოდა სადილს ვახვედრებდი და მერე მთელი ძალით ვეხუტებოდი. ისე მეცინება ახლა, მუნჯივით ვიყავი და ვეხუტებოდი. მაინცადამაინც მაშინ მოუვიდა ჩხუბი ,დედაჩემი ადანაშაულებდა და ისე დავიცავი ნებისმიერს გადავუვლიდი მის გამო. მერე დამცინოდა რისი უნდა მეშინოდეს შენნაირი ავი ცოლი რომ მყავსო _ბავშვები დედას მეძახიან, ვერასდროს დავშორდები დედა... მოვკვდები ისეთი რამ რომ მოხდეს რაც მისგან წამოსვლას მაიძულებს. იმდენ რამეზე მეფიქრება,თან ზუსტი პასუხები მაქვს,თან არ ვიცი. იმდენი რამ შეიძლება მოხდეს რაშიც დამნაშავე არც მე ვიქნები და არც ის _თქვენ არ იცით... მამათქვენმა თვეობით წასვლა რომ დაიწყო როგორ ლაპარაკობდნენ მასზე. ყველას ხომ ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია ღალატი თანაც საზღვრებდ გარეთ. ნაღალატები ქალები კი იცოდეთ ყველაზე მეტს ხუმრობენ ამ ამბავზე,ყველაზე მეტს ჭორაობენ სხვებზე და ასე იმშვიდებენ თავს,რომ მხოლოდ თვითონ არ არიან ასეთი უთავმოყვარეოები და სხვებიც მათ მდგომარეობას იზიარებენ. ყელში მქონდა ამოსული,ერთხელ დავიჯერე კიდეც , სრულიად უსაფუძვლოდ მეგონა,რომ იქ ვიღაც ჰყავდა ,მეორე ცოლი ,სხვა სიყვარული და ოჯახი. თავი გამოვიგლოვე,ზარებზე არ ვპასუხობდი,წერილებს არც ვკითხულობდი. თითქოს განგებ დაემთხვა,ჩამოვიდა და რამდენიმე დღის შემდეგ ქალი მოვიდა. ლევანზე უგონოდ შეყვარებული თხა,მარწმუნებდა ერთად ვართო,შენ დაგვაშორე ბავშვების გამო ვერ გტოვებს და თუ არ გრცხვენიაო _სერიოზულად? _მითხარი რომ არ დაუჯრე_მაიკოც კი დაიძაბა _საერთოდ არ მიფიქრია ისე შევუტიე და ქალად გაჩენა ვაწყევლინე. ლევანმა რომ გაიგო ახსნა დაიწყო, არც კი მოვუსმინე,ზუსტად ვიცოდი რომ ვუყურებდი ვიცოდი არასდროს აკადრებდა ჩვენ სიყვარულს და საკითარ თავს ... შეიძლება სიყვარული განელდეს,ცეცხლი ჩაქრეს ,ვიღაც სხვა გამოჩნდეს ვინც თავიდან გააცოცხლებს ,მაგრამ უნდა ეყოს კაცს ძალა აღიაროს. გაგიშვას და შემდეგ მიიღოს სხვა . ჭორები გაბოროტებული ხალხის გასართობია,საკუთარი ცხოვრებისგან გაგიჟებულები ფსიქიატრიულში რომ არ მოხვდნენ სხვებზე იწყებენ საუბარს და თუ დააკვირდებით ჭორიკნებს სახეზე მიხვდებით როგორი სიხარულით ყვებიან უსაშინლეს ამბავს _მარიტა ჩუმად უსმენდა ,რამდენიმე ჭიქის შემდეგ ნახევრად მთვრალი ემოციებით სავსე ზუსტად იმ ოთახში იყო საიდანაც ყველაფერი დაიწყო და ენით აუხსნელ სიმშვიდეს გრძნობდა. უმღერ იავნანასავით ტკბილად ჩაესმოდა ქეთევანის სიტყვები, მის მხარზე თავი ისე ედო როგორც ფაფუკ ღრუბელზე და მისი ყველა კოცნა სითბოდ ეღვრებოდა სულში. ეცინებოდა მაიკოს მოუსვენრობაზე,ამ საუბრის განმავლობაში სხვადასხვა რამ მიირთვა , მერე კი ლაშას დაურეკა ატირებულმა _მოდიიი ,სადახარ ამდენხანს... რომ მომენატრებოდი არ იცოდი? აღარ მოხვიდე გაგებუტე ,აღარ დაგელაპარაკები ხვალამდე _შენ არ დაურეკავ ილოს? _ნწ , მინდა დავაცადო ერთი დღე უჩემოდ... _ჩემმა უკვე იცის რომ მომენატრა და გზაშია _ მარიტამ უთხრა და როგორც კი გაიგონა მანქანის ხმა მაშინვე გაიქცა _ მოვიდა . აივანზე გასულს სამივე გოშხეთელიანი ეზოში დაუხვდა ტვილდიანთან ერთად . ოთხივეს თაიგულები ეჭირათ და არცერთი ჩანდა ბოლომდე ფხიზელი. _ხვალ მგონი ყველანი დავაგვიანებთ ქორწილში ... ……………….. ქორწილია პირველი დიდი გამოწვევა წყვილის ერთობლივი ცხოვრების გზაზე. ათასფერი სტუმრებით გარემოცული თუ შეძლებ და შეინარჩუნებ ბედნიერების მზარდ ტალღას,გაუმკლავდები ყველა ჭორს , შეფასებას, უსიამოვნო შეხვედრას და ყალბ მილოცვას . იქნები ყველასთან და დარჩები მარტო მასთან, მისთვის. შენი ღიმილი იქნება ბუნებრივი, კისკისის ხმას შემოინახავს კადრები. ფოტო და ვიდეო მასალა შემორჩება სამყაროს ათვლის წერტილის უკვდავ მოგონებად. -არ გითქვამს ღია სივრცეზე არაფერი - რესტორნის ეზოში იყო განთავსებული მაგიდები , ირგვლივ ყველაფერი ფერადი იყო და სიცოცხლეს ასხივებდა -არც ყვავილები გიხსენებია -ბერდო დამეხმარა , შენი საოცნებო ქორწილი აღწერა -როდის მქონდა მსგავსი ოცნება -მას ახსოვდა , ძმებმა ვიცით რა აბედნიერებთ ჩვენს პატარა ქალბატონებს -და ქმრებმა რა იცით? -ქმრებმა ყველაფერი თქვენი ბედნიერებისთვის - მოშიშვლებულ ზურგზე თითებს ისე ამოძრავებდა თითქოს ფორტეპიანოს კლავიშებზე უკრავდა - და ეს კაბა ... ის მე ნამდვილად არ უნდა მენახა -ასეთი ხმაური გამოიწვია? -სამი დღე მებევრებოდა , მოთმინება არ მეყოფოდა და დავქორწინდებოდით სადღაც საფრანგეთში -ისევ დაუკრავ ? -აქედან რომ წავალთ დავუკრავ მხოლოდ შენთვის - კაბის წვრილი ბრეტელი მხარს თითქმის არ ეხებოდა - ახდენილ ოცნებას რატომ მაგონებ, ნეტავ- ყელზე შეახო თითები და ნაზად აკოცა ყბის ქვეშ -ოცნება არ , ბედის’წერა ვარ შენ კი ჩემი ბედის’მწერალი ........... .............. ნინია ტაბიძეს ბედისწერა დიდხანს ეთამაშებოდა, ზედმეტად ბევრი გამოცდა მოუწყო და ბოლოს უხილავი კალამი მოხვდა მოსე გულბანის ხელში. მისგან სამუდამოდ გაქცევას გეგმავდა იქამდე სანამ შეხვდებოდა და საბოლოოდ შეიჭრებოდა მის ცხოვრებაში. -ერთად გამოგვივა , ყველაფერი ხომ იცი- წინ გადაეღობა და ხელის ჩაკიდება სცადა -მე დიდი ხანის წინ გითხარი დაიჯერე ჩვენი, გამოგვივა-თქო, შენ ვერ დაგაჯერე გულბანო -ახლა ჩვენი მჯერა, მხოლოდ -დაგაგვიანდა ! -სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან გიპოვნი ხომ იცი -სხვა იპოვნე -არ გამოვა, იმენნა შენ ხარ ჩემი ბედისწერა -ნუთუ -ვჭედავ შენ ირონიაზე, ხომ იცი -მე ბევრი რამ ვიცი, შენ რა გაქვს გონებაში -მხოლოდ შენ მყავხარ ტვინშიც, გულშიც . შენი მონატრება აღარასდროს მინდა გამოვცადო, ყველა სასჯელზე მეტად გაჭირდა -დავფიქრდები , შეძლებ ლოდინს? -ჩემი წამების სროკი რამდენია? - ჩაიცინა , ზუსტად იცოდა ნინია ბევრს აწვალებდა, მაგრამ მის გარდა გზა არ ჰქონდა გულბანს -ამ წყეულ ბარბარიზმებს რომ მოიშორებ, შემდეგ ვისაუბროთ თორემ ჩემი ბედის’წერა ამ სიტყვებით ვერ გამოვა -მეკაიფები ,ტო? -როგორ გეკადრება, სიგარეტი და შენ მყავხართ მავნე ჩვევებში სხვა არაფერი -გამაფრენინებ -სადაც გინდა იქ გაფრინდი -წამოხვალ?- ქალმა გზა რომ განაგრძო ამჯერად მის ნაბიჯს აჰყვა -სად -ჩემთან ერთად , სამუდამოდ -ღმერთი ხარ? -მე შენ გაღმერთებ -დამაჯერე და მერე ვნახოთ -თავიდან ვიწყებთ? -შენ დაიწყე და მე გამოგყვები ბედის’მწერლად ................... -აქაურობას შენი კვალი ეტყობა , ჩემო -საიდუმლოა , ჩემი აქ მხოლოდ ღვინოა საქებარი - ჩურჩულით უთხრა თითქოს მართლად საიდუმლოს უმხელდა და თვალებაბრჭყვიალებულმა მოავლო მზერა -საამაყო კიდევ ჩემი არჩევანი , ვის აღმოუჩენია მსგავსი საგანძური ერთი შეხედვით -ჩემ მეუღლეს თავის საქებარი ღვინო უჩვეულოდ ბევრი ხომ არ დაულევია? დის ქორწინებას ვერ შეეჩვია ,ნეტავ? -ვიცეკვოთ და ახლოს რომ იქნები ,ჩემ მკლავებში მოქცეული იქნებ გამინათდდეს გონება -მეგონა დამბიდველად ვმოქმედებდი შენ გონებაზე - ხელი ჩაკიდა და შემდეგ მელოდიას აჰყვა მასთან ერთად -დაბინდული გონებით ერთი გოგო მახსოვს, ეჭვიანი - გეკოცნა ერთი , გამიფანტავდა ყველა ეჭვს -სად დამეკარგა ის ბავშვი ცოლად რომ შევირთე? აქ ვიღაც მაცდური ქალია , სულს მიხუთავს -სულს გიხუთავს ? მეგონა თავად იყო შენი სულისა და გულის ნაწილი -პასუხები არ მაქვს, რაღაც ზედმეტად მათრობელა გამოდექ ,პატარავ -თავად დაიწყე ჩვენი ბედის’წერა -შესანიშნავი გამოდის , მეთანხმები? -დაგთანხმდი უკვე უთვალავჯერ - თვალებში სხივი ჰქონდა, ის ნათება პირველ დღეს რომ დაინახა მქრქალ წერტილად და ახლა სულს უნათებდა. ................. გადაწერე ბედისწერა იმდენჯერ რამდენჯერაც საჭირო იქნება, მანამ სანამ სარკეში დანახული შენი ანარეკლი არ გაბრწყინდება. 11.09.2024 წ. |