შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (13)


14-09-2024, 03:01
ავტორი lillianna
ნანახია 1 223

ლექსო ისევ ანიტასთან ერთად იყო, ანიტას გადაჯვარედინებულ ფეხებზე თავი ედო და ხელებზე ეფერებოდა, კარზე ბრაზუნის ხმამ ორივე წამოაყენა
-ვინ უნდა იყოს? შეცბა გოგონა
- ახლავე გავიგებთ.. ლექსომ ხელით შეისწორა აჩეჩილი თმა და კარისკენ გაემართა , ანიტაც ფეხშიშველი მიჰყვა უკან
-ვიცოდი რომ აქ გიპოვიდი .. კარის გაღებისთანავე შემოვარდა ლუკა
-რა გჭირს მშვიდობაა ? კარი მიხურა ლექსომ
-ჯერ შენთან ვიყავი, ლიამ მითხრა მცხეთაში წავიდაო, რას დადიხარ ძმობას გაფიცებ
მაცივარი გამოაღო ლუკამ და წყლით სავსე ბოთლი მოიყუდა, გარემოს დათვიერების დრო არ ჰქონდა , მხოლოდ ახლა შენიშნა ანიტას იქ ყოფნა
-აუ ცუდ დროს მოვედი ხო … ბოთლი მაგიდაზე დადო და ანიტასკენ წავიდა
-როგორ ხარ ანიტა .. ფრთხილად გადაეხვია
-არ ვიცოდი თორემ …
-კარგი ბევრს ნუ ყბედობ.. გამოაჯავრა ლექსომ , -დაჯექი რადგან მოხვედი
-რა დამაჯენს , იქნება მიხვდე რომ აღელვებული ვარ .. წინ და უკან დადიოდა ლექსო
-გაგიკვირდება და მივხვდი .. სავარძელში მოკალათდა ლექსო
-მოიცადეთ, ნენე ხომ კარგადაა? აფორიაქდა ანიტა ისიყო ფეხსაცმელებს დაუწყო ძებნა
-კარგად არის .. მალე დაუბრუნა პასუხი ლუკამ -ზუსტად ნენეზე უნდა გითხრათ .. ხელები ერთმანეთში გადააჯვარედინა
-შენს ძმობას ვფიცავარ ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ასე მალე მოხსებოდა , მაგრამ … წინადადება ვეღარ დაასრულა
-თქვი თორემ შემოგარტამ … დაემუქრა ლექსო
-ხელი უნდა ვთხოვო… სიგიჟემდე მიყვარს ძმაო , სიგიჟემდე
ანიტამ და ლექსომ ერთმანეთს შეხედეს , შემდეგ ორივემ ერთად ლუკას რომელმაც მხოლოდ ამ წამს ამოისუნთქა
- მოიცადე ანუ სიძე იჩითები ? ფეხზე წამოდგა ლექსო
-თუ დედოფალი თანახმა იქნება .. გაეცინა ლუკას
-ანუ უნდა მოგილოცო ? მეგობარს ჯერ ხელი გაუწოდა შემდეგ კი მაგრად მოეხვია ლექსო
მისთვის ლუკა ძმაზე მეტად ახლობელი ადამიანი იყო , მისი ბედნიერება ლექსოს ბედნიერებაც იყო, გულწრფელად უხაროდა და ცოტა ხნის წინ ვერ წარმოიდგენდა თუ ასე შეიცვლებოდა მისი მეგობრის გეგმები , დიდხანს იდგნენ გადახვეულები ერთმანეთთან
-მეც უნდა მოგილოცო ლუკა .. ლექსო მეგობარს ჩამოეხსნა და ახლა ანიტა გადაეხვია -იცოდე ბედნიერი უნდა იყოს
-ამისთვის შეუძლებელს შევძლებ გპირდები.. ლუკა ანიტას ჩაეხუტა
ის ღამე ასე არ დასრულებულა , ამბის აღნიშვნა სასმელთამ ერთად გადაწყვიტეს , ლექსო ამჩნევდა როგორ სვამდა ანიტა იმაზე მეტს ვიდრე ატანა შეეძლო, ლუკა რომ აჟიტორებული გააცილა უკამ დაბრუნებულმა დაინახა ანიტამ კიდევ ერთი ჭიქა როგორ დაცალა
-თავბრუ მეხვევა .. სახეზე ჩამოყრილი თმა იდაყვით გადაიწია
-შემთხვევით ბევრს ხომ არ სვამდი ?
-დაქალი მითხოვდება და არ შეიძლება? კიდევ ერთი ჭიქა გაამზადა თუმცა ლექსომ ყველაფერი წამში ააცალა მაგიდიდან
-ღმერთო ნენე … როდის გავიზარდეთ.. ნენე თხოვდება ლექსო, უეცრად ტირილი აუვარდა გოგონას და ლექსოს ისღა დარჩენოდა როგორმე დაემშვიდებინა
-კარგი რა ანიტა .. მისის სახე გულზე მიიხუტა -ნენე ბედნიერი იქნება მთავარი ეს არის .. ცრემლები მოწმინდა და თავზე აკოცა
-შენც ხომ მალე გათხოვდები არა .. გამოაჯავრა ბიჭმა
-მე არა
-ოხ კარგი ერთი, ვითომ შენზე იყოს დამოკიდებული … ლექსომ თავი მის სახესთაან ააწევინა გოგონას და ცხვირზე აკოცა
-აბა ვისზეა ?
-ვისზე და ჩემზე … ამჯერად ტუჩებზე გადაიტამა მზერა ბიჭმა
-მერედა ვინ გითხრა რომ თანახმა ვიქნები
-არ იქნები და მოგიტაცებ.. ხელში აიტაცა ლექსომ გოგონას სხეული და საძინებლისკენ წაიყვანა
-ჯანდაბა ლექსო დამსვი.. სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს , -ლექსო გული მერევა … სწრაფად გააშვებინა ბიჭს ხელი და ისეთი სისწრაფით გაიქცა სააბაზანოში თვალის გაყოლებაც ვერ მოასწრო ლექსომ
-კარგად ხარ ? ფრთხილად დაუკაკუნა კარზე
-არ შემოხვიდე არ მინდა ასე მხედავდე , არ ვარ ლამაზი ..
ბიჭმა მაინც ჩამოსწია კარის სახელური
- ასეც და ისეც ლამაზი ხარ, ყოველთვის … უთხრა და ჩამუხლული გოგონა წამოაყენა , თავად მობანა ხელ პირი და სახიდან თმები გადაუწია , სველი პირსახოცი რამდენიმე წუთი შუბლზე დაადო
-ნეტა რომელი მსმელი შენ ხარ … გოგონას სხეული ჩაიხუტა და დაეხმარა წონასწორობა შეენარჩუნებინა..
საძინებელში ხელში აყვანილი გამოიყვანა და ხალიჩაზე ფრთხილად დასვა
- აქ დამელოდე.. კარადიდან სუფთა მაისური გამოიღო და გოგონას წიინ მდგარმა თავად შეუხსნა ანიტას პერანგის ყველა ღილი სათითაოდ, ანიტა მთვრალი იყო მაგრამ მაინც იმახსოვრებდა თითოეულ მოქმედებას , როგორი ფრთხილი იყო ლექსო . ანიტას პერანგი სკამზე გადადო და ამჯერად ჯინსის შარვლის ღილი შეუხსნა , ლექსოს თითების ყველა შეხებაზე კრთებოდა ანიტა, ელვა შესაკრავი ნელი მოძრაობით ჩაუწია ბიჭმა და ჯინსის შარვალი თეძოებზე ჩამოუწია , ხედავდა ანიტა როგორ ჩუმად სუნთქავდა ლექსო.
-მგონი პირობას ვეერ ასრულებ..დაიჩურჩულა გოგონამ
ჯინსის შარვალი რომ საბოლოოდ გახადა ლექსომ თვალები გოგონას თვალებს გაუსწორა , უცებ ძალიან ახლოს იგრძნო ანიტამ ბიჭის საზე , ალექსანდრე მიუახლოვდა , ყურთან ძალიან ახლოს -უბრალოდ ვცდილობ მთვრალ გოგონას დავეხმარო.. ლექსოს ხელები ამჯერრად ბიუსჰალტეროს შესაკრავთან ახლოს იგრძნო, და ძალიან მალე სრულიად შიშველი დარჩა, ხელით მისწვდა ლექსო სკამზე გადადებულ მაისურს, და თავად გადააცვა გოგონას
-ესეც ასე მზად ხარ … საწოლის ზეწარი გადასწია და ხელში ატაცებული გოგონა თავისი ხელით ჩააწვინა საწოლში.
სინათლეს აქრობდა ანიტას ხმა რომ გაიგო
-მარტო არ დამტოვო გთხოვ …
ზედატანი გადაიძრო და გოგონას მიუწვა
- აქ ვარ. თმებზე მოეფერა - დაიძინე ნუ გეშინია
-ლექსო…
-ლექსო გძინავს? ისეევ ჩურჩულით წარმოთქვა
-არ მძინავს .. უპასუხა ბიჭმა და კიდევ უფრო ახლოს მიეკრა გოგონას სხეულს
-ლილიაზე ვეჭვიანობ.. არ იცოდა სასმლის ბრალი იყო თუ ისედაც უნდოდა ამ ყველაფრის თქმა
ბიჭმა ამოიოხრა
-მივხვდი.. და გთხოვ არ გინდა
-არ გამომდის .. ბავშვივით დაიჩივლა ძლივს აბავდა საუბარს თავს -ნასვამი რომ არ ვიყო ალბათ არ გეტყოდი
-შენი აზრით ახლა აქ რატომ ვარ ?
-რატომ ? გადმოტრიალდა გოგონა და ლექსოს თვალებს შეხედა
-ნუ ეძებ პასუხებს, ყველა კითხვაზე პასუხი ის არის რომ მე აქ ვარ ახლა…. შენთან
გოგონასენ გადაიხარა და ტუჩებზე შეეხო, დიდხანს ეფერებოდა ატას თმებს ხელით, სანამ გგოგონას არ ჩაეძინა .
…ორი კვირის შემდეგ
-შენ რატომ ვერ იქნები მეჯვარე ? გაბრაზდა ლუკა
-იმიტომ რომ ანიტააა ნენეს მეჯვარე
- და ?
-რა და , მარტო შენ ხომ არ მოგყავს ცოლი, მე არ მინდა ანიტა?
-ატრაკებ.. რა შუაშია რომელი საუკუნეა
-რაც არ უნდა იყოს , წარმოიდგინე შვილი რომ გეყოლება და მე და ანიტა მოვნათლავთ, არ შეიძლება და ნუ მახსნევინებ რა
-ბიჭო შენზე ახლო არავინ მყავს , ჩემი ძმა ხარ
-დათო დაიყენე , დავუთმოთ გოგონებს ეს დღე , ან მე უმდა დავთმო ან ანიტამ, მირჩევნია ეს მე ვიყო.. დანარჩენი ყველაფერი ჩემზე იყოს , ყველაფერი მაგრად იქმება , საუკეთესო ქორწილი იქნება …

ქორწილის დღე

დილიდან უამრავი საზრუნავი ჰქონდა ლექსოს , მანქანა , ჯვრისწერა , რესტორანი, ძალიან უნდოდა ლუკასთვის და ნენესთვის ყველაფერი გაეკეთებინა , მაქსიმალური შეეძლო .
სახლიდან რომ გამოვიდა ლილია და დათო უკვე მზად იყვნენ , წამით გოგონას სილამაზემ კინაღამ მიწაზე დაანარცხა, თეთრი მოკლე გულზე ამოყვანილ კაბაში გრძელი შველივით ფეხები უფრო მეტად გამოკვეთილი ჰქონდა გოგონას
-ვუთხარი თეთრი არ ჩაიცვათქო მაგრამ ვინ გაგიგონა
დაიწუწუნა დათომ
რამდენიმე წამი დასჭირდა ლექსოს გონზე მოსასვლელად
-კარგი წავედით.. ოღონდ მე პატარძალს უნდა გავუარო და გზად სხვა მანქანაში გადაგსვამთ
ეზოში ჩასულებმა მანქანას თვალი რომ მოჰკრეს გაოცება ვერ დამალეს
-ლექსო.. დაიჩურჩულა ლილიამ
-ყოჩაღ ძმაო, ძალისხმევა არ დაგიშურებია .. მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს დათომ
ლილია ლექსოს გვერდით დაჯდა , მთელი გზა უყურებდა შავ სმოკინგში გამოწყობილ საყვარელ მამაკაცს , მთელს სიცოცხლეს გაიღებდა ერთი ჩახუტების უფლება მაინც რომ ჰქონოდა, ლექსო გრძნობდა ლილიას მზერას .
ნენეს სახლთან რომ მივიდნენ ლექსო პირველი გადმოვიდა მანქანიდან
ნენე და ანიტა ზუსტად ამ მომენტში გამოვიდნენ შენობიდან , ანიტას თველებმა საყვარელი მამაკაცი წამში მოძებნა , როგორი სიმპატიური იყო ლექსო კლასიკურ ტანსაცმელში, მზერა ლექსოს გვერდით მდგარი ქალბატონისკენ გადაიტანა , ისევ ის უსიამოვნო განცდა იგრძნო წამით, თუმცა მაინც თავდაჯერებულმა ჩაიარა კიბეეები ლექსომდე, კიბეზე ჩამოსვლისას მწვანე ატლასის ჩახსნილი კაბა კიდევ უფრო უკვეთდა ლამაზი სხეულის ნაკვთებს, ღრმა დეკოლტედან გოგონას მიმზიდველი მკერდი იცქირებოდა, გაშლილი გრძელი ხვეული თმები მხრებზე ეფინებოდა, მხოლოდ მისკენ მომავალ ანიტას ხედავდა ლექსო ამ წამს , სხვა არაფერს , სხვას არავის , მხოლოდ ორი ადამიანი არსებობდა მიუხედავად სხვისი ქორწილისა , მხოლოდ ორი ერთმანეთზე მიპყრობილი მზერა.



№1  offline წევრი lillianna

ახალი თავი ღამით ავტვირთე მაგრამ ჯერ არ დევს. გამიხარდება თუ გამიზიარებთ ემოციებს . მადლობა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

მიხარია რომ გავხსნი და ახალი თავი მხვდება. ძალიან მომწონს, ემოციებში ვარ როგორ განვითარდება სიუჟეტი, ანიტას ვუთანაგრძნობ, არ მინდა ანიტას, ეჭვიანობამ თავი დააკარგვინოს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent