ოცნებებთან ასე ახლოს
-ქალბატონებო.. დიდხანს აღარ მდგარა ლექსო ერთ ადგილას , ანიტას კიბეებთან შეეგება და მარჯვენა ხელი მას გაუწოდა მარცხენა კი ნენეს -ორივე უმშვენიერესები ხართ… ლექსო პირველი ნენეს ჩაეხუტა, ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოინახა და როცა ლოყა ლოყაზე მიადო გადაუჩუჩულა ყველაზე ლამაზი მაინც შენ ხარო, ანიტას გაეღიმა , პასუხად კი ბიჭს სმოკინგზე უთხრა კომპლიმენტი. ძალიან მძინე იყო ლილიასთვის იმის ცქერა თუ როგორ არ შორდებოდა ლექსოს თვალები ანიტას , როგორ არ არსებობდა არაფერი მამაკაცისთვის როცა მასთან ანიტა იყო, როგორ ივიწყებდა ყველას და ამ ყველაში ერთ ერთი ლილიაც იყო, უცბად ძალიან მოუნდა ტირილი, გვერდით დათო რომ არ ყოლოდა და მასზე არ ყოფილიყო ჩამოკიდებული ალბათ გაიქცეოდა , რატომ აირჩია ასე პირდაპირ ტანჯვა თავადაც არ იცოდა. -ასე ძალიანაც ნუ გემჩნევა რომ ლექსოზე ეჭვიანობ .. უჩქმიტა დათომ -მიყვარს დათო, ძალიან მიყვარს … თვალიდან წამოსული ცრემლი დათოს მკლავზე შეიწმინდა და თავი მის მხრებში ჩამალა რამდენიმე წამი. -უნდა დაივიწყო… დათოსაც გულს ტკენდა მისი დის ამ მდგომარეობაში ნახვა -ვერასდროს დავივიწყებ… საუბარი აღარ დასცალდათ რადგან ნენე ავტომობილისკენნ გამოიქცა -დროზე წავიდეთ სიძე მელოდება .. გაეცინა ნენეს , ავტომობილის დანახვაზე კიდევ ერთხელ შეიკივლა და ანიტას ხელი დასტაცა -შენც ხომ იცი ჩემს ოცნებებში ზუსტად ასე რომ იყო.. ანიტაც ბოლომდე იზიარებდა მეგობრის სიხარულს -მაშ წავედით ? -წავედით.. შეიყვირა კიდევ ერთხელ ნენემ ანიტამ ფრთხილად აუწია კაბის ბოლო და მანქანაში ჩაჯდომაში დაეხმარა მეგობარს -შენ წინ დაჯექი.. დაუჩურჩულა ლექსომ და კარი თავად გაუღო -მიდი დაო .. ლექსოს სიტყვა დღეს ბრძანებაა . გამოსძახა უკანა სავარძლიდან ნენემ - დროზე სანამ წასულა სიძე -მაშ წავედით .. სწრაფად შემოუარა ავტომობილს ლექსომ და დათოს ხელის გულში გასაღები ჩაუდო -შენ ამით გამომყევი ძმაო.. კიდევ ერთ მანქანაზე მიუთითა არც შეუმჩნევია იქვე მდგარი ლილია , რომლის გამომეტყვებაც ყველაფერს ამბობდა სწრაფად დაიკავა მძღოლის ადგილი , და სიგნალებით გაიყვან ავტომობილი პარკინგიდან -ღმერთო ჰაერი არ მყოფნის … აღელვება დაეტყო ნენეს -დამშვიდდი , ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა .. წინა სავარძლიდან მაინც მოახერხა მეგობრის ხელი სჭეროდა -ლუკას ჩემს თავზე მეტად ვენდობი, ბედნიერი იქმები მასთან .. სარკიდან ხედავდა ლექსო ნენეს სახეს -და საკუთარ თავს რატომ არ ენდობი? გამოაჯავრა ანიტამ -ნენე შენს მეგობარს უთხარი ჭკვიანად იყოს თორემ დარჩები ქორწილში მეჯვაროს გარეშე .. არც ლექსო დარჩა უპასუხოდ -თუ ღმერთი გწამს , ანიტა თუ არ იქნება ეკლესიაშიც ვერ შევალ -უიმეეე ჩემი სიყვარული … საკოცნელად გადმოიხატა ანიტა .. ნენემ ეკლესიაში რომ შეაბიჯა ლუკასთან ერთად ნენეს მამაც ტიროდა , ანიტაც ძლივს იკავებდა თავს როცა ნენესთან ერთად საკურთხეველს წრეს ურტყავდა და ხელში ნენეს კაბის ბოლო ეჭირა , იქვე ახლოს იდგა ლექსოც, ცდილობდა ასეთი დაემახსოვრებინა ანიტა, ასეთი ლამაზი, უმწეო და სუფთა, ყველა ემოციას რომ მეგობართან ერთად განიცდიდა და ყველაფერს რომ გაიღებდა ოღონდ ნენე ბედნიერი ყოფილიყო, ისეთი ლამაზი იყო სანთლით ხელში დავდახრილი, არ ჰქონდა უფლება შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის , მისი გრძნობებისთვის. გაეღიმა როცა რაღაც მომენტში ანიტამაც შეხედა -ლამაზია .. გვერდით ამოუდგა ლილია -ასეა .. -რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მომწონს , კარგი გოგოა… ლექსომ გვერდით მდგომ ლილიას შეხედა , თავი დახარა და ისე ჩაიცინა -მადლობა რომ დაგვლოცე …ჩურჩულით საუბრობდა ხელი რომ არ შეეშალა პროცესისთვის ჯვრისწერა რომ დამთავედა პირველი ლექსო მოეხვია ძმაკაცს , ანიტა კი ნენეს -ბედნიერი იყავი დაო … -შემდეგი შენ იქმები… უფრო მაგრად ჩაეხუტა ნენე … ქორწილის აღნიშვნა რომ დაიწყო ანიტამ ნენესთან ერთად დაიკავა პატარძლისთვის განკუთვნილი ადგილი, იმდენი ხალხი იყო ზოგჯერ ვერც ახერხებდა ლექსოს დანახვას. გადაწყვიტა სადაც მისი მშობლები ეგულებიდა იმ მაგიდასთან მისულიყო -ქუსლებზე დგომა მკლავს .. დაიწუწუნა დედასთან -დღეს უნდა აიტანო რას იზამ.. ნენე როგორი ლამაზია -დღეს განსაკუთრებით დედა ლექსომ გადაწყვიტა შანსი არ დაეკარგა და როცა ანიტა მის მშობლებთან ერთად დაინახა მათთან მივიდა -შენ გეძებდი .. წელზე ხელი შემოჰხვია გოგონას -თვენ ალბათ ლექსო ხომ? აათვალიერა ანიტას დედამ ბიჭი -ასეა , ალექსანდრე დადიანი.. ხელი გაუწოდა -დიდიხანია ვფიქრობ თქვენს პირადად გაცნობას , ჯერ ანიტას დედას ჩამოართვა ხელი შემდეგ მამას -ესეეგი თვენ და ჩემი შვილი… საუბრის დაწყება გაუჭირდა ანიტას მამას , მით უმეტეს ამ ვითარებაში -მე მიყვარს თქვენი ქალიშვილი… დაეხმარა ლექსო ანიტას სახე გაუბრწყინდა , ლექსოში ის უყვარდა რომ ყოველთვის ღირსეული იყო, არ ეშლებოდა თავის დაჭერა და სასურველის მიღება, მის სიძლიერეს თვითონაც გრძნობდა. არ ყოფილა ანიტას მამისთვის მარტივი ლექსოსთან საუბარი მაგრამ ვერ ვერაფერს აუკრძალავდა ქალიშვილს , სრული უფლება ჰქონდა ანიტას თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა თავად აეღო -მგონი კარგად ჩაიარა , ამოვისუნთქე .. ლექსომ ხელი ანიტას ხელს გაუყვარა და ცოტახნით გარეთ გავიდნენ -ცუდად რატომ უნდა ყოფილიყო, ზედმეტად შფოთავ ხოლმე , უთხრა ბიჭმა და კედელთან მიაყუდა -ასეთ სიძეს ვინ დაიწუნებს -ზედმეტი წარმოდგენა ხომ არ გაქვს შენს თავზე ? -შენსავით ლამაზ გოგოს ვუყვარვარ და არ უნდა მქონდეს? თვალებში კიდევ ერთხელ ჩახედა თითქოს უნდოდა ანიტასგანაც მოესმინა -როგორი დარწმუმებული ხარ რომ უყვარხარ -არა ? ცალი ხელი კაბის ჩახსნილ მხარეს შიშველ ფეხზე მოჰკიდა , ანიტას არაფერი უპასუხია ბიჭმა ხელი კაბის ქვეშ შეაცურა და იგრძნო ანიტამ დენის დარტმასავით რაღაც ტალღის გავლა მთელს სხეულში -არ გიყვარვარ ? ისევ ჩურჩულებდა გოგონას გახსნილ ბაგესთან - დაგვინახავენ… -არ მაინტერესებს . გიყვარვარ თუ არა ! მამაკაცის ხელი საცვლის ზემოთ წელზე იგრძნო , შემდეგ ჭიპს გაეთამაშა -მიყვარხარ.. ვეღარ გაუხლო ზეწოლას გოგონამ -კარგი გოგო ხარ … ხელები თმაში შეუცურა და მოწყურებულივით დაეწაფა გოფონას ტუჩებს ორივენი კედელს მიადგნენ ზურგით უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა ლექსოს კოცნა, ანიტაც ცდილობდა აჰყოლოდა ბიჭის ტემპს თუმცა მაინც აცნობიერებდა ფეხის ხმას, ვიღაც უახლოვდებოდათ -ბოდიში არ მინდოდა ხელის შეშლა … არ გაკვირვებია ანიტას ლილიას მოსვლა -უკაცრავად კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში გოგონამ და წყვილს გვერდი აუარა საპირფარეშოში რომ შესულიყო, უხეშად მოიშორა ანიტამ ლექსოს სხეული და კაბა შეისწორა -მერე გიკვირს რატომ ვბრაზობ.. უთხრა ბიჭს და დარბაზში დაბრუნდა ლექსო თავადაც ვერ ხვდებოდა რა უნდა ეფიქრა , საპირფარეშოს კარები თითქმის მოგლიჯა ისეთი ძალით შეაღო -უკან რატომ დამყვები? -არ ვიცოდი , საპირფარეშოში მინდოდა ლექსო -ვის ატყუებ ! სულელს ვგავარ ? სწრაფად გაჩნდა გოგონასთან ახლოს და მაჯაში ხელი წაავლო - რა გინდა ბოლოს და ბოლოს! რატომ დამყვები! თვალებში უყურებდა ლილია მამაკაცს და მისი თვალები მხოლოდ იმას ეუბნებოდა რომ საშინლად იყო გულაცრრუებული ლექსო -მტკენ .. მხოლოდ ეს უთხრა თუმცა ბიჭმა გაშვების მაგივრად სარკეზე მიანარცხა გოგონას ხეული და თავადაც თან მიჰყვა ისე რომ მაჯაზე ხელი არ გაუშვია -თავს არ დამანებებ? - არა! უთხრა ლილიამ და თავადაც ვერ მიხვდა ისე მოიკრიფა ძალა -ვერ დაგანებებ იმიტომ რომ… შეჩერდა , ბიჭისკენ გადაიხარა -იმიტომ რომ მიყვარხარ , მიყვარხარ ლექსო, მზად ვარ ვიყვირო რომ მიყვარხარ -ნუ ბოდავ .. -პირველი შენ იყავი და ერთადერთი და უკანასკნელიც შენ მინდა იყო. ფეხის წვერებზე აიწია და სახე ბიჭის სახეს გაუსწორა -მიყვარხარ … კიდევ ერთხელ გაიმეორა და დრო არ დაუკარგავს ისე სწრაფად შეახო მისო ტუჩები ბიჭისას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.