შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (12)


12-09-2024, 20:22
ავტორი lillianna
ნანახია 1 141

მეორე დილით სამსახურში წასვლამდე აპირებდა ლექსო ანიტასთან გავლას თუმცა თვალი რომ გაახილა უკვე 9ხდებოდა, სწრაფად გადაიცვა მაისური ტანზე და შარვლის ღილები სიარულში შეიკრა , სამზარეულოში ლიას უკვე გამზადებული ჰქონდა დილის საუზმე ,თუმცა ლექსომ მხოლოდ ლოყაზე აკოცა და კარისკენ გაქცეულმა გამოსძახა სამსახურში შევჭამ რამესო, ქურთუკს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა , ლიფტს არ დალოდებია ისე სწრაფად ჩაირბინა ხუთი სართულის კიბეები, გასაღებს ხელში ათამაშებდა როდესაც შორიდან შეამჩნია პარკინგზე მის ავტომობილს სხვა ავტომობილი რომ კეტავდა
-ჯანდაბა ესღა მაკლდა .. ტელეფონზე სწრაფად აკრიფა შეტყობინება “დილამშვიდობისა ლამაზო”
უცნობ მანქანას მიუახლოვდა და საქარე მინაზე დააკაკუნა , რადგან მინა დალუქული იყო ვერ არჩევდა ვინ იყო მეპატრონე.
-ჰეი ძმაო , გაწიე მანქანა უნდა გავიდე
საქარე მინა ნელა ჩამოიწია და ავტომობილიდან ნაცნობმა გოგონამ გამოჰყო თავი
-არ ვიცოდი თუ შენ გკეტავდი .. უთხრა ლილიამ და კიდევ ერთხელ შეაფეთა ზღვისფერი თვალები , ამ ერთ წელს კიდევ უფრო მეტად დაუმშვენებიაო გაიფიქრა ლექსომ
-გასწიე მანქანა მაგვიანდება! მობილური ჯიბეში დააბრუნა და საკუთარი მანქანისკენ დაიძრა
-ლექსო მოიცადე … ზურგს უკან კიდევ ისმოდა ნაცნობი ხმა
ლილია მიუახლოვდა
-სანამ წახვალ მინდა რაღაც გითხრა ..
-გისმენ
-ჩემთვის მთავარია შენ იყო ბედნიერი.. ყველაფერს ელოდა ლექსო ამ წამს გარდა ამ სიტყვებისა , არაფერი უპასუხია , ლილია ისევ მიწ წინ იდგა, ქარი ოდნავ უშლიდა ქვიშისფერ თმას და პერიოდულად სახეზე ეფინებოდა , ხელით ცდილობდა გადაეწია რამდენიმე სახესთან ჩამოყრილი კულულა .
-შენ თუ ბედნიერი ხარ ჩემთვის ესეც საკმარისია .. თქვა გოგონამ და ლექსომ დაინახა როგორ აემღვრა თვალები .
-შეხვედრამდე ლილია.. სწრაფად ჩაჯდა ავტომობილში და დაელოდა ლილიას როდის დაძრავდა მის წინ მდგომ ავტომობილს, ხელები ნერვიულად დაკრა საჭეს რამდენჯერმე -ამის დედაც!
-მიყვარხარ ლექსო.. დაიჩურჩულა გოგონამ სანამ ავტომობილში ჩაჯდებოდა თუმცა ბიჭს ეს უკვე აღარ გაუგია .
…..
ანიტამ მთელი დღე უნივერსიტეტში გაატარა , დილით მოწერილი დილამშვიდობისას გარდა არაფერი მიუღია ლექსოსგან , მხოლოდ ის იცოდა რომ სამსახურში იყო , და არც თვითონ შეხმიანებია მოუხედავად სურვილისა, გადაწყვიტა პრეზენტაციის გაკეთება დაესრულებინა
-მგონი კარგად წარვადგენთ..მის წინ ყავით სავსე ფინჯანი დადგა გეგამ
-მეც ამის იმედი მაქვს , მადლობა გეგა … მთელი დღის მშიერმა გადაწყვიტა ცხელი ყავა მაინც დაელია
-დღესვე დავასრულოთ თუ ხვალ გავაგრძელოთ ?ჩაეკითხა ბიჭი
-დღესვე მირჩევნია , თუ შენ არ გეჩქარება , თუ გინდა წადი მე დავასრულებ და გაგიზიარებ .. უთხრა ანიტამ გეგას, თუმცა ბიჭის სურვილი წასვლა სულაც არ იყო, პირიქით ერჩივდა რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა ანიტასთან ერთად , შორიდან აკვირდებოდა მის სინაზეს და სილამაზეს , ბედმა გაუღიმა როდესაც ლექტორმა მასთან ერთად დააწყვილა ჯგუფში.
-არა მინდა შენთან დავრჩე .. სიტყვა შენთან მანდამაინც არ ესიამოვნა გოგონას და ყავის ჭიქა უხერხულად დააბრუნა თეფშზე , საშინლად აღარ მოუნდა პრეზენტაციის დასრულება .
-მაპატიე ლექსოს უნდა დავურეკო ახლავე მოვალ .. უთხრა გოგონამ , თუმცა სინამდვილეში სულაც არ აპირებდა დარეკვას , მხოლოდ იმის მინიშნება უნდოდა მსგავს წითელ ხაზს აღარ გადასცდენოდა
როცა დაბრუნდა გეგა პრეზენტაციას აწყობდა
ანიტამაც კონსპექტი გაშალა
-შენ და ლექსო ერთად ხართ? ლეპტოპიდან თავი ამოჰყო გეგამ
-კი… მოკლედ უპასუხა ანიტამ
-არ შეგეფერება .. ამას უკვე აღარ მოელოდა გოგონა , საშინლად გაბრაზდა , რა უფლება ჰქონდა გეგას ლექსოზე საუბრის
-მგონი ჯობია სახლში დავასრულო.. ფურცლები აკრიფა და ჩანთაში ჩაალაგა
- ცუდად არ გამიგო გთხოვ , მაჯაში ხელი წაავლო გეგამ , -უბრალოდ ლექსოს არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს გოგონებში , უმეტესად იყენებს არ მინდა შენც… საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა ანიტამ
-თუ კიდევ რამეს იტყვი ლექსოზე… ხელი უხეშად გააშვებინა და ჩანთა სწრაფად გადაიკიდა მხრებზე
-კარგი რა ანიტა , რამ გაგაბრაზა გთხოვ… უკან დაედევნა გეგა
ანიტა შენობიდან გამოვიდა და სწრაფას ჩაირბინა უნივერსიტეტის კიბეები
- დამელოდე გთხოვ ..წამოეწია გეგა
-გეგა თავი დამანებე!
ბიჭმა ისევ სცადა მისი
შეჩერება და ხელი მაჯაში მოჰკიდა
-მაპატიე გთხოვ .. მე
წაგიყვან
ანიტამ იგრძნო როგორ მოშორდა გეგას ხელი მის მაჯას და რამდენიმე წამში რაცნობი მამაკაცის სახესაც შეხედა
- ვერ გაიგე რას გეუბნებიან? უხეშად დააგდებინა გეგას ხელი ძირს
ანიტა დაიბნა თუმცა მალევე მიირბინა ლექსოსთან
-ცუდი არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ თავაზიანობა გამოიჩინა გეგამ. შეეცადა სიტუაცია განემუხტა
-იცოდე თუ კიდევ დავინახავ რომ ეხები! ლექსომ ისევ გეგასკენ გაიწია , თუმცა ანიტას სხეულმა შეაჩერა
-შეხვედრამდე ანიტა …
სწრაფად გაეცალა გეგა სიტუაციას, ანიტა ლექსოს სხეულს მოშორდა
-ჯანდაბა უნდა მეცემა ეს ახვარი
-ყველაფერს ცემით აგვარებ?
-ასეთ არაკაცებთან კი.. ანიტას ხელი დაავლო და ორ წუთში მანქანაში ჩასვა
-რითი განსხვავდები მისგან ? მოუტრიალდა გოგონა
-ამას მართლა მეკითხები? კარი გაბრაზებულმა მიუჯახუნა , გოგონას არაფერი უთქვამს
-მას არ აქვს უფლება შეგეხოს ჩემგან განსხვავებით.. ორივე ხელი საჭეს ჩაავლო ლექსომ და მანქანა ადგილიდან მალევე მოწყდა .
-სად მივდივართ? ათწუთიანი დუმილი ისევ ანიტამ დაარღვია
-სადღაც ..
- სად სადღაც ლექსო უკვე გვიანია სახლში რომ არ მივიდე…
- არ მიდიხარ . შეაწყვეტინა ბიჭმა
- რა?
- რა და ის რომ არ მიდიხარ სახლში , შენი სახლიდან მოვდივარ მერისგან ნებართვა მაქვს
-დაუჯერებელია . ორივე ხელით დოინჯი შემოირტყა ანიტამ - რა მოატუე?
-მე არ ვიტყუები.. ლექსომ ანიტასკენ გამოიხედა
-აბა როგორ დაგრთო ნება ?
-ასე უბრალოდ . ცალი ხელით კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა და ასანთი მოუკიდა
-მართლა დაუჯერებელია .. ამჯერად ცალი ფეხიც სკამის ქვეშ შემოიდო
ავტომობილი თბილისს გასცდა და ანიტამ ახლაღა შეიცნო გზა მცხეთის სახლამდე .
მანქანა რომ გაჩერდა პირველი ლექსო გადმოვიდა , საბარგულს თავი ახადა და პროდუქტებით სავსე პარკები ამოიღო, ანიტამაც მიხურა ავტომობილის კარები
სახლის შესასვლელთან იდგნენ როდესაც გოგონამ ვეღარ მოითმინა
-ლილიაც ხშირად მოგყავდა აქ ?
ლექსოს გასაღები რომლითაც კარი გააღო კინაღამ ხელიდან გაუვარდა სიბრაზისგან
- ეს რა კითხვაა ანიტა ? პარკები ბარის მაგიდაზე შემოალაგა
-ჩვეულებრივი კითხვაა .. მხრები აიჩეჩა გოგონამ
-თუ ძალიან გაინტერესებს ეს სახლი ახლახანს შევიძინე და მორჩი ეჭვიანობას . ჩანთა რომელიც ანიტას ხელში ეჭირა გამოსტაცა და დივანზე დააგდო, გოგონას სხეული ახლოს მიიზიდა და რამდენიმე ნაბიჯში კედელთან მიიმწყვდია
-დღეს ჩემთვის არ გიკოცნია .. გოგონას თმა ყურთან გადაუწია და შიშველ ყელზე ფრთხილად აკოცა, ცალი ხელი კედელს მიაბჯინა მეორე ხელი ანიტას წელთან შეაჩერა და მუცელზე მოეფერა ,ყელიდან ტუჩებზე გადმოინაცვლა, ანიტა თვალდახუჭული ელოდა ამ კოცნას , ლექსოს გაეცინა, ქვედა ტუჩი ცერა თითით ქვემოთ ჩამოუწია და ერთი ღრმად ამოისუნთქა , მეტის მოთმენა აღარ შეეძლო სწრაფად მოძებნა მისმა ტუჩებმა ანიტას ტუჩები და ვნებიანად დაეწაფა..
ანიტას მოსწონდა იმის შეგრძნება რომ მიუხედავად ლილიას გამოჩენისა ლექსოს მაინც ძველებურად უნდოდა, ისევ ყურადღებიანი და ვნებით სავსე იყო.
პიჯაკის ცალი ღილი შეუხსნა , რამაც ლექსო აიძულა კოცნა შეეწყვიტა
-რას აკეთებ? დაიჩურჩულა გოგონას ყურთან
-შენი აზრით? ანიტამ ამასობაში პერანგის მეორე ღილიც შეხსნა
-ცუდი გოგო ხარ , ხელი ანიტას ხელზე მოკიდა და კედელთან ააწევინა
ხვდებოდა ანიტა როგორ იხევდა ლექსო უკანასკნელ მომენტში
-არ შემიძლია … თქვა მამაკაცმა და გოგონას ტუჩებს მოწყდა
-მაშინ რატომ მიახლოვდები? ანიტა უფრო და უფრო ბრაზდებოდა
-თავის გაკონტროლება არ შემიძლია ..
-თუ ასეა არ გაააკონტროლო .. უთხრა გოგონამ და ისევ ბიჭის სხეულის წინ აღმოჩნდა
-თუ ლილიასთან შეგეძლო ჩემთან რატომ არ შეგიძლია ? ლექსოსთვის მტკივნეული აღმოჩნდა ამ ყველაფრის მოსმენა
-მთელი საღამო ლილიაზე საუბარს აპირებ?
-შენ კიდევ საუბარს გაურბიხარ, მამაკაცს მაჯაში ხელი ჩაავლო და მისკენ შეაბრუნა -მითხარი რატომ არ შეგიძლია
-იმიტომ რომ არ მინდა გული გატკინო ამის დედაც! ბოლო სიტყვები ყვირილით წარმოსთქვა
-ხოდა მაშინ ნუ მომიახლოვდები . ლექსოსგან გაქცეულმა ოთახის კარები ხმაურიანად მოიჯახუნა
საძინებელში შესულმა ვერ მოისვენა ჯერ წინ და უკან დადიოდა , შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და სარკეში თავის თავს დააკვირდა, რატომ ახსენებდა ლილიას სახელს ასე ხშირად ? რატომ ახსენებდა ლექსოს მის თავს , ნენეს სიტყვები გაახსენდა უნდა იბრძოლოო მაგრამ ხვდებოდა რომ არ შეეძლო სხვა ქალის არსებობა აეტანაა და მასთან ებრძოლა .
კარზე ფრთხილმა კაკუნმა ანიტას ფიქრები გაფანტა, კარო გაიღო და გოგონამ მის წინ აფრიალებული ცხვირსახოცი დაინახა
-დავზავდეთ? ლექსომ თავი შემოჰყო, ანიტას გაეღიმა
გოგონას დანახვაზე ლექსომ გაიაზრა რომ მზად იყო მის მოსასმენად , მასთან ახლოს მივიდა და საწოლთან ჩამოუჯდა
-ჩემთვის იმაზე მნიშვნელოვანი ხარ ვიდრე შენ გგონია, ცალი ხელი ლოყაზე დაუსვა -არ მინდა ერთ დღესაც გაიღვიძო და ინანო, შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი მინდა .. მხარზე აკოცა
-იმაზე მეტი ხარ ჩემთვის ვიდრე შენთან სექსის სურვილი.. ანიტას ჟრუანტელმა დაუარა გული აუჩქარდა , აფორიაქდა
-სანამ ჩემს მიმართ ნდობა არ გექნება არაფერს გავაკეთებთ.. უთხრა ლექსომ და გოგონას სხეული ჩაიხუტა.



№1  offline წევრი lillianna

ახალი თავი უკვე ატვირთულია . მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent