შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაჭვლიანების აურზაური //სრულად//


14-09-2024, 20:41
ავტორი ენქეი
ნანახია 24 190

პროლოგი
ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით,ხშირად გვხვდება გზაზე სიურპრიზები, რომლებსაც ხან ველოდებით, ხან არა. ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ მისი მიღებაც კი გვიჭირს, მაგრამ სწორედ ესაა ცხოვრების ხიბლი. ცვლილებებიც მისი განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერი ადამიანი განიცდის ამას და ცხოვრებას, რაღაც დოზით მაინც ცვლის, ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად.
ცხელი ზაფხულის დასაწყისს, ხმა გავარდა გეგა ჯაჭვლიანის ურთიერთობაზე. არ გეტყვით რომ მთელმა თბილისმა ან საქართველომ გაიგო ეს ამბავი, მაგრამ მისი მეგობრები, ოჯახი და შორიახლოს მყოფი ადამიანები საქმის კურსში იყვნენ და ერთად უმკლავდებოდნენ მისი ურთიერთობის დანგრევას. თავად გეგასთვის რომ გეკითხათ ოდესმე ყველა ურთიერთობა მთავრდებოდა და არასდროს უფიქრია რომ თუკა მის ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩებოდა. თუკას განსხვავებული ვერსია ჰქონდა და მეტიც, მძიმედ გადაჰქონდა ეს ამბავი. 2წლიანი ურთიერთობის ასე უცებ დასრულება მისთვის მარტივი არ იყო და უფრო მტკივნეული გეგას დაკარგვა აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც გეგა ცხოვრებას აგრძელებდა და მთელი ძალით იყო ორიენტირებული გამოჯანმრთელებაზე, თუკა საათების განმავლობაში საწოლში იწვა და რომ არა მისი მეგობრები ფეხზე არც არასოდეს ადგებოდა.
სრულიად მოულოდნელად გეგას ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როდესაც მარიამ მეტრეველი მეგობრის დასახმარებლად მათ ოჯახს უერთდება და 3 თვიან თანაცხოვრებას იწყებს მათთან ერთად. მეგობრის დახმარებასთან ერთად მარიამს უწევს ჯაჭვლიანების ოჯახთან შეწყობა და გეგა ჯაჭვლიანთან საქმის დაჭერა, რაც მისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა, ისევე, როგორც გეგასთვის.
ზაფხულის ცხელი 3 თვე უცხო ოჯახში, სადაც მარიამი მხოლოდ მის მეგობარს, ნუცა თავართქილაძეს და მის მომავალ მეუღლეს ლუკა ჯაჭვლიანს იცნობს. ოჯახმა მარიამის დაბრუნების შემდეგ თბილისის დატოვება და ხალხმრავალი ადგილიდან შორს ყოფნა გადაწყვიტა, რაც ექიმის რეკომენდაციით ბავშვისთვისაც მშვენიერი იქნებოდა. თბილისში აღარაფერი აკავებდათ, მათი თავგადასავალი თბილისის გარეუბანში იწყებოდა.
გეგა არ გახლდათ მარტივი პიროვნება, ცივი და ჩაკეტილი იყო ბავშვობიდან. მისი ოჯახისთვის რომ გეკითხათ სამსახურიც ზუსტად ასე ჰქონდა, არასდროს ლაპარაკობდა თვეების განმავლობაში სად მიდიოდა და მეტიც ამას ყოველთვის საიდუმლო ინფორმაციას უწოდებდა. ურთიერთობის დასრულებაც სწორედ მისმა საიდუმლო ცხოვრებამ გამოიწვია. ერთი შეხედვით მარტივად იყო ყველაფერი, მაგრამ გეგას დაჭრამ და სიკვდილის პირას მიყვანამ თუკა ისტერიკაში ჩააგდო, ამიტომ მან არჩევანის წინაშე დააყენა, რაც ჯაჭვლიანმა ვერ აიტანა და ურთიერთობა დაასრულა.
ყველაფერი 6 ივნისს დაიწყო, მარიამმა მათ ცხოვრებაში შეაბიჯა და ჯაჭვლიანების, კერძოდ კი გეგა ჯაჭვლიანის აურზაურად იქცა...







***
-მარიამ! ისე ნუ იქცევი თითქოს არ გიხარია დაბრუნება. -უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები ნუცამ. -შენთვისაც კარგი იქნება, რამდენი წელი გავიდა?
-რვა. -მხრები აიჩეჩა ქალმა. -უცნაურია აქ დაბრუნება.
-შენი ლონდონი არსად გაიქცევა, მაგრამ ჩემი შვილი გაიქცევა... -შოკოლადის ფილის კიდევ ერთი ნატეხი დააგემოვნა და ხელები კმაყოფილმა შემოიწყო მუცელზე. -გახსოვს ადრე როგორ იყო? ტალახის ტორტები და ფოთლების ფული.
-მახსოვს ნუც. -ღიმილით გახედა მეგობარს. -ვერ წარმოვიდგენდი რომ ჩემზე ადრე შვილი შენ გეყოლებოდა. გპირდები, თუ მის გამოცვლას არ მაიძულებ შენს შვილსაც ვეთამაშები ტალახით და მანქანის ფორმის ტორტებს გამოვუცხობ.
-შევთანხმდით.-კმაყოფილმა დაუქნია თავი.
-იცი... ცოტა მეუხერხულება თქვენთან ყოფნა, ლუკას ძმაც ხომ იმ სახლში იქნება. -უხერხულად შეიშმუშნა მარიამი.
-გეგას იქ ყოფნას ვერც შეამჩევ, უცნაური ადამიანია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი. -ნათქვამს სასწრაფოდ მოუძებნა გამართლება. -თანაც დაჭრილია, ასე ვერ დავტოვებდით საკუთარი თავის იმედად, ფეხზე ძლივს დგება.
-იქნებ რაიმე კრიმინალურ წრეში ტრიალებს? -ვარაუდი გამოთქვა და როგორც კი ნუცას აჭარხლებული მზერა დაინახა თვალი მაშინვე მოარიდა.
-ასეთი სამსახური აქვს.
-მაინც სად მუშაობს?
-საიდუმლო ინფორმაციაა. -საზურგეს თვალდახუჭული მიეყრდნო.
-ჩემთვის თუ ზოგადად?
-ზოგადად მარიამ, მეც არ ვიცი სად მუშაობს.
-კარგი და რას აკეთებს? დაქირავებული მკვლელი ან რაიმე მსგავსია?
-მე ორსულად ვარ! -თვალები დაუბრიალა მეგობარს. -ასეთ თემებზე საუბარი ბავშვს არ სიამოვნებს, არც მე. გეგა კარგი ადამიანია, ქვეყნის სამსახურშია.
-შენ ხომ თქვი საზღვარგარეთ დაიჭრაო?
-ღმერთო მარიამ, ყველგან სერიალები ნუ გეჩვენება. საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, ადამიანებს ეხმარება, გლობალურ პრობლემებს ებრძვის, როგორებიცაა: ძალადობა, ქურდობა, მკვლელობა და ა.შ.
-სერიულ მკვლელებზე ნადირობს?
-ხო, მხარზე გადაკიდებული იარაღით და ფინია ძაღლით. რა გჭირს შენ?
-უბრალოდ უცნაურია ასეთი საიდუმლოები.
-შენს ხომ გაქვს საიდუმლოები? გახსოვს შენი ბრიტანელი კლიენტი? საქმის დეტალები კი არა ისიც არ ვიცი რას აბრალებდნენ.
-ეგ სხვა საქმეა. -უკმაყოფილოდ გახედა მეგობარს.
-საქმე საქმეა მარიამ, შეეგუე რომ ყველაფერი ვერ გეცოდინება. -თავი უიმედოდ გააქნია ნუცამ. -გეგა კარგი მეგობარი და კარგი ძმაა. სავალდებულო სამხედრო სამსახურიც მოიხადა და ავღანეთშიც იყო. მსოფლიოს მასშტაბით არსებული საქმეები იზიდავს, ეს სულში აქვს, ახლაც სამი ჭრილობით დასუსტებულს, რომ დაურეკონ იატაკზე ხოხვით წავა და საქმეს შეასრულებს. საქმეზე არაფერი იკითხო და არც მის პირადზე. დანარჩენი ჩათვალე შენი ადამიანია.
-და მაინც...
-გეგაზე აღარაფერი მკითხო. -თვალები მობეზრებულად აატრიალა ქალმა. -მოდი იმაზე ვისაუბროთ შენ და ალექსი რას აპირებთ?
-რას უნდა ვაპირებდეთ ხომ არ გააფრინე?
-8წელი გავიდა მარიამ.
-ვიცი.
-მერე?
-ალექსი არასდროს მაპატიებს უნივერსიტეტის ამბებს.
-მას უკვე ცოლი ყავს და ეს შენი დამსახურებაა,უნდა ხვდებოდეს ამას.
-არ მინდა ამაზე საუბარი.
-ერთ დროს მისი ადამიანი იყავი.
-ერთ დროს ყველაზე მეტად მენდობოდა, ახლა არც კი ვიცი რომ მნახოს რას იზამს.
-ურთიერთობების ასე დაკარგვას ვერ ვეგუები.
-მთავარია მე და ლუკა არ დაგვკარგო და სხვა ურთიერთობებს გადაიტან.
-სხვა ისედაც არავინ მყავს. -სიცილით გახედა მეგობარს და იოგურტის შეკვრას წაეტანა...

***
ორსართულიან მყუდრო სახლს რომ მიადგნენ ხეების შუაგულში მხოლოდ მაშინ გაიაზრა მარიამმა, რაც ელოდა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. მანქანიდან ჩემოდანი აიღო და ნელი ნაბიჯით მიჰყვა უკან მეგობარს. სახლი მყუდრო, ძველებურ სტილში იყო მოწყობილი. გემოვნებიანად შერჩეული ავეჯი და ქვით მოპირკეთებული ბუხარი მისაღებ ოთახში. ძირითადად მუქ ფერში მოწყობილ სახლს, მცენარეები მყუდრო ელფერს სძენდა და უდიდეს ქიმიას ქმნიდა.
-ცოლის და ჩამოსულა. -ღიმილით შეხვდა ლუკა მარიამს და მთელი ძალით გადაეხვია.
-წვერი ლუკა? ისევ? -ბუზღუნით წამოიწყო ლაპარაკი. -მამა უნდა გახდე, მგლოვიარე ხარ თუ საპარსი აღარ გიჭრის?
-მეც მომენატრე მეტრეველო. -წვერზე ხელი ფრთხილად ჩამოისვა, რომ კუთხეები შეესწორებინა.
-წვერი ლუკა, მამა ხდები და ბავშვი არ შეაშინო. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ოთახში შევიდა.
-გეგა ზემოთ არის?
-აქ ვარ ნუცა. -გაჭირვებით წამოდგა ფეხზე თითქმის ორი მეტრი სიმაღლის 30წლამდე მამაკაცი.
-ხომ არ გეძინა? -მორიდებით იკითხა ნუცამ.
-არა, ვერ ვიძინებ. სულ ვწევარ და ზურგი მტკივა უკვე. -მშვიდად განმარტა და უცხო სილუეტს თვალი შეავლო. -კეთილი იყოს შენი ფეხი, მე გეგა ვარ,ლუკას უფროსი ძმა. -ხელი მშვიდად გაუწოდა და როგორც კი ქალმა თავისი შეაგება ისევ ნუცას მიუბრუნდა. -ჩემი ძმისშვილი ისევ ხომ არ ჭირვეულობს?
-დღეს მშვიდად არის რავიცი, ალბათ დედას ასვენებს.
-ჩემს ბავშვზე ნუ ბუზღუნებ.
-შენი ბავშვი ჩემს მუცელს ანგრევს, ამიტომ მოკეტე! -ტუჩები დაბრიცა ნუცამ და დივანზე ჩამოჯდა.
-არ გითქვამს რომ ლუკას სიმპათიური ძმა ყავდა.
-არ გიკითხავს. -თვალებმოჭუტულმა გახედა მეგობარს. -შენი სტილის კაცი არ არის, საიდუმლოებებით არის სავსე.
-ამიტომ არ მითქვამს,უბრალოდ გარეგნობა თვალში მომხვდა.
-შევამჩნიე! შემოსვლის წამიდან მიშტერებიხარ, შეიძლება შენ გარეგნობის გამო უყურებ, მაგრამ გეგამ შეიძლება იფიქროს რომ მის ნაიარევს უყურებ სახეზე, ასერომ ეცადე არ მიაშტერდე. -მშვიდად განუმარტა მეგობარს და კომფორტულად მიეყრდნო საზურგეს.
-ჭრილობა ჯერ არ მოშუშებულა იქნებ ნაიარევი არც კი დარჩეს. თუ დარჩება არც ეგ იქნება პრობლემა, მის სახეს ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის. -მხრები აიჩეჩა და დივანზე ადგილი მის გვერდით დაიკავა.
-გეგა დღეს ჭრილობებს მიხედე?
-მივხედე უფროსო. -მშვიდად უპასუხა ოთახის ბოლოდან კაცმა.
-ცუდად გამოიყურები.
-ერთ ადგილას ვერ გავაჩერე, აბა რა იქნება? -საყვედურით მიუგო ლუკამ და დაჯდომაში დაეხმარა.
-ნუ მსაყვედურობ, მალე უნდა გამოვკეთდე.
-ხო, აბა რა. ხვალ უკვე სირბილს მოახერხებ. -თავი დანანებით გააქნია ლუკამ და საყვარელ ქალს შუბლზე ტუჩები მიაკრო. -შეჭამთ რამეს?
-მე ბარგის ამოლაგება მირჩევნია, იქნებ ოთახი მაჩვენოთ?
-აუ ლუკა მიდი რა, ახლა იქ ვერ ამოვალ.
-სხვა რა გზა მაქვს, ქალბატონი თუ ასე მიბრძანებს... -მის ნებას დაჰყვა კაცი, ჩემოდანი აიღო და კიბეებზე ნელი ნაბიჯით ავიდა...


***
-ქალბატონო, შენ ისევ შავ საქმეებს ატრიალებ? - სიცილით გახედა მარიამს კაცმა.
-ისევ?- წარბი გაკვირვებისგან ზემოთ აწია- რას ნიშნავს ისევ ლუკა?
-ყველამ იცის რა შავი აზროვნებაც გაქვს, ბნელი და იდუმალი...
-კარგი, მგონი ცოტას აჭარბებ. -თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა მარიამმა.- სისხლის სამართალი მანიაკად არ მაქცევს.
-განხრა? -საუბარში ჩაერთო გეგა.
-ადვოკატი ვარ.
-სისხლის სამართლის ადვოკატი თუ მოგყავდა ვერ მითხარი? გამოსადეგი კავშირი ყოფილა. -საზურგეს კმაყოფილი მიეყრდნო.
-ის ჩემი მეგობარია და არა გამოსადეგი კავშირი. – „იწყინა“ ნუცამ. -გამოსადეგი კავშირი არის, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის. -სიცილით განმუხტა სიტუაცია.
-ორსულ ქალს რაში უნდა დაგჭირდეს ადვოკატი? თანაც სისხლის სამართლის.
-იქნებ მომავალში შენი ძმა შეშლილი მანიაკი ხდება და მცემოს?
-მოდი თემა შევცვალოთ თორე ახლა მართლა მანიაკი გავხდები. -ტონი გაუმკაცრდა ჯაჭვლიანს, ძალადობა ყოველთვის ზედმეტად პირადული იყო მისთვის.
-შენ რას საქმიანობ? -გეგას მიუბრუნდა მარიამი, იცოდა რომ მსგავსი კითხვებისგან თავი უნდა შეეკავებინა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია.
-მარიამ! -ფეხი უხეშად გაკრა მეგობარს ნუცამ, თუმცა შეუმჩნევლად არ გამოვიდა და საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია.
-თქვენ რა წინასწარ გააფრთხილეთ რომ სამსახურზე არაფერი ეკითხა? -გაჭირვებით ჩაიცინა გეგამ, იცოდა რომ ამას ხშირად აკეთებდნენ. -ალბათ პირად ცხოვრებაზე საუბარიც აგიკრძალეს. -ირონიულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
-ალბათ მართლა არ უნდა მეკითხა, დაივიწყე. -დაძაბულობის განმუხტვა ამაოდ სცადა ქალმა.
-ხალხს ვიცავ. -ხელები მშვიდად დააწყო მაგიდაზე. -ეს არის ჩემი საქმე, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებ, როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
-ანუ საერთაშორისო დაცვა ხარ?
-ჯარისკაცი ვარ! -ამაყად განაცხადა ჯაჭვლიანმა.
-ხო, მე დღისით ვენახებს ვუვლი და ღამით მფრინავი ცოცხით ბავშვებს ვიტაცებ. -ხმამაღლა გამოხატა მოსაზრება. -არა, ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ სხვა რაღაცაზე ჩავფიქრდი. -მაშინვე მოეგო გონს და სიტუაციის შესაბამისი არგუმენტიც წარადგინა.
-შენ აქ რამდენი ხნით რჩები? -საუბრის თემა საერთოდ შეცვალა კაცმა.
-ალბათ 3 თვით, თუ წინააღმდეგი არ ხარ. -დაბნეულმა გახედა მის დაჟინებულ მზერას, კუნაპეტი შავი თვალებიდან სინათლის სხივის ანარეკლს თვალს ვერ აშორებდა, მაგრამ ემოციის წაკითხვა მაინც უჭირდა. ვერ ხვდებოდა გაბრაზდა მის ნათქვამზე და უკვე სახლიდან გაგდებას უპირებდა თუ პირიქით, ყველაფერი შავ იუმორს მიაწერა და უბრალოდ თანაცხოვრების პერიოდს ითვლიდა.
-არა, არანაირად. -კმაყოფილმა ამოთქვა და ფეხზე წამოდგა. -პირიქით, ვფიქრობ კარგად გავერთობით. -ტუჩის კუთხე გამომწვევად ჩატეხა. ეს უკვე მინიშნება იყო მარიამისთვის, ჯოჯოხეთური 3 თვე ელოდა...

***
მშობლიური ჰაერიც კი სხვანაირი იყო მარიამისთვის. აქ გატარებული ყოველი წამი მისთვის ბავშვობასთან ასოცირდებოდა. ახსენდებოდა წლების განმავლობაში ჭავჭავაძის ქუჩას ფეხით როგორ მიუყვებოდა სკოლამდე და სკოლიდან,სახლამდე. უდარდელად რომ წამოხტებოდა დილით საწოლიდან და დედას თმის გაკეთებას სთხოვდა, რადგან მისი ვარცხნლობა ყურაღდებას ყოველთვის იქცევდა.
ცოტა, რომ წამოიზარდა მეგობრებთან გართობას მიჰყვა. ნუცა და ალექსი პირველივე კლასიდან მასთან იყვნენ. დღემდე ახსოვს წინა მერხზე მჯდომს როგორ აწვალებდა და თმებს როგორ უწეწავდა გაკვეთილის მსვლელობისას. დასვენებაზეც ხშირი იყო მსგავსი ინციდენტები. მოპარული ჩანთა, ცარციანი სკამი და დაჯღაბნილი წიგნები. ეს ჯოჯოხეთური დღეები მეექვსე კლასის ბოლოს დასრულდა და მას შემდეგ ალექსიც მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდიოდა, სანამ რატი გეგეჭკორი არ გადავიდა 55-ე სკოლაში და მე-9 კლასის პირველივე დღეს ყველას არ დაამახსოვრა თავი. მთელი წლის განმავლობაში მასწავლებლები ამ ინციდენტს განიხილავდნენ და სადმე ბნელ კუთხეში სასაუბროდ ჩამომდგარი მოხუცები ზურგს უკან ნადირსა და ველურსაც კი ეძახდნენ.
კარგად ახსოვდა მისი შემოსვლა სკოლაში. თავისი ასაკისთვის საკმაოდ მაღალი და ათლეტური ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა, კუნაპეტი შავი თვალები ავისმომსწავებლად უელავდა და ამაყად დადიოდა სკოლის დერეფანში. ალბათ ყველა სკოლაშია ე.წ. „შავი ბიჭების კამანდა“, დასვენებაზე სიგარეტის ფულს ხურდებით რომ აგროვებენ და ხელში „კრიალოსანს“ ატრიალებენ. ასეთები მარიამთანაც მოიძებნებოდა. მეორე გაკვეთილის დაწყებამდე ახალი ბიჭი გამოსცადეს და მისთვისაც მოინდომეს ფულის წართმევა, რაზეც ჯერ უარი, შემდეგ კი მოქნეული მუშტი მიიღეს. აბაშიძე და გუნცაძე ისე იყვნენ ნაცემები 2 კვირის განმავლობაში არ გამოჩენილან სკოლაში, თავად გეგეჭკორი კი კმაყოფილი აგრძელებდა ცხოვრებას მიუხედავად იმისა, რომ სკოლიდან გაგდებით დაემუქრნენ და ორივე ბიჭის მკურნალობის ფულის გადახდა მამამისს მოუწია. ამ ინციდენტიდან მალევე დაუახლოვდა თანაკლასელების სამეულს და ტრიო, კვარტეტად გადაიქცა. ალექსი ხშირად იხსენებდა ამ ამბავს, რატიც უხალისოდ დაეთანხმებოდა და ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, აღმოჩნდა, რომ ჩადენილით არც ისე ამაყობდა, როგორც ეს ყველას ეგონა.
სულ მალე ამ ბიჭმა მოახერხა და მთელ ვერა-ვაკეს გააცნო თავი. ალექსიც საქმეში იყო. ოთხეულს ყველა თინეიჯერი შენატროდა. მათი მეგობრობა რაღაც ძვირფასი ძაფით იყო გადაბმული და მისი გაწყვეტა შეუძლებელი იყო. ყოველ შემთხვევაში ცხოვრების იმ ეტაპზე ასე ეგონათ, მაგრამ ყველაფერი იცვლება და ხშირად დრო ყველაფერ კარგს ანადგურებს ჩვენს ცხოვრებაში, რაც კი ოდესმე გვქონია...

***
ნუცა დასაძინებლად ყოველთვის ადრე წვებოდა, დიდხანს ფეხზე ყოფნა უჭირდა და დაღლილობა საწოლისკენ ექაჩებოდა. არც მარიამი იყო უკეთეს მდგომარეობაში, მგზავრობამ საშინლად დაღალა, თანაც ბარგი ჰქონდა ამოსალაგებელი და სალექციო პრეზენტაცია მოსამზადებელი. ხშირად ატარებდა უფასო ლექციებს ყველა საკითხზე, რომელიც მისი ძირითადი საქმიანობის შემადგენლობაში შედიოდა.
4 საათამდე მოუწია მუშაობა, მისთვის ეს ჩვეულებრივი მომენტი იყო, საქმეს ყოველთვის გულისყურით ეკიდებოდა და ბოლომდე იხარჯებოდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული იყო გარდა კვებისა. ხან დღეში ერთხელ ჭამდა, ხანაც დილით და მერე გამთენიისას, როდესაც ლეპტოპში მუშაობას მორჩებოდა. ახლაც ასე დაემართა. ამ გრძნობას ვერაფერი მოუხერხა, თხელ პენუარზე ხალათი მოიცვა და კიბეებზე ფრთხილად დაეშვა, რომ არავინ გაეღვიძებინა. უდარდელად გადაკვეთა სასტუმრო ოთახი და სამზარეულოში შესულმა მაცივარი ღიმილით გამოაღო.
-სალათს დავჭრი. -ჩაიბურტყუნა თავისთვის და ინგრედიენტები მოამზადა. კულინარია ყოველთვის მისი სუსტი წერტილი იყო. დანას რიტმულად უსვამდა ბოსტნეულს და გზადაგზა საკუთარ თავს აკრიტიკებდა, რომ საჭმლის გაკეთება არ იცოდა. უკვე ისე იყო შეჭრილი როლში თავი კულინარიულ გადაცემაშიც კი წარმოიდგინა. ფიქრებიდან მცირე ხმაურმა გამოიყვანა. მთელ სახლში სინათლე გათიშული იყო, მხოლოდ სამზარეულოს ანათებდა ყვითლად მბჟუტავი ნათურა და ამ ოთახსაც მარიამი იკავებდა. ნაბიჯების ხმა მოესმა, მაგრამ კიბეზე არავინ ჩამოსულა თორემ ამას აუცილებლად გაიგებდა, საფეხურები საკმაოდ ხმაურიანი იყო. პომიდვრის წვენში დასვრილი დანას ხელი მაგრად მოუჭირა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად წინ აღმართა. სიბნელის ყოველთვის ეშინოდა და ძალიან ნანობდა მისაღებშიც რომ არ დატოვა სინათლე ანთებული. რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა, უნდოდა კარს მიღმა არსებული სიტუაცია შეეფასებინა, მაგრამ სიბნელის მიღმა ვერაფერი გაარჩია. ნაბიჯების ხმა განმეორდა, ფაქტი იყო ვიღაც სამზარეულოსკენ დაიძრა. შეშინებულს ცივმა ოფლმა დაასხა. აკანკალებულმა გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი და გაუაზრებლად აწია დანა, რომ შემოსვლისთანავე ჩაერტყა ქურდისთვის. კარი ბოლოდე გაიღოთუარა სხეულზე ძლიერი ხელების შემოხვევა იგრძნო და თვალები მძიმედ დახუჭა.
-გაფრთხილებ, შეიარაღებული ვარ! -ამოთქვა გაუაზრებლად, ისე რომ თვალები არც გაუხელია.
-მართლა? ჩემს მოსაკლავად მოდიოდი ამ სახლში? -მიუჩვეველმა, მაგრამ მაინც ნაცნობმა ხმამ მოიცვა სივრცე.
-შენ? -თვალბგაფართოებული მიაჩერდა კაცს.
-ისედაც სულ დახვრეტილი ვარ, კიდევ ერთი ჭრილობა მართლა არ მჭირდება. -მშვიდად მიუგო კაცმა და ხელები ჩამოსწია. ეტყობოდა მკვეთრი მოძრაობების გამო ჭრილობამ შეაწუხა. - პომიდვრიანი დანით მკლავდი?
-შემაშინე. -მოკლედ მოუჭრა და ნაბიჯით უკან დაიხია.
-შენ ისეთი შეშინებული მოხვედი ამ სახლში, არ მიკვირს მსგავსი იდეები რომ გაწუხებს. -მათ დიალოგს გაუსვა ხაზი.
-კიბეებზე ასე უხმაუროდ როგორ ჩამოხვედი? თანაც ჩუსტებით.
-კიბეებზე რატომ უნდა ჩამოვსულიყავი?
-აბა მეორე სართულიდან პირველზე გადმოფრინდი? -ხუმრობა სცადა, მაგრამ კაცის გამომეტყველების დანახვისთანავე ენაზე იკბინა.
-ქვემოთ მძინავს, კიბეებზე ვერ ავდივარ.
-სად ქვემოთ?
-სასტუმრო ოთახში, დივანზე.
-მე რომ გამოვიარე მანდ იყავი?
-სხვაგან სად წავიდოდი.
-მე გაგაღვიძე? -დამნაშავესავით ამოთქვა და დანა მაგიდაზე ხმაურით დადო.
-არა, ისედაც არ მეძინა. -მხრები აიჩეჩა და დაბეგვილ პომიდვრებს დახედა. - კულინარიული უნარებით ვერ დაიკვეხნი არა?
-სალათის დაჭრას კულინარიული უნარები არ სჭირდება. -მკვახედ მიახალა და მაგიდას მიუახლოვდა.
-ცდები! -მტკიცედ გაიჟღერა მისმა ხმამ. -პომიდვრის დაჭრა არ იცი, მთელი წვენი გარეთ არის გადმოსული, კანის ჭამას აპირებ?
-დანა კარგად არ ჭრიდა.
-ოდესმე გინახავს მსგავსი დანით ბოსტნულს ჭრიდეს ვინმე? -ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა კაცმა.
-აქვე იყო და მეც ავიღე.
-გაიწიე. -მშვიდად მიუგო და მაგიდასთან მისი ადგილი დაიკავა. -აი ამ დანით უნდა დაჭრა ბოსტნეული. -უჯრიდან ვერცხლისფრად მოელვარე დანა ამოიღო და ხელში შეათამაშა. -ეს საშაულებას მოგცემს ბოსტნეული ასე არ შეურაცხყო. -მის ნახელავს კიდევ ერთხელ გახედა, შემდეგ კი მეორე დაფაზე დაიწყო ინგრედიენტების დაჭრა.
-ამ შუაღამეს კულინარიული გაკვეთილების ჩატარების მეტი საქმე არ გაქვს? -გაბრაზებულმა გახედა მის ნამოქმედარს და წამით შეშურდა კიდეც ისე ოსტატურად ჭრიდა ბოსტნეულს მის თვალწინ.
-ტკივილი მაწუხებს და ვერ ვიძინებ, სხვა რა საქმე უნდა მქონდეს? -მხრები აიჩეჩა გაკვირვების ნიშნად.
-ოჰოო. -შესძახა გაოცებულმა. -არ მეგონა ამხელა თანამდებობის მქონე კაცი ჩემთან თუ შენს სატკივარს განიხილავდი.
-ტკივილი სირცხვილია?
-არა, უბრალოდ კაცები ცოტა სხვანაირად ფიქრობთ.
-ვინ როგორ ფიქრობს არ ვიცი. არც იმის თქმის მერიდება, რომ რაღაც მტკივა, არც იმის რომ რაღაც მაშინებს. ბუნებრივია ორივე. -მისთვის არც შეუხდავს ისე უპასუხა.
-გეთანხმები. -დანებების ნიშნად ხელები ოდნავშესამჩნევად აწია.
-ხახვი და მწვანილი გინდა?
-არა. -უცებ მიახალა.ვერ იტანდა სალათს მსგავსი ინგრედიენტებით რომ აფუჭებდნენ.
-მაშინ მზად არის. -ბოსტნეული ჯამში გადაიტანა და მისკენ გაასრიალა.
-მადლობა. დანარჩენს მე მივალაგებ. -მისი ასე შეწუხება არ უნდოდა, სამზარეულო მართლა საღორეს დაამსგავსა და დრო იყო რომ დაელაგებინა. კაცმა აღარაფერი უპასუხა, ჭურჭელი იქვე დააწყო და ქალს გვერდი მშვიდად აუარა.
-ფეხშიშველ სიარულს არ გირჩევ, გაცივდები. -მხოლოდ წამით შეავლო თვალი მის სილუეტს და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.


***
მთელი ღამე საშინლად გაატარა. უცხო სახლში, წლებს გატანებული სამშობლოს ჰაერი ახრჩობდა. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ თან ძალიან ბევრი რამ იყო. დაბრუნებისას იმასაც კი ფიქრობდა საერთოდ მიიღებდა თუ არა საკუთარი ქვეყანა. წასვლიდან 6 თვეში დედაც ლონდოში წაიყვანა და უკან აღარც მოუხედავს. მეგობრები იქ სტუმრობდნენ, მასთან რჩებოდნენ და თვეების განშორებას 1 კვირაში ინაზღაურებდნენ.
ლონდონში გატარებული პირველი ღამე გაახსენდა, 8 საათი იქნებოდა, დაბნეულმა უკარნახა მძღოლს მისამართი და თავი ფანჯარას მიაყრდნო. იცოდა ყველაფერი ბევრად შორს წავიდოდა. იცოდა, რომ აქ წარმოდგენილზე უფრო დიდი მომავალი ელოდა. ბინის მეპატრონემ სახლის გასაღები გადასცა და ყველაფერი ასე მარტივად მისი გახდა. სტუდიოს ტიპის ბინას თვალი მოავლო და ღიმილით გახედა ჩაბნელებულ ქუჩას ფანჯრიდან. დიახ, მან ეს შეძლო. მეორე დილითვე სამსახურის ძებნას შეუდგა უნივერსიტეტთან ახლოს, რომ გრაფიკი შეეთანხმებინა. პატარა კაფეში მოლარეს ეძებდნენ, არ გასჭირვებია უფროსის გრაფიკზე დათანხმება და ყველაფერი იდეალურად აეწყო. დილით მუშაობდა, შუადღით ლექციებს ესწრებოდა, საღამოს ისევ მუშობდა 1-2 საათით. არც იღლებოდა და სწავლასაც თავისუფლად ახერხებდა. სწორედ აქ გაიცნო ლაილა, მისი ძვირფასი მეგობარი და სამომავლო ოთახის მეზობელი. ასევე ბრენდონი, რომელიც გვერდით შენობაში უგემრიელეს დონატებს ყიდდა და რაც მთავარია ჯეიმსი, კაცი,რომელთანაც 4 წლიანი ისტორია აკავშირებდა.
-ჩვეული შეკვეთა, როგორც ყოველთვის. -არც შეუხედავს მარიამისთვის ისე უთხრა ბიჭმა და ძმაკაცთან საუბარი განაგრძო.
-უკაცრავად, ახალი ვარ. წარმოდგენა არ მაქვს ჩვეული შეკვეთა რა არის. -მშვიდად განუმარტა მარიამმა და სალაროს მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
-ჰმმ. -წამით დააკვირდა გოგონას და შეკვეთა მოკლედ განმარტა. -1 უშაქრო ამერიკანო და 1 ლატე, 2 კოვზი შაქრით.
-ახლავე. -დაძაბულმა ამოთქვა და მომზადების პროცესის დროს წამიერად თვალი შეავლო ბიჭების ე.წ „Old money st“ -ს. -ინებეთ. -ღიმილით დაასრულა და ჭიქები მაგიდაზე დააწყო.
-ბარათით. -ხმის ამოღება არ აცადა ისე გაუწოდა, დაემშვიდობა და წამის მეათასედში კარს უკან მიიმალა.
-ბრიტანელები.-თავისთვის ჩაიბურტყუნა და „სამართლის საფუძვლები“ გადაფურცლა.

***
მეორე დილით პირველ ლექციას პედრო მარშალი ატარებდა. სამართლის საფუძვლებს მთელი გრძნობით უხსნიდა სტუდენტებს და ბოლოს დაღლილი მიესვენებოდა ბზრიალა სკამზე. კარგი კაცი ჩანდა. იქიდან გამოდინარე, რომ მხოლოდ ორი ლექცია ჩაატარა სტუდენტებს მისი რიდი ჰქონდათ და გასუსულები ისხდნენ 2 საათნახევრის განმავლობაში, თუმცა მაინც ფიქრობდა რომ ბოლომდე ასე გაგრძელდებოდა, რადგან ლონდონში სხვანაირი სიმკაცრით გამოირჩევიან ლექტორები.
აუდიტორიაში სიამაყით შეაბიჯა, რადგან საფუძვლების 83 გვერდი თითქმის სულ ზეპირად იცოდა. ჯერ ისევ არავის იცნობდა, მხოლოდ ერთ ბიჭს გამოელაპარაკა და მასაც კალამი სთხოვა. ის კალამი ჯერ ისევ ჩანთაში ჰქონდა.
უკანა რიგში კომფორტულად მოთავსდა და თმა ფანქრით მოხდენილად აიწია. ფურცლების შრიალმა უცებ გამოაცოცხლა აუდიტორია. სტუდენტებს გადახედა, ყველა რაღაცას კითხულობდა და იმეორებდა. მხოლოდ ერთი მიზანი იყო, მათზე მეტი უნდა გაეკეთებინა და ლექტორისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ საუკეთესოთა რიგს მიეკუთვნებოდა.
საათე მეტი ფეხზე იდგა და ლექტორის კითხვებს პასუხობდა. ეს კაცი ნამდვილად დაუნობელი იყო. ლამის სასვენი ნიშნებიც კი გამოიკითხა. ბოლო შეკითხვასაც მშვიდად რომ უპასუხა მარიამმა, სათვალის ზემოდან გადმოხედა და თავით ანიშნა დამჯდარიყო.
-მეგონა ერთზე მაინც ჩაგჭრიდა. -ნაცნობი ხმის გაგონებისას თვალები გაუფართოვდა. იცოდა, სადღაც მოსმენილი ჰქონდა ეს ბოხი, მაგრამ თბილი ხმის ტემბრი.
-უკაცრავად? -მიუბრუნდა უცნობს და გუშინდელი ყავის კლიენტს უცნაურად მიაჩერდა.
-მესამე კურსზე ზუსტად ამ საკითხზე 2 კითხვაში ჩამჭრა. -მშვიდად მიუგო ბიჭმა.
-გეწყინა, რომ გაჯობე? -ტუჩის კუთხში უნებლიედ ღიმილი შეეპარა.
-არა. -მხრები მშვიდად აიჩეჩა. -განათლებული ახალგაზრდები მომწონს, აქ ყოფნა თუ გინდა ბოლომდე უნდა დაიხარჯო.
-ზუსტად ამას ვაპირებ. -თავდაჯერებულმა მიუგო და ზურგი აქცია.- თანაც მესამე კურსელი არ ვარ.
-მე მესამეზე გავდიოდი ამ საგანს. -მხრები აიჩეჩა ბიჭმა.-მონდომებული ხარ, ეს კარგია.
-სხვაგვარად აქ ვერ მოვხვდებოდი.
-სტიპენდიით სწავლობ?
-რა შენი საქმეა? -უკვე გაღიზიანებულმა მიუგო და გამჭოლი მზერა მიაპყრო.
-იმ კაფეში მუშაობით სწავლის ფულს ვერ გადაიხდი, ამიტომ გკითხე. -მხრები აიჩეჩა ბიჭმა, გამომეტყველება უცვლელი ჰქონდა.
-სტიპენდიით ვსწავლობ.
-თქვენ ორნი! -მკვახედ განახცადა ლექტორმა. -დატოვეთ ჩემი აუდიტორია, გეტყობათ უკვე ბევრი ისწავლეთ!
-მე არ...
-არ გინდა, აზრს ვერ შეაცვლევინებ. -მშვიდად მიუგო ჯეიმსმა და თავით ანიშნა კარისკენ. ისიც მორჩილად დაჰყვა მის ნებას და მობუზული წავიდა გასასვლელისკენ.
-შენს გამო აუდიტორიიდან გამომაგდეს. -ხელით უხეშად უბიძგა ბიჭს.
-პირველ სემინარზე მეც გამომაგდო, ამას კიდევ ბევრჯერ გააკეთებს. -ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა, თიქოს ხალისობდა ამ სიტუაციით.
-საერთოდ არ მაინტერესებს შენ რა დაგემართა, აქ ჩემი ბედი წყდება.
-შემდეგზე აღარც კი ემახსოვრება, რა გაღრიალებს?
-რას გადამეკიდე? აღარ დამელაპარაკო აღარასდროს!
-პანიკაში ნუ ხარ, ამას ხშირად აკეთებს. კითხვაზე ვერ ჩაგჭრა, ამას ვერ იტანს, ახლა ვითომ ჭკუა გასწავლა.
-ის ლექტორია, პირიქით უნდა უხაროდეს რომ ვერ ჩამჭრა.
-აუდიტორიაში ერთადერთი ხარ ვინც ფოტოებზე დაწერილ მუქ წარწერებს დახედა, ამას არავინ აკეთებს, მეც კი არ მივაქციე ყურადღება და მეტი მუშაობისკენ მომიწოდა, შენთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა, ამიტომაც გაბრაზდა.
-რა სიგიჟეა. სულ რომ სიმართლე იყოს მაინც აღარ დამელაპარაკო, პრობლემებს მიქმნი.
-თუ დაიმახსოვრე როგორი ყავა მიყვარს აღარ დაგელაპარაკები. -მშვიდად განმარტა და დერეფანში ნელი ნაბიჯით წავიდა...

***
დილით როგორც ყოველთვის ადრიანად ადგა, ფეხზე კომოფრტული ფეხსაცმელი მოირგო და სარბენად გავიდა. ეს ამშვიდებდა. არა მხოლოდ ფიქრის საშუალებას აძლევდა, არამედ პოზიტიური ენერგიითაც ავსებდა და დღის კარგად დაწყებაში ეხმრებოდა.
40 წუთი დაჰყო გარეთ, დილის სიო სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა და გამოფხიზლებაში ეხმარებოდა. სამშობლოს ჰაერი სულ სხვანაირად იგრძნობოდა მისთვის.
სახლში სამზარეულოს კარიდან შევიდა, არ უნდოდა უფროსი ჯაჭვლიანი გაეღვიძებინა, ან უფრო უარესი მისი ყურადღება მიეპყრო და კიდევ ერთხელ ჩაეტარებინა მისთვის კულინარიის მასტერკლასები. კარადიდან ფინჯანი აიღო, ყავით აავსო და მაგიდასთან ადგილი დაიკავა. თავს უხერხულად გრძნობდა უცხო სახლში, გეგას ფაქტობრივად არ იცნობდა და ფეხის წვერებზე უწევდა სიარული, რომ თვალში არ მოხვედროდა, თუმცა ნუცას გამო მზად იყო ყველაფერი აეტანა.
-დილამშვიდობის. -კარის ზღურბლზე წელს ზემოთ შიშველი ჯაჭვლიანი რომ გამოჩნდა წამში გამოერკვა ფიქრებიდან.
-დილამშვიდობის. -ინსტინქტურად უპასუხა და ყავის ფინჯანზე არსებულ წარწერას დახედა უხერხულობის დასაფარად.
-შეგიძლია დამეხმარო?
-მე? როგორ ან რაში? -დაბნეულმა დაიწყო საუბარი.
-ზურგზე ჭრილობა მაქვს, რომელსაც ვერ ვწვდები. დამუშავება და შეხვევა სჭირდება, თუ რათქმაუნდა ეს უხერხულობას არ გიქმნის, თუ ასეა ლუკას დაველოდები.
-არა, რა პრობლემაა. -მხრები აიჩეჩა და ფეხზე ზლაზვნით წამოდგა. -უბრალოდ მითხარი რა უნდა გავაკეთო.
-ჯერ ბეტადინით გაასუფთავე ჭრილობა, შემდეგ ამ მაზს წამისვამ, შემდეგ უბრალოდ ბინტით შეახვევ. სულ ეს არის. -მშვიდად განმარტა და ნივთები გაუწოდა.
-კარგი, ოღონდ ჯობს დაჯდე, ასე უფრო მარტივად გავაკეთებ.
-კარგი. -მშვიდად უპასუხა გეგამ. ეტყობოდა რომ სიტყვაძუნწი იყო, რაც მარიამს ძალიან აღიზიანებდა. სანამ ბედნიერად გამოუცხადებდა, რომ დახმარება შეეძლო ალბათ ჯერ ის უნდა ეთქვა რომ სისხლზე ცუდად ხდებოდა, მაშინვე ინანა თავისი საქციელი როგორც კი ჭრილობა დაინახა. -კარგად ხარ?
-ნაიარევი სტეპლერის ტყვიებს გავს. -თითქმის მოშუშებულ ჭრილობას დახედა.
-სტეპლერის ტყვიებით მქონდა დამაგრებული და მაგიტომ.
-რა საზიზღრობაა. -სახე დამანჭა. -საავადმყოფოში ასეთ რაღაცებს თუ აკეთებდნენ არ ვიცოდი.
-ვინ თქვა რომ საავადმყოფოში გამიკეთეს?
-აბა?
-დავალებაზე ვიყავი, აფეთქება მოხდა და დაშავებულები გამომყავდა, ამდროს დავშავდი, მკურნალობის დრო არ იყო. ხანდახან ასეთი რაღაცების ატანაც გვიწევს, მაგრამ ექიმს ვაჩვენე მოგვიანებით.
-ახლა გული ამერევა...
-ოღონდ ჭრილობაზე არა, ისედაც ძლივს შეხორცდა.
-ამას როგორ ითმენ?
-რას გულისხმობ გააჩნია.
-ასეთ ადგილებში წასვლას, სიცოცხლის გარისკვას, ტკივილს... ალბათ შენიანიც დაგიკარგავს.
-რამდენიმე დავკარგე ამ მისიის დროს, როცა ეს ჭრილობები მივიღე. ყველაფერი ხდება, მშვიდობისთვის ვიბრძვი. უდანაშაულო ხალხს დაცვა სჭირდება.
-შენ ვინ გიცავს?
-ღმერთი. -მშვიდად მიუგო, თითქოს ამ კითხვას ელოდა კიდეც.
-არ გიფიქრია იმაზე შენი ოჯახი,მეგობრები, ან შეყვარებული რას გრძნობს ამ დროს?
-მეჩვენება თუ განმსჯი?
-უბრალოდ მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი თვეობით იკარგებოდეს. ვერ ვიცხოვრებ იმის შიშით, რომ ერთ დღეს შეიძლება აღარ დაბრუნდეს.
-იმ გოგოს კვალობაზე, რომელიც ცხელ წერტილში მოხალისედ იყო უცნაურად ლაპარაკობ.
-შენ საიდან...
-არ უნდა გიკვირდეს, ხომ უნდა ვიცოდე სახლში ვის ვუშვებ.
-ჩემი იქ წასვლა შეცდომა იყო, არ ვარ მაგისთვის გაჩენილი.
-მაგისთვის არავინაა გაჩენილი დამიჯერე, უბრალოდ ზოგი უძლებს, ზოგი ვერა.
-იმის თქმა გინდა რომ სუსტი ვარ?
-არა! -მოკლედ მოუჭრა, რატომღაც ელოდა მისგან ამ რეაქციას. -იმის თქმა მინდა რომ ადამიანები განსხვავდებიან. ხანდახან მეც მიჭირს გაძლება, ვფიქრობ რა იქნება დავტოვო ყველაფერი და ლუკას მსგავსად ოჯახი მქონდეს. მერე ვფიქრობ და ვხვდები, რომ ყველაფერი ამაზე მეტია. ასობით დაღუპულში ერთ ცოცხალს რომ იპოვი და მის თვალებს დაინახავ მაშინვე ხვდები რისთვის იბრძვი, თავიდან მეც მინდოდა დანებება. გულახდილად რომ ვთქვა ახლაც ვფიქრობ, მაგრამ რაღაც მაჩერებს. არაუშავს თუ ვერ გაუძელი, პირველ წელს 800 ბიჭი წამოვიდა და უკან არცერთი დაბრუნებულა, მეორე წელს 350, მერე მე სხვაგან გადავედი, მაგრამ მაინც მოაღწია ჭორებმა რომ საუკეთესოებიც დანებდნენ და სახლში წასვლა ამჯობინეს. არჩევანის უფლება ყველას აქვს, პატივს ვცემ ამას.
-არვიცი რატომ, მაგრამ შენგან სულ სხვა პასუხებს ველოდი.
-ყველას ცივსისხლიანი ვგონივარ, მაგრამ სინამდვილეში ზუსტად ისევე განვიცდი ყველაფერს, როგორც შენ.
-ცივსისხლიანი არა, უბრალოდ ცივი ადამიანი ჩანხარ.
-ყველასთან ბევრს არ ვლაპარაკობ, ადამიანმა უნდა დამაინტერესოს, რომ საუბარი დავიწყო, ამას ბევრი ვერ ახერხებს. -ნიშნისმოგებით მოახსენა გეგამ.
-როგორც ჩანს მე მოვახერხე, რადგან მელაპარაკები.
-ადამიანი საუბარში თავს ზედმეტად ამჟღავნებს, ხომ გითხარი, ვცდილობ გავიგო ვინ შემოვუშვი სახლში.
-ღამე იარაღითაც ხომ არ მდარაჯობ?
-მჭირდება?
-არა! -გაღიზიანებულმა მიუგდო და უკან დაიხია. -მე ნუცას მეგობარი ვარ, თუ რამე გაინტერესებს მკითხე და გიპასუხებ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უკუკავშირზე გამოხვალ. -ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა საუბარი რომ შესძლებოდა და უცებ მიახალა მის წინ მდგომ კაცს. წამით ჩაფიქრდა, უნდოდა კიდევ რამე ეთქვა, მაგრამ მისი უემოციო მზერა, რომ დაინახა იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.

***
-ვერ გადაეჩვიე რა. -თავზე დაადგა მეგობარს ნუცა. -გადააგდე ეგ საწამლავი და თავს გაუფრთხილდი.
-როგორც მეტყვი დედიკო. -თვალები მობეზრებულად აატრიალა და ნამწვი საფერფლეში გასრისა.
-დედაშენი როგორ არის?
-მშვენივრად, დასასვენებლად გეგმავენ წასვლას, ვფიქრობ მოუხდება.
-წინასწარ შეამზადე იმისთვის რაც ელის?
-გააჩნია რას გულისხმობ. -დაბნეულმა მიუგო და უცნაურად მიაჩერდა.
-ბავშვი რომ მეყოლება ყველაფერზე უნდა ვურეკო. -სიცილით მოახსენა მეგობარს. -პატარების არაფერი ვიცი, უნდა დამეხმაროს.
-ამაზე უარს არ გეტყვის, ხომ იცი. გაუხარდება რომ დაურეკავ, შეიძლება ჩამოვიდეს კიდეც.
-მომენატრა იციი. გახსოვს ჩემები დაბადებისდღეზე რომ არ მიშვებდნენ და დედაშენმა ჩვენთან რჩებაო? მაშინ მივხვდი როგორ გაგიმართლა.
-ნუ ამატირებ ახლა, მეც მომენატრა. -ტუჩებდაბრეცილმა გახედა მეგობარს, იცოდა მალე ტირილს დაიწყებდა.
-კარგი, კარგი. -დანებების ნიშნად ხელები აწია. -გეგას როგორ შეეწყვე?
-მე? რავიცი ფაქტობრივად არ ვლაპარაკობთ.
-ხო, მაგრამ ისე რას ფიქრობ. კარგი შთაბეჭდილება დაგრჩა?
-კი, კარგი კაცი ჩანს.
-რა მშრალი პასუხები გაქვს, ცუდ ხასიათზე ხარ?
-არა, უბრალოდ არ ვიცნობ ადამიანს. თანაც...
-გეგა! -ყვირილი გაისმა მისაღებში. -სულ გააფრინე ჯაჭვლიანო?
-ეს ვინ არის. -გაოცებულმა იკითხა მარიამმა.
-გეგას შეყვარებული, უფროსწორად ყოფილი, რაც დაშორდნენ სულ გაგიჟდა. -ფეხზე წამოვარდა ნუცა. -ვეღარ ვითვლი მერამდენე შემთხვევაა.
-დამელოდე, ნუ გარბიხარ. -მეგობარს უკან მიჰყვა მარიამი.
-რა გაღრიალებს? -სამზარეულოდან ნელი ნაბიჯით გამოვიდა გეგა.
-რატომ არ იყავი დღეს ექიმთან? -მის პირისპირ დადგა ქალი. ლამაზი იყო ნამდვილად, ლურჯი თვალები აწყლიანებოდა და გეგას მომლოდინე სახით მისჩერებოდა.
-შენ რა იცი მე სად ვიყავი და სად არა?
-შენს ექიმთან ვიყავი, მითხრა რომ დღეს არ მისულხარ ნაკერების მოსახსნელად.
-ტონი აკონტროლე თუკა, იცი ვერ ვიტან მასე რომ მელაპარაკებიან.
-საკუთარი თავი სულ არ გეცოდება?
-თუ შეიძლება ისტერიკებს ნუ აწყობთ, სახლში ორსულია და სტრესს უნდა მოერიდოს. -საუბარში ჩაერთო მარიამი, რომელსაც უკვე ყელში ჰქონდა ამოსული მსგავი საკითხები.
-შენ ვინ ხარ და წყვილის საუბარში რატომ ერევი? -თვალები დააკვესა თუკამ.
-გარეთ გავიდეთ და იქ ვისაუბროთ. -მტკიცედ გაიჟღერა გეგას ხმამ, აშკარად გაბრაზებული იყო. თუკას მხარზე ხელი მშვიდად მოკიდა და ეზოში გაუძღვა.
-შენზე ვნერვიულობდი. -როგორც კი კარი ზურგს უკან მიიხურა მაშინვე საუბარი წამოიწყო.
-არ გინდა თუკა. -სახიდან მისი ხელი ფრთხილად მოიშორა. -რატომ მოხვედი?
-ხომ გითხარი, შენზე ვნერვიულობდი.
-მადლობა, მაგრამ საჭირო არ არის.
-ასე ნუ იქცევი გეგა, ვიცი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვერ ვიტან ჩვენს ასე ყოფნას. მინდა რომ ყველაფერი ძველებურად იყოს.
-ძველებურად ვეღარ იქნება, ჩვენ დავშორდით თუკა.
-ვიჩხუბეთ. -მშვიდად შეუსწორა ქალმა. -ეს აქამდეც ბევრჯერ მომხდარა.
-არ აქვს მნიშვნელობა რა იყო წარსულში. -სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო- როგორც კი თავს უკეთ ვიგრძნობ მე ისევ წავალ და არ მინდა დაბრუნებისას შენი ისტერიკები მელოდეს სახლში.
-გეგა... ამის გამოსწორება მინდა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვიმუშავოთ.
-არა თუკა, ამაზე ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. სხვა რამ უნდა ვცადოთ.
-მეც ამას ვამბობ, სხვა რამ ვცადოთ რომ ურთიერთობა აეწყოს და ერთმანეთს გავუგოთ. -ღიმილმა გადაურბინა სახეზე, წამით გონებაში დაუშვა რომ სიყვარულს დაიბრუნებდა.
-თუკა მისმინე. -სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და თვალებში ჩააცქერდა მის წინ მდგომ ქალს. -შენ არაჩვეულებრივი, იდეალური ქალი ხარ, ჭკვიანი და განათლებული, გაქვს ამბიციები, შესაძლებლობები, ოცნებები, რომლებიც აუცილებლად უნდა აქციო რეალობად, მაგრამ ვფიქრობ მე ამაში ვერ დაგეხმარები. მე ვერ შევძლებ ვიყო კაცი, რომელსაც დაეყრდნობი, რადგან მე თავად მჭირდება დასაყრდენი იმისთვის, რომ გადავრჩე და მჯეროდეს ჩემი თავის. მჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებ და ვიცოდე, რომ უკან დაბრუნებულს არავინ განმსჯის ჩემი ქმედებებისთვის. იცი, რომ მიყვარხარ, მაგრამ ეს გრძნობა საკმარისი არ არის რომ გადავრჩეთ. ამაზე მეტს უნდა ვგრძნობდე, მიყვარხარ, მაგრამ საკმარისად ძლიერად არა იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავივიწყო. შენი ჩემდამი სიყვარული ყოველთვის უფრო მეტი იყო, უფრო მეტად გრძნობდი და განიცდიდი, მაგრამ არასდროს დანებებულხარ. მადლობელი ვარ ამისთვის და იმისთვისაც, რომ ჩემს გვერდით მყარად იდექი მაშინ, როდესაც შინაგანად კვდებოდი, მაგრამ ეს ვერ იმუშავებს და შენც ხვდები ამას. შენ იცი...
-აღარ გიყვარვარ? -მშვიდად ამოთქვა ქალმა, თითქოს არაფერი მომხდარა და გეგას ის სიტყვები არ უთქვამს მისთვის.
-მიყვარხარ თუკა და ყოველთვის მეყვარები, მაგრამ ეს გრძნობა ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ბევრი რამ ხდება და მინდა...
-სხვა გიყვარს? -მეორედ გააწყვეტინა სიტყვა.
-საიდან მოიტანე?
-გეკითხები! პასუხი მარტივია, კი ან არა!
-ვინ უნდა შემყვარებოდა ან სად?
-არ ვიცი, იქნებ უდაბნოში რომელიმე ბედუინმა მოგხიბლა? ან მაფიოზის შვილმა იტალიაში, ან თუნდაც სტრიპტიზის მოცეკვავემ ვეგასში?
-ნუ სულელობ თუკა, შენ ჭკვიანი ქალი ხარ და იცი რომ მე ასე...
-საკმარისია მართლა. -ამოთქვა ღონემიხდილმა და სახლში სწრაფი ნაბიჯით შევიდა.
-იქნებ მომისმინო! -უკან მიჰყვა ჯაჭვლიანი, ვერ იტანდა მსგავს დამოკიდებულებას.
-ამის თქმას არ ვაპირებდი, მეგონა ჩვენი სიყვარული ყველაფერს დამავიწყებდა და ახლიდან გავიხარებდი, მაგრამ რომელი სიყვარული? შემთხვევით ეს გოგო ხომ არ არის? თან სახლშიც მოგიყვანია. -მარიამი აათვალიერა ქალმა.
-სისულელეებს მორჩი, ჩვენი დაშორება მე და შენ გვეხება, მესამე პირი არაფერ შუაშია.
-ვერც კი წარმოიდგენ რად დამიჯდა შენი ამ მდგომარეობაში ნახვა, ფაქტობრივად მკვდარს რომ გიყურებდი და არ ვიცოდი გადარჩებოდი თუ არა. -ამოიკნავლა საცოდავად და ცრემლები ხელის ზურგით შეიმშრალა პატარა ბავშვივით.
-არ გინდა თუკა. -დანანებით გააქნია თავი გეგამ, მისი ბოლო ინციდენტი მართლაც ყვლაზე რთული იყო.
-იმ დღეს მუცელი მომეშალა. -ხმაჩამწყდარმა ამოთქვა და წამით კედელს მიეყრდნო. -ასეთ მდგომარეობაში რომ გნახე ვერ გავუძელი, ვერც ჩვენმა პატარამ გაუძლო. მეგონა ყველაფერი მოგვარდებოდა და ეს ტკივილიც გამინელდებოდა, მაგრამ შენ ყველაფერი დაასრულე ისე თითქოს არაფერი ყოფილა. -მისი სასოწარკვეთილი ხმა ჰაერს ყინავდა და სისხლს აჩერებდა გეგას ძარღვებში. -ვიცოდი მე არ ვიქნებოდი საკმარისი იმისთვის რომ სამსახური დაგეტოვებინა, ამიტომ ვიფიქრე რომ ბავშვის გამო მაინც მოინდომებდი უკეთეს ცხოვრებას, მაგრამ ვერ მოვასწარით...
-თუკა მე...მე არ ვიცოდი. -ძლივს ამოთქვა გეგამ და მისი სახიდან მზერა მის მუცელზე გადაიტანა.
-არ იცოდი... -ღიმილით ამოთქვა. -სწორედ არ ცოდნა გაკეთებინებს სისულეებს. ჩვენი მომავალი წარმომედგინა გეგა, უნდა გეთქვა ეს თუ არ გინდოდა. -მშვიდად ამოთქვა, თითქოს წამის წინ ბომბი არ ააფეთქა სახლში და გეგას გონებაში, ეტყობოდა თავად მეტ-ნაკლებად შეგუებული იყო ამ ამბავს და თავი მყარად ეჭირა.
-მოდი სადმე მშვიდ ადგილას წავიდეთ და ამაზე ვისაუბროთ. -ძლივს ამოთქვა ჯაჭვლიანმა. თუკასთან დიდი ოჯახი არასდროს წარმოედგინა, მაგრამ იმის იდეამ, რომ შესაძლოა შვილი ჰყოლოდა ნამდვილად მოხიბლა და მისმა დაკარგვამ წამის მეათასედში დაანგრია.
-არ მინდა! -მტკიცედ გაიჟღერა მისმა ხმამ. -შენ იცი რომ ერთ დღეს ამას ინანებ, დაფიქრდები და მიხვდები ყველაფერს, მოგენატრება ჩემი სითბო, ზრუნვა და სიყვარული. ყველაზე მეტად მაშინ ინანებ, როდესაც დაინახავ სხვა კაცს როგორ ვაძლევ იმას, რაც ერთ დროს მხოლოდ შენთვის მემეტებოდა.
-პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. -მისკენ გაიწია გეგამ, თუმცა ამაოდ. თუკამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-არ მინდა შენი სიახლოვე, შენი დანახვა ან შენთან საუბარი. ერთ დღეს მოგვიწევს, მაგრამ არა ახლა გეგა. ახლა მზად არ ვარ! -მშვიდად განუმარტა სიტუაცია. -ბოდიშით რომ შეგაწუხეთ. -ოთახში მყოფთ თვალი მოავლო და სახლი უკანმოუხედავად დატოვა.
-არაფერი თქვა! -ხელის აწევით ანიშნა ლუკას რომ გაჩუმებულიყო და ისიც მშვიდი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას...


***
-გადი დაელაპარაკე. -გვერდით მიუჯდა ლუკას ნუცა. -ახლა ძალიან სჭირდები.
-დრო სჭირდება, ახლა რომ ველაპარაკო უფრო გაბრაზდება.
-შენ გგონია ასე, სცადე მაინც.
-და რა ვუთხრა ნუცა? კარგი არაუშავს შენ ხომ არ იცოდითქო?
-უთხარი რომ მისი ბრალი არ არის და რაღაცების გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.
-თუკასთან ვერ დაბრუნდება, ის გრძნობა არ გააჩნია, რომელიც ოჯახს სჭირდება. -მშვიდად ამოთქვა ლუკამ. -ამაზე ვისაუბრეთ უკვე.
-ნუ დაბრუნდება, უბრალოდ ახლა ჯანმრთელობას უნდა მიხედოს, არ შეიძლება მისთვის ნერვიულობა.
-მართალს ამბობს, გადი და დაელაპარაკე. მეოთხე ღერს ეწევა უკვე და მისთვის არ შეიძლება. -მხარი აუბა მეგობარს მარიამმა.
-კარგი. -მათ ნებას დაჰყვა ლუკა და ნელი ნაბიჯით წავიდა კარისკენ. გეგა ეზოში განცალკევებით იჯდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, დალევით ვერ სვამდა და როგორმე ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაეტანა, ეს ნამდვილად სჭირდებოდა. -კარგად ხარ?
-უკეთესადაც ვყოფილვარ. -მშვიდად განუმარტა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-ხომ იცი რომ შენი ბრალი არ არის.
-უნდა მცოდნოდა, რომ ეთქვა... რომ ეთქვა... არვიცი... -სათქმელს თავი ვერ მოაბა, უნდოდა ეთქვა არ წავიდოდიო, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ იყო.
-შენ გიყარს შენი სამსახური, მაინც წახვიდოდი და კიდევ წახვალ, შენთვის ნარკოტიკივით არის, ვერ ეშვები.
-ჩემს შვილზე მეტად არ უნდა მყვარებოდა, იქნებ რომ მცოდნოდა არ წავსულიყავი და თავი დამენებებინა.
-სამუდამოდ შეეშვებოდი?
-უკვე გითხარი, რომ არ ვიცი!
-თავს უნდა მიხედო და გამოჯანმრთელებაზე იყო ორიენტირებული, ყველაფერი მოგვარდება.
-რაღაცები უნდა გამოვასწორო, თუკასთან აუცილებლად უნდა ვილაპარაკო, მაგრამ ჯერ უნდა გამოვჯანმრთელდე და უკან დავბრუნდე.
-თვეებია წინ უკან დაბრუნებამდე! -ტონი შეეცვალა ლუკას.
-გააჩნია საქმეს როგორ დასჭირდება.
- გინდა? არ გეყო რაც დაგემართა?
-ლუკა ისე ნუ იქცევი თითქოს მდგომარეობის სიმძიმეს ვერ ვაანალიზებდე.
-ვერ აანალიზებ და ეს ფაქტია!
-საკმარისია, შენი ლექციის მოსმენის არც დრო მაქვს და არც სურვილი. -ჭრილობაზე ხელი მიიჭირა და ფეხზე გაჭირვებით წამოდგა.
-სულ ასე იქცევი, საუბარს გაურბიხარ, სხვანაირად ვერ დაგეხმარები.
-ხოდა არ დამეხმარო ლუკა! -ზურგს უკან მიაძახა ძმას და უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას...

***
ლამის თავზე დაათენდათ გეგას ლოდინში, თუმცა ჯაჭვლიანი არსად ჩანდა. ეს ბუნებრივი რეაქცია იყო მისი სიტუაციიდან გამომდინარე,თუმცა ლუკა ამას ვერ ეგუებოდა,რადგან ძმის მდგომარეობა იმაზე მეტად აწუხებდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.
-ლუკა უკვე გვიანია, დავიძინებ მე, მეტს ვერ გავძლებ. -მასზე მიკრულმა ამოთქვა ნუცამ და ფეხზე ფრთხილად წამოდგა.
-დაიძინეთ ორივემ, ლოდინს რა აზრი აქვს, პატარა ბავშვი ხომ არ არის. -მშვიდად მიუგო მარიამმა. -დაბრუნდება, როცა თავს უკეთ იგრძნობს.
-ჭრილობები მანერვიულებს, არ გაეხსნას ან არვიცი.
-მე ვნახე მისი ჭრილობები, თუ არ იჭიდავებს არ გაიხსნება, პროცესი კარგად მიდის.
-თუ მოვა დილითაც აქ იქნება, არ ინერვიულო. -ქმარს მხარზე მშვიდად გადაუსვა ხელი და როგორც კი მისი დამყოლი მზერა შეამჩნია მასთან ერთად დატოვა ოთახი.


***

ძვირფასო დღიურო, ოფიციალურად ჯაჭვლიანებთან ვცხოვრობ, მათი ოჯახის წევრი გავხდი და ყოველდღიურ დრამებშიც ვმონაწლეობ. ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ახალი არ არის. ნუცა დღითიდღე მრგვალდება და ლამაზდება, თითქოს ზედმეტადაც კი უხდება ორსულობა. დარწმუნებული ვარ შესანიშნავი დედა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხახვისა და საზამთროს სალათი ჭამა. ლონდონი არ მენატრება, საერთოდ არ ვფიქრობ უკან დაბრუნებაზე, წლების განმავლობაში მაკლდა საქართველო და ვგრძნობ აქ არის ჩემი სახლი. თანაც... -წერა ეზოდან მომავალმა ხმაურმა შეაწყვეტინა. აივნიდან გადაიხედა და გეგას დანახვისას ამოისუნთქა. სახლში შემოსვლით თავი არ შეუწუხებია, იქვე ჩამოჯდა და თავი კედელს მიაყრდნო. „3-ის ნახევარია, არ ეძინება მაინც?“ -თავის თავს ჰკითხა მარიამმა. წარსულმა სწრაფად შეახსენა ძველი ჭრილობები და იძულებული გახდა თანადგომა გამოეხატა, ამას მთელი სხეული სთხოვდა. კიბეებზე ფრთხილად ჩავიდა და გზა სამზარეულომდე გაიკვლია. -„ჩაი თუ ყავა?“ -ფიქრი დაიწყო, თუმცა მაინც ყავაზე შეაჩერა არჩევანი. სწრაფად გააკეთა და მშვიდად გავიდა ეზოში. ყველაფერი იდუმალ სიბნელეს მოეცვა, მთვარე არც კი ანათებდა ცაზე, მხოლოდ კუნაპეტი შავი ცა იყურებოდა ზევიდან ავის მომასწავებლად.
-საღამომშვიდობის. -ჩუმად ამოთქვა თუმცა გეგას სმენას მაინც მისწვდა მისი სიტყვები.
-რატომ არ გძინავს? -გაკვირვებული მიაჩერდა კაცი.
-იგივე შემიძლია გკითხო.
-მე ახლა მოვედი.
-მე ვწერდი. -მშვიდად მიუგო და ფინჯანი გაუწოდა.
-მადლობა, ახლა ნამდვილად მჭირდებოდა.
-ესეც გჭირდება? -სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და დანარჩენი მთლიანად მისკენ გაასრიალა.
-შარში ხშირად ხარ არა? -გაეღმა ქალის ქმედებაზე გეგას. -იცი როგორ უნდა უმკურნალო შინაგან ტკივილს.
-ეს მომენტი გამომივლია, როგორც ქალს და ვიცი რომ თუკაზე ნაკლებად არც შენ გტკივა.
-მოიცა ანუ...- მცირე პაუზა გააკეთა, თითქოს კითხვას ვერ ბედავდა. - ბავშვი დაკარგე? -სრულიად შეეცვალა გამომეტყველება გეგას.
-არა! მე ჩემი სურვილით წავართვი სიცოცხლე. -სუნთქვა გაუხშირდა მარიამს, არ ეგონა ასე მარტივად თუ იტყოდა ამას, ცრემლებისა და ემოციის გარეშე.
-თუ ზედმეტად პირადული არ არის ვიკითხავ... რატომ?
-მიღალატეს...მარტივად რომ ვთქვა ეს იყო, მაგრამ თუ მთელ ისტორიას მოვყვები მე შვილები არ მინდოდა არასდროს, მითუმეტეს მარტოხელა დედა არ ვიქნები. -სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა და ფინჯანს წაეტანა.
-შენ? მარიამ მეტრეველს გიღალატეს?
-დიახ, ხანდახან საუკეთესოებიც ნაგავ კაცებს ირჩევენ.
-ბევრი დაუკარგავს, ბავშვს მაინც როგორ მოექცა ასე.
-არ იცოდა,თავიდან ვერ ვბედავდი თქმას, პროცედურის დღეს დილით დავურეკე და ვუთხარი.აბორტის გაკეთებას, რომ ვაპირებდი მემუდარა არ გამეკეთებინა, მაგრამ მისი სიტყვები სულერთი იყო. ვგრძნობდი რომ განადგურებული იყო, მთელი სხეულით, გულითა და სულით ნანობდა იმას, რაც გააკეთა, მაგრამ გვიანი იყო.
-არ ფიქრობ რომ შვილის შესახებ უფრო ადრე უნდა გეთქვა?
-არა! რისთვის მე თუ მღალატობს შვილისთვის კარგი მამა იქნებოდა?
-არა, რა თქმა უნდა მაგას არ ვგულისხმობ, უბრალოდ მისი შვილიც იყო, სიტყვა არ ეთქმოდა?
-მაშინ არა, როდესაც კაცობას კარგავს. ჩემს შვილს არაკაცი მამა არ ეყოლება!-ამაყად განაცხადა ქალმა.
-მტკიცე და შეუვალი ხასიათი გქონია, ასეთ დროს ხალხი დასაყრდენს ეძებს და შენ ძალა საკუთარ თავში გიპოვნია... ყოჩაღ!
-საკუთარ ტკივილს თუ დაეყრდნობი ბევრს მოიგებ ამით, სხვა შემთხვევაში წასულია შენი საქმე.
-დარწმუნებული ვარ ამას მხოლოდ ბავშვი არ გალაპარაკებს, უფრო შორეული წარსულიდან მოდის შენი სიბრძნე. -მშვიდად აღნიშნა გეგამ.
-დაკვირვებული ხარ, ეს კარგია, ცხოვრებაში გამოგადგება, მაგრამ არა ახლა.
-რადგან ასეთი მცოდნე ხარ ის მითხარი ახლა რა გამომადგება?
-მარტო ყოფნა და ფიქრი. ბავშვს ვეღარ დააბრუნებ, მანდ დამთავრებულია ეგ ამბავი და უნდა დაივიწყო, თუმცა შეგიძლია შენი შვილის დედა დაიბრუნო, გიყვარდეს და იყო მისი საყრდენი, იქამდე სანამ ეს დასჭირდება.
-მე და თუკა? მაგის შანსიც კი არ არსებობს. წლები გავატარეთ ერთად, ამ წლების განმავლობაში სულ ვკამათობდით, ვშორდებოდით და ვრიგდებოდით, ეს ჩვეული ამბავი იყო, ბოლოს აღარც გვაწუხებდა დაშორება, ვიცოდით რომ შევრიგდებოდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმით დასრულდა, რომ ერთმანეთი გავანადგურეთ. მომავალი არ გვქონდა და ამას ვერ ვხვდებოდით.
-ფაქტია, რომ უყვახარ, მაგრამ ის ვერსადროს შეეგუება შენს წასვლას.
-ახლა არ დამარიგო, რომ სამსახური უნდა მიმეტოვებინა, თორემ გავაფრენ. -ნერვიულად მოუკიდა მეორე ღერს.
-არც კი მიფიქრია. -მშვიდად განმარტა მარიამმა. -იმის მიტოვება, რაც გიყვარს სხვის გამო გაგანადგურებს და იმ ადამიანთან ურთიერთობასაც გაგინადგურებს. ასეა ადამიანი მოწყობილი. მე რომ ვინმეს გამო ჩემი საქმე მივატოვო, იმდენად გავაუბედურებ სხვასაც რამდენად უბედურიც ვიქნები მე.
-სხვანაირად აზროვნებ, მომწონს. -შეაქო კაცმა, თითქოს მის წინ 7-8 წლის გოგონა მჯდარიყო საშინაო დავალებით ხელში.
-გამოცდილება გასწავლის ძალიან ბევრ რამეს, თუ არ გაქვს გაგიჭირდება, ყველას ვერ მოსთხოვ გაგებას. ყველას კი არა ვერავის ვერ მოსთხოვ, არავინ არ არის ვალდებული გაგიგოს, მთავარია შენ გჯეროდეს შენი თავის და შენი ნაბიჯების სისწორის. შენთან როგორ არის, გჯერა იმის რასაც აკეთებ? -მის წინ მჯდომ კაცს მიაჩერდა მარიამი, ეტყობოდა რომ დაბნეული იყო და თავს იდანაშაულებდა შვილის სიკვდილში, ამან გეგას რწმენაც შეარყია სამსახურის მიმართ, თუმცა რამდენად ჯერ უცნობი იყო.
-მჯერა რომ ხალხის დაცვა ჩემი ვალია, თუმცა... -მცირე პაუზა გააკეთა გეგამ, ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და საზურგეს მიეყრდნო. -იმისიც მჯერა, რომ არსებობს ზღვარი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის, შეიძლება ორივე გამოვიდეს თუ ეს მართლა გულით გინდა, ალბათ მე საკმარისად არ მოვინდომე.
-შემიძლია მთელი დღე გეკამათო! -მტკიცედ წარმოთქვა მარიამმა და ფინჯანს ხელები მჭიდროდ შემოხვია. -საშინლად რთულია იყო საუკეთესო და გქონდეს საუკეთესო პირადი ცხოვრება. ვერავინ შეეგუება მუდმივად შენს სამსახურში ყოფნას თუ შენი „წრიდან“ არ არის, ანუ მსგავს რაიმეს თუ არ საქმიანობს. მე მიმუშავია საქმეზე, რომელიც ლამის ჩემს სიცოცხლედ დამიჯდა, თუმცა ამის გამო ჯეიმსს არ უთქვამს, რომ საქმე უნდა მიმეტოვებინა, პირიქით, მას უფრო მეტად სჯეროდა ჩემი, ვიდრე მანამდე, რადგან ისიც იმავე სფეროში იყო,რომელშიც მე. შენი წრის ადამიანს როცა იპოვი მიხვდები, რომ ამ ურთიერთობაში შენ არაფერი დაგიშავებია.
-ალბათ ასეა. -ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ამოილაპარაკა გეგამ და წამით შეავლო თვალი მის წინ მჯდომ ქალს. -სახლში შედი, ზაფხულია, მაგრამ მაინც გრილა, არ გაცივდე. -მშვიდად მიუგო და თვალი სწრაფად მოარიდა. მარიამი მაშინვე მიხვდა რომ გეგას საუბრის გაგრძელება აღარ სურდა, ამიტომ თავი შეიკავა გაგრძელებისგან და ფეხზე წამოდგა. -ჭრილობიდან სისხლი მოგდის, დაიმუშავე დაძინებამდე. -სისხლიან მაისურზე მიუთითა და ზურგი აქცია, მისთვის საიდუმლოებით მოცულ მამაკაცს...

***
-ჭრილობებს ყურადღებას აქცევ? -დუმილი ისევ ლუკამ დაარღვია სამზარეულოში.
-კი, ვიმუშავებ, რომ არ გამირთულდეს.
-ყავა? -ფინჯანი ხელში აათამაშა ნუცამ.
-დავლიე უკვე დილით.
-მარიამმაც?
-არვიცი, არ მინახავს დილით.
-არადა ამდროს უკვე სახლშიახოლმე. -მხრები აიჩეჩა ნუცამ.- იმედია წვიმაში არ დასეირნობს, გაცივდება.
-დიდი გოგოა, ნუ ნერვიულობ. -ლოყაზე აკოცა აბუზღუნებულ ცოლს და მისაღებში გავიდა.
-შეიძლება ჩემს ადგომამდე მოვიდა, ან ისე შემოვიდა სახლში ვერ გავიგე. -მხრები აიჩეჩა გეგამ.- ოთახში იქნება, ალბათ სძინავს.
-ამ დრომდე არასდროს სძინავს თუ მართლა არ კვდება. -ღიმილით მიუგო კაცს და კიბეებზე აბაჯბაჯდა. -მარიამმ, გაიღვიძე რა. -კარი უცებ შეაღო და ოთახში ნელი ნაბიჯით შევიდა. -ჯერ არდაბადებულ ბავშვს დეიდა მოენატრა... სად წახვედი ქალბატონო? -ალაგებულ საწოლს გაბუსულმა დახედა და უკმაყოფილოდ გამოვიდა ოთახიდან. -დადის რა, მოხვალ შენ სახლში. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და კიბეებზე დაეშვა.
-რას აკეთებს მამას ვაჟკაცი? - ოთახის ბოლოდან გასძახა ნუცას ლუკამ. -წყნარად არის?
-კი, დეიდას ნახვა გვინდოდა, მაგრამ არ დაგვხვდა.
-სუფთა ჰაერზე დაიარება ალბათ.
-წვიმს, გაცივდება და მერე უნდა მარბენინოს კომბოსტოს ფოთლებით. -ძველი დრო გაახსენდა ნუცას.
-კომბოსტოს ფოთლებით უვლიდი? -ჩაეძია გეგა.
-ძმრიანი წინდებითაც. -კმაყოფილმა განაცხადა. -ეგ და რატი ზუსტად ერთ დღეს გაცივდნენ, წამოვიყვანე ორივე ჩემთან სახლში და სახლის პირობებში გამოვაჯანმრთელე ორივე.
-რატი ის ბიჭია სკოლაში ბიჭები რომ სცემა?
-ხოო ეგ არის, დავჭკვიანდი ახლა დიდი ბიჭი ვარო ასე თქვა.
-მაგას დიდი ბიჭობის არაფერი ეტყობა, სულ რინგზეა და ჩხუბობს. -ზურგიდან მოესმა მარიამის ხმა.
-დიდება შენს გამოჩენას, 10 საათი ხდება და გამიკვირდა აქ რომ არ იყავი, თან სულ ტალახში ამოსვრილხარ, გილოცავ- მხიარულად დაემანჭა მეგობარს.
-ტალახში იგორავე ქალო? -გაეცინა ლუკას.
-ფეხი დამიცურდა ტალახზე,გადამიბრუნდა და ძირს აღმოვჩნდი.
-გტკივა? -ფეხზე წამოდგა ორივე.
-რომ ვდგამ მაწუხებს, დიდად არ მტკივა. -მხრები აიჩეჩა და სავარძელზე ჩამოჯდა.
-მაჩვენე, ვნახავ ნაღრძობი ხომ არ გაქვს. -მისკენ დაიძრა გეგა.
-არ არის საჭირო, მგონი გადავრჩი.
-ნუ ჭიჭყინებ, აცადე ნახოს! -მეგობარი დატუქსა ნუცამ და ისიც მაშინვე დაჰყვა მის ნებას.
-თუ გეტკინება მითხარი. -გვერდით მიუჯდა კაცი,ფეხზე ხელი მოკიდა და მუხლებზე დაიდო რომ უკეთ შეეხედა.
-არადა ასეთ მომენტებში კაცები ქალებს ფეხსაცმელს აცმევენხოლმე ტალახიან ბოტასს კი არ ხდიან. -სიტუაციის შესაბამისად სიტყვით გამოვიდა მარიამი.
-შორიდან ასეთი მომენტებიც რომანტიულია. -ჩაეცინა გეგას და კოჭთან ხელი ძლიერად დააჭირა. -გტკივა?
-ოდნავ. -სახედამანჭულმა უთხრა და გვერდით გაიხედა ყურადღების გადასატანად.
-ალბათ დაჭიმულია, ნაღრძობს არ გავს, გადარჩი, მაგრამ ყინული მაინც დაიდე და გაუფრთხილდი.
-ჯერ გამოვიცვალო თორე მართლა რას ვგავარ.
-ყინული აუცილებლად დაიდე და ფეხი არ დაღალო, რამდენიმე დღე ნუ ირბენ.
-ეგრე ძალიანაც არ მტკივა, ხვალამდე გამივლის.
-არ გასუქდები ორი-სამი დღე თუ არ ირბენ მარიამ! -გაბრაზებულმა გახედა მეგობარს.
-ჩემს კილოგრამებზე არ ვდარდობ, უბრალოდ განტვირთვაში მეხმარება.
-არც უნდა ფიქრობდე, საკმაოდ გამხდარი ხარ, თანაც სიმაღლე გაქვს.
-მეც სულ მაგას ვეუბნები.
-ეგ არ მაწუხებს ნუცა, ბევრი რაღაც ტრიალებს ახლა და მინდა გონება გავიწმინდო, რომ მთელი დღე შევძლო მუშაობა.
-მხოლოდ რამდენიმე დღე მარ. -ტუჩები დაბრიცა ნუცამ.
-კარგი. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და კოჭლობით დატოვა ოთახი...

***
-ბავშვი რომ გაჩნდება თბილისში ბრუნდებით პირდაპირ? -ძმას გვერდით მიუჯდა გეგა.
-არვიცი, მგონი ნუცას აქ მოსწონს. კარგი ბუნებაა, მასაც უხდება და ბავშვსაც. ვფიქრობ აქეთ ვიქნებით პირველი ერთი თვე მაინც. რატომ მეკითხები?
-არა, ისე უბრალოდ. მე აქ დარჩენას ვგეგმავ იქამდე სანამ წავალ და ჩემს ძმისშვილთან ახლოს ყოფნა მინდა.
-აქ ვიქნებით, თანაც შენც ხომ უნდა მოგაქციოს ვინმემ ყურადღება.
-ჩემს გამო აქ არ დარჩეთ ლუკა, მე ისედაც კარგად ვარ.
-ვხედავ შენს პროგრესს. -მშვიდად ჩაილაპარაკა ლუკამ. -იმასაც ვხვდებ, რომ მალე წახვალ, ამიტომ მინდა ეს დრო ოჯახთან ახლოს გაატარო მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს.
-ვხვდები რომ სულ ჩემზე ზრუნავ ლუკა, მაგრამ დიდი ვარ და მარტოც გავუმკლავდები, ოჯახი გყავს, ახლა მათზე უნდა იფიქრო.
-მთელი ცხოვრება შენ ზრუნავდი ჩემზე. -წარსულს სწრაფად გადაავლო თვალი. -მიცავდი და ჩემს მაგივრად იღებდი ყველა დარტყმას, ახლა მე მაცადე. -ძმას მხარზე ხელი დაკრა. -ჩემი დროც მოვიდა, იქამდე მოგაქცევ ყურადღებას სანამ არ მოვკვდები, რადგან სულ ჩავთვლი რომ ეს გჭირდება, ტყუილად ნუ ილაპარაკებ, ახლა მე მაქვს შენი ზურგი ბოლომდე. -ღიმილით მიუგო ძმას და სიგარეტის კვამლში გაეხვა.
-კარგი მამა იქნები! -რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ აღნიშნა გეგამ. -მუდამ დაგაკვიდები, რომ ცუდისკენ ფეხი არ დაგიცდეს და შენს შვილებს ყველაფერი საუკეთესო მისცე.
-შენც კარგი მამა იქნებოდი! შენ ხომ იცი რომ თუკა ბოლო არ არის? გამოჩნდება ქალი, რომლის გამოც ყველაფერს დათმობ, რომელსაც გააღმერთებ და რომელთანაც ოჯახს შექმნი. ამისთვის ბევრი დრო გაქვს.
-მინდა ამის მჯეროდეს. -მშვიდად ამოთქვა გეგამ. -ამ ბავშვს რომ ეცოცხლა ყველაფერი შეიცვლებოდა, შეიძლება ჩემი შვილის დედის ამპლუაში რომ მენახა თუკა ამაზე ძლიერად შემყვარებოდა, მაგრამ ახლა არ ვიცი. ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს, ღმერთი ჩემს წილ ბედნიერებას სხვას არასდროს მისცემს. -ოდნავშესამჩნევად გაიღიმა და ყელზე ჩამოკიდებულ ოქროს ჯვარს ხელი მჭიდროდ მოუჭირა.
-ხანდახან მგონია, რომ შენი რწმენა ერთადერთია, რის გამოც ჯერ ისევ ცოცხალი ხარ.
-ხანდახან მეც ასე მგონია. -გაეცინა ძმის ნათქვამზე. ისეთ სიტუაციებში გადარჩენილა სასწაულის გარდა ვერაფერი რომ ვერ დაეხმარებოდა ადამიანს, საბოლოოდ ყველაფერს ღმერთს მიაწერდა, ჯვარს მოწიწებით ეამბორებოდა და ცხოვრებას აგრძელებდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.

***
-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა ბავშვი მუცელს მთლიანად გამოანგრევს. -ტუჩები დაბრიცა ნუცამ. -მთელი დღეა ვერ ისვენებს.
-მამას გავს მოუსვენარი. -ლუკა დაგესლა მარიამმა.
-დედას კითხოს აბა ამ მოუსვენარმა თუ სიამოვნებს ამის საქციელი.
-შეეშვი ბავშვს, ამ თვის ბოლოს ისედაც უნდა გამოძვრეს.
-2 კვირა ამან მუცელი თუ ასე მინგრია კარგად მექნება საქმე. -წარბები აწკიპა ქალბატონმა.
-რატიმ მოგიკითხათ შენც და პატარა ქალბატონიც. -ტელეფონი ხელში შეათამაშა და წვენით სავსე ჭიქა გაუწოდა ნუცას.
-ეგ არ აპირებს მობრძანებას?
-ამ დღეებში გამოგივლით და გნახავთო, თბილისშია ორი დღისწინ ჩამოვედიო.
-ისევ არეულად დადის ეგ?
-არა, მეორე რესტორნის გახსნა უნდა, შენობის ყიდვას აპირებს და რაღაც, ამჯერად საქმისგამო დაწანწალებს.
-არსად არ გაიშვას მაგის საქმე. -თვალები მობეზრებულად აატრიალა ნუცამ. -არა მართლა ნამეტანი მოგდის უკვე დე. -გაბრაზებულმა დახედა მუცელს.
-გინდა ლუკას დავუძახო? წაგიყვანოს თბილისში რაღაც ძალიან აცერცეტდა.
-არა გოგო, რადროს ამისი ცერცეტობაა, კიდევ ორი კვირა აქ იჯდება. -სიცილი ძლივს შეიკავა ნუცამ. -ხო ეგრეა დე?
-დაიღალა ბავშვი მანდ ჯდომით, გარეთ უნდა სინათლეზე.
-ახლა შენ გაგინათებ იცოდე. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და წამით შეყოვნდა. -მარიამ! -გაოცებული მიაჩერდა მომღიმარ მეგობარს.
-რაიყო?
-წადი ლუკას დაუძახე და მერე ჩანთა ჩამოიტანე ჩემი ოთახიდან, მზად მაქვს ყველაფერი. -სწრაფად მიაყარა და მუცელზე ხელები შემოიწყო.
-ხომ გითხარი. -თავი დანანებით გააქნია მარიამმა და ფეხზე წამოვარდა. -ლუკაა. -კოჭლობით გაიკვლია გზა კარამდე და ისე გამოგლიჯა ლამის ჩარჩოანად გადმოაგდო.
-რამოხდა? -გაოცებული მიაჩერდა ლუკა.
-დატრიალდი, მშობიარობა დაეწყო.
-რას ლაპარაკობ გოგო, ადრეა ჯერ. -უცებ შევარდა ოთახში ლუკა და ცოლის გვერდით ჩაიმუხლა. -როგორ ხარ?
-ჯერ კარგად, მალე გაიპრანჭეთ და წავედით თბილისში, დღეს ბავშვი უნდა გავაჩინო. -სიცილი წასკდა ნუცას.
-ავადმყოფი ხარ გოგო? -ოთახში მყოფებს გადახედა მარიამმა. -თუ არ გტკივა რას მარბენინე ჩემი კოჭლი ფეხით?
-მტკივა, მაგრამ ისე არა. უბრალოდ ვგრძნობ რომ დღეს უნდა გავაჩინო, ხოდა ცოტა გაიპრანჭეთ ჩუსტებით არ წამოხვიდეთ კლინიკაში.
-რას ქვია გრძნობ?
-ვერ მიხვდები, კაცი ხარ შენ, გეუბნები დღეს უნდა გავაჩინოთქო.
-ნუცა. -სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა ლუკამ. -ვერ ვიგებ ახლა, გტკივა და გავირბინ-გამოვირბინო თუ ხუმრობ და ნელა ვიარო.
-მტკივა ლუკა, მაგრამ ჯერ არ ვაჩენ, გაგუამდე არაფერს ვაპირებ, მაგრამ დღეს გავაჩენ.
-შენი შეკვეთით არის ქალო? -პირი დააღო მარიამმა.
-ვაა, ჩემია ბავშვი გეუბნებით დღეს ვაჩენთქო! -გაბრაზდა ნუცა. -ჩაიცვით და გავდივართ.
-ჩაიცვი ბიჭო შენკიდე, რას ალაპარაკებ ამდენს, დღეს უნდა რომ გააჩინოს. -მხარი აუბა რძალს გეგამ.
-გავგიჟდები. -თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა და ფეხზე წამოდგა, უცებ ჩამოიტანა საჭირო ნივთები და ქალბატონი წინა სავარძელზე მოათავსა.
-მარიამ, გეგას წამოიყვან?
-მე რა ძიძა მჭირდება?
-შენი ჭრილობები სწრაფად სიარულს და მანქანაში ჯანჯღარს ვერ უძლებს, ამიტომ მარიამი წამოგიყვანს!-მშვიდად მიუგო ძმას და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
-ფეხზე ჩავიცვამ და გავიდეთ. -მშვიდად მიუგო მარიამს
-მეც გამოვიცვლი, ასე სად წამოვიდე. -აჯაჯულ ტანსაცმელს დახედა და ნელი ნაბიჯით ავიდა კიბეებზე, უცებ ჩაიცვა კომფორტული ტანსაცმელი და მშვიდად გავიდა ეზოში, სადაც გეგა უკვე ელოდა.
-მაგ ფეხით ტარებას შეძლებ?
-ნუ გეშინია, არ მოგკლავ. მანქანის ტარება ჯერ ისევ შემიძლია.
-ჩემი აზრით მშვენივრად იცი, რომ სიკვდილის არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა შენ დაგემართოს რამე ამ სასიხარულო ამბის დროს.
-მე კარგად ვარ. -მხრები აიჩეჩა მარიამმა და მანქანაში კომფორტულად მოთავსდა.-აბა, მთელი გზა ჩუმად ვაპირებთ ყოფნას? -რამდენიმეწუთიანი დუმილი დაარღვია.-მეუხერხულება ასე ჩუმად მგზავრობა.
-რაზე გინდა რომ ვილაპარაკოთ?
-არვიცი,თუნდაც იმაზე თუ რას აპირებ გამოჯანმრთელების შემდეგ.
-ისევ იმავეს, რასაც მანამდე.
-ესეიგი იქამდე შეეჭიდები ამ ყველაფერს, სანამ მართლა ბოლოს არ მოგიღებს?
-სანამ შემეძლება იქამდე დავეხმარები და დავიცავ ხალხს, ღმერთი დამეხმარება, რომ ბოლომდე მყარად ვიდგე ფეხზე.
-მართლა ამდენად გწამს?
-შენ არა? -ცერად გახედა საჭესთან მჯდომ ქალს.
-არა. -მხრები აიჩეჩა.-თინეიჯერობიდან მომყვება, ძალიან მჭირდებოდა და არ დამეხმარა.
-რწმენა ასე არ მუშაობს მარიამ.
-შენთვის როგორ მუშაობს მაშინ მითხარი.
-შეგიმჩნევია ალბათ ეს ჯვარი. -ოქროს ჯვარს ხელი მჭიდროდ მოუჭირა, ნაზად ეამბორა და ისევ მაისურის შიგნით დააბრუნა.
-კი, შევამჩნიე.
-დედაჩემმა მაჩუქა სიკვდილამდე.-მცირე პაუზა გააკეთა და განაგრძო. -სისტემატიურად მისი ტარება ავღანეთში წასვლისას გადავწყვიტე, არ ვიცი რატომ, უბრალოდ მინდოდა, რომ სულ თან მქონოდა. თავიდან სიმშვიდე იყო, თუმცა მერე იქაურობა ნამდვილ სასაფლაოს დაემსგავსა. აფეთქება იყო, ჩემების გამოყვანას ვცდილობდი და მძიმედ დავშავდი,მთელი ძალით მეჭირა ეს ჯვარი და ღმერთს ვთხოვდი, რომ იქ სასიკვდილოდ არ გავეწირე, სადაც შეიძლებოდა ჩემი გვამიც კი ვერ ეპოვათ და ჩემს ოჯახს ჩემი დატირების საშუალება არ ჰქონოდა. ტერორისტულ აქტს გადავურჩი ამერიკაში, შეიარაღებულ ძარცვას, მკვლელებს და ყაჩაღებს, რომლებსაც მხოლოდ სისხლი სწყუროდათ, მომაკვდავი ვიწექი რეანიმაციაში და ვიცოდი ეს არ იყო ჩემი ბოლო. მჯეროდა,რომ ღმერთი ჩემთან იყო და ასეც არის, არ გამწირა. მთელი ჩემი ცხოვრება მექნება იმედი, რომ ღმერთის წყალობით გადავრჩები, მაგრამ ერთ დღეს თუ ვეღარ დავბრუნდი სახლში ჩემი ფეხით, ესეიგი ასე იყო საჭირო.
-ესეიგი თუ მოკვდები, ასე იყო საჭირო ამ სიტყვებს უტოვებ ოჯახს?
-სიკვდილი განაჩენი არ არის, მითუმეტეს თუ სხვის სიცოცხლეს გადავარჩენ.
-სისულელეა შეეგუო სიკვდილს, თითქოს არაფერს წარმოადგენს შენი სიცოცხლე. უკან მოგიხედავს ოდესმე? ვიღაცის შვილი, ვიღაცის ძმა და ვიღაცის მეგობარი ხარ!
-ირონიულია, მაგრამ მე მხოლოდ ლუკა დამრჩა ცოცხალი, ასე რომ რამდენჯერაც სიკვდილს ჩავხედავ თვალებში იმდენჯერ მხოლოდ მასზე მეფიქრება, დანარჩენი ყველა უკვე მივაბარე მიწას და არ მინდა ლუკამაც გამოსცადოს იგივე ტკივილი ხელახლა.
-არ მესმის, არ მინდა რომ გავიგო და არც გავიგებ! -ნერვიულად მოუჭირა საჭეს ხელი, ვერ იგებდა სიკვდილი ასეთი მარტივი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმესთვის.
-გამოცდილება მალაპარაკებს, სხვა არაფერი. -მშვიდად მიუგო გაღიზიანებულ ქალს და საუბარი შეწყვიტა,ამ მომენტში თავადაც არ ესმოდა საკუთარი თავის და მარიამს როგორ უნდა გაეგო მისთვის...

***
ნუცას თურმე მთელი იმ მაიმუნობის პერიოდში ყრუდ სტკიოდა მუცელი, უბრალოდ ირგვლივ მყოფები არ დააპანიკა და თბილისამდე მშვიდობით ჩამოაღწია. საავადმყოფოში შესვლისთანავე კაბინეტში შეიყვანეს და ცხვირწინ კარი რომ მიეხურა ჯაჭვლიანს მხოლოდ მაშინღა იგრძნო მოზღვავებული ენერგია, რომელიც მთელ სხეულში ჭიანჭველებივით დაიარებოდა.
15-20 წუთის შემდეგ გეგა და მარიამიც გამოჩნდნენ, კოჭლობით მირბოდა მარიამი დერეფანში თითქოს რაიმეს გამოტოვებდა და თვალებანთებული მისჩერებოდა ლუკას.
-აიყვანეს?
-კი, ზემოთაა უკვე. ცოტახანში დამიძახებენ და ავალ მეც.
-ნერვიულობდა?
-რავიცი ისე არხეინად იყო მგონი მე უფრო ვნერვიულობდი. -მხრები აიჩეჩა ლუკამ.
-რა განერვიულებს, გააჩენს და ეგარი.
-ისე ლაპარაკობ თითქოს ორი წუთის საქმე იყოს. -გაეცინა ლუკას.
-ახლა რატიც მოვა და ისე უცებ გავა დრო ჩვენ ვერც გავიგებთ, შენ იდარდე იქ ზემოთ რომ გიწევს ყოფნა.
-თუ გინდა შენ ადი, მე დავრჩები.
-არა, როგორ გეკადრება სიძე, მე შენ ადგილს ვერ წაგართმევ.-დანებების ნიშნად ხელები აწია, იცოდა მსგავს რაღაცებს ვერ გაუძლებდა.
-რატი მარტო მოვა?
-არამგონია, ალბათ დაურეკავს ნიკუშას, ლიკას და...
-ალექსსაც. -უცებ ჩაერთო საუბარში, რადგან მარიამი ზედმეტად შორიდან უვლიდა ამ ამბავს.
-ვინც უნდა ის მოვიდეს, მე აქ შენი და ნუციკოს სიხარულს ვზეიმობ.
-გეგა აქ არის და მოგაქცევს ყურადღებას. -ძმას გახედა გეგამ, რომელიც გაურკვევლობაში იყო სულით ხორცამდე.
-თუ არ მეტყვით რა ხდება ვერავის ვერ მივხედავ.
-ალექსი ხო იცი, ნახსენები მყავს შენთან.
-ნუცა თავართქილაძესთან ვინ არის? -იკითხა შუახნის კაცმა დერეფანში. -მეუღლის შემოშვება ითხოვა.
-წადი, მე მოვუყვები. -მშვიდად გაუღიმა მარიამმა. -თუმცა ხომ იცი, რომ საკუთარ თავს მივხედავ?
-ვიცი, მაგრამ ნუცა მშვიდად რომ იყოს ჯობია საქმის კურსში იყოს ჩემი ძმაც. -სწრაფად განუმარტა და დაცვას კიბეებზე უკან მიჰყვა.
-აბა მომიყვები რა დააშავე?
-დაშავებით არაფერი, საერთოდ სისულელეა რაზეც მიბრაზდება ალექსი.
-ვიცი რომ საუკეთესო მეგობრები იყავით და ნუცასთან ახლაც მეგობრობს, მაგრამ რაიმე პრობლემა თუ გქონდათ ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. -სკამზე ფრთხილად ჩამოჯდა და მარიამსაც თავით ანიშნა დაჯექიო.
-წლები გავიდა მას შემდეგ... უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვიყავით-მოგონებებში ღრმად გადაეშვა მარიამი. - ჩვენ ოთხნი ერთად ვცხოვრობდით ზედმეტად სტუდენტური ცხოვრება მოვინდომეთ, თანაც კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. პირველ წელს დილით ვსწავლობდით, მერე ვმუშაობდით და გვიან ღამით ხან სად ვსვამდით, ხან სად. ორი დღის გარდა თითქმის სულ ერთნაირი გრაფიკი გვქონდა ყველას და სტუდენტობას ზედმეტად ეიფორიულ სტილში ვირგებდით. თავიდან გატაცება იყო, დამოუკიდებლობის შეგრძნება ხომ გესმის. მერე მოგვბეზრდა, ყოველ ღამით აღარ ვსვამდით და მეტროში აღარ ვმღეროდით. -გაეღიმა ამის გახსენებაზე. -ერთ-ერთი ჩვენგანი ამ პერიოდს ვერ გასცდა, ჯერ ორ კვირაში ერთხელ გართობის გამო მივყვებოდით, შემდეგ ხათრის გამო, ბოლოს მე,რატი და ნუცა გათენებამდე დავდიოდით, რომ რომელიმე ბარის საპირფარეშოში მთვრალი გვეპოვნა. სისტემატიურად დაიწყო დალევა, უნივერსიტეტს შეეშვა, ყველა საგანში ჩაიჭრა,სამსახურიდან ჩხუბის გამო გამოაგდეს და ბოლოს შეყვარებულთანაც აურია ყველაფერი. ამის გამოსწორებას დიდხანს ვცდილობდით, მის მშობლებს არ ვეუბნებოდით და ზედმეტად დაკავებული ბიჭის როლის მორგებაში ვეხმარებოდით მაშინ, როდესაც ცხოვრებას ინგრევდა. რატი ძალიან ეხმარებოდა, საბოლოოდ გამოფხიზლებაში დაეხმარა და შეყვარებული, ძვირფასი ანანოც დააბრუნებინა, მართლა იდეალური გოგო იყო, სიყვარულის გამო ყველაფერს უძლებდა.
მეორე კურსის პირველი სემესტრი იყო, შუა პერიოდი, ვცდილობთ ალექსი ფხიზელ მდგომარეობაში დავტოვოთ და მზრუნველობა არ მოვაკლოთ, ისიც ჩვენს მითითებებს უსიტყვოდ მიყვებოდა, გამოსწორება და კარგი ცხოვრება მინდაო. მე-19 დაბადებისდღეზე სახლი იქირავა ანანომ და ყველა მხრიდან დაგვპატიჟა ახალგაზრდები, ისეთი ბედნიერი იყო, მოკლე, ფუშფუშა, ვარდისფერი კაბა ეცვა და აციმციმებული თვალებით დარბოდა. რამდენიმე თვე აგროვებდა წვეულებისთვის ფულს. ანანოს კურსელებიც იქ იყვნენ, ერთ ბიჭთან განსაკუთრებით ახლოს იყო, მარტივად ეწყობოდნენ ერთმანეთს და ნებისმიერ პროექტზე ერთად მუშაობდნენ, მშვენივრად ერთობოდნენ კურსელები, ალექსი რა თქმა უნდა ყველას იცნობდა, თუმცა ისინი რამდენად კარგად იცნობდნენ მთვრალ ალექსს ამას ვერ გეტყვი. ერთი ბოთლი არაყი ისე გამოცალა,აზრზე ვერ მოვედით ვერცერთი. ბოლოს ის მახსოვს ანანოს ვარდისფერი კაბა სისხლისფრად როგორ შეიღება, როგორ ეხვეწებოდა ალექსს რომ გაჩერებულიყო, თუმცა ამის ნაცვლად ყველას თვალწინ ჯერ კახპა უწოდა, შემდეგ კი სილა გააწნა. გაავებულს ძლივს რომ იჭერდნენ ბიჭები გაუაზრებლად მოვიმარჯვე ტელეფონი და 112-ში დავრეკე, 20 წლამდე მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის და აგრესიულიათქო, განვუმარტე ოპერატორს, ისიც ვუთხარი რომ ჩხუბი მოხდა და რამდენიმე ბიჭი დაშავდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მობილიზდა, ჯერ იმაზე გაგიჟდა პოლიციაში ვინ დარეკაო, მის მშობლებს დაურეკა რატიმ, როცა მოვიდნენ და ასეთ მდგომარეობაში ნახეს ვერცერთი ვერ უჯერებდა საკუთარი თვალით ნანახსაც კი. დედამისს და ექიმებს რომ ველაპარაკებოდი თვეებია არ გამოფხიზლებულა და ალკოჰოლიკიათქო ამაზე სულ გააფრინა და აგრესიული გახდა, ლოთი არ ვარო. პოლიციამ დააკავა იმ საღამოს, საშინელი დღეები გამოიარა მისმა ოჯახმა, სანახავად რომ მივედი გაავებული გამოიქცა ჩემკენ, ცხოვრება დამინგრიე და რა ნამუსით მოხვედიო, გამლანძღა და ალბათ ფიზიკურადაც გამისწორდებოდა რატი და მამამისი რომ არა, აგონიაში იყო და ეს ყველაფერი აგრესიულს ხდიდა. მას შემდეგ ყველგან ამბობდა,რომ არასდროს მაპატიებდა იმას, რომ ლამის ციხემდე მივიყვანე და ალკოჰოლიკობა დავწამე. მალევე ჩემი გაცვლითი პროგრამისა და სტიპენდიის პასუხებიც მოვიდა, სასწრაფოდ ჩავალაგე ბარგი და ლონდონში წავედი, უკან დავტოვე ყველაფერი და მას შემდეგ აღარ მინახავს. ფიქრობენ რომ ახლაც აგრესიულად იქნება განწყობილი ჩემს მიმართ, თუმცა მე ასე არ მგონია, რამდენიმე წელია ფხიზელია, ცოლი და შვილი ყავს, ვფიქრობ დაჭკვიანდა და უკეთეს ცხოვრებას ეწია, ასე რომ ჩემი დაცვა და მსგავსი რაღაცები არ მოგიწევს.-ბოლოს სწრაფად მიაყარა, რომ გეგას თავი თინეიჯერულ დრამაში არ ჰგონებოდა.
-იცი რომ ეგეთი ადამიანების შეცვლა თითქმის შეუძლებელია?-თითქოს მხოლოდ ისტორიის ბოლო ნაწილს მოუსმინა მაშინვე ყურადღება გაამახვილა ფაქტებზე.
-მგონია რომ 8 წელი საკმარისი დროა ყველაფრის დასავიწყებლად.
-შენ გგონია იმას არ ნიშნავს, რომ ასეა, ამიტომ დავაკვირდები და ზედმეტის უფლებას არ მივცემ.
-ჩემს გამო ჯერ არ გაცნობილ ადამიანს ნუ გადაემტერები, შეიძლება...
-მხოლოდ შენს გამო არა მარიამ, ჩემი ძმის, ნუცასა და ჩემი ძმიშვილისგამო. შენ მათთვის ძვირფასი ხარ, ესეიგი ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვისაც. -მოკლედ მოუჭრა გეგამ და ფეხზე წამოდგა. -გვერდით მაღაზიაა, სიგარეტზე გავალ გინდა რამე?
-არა. -უარის ნიშნად თავი გააქნია.
-უცებ მოვალ, მაგრამ მაინც რამე რომ დაგჭირდეს დარეკვა ხომ უნდა შეგეძლოს. -თვალებით ტელეფონზე ანიშნა და ხელიდან გამოართვა.-ჩემი ნომერი, გქონდეს. -მშვიდად მიუგო და შენობიდან ნელი ნაბიჯით გავიდა...
რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული ჰოლში რატის ბოხი ხმა რომ მოესმა, ყურებამდე ღიმილიანი სახით ხელგაშლილი მიდიოდა ძველი მეგობრისკენ.
-რატი!-ემოციებმა სძლიეს მარიამს, მაშინვე მისკენ კოჭლობით გაიქცა და გულში ჩაეკრა წლების უნახავ მეგობარს.
-როგორ მომენატრე მარიამ! -ლამის გასრისა მკლავებს შორის მოქცეული სხეული.
-ვერ წარმოიდგენ მეც როგორ.
-როგორ მინდა მეც იგივე ვთქვა, მაგრამ თავს შევიკავებ. -ირონიული, ზიზღნარევი ხმის გაგონებისას მაშინვე მოშორდა რატის და ერთ დროს მისი საუკეთესო მეგობარი ხელახლა შეათვალიერა. ალექსი იყო,მისი მეგობარი, იმედი და საყრდენი... ღმერთო როგორ უნდოდა სხეულზე მიკრობოდა და ძველი წყენა დაევიწყებინა, უნდოდა ისევ ისე ყოფილიყო ყველაფერი, როგორც მანამდე, მაგრამ წამში გაიაზრა რომ ალექსი, რომელსაც ახლა უყურებდა მისი მეგობარი უკვე 8 წელია აღარ იყო.მოზრდილი წვერი და გრძელი თმა კალათბურთის ფორმის მსგავს ტანსაცმელში გამოწყობილ კაცს კიდევ უფრო მატებდა ასაკს და მტკივნეულად ხვდებოდა მარიამის გულს.
-ტიპიური ბირჟავიკი- გაიფიქრა გონებაში, თითქოს არც არაფერი შეცვლილა და ისევ ის ნასვამი ალექსი იდგა მის წინ.
-ალექს!-უხეშად მიუგო რატიმ. -ზედმეტი ემოციების გარეშე!
-გამარჯობა მარიამ. -სრულიად მშვიდი ტონით მიუგო, თითქოს წამის წინ ირონიით არ აავსო მათი შეხვედრა. -გაიცანი ეს ჩემი მეუღლეა ლიკა, ეს კი მარიამია, მე რომ გიყვებოდი. -ღიმილით გახედა ცოლს და წელზე ხელი მოხვია.
-გამარჯობა, ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა, ალექსი ბევრს მიყვებოდა შენზე.-ღიმილით მიუგო ლიკამ.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა-მანაც ღიმილითვე უპასუხა- არ ვიკითხავ რას გიყვებოდა. -სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და რატის გვერდით ამოუდგა.
-აბა რას შვრება გავხსნათ შამპანური?
-ჯერ აცადე რატი, ახლა აიყვანეს ნახევარი საათი იქნება. შეიძლება მეორე დილამდე არ გააჩინოს.
-ესეიგი მეორე დილამდე ვსვამთ?
-ვისთან ერთად სვამ ამდენს ადამიანო? -გაუკვირდა მარიამს.
-ალბათ ჩემთან, ბოლოს და ბოლოს ჩემი ძმისშვილი იბადება. -წრეს შემოუერთდა გეგა.
-გაიცანით ეს გეგაა, ლუკას ძმა. ესენი რატი,ალექსი და ლიკა არიან.-სიტუაციაში გაარკვია მარიამმა.
-ჩემი ძმისშვილის მომავალი ნათლია არა? -რატის ღიმილით გახედა გეგამ.
-ეგრეა, ნათლიას კაცი იქნება, თან რო მოიზრდება მე ბლომად ფული მექნება და მაგარი ძია ვიქნები, მაგრად ვეყვარები.
-თითქოს მამაშენისგან მილიონები არ გქონდეს რა, თანაც მამამისიც კარგი ჯიბეგატენილი ოჯახიდან არის, არა ძმაო?-ძმაკაცურად დაარტყა ხელი ჯაჭვლიანს და მისი თვითკონტროლი რომ არა, ალბათ იქვე გაიგდებდა წიხლქვეშ.
-წამო გარეთ გავიდეთ ალექს, მოვწიოთ ჰაერზე, თან რამე საჭმელი მოვიტანოთ კუჭი მიხმება. -სიტუაციას სასწრაფოდ გაარიდა რატიმ. -რა მოგიტანოთ აბა? წვენი, ყავა, სიგარეტი?
-არაფერი არა. -თავი გააქნია მარიამმა და მის წინ ზურგით მიმავალ ბიჭებს თვალი გააყოლა.
-ჯერ ისევ აქვს რაღაცების კონტროლთან პრობლემები, მაგრამ ამაზე მუშაობს. -ხელი დააფარა ქმარს ლიკამ. -1 წლის წინ ცოტა სასმლისკენ გადაიხარა ისევ, მაგრამ ახლა გამოჯანმრთელებას ცდილობს.
-მანერები აქვს დასახვეწი!-დაიღრინდა გეგამ და მხარზე, იქ სადაც წამის წინ ალექსმა მეგობრულად ხელი დაარტყა მშვიდად მოისვა ხელი.
-გტკივა?
-დასამუშავებელია, სახლში რომ წავალთ მივხედავ.
-მანქანაში მაქვს ნივთები, წამოდი და დაგიმუშავებ.
-არ არის საჭირო.
-წამოდი! -ტონი გაიმკაცრა მარიამმა.-შენს ძმისშვილს ინფექციით მკვდარი ბიძა არ გამოადგება. 5 წუთში აქ ვართ ლიკა. -დაამშვიდა და გეგას ხელკავი გამოსდო, რომ გარეთ გაეყვანა.

***
-ჩემს ემოციებს აკვირდები.-ოდნავშესამჩნევად ჩაიღიმა გეგამ.
-ვიცი, რომ ალექსი გამაღიზიანებელია,ამიტომ ვცდილობ ყურადღებით ვიყო.
-ასეთი იაფფასიანი ფრაზებით ვერ გამომიწვევს, უბრალოდ ჩემს თვალში საკუთარ თავს ამდაბლებს. -მანქანის უკანა სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა და მაისური გადაიძრო.
-ალკოჰოლმა გაანადგურა. -დანანებით გააქნია თავი მარიამმა. -მხოლოდ სამედიცინო სპირტი და წყალბადის ზეჟანგი მაქვს, მთავარია ჭრილობა დაამუშაოს.
-მაგ გოგოს მართლა სჯერა,რომ შეიცვლება? ეს მხოლოდ თვეების საქმეა ისევ როდის დაეცემა მიწაზე.
-მთელი ცხოვრება ასე ხომ არ იქნება, იქნებ...
-არ შეიცვლება მარიამ! -წინადადების დასრულება არ აცადა.-მესმის რომ შენი მეგობრის დაბრუნება გინდა, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს, ბირჟაზე ლოთები რომ დგანან და კბილები უკაწკაწებთ სანამ სასმლით პირს გაისველებენ, მათგან არაფრით განსხვავდება.
-შენ არ გესმის.-ღრმად ამოისუნთქა მარიამმა.-მე სულ სხვანაირ ალექსს ვიცნობდი,ვისთანაც დიდი წარსული მაქვს. ჩემს გვერდით იყო, როცა მჭირდებოდა ჩემს გვერდით იყო და როცა ფული არ მქონდა ჩემი მკურნალობის ფულსაც იხდიდა. ის კარგი მეგობარი იყო.
-იყო! სწორი ნათქვამია. მე არ ვამბობ,რომ ცუდი ბიჭი და მეგობარია, უბრალოდ ახლა მას სასმელი აკონტროლებს, ამას ვერ გასცდებით.
-ხო, ალბათ. -იმედგადაწურულმა ჩაილაპარაკა და პლასტირი დააკრა ჭრილობას. -წესით მორჩა.
-მადლობა მარიამ! -მშვიდად მიუგო გეგამ. მარიამმა მხოლოდ ღიმილიანი მზერით უპასუხა და მანქანიდან გადავიდა...

***
-რა გემართება ბიჭო? -მეგობარს მიუბრუნდა რატი.
-რაზე?
-ჯერ მარიამს ეუხეშე, მერე გეგას. რა საქციელია საბავშვო ბაღში ვართ?
-ხუმრობა იყო. -მხრები აიჩეჩა ალექსმა და სიგარეტს მოუკიდა.
-შენი იაზვური ხუმრობებით საქმეს ნუ გაიფუჭებ! მარიამს ზედმეტად ხმა არ გასცე თორე, რაც ამ წლების განმავლობაში დაგაკელი ერთიანად დაგლეწავ.
-შენ რა სულ ცემაზე ხარ გადასული გეგეჭკორო?
-აბა წყნარი სიტყვა არ გესმის და როგორ შეგაგნებინო?
-ისიც მეყოფა მთელი 9 თვე, რომ მამზადებდი მარიამთან შესახვედრად, ლამის მშობიარობა ნუცას მაგივრად დამეწყო.
-ახლა რომ შემოგცხებ ხელუკუღმა კბილების მშობიარობა დაგეწყება თანმიმდევრობით!
-ნუ გამიტრაკე რა, ასეთი ვარ მე და ვერ შემცვლის ვერავინ და ვერაფერი, ან შეეგუე ან შენც მარიამს მიყევი უკან! -ხელი უხეშად აუკრა მეგობარს და გზა მარტომ განაგრძო...


***
6 საათის განმავლობაში საავადმყოფოს დერეფანში ისხდნენ, საუბრობდნენ და ძველ დროს იხსენებდნენ, ხანაც ის მდუმარება ჩამოწვებოდა,რომელიც ყველას შინაგანად ანადგურებდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, განსაკუთრებით კი მარიამს. მკვეთრად იჭრებოდა მის გონებაში მოგონებები. მისი ძველი ცხოვრება, ჯერ კიდევ ის პერიოდი, როდესაც უბრალო გოგო იყო, დიდი ოცნებებით ისევ მასში ცხოვრობდა,უბრალოდ პატარა და ბნელ კუთხეში იყო ჩასაფრებული. ძველი მეგობრისკენ თვალს ხშირად აპარებდა, სტკიოდა ის ადამიანი,რომელიც მისი აღარ იყო, რომელსაც ვეღარ დაურეკავდა რთულ პერიოდში და რომლის მხარზეც ვეღარ იტირებდა. შორიდან,რომ შეგეხედათ იფიქრებდით, რომ არ ადარდებდა ალექსი და არც მასთან შეხვედრა იყო რთული,თუმცა შინაგანად ყოველ წამს ინგრეოდა, როდესაც მის ცარიელ თვალებს აწყდებოდა.
რას გრძნობდა ამ დროს ალექსი? ბიჭი,რომელმაც თითქმის ყველაფერი დაკარგა თითქოს სიძულვილით სავსე არსებად გადაიქცა, რომელიც თავის სარკაზმში მთელ ბოღმას ახვევდა და თითოეულ ადამიანს ანადგურებდა მის გარშემო. სინამდვილეში? ის ამას ვერ აკონტროლებდა. სძულდა საკუთარი თავი იმის გამო,რაც გააკეთა, მაგრამ უფრო მეტად იმის გამო, რაც მარიამს დაუშავა. მარიამიც სძულდა,მაგრამ არა იმიტომ რომ ლოთი უწოდა და მის გამო ლამის ციხეში ჩასვეს,არამედ იმიტომ რომ მიატოვა... დიახ მიატოვა და თანაც ყველაზე რთულ დროს,თანაც უბრალოდ კი არ მიატოვა,წავიდა და ლონდონში უდარდელი ცხოვრება მოიწყო, მისი ამბავი კი ერთხელაც არ უკითხავს.
-დაიბადა დემნა ჯაჭვლიანი! -ერთდროულად მიუვიდათ შეტყობინება მარიამს და გეგას.თითქოს არაფერი,მაგრამ ფოტოზე პატარა ანგელოზისსახიანი ბავშვის დანახვისას თვალები გაუბრწყინდა მარიამს. ალბათ მთელმა თბილისმა გაიგო რატის ღრიალი სიტყვებით „ჩემი ნათლული დაიბადა“,გეგაც უზომოდ ბედნიერი უყურებდა ტელეფონის ეკრანს, მასში ზღვა ემოციებს შეამჩნევდით და მარიამის აზრით ეს პირველი შესამჩნევი ღიმილი იყო გეგას სახეზე. გაგიკვირდებათ და ალექსიც იღიმოდა,ბავშვის წითელ ლოყებზე თბილადაც იხუმრა და მხოლოდ წამით მასში ძველი ალექსის ამოცნობა შეიძლებოდა...
ნუცას ძალიან ცოტა ხნით ესაუბრნენ, პატარა შორიდან მოინახულეს და ლუკას ახლოდან მიულოცეს შვილის დაბადება. ლუკა თბილისში რჩებოდა,ნუცასთან ახლოს რომ ყოფილიყო, თუმცა ნუცას დაბრუნებისთვის დიდი წვეულება უკვე დაგეგმილი ჰქონდა, რასაც ხორცს მარიამი და გეგა შეასხამდნენ. ნუცას ყვავილები, ბუშტები და დიდი პანდა შეუგზავნეს პალატაში,რომ თავი მარტოდ არ ეგრძნო და თბილისი შებინდებისას დატოვეს. გზაში უამრავი რამ იყიდეს სახლის მოსართავად, ასევე უამრავი პროდუქტი წვეულებისთვის,რომ ნუცას სახლში რაღაც განსაკუთრებული დახვედროდა. დიდი ხანია, რაც ასეთი ფუსფუსი არ ყოფილა ჯაჭვლიანების სახლში. ალექსმა უარი განაცხადა მათთან ერთად წასვლაზე და ალბათ ეს უკეთესიც იყო, რადგან რატის გათიშვამდე დალევა უნდოდა, ალექსთან ერთად კი ამას ვერ შეძლებდა.
-აბა რას დალევ? -ერთ ხელში Jack Daniel’s და მეორეში Jameson შეათამაშა.
-Jack-ს-მშვიდად მიუგო და მაგიდას მიუჯდა.
-როგორც ყოველთვის, შენი ფავორიტი.
-ჩემი ბარისთვის მისით საფირმო კოქტეილი მქონდა მოფიქრებული,მაგრამ ახლა აზრი აღარ აქვს,ამიტომ მხოლოდ მას ვსვამ.
-ბარისთვის? აბა რესტორანს ვხსნიო?
-ჯერ ბარი მინდოდა, მაგრამ ასეთ ადგილებში იმდენი ცუდი რამ ხდება პასუხისმგებლობის აღება მიჭირს ამ ყველაფერზე,ამიტომ რესტორანი იყოს.
-ბარი უფრო დიდ მოგებას მოგიტანს. -სიტუაცია განმარტა გეგამ.
-ვიცი, უბრალოდ ნარკოტიკები და ათასი რაღაც,პოლიციის ნერვები არ მაქვს.
-შენ არ სვამ მარიამ? -ორი ჭიქის დანახვისას იკითხა გეგამ.
-კი, ეს შენ არ სვამ!-მოკლედ მოუჭრა და მაგიდაზე ინგრედიენტები დააწყო.
-ვითომ რატომ?
-ლუკამ მითხრა, რომ ანტიბიოტიკებს სვამ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომეცა შენთვის დალევის უფლება, ისიც მითხრა, რომ მალე წასვლას აპირებ და მკურნალობის კურსი უნდა ჩაიტარო ბოლომდე.
-არ შეეკამათო ძმაო, არ ღირს. -ჩუმად ჩაილაპარაკა რატიმ.
-მესმის სხვათაშორის. -თვალები მობეზრებულად აატრიალა და სასმელი ჩამოასხა.
-დღე ბედნიერად დავამთავროთ, მამა-პაპურ სადღეგრძელოებს ავცდეთ და ჩვენს ვაჟკაცს, დემნა ჯაჭვლიანს გაუმარჯოს!

***
-გაბრაზებული ხარ რამეზე? -სავარძელში მჯდომ კაცს გახედა ლიკამ.
-რამეზე არა, ვინმეზე კი!
-არ გინდა მომიყვე?
-მოსაყოლი არაფერია, დაინახე დღეს როგორ მიყურებდნენ?
-ყველა ჩვეულებრივად იქცეოდა. -მხრები აიჩეჩა ლიკამ.
-შენ არ იცი ჩემი მეგობრების ჩვეულებრივად მოქცევა რას ნიშნავს. 8 წელი გავიდა და ისიც კი არ უკითხავს როგორ ვარ! -ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა ალასანიამ.
-ისევ მარიამზე ბრაზობ? მოკითხვით შენც არ შეგიწუხებია თავი.
-ეს მე ვარ კაცი, რომელიც გაწირეს და არა ის. ის მაინც ეკითხა ციხეს როგორ გადავურჩი.
-ჩემი აზრით ზედმეტად ადრამატრულებ, შეიძლება შენ არ გკითხა როგორ ხარ,მაგრამ მეგობრებისგან გაიგებდა შენს ამბავს.
-რატი იტყოდა რამეს,იცოდა რომ ვნერვიულობდი.
-ამაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი გაქვს ახლა ხომ იცი? რამდენიმე თვე დაგრჩა კურსის დასრულებამდე, რომ ისევ ის ალექსი იყო, მერე შენს სამეგობროსაც დაიბრუნებ და ყველაფერი კარგად იქნება. -ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო ქალმა.-სააბაზანოში შევდივარ, დედაჩემმა თუ დარეკოს უპასუხე. -ზურგი აქცია და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.
-დავიბრუნო... -ხელში მობილური შეათამაშა და ოთახიდან მიმავალ ქალს თვალი გააყოლა...

***
-კარგად ხარ? -ჭურჭლით ხელში ადგილზე, რომ შეყოვნდა მარიამი მაშინვე ჩაეძია გეგა.
-ბევრი დავლიე. -მხრები აიჩეჩა და ნელი ნაბიჯით წავიდა სამზარეულოსკენ.
-შეეშვი, მე დავალაგებ.
-მართლა?
-ჰო, დაჯექი შენ.
-აქ არა, აივანზე გავალ ცოტახანს.
-გინდა გამოგყვე?
-არა, არა.-იუარა ქალმა.-ისე უბრალოდ სუფთა ჰაერზე დავჯდები,ცუდად არ ვარ. -მხარზე დამშვიდების ნიშნად ხელი ჩამოუსვა და ნელი ნაბიჯით დაიძრა გასასვლელისკენ. ჯაჭვლიანს რა გააჩერებდა ასე, უცებ მიალაგა მაგიდა, ჭურჭელი მასე დატოვა და ყავით ხელში მიაკითხა ქალბატონს.
-დალიე, მოგიხდება.
-რატის რა ვუთხარი რა, სამად გხედავ.
-აბა ამხელა კაცს, რომ აუტყდი დაგათრობო რა გეგონა? -გაეცინა ქალის ბავშვურობაზე.
-მერე ვერ დავათვრე? იმას სძინავს მე არა.
-შენ სამად მხედავ.
-სამმაგად სიმპათიურად. -მშვიდად შენიშნა და ფინჯანს ხელები მოხვია. -კარგი ყავის გაკეთება იცი.
-კარგი ყავის გაკეთება ვიცი და თან სიმპათიური ვარ. -ღიმილით მიუგო და ხელიდან სიგარეტის კოლოფი აწაპნა. -საშინლად მთვრალი ხარ, სიგარეტი ცუდად გაგხდის.
-არაფერი არ მომივა, მომეცი.
-შუბლს ვერ დაგიჭერ მეტრეველო, ჩემს ძალებს აღემატება.
-ეს სამაგიეროა დალევის უფლება რომ არ მოგეცი?
-უფრო შენს ნებას დავყევი, უფროსობა გიხდება. -თავად ამოაძვრინა კოლოფიდან ერთი ღერი და სიგარეტის კვამლში გაეხვა.
-შენც ხელს მიწყობ რომ ვიუფროსო, არ მეწინააღმდეგები. რატომ?
-მჭირდება?
-კონტროლს ხომ ვერ იტან.
-გაძლევ იმ თავისუფლებას, რომელიც გჭირდება. ნუ რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში. შენ თუ ეს გაბედნიერებს მსგავს რამეზე უარს როგორ გეტყვი, იუფროსე და იყავი შენთვის.
-სვანს არ გავხარ, ხასიათი არ გიწყობს ხელს.
-გაბრაზებულს რომ მნახავ აღარ იტყვი მაგას. იქამდე სანამ შემიძლია თავის კონტროლი ამას მაქსიმალურად ვცდილობ, ფეთქებადი ხასიათი თინეიჯერობის ასაკში დავტოვე.
-სხვანაირი ხარ,შენი ასაკის კაცები ჯერ ისევ კლუბიდან კლუბში დადიან, ან ცოლ-შვილი ყავთ და ცხოვრებაზე ბრაზდებიან, შენ არცერთს ერგები. -თავისთვის ჩაილაპარაკა და საზურგეს მიეყრდნო.
-ნაადრევად მოვხუცდი?
-არა, მალე „დაღვინდი“ უბრალოდ. -თვალი თვალში გაუყარა მის წინ მჯდომ კაცს. -მგონია, რომ ცხოვრებამ იმაზე მეტი დაღი დაგასვა, ვიდრე სხვა ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს. მწარე გამოცდილებამ კი აქამდე მოგიყვანა.
-ცუდია ის გზა,რომელიც ავირჩიე?
-გააჩნია ვისთვის. მე მომწონს სერიოზული ხალხი, დიდი გეგმებით, ცხოვრებაზე ნაფიქრი რომ აქვთ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს რომ არ იღებენ. თანაც საინტერესო ადამიანი ხარ, რომ არ გარბოდე ყოველთვის ძალიან ბევრს ვისაუბრებდით.
-გავრბოდე?
-ხო, ძირითადად საუბარს შენ ასრულებ, მეუბნები რომ შემცივდება და სახლში შევიდე, ან შენი დუმილით მახვედრებ, რომ საუბარი დასრულებულია,ამიტომ ვერ გელაპარაკები, არადა ბევრი რამ მაინტერესებს.
-შენი ძიების ობიექტივში მოვხვდი მარიამ? -ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა კაცს.
-მე ღიად ვსაუბრობ ყოველთვის, შენ ამას გაურბიხარ და ეგ მაღიზიანებს. უფრო მეტი შანსია იმის, რომ სახეზე შრამი არ დაგრჩეს, ვიდრე იმის რომ ახლა აქ იჯდე და ბოლომდე გულახდილად მესაუბრო.
-არადა მართლა გრილა აქ, შეხვალ და დაწვები თუ პლედი მოგიტანო?
-არ მინდა ძილი.
-მაშინ დამელოდე.
-დაგელოდებოდი საუბარს, რომ აპირებდე...-თავისთვის ჩაიბურტყუნა და კომფორტულად მოეწყო დასაძინებლად. -არ ვლაპარაკობთ, ძილი მაინც შემრჩეს.
იქამდე სანამ გეგა მეორე სართულზე ავიდა და პლედი ჩამოიტანა მარიამი მთლიანად სხვა სამყაროში გადაეშვა და ძილს უფლება მისცა მისი სხეული შეეპყრო. გარეთ გამოსვლისას კუთხეში მოკუნტული ქალი,რომ დაინახა უნებურად ჩაეღიმა, დღეს უკვე მერამდენედ. ბედნიერი დღე ჰქონდა, თუ თავად იყო უბრალოდ ბედნიერი ვერ იგებდა. მარიამის იქ დატოვება სისულელე იყო, შესცივდებოდა და დილით ნამდვილად სიცხიანი გაიღვიძებდა, ცივი ღამე იყო.
-მარიამ უნდა ადგე, აქ ძალიან ცივა. -ზემოდან დაჰყურებდა უემოციოდ მწოლიარე სხეულს, რომელიც არც კი განძრეულა მისი საუბრისას. -მარიამ. -ხმის ამაღლებამაც არ იმოქმედა იმდენად იყო გათიშული.-ეგაა ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ვარო? იძულებულს მხდი ხელში აგიყვანო და ასე მიგაბრძანო საწოლამდე. -მალევე მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა. ფრთხილად დაიხარა, რომ ჭრილობას არ შეეწუხებინა და მკლავებში მოიქცია მძინარე სხეული. -ჯანდაბა! -სიმძიმის აწევისას მთელი სხეული ერთიანად დაეჭიმა და ტკივილმა თავიდან ფეხებამდე მძლავრად დაუარა. დასამშვიდებლად ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ნელი ნაბიჯით შევიდა სახლში.მისაღებში წამით შეყოვნდა, მასთან ერთად კიბეებზე ასვლა თითქმის შეუძლებლად ეჩვენებოდა,ამიტომ შემობრუნდა და დივანზე ფრთხილად დააწვინა,პლედი გადააფარა და იქვე სავარძელში ჩაესვენა. ჭრილობები ჯერ ისევ აწუხებდა, მაგრამ შედარებაც არ იყო იმ ტკვილთან, რომელიც მანამდე ჰქონდა. გრძნობდა,რომ დაბრუნებას მალევე შეძლებდა და ეს ამშვიდებდა,თუმცა მაინც ეფიქრებოდა ლუკას ემოციებზე, დარწმუნებული იყო რომ მის წასვლას სიხარულით არ შეხვდებოდა.
ამდროს რა ხდებოდა მარიამის გონებაში? იქამდე სანამ გეგას სავარძელში ჩასძინებოდა,მარიამს სიზმარში საკუთარი წარსული ესტუმრა,ისე თითქოს მისი ჭრილობების გახსნა ისევ უნდოდა.
15 სექტემბერი, მათი წრის შეკვრის თარიღად აირჩიეს და გადაწყვიტეს,რომ ყოველ წელს თბილისში დაბრუნებულიყვნენ, სკოლის მოპირდაპირედ მდებარე კაფეში ერთმანეთს შეხვედროდნენ და განვლილი ცხოვრება გაეხსენებინათ. აეროპორტიდან უეცრად კაფის პირდაპირ აღმოჩნდა, ვერც გაიაზრა ეს როგორ მოხდა, კარზე დიდი აბრა იყო ჩამოკიდებული წარწერით „დაკეტილია“,თუმცა სამუშაო საათები იყო და ამის აზრს ვერ ხედავდა,ამიტომ დაუფიქრებლად გააღო წითელი კარი და შენობაში შეაბიჯა. ცხვირი და თვალები საშინელმა სუნმა აუწვა,თითქოს რაღაც დალპა იმ შენობაში. ხავსმოკიდებული კედლები ავისმომასწავებლად უმზერდნენ ყველა კუთხიდან, შენობა ცარიელი იყო, არც ერთი სულიერი არ იყო იქ მარიამის გარდა. დახლი,რომელთანაც ადრე მოხუცი მერი ტრიალებდა მტვრით იყო სავსე, ფანჯრებზე მუქი ფერის ფარდები იყო აფარებული,რომლებიც წლებს გაეცვითა და მზის სხივებს შიგნით შემოსვლის საშუალებას აძლევდა. დამჭკნარი მცენარეები, დამტვერილი ავეჯი და სუნიანი კედლები იმდენ ისტორიას ინახავდა... თუმცა ყველაზე მეტს მაინც მოგონებების კუთხე ინახავდა, ადგილი სადაც მერიმ მუდმივი სტუმრების ფოტოები დაკიდა, რომლებმაც წლებს გაუძლეს. ხელუხლებელი იყო ის კუთხე, მიუხედავად იმისა,რომ იქაურობა მტვრის ბუდედ იყო ქცეული ყველა სურათი სუფთად იყო შენახული,თითქოს ვიღაც უვლიდა ამ წლების განმავლობაში. ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მისი მოგონებები მთლიანად ზედაპირზე ამოვიდა. უყურებდა სურათებს და საკუთარ ცხოვრებას ხედავდა. პირველ ფოტოზე ცოლ-ქმარი ანო და ბეჟანი იყვნენ, გვერდით კორპუსში ცხოვრობდნენ და მერის ხშირი სტუმრები იყვნენ. სწორედ მათგან გავრცელდა ამ ფოტოების იდეა. უფროსკლასელები ფეხბურთის გუნდიდან. მიუხედავად იმისა,რომ ვერ იტანდა ამ ბიჭებს, სასიამოვნო იყო მათი სახის დანახვა, ისეთი ბედნიერები იყვნენ ფოტოზე... თამარი და აკაკი, მისი თანაკლასელები. გაკვეთილებს ხშირად აცდენდნენ და აქ იმალებოდნენ, მოპირდაპირე მხარეს ფანჯარასთან არსებული კუთხის მაგიდა მათ სიყვარულს ინახავს. საკუთარი თავიც მალე ამოიცნო, თავი ალექსის მხარზე ჩამოედო და ტელეფონში რაღაცას აჩვენებდა, ნუცა და რატი კი ღიმილიანი სახით მისჩერებოდნენ ორივეს.
-აქ არ უნდა იყო. -ჰაერი წამში გააპო ნაცნობმა ხმამ.
-ალექს?! -სასწრაფოდ შებრუნდა,რომ სტუმრის ვინაობა ამოეცნო. -აქ რას აკეთებ?
-ყავის დასალევად მოვედი. -მშვიდად მიუგო და დახლთან ჩამოჯდა.
-ხო,მაგრამ ეს ადგილი...
-ჩშშ! -ტუჩებთან ხელი მიიტანა და ანიშნა,რომ გაჩუმებულიყო.-აქ არ უნდა იყო!
-აქ რა მოხდა? ან შენ რას აკეთებ აქ?
-აქ არ უნდა იყო! -კიდევ ერთხელ გაუმეორა კაცმა,მტვრიან მაგიდაზე ხელები შემოაწყო და კროსვორდის შევსება დაიწყო.
-ალექს, რა ხდება? -მასთან მიახლოება უნდოდა,მაგრამ რაც უფრო ახლოს მიდიოდა მით უფრო შორდებოდა მის სხეულს, ალექსს აღარც მისი ყვირილი ესმოდა, არც გარემოს აქცევდა ყურადღებას და ბოლოს,მთლიანად მოიცვა სიბნელემ. დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, ვერ ხვდებოდა რა მოხდა ან სად იყო, ალექსი სად გაქრა. სუნთქვა გაუხშირდა და ხელიდან ჩარჩოში ჩასმული ფოტოც გაუვარდა, მსხვრევის ხმა მხოლოდ ბუნდოვნად გაიგო, ბოლოს კედელზე წითლად დაწერილი „აქ არ უნდა იყო“ შენიშნა და მთლიანად სიბნელეს მიეცა...
-მარიამ! მარიამ გაიღვიძე. -მოესმა როგორ უყვიროდა გეგა. -გაიღვიძე მარიამ! -სხეულით წამოწია, რომ ჩამომჯდარიყო და ზედ მიიკრო სიფრიფანა სხეული. -სიზმარი იყო გესმის? უბრალოდ ცუდი სიზმარი! -მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა. -გესმის ჩემი? -შეშინებულმა გაუმეორა და ოდნავ შეანჯღრია,რომ რეალობას დაბრუნებოდა.
-მესმის. -აკანკალებულმა ძლივს დააშორა ტუჩები ერთამენთს. -მესმის.. -მეორედაც გაუმეორა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-კარგად ხარ?
-კი, უკვე კი.
-წყალს მოგიტან კარგი? -უცებ წამოდგა ფეხზე, საერთოდ აღარ ახსოვდა ჭრილობები, როგორც შეეძლო სწრაფად გავიდა და წყლით ხელში უკან დაბრუნდა. -დალიე, დამშვიდდები ცოტას.
-შენ რატომ გღვიძავს? -ძლივს გამოერკვა და გარეთ ისევ სიბნელე,რომ დაინახა მაშინვე გაიაზრა,რომ ჯერ ისევ ღამე იყო.
-ყვიროდი მარიამ. -მშვიდად მიუგო და ჭიქა ხელიდან გამოართვა. -შენს ყვირილზე გამეღვიძა.
-ბოდიში,რომ გაგაღვიძე. ზედმეტად რეალური სიზმარი იყო, ვერც მივხვდი... -სახეზე ხელები მოისვა და ოთახს თვალი მოავლო. -რომელი საათია? თბილისში უნდა წავიდე.
-რა თბილისში მარიამ, 5 საათი ხდება, ჯერ არც კი გათენებულა.
-უნდა წავიდე, საქმე მაქვს თბილისში.
-მარიამ, ნასვამი ხარ, შეშინებული, თანაც არ გათენებულა.
-გამოვფხიზლდი, ჩავიცვამ და წავალ, თან დეკორაციისთვის ბუშტებს დავამატებ წამოსვლისას.
-მარიამ!-ტონი გაიმკაცრა ჯაჭვლიანმა.-მთვრალი ხარ, ორი წუთის წინ მძინარე ყვიროდი და ჯერ ისევ ყურში ჩამესმის შენი ყვირილი, გული სწრაფად გიცემს, გახშირებულად სუნთქავ და იმპულსურად იქცევი. სანამ არ გამოფხიზლდები ფეხს ვერ გაადგამ ამ სახლიდან და არ დაიწყო კარატეზე დავდიოდი და შავი ქამარი მაქვსო, მაგის ხასიათზე არ ვარ!-წამით მიაჩერდა მის წინ მდგომ ქალს, რომელიც წარბსაც არ ხრიდა მისი ნათქვამის მოსმენისას, შემდეგ კი დაამატა. -დაწექი და გამოიძინე, მომდევნო ხუთი საათი ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ხარ!-მარიამს სხვა გზა აღარ ჰქონდა, იცოდა წინააღმდეგობას თუ გაუწევდა შეიძლებოდა მომდევნო 5 საათი კუთხეში დაბმულს გაეტარებინა,ამიტომ ისევ კომფორტულად მოეწყო დივანზე.
-შენ სად გეძინა? -თვალებმოჭუტულმა გახედა ფეხზე მდგომ კაცს.
-აქ. -სავარძელზე თავით ანიშნა, თავადაც ჩამოჯდა და კომფორტულად მოეწყო.
-ზემოთ ავალ, კომფორტულად რომ დაიძინო.
-იწექი, მაინც არ მძინავს ნორმალურად დიდი განსხვავება არ არის. -მშვიდად მიუგო და მარიამიც აღარ შეკამათებია, საკმაოდ დაღლილი იყო ამისთვის, პლედში გაეხვა და ბნელ წყვდიადში გადაეშვა...
დაახლოებით ერთი საათი იქნებოდა გასული გეგას ტელეფონის ხმა, რომ გაისმა სახლში. მაშინვე დენდარტყმულივით ფეხზე წამოვარდა და სამზარეულოში გავიდა, რომ მარიამი არ გაეღვიძებინა,თუმცა მარიამს ამისთვის საკმაოდ ფხიზელი ძილი ჰქონდა და გათენებას ისე ელოდებოდა,რომ ფაქტობრივად არც ეძინა. მაშინვე მობილიზდა,როგორც კი გეგა ოთახიდან გავიდა და ყური დაუგდო მის საუბარს.
-გისმენთ, კარგად შენ როგორ ხარ?ყველაფერი რიგზზეა მცალია, ჭრილობები თითქმის შეხორცდა, ახალი ძალებით ვიწყებ მუშაობას, რა საქმეა? როდის? ჩემზე არ იფიქრო, 1 კვირაში სრულ პროგრესს ველოდები. საქმეში ვარ სოსო! -დაახლოებით 10 წუთის შემდეგ საუბარი დაასრულა. თითქმის გაუგებარი საუბრიდან მარიამმა მხოლოდ ერთი დასკვნა გამოიტანა, გეგა თავის ძველ საქმეს უბრუნდებოდა, თანაც ძალიან მალე...
9-ის ნახევრისთვის ადგა მარიამი, გამოფხიზლდა და ყავის მოსამზადებლად სამზარეულოში შევიდა. სახლში სიცარიელე იგრძნობოდა,როგორც წესი გეგა ხვდებახოლმე მისაღებში. თავი საშინლად სტკიოდა, ყავამდე გამაყუჩებელი მიიღო და სიგარეტის კოლფთან ერთად გარეთ გავიდა. როგორც ვარაუდობდა გარეთ დახვდა, სიგარეტის კვამლში გახვეული ჩუმად იჯდა და ფიქრობდა.
-ადრე ამდგარხარ. -მის პირდაპირ ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
-შენზე იგივეს ვერ ვიტყვი. -მობილურზე საათს დახედა. -გამოფხიზლდი?
-კი, მაგრამ თავი მისკდება.
-თბილისში ისევ გინდა წასვლა?
-კი,უნდა წავიდე.
-სიზმარში რომელიმე სულმა გითხრა წადიო თუ ასე უცებ რა მოხდა?
-ერთ კაფეში უნდა მივიდე, იქ სადაც ჩემი ოთხეული მუდამ დადიოდა.
-ეგ სიზმარში ნახე?
-არა! უფროსწორად ხო,მაგრამ არა ისე,როგორც გგონია. ნუ მოკლედ დაივიწყე, მოვემზადები და მივდივარ, ჩემს შეჩერებაზე არც იფიქრო!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, სიგარეტის ნამწვი ურნაში მოისროლა და სახლში შევიდა.
40 წუთი წაართვა მომზადებამ, თავიდან ვერ იგდებდა ამ სიზმარს, ვერ ხვდებოდა რატომ ახლა, ან საერთოდ რატომ დაესიზმრა. 8 წელია იმ კაფეში არ ყოფილა, მას შემდეგ,რაც ოთხეული დაიშალა იქ მისვლის მიზეზს ვეღარ ხედავდა,მაგრამ უნდა მისულიყო, თუმცა რისთვის ამას ვერ იგებდა, ალბათ იმისთვის,რომ მოგონებები გაეღვიძებინ,მერის მომზადებული ფინჯანი ყავა დაელია,კიდევ ერთხელ ენახა ადგილი სადაც ბავშვობა გაატარა და საბოლოოდ დამშვიდობებოდა წარსულს,თუმცა ზუსტად ისიც არ იცოდა კაფე ისევ არსებობდა თუ არა.
-რატი! -ყვირილით შეუვარდა ოთახში. -გაიღვიძე,რაღაც უნდა გკითხო.-უცებ დასკუპდა მის საწოლზე.
-რაგინდა გოგო ამ დილაადრიან, დამაძინე. -თვალი არ გაუხელია ისე იკითხა და გვერდით გადაბრუნდა,რომ ძილი გაეგრძელებინა.
-მერის კაფე ისევ არსებობს?
-ვინაა მერი?
-სკოლის პერიოდში,რომ დავდიოდით რატი.
-ბოლოს იქ იდგა ისევ, ახლა გამეცალე. -გაღიზიანებულმა ამოთქვა და ოდნავ მიაწვა,რომ საწოლიდან ამდგარიყო.
-მადლობა.
-მოიცა, მერის კაფე რაში გჭირდება? -როდესაც გაანალიზა უცებ წამოჯდა საწოლზე, თუმცა მარიამი იქ აღარ დახვდა...

***
მთელი გზა იმ სიზმარზე ფიქრობდა, თავიდან მაინც ვერ ამოიგდო. შიშს გრძნობდა,რომელიც მთელ სხეულს ეუფლებოდა. სიზმრების არასდროს სჯეროდა, მაგრამ ეს, რაღაც განსხვავებული იყო.სიზმარს სკოლის პერიოდი მოჰყვა თან და უცებ გაანალიზა,რომ ძალიან ბევრი რამ მოიტოვა უკან. ყველაფერი ის,რაც აბედნიერებდა იმ საქართველოში დარჩა 8 წლის წინ,რომ დატოვა.
შიში მალევე გაუქრა,რადგან კაფე ისევ იქ იდგა,სადაც ახსოვდა, თანაც ისევ მხიარულ ფერებში და კარზე წარწერით „ღიაა“. მანქანიდან გადმოსვლისას წარსულის ტალღა უცებ დაატყდა თავს, კადრებად გაუელვა ყველაფერმა თვალწინ და წამით შეყოვნდა. სკოლას გახედა,რომლის წინაც ბავშვები ირეოდნენ, ადრე თავადაც ამ ბავშვების ნაწილი იყო. კაფეს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და მშვიდად გადაკვეთა კარამდე მანძილი.ღრმად ჩაისუნთა და კარის სახელურს ჩაეჭიდა, ოთახში შესვლისთანავე ინანა იქ მისვლა,სულ სხვა რეალობაში შეაბიჯა, არაფერი ეცნობოდა ამ კაფეში. დახლი შავად გადაეღებათ, კედლებს ქართული წარწერების მაგივრად,ბურგერების სურათები ამშვენებდა, მაგიდების განლაგებაც სულ სხვანაირი იყო, იატაკიც შეცვლილი და საბოლოოდ მოგონებების კუთხეც განადგურებული. რამდენიმე წამში დარწმუნდა,რომ დრო მართლაც ყველაფერს ანადგურებს, რომ სამუდამო არაფერია და დროის ხაზს ფეხი უნდა ავუწყოთ. საბედნიეროდ ერთი რამ მაინც არ იყო შეცვლილი,მერი ისევ იქ მუშაობდა და ბედნიერად მასპინძლობდა სტუმრებს, ზუსტად ისე,როგორც ადრე, თუმცა წლები შემოპარვოდა. თმა გათეთრებოდა და ნაოჭებიც მომატებოდა, მაგრამ ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორიც ადრე...
-გამარჯობა მერი დეიდა. -ღიმილით მიუგო ქალს და დახლთან ადგილი დაიკავა.
-გამარჯობა გენაცვალე. -თვალებზე ეტყობოდა, რომ ვერ იცნო ქალმა.
-არ გახსოვართ არა? -ღიმილით მიუგო მარიამმა.
-არა შვილო. -დანანებით გააქნია თავი ქალმა, ეტყობოდა თავადაც ეწყინა,რომ ვერ იცნო.
-მარიამი ვარ, მარიამ მეტრეველი.-ამან უფრო დააბნია ქალი. -პირდაპირ რომ სკოლაა იქ ვსწავლობდი, სულ აქ მოვდიოდით მე და ჩემი მეგობრები. მე,ნუცა,რატი და ალექსი, იქ ვისხედითხოლმე კუთხეში, ჩვენი ფოტოც გქონდათ კედელზე.უნივერსიტეტში ჩაბარება თქვენთან აღვნიშნეთ. -მთელი ენერგია ჩადო, რომ ქალს გაეხსენებინა ის ბავშვები, აქაურობა მოგონებების სახლად,რომ აქციეს.
-მარიამ შვილო, ჩემო კუდრაჭა გოგო შენ ხარ?-თვალები გაუბრწყინდა მერის, დახლს უცებ შემოუარა და მარიამი გულში ჩაიკრა. -რამდენი წელია აქ არ ყოფილხარ შვილო, ასე დავიწყება შეიძლება?
-არ ვიყავი აქ მერი, ლონდონში ვიყავი სასწავლებლად. -თავი იმართლა, რომ მერის წყენა არ ჩაედო გულში.
-ისე ვბრაზობდი,რომ აღარ მოდიოდი.-წამით დააკვირდა მარიამს. -როგორ გალამაზებულხარ, დაქალებულხარ. გათხოვდი?
-არა, არა. კარიერას ვაქცევ ყურადღებას ჯერ.
-კარგია შვილო, ეგრე უნდა იყოს. აი მე, რომ არ ვისწავლე აქ ვატარებ სიბერეს, რომ მესწავლა ასე ხომ არ მომიწევდა. გათხოვებას და შვილებს ყოველთვის მოასწრებ, ახალგაზრდა ხარ. -ჩვეული დარიგება დაიწყო ქალმა. -ანა შენ მიხედე შვილო სტუმრებს, მე ჩვენს გოგოს მივაქცევ ყურადღებას. -დაუბარა გრძელთმიან გოგოს. -რას დალევ აბა? თუ შეჭამ?
-არაფერი არ მინდა, ყავას დავლევ მარტო.
-გამხდარი ხარ შვილო, ჭამე რამე, არ გინდა?
-არა მერი მადლობა. -ღიმილიანი სახით მიაჩერდა მის წინ მოფუსფუსე ქალს.
-როგორ გამახარე, რომ მოხვედი. -ფინჯანი მაგიდაზე დაუდო და მკლავებით დახლს დაეყრდნო.
-მე კიდევ ძალიან გამახარეთ,რომ ისევ აქ ხართ.
-სადამდეც შემიძლია შვილო აქ ვიქნები, მერე კი დავუტოვებ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ყველაფერს.
-ძალიან შეგიცვლიათ აქაურობა.-კაფეს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.
-ხო, ჩემმა გოგომ შეცვალა რაღაცები. ბევრი კლიენტი აღარ გვყავდა და ცოტა გამოაცოცხლა აქაურობა.
-მოგონებების კუთხეც დაგიცარიელებიათ. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მარიამმა.
-ეჰჰ, რემონტის დროს ჩამოვხსენით სურათები და აღარ დავკიდე, რადგან აღარ მოდიოდით ბავშვებო,მაგრამ კი არ გადამიყრია, შენახული მაქვს. დაიცა გამოგიტან. -უცებ გამოერკვა და შიგნით ოთახში სურათების ძებნა დაიწყო. -აი ჩემო გოგო. -ღიმილით მიაწოდა სურათი, ეტყობოდა თავადაც უხაროდა,რომ სურათები შეინახა. ჩარჩოს წლების კვალი დასტყობოდა, მინა შაუზე იყო გაბზარული და კარგად რომ დაკვირვებოდით დაინახავდით როგორ გადიოდა ბზარი პირდაპირ ალექსსა და მარიამს შორის და ბოლომდე მიუყვებოდა სურათს. -დამივარდა,რომ ვხსნიდი და მაგიტომაა ეგრე.
-როგორი პატარები ვიყავით. -თავისთვის ჩაილაპარაკა და დამტვერილ ჩარჩოს ხელი გადაუსვა.
-შევინახე და ვიფიქრე რომელიმე თუ დაბრუნდება იმათ გავატანთქო, მაგრამ ალექსმა არ წაიღო და როგორც ჩანს შენი ბედი ყოფილა.
-ალექსი აქ იყო?
-წელიწადში ერთხელ მოდის, 15 სექტემბერს. -მშვიდად განუმარტა ქალმა. -თქვენს მაგიდასთან ზის და ფინჯან ყავას უკვეთავს, რამდენიმე საათი ზის მარტო და მიდის მერე. იჩხუბეთ თქვენ შვილო?
-ცოტა. -ბოლომდე არ დაუმალა ქალს მათი ამბავი.
-პირველად,რომ მოვიდა მარტო და მთელი დღე აქ იჯდა მაშინ მივხვდი,რომ არ იყო კარგი ამბავი. რატო იჩხუბეთ შვილო, როგორ შეიძლება ეგრე. ამხანაგები ხართ, ხან აწყენინებთ ერთმანეთს,ხან შერიგდებით. არ დატოვოთ ერთმანეთი მარტო. -დამწუხრებულმა ამოთქვა ქალმა და მისი ხელი ხელებში მოიქცია.
-ვცდილობთ, მაგრამ ეგეთი მარტივი არ არის. -ხმა გაებზარა მარიამს. თავად ხომ საშინლად სტკიოდა,მაგრამ მისი სიტყვები კიდევ უფრო სტკენდა გულს.
-ცხოვრებაში იმდენ რამეს ნახავ ჩემო გოგო, მერე იტყვი ამაზე როგორ გავბრაზდიო. განუყრელები იყავით, ჩემი თვალისჩინები, როგორ შეიძლება ჩხუბი. ჩემი სკოლის ამხანაგი 61 წელია ჩემთან არის, ამხელები ვართ და ისევ მირეკავსხოლმე ქმარი რომ გააბრაზებს, მეც ვურეკავ ჩემი რომ გამაბრაზებს. 61 წელია ერთად ვართ და ჩხუბი არ ვიცით რა არის, გვავიწყდებოდა სულ. წყენა არ ჩაიდო გულში.
-ჩემს ქართულის რეპეტიტორს მახსენებთ. სულ იმას მეუბნებოდა პატიება უნდა ისწავლოო. თან ისე მხატვრულად მეტყოდა „პატიება ყველაზე დიდი სასჯელი და ძალაა“-ო. წლებთან ერთად გავიაზრე და ვისწავლე კიდეც, როგორ უნდა მეპატიებინა, მაგრამ ალექსმა ვერ ისწავლა. ალბათ იმიტომ,რომ მისნაირი მასწავლებელი არ ჰყავდა ცხოვრებაში.
-გაპატიებს შვილო, მაგ ბიჭს ისე უყვარდი გაპატიებს აუცილებლად, მაგრამ მე მგონია, რომ უკვე გაპატია, თან წლების წინ.
-რატო ფიქრობთ ეგრე?
-კაცები ეგრე არიან, დიდხანს ვერ ბრაზდებიან ქალებზე. თან პირველად,რომ მოვიდა მარტო, წასვლის წინ ფურცელი და კალამი მთხოვა და შენთვის წერილი დატოვა. მთხოვა თუ მოვა მიეციო. შენ კიდე 8 წელი არ მოხვედი,ეგრე შეიძლება?
-რომელი წერილი?-გაოცებული მიაჩერდა ქალს-გაქვთ ისევ?
-მაქვს შვილო, მაქვს. წლებია გელოდები როდის მოხვალ, რომ გაგატანო. ერთ ღამეს ძალიან ცუდად ვიყავი და ღმერთს ვთხოვე იქამდე არ მომკლა სანამ ის გოგო არ მოვა და წერილს არ წაიღებსთქო. ახლა თუ უნდა მომკლას ამ წამსვე. კონვერტში ჩავდე, რომ არ გაფუჭებულიყო.-ღიმილით მიუგო ქალმა და წინ დაუდო. -ნეტავ მაგ ბიჭის გარდა რომელიმე მოსულიყავით, წლების წინ წაიკითხავდი. -დანანებით გააქნია თავი ქალმა.
-სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. -ჩაილაპარაკა თავისთვის და ფეხზე წამოდგა. -ახლა უნდა წავიდე, მაგრამ გპირდები, რომ კიდევ მოვალ კარგი? ხშირად გესტუმრები სანამ საქართველოში ვარ, გპირდები!
-მიდი შვილო, მიხედე საქმეებს.
-საუკეთესო ხარ! -უკვე კარისკენ მიდიოდა უცებ, რომ შემობრუნდა. -მადლობა,რომ ჩემი ბავშვობა შეინახე! -ცრემლიანი თვალებით მიუგო და შენობა დატოვა. იცოდა, რომ სახლამდე ვერ მოითმენდა, ამიტომ რამდენიმე ნაბიჯში მდგომ ხის სკამზე ჩამოჯდა და კონვერტი გახსნა. ფურცელს ფერი ჰქონდა შეცვლილი, მოყვითალო ფერი დასდებოდა, აქა-იქ შავი ლაქებიც დაჰკრავდა, ეტყობოდა რომ ძველი დაწერილი იყო.
„მარიამ მეტრეველს ალექსისგან“ ფურცლის ზედა ნაწილზე ალექსის ხელწერა იცნო. არ იყო მზად,რომ წაეკითხა, მაგრამ არც იმისთვის იყო მზად,რომ არ სცოდნოდა, ამიტომ ფურცელი გაშალა და კითხვას შეუდგა...
„გამარჯობა მარიამ, ალბათ მიხვდები დღეს რა დღეა, 15 სექტემბერი ჩვენი მეგობრობის თარიღი. რამდენიმე წელი აქ აღვნიშნავდით ამ დღეს ყველა ერთად და გვეგონა, რომ სამუდამოდ ასე იქნებოდა,თუმცა რატომღაც ერთადერთი ვარ, ვინც დღეს აქ ამ მაგიდასთან ზის და ამ დღეს აღნიშნავს. ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად მტკივნეულია იმის ყურება, თუ რა გავუკეთე ჩვენს სამეგობროს და როგორ დავშალე ის,მაგრამ უკეთესობისკენ ვარ და თქვენი, ჩემი მეგობრების, დახმარება მჭირდება. 6 თვეა ფხიზელი ვარ და ყველანაირად ვცდილობ ამ ნაგავს თავი ავარიდო,მაგრამ მჭირდება,რომ ჩემს გვერდით იდგეთ. ყველაზე მეტად კი შენ მჭირდები მარიამ! არ მეგონა ოდესმე ასე თუ მოხდებოდა და ამდენად თუ გაწყენინებდი.საერთოდ არ მეგონა ამის ძალა თუ შემწევდა,მაგრამ შემეშალა და ამით არ ვამაყობ მართლა.უკან ვიყურები და ვერ ვიჯერებ,რომ ჩემს გვერდით აღარ ხარ. მთელი იმ წყეული წლის განმავლობაში,რომელმაც დამანგრია ჩემს გვერდით იყავი, ალბათ ვერც გადავრჩებოდი უშენოდ,მაგრამ ჩემმა უმადურობამ ბოლო წერტილი დასვა ურთიერთობაში. უაზროდ ვკრეფ მესიჯებს,რომლებიც მინდა,რომ მოგწერო,მაგრამ ვერ ვახერხებ, რაღაც ძალა უკან მექაჩება და ტელეფონს უბრალოდ ვდებ,რომ სისულელე არ გავაკეთო. 6საათია აქ, ამ კაფეში ვზივარ და მესამე ფინჯან ყავას ვსვამ იმის იმედით,რომ კარს გააღებ და შემოხვალ,მაგრამ შენ არსად ჩანხარ. აღარ ვიცი რა ვქნა მარიამ, დაკარგული ვარ.
ნუცა ხშირად რეკავს ჩემი ამბის გასაგებად, რატი სულ მაკონტროლებს,რომ რაიმე სისულელე არ გავაკეთო და ორივე ისე მექცევა თითქოს მძიმე ავადმყოფი ვიყო. ეს არ მინდოდა ჩვენთვის მარიამ. გულის სიღრმეში არც შენთან მეგობრობა მინდოდა,რადგან ამაზე მეტს ვგრძნობდი შენს მიმართ და ამ გრძნობას ჩემში ვახშობდი, რომ ყველაფერი არ დამენგრია.მზად ვარ სიცოცხლის ბოლომდე ასე ცალმხრივად მიყვარდე, ოღონდ ახლა ჩემს გვერდით იყო და ჩემი ხელი გეჭიროს. ვგრძნობ,რომ მალე დავნებდები და უკან ვეღარ დამაბრუნებთ, შენ მჭირდები,რომ ამას გავუძლო და ცხოვრება არ გავინადგურო საბოლოოდ. შენი სიყვარული, ზრუნვა და მეგობრობა მჭირდება. -გაგრძელება ვეღარ შეძლო, თვალებიდან ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა, ნაწერი ბუნდოვანი გახდა, სუნთქვა გაუჭირდა და დასამშვიდებლად ფრჩხილები ღრმად შეისო კანში. ვერც კი ფიქრობდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ დღეს კაფეში, რომ მისულიყო და დალაპარაკებოდა. საკუთარი მეგობარი ჯოჯოხეთის გზაზე დააყენა და საბოლოოდ გაანადგურა, ზუსტად იცოდა,რომ ამას თავს ვერასდროს აპატიებდა.- ტკივილს მაყენებს იმის გახსენება,რაც გავაკეთე. მახსოვს როგორ გლანძღავდი და შენზე ხელი როგორ ავწიე, მახსოვს როგორი შეშინებული თვალებით მიყურებდი და როგორ გძულდებოდა ადამიანი,რომელიც გავხდი. წვეულებაზეც მახსოვს შენი გამოხედვა, ჩემი დახმარება გინდოდა,მაგრამ უკვე იმედგადაწურული იდექი და ვეღარაფერს აკეთებდი. მე კიდევ რა გავაკეთე, იმის მაგივრად,რომ კაცი ვყოფილიყავი და შენთან ერთად გადამეტანა ყველაფერი ლამის ცხოვრება დაგინგრიე. მახსოვს კლუბიდან სანამ არ დავბრუნდებოდი, რომ არ იძინებდი. მახსოვს ავადმყოფს როგორ მივლიდი და ანანოსთან საქმეებს როგორ მიწყობდი, რომ გამებედნიერებინა მაშინ, როდესაც ჩემს გულში მხოლოდ შენთვის იყო ადგილი. ერთხელ... მხოლოდ ერთხელ იმაზეც კი გავბედე ფიქრი, რომ ჩემი შვილების დედა იქნებოდი და უბედნიერეს კაცად მაქცევდი,მაგრამ ვიცი არ დამიმსახურებია...
უნდა მიშველო მარიამ, თუნდაც მხოლოდ მეგობარი იყო, მთავარია მთელი ცხოვრება შემეძლოს შენთვის დარეკვა და ეგ საკმარისი იქნება გპირდები, უბრალოდ ახლა დამეხმარე, თორემ მართლა ვიხრჩობი და მგონია,რომ ამას ვერ გადავიტან. ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი და ასეთ დროს მიმატოვებ? გევედრები მარიამ,ნუ მოკლავ ჩემში იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და უიმედოდ ნუ დამტოვებ შუა გზაზე. იმედს მაინც ვიტოვებ,რომ დღეს,ხვალ ან ზეგ აქ შემოხვალ და წერილს წაიკითხავ, იქამდე სანამ ძალიან გვიანი არ იქნება..
მიყვარხარ!
-არა, სულ ეს ვერ იქნება, კიდევ უნდა იყოს რაღაც. -ორივე ფურცელი გადააბრუნა იმის იმედით,რომ უკანა მხარეს რაიმე ეწერებოდა,მაგრამ სულ ტყუილად. ალექსმა თავისი სათქმელ რვეულის ორ ფურცელზე დაატია. -ღმერთო ეს რა სისულელე გავაკეთე.-თავში რამდენჯერმე ჩაირტყა ხელი. -ჩემს მეგობარს რა გავუკეთე ღმერთო. -ფურცლები მუხლებზე დაიდო, თავი ხელებში ჩარგო და ხმით ატირდა...
-მარიამ! -შორიდან ნაცნობი ხმის გაგონებისას თითქოს შვება იგრძნო.-კარგად ხარ? -მის წინ ჩაიმუხლა რატი და თვალებში ჩააცქერდა.-რა დაგემართა?
-იცოდი? -გაბრაზებულმა გაუწოდა ფურცლები. -იცოდი,რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა?
-რაზე ლაპარაკობ? -გაოცებულმა გამოართვა წერილი ხელიდან და თვალი მშვიდად გადაავლო. -ეს ალექსმა დაწერა?
-კი, 8 წლის წინ, 15 სექტემბერს.
-საიდან გაქვს?
-მერიმ მომცა, 8 წელია ვინახავო.
-ალექსმა თქვა,რომ აქ არ მოდიოდა.
-როგორც ჩანს მოგატყუა, ყოველ წელს მოდის თურმე და გველოდება.
-ეს შენი ბრალი არ არის მარიამ! ადრეც ბევრჯერ გითხარი,მაგრამ ვერ გაგაგებინე.
-ერთხელ მაინც,რომ მოვსულიყავი...-თავი დანანებით გააქნია, თითქოს სპეციალურად ჩააგდო ალექსი ამ მდგომარეობაში.
-რისთვის უნდა მოსულიყავი მარიამ? რა გახსოვს ბოლოს ჩვენს სამეგობროზე? ალექსზე? ალბათ ის საღამო ლამის ცემით,რომ მოკლეს და მეც მიმაყოლეს ანანოს კურსელებმა,რადგან მისი დახმარება მინდოდა. ალექსზე რა გახსოვს ბოლოს? ასე ცალკეული მოგონება რა იყო? სახლში რომ მიხვედი და შენსკენ რომ გამოიწია? შენი აზრით მაშინ ჩახუტება სჭირდებოდა? თუ უბრალოდ შენს გაგლეჯვაზე ოცნებობდა? გონს მოდი გთხოვ,ჭკვიანი გოგო ხარ და იცი,რომ შენ შენი საქმე გააკეთე. არ ვიცი ეს იდეები შვილებსა და ოჯახზე როდის გაუჩნდა,მაგრამ დამიჯერე მას ზუსტად ის ცხოვრება აქვს ახლა,რომელიც უნდოდა. -გაბრაზებულმა მიაყარა რატიმ და ცრემლები ფრთხილად მოწმინდა. -ეს ფურცლები 8 წლის წინანდელ ალექსს ეკუთვნის. კაცს,რომელიც ჯერ კიდევ შენი მეგობარი იყო და არა ალექსს,რომელიც შენ ნახე.
-იქნებ დახმარება შემეძლო.
-შეიძლება,მაგრამ ახლა ამას ვერ გაიგებ. შეიძლება დასახმარებლად მისული იმ სახლიდან შენი ფეხით ვეღარც გამოსულიყავი,მაგას ვერ გაიგებ.
-ასეთი ცხოვრება არ მინდოდა მისთვის რატი,შენ ხომ იცი ეს? -სინდისი არ ასვენებდა მარიამს.დროის უკან დაბრუნება,რომ შესძლებოდა აუცილებლად დაბრუნდებოდა და სიცოცხლესაც კი გარისკავდა,რომ ალექსი ენახა და დახმარებოდა.
-ვიცი მარიამ, შენ მისთვის ყოველთვის საუკეთესო გინდოდა. მისთვის მეც ეს მინდა,ჩემი ძმაა, მიყვარს და მინდა ბედნიერი იყოს,მაგრამ თქვენ ორი ერთად, ეს აღარ გამოვა და შენც იცი.
-ვიცი... -მშვიდად ამოთქვა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ და ფეხზე წამოდგა.-გეცნობა? -ძველი სურათი გაუწოდა მეგობარს.
-მეღადავები? ესეც შენახული ჰქონდა?-ხელი ფრთხილად გადაუსვა გაბზარულ მინას.
-რომ შევბრუნდე შეიძლება რამე გაახსენდეს კიდევ და გამომატანოს.-უნებურად გაეღიმა ქალის საქციელზე, როგორ სათუთად ექცეოდა ნივთებს,რომლებიც მისი არც კი იყო.
-ასე უცებ რატომ გადაწყვიტე აქ მოსვლა? -ცერად გახედა მეგობარს, ნამდვილად სპონტანური იყო მისი გადაწყვეტილება.
-უცნაური სიზმარი ვნახე. -სალფეტკით ცრემლები შეიმშრალა და რატის გვერდით ამოუდგა.
-ახლა სიზმარაც გახდი?
-ასე გამოვიდა. -მხრები აიჩეჩა და მასთან ერთად განაგრძო სვლა.-ბოდიში,რომ დილით გაგაღვიძე.
-მაგას გადავიტან როგორმე, მაგრამ ყავა მჭირდება.
-მერისთან შემოდი, გაახარებს შენი ნახვა.
-ახლა არა გთხოვ, ძველი მოგონებებისა და რაღაცების ხასიათზე აღარ ვარ.
-აუცილებლად მიდი ერთხელ, გაახარებ.
-დაგირეკავ და ერთად მივიდეთ, ცოტა მოგვიანებით ოღონდ.
-კარგი.-მშვიდად დაეთანხმა მეგობარს და მანქანის კარი ფრთხილად გამოაღო. -ნუცას წვეულებაზე იქნები?
-კი, აუცილებლად მოვალ. დარწმუნებული ხარ,რომ მარტო წასვლას შეძლებ?
-კი, უკვე კარგად ვარ.
-ამაზე აღარ იფიქრო, ახლა ნუცას წვეულება უნდა დაგეგმო.
-ვიცი,ვიცი. -ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მანქანაში ადგილი დაიკავა.
-ეს გავიწყდება. -სურათი მიაწოდა მარიამს.-ხომ იცი წარსულით არ ვცხოვრობ, ეს
სურათი ყველა პრობლემას ახლიდან გამახსენებს და მე ეს არ მინდა...
-მე წავიღებ. -ღიმილით გამოართვა და უკანა სავარძელზე მშვიდად გადადო. –
შეხვედრამდე. -მისთვის აღარც შეუხედავს ისე ამოთქვა და იქაურობას სასწრაფოდ
გაეცალა...



***
მთელი გზა ფიქრობდა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა და როგორ შეიძლებოდა
შეცვლილიყო ყველაფერი,თუმცა 8 წლის წინ მომხდარს ახლა ნამდვილად ვეღარ
შეცვლიდა,ამიტომ თავისი ცხოვრებისთვის უნდა მიეხედა.
გადაწყვიტა ლონდონისთვისაც გადაევლო თვალი და ლაილასთვის დაერეკა, მისი
ძვირფასი მეგობრისთვის,რომელმაც ფაქტობრივად დედობა გაუწია ლონდონში
ყოფნის დროს. მათთან დაახლოებით 9 საათი იქნებოდა,თუმცა ლაილა აუცილებლად უპასუხებდა,რადგან მისი რეჟიმი სულ დატვირთული იყო და როგორც ლონდონელი ლედი მისი დღე 7 საათზე იწყებოდა და 12ზე მთავრდებოდა.
-მარიამ! -გაისმა ტელეფონში მისი კივილი. -არ მჯერა,რომ გაგახსენდი.
-კარგი რა ლაი... მე სულ მახსოვხარ,უბრალოდ არეული პერიოდია რა, გუშინ ნუცამ იმშობიარა, ოფიციალურად დეიდა ვარ.
-გილოცავთ! დარწმუნებული ვარ ისეთი ბიჭი გაიზრდება ლონდონში ჩამოაღწევს მასზე ამბები!
-აუცილებლად, ოჯახი ხელს შევუწყობთ და უმაგრესი კაცი დადგება, ჯანმრთელი და განათლებული უპირველესყოვლისა.
-ესეიგი,რადგან ბავშვი გაჩნდა მალე დაბრუნდები?
-ლალა ხომ იცი,რომ ზაფხულს აქ ვატარებ, ნუცას თუ დასჭირდება შემოდგომასაც...
-იმდენი რამ ხდება აქ, პირისპირ მინდოდა მოყოლა.
-ასეთი რა ხდება? დაანგრიეთ ქვეყანა?
-მე და ლუისმა ისევ ვიჩხუბეთ და ორი დღეა არ დაურეკავს. -კამერაში ტუჩები დაბრიცა ქალმა.
-პატარები ხომ აღარ ხართ? რა გაჩხუბებთ...- მობეზრებულად აატრიალა თვალები და სუპერმარკეტთან შეჩერდა.
-შვილებზე ლაპარაკი დაიწყო და ხომ იცი ახლა მაგ ჭკუაზე არ ვარ.
-მე მხარს გიჭერ ხომ იცი?-მეგობარი დაამშვიდა,რადგან ეს თემა ორივესთვის ერთ ხაზზე იყო.
-ვიცი, ამიტომაც მიყვარხარ და მინდა,რომ სნექები იყიდო ახლა,რადგან მაინც მაღაზიაში ხარ.
-სნექები?
-ხოო, ჩიფსები და ტკბილეული.
-რატომ?
-ჯეიმსი იყო გუშინ საღამოს მოსული,შენზე მელაპარაკა და მგონი საქართველოში უნდა ჩამოსვლა.
-რაო?
-საბუთებს ვაგვარებ საზღვრებს უნდა გავცდე და რაღაცები მოვაგვაროო ასე თქვა.
-ოღონდ ეგ არა, ოღონდ ახლა არა!-გაავებულმა ჩაყარა კალათაში ჩიფსების გროვა და თარო თითქმის მთლიანად დააცარიელა.
-დამპირდი,რომ არ შეურიგდები! -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მეგობარს. -თორემ იცოდე ჩამოვალ საქართველოში და თმებს დაგაწიწკნი.
-ამხელა ქალი ვარ ლალა, თინეიჯერი ხომ არ ვარ,რომ მის სიტყვებს წამოვეგო, როგორც ჩამოვა ისევ ისე წავა უკან.
-ვგიჟდები შენზე რა. ისე მანდ რაღაც წარმატებას აღწევ არა? ტრენინგი,რომ დააანონსე ვნახე.
-უნივერსიტეტიდან მთხოვეს. „შესაძლებლობები არ მთავრდება ქვეყანაში“ ასე დაარქვეს თან და მთხოვეს,რომ 2-3 საათი გამომეყო სტუდენტებისთვის, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა და მათი კითხვებისთვის გამეცა პასუხი.
-ძალიან კარგია მარიამ, ეს შენს კარიერასაც გამოადგება, ხალხი უკეთ გაგიცნობს შენს ქვეყანაში.
-მხოლოდ ის მინდა,რომ ახალგაზრდებმა საქართველოში დარჩენით ფრთები არ შეიკეცონ სამუდამოდ. უმჯობესია წავიდნენ საერთაშორისო დონის განათლება მიიღონ და ისევ უკან დაბრუნდნენ ქვეყანაში იმისთვის,რომ მომავალ თაობას გაბრწყინებული ქვეყანა ჩააბარონ.
-ძალიან გიყვარს შენი საქართველო შენ.
-შენ არ გიყვარს იტალია?
-მიყვარს,მაგრამ არა ისე,როგორც შენ საქართველო. ნამდვილი პატრიოტი ხარ და ეს ძალიან კარგია, შენს ქვეყანას უნდა გამოადგე!-შეაქო ქალმა.
-ლალა... -მცირე პაუზა გააკეთა და ეკრანზე გაღიმებულ მეგობარს დააკვირდა. -ნეტავ ახლოს იყო!
-მოხდა რამე?
-არა,უბრალოდ 8 წელია გვერდით ხარ და სიცარიელეს ვგრძნობ უეცრად რომ დავშორდით. -დანანებით ამოთქვა და სალაროზე პროდუქტები დააწყო.
-შენ არ იდარდო, ძალიან მალე მნახავ და ყველაფერი კარგად იქნება. -ღიმილით მიუგო მეგობარს. -ახლა უნდა წავიდე, კლიენტთან მაქვს შეხვედრა, მოგწერ. -უცებ მიაყარა და მარიამს დამშვიდობებაც არ აცადა ისე სწრაფად გათიშა.
-პარკი გნებავთ? -რუსულად კითხა ხანში შესულმა კაცმა. -ინგლისური არ ვიცი.
-ქართველი ვარ ძია! -ღიმილით მიუგო. -დიახ, მინდა პარკი თანაც არაერთი. -სავსე სალაროს დახედა.
-გაგახაროს ღმერთმა. სირცხვილი ჩემი ქართული სული,რომ ვერ ვიცანი. -დამწუხრებულმა ამოთქვა და პარკები გაუწოდა.
-არაუშავს, სხვა ენაზე ვლაპარაკობდი თქვენი რა ბრალია. -დაამშვიდა კაცი. -რაღაცებს დავამატებ კიდევ, მანამდე თქვენ გაატარეთ ესენი. -დიდ დარბაზში გადაინაცვლა და რამდენიმე ბოთლი ლუდი, ღვინო და ვისკი აიღო. -სიგარეტიც მინდა 1 კოლოფი, შავი მარლბორო. ანდაც არა, 10 იყოს ეგდოს თავისთვის. -დაინახა კაცს როგორ უცებ შეეცვალა გამომეტყველება სიგარეტის გაგონებისას,აშკარად არ ესიამოვნა. ყველა კოლოფი სათითაოდ გაატარა და შიგადაშიგ თვალსაც აპარებდა მარიამისკენ, თუმცა რის დანახვას ან წაკითხვას ცდილობდა ეს უცნობი იყო. არაფერი შუმჩნევია, ყველაფერი პარკებში ჩააწყო და გასასვლელისკენ მშვიდი ნაბიჯით წავიდა,მაგრამ როგორც ყოველთვის ვერც ახლა შეძლო თავის შეკავება და მოხუცს სიცოცხლის ბოლომდე საფიქრალი სიტყვები დაუტოვა.
-"განსჯა უფრო ადვილი ყოფილა, ბართოლომეო, ვიდრე სხვის გულში ჩახედვა."-ღიმილით მიაძახა კაცს და კარი ხმაურით გააღო.
-რაო? -გაოცებულმა იკითხა კაცმა,თუმცა მარიამი მას აღარ დალოდებია, სათქმელი თქვა და შენობა უკანმოუხედავად დატოვა...

***
სახლში არავინ დახვდა, რატომღაც სიცარიელე იგრძნობოდა. როგორც წესი გეგა ამ დროს სახლშია,მაგრამ ახლა არ ჩანდა,ამიტომ დახმარებაც ვერავის სთხოვა და მარტომ შეიტანა პროდუქტები სახლში.
-ღმერთო რამდენი რამეა. -პარკები მაგიდაზე,რომ აღარ დაეტია მაშინ მიხვდა,რომ ზედმეტი მოუვიდა.
-ამდენი რამ რისთვის გინდა? -სამზარეულოში პროდუქტებით სავსე მაგიდის დანახვისას გაოცდა გეგა.
-შემაშინე. -წამში გაუვარდა ხელიდან დეკორაციების პარკი-წვეულებისთვის რა თქმა უნდა, სხვა რისთვის.
-მაგისთვის ვიყიდეთ ყველაფერი მარიამ, მაცივარი სავსეა.-მეტი თვალსაჩინოებისთვის მაცივრის კარი გააღო.
-ზოგი რამ კარადაში შევინახოთ.
-კარადებში ჭურჭელია.
-რაზე მეკამათები? მაშინ გადაყარე. -გაბრაზებულმა ჩაიფრუტუნა და ერთ-ერთ სნექებით სავსე პარკს ხელი დაავლო.
-მშვიდობა გაქვს?
-გააჩნია შენთვის მშვიდობა რა არის. -მხრები აიჩეჩა და დივანზე კომფორტულად მოთავსდა.
-ის მომენტი,როცა არაფერი მაწუხებს, არც სულიერად და არც ფიზიკურად.
-მე კარგად ვარ. -მოკლედ მოუჭრა და გეგას პარკი გაუწოდა. -შენ არ გინდა? იცი რა გემრიელია.
-არ ვჭამ,მაგრამ მადლობა.
-სხეულზე გეტყობა. -მშვიდად ამოთქვა და მეორე შეკვრაც გახსნა.
-საუბარი გინდა? -მის წინ ჩამოჯდა გეგა.
-არა. -თავი გააქნია უარის ნიშნად. -უბრალოდ ვიჯდები და შევჭამ.
-მთელი მაღაზიის მარაგის ჭამას აპირებ?
-რა პრობლემაა? თუ არ მეყოფა კიდევ ვიყიდი, მერე კიდევ და ასე საუკ...
-მოყევი რა გჭირს. -სიტყვა გააწყვეტინა გეგამ. -მომიყევი და თუ არ გენდომება არც რჩევას მოგცემ და არც ჩემს აზრს ვიტყვი.
-ენაზე ბასრი ზოგჯერ ერთი გამოხედვაახოლმე. სიგარეტი,რომ ვიყიდე დღეს მაღაზიაში გამყიდველმა თვალებით განმსაჯა, შენც არაფერს იტყვი,მაგრამ ასე იზამ და არ მინდა.
-არ შემომხედო და ვერ დაინახავ რეაქციას.
-წინ მიზიხარ და ვერ მოვითმენ. -ახალ შეკვრას წაეტანა მარიამი.
-კარგი! -მშვიდად ამოთქვა გეგამ, დივანს შემოუარა და მარიამის ზურგს ამოეფარა. -ახლა მოყევი.
-მანიაკი ხარ?-გაოცებულმა გახედა მამაკაცს. -ბავშვივით ნუ იქცევი.
-მარიამ, 30მდე ადამიანისთვის საჭმელი გვაქვს გასაკეთებელი, დეკორაციები ასაწყობი, სახლი მოსართავი და მჭირდება,რომ შენი თავი იყო,ამიტომ მომიყევი რა მოგივიდა, გული მოიოხე და ის 100მდე ბუშტი გამაბერინე ოთახში,რომ დევს დიდი ყუთით. -მოთმინებადაკარგულმა ამოთქვა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,რომ ტონი ეკონტროლებინა.
-მოგიყვები,თუ შენც მომიყვები.
-რა უნდა მოგიყვე?
-შენი საუბარი მოვისმინე.
-რა საუბარი?
-გამთენიისას,რომ დაგირეკეს. თუ უკუკავშირზე გამოხვალ მეც დაგელაპარაკები!-წამით შეყოვნდა გეგა, თავის საქმეზე არასდროს საუბრობდა და ამ თემისგან ყოველთვის შორს ჰყავდა ახლობლები. იცოდა მარიამს ჩამოსვლის დღიდან აინტერესებდა ეს თემა და ახლა ამას სათავისოდ იყენებდა. შეეძლო არ დათანხმებოდა შემოთავაზებას და ეყურებინა,რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ახლა,თვალებით შველას,რომ სთხოვდა და საერთოდ არაფერი გაეკეთებინა,თუმცა ის ასეთი არ იყო. საკუთარი სინდისი ამის უფლებას არ მისცემდა,ამიტომ მის ნებას დაჰყვა.
-კარგი. -დანებების ნიშნად ხელები აწია და მის პირდაპირ სავარძელზე დაიკავა ადგილი.
-ალექსმა ჩვენს საყვარელ კაფეში წერილი დამიტოვა იმ წლის სექტემბერში,როდესაც მე აქედან წავედი. სიყვარულს მიხსნიდა და დახმარებას მთხოვდა,მე კიდევ ახლა ვნახე წერილი. მერე მაღაზიაში კაცმა თვალებით მიწასთან გამასწორა,რადგან სიგარეტი ვიყიდე და ბოლოს ისიც დამემატა,რომ ჩემი ყოფილი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას,რომ დამიბრუნოს და ბედნიერი ოჯახი გვქონდეს.
-სულ ეს არის?
-სულ ეს? მეტი რაღა გინდა, ბარემ მომადე შუბლზე იარაღი და მომკალი! -გაბრაზებულმა ამოთქვა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. -მერე გავანიავებ სახლს,ეს ერთი ღერი მაპატიეთ.
-უბრალოდ მაინტერესებდა დაამთავრე თუ არა და უფლება მაქვს თუ არა კითხვები დავსვა და პასუხების შესაბამისად რჩევები მოგცე.
-დაიწყე. -კომფორტულად მოთავსდა და სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა.
-თავს იდანაშაულებ ალექსთან?
-კი, რა თქმა უნდა.
-რატომ?
-ჩემი მეგობარია, არ უნდა მიმეტოვებინა.
-მისნაირ ადამიანებს ვერ დაეხმარები, წლები ჰქონდა,მაგრამ ვერ გამოსწორდა.
-რატომ მიმტკიცებ სულ ამას? რა პრობლემა გაქვს მასთან?
-არანაირი, უბრალოდ სიმართლეს ვამბობ და შენ ეს არ მოგწონს.
-სიმართ...
-იმ კაცს ეჩხუბე მაღაზიაში? -ისევ გააწყვეტინა სიტყვა.
-არა! გამოსვლისას ანტონიო და დავითიდან ციტატა ვუთხარი და გამოვედი.
-შენი ყოფილის დაბრუნება რატომ გადარდებს?
-ჯერ იქიდან დავიწყოთ,რომ არ მადარდებს! მეორეც დაბრუნება კი არა ჩამოსვლა, ის ბრიტანელია და აქ არაფერი ესაქმება, თანაც ოჯახობანას ხასიათზე არ ვარ.
-კარგი, რაღაცას გეტყვი,უბრალოდ არ გამაწყვეტინო!
-ისედაც სულ შენ არ ლაპარაკობ? -თვალები მობეზრებულად აატრიალა. -გისმენ.
-ალექსთან თავს იმიტომ კი არ იდანაშაულებ,რომ ვერ დაეხმარე, არამედ იმიტომ რომ მის გარეშე ბედნიერი ცხოვრება გქონდა ლონდონში მაშინ, როდესაც ის ყოველდღე ინადგურებდა თავს. იმ კაცს, გამყიდველს, სხვანაირი ცხოვრება აქვს გავლილი და არც შენ არ უნდა განსაჯო, რაც შეეხება შენს ყოფილს გეშინია,რომ უკან არ დაგიბრუნოს და საკუთარი თავმოყვარეობა არ დაგავიწყოს.
-მაგის შანსიც არ არის. -ღიმილით გახედა გეგას.-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ დედაჩემი მომკლავს თუ შევურიგდები,იმიტომ რომ ყველაფერი მომცა კარგი ცხოვრებისთვის, მე კიდევ დავპირდი,რომ ცხოვრებას კაცის გამო არასდროს დავინგრევდი.
-რამდენად მყარად დგახარ შენს აზრზე?
-იმდენად მყარად,რამდენადაც შენ თუკასთან შერიგებაზე.
-Point taken…-გაეცინა მის პასუხზე, საკმაოდ რეალურ ფაქტებზე იყო დაფუძნებული მისი პასუხი და შეკამათებას აზრიც არ ჰქონდა. -ალექსს ვერ დაეხმარები მარიამ, ნემსი უნდა გაიკეთოს და ალკოჰოლს მოშორდეს,რადგან მისი დამოკიდებულება ახლა შიგნიდან ანადგურებს და ყველაფერს ფასს უკარგავს. თუ შეძლებ,რომ ის ამაზე დაიყოლიო და ყოველწლიურად ექიმთან ატარო ნემსის გასაკეთებლად ალბათ დაეხმარები. გეტყვი კიდევ იმას,რომ ძველი ყაიდის ხალხისგან არ უნდა გეწყინოს ასეთი რაღაცები. შენ სხვა ცხოვრებას გადიხარ, სხვა ხალხი და გარემოა შენს გარშემო, მათ კი რა გაიარეს იცი? წლები,სადაც ქალის პატიოსნებად მხოლოდ უბიწოება ითვლებოდა.წლები,სადაც მოტაცება კანონით არ ისჯდებოდა და გარიგებით ქორწინება ოჯახის შექმნის ერთ-ერთი პოპულარული ხერხი იყო. წლები,სადაც კაცის სიტყვა იყო მთავარი და ქალის აზრს ფეხქვეშ თელავდნენ.წლები, სადაც ქალის განათლებას ყურადღება არ ექცეოდა და მხოლოდ სახლში ხედავდნენ მის ადგილს. შენ სად ცხოვრობ? 21-ე საუკუნეში. საუკუნეში სადაც შენ თავად განკარგავ შენს ცხოვრებას, გაცვია ის,რაც გინდა, საუბრობ იმაზე,რაზეც გსურს, არავინ გიწესებს ცენზურას, არავინ გეუბნება,რომ განათლება არ გჭირდება და ყალიბდები ქალად,რომელსაც ყველა ეტრფის ხვდები? -წამით შეყოვნდა ჯაჭვლიანი, დაინახა მის თვალებში იმედის ნაპერწკალი როგორ გაკრთა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -თუ არსებობს კაცი,რომელიც ძლიერ და დამოუკიდებელ ქალს ზიზღით უყურებს, ეს მხოლოდ იმიტომ,რომ იმ ქალის ეშინია,რადგან თავად ვერ შეძლებს ასეთ ქალს გაუმკლავდეს და გვერდით ჰყავდეს. ნამდვილი რევოლუციაა ის თუ რამდენად შეიცვალა საქართველო ბოლო 30 წელში. როგორ განვითარდა ახალგაზრდობა და რამდენად მაგარი და ძლიერი თაობა მოდის. მიუხედავად იმისა,რაც არ უნდა ილაპარაკონ მე მაინც მეამაყება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ახალგაზრდები. შენც უნდა ამაყობდე შენი თავით. იგივე გზა,რომ გაგევლო,რაც მათ გაიარეს შეიძლება ქუჩაში ყველა გამვლელისთვის წყევლა მიგეყოლებინა უკან,რადგან შენთვის არ არის სწორი მათი ჩაცმის ან ცხოვრების სტილი. მათ შენი ფეხსაცმელი არ მოერგებათ, შენ მათი და ყოველთვის გაიხსენე ეგ,როდესაც თაობათა შორის უფსკრულის პირისპირ დადგები!
-შენი მეგ...
-არ გამაწყვეტინო! -ხელის აწევით გააჩუმა მარიამი. -მივიდეთ შენს ყოფილამდე. ახლა გეშინია,რადგან როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი,სიყვარული სიამაყეს ხშირად ამარცხებს და შეიძლება ეს შენც დაგემართოს, თუმცა ყოველ წამს შეგახსენებს შენი ემოციები თავს და მუცელში ყრუ ტკივილს,რომ ვეღარ გაუმკლავდები თავად დატოვებ ამ ურთიერთობას. არ გინდა,რომ დაგიბრუნოს,რადგან უბრალოდ კი არ გაწყენინა,არამედ შენი თავმოყვარეობა გათელა და თავი სუსტ არსებად გაგრძნობინა, რომელიც თვეები ფიქრობდა იმაზე,თუ რით დაიმსახურა ასეთი ქმედება საყვარელი კაცისგან. გაქცია ქალად,რომელმაც საკუთარი შვილიც კი გაწირა იმდენად გულნატკენი იყო და საბოლოოდ მაინც იმდენად ძლიერად და მყარად დადექი ფეხზე,რომ შენი მეგობრის შვილის მოსავლელად ჩამოხვედი სამშობლოში,მაშინ როცა შეგეძლო საკუთარი შვილი აგეყვანა ხელში და დედობა გესწავლა. ტყუილად გეშინია მარიამ, ვფიქრობ უკვე გადაწყვეტილი გაქვს რა უნდა გააკეთო და რა დაიმსახურა ამ კაცმა შენგან. ვიცი,რომ ჩემი აზრი გაინტერესებს,ამიტომ გეტყვი. - სიგარეტს თავადაც მოუკიდა და მის ცრემლიან თვალებს თვალი მშვიდად გაუსწორა. -28 წლის ვარ და ცხოვრებაში არასოდეს არავისთვის არ მიპატიებია ღალატი, მხოლოდ სექსუალური კუთხით არ ვგულისხმობ. 11 წელია ჩემს ბიძაშვილს არც კი ვესალმები,რადგან ისეთი რაღაც გამიკეთა,რამაც ჩემი თავმოყვარეობა გაანადგურა. თუკამდე სხვა ურთიერთობებიც მქონდა, მაგრამ არასოდეს მიღალატია არავისთვის, არც თუკასთვის რა თქმა უნდა. ამაზე დიდი არაკაცობა და არაადამიანობა ურთიერთობაში არ მეგულება. ჩემს ძმასაც კი არ ვაპატიებ ამას,რადგან ვაფასებ კაცს,რომელიც ვარ და ვიცი,რომ მსგავსი არაფერი დამიმსახურებია. -ფეხზე ფრთხილად წამოდგა, სიგარეტი საფერფლეში მოსრისა და მარიამის გვერდით დაიკავა ადგილი. -თუმცა არსებობენ ადამიანები,რომლებიც ამას პატიობენ და ამას ძირითადად ორი მიზეზი აქვს: ჰგონიათ,რომ ადამიანი შეიცვლება, ან უბრალოდ იმ ადამიანზე ზედმეტად მიჯაჭვულები არიან და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. თუკა ამ შეცდომას დაუშვებდა აუცილებლად, მაგრამ მე არ მიმიცია საბაბი, თუმცა თუ მაინც მოხდებოდა კაცობა მეყოფოდა და თავად დავტოვებდი,რადგან ყოველ ჯერზე,როდესაც მის გვერდით გავიღვიძებდი საკუთარი თავი უფრო და უფრო შემზიზღდებოდა. ასე რომ შენ, მარიამ მეტრეველო. -მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები ფრთხილად მოწმინდა. -გაიხსენე რამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენ, რამდენად ძლიერი და კარგი ხარ, გაიხსენე რა გასწავლა დედამ, რას გარიგებდა და საბოლოოდ გაიხსენე ის თუ რას დაპირდი საკუთარ თავს. როგორ ცხოვრებას ჰპირდებოდი შენს თავს? ეს დაპირება არ დაივიწყო არასდროს და როდესაც მიხვდები,რომ ჩიხში ხარ, ის პატარა მარიამი გაიხსენე ძლიერ და დამოუკიდებელ ქალად ყოფნაზე,რომ ოცნებობდა, მერე კი იმოქმედე იმის შესაბამისად,როგორც შენს მომავალს გამოადგება! -ღიმილით დაასრულა საუბარი გეგამ. უყურებდა მარიამს და მისი თვალები იმხელა სევდას ატარებდა, ვერც კი წარმოიდგენდა რის ფასად იდგა ფეხზე.
-ძალიან რთულია გეგა! -პატარა ბავშვივით დაიწუწუნა და ცრემლები მაჯით შეიმშრალა. -საკუთარ ნამსხვრევებს ვაკოწიწებ ერთმანეთთან,თუმცა საკმარისი წებოვანი ლენტი არ არსებობს იმისთვის,რომ ყველაფერი შეაწებოს.
-ვიცი,მთლად მეგობრულად არ დაგვიწყია და ხშირად არ გესაუბრები,მაგრამ მოსმენა შემიძლია მარიამ. შენ მომისმინე მაშინ,როცა მე ჩემს დაუბადებელ შვილს გამოვემშვიდობე, მეც მოგისმენ და რჩევას მოგცემ,თუ ეს შემეძლება,რადგან შენში რაღაც განსაკუთრებულ სინათლეს ვხედავ და მგონია,რომ შენი დახმარება, მეც დამეხმარება. -ღიმილით შეხედა ქალს. -იტირე თუ ეს გიშველის, იყვირე თუ ეს გჭირდება, დალეწე ყველაფერი თუ ეს შენს ტკივილს განკურნავს, უბრალოდ საკუთარ თავში არ ჩაიკეტო. მართალია მე სულ გვერდით არ ვიქნები,მაგრამ ნუცა გყავს.
-მას ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, ახლა ისეთი გახარებულია,როგორ მოვუყვე ამდენი რამ და როგორ დავამძიმო ჩემი ტვირთით? -მშვიდად ამოთქვა და საზურგეს მიეყრდნო.
-რადგან დედაა გგონია კარგი მეგობარი ვეღარ იქნება?
-არა, რა სისულელეა. -თავი უარის ნიშნად გააქნია. -ის ყოველთვის იდეალური მეგობარი და ჩემი ბავშვობა იქნება, უბრალოდ ასეთ ბედნიერ მომენტში არ მინდა შევაწუხო, მინდა რომ შვილით ბედნიერების საშუალება მივცე.
-არ იქცევი სწორად, შენთვის რომ ნუცას მსგავსი რამ დაემალა როგორ იგრძნობდი თავს?
-გთხოვ ჩემს სინდისს ნუ ახმოვანებ. -ტუჩებდაბრეცილმა ამოთქვა და თვალები კიდევ ერთხელ შეიმშრალა. -ასე როდის დაბრძენდი? 26 წლის ვარ, მე ჯერ ვერ მოვახერხე ეგ.
-ბევრი ისეთი რამ ვნახე მარიამ, რაც არ უნდა მენახა. გამოცდილება მალაპარაკებს და ჩემი ფსიქოლოგთან სიანსები,თორემ სიბრძნე ამ სიტუაციიდან ვერავის გამოიყვანდა.
-კარგი კაცი ხარ ჯაჭვლიანო! -ღიმილით მიუგო მის გვერდით მჯდომს.-თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს,რომ შენს სამსახურზე უნდა მომიყვე.
-მხოლოდ იმას მოგიყვები,რაც მოისმინე, არ გადავაჭარბებ.
-დასაწყისისთვის...ეგეც მაწყობს. -წამიერად დაფიქრდა,თუმცა შემდეგ დათანხმდა შემოთავაზებას.
-მივდივარ. -მშვიდად ამოთქვა თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს.
-როდის? სად?
-თვის ბოლოს 26 რიცხვში ალბათ.
-სად?
-მაგას ვერ გეტყვი,მაგრამ ეს ხალხს სჭირდება.
-შენ ჭრილობები ისევ ცუდ მდგომარეობაში გაქვს.
-იქამდე კიდევ 8 დღეა, 1 კვირაში სრულ პროგრესს ველოდები, ექიმმაც ასე მითხრა.
-ხომ არ გაგიჟდი? სხვას როგორ დაეხმარები თავად თუ მოკვდები? -ტონს აუწია მარიამმა.
-დამშვიდდი მარიამ, ბევრჯერ ვყოფილვარ ასე.
-ლუკამ იცის? არა შენ ნამდვილად გინდა.
-ლუკამ არაფერი იცის და არც უნდა გაიგოს,თორემ შეიძლება რომელიმე ხეზე ჯაჭვით დამაბას.
-შენ რა გინდა,რომ ყველას დავუმალო ეს ამბავი? -გაოცებულმა გახედა გეგას და ფეხზე წამოვარდა.
-მინდა,რომ მშვიდად წასვლის საშუალება მომცე,ისე თითქოს თავადაც არ იცოდი არაფერი, კარგი? -მის პირისპირ დადგა გეგა.
-ლუკა გაგიჟდება, თან ასეთ მდგომარეობაში რომ წახვალ.
-ვიცი მარიამ! -მხრებზე ხელები მსუბუქად მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა. -იქ... -ხელი უმისამართოდ გაიშვირა.-ხალხს დახმარება სჭირდება, მშვიდობა სჭირდებათ,რომ შვილები გაზარდონ და ცოცხლებს უყურებდნენ მთელი ცხოვრება. ჩემნაირი იცი რამდენი მოდის საქართველოდან? ისინი მზად არიან იბრძოლონ ისევე,როგორც მე.
-რომ მოკვდე?
-არ მოვკვდები.
-შენ რა იცი?
-მე ღმერთის მჯერა.
-შენი რწმენა გადაგარჩენს ასე გგონია?
-ჩემი ღმერთი გადამარჩენს ასე მგონია!
-ხოდა სულელი ხარ! -თვალი თვალში გაუყარა გეგას.
-მომისმინე! შენ საქმეს რომ დასჭირდეს ხვალვე არ აკრეფ შენს ნივთებს და არ წახვალ?
-ეს სხვა რამეა.
-საქმე საქმეა მარიამ! ლუკას არაფერი უთხრა, მამობა შეარგე კიდევ 8 დღით.
-გაგიჟდება,რომ გაიგებს.
-წერილს დავუტოვებ. -მშვიდად განმარტა და ნაბიჯით უკან დაიხია. -უბრალოდ არაფერი უთხრა და დამეხმარე,რომ მომდევნო 8 დღე ბედნერი იყოს.
-იცოდე თუ მოკვდები...
-არ მოვკვდები! -დასრულება აღარ აცადა.
-იმედია! -შეუღრინა კაცს და ოთახი ნელი ნაბიჯით დატოვა...

***
საღამომდე ოთახში იჯდა მარიამი და ლეპტოპში თავისი წიგნის გაგრძელებას წერდა. სჯეროდა,რომ ერთ დღეს ამ წიგნით ხალხი გაიცნობდა და შეიყვარებდა. წერდა განვლილ ცხოვრებაზე, იმაზე თუ რა გადაიტანა და აქამდე როგორ მოვიდა, როგორ დაეცა და წამოდგომა როგორ ისწავლა, როგორ შეიძინა ახალი მეგობრები, იდეალური ცხოვრება როგორ მოიწყო ლონდონში და საბოლოოდ ისევ უკან, ნანატრ საქართველოში როგორ დაბრუნდა. ქართულის მასწავლებელი სულით პატრიოტი ადამიანი იყო და სულ არიგებდა,რომ თავის სამშობლოს უნდა გამოსდგომოდა. ასეც მოხდა, წლების შემდეგ ცოდნითა და გამოცდილებით სავსე ჩამოვიდა თავის ქვეყანაში,რომ სხვებსაც მისცეს იმის შესაძლებლობა,რაც თავად გამოიარა.
ფურცლებს უძღვნიდა წარსულიდან მეგობრებს,რომლებიც ისევ გვერდით ჰყავდა და საბოლოოდ მისი სიცოცხლე გადაარჩინეს.წერდა მეგობარზე,რომელთანაც შუაღამისას გაქცეულა,რადგან თავს ცუდად გრძნობდა. წერდა მეგობარზე,რომელიც მის დაბადებისდღეზე ერთადერთი სტუმარი იყო. ანუ წერდა მეგობრებზე,რომლებმაც მის სიცოცხლეს ხალისი შესძინეს.
-მარიამ. -კარს უკან გაისმა გეგას მშვიდი ხმა.
-შემოდი. -დაუფიქრებლად უპასუხა და ლეპტოპი უცებ დახურა.
-საჭმელი მოვამზადე, არ შეჭამ?
-ჰმმ... გააჩნია რა მოამზადე.
-ცეზარი ბევრი ქათმით და შემწვარი კარტოფილია დღეს მენიუში. ნუცამ მითხრა,რომ გიყვარს,ცივი ყავაც მოყვება საჩუქრად.
-კარგად ჟღერს, თან ძალიან. -ლეპტოპი გვერდით გადადო და ფეხზე წამოვარდა. -მითხარი,რომ გემრიელ ცეზარს აკეთებ რა.
-წამოდი და თავად შეაფასე. -ღიმილით მიუგო ქალს და სამზარეულოსკენ დაიძრა.
-სუფრაც გაგიწყვია.-ლამაზად გაწყობილ მაგიდას გახედა მარიამმა.- ეს ქრთამია?
-რისთვის? -ცერად გახედა გვერდით მდგომ ქალს.
-იმისთვის,რომ შენს წასვლაზე არაფერს ვამბობ.
-ანუ გადაწყვიტე,რომ დამეხმარო?
-დავფიქრდი და მივხვდი,რომ იმსახურებ არჩევანის უფლებას. წასვლა თუ გინდა უნდა წახვიდე.-მხარზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და მაგიდას მიუჯდა.
-მიხარია,რომ გამიგე. -მანაც მის პირდაპირ დაიკავა ადგილი.
-არ მითქვამს,რომ გაგიგე. უბრალოდ იმ თავისუფალ არჩევანს გაძლევ,რომლის უფლებაც დაბადებიდან გაქვს.
-სამართალი არა? -გაეღიმა ქალის საუბარზე. -აბა, მოგეწონა?
-იდეალურია. -თვალდახუჭულმა დააგემოვნა სალათი. -დიდი ხანია ასეთი გემრიელი ცეზარი არ მიჭამია. მომზადება სად ისწავლე? შევამჩნიე,რომ კულინარიული უნარები დახვეწილი გაქვს.
-დედამ მასწავლა. -მშვიდად ამოთქვა. -დანარჩენი მარტო ცხოვრებამ და თუკასთან გატარებული წლების პრაქტიკამ მოიტანა.
-ვერ ამზადებს?
-პომიდორს შენზე უარესად ექცეოდა. -გაეღიმა წარსულის გახსენებისას.
-სამაგიეროდ რა გარეგნობა და სხეული აქვს, მისი კულინარიული უნარები მეათე ხარისხოვანი იქნება ყველასთვის.
-ასეა, ფოტომოდელია თავს ძალიან უვლის და წონას სულ აკონტროლებს,ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა ყოველთვის და არავის ადარდებდა მისი კულინარიული უნარები,მათ შორის არც მე. -უხმოდ დაუქნია თავი მარიამმა და დუმილი ჩამოწვა. ვერცერთი ვეღარ ფიქრობდა რაზე შეიძლებოდა საუბარი, უფრო სწორად რომ ვთქვათ ერთ-ერთ მათგანს სათქმელი ჰქონდა,მაგრამ უჭირდა მისი დალაგება. -მარიამ! -მოულოდნელად წამოიძახა გეგამ.
-გისმენ.-მოულოდნელობისგან შეშინებული მიაჩერდა კაცს.
-თუკა კარგად იქნება? ანუ იმას ვგულისხმობ,რომ ცხოვრებას ხომ გააგრძელებს?
-რა თქმა უნდა! -არც უფიქრია ისე გასცა პასუხი. -ჩვენ,ქალებს, რამდენი რამის ატანა შეგვიძლია იცი? ზოგჯერ ზედმეტად მწვავე რეაქცია გვაქვს რაღაცებზე და ამის გამო თვლიან,რომ ემოციების კონტროლი არ შეგვიძლია,მაგრამ ეს ასე არ არის. ფიზიკურ და სულიერ ტკივილს მარტივად ვახშობთ ორგანიზმში და საბოლოოდ იმდენად ვძლიერდებით,რომ საკუთარი თავის გარდა არავინ გვინდა ცხოვრებაში. თუკაც მოახერხებს ამას, შეიძლება თვეები ან წლები დასჭირდეს,მაგრამ ფეხზე დადგება და იდეალურ ცხოვრებას მოიწყობს. შვილებიც ეყოლება და უბედნიერესი ქალიც იქნება,უბრალოდ დრო უნდა მისცე.
-მჯერა შენი და იმედი მაქვს ეს პროგნოზი უახლოეს მომავალში გამართლდება. -იმედიანი თვალებით მიაჩერდა ქალს. ძალიან უნდოდა,რომ ქუჩაში სადმე წლების მერე შეხვედროდა და თუკას თვალებში ბედნიერება ამოეკითხა, ეს მის ტვირთს ბევრად შეამსუბუქებდა.
-შენ სხვაზე ნერვიულობას საკუთარ თავზე ინერვიულე, მხოლოდ ოქროს ჯვრის იმედად მიდიხარ ამ ბრძოლაში ამას ხვდები? -თავი მაინც ვერ შეიკავა და სათქმელი თავს მოახვია.
-ეს ჯვარი მექნება თუ არა, ღმერთი ჩემთან იქნება,ამიტომ არ მეშინია და ვიცი,რომ მომცემს ძალას დაცემული ფეხზე წამოვდგე. ამაზე ნუ ინერვიულებ.
-არ ვნერვიულობ.-თავი უკმაყოფილოდ გააქნია. -უბრალოდ ახლა რამე,რომ მოგივიდეს,ალბათ ჩემს თავს დავადანაშაულებ.
-არა მარიამ. -ხმა დაუთბა ჯაჭვლიანს. -შენ რა ძალით მიშვებ? რა შუაში ხარ ამ ყველაფერთან? მე მაინც წავალ,უბრალოდ არ მინდა,რომ შესაძლო უკანასკნელი მოგონება ჩემს ძმაზე მისი გაბრაზებული და სევდიანი თვალები იყოს,რადგან...
-აი უკანასკნელიო. -ჩანგალი ხმაურით დადო მაგიდაზე. -რა უკანასკნელი გეგა? არ თქვი დავბრუნდებიო? -ტონს აუწია ქალმა.
-დამშვიდდი!-მშვიდი ხმით მიუგო გეგამ. -მე ვთქვი შესაძლო უკანასკნელი, პირდაპირ არ მიგულისხმია. ყოველი წამი შესაძლოა უკანასკნელი იყოს ჩვენთვის მარიამ, ცხოვრებაა ასეთი. შეიძლება ახლა მაღაზიაში გავიდე, მანქანა დამეჯახოს და მოვკვდე. ამას ვერ გაიგებ, რაც გიწერია მაინც დაგემართება.
-ახლა მეუბნები,რომ დღეს სიკვდილი თუ მიწერია ავარიით,მაგრამ სახლიდან არ გავალ მაინც მოკვდები ოღონდ სახლში და სხვა მეთოდებით? -ირონია გაურია ხმაში.
-მე იმას ვამბობ,რომ სულ სახლში ვერ იჯდები.დღეს თუ არა ერთ კვირაში გახვალ და მაშინ დაგემართება,აზრი არ აქვს.
-ხოდა ერთი კვირით მეტს ვიცხოვრებ!
-ღმერთის ან ბედისწერის საერთოდ არ გწამს?
-ათეისტი არ ვარ, ჩემებურად მწამს ყველაფრის.
-შენებური რწმენა გამიზიარე გთხოვ. -მომლოდინე თვალებით მიაჩერდა მის წინ მჯდომ ქალს,რომელსაც სახეზე ეწერა ყველა ემოცია.
-მჯერა,რომ ღმერთი არსებობს და სამყარო მისი შექმნილია. მჯერა,რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არსებობს,მაგრამ არ მჯერა იმის,რომ ყველა ადამიანის ცხოვრებას სათითაოდ უყურებს და ისე განკარგავს,როგორც სურს. მე ახლა დანით,რომ დაგჭრა ეს ჩემი სურვილი იქნება და არა ღმერთის. ერთ დღეს ჭრილობებს,რომ ვეღარ გაუმკლავდე ეს იმიტომ,რომ ორგანიზმმა ვერ გაუძლო. ამ ყველაფერს რომ გადაურჩი-ხელით სხეულზე ანიშნა. -ეს იმიტომ,რომ შენი ორგანიზმი საკმარისად ძლიერი იყო,რომ სიცოცხლისთვის ებრძოლა და არა იმიტომ,რომ ვინმე შენთვის ეკლესიაში სანთელს ანთებდა. თუ ასეა, მე რატომ არ დამეხმარა? საკმარისად ვერ ვილოცე,როდესაც საავადმყოფოს ეზოში ექიმმა მოკლედ აგვიხსნა,რომ მამას გადარჩენის 1% ჰქონდა? ათას რაღაცას ვპირდებოდი ღმერთს,ოღონდ დაბრუნებულიყო... -ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,რომ ცრემლების გარეშე გაეგრძელებინა საუბარი. -დაბრუნდა,ცივი და უემოციო სხეულით, სახლში სულ სხვა ადამიანებმა შემოიყვანეს და საბოლოოდ ოთხი ფიცრითა და შავი მიწით გავაცილეთ. მაშინ სად იყო ღმერთი? არ იყო! არ მინდა შენმა ძმამ იგივე გამოიაროს და ოთხ ფიცარში გამოკეტილი, საფლავამდე ზურგით გატაროს.დაღლილობისგან სუნთქვა,რომ აღარ შეეძლება სინდისი გაჩერების უფლებას,რომ არ მისცემს,რადგან უკანასკნელ გზაზე იმედებს ვერ გაგიცრუებს და სხვის მხარზე ვერ მოგაკალათებს. თავადაც დაკარგავს ღმერთის რწმენას, იმ ღმერთის,რომელსაც შენ ბოლომდე ენდობი!-ბოლო სიტყვები გარკვევით წარმოთქვა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. ჯაჭვლიანს დაბნეულობა ეტყობოდა სახეზე, ნამდვილად არ ელოდა ასეთ ზეწოლას. უფრო რთული იმის გააზრება და წარმოდგენა იყო მართლაც ზურგით როგორ აცილებდა უკანასკნელ გზაზე ლუკა და როგორ ეცლებოდა მიწა ფეხქვეშ.ამას ყველა გრძნობდა და განიცდიდა,თუმცა მარიამი პირველი ადამიანი იყო,რომელმაც რეალობა თვალწინ დაუდო და საშუალება მისცა ყველაფერი უფრო ფართოდ დაენახა.სახლში აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო, ლუკას გამო ბოლომდე უნდა ებრძოლა,რადგან მის მეტი ისედაც არავინ გააჩნდა ქვეყანაზე და ძმას ასე ვერ მოექცეოდა.
-მე უკან აუცილებლად დავბრუნდები!-მტკიცედ განაცხადა ჯაჭვლიანმა.
-რომ დაბრუნდები,მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. -მშვიდად მიუგო მარიამმა.-საჭმლისთვის მადლობა,ძალიან გემრიელი იყო. მაგიდას თუ მიხედავ,მე ბუშტების გაბერვას დავიწყებ. -უცებ ისე შეცვალა სასაუბრო თემა,თითქოს წამის წინ გაბრაზებულმა ფრჩხილები კანში არ შეისო და ამით არ სცადა თავის შეკავება.
-მიდი,მეც მოვწევ და მოვალ.-საუბრის გაგრძელება არც მას აღარ უცდია, ოთახიდან მიმავალ ქალს თვალი გააყოლა და თავადაც დატოვა იგი. სიგარეტის კვამლში გახვეული ცივ კედელს ეყუდებოდა და მის სიტყვებზე ფიქრობდა. უკვირდა როგორ უემოციოდ გაიხსენა მამის სიკვდილი და როგორ მარტივად აღწერა გეგას გასვენება.მთელი ამ დროის განმავლობაში აკვირდებოდა, მას კი წარბიც არ შეუხრია,რომ რაიმე ემოცია ამოეკითხა მის სახეზე. ეტყობოდა მარტივი ცხოვრება არც მას ჰქონდა გამოვლილი. წამით ლუკას ოჯახზე ჩაფიქრდა,ასეთი ბედნიერი დედის გარდაცვალების შემდეგ არ უნახავს, ახლა კი იმხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა, მამა იყო და ოჯახზე უნდა ეზრუნა. რაც არ უნდა მომხდარიყო იცოდა,რომ კარგი მამა იქნებოდა და მამის შეცდომებს არ გაიმეორებდა,მაგრამ მისი სიკვდილის შემთხვევაში რამდენად მალე გამოვიდოდა მდგომარეობიდან და რამდენად გაუძლებდა ამას ნუცა ამაზე პასუხი არ ჰქონდა.-ჯანდაბა! -ნამწვი ხელში მოსრისა და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. რამდენიმე წამი დახუჭული თვალებით იდგა და სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა,რადგან მისი ნერვული სისტემა უკვე პიკს აღწევდა. წყვდიადში გახვეულმა ჯვარს ხელი მაგრად მოუჭირა, თითქოს ვინმე წართმევას აპირებდა და ცას გახედა. -არ დამაღალატო, შენი იმედი მაქვს! -სიტყვები ჰაერში გაიფანტა, თავად გეგა კი მშვიდად შებრუნდა სახლში იმის იმედით,რომ ღმერთი ბოლომდე მასთან იქნებოდა...

***
იმ საღამოს რა თქმა უნდა ბუშტების გაბერვაც კი ვერ დაასრულეს. ბევრი წუწუნის შემდეგ ისიც კი იფიქრეს,რომ 42 ბუშტი საკმარისი იქნებოდა,თუმცა ახლად დაბადებული დემნა და მისი მშობლები,რომ გაიხსენეს გადაწყვიტეს,რომ ნამდვილად იმსახურებდნენ სრულყოფილ წვეულებას.მისაღები სავსე იყო ფერადი ბუშტებით,რომლებიც ყოველ კუნჭულში იყო გაფანტული. „Welcome Home” ჰქონდათ კედელზე ჩამოსაკიდი და ყვავილებით მორთული კუთხე გასაკეთებელი. ამას ისიც ემატებოდა,რომ სტუმრებისთვის საჭმელიც მათ უნდა მოემზადებინათ,რადგან ბევრი ისეთი ადამიანი იქნებოდა სტუმრად,რომლებიც შემწვარ კარტოფილზე მეტს ელიან სუფრაზე.
-ფილტვები აღარ მივარგა, პირი გამიშრა და სუნთქვა მიჭირს. -უკანასკნელი ბუშტი შეკრა მარიამმა. -იმაზე აღარაფერს ვამბობ,რომ ჩემი ნერწყვით არის სავსე ბუშტი და სინათლეზე ეტყობა. -ბუშტის დანახვისას სიცილი აუტყდა. -შენი აზრით ნუცა ბუშტებს დაითვლის? ამას გადავაგდებ თორემ სირცხვილია.
-ვეჭვობ ნუცას ბუშტების დათვლის თავი არ ექნება, თან ხვალაც გვაქვს დრო.
-შენ მაგას არ იცნობ. ბაბუამისისთვის ტორტი მე ვიყიდე, თბილისიდან მიმქონდა სოფელში და 71 სანთელი იყო ზედ, 72-ის მაგივრად, გამომრჩა ერთი,ხოდა სათითაოდ დაითვალა და საკმარისი,რადგან არ იყო მაღაზიებში მარბენინა...
-72 სანთელს ჩაქრობა არ უნდა? 28 ძლივს ჩავაქრე, ნუცამ გააკეთა და უარი ვერ ვუთხარი.
-საქმეც მაგაშია,რომ ვერ ჩააქრო,მაგრამ ნუცას ასე უნდოდა.
-კარგი არაუშავს, დამატებითი ბუშტები არის, დავამატებთ და 100 გახდება.
-ეგ გოგო მომკლავს მე. -დივანზე ჩამოჯდა და საზურგეს მიეყრდნო. -ახლა მაგის პრეტენზიებს უსმინე,სანამ დედობას მოერგება. -თავზე ხელი ნერვიულად შემოიკრა.
-შენ რა დასტრესილი ხარ? -გაეცინა მის ბუზღუნზე ჯაჭვლიანს.
-თუ ვერ გავუძელი პირდაპირი რეისით დავბრუნდები ლონდონში.
-3 თვეში ხომ ისედაც დაბრუნდები, მოითმინე ცოტახანს. -მისგან ისე მარტივად ჟღერდა ეს სიტყვები.
-შეიძლება არც დავბრუნდე, ვინ იცის...
-რატომ? იქ ხომ მოიწესრიგე ცხოვრება.
-აქაც შემიძლია ეგ. საზღვარგარეთ მაქვს განათლება მიღებული, ყველაფრის გაკეთება შემიძლია,რასაც იქ ვაკეთებდი. ლექტორობაზეც ვფიქრობ, რამდენიმე უნივერსიტეტიდან დამიკავშირდნენ.
-შენნაირი ლექტორი აუდიტორიაში,რომ შევა სწავლა ვის გაახსენდება მარიამ?
-ეგ მითხრა ნუცამაც. მურს ვერ წავისვამ სახეზე და დახეული ტანსაცმლით ვერ მივალ უნივერსიტეტში რა ვქნა. -ტუჩები დაბრიცა უკმაყოფილებისგან.
-ვხუმრობ მარიამ, ყველაფერი გამოგივა რასაც მოინდომებ. ლექტორობაც,დედობაც,კრიმინალობაც კი.
-ძალიან ცუდად მეხუმრები. -თვალებმოჭუტულმა გახედა კაცს.
-კარგი,კარგი. -დანებების ნიშნად ხელები აწია. -ცუდად ვიხუმრე.
-უნდა დავწვე მე, მთელი ენერგია წაიღო ამ ბუშტებმა. დანარჩენი ხვალ რა. -მუდარის ტონით უთხრა გეგას.
-შენ თუ გგონია მე მეტი შემიძლია ძალიან ცდები. ერთი სული მაქვს სხეული მოვადუნო და თვალები დავხუჭო.
-სანამ დრო გაქვს დაისვენე, 8 დღეში ამის საშუალება აღარ გექნება. უფრო სწორად 7-ში.-საათს დახედა, პირველის 14 წუთი იყო.
-მშვიდობიანი ღამე მარიამ.
-ასევე ჯაჭვლიანო! -ღიმილით მიუგო და კიბეებზე ნელი ნაბიჯით ავიდა. დაძინებამდე დედასთან დარეკვა გადაწყვიტა, რამდენიმე დღეა მისი ხმა არ გაუგია, დაკავებულია და მხოლოდ შეტყობინებებით შემოიფარგლებიან.
-ხო დედი-გაისმა ქალის თბილი ხმა ტელეფონში.
-როგორ ხარ დე?
-კარგად დედი, შენ როგორ ხარ?
-მეც მასე, ვსაქმიანობ და ცოტა დავიღალე,მაგრამ კარგად ვარ.
-გამხდარი მეჩვენები დე, ჭამ საერთოდ რამეს? ნუ გადაყევი საქმეებს. -ნაღვლიანად ამოთქვა ქალმა.
-ვჭამ დე, არ ინერვიულო. ცოტახნის წინ ვჭამეთ მე და გეგამ, ცეზარი გააკეთა.
-კარგი.-თბილად გაუღიმა შვილს.- პატარა ბიჭი ვნახე, როგორი ლამაზია. რამდენიმე საათის წინ ველაპარაკე ნუცას, რო დაგირეკოხოლმე ხო არ შეგაწუხებო, სულელი ბავშვი ეგ. მე კი ვუთხარი,მაგრამ შენც დაელაპარაკე რამე თუ არ ეცოდინება დამირეკოს.
-ვეტყვი დე, შენ არ ინერვიულო. სხვას ვის დაურეკავს აბა.
-არ გამაბრაზოს, რაც არ ეცოდინება მე ვუშველი ყველაფეში, თუ დასჭირდება ჩამოვალ კიდეც.
-მაგიტომ მიყვარხარ რა. -ხმა დაუთბა მარიამს.დედამისისა და მისი მეგობრების ურთიერთობა ყოველთვის აგიჟებდა,რადგან მარიამის მეგობრებს,როგორც საკუთარ შვილებს ისე ექცეოდა.
-მეც მიყვარხარ დედი, გენაცვალე შენ. -ეკრანს ხელი ჩამოუსვა ქალმა. -რას აპირებ შენ სექტემბერში დე?
-არ ვიცი... -დაბნეულმა ამოთქვა. -აქაც ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდა, ხომ იცი სულ მინდოდა დაბრუნება. ლექტორობა შემომთავაზეს, რამდენიმე ტრენინგი მაქვს ჩასატარებელი, დანაშაულიც ბევრია.
-შენ იყავი კარგად დედი და სადაც გინდა იქ იცხოვრე.მთავარია შენ გქონდეს ყველაფერი კარგად.
-ალექსი ვნახე დე. -წამიერი პაუზა გააკეთა. -ძველი ალექსისგან აღარაფერი დარჩა.სულ სხვა კაცი იდგა ჩემს წინ.
-არ მინდოდა გული გტკენოდა დედი, ამიტომ გეუბნებოდი არ გქონდეს იმედი,რომ იგივე ადამიანი დაგხვდებათქო.
-მაინც მჯეროდა გულის სიღრმეში,რომ რაღაც შეიძლებოდა შეცვლილიყო.
-რაც შეგეძლო გააკეთე,თავს ხო არ მოაკვლევინებდი დედიკო? სწორად მოიქეცი,რომ გაერიდე. შენი ცხოვრება გქონდა დასალაგებელი.
-ვიცი დე, მაგრამ მაინც დამწყდა გული.
-მოგიკვდეს დედა. -ცრემლიანი თვალებით გახედა ქალმა. -ყველაფერი კარგად იქნება, შენ არ ინერვიულო დედი.
-ვიცი დე, არ ვნერვიულობ. მივეჩვევი, რატი გამამხნევებსხოლმე.
-მომიკითხე ჩემი ბიჭი და აკოცე ჩემს მაგივრად, წვერი თუ ისევ აქვს უთხარი მოიპარსოს ეგრე არ დამენახოს.
-ვეტყვი დე. -ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში. -ახლა წავალ დავიძინებ რა, თორე ძალიან დავიღალე. ხვალაც იმდენი საქმეა, ადრე უნდა ავდგე.
-მიდი დედი, ღამემშვიდობის, ღმერთი შენკენ.
-ტკბილი ძილი დე, ხვალ დაგირეკავ. -გაუღიმა ეკრანს მიღმა მყოფ დედას და ზარი დაასრულა.
ძილი ვერ შეძლო, რაღაც აწუხებდა და ფაქტობრივად გულში ეკალივით ესობოდა.არც მეტი არც ნაკლები საკუთარი სინდისი აწუხებდა. ასე მწარედ ალექსის ამბის მერე აღარ შეუწუხებია. თვეები საკუთარი ცრემლის გუბეში,რომ იწვა და ემოციებისგან კანკალებდა იმ მომენტს მიამსგავსა,თუმცა ახლა უბრალოდ გული ეკუმშებოდა და სუნთქვა უჭირდა, ალბათ იმიტომ,რომ გამოცდილება ჰქონდა და პანიკას აღარ ჰყვებოდა. ფანჯარა გამოაღო და თავი კედელს მძიმედ მიაყრდნო. ბნელი ღამე იყო, არც ვარსკვლავები იყო ცაზე და არც მთვარე მოჩანდა. ავის მომასწავებლად შეეკრა ცას პირი და ბოროტი მზერით დაჰყურებდა დედამიწას,თითქოს ყველა არსების გაგლეჯვა უნდაო. პრობლემას პრობლემა ემატებოდა, უკვე ვეღარ ხვდებოდა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა,რომ ამ მდგომარეობიდან გამოსულიყო. გამთენიისას ჩაეძინა ლეპტოპთან ერთად, არ ეძინა,მაგრამ სამაგიეროდ მუზა ჰქონდა. თვალები,რომ გაახილა თავს ისე ცუდად გრძნობდა თითქოს ნაბახუსევზე ყოფილიყო. თვალების უკან ყრუ ტკივილს გრძნობდა, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა და თავიც საშინლად სტკიოდა. საათს დახედა და დრო,რომ გაიაზრა გაოცებული წამოხტა ფეხზე. თითქმის პირველი საათი იყო, ამ დრომდე საწოლში წლებია არ ყოფილა. სწრაფად მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა,რომ გამოფხიზლებულიყო და გეგას ბუშტების გაბერვაში დახმარებოდა, მერე მხოლოდ საჭმელი იქნებოდა სადარდებელი.
კიბეებიდანვე თვალში მოხვდა ბუშტებით სავსე მისაღები. გუშინდელზე ბევრად მეტი ეყარა იატაკზე და ოთახს თითქმის მთლიანად ფარავდა. გუშინდელი დარჩენილი 58 ცალი კი არსად ჩანდა.
-შუადღემშვიდობის.-სამზარეულოდან გამოვიდა გეგა. -გამოიძინე?
-ეს ბუშტები სულ შენ გაბერე? -ოთახს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო.
-არა, ლუკა იყო დილით მოსული, 10-15 მისი ნახელავია, ერთი მაგდენი რატისი და მოვრჩით საბოლოოდ.
-ღმერთო კიდევ კარგი. -შვებით ამოისუნთქა და სამზარეულოში შევიდა.-ყავა თუ არ დავლიე მოვკვდები.
-ცუდად გამოიყურები, არ გეძინა?
-ცოტა... ვერ ვიძინებდი.
-დღეს დაისვენებ სამაგიეროდ, საქმე არ გვაქვს.
-30 ადამიანის გამოკვებას ეხუმრები?
-არა, სწორედ ამიტომ შევუკვეთე საცხობში რაღაცები. აუცილებელი არ არის სახლში გაკეთებული საჭმელები მიირთვან.
-მართლა შეუკვეთე?
-კი, 5 ხაჭაპური, ხაჭაპური ლორით,ლობიანი, ლობიანი ლორით და პიცა,ასევე შოკოლადის ტორტი მარწყვით,როგორც ითხოვა ნუცამ და 50 ტარტალეტკა თუ რაღაც მსგავსი. ჰოთ დოგისა და ბურგერისთვის პური და ინგრედიენტები ვიყიდე, მაგას ხვალ გავაკეთებთ უცებ და ეგ არის. წვენები და შენი წყალობით ხრაშუნა რაღაცებიც გვაქვს ასე, რომ შეგიძლია მთელი დღე იწვე.
-გეფიცები ჩემი გმირი ხარ. -სიხარულისგან სხეულზე აეკრო მარიამი. -ამაზე მეტად მგონი ვერაფერი გამახარებდა...-სხეულზე მიკრეულ ქალს დააკვირდა ჯაჭვლიანი, არ ელოდა მისგან ამ რეაქციას. გასაკვირია,მაგრამ ოდნავადაც ვერ გაამოძრავა ხელი,რომ წელზე შეხებოდა და იგივე სითბოთი ეპასუხა,რასაც მარიამი გამოხატავდა.-ყავას დალევ? -უცებ გამოერკვა ქალი და ცივად მოშორდა სხეულიდან.
-არა, დავლიე უკვე. თან გასასვლელი ვარ,საღამომდე არ მოვალ.
-სად...-უნდოდა ეკითხა სად მიდიხარო,მაგრამ იცოდა პასუხს ვერ მიიღებდა და თანაც მისი საქმე არ იყო,ამიტომ თავი შეიკავა და ნათქვამი თავისებურად შეასწორა. -სად წაიღე ჩიფსები? შევჭამდი ცოტას.
-კარადაშია ყველაფერი. -თითი გაიშვირა,რომ უფრო მარტივად მიეხვედრებინა. -მე გავდივარ, რამე თუ დაგჭირდეს დამირეკე და თბილისიდან წამოვიღებ კარგი?
-კარგი.-მშვიდად მიუგო და ოთახიდან მიმავალს თვალი გააყოლა. ალბათ ინტერესი იმისა,თუ სად წავიდა ჭკუიდან გადაიყვანდა ,მაგრამ გეგასგან ამას ვერასდროს გაიგებდა,ამიტომ ბედს შეეგუა, ლეპტოპი აიღო და სიგარეტთან და ფინჯან ყავასთან ერთად წერას შეუდგა. ვერც კი წარმოიდგენდა ერთ დღეს ამ წიგნს,რომ გამოაქვეყნებდა რა მოხდებოდა.გეგა წაკითხავდა თუ არა და საერთოდ სახელ შეცვლილ პერსონაჟს მიღმა თუ ამოიცნობდა საკუთარ პიროვნებას. წერის ნიჭით ყოველთვის გამოირჩეოდა,თუმცა ამბიცია იმისა,რომ წიგნი საზოგადოებას უნდა გაეცნო დაახლოებით ერთი წლის წინ გაუჩნდა.
მთელი დღე წერას დაუთმო. ემოციებს მთლიანად ათავისუფლებდა და კომპიუტერის კლავიატურაზე თითებს მექანიკურად აწკაპუნებდა, ვერც კი იაზრებდა რას წერდა,უბრალოდ თავს უფლებას აძლევდა,რომ შინაგანი ტკივილი ეკრანზე გადაეტანა და საზოგადოებისთვის მისი სიძლიერის შესახებ მოეყოლა...

***
გეგა გვიან დაბრუნდა სახლში, უკვე პირველი იყო დაწყებული კარი,რომ შემოაღო და მარიამი შეაშინა,რადგან პირველად სალხში დიდი დათუნია შემოიტანა,რომელიც მის სხეულს მთლიანად ფარავდა.
-ღმერთო!-პირზე ხელი იტაცია მარიამმა.-გული გამიხეთქე.
-მეგონა გეძინა უკვე.-ბნელ ოთახს თვალი მოავლო.
-ვწერდი და ვერც გავიაზრე ისე უცებ გავიდა დრო.-ლეპტოპი გვერდით გადადო და ფეხზე წამოდგა. -ძალიან დიდია გეგა. -დათვს თათზე ოდნავ შეეხო და მთლიანად აათვალიერა.
-ბავშვის ოთახს მოუხდება, ნუცასაც გაუხარდება თან.
-ნუცა მართალი იყო, ყურადღებიანი ხარ. -გზაში,რომ ესაუბრა იქიდან გაახსენდა ნუცას სიტყვები.
-ხალხის გახარება მომწონს. -მხრები აიჩეჩა და სავარძელში მოწვეტით ჩაეშვა.-რამე საინტერესოს წერ?
-გააჩნია საინტერესოს რას ეძახი.-დივანზე დაიკავა ადგილი და ლეპტოპი ისევ მუხლებზე დაიდო.
-მითხარი რას წერ და მაგის მიხედვით გადავწყვეტ.
-წიგნს ვწერ ჩემს ცხოვრებაზე, ოღონდ სხვა პერსონაჟებით.
-ოჰოო. -აშკარად დაინტერესებული ჩანდა გეგა. -ვისთვის არის? ზოგადად შენთვის, ონლაინ სივრცისთვის თუ გამოცემას აპირებ?
-გამოცემას ვგეგმავ,ვფიქრობ დროა ახალ თაობას ბიძგი მივცე. ვუბიძგებ,რომ წიგნის სურნელი შეიგრძნონ და კითხვა შეიყვარონ.
-კარცერი ლუქსი. -ჩაილაპარაკა თავისთვის. -ესეიგი,რაც გამოარე ყველაფერზე წერ?
-თითქმის. -ორაზროვნად ჩაილაპარაკა. -მინდა,რომ წიგნმა ყველაფერი გააერთიანოს. უბრალოდ წიგნი არ უნდა იყოს,რომელსაც თაროზე დადებენ და დაიმტვერება.
-უფრო კონკრეტულად? -მეტად დაინტერესდა გეგა.
-მინდა,რომ ჩემი გამოცდილება გავუზიარო ამ წიგნის მეშვეობით ახალგაზრდებს. როგორ წავედი სასწავლებლად საზღვარგარეთ,როგორ ვისწავლე ფეხზე მყარად დგომა, როგორ გამოვცადე საკუთარ თავზე თაობათა შორის ჩატეხილი ხიდის სიმწარე,რამდენად რთულია სტერეოტიპულ გარემოში ცხოვრება,სადაც ყოველი შენი ნაბიჯი სხვისი საქმეა, როგორი რთულია ტკივილთან გამკლავება და რამდენ რამეს გვიმზადებს ცხოვრება,თუმცა, საბოლოოდ როგორ შეიძლება ყველაფერს გაუმკლავდე და ბედნიერი დასასრული გქონდეს საყვარელ ადამიანთან ერთად.
-ესეიგი ცდილობ ქართულ რეალობას დაუპირისპირდე?
-თითქმის,მაგრამ მთლად ასეც არ არის. ძალიან ბევრია,ვისთან დაპირისპირებაც არ მომიწევს.
-ბედნიერი დასასრულის გჯერა მარიამ?
-მჯერა,რომ ჩემი ცხოვრება იმაზე დიდი თავგადასავლებით იქნება სავსე,ვიდრე ეს მე წარმომიდგენია.
-ანუ გჯერა,რომ სიყვარული კიდევ გეწვევა.
-რა თქმა უნდა!-ამაყად განაცხადა. -თანაც ისეთი სიყვარული,რომელიც წარუშლელ კვალს დატოვებს ჩემს ცხოვრებაში.
-შენს ბედნიერ დასასრულს,რომ დაწერ ერთი წიგნი ჩემთვისაც შეინახე, ან სახელი მითხარი და აუცილებლად ვიყიდი.
-ჯერ სახელი არ აქვს. -იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა,რადგან როგორც წესი ყოველთვის სათაურიდან გამომდინარე წერდა ისტორიებს.
-ეგ როგორ?
-რავიცი, ვერ მოვიფიქრე. წიგნს,რომ დავამთავრებ მერე ვიფიქრებ სათაურზე.
-წიგნს,რომ დაამთავრებ გამიხსენე კარგი?-თვალებში ჩააცქერდა მის წინ მჯდომ ქალს.
-გამოცემისთვის მზადებას,რომ დაიწყებს წიგნი, მერე გაგიხსენებ და გეტყვი,როდის იქნება გაყიდვაში,რომ შეიძინო.
-ბიზნესი ნახე რა. -გაეცინა მის საქციელზე. -კარგი,სხვა რა გზაა, ვიყიდი.-მის ნებას დაჰყვა გეგა. ხმა აღარ გაუცია მარიამს,უყურებდა მის წინ მჯდომ კაცს და თითქოს მის დამახსოვრებას ცდილობდა. ღიმილიან გეგას ხშირად ვერ ხედავდა,ამიტომ გონებაში მკაფიოდ აღიბეჭდა მისი სახე და სადღაც ბნელ კუთხეში გადამალა,რომ „უსაფრთხოდ“ ყოფილიყო.გეგასაც აღარფერი უთქვამს, გაგიკვირდებათ და თითქოს ხვდებოდა,რომ მისი წასვლა მარიამს იმაზე მეტად ანერვიულებდა ვიდრე ამას გამოხატავდა, ამიტომ უფლებას აძლევდა ჩუმად მჯდომს დაკვირვებოდა და მისი სახე დაემახსოვრებინა იმ შემთხვევისთვის თუ ვეღარ დაბრუნდებოდა...
მეორე დილას ჯაჭვლიანების ვაჟკაცი მოიყვანეს და ოჯახი სრული შემადგენლობით გაერთიანდა.ჟრიამული,რომელიც პატარას დაბადებამ გამოიწვია დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა ჯაჭვლიანების სახლში.ალბათ კამერას,რომ არ გადაეღო ნუცას ემოციას არავინ დაიჯერებდა სახლში შემოსვლისას ყველაფერი იდეალურად,რომ დახვდა და ფოტოებისთვის გამოსადეგი კუთხეც,რომ იპოვა ბუშტებითა და ყვავილებით მორთული.
მარიამის თვალში ნუცა ყოველთვის ის ადამიანი იყო,რომელსაც დიდი და ბედნიერი ოჯახი უნდოდა,ამიტომ ზუსტად იცოდა,რომ ჯაჭვლიანების გვარს მხოლოდ დემნა არ შეემატებოდა და წლებთან ერთად მათი ოჯახი კიდევ უფრო გაიზრდებოდა.უყურებდა მეგობარს,რომელიც თითქმის 21 წელია მასთან არის და ვერ იჯერებდა,რომ ნუცა,რომელიც გუშინ კიკინებით სკოლაში პირველ მერხზე იჯდა,დღეს შვილით ხელში იდგა მის წინ და დედობას ზეიმობდა...
საღამოს უამრავმა ადამიანმა მოიყარა სახლში თავი. კამერას ახსოვს წუთები პირველად რატიმ ბავშვი ხელში როგორ აიყვანა და მის გიგანტურ ხელებში მთლიანად,რომ ჩაიმალა სიფრიფანა სხეული. ნუცა,რომ ჭამას ვერ წყვეტდა და დიდი ტორტის ნაჭრით ხელში იდგა სამზარეულოში ესეც არ გამოჰპარვია მარიამს. არც გეგას სხეულზე მიკრული დემნას გადაღება დავიწყებია და არც შამპანიურის შხეფებით გაწუწული სტუმრების.
ალექსი და ლიკა არ გამოჩენილან,მოგვიანებით შეტყობინება გამოაგზავნეს,რომ ლიკა თავს ცუდად გრძნობდა და სახლში დარჩენა ამიტომ ამჯობინეს,თუმცა მიზეზი ისედაც ცხადი იყო. ალექსი ან მთვრალი იყო,ან უბრალოდ წამოსვლა არ უნდოდა და ამავე მიზეზით ლიკასაც სახლში დარჩენა მოუწია.
კამერას მარიამი და გეგაც ახსოვს სამზარეულოში,რომ ტრიალებდნენ და ბურგერებს აკეთებდნენ სტუმრებისთვის,თუმცა ყველაზე გამორჩეულად ის ფოტო დაამახსოვრდა გეგას ხელში არსებულ ბურგერს,რომ აგემოვნებს მარიამი.
საღამომ იდეალურად ჩაიარა,არც ჩხუბი, არც ზედმეტი არეულობა,ყველამ თავისი სამყოფი დალია, დემნას დაბადება აღნიშნეს,მშობლებს ბედნიერება უსურვეს და საჩუქრებით აავსეს. ნუცა ძალიან,რომ არ შეეწუხებინათ სახლი მალე დაცარიელდა, მისალაგებელი ოთახი კი ისევ გეგას და მარიამს დარჩათ,თუმცა არცერთი არ წუწუნებდა ამის გამო, პირიქით ერთი სული ჰქონდათ სტუმრები,როდის წავიდოდნენ,რომ იქაურობა მიელაგებინათ და ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ ცხოვრება. ორივე ინტროვერტი გახლდათ და ზედმეტ არეულობასა და ხალხს ვერ ეგუებოდნენ.
მომდევნო ერთი კვირა ჩვეულ რეჟიმში მიდიოდა ყველასთვის, მხოლოდ ერთი განსხვავება იყო, ოჯახს ახალი წევრი ჰყავდა,თუმცა იმდენად წყნარი,რომ მის არსებობას ვერც კი იგებდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში მარიამი უცნაურად იქცეოდა, თავს დასტრიალებდა გეგას, ჭრილობებს უმუშავებდა და ანტიბიოტიკების დალევას ახსენებდა. რამდენჯერმე ჩუმად,რომ საუბრობდნენ ნუცამ სცადა საუბარში ჩარევა,თუმცა ან თემას ცვლიდნენ ან საერთოდ ჩუმდებოდა ორივე და უხერხულ სიტუაციას ქმნიდნენ,ამიტომ ნუცაც ვეღარაფერს კითხულობდა. საბოლოოდ კი ის დაასკვნა,რომ მარიამი მისით იყო გატაცებული და მეგობრის სასიყვარულო ურთიერთობას 3D-ში უყურებდა,ამიტომ ზედმეტი კითხვებისგან თავი შეიკავა და მარიამს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა.
მარიამმა იცოდა,რომ გეგა 26-ში გამთენიისას წავიდოდა,რომ არავის დაენახა და ძმაასთან პრობლემები არ ჰქონოდა, ცდილობდა დაეძინა,თუმცა რაღაც ძალა ქვემოთ ექაჩებოდა და მოსვენების საშუალებას არ აძლვედა. უკუნითი სიბნელე იყო, საშინლად წვიმდა და ცაზე ავის მომასწავებლად ელავდა.უყვარდა წვიმა,რადგან სრულიად განსხვავებული სურნელი ტრიალებდა ჰაერში და ეს სურნელი სიცოცხლეს აგრძნობინებდა.ჰუდი გადაიცვა შორტებსა და მოკლემკლავიან მაისურზე და ქვემოთ ჩავიდა. მისაღებში სინათლე მოურიდებლად აანთო და ოთახს თვალი სწრაფად მოავლო,თუმცა გეგა იქ აღარ იყო. სევდა უცებ ჩაეღვარა მუცელში, ტკივილმა ერთიანად დაუარა სხეულში და კივილი მოანდომა.არ უნდოდა,რომ დაუმშვიდობებლად წასულიყო, უნდოდა ოჯახისგან სახსოვარი წაეღო და დასაბრუნებელი მიზეზი მუდამ თან ეტარებინა.ცა იასამნისფრად განათდა,ზუსტად ისეთივე ამინდი იყო,როგორიც მარიამის ცხოვრება ამ მომენტში. ოთახი ნელი ნაბიჯით გაიარა,კარი გააღო და კიდეზე მდგარმა მოუკიდა სიგარეტს.სიბნელეში ბუნდოვნად არჩევდა ეზოში მდგარი ხის ტოტები,როგორ ეხეთქებოდა ერთამენთს და,როგორც ბავშვობაში ახლაც თვალები დახუჭა,რომ ეს შეგრძნება მთელს სხეულს მოსდებოდა.
-ვერ იძინებ? -ნაცნობი ხმის გაგონებისას ტანში სასიამოვნოდ გასცრა. ტელეფონი სასწრაფოდ მოიმარჯვა და სიბნელიდან მომავალი ხმის შესაბამისად მისი ძებნა დაიწყო. ნამდვილად გეგა იყო, ფორმაში გამოწყობილი, იარაღითა და დიდი ჩანთით, ხელში სიგარეტი ეჭირა და მარიამს მშვიდი თვალებით შეჰყურებდა.
-არ წახვედი?-მაშინვე მისკენ წავიდა და სკამზე ჩამოჯდა.
-მოვწევ და მივდივარ. -მშვიდად ამოთქვა და კვამლი ღრმად ჩაისუნთქა.
-მეგონა წახვედი.-თავისთვის ჩაილაპარაკა და სინათლე აანთო,რომ უკეთ შესძლებოდა მისი დანახვა.
-რატომ არ გძინავს?
-მგონი სინდისი მაწუხებს.
-შეგიძლია არ უთხრა ლუკას,რომ იცოდი ეს ამბავი, ეს შენზეა დამოკიდებული. აუცილებელი არ არის შენც გაგინაწყენდეს.
-საქმე ამაში არ არის, შენ შეიძლება მოკვდე და მე ხელს არ გიშლი. -მძიმედ ამოთქვა და თავი საზურგეს მიაყრდნო.
-ხელს ვერ შემიშლი მარიამ, საჭიროა ჩემი იქ ყოფნა და მე აუცილებლად წავალ,თუმცა ასე წასვლა ბევრად სასიამოვნოა.
-როგორ?
-აი აქ ჩემს წინ,რომ ზიხარ და შენთან დამშვიდობება მაინც,რომ შემიძლია. -ღიმილით ამოთქვა და ნამწვი უმისამართოდ მოისროლა.
-დამშვიდობებას ვერ ვიტან!-მკვახედ მიახალა და ნამწვი საფერფლეში გასრისა.
-ამის მაგიდაზე დატოვებას ვაპირებდი. -ჯიბიდან წერილი მშვიდად ამოიღო და ხელში შეათამაშა. -მაგრამ,რადგან აქ ხარ იქნებ შენ მისცე ლუკას.
-მე რატომ?
-სხვა ვინმეს ხედავ აქ?- ეზოს თვალი მოავლო და გაკვირვებული მიაჩერდა.
-კარგი. -ხელიდან უემოციოდ გამოჰგლიჯა კონვერტი. -ეს წაიღე და ყოველ ჯერზე,როდესაც დანებებას გადაწყვეტ გახსოვდეს,რომ აქ ოჯახი გელოდება. -ჰუდის ჯიბიდან ფოტო ამოიღო,რომელზეც გეგა,ლუკა და პატარა დემნა იყვნენ აღბეჭდილნი.-ხშირად დახედე ამ ფოტოს და გაიხსენე რას ტოვებ აქ! -თითქოს განაწყენებულმა მიუგო და როგორც კი გამოართვა ნაბიჯით უკან დაიხია.
-მადლობა მარიამ, ეს ბევრს ნიშნავს.-სურათს ხელი ფრთხილად გადაუსვა და ჯიბეში ჩაიდო,რომ არ დასველებულიყო. -იმისთვისაც მადლობა,რომ ჩემზე ზრუნავდი. ჩემს გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიგიძღვის.
-იმედი მაქვს სხვა დროს აღარ დაგჭირდება.-ხმაზე ეტყობოდა,რომ გაბრაზებული იყო და ამ სიტუაციას ვერ ეგუებოდა.
-ნახვამდის მარიამ!-ოდნავ შესამჩნევად ჩატეხა ტუჩის კუთხე და ზურგი აქცია ქალს. ეტყობოდა ბედნიერი არც თავად იყო იმით,რომ მიდიოდა და შესაძლო სასიკვდილო ნაბიჯს დგამდა. წამით კონვერტს დახედა მარიამმა. „ლუკას“ გაკრული ხელით იყო დაწერილი ეტყობოდა,რომ ჩქარობდა.სამწუხაროა,რომ მხოლოდ ასე შეეძლო ძმასთან დამშვიდობება,თუმცა მარიამს რაღა დაემართა? ადამიანები არიან, გვერდში დგომა ხომ მაინც შეუძლია? სინდისმა ისევ არ მოასვენა.
-გეგა! -დაუყვირა უკვე ეზოში გასულს, წერილი მაგიდაზე დააგდო და სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა მათ შორის მანძილი. ერთი წუთის წინ,რომ გეკითხათ მარიამსაც ვერ დააჯერებდით,რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა და დასამშვიდობებლად გეგას ჩაეხუტებოდა კიდეც,თუმცა ეს ნამდვილად მოხდა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით გეგა უემოციოდ აღარ მდგარა, წელზე ხელები მჭიდროდ მოხვია და მხოლოდ წამით, თავი მის თმაში ჩარგო და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. -არ მოკვდე კარგი? -ყურთან მოესმა მისი დამძიმებული ხმა. ხელი ფრთხილად შეუშვა და წამით დააკვირდა მის წინ მდგომ ქალს,რომელიც თავიდან ბოლომდე დასველებულიყო და ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა მას.სიბნელის მიუხედავად მაინც გაარჩია მისი სახის ნაკვთები,თუმცა ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია, კიდევ რამდენიმე წამს უყურა,რომ მისი სახე კარგად დაემახსოვრებინა და თავი ძლივს შეიკავა,რომ არ გაღიმებოდა.
-თავს გაუფრთხილდი მარიამ! -თავიდან ბოლომდე აათვალიერა ქალი, ორივემ იცოდა,რომ მის ამინდთან შეუსაბამო ჩაცმულობას გულისხმობდა,თუმცა მარიამს პასუხი აღარ გაუცია. უყურებდა როგორ აქცია ყველაფერს ზურგი და როგორ მიდიოდა ისე თითქოს აქ არაფერს არ ტოვებდა.წვიმამ მანქანის ძრავის ხმაც დაახშო და ბოლოს მხოლოდ ფანჯრიდან დაინახა მისი სილუეტი,რომელიც წასასვლელად მზად იყო. გათენებაც ვეღარაფერს უშველიდა მარიამს, ახლა მხოლოდ ღამე კი არ თითოეული დილა დაამძიმებდა იმის გამო,რომ გეგას ფაქტობრივად თვითმკვლელობაში შეუწყო ხელი...


***
იმ ღამეს ძილი არ მიეკარა მარიამს. საწოლში იწვა და ერთ ადგილს უაზროდ მიშტერებოდა,თითქოს ამით რაიმეს უშველიდა.ხელში გეგას წერილი ჩაებღუჯა და ხელს ისე უჭერდა თითქოს მის წართმევას ვინმე აპირებსო. საშინლად აინტერესებდა რა ეწერა წერილში და როგორ დაემშვიდობა უმცროს ძმას უფროსი ჯაჭვლიანი,მაგრამ ვერც საკუთარ თავს და ვერც ჯაჭვლიანების ძმობას ვერ აკადრა წერილის გახსნა,ამიტომ ეს აზრები მაშინვე ამოიგდო თავიდან.
უკუნითი სიბნელე მკრთალმა მზის სხივებმა შეცვალა,რომლებმაც ოთახი მთლიანად გაანათეს და მარიამს გათენება აუწყეს,თუმცა ეს უკვე სულ ერთი იყო. იმის მაგივრად,რომ საწოლიდან წამომდგარიყო და სარბენად გასულიყო,ისე როგორც ადრე და დინების საწინააღმდეგოდ ერბინა,უემოციოდ იწვა და გეგას დასასრულზე ამაოდ ფიქრობდა. საწოლიდან ზლაზვნით წამოიწია, კარადიდან მშრალი ტანსაცმელი აიღო და ჰუდის ჯიბეში წერილი მთელი ძალით ჩაკუჭა.გონებაში ათასი სცენარი წარმოიდგინა როგორ ეტყოდა ლუკას ამ ამბავს,მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთული იყო და კანკალმა აიტანა. მისდა გასაკვირად ლუკას უკვე ეღვიძა. კიბეებიდანვე შენიშნა მისი სილუეტი, სავარძელში თავჩახრილი იჯდა და მდუმარედ დაჰყურებდა იატაკს. უკანასკნელ კიბეს ფეხი მძლავრად დააჭირა,რომ ლუკას ყურადღება მიეპყრო და კუთხეში დასჯილი ბავშვივით დადგა. ლუკამ მხოლოდ წამით აწია თავი,რომ მარიამისთვის შეეხედა და მაშინვე საწყის პოზიციას დაუბრუნდა. რთული შესამჩნევი არ იყო,რომ მისი სახის თითოეული ნაკვთი რაღაც უბედურებას მოასწავებდა.
-კარგად ხარ?-დუმილი ისევ მარიამმა დაარღვია.
-გეგა წავიდა!-მშვიდად,მაგრამ მაინც გაბზარული ხმით ამოთქვა და მარიამს თვალი გაუსწორა.
-საიდან იცი? -გაიკვირვა ასე უცებ როგორ მიხვდაო.
-აეროპორტშია მანქანა. -ხელში ტელეფონი შეათამაშა.-ალბათ ღამით წავიდა.
-გამთენიისას წავიდა.-შეუსწორა ქალმა და თითები ერთმანეთში ახლართა.
-შენ რა იცი?
-ვიცოდი,რომ მიდიოდა.-სცადა სიმტკიცე შეენარჩუნებინა,მაგრამ ამაოდ.-მთხოვა არ მეთქვა.
-იცოდი,რომ მიდიოდა? -მისი სიტყვები გაიმეორა ლუკამ.-შენ რა გაგიჟდი?
-ვწუხვარ, ვცადე მისი შეჩერება,მაგრამ არ გამომივიდა...
-შენ რა დამიმალე,რომ ჩემი ძმა თვითმკვლელ მისიაზე მიდიოდა?-თვალები წამოენთო ჯაჭვლიანს.
-ვწუხვარ...შენ ხომ იცნობ გეგას,იცი როგორიც არის,აზრი ვერ შევაცვლევინე.-თვალი მოარიდა მის წინ მდგომს,ისედაც საკმარისად სტკიოდა საკუთარი საქციელი.
-მასთან დამშვიდობების შანსი არ მომეცა მარიამ! იცი ეს რას ნიშნავს? -ტკივილნარევი ხმით ამოთქვა და ნაბიჯით უკან დაიხია. -ჯანდაბა! -დაიყვირა გაავებულმა და ჟურნალების მაგიდას ფეხი მთელი ძალით დაარტყა.
-ის დაგემშვიდობა.-მშვიდად ამოთქვა და ჯიბიდან დაკუჭული ფურცელი ამოიღო. -მთხოვა შენთვის გადმომეცა.-ხელის კანკალით გაუწოდა და თვალებით ანიშნა აიღეო.
-ეს.-ხელში შეათამაშა.-ქაღალდის ნაგლეჯით დაემშვიდობა ძმას?
-შენთვის გულის ტკენა არ უნდოდა.იცოდა,რომ მის შეჩერებას ეცდებოდი. -მძიმედ ამოთქვა მარიამმა. -ვფიქრობ უნდა წაიკითხო,იქნებ მერე მაინც შეძლო მისი გაგება.
-ჩემთვის უნდა გეთქვა! -გაუწყრა მეგობარს.-მაგრამ მაინც მადლობა.-მშვიდად მიუგო და ზურგი აქცია გაშეშებული ქალის სილუეტს. მარიამმა ხმის ამოღება ვეღარ შეძლო, უნდოდა მისთვის ბოდიში მოეხადა,რადგან ასე არ უნდა მოქცეულიყო და ძმასთან დაშვიდობების შანსი არ უნდა მოეპარა,მაგრამ თან გეგასიც ესმოდა და მასაც ასე მოუნდებოდა ოჯახის დატოვება მსგავს შემთხვევაში.
ნერვები ყელში უჭერდა ლუკას, იმდენად ბრაზდებოდა ძმაზე,რომ მზად იყო მისთვის სახე დაელეწა,მაგრამ ნერვიულობა და ძმის სიყვარული ანადგურებდა.ხელის კანკალით გახსნა დაკუჭული კონვერტი და ძმის ლამაზ ხელწერაზე გაეცინა. თავად ყოველთვის საშინლად წერდა,ამიტომ სულ ცდილობდა,რომ გეგას დამსგავსებოდა და მასთან საათობით მეცადინეობდა,რომ ასე ლამაზად წერა ესწავლა. „ჩემს ძმას,ლუკას“ ეწერა ფურცლის თავზე. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,რომ მშვიდად შესძლებოდა წაკითხვა და მთლიანად გადაეშვა სხვა სამყაროში.
-„ვიცი,რომ ახლა გაბრაზებული ხარ ძმაო. -ასე იწყებდა საუბარს უფროსი ჯაჭვლიანი.-კითხულობ ამ წერილს და მზად ხარ ყველა ძვალი დამიმტვრიო,მაგრამ გულის სიღრმეში მგონია,რომ გესმის და გჯერა ჩემი. არ მინდა დრამატულად გამოვიდეს,მაგრამ მე ამისთვის დავიბადე და ამას გავაკეთებ ყოველთვის,ხალხს დავეხმარები და თუ საჭირო იქნება სიცოცხლეს დავთმობ მათ გადასარჩენად. დედა ყოველთვის გვასწავლიდა,რომ ადამიანი არა მხოლოდ ბიოლოგიურად უნდა იყო,არამედ სული უნდა გქონდეს ადამიანისო. ეს ჩემში ღრმად ჩაიბეჭდა და მებრძოლი ვარ ადამიანის სხეულში,ადამიანის სულით. მარიამს არ ესმის ეს დამოკიდებულება და სწორად განსჯის უნარიც გააჩნია, ისეთი რაღაცები მითხრა,რამაც ცხოვრებაზე და ჩვენს ძმობაზე დამაფიქრა. მითხრა წარმოიდგინე,რომ ლუკა უკანასკნელ გზაზე გაცილებს და მტკივანი მხრიდან შენი კუბოს ჩამოღებას ვერ ბედავს,რადგან უკანასკნელ გზაზე იმედებს ვერ გაგიცრუებსო, მე ეს არ მინდა...-ცრემლებით აევსო ლუკას თვალები,კითხვის გაგრძელება ვეღარ შეძლო,წამით ბუნებას გახედა და ღრმად ჩაისუნთქა მიწის სურნელი,რომელიც ამ წამს ასე სასიამოვნოდ ხვდებოდა მის რეცეპტორებს,მაგრამ რა იქნებოდა მაშინ თუ ზუსტად ეს მიწა მიიბარებდა მისი ძმის ცივ და უსიცოცხლო სხეულს?- მე თუ მოვკვდები...-მელანი გათხაპნილი იყო ამ ადგილას,ეტყობოდა დიდხანს ფიქრობდა რა უნდა დაეწერა და როგორ გაეგრძელებინა წინადადება.-არ იფიქრო იმაზე როგორ ვიტანჯე ან როგორ მტკიოდა, არ იფიქრო იმაზე სამშობლოსგან შორს სისხლისგან როგორ ვიცლები და ვეთხოვები სხეულს,რომელშიც 28 წელი გავატარე! იფიქრე იმაზე,რომ ვცადე ან გადავარჩინე სიცოცხლე. იფიქრე იმაზე,რომ ჩემი საქმის მჯერა! იფიქრე იმაზე,რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში ჩემი ოჯახი მაფიქრებდა და მხოლოდ იმაზე ვდარდობდი შენ როგორ გადაიტანდი ამ ყველაფერს! იფიქრე იმაზე როგორ იცხოვრებ უჩემოდ და რა პასუხს გამცემ,როდესაც ისევ შევხვდებით!-სიმწრის ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს,სიგარეტის კვამლში გახვეული თვალებს ხელის მაჯებით იწმენდდა და გახშირებულად სუნთქავდა,რომ საკუთარ ემოციებს არ გაეგუდა.-თუ ვერ დავბრუნდები...არა მხოლოდ ამ,არამედ სხვა მისიებიდან მინდა,რომ დემნა მიცნობდეს! მინდა იცოდეს,რომ კარგი ბიძა ჰყავდა და ისიც,რომ ყველაფერს გააკეთებდა მისთვის! მინდა კარგ კაცად გაზარდო და არასოდეს გამოატარო ის გზა,რომელიც ჩვენ გავიარეთ ბავშვობაში. მინდა,რომ სულ ზურგს უმაგრებდე,მისი პირველი სიტყვა გახსოვდეს,მისი პირველი ნაბიჯების მომსწრე გახდე, მისი პირველი ზეიმის და სკოლის პირველი დღის. მე თუ ამ ყველაფერს ვერ ვნახავ,შენ არ უნდა დააკლდე,რადგან მამა ხარ და ეს შენი ვალდებულებაა!
ფეხზე მყარად იდექი! -ეს სიტყვები გეგას ხმით წაიკითხა და გულში ხინჯად მოედო.- შეიძლება გეტკინოს, ცუდად იყო, განიცადო და ემოციებმა გაჯობოს,მაგრამ დღის ბოლოს ოჯახს,რომ შეხედავ მიხვდები,რომ მყარად დგომა გჭირდება. არა იმიტომ,რომ კაცი ხარ,არამედ იმიტომ,რომ მამა ხარ! მე აქ,ჩემს საბრძოლო მოედანზე ვიდგები მყარად და ვიბრძოლებ იმისთვის,რომ სახლში დავბრუნდე,მაგრამ ჩემს არ ყოფნამდე შენ უნდა იყო მანდ და საკუთარ თავზეც თავად უნდა იზრუნო. რწმენა მაქვს და იმედი ღმერთის,რომ დამაბრუნებს და ასე უცხო მიწაზე სასიკვდილოდ არ გამიმეტებს მე ქართველს, ჯარისკაცს და შვილს საქართველოსას. ირწმუნე შენც ჩემი ღმერთის. მჯერა,რომ ის არ დაგვტოვებს!
ჩემთვის ყოველთვის ის პატარა ლუკა იქნები სიბნელის,რომ ეშინოდა და გვიან ღამით,რომ მაღვიძებდა. ყოველთვის დაგიცავ, სადაც არ უნდა ვიყო! ყოველთვის გაგიწევ უფროს ძმობას და ყოველთვის მივიღებ დარტყმებს შენს მაგივრად,მაგრამ თან მჭირდება,რომ შენც ზრდასრული იყო,იმ შემთხვევისთვის თუ მე აღარ ვიქნები.
ამას გეტყვი და აქ ვამთავრებ. -ღიმილიანი სმაილი მიახატა ბოლოს. -თუ მოვკვდები,რამდენი ბიჭიც არ უნდა გყავდეს ჩემი სახელი არ დაარქვა არცერთს! ვერ ვიტან ამ სახელს და არასდროს გაპატიებ ეგ,რომ გააკეთო! ოჯახს და საკუთარ თავს მიხედე, მეც მივხედავ არ ინერვიულო!
ვამაყობ იმ კაცით,ვინც გახდი!
დედაც იამაყებდა!“
გეგა

ლუკამ ფიქრიც კი შეწყვიტა. ვერ ხვდებოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა გეგას საქციელზე. ბევრად უფრო რთული იყო სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ,როდესაც შინაგანად ინგრეოდა და მხოლოდ მის ცრემლიან თვალებს შეეძლო ამის გამოხატვა. რა თქმა უნდა ელოდა,რომ წავიდოდა. ამას ყოველთვის აკეთებდა,მაგრამ ახლა უფრო რთული იყო,რადგან ლუკას გარდა გეგას დაბრუნებას აღარავინ ელოდა, ახლა მხოლოდ მას უნდა ეზრუნა ძმაზე,რადგან თუკას საკუთარი ჭრილობები ჰქონდა მოსაშუშებელი და ნათესავებთან კონტაქტი არ ჰქონდა. ვერც შეამჩნია ისე გამოვიდა ნუცა და მის გვერდით ჩამოჯდა. არცერთს არაფრის თქმა არ შეეძლო, უბრალოდ მისი ხელი ეჭირა და თითებს რიტმულად უსვამდა,რომ დაემშვიდებინა.ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისთვის,მაგრამ საკმარისი არ იყო. ასეა ადამიანი მოწყობილი, მუდამ მეტს ვითხოვთ ცხოვრებისგან და ვერასოდეს ვკმაყოფილდებით იმით,რაც გვაქვს.
არავინ იცის რამდენ ხანს ისხდნენ გარეთ და ერთმანეთის გულისცემას უსმენდნენ,თუმცა დროის ათვლა საჭირო არც იყო,რადგან ლუკას მხოლოდ ეს სჭირდებოდა ახლა,უბრალოდ ჩახუტება ყოველგვარი სიტყვების გარეშე. იცოდა,რომ ფეხზე მყარად უნდა მდგარიყო,არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდებოდა, მამის მოვალეობები ჰქონდა შესასრულებელი,პატარა დემნას სჭირდებოდა.
-დემნას ღვიძავს? -სიჩუმე დაარღვია ლუკამ.
-ჰო,მარიამს დავუტოვე. -მშვიდად ამოთქვა და სხეულზე უფრო მაგრად მიეხუტა.
-წაიკითხავ?-ფურცელი ხელში შეათამაშა.
-არა!-სწრაფად იუარა ქალმა.-ვხვდები დაახლოებით,რაც წერია. ვიცი,რომ ჩვენზე ზრუნვას და საკუთარი თავის მიხედვას დაგავალებდა.
-კარგი ქმარი და მამა უნდა ვიყო!
-უკვე ხარ!-მტკიცედ წარმოთქვა ქალმა.-ვიცი,რომ გგონია თუ შეგეშლება გეგას გარდა არავინ შეგისწორებს,მაგრამ ეს ასე არ არის. მე სულ გვერდით ვიქნები და ორივე ერთად ვისწავლით მშობლობას. შენ კარგი კაცი ხარ, სწორედ ესაა მიზეზი იმისა თუ რატომ მიყვარხარ!
-უშენოდ არ ვიცი რა მეშველებოდა! -მისი ხელი ხელებში მოიქცია და ტუჩები მიაკრო.-დემნას კარგი ცხოვრება ექნება იმიტომ,რომ ჩვენ ვიქნებით მასთან. დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია.-თითქოს ყოველგვარი სტრესი მოეხსნა შედარებით მშვიდი ხმით ამოთქვა და ისევ მდუმარედ გახედა ბუნებას,რომელიც ისევ კოპებს კრავდა და ავად უმზერდა დედამიწას...

***
რა ხდებოდა ამ დროს გეგასთან? ის უკვე თვითმფრინავში იჯდა და ესპანეთში მიფრინავდა. ფანჯრიდან უყურებდა მშობლიურ მიწას და იმას თუ უკან როგორ იტოვებდა ქვეყანას,რომელიც მისი სისხლი იყო.ეს ყველაფერი ხომ აწუხებდა,მაგრამ ოჯახის დატოვება უფრო მძიმე ტვირთი იყო მისთვის...ყელში რაღაც უჭერდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
იცოდა,რომ ლუკა საკმარისად ძლიერი იყო,რომ მის გარეშე ეცხოვრა,თანაც ნუცა გვერდში დაუდგებოდა და ყველაფერს გადალახავდა.თუკა უკვე წარსული იყო,რომელსაც ვეღარაფერს უშველიდა,მაგრამ იცოდა მის წასვლაზე მაინც იდარდებდა.
პატარა დემნა ვერც კი ხვდებოდა,რომ გეგა საერთოდ არსებობდა და მის ცხოვრებაში იყო, შეიძლებოდა ეს ასეც დარჩენილიყო და წლების შემდეგ მხოლოდ მისი სურათები ენახა და უბრალოდ სცოდნოდა,რომ კარგი ბიძა ჰყავდა. იცოდა...ლუკა მასზე ისე ისაუბრებდა,როგორც გმირზე და დემნას ეტყოდა,რომ გმირი ბიძა ჰყავდა მიუხედავად იმისა,რომ გეგა ასე საერთოდ არ ფიქრობდა.
-გმირობისთვის არა,სამშობლოსთვის ვიბრძოლებ! -გაახსენდა საკუთარი სიტყვები.-ქართველ კაცს ვერც მტერი მოდრეკს და ვერც მოყვარე,ქართველი კაცი კლდესავით მაგარია, განსაკუთრებით ის კაცი,რომელსაც ოჯახი ელოდება სახლში. -ამაყად განუცხადა 2011 წელს მასწავლებელს. -ჩვენი სიმტკიცე გახსოვთ? არაერთგზის გამოსცადეს,მაგრამ ვერ დაგვამარცხეს. ჩვენ,ქართველებს,არ გვეშინია სიკვდილის და თუ ვინმეს შიში შეიპყრობს,ალბათ იმიტომ,რომ ბევრი აქვს დასაკარგი.
-ანუ ომში სიმხდალე მისაღებია გეგა? -ჩაეძია ქალი.
-ომში წასვლის და სიკვდილის შიშია მისაღები,რადგან ზოგი ისე წავა ამ ქვეყნიდან შვილის სითბოს ვერ მოესწრება, ზოგს მცირეწლოვანი შვილი დარჩება და მის აღზრდას ვერ უყურებს, ზოგსაც მშობლები დაიტირებენ, ზოგი საერთოდ უპატრონოდ გაიხრწნება მიწაში და ამის ეშინიათ. მე არ გავიქცევი,მაგრამ მეც შემეშინდება.მტერს ამას არასდროს ვაჩვენებ,უფლებას მივცემ,რომ მომღიმარს მიყურონ და ისე წამართვან სიცოცხლე. -ამაყად იდგა მთელი კლასის წინაშე და მასწავლებელს უპირისპირდებოდა,რომელიც გეგას საერთოდ არ ეთანხმებოდა...
ახლაც ამ აზრზე იყო და ზუსტად ამას ეტყოდა იმ ქალს ცოცხალი,რომ ყოფილიყო. მიდიოდა და შიშსაც გრძნობდა,მაგრამ ხალხის გადარჩენა მისი ვალი იყო. ჯერ არ იცოდა იქ რა ელოდა,მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული იყო საკუთარ თავში და იმ ბიჭებში,რომლებიც ამ თვითმფრინავში ისხდნენ,მასთან ერთად მიფრინავდნენ უცხო ქვეყანაში და სხვის გამო სიცოცხლეს წირავდნენ.
-არ მოვკვდები! -მტკიცედ შეუძახა საკუთარ თავს. -არა აქ და არა ახლა მარიამ! -გონებაში მისი სახე წარმოიდგინა და სიცოცხლის პირობა მისცა საკუთარ თავს...
***
-ვწუხვარ დილით,რომ გეუხეშე.-მარიამს მოუბოდიშა ლუკამ.-გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ ვიცი ეს შენი ბრალი არ არის.
-საკუთარ თავს ვადანაშაულებ და მართლა მესმის რატომაც გაბრაზდი, ამაზე არ ინერვიულო. -დაამშვიდა კაცი და ყავის ფინჯანი მისკენ გაწია.
-როგორც არ უნდა იყოს მე ვიცნობ გეგას და ვიცი,რომ შეუძლებელია მას რაიმე გადააფიქრებინო,ამიტომ შენზე არ უნდა გავბრაზებულიყავი. ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი შენ,რომ წასვლას აპირებდე და მთხოვო ნუცას არ უთხრაო.
-მას ისეთი რწმენა აქვს ლუკა,ამ საუკუნეში ბევრს არ გააჩნია. მჯერა,რომ დაბრუნდება.-მისი დამშვიდება სცადა მარიამმა. -წლებია ამას აკეთებს, ვფიქრობ ისწავლა როგორ უნდა გადარჩეს.
-ჰო,ალბათ. -თავისთვის ჩაილაპარაკა და ფიქრებს მიეცა. მარიამმა დრო იხელთა და უხერხულ საუბარს თავი აარიდა, ოთახში შეიკეტა და კუთხე მოიწყო,რომ მშვიდად დაეწერა.სექტემბრის ბოლოს წიგნის სრულ ვერსიას ელოდა,ამიტომ სჭირდებოდა,რომ დაეწერა და საზოგადოებისთვის წიგნი,რაც შეიძლებოდა მალე გაეცნო. კომფორტულად მოთავსდა სავარძელში, ლეპტოპი მუხლებზე დაიდო და წერა დაიწყო.

2023 წლის 27 ივნისი.
ვიჯექი ოთახში და ვფიქრობდი რა იქნებოდა შემდეგ? ჩემს 99 პრობლემას კიდევ ერთი დაემატა და საბოლოოდ 100-მდე მივედი. გეგა ჯაჭვლიანი ჩემს პრობლემად იქცა, ჩემი სადარდებელი გახდა კაცის სიცოცხლე,რომელსაც 21 დღეა ვიცნობ. იმ დიალოგებიდან გამომდინარე,რომლებიც გვქონდა იფიქრებთ,რომ საკმარისი იყო ადამიანის გასაცნობად და მასზე სანერვიულოდ,მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. აქამდე ასე მალე არავინ გამხდარა ჩემი პრობლემა.ალბათ ქართული სისხლი ყივის ჩემს ძარღვებში და მაგის ბრალია...
დავუბრუნდები ისევ ლონდონის სევდას და ჩემს შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებაზე მოგიყვებით. კურსზე რამდენიმე გამორჩეული სტუდენტი იყო და მათ შორის მეც ვეწერებოდი,თუმცა ეს იოლი არ იყო, ხშირად მიწევდა ღამეების თენება და კაფეში სწავლა.მშურდა ჩემი კურსელების,რომლებიც გამოძინებულები მიდიოდნენ ლექციებზე და გასართობად დრო რჩებოდათ,რადგან მე ამისთვის ძალიან იშვიათად მეცალა. ზაფხულის დადგომამ ჩემი ცხოვრება გაამარტივა. საქართველოში ვერ ჩამოვედი,მაგრამ ორ სამსახურში ვმუშაობდი და დიდი მოთმინებით ველოდებოდი ჩემს სტიპენდიას,რომ დედაც თან წამეყვანა. ჯეიმსს,რაც შეეხება მისი მოშორება იმაზე მარტივი იყო,ვიდრე წარმომედგინა. ზაფხულის დადგომისთანავე გაქრა და დასვენება გადაწყვიტა. სამაგიეროდ ბრენდონი და ლაილა დამრჩნენ,ჩემი უსაყვარლესი ადამიანები,რომლებმაც ლონდონში ცხოვრება გამიმარტივეს.
ყოველთვის მინდოდა ქვეყნიდან გაქცევა და შესაძლებლობას არ გავექეცი,როგორც კი შანსი გამოჩნდა მაშინვე შევკარი ჩემოდნები,თქვენც ამას გირჩევთ ცხოვრებაში.იმდენად რთული და გრძელი გზის გავლა მოგიწევთ თითოეული კურსის სტუდენტს,რომ წინ უნდა გაიხედოთ და გაანალიზოთ რას აპირებთ ცხოვრებაში. სწორედ ასე მოვიქეცი მეც...-წამით შეყოვნდა და ნაწერს თვალი გადაავლო.
-რა სისულეებს წერ მარიამ!-თავისი თავი დატუქსა და მთელი გვერდი წაშალა.მუზა აშკარად მის მხარეს არ იყო,ამაოდ ცდილობდა,რომ დაეწერა,მაგრამ იცოდა მსგავსი სამოტივაციო ფრაზებით იყო სავსე სოციალური ქსელები და რაღაც უფრო ძლიერი სჭირდებოდა. ლეპტოპი ხმაურით დახურა და თვალები დახუჭა,ალბათ შთაგონებას ელოდა...

***
დღეები ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა. ლუკა და ნუცა ისე იქცეოდნენ თითქოს არაფერი ხდებოდა და დემნასთან ერთად ოჯახობანას თამაშობდნენ. მარიამი შეძლებისდაგვარად ორივეს ეხმარებოდა,თუმცა ძირითადად ოთახში იყო,რადგან ცდილობდა თავისი ხასიათი სხვებზე არ გაევრცელებინა,ამიტომ ხშირად წერდა და ქაოსი,რომელიც გონებაში ჰქონდა კლავიატურის საშუალებით ეკრანზე გადაჰქონდა.
მხოლოდ ეს არ იყო,პირველ ივლისს შეხვედრა ჰქონდა ახალგაზრდებთან სასტუმრო Pullman-ში. მათთვის განვლილ ცხოვრებაზე უნდა მოეყოლა,სააპლიკაციო და სავიზო პროცედურები გაეცნო და ლონდონში გატარებული 8 წელი, 3 საათში უნდა ჩაეტია.
„შესაძლებლობები არ მთავრდება ქვეყანაში“-რა უცნაურად ჟღერდა. უამრავი დრო ჰქონდა სიტყვის მოსამზადებლად,თუმცა გადაწყვიტა პრეზენტაცია აეწყო გადაღებული ფოტოებით და მათ შესაბამისად ესაუბრა საზოგადოებასთან,რათა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო რაზე საუბრობდა მარიამი.
შეხვედრა პირველზე იწყებოდა,ამიტომ ადრე უწევდა გასვლა,თანაც მანამდე რატისთან ერთად ყავის დალევას და საუბარს გეგმავდა. ადრიანად გამოეწყო შავ კლასიკურ სამოსში და ქვევით ფეხშიშველი ჩავიდა,რომ ქუსლანების კაკუნის არავინ გაეღვიძებინა. უკვე მერამდენედ ეღვიძა ლუკას ამ დროს... ეზოში იჯდა და სიგარეტის კვამლში გახვეული უიმედოდ ელოდა,რომ მის ზარს უპასუხებდნენ. მარიამისთვის ცხადი იყო,რომ გეგასთან დაკავშირებას ცდილობდა,თუმცა სანუგეშოს ვერაფერს ეუბნებოდა. ნუცაც ხვდებოდა,რომ ეს ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა და ლუკა ძალიან განიცდიდა მის წასვლას,მაგრამ ხსნის გზა არ იყო.
ლუკას ფინჯანი ყავა გაუტანა და სახლი უკან მოუხედავად დატოვა. აღარ უნდოდა ამ ყველაფერზე ფიქრი,ამიტომ რამდენიმე საათით მაინც შორდებოდა რეალობას. თბილისში ჩასვლისთანავე წიგნების მაღაზიაში შეიარა და რამდენიმე ქართული წიგნი იყიდა,ამას მონატრებული იყო. წლები იყო გასული მას შემდეგ,რაც ქართული წიგნი აღარ სჭერია ხელში...
-მერისთან რატომ აღარ მიდიხარ?-სიჩუმე დაარღვია ქალმა.
-არ მსიამოვნებს იქ მისვლა, უსიამოვნო დროს მახსენებს.
-უსიამოვნო დროში ჩვენს მეგობრობას გულისხმობ? -დასაზუსტებლად გაიმეორა მისი ნათქვამი.
-ჩვენს მეგობრობას ყველა შენატროდა მარიამ, მაგრამ ნახე ახლა სად ვართ. -მძიმედ ამოთქვა კაცმა.-არ მინდა ყოველ წამს მოგონებები თავს მესხმოდეს და იმაზე მაფიქრებდეს,რაც ჩემი აღარ არის და არც არასოდეს მექნება.
-ვიცოდი,რომ ალექსის ხელიდან წასვლას ვერ შეეგუებოდი.
-მგონი უფრო ჩვენს გაზრდას ვერ შევეგუე.-თავისთვის ჩაილაპარაკა და ყავის ფინჯანს დახედა. მისთვის ბევრად უფრო რთული იყო იმის ყურება თუ როგორ ინადგურებდა ცხოვრებას ადამიანი,რომელსაც ძმას ეძახდა და უფრო მეტად რთული იყო მის გვერდით ყოფნა მაშინ,როდესაც ყველა წავიდა მისი ცხოვრებიდან და ერთადერთი იყო,ვინც დარჩენა გადაწყვიტა.
-აბა მომიყვები? -მარიამის სიტყვებმა გამოაფხიზლა რატი.
-რას? -მხრები აიჩეჩა.
-რა ხდება შენთან პირადში? არავინ გყავს ვისი სიყვარულიც დაგაჭკვიანებს?
-არა!-სწრაფად იუარა.-უფრო სწორად არის ვიღაც,მაგრამ... არ ვიცი რა.
-მომიყევი რა პრობლემა გაქვს.
-სტუდენტია.-მოკლედ მოუჭრა.
-ახლა არ მითხრა 18 წლის გოგოს გადავეკიდეო,თორემ ხელუკუღმა წამოვა.-დაემუქრა მეგობარს.
-არა, 23 წლისაა,მეოთხე კურსზე გადავიდა.-უცებ ამოთქვა.-როგორც გავიგე გვიან ჩააბარა,ალბათ ფინანსური მდგომარეობის გამო.
-სად გაიცანი?
-კაფეში მუშაობს მიმტანად,ჩემთან შევთავაზე სამსახური,მაგრამ გამიბრაზდა შენი დახმარება არ მჭირდებაო.-ნაწყენმა ამოთქვა.-სამართალზე სწავლობს,ერთ-ერთი საუკეთესოა მარიამ...
-გინდა,რომ სამსახური მოვუძებნო? -გაეღიმა რატის მოუსვენრობაზე.-იქნებ არ უნდა შენი დახმარება?
-მე არ მინდა იგივე ცხოვრება გამოიაროს,რაც ჩვენ. -სწრაფად გადაავლო თვალი განვლილ ცხოვრებას. -თუ შემიძლია,რომ დავეხმარო მინდა ასეც მოხდეს,არ არის აუცილებელი იცოდეს,რომ ამას ჩემი თხოვნით აკეთებ. ის იმსახურებს,რომ უკეთესი ცხოვრების შანსი მიეცეს.
-გიყვარს? -ღიმილიანი სახით ჰკითხა. არ ახსოვს ოდესმე ასე ესაუბროს რატის გოგოზე,ასეთი თბილი და ბედნიერი ხმით.
-ჰო.-სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. -მაგრამ არ მინდა,რომ მოვლენები დავაჩქარო. მინდა იცოდეს,რომ ყველაფერი ის,რაც პრიორიტეტია მისთვის ჩემთვისაც ასეა. მინდა,რომ სწავლას დიდი ყურადღება მიაქციოს და თავისი მიზნებისთვის იბრძოლოს.
-ჩემი რატი შეყვარებულია. -ბაგე წრფელმა ღიმილმა გაუპო მარიამს.იცოდა,რომ რატის ძალიან კეთილი გული ჰქონდა და ყოველთვის უნდოდა,რომ მისი ბედნიერი დასასრული ენახა. -დღეს და ხვალ ვერაფერს შეგპირდები,მაგრამ სექტემბრიდან სისტემატიურ ტრენინგებს ვგეგმავ,ამასთანავე ლექტორობასაც მთავაზობენ და შემოთავაზების მიღება მინდა. შემიძლია,როგორც ასისტენტი ისე ავიყვანო. ლექციებზე დასწრების საშუალებას მივცემ, ტრენინგებისთვის პროგრამას გავივლით ერთად, ცნობილ იურისტებთან დავაკავშირებ და მის კარიერას წინ წავწევ. სწავლაშიც არ შევუშლი ხელს.
-მართლა?
-მართლა რატი. ის,რაც ჩვენ გავიარეთ...ძალიან რთული გზა იყო. მოდი მას ნუ გამოვატარებთ ამ გზას და ხელი შევუწყოთ.
-კესო ჰქვია, შეგიძლია სახელით მიმართო. დღეს შენს ლექციაზე იქნება,მეც მოვალ და გეტყვი,ვინც არის.
-რა პატივია რატი. -სიცილი ძლივს შეიკავა. -მე,რომ მეთხოვა ხომ არ მოხვიდოდი...
-ნუ გწყინს ახლა... ყოველთვის მხარს გიჭერ ხომ იცი? უბრალოდ,როცა ვუთხარი ჩემი მეგობარია მარიამითქო ცალკე,რომ გავესაუბრო სთხოვ,რომ დრო დამითმოსო? უარი როგორ მეთქვა?
-კარგი,კარგი. თავს ნუ მაცოდებ,დაველაპარაკები და რაიმე თუ დასჭირდება დავეხმარები,მაგრამ ახლა უნდა წავიდე,რომ არ დავაგვიანო.
-კარგი,მე კესოს გავუვლი და ცოტახანში მოვალთ.
-მაშინ იქ გნახავ. -ღიმილით დაემშვიდობა მეგობარს და გეზი პირდაპირ სასტუმროსკენ აიღო...
მოსამზადებლად დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა, თავიდან ბოლომდე გადახედა პრეზენტაციას რამე ხომ არ გამომრჩაო და როდესაც დარწმუნდა,რომ ყველაფერი რიგზზე იყო დიდ დარბაზში შეაბიჯა,სადაც უკვე უამრავი ადამიანი ელოდა. როგორც კი სცენაზე ავიდა და კომპიუტერს მიუჯდა ჩუმად გააპარა თვალი დარბაზში მყოფებისკენ,რომლებსაც მალევე რატი შემოუერთდა ულამაზეს კესოსთან ერთად. ნერვიულობის დასაფარად ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა. კედელზე უზარმაზარი ბანერის დანახვისას,რომელზეც თავად იყო გამოსახული უნებურად გაეღიმა,წამით თვალი შეავლო რატის,რომელიც ხელით ანიშნებდა ყველაფერი კარგად არისო და საუბარიც დაიწყო.
-პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მე მარიამ მეტრეველი ვარ,სისხლის სამართლის ადვოკატი და დღეს აქ იმისთვის ვარ,რომ დაგეხმაროთ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და ამას დღეიდან დაიწყებთ!-თავდაჯერებულად განაცხადა და დარბაზს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.-როდესაც პატარა ვიყავი მეგონა ჩემი ქვეყანა საკმარისი იყო ჩემი განვითარებითვის,მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. უამრავი რამ ვნახე,რის გამოც ქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე და ეს შევძელი კიდეც. ეს არ იყო მარტივი და პირდაპირ გეტყვით,რომ ზარმაცებისთვის არა საზღვარგარეთ,არამედ საქართველოშიც ზედმეტია განათლება,რადგან ეს ადამიანები იკავებენ ადგილებს,რომლებიც არც დაუმსახურებიათ და არც გამოადგებათ ცხოვრებაში.
ეს შეხვედრა ზედმეტად არაფორმალურია,რადგან მინდა ზუსტად აანალიზებდეთ რას შეეჭიდებით თუ გინდათ,რომ საუკეთესოები იყოთ. მოგიყვებით ცუდსა და კარგზე და საბოლოო შთაბეჭდილებას შეგიქმნით.
ყველაფერი 9 წლის წინ დაიწყო,როდესაც ერთ-ერთ ძალიან ცნობილ კონკურსში გავიმარჯვე და ინგლისურის გაძლიერებული კურსი მივიღე საჩუქრად. თვეები დავდიოდი და ყოველდღიურად ვაუმჯობესებდი ჩემს თავს. ვუყურებდი ჩვენი კაბინეტის გვერდით ოთახიდან როგორ გამოდიოდნენ ბედნიერი ახალგაზრდები და საზღვარგარეთ ჩაბარებას როგორ აღნიშნავდნენ. მივედი და გარკვევა დავიწყე რა და როგორ ხდებოდა,სიმბოლური თანხები იყო გადასახდელი, მთავარი იყო გამოცდაზე შენი შესაძლებლობები წარმოგეჩინა და კარგი აკადემიური მოსწრება გქონოდა.ამაზე აქტიურად დავიწყე მუშაობა და ჩემი ფულით ვაფინანსებდი საკუთარ თავს.
-პასუხებს 1 თვის ვადაში გამოგზავნიან,წარმატებები მარიამ! -მითხრა ჩემმა კოორდინატორმა და საქაღალდე გადაფურცლა. შენობა დავტოვე და მოუსვენრობას უფლება მივეცი ჩემი სხეული ემართა. ყველაზე რთულ დროს, უბრალოდ საწოლში ვიწექი და იმედგადაწურული მეილს აღარც კი ვამოწმებდი თამთამ დამირეკა, მეილი შეამოწმე პასუხები გამოგზავნესო. ევროპის ექვს უნივერსიტეტს ვუნდოდი თავის რიგებში,მაგრამ ლონდონზე შევაჩერე არჩევანი და დღეს სწორედ ამ გადაწყვეტილების წყალობით ვდგავარ აქ და ვაპირებ თქვენი კითხვების შესაბამისად რჩევები მოგცეთ! -ამაყად საუბრობდა მარიამი თავის წარმატებაზე. ახალგაზრდეს თავის ცხოვრებაზე და თითოეულ ნაბიჯზე უყვებოდა და ლონდონის ამბებს უზიარებდა. ცრემლიანი თვალებით უყურებდა მოგონებებს,რომლებიც აღარ განმეორდებოდა და დარბაზის აღფრთოვანებას,რომ ამჩნევდა კიდევ უფრო ამაყი აგრძელებდა საუბარს.
-8 წლის წინ იფიქრებდით,რომ აქ იდგებოდით? -როგორც იქნა შესაძლებლობა მიეცა,რომ კითხვა დაესვა ხუჭუჭა თმიან გოგონას.
-სიმართლე,რომ გითხრათ ახლა უკან,რომ ვიხედები ვერ ვიჯერებ,რომ ეს შევძელი. ისეთი შეშინებული ვიყავი,მეგონა პირველივე კვირას გამომაგდებდნენ.საერთოდ არ წარმომედგინა,რომ ერთ დღეს აქ ვიდგებოდი და თქვენს შეკითხვებს ვუპასუხებდი.
-რა რჩევას მოგვცემთ სტუდენტებს,რომლებიც ახლა ვიწყებთ ამ მახეში გაბმას? -ღიმილით იკითხა წინა რიგში მჯდომმა ბიჭმა.
-გეტყოდით,რომ თუ უნივერსიტეტი და სწავლა მახე გგონიათ არ გაებათ! ვიცი უცნაურად ჟღერს,მაგრამ ასეა. უნდა გაანალიზოთ რა არის თქვენი პრიორიტეტი ცხოვრებაში. თუ ამ ნაბიჯს დგამთ,საუკეთესოთა რიგებში უნდა იყოთ...უნდა სცადოთ მაინც. გირჩევთ,რომ ბევრი იმუშაოთ საკუთარ თავზე, ფეხზე მყარად იდგეთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის. მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლით ნუ შემოიფარგლებით, ბევრი შესაძლებლობა გაქვთ ცხოვრებაში და გამოიყენეთ.
-ანუ გვეუბნებით,რომ უნივერსიტეტი არ გვეყოფა,რომ ვისწავლოთ?-დაეჭვებულმა იკითხა გოგონამ.
-მოდი ასე გკითხავ, რა ისწავლე უნივერსიტეტში ისეთი,რაც კარიერის გარდა სხვა რამეშიც დაგეხმარება?-კითხვით მიმართა გოგონას.
-კითხვას ვერ მივხვდი.-თავი დაიძვრინა და მომლოდინე სახით მიაჩერდა მარიამს.
-უნივერსიტეტში აბარებთ იმისთვის,რომ შეიძინოთ ცოდნა გარკვეული სფეროს ირგვლივ. რას აკეთებთ განვითარებისთვის? უნივერსიტეტში ჩააბარეთ, სწავლობთ! კარგია, იდეალური დასაწყისია,მაგრამ სულ ეგ არის? ვისწავლო სამართალი და მორჩა? ცხოვრება,რომ სილას გამაწნავს და დაღს დამასვამს სულზე მაგას რომელი კანონით ვუმკურნალო? საფრანგეთი მხოლოდ ეიფელი,რომ მგონია მაგას როგორ ვუშველო? -დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა, ვეღარც ჰაერში აწეულ ხელს ხედავდა მარიამი და აღარც საუბარი ესმოდა. -სტუდენტობამდე 2 კვირით ადრე იტალიაში ვიყავი. წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ვენეციას,მილანს და რომს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი პირველს რომელს ვნახავდი. Erasmus-ის გაცვლითი პროგრამა იყო,რომელიც 2 კვირას მოიცავდა ბერგოლოში. ინტერნეტიც კი არ იცნობდა ამ ადგილს იმდენად პატარა სოფელი იყო.როგორც კი ჩავედით იმედგაცრუებული ვუყურებდი ყველაფერს,რადგან სოფელს მაღაზიაც კი არ ჰქონდა. მალევე აღმოვაჩინე,რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა სად ვიყავი, ამ ადგილის სიკეთეს საზღვარი არ ჰქონდა.სოფელში სადაც ათამდე ოჯახი ცხოვრობდა უამრავი ადამიანი იყრიდა თავს ფესტივალზე,რომელიც თანხის შესაგროვებლად საუკეთესო საშუალება იყო,თანხა კი სურვილისამებრ რომელიმე ფონდში ირიცხებოდა. მაშინ მივხვდი,რომ იტალია მხოლოდ ის დიდი ქალაქები არ არის,რომლებიც უამრავ ტურისტს იზიდავს. ბერგოლოსაც შეიძლება ამდენი ვიზიტორი ჰყავდეს ხალხმა,რომ იცოდეს რამდენად კარგი საქმე კეთდება იქ ყოველწლიურად. ზუსტად თქვენნაირი ახალგაზრდები არიან ამაში ჩართულები და საკუთარი ხელით გაკეთებულ საჭმელსა და სამკაულებს ყიდიან,რომ შემოსული თანხით სხვას დაეხმარონ. ამ პროგრამის საშუალებით იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი მათ სიყვარულს ვერ იტევს ჩემი გული. წლები გადის,მაგრამ მე მაინც მახსოვს თითოეული მათგანი და ის თუ როგორ შთამაგონეს მათ. მათი წყალობით ვიცი რა არის სიკეთე, მეგობრობა,დახმარება და კიდევ მრავალი რამ,ამიტომ უნდა იცოდეთ,რომ უნივერსიტეტი ცხოვრებას არ გასწავლით. -მშვიდად დაასრულა საუბარი.გოგონას აღარაფერი უთქვამს ეტყობოდა,რომ მარიამის ნათქვამმა დააფიქრა.
-მე მაქვს ერთი კითხვა.-გაისმა გოგონას ხმა დარბაზში.-თქვენს გავლილ გზას როგორ შეაფასებდით? თუნდაც რომელიმე სიმღერით. არის სიმღერა,რომელიც თქვენს განვლილ გზას აღწერს და მოტივაციას გაძლევთ?
-კარგი კითხვაა.-შეაქო გოგონა.-გაახსენდა როგორ მოისმინა კაფეში სიმღერა,რომელიც მის ცხოვრებას პირდაპირ დაუკავშირა.უბრალოდ იჯდა და უსმენდა იმას თუ რა გზა გაიარა და რამდენად ასახავდა ეს სიმღერა მის რეალობას.
Oh,It’s just me,myself and I
Solo ride until I die
Cause I got me for life
Oh, I don’t need a hand to hold
Even when the night is cold
I got that fire in my soul...

-სახელი მართლა არ მახსოვს,მაგრამ კაფეში მოვუსმინე სრულიად მოულოდნელად და მას შემდეგ ჩემი გონებიდან არ წაშლილა ტექსტი.-რაც ახსოვდა ის ნაწილი გაიმეორა საჯაროდ. -არ იფიქროთ,რომ ყველაფერი მარტომ გავიარე,რომ მხარს არავინ მიჭერდა და ეს სიმღერა ამიტომ აღწერს ჩემს განვლილ გზას. არა,უბრალოდ შენი მომავალი შენზეა დამოკიდებული,რისთვისაც იბრძოლებ იმას მიიღებ და ამ ბრძოლაში მარტო ხარ. შენს მაგივრად სხვა ვერ ისწავლის,გამოცდაზე ვერ გავა და ვერ მოგცემს იმის შესაძლებლობას,რომ განვითარდე.
-წარმატებამ შეგცვალათ?
-ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ. -მხრები აიჩეჩა დაბნეულობისგან. -ამ დარბაზში არის ადამიანი,რომელიც იქამდე მიცნობდა,სანამ რამეს მივაღწევდი ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ ვფიქრობ,რომ თუ ამ კითხვაზე ვინმეს პასუხის გაცემა შეუძლია ეს ჩემი მეგობარია,რომელიც ახლა ღიმილიანი სახით მიყურებს და ჩემი წარმატებით ამაყობს. თუ სურვილი აქვს შემიძლია გადავცე მიკროფონი და ამ კითხვაზე ჩემს მაგივრად გასცეს პასუხი.-რატის გახედა,რომელიც სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა,ამაყობდა ადამიანით,რომელიც მის წინ იდგა და რომელსაც მისი მეგობარი ერქვა. ფეხზე წამოდგა და მარიამს მიკროფონი გამოართვა.
-მოგესალმებით. -ხელის აწევით მიესალმა ყველას.-მე რატი გეგეჭკორი ვარ, მარიამის ბავშვობის მეგობარი და პირველ რიგში მინდა ვთქვა,რომ ძალიან ვამაყობ იმ ადამიანით,ვინც გახდი!-თვალი გაუსწორა ძვირფას მეგობარს და ხელზე აკოცა.- წლები გავატარეთ ერთად და მისი კეთილი გული ისევ ისეთია,როგორიც მაშინ,როცა მე გავიცანი. მარიამი ყოველთვის ეხმარებოდა ადამიანებს, მათზე ზრუნავდა და ყურადღებას აქცევდა. წლები გავიდა,მაგრამ ეს არ შეცვლილა,რადგან ის უბრალოდ ასეთია. მეგობრების გვერდით იყო,როცა ეს სჭირდებოდათ, ეხმარებოდა ყველას,როცა შეეძლო და დღესაც მიუხედავად იმისა,რომ ფულიც აქვს და გავლენაც ისევ ის გოგოა,რომელიც ჩემს დად მივიღე.მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ მაგიჟებს. შეუძლია ყველასთან კეთილი იყოს და ყველას დახმარების ხელი გაუწოდოს.მის წმინდა სულ ვერაფერი დასვრის ასე მგონია,რადგან რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს, მის წესიერებას ვერაფერი შეცვლის. ყოველთვის ახსოვს საიდან და ვისთან ერთად დაიწყო და ამ ხალხის მუდამ მადლიერი იქნება. იმავეს გირჩევთ თქვენც. არ დაივიწყოთ ვისთან ერთად დაიწყეთ, ვინ იდგა თქვენს გვერდით და ვინ იყავით იქამდე,სანამ რაიმეს მიაღწევდით!-ომახიანად დაასრულა საუბარი და ხალხის მხურვალე ტაშიც დაიმსახურა...
აუდიტორია თითქმის მთლიანად დაცარიელდა,მარიამი ბოლო სტუმრის წასვლასაც კი ელოდა,რომ მხოლოდ შემდეგ დაეტოვებინა იქაურობა.ორგანიზაციის წარმომადგენლები აღფრთოვანებულები შეხვდნენ მის გამოსვლას და უახლოს მომავალში სხვა აქტივობებში ჩართვაც შესთავაზეს. მომავალს იშენებდა,დიახ ნამდვილად ასე იყო.
ბოლოს მხოლოდ მარიამი,რატი და კესო დარჩნენ.ეტყობოდა,რომ ნერვიულობდა. დიდ, ცისფერ თვალებს აფახულებდა და ქერა თმას ხელით აწვალებდა. აშკარად არ იყო შეჩვეული მსგავს სიტუაციებს.
-მარიამ გაიცანი, კესო. -წელზე ხელი მოხვია გვერდით მდგომ ქალს.-ეს მარიამია,ჩემი საუკეთესო მეგობარი და ოჯახის წევრი.
-ძალიან სასიამოვნოა მარიამ, გამოსვლა ძალიან შთამბეჭდავი იყო. -ღიმილით მიუგო და ქალი კიდევ ერთხელ აათვალიერა. -რეალობაში უფრო ლამაზი ყოფილა.-უჩურჩულა რატის.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა კესო, რატისთვის ძვირფასი ადამიანები ჩემთვისაც ძვირფასები არიან.-ყველანაირად სცადა მისთვის დაძაბულობა მოეხსნა.-რატიმ მითხრა,რომ ჩემთან რამდენიმე კითხვა გქონდა.
-კი,ასეა.-ნერვიულად წამოიწყო და ხელები ერთმანეთში ახლართა.-შენი გამოსვლა თითქმის ყველა კითხვაზე მცემს პასუხს,გარდა ერთისა...რამდენად დიდია შანსი იმის,რომ საზღვარგარეთ ისწავლო ამ ცენტრს თუ დავუკავშირდები? გარანტირებულია ჩარიცხვა?
-ყველაფერი შენზეა დამოკიდებული...თუ მოინდომებ და ბევრს იმუშავებ ყველაფერი გამოვა.
-ანუ უკვე ბარგს ალაგებინებ?
-რატი გეყოფა!აცადე ადამიანს გაიგოს ის,რაც სჭირდება უკეთესი ცხოვრებისთვის.-დატუქსა მეგობარი.-კესო,შენ არ დაგჭირდება ეს ადამიანები,რომ საზღვარგარეთ ჩააბარო. თუ შენ ეს მართლა გინდა მე დაგეხმარები ყველაფერში. ვიცნობ ადამიანებს,რომლებიც შენს დახმარებას შეძლებენ.-მხარზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.-ამაზე ნებისმიერ დროს შეგიძლია დამეკონტაქტო.
-უღრმესი მადლობა მარიამ. -სავიზიტო ბარათი გამოართვა კესომ. -აუცილებლად დაგიკავშირდები, ბევრი კითხვა მექნება.
-მზად ვარ ყველაზე გიპასუხო. იმედი მაქვს სულ მალე შენს საჯარო გამოსვლასაც ვიხილავთ!-დააიმედა და ღიმილიანი სახით მიაჩერდა.
-ახლავე მოვალ!-ზარს უპასუხა რატიმ და გვერდით გავიდა.
-მისმინე კესო, ნამდვილად არ ვიცი შენ და რატის როგორი ურთიერთობა გაქვთ,მაგრამ ერთი იცოდე...რატი ძლიერ ქალებს ძალიან აფასებს,შენს სწავლა-განათლებასაც ბოლომდე დააფასებს და ყველანაირად დაგეხმარება იმაში,რომ ფეხზე მყარად იდგე,ამიტომ მიეცი ამის უფლება,დამიჯერე მსგავს საკითხებში შენი ადამიანი იქნება ბოლომდე.-სწრაფად მიაყარა,რომ თქმა მოესწრო.
-ვიცი, რატი ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ ვისწავლო.
-საზღვარგარეთ ჩაბარებაშიც დაგეხმარება. ბოლო წელი და მაგისტრატურა იქ,რომ გაიარო წარმატება მერე ნახე,შეიძლება ავტოგრაფიც კი გთხოვო. არაფერზე ინერვიულო,ჩვენ აქ ვართ და ყველანაირად გვერდში დაგიდგებით.
-ძალიან დიდი მადლობა მარიამ!-სიხარულისგან გადაეხვია კესო.-რატი ყოველთვის თბილად საუბრობდა შენზე,ახლა ვხვდები რატომაც!
-ჩემს გოგოებს ერთმანეთის შეყვარება მოუსწრიათ.-ღიმილით შეუერთდა რატი.-მშვიდობა გაქვთ?
-კი,ცოტა დეტალებს ჩავუღრმავდი და...-იცრუა მარიამმა.-ახლა უნდა დაგტოვოთ,მაგრამ ძალიან მალე შევხვდებით, დემნას ნათლობაზე მოდიხარ ხო შენც?
-მე...თუ არ ვიმუშავებ წამოვალ.-თავი დაუქნია კესომ.
-სად გეჩქარება მარიამ, წამოდი სადმე გავიდეთ.
-არა რატი,სახლში წავალ და დავრწმუნდები,რომ ლუკა და ნუცა ჭკუიდან არ გადასულან. გეგას წასვლა ცოტა რთული იყო ლუკასთვის.
-ეგ სულ დამავიწყდა...მიდი მაშინ და შემოგივლით მერე.-თბილად გადაეხვია რატი და დარბაზი კესოსთან ერთად დატოვა...
***
ესეც დამთავრდა...კმაყოფილი ბრუნდებოდა სახლში. იცოდა,რომ ამ დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდებოდა მისით და კიდევ უფრო მეტი წარმატება ელოდა. დემნასთვის სათამაშოების ყიდვა მოუნდა,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ საკმაოდ ადრე იყო ყოველთვის ჩქარობდა მსგავს რაღაცებში მარიამი და ახლაც პირველი იყო. უამრავი სათამაშო მოათავსა კალათში და ბედნიერი ჩადგა რიგში. ადამიანების გახარება ყოველთვის უყვარდა. დემნას მაგივრად კი საჩუქრები ნუცას და ლუკას გაუხარდებოდათ.
გეგა ჯერ ისევ ცოცხალი იყო,მაგრამ მისი სიკვდილის შიში ლუკას სხეულს ხანძარივით ედებოდა და ანადგურებდა.ნუცა ამაოდ ცდილობდა მის დახმარებას,მაგრამ ეს მის ძალებს აღემატებოდა. ალბათ ეს არის ტკივილი,რომელსაც საყვარელი ადამიანი ვერ განკურნავს...
თავად მარიამს დედმამიშვილის სიყვარული არასდროს გამოუცდია,მაგრამ დარწმუნებული იყო,რომ ზუსტად ის გრძნობა იყო,რომელიც ნუცას,რატისა და ალექსის მიმართ გააჩნდა. არც ლაილა ავიწყდებოდა. ეს ადამიანები მისი სულის ნაწილები იყვნენ და ყოველთვის ასე იქნებოდა.
კმაყოფილმა შეაბიჯა სახლში,სადაც დაძაბულობა შესვლისთანავე იგრძნო. სასტუმრო ოთახში იჯდა ორივე და ტელევიზორის ეკრანს დაძაბული მიშტერებოდა.
-ქართველი მებრძოლების სხვის მიწაზე დაკარგვა უფრო დიდი ტკივილია საქართველოსთვის. -აცხადებდა ტელეწამყვანი.-ლევან მამულაშვილს,თენგიზ ხოფერიას,უტა მეგრელიშვილს,კონსტანტინე ლომსაძეს და გეგა ჯანაშიას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ...მთელი ჯგუფის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს ამ მძიმე დანაკარგისთვის.
-შეგიძლია მშვიდად იყო.-მხარზე თავი დაადო ნუცამ. -დარწმუნებული ვარ კარგად არის!
-ეგ ბიჭი მომკლავს მე...-მძიმედ ამოთქვა და საზურგეს მიეყრდნო.
ტრაგედია ტრიალებდა იმ დღით რამდენიმე ოჯახში,მაგრამ ლუკას მშვიდად შეეძლო სუნთქვა,რადგან მისი ძმის სახელი და გვარი არსად გაჟღერებულა. საკუთარ თავზე გულიც კი ერეოდა შვებას,რომ გრძნობდა სახელების მოსმენისას,მაგრამ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იყო.
მარიამის Facebook და Instagram პლატფორმა შეტყობინებებით აივსო, ყველას აინტერესებდა რა და როგორ მოახერხა მარიამმა და კიდევ როდის შეძლებდა მსგავსი ღონისძიების ჩატარებას. რა თქმა უნდა პასუხის თავი არ ჰქონდა,ამიტომ სექტემბრამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა დაანონსა და დაპირდა,რომ თარიღების შესახებ განცხადებას მოგვიანებით იხილავდნენ შესაბამის პლატფორმაზე.
აქ ჩამოსვლის შემდეგ იმდენი რამ გადახდა თავს,რომ ერთი დღიური ვეღარ იტევდა და მეორეზე გადავიდა.წერდა ყველაფერს,რაც მოაფიქრდებოდა და რასაც გული ან გონება უკარნახებდა. დღეები ერთმანეთს მიჰყვებოდა,მაგრამ გეგასგან არაფერი ისმოდა.ლუკა დარეკვასაც აღარ ცდილობდა.უნდოდა,რომ შვილის გვერდით შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაეტარებინა,რადგან იცოდა,რომ ეს დრო აღარ განმეორედებოდა.
„ძვირფასო დღიურო,დღეს უკვე 6 ივლისია. არ ვიცი ნუცას რამ მოაფიქრა,მაგრამ გადაწყვიტა,რომ გეგას დაბადების დღისთვის ტორტი გამოეცხო,რატომღაც სჯერა,რომ ხვალ მოვა და მთელი დღეა სამზარეულოში ტრიალებს. ლუკაც ვერაფერს ეუბნება,რადგან იცის,რომ ამ ყველაფერს მისთვის აკეთებს და ცდილობს სიხარული გამოხატოს.
რაღაც მაწუხებს. -გამოუტყდა საკუთარ თავს .-ვიცი,რომ შეიძლება გეგა თვეობით იყოს წასული და რომ დავუფიქრდი ახლა ვხვდები,რომ შეიძლება მე ვეღარც ვნახო... თუმცა,რატომაც არა.მე ხომ საქართველოში ვრჩები...მაგრამ ჯერ ეს თითქმის არავინ არ იცის.ის ხომ ლუკას ძმაა, ხშირად გადაიკვეთება ჩვენი გზები და კონტაქტიც მოგვიწევს...თუმცა ეს საინტერესო ღამის საუბრები არ განმეორდება... -ეტყობოდა,რომ თავადაც ძალიან დარდობდა. ზუსტად 30 დღე იყო გასული მისი ამ სახლში ცხოვრებიდან და ეს საკმარისი იყო იმისთვის,რომ სხვებზე დარდი დაეწყო. -თუმცა მეორე შვილზე თუ დაფიქრდება ეს ორი ეგეც არ არის გამორიცხული...-საათს დახედა მარიამმა, პირველის 10 წუთი იყო-29-ე დაბადების დღეს გილოცავ უფროსო ჯაჭვლიანო... -მშვიდად დაწერა ფურცელზე და დღიური ხმაურით დახურა…

***
-აქ სკოლის პერიოდში სულ მოვდიოდით.-განუმარტა ცოლს ალექსმა.-ფაქტობრივად ჩვენი სახლი იყო.-კედელს გახედა,რომელიც ადრე ფოტოებით იყო სავსე.ახლა არაფერი აღარ იყო ისეთი,რაც აქ დატოვა.მათ შორის არც მათი სამეგობრო.
-ძალიან მინდა,რომ ეს პერიოდი გადალახო ალექს.-სევდა ჩაეღვარა თვალებში ლიკას,უჭირდა ქმრის ამ მდგომარეობაში ნახვა.
-ყველაფერი კარგად იქნება,უბრალოდ დრო მჭირდება.
-მაშინაც ასე თქვი,მაგრამ...-წინა ინციდენტი გაახსენა ქმარს.
-2 წლის წინ იყო ლიკა,ახლაც დავლიე,მაგრამ არაფერი დამიშავებია არც სხვისთვის და არც საკუთარი თავისთვის.
-ხოდა ასე მინდა გაგრძელდეს...ეს სამეგობრო ყელამდე ტალახში გფლავს გესმის? მე ეს არ მინდა ჩვენთვის.
-ყველაფერს ვაკეთებ,რაც შემიძლია. აქ იმიტომ მოგიყვანე,რომ ჩემზე მეტის ცოდნა გინდა და ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნას ითხოვ,შენ კიდევ განმსჯი და ჩემს სამეგობროს აკრიტიკებ... ასე არაფერი გამოვა.-გაღიზიანებულმა მიუგო.
-შენს სამეგობროს არ ვაკრიტიკებ,უბრალოდ მარიამია ის ქალი,რომლის გამოც ამ მდგომარეობაში ხარ. შენი მეგობარი უნდა ყოფილიყო,მაგრამ დაგტოვა. ნუცა წელიწადში ერთხელ გირეკავს დაბადების დღის მოსალოცად და რატი ისე გექცევა,როგორც ცოფიანს ძაღლს,რომელიც ჯაჭვით უნდა იყოს დაბმული.
-გეყოფა!-კბილებში გამოსცრა და თვალებით ანიშნა,რომ საუბარი უნდა შეეწყვიტა.
-ალექს ჩემო ბიჭო.-გაღიმებული მერი ჩამოდგა მაგიდასთან.-ჩემო ძვირფასო ბიჭო,აქ რას აკეთებ?
-აქეთ ვიყავი და ვიფიქრე შევუვლითქო...თანაც ჩემს მეუღლეს ჩემს ბავშვობაზე ვუყვებოდი და შესაფერისი ადგილი მინდოდა.
-არ ველოდი აქ შენს ნახვას, სურპრიზებით მანებივრებთ. -თბილად გადაეხვია ალექსს.-რა ლამაზი გოგოა,გენაცვალე შენ!-ლიკასაც მიეფერა ქალი.
-განებივრებთ?-ეჭვნარევი მზერა შეავლო.
-ხო შვილო, ამდენი წლის შემდეგ ჩემი გოგოც იყო მოსული,მარიამი რამხელა გაზრდილა.-თბილი ხმით ამოთქვა და ბლოკნოტი მოიმარჯვა შეკვეთის ჩასაწერად.
-აქ იყო?-გაოცებული მიაჩერდა ქალს.
-2-3 კვირის უკან მოვიდა,ცოტა ვილაპარაკეთ...-წამით ჩაფიქრდა.-თავის ცხოვრებაზე მომიყვა და წავიდა.
-სხვა არაფერი?
-არა შვილო,უბრალოდ ისინი გავატანე,რაც მას ეკუთვნოდა.
-ვერ მივხვდი...-დაბნეულობისგან მხრები აიჩეჩა.
-თქვენი სურათი წაიღო...და ისიც,რაც დამიტოვე.-წერილი არ ახსენა ლიკასთან.
-შენახული გქონდათ?
-რა თქმა უნდა შვილო,მე ყველაფერი შენახული მქონდა.-თავმომწონედ ჩაილაპარაკა-რამეს შეჭამთ?
-არა,მხოლოდ ორი ყავა.-მშვიდად მიუგო ალექსმა და როგორც კი ქალი მათ მაგიდას მოშორდა ტელეფონი მოიმარჯვა.
-მარიამს რა დაუტოვე?-მომლოდინე თვალებით მიაჩერდა ლიკა.
-არ მახსოვს,ალბათ მთვრალი ვიყავი!-იცრუა და მარიამის ნომერი მოძებნა.-„სასწრაფოდ უნდა ვისაუბროთ,საღამოს ამოვალ შენთან!“-სწრაფად აკრიფა ტექსტი და შეტყობინება გაგზავნა...
რამდენიმე საათი სეირნობდნენ თბილისის ქუჩებში და ყველაფერს ღიად უყვებოდა ალექსი,რაც კი ოდესმე გადახდენია თავს. ანანოზეც ისე მშვიდად საუბრობდა,თითქოს ერთ დროს ამ გოგოზე ჭკუას არ კარგავდა.მის თითოეულ წარმატებას ხაზს უსვამდა,რომ სცოდნოდა რამდენად კარგი ადამიანი იყო ადრე,რადგან მათი ქორწინება თითქმის სპონტანური გადაწყვეტილებ იყო და ალექსმა მისი გაცნობა ფაქტობრივად ვერ მოახერხა...

რამდენიმე წლით ადრე...
მარიამის წასვლიდან მალევე ცხოვრება დაილაგა და მეგობრებისა და ოჯახის დახმარებით ფეხზე დადგა,თუმცა...ასე მარტივად არ იყო სიტუაცია. ამ ყველაფერს მუდმივი კონტროლი სჭირდებოდა,თორემ ვერ ახერხებდა თავის შეკავებას.ერთი წლის თავზე ფიქრობდა,რომ დაბრუნდებოდა და კაფეში შეკრებაზე მივიდოდა,მაგრამ მხოლოდ მარიამი კი არა,არავინ გამოჩენილა. პანიკამ შეიპყრო...მიხვდა,რომ სამეგობრო წრე სამუდამოდ დაშალა და ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა მისთვის. ერთი წლის მანძილზე არც მესიჯი,არც ზარი,საერთოდ არანაირი კონტაქტი მისგან. რატი მართლა,როგორც შვილს ისე ექცეოდა და ნუცა...ნუცა ნაწყენი იყო მასზე,ლექცია წაუკითხა თუ რამდენად ცუდად მოექცა მარიამს და მათ სამეგობროს,თუმცა სიმართლე,რომ ითქვას ერთადერთი იყო,ვინც სიმართლის თქმა გაბედა.
15 სექტემბერს ისევ დალია...ერთ-ერთ ბარში ისევ გათიშვამდე სვა და ბოლოს უცხო სახლში გაიღვიძა. ოთახს უჩვეულოდ მოავლო თვალი და არაფერი,რომ არ ეცნო ფეხზე სწრაფად წამოდგა. სასმლისა და ნაგვის სუნად ყარდა და საკუთარი სუნი თავადვე აწუხებდა.
-დილამშვიდობის!-ოთახში ღიმილით შემოიხედა 20წლამდე გოგონამ.
-გამარჯობა.-დაბნეულმა მიუგო და მის წინ მდგომი თავიდან ბოლომდე აათვალიერა.
-მე ლიკა ვარ.-მისი დაბნეული მზერა,რომ შენიშნა მაშინვე დააყოლა.-ბარში გაითიშე და იქ ვერ დაგტოვე,ამიტომ სახლში წამოგიყვანე. იმედი მაქვს არ გაბრაზდები.
-არა...პირიქით მე...-თავი საშინლად სტკიოდა,წინადადების დასრულება ვერ შეძლო.
-მეგობარმა დაგირეკა, იმედი მაქვს არც იმაზე გამიბრაზდები,რომ ვუპასუხე. ალბათ სულ მალე აქ იქნება.
-რატიმ?
-ჰო...არ დაგიმალავ გაბრაზებული ხმა ჰქონდა.
-უთხარი,რომ დავლიე?..-გოგონას პასუხი არ გაუცია,კარზე გაუთავებელი კაკუნი,რომ გაისმა მაშინვე მიხვდა,რომ მისი მეგობარი მივიდა და კარის გასაღებად წავიდა.-მოიცადე!-წინ გადაუდგა ლიკას.-არ უნდა იცოდეს,რომ დავლიე.
-გვიანია...სასმლის სუნად ყარხარ და თანაც ვუთხარი,რომ მთვრალი იყავი და ამიტომ წამოგიყვანე.
-ჯანდაბა!-გაბრაზებულმა ამოთქვა და გაატარა,რომ კარი გაეღო.
-შენ!-ოთახში შემოსვლისთანავე ყელში წვდა რატი.-ერთი წუთით ვერ უნდა დაგტოვო მარტო?
-რატი გაუშვი!-ხელზე ექაჩებოდა ნუცა.
-ვაა, ესეიგი თქვენთვის ნახულობთ ერთმანეთს,მაგრამ ჩემამდე ვერ მოდიხართ ვერცერთი?-ნაწყენი ხმა ჰქონდა...
-შენთვის ჩამოვიდა ნუცა ბათუმიდან!-კედელზე მთელი ძალით ააკრო. -დღეს შენთან უნდა ამოვსულიყავით,ამიტომ გირეკავდი ასე ადრე. შენ თურმე დალევით იყავი დაკავებული!
-შეეშვი!-მათ შორის ჩადგა ნუცა.
-ჩემი თავის ტკივილი გახდი ხვდები ამას? რა ჯანდაბა გემართება?
-მინდოდა და დავლიე,პრობლემა გაქვს? წადი რა გაიარე,საქმეებს მიხედე!-ხელი უხეშად აუკრა და ოთახიდან გასასვლელად შებრუნდა.
-ასე უცებ საით?-მკლავზე ხელი ჩაავლო.-გათელე ყველაფერი და ახლა მიდიხარ?
-რა ყველაფერი რატი? აღარაფერი აღარ დარჩა აქ! სიცარიელეა მთლიანად.-ისე ყვიროდა ყელზე ძარღვები ეტყობოდა.-გუშინ მთელი დღე გელოდებოდით...15 სექტემბერი იყო,ჩვენი დღე...-მძიმედ ამოთქვა.-მეგონა მოხვიდოდით,მაგრამ არცერთი გამოჩენილხართ!-გატეხილი იყო,ყველა უჯრედით სტკიოდა ყველაფერი,რაც დაემართა.
-ვის ელოდებოდი ალექს?-გაბრაზდა ნუცა.-მარიამს? გოგოს,რომელიც ბოლოს ლამის სცემე? თუ მეგობრებს? აა,გამახსენდა.სამეგობრო ხომ გაანადგურე და ყველაფერს ასე უცებ გადაუსვი ხაზი?
-გონს მოეგე ბიჭო!ყველანაირად შენს გვერდით ვართ ალექს,მაგრამ ხანდახან ჩვენც ჩვენი საქმეები გვაქვს!
-მართალი ხარ ნუციკო,შენც რატი,მარიამიც მართალი იყო...მე შემეშალა ყველაფერი.შემეშვით და უკან აღარ მსდიოთ!დავლევ თუ წამალს გავიკეთებ თქვენი საქმე არ არის! მე გათავისუფლებთ ამ ვალდებულებისგან!-ყვირილით ამოთქვა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა...
-ბოდიში ამ ყველაფრისთვის.-გონს მოეგო ნუცა.-მადლობა,რომ მიხედე და იქ არ დატოვე.
-რა პრობლემაა,ადამიანები ვართ,ყველას გააჩნია რაღაც ზღვარი...-თბილად გაუღიმა ორივეს და გასასვლელისკენ გააცილა...
ასე დაიწყო ამ ორის ამბავი, ალექსი ყოველ დღე იმ ბარში მიდიოდა,მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს ლიკას საერთოდ არ იცნობდა და უბრალო მიმტანი ყოფილიყო.ლიკა კი ასე ვერ უყურებდა ბიჭს,რომელიც ყოველ დღე მის თვალწინ ტრიალებდა და საერთოდ ვერც კი ამჩნევდა. დღითიდღე უჩნდებოდა სურვილი,რომ დალაპარაკებოდა და თავი შეეხსენებინა,მაგრამ სიამაყე ამის უფლებას არ აძლევდა.
-მახსოვს,რომ დააკავეს! სისხლიანი გარჩევა ყოფილა,ამას დაუწყია ყველაფერი ლიკა, თავი დაანებე, რამე შარს გადაგყრის.-აფრთხილებდა ნანუკა,მაგრამ გამოუცდელობა თავისას აკეთებდა.თითქმის შეპყრობილი იყო მისით და ბოლომდე სჯეროდა,რომ ასეთ ბიჭებს გოგოს სიყვარული გამოასწორებდათ,თუმცა რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა... ალექსს შეუყვარდა,ცოლადაც მოიყვანა,მაგრამ როგორც არ უნდა ეცადა ლიკას,მისი გამოსწორება შეუძლებელი იყო...
რატიმ ქორწილამდე გააფრთხილა კიდეც ლიკა,მაგრამ იმდენად იყო დაბრმავებული,რომ ვერაფერს ამჩნევდა გარშემო,ამიტომ ბოლოს მათი სიყვარულიც კი დაამოწმა და მეგობარი მარტო არ დატოვა,თუმცა სიყვარულს მხოლოდ ერთი,ლიკას მხრიდან ხედავდა...

***
11 საათისთვის მარიამის კარამდეც მივიდა. ეზოში მანქანა გააჩერა და ზედ მიყუდებულმა სიგარეტს მოუკიდა. წინასწარ მოემზადა,რომ შიგნით შესულიყო და ნუცას და ლუკას მისალმებოდა. დიდი ყვავილების თაიგული,დათუნია და ტკბილეული იყიდა,რომ ხელცარიელი არ მისულიყო.
ეზოში მანქანა,რომ გაჩერდა მაშინვე ფეხზე წამოვარდა ლუკა...მის გონებაში გეგა გაკრთა,თუმცა მარიამს მოუწია,რომ მისი იმედები გაექარწ....ბინა.
-ალექსია!-კიბეები ჩამოირბინა.
-რაა?-გაიკვირვა ორივემ,არცერთი არ ელოდა მის სტუმრობას.
-ჩემთან სალაპარაკო აქვს,ამიტომ მოვიდა.-ღიმილით მიუგო ორივეს და კარი ხმაურით გააღო. ზღურბლზე საჩუქრებით სავსე ალექსი,რომ დახვდა გაუკვირდა,თუმცა არ შეიმჩნია და სახლში შეუშვა.
-როგორ ხარ მარიამ? -ღიმილით მიუგო კაცმა და ძველ მეგობარს ისე გადაეხვია თითქოს არაფერი მომხდარა.
-მადლობა კარგად.-დაბნეულმა მიუგო.
-ახლოდან გილოცავ დედობას ნუციკო!-საჩუქრები იქვე დააწყო და თბილად გადაეხვია.
-მადლობა ალექს,რატომ შეწუხდი?
-რა შეწუხებაა...ბოდიში,რომ აქამდე ვერ ვნახე.-აშკარად შეწუხებული იყო.-მამიკომ მაპატიოს არ ვიცოდი რა უნდა მეყიდა,დარწმუნებული ვარ ტკბილეული შეგხვდება.
-რას ამბობ ალექს,მადლობა,რომ მოხვედი და დაგვაფასე.-მეგობრულად გადაეხვია ლუკა.
-სძინავს პატარას?
-კი,ცოტახნისწინ დავაძინე.
-სამწუხაროა...არაუშავს სხვა დროს ვნახავ.
-სულ აქ არ არის? როცა გინდა მოდი და ნახე.
-შემოდი კარში ნუ დგახარ, დაჯექი.-მიიპატიჟა ლუკამ.
-არა,არა. მარიამს წაგართმევთ ცოტახანს და მერე წავალ,ლიკაც მარტოა სახლში.
-გარეთ გავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ.-თავით კარისკენ ანიშნა მარიამმა.
-ბოდიში ასეთ დროს,რომ შეგაწუხეთ.
-არა რა შეგვაწუხე,როცა გინდა ნებისმიერ დროს მოდი.
-გავიდეთ!-ვერ იტანდა მარიამი ასეთ უხერხულ მომენტებს.
-მშვიდობიანი ღამე.-ორივეს დაემშვიდობა ალექსი და ოთახი მარიამთან ერთად დატოვა.
ბაღში გავიდნენ...იქ,სადაც ძირითადად გეგას ესაუბრებოდა და მასთან საინტერესო საუბრები ჰქონდა ახლა ალექსის პირისპირ იდგა და მის მოსმენას აპირებდა,აშკარად ცუდი გადასვლა იყო. ნერვიულობდა...წლებია მასთან პირისპირ არ უსაუბრია და უცნაური იყო მისთვის. კაცსაც ეტყობოდა ნერვიულობა,ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.
-ვიცი,რომ წერილი გაქვს!-სიჩუმე ისევ ალექსმა დაარღვია.
-დამალვა არც მიცდია,მაქვს კი.-მხრები აიჩეჩა მარიამმა.
-არაფრის თქმა არ გინდა?
-მე?-გაოცებული მიაჩერდა.-არა!
-კითხვები არ გაქვს?
-ვფიქრობ პასუხის გაცემა არ მოგინდება.
-ბევრი არაფერი მახსოვს,მაგრამ ვიცი,რომ სიყვარულს გიხსნიდი მაგ წერილში.-დუმილის შემდეგ ამოთქვა და მასთან უფრო ახლოს მიიწია.-უნდა იცოდე,რომ ეს აღარ არსებობს!
-ვიცი,ლიკა კარგი გოგოა,მასთან ბედნიერი ჩანხარ.
-ლიკა ამ წერილზე ვერასდროს ვერ გაიგებს!-მტკიცედ გაიჟღერა მისმა ხმამ.-კარგი?
-რას ფიქრობ მივალ და ვეტყვი ეს ალექსმა დამიწერათქო?-გაეცინა მის საქციელზე.-მე ზრდასრული ქალი ვარ ალექს,შენ თუ ვერ შენიშნე მას შემდეგ 8 წელი გავიდა.
-ყველაფერი შევნიშნე მეტრეველო! მე იმაზე მეტად შევნიშნე ეგ,ვიდრე რომელიმე თქვენგანმა!-ხმაში ზიზღი შეერია.-თქვენგან განსხვავებით მე არაფერი დამვიწყებია,მაგრამ ჯობდა მეც დამვიწყებოდა...ახლა უფრო ბედნიერი ვიქნებოდი!
-რისთვის მოხვედი?
-იმისთვის,რომ იცოდე ეს შეცდომა იყო!
-რა იყო შეცდომა?
-ის,რომ მიყვარდი!
-შენ არასდროს არ გყვარებივარ ალექს,უბრალოდ...უბრალოდ გინდოდა,რომ რაღაც რეალური გქონოდა და ამის სურვილმა დაგიმონა.
-ცდები!-მხრებზე ხელი უხეშად მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა.-მახსოვს როგორ მელოდებოდი იქამდე,სანამ სახლში არ მოვიდოდი.ჩემზე ზრუნავდი,მთვრალსა და სიცხიანს მივლიდი და დილაობით ყავას მახვედრებდი,რადგან ყოველთვის ჩემზე ადრე დგებოდი.ამ ზრუნვას მივეჩვიე და მინდოდა...ეს სამუდამოდ მქონოდა,მაგრამ სინამდვილეში სულაც არ აკეთებდი იმას,რაც მჭირდებოდა.
-მართლა? აბა რა გჭირდებოდა?თავზე ხელის გადასმა მაშინ,როდესაც ყველაფერს ანგრევდი?
-მე ასეთი ვარ მარიამ!-მთელი ხმით დაუყვირა მის წინ მდგომს.
-ჩემი ალექსი ასეთი არასდროს ყოფილა!-მანაც ყვირილით უპასუხა და ხელები სხეულიდან მოიშორა.-ჩემი ალექსი ასე არასდროს მოიქცეოდა.
-ალბათ იმიტომ,რომ მე შენი ალექსი არ ვარ!
-ხო,შენ ნამდვილად არ ხარ ის ალექსი,რომელიც მე ჩემი ცხოვრების ნაწილად ვაქციე.
-არც შენ ხარ ის მარიამი,რომელიც ბოლოს ვნახე...-უცებ ჩაუქრა თვალებში ბრაზი.-ჩემი აღარ გეშინია,უფრო თამამი და ძლიერი ხარ!
-შენ არც მაშინ მეშინოდა,უბრალოდ ზიზღის გრძნობა მიპყრობდა,მაგრამ ახლა...ახლა უბრალოდ მეცოდები...ვუყურებ კაცს,რომელიც გახდი და მხოლოდ ერთი კითხვა მომდის თავში,ღირდა ამად? სიამოვნებისთვის ცხოვრობ 27 წლის კაცი! საერთოდ არ გრცხვენია?
-სირცხვილის გრძნობაზე არ დამელაპარაკო., შენც...-წამით შეყოვნდა,მარიამზე ზუსტად 1 თვით იყო დიდი,27 წლის სულ რამდენიმე დღის წინ გახდა და მას ეს ახსოვდა,თავადაც არ იცოდა რატომ,მაგრამ ამან ბედნიერება მოჰგვარა-ჩემი დაბადების დღე გახსოვს.-ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში.
-მეხსიერების პრობლემები არ მაქვს!
-არ მინდოდა ასე მომხდარიყო...-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა.-ვიცი,რომ არც შენ მაპატიებ,არც რატი,არც ნუცა და საბოლოოდ ვერც მე გაპატიებ ჩემს მიტოვებას,ამიტომ მინდა,რომ ჩემგან და ლიკასგან შორს იყო. უკეთესობისკენ მივდივარ და არ მინდა ეს წამართვა.
-საქართველოში ვრჩები,აქედან აღარ წავალ...ნუ ასე ვგეგმავ. ბევრი შემოთავაზება მაქვს და მინდა ბოლომდე გამოვიყენო შანსები.
-სექტემბრიდან მაინც ბათუმში გადავდივართ მე და ლიკა,სამსახურის შემოთავაზება მაქვს და დავთანხმდი!-ურცხვად იცრუა.-ამიტომ შეგიძლია შენს საქართველოში ფესვები ღრმად გაიდგა.
-ლიკას არ მოვწონვარ ხომ ასეა?-სასაცილოდ არ ეყო ეს მდგომარეობა.
-ლიკას ხან მეც არ მოვწონვარ,ქალია რას გაუგებ.-ირონია არ დააკლო მეგობარს.
-იმედი მაქვს ბედნიერი იქნები ალექს!
-შენზეც იმავეს ვიტყოდი!-მშვიდად ამოთქვა და მანქანის კარი ხმაურით გააღო.-ეს დაიტოვე,სანამ თავს ვაკონტროლებ მინდა,რომ გამომართვა.ვცდილობ თავს მოვერიო.-ორი ბოთლი არაყი ამოიღო მანქანიდან.-გამომართვი!-მისი გაოცებული სახის ყურება ვერ აიტანა.
-კიდევ გაქვს?-თვალი მანქანისკენ გააპარა.
-შეამოწმე თუ გინდა.-მაშინვე გვერდზე გაიწია,რომ დათვალიერება შესძლებოდა.
-არ მინდა...გენდობი!-მშვიდად ამოთქვა და ორივე ბოთლი ხელიდან გამოჰგლიჯა.-თავს გაუფრთხილდი ალექს.-ოდნავშესამჩნევი ღიმილით მიუგო და ზურგი აქცია.
-შენც!-გაიფიქრა გონებაში,თუმცა ტუჩები ერთმანეთს ვერ დააშორა.უყურებდა უკვე მეორედ,როგორ აქცია ზურგი საყვარელმა ქალმა და ვერაფერს აკეთებდა,თავს ვერ აკონტროლებდა და ყოველ ჯერზე მისი საქციელით სულ უფრო შორდებოდა. ადრე ეგონა,რომ ეს წერილი წლების წინ ნახა,მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო...მარიამმა სულ ცოტა ხნის წინ გაიგო,რომ წერილი საერთოდ არსებობდა და ეს ალექსისთვის ბევრ რამეს ცვლიდა,თუმცა არა მარიამისთვის.მის თვალებში იმ ვარსკვლავებს ვეღარ ხედავდა,რომლებიც ადრე უთამაშებდა.სულ სხვა მარიამი იყო,ძლიერი და თავდაჯერებული. ქალი,რომელსაც აღარავინ სჭირდებოდა,მათ შორის არც ალექსი!
რა თქმა უნდა გეგა არ გამოჩენილა...ტყუილად იტრიალა ნუცამ მთელი დღე სამზარეულოში,არც კი დაურეკავს. მისი სიცოცხლე ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ლუკა აღარც კი რეკავდა.დარწმუნებული იყო,რომ ეპასუხა ისე გალანძღავდა იმის თქმასაც კი არ დააცდიდა როგორ იყო და ტელეფონს გაუთიშავდა,ამიტომ დროს მიენდო.გაიაზრა,რომ შეიძლებოდა თვეები ყოფილიყო წასული და ამ თვეებს ოჯახს ვერ მოაკლებდა,რადგან ეს წამები მის ცხოვრებაში აღარ განმეორდებოდა.სწავლობდა მის გარეშე ცხოვრებას ზუსტად ისე,როგორც გეგამ სთხოვა...

***
მისი წასვლა უყურადღებოდ არც თუკას დარჩენია,მაგრამ არ უნდოდა ტიპიური შეპყრობილი ქალი ყოფილიყო,ამიტომ არც კი დაურეკავს მისთვის. 8 ივლისს პირდაპირ ჯაჭვლიანებთან მივიდა...იფიქრა თან დემნას დაბადებას მივულოცავ და თან გეგას ამბავს ვიკითხავო,მაგრამ მისდა საუბედუროდ სახლში მხოლოდ მარიამი დახვდა. კარი,რომ გააღო და ზღურბლზე თუკას სილუეტი დაინახა წამით ისიც კი გაიფიქრა,რომ ცხვირწინ მიეხურა,რომ სკანდალი არ მოეწყო,თუმცა საკმაოდ მშვიდად და გაწონასწორებულად წამოიწყო საუბარი და მარიამს მოერიდა მსგავსი საქციელით მისი უკან გაბრუნება.
-გამარჯობა მარიამ.-ღიმილით მიუგო და საჩუქრების პარკი გაუწოდა.-შეიძლება შემოვიდე?
-ჰო,რა თქმა უნდა შემოდი.-დაბნეულმა მიუგო და გაიწია,რომ სახლში შესვლა შესძლებოდა. ბოლო ორ დღეში ორი მოულოდნელი ვიზიტი უკვე ზედმეტი იყო.
-ნუცას და ლუკას ნახვა მინდოდა...
-სახლში არ არიან,დემნა წაიყვანეს სასეირნოდ.-სწრაფად მიუგო და საჩუქრები მაგიდაზე დააწყო.
-რა თქმა უნდა არც გეგაა სახლში არა?
-არ დაბრუნებულა.
-აჰმ...სამწუხაროა.-მშვიდად ამოთქვა.-მაშინ წავალ,არ შეგაწუხებ.ჩემს მაგივრად მიულოცე ბავშვის ამბავი.
-არა მოიცადე...ასე უცებ სად მიდიხარ,დაჯექი ყავას შემოგთავაზებ,ამხელა გზა გამოიარე ცოტას დაისვენებ მაინც.
-არ მინდა შეგაწუხო,წავალ.
-რა შეწუხებაა თუკა,დაჯექი.-არ მოეშვა ქალს.
-მაშინ უშაქროს დავლევ.-ღიმილით მიუგო და სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა.უცებ მოამზადა ორი ფინჯანი ყავა და მისაღებში დაბრუნდა სადაც თუკა ელოდა.ეტყობოდა ამ სახლში ხშირად იყო,რადგან სახლისთვის თვალიც კი არ მოუვლია,განსხვავებით იმ ადამიანებისგან,რომლებიც პირველად იყვნენ იქ და ლამის ყოველი კუთხე დაწვრილებით შეისწავლეს.-აბა როგორ ეგუები ჯაჭვლიანებთან ცხოვრებას?-დუმილი დაარღვია ქალმა.
-მარტივი არ არის,მაგრამ არც გაუსაძლისია.
-დემნა ჭირვეული ბავშვია?
-მშობლები უფრო ჭირვეულობენ,ვიდრე ბავშვი.
-პირველი შვილია,გასაკვირი არ არის.-ნაღვლიანად ამოთქვა და ბავშვის ნივთებს გახედა,რომლებიც კარადაზე იყო მიმოფანტული.
-შენ კარგად ხარ?-ორსულობაზე ეკითხებოდა,უბრალოდ ცდილობდა,რომ თავაზიანობა გამოეჩინა.
-კი მარიამ.მადლობა,რომ იკითხე.
-უბრალოდ ვიცი,რომ მარტივი არ არის და ისიც ვიცი,რომ არ მიცნობ,მაგრამ თუ რაიმე დაგჭირდეს არ მოგერიდოს.
-კეთილი ხარ.-გაეღიმა მის შემოთავაზებაზე.-მე ცხოვრებას ვაგრძელებ მარიამ,ასეა საჭირო,ცხოვრებაში ბევრი გეგა იქნება,ყველას ვერ გავეკიდები.
-მართალი ხარ!-კვერი დაუკრა,აშკარად უხაროდა მისი წინსვლა.
-აქაც იმისთვის არ მოვსულვარ,რომ გეგას შერიგება ვეხვეწო.უბრალოდ დასამშვიდობებლად მოვედი.
-დასამშვიდობებლად?-გაუკვირდა მისი ნათქვამი.
-ჰო,გრძელვადიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი,იტალიაში მივდივარ.-ამაყად განაცხადა,თუმცა მარიამი დარწმუნებული იყო,რომ ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებდა,რომ გეგას დაენახა რამდენად ძლიერი ქალი იყო,ეს თავადაც გამოუვლია.
-ძალიან კარგია,იტალიაში ბევრად მეტი შესაძლებლობა გექნება.
-ხო,იქ მოდელებს მეტად აფასებენ,ბევრი შემოთავაზებაა.
-დარწმუნებული ვარ წარმატებას მიაღწევ.-თბილად მიუგო.-კარგი მონაცემები გაქვს,ნამდვილად ვარსკვლავობისკენ მიიწევ.
-მადლობა.-დაიმორცხვა...აშკარად არ ელოდა მისგან ასეთ კომპლიმენტს.-ბოდიში მინდა მოგიხადო მარიამ.-მშვიდად ამოთქვა.-პირველი შეხვედრა არც ისეთი თავაზიანი იყო.
-ამაზე ნუ ინერვიულებ,გატეხილი იყავი მესმის...
-იცი გეგა კარგი კაცია...ღალატი მისი სტილი არ არის და მეც არ უნდა მეკადრებინა ასეთი რამ.
-ბევრი რამ გავიგე მასზე,ნამდვილად არ გიღალატებდა,უბრალოდ თავისი საქმე უყვარს და რთულია მისი გაგება,მეც გამიჭირდებოდა.
-მოდელობა მინდა,სისხლიანი ნაკვალევი კი არ გამომადგება ცხოვრებაში,ამას ვერ ვხვდებოდი,მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა.მინდა,რომ გეგაც ბედნიერი იყოს,მაგრამ ჩემგან შორს,რადგან ეს ვეღარ გამოვა.-ყავის ფინჯანი ხმაურით დადო მაგიდაზე.-მასზე ისევ ვდარდობ და რა თქმა უნდა ისევ მიყვარს,მაგრამ დროა გავუშვა...
-შენთვისვე უკეთესია თუკა...შენ იმისთვის დაიბადე,რომ იბრწყინო ამისთვის კი კაცი არ გჭირდება.
-უნდა წავიდე.-ტელეფონს დახედა.-საბუთები მაქვს მოსაგროვებელი.-ფეხზე სწრაფად წამოდგა და ნივთები წამოკრიფა.-ძალიან გამიხარდა,რომ შენ მაინც გნახე და შენთან საუბარი შევძელი. გთხოვ გეგას უთხარი,რომ კარგად ვარ.ვიცი ინერვიულებს ზოგადად ასეთია...ის ორიც მომიკითხე და უთხარი,რომ კარგი მშობლები არიან...ეს სჭირდებათ!-ღიმილით მიუგო და თბილად გადაეხვია მის წინ მდგომ ქალს.-იციი...-წამით თვალებში ჩააცქერდა.-ნუცას რამდენჯერმე ვესაუბრე და მითხრა,რომ დიდ ყურადღებას აქცევდი გეგას ჯანმრთელობას და...მგონია,რომ გეგას ძალიან შეეფერები!-გულწრფელი იყო მისი სიტყვები და არც პასუხს ელოდა მარიამისგან, უბრალოდ თავისი სათქმელი თქვა და კარს უკან გაუჩინარდა ისე,თითქოს არაფერი მომხდარა...

***
-კარგად ხარ?-გვერდით მიუჯდა გეგას აკაკი.
-ჰო,უბრალოდ სახლზე მეფიქრება.
-კარგია,რომ ეს საქმე მაინც მოგვარდა მარტივად.ჩემი ბიჭი,ცოტნე,მელოდება სახლში, დარწმუნებული ვარ სულ მამას ეძებს.-ტელეფონში ფოტოების თვალიერება დაიწყო.
-მიკვირს ძმაო როგორ რისკავ შვილის დატოვებას...
-შენ არ დატოვებდი?
-მე ალბათ ცოლსაც არ დავტოვებდი.-მშვიდად ამოთქვა.-ადამიანს განა ბევრჯერ უმართლებს სიყვარულში?აქ არ უნდა იყვნენ ოჯახიანი ბიჭები.მე ვერც წარმომიდგენია რისი გავლა უწევს ახლა მარიტას შენს გამო.
-თუკას ხომ ტოვებდი?
-ვერ ავხსნი ამ გრძნობას კაკი.-დაბნეულმა ჩაილაპარაკა,თავადაც არ იცოდა რას გრძნობდა სხვისთვის როგორ უნდა აეხსნა.-საკმარისად არ მიყვარდა,რომ ყველაფერი დამეთმო.
-მეშინია,რომ ერთ დღეს გავიღვიძებ და ეს საქმე მომენატრება და იმდენად შემიპყრობს,რომ მარიტას და ცოტნეს იმ ყურადღებას ვეღარ მივაქცევ,რომელიც სჭირდებათ.
-ახლა აქცევ ყურადღებას? ხან თვეები ვერ მიდიხარ სახლში.მკვდარი მითუმეტეს ვერ მიაქცევ სხვას ყურადღებას,ახლა მარიტას დატოვება შეიძლება? 4 წლის ბიჭი გყავთ აღსაზრდელი. გაზრდით ისედაც გაიზრდება,მაგრამ აღზრდაა მთავარი.
-ჩემს სინდისად ნუ იქცევი გეგა.-ნაღვლიანად ამოთქვა კაცმა.-სხვა დროს საკუთარი თავი საფრთხეში აღარ ჩააგდო ჩემს გამო.კიდევ,რომ დაიჭრა და ვეღარ გაუძლო? ეგენიც არ მორჩენილა ბოლომდე,დახვრეტილი ხარ მთლიანად.
-მინდა,რომ ოჯახს დაუბრუნდე კაკი,გულში ჩაიკრა ცოლ-შვილი და ბედნიერება ხელიდან არ გაუშვა.
-შენზე რას იტყვი? არავინ გელოდება სახლში?
-ჩემი ძმა,პატარა დემნა და ნუცა,ჩემი ძმის ოჯახი რა.
-ქალი არავინ?საერთოდ არავინ გეგულება?-არ მოეშვა კაცი.
-არის ერთი ქალი...მაგრამ არ ვიცი.
-რას ლუღლუღებ,ნორმალურად მითხარი.-ნერვები არ ეყო მოსასმენად.
-ლამაზია,ჭკვიანი,განათლებული,დამოუკიდებელი და ჯიუტი.თავიდან ცივი ჩანდა, მაგრამ ბოლოს ერთადერთი იყო,ვინც წამოსვლისას დამემშვიდობა და არ მომცა უფლება,როგორც უპატრონო ძაღლი ისე წამოვსულიყავი სახლიდან.წამოსვლამდე ისეთ ყურადღებას მაქცევდა...ვერ აღვწერ კაკი,ალბათ დედა ვერ მიხედავს შვილს ასე.თუკასგან ეგ ზრუნვა ყოველთვის მაკლდა,მაგრამ მასთან...არ ვიცი.-დაბნეულმა ამოილაპარაკა და თავი კედელს მიაყრდნო.
-ზოგადად ურთიერთობაში ქალი დედის როლს ირგებს და კაცი ბავშვისას,როგორც ჩანს თუკა არ იყო მაგისთვის მზად.
-მარიამი სხვანაირია...სულ დინების საპირისპიროდ დაცურავს,ყველასგან განსხვავდება დამიჯერე,არ არის ტიპიური ქალი,რომელსაც სიტყვებით მოატყუებ და დაიმორჩილებ.ქალია,რომელიც აქეთ დაგიმონებს და სიტყვას არ გათქმევინებს თუ ამის სურვილი არ ექნება.
-შარში ყოფილხარ.-დასცინა მეგობარს.-სიმპათიები გაგაჩნია ანუ.
-1 თვეა ჩვენს სახლში ცხოვრობს,ჩემი რძლის საუკეთესო მეგობარია და ეხმარება ბავშვთან,მაგრამ უბრალოდ მეგობარზე მეტია რა.
-ასე რამ გაგაოცა გეგა?ამდენად ლამაზია?
-მისმა აზროვნებამ!-შეუსწორა მაშინვე.-არც სილამაზე აკლია და არც ჭკუა.ისე საუბრობს თავს ყველაზე სუსტ და გაუნათლებელ ადამიანად გაგრძნობინებს ოთახში,მაგრამ თან ისე გესაუბრება თავად მოგინდება,რომ მის ნებას დაჰყვე და უჭკუო გამოჩნდე.
-ეე ბიჭო.-მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს.-ხომ არ შეგიყვარდა?
-არა!ერთი თვეა ვიცნობ,რა დროს ეგაა.
-კარგი,კარგი.-დანებების ნიშნად ხელები აწია.-უბრალოდ ისე ლაპარაკობდი...
-უბრალოდ მოხიბლული ვარ,სულ ეს არის!-მტკიცედ ამოთქვა და მობილურს დახედა. ასამდე გამოტოვებული ზარი იყო ლუკასგან...
-სახლში არ დარეკე?
-დილით იქ ვიქნები,ჯობია პირდაპირ მივიდე.-თავი იმართლა და თვალდახუჭული ფიქრებს მიეცა...




***
ჩვეულ დროს დაეშვა კიბეებზე ქალბატონი,თუმცა არა იმის იმედით,რომ ჯაჭვლიანი იქ დახვდებოდა,უბრალოდ ჰაერი სჭირდებოდა.ბოლო ერთ საათში მთელი ბოთლი ვისკი გამოცალა და უკვე აზროვნებაც კი უჭირდა. მისი საუბრის პარტნიორი უკვე ორი კვირა იყო სახლში არ მოდიოდა და მეტიც, საერთოდ არავინ იცოდა სად იყო. გაღიზიანებული გავიდა ეზოში, საქანელა სკამზე მოწყვეტით დაეშვა, კომფორტულად მოთავსდა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
1 თვე და 3 დღე გავიდა მისი ამ სახლში ცხოვრებიდან. ამ დროის მანძილზე იმდენი რამ გადახდა ვერც კი წარმოიდგენდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად გეგას პიროვნების გაცნობას თვლიდა, რადგან უფროსი ჯაჭვლიანი მიმზიდველთან ერთად, ღრმა და ძლიერი პიროვნება იყო. ქალს გვერდით უსაფრთხოდ რომ აგრძნობინებს თავს ზუსტად ისეთი.
ფიქრებში გართულმა მეორე ღერს მოუკიდა, ძილი აღარ ეკარებოდა და ნერვიულობაც დღითიდღე ემატებოდა. ვერც აანალიზებდა ისე უცებ გახდა დამოკიდებული გეგაზე, მასთან საუბარსა და სიახლოვეზე. თავიდან ფიქრობდა რომ მასთან თანაცხოვრება საშინლად გაუჭირდებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა გეგა ძალიან კომფორტული და გამჭრიახი ადამიანი იყო, ამიტომაც ეს დაძაბულობა რამდენიმე დღეში მოეხსნა.ახლა კი,საშინლად მთვრალი მასზე ფიქრებს თავიდან ვერ იგდებდა და საკუთარი სინდისი ხმამაღლა ახსენებდა მის თავს.
ცალკე თუკასთან საუბარმა დააფიქრა,განსაკუთრებით ბოლო სიტყვებმა,საერთოდ არ ელოდა ამ გათვლას მისგან. ალექსიც ზედმეტად აწუხებდა უკვე,მასთან საუბარმა იმდენად დაძაბა,რომ 3 დღის შემდეგაც კი აწუხებდა ცუდი ფიქრები.
-მესამე ღერს არ მოუკიდო! -ჰაერი ნაცნობმა ხმამ გააპო. მარიამი ელდანაცემივით შეხტა და სიგარეტის კოლოფი მაშინვე გაუვარდა ხელიდან.
-გეგა... -მძიმედ ამოთქვა, მის ნახვას არ ელოდა,ხელში ისევ ის ჩანთა ეჭირა,რომლითაც ეს სახლი დატოვა,თუმცა ერთი განსხვავებით...ახლა ეს ჩანთა მის დაბრუნებას მოასწავებდა.
-სამი ღერი ბოლო 10 წუთში? რას მივაწეროთ შენი საქციელი? -ჩვეული ტონით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიუახლოვდა ქალს და ჩანთა ძირს დადო.
-არ ველოდი შენს ნახვას. -დაბნეული ალაპარაკდა.
-ვიცი. -მშვიდად მიუგო და ზემოდან დახედა. -პრობლემები გაქვს?
-არა, რატომ? -მხრები აიჩეჩა და გაოცებული დააკვირდა მის წინ მდგომს.ახალ ჭრილობებს ვერ ამჩნევდა,თავისუფლად სუნთქვა შეეძლო.
-სიგარეტი. -ისევ მშვიდად განაგრძო და ჯიბიდან კოლოფი ამოაძვრინა.
-შენი ძმა ნერვიულობდა, უნდა გაგვეფრთხილებინა შენს წასვლაზე.
-მხოლოდ ჩემი ძმა? -სიგარეტის კვამლში გახვულმა ცერად გახედა და მის პირდაპირ ჩამოჯდა.
-ნუცაც.
-და შენ?
-რა მე?
-შენ არ ნერვიულობდი?
-მე კარგი მოსაუბრე დამაკლდა. -კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.
-გეწყინა,რომ წავედი?
-მოწყენილობა იყო სახლში,ბევრ რამეზე მინდოდა საუბარი,მაგრამ აქ არ იყავი.
-ახლა აქ ვარ.-ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა...
-კარგად ხარ?-უცნაურად აკვირდებოდა მის წინ მჯდომ კაცს.უჭირდა სილუეტის გარჩევა,რადგან ორად ხედავდა მის სახეს.
-ჰო,კარგად ვარ.
-სულ ეგაა?სხვას არაფერს მეტყვი?-ხმაში ბრაზი შეერია.
-რა გინდა,რომ გითხრა?-ვერ ხვდებოდა რისი მოსმენა უნდოდა.
-სად იყავი? როგორ იყავი? რამე ხომ არ შეგემთხვა? წყეული „ცოცხალი ვარ“ ასეთი რთული მოსაწერია?-ტონი შეეცვალა მარიამს,იმდენმა რამემ იმოქმედა მასზე თავის შეკავება უჭირდა.-იცი აქ რა ხდებოდა?ჯოჯოხეთი!ასე როგორ შეგიძლია?მთელი ცამეტი დღეა სუნთქვა მიჭირს გეგა...-ფეხზე ბარბაცით წამოდგა და ზურგი აქცია დაბნეულ ჯაჭვლიანს.
-რა მოგივიდა მარიამ?-მართლა ვერ ხვდებოდა რა დაემართა ქალს,რომელიც აქ თითქმის ორი კვირის წინ დატოვა.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორი რთული იყო შენი ძმისთვის იმის თქმა,რომ წახვედი...-თვალი გაუსწორა მასზე ერთი თავით მაღალ კაცს.-ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ ინგრეოდა თითოეული სიტყვის კითხვისას და ეს ჩემი ბრალი იყო!იმას კი არ დარდობდა,რომ წახვედი...იმას დარდობდა,რომ ვერ დაგემშვიდობა,ერთადერთი ვიყავი,ვინც ეს შეძლო და მე შენს ძმას ამის შესაძლებლობა წავართვი.-ისე უცებ აემღვრა თვალები თავადაც ვერ გაანალიზა.-შენ...
-მარიამ,მთვრალი ხარ?-ალკოჰოლის სურნელი იგრძნო კაცმა.
-ჰო,მთვრალი ვარ,მაგრამ ეგ იმას არ ცვლის,რაც მოხდა!-ამაყად განაგრძო საუბარი.-იცი რა რთულია ადამიანს ძმისგან გამოსამშვიდობებელი წერილი მისცე?ახლა მოდიხარ ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი,ბედნიერი სახით და კითხულობ ვნერვიულობდი თუ არა,გრცხვენოდეს ჯაჭვლიანო!-ხელით უხეშად უბიძგა მკერდზე.-ლევან მამულაშვილი,თენგიზ ხოფერია,უტა მეგრელიშვილი,კონსტანტინე ლომსაძე და...და გეგა ჯანაშია...-მძიმედ ამოთქვა.-იცი ვინები არიან?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად და ხელი მოკიდა,რომ არ წაქცეულიყო.
-ბოლო ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო...გეგა,რომ ახსენა წამყვანმა ფეხებში ძალა გამომეცალა...არ შევიმჩნიე,მაგრამ ის წამის მეათასედი,რომელიც გვარის გამოცხადებამდე გავიდა შინაგანად მკლავდა. ტელევიზორს მომლოდინე თვალებით ვუყურებდით და იმ გარდაცვლილთა სახელებს ვისმენდით,რომლებიც საქართველოდან შორს,უცხო მიწაზე დაიხოცნენ!-ცრემლებს გასაქანი მისცა ქალმა და მკერდზე კიდევ ერთხელ უბიძგა,რომ მისგან თავი დაეხსნა.-შვებით ამოვისუნთქეთ ყველამ,როდესაც ჯაჭვლიანის მაგივრად ჯანაშია გამოაცხადეს...სხვისი სიკვდილი გამიხარდა მხოლოდ იმიტომ,რომ შენი სიკვდილის შემეშინდა,რადგან ამ შემთხვევაში ყველა ჯოხი ჩემზე გადატყდებოდა.-ჯიუტად ცდილობდა მისგან თავის დაძვრენას.
-მარიამ დამშვიდდი!-ხელები წელზე მჭიდროდ მოხვია და უფრო ახლოს მიიზიდა.
-მთელი ორი კვირაა სახლში ლანდივით დავდივარ იმიტომ,რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ნორმალურად არ მელაპარაკება...რომ მომკვდარიყავი მერე? 29 წლის კაცი ხარ გეგა თავი თუ არა სხვები მაინც შეიცოდე...ლამის მოკვდა ლუკა ნერვიულობით!
-დამშვიდდი და ვილაპარაკოთ კარგი?-სახეზე ხელი ფრთხილად მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა.-რა მოგივიდა მარიამ?
-რა მომივიდა? შენ გეგა!-ნერვებს ვეღარ იმორჩლებდა.ნამდვილად არ ელოდა,რომ ჯაჭვლიანი დაბრუნდებოდა,თორემ საერთოდ არ გაეკარებოდა სასმელს.-აწი ს,რომ დააპირებ არც მე გამაგებინო!წერილი დამიტოვე,რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მომცემენ თუ მართლა მოკვდები!
-შემომხედე!-სახიდან თმა მშვიდად გადაუწია.-აქ ვარ მარიამ,ცოცხალი და ჯანმრთელი.რა დაგემართა ამ ცამეტ დღეში?
-გეხვეწები გეგა,მეტჯერ აღარ მითხრა,რომ მიდიხარ...ან თუ მეტყვი ლუკასაც დაემშვიდობე!-მისგან თავი გაითავისუფლა და ნაბიჯით უკან დაიხია.-დიდი ხანია ასე არავისი სიკვდილის შემშინებია...ალბათ იმიტომ,რომ ეს ჩემს სინდისზე იქნებოდა...
-არ გინდა,რომ ვილაპარაკოთ?
-რაზე?
-იმაზე,რაც მოხდა.
-შენ ცოცხალი ხარ! გვიხარია,მეტი არაფერი მომხდარა.-წასასვლელად შებრუნდა, თუმცა ამაოდ.
-შენ ხომ მოგისმინე? ახლა მეც მაცადე საუბარი მარიამ!-თავისკენ შეაბრუნა და მისი სახე ხელებში მოიქცია.მისი თვალები მხოლოდ სიბრაზეს ასხივებდა.-მადლობელი ვარ შენი!-მშვიდად დაიწყო საუბარი.-იცი რა რთულია წახვიდე სახლიდან ისე,რომ არავის დაემშვიდობო?
-არ გინდა რა...თავს უარესად ნუ მაგრძნობინებ.
-მომისმინე გთხოვ.-ხმაში მუდარა გაურია გეგამ.წინააღმდეგობა ვეღარ იგრძნო, ამიტომ საუბარი განაგრძო.-ადრე ჩემმა მეგობარმა მითხრა: „უემოციო უნდა გახდე თუ გინდა,რომ გადარჩე“-ო,მაგრამ ეს საკმარისი არ არის,რადგან როცა უკან იხედები და ვიღაცას ხედავ ეს გაბედნიერებს,ბედნიერება ემოციაა,ემოცია კი ძალა.შენ...შენ მაგრძნობინე ის,რომ ისევ ცოცხალი ვარ და რაღაცად ღირს ჩემი სიცოცხლე და ამისთვის მადლობელი ვარ! ახლა,რომც ვერ დავბრუნებულიყავი მარიამ ეს შენი ბრალი არ იქნებოდა. ამხელა კაცს მართლა სადმე ხომ არ მიმაბამდი? ასეთია ცხოვრება,ყველა რისკავს რაღაცას,რომ ბედნიერი იყოს.მე ეს მაბედნიერებს...-სიგარეტის კვამლში გახვეულმა თვალი გაუსწორა.-ნუ ღელავ იმაზე,რაც ჩემს გარშემო ხდება კარგი? მადლობელი ვარ,რომ შეძელი და ლუკას ესაუბრე.მადლობელი ვარ,რომ იმ ღამეს დამემშვიდობე...ეს ბევრს ნიშნავს.-სწრაფად მიაყარა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,რომ გაგრძელება შესძლებოდა.-ნუ მოწევ რა.-მშვიდი ხმით მიუგო და სიგარეტი ხელიდან გამოართვა.-ნასვამი ხარ,არც თუ ისე კარგი კომბინაციაა.
-ჩემს თავის ტკივილად რატომ იქეცი ჯაჭვლიანო? ჩემს წიგნში გახსენე და ამას ქართული სისხლის ყივილი ვუწოდე,მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება...
-წიგნში მახსენე?-გაუკვირდა.-დიდი პატივია.
-დიახ და გაგლანძღე...-სიცილი ვერ შეიკავა გეგამ მის ნათქვამზე.-რა გაცინებს? სანამ შენით წაიკითხავ მინდა,რომ მე გითხრა მერე ცუდად,რომ არ გამოვიდეს.
-ყავას გაგიკეთებ გინდა? ცოტა გამოფხიზლდი.
-სახლში მობრძანება იკადრე,ყავაზე გაწვალებ? მე გავაკეთებ, წამოდი!-ხელკავი გამოსდო და სახლში მასთან ერთად შევიდა.-ჩშშ!-ტუჩებზე ხელი მიიდო,რომ სიჩუმე შეენარჩუნებინა,თუმცა ერთადერთი ვინც ხმაურობდა თავად მარიამი იყო. სამზარეულოში შესვლისთანავე კარი დახურა და გეგას სკამზე მიუთითა დაჯექიო.-შენი ძმა მოგკლავს!-გონებაში უცებ ამოუტივტივდა მისი გაცეცხლებული მზერა.
-გადავიტან!-მისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა და სკამის საზურგეს მშვიდად მიეყრდნო.მხოლოდ წამით დახუჭა თვალები და მარიამმა ლამის მთელი სამზარეულო თავზე დაიმხო.
-ჯანდაბა!-დაიყვირა გაცეცხლებულმა და იატაკზე მიმოფანტულ ნამსხვრევებს უკმაყოფილოდ დახედა.
-მე თუ შენი თავის ტკივილი ვარ მარიამ,შენ ჩემს პირად აურზაურად იქეცი სახლში შემოსვლის დღიდან.-ტუჩებდაბრეცილ ქალს გახედა,რომელიც აურზაურის ეპიცენტრში იყო.
-ძალით არ მინდოდა,ჭიქის აღებას ვცდილობდი.-თავი პატარა ბავშვივით იმართლა.
-ხო და მთელი კარადა თავზე დაიმხე არა?
-ავკრეფ და ახალ ჭიქებს გიყიდი.-„იწყინა“ მისი ნათქვამი.
-არაფერს არ აკრეფ გაიწიე.-წყლითა და ნამსხვრევებით სავსე იყო იატაკი.-აი აქ დაჯდები!-ერთი ხელის მოძრაობით ხელში აიყვანა სიფრიფანა სხეული და მაგიდის კიდეზე დასვა.-და არ გაინძრევი სანამ მე არ გეტყვი!
-თავისუფლებას ნუ მიზღუდავ!
-მოყენებული ზარალისთვის გიჩივლებ თუ არ გაჩუმდები!
-ვაიმე გიყიდი!-გაბრაზებულმა მიუგო და ხელები გადააჯვარედინა.-განა რა ღირს?
-ვხუმრობ მარიამ,რაღაც განსხვავებული დალიე მგონი შენ...წინაზე ასეთი ჰიპერაქტიული არ იყავი.
-წინაზე ამდენი სადარდებელი არ მქონდა...ახლა ვისაც ვინმესთან დამშვიდობება მოგინდათ ყველა ჩემთან მოხვედით და მეც დავიღალე.
-კიდევ ვინ დაგემშვიდობა?
-თუკა...ოღონდ მე არა,შენ.-ისე მიახალა არც უფიქრია მის რეაქციაზე.
-რაა?-გაოცებულმა გახედა და შუშის ნამსხვრევები იქვე სანაგვე ურნაში ჩაყარა.-თუკა როდის, ან სად,ან რატომ დაგემშვიდობა?-სულ დაიბნა ჯაჭვლიანი.
-გუშინ იყო მოსული...მთხოვა,რომ მეთქვა არ გენერვიულა და ბედნიერი ყოფილიყავი.
-სადმე წავიდა თუ რატომ დაგვემშვიდობა?-მაშინვე ყველაფერმა ცუდმა გაუელვა გონებაში.
-ნუ ნერვიულობ თავი არ მოუკლავს.-მისი სახის გამომეტყველებას მოაყოლა ნათქვამი. -იტალიაში მიდის,კონტრაქტს მოვაწერე ხელიო.
-კარგად არის?-სევდა ჩაეღვარა სხეულში,თავადაც ხვდებოდა,რომ ამას მის გამო აკეთებდა.
-იმედგაცრუებულია ეს ფაქტია,მაგრამ ვფიქრობ,რომ კარგად იქნება.თავი კარგად უჭირავს და უფრო მეტიც,წინ მიიწევს.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.-თან იცი რა არის?
-გისმენ აბა.-ხელები მის გარშემო დააწყო და თვალებში მომლოდინედ ჩააცქერდა.
-რამსიგრძე ფეხები აქვს,მოკლე კაბა ეცვა და ქალური შურით შემშურდა.
-შენ რა ნაკლები გაქვს?-სასაცილოდ არ ეყო გეგას მისი ნათქვამი.
-ჰო,ეგეც მართალია.-საკუთარ ფეხებს თვალი ააყოლა.-იცი გეგა...-თვალი გაუსწორა მის წინ მდგომს.-შენი სიკვდილის მართლა შემეშინდა და მიხარია,რომ ცოცხალი ხარ.-გამოუტყდა ჯაჭვლიანს.
-ასე რისი შეგეშინდა მარიამ?ხომ იცოდი მანამდეც,რის გამო მივდიოდი?
-რეალობას,რომ შეეჯახები მხოლოდ მერე იაზრებ იმ სიმძიმეს,რომელიც მხრებზე დაგაწვა. ძალიან რთულია ხელი შეუწყო ადამიანს ში და მთელი დარტყმა საკუთარ თავზე აიღო.ლუკა,რომ დავინახე განადგურებული...მხოლოდ მაშინ გავიაზრე რა სისულელე გავაკეთე.ჩემთვის,რომ ვინმეს ეს შანსი არ მოეცა და პირიქით,ხელიდან გამოეგლიჯა ალბათ არასოდეს ვაპატიებდი.
-ადამიანები გადავარჩინე მარიამ...დამიჯერე,რაც გავაკეთე ამად ღირდა.
-ჰო, ამაზე მთელი დღეებია მეფიქრება...შენ გადაარჩინე ყველა,ვისაც ეს სჭირდებოდა, მაგრამ თავად შენ ვინ გადაგარჩენს?ახლა მიპასუხებ ღმერთიო,მაგრამ ეს ჩემს თვალთახედვას სცდება და ისევ კამათს დავიწყებთ,ამიტომ არ გკითხავ და შენგან პასუხსაც არ დაველოდები,ასე ჯობია.
-ასე რატომ შეგეშინდა ჩემი სიკვდილის?-სახე უფრო ახლოს მიუტანა...იმდენად ახლოს,რომ მარიამი მის ცხელ სუნთქვას საკუთარივით გრძნობდა.
-როდესაც ახლობლებს ვინმეს შესახებ რაიმეს უმალავ ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება. რატის მშობლებს დავუმალე,რომ რინგზე საჩხუბრად გადიოდა და ბოლოს საავადმყოფოში ამოყო თავი,ალექსის მშობლებს დავუმალე მისი ამბავი და ალკოჰოლიკი გახდა,შენი ამბავი დავუმალე ლუკას და შეიძლებოდა მომკვდარიყავი!სულ ეს მიტრიალებს გეგა თავში,ვერ ვიშორებ ამ ყველაფერს. ვიცი,რომ უკვე ზედმეტია ჩემი წარსულის ყოველ ნაბიჯზე შენთან განხილვა,მაგრამ ასეთი ვარ,ყოველთვის ბევრს ვფიქრობ წარსულზე და მომავალს ფაქტობრივად კარს ვუკეტავ,რომ უკეთესობისკენ არ წავიდე.-დაძაბულმა ამოთქვა და თავი მის მკერდს გაუაზრებლად მიაყრდნო.
-ზუსტად ეგ გაძლიერებს ამდენად.-წელზე ხელები მოხვია და მისი სურნელით აივსო ფილტვები.-იქამდე დაბრუნდები წარსულში,სანამ უკან დაბრუნებული საკუთარ თავს არ ჰკითხავ აქ რისთვის მოვედიო.ჯერ ისევ გჯაბნის ემოციები,რომლებსაც წარსულის დაბრუნება უნდათ,რადგან იქ რაღაც დაგრჩა ისეთი...ალბათ მნიშვნელოვანი...-მის ყურთან ამოიჩურჩულა და თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.-შენც მშვენივრად იცი,რომ წარსულს არ სჭირდები,მაგრამ მომავალი შენს ცხვირწინ არის და შეგიძლია, რაღაც უკეთესი გქონდეს ცხოვრებაში,რადგან ამას იმსახურებ... შეწყვიტე შენი თავის დადანაშაულება იმ შეცდომების გამო,რომლებიც წარსულში დაუშვი! თავს უფლება მიეცი,რომ გამოჯანმრთელდე და წინ წახვიდე!
-ისეთი შეცდომა დაგიშვია,რომელიც ისევ თან დაგყვება?-შედარებით მშვიდი ხმა ჰქონდა.მის მკერდზე მიკრულს თვალებიც კი დაეხუჭა იმდენად მშვიდად გრძნობდა თავს და ასე აგრძელებდა მასთან საუბარს.
-ვერ დავითვლი იმდენი მარიამ!-დაძაბულმა ამოთქვა.-ჩემი გამოუცდელობის გამო ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა ავღანეთში. ყოველ წელს მივდივარ მის საფლავზე,სადაც მხოლოდ მისი საქორწინო ბეჭედი და ფორმის ნაგლეჯია დამარხული და ვიხსენებ იმ შეცდომებს,რომლებიც დავუშვი.მხოლოდ წამით მოვადუნე ყურადღება და მისგან აღარაფერი დარჩა...ოჯახმა,ვერც კი დაიტირა მისი სხეული.ყოველ დილით იმის იმედით ვდგები საწოლიდან,რომ იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ.
-მაშინებს შენი გამძლეობა...
-ხანდახან დანებება მინდა,მაგრამ მახსენდება რამდენი რამ დავთმე ამითვის და ისევ საწყის პოზიციას ვუბრუნდები. შენც ასე უნდა მოიქცე.
-რა კარგია შენთან საუბარი...ადამიანთან,რომელმაც იცის რა არის ტკივილი და შიში.
-რისი გეშინია მარიამ?
-იმის,რომ ერთ დღეს საწოლიდან ვეღარ ავდგები.
-რატომ?
-იმიტომ,რომ ვეღარ ვიგრძნობ ჩემს საჭიროებას.ხანდახან იმასაც ვეღარ ვგრძნობ,რომ ცოცხალი ვარ...აი მაგალითად ახლა.
-ვერ გრძნობ,რომ ცოცხალი ხარ?-ჩაეძია და თავი ააწევინა,რომ მისთვის სახეში შეეხედა.
-ვერა.
-ახლა?-ხელზე ძლიერად მოუჭირა თითები,რომ ტკივილი ეგრძნო.
-ახლა ტკივილს ვგრძნობ.
-ეს იმიტომ,რომ ცოცხალი ხარ. სანამ იცოცხლებ,იქამდე იგრძნობ ტკივილს,თანაც ყოველდღიურად. ასეა ადამიანი მოწყობილი,მუდმივად სტკივა რაღაც,მაგრამ არ ნებდება და გადარჩენისთვის იბრძვის,რადგან ეს არის ჩვენი ვალი ამ წყეულ დედამიწაზე.
-თუ ისევ ლონდონში დავბრუნდები...-ყოყმანით წამოიწყო საუბარი.-შეიძლება რჩევისთვის დაგირეკო?
-ნებისმიერ დროს მარიამ!-მტკიცედ ამოთქვა.-თუ არ გიპასუხე,ესეიგი სადღაც ვიღაცის სიცოცხლეზე ვზრუნავ,მაგრამ აუცილებლად გადმოგირეკავ თუნდაც თვეების შემდეგ.
-კარგი კაცი ხარ ჯაჭვლიანო,ვისურვებდი უფრო ადრე შეგხვედროდი...იქნებ ალექსთან მომხდარს ამდენად არ ემოქმედა ჩემზე და სამშობლო 8 წლით არ დამეტოვებინა.
-სამშობლო გადაიტანს...მთავარია საკუთარი თავი არ დატოვო.
-ვხვდები ღმერთი რატომ გმფარველობს.
-მაინც რატომ?
-ანგელოზად ხარ დაბადებული!-ხმამაღლა განაცხადა.
-რაა?-სიცილი ვერ შეიკავა გეგამ.
-არ გეხუმრები მართლა.
-ჩემი ზურგი ნანახი ხომ გაქვს? იქ ფრთები არ ყოფილა.
-ამას არ ვგულისხმობ.-თავი უკმაყოფილოდ გააქნია.-შენ ეხმარები ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ.შენი ღმერთი ჩემი ღმერთიც არის,მაგრამ შენი რწმენა იმდენად განსხვავდება ჩემისგან და იმდენად გაძლიერებს,რომ საშუალება გეძლევა გარისკო და ყველანაირ უბედურებას გადაურჩე.ღმერთი გაძლევს საშუალებას იცოცხლო,რადგან იმდენი სიცოცხლე გადაარჩინე ათჯერაც,რომ დაგჭრან სასიკვდილოდ ათჯერვე უკან,დედამიწაზე,დაგაბრუნებს,რადგან შენ სიცოცხლე დაიმსახურე!თუმცა თუ მოხდა ასე და ვერ გადარჩი,ალბათ იმიტომ,რომ ეს სამყარო ზედმეტად ბოროტი იყო შენთვის!-დასკვნა გამოიტანა ქალმა.
-მარიამ...მეც ისეთივე ადამიანი ვარ,როგორიც შენ.
-არ მითქვამს,რომ მითიური არსება ხარ და ნაიარევები ელვის სისწრაფით გიხორცდება.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-უბრალოდ გეუბნები,რომ სიცოცხლე დაიმსახურე!
-თუ მართლა ასეა სხვა დროს,რომ წავალ აღარ იდარდო.
-წასვლაზე აღარ მელაპარაკო!-ხელები სწრაფად მოიშორა სხეულიდან და მაგიდიდან ჩამოხტა.
-კარგი,სხვა დროს წერილს დაგიტოვებ,რომელსაც მხოლოდ მაშინ მოგცემენ,თუ მოვკვდები.-მისი ნათქვამი გაიმეორა გეგამ
-სახლში დაბრუნებას გილოცავ ჯაჭვლიანო!-ღიმილიანი სახით მიუგო კაცს.-ყავას,რაც შეეხება...ჩათვალე ვალი მაქვს!-წამით კიდევ შეავლო თვალი მის სილუეტს და ოთახი ნელი ნაბიჯით დატოვა...

***
-საკუთარი თავის გარდა არაფერზე ფიქრობ!-დილით საშინელმა ხმაურმა მოიცვა ჯაჭვლიანების სახლი.
-ოდესმე მაინც წავიდოდი,ეს შენც იცოდი!-ყვირილითვე უპასუხა უფროსმა ჯაჭვლიანმა.-უცებ გამოერკვა მარიამი,უკვე ხვდებოდა რაშიც იყო საქმე.სასწრაფოდ გადაიცვა მაისური და სირბილით დაეშვა კიბეებზე,ნუცაც უკან მიჰყვა ბავშვით ხელში.
-რა გაყვირებს ლუკა?-გაოცებული შედგა კიბის ზღურბლზე ნუცა.
-აღარაფერი.-მშვიდად მიუგო და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
-გეგა.-ღიმილით მიუგო და კაცს გადაეხვია.-როდის დაბრუნდი?ძალიან ვინერვიულეთ შენზე.მიხარია,რომ კარგად ხარ.
-გამთენიისას.-მის მაგივრად უპასუხა მარიამმა.-მაგრამ ასეთი ნაცემი არ მახსოვხარ.-სახეზე მიუთითა და ნუცას დემნა გამოართვა.
-მეტის ღირსია!-გაცეცხლებულმა ამოთქვა ლუკამ.
-ლუკა...სიხარულო არ გინდა გარეთ გავიდეთ?უცებ ჩავიცვამ,დემნასაც მოვამზადებ და წავიდეთ გავისეირნოთ.
-ღმერთო გული მერევა!-ხმამაღლა განაცხადა ქალბატონმა.
-მარიამ!-მისი ნათქვამი იწყინა ნუცამ.
-თქვენს სიყვარულზე არა გოგო!ნაბახუსევი მკლავს.-შუბლზე ხელი იტაცა.
-წავიდეთ ლუკა!-ქმარს ხელი შეაშველა,რომ ამდგარიყო,მარიამს დემნა გამოართვა და ოთახი უკანმოუხედავად დატოვა...
-კარგად არ გამოიყურები!-როგორც კი ოთახი დატოვეს მაშინვე მიუგო მარიამს.
-არც შენ! ლუკა ძალიან გააბრაზე.
-არ მინდოდა,რომ ასე მომხდარიყო,მაგრამ ამას ვეღარ შევცვლი.
-რამე ცივი დაიდე სახეზე,თორემ დაგილურჯდება.-გვერდი უემოციოდ აუარა და ეზოში გავიდა. ფრაგმენტებად ახსოვდა გასული ღამე, თავი უსკდებოდა და კარგად ვერ აზროვნებდა. ალბათ ყველაფერს გაიღებდა,რომ მთელი დღე საწოლში გაეტარებინა.
-სულ ეგ არის?-უკან გაჰყვა გეგა.-სხვას არაფერს მეტყვი?
-რა უნდა გითხრა?-ფეხები სავარძელზე მოკეცა და კმაყოფილმა ჩაისუნთქა თამბაქოს კვამლი.
-არვიცი,აღარ გამიბრაზდები,როგორც გუშინ?
-გუშინ გაგიბრაზდი?-ნამდვილად არ ახსოვდა ეს მომენტი.
-საკმაოდ თან!
-მახსოვს,რომ მოხვედი,მაგრამ დანარჩენი რა და როგორ მოხდა კარგად არ მახსოვს.-შუბლზე ხელი მთელი ძალით მიიჭირა.-თუმცა გაბრაზებული ვიქნებოდი აუცილებლად.
-ეს გამომართვი.-მინერალურის ბოთლი გაუწოდა.-სიგარეტი ვერ გიშველის,ეს დალიე.
-მადლობა.
-წადი და გამოიძინე,ძილი დაგეხმარება და თავს უკეთ იგრძნობ.
-სამუშაო მაქვს, 13 ივლისს პრეზენტაცია მაქვს და არაფერი გამიკეთებია ჯერ.
-რასთან დაკავშირებით?
-„რისთვის უნდა იბრძოლონ ახალგაზრდებმა“.
-ოჰოო,-თემამ აშკარად დააინტერესა.-შენ უნდა აუხსნა რისთვის უნდა იბრძოლონ?
-არა,ალბათ უფრო მიმართულებას მივცემ,რადგან 17-18 წლის ბავშვები ახლა დაბნეულები არიან და არ იციან საით წავიდნენ.მე კი ჩემი გამოცდილება უნდა გავუზიარო.მოვუყვები მათ იმას,თუ მე რისთვის ვიბრძვი და რა არის პრიორიტეტი ცხოვრებაში,იქნებ ამან ვინმეს ცხოვრება შეცვალოს.
-და რისთვის იბრძვი?
-ჩემს წიგნს,როდესაც წაიკითხავ გაიგებ!
-ჰმმ,ან იქნებ შენს ლექციას დავესწრო და ასე გავიგო,უფრო მარტივად და თანაც უფასოდ.
-რაიყო წიგნში 10-15 ლარის გადახდა გენანება?
-არა!უბრალოდ სანამ წიგნს ვიხილავ მინდა მანამდე გიცნობდე.
-რატომ?
-იმიტომ,რომ მაინტერესებ. იშვიათია ადამიანი,რომელიც შენსავით ფიქრობს...-სიგარეტს მშვიდად მოუკიდა და თამბაქოს კვამლში გახვეული დააკვირდა მის წინ მჯდომს.-ისეთ რაღაცებს აფასებ ხალხში...ისე საუბრობ საქართველოზე...მიწაზე, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მტკივა. სხვანაირი ხედვა გაქვს,დასაფასებელი და ყურადსაღები,თუმცა არის რაღაცები,რაზეც ჯერ ისევ მაინტერესებს შენი აზრი.
-მაგალითად?
-მაგალითად ჯარისკაცებზე.
-და რა გაინტერესებს მათზე?
-შენი დამოკიდებულება მათ მიმართ.-მშვიდად მიუგო და ოდნავ წინ გადაიხარა,რომ თვალებში შესძლებოდა ყურება.-პასუხი თუ მომეწონება იმას დავივწყებ,რომ ცივ ბეტონზე ფეხშიშველი დადიხარ.-მუხლები ნიკაპთან მიეტანა,ხელები ზედ შემოეხვია და პატარა ბავშვივით თავი ჩამოედო ზედ.
-გეტყვი...ოღონდ რასაც ვიტყვი შენს თავზე არ მიიღო.-თითი „გამაფრთხილებლად“ დაუქნია და საუბარი დაიწყო...-ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი ადამიანები არიან ჯარისკაცები,რადგან სიცოცხლეს თმობენ ქვეყნისთვის.მტერს თვალს უსწორებენ და სიცოცხლეს ეთხოვებიან იმისთვის,რომ დაგვიცვან.ძალიან რთულია რაიმე ვთქვა მათზე,ვისი სახელიც ისტორიას დარჩა.ერთი უბრალო მოკვდავი ვარ,რომელსაც არაფერი გაუკეთებია ისეთი,რაც მის ქვეყანას გადაარჩენდა.ამ ბიჭებს კი...-ჰაერი მძიმედ ჩაისუნთქა.-ამ ბიჭებს ომში წინა ხაზზე ბრძოლა მოუწევთ და საკუთარ თავზე გამოცდიან ომის შედეგების სიმძიმეს.ყოველთვის გახარებული სახით ვუყურებ კაცებსაც და ქალებსაც,როდესაც ვხედავ,რომ ჩვენი ქვეყნის ფორმა აცვიათ და ამაყად მიაბიჯებენ ქუჩაში,რადგან სწორედ ეს ადამიანები დაუტოვებენ მომავალ თაობას საქართველოს. ასეთმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს ის საქართველო,რომელიც ახლა გვაქვს.მართალია არა მთლიანი,მაგრამ ამაზე უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. შეიძლებოდა საერთოდ წაშლილიყო საქართველოს სახელი ისტორიიდან, რომ არა მებრძოლები,რომლებიც სიკვდილს არ შეუშინდნენ ქვეყნის გამო.მათ შეძლეს და მოგვცეს შესაძლებლობა,რომ თავისუფალ საქართველოში გვეცხოვრა და ეს არ უნდა დავუკარგოთ.რამდენი ვერ მოესწრო შვილს...რამდენმა დატოვა ოჯახი და რამდენმა ჩააცვა მშობელს ძაძები.როგორ უნდა ვისაუბრო მათზე? როგორ უნდა მივცე თავს უფლება ადამიანებზე ვისაუბრო,რომლებიც ჩემი მშვიდობიანი ცხოვრებისთვის საფლავის გარეშე კვდებიან?მეამაყება თითოეული მათგანი და ვისურვებდი მეც მქონოდა გამბედაობა იმისა,რომ ეს ფორმა მეტარებინა და საჭიროების შემთხვევაში სიკვდილისაც არ შემშინებოდა.
-გგონია მათ არ ეშინიათ?
-რა თქმა უნდა ეშინიათ...ვინ შეხვდება სიხარულით სიკვდილს? ვინ შეუშვერს ბედნიერებით მტერს მკერდს და დატოვებს ყველაფერს,რაც კი შეუქმნია აქამდე?შენც კი ჯაჭვლიანო...შენც გაგიჭირდება სიკვდილი და დარწმუნებული ვარ შეგეშინდება კიდეც იმის,რომ ვერ დაემშვიდობები შენს ოჯახს და უცხო მიწაზე უსაფლავოდ მოკვდები.-მშვიდად განმარტა და მის რეაქციას დააკვირდა. ჯაჭვლიანი გამომეტყველებას არ იცვლიდა,თითქოს სათქმელი არც არაფერი ჰქონდა.-დღემდე ვერ გამიგია როგორ შეძლეს ჩვენმა მებრძოლებმა 2008 წელს იმის გადატანა,რაც რუსებმა გაგვიკეთეს.ინტერნეტშიც კი მიჭირს სტატიების წაკითხვა,მაგრამ მაინც თვალი თუ გამექცევა და ჩავუჯდები,დაზაფრული და ტაოდაყრილი ვკითხულობ თითოეულ მონაკვეთს და სხეულის თითოეული ნაწილი მეკუმშება...მე ვერ გავუძლებდი,ქედს ვიხრი მათ წინაშე.
-მაოცებ!-მშვიდად ამოთქვა ჯაჭვლიანმა და მის სახეს კიდევ ერთხელ დააკვირდა.-არავინ იცის მაგ ლამაზი სახის უკან როგორი ჭკუა იმალება.სრული ჭეშმარიტებაა ის,რაზეც ისაუბრე...ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
-ეს რეალობაა,რომელსაც ბევრი თვალს არ ან ვერ უსწორებს.
-შენნაირი ადამიანის პოვნა რა რთულია იცი? თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს. ჯერ არცერთი ქალისგან არ მომისმენია ასეთი სიამაყით ნათქვამი სიტყვები ჯარისკაცებზე.
-ცოტა სიღრმეში ჩასვლაა საჭირო,დანარჩენს თავისთავად მიხვდება ადამიანი.
-ვერ მიხვდება თუ არ ადარდებს.შენ გადარდებს შენი ქვეყანა,შენი ხალხი...შენ და შენნაირი ადამიანები არიან ამ ქვეყნის მომავალი.შეიძლება მე მივიღო ტყვიები იმისთვის,რომ დავიცვა ჩვენი სამშობლო,მაგრამ შენ მიიღებ ხალხის სიძულვილს იმის გამო,რომ ცდილობ ქვეყანაში ცვლილებები შეიტანო,რომლებიც გადაგვარჩენს.ძალიან რთულია იმის განსაზღვრა თუ რა უფრო რთულია.
-„ხმალზე უფრო ჭლიერად ჭრის პატარა და რბილი ენა...“-გაეღიმა თავისივე ნათქვამზე.-ამ ყველაფრის გამოვლა მომიწევს აუცილებლად,როდესაც წიგნი დღის შუქს იხილავს.
-მზად ხარ ამისთვის?
-მზად ვარ იმისთვის,რომ ქვეყნისთვის ყველაფერს გავუძლო. მინდა,რომ მომავალი თაობა მშვიდად შეხვდეს წინა თაობის დამოკიდებულებას და მათი გავლენა აღარ იგრძნონ ცხოვრებაზე.დროა საქართველომ ჟამთა სვლას აუწყოს ფეხი.
-„თერგდალეულებს“ აცოცხლებ მარიამ?-ღიმილი ვერ შეიკავა.
-მერე მეც წიწამურთან,რომ მომკლან? არა!-თავი გააქნია უარის ნიშნად.-მე ჩემებურად დავიწყებ ყველაფერს.
-მყარად იდექი ბოლომდე კარგი?მე მჯერა შენი იდეების.
-ანუ ჩემს მხარეს იდგები?
-მე მომავლის მხარეს ვდგავარ და არა წარსულის.მომავალი ხარ,ამიტომ შენს მხარეს ვდგავარ.
-დღეს თუ არ მოვკვდები მეტჯერ აღარ დავლევ...-ძლივს შეიკავა თავი და პირზე ხელი იტაცა.
-არ მოგეშვება ასე,თავს ნუ იკავებ.
-უნდა წავიდე.-უცებ წამოხტა და სირბილით შევარდა სახლში.კიბეები უცებ აიარა და საპირფარეშომდე გზა გაიკვლია.-ჯანდაბა შენს თავს მარიამ!-თავის თავს შეუტია და იატაკზე მჯდომი კედელს მიეყრდნო.-რა მინდოდა,ყველა პრობლემა ერთიანად,რომ არ მომახტეს არ შეიძლება?!-საკუთარი თავის ლანძღვამ ვერ უშველა,თითქმის მთლიანად დაიცარიელა ორგანიზმი,მაგრამ თავს მაინც ძალიან ცუდად გრძნობდა.
-კარგად ხარ?-გეგას ხმა გაიგონა კარს მიღმა.
-შენი აზრით?
-მისმინე,წვნიანებთან როგორ ხარ?
-ასეთ მომენტში მართლა გინდა საჭმელზე საუბარი?-გაბრაზებულმა მიუგო და რომ არა მისი სისუსტე ალბათ კარში თავს მოაყოლებდა.
-ჩიხირთმას გაგიკეთებ და შეჭამე,მე მხოლოდ ეგ მშველის ასეთ დროს.
-რაც მიშველის ყველაფერს შევჭამ.-ღონემიხდილმა მიუგო და თავი კედელს მძიმედ მიაყრდნო.ვერც კი გაიაზრა ისე ჩაეძინა სააბაზანოს იატაკზე მჯდომს.დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოაფხიზლა ჯაჭვლიანის ხმამ,რომელიც მის წინ მუხლებზე იდგა და სახეზე ხელს ფრთხილად უსვამდა.
-მარიამ.-მისი ხელის შეხება იგრძნო სახეზე.-გაიღვიძე აბა.
-მღვიძავს.-წამწამები ერთმანეთს მძიმედ დააშორა.-არ მითხრა,რომ აქ მეძინა...-დაიკრუსუნა თავისთვის და ოთახს თვალი მოავლო.
-კარგი,არ გეტყვი,მაგრამ უნდა ადგე.-წელზე ხელი ფრთხილად მოხვია და ფეხზე წამოაყენა.-მოდი დაწექი და ისე ჭამე,აქ ამოგიტან.-საწოლამდე მიაცილა და სამზარეულოდან საჭმელი ამოუტანა.-აი ეს შეჭამე ბოლომდე და გამოკეთდები.
-ეს რამხელა რაღაცები ყრია შიგნით.-სახე დამანჭა დანახვისთანავე.
-თვალები დახუჭე და ისე ჭამე...-მხრები აიჩეჩა და კოვზს თავად მოკიდა ხელი.-იცოდე ძალით გაჭმევ!
-არ შეიძლება მასე,რაც არ მომწონს არ უნდა მაჭამო...
-მარიამ ცუდად ხარ,პირი გააღე და ჩაყლაპე,მეტს არაფერს გავალებ.
-იცოდე უარესად თუ გავხდი შენ აგებ პასუხს!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და მის ნებას დაჰყვა.წამით ჯაჭვლიანის კუნაპეტ თვალებს,რომ გადააწყდა სხეულში სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.აღარც კი ახსოვდა ბოლოს ასე ვინ უვლიდა...
ასეთ ყურადღებას ვინ იჩენდა...
საჭმელს ვინ უმზადებდა...ან საკუთარი ხელით ვინ აჭმევდა...
ალბათ დედა...დედის გარდა მსგავსი რამ არასდროს არავის გაუკეთებია. სულ იმას ამტკიცებდა,რომ ძლიერი ქალი იყო და ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდებოდა,მაგრამ ასეთ მომენტებში ზრუნვა და ყურადღება მასაც კი სჭირდებოდა...
მთელი ჯამი ძალით შეაჭამა გეგამ.მისი წუწუნისთვის ყურაღება არ მიუქცევია, მხოლოდ რამდენჯერმე დაიკრუსუნა ქალმა,მაგრამ მალევე შეწყვიტა და ღონემიხდილი მიესვენა საწოლზე,მალევე ღრმა ძილს მიეცა...გეგაც უძილო იყო,მთელი ღამე იმის მოლოდინში გაატარა თუ როგორ შეხვდებოდა ლუკა და თვალი ვერ მოხუჭა,ახლა მხოლოდ ძილი სჭირდებოდა.მის თავთან მჯდომი კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა...

***
-შენ ხომ არ გაგიჟდი?-მთელ სახლში ისმოდა ლიკას ყვირილი.-ბათუმში რატომ უნდა გადმოვიდე?
-არ მინდა თბილისში ცხოვრება ლიკა,ახალი ცხოვრება დავიწყოთ.
-ახალი ცხოვრება გაქვს უკვე!-დაძაბულობა იგრძნობოდა მის ხმაში.-მე გყავარ!საკმარისი არ არის?
-არა!-დაუყვირა დაუფიქრებლად...-ამ მომენტში ცვლილებები მჭირდება...-თავი გაიმართლა.-მჭირდება,რომ ჩემს გვერდით იდგე,რომ ახალი ცხოვრება დავიწყო,ყველასგან შორს.
-მართლა ვერ ვხვდები რამდენი დრო გჭირდება,რომ შეიცვალო და გაიზარდო!
-ასე რატომ აპრობლემებ?
-მე აქ კარიერა მაქვს ლუკა! აქ მეგობრები მყავს,საკუთარი ცხოვრება მაქვს.ვერ ჩავალაგებ ჩემოდნებს მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი ქმარი რაღაც სულელური წარსულის იმედით ცხოვრობს და იმდენადაა უკვე მასში ჩაფლული,რომ ვეღარც კი ვიგებ შეიძლება თუ არა მისი მანდედან ამოყვანა.-ცრემლმორეული ესაუბრებოდა ქმარს,ვეღარ უძლებდა უკვე მის ასეთ საქციელს.
-გთხოვ ლიკა,უბრალოდ წამოდი ბათუმში და ყველაფერი დალაგდება...ძალიან კარგად ვიქნებით...-ძლივს მოიკრიბა გამბედაობა,რომ ეკითხა.
-რას უნდა ვგრძნობდე გაგიჟდი?-გააოცა მისმა შეკითხვამ.
-ვიცი,რომ მის გამო გინდა წასვლა,ამიტომ მიპასუხე,რომ ვიცოდე...ამას მაინც ვიმსახურებ მგონი!
-ის ჩემი წარსულია!
-მაშინ რატომ გავრბივართ მისგან?-მკერდზე მთელი ძალით უბიძგა.-ერთი მიზეზი მითხარი სიკვდილივით რატომ ერიდები მაგ გოგოს? თუ გიყვარს მითხარი...ვიმსახურებ იმის ცოდნას რატომ გახდა ჩემი ქმარი ასეთი...გეხვეწები ალექს...-ღონემიხდილი დაეცა მუხლებზე.ვერც კი ხვდებოდა როგორ მივიდა აქამდე,როგორ დაინგრია ცხოვრება ან საერთოდ ჰქონდა კი რაიმე დასანგრევი? ალექსი იყო ერთადერთი,ვინც ჰყავდა და ისიც მთელი ამ წლების განმავლობაში იმდენად დანგრეული იყო,რომ მისი ნამსხვრევების შეკოწიწება ვერ შეძლო ქალმა და ვერ გაამთელა კაცი,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა...
-მისმინე...-მის წინ ჩაიმუხლა ალექსი.-გპირდები ლიკა...უბედნიერეს ქალად გაქცევ,მაგრამ ახლა უნდა გამომყვე...მჭირდება,რომ ზურგს მიმაგრებდე გთხოვ.-ისე საუბრობდა ენა დაება ქალს და ვერაფრის თქმა ვეღარ შეძლო.-გადავიდეთ ბათუმში...უმაგრეს სამსახურს გიპოვი,ყველანაირად გვერდში დაგიდგები,ოღონდ წავიდეთ...მხოლოდ დემნას ნათლობაზე ჩამოვიდეთ და ამის შემდეგ ქალი სახელად,მარიამი აღარ იარსებებს ჩვენს ცხოვრებაში...ჩვენი ბუდე ავაშენოთ...შვილები გვეყოლება,ყველაფერი გექნება,რაზეც აქამდე გიოცნებია.-ცრემლები ფრთხილად მოწმინდა და ლოყაზე ოდნავ შეახო ცხელი ტუჩები.-ბოლოჯერ ლიკა...გამომყვები?-უყურებდა კაცს,რომელიც ბოლოჯერ გაყოლას სთხოვდა და გონებაში იხსენებდა მერამდენე ბოლო იყო ეს...რამდენჯერ სთხოვა იგივე და შუა გზაზე დატოვა.იყო ბევრი გულის ტკივილი,ცრემლი და ტანჯვა,მაგრამ ახლა რაღაც ახლის იმედით ისევ წამოეგო მის გადმოგდებულ ანკესს,როგორც მშიერი თევზი.
-ბოლოჯერ!-აკანკალებული ხმით ამოთქვა და თავი მის მკერდში ჩამალა.არავინ იცოდა ამის შემდეგ ისევ განმეორდებოდა თუ არა იგივე და ისევ მოუწევდა თუ არა ამ გზის გამოვლა,მაგრამ მისი სიყვარული კიდევ ერთ გულისტკივილად უღირდა...

***
-ასე ნუ უბრაზდები რა.-ტუჩები დაბრიცა ნუცამ.-შენი ძმაა ბოლოს და ბოლოს.
-ჩემი ძმა, რომ არის,ამიტომ ვბრაზდები...სხვისი,რომ იყოს რა გამაბრაზებდა.
-ლუკა!-მის წინ დადგა ნუცა.-ძმა გყავს,რომელსაც სჭირდები.დაფიქრდი იმაზე,რასაც აკეთებ.მის გვერდით უნდა იდგე და მხარს უჭერდე...
-შენ რატომ არ იდექი მარიამის გვერდით?-ჭრილობაზე ფეხი დააჭირა.-როცა გაიგე,რომ გეგას ამბავი დამიმალა, გგონია ვერ შევნიშნე,რომ ურთიერთიბა გაგიცივდათ?
-ეგ სხვა ამბავია.
-სხვა არ არის,მარიამი შენი დაა,მაგრამ შენი პრინციპები უფრო მაღლა დააყენე და კონტაქტი შეწყვიტე.ისიც კი არ მიულოცე,რომ წარმატებით ჩაატარა ტრენინგი და ხალხის სიყვარული დაიმსახურა.
-ეს ჩემს გამო არ გამიკეთებია...-გამოუტყდა ქმარს.-უბრალოდ...თავს უხერხულად ვგრძნობდი იმის გამო,რომ ჩემმა მეგობარმა დამშვიდობების შანსი წაგართვა და ამიტომაც ვარიდებდი თავს.
-ნუცა.-მისი სახე ხელებში მოიქცია ლუკამ.-შენი მეგობრებთან ურთიერთობა მე არ მეხება ეს ხომ იცი? არასოდეს არ უნდა გავხდე მიზეზი თქვენი ჩხუბის ან ცუდი ურთიერთობის.რთულია გაანალიზო ყველაფერი,როდესაც ძმის სიკვდილის შიში გიპყრობს,მაგრამ,როდესაც ყველაფერს მშვიდ გონებაზე გადავავლე თვალი,ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი...მე მივხვდი რატომ მოიქცა მარიამი ასე და ვიცი,რომ სხვა დროს ამას აღარ გააკეთებს,რადგან ისიც იმდენად იყო შეშინებული საკუთარი სახელი და გვარი,რომ მეკითხა ალბათ ვერ მეტყოდა.
მძიმე ტვირთი დააწვა მხრებზე და მას სჭირდებოდი...უბრალოდ თავიდანვე ვერ გავაანალიზე ამდენი,რომ მეთქვა,მაგრამ ასეა და გთხოვ,რომ ურთიერთობა გამოასწორო.
-მაშინ იმას გეტყვი,რომ მე გეგას საქციელის მესმის და უნდა აპატიო...განა იმდენად დიდი დრო გვაქვს,რომ საკუთარი სისხლი საზღვრებს მიღმა დავტოვოთ და კედლები ამოვუშენოთ? შენ იცოდი,რომ ასეთი იყო და ისიც იცი,რომ ამას კიდევ გააკეთებს.კიდევ წავა და შენი ამ რეაქციის გამო კიდევ წაგართმევს დამშვიდობების შესაძლებლობას,რადგან ურჩევნია უკანასკნელი მოგონება,რომელსაც თან წაიღებს, შენი მშვიდი და მომღიმარი სახე იყოს და არა გაავებული,ნაწყენი და უიმედო.
-არ ვიცი ჩემო პატარავ.არ მინდა,რომ ისიც დავკარგო და ამიტომ ვბრაზდები,მისი სიყვარული მაბრაზებს ასე.ერთადერთია,ვინც დამრჩა და არ მინდა მისი ცივი სხეული სასაფლაომდე ზურგით ვატარო,ამისთვის არ ვარ მზად...
-რა სისულელეებს ლაპარაკობ?-გაუბრაზდა ქმარს.-რა დროს ეგ არის,ამ ჯან-ღონით სავსე კაცს ასე უცებ ვინ ან რა წააქცევს? აქეთ წააქცევს ყველას.ისე გამოკეთდა შრამებიც კი არ აქვს მგონი.
-მარიამის წყალობით...ბოლო ერთი კვირა პატარა ბავშვივით უვლიდა.
-ჰო,ნამდვილად ასეა.-კვერი დაუკრა ქმარს.
-რამე ხდება მათ შორის?-დაეჭვებულმა იკითხა. რა თქმა უნდა მარიამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა,უბრალოდ აინტერესებდა ძმის ცხოვრებაში რაიმე ახალი თუ ხდებოდა.
-არვიცი.-მხრები აიჩეჩა დაბნეულობისგან.-მარიამს არაფერი უთქვამს,არამგონია.
-ბევრ დროს ატარებენ ერთად და ამიტომ ვიკითხე.
-შენს ძმას თუ შეურიგდები იქნებ გითხრას კიდეც რაიმე.
-შენც თუ შეურიგდები მარიამს ისიც გეტყვის რა ხდება.
-ანუ რქები დავიმტვრიოთ?-ეჭვნარევი მზერა შეავლო ქმარს.
-დემნას დეიდა და ბიძა სჭირდება,ამიტომ მგონი ასე სჯობს.-ღიმილით უპასუხა და მძინარეს შუბლზე აკოცა.ამ ბავშვს ნამდვილად სჭირდებოდა კარგი ადამიანები გვერდით...

***
რამდენიმე საათი მშვიდად ეძინა ორივეს,ჯაჭვლიანი უკვე შეჩვეული იყო ასე ძილს და მისთვის ეს პრობლემას აღარ წარმოადგენდა.თავად მარიამი რბილ,ფუმფულა, ბალიშს ეხუტებოდა და უდარდელად ფშვინავდა.შორიდან,რომ შეგეხედათ ნამდვილად იფიქრებდით,რომ წყვილი იყვნენ,თუმცა რეალობა სულ სხვა კედელთან აჯახებდა ორივეს.
-მარიამ.-კარი ფრთხილად შეაღო ნუცამ და ოთახში შეიხედა.-ეს რას ხედავს ჩემი თვალები!-გაოცებულმა ამოთქვა და მძინარე წყვილს თვალი მოავლო.
-რა ხდება?-დერეფნის ბოლოდან გამოსძახა ლუკამ.
-ჩშშ!-ტუჩებზე თითი მიიდო.-ნახე რა საყვარლები არიან.-გაეცინა მათ შემხედვარეს.
-ჩემს ძმას ყოველთვის საწყალი ბავშვივით რატომ სძინავს?-სიტუაცია სასაცილოდ არ ეყო.-რაღაც ისე ვერ არის ამათთან...-ეჭვნარევი მზერა მოავლო ლუკამ.-ხო ეგრეა მამიკო?-მძინარე დემნას დახედა.
-მარიამი,რომ გაიღვიძებს ვკითხავ.
-არა შეეშვი!-იუარა ლუკამ.-გეგას არ უყვარს თავის პირადზე საუბარი,ამიტომ ნუ დააფრთხობ,როგორც მათთვის უკეთესი იქნება ისე მოიქცევიან.
-მართალი ხარ!-კვერი დაუკრა ნუცამ და კიბეებზე მასთან ერთად დაეშვა.
-„ამათ ხომ კაცი ვერაფერს გამოაპარებს“-გონებაში გაიფიქრა ჯაჭვლიანმა და გვერდით მძინარე ქალს დახედა.ყველანაირად ლამაზი,რომ იყო ეს აოცებდა გეგას,თუმცა ხან იმაზეც დაფიქრდებოდა ასეთი ჭკვიანი,რომ არ ყოფილიყო ალბათ მის სილამაზეს ვერც შეამჩნევდა,რადგან გარეგნობა არ იყო ის,რასაც ქალში ეძებდა.
მის სტანდარტებს ასე ჯერ არცერთი ქალი არ მორგებია და ბუნებრივია,რომ დააინტერესა...მისი აზრი და შეხედულება იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა თითოეულ საკითზე,რომ შეეძლო მთელი დღე მოესმინა მისთვის.
აი რას ნიშნავს განათლება.
აი რას ნიშნავს ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანად ყოფნა.
აი რას ნიშნავს რწმენა საკუთარი თავის...
ყველაფერი ეს ჰქონდა მარიამს და აოცებდა გეგას. დილანდელი საუბარი ჯერ ისევ გონებაში უტრიალებდა...რამდენად აფასებდა სამშობლოს,ხალხს,გმირებს...მისი სიყვარული სამშობლოსადმი,მისი ხალხისადმი,იმდენად ძლიერი იყო ალბათ მთებსაც კი შეარყევდა.
ისევ ის სიცარიელე იგრძნო სხეულში,რომელიც ხშირად ახსენებდა თავს და მკერდის არეში ტკივილი იგრძნო.გაახსენდა მისიიდან დაბრუნებული სახლის ყიდვაზე,რომ ჩაფიქრდა,მაგრამ რომ გაანალიზა სახლი მხოლოდ მისი ნივთებით იქნებოდა დატვირთული და საკუთარ კბილის ჯაგრისსაც არავინ დატოვებდა მაშინვე უკუაგდო ეს იდეები.იმ მომენტში თუკაც კი მოენატრა...იმ მომენტში მისი ნათქვამი „მიყვარხარ“ ისე თბილად ჩაესმოდა გონებაში მანამდე,რომ არცერთხელ მოუსმენია. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს კაცი მარტო,ქუჩის ძაღლივით,ყოფნას ვერ გაუძლებს.ამ სიძლიერეს შენარჩუნება სჭირდება,ამისათვის კი დასაყრდენია საჭირო,რომელიც მოტივაციას მოგცემს და შენს სულს სიმშვიდეს მიანიჭებს.ეს აკლდა ჯაჭვლიანს,თანაც ძალიან...
გეგას საწოლიდან ადგომა უყურადღებოდ არ დარჩენია მარიამს,მაშინვე თვალები გაახილა და ოთახს თვალი მშვიდად მოავლო.
-შენი წვნიანი კარგი რაღაც ყოფილა.-ნახევრადმძინარემ შეაქო გეგას მომზადებული ჩიხირთმა და თვალები ისევ დახუჭა.
-უკეთ ხარ?
-ბევრად.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ბალიშს მთელი ძალით მოეხვია.-აქ გეძინა?
-ვიჯექი და ჩამეძინა,იმედია ახლა არ გაბრაზდები.
-არა,-მხრები მშვიდად აიჩეჩა.-იმხელა საწოლია მთელი სანათესაო რომ დაწვეთ ადგილი დარჩება.
-მიხარია,რომ გამოკეთდი.თავს მიხედე მარიამ და სასმელს მოერიდე...მითუმეტეს მაგ დოზით.
-არის ჩემო თავის ტკივილო.-სიცილით ამოთქვა ბოლო სიტყვები და თავი ისევ ბალიშზე დადო.ოთახი მაშინვე დატოვა გეგამ,კიბეები სირბილით ჩაიარა და ოთახში მყოფ ცოლ-ქმარს თვალი აარიდა,გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო.
-გეგა!-სმენას მისწვდა ლუკას დაძაბული ხმა,რომელიც ძმას ფეხდაფეხ მიჰყვა და წინ აესვეტა.
-ჩხუბი თუ გინდა მარჯვენა ყბა ისევ მტკივა,მარცხენაში დამარტყი.-მშვიდად მიუგო და პომიდვრის დაჭრა დაიწყო.
-ჩხუბი არ მინდა.
-ძალიან კარგი,რადგან პატარა ძმა ხარ და ხელს არ დაგადებ,ისე გამოდის,რომ უბრალოდ შენ მცემ და მეტი არაფერი.-უემოციოდ გაუგრძელა საუბარი.
-არ გეტყვი,რომ მესმის შენი...მაგრამ მინდა,რომ გაგიგო და შენს მხარეს ვიდგე.ერთადერთი ხარ,ვინც დამრჩა და შენც თუ მოგიშორე რა კაცი ვარ? დედას რა პასუხი უნდა გავცეთ? ასე ვიჩხუბეთ და დავიშალეთო? ხომ იცი ვერ იტანდა ჩვენს ჩხუბს...
-ეს ბოდიშის შენეული ვერსიაა?-ძლივს შეინარჩუნა სერიოზული სახე გეგამ.
-გეყოფა ახლა...-გაუბრაზდა ძმას.-ცუდად გამოვიდა,მაგრამ ვინერვიულე.
-ვიცი ლუკა,ამიტომ გთხოვე,რომ ჩემზე ზრუნვა შეგეწყვიტა.
-ძმა ხარ ჩემი გეგა,ძმა!როგორ უნდა შევწყვიტო შენზე ზრუნვა სულელი ხარ?
-მე გთხოვე,რომ შენი ცოლ-შვილისთვის მიგეხედა...მიხედე?მიაქციე ის ყურადღება, რომელიც სჭირდებოდათ?მე თუ აღარ გეყოლები უნდა ვიცოდე,რომ ამას შეძლებ! მესმის,რომ ნერვიულობ და განიცდი,მაგრამ მეც უნდა გამიგო და შენი ცხოვრებით იცხოვრო.მე დავანგრიე ჩემი,მაგრამ შენ ასე არ უნდა მოიქცე.-ძმას მხრებზე ხელები მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა.-ძლიერი უნდა იყო გესმის? უჩემოდ უნდა გადარჩე!
-ისევ მინდა,რომ სახეში დაგარტყა.-მშვიდად ამოილაპარაკა და ძმას მთელი ძალით გადაეხვია.-ოდესმე აუცილებლად გაგიგებ...გპირდები!
-ოდესმე წამოვალ ამ სამსახურიდან...გპირდები!-სასაცილოდ არ ეყოთ საკუთარი სიტყვები.პირდებოდნენ ერთმანეთს ისეთ რაღაცას,რაც შეიძლებოდა არასდროს მომხდარიყო,თუმცა სწორედ ესაა დედმამიშვილობის ხიბლი,მსგავი რაღაცები ტყუილში არ ითვლება,უბრალოდ სიტუაციის გამოსასწორებელი ფრაზებია...
-მე რა მატირებს მეორე ოთახში არ მკითხოთ!-აცრემლებულმა ნუცამ ძმებს გახედა, რომელთა შერიგებაც მისთვისაც უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო.
-ორი ჭიქა და მეც ვიტირებ რძალო,შენ მაგაზე არ იდარდო.-უპასუხა უფროსმა ჯაჭვლიანმა და გვერდით მდგომ ძმას ხელი გადახვია.
-მარიამიც უნდა შემოვირიგოთ,თორემ ნამეტანი გავუკეთეთ მაგ გოგოს.
-იჩხუბეთ?
-მე ვეჩხუბე.-დამნაშავესავით ჩახარა თავი ლუკამ.-მერე აღარ ველაპარაკებოდი და ნუცასაც ეწყინა მისი საქციელი.ღამ-ღამობით ვხედავდი გარეთ,რომ იჯდა და ფიქრებში იყო გართული,მაგრამ არცერთხელ დავლაპარაკებივარ...ვფიქრობ დამნაშავე ვარ.
-ჩემს გამო სხვას რატომ ეჩხუბებით? მითუმეტეს მარიამს!
-გავუძელი ჯაჭვლიანო არ იდარდო,მყარად ვიდექი ფეხზე!-კიბის ბოლოდან ჩაერთო საუბარში.
-რომ არა ის წერილსაც არ დავტოვებდი ისე წავიდოდი.-უჩურჩულა ძმას და სამზარეულოში დაბრუნდა.
-ვწუხვარ მარიამ,რომ ასე გექცეოდი...-ყოყმანით ამოთქვა ნუცამ.
-მესმის,ქმრის მხარე დაიჭირე...არ არის პრობლემა.
-არ მინდა ჩავერიო,მაგრამ ეს არ არის სწორი...ჯობია,რომ ერთმანეთი უსიამოვნებაში არ გავხვიოთ და ჩემს გამო ერთმანეთზე არ გაბრაზდეთ კარგი? ეს ნუცასაც ავუხსენი.-სიტუაცია დაალაგა ლუკამ.
-მე არ ვარ გაბრაზებული,ეს ნუცა არ მელაპარაკებოდა და ვხვდებოდი რატომაც,ამიტომ გადავწყვიტე დრო მიმეცა...
-ძალიან მიყვარხარ ხომ იცი არა?-გვერდით ამოუდგა მეგობარს.
-ვიცი და მეც ძალიან მიყვარხარ.-სახეზე წრფელმა ღიმილმა გადაურბინა.
-ასე არ ჯობია? ყველა ბედნიერია.-სიჩუმე დაარღვია ლუკამ.-უფრო ბედნიერი ვიქნები ვინმე ყავას თუ გამიკეთებს...
-მე გავაკეთებ მე,რადგან სიკვდილს გადავრჩი.-საუბარში ჩაერთო მარიამი.-შენმა ძმამ მიშველა დღეს და ნაბახუსევით სიკვდილს გადამარჩინა,ამიტომ ყავაზე არ დაგზარდები.თან ძალით მაჭამა და ბოლოს დამაძინა კიდეც.-დაამატა სიცილით და სამზარეულოში ნუცასთან ერთად გავიდა.
-ანუ ამიტომ იყავი მის ოთახში?-ძმას ჩუმად ჰკითხა,რომ მარიამს არ გაეგო.
-აბა შენ რა იფიქრე?-მხრები აიჩეჩა და აღარაფრის თქმა აღარ აცადა ეზოში მოსაწევად გავიდა.
-არ გინდა,რომ ვილაპარაკოთ?-უკან მიჰყვა ლუკა.
-რაზე?
-იმაზე თუ რა ხდება შენს ცხოვრებაში.
-ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება.
-სულ ეგ არის?
-სულ ეგ არის!-მკვახედ მიუგო და სიგარეტის კვამლში გახვეულმა ჰორიზონტს გახედა.
-დემნას ნათლობა გვინდა,რომ გავაკეთოთ აგვისტოს ბოლოს...აქ იქნები?-სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
-არ ვიცი,მაგრამ ვეცდები.-ჩვეული ტონით მიუგო.-იმედი მაქვს ის ალექსი არ მონათლავს ბავშვს.
-არა ძმაო რა ალექსი,ხუმრობ?-სიცილი ვერ შეიკავა მის ნათქვამზე.-რატის ვთხოვეთ ადრე,ჯერ ისევ არ იყო დაბადებული დემნა.
-მარიამი?
-მარიამი გოგოს ნათლია იქნება,როცა დრო მოვა.
-ასე ჯობია.-შვებით ამოისუნთქა გეგამ.
-არ გვინდა,რომ ბევრი ნათლია ყავდეს,ერთი და ისეთი,ვინც მართლა ყველანაირად გვერდში დაუდგება.
-მართალი ხარ,4 ნათლია,რომ მყავს რომელი გამომადგა? რატი კარგი კაცია,კარგი ნათლია იქნება...-თავჩაღუნულმა მიუგო და წამით ჩაფიქრდა.-სახლის ყიდვა მინდა.-დაუფიქრებლად გააცნო იდეა ძმას.
-რა?
-ასე ნუ მიყურებ.
-სახლი,ხომ გაქვს?-გაოცდა მის ნათქვამზე ლუკა. ფინანსურად არ უჭირდათ,მაგრამ არასოდეს იქცეოდნენ ფულზე დახამებული ბიჭებივით,რომლებიც ბოლო დონის მანქანებითა და ტანსაცმლით დადიოდნენ.სახლის ყიდვაც თუკას იდეა იყო,ჯერ კიდევ იმ დროიდან,როდესაც მხოლოდ მეგობრები იყვნენ. ათას იდეას უზიარებდა და ბოლოს არჩევანი პატარა და მყუდრო ბინაზე შეაჩერა ქალაქის ცენტრში,რომელსაც ორი საძინებელი და დიდი აივანი ამშვენებდა.
-მაგას სახლს მართლა ეძახი?-გაუკვირდა ძმის ნათქვამი.
-ვერ ვხვდები.-მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთხელ გადაავლო მის ბინას თვალი. ბოლოს,რომ ვიყავი და შენი ნივთები წამოვიღე სახლი იყო.
-ამას არ ვგულისხმობ ლუკა...ვაკის შუაგულში,ჭავჭავაძის გადატვირთულ უბანში,მეცამეტე სართულზე არსებულ კორპუსის ბინას სახლად ვერ აღვიქამ.
-აბა რა გინდა? გინდა სასახლე ავაშენოთ?-უცებ მობილიზდა,ძმის გამო შუა ვაკეში კორპუსებს შორის მიწის გათხრაზეც თანახმა იყო.
-ასეთი სახლი მინდა,ცენტრისგან მოშორებით.-თვალი მოავლო სახლს.-პატარა და მყუდრო,საკუთარი ეზოთი და ყველაფრით.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.-ახლა არ დაიწყო მარტო ხარ და რად გინდა ასეთი სახლიო.ძაღლებს ავიყვან და როცა წავალ დამხმარსაც ავიყვან,რომ მიხედოს.მინდა რაღაც საკუთარი მქონდეს ხვდები? არ მინდა ყოველ საღამოს კორპუსში შესვლისას მთვრალი თინეიჯერების ბანდას ვუყურო,რომლებიც დღეს თუ არა ხვალ მაინც დაინგრევენ ცხოვრებას.არ მინდა ძილის წინ მესმოდეს როგორ ჩხუბობენ მეზობლები ზედა სართულზე და როგორ ანადგურებენ სიმწრით ნაშოვნ ქონებას.არც ის მინდა ყოველ დილით ვუსმენდე როგორ ეჩხუბება ჩემი კარის მეზობელი შვილს,რომ სკოლაში წავიდეს,როდესაც ბიჭს განათლება საერთოდ არ აინტერესებს.ის მითუმეტეს ლანძღვა-გინებით,რომ ავალდებულებენ ცოლს მეორე დილისთვის შავი ფერის წინდები გარეცხილი დახვდეთ და პიჯაკი გაუთოვებული.ყელშია უკვე ასე ცხოვრება. სიმშვიდე მინდა,რომელსაც ვერავინ დამირღვევს.-სევდა გარეოდა ხმაში.თითოეული ინციდენტი სტკიოდა,რომელიც მის გარშემო იკვალავდა გზას.
სტკიოდა ის თინეიჯერები,რომლებიც დედას ანერვიულებენ და დანისა და ლუდის ბოთლის ამარა სადარბაზოებში საქმეებს არჩევდნენ,ამავე დროს კი ამ კორპუსში მცხოვრებ გოგოებს სისხლს უშრობდნენ და ღამე სახლში დაბრუნებას ჯოჯოხეთად უხდიდნენ.ახსოვს ადრე შეესწრო მსგავს სიტუაციას და გოგონას ნომერი მისცა,რომ მსგავსი შემთხვევის დროს დაერეკა,იმ 17 წლის გოგოს კი დღემდე აქვს მისი იმედი...
სტკიოდა ოჯახები,რომლებშიც სიყვარული არ სუფევდა.ვერც წარმოედგინა,როგორ უნდა დაეძახა ქალისთვის ცოლი,რომელიც არ უყვარდა,ან როგორ უნდა აღეზარდა შვილები ასეთ გარემოში.
ის დედაც სტკიოდა შვილი ისეთი,რომ არ გამოდგა, როგორიც უნდოდა,მაგრამ ბავშვის მომავალიც სტკიოდა,რადგან სპორტში დიდ წარმატებას აღწევდა და ოჯახი ხელს არ უწყობდა.
ის ოჯახები სტკიოდა,სადაც კაცები ქალებს პატივს არ სცემენ და ისე ექცევიან,როგორც მონებს შუა საუკუნეებში.
-ჩემგან რა გჭირდება მითხარი და ყველაფერი იქნება.
-არაფერი.-მხრები აიჩეჩა.-უბრალოდ მინდოდა,რომ გცოდნოდა.
-იმ ბინას რას უპირებ?
-ალბათ გავყიდი,არ მინდა მანდ ცხოვრება,ზედმეტად ბევრი მოგონებაა არ მსიამოვნებს.
-მაშინ სულ მალე ახალი სახლი მომელოცოს ძმაო!-მხარზე ხელი დაკრა ახალი დასაწყისის აღსანიშნად.
-შენ და ნუცა რას აპირებთ?იმ ბინაში დაბრუნდებით ისევ?
-ალბათ...საკმარისი სივრცეა ყველასთვის,ნათელი და მყუდრო ბინაა,ნუცას თუ მოუნდება აქაც და სვანეთშიც ნებისმიერ დროს წავალთ და არამგონია სახლის შეცვლა უნდოდეს.თანაც მანდ დავიწყეთ თანაცხოვრება და ჩვენი ბუდის აშენება ვიცი,რომ უყვარს ეგ სახლი.
-ესეიგი თბილისში იქნებით,კარგია მოსვლა არ გამიჭირდება.
-რაღაცაში უნდა გამოგიტყდე...-ისე დაეძაბა ხმა ერთიანად გააჟრჟოლა ტანში ჯაჭვლიანს.
-მითხარი,მოხდა რამე?
-რომ არ მოხვედი შენი დაბადების დღის ტორტი სინიდანვე ჩანგლით ვჭამე.-ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა თითქოს კაცი მოკლა.
-არ ხარ შენ ნორმალური!-თავში წამოარტყა გვერდით მჯდომს.-ამხელა კაცი ხარ მეტი საღადაო თემა ვერ ნახე?
-ცოტა შენც ინერვიულე,იცოდე რას ნიშნავს.-სიცილი ვერ შეიკავა ლუკამ.
-როგორ მახარებს თქვენი ასე ყოფნა.-მარიამთან ერთად გარეთ გამოვიდა ნუცა.
-შენი ქმარი სულელია.
-ვიცი,მაგრამ მაინც მიყვარს.-ღიმილით მიუგო გეგას და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო.
-სალათის დაჭრა არ დაგიმთავრებია,ამიტომ მე დავჭერი,მაგრამ ამჯერად შენებურად.-წვენით სავსე ჯამით სალათი დაუდო წინ.-როგორც მასწავლე.-კმაყოფილმა ამოთქვა.
-ამაყი მასწავლებელი ვარ.-სიცილი ძლივს შეიკავა გეგამ.-მადლობა.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ? რაიმე ისეთზე ხომ არ საუბრობდით?
-არა ნუცა,სახლის ყიდვას ვგეგმავ და მაგაზე ვსაუბრობდით.
-სახლი ხომ გაქვს?-ზუსტად ისეთივე რეაქცია ჰქონდა,როგოიც ლუკას.
-მეც ეგ ვუთხარი,მაგრამ ეგ არ უნდა.გარეუბანში პატარა სახლი უნდა,დიდი ეზოთი.
-ძალიან კარგი იდეაა.-მოუწონა მარიამმა.-მგონი მეც მომიწევს სახლის ძებნა.
-რატომ?
-აქ დარჩენაზე ვფიქრობ.-გამოუტყდა მეგობრებს.-მინდა,რომ ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძოლო და აქ გავიდგა ფესვები.ძალიან ბევრი შემოთავაზებაა,ლექტორობაც კი შემომთავაზეს...ვფიქრობ დროა დავბრუნდე.
-მართლა?-გახარებულმა გახედა გვერდით მჯდომს.-შენ თუ მართლა დაბრუნდები ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები.-თმები აუჩეჩა მეგობარს.
-კარგი,კარგი.ტვინის შერყევას ნუ დამმართებ.-მოფერებას ვერ იტანდა, ეუცნაურებოდა მსგავსი რაღაცები.
-უჟმური,ადამიანი ვერ შეეხება.-ტუჩები დაბრიცა ქალმა.-მე მეგონა სანამ ალექსი ცოცხალი იქნებოდა აქ აღარც ჩამოხვიდოდი.
-იქნებ ჩემზე დიდხანს ცოცხლობს და 100 წლის ხდება,სამშობლოს უნახავი უნდა ვიყო? თანაც მითხრა ბათუმში გადავდივართ მე და ლიკაო.
-საინტერესოა ლიკამ თუ იცის,რომ გადადიან.-ირონია არ დააკლო ჯაჭვლიანმა.
-ეგ კითხვა მეც მაწუხებდა,რაღაც ისე მოულოდნელად მომახალა.იმედია კარგად იქნებიან.
-შენ ნუ დარდობ მარიამ რა.-უკვე ნერვები აღარ ჰყოფნიდა ნუცას.-რაც მე მაგ გოგოს გარშემო ვურბინე ცოლად არ გაჰყვეთქო...რატიმაც იმდენჯერ სთხოვა,აიჩემა მიყვარსო.უყვარს და სდიოს ახლა ქალაქიდან ქალაქში...-წარსული თვალწინ დაუდგა.
-კარგი,შენ ნუ იშლი ნერვებს,მთავარია უთხარი და დაგიჯერა თუ არა ეგ უკვე მისი პრობლემაა.-როგორც ყოველთვის ცოლის მხარე დაიჭირა ლუკამ.
-შენ პრეზენტაცია როდის გაქვს მარიამ?რაღაცები მინდა,რომ წამომიღო თბილისიდან.
-13 ივლისს არის,გამახარე და მითხარი,რომ ბევრი რამ არ გინდა...
-ვერ გაგახარებ,ბევრი რამ მინდა.-სიცილით მიუგო მეგობარს.
-გინდა მე ჩავიდე? წამოგიღებ,რაც გჭირდება.
-არ შეწუხდე გეგა,წამოიღებს მარიამი.
-ისე კარგი იქნებოდა...-ჩაიდუდღუნა თავისთვის.-6 საათზე უნდა ავდგე,რომ დროულად ჩავიდე თბილისში,მერე 3 საათი სტუდენტებს ველაპარაკო და მერე კიდევ შენს ნივთებზე ვირბინო? გეგა წამოვიდეს და სანამ მე ლექციას მოვრჩები მანამდე მოაგროვებს ყველაფერს.
-Passenger princess გინდა,რომ იყო?-მაშინვე მიუხვდა ნუცა ეშმაკობას.
-საჭესთან ყოფნა მღლის.ხან მინდა,რომ დავიძინო გზაში,მაგრამ მერე მახსენდება,რომ უნდა მეღვიძოს,ამიტომ თავს ვიკავებ.
-წამოვალ მეც და წამოვიღებ ყველაფერს,რაც საჭიროა.-მის ნებას დაჰყვა ჯაჭვლიანი. თავადაც უნდოდა სახლიდან გასვლა და რადგან მიზეზი მიეცა სახლში რა გააჩერებდა...
რისთვის უნდა იბრძოლონ ახალგაზრდებმა?ნამდვილად რთული თემა იყო მარიამისთვის,გამოწვევებით სავსე.მსგავს საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა დაუკვირდეს ადამიანი თითოეულ სიტყვას,რადგან ხშირად შეიძლება ახალგაზრდებმა რაღაც სწორად ვერ აღიქვან და თავისებური ახსნა მოუძებნონ,ამიტომ სამართლებრივი ტერმინებისგან თავი უნდა შეეკავებინა და ზუსტად ისე ესაუბრა,როგორც ჩვეულებრივ ადამიანს საზოგადოებაში...

***
-დაამთავრე?-გამთენიისას თავზე დაადგა ჯაჭლიანი.
-ვერა.-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა.-მგონი არ უნდა ჩავატარო.
-რა სისულელეა.-თავი უკმაყოფილოდ გააქნია.-რა პრობლემა გაქვს?
-ვერ ვხვდები როგორ უნდა მივცე მიმართულება ახალგაზრდებს...აი ძალიან ბევრი რამ არის,რაზე საუბარიც მინდა,მაგრამ ასე ერთიანად ვერ ვალაგებ.
-დაგეხმარო?-მის გვერდით დაიკავა ადგილი და ლეპტოპი ხელიდან აწაპნა,რომლის თეთრი ეკრანიც სიბნელეში სინათლის სხვივით ანათებდა.
-მთელი პრეზენტაცია წავშალე.-გვერდების სიცარიელე ამით ახსნა ქალმა.
-რატომ?
-ძალიან რთულია ახალგაზრდებს შენი აზრი თავს მოახვიო...
-შენი აზრი არა,რეალობაზე უნდა ესაუბრო.თავს რატომ ისტრესავ? აი მაგალითად მომიყევი შენ რისთვის იბრძოდი?
-მე ჩემი და სამშობლოს მომავლისთვის ვირძოდი!-სიამაყე გაერია ხმაში.-ახლაც ასეა,ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის,რომ რაღაც ღირებული შევქმნა.
-ხოდა ამაზე ესაუბრე მათ.აუხსენი რატომ არის მნიშვნელოვანი იბრძოლო საკუთარი განვითარებისთვის,რას მიაღწევენ თუ არ დანებდებიან და რას დაუტოვებენ ღირებულს მომავალ თაობას.
-ესეიგი ამბობ,რომ ცხოვრებისეულად მივუდგე ყველაფერს?
-რა თქმა უნდა! ცხოვრებაა ყველაფერი,ისიც კი ახლა მე და შენ,რომ ვსაუბრობთ მისაღებში და ამ თემას განვიხილავთ ცხოვრების ნაწილია,ყველაფრის სიღრმეში უნდა ჩავიდეთ,რომ სრულყოფილი რამ შევქმნათ და სწორ დასკვნამდე მივიდეთ. მგონია,რომ ტყუილად ნერვიულობ...იმისკენ უბიძგე,რასაც გული გიკარნახებს...
-რომ არ გამოვიდეს?
-შენი გამოსვლა ვნახე მარიამ!-გამოუტყდა ჯაჭვლიანი.-ასეთი გრძნობით და ემოციით არავის უსაუბრია ამ საკითხზე. 3 საათიან პრეზენტაციას ვუყურე,რომელიც ემოციით იყო დატვირთული.მსგავსი რამ ადრეც გაგიკეთებია,რატომ ნერვიულობ?
-ალბათ იმიტომ,რომ მათი ასაკის,რომ ვიყავი მსგავსი სიტყვები ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე და მინდა,რომ ყველაფერი სწორად მივიტანო მათთან.
-მიიტან,მთავარია გულით ისაუბრო.
-ასე გგონია?
-რა თქმა უნდა.შენ გაქვს ნიჭი და შეგიძლია ყველაფერი ისე შემოატრიალო,რომ მომავალ თაობას მოტივაცია მისცე ბრძოლისთვის.დამიჯერე არ ინერვიულო.
-იმედია.-შვებით ამოისუნთქა...ნამდვილად სჭირდებოდა გამხნევება და სიტყვები,რომლებიც მის სულს სიმშვიდეს მიანიჭებდა.ხვდებოდა,რომ თითოეულ ადამიანს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე,რომ თუ სწორად ვერ ისაუბრებდა შეიძლებოდა მისი საუბარი ვიღაცას საერთოდ არასწორად გაეგო და მცდარი გზა აერჩია,ამიტომ უბრალოდ გულის ხმას მოუსმენდა და ყველაფერს,რაც მისთვის ღირებული იყო „მაგიდაზე“ დაუწყობდა ახალგაზრდებს. ბოლოს და ბოლოს მომავალი მათ ხელში იყო და ის,რაც მარიამმა ვერ შეძლო მათ უნდა გააკეთონ,რადგან მათი გადასაწყვეტია ის,თუ სად და როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება...


***
მთელი გზა ფიქრებში იყო გართული,ყურადღებას არც გეგას აქცევდა.უბრალოდ იყურებოდა ფანჯრიდან და იმ ბუნების სილამაზით ტკბებოდა,რომელიც ასე უყვარდა,რადგან მისი საქართველოს ნაწილი იყო.ენატრებოდა ეს მდგომარეობა. მანქანით მგზავრობა მაშინ,როცა თავად არ იყო მძღოლი და პეიზაჟის ყურება,რომელიც მის ბავშვობას აცოცხლებდა.
სასტუმროს წინ უდარდელად გააჩერა მანქანა გეგამ,თავად უამრავი საქმე ჰქონდა და მარიამის დატოვებისთანავე წასვლას გეგმავდა,თუმცა ქალი მანქანიდან გადასვლას არ ჩქარობდა,მეტიც,თავი ფანჯარაზე მიეყრდნო და თვალები დაეხუჭა.
წამით დააკვირდა გვერდით მჯდომს.ქუსლიანი ფეხსაცმელი გაეხადა და შიშველი ფეხი სკამზე მოეკეცა,რომ კომფორტულად ჯდომა შესძლებოდა.მეორე ფეხზე ოდნავ შესამჩნევად ეტყობოდა ფეხსაცმლის კვალი და მარტივი მისახვედრი იყო,რომ მისი სილამაზე და დახვეწილობა ასეთ მსხვერპლს მოითხოვდა.
-მარიამ.-მშვიდად ამოთქვა,რომ არ შეეშინებიანა.-არ გადახვალ?
-მივდივარ.-თვალები არც გაუხელია ისე ამოთქვა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-კარგად ხარ?
-ხო,სიტყვას ვიმეორებდი გონებაში.-სარკეში უცებ შეამოწმა თავი და კარის სახელურს წაეტანა.
-ფეხშიშველი მიდიხარ?-უცებ შეაჩერა გეგამ.
-დედაბუნებას არ უნდა,რომ წავიდე!
-ჩაიცვი და გადადი მანქანიდან,ნერვებს ნუ მიშლი.
-მგონი გადავიფიქრე გეგა.
-ხალხი გელოდება მარიამ!
-კარგი,კარგი.-მის ნებას დაჰყვა ქალი,ფეხსაცმელი უცებ მოირგო და მანქანიდან გადავიდა.
-მარიამ!-არც უფიქრია ისე მიჰყვა უკან.
-ახლა არ მითხრა ცალი ფეხსაცმელი გაცვიაო.-ხმადაბლა ჩაიდუდღუნა და ფეხზე დაიხედა.
-ვიფიქრე თუ დავესწრებოდი შენს საჯარო ლექციას,იქნებ მეც მესწავლა რაიმე.
-არ არსებობს!-თავი უარის ნიშნად გააქნია.
-რატომ?ზედმეტად მოხუცი ვარ ლექციისთვის?
-სიტყვა ისედაც არ მომიფიქრებია ნორმალურად,დავიბნევი და რომ დამცინო გავგიჟდები.
-არ დაგცინებ,გპირდები!-მშვიდად მიუგო და თავით შესასვლელისკენ ანიშნა.
-ჩემი თავის ტკივილი ხარ!-ტუჩები დაბრიცა ქალმა და შესასვლელისკენ გზა გაიკვალა.
ნელა მიუყვებოდა ვრცელ დერეფანს,რომელშიც უამრავი ადამიანი ირეოდა.მათი ნახევარი ახალგაზრდები იყვნენ,ალბათ სტუდენტები ან სკოლის მოსწავლეები და ხვდებოდა,რომ თითოეული მათგანი მის გამო იყო მოსული და გული ეკუმშებოდა. ახარებდა ეს ყველაფერი,მაგრამ თან ნერვიულობას ვერაფერს უხერხებდა.მართალია პირველი გამოცდილება არ იყო,მაგრამ თემატიკა იმდენად მძაფრი და ვრცელი იყო,რომ ამაზე ფიქრიც კი უჭირდა.
-იქნებ მხოლოდ კარიერაზე ვისაუბრო?-უჩურჩულა გეგას.-გამარჯობა,საჯარო ლექციის ჩასატარებლად მოვედი,მარიამ მეტრეველი.-განუმარტა ახალგაზრდა ბიჭს ფოიეში.
-ნუ სულელობ,შენ იმისთვის იბრძოდი,რომ ადვოკატი ყოფილიყავი და მორჩა?-ჩუმადვე უპასუხა გეგამ და როგორ კი საშვი აიღო უკან მიჰყვა.
-მე თავისუფალი საქართველოსთვის ვიბრძოდი,უფლებებისა და მოვალეობებისთვის ვიბრძოდი.
-ხოდა მაგაზე ესაუბრე,გაიხსენე ყველაფერი ის,რაზეც გვისაუბრია.დაასპოილერე საზოგადოება,შენს წიგნზეც მოყევი...
-ეს სართულია.-კარი როგორც კი გაიღო ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ამაყად შეაბიჯა აუდიტორიაში.-ღმერთო სულ სავსეა.-აღმოხდა გაოცებულს.
-სცენაზე ადი და როდესაც მზად იქნები დაიწყე,მე წინ დავჯდები და გაგამხნევებ.
-ცუდი იდეაა.-უჩურჩულა გეგას,მაგრამ გვიანი იყო...შემოსასვლელ კართან მარტო დატოვა და სულ წინ დაიკავა ადგილი.-სცენაზე ადი.-შეუძახა საკუთარ თავს და მშვიდად,მაგრამ მაინც აკანკალებულმა მიაშურა თავისი ადგილისკენ.
-მხოლოდ რამდენიმე წუთი და დავიწყებთ.-მეორე ბოლოდან დაუძახა კაცმა.პასუხი არ გაუცია,მხოლოდ ნაძალადევი ღიმილით თავი დაუქნია და სცენის შუაში მდგომ სკამზე კომფორტულად მოეწყო.აშკარად დაჯდომა სჭირდებოდა,შედარებით დამშვიდდა.ოთახის კარი ხმაურით დახურა იმავე კაცმა,რომელიც წამის წინ ოთახის მეორე კუთხეში ფუსფუსებდა.ოთახში მყოფებს თვალი მოავლო და ჯაჭვლიანის მშვიდი,ოდნავშესამჩნევი ღიმილიანი სახის დანახვისას სუნთქვა ისევ დაიწყო,შიშს მოერია.
-მოგესალმებით!-ომახიანად დაიწყო და მიკროფონი ხელში შეათამაშა.-როგორც უკვე იცით მე მარიამ მეტრეველი ვარ,სისხლის სამართლის ადვოკატი.-ეს დასაწყისი ნამდვილად შესაცვლელი ჰქონდა,ზედმეტად მშრალი იყო.-პირველ რიგში გეტყვით იმას,რომ ძალიან მიხარია ამდენი თქვენგანის აქ ნახვა,რადგან მართლა არ ველოდი ამ რაოდენობით სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს.დღეს აქ იმისთვის ვარ,რომ ზედმეტად მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბროთ და მიხარია,რომ ყოველი თქვენთაგანი იმდენად დარდობს მომავალზე,რომ აქამდე მოსვლა შეძელით!
რისთვის უნდა იბრძოლონ ახალგაზრდებმა?ძალიან მარტივად წერია აქ.-მარჯვენა მხარეს დიდ ბანერს გახედა.-სინამდვილეში ძალიან რთული საკითხია,ამიტომ ვეცდები,რომ მაქსიმალურად გავშალო ეს თემა და კითხვებზეც ამომწურავად გიპასუხოთ.-ჯაჭვლიანს გაუსწორა მზერა,სავსე დარბაზში მის გარდა ვერავის ამჩნევდა...მისი ღიმილიანი სახე ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარიამისთვის.-მართლა ძალიან რთულია მე,სრულიად უცხო ადამიანმა,მოგცეთ მიმართულება ცხოვრებაში,ამიტომ უბრალოდ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ.-მშვიდად ამოთქვა და ფეხზე წამოდგა.უყვარდა პრეზენტაციების დროს ასე,საქმიანი ქალივით,სიარული. უკვე ჩვევად ჰქონდა.
-როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი...-მოგონებებს მიეცა მარიამი.-ძალიან ბევრ უსამართლობას ვხვდებოდი.ვხედავდი იმას,რაც არ უნდა დამენახა და ვისმენდი იმას,რაც არ უნდა მომესმინა.გამიჩნდა გაუსაძლისი პროტესტის გრძნობა,რამაც წლებს გაუძლო და ახლაც,10-12 წლის შემდეგაც, ისევ ისეთი ცეცხლი გიზგიზებს ჩემს სულში,როგორიც მაშინ...
ვუყურებდი,როგორ გვართმევდნენ სამშობლოს 2008 წელს...-თავს უფლება არ მისცა,რომ ემოციებს აყოლოდა.-ვუყურებდი როგორ გვიკლავდნენ დედმამიშვილებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებს და ხორციდან გვგლეჯდნენ იმას,რაც ჩვენი იყო... ვუყურებდი როგორ გვართმევდნენ ქართველობას და ფეხქვეშ თელავნენ ყველაფერს,რაც ღირებული იყო.გადავრჩით...-მცირე პაუზა გააკეთა და ისევ ჯაჭვლიანს გახედა.ტკივილიანი მზერა ჰქონდა...ეტყობოდა,რომ ძალიან დარდობდა. -გადავრჩით,მაგრამ რის სანაცვლოდ?დავთმეთ ჩვენი პატარა საქართველო. გადავრჩით...თქვენი აზრით რისთვის? იმისთვის,რომ ბოლომდე გვებრძოლა და გავფრთხილებოდით იმას,რაც ჯერ კიდევ ჩვენია.გავფრთხილებოდით იმ ქართულ სისხლს,რომელიც ამდენად საამაყოა.რისთვის ვიბრძოდი ამის შემდეგ? იმისათვის,რომ მსოფლიოსთვის ხმა მიმეწვდინა და ჩემს საქართველოზე მომეყოლა.მოვყევი და ბევრმა ეს ისტორია არც იცოდა...ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა საერთოდ საქართველოც არ იცოდნენ და ვიბრძოდი იმისთვის,რომ ევროპის იქითაც გავეცანით ხალხს.დღეს ვიბრძვი იმისთვის,რომ ქართველებს საკუთარი რწმენა დავუბრუნო იმის,რომ ერთ დღეს საქართველოც გამთლიანდება.
ვუყურებდი კაცები,როგორ ექცეოდნენ ცოლებს.როგორ შეურაცხყოფდნენ მათ სახელს და როგორ აგინებდნენ მშობელს.გული მტკიოდა და იმისთვის ვიბრძოდი და დღესაც ვიბრძვი,რომ დავამტკიცო ქალები არაფრით ვართ კაცზე ნაკლები.21-ე საუკუნეში ამაზე საუბრისაც კი მრცხვენია,მაგრამ სხვა გზა არ არის.
ვუყურებდი გათხოვების შემდეგ როგორ ივიწყებდნენ კარიერას ის გოგონები, რომლებსაც აბიტურიენტობის წლებში სწავლა ისე სწყუროდათ,რომ ვერ „ძღებოდნენ“. განა დედობა ცუდია? არა რა თქმა უნდა! უბრალოდ წლების შემდეგ,როდესაც თავს ასე მარდად აღარ იგრძნობ და შენი საქმის სიყვარული შემოგიტევს უკან დასაბრუნებელი გზა უნდა გქონდეს და ახალგაზრდობისას არ უნდა მოიჭრა.ქორწინებაზე გადარეული გოგონები 20 წლის შემდეგ შვილებს ეტყვიან:„შენს გამო ვერ ვისწავლე და ვერ ავიწყვე კარიერა!“ შვილებს კი თავს ზედმეტ ტვირთად აგრძნობინებენ და ამის წინააღმდეგ ვარ! ვიბრძვი იმისთვის,რომ ყველას შეეძლოს იმის კეთება,რაც მართლა სურს ცხოვრებაში.რადგან გათხოვდი აუცილებლად 9 თვეში ბავშვი უნდა ჩაუგორო ქმარს კალთაში? მინდა მოგცეთ იმის შესაძლებლობა,რომ ამ სტერეოტიპებით სავსე სამყაროში თქვენი გზა იპოვოთ და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად გაქციოთ. არ იფიქროთ,რომ მხოლოდ ქალებს ვიცავ,რა სისულელეა!
სტერეოტიპები ვახსენე და ვიტყვი.მძულს ქვეყანა, სადაც ჩემი ემოციები ხალხის გასარჩევია!მძულს ყველა ის ადამიანი,რომელიც 5 წლის ბიჭს ეუბნება რა გატირებს შვილო,კაცი არა ხარ?ფეხზე აყენებს და ხელის კვრით მიჰყავს შემდეგ სახლამდე. მძულს ქვეყანა,სადაც ბიჭებს ვაიძულებთ ძლიერები იყვნენ და უემოციო არსებებად გადაიქცნენ. ამ ამბის სიმძიმე ვერ გავიაზრე იქამდე,სანამ ჩემი ძალიან ახლო ადამიანი ემოციებისგან არ დაიღალა და ჩემს წინ მუხლებზე არ დაეცა...დაიღალა იმით რის შეკავებასაც ვაიძულებდით და ღონემიხდილი მიწაზე დაეცა.მის გვერდით დავჯექი და მივეცი მხარი,რომ დაყრდნობოდა და ზედ ეტირა. ვიბრძვი იმისთვის,რომ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა არ შეზღუდონ საკუთარი თავი და ემოციები ხალხის გამო.
ვიბრძვი იმისთვის,რომ გაბრწყინებული საქართველო ვნახო!საქართველო, რომელსაც ასე ვეტრფი და თქვენ ახალგაზრდები ვალდებულნი ხართ,რომ გაუფრთხილდეთ მას.
დიდხანს ვფიქრობდი თქვენ რისთვის უნდა იბრძოლოთ და რა უნდა მომეტანა დღეს თქვენამდე...-წამით ისევ ჩაფიქრდა,რთული იყო ერთი სიტყვით აეხსნა და განემარტა პრიორიტეტები ახალგაზრდებისთვის.-თავისუფლება!-ამაყად განაცხადა.-ეს ყველა კომპონენტი,რომ გავაერთიანო,რაც მე ჩამოვთვალე ყველაფერი თავისუფლებისკენ მიდის.თქვენთვის,როგორც მომავალი თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ეს არის და მჯერა,რომ დაიცავთ,რადგან თქვენი მომავალი თქვენს ხელშია.დაიცავთ საქართველოს თავისუფლებას!დაიცავთ სიტყვის თავისუფლებას!განათლების თავისუფლებას...გამოხატვის თავისუფლებას...
იბრძოლეთ თქვენი მომავლის და არა იმის გამო თუ რას იტყვის მეზობელი.თქვენ ხართ თაობა,რომელიც გადაგვარჩენს! ალბათ გექნებათ სოციალურ ქსელში ვიდეო ნანახი,ასაკოვანი კაცი ბოდიშს,რომ უხდის ახალგაზრდებს უკეთესი საქართველო ვერ დაგიტოვეთო.იცხოვრეთ თქვენი ქვეყნისთვის ისე,რომ 50-60 წლის შემდეგ მომავალ თაობას ბოდიში კი არ მოუხადოთ,არამედ გაბრწყინებული საქართველო ჩააბაროთ.იმ კაცმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ ეს საქართველო მაინც მოსულიყო თქვენამდე,დანარჩენი აწი თქვენზეა.
იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის!როდესაც სტუდენტი ვიყავი უამრავი სამსახური გამოვიცვალე და გულნატკენიც ბევრჯერ დავრჩი.ბევრჯერ გადაამეტეს უფლებებს დამსაქმებლებმა.ბევრჯერ შემიქმნეს პრობლემა,მაგრამ არ დავნებდი. ვიცოდი რისი უფლება მქონდა,რა შემეძლო გამეკეთებინა,რატომ ვიბრძვი და ყველაფერი გავაკეთე,რომ ყველასთვის საკადრისი პასუხი გამეცა.
იბრძოლეთ თქვენი მშობლებისთვის!-ამ სიტყვებს უკანასკნელი ემოციაც ამოაყოლა-როდესაც სტუდენტი ვიყავი ერთადეთი,ვინც გამაჩნდა დედა იყო.-ხმა გაებზარა დედის ხსენებისას.-მარტო ვიყავი სამყაროში,სადაც არავის ვიცნობდი და თავის დამკვიდრება მიწევდა,რადგან არავის აინტერესებდა სკოლაში რამდენად კარგი ნიშნები მქონდა,იქ სულ სხვა სისტემა მოქმედებდა.ვათენებდი ღამეებს სწავლის პარალელურად,რომ საკუთარი შემოსავალი მქონოდა და დედაჩემს სიამაყით ეთქვა ჩემი დანახვისას: „ეს ჩემი შვილია!“
იბრძლეთ იმისთვის,რომ სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი არ გძულდეთ!უნდა ამაყობდეთ ადამიანით,რომელიც გახდით და თუ ეს ასე არ არის,რაღაც უნდა შეცვალოთ...-შეჩერდა,საუბრის თავი აღარ ჰქონდა...ისიც აღარ იცოდა რა უნდა ეთქვა,რადგან ყველაფერი,რაც უნდოდა ერთი ამოსუნთქვით ამოთქვა.ცივმა ოფლმა დაასხა,სცენის შუაში იდგა და სავსე დარბაზს ისე აღიქვამდა თითქოს მგლების ხროვა ჩასაფრებულიყო ირგვლივ.
-ერთი კითხვა მაქვს,შეიძლება?-კუთხიდან დაიძახა ჭორფლიანმა გოგონამ.შვებით ამოისუნთქა,მთელი უხერხულობა უკუაგდო და გოგონას მოსასმენად მოემზადა.
-რა თქმა უნდა,გისმენ.
-როგორც ვიცი ლონდონში სწავლობდით,მაგისტრატურაც იქ გაიარეთ,ლექციებს კითხულობდით რამდენიმე უნივერსიტეტში თქვენივე სურვილით,ყველანაირი გამოცდა იქ ჩააბარეთ და ცხოვრება აიწყვეთ,საბოლოოდ,კი მაინც აქ დაბრუნდით...რატომ?-აშკარად კითხვა დღევანდელ საკითხს არ ეხებოდა,მაგრამ ნამდვილად საინტერესო იყო მიზეზი იმისა თუ რატომ დაბრუნდა და რატომ რჩებოდა ქვეყანაში.
-პასუხი ზედმეტად მარტივია,მეგობარმა მთხოვა დაბრუნება,რომ ბავშვის მოვლაში დავხმარებოდი,პირველი შვილია და ნერვიულობდა...-გაეღიმა ნუცას და დემნას გახსენებაზე.-თუმცა მიზეზი იმისა თუ რატომ ვრჩები საქართველოში ეს არ არის! საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება ცოტახნისწინ მივიღე და ვფიქრობ სწორიც არის,რადგან ყველაფერი ვისწავლე ლონდონში,რაც საქართველოსთვის მჭირდებოდა. ჩამოვედი განათლებით,რომელსაც მსოფლიო აღიარებს და მეტიც, ჩამოვედი განათლებით,რომელიც საქართველოს გამოადგება.ყოველთვის ვიცოდი,რომ დავბრუნდებოდი...უბრალოდ სწორ დროს ველოდებოდი და აი სწორი დროც...
-ანუ რომ არა თქვენი მეგობარი მაინც დაბრუნდებოდით?
-დიახ,დღეს და ხვალ არა,მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებოდი.
-უკაცრავად,თქვენ თქვით,რომ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის და ამაში ეჭვი არავის ეპარება.-განაცხადა ბიჭმა მესამე რიგიდან.-მაგრამ ნუთუ მხოლოდ კაცებმა უნდა ვიდარდოთ იმაზე თუ რა დაემართება ქვეყანას?ქალებმა არ უნდა იბრძოლონ,რომ შეინარჩუნონ ის,რაც ჩვენია?
-თქვენ თუ ქორწინების შემდეგ სახლში საჭმელსაც გააკეთებთ და ეს მხოლოდ ქალის მოვალეობა არ გგონიათ კი.-მშვიდად უპასუხა.-მე მჯერა,რომ ვალდებული ვარ ჩემი ქვეყანა დავიცვა,არ აქვს მნიშვნელობა ქალი ვიქნები,თუ კაცი.მე ისევე ვარ ვალდებული მკერდი შევუშვირო ტყვიას,როგორც თქვენ,მაგრამ ამასთანავე თქვენ ვალდებულნი ხართ ისევე მიხედოთ ბავშვს,როგორც უნდა მიხედოს ქალმა. მეთანხმებით?-სიჩუმემ დაისადგურა დარბაზში.
-მაშინ წლებია მხოლოდ კაცები რატომ ვიბრძვით?-პროტესტი გამოთქვა ხუჭუჭთმიანმა.
-მენტალიტეტის ბრალია...-ნაღვლიანად ამოთქვა.-ძალიან რთულია სრულად უკუაგდო ის,რასაც საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ წინაპრები.ქალი სამზარეულოში, კაცი გარეთ!-უემოციოდ ამოთქვა.-ამას მე და თქვენ კი არა კიდევ ორი თაობა დასჭირდება,რომ აღმოფხვრას.გამიწვიე ჯარში და მასწავლე იარაღის გამოყენება,მე ვიდგები სამშობლოს სადარაჯოზე ზუსტად ისე,როგორც უკრაინელი ქალები დგანან. ჩათვალეთ ბავშვს,რომ არ ასწავლოთ სიარული.ანუ სულ ხელში,რომ გეჭიროთ და ხოხვის საშუალებაც,რომ არ მისცეთ,სიარულს ხომ ვერ ისწავლის? ასე ვართ ზუსტად. მე ვიცი იარაღის გამოყენება,მაგრამ ბევრ ქალს არ აქვს სურვილი და არ სწვლობს.არც კაცებს არ გინდათ ჯარში წასვლა და ათას რაღაცას აკეთებთ,რომ თავი აარიდოთ.ესაა ადამიანის არსი.გავურბივართ იმას,რაც ჩვენი ვალია და ვეჭიდებით რაღაც ისეთს,რაც მარტივი გვეჩვენება.ორივე სქესმა უნდა შევძლოთ დათმობაზე წასვლა და ერთმანეთის დახმარება,რადგან არავინ გვყავს სხვა...ამაზე ცალკე ლექციის ჩატარებაც კი შეიძლება.
-თქვენ როგორ ფიქრობთ ოდესმე შეიცვლება ეს აზროვნება?-ნაღვლიანი ხმა ჰქონდა გოგონას,ცარიელი თვალებით უყურებდა პირველი რიგიდან და მომლოდინე სახით მისჩერებოდა.
-მე შეიძლება ისე მოვკვდე,რომ ეს ვერ ვნახო.-გამოუტყდა გოგონას.-თქვენც,რადგან სულ 8-10 წლით ვარ თქვენზე დიდი,მაგრამ თქვენ თუ ისე იცხოვრებთ,როგორც გსურთ ეს მენტალიტეტი აღარ გამოგყვებათ და დროთა განმავლობაში საერთოდ მოშორდება თქვენი გზიდან.რევოლუციას,რომელიც ამ ყველაფერს შეცვლის წლები დასჭირდება,სწორედ ამისთვის უნდა იბრძოლოთ თქვენ.
-გგონიათ,რომ ჩვენ,მომავალი თაობა,დავიბრუნებთ იმას,რაც დავკარგეთ?
-„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,რაც ჩემი ნებით არ დამითმია“-თავი დანანებით გააქნია.-დაზუსტებით ვერ ვიტყვი ეს თქვენი თაობა იქნება თუ თქვენს შემდეგ,მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
-ძალიან მარტივად ხომ არ საუბრობთ?ამხელა რუსეთს როგორ უნდა მოვერიოთ?-გაოცებულს აღმოხდა ბიჭს.
-თქვენი აზრით რისთვის გვინდა ევროპა?მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობისთვის? რისთვის გვინდა ევროკავშირი?ამ პატარა საქართველოს სჭირდება საყრდენი, რომ ყველაფერი დაიბრუნოს.
-წამოაყენა ახლა აღმაშენებელი,მუსრს გაავლებდა რუსეთს.-გამხიარულდა წითური.
-აბაა,ისტორიას ახლიდან დაწერდა...-მხარი აუბეს სხვებმაც.
-თქვენ დაწერთ ისტორიას ახლიდან,არ გჭირდებათ აღმაშენებელი.
-ამდენად გწამთ ჩვენი თაობის?-შემოსასვლელ კართან დაყუდებულიყო ახალგაზრდა ყმაწვილი.ხელში გაცვეთილი წიგნი ეჭირა და მკერდზე ძლიერად მიეკრო,თუმცა მარიამისთვის რთული მისახვედრი არ იყო რომელი წიგნი ეკვროდა მის მკერდს ასე ძლიერად,მისი საყვარელი-„დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ისევ იკითხებოდა შელახულ წიგნზე.
-მჯერა!-ამაყად განაცხადა.-თქვენ ხართ თაობა,რომელიც გადაგვარჩენს.
-ჩვენი სიმცირის მიუხედავად?-არ თმობდა ბიჭი,რაღაც სხვა უნდოდა,რომ მოესმინა და არა ის ტექსტი,რომელსაც ყველა იმეორებდა ქუჩაში.
-„ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს,მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით,რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ,მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია,მას ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.“-ისე ომახიანად ამოთქვა ტაომ დააყარა სხეულზე.მას სჯეროდა ნათელი მომავლის და ეს იყო ძალა,რომელიც გადაარჩენდა.
-„ნუ შეგეშინდება მტრის,რომელიც თავს გესხმის,გეშინოდეს მეგობრის,რომელიც გეპირფერება.“
-„არ გყავდეს 100 მეგობარი,გყავდეს ყველა მტერი!“-მშვიდად მიუგო ბიჭს.პასუხი აღარ გაუცია,აშკარად კმაყოფილი იყო მისი პასუხებით.
-2024 წლის გაზაფხულის ამბებზე რას გვეტყვით?-სულ ბოლო რიგიდან იკითხა გოგონამ.-კვლევა ჩავატარე,ვიცი,რომ იქ იყავით,თქვენი ფოტოები დევს ინტერნეტში სხვადასხვა ბანერით.
-დიახ იქ ვიყავი...-მძიმედ ამოთქვა.
-შეგიძლიათ გაგვიზიაროთ იქ რა ხდებოდა?
-ეს ისტორიამ ისედაც შემოინახა მგონი.
-ისტორია ისეთი სიმძიმით ვერ გადმოგვცემს ყველაფერს,როგორც თვითმხილველი,რომელმაც თავის თავზე გამოსცადა ყველაფრის სიმძიმე.-არ მოეშვა გოგონა.
-რადგან გაინტერესებთ სულ თავიდან დავიწყებ...-წამში დაბრუნდა მისთვის უმძიმეს გაზაფხულში.-18 წლის ვიყავი,ერთ დღეს გავიღვიძე და ახალ ამბებში ვნახე,რომ ე.წ „აგენტების კანონპროქტი“ ხელახლა დააინიცირეს.მაშინვე გამახსენდა სიტუაცია,რომელიც ერთი წლით ადრე იყო ქვეყანაში ამ კანონის გამო და კომენტარებს გადავხედე. ხალხი იცინოდა მათ საქციელზე და უდიდესი შემართებით იყვნენ,სჯეროდათ რომ ამ ომს ისევ მოიგებდნენ.
შემეშინდა...ხელისუფლებასთან დაპირისპირება განა ასეთი მარტივია?მაგრამ სხვა გზა ფიზიკურად არ იყო...აქცია დაანონსდა,ვიცოდი,რომ გასვლა ჩემი ვალი იყო და გარეთ გავედი...-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ჯაჭვლიანს გახედა,რომელიც ნაღვლიანი თვალებით უყურებდა,გეგასაც ახსოვდა ეგ გაზაფხული,სისხლიანი და დარდით სავსე.ხალხის მდინარე მოდიოდა თბილისის ქუჩებში,ისეთი ერთიანი ერი ვიყავით სხეულზე ტაოდაყრილი დავდიოდი...მშვიდობის იმედი მქონდა,მაგრამ სულ ტყუილად.ადგილზე პოლიცია მობილიზდა და გაავებული ცხოველებივით დაგვეტაკნენ,თითქოს უცხოები ვყოფილიყავით,თითქოს ჩვენს ძარღვებში ერთი,ქართული,სისხლი არ ჩქეფდა...იმ ახალგაზრდებს დაერივნენ ქუჩაში ევროპას რომ ეხმიანებოდნენ და ბანერებით ხელში,შიშველი ხელებით უპირისპირდებოდნენ ხელისუფლებას. „მოდიან“-გაისმა ერთ-ერთი მოქალაქის ხმა,რომელსაც განწირული კივილი მოჰყვა,დაგვარბიეს...ყველა გაიქცა,სხვადსხვა მხარეს გარბოდნენ,რომ პოლიციას გაჰქცეოდნენ...რამდენიმე ჩვენიანი მაინც დააკავეს,მაგრამ არ დავშლილვართ,როგორც კი დამშვიდდა სიტუაცია უკან დავბრუნდით.ის ღამე თითქმის გავათენეთ ქუჩაში,თუმცა იქ არ დამთავრებულა...მომდევნო დღეს,იგივე დროს პარლამენტთან შევიკრიბეთ,ხალხი არ წყდებოდა,ასე გრძელდებოდა მთელი თვე.იყო დღეები,როდესაც არ გვარბევდნენ,მაგრამ იყო დღეები,როდესაც სისხლისფრად გვიღებავდნენ ტანსაცმელს...9 აპრილის ქუჩაზე წყლის ჭავლით და გაზით,რომ გვებრძოდნენ მაინც არ ვიშლებოდით,პირველი რეზინის ტყვიაც ისროლეს და დავინახე სისხლში ამოსვრილი ბიჭი როგორ გამოჰყავდათ მეგობრებს ხალხის ნაკადიდან. ყველაზე რთული მომენტი იყო,სასწრაფოს ექიმებიც პანიკაში იყვნენ და დაჭრილ ბავშვებს მთელი ყურადღებით მკურნალობდნენ. დღემდე მახსოვს ერთი ბიჭი,წელის არეში ჰქონდა ტყვია,ნაკაწრი იყო,გადაუხვიეს და ისევ უკან დაბრუნდა,მაშინ მივხვდი,რომ ჩვენს თაობას ვერავინ და ვერაფერი მოერეოდა. ყოველდღე იქ ვიყავი,სამსახურიდან ადრე გამოვდიოდი,რომ ადგილზე ვყოფილიყავი,პარლამენტის წინ ვსწავლობდი შუალედურებისთვის, სტუდენტები გაიფიცნენ, ყველაფერი უფრო მეტად აირია.9 აპრილის ქუჩაზე მებრძოლი თანატოლები მახსოვს,წყლის ჭავლს წინ ბარიკადები,რომ აუშენეს.მე იქ ისეთი ახალგაზრდები ვნახე,სიმამაცე,რომ არ აკლდათ და ქვეყნის სიყვარული და პატრიოტობა მათგან,რომ მქონდა სასწავლი.
ჭავჭავაძეზე ქალებზე ძალა,რომ გამოიყენეს სახლიდან ვადევნებდი თვალს,სისხლი მეყინებოდა ძარღვებში,უკვე გასვლას ვაპირებდით მე და ჩემი მეგობარი,როდესაც გავიგეთ,რომ ხალხი დაიშალა.
იყო კარგი მომენტებიც...საქართველოს დროშა მთელი თვე მხრებით ვატარე,მეტროში პოლიციელმა პირჯვარი შეუმჩნევლად გადამწერა და მთხოვა ქვეყანას გაუფრთხილდით ახალგაზრდებიო,მაშინვე ზურგი მაქცია,რომ არავის დაენახა.სტიმული იყო ჩემთვის.
დედების მარში...სტუდენტები თავისუფლებისთვის...
ჩვენი სული და გული წაიღო ამ ამბებმა...სიკვდილს ვუყურებდით თვალებში,გვცემდნენ,გვახრჩობდნენ,მაგრამ არ ვკვდებოდით. ღმერთს ვყვარებივართ ქართველები.-ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი უხმოდ მოიწმინდა.-ფიქრიც არ მინდა იმაზე,თუ რას გრძნობდა დედაჩემი...ეშინოდა იმის,რომ სახლში ვერ დავბრუნდებოდი.მეც მიწევდა,რომ მენერვიულებინა,რადგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეფონის გამოყენება თითქმის შეუძლებელი იყო.
რა დღეში ჩაგვაგდო პოლიტიკამ...-თავი დანანებით გააქნია.-სტუდენტური ცხოვრება,თავისუფალი მომავალი მოგვპარეს...იმედი აღარ იყო,აღარც სამართლიანი არჩევნების გვწამდა,მაგრამ ყველაფერი გამოგვივიდა.გავიმარჯვეთ სახელოვნად!
-კანონი,რომ მიიღეს იმ დღეს რა მოხდა? როგორც ისტორია ამბობს დარბევა დაიწყეს.-დაინტერესდა ახალგაზრდა.
-ასე იყო...ცემით მიათრევდნენ ახალგაზრდებს,არავის ინდობდნენ...ბიჭები ხელახლა დააკავეს,თუმცა მალევე გამოუშვეს,გარეგნობის გამო ამოიჩემეს ზოგი და თავს არ ანებებდნენ. ვინც ხელში მოხვდათ ყველა წაიყვანეს...-უკვე სუნთქვა უჭირდა,უდიდესი ტრაგედია იყო მისთვის ეს პერიოდი...-არასრულწლოვნები დაიჭირეს,მასობრივად აჯარიმებდნენ ხალხს და სასამართლოს უწყობდნენ. 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ორი ბიჭი დააკავეს,პატიმრობაში დატოვეს,სრულიად უმიზეზოდ...
ქალი ევროკავშირის დროშით ისევ იქ იდგა,წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგონაც გვერდით გვყავდა,ვიღაცამ გორგასალს ხელში დროშა დააჭერინა,ათობით ადამიანი უფასოდ არიგებდა საჭმელ-სასმელს,ჩვენი ჩათვლით რა თქმა უნდა.ხალხი უცხო ადამიანებს სახლში იტოვებდა და ჯგუფ „დაიტოვე“-ში მეორე დღით პოსტებს ვნახულობდით,როგორი თბილი ხალხი შეხვდა ერთმანეთს,მანქანა ვისაც ყავდა გვიან ღამით სახლში მიყავდა აქტივისტები...კარგი დრო იყო,რთული,მაგრამ კარგი.
-მეამბოხე ყოფილხართ!-შესძახა ვიღაცამ.
-როცა საქმე თქვენს მომავალს შეეხება ამას თქვენც იგრძნობთ,თუმცა იმედი მაქვს მსგავსი რამ არ განმეორდება.
-თუ განმეორდება რას აპირებთ?
-თქვენთან ერთად დავდგები იქ,სადაც საჭირო იქნება!-შესძახა ომახიანად.
-არ შეგეშინდებათ?
-შიში,რომ ყოფილიყო ჩემი მმართველი ჩემს გვერდით მდგომ ბიჭს რეზინის ტყვია,რომ ესროლეს მაშინ გავიქცეოდი უკან მოუხედავად,თუმცა ახლა პოლიტიკაზე დარდი არ გვინდა,წინ თქვენი ნათელი მომავალია.
-თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობა...-გაისმა დარბაზის კუთხიდან.
-ვერ მიგიხვდით...-დაბნეულმა გახედა ბიჭს.
-ასე შევიდა ისტორიაში Gen-z-ის სახელი.
-რომელ ისტორიაში?
-სტატიები არ წაგიკითხავთ?წიგნებშიც წერენ ამ ადამიანებზე. ისე,როგორც ჯინსების თაობაზე...თაობა,რომელმაც გაფრენა მოახერხა...ჩვენი მომავალი გადაარჩინეთ, მადლობა!
-არცერთი დღე არ უნდა მოდუნდეთ,მომავალში არავინ იცის რა მოხდება!-ცრემლიანი თვალები მოავლო დარბაზს,ეამაყებოდა საკუთარი თინეიჯერობის წლები,ამაყი იყო საკუთარი თავით,მისი მეგობრებით...მან ეს შეძლო! დარბაზში მქუხარე აპლოდისმენტები გაისმა,ჯაჭვლიანი ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს ქალს,რომელმაც ყველაფერს გაუძლო და საკუთარი ნაბიჯებით,ამაყი მოვიდა ამ დრომდე.
-ბრავო!-ყვიროდნენ ახალგაზრდები.საქართველოს დროშა აფრიალდა დარბაზში,ეს იყო თავისუფლება,რომელიც მათ დაიმსახურეს!

***
-გაოცებული ვარ,ბრავო!-სულ ბოლოს მიუახლოვდა ჯაჭვლიანი.
-მთელი სხეული მიკანკალებს.
-რატომ?
-მგონი საკმარისი არ იყო...იქნებ პოლიტიკაში არ უნდა შევჭრილიყავი?
-ეს საბჭოთა კავშირი არ არის მარიამ,აუცილებელია მომავალმა თაობამ იცოდეს წარსული ზუსტად ისე,როგორც იყო,რათა ბრძოლის ჟინი სულ გაღვივებული ჰქონდეთ.
-არ ვიცი,მგონი ზედმეტად გადავეშვი 2024 წელში...
-იდეალური გამოსვლა გქონდა.-მშვიდად მიუგო და კიბეებზე უკან მიჰყვა.-აქციების ამბავი რაღაც ახალი იყო ჩემთვის.
-რატომ?-გაუკვირდა მისი ნათქვამი.
-არ მეგონა იქ თუ იქნებოდი,უფრო სწორედ არც მიფიქრია ამაზე,მაგრამ მიხარია კიდევ ერთი საერთო, რომ გამოვნახეთ.
-ესეიგი აქციებზე იყავი?
-ორჯერ დამაკავეს.-გაეცინა წარსულის გახსენებაზე.-მაგრად მცემეს,გამომიშვეს და 1 კვირაში დამაჯარიმეს.
-როგორც ყველა...ტიპიური ისტორია.
-ასე გამოვიდა.-მანქანის კარი გაუღო,რომ დამჯდარიყო და თავადაც უცებ დაიკავა მძღოლის ადგილი.-ნუცამ,რაც დაგავალა გახსოვს?
-კი,ჩავიწერე.
-კარგი,ჩემს სახლშიც უნდა გავიარო,რაღაც მაქვს წამოსაღები და მერე სადმე დავსხდეთ,რამე ვჭამოთ.
-აუ ხო,ყავაც მინდა.
-სულ ნახევარი საათი დამჭირდება.-მშვიდად მიუგო და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ნუცას დაბარებული ნივთები სწრაფად იყიდეს,ზოგიც სახლიდან წამოიღეს და გეზი პირდაპირ ჯაჭვლიანის სახლისკენ აიღეს.ისეთი დაღლილი იყო მანქანიდან გადასვლაც კი ეზარებოდა,მაგრამ სხვა გზა არ იყო. ზლაზვნით გადავიდა და კორპუსისკენ უხმოდ მიჰყვა ჯაჭვლიანს,რომელიც შესასვლელში დაცვას ელაპარაკებოდა.
-წამოდი.-თავით ანიშნა შესასვლელისკენ და გასაღები ხელში შეათამაშა.
-ასე ჩქარა ნუ დადიხარ გეგა,ფეხები საშინლად მტკივა.
-მოდი მოდი,ნუ წუწუნებ.-გაეცინა მის სიარულზე და ლიფტში პირველი შეუშვა.-თუკას რაიმე თუ აქვს დატოვებული ჩემთან მოგცემ და ჩაიცვი სანამ ფეხშიშველს გირბენია.
-დიდად დამავალებ.-თავისთვის ამოიოხრა და დერეფანში ნელი ნაბიჯით გავიდა.კარის საკეტი ხმამაღლა გაჩხაკუნდა,თითქოს დასაზეთი ყოფილიყო და მარიამს მაშინვე ჟრუანტელმა დაუარა მთელ ტანში.გონს წამში მოვიდა და წინ მიმავალ კაცს სახლში შეჰყვა. მაშინვე თვალში მოხვდა მშვიდ ფერებში გაწყობილი მისაღები,რომელიც მცენარეებით იყო სავსე,თუმცა ფოთლები გაყვითლებოდათ უწყლოობისგან.ჩაშენებული სამზარეულო,რომელსაც გამოყნების კვალიც კი არ ეტყობოდა და მუქი ფერის ფარდები,რომლებიც ოთახში მზის სხივებს არ უშვებდნენ.
-ლამაზი ბინაა.-შეაქო ინტერიერი.
-მადლობა,თუკას დიზაინია.
-გემოვნებიანია...სანამ ნივთებს აიღებ აქ დავჯდები,ძალიან მტკივა ფეხები.-კაკუნით გადაკვეთა მანძილი და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
-5 წუთში ავიღებ ყველაფერს და წავიდეთ.-მშვიდად მიუგო და გეზი საძინებლისკენ აიღო.ოთახში შესვლისთანავე სიცარიელემ დაისადგურა მის სულში და ყრუ ტკივილი იგრძნო.ტუმბოზე თუკას ყავის ჭიქა აღარ იდო,რომელიც ყოველ დილით ხვდებოდა...სარკესთან კი მისი სუნამო გამქრალიყო,არც მისი სამკაულების ყუთი იდო ადგილზე...მხოლოდ მტვერი იყო დარჩენილი იმ ადგილას.
კარადა გამოაღო და კიდევ უფრო მეტად ეტკინა...გაახსენდა როგორ გაუთავისუფლა კარადა,რომ ნივთების გარკვეული ნაწილი მასთან გადაეტანა.მხოლოდ ნახევარ კარადაში ეწყო მისი ნივთები,რამდენიმე კაბა და ფეხსაცმელი დაეტოვებინა,ალბათ აღარ მოსწონდა და ნაგავში გადასაყრელად დაუტოვა ჯაჭვლიანს...
დაიხარა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ხელში შეათამაშა,მარიამი ეცოდებოდა,ამიტომ მისთვის გადადო.
უჯრებში ქექვა დაიწყო,ძველ დღიურს და ფოტოალბომს ეძებდა.ბავშვის წინდებს წააწყდა,სადა თეთრი ფერის წინდებს...ბავშვის იყო...ღმერთო როგორ სტკიოდა თავისი საქციელი...ალბათ ასე აპირებდა თუკა ბავშვის შესახებ თქმას,მაგრამ არ დასცალდა დედობა და ამის გამო გეგას თავი ეზიზღებოდა.ხელში მოიქცია თითის ზომის წინდები და საწოლზე მოწყვეტით დაეცა.ღმერთო როგორ ვერ იტანდა საკუთარ თავს,საკუთარი შვილი როგორ უცებ გაწირა.ქალი გაანადგურა,რომელთანაც წლები გაატარა.იქნებ შვილის გამო მეტი გაეკეთებინა და ყველაფერი დაეთმო...გულში ჩაეკრა ბავშვის ნივთები და უხმოდ იჯდა საწოლზე,ვერც კი გაიაზრა ისე უცებ გავიდა დრო.უკვე დაეჭვებული მარიამი კარის ზღურბლთან მივიდა და ფრთხილად დააკაკუნა.
-გეგა,იპოვე რასაც ეძებდი?
-ვიპოვე...-ყრუდ ჩაილაპარაკა.
-მშვიდობა გაქვს?შემოვიდე?-შეშინებულმა იკითხა კარს მიღმა მდგომმა.
-შემოდი მარიამ.-მშვიდად მიუგო და ცრემლიანი თვალებით დახედა ხელში არსებულ ნივთებს.
-კარგად ხარ?-მისი დანახვისთანავე იკითხა ქალმა.
-თუკამ დატოვა უჯრაში...-ხელი გაუწოდა,რომ კარგად დაენახა რაზე საუბრობდა.
-გეგა მე...-დაბნეული ალაპარაკდა...-შენ...შენ კარგად ხარ?
-ძალიან ცუდად მოვიქეცი.-საკუთარ თავს გაუბრაზდა.
-შენი ბრალი არ არის გასაგებია?შენ ხომ არ იცოდი.-მაშინვე გვერდით მიუჯდა განადგურებულ კაცს.
-არ მივეცი შანსი,რომ ეთქვა...მხოლოდ ჩემს სამსახურზე ვფიქრობდი და ამასობაში თუკა უკან დავტოვე...-ხმა გაებზარა ჯაჭვლიანს...ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა საკუთარ ხელებს,რომლითაც მომავალი გაანადგურა.
-არა,არა და არა.ეს შენ არ გაგიკეთებია,მანამდე,რომ გცოდნოდა ხომ არ წახვიდოდი? თავს ნუ იდანაშაულებ ისეთ რაღაცაში,რაც არ იცოდი.
-შენ არ გესმის!-თავი ხელებში ჩარგო ჯაჭვლიანმა.საშინლად განიცდიდა მომხდარს და მთელი ამ დროის განმავლობაში ისედაც შინაგანად ჭამდა ეს ამბავი,მაგრამ ახლა თავის შეკავება ვეღარ შეძლო და ერთიანად ამოხეთქა ემოციებმა.-ჯანდაბა!-ფეხზე წამოვარდა გაცეცხლებული და ტუმბოდან ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადმოყარა,ჯანდაბა!
-გეგა დამშვიდდი!-გვერდით ამოუდგა მარიამი.-წარსულს ვერ დააბრუნებ და მომხდარს ვერ შეცვლი გესმის? თუმცა თავს შანსი უნდა მისცე,რომ სამომავლოდ უკეთესი იყო.
-ჯანდაბა!-ამოიოხრა გაცეცხლებულმა და მის წინ არსებულ სარკეს ხელი მთელი ძალით დაარტყა.თითქოს ვერ იგრძნო,როგორც აქცია ნამსხვრევებად მინა და როგორ შეღება სისხლისფრად ირგვლივ ყველაფერი.წარბიც არ შეუხრია მარიამს,მიჩვეული იყო ამ ყველაფერს და უკვე სულერთი იყო მისთვის.ერთადერთი,რაც აშინებდა გეგას მდგომარეობა იყო.
-შემომხედე!-დაუყვირა გაცეცხლებულმა,თავისკენ შეაბრუნა და სახეზე ხელები მოკიდა.-შენ კარგი კაცი ხარ და დარწმუნებული ვარ კარგი მამაც იქნებოდი! შეცდომას ყველა უშვებს და ამის გამო ცხოვრებაზე უარს არ ვამბობთ გასაგებია?
-შენ ვერ ხვდები...-თვალი მოარიდა მის წინ მდგომ ქალს.
-არა,არა.ასე ვერ მოიქცევი გასაგებია? შემომხედე!-ტონს აუწია.-მსგავსი რამ მეც გამოვცადე და შენ ეს იცი,მარტივი არ არის მაგრამ გადაიტან!შვილები აუცილებლად გეყოლება,სწორ დროს,მაშინ როცა მიხვდები,რომ ყველაფრის დათმობა ღირს ქალისთვის,რომელიც გიყვარს.თუკა თუ ვერ გაუმკლავდა იმას,რაც მოხდა ეს შენი ბრალი არ არის,თავი ხელში უნდა აიყვანოს ყველამ,რადგან ყოველდღე უამრავი საშინელება ხდება და ასე ვერ დავნებდებით!შენ ჯაჭვლიანო...კიდევ ბევრი რამ გაქვს წინ,ამიტომ ძალა უნდა მოიკრიბო გასაგებია?-პასუხი არ გაუცია გეგას,მხოლოდ წამიერად გაუსწორა თვალი და როგორც კი ლოყა ცრემლებმა დაუნამეს მაშინვე მოერიდა.-ყველაფერი კარგად იქნება!-ვეღარ მოიფიქრა სხვა რა უნდა ეთქვა და უნებურად გადაეხვია.იცოდა მის ტკივლის ვერ წაიღებდა,მაგრამ ხომ შეამსუბუქებდა,მხარში დგომას ხომ აგრძნობინებდა...მარცხენა ხელი წელზე მჭიდროდ მოხვია ჯაჭვლიანმაც,სისხლიანი მარჯვენა კი საკუთარ ზურგს უკან დამალა.ცუდად იყო...ამ მომენტში თუკაც კი ენატრებოდა,მაგრამ ახლა მარიამი იყო მასთან და მხოლოდ წამით,თვალდახუჭულმა,რომ გაიაზრა სიტუაცია მიხვდა,რომ ისიც საკმარისი იყო,რომ ამას გამკლავებოდა.-შენ კარგად იქნები!-ჩაილაპარაკა ქალმა და ნიკაპით მის მხარს დაეყრდნო.
-მადლობა მარიამ.-დამძიმებული ხმით ამოთქვა და ნაბიჯით უკან დაიხია.-წავიდეთ არა?
-ხელის დამუშავება გჭირდება,გაქვს სახლში რამე?
-პირველადი დახმარების ყუთი დევს შემოსასვლელში,კარადის მეორე უჯრაში.-მშვიდად მიუგო და საწოლზე მოწყვეტით დაეცა,მხოლოდ ახლა იგრძნო ტკივილი,რომელიც მთელი ხელის არეში ელვასავით მიიკლაკნებოდა.-ჯანდაბა!-ჩაიბურტყუნა თავისთვის და ნამსხვრევებით სავსე ხელს დახედა..
-ისე ხომ გაკლია ჭრილობები და ეგ უნდა დაგემატებინა აუცილებლად.-მობეზრებულად აატრიალა თვალები და გვერდით მიუჯდა.-მაჩვენე.
-მაპატიე წეღანდელისთვის.-დამნაშავესავით ამოთქვა.-ზოგადად ასე არ ვიქცევი, მითუმეტეს ქალის თანდასწრებით.
-შეიგნე,რომ ადამიანი ხარ გეგა და არა კომპიუტერი. ემოციები გვჯაბნის ხანდახან,ეს ტრაგედია არ არის.
-ხო,მაგრამ მაინც...
-ბოდიში მიღებულია.-მხრები აიჩეჩა თავისთვის,მაგ ამბავს საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა მარიამისთვის,მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რამდენად კარგი და დასაფასებელი კაცი იყო გეგა.როგორ ნერვიულობდა იმაზე,რასაც ვერც კი შეცვლიდა და რამხელა პასუხისმგებლობას გრძნობდა თუკას მიმართ...-ეცადე აღარაფერი დალეწო კარგი?ძლივს ამოგაცალე ნამსხვრევები.-წუწუნით უთხრა კაცს და ყუთი ტუმბოზე გადადო.
-მადლობა.-ხელს გაბრაზებულმა დახედა,ჯერ ისევ სტკიოდა და ზედ გადახვეული ბინტი უფრო აღიზიანებდა.-წავიდეთ ახლა,თორემ ალბათ გვიანობამდე ვერ მივალთ სახლში.
-სულ,რომ თბილისში მომიწიოს დარჩენა ჯერ ყავა მინდა.
-მეც არ ვიტყოდი უარს,გავიდეთ სადმე.-ნივთები სწრაფად აიღო და გასასვლელისკენ მიმავალ ქალს უკან მიჰყვა...

***
-ხელი როგორ გაქვს?-მშვიდად მიაჩერდა მის წინ მჯდომ კაცს.
-თითქმის აღარ მტკივა.-მშვიდად გადაისვა მეორე ხელი ზედ.-შენ კიდევ გტკივა თავი?
-არა,უბრალოდ ყავა მჭირდებოდა,სხვა არაფერი.თანაც...-საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.ლაილა იყო,მისი ოთახის მეზობელი.-გისმენ ლალაა.-ღიმილით მიუგო მეგობარს.
-ბევრი დრო არ მაქვს,კონფერენციაზე უნდა შევიდე,ჯეიმსი ჩამოდის ერთ კვირაში,ბილეთიც იყიდა და უკან დასაბრუნებლად ორი ბილეთი შეიძინა,შენთვის და მისთვის.-მიაყარა მეგობარს და ძლივს ამოისუნთქა.
-ჩამოდის? 20-ში?ჩემთვის იყიდა ბილეთი რას ნიშნავს?-გაოცებული აზრებს თავს ვერ უყრიდა.
-ხო ჩამოდის,შერიგებაზე არც იფიქრო მარიამ!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ქალმა.-წავედი მეჩქარება მერე ვილაპარაკოთ.-მხოლოდ ესღა უთხრა და ზარი დაასრულა.
-კარგად ხარ?-მშვიდად იკითხა კაცმა.
-მეტყობა,რომ კარგად ვარ?-ნერვიულად ამოთქვა და თავი ხელებში ჩარგო.
-რა მოხდა?
-ჯეიმსი ჩამოდის...თურმე ჩემთან შერიგება აქვს გადაწყვეტილი.-ცინიზმი არ დააკლო მის საქციელს.
-რამდენად ცუდი ამბავია?
-ძალიან!-გაბრაზებულმა ამოთქვა.
-ხომ თქვი არ შევურიგდებიო?რატომ ნერვიულობ?-დაძაბულობა შეეპარა ჯაჭვლიანს.მისი ყოფილის ჩამოსვლის იდეა არ ხიბლავდა.
-არ მაქვს მისი ნერვები,ზედმეტია მისი აქ ჩამოსვლა.
-ხოდა,როგორც ჩამოვა ისე გაუშვებ უკან.ისე მშვიდად ამოთქვა თითქოს საბავშვო ბაღში ყოფილიყვნენ.
-ეგ ისედაც ეგრე იქნება,ეგეთი უთავმოყვარეო არ ვარ.-ყავის ფინჯანზე ფრჩხილების კაკუნი დაიწყო.
-ხოდა დამშვიდდი და შენს საქმეზე კონცენტრირდი,დაივიწყე გარშემომყოფები.
-ვცდილობ...-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა.
-წავიდეთ?-საათს დახედა,უკვე დრო იყო ნუცას დაბარებული ნივთები ეყიდათ და უკან დაბრუნებულიყვნენ.
-წავიდეთ.-მის ნებას მშვიდად დაჰყვა და ჰორიზონტს გახედა...

***
თითქმის ორი საათი დასჭირდათ,რომ ყველაფერი აეღოთ სახლიდან და ნუცასთვის რაღაცები ეყიდათ.იმდენი რამ იყო საბარგული ძლივს დაკეტა გეგამ.ხმას არ იღებდა მარიამი,რატომღაც უჩვეულოდ მშვიდი იყო.გეგაც არ აძალებდა საუბარს,ალბათ რთული იყო იმ ადამიანთან შეხვედრა,რომელიც მისი ტკივილის მიზეზი იყო.დიდი დრო გავიდა,მაგრამ მაიინც მძიმე იყო...ნეტავ წლების შემდეგ მისი და თუკას შეხვედრაც ასეთი იქნება?მძიმე და ტკივილით სავსე,მიუხედავად იმ ბედნიერი წლებისა,რომლებიც ერთად გაატარეს...
მინაზე თავი მიეყრდნო მარიამს და თვალები დაეხუჭა.გეგამ იცოდა,რომ არ ეძინა,უბრალოდ ფიქრობდა და საუბარს თავს არიდებდა,არ უნდოდა ეს და გეგაც თავს იკავებდა საუბრისგან.უბრალოდ უნდოდა,რომ კარგად ყოფილიყო,სხვა არაფერი...მაშინაც კი არაფერი უკითხავს მის ლოყაზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი,რომ დაინახა და სულ რამდენიმე წამით სარკეში მის ტკივილნარევ თვალებს რომ წააწყდა.გზა საკმაოდ გრძელი იყო,ემოციებისგან დაცლილს ღრმად ჩასძინებოდა,იმდენად ღრმად,რომ მანქანის გაჩერება და გეგას გადასვლაც კი ვერ გაიგო.შეეცოდა გასაღვიძებლად,იმდენი აზრი ირეოდა ახლა მის თავში მშვიდ ძილს არ დაუფრთხობდა.კარი ფრთხილად გამოაღო,რომ არ გაჰღვიძებოდა,ღვედი მოხსნა და ერთი ხელი ფეხებზე,მეორე კი წელზე მოხვია და მკერდზე მიიკრო.ისევ ეძინა...მხოლოდ წამით შეიშმუშნა და ისევ ძილი განაგრძო თითქოს არაფერი ხდებოდა.
-რა ხდება?-გაოცებულმა იკითხა კარის ზღურბლზე მდომმა ლუკამ.
-ცოტა ჩუმად,მეზობლებს ნუ დააფრთხობ.-უსაყვედურა ძმას.-სძინავს და არ გავაღვიძე.
-ცუდად ხომ არ იყო?-დაინტერესდა ნუცა,რადგან მისი დასიებული თვალები შენიშნა.
-არა,უბრალოდ დაიღალა.-მშვიდად მიუგო და კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა,რომ საძინებელში დაეტოვებინა.საწოლზე ფრთხილად დააწვინა და წამით ზემოდან დააცქერდა.პატარა ბავშვივით იყო მისთვის,ოღონდ უფრო ჯიუტი და საღად მოაზროვნე,რომელსაც სხვისი დაცვა სჭირდებოდა.ფეხსაცმელი ერთი ხელის მოსმით მოაშორა და პლედი მოახურა,რომ თბილად ყოფილიყო.ისე უცებ ხდებოდა მისთვი ძვირფასი...ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა გეგას...
-ის მარიამზე ზრუნავს.-ღიმილით უთხრა ნუცას და სავარძელში მოწყვეტით დაეშვა.
-მერე?-დაეჭვებით იკითხა.
-ის უმიზეზოდ არასდროს არაფერს არ აკეთებს,მგონი მარიამი გულში ჩაუვარდა.
-გეყოფა არ გაიგოს.-თვალები დაუბრიალა ქმარს.
-ისევ ჩემზე ლაპარაკობთ?-კიბეებზე ღიმილით დაეშვა გეგა.
-გეკადრება?
-ვიცი მე ეგ ლაპარაკი ლუკა,არ გინდა.
-ხელზე რა მოგივიდა?-ახლაღა შენიშნა მისი შეხვეული მარჯვენა.
-მნიშვნელოვანი არაფერი,უბრალოდ მინაზე გავიჭერი.
-კარგად დაიმუშავე?
-მარიამმა დამიმუშავა,ყველაფერი კარგადაა.
-მარიამს რა მოუვიდა?-მაინც არ მოეშვა ნუცა.
-რა უნდა მოსვლოდა?-გაიკვირვა მისი ნათქვამი.
-ჩემს მეგობარს კარგად ვიცნობ,როგორც ჩანს მინიმუმ ბოლო ორი საათია ტირის,თვალებზე შევამჩნიე.
-ეს ჩემი საქმე არ არის ნუცა,მარიამს დაელაპარაკე...მას ახლა ძალიან სჭირდები.-ბოლო სიტყვები ხაზგასმით აღნიშნა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა...

***
მოსვენება დაკარგა ჯაჭვლიანმა.იმდენი რამ აწუხებდა შინაგანად,ჯერ ახლა დაბრუნდა,მაგრამ ნატრობდა ისევ უკან დაბრუნებას,რადგან იქ რაღაცების შეცვლა მაინც შეეძლო და აქ ყველაფერი სხვაზე იყო დამოკიდებული.საკუთარ თავს მალევე გამოუტყდა იმაში,რომ მარიამის მიმართ გულგრილი არ იყო და ხიბლავდა ეს ქალი,თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარს მაინც ერიდებოდა.ახალი დაბრკოლება იყო მის წინ და ეს ნერვებზე მოქმედებდა.მართალია მარიამმა გარკვევით თქვა,რომ ჯეიმსთან დაასრულა,თუმცა მისი ცრემლები სულ სხვა რამეზე მიუთითებდა.ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო და ეს არ სიამოვნებდა,კიდევ უფრო რთული ზაფხული ელოდა წინ,ამას იაზრებდა.თავადაც რთული პერიოდი ჰქონდა,შეძლებდა იმას,რომ სხვისი პრობლემები თავისაზე წინ დაეყენებინა?ვინ იცის...
გარეთ იჯდა და თვალდახუჭული ფიქრებში გადაშვებულიყო.არაფერს ჰქონდა ახლა მისთვის მნიშვნელობა,რადგან ღამე იყო,დრო როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა,საკუთარი სინდისის პირისპირ დგებოდა და იბრძოდა,რათა მეორე დღეს ისევ ფეხზე ამდგარიყო და ახალ დღეს შეგებებოდა.
ძალიან იყო დაღლილი,რაღაც ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა,რომელსაც ვერაფრით იშორებდა თავიდან.ეს მხოლოდ მარიამის ყოფილის გამო ვერ მოხდებოდა,რაღაც სხვა იყო პრობლემა და თავადაც ვერ ხვდებოდა.


***
მშვიდი დილა გათენდა ჯაჭვლიანების სახლში.თუმცა უფრო სწორი იქნებოდა თუ ამას ლუკას და ნუცას მივაწერდით,რადგან გეგას თითქმის არ სძინებია,მარიამს კი კოშმარებმა ისე მოაბეზრა თავი გამთენიისას,3 საათზე დაეშვა კიბეებზე და მას შემდეგ გეგას გვერდით ელოდა გათენებას.
რამდენიმე საათით ადრე...
სიკვდილი თუ სიცოცხლე?თავისუფლება თუ მონობა?გასროლის ხმა გაიგო და შეშინებულს გამოეღვიძა.
-ჯანდაბა!-ოთახს თვალი მოავლო და როდესაც რეალობა გაიაზრა სახე ხელებში ჩარგო.-ოღონდ ახლა ისევ არ დაიწყოს...-ფეხზე სწრაფად წამოდგა და აივანზე ნელი ნაბიჯით გავიდა.სახეზე გრილი სიო სასიამოვნოდ ელამუნებოდა,ნეტავ შესძლებოდა ყოველ დილით ასე საათობით მდგარიყო და მზის ჩასვლას დალოდებოდა...
თვალები მაინც ქვემოთ გაექცა,მიუხედავად იმისა,რომ გათენებული არ იყო გული უგრძნობდა,რომ გეგას არ ეძინა.მართალიც აღმოჩნდა,სიგარეტის კვამლში გახვეული საზურგეს მიყრდნობოდა და ფეხები მაგიდაზე შემოეწყო.გაუაზრებლად ჩაეღიმა მისი დანახვისას,უცებ ამოუტივტივდა უკანასკნელი კადრები გონებაში,მანქანაში ჩაეძინა და საწოლში გაეღვიძა,ფაზლი უცებ ააწყო და ოთახში დაბრუნდა,რომ რაიმე უფრო კომფორტული ჩაეცვა და ისე ჩასულიყო ქვემოთ.მობილურს დახედა,რამდენიმე გამოტოვებებული ზარი იყო ლაილასგან და შეტყობინებებიც.
-კარგად ვარ,ხვალ დაგირეკავ.-მოკლედ მოუჭრა და მობილური ისევ საწოლზე მიაგდო.ნელი ნაბიჯით დაეშვა კიბეზე,ყავა საშინლად უნდოდა,ჯერ ისევ შეშინებული იყო სიზმრის გამო,რომლის შინაარსიც კი ვერ გაიგო,წამით იფიქრა წყალს მოვუყვებიო,მაგრამ სწრაფადვე იუარა,ორი ფინჯანი ყავა მოამზადა,ახსოვდა ჯაჭვლიანის ვალი,რომ ჰქონდა და ეზოში გავიდა.თვალები დაეხუჭა ჯაჭლიანს,ფიქრებს წაეღო,თითქოს ამ პლანეტაზე საერთოდ აღარ იყო.
-მგონი მორიგეობა უნდა დავაწესოთ.-სიჩუმე დაარღვია ქალმა.
-რისთვის?-თვალები არც გაუხელია ისე იკითხა.
-ყველაზე მეტ დროს ორივე აქ ვატარებთ,რიგრიგობით,რომ მოვიდეთ მაგისთვის.
-მე ხელს არ მიშლი,ასე უფრო სახალისოა.
-ანუ დავრჩე?
-თუ მე არ გაწუხებ პრობლემაც არ ყოფილა.
-მაშინ ყავა გამომართვი და მიიწიე,რომ ჩამოვჯდე.
-იქითაც დგას დივანი მარიამ.
-იქით,რომ დავჯდე ბუნების სილამაზით ვერ დავტკბები და მხოლოდ შენი ყურება მომიწევს.-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და ჯაჭვლიანს კუნაპეტ შავ თვალებში ჩააცქერდა.
-მოდი,მოდი.-გაეცინა კაცს მის საქციელზე.-ცოტა ადრე ხომ არ არის შენთვის დილის დაწყება?-მობილურზე საათს დახედა.
-იგივე ხომ არ გკითხო?
-დილას არ ვიწყებ,უბრლოდ ვერ დავიძინე.
-ასე თავს დაიავადმყოფებ გეგა,უნდა გეძინოს.-უსაყვედურა კაცს.თითქოს არაფერი ეტყობოდა,მაგრამ კარგად თუ დააკვირდებოდით სიშავეს თვალების ქვემოთ მაინც შეამჩნევდით.
-მძინავს ყოველთვის,როდესაც თავს მშვიდად ვგრძნობ,ამიტომ სანერვიულო არაფერია.
-თავს მშვიდად ოდესმე გრძნობ?-პასუხი აღარ გაუცია.ბოლოს უდარდელად მარიამის გვერდით ეძინა რამდენიმე საათი,მანამდე კი დამაძინებლების ზემოქმედებით, როდესაც ჭრილობები ჯერ ისევ ახალი იყო.
-ასე ადრე რატომ გაიღვიძე?
-კოშმარები...-მშვიდად მიუგო და ყავის ფინჯანზე თითები აათამაშა.
-რაიმე გასაგები თუ გაურკვეველი?
-აქციების პერიოდი დამესიზმრა...-თვალები ნერვიულად მოიფშვნიტა.-ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული,ხალხი ყვიროდა,ზოგიც შველას ითხოვდა,სისხლის მდინარეები მოდიოდა...ბევრი ვერაფერი გავიგე თითქოს იარაღიდან ისროდნენ ისეთი ხმაური იყო,ალბათ ეს პერიოდი არ უნდა გამეხსენებინა,მძიმედ ჩამრჩა გონებაში.
-ადამიანის ქვეცნობიერი ძალიან საინტერესო რამაა მარიამ,ისეთ მინიშნებებს იძლევა,რომლებსაც ხშირად ვერც კი ვხვდებით.
-ანუ გგონია,რომ ეს რაიმე მინიშნება იყო იმისა,რომ ეგ პერიოდი განმეორდება?
-არა რა თქმა უნდა.-მშვიდად ამოთქვა და საზურგეს მიეყრდნო.-შეიძლება ქაოსი,რომელიც შენს სიზმარში იყო,შენს სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესებს ასახავდეს.
-სისულელეა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-უბრალოდ კოშმარია და მორჩა.
-და რა გგონია კოშმარები საიდან მოდის?ყველაფერი ჩვენი გონების თამაშია
-ამაზე რატომ მელაპარაკები?რატომ ცდილობ იმის ახსნას,რომ შინაგანად ქაოსი მაქვს?-გაცხარდა მის საქციელზე.
-დამშვიდდი მარიამ,მე არაფერს არ ვცდილობ.-სიგარეტს მოუკიდა გეგამ.-მე უბრალოდ იმას გეუბნები,რისიც მჯერა.
-მანქანაში დამინახე ხომ ასეა?-თვალი თვალში გაუყარა გვერდით მჯდომს.-დამინახე,რომ ვტიროდი.
-ეს ჩემი საქმე არ არის.-მის გაღიზიანებას მოერიდა,თუმცა არც მოტყუება არ უნდოდა,ამიტომ არ იუარა.
-რთულია იმ ადამიანის ისევ ნახვა,რომელმაც გული ძალიან გატკინა და იმის გამო,რომ აღარ გენახა ფაქტობრივად გამოექეცი.ჯეიმსის ჩამოსვლა ჩემთვის ყველა ჭრილობის გახსნის ტოლფასია გასაგებია?მე ის აქ,ჩემს სამშობლოში არ მჭირდება.ჩემს საქართველოს არ გავუყოფ მას,ერთ მიწას ვეღარ გავიზიარებთ,ეს გამორიცხულია და ეს მანერვიულებს.არა იმიტომ,რომ შერიგებას ვაპირებ ან რაიმე მსგავსი,რა თქმა უნდა ეგ არ მოხდება.-მკაცრად იუარა.-უბრალოდ ჩემი ცხოვრების ლამაზი წლები დავხარჯე მასთან,კაცთან,რომელმაც წამში გადამისვა ხაზი და რომლის გამოც საკუთარი შვილი გავწირე,ამიტომ არ მინდა,რომ აქ იყოს,თუმცა, რადგან ეს მაინც ხდება ვალდებული ვარ მისი ჩამოსვლისთვის თავი ამაყად მეჭიროს,რაც გამძლეობას მოითხოვს,ამისთვის კი ემოციებისგან გათავისუფლება მჭირდება.-ისე მიაყარა სათქმელი გეგამ სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა.დაინახა უცებ,როგორ აემღვრა თვალები და როგორ შეეცვალა გამომეტყველება შვილის ხსენებისას...გეგა მას არ განსჯიდა,არც განზრახ არ დაუწყია ამაზე საუბარი,უბრალოდ მისი დახმარება უნდოდა,იფიქრა გულს თუ გადაუშლიდა უკეთ იქნებოდა,მაგრამ მგონი უარესი გააკეთა.
-მარიამ...-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და მისი ხელი ხელებში მოიქცია.-მე არ მეხება შენი პირადი ცხოვრება,არ მეხება ის თუ რა ურთიერთობა გექნება ჯეიმსთან,უბრალოდ მინდა,რომ კარგად იყო...თუმცა მგონი ზედმეტი მომივიდა,არ უნდა ჩავრეულიყავი ასე და ამისთვის ბოდიშს გიხდი.
-არა ეს შენი ბრალი არ არის,შენ ყოველთვის ცდილობ,რომ დამეხმარო,ასე თუ ისე ჩემზეც ზრუნავ,ამიტომ სწორი რჩევა,რომ მომცე ყველაფერი უნდა იცოდე.
-რამით თუ შემიძლია დახმარება შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.-მშვიდად მიუგო კაცმა.
-არა გეგა,შენ საკმარისი გააკეთე,უბრალოდ აქ ვიჯდები და გათენებას შენთან ერთად დაველოდები,რომ ისევ ის ადამიანი გავხდე,რომელსაც ყველა იცნობს.
-მაინც ვის გულისხმობ?
-ძლიერ ქალს,რომელსაც ყველაფრის გადალახვა შეუძლია...
-რაში გჭირდება გრძნობების დამალვა?
-შენ რაში გჭირდებოდა შენი ცრემლების დამალვა?-სახლში მომხდარი გაახსენა მარიამმა.
-გასაგებია.-მშვიდად მიუგო და ცას გახედა.გათენებამდე კიდევ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი,გვერდით მჯდომ ქალს გახედა,რომელსაც თვალები ცისკენ მიეპყრო და ფიქრებში გართულიყო.მარიამი ცას უყურებდა,იმ უსასრულო სილამაზეს შესცქეროდა,რომელზეც ათასობით მოელვარე ვარსკვლავი ციმციმებდა.გეგა მარიამს უყურებდა.უყურებდა როგორ ბავშვივით,გაუაზრებლად, ეღიმებოდა ფიქრისას და თავადაც მომღიმარი სახით მისჩერებოდა.
-ღმერთო რა ლამაზია.-ხმამაღლა აღმოხდა გაოგნებულს.
-კი ლამაზია,მითუმეტეს მაშინ,როცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი,მაშინ ყველაზე ლამაზია.
-მართლაც ყველაზე ლამაზია...-მისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ამოთქვა და ფიქრებში ჩაიძირა...


***
ასე დაათენდათ თავზე.ერთმანეთის გვერდით მშვიდად ეძინათ,ისე თითქოს დანარჩენი სამყარო არ არსებობდა.გეგას დიდი ხნის შემდეგ პირველად ეძინა ასე მშვიდად,არც კოშმარი დასიზმრებია და არც ქარის უმნიშვნელო ხმას არ შეუფხიზლებია.6 საათი რეკორდი იყო მისი ძილის რეჟიმისთვის.
ბუნების სასიამოვნო ხმაურმა გააღვიძა მარიამი,ეს სულ ენატრებოდა,როდესაც სოფელში ცხოვრობდა ყოველ დილით მეზობლის მამალი ან ჩიტების ჭიკჭიკი აღვიძებდა,ქალაქში ყოფნის დროს კი მხოლოდ მანქანების ხმაური თუ გააღვიძებდა.თავი ფრთხილად წამოწია და მის გვერდით მძინარე ჯაჭვლიანს გახედა.ალბათ ასეთი მშვიდი პირველად ნახა,თუმცა შუბლზე ის ძარღვი მაინც ეტყობოდა,რომელიც პირველივე შეხვედრისას შეამჩნია.თვალთან პატარა ნაიარევი თითქმის აღარც ეტყობოდა,სულ ოდნავ ბზინავდა ვარდისფრად,ალბათ მალე ეგეც გაუვლიდა.სიმპათიური იყო,ამას ვერ უარყოფდა.თანაც ყველაფერთან ერთად არც ჭკუა აკლდა და მარიამის მოსახიბლად ესეც საკმარისი იყო.
-კიდევ დიდხანს თუ მიყურებ ლოყები ამიწითლდება.-თვალები არც გაუხელია ისე ამოთქვა.
-ღმერთო.-უცებ მოეგო გონს.-შემაშინე.
-მე ხომ არც კი გავნძრეულვარ.-მხრები აიჩეჩა კაცმა და საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო.
-ჯობდა განძრეულიყავი,უბრალოდ ჩავფიქრდი.-თავი სასწრაფოდ იმართლა.
-ჩემს ნაიარევზე?-ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა.
-არა,ეგ რა შუაშია.-გაოცებული მიაშტერდა.-ჩემს აზრებს კითხულობს?-გაიფიქრა გონებაში და ფეხზე წამოდგა.-ყავას დალევ?
-ვალი აღარ გაქვს.
-ჩათვალე ღამის პაემნების ბონუსია.-გაუაზრებლად ამოთქვა და თვალი მაშინვე მოარიდა.
-საინტერესოდ ჟღერს.-გაეცინა მის დაბნეულობაზე.-მაშინ დავლევ.
-სხვათაშორის...-წამით კართან შედგა.-ეგ ნაიარევი შენს სახეს უფრო მიმზიდველს ხდის.-უცებ მიაყარა და კარს იქით გაუჩინარდა...

***
სამზარეულოში ლუკა დახვდა ბავშვთან ერთად.საინტერესოა,არცერთის ხმა არ გაუგია,ისე მშვიდად იყო პატარა ვაჟბატონი,როგორც არასდროს.
-დილამშვიდობის.
-ოჰჰ,მეტრეველების ქალბატონმა გაიღვიძა.-სიცილით დახვდა ლუკა.-ყავას დალევ?
-კი მაგისთვის მოვედი.
-გეგაც?-უდარდელად იკითხა.
-კი,მასაც უნდა.-დაბნეულმა უპასუხა.ესეიგი დაინახა ერთად რომ ეძინა ორივეს,ცოტა უხერხული სიტუაცია იყო მისთვის.-მოდი ჩემთან.-დემნა გამოართვა ლუკას.-აქ რატომ გყავს,ჭირვეულობდა?
-ტიროდა,ნუცამ აჭამა და წამოვიყვანე,გადაღლილია ეძინოს.
-მზრუნველი მამიკოს როლი გიხდება,ხომ უხდება მამიკოს ასე მოქცევა?-ბავშვს მიუბრუნდა.-აი თავი დამიქნია.
-როგორც ჩანს კარგად გეძინა,კარგ ხასიათზე ხარ.-სიცილი ძლივს შეიკავა ლუკამ.
-რა გინდა რა მინიშნებებით მელაპარაკები?-თვალებმოჭუტულმა გახედა მეგობარს.
-არანაირად.-ხელები ჰაერში აწია დანებების ნიშნად.-ეს ჩემი საქმე არ არის.
-რა არ არის შენი საქმე?-ოთახში გეგა შემოვიდა.
-არაფერი.-ხელი ჩაიქნია თავისთვის.
-ძიას კაცმა გაღვიძება ყველას დაასწრო.-ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-თქვენ კაცებმა ყავა გააკეთეთ,მე ნუცას დავხედავ.-თავს უხერხულად გრძნობდა,ამიტომ სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას და კიბეებზე სირბილით ავიდა.
-არ დაიწყო.-გამაფრთხილებლად დაუბრიალა თვალები ლუკას.
-შენ ის მოგწონს.-დასცინა ძმას.
-შემეშვი რა.-ზურგი აქცია და ეზოში გავიდა.რა თქმა უნდა ლუკაც უკან მიჰყვა.
-მე რას მიმალავ,შუბლზე გაწერია ისედაც.
-ლუკა გეყოფა.-კბილებში გამოსცრა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
-დამელაპარაკე გეგა,იქნებ რამის გაკეთება შემიძლია.
-შენ რისი გაკეთება უნდა შეგეძლოს ლუკა,უბრალოდ მოხიბლული ვარ,მეტი არაფერი.
-არა მაგაზე მეტია,ამაში დარწმუნებული ვარ.-ბავშვივით აიკვიატა.-მე არ მახსოვს თუკას ასე მოჰქცეოდი.
-თუკას ცუდად არასდროს მოვქცევივარ რაზე მელაპარაკები.
-ცუდად არა,უყურადღებოდ ექცეოდი,მარიამს კი იმაზე მეტ დროს უთმობ ვიდრე ვინმე სხვას.
-დახმარება სჭირდებოდა და დავეხმარე,ნუ აზვიადებ ყველაფერს.
-ხომ არ შეგიყვარდა?
-ერთი თვეა ვიცნობ ლუკა,გეყოფა უკვე.-გაღიზიანებულმა მიუგო და ბავშვი მიაწოდა,რომ სიგარეტით ნერვები დაემშვიდებინა.
-კარგი,ნუ ბრაზდები ეგრევე.შენი საქმის შენ იცი,მჯერა რომ სწორად მოიქცევი.
-მარიამზე ლაპარაკი არ მინდა,უბრალოდ სიმპათიები მაქვს,რაც არაფერს ნიშნავს.-მტკიცედ იუარა.
-როგორც იტყვი.-მის ნებას დაჰყვა ლუკაც,თუმცა იცოდა,რომ იმაზე მეტი რამ ხდებოდა მასთან,ვიდრე აჩვენებდა.თავგზა ჰქონდა გეგას არეული,მისი სული ქარიშხალივით ბობოქრობდა,თუმცა ამის გულში შენახვა უწევდა,სხვანაირად არ გამოდიოდა.მშვიდად შეექცეოდა ფინჯან ყავას და სიგარეტს და ყურადღება სხვა რამეზე გადაჰქონდა,რომ მასზე აღარ ეფიქრა.ასე ბავშვურად პირველად გაიტაცა რაღაცამ,ცხოვრებაში პირველად რაღაც საკუთარი თავისთვის მოუნდა,ამას მთელი სხეულით გრძნობდა და ეს ანადგურებდა...

***
-დილის ყავა დედიკოსთვის.-როგორც კი ოთახში შევიდა მაშინვე თავისებურად დაამღერა.-დიდიხანია გღვიძავს?
-არა,ახლა გავიღვიძე.-ღიმილით გამოართვა ჭიქა.-მადლობა,ძალიან მჭირდებოდა.
-გადაღლილი სახე გაქვს.
-ვერ დავიძინე ნორმალურად,თან დემნა ჭირვეულობდა.
-ადრე დაწექი დღეს,მე მივხედავ მაგ სვანს.
-გეტყობა სვანების მორჯულება დაიწყე.-სიცილით უთხრა მეგობარს.
-ჩემსა და გეგას შორის არაფერია ნუც-თბილად უთხრა მეგობარს.-ჩვენ ვსაუბრობთ,ძალიან ბევრს და ეს ორივეს გვეხმარება,მეტი არაფერი.
-ვიცი,რომ საუბრობთ,მარტივი მისახვედრია,რომ გეგამ ბევრი რამ იცის,უბრალოდ ახლოს ხართ.
-ის კარგი კაცია,ბევრ რამეში მეხმარება,მაგრამ ახლა შენთან ლაპარაკი მჭირდება.
-მოხდა რამე?-ფინჯანი გვერდით გადადო და მეგობარს მის გვერდით საწოლზე ანიშნა დაჯექიო.
-გახსოვს აბორტი,რომ გავიკეთე?
-მახსოვს.-მშვიდად მიუგო.
-მაშინ მე ძალიან მინდოდა დედობა,მაგრამ არ გამოვიდა და ამას შევეგუე.ყველაფერს თვალებში ჩავხედე და გავაცნობიერე,რომ ამაზე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი,ამიტომ ჩემს საქმეს დავუბრუნდი.შემდეგ აქ ჩამოვედი და ამ ოჯახის ნაწილი გავხდი.თუმცა საქართველომ ყველა ჭრილობა ახლიდან გახსნა...-ცრემლიანი თვალები ჰქონდა,ხმა აუკანკალდა,საუბარიც კი უჭირდა,სტკიოდა ამაზე ხმამაღლა საუბარი.-ჩვენს კაფეში ვიყავი მისული...ალექსს 8 წლის წინ წერილი დაუტოვებია.-დაკუჭული ფურცელი გაუწოდა.-სიყვარულს მეფიცებოდა და მის გვერდით ყოფნას მთხოვდა...-დააცადა,რომ წერილი ჩაეკითხა და საუბარი განაგრძო.-მერე აქაც მოვიდა...მითხრა,რომ ყველაფერი შეცდომა იყო და ამაზე საუბარი არ უნდოდა.ალექსი ვერ დავინახე მასში და გული ძალიან მეტკინა...სხვა რამის იმედი მქონდა...-მის მხარზე თავი მშვიდად ჩამოდო.-გუშინ ლაილამ დამირეკა,ჯეიმსი ჩამოდის საქართველოში,არ მინდა მისი ნახვა,ეს ახლიდან მაგრძნობინებს იმ ტკივილს,რომელიც მაშინ ვიგრძენი...
-ჩემი მარიამი.-ხელები მოხვია მეგობარს.-აქამდე რატომ არ მომიყევი?გგონია,რადგან დედა ვარ ყურადღებას ვერ მოგაქცევ?
-უბრალოდ არ მინდოდა ყველაფერი ერთად მომეხვია თავს.-ცრემლები შეიმშრალა.
-როგორც ჩამოვა ისე წავა უკან ეგ ბრიტანელი გასაგებია?თან რა აქცენტი აქვს თარჯიმანი მჭირდებოდა,რომ გამეგო რა უნდოდა.-დაიღრინა თავისთვის.
-მშვენივრად ეჭორავებოდი საათობით.-წარსული გაახსენა.
-ეგ იმიტომ,რომ შენ გიყვარდა.ახლა, როცა ვერ იტან, მეც ვერ ვიტან და მისი აქცენტიც მაწუხებს,მარტივია.-სიტუაცია უცებ განმარტა.-ალექსს,რაც შეეხება ის მალე წავა. სექტემბერში აქ აღარ იქნება,ამიტომ მშვიდად უნდა იყო.
-ხო,მაგრამ მაინც არ მინდოდა ასე დამთავრებულიყო.
-ვიცი.-თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.-არაფერი აღარ დამიმალო კარგი?ერთად რა არ გადაგვიტანია,რა უნდა მოხდეს ისეთი,რასაც ვერ გავუძლებთ.
-ძალიან მიყვარხარ ნუც.-ხელები მჭიდროდ მოხვია მეგობარს.
-მეც მიყვარხარ მარიამ.-ვერც წარმოიდგენდა ამხელა ტკივილს თუ იტევდა მარიამი.იშვიათად ტიროდა ხალხის წინ,თუ ტიროდა მხოლოდ მათ წინ ვისაც ენდობოდა და ასეთი ბევრი არ იყო.ახლა უფრო მეტი ყურადღება სჭირდებოდა მას,ვიდრე ოდესმე...

***
ისე მოსაღამოვდა,ვერც მიხვდნენ,მთელი დღე ერთად გაატარა ოთხივემ,ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ და ლაღად ატარებდნენ დროს.ნეტავ უფრო ადრე გაეცნოთ ერთმანეთი,ნეტავ უფრო ადრე გაერთიანებულიყვნენ და ერთმანეთის გვერდით მდგარიყვნენ,ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.
-მე წავალ თორემ შანსი არ არის დილით ადრე ადგომას კიდევ გავუძლო.-დაიწუწუნა ნუცამ როგორც კი საათს დახედა, 11 ხდებოდა,ხელში მძინარე დემნა დაეკავებინა, რომელიც უდარდელად ფშვინავდა.
-წამოდი ავიდეთ,გადაღლილი ხარ დაისვენე.-ბავშვი გამოართვა ლუკამ.
-ბოდიში რა,მაგიდას ასე გიტოვებთ.-დაიწუწუნა თავისთვის.
-ნუ სულელობ,წადი მე მივხედავ ყველაფერს.-დალაგება თავის თავზე აიღო მარიამმა.
-მადლობა.-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა მეგობარს.-მშვიდობიანი ღამე.
-ასევე.-მშვიდად მიუგო ორივემ.
-დაწექი შენც თუ გინდა,მე მივხედავ აქაურობას.-ინიციატივა გამოიჩინა ჯაჭვლიანმა.
-არა,ასე ადრე მაინც ვერ დავიძინებ.-მშვიდად ამოთქვა და ჰორიზონტს ფანჯრიდან გახედა.-მოსაწევად გავალ და მერე მივალაგებ.-ფეხზე დენდარტყმულივით წამოდგა და ოთახი უკანმოუხედავად დატოვა.ჯაჭვლიანს არც უფიქრია ისე აალაგა მაგიდა,გასარეცხი ჭურჭელი მხოლოდ დროებით დატოვა კარადაზე ა ორი ფინჯანი ყავა გაუაზრებლად გააკეთა.მარიამს ყავა არ უთხოვია,არც ის უთქვამს ან უგრძნობინებია,რომ ლაპარაკი სჭირდებოდა,ან საერთოდ გეგას იქ ყოფნა თუ ესიამოვნებოდა?მაინც გავიდა და ფინჯანი უსიტყვოდ დაუდო მაგიდაზე,გვერდით არ მიუჯდა,იქვე კედელს მიეყრდნო და ცას შეხედა,რომელიც გუშინდელისგან განსხვავებით დღეს კოპებშეკრული დასცქეროდა არემარეს.
-ყავისთვის მადლობა.-გვერდით მდგომ ჯაჭვლიანს გახედა.ხმა არ ამოუღია გეგას,მხოლოდ ოდნავშესამჩნევად ჩატეხა ტუჩის კუთხე და ისევ ცას მიაჩერდა.-კარგად ხარ?-ეუცნაურა მისი ასეთი სიჩუმე.
-კი,უბრალოდ ჩავფიქრდი.
-გინდა ვისაუბროთ?
-მართლა კარგად ვარ მარიამ,უბრალოდ ჩავფიქრდი,სხვა არაფერი.-სიტყვის თქმა ვეღარ მოასწრო მარიამმა მისი მობილური რომ ახმაურდა,რატი იყო.
-გისმენ რატი.-თბილი ხმით დაიწყო საუბარი.
-როგორ ხარ მარიამ?
-კარგად,შენ როგორ ხარ დაკარგულო?
-კარგად რავიცი.-მხრები აიჩეჩა ისე თითქოს დაინახავდა.-მისმინე გართობა არ გინდა?
-ანუ?-დაიბნა კითხვის მოსმენისას.
-ანუ მოდი ყველა ერთად სადმე წავიდეთ და თავზე დავიმხოთ ყველაფერი.-დაუფიქრებლად გასცა პასუხი.
-მაგისთვის ცოტა ხომ არ გავიზარდეთ?
-სტრიპტის კლუბში კი არ გეპატიჟები მარიამ,ჩემს რესტორანში შევიკრიბოთ,ხვალ პატარა გახსნას მოვაწყობ და ძველი დრო გავიხსენოთ,ცოტა დავლიოთ,ვიცეკვოთ და ეგ არის რა.გპირდები დარდიმანდებს არ დავაკვრევინებ,მხოლოდ თანამედროვე მუსიკა იქნება.-იცოდა ვერ იტანდა 90-იანების სიმღერებს.
-რავიცი,ნუცას უთხარი და თუ ბავშვით მოახერხებს წამოსვლას...-მაინც არ მოწონდა დიდად იდეა,იცოდა რატი ვერ მოითმენდა და გრანდიოზულ გახსნას მოაწყობდა.
-ყველა თანახმაა,უბრალოდ ახლა შენთან გადავამოწმე.
-ანუ ყველაზე ბოლოს მე დამირეკე?-გაეცინა მის საქციელზე.
-თუ ყველა წამოვა,მეც წამოვალ,სულ ამას იმეორებდი,ხოდა ყველა მოდის,სხვა გზა არ გაქვს.
-Oops-გაიფიქრა გონებაში.-როდის და რომელზე?
-ხვალვე.
-სად გეჩქარება მოგსდევენ?
-უბრალოდ ძველი დრო მომენატრა,ცოტა ნასვამი ვარ და შემომაწვა ყველაფერი ერთად.
-ადგილი და დრო მომწერე,მანდ ვიქნები.
-უფროსი ჯაჭვლიანი არ დაგრჩეთ.-მიაძახა უცებ და ზარი დაასრულა.
-ჯანდაბა!-ჩაიფრუტუნა თავისთვის და ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო.
-მშვიდობა გაქვს?
-ხალხმრავლობას ვეღარ ვიტან,რატიმ კი რესტორანი უნდა გახსნას და ჩვენთვის მოაწყოს,რომ ხვალ ყველა ერთად გავერთოთ და ძველი დრო გავიხსენოთ.
-გილოცავ.-სარკაზმი არ დააკლო ჯაჭვლიანმა.
-შენც გილოცავ,შარვალ-კოსტუმის ჩაცმა მოგიწევს.-ირონიით უპასუხა მარიამმა.
-უკაცრავად?
-რატიმ უფროსი ჯაჭვლიანი არ დაგრჩეთ სახლშიო.
-დარწმუნებული ვარ ეგ არ უთქვამს.
-თქვა,თქვა.დროა კარადას გადახედო.-გაეცინა მის რეაქციაზე.
-უჩემოდ არ გამოვა რესტორნების ბიზნესი?
-დიდი ალბათობით დიდ წითელ ხალიჩას დაგვახვედრებს შესასვლელში და რამდენიმე ფოტოგრაფსაც,ამიტომ არა.-მტკიცედ იუარა.რატის მართლაც ჰქონდა გადაწყვეტილი გრანდიოზული გახსნა,წითელი ხალიჩა ისე,როგორც წინა ჯერზე და წყვილებად მიმავალი მეგობრები,რომელთა ფოტოებითაც საიტის ავსებას აპირებდა.
-შენ და გეგა სულ ბოლოს შემოდიხართ.-შეტყობინება გაუგზავნა მარიამს და გაღიმებული ემოჯი მიახატა ბოლოს.
-როგორც ჩანს მეწყვილეები ვართ.-ზუსტად იგივე ტექსტი მიუვიდა გეგას „შენ და მარიამი სულ ბოლოს შემოდიხართ.“
-მოვკლავ!-დაიღრინა გაღიზიანებულმა.
-სერიოზულ ბიზნესშია არა?
-მისი ღამის კლუბი ტოპ ათეულშია,დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის გახსნას,ახლა რესტორანს მიაყოლებს და შემდეგ კიდევ ერთ ბარზე აპირებს მუშაობის დაწყებას.
-ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს.-გულწრფელად ამოთქვა გეგამ.
-ვალდებული არ ხარ წამოხვიდე.
-შენს გარდა იქ მეწყვილის გარეშე ვინ იქნება?
-არავინ,ყველას ქმარი ან ცოლი ყავს,მაგრამ მაგას რა აზრი აქვს.
-ის აზრი აქვს,რომ ხალხში მარტო ხომ არ იქნები.
-ვალდებული არ ხარ,რომ...
-ვიცი,უბრალოდ მინდა გვერდით ვიყო.-საუბარი არ აცადა.
-კარგი.-მის ნებას მშვიდად დაჰყვა.-კაბა არ მაქვს.-შუბლზე ხელი იტაცა.-რანაირად წამოვალ.
-დაიწყო.-გაეცინა მის ქმედებაზე,ქალების ყველაზე დიდი პრობლემა მსგავს სიტუაციაში ყოველთვის ის არის,რომ ჩასაცმელი არ აქვთ,მიუხედავად იმისა,რომ კარადა სავსეა.
-არ გეხუმრები,მართლა არაფერი მაქვს.
-არც მე არ ვინახავ შარვალ-კოსტუმს საწოლის ქვეშ,ხვალ ჩავალთ თბილისში და ვიყიდით.
-მოიფიქრებსხოლმე რა,ცოტა მერე ვერ გახსნიდაა,სად ეჩქარება.
-დაწყნარდი,სულ 1 საათის საქმეა.
-ეგ შენთვის.-თავისთვის ჩაილაპარაკა და თავი საზურგეს მიაყრდნო...

***
11 საათისთვის დატოვეს ბაკურიანი და თბილისისკენ გაეშურნენ.წარმოდგენა არ ჰქონდა როგორი კაბა უნდა ეყიდა,ტანსაცმელზე ყოველთვის ბევრს ფიქრობდა.ნუცამ სულ რაღაც ნახევარ საათში მოირგო ვარდისფერი სადა კაბა,ამოღებული ზურგით და ლუკასთან ერთად სახლში წავიდა,რომ მომზადებულიყო.მარიამი და გეგა კი დარჩნენ ერთმანეთის ამარა მაღაზიაში.
-შენც ხედავ,რომ ლამაზი არაფერი არ არის?-უხეშად გამოქაჩა კაბა,რომ უკეთ შეეთვალიერებინა.
-ლამაზი ბევრი კაბაა მარიამ,გააჩნია შენ რას ეძებ.
-რაიმე ორიგინალურს,ისეთს,რაც მომეწონება და მომიხდება.
-ერთი კაბა მაჩვენე,რომელიც არ მოგიხდება.
-ეს.-სტაფილოსფერი კაბა გამოქაჩა თვალსაჩინოებისთვის.
-კარგი,კარგი.-ხელები აწია დანებების ნიშნად.
-ამ რამდენიმეს მოვიზომავ.-ხელში 2 წითელი და ერთი შავი კაბა შეათამაშა.
-სარკესთან მოვიცდი.-მის ნებას დაჰყვა,როგორც ყოველთვის და გვერდით განყოფილებაში გადაინაცვლა,სადაც მოკლე,საღამოს კაბები იყო განთავსებული.-შავგვრემანია,წითელი ფერი მოუხდება.-გაიფიქრა გონებაში.
-წვეულებაზე წითელი და შავი ფერი არასდროს არ უნდა ჩაიცვას ქალმა თუ უნდა,რომ ერთადერთი იყოს,ყოველ მეორეს ეგ ფერი ექნება მორგებული.-გაახსენდა თუკას საუბარი და მაშინვე გაუშვა ხელი მის წინ ჩამოკიდებულ სამოსს.თუკასთან ერთად არასოდეს ყოფილა ტანსაცმლის საყიდლად.ის ყოველთვის მეგობრებთან ერთად გადიოდა ამ საქმისთვის და ხან ერთი კაბის გამო რამდენიმე დღეს ხარჯავდა მკერავებთან,გეგა ამას ვერ გაუძლებდა,ამიტომ გაყოლა არც არასოდეს შეუთავაზებია.
-ვერცხლისფერი...-გაიფიქრა გონებაში და მაღაზიის კუთხეში მანეკენს მიაშტერდა,რომელსაც ულამაზესი კაბა ეცვა.-უკაცრავად.-შეაჩერა კონსულტანტი.
-დიახ ბატონო,გისმენთ.
-ჩემთან ერთად,რომ ქალია აქ ნახეთ?
-დიახ,გასახდელშია ბატონო.
-არა,მაგიტომ არ გეკითხებით.ეს კაბა თუ მოერგება თქვენი აზრით?-თავით მანეკენზე ანიშნა.
-ჰმმ...-წამით ჩაფიქრდა.-წესით უნდა მოერგოს,ზურგზე თასმებით იჭიმება სასურველ ზომაზე,მხოლოდ ეს ზომა დაგვრჩა.
-თუ შეიძლება მაჩვენეთ.-მშვიდად მიუგო და როგორც კი გოგონამ ვიტრინასთან არსებული უსულო სხეული გააშიშვლა მაშინვე გასახდელისკენ წავიდა.-მარიამ.-მშვიდად დაუძახა კარის იქით მყოფს.
-გეგა?მშვიდობა გაქვს?-ქალების გასახდელში მის ნახვას არ ელოდა.
-მოირგე რამე?
-ვერაფერი,ჩავიცვამ და გამოვდივარ.
-მოიცადე...რაღაც მოგიტანე,ეს მოიზომე.
-არ მინდა რა ეს ჭრელი კაბები გეგა,ხუმრობის დრო არ არის.
-ნუ ბუზღუნებ მარიამ და გააღე კარი,რომ შემოგაწოდო.
-კარგი.-კარს იქით მყოფმა ჩაიფრუტუნა და კარი რამდენიმე სანტიმეტრით გააღო,რომ ხელი გამოეწია.-მომეცი აბა.
-გამომართვი.-მშვიდად მიაწოდა და იქვე სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
-ღმერთო.-აღმოხდა გაოცებულს,როგორც კი კაბა ფართოდ გაშალა.გეგამ კარს უკან უხმოდ ჩაიცინა,მიხვდა,რომ სწორი არჩევანი გააკეთა.თითქმის 10 წუთიანი ლოდინის შემდეგ უკან წასასვლელად გამზადებული მარიამი გამოვიდა გასახდელიდან.
-კაბა?-გაკვირვების ნიშნად ხელები გაშალა გეგამ.
-ვყიდულობ დამშვიდდი.
-ნახვა არ დავიმსახურე?
-საღამოს ნახავ,ახლა წამოდი.-ხელი არაფრისმომცემად დაუქნია და სალაროსთან მივიდა.
-მოგეწონა ანუ.
-რომ არ მომწონებოდა არ ვიყიდდი.
-შემოიფუთეთ და მანამდე უცებ ფეხსაცმელსაც გადავხედავ.-უთხრა გოგონას და სწრაფად გაიქცა დასათვალიერებლად.
-ბარათით გადავიხდი.-ხელში ბარათი აათამაშა.
-მშვიდობაში- გაუღიმა გოგონამ და პარკი გაუწოდა.
-მადლობა,ბედნიერი დღე.
-არაფერი მომეწონა,ისევ ჩემს დამტვერილ ფეხსაცმელს ჩავიცვამ.-დახლთან მივიდა.-ბარათით...-გაშეშდა,დახლზე კაბა აღარ იდო.-ჩემი კაბა სად არის?
-იმ ბატონმა გადაიხადა და მას აქვს.-კართან მდგომ გეგაზე მიუთითა.
-მადლობა და ნახვამდის.-ღიმილით მიუგო გოგონას და გასასვლელისკენ გაემართა.
-წავედით?
-კაბის ფული რატომ გადაიხადე?
-ჩემი არჩეულია.
-ხო,მაგრამ მე უნდა ჩავიცვა.
-მერე?
-მერე რატომ გადაიხადე?ძვირია თან,დაგიბრუნებ.
-შენ მატერიალურ მხარეზე ნუ იფიქრებ ახლა კარგი?ჩემთან გავიდეთ,მოვემზადოთ და წავიდეთ.
-გეგა ამ კაბის ამბავს ასე ვერ დავტოვებ,450 ლარი გაქვს გადახდილი.
-მანქანაში ჩაჯექი მარიამ.-მშვიდად მიუგო და როგორც კი მძღოლის ადგილი დაიკავა მანქანა ადგილს მოწყვიტა...
***
-ამდენხანს როდიდან ემზადები?-გაოცებული იჯდა ოთხში გეგა.
-პრობლემა მაქვს.-უკვე ნერები აღარ ჰყოფნიდა.-მგონი ეს კაბა არ უნდა გეყიდა.
-რამე ჭირს?
-თასმებს ვერ ვკრავ ზურგზე.-უკამყოფილოდ ჩაიფრუტუნა.-უნდა დამეხმარო.-კარი ფრთხილად გამოაღო და ზღურბლზე შედგა.-თუ რა თქმა უნდა პრობლემა არ არის.
-არა მარიამ,მოდი.-ძლივს ამოთქვა მისი დანახვისას.ზუსტად იცოდა,რომ ასე ჯერ არავინ მოწონებია,ასეთი რამ არავის მიმართ უგრძვნია...ზურგით დაუდგა მარიამი და თმა გვერდით გადაიწია.ზურგზე ნამგალა მთვარის ტატუ ჰქონდა გაკეთებული,ზუსტად შუაში ხერხემალზე კი რაღაც წარწერა არაბულად.მისი შეხებისას ტანში გააჟრჟოლა მარიამს.ზაფხულის სიცხის მიუხედავად გაყინული ხელები ჰქონდა გეგას და ეს პირველად არ ხდებოდა.მისი ხელები ყოველთვის ყინულივით ცივი იყო,თითქოს ძარღვებში სისხლი გაყინვოდა...ფრთხილად დაუჭიმა კაბის თასმები და წინ დაუდგა.თმა უბრალოდ გაესწორებინა და გაეშალა,სადა მაკიაჟი გაეკეთებინა და მისი ნაყიდი კაბა მოერგო სხეულზე,იმაზე მეტად უხდებოდა,ვიდრე წარმოიდგენდა.-ძალიან გიხდება.-აღფრთოვანება ვერ დამალა კაცმა.
-მადლობა გეგა...-ღიმილით მიუგო.-ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
-ნუ სულელობ მარიამ,მე არაფერი გამიკეთებია.
-როგორ არა,გაცნობის დღიდან ძალიან ბევრს აკეთებ.-მშვიდად ამოთქვა და მის წინ მდგომი კაცი კარგად შეათვალიერა.-შენც კარგად გამოიყურები.
-ჰალსტუხის შეხამება მინდოდა,მაგრამ ეგეთი ბრჭყვიალა ვერ ვნახე.-თავი დამნაშავესავით იმართლა.
-ამ ერთხელ გაპატიებ.-ღიმილით მიუგო და ჩანთა აიღო.-წავიდეთ?
-წავიდეთ.-მის ნებას დაჰყვა და წინ მიმავალს ქალს უკან მიჰყვა...

***
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა,როგორც მარიამმა ივარაუდა.ხალხით სავსე ეზო,რომელიც მორთული იყო ათასგვარი ნათურით,რამდენიმე ჟურნალისტიც შენიშნა კამერით ხელში,მალევე გამოეყო ხალხის მასას რატი და ერთად შეკრებილ ოთხეულს მიუახლოვდა.
-როგორ ხართ?
-ცოტა ხომ არ გადააჭარბე რატი?-შეწუხებული იყურებოდა ნუცა.
-ბევრი ხალხი მოგროვდა,მაგრამ ჩვენთვის ცალკეა ტერასაზე ადგილი,სიმშვიდე იქნება ნუციკო.-დაამშვიდა მეგობარი,რომელიც ბავშვით ხელში მოსულიყო საზეიმო გახსნაზე.-რა ლამაზები ხართ ორივე.ჯაჭვლიანებსაც არა გიშავთ რა,მაგრამ გოგოები გჯობიათ.-სიცილით მიუგო ბიჭებს.-მოკლედ მე და კესო შევალთ,მერე ალექსი და ლიკა მოგვყვებიან უკან,შემდეგ ლუკა და ნუცა და ბოლოს თქვენ რა.-მარიამს და გეგას გახედა სიტყვის დამთავრებისას.
-საერთოდ ჩვენი ფოტოებში გამოჩენა რა საჭიროა?-აბუზღუნდა მეტრეველი.
-თუ არ გახსოვს პირველი ბარის გახსნა ჩვენი სამეგობროს გამო გადავწყვიტე,ალექსს უფასო სასმელი,რომ ჰქონოდა.თავადვე გაეცინა საკუთარ ნათქვამზე-ნუცამ პიარი გაუკეთა ჩემს ბიზნესს და ათამდე მსხვილი ბიზნესმენი დააინტერესა და შენ დაფინანსება მომაპოვებინე უცხოელი ინვესტორებისგან,ამიტომ მინდა,რომ გვერდით იყოთ და ხალხმა იცოდეს,ვინ დგას ჩემს გვერდით.-ისე სევდიანად ამოთქვა ყველაფერი,თითქოს ბოლოჯერ ხედავდა მეგობრებს.-მოკლედ შევიდეთ ნელ-ნელა,ფოტოგრაფები შიგნით არიან.-ღიმილით გადახედა მეგობრებს და შესასვლელისკენ დაიძრა,შიგნით კესო ელოდა,რომელმაც უკანასკნელი დეტალები მოაწესრიგა და საყვარელ მამაკაცს თბილი ღიმილით შეეგება.მასთან ერთად გაჭრა მიყვნენ,რომლებიც თავიდანვე მოშორებით იდგნენ ოთხეულისგან,შემდეგ ნუცა და ლუკა პატარა დემნასთან ერთად და ბოლოს,ყველაზე ტკბილი ლუკმა...ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი გეგა,რომელსაც გვერდს მარიამი უმშვენებდა.ნელი ნაბიჯით გადაკვეთეს მანძილი კარამდე,წამით საშინელი დაძაბულობა იგრძნო,თუმცა როგორც კი ხელზე გეგას თითების შეხება იგრძნო მთლიანად მოეშვა და ხელჩაკიდებული მიჰყვა გვერდით.დარბაზი სავსე იყო,ვერ იტანდა ასეთ ხალხმრავლობას მარიამი.გეგაც არ ჩანდა დიდად მოხიბლული.განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც კამერის განათებამ ლამის დააბრმავა ფოტოების გადაღებისას...
ტერასაზე გავიდნენ,სადაც სპეციალურად მათთვის იყო მაგიდა გაწყობილი. მხოლოდ მშვიდი მუსიკა ისმოდა და ხალხიც არავის აწუხებდა.წითელი სანთლები ანათებდა ირგვლივ არემარეს,გარშემო კი წითელი ვარდებით მოფენილი კედლები კიდევ უფრო ამშვენებდა ყველაფერს,ისეთი დახვეწილი იყო ყველაფერი,რომ თავი სიზმარში ეგონათ.
-ულამაზესი დიზაინია.-აღმოხდა გაოცებულ მარიამს.
-კესომ მოიფიქრა,ძალიან დამეხმარა.
-ყოჩაღ კესო,ნამდვილად არაჩვეულებრივია ყველაფერი.
-მადლობა მარიამ.-თბილად გაუღიმა ქალს.მაგიდასთან ადგილები დაიკავეს,საკმაოდ დიდ ტერასაზე მხოლოდ მრგვალი მაგიდა იდგა თავისი 8 სკამით,რომელიც წითელი სანთლებით იყო მორთული,კუთხეში კი ახალგაზრდა მუსიკოსი იჯდა,რომელიც მთელი არსებით იყო ჩაკარგული თითოეული ბგერის სიღრმეში.
ათასობით ამბავი გაიხსენეს,ბავშვობაში დაბრუნდნენ და განვლილი წლები სათითაოდ გაიხსენეს...ყველა განსაკუთრებული მომენტი,ყველა წყენა და დარდი,ყველა ბედნიერი წამი,რომელიც კი ერთად გაუტარებიათ და საბოლოოდ იმ რეალობამდე მივიდნენ,რომელშიც ცხოვრობდნენ...ალექსი ხმას არ იღებდა,ისე იქცეოდა თითქოს ის სულაც არ იყო,თავჩაღუნული იჯდა და ხელში მედალიონს ათამაშებდა.არცერთი სიტყვა არ მოუსმენია ბავშვობაზე,არც წარსულსა და არც მომავალზე,უბრალოდ იჯდა და ფიქრებს მისცემოდა.წამიერად მარიამისკენ აპარებდა თვალს,გაოცებული იყო მისი სილამაზით,ყოველ ჯერზე სულ უფრო ლამაზდებოდა...ზუსტად იცოდა,რომ მალე უნდა გასცლოდა იქაურობას,თორემ მისი შინაგანი მე მალე ამოხეთქავდა.
-არ წავიდეთ?-შეტყობინება მიწერა გვერდით მჯდომ მეუღლეს.
-1 საათია რაც აქ ვართ,სად გვეჩქარება?-წყენით დაუბრუნა პასუხი.ალექსს აღარაფერი უთქვამს ისევ მშვიდად მიეყრდნო სკამის საზურგეს.
-შემდეგი ობიექტისთვისაც ვფიქრობ რაღაც მსგავსის გაკეთებას.-ინტერიერზე მიუთითა რატიმ.
-ყვავილებით აპირებ გაწყობას?
-მხოლოდ პატარა ნაწილის,ფოტოებისთვის და რომანეტიული ვახშმებისთვის იდეალური იქნება.
-მინდვრის ყვავილები ძალიან მოუხდება მსგავს სივრცეს.-ივარაუდა ლიკამ.
-მაშინ მარიამის გარეთ დატოვება მოუწევს.-ხმადაბლა ამოთქვა ალექსმა.
-რატომ?
-თითქმის ყველა ყვავილზე ალერგია აქვს,გვირილებზე და მსგავსებზე მითუმეტეს.
-აუცილებელი არ არის ყველგან სავახშმოდ ჩამოვჯდე,როგორც რატის გაუხარდება ისე იყოს,მე ამ წითელ ვარდებიან ტერასას მივეჯაჭვე.-ღიმილით ამოთქვა და ჰორიზონტს გახედა,წითელი ვარდი მისი საყვარელი მცენარე იყო,ალბათ ყველა მცენარეს გაახმობდა მისთვის.სულ უნდოდა დიდი ბაღი,რომელშიც მხოლოდ წითელი ვარდი იხარებდა,თუმცა ჯერ ეს სურვილი ვერ აისრულა.
-ინტერიერზე მერე ვიფიქროთ,არ ვიცეკვოთ?გავიხსენოთ ძველი დრო.-კესოს ხელზე ნაზად აკოცა და ფეხზე წამოდგა,რომ ეცეკვათ.
-ჩვენ არ ვიცეკვოთ?-მეუღლეს გახედა ლიკამ.
-რა თქმა უნდა,ადექი.-თბილად მიუგო ქალს და მაგიდას მასთან ერთად მოშორდა.
-ბავშვს მე დავიტოვებ,იცეკვეთ თქვენც.-ლუკას და ნუცას შესთავაზა მარიამმა.
-ცეკვის გაკვეთილები მერე იყოს მარიამ,ახლა პატარას უნდა ვაჭამო და დავაძინო თორემ არ გაჩუმდება.
-წამოდი აჭამე და მოვიდეთ.
-არა ლუკა,უნდა წავიდეთ თორემ ხმაურია აქ და არ გაჩერდება.-ნაღვლიანად უთხრა ქმარს.-მეც დავიღალე.
-როგორც იტყვი ჩემო ძვირფასო მეუღლევ,მშობლობა გვიხმობს ახალგაზრდებო.-სუფრასთან დარჩენილ გეგას და მარიამს გადახედა ლუკამ.-ასე ისხდებით ჩამომხმარი ხეებივით?ადექით და იცეკვეთ,შეირგეთ დღევანდელი დღე.
-ნასვამი ვარ,ჯობია ასე ვიჯდე.-თავი იმართლა ქალმა.
-არა,არა.ადექით ახლავე ორივე.-ძმას ხელი მოკიდა და ძალით ააყენა ფეხზე.-შენც მიყევი ქალბატონო სწრაფად!
-ნუ ბავშვობ ლუკა,ასე ვერ ვისხდებოდით?-ნერვები არ ეყო უფროს ჯაჭვლიანს.
-ვერა,ადექი შენც.-ფეხზე წამოაყენა მარიამი.-ბევრი არ დალიოთ და ჭკვიანად იცოდე.-პატარა ბავშვებივით დაარიგა ლუკამ,იქ მყოფებს დაემშვიდობა და ცოლთან ერთად დატოვა შენობა.
-თუ არ გინდა არ ვიცეკვოთ.-როგორც კი თვალს მიეფარა ლუკა მაშინვე ამოთქვა.
-არ მაქვს პრობლემა,რადგან აქ ვართ ვიცეკვოთ.-მშვიდად მიუგო და ნახევრად შიშველ ზურგზე ხელები მშვიდად აასრიალა.მიუხედავად იმისა,რომ მარიამს ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა მაინც მასზე მაღალი იყო გეგა,მის წინ მდგომ კაცს ქვემოდან უყურებდა და მუსიკას რიტმულად აყოლებდა სხეულს.ზუსტად იცოდა გეგამ რატომაც მოიქცა მისი ძმა ასე,რამდენიმე ჭიქის მიუხედავად ნათლად ამჩნევდა,რომ ლუკა მათ დაახლოებას ცდილობდა და ნუცაც ეხმარებოდა.არ სიამოვნებდა გეგას მის ცხოვრებაში,რომ ერეოდნენ.მითუმეტეს,როდესაც საქმე ქალს ეხებოდა და თან მარიამს.თავადაც იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო და რა უნდა გაეკეთებინა,თუმცა ამაში სხვების ჩარევა შესაძლოა სიტუაციის არევით დასრულებულიყო.მოწონება ნამდვილად იყო ის,რასაც მარიამის მიმართ გრძნობდა,თუმცა ჯერ მეტი არაფერი...შესაძლოა ეს არც შეიცვალოს და სულ სხვა ქალი შეუყვარდეს წლების შემდეგ,ვინ იცის...
მარიამს უკვე სასმლისგან მთელი სხეული დაუბუჟდა,გეგას მხარზე თავი ჩამოედო და უდარდელად არხევდა სხეულს,მთელი სხეულით მას ეყრდნობოდა,თითქოს ბავშვი ყოფილიყოს,რომელიც სიარულს ახლა სწავლობდა.გრძნობდა მის ძლიერ ხელებს წელზე,რომლებიც წაქცევის საშუალებას არ აძლევდა.მის სუნთქვას და მთლიანად მის სხეულს,რომელიც თავისას ეკვროდა.რაღაც ენით აღუწერელი გრძნობა დაეუფლა,თითქოს ღრუბლებში დაფრინავდა,ზუსტად ისე,როგორც ჯეიმსთან პირველი პაემნისას,ან პირველი კოცნისას...
-შეიძლება?-სიმშვიდე ალექსის ხმამ დაარღვია,რომლის მეწყვილეც წამში გამქრალიყო ტერიტორიიდან და მარიამს მომლოდინე სახით მისჩერებოდა.
-არაფერია.-მშვიდად დაუკრა თავი გეგას,რომელიც მზად იყო ნებისმიერ წამს შუაზე გაეგლიჯა ალექსი და მისი სხეულიდან ხელები ალექსის კისერზე გადაიტანა.
-უფრო დიდი ჯაჭვი გჭირდება მის დასაბმელად.-ირონიულად მიუგო და კუთხეში მდგომ ჯაჭვლიანს გახედა.
-რა გინდა ალექს?-უკვე მობეზრებული ჰქონდა მისი საქციელი.
-მე არაფერი,უბრალოდ გეცეკვები.
-მაშინ იცეკვე...
-მაინც უნდა გითხრა.-ენა ვერ გააჩერა და მარიამის სიმშვიდეს ხელი მაინც შეუშალა.-უხდებით იციი.გიყურებდით და ძალიან უხდებით...
-შენ რა მეტი საქმე არ გაქვს?
-უბრალოდ ჩემს მეგობარზე ვღელავ და თვალს ვადევნებ.-მშვიდად მიუგო და ხელები წელზე უფრო მჭიდროდ მოხვია.-ახლა ლამაზად გამოიყურებით,მაგრამ ერთ დღეს ამ ახმახის მაგივრად სახლში დანაწევრებული კაცი,რომ დაგხვდება მაშინაც მოგეწონება?
-რას ბოდავ ალექს?-მაშინვე მოიშორა სხეულიდან მისი მკლავები.
-ერთ დღესაც აღარ გაუმართლებს და რომელიმე ნაწილის გარეშე დაბრუნდება სახლში,ეგეთიც სრულყოფილი იქნება შენთვის?-წასვლის საშუალება არ მისცა.-შენ ხომ ყოველთვის სრულყოფილ და შემდგარ კაცს ეძებდი,ერთ დღესაც გაქრება შენი სრულყოფილება და ვნახოთ მერე როგორ იქნები.
-შენ რა ისევ დალიე?-ალკოჰოლის სუნი მალევე იგრძნო ქალმა.
-ეგ ჩემს სიმართლეს არ ცვლის,ერთ დღეს ძალიან ინანებ შენს არჩევანს,ფაქტობრივად თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ ადამიანს ეტრფი,ლოთი არ ჯობდა ეგეთს?მე ცოცხალი მაინც დავრჩები.
-ავადმყოფი ხარ.-მთელი ძალით უბიძგა მკერდზე და როგორც კი მისი ხელები სხეულიდან მოიშორა გასასვლელისკენ გავარდა.პირველად გაიგო მისგან სიტყვა „ლოთი“ საკუთარ თავზე.როდესაც თავად მარიამმა თქვა ეს,მისი მოკვლის სურვილი გაუღვიძა ალექსს,ახლა კი ცინიკურად საუბარს,საკუთარი აღიარებაც ამოაყოლა და 8 წლის შემდეგ თავადვე გაანალიზა ვინც იყო.
-რა უთხარი?-მაშინვე პერანგის საყელოში წვდა გეგა.
-არაფერი ისეთი,რაც სიმართლე არ არის.-სიცილით ამოთქვა და გვერდით მდგომ რატის გახედა.
-გეგა შეეშვი.
-აქ არ დაგვისრულებია!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია კაცს,სასწრაფოდ აკრიფა ნივთები და სწრაფი ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე.
-ისევ ვერ ისვენებ არა?-ნაწყენი ხმა ჰქონდა რატის,ის უკანასკენლი იმედიც კი ეწურებოდა,რომელიც ჰქონდა მასთან დაკავშირებით.
-მე არაფერი გამიკეთებია,წასვლა უნდოდა და წავიდა.-მხრები უდარდელად აიჩეჩა.
-არასოდეს შეიცვლები.-თავი დანანებით გააქნია კაცმა,გულში საშინელი ტკივილი იგრძნო,საბოლოოდ რწმუნდებოდა,რომ ხელიდან გამოეცალა მისი ბავშვობა და ამის შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებდა.
-ყველაფერი კარგადაა?-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ლიკა ორივეს.
-იდეალურად...-თავისთვის ჩაილაპარაკა რატიმ,ვისკით სავსე ჭიქა უხმოდ გამოცალა და იქაურობა კესოსთან ერთად დატოვა...


***
-მარიამ!-სირბილით ჩაიარა კიბეები გეგამ.-რა მოხდა?
-არაფერი,უბრალოდ წასვლა მინდა.-მანქანასთან შედგა,მიხვდა,რომ ღია არ იყო და გეგას დაელოდა.
-რამე ისეთი გითხრა,რაც უნდა ვიცოდე?-თვალებანთებული მიაჩერდა.
-არა...-თავი დანანებით გააქნია.-უბრალოდ ის...შენ მართალი იყავი...
-რასთან დაკავშირებით?-მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
-ის არასდროს შეიცვლება...ისევ დალია და ისევ აურია ყველაფერი,როგორც წინაზე...ეს ის ალექსი არ არის,რომელსაც მე ვიცნობდი.-ხმა გაებზარა მასზე საუბრისას...სტკიოდა ალექსი,მისი თითოეული ნაბიჯი, გამოხედვა, სიტყვა,ქმედება... ყველაფერი სტკიოდა,თუმცა ამას ვერ ცვლიდა.
-არ მინდოდა,რომ მართალი ვყოფილიყავი...-გულწრფელად ამოთქვა გეგამ.-მე მინდოდა,რომ შენი იმედი გამართლებულიყო.
-მაგრამ იცოდი,რომ ეს არ მოხდებოდა...საიდან?ასეთი დარწმუნებული რატომ იყავი?
-სახლში,რომ მივალთ ამაზე მერე ვილაპარაკოთ კარგი?
-ამაზე ვერც ნუცასთან ვილაპარაკებთ და ვერც რამდენიმე საათისშემდეგ ბაკურიანში.
-ბაკურიანში არ მივდივართ,არც ნუცასთან.ჩემთან წავიდეთ,ყველაფერზე შეგვეძლება საუბარი.-მშვიდად ამოთქვა გეგამ,ისე რომ მზერა გზისთვის არ მოუშორებია და გეზი პირდაპირ სახლისკენ აიღო.თბილისის საცობს გადაურჩა და დაახლოებით ნახევარ საათში მანქანა კორპუსის წინ შეაჩერა.ფიქრებში იყო მარიამი გართული,ის ძლიერი ქალი,რომელზეც გაზეთებში წერდნენ,რომელზეც საქართველო ლაპარაკობდა ისეთი გატეხილი იყო...ასე იცის სამშობლომ,თავს შეგაყვარებს და სულით ხორცამდე გაგანადგურებს,მაგრამ მის სიყვარულს მაინც ვერ შეწყვეტ,მაინც განაგრძობ დარდს მასზე...
ასე იცის მეგობრობამ და სიყვარულმა,გტკენს,მაგრამ ვერ ეშვები.იბრძვი იქამდე,სანამ იმედის უკანასკნელ ნაპერწკალსაც არ წაგართმევს და არ დაგაჩოქებს საკუთარი სულის პირისპირ.გამტვრევს და გამსხვრევს,მაგრამ ფეხზე წამოდგომას ცდილობ,იბრძვი,მაგრამ იცი,რომ უშედეგოა,თუმცა არ ნებდები...8 წლის დაგროვილი ტკივილი ერთად,რომ დაგატყდება თავს გაუსაძლისს გახდის ნებისმიერის ყოფას და არც მარიამი იყო გამონაკლისი.ეს ტკვილი დაგატყდეს,მაგრამ თან ყოველ წამს გიმატებდეს ვინმე სადარდებელს?ეს კიდევ უფრო მძიმე ტვირთია,განსაკუთრებით მაშინ თუ წარსულს თავი ვერ დააღწიე...
-რამეს შეჭამ?გამოვიძახებ.-დუმილი ისევ გეგამ დაარღვია სახლში შესვლისას.
-ყავა მინდა,სხვა არაფერი.-მშვიდად ამოთქვა და დივანზე მოწყვეტით დაეცა.
-ტანსაცმელი შეგიძლია ჩემი კარადიდან აიღო.-მთელი გზა ამჩნევდა,რომ სციოდა და ტაო დაყრილ სხეულზე ხელებს ნერვიულად ათამაშებდა.გაეღიმა მის ნათქამზე...
-Little things that aren’t little…-თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახი ნელი ნაბიჯით დატოვა...მშვიდად შეიხედა გეგას კარადაში,სადაც შავ-თეთრი სურათის მეტი არაფერი დახვედრია,შავი მაისურები,შარვლები,შორტები...გაუაზრებლად აარჩია ტანსაცელი და წამში მოირგო მასზე რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი.არც კი ჩაუხედავს სარკეში ისე დატოვა კაბა საწოლზე და მისაღებში დაბრუნდა.-ცოტა დიდი მაქვს.-მაისური წინ გამოწია,რომ უფრო შესამჩნევი ყოფილიყო.
-ჩემი აზრით იდეალურია,გიხდება.-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ჯაჭვლიანს.-ყავა,როგორც ისურვე.
-მადლობა გეგა.-უჩვეულოდ თბილი ხმით მიუგო და სავარელში მჯდომი გეგას პირისპირ მშვიდად ჩამოჯდა.
-კარგად ხარ?
-იცი,რომ გითხრა კარგად ვართქო მგონი მაინც არ დამიჯერებ,რაც გაგიცანი მას შემდეგ სულ ცუდ მდგომარეობაში მხედავ,პატარა,მტირალა ბავშვივით ვარ.
-ასე არ არის,უბრალოდ რთული პერიოდი გაქვს,ასეთი ადვილი არ არის 8 წელი უცხო მიწაზე იცხოვრო,უცხო ხალხთან,ახალი ოჯახი გქონდეს და დაბრუნდე იქ,სადაც თავი ყველაზე ცუდად იგრძენი...
-შენ არ იცი ლონდონში როგორი ვიყავი,ქვას ქვაზე არ ვტოვებდი და ყველაფერს,რაც გზაზე მეღობებოდა ფეხქვეშ ვთელავდი,აქ სუსტი ვარ.
-საყვარელ ადამიანებთან ყველა სუსტია,სიყვარული ჩახლართულია რამეა, ერთდროულად გასუსტებს და გაძლიერებს ადამიანს.
-როგორც ჩანს მე უფრო მეტად მასუსტებს,ვიდრე მაძლიერებს.
-ესეც შენზეა დამოკიდებული მარიამ...რამდენს მიაღწიე ხედავ?რამდენ რამეს დააღწიე თავი და დღეს აქ ხარ,ფეხზე მყარად დგახარ და მომავალს იშენებ,უბრალოდ ამ გზაზე არასასურველი ხალხი უნდა ჩამოიშორო და ამისთვის დრო გჭირდება.
-ეს ყველაფერი 8 წლით დავაგვიანე...
-ამხელა პასუხისმგებლობას,რომ არ გრძნობდე ალექსის მიმართ ამდენად რთული არ იქნებოდა.-სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა კაცმა,ორივეს თავისი ისტორია ჰქონდა,ორივე განსხვავებულად ხედავდა ყველაფერს,თუმცა ყველაფერი მაინც წარსულის ტრამვებამდე მიდიოდა...
-ეს ალექსს არ დაუწყია.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და მისი სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი უხმოდ ამოაძვრინა.-ყველაფერი გაცილებით ადრე,ჩემი ბავშვობისას დაიწყო...ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახი სადამდე მივიდა იცი?ზიზღით სავსე რეალობამდე,სადაც შვილს სახლში მისვლა არ უნდოდა მთვრალი მამის გამო...ეს ყველაფერი ჩემგან დაიწყო...ჯერ ყვირილი გესმის გამუდმებით და ოთახის კუთხეში იმალები,თავზე ბალიშს იფარებ,რომ არაფერი გაიგო...შემდეგ ძალას იკრებ და დროთა განმავლობაში იმ ოთახში ჩერდები,სადაც ყვირილი ფანჯრებსაც კი აზანზარებს,მერე ერიდები კაცს,რომელიც ერთ დროს მამაშენი იყო,მაინც უფრთხი და რიდი გაქვს,რადგან მთვრალია და თანაც გაბრაზებული...-საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო,ემოციებმა დაჯაბნა და ცრემლები მაისურის სახელოებით შეიმშრალა.-შემდეგ ცდილობ შუშის ნამსხვრევები იქამდე მოასუფთავო,სანამ დედა მოვა სახლში,რომ არ ინერვიულოს,მომენტალურად ისევ გეშინია,მაგრამ თან ისეთ ზიზღს გრძნობ,რომელიც შინაგანად გახრჩობს...ბოლოს საკუთარ თავში ძალას პოულობ და მის პირისპირ წარბშეუხრელად დგები,იაზრებს,რომ მისი ასლი გაიზარდე და შიშნარევი მზერით გიყურებს,რომელიც არასოდეს დაგავიწყდება...ბოლოს კვდება და სულის ნაწილიც მიაქვს,გიტოვებს ტრამვას,რომელიც არ ინკურნება და გაფერხებს...გგონია,რომ ის უკანასკენლია,ამიტომ სხვებზე ზრუნვას იწყებ და გგონია,რომ ის თუ ვერა სხვას მაინც გამოასწორებ...იმედს არ კარგავ და გგონია,რომ ყველაფერს შეძლებ,მიუხდავად ათასი მცდელობისა არაფერი გამოდის,მაგრამ არ გინდა,რომ დანებდე და ისევ იბრძვი...-სიგარეტის ნამწვი საფერფლეში მოსრისა და თავი ხელებში ჩარგო.
-მარიამ...-ხრინწიანი ხმით ამოთქვა გეგამ და მაშინვე გვერდით მიუჯდა.ბავშვობა გაახსენდა,ის ბნელი წარსული,რომელშიც თავადაც იცხოვრა და ძარღვებში სისხლი გაეყინა.ვერ წარმოიდგენდა,რომ ისე ცხოვრობდა მარიამი,როგორც გეგა.ვერ იტანდა ამას,ეზიზღებოდა,რომ მისნაირი ცხოვრება გამოიარა და თითოეული ჭრილობა ახლიდან გაეხსნა ალექსის გამო...იცოდა რას ნიშნავდა ასე ცხოვრება,იცოდა რამდენად რთული იყო წარსულისგან თავის დახსნა და მაინც...მაინც გაახსენდა მამა,რომელსაც ვერ იტანდა და ყველა ტკივილი,რომელიც ოდესმე მისთვის მიუყენებია ერთიანად გაკრთა გონებაში...გულში ჩაიკრა ატირებული ქალი...ქალი,რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა.
ქალი,რომელიც ყველა ცუდი ბავშვობის მქონე ბავშვის გამო ტიროდა.
ქალი,რომელიც იმაზე ახლოს იყო მასთან ვიდრე ოდესმე ვინმე სხვა...
ქალი,რომელიც მისთვის ძვირფასი იყო...
სხეულზე ეკვროდა გეგას მარიამი და უხმოდ იწმენდდა ცრემლით დანამულ ლოყებს,იმდენად სუსტი იყო მასთან,რატომ?თავადაც არ იცოდა.პირველად გაიხსნა ასე უცებ ადამიანთან,პირველად იტირა უცხო კაცის მკლავებში უკვე მერამდენედ,პირველად ისაუბრა ხმამაღლა მის ტკივილზე...არ ადარდებდა ახლა ეს ყველაფერი,მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდა,თითქოს საყრდენი იპოვა,რომელსაც ეყრდნობოდა და რომლის იმედიც ჰქონდა.
-მეგონა მამაჩემთან დავაგვიანე,ამიტომ ალექსთან თუ დასაწყისიდანვე ვიქნებოდი მის დახმარებას შევძლებდი,თუმცა ჩავფლავდი...
-ეს შენი ბრალი არ არის მარიამ.-თმაზე ხელი ფრთხილად გადაუსვა.-ყველაფერი,რაც ხდება მისი ბრალია,ისიც ახლა ამ მდგომარეობაში,რომ ხარ.-ღვარძლით ამოთქვა ალექსზე ფიქრისას.-შენ ყველაფერი სწორად გააკეთე,უბრალოდ...უბრალოდ ვერ დაეხმარები მას,ვისაც ეს არ უნდა.
-უნდოდა,უბრალოდ შემეშინდა და გავიქეცი გეგა.-თავს ვეღარ იკავებდა,იმდენად სტკიოდა ყველა ნაბიჯი წარსულიდან,რომ სიცოცხლეს ვეღარ ეგუებოდა.
-ვერ დაეხმარებოდი მარიამ,მან არჩევანი წლების წინ გააკეთა,აირჩია ვინ უნდოდა,რომ ყოფილიყო და მორჩა,ის შენი ალექსი აღარ არის.-ხელები უფრო ძლიერად მოხვია და გულში მაგრად ჩაიკრა.ვერ იტანდა ქალის ცრემლებს,მითუმეტეს დაღვრილს კაცის გამო.არასოდეს არაფერს აკეთებდა ისეთს,რაც ქალს გულს ატკენდა,არასოდეს არაფერს ამბობდა ისეთს,რაც ქალს ამ მდგომარეობაში ჩააგდებდა...და მაინც თუ ეს ხდებოდა გამოსავალს ყოველთვის ეძებდა,რომ შეცდომა გამოესწორებინა,მაგრამ ალექსი...ის არაფერს აკეთებდა და ეს აგიჟებდა.იმის მაგივრად,რომ ბოდიში მოეხადა და თავისი საქციელი ენანა კიდევ უფრო ამატებდა და მარიამი ამ მდგომარეობამდე მიჰყავდა.საქმის გარჩევა არასდროს არავისთან დაუწყია,არც ზედმეტს არავის აკადრებდა თუ ეს საჭირო არ იყო,მაგრამ უკვე პიკზე იყო მისი ნერვები.ზემოდან დასცქეროდა ქალს,რომელიც სულიერი ტკივილისგან ისე იტანჯებოდა სუნთქვაც კი უჭირდა...მის გულისცემას,მის სუნთქვას გრძნობდა და ხვდებოდა რამდენად სტკიოდა.ალბათ სასმელი,რომ არა ასეთი მგრძნობიარე არ იქნებოდა და თავის შეკავებას შეძლებდა,მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი გვიანი იყო,ნელ-ნელა ნებდებოდა...

***
მის მკლავებში გამთენიისას ჩაეძინა,ემოციებისგან იმდენად იყო დაცლილი,რომ პირდაპირ გაითიშა თანაც ისე,რომ საწოლამდე მისვლაც ვერ მოასწრო.რიტმულად უსვამდა თმაზე ხელს გეგა და ფიქრებს მისცემოდა.არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,ან როგორ უნდა დახმარებოდა,მაგრამ დარწმუნებული იყო,რომ უმოქმედობა მეტ ზიანს გამოიწვევდა.ფრთხილად აიყვანა ხელში,რომ მისთვის მყუდროება არ დაერღვია და საწოლამდე მიიყვანა.სახე ტირილისგან დასიებოდა,უპეები ჩაცვენოდა უძილობისგან და სიშავე გამოკრთოდა მისი გადაღლილი სახისგან.სხვა გზა არ იყო,თავს ვალდებულად თვლიდა,რომ რამე გაეკეთებინა,ამიტომ მობილური და მანქანის გასაღები აიღო და სახლი უკანმოუხედავად დატოვა...
-მშვიდობაა ამ შუაღამისას?-ნამძინარევი ლუკას ხმა გაისმა ტელეფონში.
-ალექსი სად ცხოვრობს?
-ვინ ალექსი?რა?-დაიბნა უცებ.-რაში გჭირდება ალექსი?
-ლუკა უბრალოდ მისამართი და ნომერი მითხარი,შენთან ისედაც სალაპარაკო მაქვს და ხვალ ვილაპარაკოთ დანარჩენზე.
-მოგწერ ყველაფერს.-მის ნებას დაჰყვა კაცი.-ოღონდ რამე სისულელე არ გააკეთო.
-უბრალოდ ლაპარაკი მინდა,სხვა არაფერი.-მშვიდად მიუგო და ზარი დაასრულა.რამდენიმე წამში შეტყობინება გამოგზავნა ლუკამ და გეზი პირდაპირ მისი სახლისკენ აიღო.სულ რაღაც 10 წუთის გზა იყო ღამის თბილისში.მთელი გზა ფიქრობდა იმაზე თუ რა უნდა ეთქვა,მაგრამ ასეთი მარტივი არ იყო.არ უნდოდა ზედმეტად ჩარეულიყო მარიამის ცხოვრებაში,რადგან ეს გააბრაზებდა და გეგას მასთან პრობლემებიი არ სურდა,თუმცა მეორე მხრივ ნამდვილად უნდა გაეკეთებინა რაიმე,თორემ მარიამს ამ მდგომარეობაში ვეღარ უყურებდა.მანქანა მშვიდად შეაჩერა კორპუსის წინ და ცოტახანს კიდევ დაფიქრდა სწორად იქცეოდა თუ არა,დარწმუნებული არ იყო,თუმცა მაინც გარისკა და ტელეფონი მოიმარჯვა.
-გისმენთ.-არ დააყოვნა ალექსის პასუხმა.
-გეგა ვარ ჯაჭვლიანი,კორპუსთან გელოდები სალაპარაკო მაქვს.-სხვა არაფერი დაუმატებია მაშინვე გაუთიშა და მანქანიდან გადავიდა.ცივი სიო ელამუნებოდა სახეზე,მშვიდი იყო თბილისი გეგას სულისგან განსხვავებით,რომელიც ქარიშხალივით ბობოქრობდა.ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს და მანქანას მიეყრდნო.ლოდინი დიდხანს არ მოუწია,მალევე შენიშნა სადარბაზოდან მომავალი ალექსი,რომელსაც ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და უდარდელად მიაბიჯებდა გეგასკენ.
-ამ შუაღამისას რამ შეგაწუხა?-გაიკვირვა მისი საქციელი.
-მე აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ ალექს.-ნამწვი იქვე მიაგდო და მხრებში გასწორდა.
-არც მე გამოვსულვარ საჩხუბრად,დამირეკე და გამოვედი.
-მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს,ამიტომ პირდაპირ გეტყვი.მინდა,რომ მარიამს თავი დაანებო.-მშვიდად ამოთქვა და რადგან მისგან პასუხი ვერ მიიღო განაგრძო.-შენს გამო ძალიან ბევრი გადაიტანა,ისევ უყვარხარ და ისევ ნერვიულობს შენზე,შენ კი ამას შენს სასიკეთოდ იყენებ და მე ეს არ მომწონს.
-დარწმუნებული ვარ მარიამმა არ იცის,რომ აქ ხარ.-გაეცინა მის საუბარზე.
-არა,არ იცის,რადგან ასეთი არ არის და არ მოუნდებოდა,რომ აქ მოვსულიყავი.
-ხოდა არც უნდა მოსულიყავი.-ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
-ალექს!-მოთმინება ეწურებოდა ჯაჭვლიანს.-როგორც კაცი კაცს ისე გესაუბრები.მე ვიცი შენი პრობლემები და ვიცი ისიც,თუ რა მოხდა წლების წინ,მაგრამ უკვე ძალიან ზედმეტი ხომ არ არის?შეიძლება 8 წელი ერთი ამბავი ატრიალო და ყველას ცხოვრება გაუმწარო?
-შენ არ გეხება ჩემი და მარიამის პრობლემები.-მის მოსმენას აღარ აპირებდა ალექსი.
-თავს რატომ არ ანებებ?რას გადაეკიდე?ამხელა კაცი ხარ ბავშვივით რატომ იქცევი?
-შენ რატომ ერევი სხვის საქმეში?
-იმიტომ,რომ მარიამზე ვნერვიულობ,ვერც წარმოიდგენ შენს ამბავს როგორ განიცდის.-კიდევ უფრო ახლოს მივიდა მასთან.
-შეგიძლია ნერვიულობა გააგრძელო,რადგან ეს ამბავი აქ არ დამთავრდება.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.-კიდევ დიდხანს მოუწევს ტანჯვა მარიამს.
-ალექს,ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი!-ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა გეგამ.
-არ გინდა ეს საუბარი გეგა,იქამდე დაიტანჯება მარიამი,სადამდეც მე მოვისურვებ!-ტონს აუწია კაცმა.-თუ მომინდება თავს დავანებებ,თუ არა და მთელი ცხოვრება ასე იქნება,უბედური!
-გეყოფა!-გამაფრთხილებლად ამოთქვა და მაისურის საყელოზე წაეტანა.-ან გაჩერდი,ან ცუდად დაამთავრებ.
-მემუქრები?-ნერვიული სიცილი წასკდა კაცს.-რაიყო შეგიყვარდა?შენც გაები?
-შენ მართლა არაფერი გეშველება.-კითხვა უპასუხოდ დატოვა და ხელი უხეშად შეუშვა.-ჩველებრივი ლოთი ხარ,მეტი არაფერი.-თავი დანანებით გააქნია კაცმა და ზურგი აქცია,რომ მანქანაში ჩამჯდარიყო.
-რამდენჯერაც გინდა მოდი,მარიამის ჯოჯოხეთი ჯერ არ დაწყებულა,მთავარი წინ ელოდება,ყველაფერს გავაკეთებ,რომ ბედნიერი არასდროს იყოს!-ზურგს უკან მიაძახა გეგას.
გეგა, არ გააკეთო.-გამოკრთა სიბნელიდან ნაცნობი ხმა.
გეგა,ის ამად არ ღირს.-კიდევ გაისმა მის ქვეცნობიერში.
გეგა,შენ ამაზე უკეთესი ხარ.-საბოლოოდ დამშვიდდა და კარის სახელურს წაეტანა.
-შენ მას ვერ დაეხმარები,ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ,რომ გავანადგურო!-ბოლო წვეთი იყო ჯაჭვლიანისთვის,აღარც ქვეცნობიერს უსმენდა და აღარც ალექსის საუბარი ესმოდა,თითქოს წამიერად მთელი სამყარო გაჩერდა და მის მომდევნო ნაბიჯს ელოდებოდა...გაცეცხლებულმა დაფარა მათ შორის მანძილი და ალექსს მთელი ძალით დაარტყა სახეში.მასაც არ დაუყოვნებია,სასმლისგან გაბრუებული წამში აღმოჩნდა მიწაზე სისხლში ამოსვრილი.
-მას ასე ვერ მოექცევი გასაგებია?-დაუყვირა გაცოფებულმა.-არ მოგცემ მაგის უფლებას,თუნდაც შენი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს!-მთელი ძალით ექაჩებოდა მაისურზე.
-როგორც ჩანს შენთვის მისი სინანული საკმარისი აღმოჩნდა,მაგრამ ჩემთვის ასე არ არის.
-შენ...შენ ერთხელ მაინც,რომ გენახა,ან რომ გაგეგო რა გადაიტანა,ან ახლა რისი გადატანა უწევს შენს გამო ეს ტკივილი...მისი ტკივილი მთელი ცხოვრება გაგყვებოდა...მაგრამ შენთვის ეს უცხოა,ჩვეულებრივი ლოთი ნაბი*ვარი ხარ და მეტი არაფერი.შენ არ...
-ალექს...-კორპუსიდან ლიკას სილუეტი გამოკრთა.
-სახლში შედი.-მშვიდად მიუგო ცოლს და როგორც კი გეგამ ხელი გაუშვა ფეხზე წამოდგა.
-აქ რა ხდება?-უკან არ დაიხია ქალმა.
-არაფერი,ის უკვე მიდის.-თბილად გაუღიმა ცოლს.
-ხო,ჩემი წასვლის დროა.-თავი იმართლა გეგამ.-მშვიდობიანი ღამე.
-წამოდი.-ნელი ნაბიჯით დაიძრა ალექსი სახლისკენ.
-ეს ყველაფერი მარიამის გამოა არა?-ჩამწყდარი ხმით ამოთქვა.გეგამ არაფერი უპასუხა,მხოლოდ წამით შედგა ადგილზე.-სექტემბერში ბათუმში გადავდივართ,ყველაფერს თავს დაანებებს და თქვენს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდება,ოღონდ მანამდე გთხოვთ,თავი დაგვანებეთ!-დაღლილი სახე ჰქონდა ლიკას,ეტყბოდა თავადაც აღარ შეეძლო ამ ყველაფრის ატანა.-მე მას მოვარიდებ ამ სიტუაციას,ის კარგად გახდება.
-მე მაგის იმედი არ მექნებოდა.-თავი დანანებით გააქნია გეგამ.
-ლიკა!-ცოლისკენ მობრუნდა კაცი.-მანდ რას აკეთებ?
-მოვდივარ.-მშვიდად მიუგო და ქმარს უკან მიჰყვა...
შეცდომა დაუშვა თუ არა?დიახ დაუშვა.ალექსთან მისვლას არანაირი აზრი არ ჰქონდა.იმხელა ზიზღი ჰქონდა მარიამის მიმართ,რომ შეუძლებელი იყო ამაზე საუბარი.ერთადერთი იმედი მისი ქალაქიდან წასვლა იყო,რადგან მარიამს ვეღარ ნახავდა,თუმცა სექტემბრამდე თვეზე მეტი იყო დარჩენილი,მანამდე ამ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ?ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა გეგას.სძულდა ყოველი წამი,რომელიც მარიამს ამ მდგომარეობაში აგდებდა...
და მაინც...რა უცებ გახდა მისთვის ძვირფასი ეს ქალი...ძალიან აშინებდა ეს ფაქტი.2 თვის წინანდელი გეგა ალექსთან არ მივიდოდა და მარიამის ცრემლების გამო პასუხს არ მოსთხოვდა,მაგრამ ახლა...ახლა სულ სხვა იყო გეგა...
სახლში ჩუმად შევიდა,რომ მარიამი არ გაეღვიძებინა და ოთახში მის მძინარე სილუეტს თვალი შეავლო.ახლა მშვიდად იყო,ალექსი აღარ აწუხებდა,მაგრამ გაღვიძებისას რა იქნებოდა?ვერ იშორებდა მასზე ფიქრებს,მასზე ნერვიულობას ვერ წყვეტდა და ყველაზე მეტად ის აშინებდა,რომ შეიძლებოდა ნებისმიერ წამს დაერეკათ მისთვის და ბარგის ჩალაგება ეთხოვათ...აიღებდა იარაღს და დატოვებდა ყველაფერს,რაც აქ ჰქონდა...სახლს,რომელიც ამ წამს მართლაც საოცნებო სახლს ჰგავდა და ოჯახს,რომელიც მისთვის ყველაფერი იყო...

***
დილით კარზე ზარმა გააღვიძა,სავარძელში უდარდელად მძინარეს ექოდ ჩაესმა ზარის ხმა და მაშინვე მოიყვანა გონს.სწრაფად წამოიჭრა ფეხზე,რომ მარიამს არ გაღვიძებოდა და ისე,რომ არც შეუმოწმებია კარი გამოაღო.დერეფანში ლუკა იდგა,წარბები ისე შეეკრა,როგორც სვან მამრებს ახასიათებთ და უხმოდ მიშტერებოდა ძმას.
-შემოდი.-გვერდით გაიწია,რომ ძმა სახლში შეეშვა და ნელი ნაბიჯით მიჰყვა უკან.-არ იყვირო,მარიამს სძინავს.-საძინებელზე ანიშნა და მის პირისპირ დადგა.
-სულ დაკარგე ჭკუა?-გაღიზიანებულმა მიუგო.
-რა გინდა?
-ლიკამ დამირეკა!
-გამიკვირდებოდა,რომ არ დაერეკა.-უდარდელად ჩაილაპარაკა.-ყავა გინდა?
-მინდა.-თავი დაუქნია და ბარის მაგიდას მიუჯდა.-რატომ წახვედი ალექსთან?
-მასთან ადამიანურად დალაპარაკება მინდოდა,სხვა არაფერი.
-საუბარში მისი ცემაც შედიოდა?
-არ მიცემია,ერთხელ დავარტყი და ეგ იყო,ნუ აზვიადებ.
-გეგა ამხელა კაცი ხარ,რა გემართება?
-აქ ლექციის წასაკითხად მოხვედი?-ფინჯანი ხმაურით დაუდო მაგიდაზე.
-აქ იმიტომ მოვედი,რომ გამეგო რა გჭირს.
-არაფერი არ მჭირს,უბრალოდ ვიღაცას უნდა გაეცა პასუხი მისი ამორალური ქმედებებისთვის!
-ეს ყველაფერი მარიამის გამოა არა?-ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა.-რამე მოხდა გუშინ?
-მარიამზე აღარ მელაპარაკო ლუკა,ისედაც გაღიზიანებული ვარ.
-რატომ?
-რატომ?-გაცხარდა გეგა.-მეკითხები კიდეც?
-კი,გეკითხები.-მშვიდად მოუკიდა სიგარეტს და კოლოფი მაგიდაზე მიაგდო.
-რატომ ერევი ჩემი და მარიამის ურთიერთობაში?
-არ ვერევი.-უცებ იუარა.-ცეკვის შეთავაზება ურთიერთობაში ჩარევაა?
-შენ იცი,რომ საქმე ცეკვაში არ არის!მარიამს სხვა ცხოვრება ჰქონდა ჩემამდე,მას უფრო ღრმა წარსული აქვს,ვიდრე ჩანს და შეიძლება,რომ იქ დაბრუნება უნდოდეს.
-ჯეიმსთან შერიგებას გულისხმობ?
-საქართველოში ჩამოდის.-თვალები მობეზრებულად აატრიალა გეგამ.
-ბრიტანელი კაცი გაშინებს?-დასცინა ძმას.
-არ მაშინებს ლუკა...უბრალოდ,როდესაც ვხედავ,რომ ქალი წარსულთან შეხვედრას უფრთხის ვხვდები,რომ იქ რაღაც დასრულებული არ არის.
-ნუცამ თქვა,რომ მარიამი ჯეიმსს არ შეურიგდება.
-მარიამმაც თქვა,მაგრამ მასზე ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა,ამიტომ დარწმუნებული ვერ იქნები მაგაში.
-მარიამი სამშობლოშია გეგა,სახლში სადაც სულ უნდოდა ყოფნა,გგონია ისევ უკან დაბრუნდება?
-მარიამი აქ ბედნიერი არ არის,წარსული სულ თავს ახსენებს და ტანჯავს.
-ალექსთან მაგიტომ წახვედი?
-ალექსთან იმიტომ წავედი,რომ ნაბი*ვარია!-ღვარძლით ამოთქვა და სიგარეტს თავადაც მოუკიდა.
-სექტემბერში ბათუმში გადადის.
-სექტემბრამდე დიდი დროა.
-სექტემბრამდე გაქვს დრო,რომ მარიამის გვერდით იდგე,ის ბრიტანელი,როგორც ჩამოვა ისე წავა აქედან,პრობლემა რაშია?
-მხოლოდ ბრიტანელი არაა ჩემი პრობლემა.
-აბა სხვა რა უნდა იყოს?
-მე სამსახური მაქვს ლუკა,ნებისმიერ წამს დამირეკავენ და მე წავალ.
-ეგ გინდა შენი ცხოვრებისთვის გეგა?-გაბრაზებული ხმა ჰქონდა.-წლების მერე უკან,რომ მოიხედავად და მიხვდები,რომ ყველაფერი დათმე მაგ საქმისთვის არ ინანებ?შეიძლება არ მოკვდე,ცოცხალი დაბრუნდე ყველა დავალებიდან,მაგრამ ცხოვრებას თმობ,შენს მომავალს,შენს ბედნიერებას თმობ,ეგ გინდა?
-მე არ ვარ მზად,რომ ჩემი ბიჭები დავტოვო.
-მზად რომ იქნები,მერე ძალიან გვიანი არ იყოს ძმაო.მერე არც მარიამი იქნება,შეიძლება არც შენ...
-მე კარგად ვიქნები.
-მარიამს ელაპარაკე?
-რაზე უნდა ველაპარაკო?
-არ ვიცი,ზოგადად ურთიერთობაზე.
-ხომ არ გაგიჟდი?-გაოცებული მიაჩერდა ძმას.-რა ვუთხრა მომწონხარ და რა აზრის ხარ,რომ დამელოდო როდის შემიყვარდები და მერე სამსახურს თუ მივატოვებთქო?-გაეცინა ძმის კითხვაზე.
-მართალი ხარ...-მის ნებას დაჰყვა ლუკა.-მე არ ვიცი რა უნდა გირჩიო.
-არაფერი არ მინდა შენგან,გარდა იმისა,რომ მარიამს მინიშნებები აღარ მისცე...
-გასაგებია.-მშვიდად მიუგო გეგას და წამით ჩაფიქრდა...იქნებ მართალი იყო და მარიამი ბრიტანეთში დაბრუნებულიყო?ეცოდებოდა ძმა ამის გადასატანად...წამით შიშმა აიტანა,რადგან ხვდებოდა,რომ გეგა ჯერ ასეთი არასოდეს ყოფილა,მარიამი მას ცვლიდა,მასზე კარგად მოქმედებდა და არ უნდოდა,რომ ძველი გეგა დაბრუნებულიყო,რომელსაც საქმის გარდა არაფერი ადარდებდა...ლუკა დარწმუნებული იყო,რომ ყველაფერი თუ გამოვიდოდა ერთ დღეს გეგა სამსახურს მიატოვებდა საყვარელი ქალის,მარიამის გამო...

***
-დილამშვიდობის.-უკვე პირველი ხდებოდა მარიამი ოთახიდან,რომ გამოვიდა.თმაარეული,გეგას ტანსაცმელში ისე უცხოდ გამოიყურებოდა და იმდენად ელამაზებოდა გეგას,რომ თვალს ვერ სწყვეტდა.
-შუადღეა.-უცებ შეუსწორა.
-ვიცი,მაგრამ ძალიან მეძინებოდა.-თავი იმართლა და ყავის აპარატთან შეჩერდა.-ჩემი დილის რუტინა.
-კარგად ხარ?
-ალექსის გამო ტირილს აღარ ვაპირებ,გადავწყიტე,რომ ჩემს ცხოვრებას მივხედო და სხვა დროს,როდესაც ნერვებს მომიშლის სახეში მთელი ძალით დავარტყა.-დამაჯარებლად ამოთქვა და ყავის ფინჯანზე თითები აათამაშა.
-შემართება მომწონს.
-საქმე ამაში არ არის გეგა,მე მართლა დავიღალე.ცხოვრება უნდა გავაგრძელო,სხვა ვერაფერზე ვფიქრობ ახლა.
-ალექსის პრობლემაც მოგვარდება,როცა წავა.
-მის წასვლას მე ვერ დაველოდები,ჩემთვის ეს თემა დახურულია.
-მიხარია თუ ასეა...
-ასეა.-მშვიდად დაუქნია თავი.-შენი მადლობელი ვარ გეგა,ძალიან კარგი კაცი ხარ,ძალიან კეთილი და ყურადღებიანი,ვაფასებ შენს საქციელს და მინდა იცოდე,რომ ამას არასოდეს დავივიწყებ.
-გამომშვიდობებსავით ჟღერს.
-არა,არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-უბრალოდ სანამ ჯეიმსი ჩამოვა სოფელში მივდივარ,ძველი სახლი უნდა ვნახო,20-ში ჩამოვალ.
-ეს როდის გადაწყვიტე?
-წუხელ,მანქანაში...
-შეგიძლია აქ დარჩე ფიქრი თუ გინდა,მე ისევ ბაკურიანში წავალ ნუცასთან და ლუკასთან ერთად.
-არა გეგა,საქმე მარტო ყოფნაში არ არის...არა ანუ არის,მაგრამ მთლად ასეც არა.უბრალოდ წასვლა მინდა.
-კარგი.-მის ნებას დაჰყვა გეგა,თუმცა სინამდვილეში საერთოდ არ სიამოვნებდა ეს ყველაფერი.პატარა ბავშვივით ცდილობდა მასთან სულ ახლოს ყოფილიყო,მაგრამ ის სულ გაურბოდა და ახლაც ასე იყო.ჯეიმსის ჩამოსვლამდე გეგას მასთან დაახლოება და ურთიერთობის დალაგება უნდოდა,მაგრამ მან წასვლა არჩია და ეს ცუდის მომასწავებელი იყო.რა იქნებოდა,რომ დაფიქრებულიყო და მიმხდვდარიყო,რომ ერთი ღალატის პატიება შეეძლო?აქ ხომ მაინც არაფერი აკავებდა,დედაც ახლოს ეყოლებდა,მეგობრებიც და კაციც,რომელიც უყვარდა...ჯაჭვლიანს ეს ფიქრები აგიჟებდა...
-ყველაფრისთვის მადლობა გეგა.-კარის ზღურბლზე მდგომ ჯაჭვლიანს მიუბრუნდა.-მალე გნახავ.-ღიმილით უთხრა კაცს და სხეულზე მიეკრო.მხოლოდ რამდენიმე წამით შეძლო გეგამ მის სიახლოვეს ყოფნა და შემდეგ უბრალოდ მის წინ მიმავალ ქალს თვალი გააყოლა...

***
ასე დატოვა მარიამმა თბილისი.აღელვებულმა და დარდიანმა.გზად ტანსაცმელი იყიდა,რადგან ბაკურიანში ასვლა ვერ მოასწრო და გზას გაუდგა მშობლიური სახლისკენ.8 წელი როგორი დიდი დროა არა?ყოველ წელს 365 ახალი დღე,ახალი შანსი და მაინც არაფერი არ იცვლება.თითქმის ერთი საათი დახარჯა გზაში,ერთდროუად ბედნიერება და შიში იპყრობდა იმის გამო,რომ უკან ბრუნდებოდა.სოფელში შევიდა და გულზე რაღაც მძიიმედ დააწვა.დაბრუნდა ისევ იქ საიდანაც დაიწყო და თავს ისევ არარაობად გრძნობდა.ქალი,რომელზეც უამრავი ადამიანი ლაპარაკობს,საკუთარ სოფელში არავინ არის.ქუჩაში ბავშვები ისევ ბურთით თამაშობენ...არცერთი მათგანი არ ეცნობა...სრულიად უცხო იყო ყველა.დანგრეულ შენობებს თვალი გააყოლა და ქუჩის კუთხეში მანქანა შეაჩერა.სკვერის ადგილას,ბუნებას თავისი კვალი დაეჩნია,ბალახით იყო სავსე და მხოლოდ ძაღლების თავშესაფრად იყო ქცეული.მაღაზიაც დაუკეტავთ,მხოლოდ ბნელი სარდაფიღა იყო დარჩენილი.იმ ახალგაზრდა გოგონებს,მასზე 4-5 წლით დიდები,რომ იყვნენ და 18-19 წლის ასაკში შვილები ჰყავდათ ასაკი შეპარვოდათ...ჭაღარა შეერია თმაში მის ბავშვობას,მის ძველ მეგობარს,რომელიც სოფელში მოიტოვა წლების წინ,მთლიანად მტვერში იყო ამოსვრილი და ამაყად მიაბიჯებდა გზის მეორე მხარეს.
-უტა.-ამოთქვა ძლივსგასაგონად,ეგონა რომ ვერ გაიგო მისი ხმა,თუმცა კაცი ადგილზე შედგა და მარიამს შორიდან დაუწყო ყურება.თითქოს იცნო,თითქოს ეუცხოვა,მაგრამ რა დაავიწყებდა იმ თვალებს,რომლებმაც აიძულა ბაღში მისთვის ორცხობილები დაეთმო.
-მარიამ.-აღმოხდა გაოგნებულ კაცს და გზა დაუფიქრებლად გადაკვეთა.-მართლა შენ ხარ?
-მე ვარ უტა.-ღიმილით მიუგო კაცს და თბილად გადაეხვია.
-სულ ჭუჭყიანი ვარ,დაისვრები მარიამ.-მორიდებულად მიუგო და წელზე ხელები ფრთხილად მოხვია.
-არაუშავს,ტანსაცმელია,გაირეცხება.-ღიმილით მიუგო და კიდევ ერთხელ შეათვალიერა.-როგორ ხარ?
-როგორც სოფელს შეეფერება ისე.-მხრები აიჩეჩა კაცმა.-შენ როგორ ხარ?
-კარგად უტა...კარგად ვარ.
-აქ რას აკეთებ?არ ვიცოდი საქართველოში თუ იყავი...
-ცოტახნისწინ დავბრუნდი,სახლში ჩამოვედი,ნახვა მინდოდა...ჩემი სახლისკენ ხომ არ ყოფილხარ?ისევ იქ დგას?-ხუმრობაში სიმართლის მარცვალი გაურია.სახლი სახარბიელო მდგომარეობაში არასდროს ყოფილა და 8 წელი უყურადღებოდ?შეიძლებოდა მართლაც აღარ მდგარიყო იქ.
-იქ დგას კი.-მშვიდად უპასუხა კაცმა.-დღეს ჩამოვიარე მაგ გზაზე,2-3 დღე მაინც დაგჭირდება,რომ ეზოს და სახლს მიხედო,ბალახით არის სავსე.-გულახდილად უთხრა მეგობარს.
-ეჭვიც არ მეპარება...-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.-რას საქმიანობ?აქეთ ხარ სულ?
-სხვაგან სად წავალ.-დარცხვენილმა მიუგო.-უნივერსიტეტი დავტოვე და მშენებლობაზე ვმუშაობ,სასტუმრო შენდება სტადიონზე.
-არ ვიცოდი...
-ყველა ვერ ეთამაშება ვარსკვლავებს.არ იყო ჩემი საქმე უნივერსიტეტი ხომ იცი,კალათბურთი მინდოდა,მაგრამ არაო ჩემებმა და მერე გვიანი იყო,მაგრამ ბედს არ ვუჩივი,ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ ყველაფერს.
-შვილები გყავს?-წრფელმა ღიმილმა გაუპო ბაგე.
-თან სამი.
-გილოცავ,ძალიან კარგია,ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გაგიზარდოს.
-მადლობა მარიამ...-სხვა ვერაფერი მოიფიქრა,რომ ეთქვა.-შენზე რას იტყვი,არ გათხოვილხარ?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-კარიერას გადავყევი და ასე გამოვიდა...მაგრამ ბედნიერი ვარ!-როგორც კი კაცის იმედგაცრუებული მზერა შენიშნა მაშინვე დაამატა.
-ძალიან კარგია,მიხარია თუ ასეა...-წამიერად დუმილი ჩამოწვა,არც მარიამმა იცოდა რა უნდა ეთქვა და არც უტამ,ორივე ჩუმად იდგა და ერთმანეთისკენ თვალს მალულად აპარებდა,როგორი რთული იყო ასე უცხოობა საკუთარ ბავშვობასთან...-უნდა წავიდე მარიამ,ბავშვებს დავპირდი,რომ ფეხბურთს ვეთამაშებოდი სტადიონზე.
-რა თქმა უნდა უტა,მეც წასასვლელი ვარ.-უცებ გამოფხიზლდა და მეგობარს დაემშვიდობა.
-გამიხარდა შენი ნახვა მარიამ...
-მეც...-უკვე მის წინ მიმავალს მიაძახა და თავადაც ზურგი აქცია.
როგორი შეცვლილი იყო თავადაც ვერ იჯერებდა.ბოლოს თბილისში ნახა,უნივერსიტეტი მიდიოდა,მას შემდეგ აღარ შეხვედრია.ბლომად ჭაღარა შერეოდა თმაში,როგორც იტყვიან ნაადრევად მოხუცებულა.თუმცა ეგ რა გასაკვირი იყო,მთელი სოფელი მოხუცდა და მტვრად იქცა,სიცოცხლე აღარ სუფევდა ირგვლივ.მხოლოოდ რამდენიმე ბავშვი ბურთით ხელში და სულ ეს იყო...მანქანაში ჩაჯდა გულდაწყვეტილი და გზა მშობლიური სახლისკენ განაგრძო,ჭიშკარი ღია იყო,არც იცოდა ასე თუ იყო დატოვებული.უტა მართალი იყო,ბალახით და ჩამომხმარი მცენარეებით იყო სავსე იქაურობა.სრულიად უცხო ძაღლი გართხმულიყო მიწაზე და თავისთვის უდარდელად ფშვინავდა ეზოს შუაგულში.მხოლოდ სიგნალების ხმამ გამოაფხიზლა და აიძულა,რომ ამგარიყო.ყეფითა და ყმუილით დატოვა ეზო,თითქოს მის საკუთრებაში შეიჭრა მარიამი.მთელი ძალა მოიკრიბა და მანქანიდან გადავიდა...ფეხები ეკვეთებოდა სიარულისას,იმ გაბზარული კედლების ყურებისას შიგნით მცენარეები ახალ სიცოცხლედ,რომ ამოსულიყო...მტვრად იყო ქცეული იქაურობა...კალათბურთის ფარი აღარ ეკიდა სახლის გვერდით,ფაქტი იყო,რომ ვიღაცამ მოხსნა და წაიღო...ყველაფერი განადგურებული იყო იმ მიდამოზე,რასაც ხედავდა,მაგრამ აივანზე მდგარ ქოთნებში ყვავილები ისევ ისე მწვანედ კაშკაშებნდნენ,როგორც მაშინ,როცა აქედან წავიდა...
გასაღები მშვიდად გადაატრიალა და კარი ფრთხილად შეაღო,თითქოს ეშინოდა,რომ ჩარჩოანად არ ჩამოვარდნილიყო...ნახევრად ცარიელ მისაღებში ავეჯს რამდენიმე სანტიმეტრზე მტვერი დასდებოდა,კედელზე 2024 წლის კალენდარი და გაჩერებული საათი შემორჩენილიყო...ცხვირში საშინელი ნესტის,მტვრისა და ობის სუნი ეცა.კედლებზე მწვანე ლაქები გაჩენილიყო,უჩვეულო სიჩუმე გამეფებულიყო ერთ დროს ყველაზე ხმაურიან სახლში,მოპირდაპირე მხარეს მამის სურათიც შენიშნა,დამტვრეულ ჩარჩოში იყო ჩასმული და ხატებთან ერთად დაეკავებინა ოთახის კუთხე...
მისაღებიდან მშობლების ოთახში გადაინაცვლა,მხოლოდ ცარიელი საწოლი და კარადები ეწყო...ერთ კარადაზე რამდენიმე სუნამო იყო შემორჩენილი,ერთი მამის,დანარჩენები კი დედის...გაახსენდა ის სავსე,სიყვარულით და სითბოთი სავსე სახლი და თვალები ცრემლებით აევსო,საშინლად ეტკინა ასეთ სახლში მისვლა და ცარიელი კედლების ყურება.როდესაც ეს სახლი უკანასკნელად დატოვეს ავეჯი არ წაიღეს,რადგან დაბრუნებას აპირებდნენ,მაგრამ ასე არ მოხდა და ყველაფერი სახლთან ერთად წარსულს მიაბარეს...
მხოლოდ დროს ვერ გაექცევა ვერავინ და ვერაფერი,მონები ვართ ყველა ამ სამყაროში...წლების მატებასთან ერთად ცხოვრება თავის კვალს გვაჩნევს და ბოლოს გაცვეთილ ავეჯს ვემსგავსებით.მეტს ვერ გაუძლო,კარი ხმაურით დახურა და თავისი ოთახის კართან შედგა.ყველაფერი აქ დატოვა,რისი წაღებაც თბილისში ვერ მოახერხა,ყველა მოგონება,რომელსაც ვერ დაიტევდა თბილისი...
უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და კარს ძლიერად მიაწვა,რომ გაეღო.უეცარ გამოღვიძებას ჰგავდა ყველაფერი...ყველა მოგონება თავს ერთად რომ დაატყდება ადამიანს და სუნთქვის საშუალებას არ აძლევს ისე მოხდა.საწოლზე გადაფარებული თეთრეული ხელუხლებელი იყო,მაგიდაზე დატოვებული წიგნების დასტაც,რომელიც აღარაფერში სჭირდებოდა...რამდენიმე თარო ჰქონდა კედელზე,რომელზეც საკითხავი ლიტერატურა ეწყო,ბოლო თარო ჩამოვარდნილა და ოცამდე წიგნი ძირს ეყარა...კარადაში შეიხედა და ცრემლები მაჯებით მოიწმინდა,რომ ნივთების დანახვა შესძლებოდა.ტკივილით აივსო წარსულის დანახვისას...ლამაზად დაწყობილი ტანსაცმელი,ქვედა თაროზე რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი და მისი საიდუმლო ყუთი,რომელშიც ყველა მოგონებას ინახავდა...ყუთი ფრთხილად გამოიღო და სული შეუბერა,რომ მტვერი მოეშორებინა...საწოლზე ჩამოჯდა და მოგონებებში ხელახლა ჩაიძირა...
კონვერტებში ინახავდა ყველა მნიშვნელოვან დეტალს თავისივე სათაურებით. „გაცვლითი პროგრამა-იტალია“-ეწერა პირველ კონვერტს. „გაცვლითი პროგრამა-ლიეტუვა“ ეწერა მეორეს და ასე,დაუსრულებლად...თუმცა ყველაზე მთავარი არ ახსოვდა,კონვერტი,როემელზეც მხოლოდ 3 კითხვის ნიშანი იყო დატანილი,რადგან ვერ გაიგო ვისგან იყო და საერთოდ რა მიზანს ემსახურებოდა.კონვერტი ისევ ისე ფრთხილად გახსნა,როგორც მაშინ,როცა არ იცოდა შიგნით რა იყო და გაყვითლებული ფურცლები ერთი ხელის მოსმით ამოაძვრინა. „მარიამს“იკითხებოდა წერილის დასაწყისში.მოგონებებს მიეძალა და ხელახლა გადახედა იმას,რაც უკვე 8 წელია გაურკვევლად იყო მის ცხოვრებაში...

-გამარჯობა ჩემო სიყვარულო.
ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ კარგად ხარ და შენი ცხოვრებით ცხოვრობ,მაგრამ არა იმით,რომელიც ბედმა გარგუნა,არამედ იმით,რომლისთვისაც იბრძოლე და რომელიც დაიმსახურე.
წლებია შენს პროგრესს ვუყურებ და რა მაგარი ადამიანი გახდი ხვდები? ისეთი ქალი გახდი ყველა კაცი,რომ ისურვებს გვერდით ჰყავდეს. შენ არ იცი ჩემთვის რამხელა პატივია,რომ გიცნობ და შენი იმედი მაქვს მიუხედავად ყველაფრისა...
შანსი რომ მქონოდა შენს გვერდით ყოფნის ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი,მაგრამ არ გამიმართლა და სწორადაც მოხდა.ასეც უნდა მომხდარიყო,რადგან არ დამიმსახურებია შენს გვერდით ყოფნა მარიამ,იმდენად კარგი,ჭკვიანი,კეთილი და ძლიერი პიროვნება ხარ,რომ მე უბრალოდ უკან დაგხევდი და ამას ყოველთვის ხვდებოდი.არასოდეს გიგრძნობინებია,რომ საკმარისი არ ვიყავი შენთვის,მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი.ჩემი საზიზღარი წარსულით და ცხოვრებით როგორ უნდა ვყოფილიყავი შენს გვერდით,როდესაც ვიცოდი,რომ შენ ყველაფერი კარგისკენ მიილტვოდი?მივხვდი,რომ წასვლა ჯობდა,რადგან ბედნიერება დაიმსახურე.
მალე 19 წელი შეგისრულდება და კიდევ უფრო გაიზრდები,თუმცა წლები ვერაფერს დაგაკლებს იმიტომ რომ,როდესაც გაგიცანი სკოლის მოსწავლეც კი ჩემზე უფრო ჩამოყალიბებულად და დაღვინებულად აზროვნებდი.ვიცი,რომ ცხოვრებამ ძალიან ბევრი წაგართვა და ვიცი,რომ მიჩვეული ხარ ყველაფერთან მარტო გამკლავებას,მაგრამ გთხოვ დახმარების თხოვნა არ მოგერიდოს.შენს თავს ნუ გამოცდი და ნუ დააზარალებ შენს ჯანმრთელობას.ვიცი,რომ სულ ამტკიცებ,რომ კარგად ხარ,მაგრამ მარიამ მე და შენ ხომ ვიცით,რომ ძალიან ბევრს გრძნობ და ძალიან გტკივა შინაგანად...
არასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს იმას,რომ ჩემი უაზრო საქციელებით დაგკარგე.
ყველაზე მეტად მეზიზღება მომენტები,როდესაც ვკამათობდით ან ვჩხუბობდით.იმდენად დიდი იყო შიში შენი დაკარგვის,რომ თავის კონტროლი მიჭირდა.მეშინოდა,რომ შენი ზიზღით სავსე თვალები არ დამენახა ოდესმე,რადგან არასოდეს დამავიწყდებოდა...
პირველად,რომ გნახე ისეთი ლამაზი იყავი...სულ ლამაზი ხარ,მაგრამ პირადად ნახვას სხვა ეფექტი ჰქონდა.მაშინ მივხვდი,რომ მაგარი დარხეული მქონდა,მაშინ მივხვდი,რომ შემიყვარდებოდი.მაგ დღის შემდეგ მალევე მივხვდი,რომ არაფერს აზრი აღარ ჰქონდა და უკვე მიყვარდი და იცი როგორ მივხვდი?ლატეს სვამ ორი კოვზი შაქრით ყოველთვის,როცა გარეთ გიწევს ყავის დალევა.მოკლე,გაშლილ თმას ატარებ და მიუხედავად იმისა,რომ აწეულ თმას ვერ იტან,გაშლილიც გაღიზიანებს და თმას ყოველთვის მარცხენა ყურის უკან იწევ,ალბათ იმიტომ,რომ ცაცია ხარ.როცა ნერვიულობ ან ყავის ჭიქაზე ათამაშებ თითებს,ან ხელზე დამაგრებულ რეზინს აწვალებ,ან უბრალოდ თითებს ერთმანეთში ხლართავ,ალბათ ეს გამშვიდებს.ყველაზე მეტად იცი რა დამამახსოვრდა?გაბრაზებულს მარჯვენა წარბი ზემოთ გეწევა,სულ თავისით,ოდნავ,მაგრამ მაინც.
თვალებში ვერ მიყურებდი ვერასდროს,მაგრამ მაინც ბევრის წაკითხვა მოვახერხე და ვიცი,რომ მაგ თვალების უკან ძალიან დიდი სევდა იმალება.ბოლოს,რომ გნახე ნაძალადევად მიღიმოდი და სულ ოდნავ შესამჩნევად ტეხავდი ტუჩის კუთხეს,დაღლილი იყავი ყველაფრით გეტყობოდა.ცხოვრებამ იმაზე მეტი დაღი დაგასვა ვიდრე მე მეგონა და ძალიან მტკივა,რომ ასეთი ცხოვრების გავლა მოგიწია.
ბევრჯერ დაგტოვე,მაშინ როცა შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ არ შემეძლო მარიამ,ეს მკლავს,მაგრამ არ შემეძლო.ჩემი თავის ნამსხვრევებს ძლივს ვაერთებდი ერთმანეთთან და შენთან ახლოს მოსვლისაც კი მეშინოდა,რომ უარეს მდგომარეობაში არ ჩამეგდე.
ერთხელ დაგტოვე და ოპერაცია დაგჭირდა...
მეორედ დაგტოვე და ისევ შენს ჯანმრთელობას შეექმნა პრობლემა...
მესამედ დაგტოვე და ყველაზე მწარე რამ განიცადე და გადაიტანე სრულიად მარტომ.მამა დაკარგე და არც მაშინ ვიყავი შენს გვერდით.
ნეტავ რაიმეს შეცვლა შემეძლოს მარიამ...ნეტავ შემეძლოს ჩემი თავის გამოსწორება,რომ შენი დამსახურება შევძლო,მაგრამ როგორც ჩანს მე ვერავინ დამეხმარება,რადგან უკანასკნელი დონის ნაბიჭვრად ჩამოვყალიბდი და შენც კი გავნე.
პირველად,რომ გნახე სიყვარულით სავსე თვალები გქონდა,არ გეზიზღებოდი,პირიქით ძალიან ძვირფასი ვიყავი შენთვის,მაგრამ ბოლოს...ბოლოს,რომ მიყურებდი მარიამ შენს თვალებში ის სინათლე აღარ იყო,რომელიც ჩემი თავის სიყვარულს მაიძულებდა.
შენი შეყვარება ყველაზე სწორი რამ იყო ამ სამყაროში,რადგან შენნაირი ადამიანი მეორე არ მოიძებნება.ვინც არ უნდა მყავდეს გვერდით ყოველთვის ჩემი პირველი სიყვარული იქნები,შეიძლება ბოლოც კი იყო,ვინ იცის...
შენს დავიწყებას ვცდილობდი,მაგრამ აქციებზე გნახე და კიდევ უფრო დავრწმუნდი,რომ სწორი ადამიანი მიყვარდა.ქვეყნის სიყვარული ისე ღვიოდა შენს გულში,რომ ჩასახუტებლად მოსვლაც კი მინდოდა.ვიცი,რომ ყველაფერს გადაიტან,მაგრამ ქვეყნის დაკარგვას ვერ შეეგუები...მაგ ბრძოლაში ერთად ვართ,სულ რომ საუკუნეები გავიდეს.არ იფიქრო,რომ იქ მარტო იყავი,სულ გვერდით ვარ მარიამ,რა დროც არ უნდა გავიდეს.
სულ ერთი აზრი მიტრიალებს თავში,რომ გყვარებოდი რა იქნებოდა? ისე,რომ გყვარებოდი, როგორც მე,იქნებ შეიძლებოდა ჩემი გამოსწორება...ამას ვეღარ გავიგებთ,რადგან მაქსიმალურად ვეცდები შორს ვიყო. ახლოს ვერ ვიქნები,რადგან შენს ნათელ მომავალს ხელს შევუშლი.ვიცი,რომ ბევრს შრომობ,სწავლობ,მუშაობ და ყველაფერს უმკლავდები,ძალიან ძლიერი ხარ და არასოდეს დანებდე.
მაპატიე ყველაფერი,რაც დაგიშავე მარიამ.
მაპატიე ყველაფერი,რაც გაწყენინე.
მაპატიე,რომ გტოვებდი და ახლოს არ ვიყავი.
მაპატიე,რომ შენს გამო უკეთესი პიროვნება ვერ გავხდი.
მაპატიე,რომ არ მოგეცი საშუალება ჩემს მხარზე გეტირა.
მაპატიე,რომ არ მოგეცი საშუალება ჩემი იმედი გქონოდა.
ვიცი,რომ მაპატიებ და რატომ იცი? „მე გპატიობ,დანარჩენი ღმერთმა გაპატიოს“-შენი სიტყვებია.მპატიობ,მაგრამ არასოდეს მომცემ უკან დაბრუნების უფლებას,დროა რომ წინ წახვიდე.
სულ დაგაკვირდები,სულ მოგძებნი,სულ მოგხედავ,მაგრამ ქვეყნიდან თუ წახვალ მერე რა იქნება არ ვიცი,ალბათ ჩემი სიცოცხლის ნახევარსაც თან წაიღებ.
ერთადერთი ადამიანი ხარ ვის გამოც ემოციებმა დამჯაბნა,ამას პირადად ვერასდროს გეტყოდი,მაგრამ ასეა,ვიცოდი ვეღარ დაგიბრუნებდი და ემოციებმა მაჯობა.ჩემი მეგობრები მეუბნებიან წადი,ნახე და შერიგდითო,მაგრამ ვერა მარიამ,შენი მომავალი ჩემს გრძნობებზე მნიშვნელოვანია,ამიტომ ასე ჯობია.
გთხოვ არ შემიძულო მარიამ,არც გამიხსენო,უბრალოდ იცხოვრე ისე თითქოს არაფერი ყოფილა და საუკეთესო წინ არის.
ყოველთვის მეყვარები და შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქნები,რაც არ უნდა მოხდეს.
ეს კულონი დიდი ხნის წინ ვიყიდე,რატომღაც შენს თავს მახსენებდა. საქართველოა ადგილი სადაც დავიბადეთ,გავიზარდეთ,ერთმანეთი გავიცანით,შეგიყვარე და ბოლოს მაინც დაგკარგე.ახლა მხოლოდ საქართველოს სიყვარული გვაერთიანებს და თავს უფლებას მივცემ,რომ ჩემი საქართველო შენ დაგიტოვო,მაინც ამ ქვეყანაში ყველაზე ძვირფასი,რაც გამაჩნია შენ ხარ.
წინასწარ გილოცავ მე-19 დაბადების დღეს ჩემო პატარავ.
მიყვარხარ და იცოდე,რომ ეს არასდროს შეიცვლება!
დღემდე არ იყო დარწმუნებული მოსაზრებაში,თუ ვინ გამოგზავნა წერილი,მაგრამ ეჭვები ჰქონდა თინეიჯერობის ამბებიდან.ყელზე კულონი შეათამაშა,რომელიც მისი გულის ნაწილად იყო ქცეული,არა იმიტომ,რომ აჩუქეს,არამედ იმიტომ,რომ ერთიანი საქართველოს რუკა უმშვენებდა ყელს.წამით ჩაფიქრდა,ცრემლები კიდევ ერთხელ შეიმშრალა და მისთვის საყვარელ ფრაზას დახედა. „მე გპატიობ,დანარჩენი ღმერთმა გაპატიოს“,მართლაც ასე იყო,ისწავლა პატიება,მაგრამ არასოდეს იბრუნებდა ადამიანებს უკან,რადგან იცოდა მათი შეცვლა შეუძლებელი იყო,ცხოვრებამ მწარე გაკვეთილი ასწავლა და აღარ უნდოდა იგივე შეცდომები დაეშვა.
იჯდა საწოლზე...იქ,სადაც ბავშვობა გაატარა და ცრემლებს ხელის გულებით იწმენდდა.მამამისის სიგარეტის კოლოფში დარჩენილ ერთ ღერს ღიმილით დახედა,რომელსაც წლობით ინახავდა და ისევ უკან დააბრუნა...ბევრი იყო ერთი დღისთვის,უამრავი ემოცია იყო,რომლებიც ანადგურებდა,მაგრამ უნდა გაეძლო...ეს მისი სახლი იყო,აქ ყოფნის არ უნდა ეშინოდეს და არ უნდა სტკიოდეს,რადგან ის ამ მიწას ეკუთვნის!

***
-უკვე ნახევარი საათია ჩუმად ზიხარ გეგა,იქნებ მითხრა რა გჭირს?-გაუწყრა მეგობარს აკაკი.
-თავში ყველაფერი ამერია,არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
-თუ მეტყვი რა მოხდა იქნებ დაგეხმარო.
-დაბრუნება მინდა კაკი.
-სად დაბრუნება?
-იქ,სადაც ვიყავით.
-ბაზაზე გინდა,რომ დაბრუნდე?
-ჰო.
-ხომ არ გაგიჟდი?-გაოცება ვერ დამალა კაცმა.
-რა აზრი აქვს რამდენიმე თვეში ერთხელ წაგვიყვანენ თუ სულ იქ ვიქნებით?
-გეგა.-მძიმედ ამოთქვა კაცმა.-იქ ომია ჩვეულებრივი,რა გინდა მანდ?
-აქ ყოფნით დავიღალე ძალიან.
-ბიჭო შემომხედე აბა.-წინ დაუდგა მეგობარს.-რა პრობლემა გაქვს ეგეთი?
-არ გვინდა ამაზე რა,უბრალოდ მინდა,რომ შალოს დაელაპარაკო ჩემზე,უთხარი,რომ წვრთნებს გავივლი და მინიმუმ ერთი წლით წავალ.
-არა!-იუარა კაცმა.
-რას ნიშნავს არა?
-ვერ გაიგე გეგა?არა და მორჩა,შენ აქ დარჩები და იმ საქმეს გააკეთებ,რომელიც კარგად გამოგიდის.
-მე წასვლა მინდა!-ნერვებმა უმტყუნა ჯავლიანს.
-შენ სახეში მუშტი გინდა და ჯერ ვერ მიხვდი მაგდენს.-„დაემუქრა“ მეგობარს.-იმ გოგოს გამოა არა?შენი რძლის მეგობარი,რომ ცხოვრობს თქვენთან.-პასუხად მხოლოდ ზურგი აქცია გეგამ.-დამელაპარაკე ბიჭო,პატარები ხომ არ ვართ?
-რა უნდა გითხრა არ ვიცი.
-რაც ხდება ყველაფერი მითხარი.
-ასეთი რამ არასოდეს არ დამმართნია კაკი,ქალი პირველივე წამიდან გულში ჩაგივარდეს შეიძლება? მასზე ფიქრებს ვერ იშორებდე და მისი სიახლოვე გინდოდეს სულ როგორ შეიძლება?რაღაც ავადმყოფობასავით არის,თავიდან ვერ ვიშორებ იმ გრძნობას,რომ მინდა ახლოს იყოს.-გაგიჟებულმა ამოთქვა და მაგიდასთან არსებულს სკამს ფეხი ძლიერად დაარტყა.
-ავადმყოფობა არა,სიყვარულია ეგ გეგა.
-ასე უცებ ვერ შეგიყვარდება ადამიანი.-თავი უარის ნიშნად გააქნია.-თვენახევარში ვერ შეიყვარებ ვერავის.
-გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია ძმაო,ხოდა ნუ უბრძანებ.
-არა,ასე ვერ იქნება,გავგიჟდები მალე.-სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და იქვე ჩამოჯდა.
-რა გაგაგიჟებს?ადამიანი,რომ გიყვარს ცუდია?
-ადამიანს ხომ გააჩნია?მის გრძნობებსაც ხომ გააჩნია?ჩამოვა ხვალ ან ზეგ მისი ყოფილი და უკან წაიყვანს ლონდონში,მერე მართლა გავგიჟდები და ეგ იქნება.
-ცუდად გქონია მაშინ საქმე.-მხარზე ხელი დაადო მეგობარს.-რას აპირებ?
-წასვლა მინდა,გითხარი უკვე.
-როდიდან გაურბიხარ პრობლემებს?-გაცხარდა აკაკი.
-კაკი არ დაიწყო რა.
-გეგა გონს მოდი! დაუმსახურებლად არცერთი ქალი არ ერგება კაცს.გიყვარს?გააკეთე ყველაფერი,რომ დაიმსახურო მის გვერდით ყოფნა.
-ერთად ყოფნაზე ნუ საუბრობ,შეუძლებელია ასე უცებ შეგიყვარდეს ადამიანი!
-ნუ მიედ-მოედები რა.გეშინია,რომ შენგან არ წავიდეს და პირველი გარბიხარ?ეგრე არ გამოვა გეგა,ვერსად ვერ წახვალ.
-შენთვის რა აზრი აქვს?დამეხმარე,რომ წავიდე არ შეგიძლია?
-შემიძლია,მაგრამ არ დაგეხმარები.მინდა,რომ შენს თავს ებრძოლო და ბედნიერი იყო.
-თავად დაველაპარაკები შალოს.
-მე ვეტყვი,რომ წასვლის საშუალება არ მოგცეს!
-რატომ ერევი?
-საჭიროა და იმიტომ,მერე მადლობას მეტყვი.
-ან დამეხმარე,ან განზე გადექი კაკი.
-თავად გადავწყვეტ როგორ მოვიქცე.თუ წახვალ,ჩავალაგებ და შენთან ერთად წამოვალ!
-ნუ სულელობ.-მეგობარს მიუბრუნდა.-შენ ოჯახი გყავს.
-შენც გყავს ოჯახი,შეიძლება სიყვარულიც იპოვო თუ არ გაიქცევი.
-მე ჩემი სათქმელი გითხარი კაკი,შენს გზაზე წადი და მე ჩემსას თავად მივხედავ!-მეგობრის სიტყვები უკუაგდო და ზურგი აქცია.
-მეც გითხარი ჩემი სათქმელი და ეგ არ შეიცვლება.-მიაძახა გასასვლელისკენ მიმავალს და ფიქრებში ჩაიძირა...


***
„ძვირფასო დღიურო-გამთენიისას დაიწყო წერა მარიამმა.- შენ ხომ იცი ჩემი ისტორია? რვა წლით დავტოვე სამშობლო,მეგობრები,სახლი,სადაც ბავშვობა გავატარე,მაგრამ ყველაზე რთული მაინც იცი რა იყო?მამის საფლავს,რომ ვტოვებდი ამდენი წლით და მის მოვლაში ფულს,რომ ვუხდიდი მეზობელს...ოჰჰ როგორ მტკივა ახლა ეს ყველაფერი.საფლავზე ასულს ყველაფერი სუფთა,რომ დამხვდა ცრემლები ვერ შევიკავე,მართლაც მთელი გულით იყო მოვლილი.ამდენი წელი გავიდა და ჯერ ისევ ვერ შევეგუე პატარა ქვაზე მამის დახატულ სილუეტს.ამდენი წელი გავიდა და გულის გადაშლა ბოლომდე ისევ ვერ მოვახერხე.რაღაცას მაინც ვიტოვებ ჩემში,რადგან შინაგანად ის წარსული მაინც მტკივა,რომელიც მასთან მაკავშირებს...ყვავილები ავიტანე და არც კი ვიცი უყვარდა თუ არა,იქნებ ალერგიაც კი ჰქონდა,ვინ იცის...მამებისა და შვილების ურთიერთობა ცოტა ჩახლართულია,ბრძოლას გავს,სადაც ბოლოს შვილები მამებზე უარესები აღმოჩნდებიან.ცუდი დრო დადგა...ბნელი და უსიყვარულო...მშობელი მშობელს აღარ ჰგავს და შვილი შვილს.ზოგი მშობელი არ არის მზად მოვალეობებისთვის,ზოგი შვილი არ არის მზად,რომ გაიზარდოს,ზოგიც არასოდეს ყოფილა პატარა...ამ დანგრეულ კედლებს რამდენი ისტორია აქვს შემონახული...რამდენი ტკივილით სავსე წამი...დიდი სიამოვნებით დავანგრევდი ყველა კედელს ახლავე.ცეცხლს მოვუკიდებდი და ცეცხლის ალში გახვეულს დავტოვებდი,რომ ყველაფერი ფერფლად ქცეულიყო. საშინლად მწარე და ამავე დროს საშინლად ტკბილია მშობლიური კერა...სიცოცხლეს,რომ შეგაყვარებს და შეგაძულებს ერთდროულად ზუსტად ისეთი...
სინათლე არ მაქვს სახლში,ჩართვასაც არანაირი აზრი არ აქვს,მაქვს მხოლოდ სანთლები,ასანთი,ფურცელი და კალამი,სხვა არც არაფერი სჭირდება მწერალს ბედნიერებისთვის...“

გადაუღებლად წვიმდა იმ ღამეს სოფელში.ფანჯრებს აზანზარებდა ჭექა-ქუხილი.მარიამი მშვიდად იწვა საწოლში და სანთლის შუქზე წიგნს ჩაჰკირკიტებდა.რამდენიმე შეკვრა სანთელი ჰქონდა სახლში,ბოლო პერიოდში სინათლე ხშირად ქრებოდა და ყოველი შემთხვევისთვის იყიდა...იცით როდის? რვა წლის წინ...

***
სრული ქარიშხალი ბობოქრობდა ჯაჭვლიანის სულში.არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,როგორ უნდა მოქცეულიყო, ან საერთოდაც რა იყო სწორი.ვერც იმ ღამეს მოისვენა და ვერც მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში...ძილი არ ეკარებოდა და მხოლოდ ორი ან სამი საათით აძლევდა სხეულს მოდუნების საშუალებას.
-თუ ასეთი რთულია სიყვარული არ მინდა მაშინ.-გაიფიქრა გონებაში და ღამის თბილისს ზემოდან გადახედა.ნუთუ ასე ტანჯვა იყო მისი ბედი?მას შემდეგ,რაც გამოიარა,როგორც ეხმარებოდა ხალხს,საკუთარ სიცოცხლეს წირავდა და მაინც ბოლოს ასე უნდა დაიტანჯოს?ნუთუ არ ეკუთვნის ბედნიერი დასასრული?ტანჯავდა ეს ფიქრები...
18 ივლისიც გათენდა,უკან,ბაკურიანში ბრუნდებოდნენ ნუცა და ლუკა,თბილისის სიცხემ ზედმეტად შეაწუხა ორივე.სულ ცოტახნით გაუარა გეგამ წყვილს და ძმისშვილს მოესიყვარულა წასვლამდე.საქმეები ჰქონდა,ამიტომ ჯერ ვერ ახერხებდა მათთან ერთად დაბრუნებას,სინამდვილეში არაფერში სჭირდებოდა მათთან დაბრუნება,აღარც დაჭრილი იყო და აღარც მოვლას აღარ საჭიროებდა,მაგრამ მარიამის დატოვება არ უნდოდა და შანსს არ უშვებდა ხელიდან,რომ მასთან ახლოს ყოფილიყო...
-კარგი ახლა დაგვიბრუნე ბავშვი.-გაუწყრა ძმას ლუკა.
-სულ თქვენი არ არის?მერე არ იწუწუნო დამღალაო.
-ძმასაც მიაქციე ცოტა ყურადღება,მარტო ეს რომ გახსოვს.-თვალით პატარა დემნაზე მიანიშნა.
-ძმას საკმარისი ყურადღება მივაქციე,ახლა ბავშვის ჯერია.
-დაგიტოვებთ თუ გინდა,მაინც არ სძინავს ღამე და გაერთობით ორივე.-ღიმილით აღნიშნა ნუცამ.
-მთლად მაგ დონემდეც არ ვარ.-კულტურულად იუარა მისი ნათქვამი.
-როდის წამოხვალ შენ?
-არ ვიცი,საქმეებს მოვაგვარებ და მოვალ.
-მარიამი როდის ჩამოვა ნუცა?
-არ ვიცი,დავურეკავ და ვკითხავ.-ქმარს გახედა და ტელეფონი მოიმარჯვა,რომ დაერეკა.სინათლის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო ქალბატონმა და მეორე დღესვე დარეკა,რომ ელექტროენერგია აღედგინათ სახლში.სულ მცირე იმისთვის მაინც სჭირდებოდა,რომ დედისთვის დაერეკა და მოეკითხა,თანაც პროდუქტები მაცივრის გარეშე მალე გაუფუჭდებოდა.
-გისმენ ნუც.-გაისმა მობილურში მარიამის დაგუდული ხმა.
-რა ხმა გაქვს გოგო?-გაოცდა ნუცა.-მოხდა რამე?
-რა უნდა მომხდარიყო,გავცივდი.-ძლივს ამოთქვა და სიტყვებს ცემინებაც დააყოლა.
-როგორ მოახერხე?-გაოგნებული იყო ამ სიცხეში როგორ გაცივდაო.
-ვალაგებდი აქაურობას,წვიმდა,ცუდი ამინდი იყო და ვერ გაუძლო ორგანიზმმა.
-წამლები გაქვს?გინდა ჩამოვიდე?
-სად უნდა ჩამოხვიდე ბავშვს არაფერი გადავდო.-სასწრაფოდ იუარა მისი ნათქვამი.-გამოვკეთდები და მე თვითონ ჩამოვალ.
-მარტო როგორ იქნები მაგ მდგომარეობაში.-დანანებით ამოთქვა და ოთახში მყოფებს გახედა.
-პირველად კი არ გავცივდი ნუ ნერვიულობ ნუცა,ჩაის ვსვამ და წამლებსაც.-ერთ შეკვრა ნიმესილს და ერთცალ ტაბლეტს გახედა ყელისთვის,რომელიც ნამდვილად არ ეყოფოდა.
-გამაგიჟებ რა...-ჩაიდუდღუნა ქალმა.
-წავედი რა,მეძინება ძალიან,მერე შეგეხმიანები.-ამოთქვა ღონემიხდილმა და მობილური გათიშა.
-რა თქვა?-მაშინვე იკითხა გეგამ.
-გაციებულია ქალბატონი,ძლივს მელაპარაკა.
-მარტოა ამ მდგომარეობაში?-არ მოეშვა უფროსი ჯაჭვლიანი.
-კი გეგა,მარტოა.ჩაის ვსვამ და წამლებიც მაქვსო.
-თუ არ გამოკეთდება ჩავალ და წამოვიყვან შენ არ ინერვიულო.-ნუცა დაამშვიდა ლუკამ.
-გამოკეთდება წამლებს თუ დალევს,მაგრამ რავიცი აბა.-მხრები აიჩეჩა ქალმა.
-ხვალამდე ვაცადოთ,თუარადა ხვალ ჩავაკითხავ.-მტკიცედ ამოთქვა ლუკამ.
-მოკლედ ჩემი წასვლის დროა,მელოდებიან.-საათს დახედა გეგამ.-ამ დღეებში ამოვალ მეც.
-მიდი და აბა შენ იცი.-თავისებურად ჭკუა დაარიგა ლუკამ.მაინც არაფერს უშველიდა მისი დარიგებები,გეგას დიდი გეგმები ჰქონდა მომავლისთვის,იმ შემთხვევაში თუ მარიამი უკან დაბრუნებას გადაწყვეტდა,რაშიც დარწმუნებული იყო.ტყუილად არ წავიდოდა საფიქრელად,საკუთარი თავი უნდა დაერწმუნებინა,რომ ჯეიმსისთვის ეპატიებინა და ეს ნათელი იყო...
უკანმოუხედავად დატოვა სახლი და გეზი პირდაპირ შალოს გაგზავნილი მისამართისკენ აიღო.ბევრი ფიქრის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა,რომ წასვლა აჯობებდა და ამ გზით სიარულს აპირებდა...
მალევე მიადგა მისი სახლის ჭიშკარს,რომელიც ქალაქიდან 10 წუთის სავალ გზაზე იყო.ორ სართულიან სახლს დიდი ეზო და აუზი ამშვენებდა,მცენარეებით გაწყობილი ბაღი და სახლამდე მისასვლელი ქვებით მოპირკეთებული ბილიკი.ფუფუნებაში ცხოვრობდა ყოფილი მებრძოლი და უშიშარი კაცი,რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა ეს ცხოვრება.მანაც ზუსტად ისე დაიწყო,როგორც გეგამ და საბოლოოდ მძიმე მდგომარეობაში სურვილის საწინააღმდეგ დაასრულა კარიერა.
ეზოში ელოდა გეგას ხანში შესული მამაკაცი.ფეხზე გაჭირვებით წამოდგა და ჯოხს დაეყრდნო,რომ არ დაცემულიყო,კარგად მოუწია დაკვირვება იმის გასაგებად თუ ვინ მოვიდა და კარგად შეათვალიერა გეგას სილუეტი.ცალი თვალით ვერ ხედავდა და ამასთან შეჩვევა ძალიან უჭირდა,მისასალმებლად მარცხენა ხელი გაუწოდა,რადგან მარჯვენაზე სამი თითი აკლდა და ხელით სკამზე ანიშნა დაჯექიო.
-შენს ნახვას არ ველოდი გეგა.-გულწრფელად უთხრა კაცმა.
-ვიცი.-მძიმედ ამოთქვა.-მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება.
-რა თქმა უნდა,სხვაგვარად შეხვედრას არ მთხოვდი.-ჩანაფიქრს მიუხვდა.-რით შემიძლია დაგეხმარო?
-თქვენ იცით,რომ მე უკვე წლებია ამ საქმეს ვაკეთებ და ხალხს ვიცავ.
-ვიცი,მსმენია,რომ კარგი მებრძოლი ხარ,შენ გამოცდის შედეგებიც ნანახი მაქვს,იდეალურად ხარ მომზადებული.-დაეთანხმა კაცი.
-ისიც გეცოდინებათ,რომ სიკვდილს არაერთხელ გადავურჩი და მე ამაზეც თანახმა ვარ,როდესაც ვიცი,რომ ეს სწორი მიზნისთვის ხდება.
-ვიცი.-ისევ მშვიდად დაეთანხმა.
-მე არ მინდა აქ ყოფნა...მინდა,რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილი გავხდე და სისტემატიურად მზად ვიყო ბრძოლისთვის.მინდა,რომ რეკომენდაცია გამიწიოთ ბაზაზე მოსახვედრად.
-რატომ?
-რას ნიშნავს რატომ?
-რატომ გინდა წასვლა?არავინ გყავს,ვინც გადარდებს?
-მყავს.
-ოჯახი გყავს ანუ.
-ძმა მყავს.
-მერე რატომ გინდა წასვლა?
-პირადი მიზეზები მაქვს.
-ქალთან გაქვს პრობლემა?-მალევე მიუხვდა კაცი.მისი გამჭრიახობა არასოდეს ტყუოდა.
-პრობლემა არ მაქვს,უბრალოდ წასვლა მინდა.
-იცი გეგა,აქ ხალხი ორი მიზეზით მოდის...ან იმიტომ,რომ არავინ და არაფერი დარჩათ დასაკარგი,რადგან გულნატკენები არიან და საყვარელი ქალის შენარჩუნებაც ვერ მოახერხეს,ან იმიტომ,რომ დავალებაზე მათი შეცდომის,ან დაუდევრობის გამო ვინმე მოკვდა და ამას ვერ პატიობენ თავს და სიკვდილი უნდათ.შენ არ ერგები მეორე კატეგორიას,რადგან მე ვიცი ვინც ხარ.
-არ დამეხმარებით?-სათქმელს მიუხვდა გეგა.
-არა.-წარბიც არ შეუხრია ისე ამოთქვა.-შენ არ იმსახურებ ასეთ დასასრულს,ამაზე მეტი შეგიძლია.
-მე მეგონა ჩემი გადასაწყვეტი იყო რა მინდოდა ჩემი თავისთვის.-ოდნავ უხეში ტონით მიუგო კაცს.
-შენი გადასაწყვეტია რა გინდა,მაგრამ გამოგივა თუ არა ამ კონკრეტულ საკითხში ჩემი გადასაწყვეტია,ამიტომ ახლა მე გეუბნები,რომ სახლში წახვიდე იმ ქალთან,რომელიც შენთვის ძვირფასია.
-რა აბსურდია.-გაოცებულმა ამოთქვა და ფეხზე წამოდგა.
-შენთვისვე ასე აჯობებს,შენ არ ხარ მზად ამისთვის და დაუფიქრებლად მოქმედება ზოგჯერ ძალიან ცუდად სრულდება.
-თქვენ ვერ გეცოდინებათ ჩემთვის უკეთესი რა არის...თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.-იმედგადაწურულმა მიუგო და მის პასუხს აღარც დალოდებია ისე დატოვა ტერიტორია...როგორც კი თვალს მიეფარა კაცმა მაშინვე მობილური მოიმარჯვა.
-გისმენ შალო.-ნაცნობი ხმა გაისმა.
-მართალი იყავი აკაკი,ის არ არის მზად ამისთვის,უკან გავუშვი,როგორც მთხოვე.
-მადლობა შალო,ამ ვალს ვერასოდეს გადაგიხდი.-გულწრფელად მადლიერი იყო მისი.
-ყურადღება მიაქციე,მალე გადაუვლის სულში ეგ ქარიშხალი და მიხვდება,რომ სწორად მოვექეცით.
-აუცილებლად.-კმაყოფილმა მიუგო და ზარი დაასრულა...

***
თავს ვერაფერს უხერხებდა ისეთი გაბრაზებული იყო გეგა.ყოველთვის ყველა დავალებაზე პირველი იყო და ახლა უცებ უარი უთხრეს ისე,თითქოს რიგითი პირი ყოფილიყოს ამ საქმეში.
-იმ ქალთან წადი,რომელიც შენთვის ძვირფასია.-გაიმეორა მისი სიტყვები.-წავალ!-საჭეზე ხელები ძლიერად დააბრახუნა.-წავალ და ვნახოთ რა მოხდება,არაფერი რომ არ გამოვა მერე რა პასუხს მეტყვიან მაინტერესებს.-თავი დაარწმუნა,რომ უნდა წასულიყო.სახლიდან გამოსაცვლელი ტანსაცმელი აიღო,წამლები და ცოტა პროდუქტი იყიდა და მაშინვე სოფლისკენ გაემართა.Google Maps-ს თუ დაუჯერებდა 1 საათში უნდა ჩასულიყო,მაგრამ სინამდვილეში თითქმის 3 საათი დახარჯა გზაში,რადგან არასწორ მარშუტს უდგენდა სისტემა.გზაზე წარწერა,რომ დაინახა ლამის იცეკვა სიხარულისგან,თუმცა მხოლოდ ეს ხომ არ იყო,ახლა მისი სახლი უნდა ეპოვნა როგორმე.თითქმის ცარიელ სოფელში რამდენჯერმე აიარ-ჩაიარა მანქანით,რომ ვინმე მათივე ასაკის დაენახა და სახლი მიესწვლებინათ,თუმცა ამაოდ.გადაუღებლად წვიმდა და გარეთ არცერთი სულიერი არ ჩანდა,მხოლოდ პატარა ბიჭები ბურთით,რომლებიც წვიმის მიუხედავად ბავშვობის ტკბილ მოგონებებს ქმნიდნენ...სხვა გზა არ იყო,ბედი უნდა ეცადა,ამიტომ მანქანიდან გადავიდა და ბავშვებს მიუახლოვდა.
-სალამი ბავშვებო.
-გამარჯობა.-მიესალმა ერთ-ერთი.
-პატარა პრობლემა მაქვს და ხომ ვერ დამეხმარებით?ვიღაცას ვეძებ.-ყოყმანით წამოიწყო საუბარი.
-ვის ეძებ ძმაო?-ზურგიდან მოესმა მამაკაცის ბოხი ბარიტონი.
-ამ გოგოს.-ტელეფონში მისი სურათი გახსნა.-რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა,უბრალოდ არ ვიცი ზუსტად სად ცხოვრობს.
-მარიამის მეგობარი ხარ?-ეჭვნარევი მზერა შეავლო.
-ჩემი ძმის ცოლის მეგობარია,ჩვენთან რჩება ზაფულის განმავლობაში და ხო,მეგობარი ვარ.
-ხელმარჯვნივ უნდა წახვიდე და სულ ბოლომდე გაყვე გზას,სულ ბოლო შესახვევში,ბოლო სახლია.შავი ჭიშკარი აქვს,დაკეტილია და მარტივად იცნობ.
-მადლობა ძმაო.-მხარზე ხელი დაკრა კაცს და მაშინვე მანქანაში ჩაჯდა.ბევრი აღარ უფიქრია,სანამ დაავიწყდებოდა რა უთხრა მისი სახლი უნდა ეპოვნა.
ბებია-ბაბუასთან სტუმრობა გაახსენდა.ისინიც ასეთ პატარა სოფელში ცხოვრობდნენ,რამდენიმე მაღაზიით და 200-300 ადამიანით.ბავშვები ბავშვობას ირგებნდნენ,ბურთით თამაშობდნენ და წვიმასა და მზეს არ ერიდებოდნენ,ყველაზე ბედნიერი წამები იყო ალბა,რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონოდა...
იმ ჭიშკარს მიადგა,რომელიც კაცმა აუხსნა...რა უნდა ეთქვა მარიამისთვის?ასე მითხრეს შენთვის ძვირფას ქალთან წადიო და წამოვედიო?თუ უბრალოდ სიცხიანი მარტო ვერ დაგტოვეო?მგონი მიზეზებზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა...
მშვიდად შევიდა ეზოში და იქაურობა შეათვალიერა,ახლად გაკრეჭილი ბალახის სუნი იდგა ეზოში,ყველაფერი მოვლილი და მოწესრიგებული იყო,ეტყობოდა,რომ მარიამმა კარგად იმუშავა.თავსხმა წვიმა იყო,სწრაფად გადაკვეთა ეზო და აივანზე წამით კიდევ შედგა.უკან დაბუნებაზეც ჩაფიქრდა,მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეგ აზრები და კარზე მშვიდად დააკაკუნა.არავინ გამოეხმაურა,ამიტომ იგივე გაიმეორა.ისევ უშედეგოდ...
-მარიამ!-დაუძახა თუმცა აზრი არ ჰქონდა,პასუხი არავის გაუცია.-მარიამ!-კიდევ ერთხელ დაუძახა და როდესაც პასუხი ვერ მიიღო კარს მშვიდად მიაწვა.ღია იყო,მარტივად გაიღო და გეგამ სახლში შესვლა მოახერხა.საერთოდ არაფრისთვის შეუხედავს,კიდევ ერთხელ დაუძახა სახლში შესულმა და პასუხის მოლოდინში ადგილზე შედგა.-მარიამ!-პასუხი ისევ არსაიდან ისმოდა,ამიტომ თავს უფლება მისცა,რომ ოთახები შეემოწმებინა.-მარიამ!-კიდევ ერთხელ დაუძახა სანამ ბოლო ოთახის კარს გააღებდა და ფრთხილად შეაღო კარი,საწოლზე ორად მოკეცილი ქალის დანახვისას გულში თითქოს რაღაც ჩაწყდა,აკანკალებული იწვა თავისთვის და თვალები დაეხუჭა,პლედი ძირს გადმოვარდნოდა და ნიკაპთან მიტანილ მუხლებზე ხელები შემოეჭდო,რომ გამთბარიყო...-ღმერთო მარიამ...-აღმოხდა გაოგნრბულს და მაშინვე მის წინ ჩაიმუხლა.-მარიამ შემომხედე,გაიღვიძე.-ლოყაზე რამდენჯერმე მსუბუქად დაარტყა,რომ გონს მოეყვანა.
-მღვიძავს.-საცოდავად ამოიკრუსუნა და გეგას მხოლოდ წამით შეავლო თვალი.
-თვალები გაახილე კარგი?წამლებს მოვიტან ახლავე.-სირბილით გავარდა სახლიდან და მანქანიდან წამლები მოუტანა.-გამაგიჟებ შენ რა.-შებლზე ხელი მიადო ტემპერატურის შესამოწმებლად.-სიცხე გაქვს,ეს წამლები უნდა დალიო.-კიდევ ერთხელ შეაფიზლა და თავთან დაუჯდა,რომ წამოეყენებინა.-მე დამეყრდენი და ესენი დალიე რა.-სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია და წამლები მიაწოდა.იმდენად ჰქონდა ძალა გამოცლილი,რომ თითებიც კი ვერ აამოძრავა,რომ წამალი აეღო,მხოლოდ ის მოახერხა,რომ მისი მოწოდებული წამალი დაელია და ისევ ძილი გაეგრძელებინა,თუმცა მის ქვეცნობიერში მას არც გაუღვიძია და ეგონა,რომ ყველაფერი ესიზმრებოდა.-შენ მე ბოლოს მომიღებ.-მის მკლავებში მძინარე ქალს დახედა და ისევ საწოლზე გადაწვინა.მაშინვე გავიდა,რომ მანქანიდან პროდუქტები ამოელაგებინა და სამზარეულოში ტრიალი დაიწყო.წვნიანებიდან ახლა მხოლოდ ბორშისთვის საჭირო ინგრედიენტები ჰქონდა,ჭარხალი და კომბოსტო თავად მარიამს ეყიდა,დანარჩენი კი გეგამ მოიტანა და მზადებას შეუდგა.პარალელურად მძინარე ქალს ამოწმებდა და პლედს ყოველ 10 წუთში აფარებდა,რადგან მარიამი სხეულზე არ იჩერებდა.როგორც იქნა დიდი წვალების შემდეგ ყველაფერი მოამზადა და მასთან ოთახში დაბრუნდა.ისევ უდარდელად ეძინა მარიამს,თუმცა ამჯერად ერთი განსხვავებით,აღარ სციოდა და ტემპერატურაც აშკარად დაბალი ჰქონდა.-გაიღვიძე მარიამ,უნდა ჭამო.-მშვიდად ჩასძახა ყურში და როგორც კი მისი ყურადღება მიიპყრო კიდევ გაუმეორა-უნდა ჭამო მარიამ,რომ ენერგია გქონდეს.-წამწამები ძლივს დააშორა ერთმანეთს და მის წინ მდგომი ჯაჭვლიანის დანახვისას გაოცდა.
-გეგა...-აღმოხდა გაოცებულს და კაცს თვალებგაფართოებული მიაშტერდა.
-რამე უნდა ჭამო კარგი?წვნიანი გავაკეთე,ცოტა გამოფხიზლდი და ჭამე.-თბილი ხმით უთხრა და იქვე სკამზე დააწყო ყველაფერი.
-შენ აქ რას აკეთებ?-ვერ იჯერებდა მის იქ ყოფნას.
-გავიგე,რომ ცუდად იყავი და შესამოწმებლად მოვედი.
-თბილისიდან აქამდე ჩემს შესამოწმებლად ჩამოხვედი?-წარბები მაღლა აწკიპა ქალმა.
-ჰო.-მშვიდად მიუგო და საწოლის კუთხეში ჩამოჯდა.-უკეთ გამოიყურები.
-ესეიგი არ მესიზმრებოდა შენი აქ ყოფნა.
-არა,რამდენიმე საათია აქ ვარ.
-სახლს როგორ მოაგენი?
-ვიკითხე და მომასწავლეს.
-გიჟი ხარ ადამიანო?-ნერვიული სიცილი წასკდა ქალს.
-რატომ?-გაკვირვებული მიაჩერდა მის წინ მჯდომს.
-იმიტომ ჩამოხვედი,რომ ჩემთვის ყურადღება მოგექცია?მაგას დავიჯერებ ახლა?ნუცამ გამოგიშვა არა?ვუთხარი,რომ კარგად ვიყავი,ტყუილად რატომ შეგაწუხა?-გაუჩერებელი ქოთქოთი დაიწყო.
-არა მარიამ,არა.-ხელით ანიშნა გაჩუმდიო და საუბარი თავად დაიწყო.-არავინ არ იცის,რომ აქ ვარ.უბრალოდ გავიგე,რომ ცუდად იყავი და შენი მდგომარეობიდან გამომდინარე არ მინდოდა,რომ მარტო ყოფილიყავი.
-არ მატყუებ?-ეჭვნარევი მზერა შეავლო.
-როდის მომიტყუებიხარ?-თვალი თვალში გაუყარა ქალს და მარიამიც ვეღარ შეეპასუხა.ეს ჭამე,ჩაისაც გაგიკეთებ და მალე მოვალ.-თვალებით წვნიანზე ანიშნა და ოთახიდან ნელი ნაბიჯით გავიდა...
ჯერ ისევ გაოცებული იყო გეგას ჩამოსვლის გამო,წამიერად ისეთ მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნო თავი,რომ შვებაც კი იგრძნო და გულზე შემოწოლილი ლოდი მოეხსნა...დიდი ხანია ასეთი ყურადღება არავისგან უგრძვნია,ასე არავინ ზრუნავდა მასზე და ამდენ დროს არავინ უთმობდა...
ჯეიმსიც ზრუნავდა მასზე,სულ გვერდით იყო და მის ნებისმიერ კაპრიზს იტანდა,მაგრამ ბოლოს ძალიან გაცივდა და უყურადღებობაც შეერია...თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო,რომ ავადმყოფისთვისს არასდროს მიუხედავს.მაშინვე საავადმყოფოს ახსენებდა და პანიკაში მყოფი ექიმების ბრიგადასთან ერთად ბრუნდებოდა უკან.გეგა სხვანაირი იყო,მშვიდი და გაწონასწორებული,ყურდღებიანი და მზრუნველი,ორი სრულიად განსხვავებული მამაკაცი,ორი სრულიად განსხვავებული ცხოვრებით...
-რა ჯანდაბაა მარიამ!-წამში გამოერკვა ფიქრებიდან და საკუთარი თავი დატუქსა.ვერც კი გააანალიზა ისე უცებ დაიწყო ორი კაცის ერთმანეთისთვის შედარება და მათში საუკეთესოს ძიება,ეს არ ახასიათებდა,მისთვისაც მოულოდნელი იყო...
-შენ რა არ გიჭამია?-გაუწყრა ქალს.
-ახლავე შევჭამ.-გონს მოეგო და კომფორტულად მოეწყო.
-ლიმონი და თაფლი აქვს.-ჩაიზე ანიშნა.
-მადლობა გეგა.-პატარა ბავშვივით დაიმორცხვა.
-მიდი ჭამე,მოემზადე და თბილისში წავიდეთ.
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-რას ნიშნავს არა?-გაკვირვებული მიაჩერდა.
-აქ ყველაფერი მოსაწესრიგებელია,ასე ვერ დავტოვებ.
-მარიამ,როცა გამოკეთდები მერე ჩამოხვალ და მოაწესრიგებ,რა პრობლემაა?
-არა გეგა,3-4 დღეში მოვრჩები და წამოვალ თბილისში.
-ხვდები,რომ ცუდად ხარ?
-შენ ხვდები,რომ აქ სრულ სანაგვედაა ქცეული ყველაფერი?ასე ვერ დავტოვებ და ვერ წამოვალ,ჩემი გადაწყვეტილება ასეთია,შენ წადი და მეც ჩამოვალ რამდენიმე დღეში.
-აქ ამ მდგომარეობაში დაგტოვო?-გაეცინა მის ნათქვამზე.-არავითხარ შემთხვევაში.
-ახლა უკეთ ვარ.
-ნუცას,რომ ელაპარაკე მაშინაც ასე ამბობდი,მაგრამ რომ მოვედი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყავი,ამიტომ მაგის შანსიც კი არ გაქვს.
-მე არ წამოვალ გეგა.-გაჯიუტდა ისევ.
-კარგი.-მის ნებას დაჰყვა.-არ დაგაძალებ.
-მადლობა.
-მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს,რომ მარტო დაგტოვებ.
-ანუ?
-ანუ აქ დავრჩები და დაგეხმარები ყველაფერში,მერე ერთად წავალთ თბილისში.
-ნუ სულელობ გეგა,ჩემი ძიძა ხომ არ ხარ.
-კამათს აზრი არ აქვს,მე შენს გადაწყვეტილებას ვცემ პატივს,შენ ჩემსას...-მშვიდად მიუგო კაცმა.-მისაღებში დივანი დგას,მშვენივრად მოვთავსდები.
-ვალდებული არ ხარ...
-ვიცი,უბრალოდ მინდა.-გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.-ცოტახნით გავალ,უნდა დავრეკო,მანამდე შენ საჭმელს და ჩაის მიხედე.-უკვე მერამდენედ შეახსენა ჭამა ვეღარ ითვლიდა.
უნებურად ჩაეღიმა მის საქციელზე.სოფელში ჩააკითხა მხოლოდ იმიტომ,რომ ცუდად იყო და მასთან რჩებოდა,რადგან ყურადღება მიექცია,ეს რაღაც ახალი იყო თავად მარიამისთვისაც.
სიგარეტის კვამლში გახვეული მანქანას მიყრდნობოდა ჯაჭვლიანი,ისე უცებ გადაწყვიტა სოფელში მარიამთან დარჩენა,რომ თავადაც ვერ გაანალიზა.იცოდა,რომ ლუკას ყბიდან კარგახანს ვერ ამოვიდოდა,მაგრამ ამ ამბის დამალვაც არ გამოვიდოდა,ამიტომ შეტყობინება მიწერა,რომ მარიამზე არ ენერვიულათ.ეჭვი ჰქონდა,რომ კაკიმ გააფრთხილა შალო გეგასთან დაკავშირებით,თუმცა არ ბრაზდებოდა,ისიც ზუსტად ასე მოიქცეოდა,ზუსტად ამას გააკეთებდა და თუ საჭირო იქნებოდა გაჰყვებოდა კიდეც ბაზაზე,რომ მისი ფარი ყოფილიყო.წლების წინ ერთად დაიწყეს,ორივე ახალბედა იყო და მას შემდეგ ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ, შეუძლებელი იყო,რომ მის გარეშე სადმე წასულიყო.
ახლა რა იქნებოდა?სოფელში დარჩებოდა მასთან და შემდეგ?მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა ეს დრო მის გვერდით,რადგან შესაძლოა ბოლო ყოფილიყო.სულ აღარ ახსოვდა,რომ ჯეიმსი ჩამოდიოდა,მხოლოდ წამით მისცა თავს მოდუნების საშუალება და ჯეიმსის პრობლემა დაავიწყდა,მაგრამ ჯეიმსი არ იცდიდა.ბარგი უკვე ჩალაგებული ჰქონდა და მარიამთან შესახვედრად საათებს ითვლიდა...
-გეგა წვიმს,სახლში შემოდი.-აივანზე გავიდა მარიამი.
-მოვდივარ.-უცებ გამოერკვა ფიქრებიდან და სახლისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა.-შენ ჩაცმა მაინც ვერ ისწავლე.
-ახლა აღარ მცივა.-თავი იმართლა და იქვე სავარძელში ჩაეშვა.-სახლში შეგიძლია მოწევა,მიჩვეულია ეს სახლი.
-უბრალოდ დავრეკე და მერე გარეთ შემოვრჩი.-მხრები აიჩეჩა კაცმა.-მართლა უკეთ ხარ?
-კი გეგა,შენი დამსახურებით.
-ხვალ უკვე 19-ია,როდის დავბრუნდეთ?
-2-3 დღე სჭირდება ყველაფრის მოწესრიგებას,თორემ მტვერში ვიხრჩობი.
-20-ში ჯეიმსი,რომ ჩამოდის რანაირად?-მაინც ვერ შეიკავა თავი.
-სიმართლე,რომ გითხრა აღარ მადარდებს...-გულწრფელად ამოთქვა ქალმა.-როცა თბილისში ჩავალ მაშინ ვილაპარაკებთ და მანდ დასრულდება.
-დარწმუნებული ხარ?-მაინც ჩაეძია.
-იცი გეგა...-ყოყმანით წამოიწყო საუბარი.-ჩემმა ქართულის პედაგოგმა პატიება მასწავლა,მაგრამ არა დავიწყება...მე ვერასოდეს დავივიწყებ იმას,რაც ჯეიმსმა გამიკეთა,მაგრამ ვაპატიებ...უფრო სწორად უკვე ვაპატიე.
-შენს გამო საქართველოში ჩამოდის.
-დაერეკა და ვეტყოდი არ ჩამოხვიდეთქო,ეგ ჩემი სადარდებელი არ არის.-უდარდელად ჩაილაპარაკა და სიგარეტს მოუკიდა.
-ამდენ წელს უბრალოდ ქარს გაატან?
-შენ როგორ გაატანე ამდენი წელი ქარს?
-ახლა ჩემზე არ ვსაუბრობთ.
-ახლა ვსაუბრობთ ურთიერთობების დავიწყებაზე,რაც ორივემ გავაკეთეთ,წინ უნდა წავიდეთ გეგა,ამაზე მეტი შეგვიძლია ორივეს.
-ამ ყველაფრის პირისპირ,რომ დადგები,შეიძლება აზრი შეიცვალო.გაგახსენდეს ყველაფერი ის,რაც ერთად გამოიარეთ და მიხვდე,რომ ერთი ღალატის პატიება შეგიძლია,ან სულაც...
-გეყოფა გეგა!-ნერვებმა უმტყუნა ქალს.-არც ერთი ღალატის პატიება შემიძლია და არც მეტის,მეც გამაჩნია ჩემი თავმოყვარეობა და მორჩა ამაზე საუბარი!
-კარგი,დამშვიდდი.-დანებების ნიშნად ხელები აწია.-უბრალოდ ვიკითხე.
-მეც უბრალოდ გიპასუხე.-უკმეხად უთხრა და თვალი მოარიდა.ასე მტკიცედ არასდროს ჰქონია გადაწყვეტილი მისი დატოვება.ზუსტად იცოდა,რომ არ შეურიგდებოდა და ამ აზრზე მტკიცედ სულ ცოტახნისწინ დადგა.ვერ ხვდებოდა გეგა ასე რატომ ესაუბრებოდა,მაგრამ ფაქტი არ იცვლებოდა,ის ჯეიმსთან დაბრუნებას არ აპირებდა...


***
-მანდ რატომ ხარ,გაგიჟდი? -შეტყობინება მიუვიდა გეგას ლუკასგან.
-უბრალოდ ვნახე როგორ იყო,კარგია რომ ჩამოვედი,ძალიან ცუდად იყო.-თავი იმართლა ძმასთან.
-შენ მართლა არანორმალური ხარ. -დასცინა ძმას. -წამოიყვანე აქეთ,რაღას ელოდები.
-არ უნდა წამოსვლა,აიჩემა სახლს უნდა მივხედოო,რამდენიმე დღეში ჩამოვალთ.
-შენც მანდ რჩები ჩიტო?-სასაცილოდ არ ეყო ლუკას მისი მდგომარეობა.
-არ ვარ შენი მაიმუნობის ხასიათზე ოღონდ მართლა...-უკმეხად უპასუხა,როგორც ყოველთვის.
-კარგი კარგი,სარძლოს მიმიხედე.-სიცილის სმაილებით მიწერა ლუკამ,გეგას კი მოთმინება აღარ ეყო და იქვე მიაგდო მობილური.ძმის უპასუხოდ დატოვება არაფერს ცვლიდა,აქ იმიტომ რჩებოდა,რომ მარიამის სიახლოვეს ყოფილიყო,მისი მარტო დატოვება არ სურდა და მიზეზების მოძებნას აზრი აღარ ჰქონდა.მიუხედავად მარიამთან წეღანდელი საუბრისა შინაგანად მაინც რაღაც აწუხებდა.მისთვისაც კი რთული იყო თუკასთან პირისპირ საუბარი და დარწმუნებული იყო,რომ მარიამსაც გაუჭირდებოდა ეს...

***
მეორე დილიდანვე შეუდგნენ მუშაობას.უცებ მოუწია ორივეს სოფელზე მორგება.უცნაური ამინდები დაემთხვა,შუა ივლისში გადაუღებლად წვიმდა უკვე მერამდენე დღე იყო და ავის მომასწავებლად ხმაურობდა ცა.სიმართლე რომ ითქვას ეს არც გეგას აწუხებდა და არც მარიამს.სახლიდან ძველი ავეჯი ნელნ-ნელა გამოიტანეს,ყველაფერი ის,რაც აღარ ივარგებდა და ფარეხში დააწყვეს.სახლი მართლაც მტვრის ბუდედ იყო ქცეული,აბლაბუდებით და ტარაკნებით იყო სავსე ოთახები.საშინელი ნესტის სუნი ისევ იგრძნობოდა სახლში და ამას გაუსაძლისი მტვერიც ემატებოდა.გეგას ჩამოსვლამდე მხოლოდ მისაღები,სამზარეულო და თავისი ოთახი დაალაგა,დანარჩენ სამ ოთახს კი მარტომ ვერაფერი მოუხერხა,ამიტომ ჯაჭვლიანს ამუშავებდა.თითქმის მთელი დღე დასჭირდა სახლის დალაგებას და ყველაფრის გასუფთავებას,თუმცა დროს მაინც მშვენივრად ატარებდნენ.ხალისობდნენ კიდეც ამ ყველაფრით.
-გეგა!-ყვირილით გამოვარდა ოთახიდან მარიამი და მის ზურგს უკან დაიმალა.
-რა მოხდა?-შეშფოთებულმა შეხედა ქალს.
-იქ...იქ არის.
-ვინ?სად?რა?
-იქ არის,მატრასზე წევს.
-წევს?ვინ წევს?-თვალებგაფართოებული მიაჩერდა მარიამს.
-შედი და ნახავ.-მთლიანად ეკალმა დააყარა სხეულზე ზიზღისგან.-ღმერთო როგორ მეზიზღება...-უკვე საბრძოლველად იყო მომზადებული ჯაჭვლიანი,როდესაც ოთახში შესვლისთანავე პატარა ტარაკანი დაინახა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ამან შეგაშინა?კარის ზღურბლზე მდგომ მარიამს სიცილით გახედა.
-რა საშინელება.-გააჟრჟოლა მისი დანახვისას.
-ნახე როგორ წამოწოლილა,მგონი სძინავს.
-მოაშორე გთხოვ.
-ეძინოს,რომ გაიღვიძებს თვითონ წავა.
-ხუმრობ?
-არა.-მხრები აიჩეჩა.-დაღლილია მგონი.
-გეგა გთხოვ მოაშორე რა,გეხვეწები.-მხარზე ჩამოქაჩა კაცს.
-კარგი,კარგი.-ფურცელზე უცებ გადმოაგდო და შიგნით გადაახვია.-ნახე როგორი პატარა თვალებით იყურება.-მასთან ახლოს მიიყვანა გეგამ.
-არა გთხოვ.-მოულოდნელობისგან კედელს აეკრო.
-ვხუმრობ მარიამ,დაწყნარდი.-სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მისი მდგომარეობა.
-ვერ გიტან.-თავისთვის ჩაიფრუტუნა და წინ მიმავალს უკან მიჰყვა...
ასე გაატარეს ორი დღე,ერთმანეთის დაცინვასა და ბავშვურ თამაშებში.ხან გეგა უშლიდა ნერვებს,ხან მარიამი და ასე გაჰყავდათ დრო.მთელი სახლი დაალაგეს და ბაღსა და ეზოსაც მიხედეს.ბაღში მომუშავე გეგა,დიდი მზისგან დამცავი ქუდით ნამდვილად კლასიკური მაჩოს მაგალითი იყო.ბაღს ასუფთავებდა,ღობე შეაკეთა,ჭიშკარი შეღება და მილებიც კი გამოცვალა,რაშიც მარიამს კაცის დახმარება ნამდვილად სჭირდებოდა.გეგა,რომ არა ალბათ კიდევ ერთი კვირა მოუწევდა იქ ყოფნა,თუმცა მისი წყალობით გადარჩა...
21 ივლისს უკვე ყველაფერი დასრულებული ჰქონდათ,საღამოს მშვიდად მიუსხდნენ მაგიდას და თითო ჭიქა ვისკის დალევაც გარისკეს მამამისის კოლექციიდან,რომელიც თითქმის სულ ცარიელი იყო.მთელი სამი დღე გვერდიდან არ მოშორებია მარიამს გეგა,წამლების დალევას ახსენებდა,დილით ყავას ახვედრებდა და საჭმელსაც ხშირად ამზადებდა.სრული ჰარმონია ჰქონდათ ერთმანეთთან,ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა,რომ დაზიანებისგამო სინათლე მთელს უბანში იყო გათიშული და სანთლის შუქზე ვახშმობა უწევდათ.გარეთ ისევ გადაუღებლად წვიმდა,მაგრამ მათ ეს არ აწუხებდათ,მშვიდად შეექცეოდნენ ვახშამს და გაუჩერებლად საუბრობდნენ.ამდენი როდის იცინეს ბოლოს არც კი ახსოვდათ,ან საერთოდ ასე ღიად როდის ისაუბრეს...სულ ცუდ ამბებზე უწევდათ საუბარი,თუმცა ახლა კარგის მეტი არაფერი აფიქრდებოდათ და ერთმანეთს მოგონებების ზღვას უნაწილებდნენ.
-ასე იპარებოდა და ყვავილებს რწყავდა?-გაოცებული უსმენდა გეგა.
-ხო,თურმე სახლში წაუღია და დედამისმა უკან მოიტანა სხვისი ნივთების მოპარვა არ შეიძლებაო და გადაწყვიტა,რადგან ვერ მიმაქვს აქ მოვუვლიო.
-პირდაპირ გითხრა მოვიპარეო?-სიცილი წასკდა გეგას.
-არა,ამდენიხანი რომ არ მოხვედით ავდექი და სახლში წავიღეო,მაგრამ მერე დედამ უკან გადმოიტანა და თან ტრა*ზეც მომცხოო.-სიცილს ვერ იკავებდა ვერცერთი.
-ბოლოს მაინც გაატანე?
-ჩემით გადავუტანე ვერ ვუვლი და თქვენი იყოსთქო,ისე გაუხარდა,თან...-საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო,კარზე მოულოდნელად კაკუნი,რომ გაისმა.
-ვინმეს ელოდები?-გაიკვირვა გეგამ.
-არა.-დაბნეულმა ამოთქვა და კარისკენ წავიდა,რომ შეემოწმებინა.მშვიდად გადაატრიალა გასაღები და ნანახმა სულით ხორცამდე შეძრა.ოღონდ ახლა არა,ოღონდ ასე არა.გულმა ორმაგად სწრაფად დაიწყო ფეთქვა,სუნთქვა გაუხშირდა და გრძნობდა როგორ ეკვეთებოდა მუხლები,მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდა,რომ წაქცეულიყო.
-ჯეიმს...-აღმოხდა გაოცებულს და კარის ზღურბლზე გაიყინა...

24 საათით ადრე.
-შენს ნახვას ნამდვილად არ ველოდი.-გაოცებული მიაჩერდა ნუცა კარის ზღურბლზე მდგომ ლიკას.
-დიდ დროს არ წაგართმევ.-მშვიდად მიუგო და სახლში ნელი ნაბიჯით შევიდა.-ლუკა სახლშია?
-არა,ბაკურიანში ავდივართ ისევ და რაღაცები უნდა იყიდოს.
-ძალიან კარგი,ანუ მშვიდად ვისაუბრებთ.
-მოხდა რამე ლიკა?
-ძალიან მინდა გითხრა არათქო,მაგრამ მოხდა.-ეტყობოდა,რომ ნერვიულობა.
-მოდი დაჯექი,ყავას გავაკეთებ და ვისაუბროთ.
-არა,არაფერი არ მინდა.-იუარა ქალმა.-უბრალოდ დაჯექი.
-კარგი.-მის ნებას დაჰყვა ნუცა.
-შენ ხომ მიცნობ მე?-აკანკალებული ხმით წამოიწყო საუბარი.
-რა თქმა უნდა გიცნობ.
-ხომ იცი,რომ მე ცუდი არავისთვის არ მინდა?
-რა კითხვაა ლიკა?რა თქმა უნდა ვიცი.
-ისიც ხომ იცი,რომ ალექსის აქამდე მოსაყვანად ბევრი ვიბრძოლე?-პასუხი აღარ გაუცია,მხოლოდ უხმოდ დაუკრა ნუცამ თავი.-მარიამის ჩამოსვლამ ბევრი რამ არია ალექსის ცხოვრებაში და მინდა,რომ ამ ყველაფერს რაც შეიძლება მალე გაერიდოს.
-მე რა შემიძლია,რომ გავაკეთო?
-გეცოდინება ალბათ,რომ გეგამ ალექსი სცემა.ლუკა უკვე გავაფრთხილე,რომ გეგა ეკონტროლებინა.
-ვიცი ეგ ამბები,მაგრამ კაცების საქმეში მე ვერ ჩავერევი.
-ამაში ჩარევას არც გთხოვ.უბრალოდ ვიცი,რომ დემნას ნათლობამდე ალექსი ბათუმში არ წამოვა,ეს კი ძალიან შორსაა,აგვისტოს ბოლომდე აქ ყოფნას ვერ აიტანს.
-გინდა,რომ ალექსი დავარწმუნო ბათუმში ხვალვე წამოვიდეს?-გაოცებული მიაჩერდა ქალს.
-არა,რა თქმა უნდა ხვალვე არა.-არ იცოდა როგორ ეთქვა მთავარი სათქმელი.-მინდა,რომ დემნას ნათლობა აგვისტოს დასაწყისში გააკეთოთ,მაქსიმუმ 10 რიცხვამდე.
-რაა?-გაოცება ვერ დამალა ნუცამ.
-ვიცი...ვიცი,რომ ძალიან ბევრს გთხოვ ნუცა,მაგრამ გთხოვ...როგორც ქალი ქალს გვერდში დამიდექი და დამეხმარე,რომ ეს ყველაფერი გადავლახო.-ემოციებმა დაჯაბნა ლიკა.-ვიცი,რომ შეგიძლია ამის გაკეთება თუ მოინდომებ,ლუკასაც დაარწმუნებ და ყველაფერი იდეალურად იქნება.წავალთ და შეიძლება არც კი გესტუმროთ.-ცრემლად იღვრებოდა ნუცას წინ მჯდომი ქალი.ვერც ხვდებოდა ამდენს რატომ უძლებდა,თავს რატომ იტანჯავდა და უბრალოდ რატომ არ უშვებდა ალექსს,მაგრამ ალბათ მისი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო,რომ ამისთვის არ ემეტებოდა.
-ვერაფერს შეგპირდები.-მისი დამშვიდება სცადა ნუცამ და გვერდით მიუჯდა.-ლუკას დაველაპარაკები და ვთხოვ,რომ ყველაფერს მიხედოს,თუ დამთანხმდა აუცილებლად შეგატყობინებ.
-ვიცი,რომ შენი მეგობარია,მაგრამ როდესაც ლონდონში იყო ალექსი კარგად იყო,ახლა სულ გიჟივით იქცევა და თავს ვერ აკონტროლებს...
-მარიამი სახლში დაბრუნდა,მასაც აქვს პირადი ცხოვრება და როგორც თავად გადაწყვეტს ისე უნდა იყოს,რადგან ალექსი თავს ვერ აკონტროლებს ამის გამო მარიამი ვერ გაიხიზნება სამშობლოდან.-ბრაზი შეერია ხმაში ნუცას.
-ხომ ჰყავს იქ ბრიტანელი შეყვარებული,აქ რაღა დარჩენია?-არ ცხრებოდა ქალი.
-ჰყავდა.-მშვიდად შეუსწორა.-დაშორდნენ და მიუხედავად იმისა,რომ ჯეიმსი აქ ჩამოდის მასთან შესარიგებლად, მარიამი ამას არ აპირებს,ამიტომ გირჩევ თავი აკონტროლოთ შენც და ალექსმაც.
-თუ არ ურიგდება აბა რისთვის ჩამოდის?
-საიდუმლოდ აპირებდა ჩამოსვლას,მაგრამ მარიამმა მაინც გაიგო,რომ 20 ივლისს ჩამოდის,თუმცა ეს არაფერს ცვლის,მარიამი აქ რჩება,ჩემთან!-ბოლო სიტყვა მკაფიოდ წარმოთქვა.
-ახლა აქ არის?-თვალები გაუფართოვდა ქალს.
-არა,სოფელშია წასული,რამდენიმე დღეში ჩამოვა.
-კარგი ნუ წავა,უბრალოდ ლუკას დაელაპარაკე გთხოვ.-ცრემლები შეიმშრალა ქალმა.
-დაველაპარაკები და გაგაგებინებ.-დაამშვიდა ნუცამ.
-მაშინ მე წავალ და როცა დაელაპარაკები დამირეკე კარგი?დამიჯერე ყველასთვის ასე აჯობებს ნუცა.
-დაგირეკავ.-კარამდე მიაცილა ქალი და როგორც კი გავიდა კარი ხმაურით დაკეტა.-ღმერთო შენ მიშველე.-თავისთვის ჩაილაპარაკა და კარს ზურგით მიეყრდნო.

***
-სად იყავი?-სამზარეულოდან მოესმა მეუღლის ხმა ლიკას.
-ნუცასთან ვიყავი გასული,ვკითხე დახმარება ხომ არ სჭირდებოდა,მარტოა და ისევ ბაკურიანში ბრუნდება,სამზადისი აქვს.
-მარტო რატომაა?
-ლუკა არ იყო სახლში,მარიამი სოფელში წასულა,გეგა არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა და ქმრის რეაქციას დააკვირდა.
-გასაგებია.-არც შეუმჩნევია მისი ნათქვამი,ყავა ფინჯნებში ჩამოასხა და მისაღებში გავიდა.
-მარიამის შეყვარებული ჩამოდის თურმე,მარიამთან შერიგება უნდა.
-კარგია,ბედნიერებას ვუსურვებ.-მხრები აიჩეჩა კაცმა.
-არ ურიგდებაო ნუცამ.
-აბა რისთვის ჩამოდის.-გაიკვირვა მისი ნათქვამი.
-არა ანუ,იმ ბიჭმა არ იცის,რომ მარიამი არ აპირებს შერიგებას,ამას გადაუწყვეტია უკვე.
-ნახე შენ აქ რა დრამა ყოფილა.-გაეცინა კაცს.-ალბათ დაბადებისდღეზე სურპრიზად შევა ოთახში და ძვირფას მანქანას აჩუქებს,მერე ხელს სთხოვს და იმდენ ხალხში უარს ხომ არ ეტყვის.
-20-ში ჩამოდისო ასე თქვა ნუცამ.
-ოუ,ცოტა ადრე ხომ არ არის.
-იმედია შერიგდებიან.-მშვიდად ამოთქვა ქალმა.
-მე მეეჭვება,მგონი უფროს ჯაჭვლიანს დააგდა თვალი.
-გეგას?-გაოცდა მოულოდნელობისგან.
-სხვა უფროს ჯაჭვლიანსაც იცნობ?ხო გეგას.
-არამგონია.
-ვნახოთ.-თავისთვის ჩაიდუდღუნა და მობილური მოიმარჯვა.
იმავე საღამოს დაუკავშირდა ჯეიმსს და გადაწყვიტა,რომ მარიამთან მიეყვანა.რატომ გადაწყვიტა ეს?იმიტომ,რომ იცოდა მარიამს შერიგება არ უნდოდა და ეს გულს ატკენდა.თანაც სოფელში თავისით ნამდვილად ვერ მიაგნებდა,ამიტომ გადაწყვიტა კარგი ბიჭის როლი მოერგო და მათი „სიყვარულისთვის“ ხელი შეეწყო.
გამთენიისას აეროპორტში დახვდა ჯეიმსს და ყველაფერი მოამზადა იმისთვის,რომ იდეალური სიურპრიზი გამოსულიყო მარიამისთვის.დიდი ვარდების თაიგული და ულამაზესი სამკაული აყიდინა და საკუთარი მანქანით ჩაიყვანა იქ,სადაც მარიამს სტუმრები საერთოდ არ სჭირდებოდა...

***
დღევანდელი დრო
-ასე მოხდა ყველაფერი.-სიტუაცია აუხსნა ალექსმა.-გონს,რომ მოვედით უკვე შენი სახლის წინ ვიყავით.
-ახლა ისეთს დაგარტყამ მთელი ცხოვრება ვერ მოხვალ გონს.-გაღიზიანებულმა ამოთქვა და რომ არა გეგა ალბათ მართლა დაარტყამდა.
-დამშვიდდი.-მათ შორის ჩადგა გეგა.
-ეს ვინ არის?-დაბნეულმა მიმოიხედა კაცმა.
-გეგა.-გაეცნო ჯეიმსს.
-სასიამოვნოა,მე ჯეიმსი ვარ,მარიამის შეყვარებული.
-ყოფილი შეყვარებული!-შეუსწორა მაშინვე.
-ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ.-მშვიდად ამოთქვა კაცმა და თაიგული გაუწოდა.
-ამ ყვავილებს შენს საფლავზე დავაწყობ!-დაემუქრა ალექსს და ნაძალადევი ღიმილით გამოართვა.
-ეს რა რომანტიული ვახშამი მოგიწყვიათ.-თქვა ინგლისურად და მაგიდას შეხედა.
-სინათლე არ გვაქვს ალექს!
-ბოდიში,ჩემი შეცდომაა.-დანებების ნიშნად ხელები აწია.
-დაგვეწვევი?-ჰკითხა ჯეიმსს.
-არა,საუბარი მირჩევნია.-იუარა კაცმა.
-წამოდი.-თავით მეორე ოთახისკენ ანიშნა,ალექსს ხელში მიაჩეჩა ყვავილების თაიგული და ჯეიმსთან ერთად კარს უკან გაუჩინარდა...
-მაინც ვერაფერი გაიგე არა?-გაღიზიანებული გეგა წინ დაუდგა ალექსს.
-მე ის გავიგე,რომ ეს კარგი კაცი ჩამოსვლას აპირებდა და გადავწყვიტე მათი ბედნიერებისთვის ხელი შემეწყო.
-ჩემს ნერვებზე სპეციალურად თამაშობ?
-მე არაფერზე არ ვთამაშობ,შენ იქცევი სულელურად.
-მაინც რას გულისხმობ?
-შენ ხომ სულ ომში ხარ?
-მე ასე არ ვეძახი,მაგრამ რა მნიშნელობა აქვს.-მხრები აიჩეჩა და მასთან უფრო ახლოს მივიდა.
-მერე რა გინდა ცხოვრება უნდა დაუნგრიო?მიეცი საშუალება,რომ წავიდეს იქ სადაც ბედნიერია.
-მარიამს თავისუფალი არჩევანი აქვს,მას არ უნდა ჯეიმსთან დაბრუნება,თუ მოუნდება შეუძლია დაბრუნდეს,არავინ აკავებს.
-დაბრუნდებოდა ხელს რომ არ უშლიდე.
-რაზე საუბრობ?-მოთმინება ეწურებოდა ჯაჭვლიანს.
-აი წარმოიდგინე,სულ შენს გვერდით ტრიალებს ადამიანი,შენზე ზრუნავს,გიცავს... იბნევი,ეჩვევი და გგონია,რომ ეს სიყვარულია.
-გეყოფა!-გამაფრთხილებლად ამოთქვა კაცმა.
-შენ ვერასოდეს მისცემ მას იმას,რაც სჭირდება...იმ სიმშვიდეს ვერასდროს იპოვის შენთან,რადგან მუდამ ომში ხარ და მუდამ იბრძვი სიცოცხლისთვის.
-გგონია მას იცნობ?ახლა მისი მეგობარი ხარ და მასზე გული შეგტკივა?ჯოჯოხეთი გამოატარე და ახლა მე მიკითხავ ლექციას კარგ კაცობაზე?-ცოტა აკლდა,რომ მისთვის ძვლები არ დაემტვრია.
-ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს,როცა ეს პერიოდი გვაქვს ცხოვრებაში გვინდა,რომ სხვაც დაიწვას ჩვენთან ერთად,მაგრამ ახლა მშვიდად ვარ და ვიცი მისთვის რაც იქნება უკეთესი.-ამაზრზენ,ირონიულ გამომეტყველებას არ იშორებდა სახიდან.
-მისთვის უკეთესი იქნება აქედან თუ დაახვევ.
-მისთვის უკეთესი შენგან შორს ყოფნა იქნება და დროა ამას მიხვდე.კიდევ წახვალ და ერთ დღესაც ხელის ან ფეხის გარეშე დაბრუნდები სახლში,გგონია მერეც ბედნიერი იქნება?მერეც გაუხარდება შენთან ერთად ვახშამი სანთლის შუქზე?ერთ დღესაც იმ ზიზღნარევი თვალებით შემოგხედავს,რომელიც არასოდეს დაგავიწყდება და მთელი ცხოვრება გაგყვება.მერე მიხვდები,რომ ცხოვრება დაუნგრიე და მართლა,რომ გყვარებოდა ასე არ მოექცეოდი. ამაზე უკეთესი იქნებოდი და გაუშვებდი,რომ ბედნიერი ყოფილიყო.
-გეყოფა!-სახეზე უკვე ყველა ძარღვი ეტყობოდა სიბრაზისგან.
-ცხოვრება შესძულდება შენს გამო,შენს ძიძობას ვერ აიტანს,რადგან თავისუფლებას არის მიჩვეული და შენ გალიაში დაამწყვდევ შენი სამსახურის გამო.მისთვის ფრთების დაჭრა არ შეიძლება,მას თავისუფლება სჭირდება,შენ ეს უნდა გაიგო...
-ჯანდაბა!-ამოთქვა გაცოფებულმა და სახეში მთელი ძალით დაარტყა.გარეთ ისევ საშინელი ჭექა-ქუხილი იყო,ასე ახლოს,რომ არ მდგარიყო ალბათ ვერც ალექსის საუბარს ვერ გაიგებდა.-ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი ალექს,ცუდად დაამთავრებ!-განრისხებულმა ამოთქვა და მაისურის საყელოში წვდა.-მე მარიამს ზიანს არასოდეს მივაყენებ გასაგებია?-მის ყურთან ამოთქვა და ხელი შეუშვა.-სულ მის გვერდით ვიქნები და სახლში ყოველთვის დავბრუნდები,მიზეზი მექნება,რომ დავბრუნდე და ვინც იცის,იქნებ საერთოდ არც წავიდე თუ ის ჩემთან იქნება.
-შენთან არ იქნება,შენ არ აგირჩევს,მისი მომავალი იქ,იმ ოთახშია.-თავით ყავისფერ კარზე ანიშნა და ტუჩიდან მომავალი სისხლი ხელით მოიწმინდა.
-რაც არ უნდა გადაწყვიტოს მე მაინც სულ მის გვერდით ვიქნები გესმის?ეს არ შეიცვლება!
-როდესაც ჯეიმსი ეყოლება შენ აღარ დასჭირდები,ამიტომ გირჩევ განზე გადგე ჯაჭვლიანო!
-ან იქნებ სწორედ ახლაა იმის დრო,რომ ჩავერიო?მე მთელი ცხოვრებაა ვიბრძვი და არც ახლა ვაპირებ დანებებას მხოლოდ იმიტომ,რომ შენ ასე გინდა.
-შენ ეგოისტი ხარ!
-მე არა,ეს შენ ხარ ეგოისტი ნაბი*ვარი,რომელიც უკვე წლებია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და გარშემო ყველას ანადგურებს!-გაცოფებული ბოლთას სცემდა ოთახში.-იქამდე არ დავიხევ უკან,სანამ მარიამი არ მეტყვის,რომ არ ვჭირდები.
-ვეჭვობ ეს მალე მოხდება.
-მე ასე არ მგონია!-თვალი თვალში გაუყარა კაცს.
-გეგა...-კარი ხმაურით გააღო მარიამმა და წამით შედგა ზღურბლზე,არეული თვალები ჰქონდა,ეტყობოდა,რომ დაბნეული იყო,ასეთივე დაბნეული სახით უყურებდა ჯეიმსი.ყველაფერი უნდა დასრულებულიყო და ამისთვის გული მხოლოდ ერთ რამეს კარნახობდა...

***
-აღარ დაიწყებ?-რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა ქალმა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.
-მარიამ.-მის სახელს თითქოს სული ამოაყოლა კაცმა და გვერდით მიუჯდა.-როგორ შეცვლილხარ...
-ჩემს გარეგნობაზე სასაუბროდ ჩამოხვედი?-თითებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში და თვალს ვერ უსწორებდა მის გვერდით მჯდომ მამაკაცს.
-არა,რა თქმა უნდა არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-ჩვენზე მინდა საუბარი.
-არანაირი ჩვენ აღარ არსებობს ჯეიმს.
-მარიამ...-მისი სახელის გაგონებაზე გააჟრჟოლა.ყოველთვის განსაკუთრებულად გამოთქვამდა მის სახელს,ენით აღუწერელი სიმშვიდით და სითბოთი,რამდენ ბრიტანელს ასწავლა საკუთარი სახელი,მაგრამ ასე არცერთი წარმოთქვამდა მას.-რაც არ უნდა მითხრა ვიცი,ყველაფერი დავიმსახურე.-სევდიანად ამოთქვა კაცმა.-მთელი ეს დრო საკუთარ თავში ძალას ვეძებდი,რომ უკან გამოგყოლოდი,მეპატიებინა ჩემთვის ის,რაც გაგიკეთე და შენი ჩადენილიც დამევიწყებინა...შენი პატიება უნდა შემძლებოდა.
-უკაცრავად?-თვალები გაუფართოვდა ქალს.-ჩემი პატიება შეგძლებოდა?
-შენ ჩვენი შვილი არ დაინდე მარიამ...ეს არ იყო ჩემთვის მარტივი.
-გგონია ჩემთვის მარტივი იყო?შენ რა სულ გაგიჟდი?-გაცეცხლებული წამოვარდა ფეხზე.
-არ მითქვამს,რომ მარტივი იყო.-მისი დამშვიდება სცადა.-უბრალოდ ძალიან დამწყდა გული და გამანადგურა ამ ყველაფერმა.
-მე იცი რამ გამანადგურა?-ზიზღით ამოთქვა და თვალებში ჩააცქერდა.-შენმა ღალატმა.
-ვიცი და თავს ვერასოდეს ვაპატიებ ამ ყველაფერს,შეიძლება ძალა ვიპოვე,რომ აქ ჩამოვსულიყავი შენთან,მაგრამ მუდმივად შემახსენებს თავს ჩემი საქციელი და მუდმივად შემრცხვება ამის...
-კარგია თუ შეგრცხვება მაინც!
-მარიამ,აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ.-სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა აკანკალებულ ქალს.-იმისთვის ვარ აქ,რომ უკან დაგიბრუნო,რადგან მიყვარხარ და შენს გარეშე ყოფნა არ მინდა.ვერ დავაფასე ის,რაც გვქონდა და რამდენიმე ჭიქა სასმელს ჩემი კონტროლის საშუალება მივეცი,მაგრამ ახლა...ახლა აქ ვარ,შენს წინ და მთელი გულით ვნანობ იმას,რაც გავაკეთე...შანსს გთხოვ იმისთვის,რომ ყველაფერი ახლიდან დაიწყოთ,ჩვენთვის გთხოვ შანსს და ჩვენი მომავლისთვის.იმისთვის,რომ უკეთესები ვიყოთ და სიამაყეს უფლება არ მივცეთ,რომ ერთმანეთი დავკარგოთ.
-რა ლამაზი სიტყვებია.-ღიმილიანი სახით ამოთქვა.-რამდენს ამბობს იმაზე,რაც შეიძლებოდა გვქონოდა...
-გვექნება თუ ჩემთან ერთად წამოხვალ,ყველაფერი დავალაგოთ მარიამ,ახალ სახლში გადავიდეთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ არა,როგორც უბრალო შეყვარებულებმა,არამედ როგორც ცოლ-ქმარმა.-სანთლის შუქზეც კი შენიშნა როგორ შეეცვალა გამომეტყველება ქალს,როგორ შეცბა ბოლო წინადადების მოსმენისას და გადაწყვიტა გაეგრძელებინა.-დიდი მომავალი გვაქვს მარიამ,წარმატებული,შემდგარი ადამიანები ვართ,მხოლოდ ოჯახი გვაკლია ცხოვრებ