შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რელიქვიების მცველი (თავი 7)


5-12-2016, 23:23
ავტორი snazina
ნანახია 1 413

თავი 7

საღამოს ივანი და ანნა აუქციონზე წავიდნენ, დიდი ხანია ივანი იუნტეს სტვერის შენობაში არ ყოფილა. დამსწრე პირები ინტერესით ათვალიერებდნენ და ერთმანეთში ჩურჩულს იწყებდნენ მის დანახვაზე. რაც ძალიან უშლიდა ნერვებს და ერთი სული ჰქონდა იქაურობას გასცლოდა. ანნა კი მსგავს აუქციონზე პირველად იყო და ყველაფერს აღფრთოვანებული ათვალიერებდა.
აუქციონი დაიწყო, ერთმანეთის მიყოლებით გამოჰქონდათ გასაყიდად წარმოდგენილი ნივთები, ბოლოს ხანჯლის ჯერიც დადგა, მისი შესყიდვის მსურველი ბევრი აღმოჩნდა და ანნას დიდხანს დასჭირდა ბრძოლა მის შესაძენად.
ქუჩაში უკვე ბნელოდა როდესაც იუნტეს სტვერიდან გამოვიდნენ და მანქანისკენ წავიდნენ. ჩუმად მიდიოდნენ, საკუთარ ფიქრებში გართულნი. თუმცა ორივე ერთსადაიმავეზე ფიქრობდა - საიდუმლოებით მოცულ ყმაწვილზე, რომელიც მოულოდნელად ჩნდებოდა მათ ცხოვრებაში.
მანქანის კარებები ერთდროულად გააღეს და ანნამ სავარძელზე დატოვებული წერილი შენიშნა. მანქანაში ჩაჯდა და წერილი გახსნა.
-რა წერია?- ინტერესით შეხედა ივანმა.
- ხანჯალი გულას ხეობაში უნდა წავიღოთ და თავის ადგილას დავაბრუნოთ.- ანამ ხელები კალთაში უღონოდ ჩაიდო, თავი საზურგეს მიარდნო და თვალები დახუჭა. ივანმა ხელიდან გამოაცალა წერილი და გადაიკითხა. ფანჯარაში გაიხედა
- რა სისულელეა.- წარმოსთქვა და მანქანა დაქოქა.
- რაზე ამბობ?- თვალები გაახილა ანნამ.
- ყველაფერზე. აკლდამის გამოჩენა, ხანჯალი, წარწერების შრიფტის უეცარი გამოჩენა, კაცი მოჩვენება, ემმა...- გაჩუმდა და ანნას გახედა, შეეშინდა ისევ ისტერიკა არ დაეწყო ემმას ხსენებაზე.
- რა უნდა ვქნათ?- შეეკითხა ანნა, რრომელსაც საერთოდ არ ესმოდა რა შუაში იყო ამ ყველაფერთან და მისგან რა უნდოდათ.
- არ ვიცი...- ცოტა ხანს გაჩუმდა.- სახლში წაგიყვან. შეიძლება ხანჯალი დავიტოვო? მისი დათვალიერება მინდა.
- დაიტოვე. - გაუღიმა ანნამ.
წვიმა წამოვიდა, ანნა ფანჯარაზე დაცემულ წვეთებს უყურებდა. მინას თითი მიადო და ჩამოცურებულ წვეთს ჩამოაყოლა.
-ემმა გიყვარდა?- შეეკითხა მოულოდნელად ივანს. ივანმა გაოცებულმა გამოხედა, ისევ გზას გახედა. არაფერი უპასუხა.
ანნას სახლთან გააჩერა მანქანა. ანნამ კარები გააღო და გადასვლა დააპირა.
-ძალიან მიყვარდა.- უთხრა მოულოდნელად ივანმა.-ასე მეგონა თითქოს ორად გახლეჩილი ერთი ედამიანი ვიყავით. ასეთ ადამიანებს მონათესავე სულებს ეძახიან. ემმა ჩემი მონათესავე სული, ჩემი ერთადერთი ნამდვილი მეგობარი იყო. არ ვარ მზად ამაზე სასაუბროდ, ჯერ ისევ ძალიან მტკივნეულია. აღარაფერი მკითხო კარგი?!
- კარგი. ღამემშვიდობის.- დაემშვიდობა ანნა და მანქანიდან გადავიდა. ივანი დაელოდა მის სახლში შესვლას და მანქანა დაძრა. სახლში წასლა არ უნდოდა. ქალაქში დიდხანს იარა უმიზნოდ ერთი ქუჩიდან მეორეზე უხვევდა და ბოლოს სასაფლაოს წინ გაჩერდა. ვერც შეამჩნია როგორ არმოჩნდა ამ ადგილას. თითქოს რაღაც უხილავი ძალა ექაჩებოდა ემმას საფლავისკენ. მანქანიდან გადმოვიდა, კარები მიხურა და სასფლაოს გახედა. გააჟრჟოლა,წვიმის წვეთები სახეს უსველებდნენ. საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ნაბიჯით სასაფლეოსკენ დაიძრა, სწრაფად გაიარა ქვაფენილი, კიბეებს აუყვა, შეემდეგ ბილიკზე გადაუხვია და ემმას საფლავისკენ გაეშურა. ნათურა სუსტად ანათებდა იქაურობას, ირგვლივ მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა ისმოდა.
საფლავთან ვიღაც შენიშნა. ,,ასეთ დროს ვინ უნად იყოს?“-გაიფიქრა და გაჩერდა, ინტერესით შეათვალიერა საფლავთან მყოფი, მაგრამ წვიმის და ცუდი განათების გამო კარგად ვერ გაარჩია. მიუახლოვდა, ცალ მუხლზე დაჩოქილი ხმალზე ხელებ დაყრდნობილი ყმაწვილი დაინახა. მიხვდა ვინც იყო. გაჩერდა და ცოტა ხანს უყურა. ბიჭი წამოდგა, ივანს გამოხედა, სახე გაფითრებული ჰქონდა, ხმლის ჩაგება უნდოდა ქარქაშში, ხმლიანი ხელი გაჭირვებით წამოწია და უღონოდ ჩამოუვარდა, ტუჩები აამოძრავა თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა, ივანისკენ გაიწოდა ხელი და ემმას საფლავზე უგონოდ დავარდა. ივანი ბიჭს მივარდა, მხრებში მოკიდა ხელი და შეანჯღრია.
- რა დაგემართა?- წამოიძახა და წმაწვილს ლოყებზე ხელები მიუტყაპუნა. ვერ მოიყვანა გონზე, ზურგზე წამოიკიდა და მანქანისკენ წაიყვანა. წვიმის წვეთები თვალებში ჩასდიოდა და გზის დანახვაში ხელს უშლიდა. როგორც იქნა მიაღწია მანქანამდე, კარები ფრთხილად გააღო და ბიჭი სავარძელზე დასვა, კარები მიუხურა და მანქანას აბუზულმა შემოურბინა, საჭესთან მოთავსდა და ყმაწვილი შეათვალიერა. სახე სამარიდან ამოსული მოჩვენებასავით გაფითრებოდა, ხანდახან წარბები ეჭმუხნებოდა, თითქოს უცებ რაღაც ძლიერად ასტიკივდებოდა და გაუვლიდა, მთელი სხეული უთრთოდა, რაღაცას ჩურჩულებდა, მაგრამ ივანი სიტყვებს ვერ არჩევდა. ღვედი შეუკრა და მანქანა დაქოქა.
- საავადმყოფოში წაგიყვან.- უთხრა ივანმა ბიჭს. უცებ ხელზე შეხება იგრძნო. მოიხედა, ყმაწვილი ოდნავ გახელილი თვალებით შესცქეროდა, უარის ნიშნად თავი გააქნია და ხელი უღონოდ ჩამოუვარდა.
- სავადმყოფოში არ გინდა?- ჩაეკითხა ივანი, მაგრამ ბიჭი აღარაფერს ეუბნეოდა, თვალებ დახუჭული სავარძლის საზურგეს იყო მისვენებული და მძიმედ სუნთქავდა.
- კარგი, საავადმყოფოში არ გინდა. საავადმყოფოში არც მე მინდა, მაგრამ ისიც არ ვიცი რა დაგემართა და რა გჭირდება.- ივანმა მანქანა გააჩერა და ბიჭს შეხედა. უყურებდა და ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო. - კარგი. სახლში წაგიყვან.
ივანმა მანქანა ფარეხში შეიყვანა და ფარეხის კარები სასწრაფოდ დაკეტა, ბიჭი ავტომობილიდან გადმოიყვანა და სახლში შეიყვანა. დივანზე დააწვინა, ტელეფონი აიღო და თვაის ბიძაშვილს დაურეკა.
- გამარჯობა როსტომ, შენი დახმარება მჭირდება.
- არა კატა კრგადაა, ერთი ნაცნობი მყავს ცუდად, საავადმყოფოში წასვბლა არ უნდა და იქნებ გენახა.
- ვიცი რომ ვეტერინარი ხარ, მაგრამ ვფიქრობ შეძლებ მის მკურნალობას, ახლა გავთიშავ, მალე მოდი კარგი?- უთხრა როსტომს რაღაცით დაინტერესებულმა ივანმა და ტელეფონი სასწრაფოდ დადო. მისი ინტერესი კი ბიჭის თითებიდან გამოზრდილმა ბრჭყალებმა გამოიწვია, ასეთ რამეს პირველად ხედავდა.
-ვინ ხარ?- ჩაილაპარაკა გაოცებულმა და ყმაწვილი ინტერესით შეათვალიერა, ბიჭის სახესა ხელებზე ბეწვმა იწყო ამოსვლა, შუბლზე ოფლმა დაასხა და მოუსვენრად დაიწყო წრიალი თითქოს შინაგანად რაღაცას ებრძოდა. უცებ თვალები გაახილა, ივანს მკლავში სტაცა ხელი და რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ისევ გონება დაკარგა. ივანი გაშეშებული იდგა და რატომღაც საეჭვოდ მშვიდად უყურებდა ბიჭს, თითქოს მისი ასეთი უეცარი გარდაქმნა ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს. ბიჭს დამშვიდებული სახე გაუხდა და ბეწვმა გაქრობა დაიწყო, ბრაჭყალებიც დაუპატარავდა და ჩვეულებრივ ადამიანის ფრჩხილებად გადაიქცა.
- სხვას რომ ეთქვა არ დავიჯერებდი.- წარმოსთქვა ნანახით გაოგნებულმა ივანმა და კარადიდან კონიაკის ბოთლი გამოიღო.- ფხიზელი თვალით ამ ამბავში აშკარად ვერ გავერკვევი.
კონიაკი დაისხა და ჭიქა პირტან მიიტანა, კარებზე ზარმა დარეკა.ჭიქა დადგა და კარების გასაღებად წავიდა.
-შემოდი როსტომ.- ოთახში შეუძღვა როსტომს და ბიჭისკენ ანიშნა.- გასინჯავ?
- მე კი გავსინჯავ მაგრამ...- ჩაილაპარაკა როსტომმა უიმედო ტონით და ყმაწვილისკენ წავიდა, ბიჭს გვერდით დაუჯდა პულსის გასინჯვა დაიწყო. ჩანთა გახსნა და ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო სიცხის, წნევის გასინჯვა, თვალების დათვალიერება.
- ასე პირველადი დათვალიერებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ მაღალი სიცხე აქვს. აფთიაქში გავალ სიცხის დამწევს ვუყიდი, შენ ჩემ მოსვლამდე ცივი ტილო დაადე შუბლზე.
როსტომი აფთიაქში წავიდა, ივანმა კი ტილო დაასველა და შუბლზე დაადო ბიჭს. ცოტახანში როსტომიც მობრუნდა უკან და ყმაწვლს სიცხის დამწევი გაუკეთა.
- ახლა დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ რომ სიცხე დაუწევს, თუ ნახევარ საათში უკეთესად არ იქნება საავადმყოფოში წავიყვანთ.- ისეთი ტონით უთხრა ეს უკანასკნელი სიტყვები, ივანი მიხვდა რომ შედავებას აზრი არ ქონდა. მისი თანხმობით თუ თანხმობის გარეშე ბიჭის საავადმყოფოში წაყვანა მოუწევდა.
-ჩაის დალევ?- შეეკითხა როსტომს.
-არა არ მინდა. ვინაა ეს ბიჭი, სად მოძებნე?
- სასაფლაოზე.- როსტომმა გაოცებისგან წარბები აზიდა.
- ასეთ ამინდში სასაფლაოზე რა გინდოდა?
- არ ვიცი, ეგ უნდა მეპოვნა ალბათ.- თავი გააქნია ყმაწვილისკენ.
- ვინ არის იცი?
- არა პირველად ვხედავ.
- სატანისტია?- ივანმა კითხვითი მზერა მიპყრო როსტომს.
- ხმალ გადაკიდული და ასე ჩაშავებული, ამ კოკისპირულ წვიმასა და ქვისხეთქვა ამინდში სასაფლაოზე რას აკეთებდა თუ რამე შავბნელი საქმე არ ჰქონდა დაგეგმილი?- განუმარტა თავისი მოსაზრების საფუძველი როსტომმა.
- იქნებ ახლობლის საფლავზე იყო, ცუდად გახდა, დაუღამდა და მშველელიც არავინ ყავდა.
- შეიძლება. ნამდვილად არ იცი ვინაა?- ჰკითხა დაეჭვებულმა როსტომმა და გამომცდელად შეხედა ბიძაშვილს.
- არა, გუშინ დავინახე სასაფლაოზე. ემმას საფლავთან, სულ ეგაა.
როსტომი წამოდგა და ბიჭს სიცხე გაუზომა ისევ.
- მომილოცავს. სიცხე დაბლა წამოვიდა. ახლა წავალ მე, თუ უარესად გახდება საავადმყოფოში წაიყვანე.- უთხრა კარებისკენ მიმავალმა როსტომმა
- კარგი. მადლობ რომ დამეხმარე.
- რას ამბობ, რომ შემეძლოს მთელი ღამეც დავრჩებოდი, მაგრამ მანონი არაა სახლში და ბვშვებს დიდხანს მარტონს ვერ დავტოვებ. აბა კარგად.
- კარგად იყავი.- დაემშვიდობა ივანი. სახლში შემობრუნდა, ბიჭის გვერდით იატაკზე დაჯდა, ზურგით დივანს მიეყრდნო და ხამაღლა დაიწყო ფიქრი.
- წვიმაში გაცივდი? მაინც რა გინდოდა სასაფლაოზე?
- ემმასთვის ვლოცულობდი.- მოესმა ზურგიდან ჩუმი ხმა. ივანი ბიჭისკენ შებრუნდა.
- გონზე მოხვედი?
- ჩემი მახვილი... სადაა?- მძიმედ თქვა ბიჭმა, ეტყობოდა რომ ლაპრაკი ჯერ კიდევ უჭირდა. წამოჯდომა სცადა. ივანმა ხელით შეაჩერა.
- წყნარად, აქაა.- მიუთითა ხელით მაგიდაზე დადებულ მახვილზე. ბიჭმა ხელი გაიწვდინა მახვილისკენ თითქოს მისი აღება უნდოდა. ივანმა მიაწოდა.- აი აქაა.
ბიჭმა მახვილი ჩაიხუტა და ისევ დახუჭა თვალები.
- ეე, შენ რა იძინებ?- ოდნავ შეანჯღრია ბიჭი ივანმა.- არ გაბედო დაძინება.
ბიჭი არაფერს პასუხობდა, ხმალი ისე ჰქონდა ჩაბღუჯული თითქოს ამაზე მისი სიცოცხლე იყო დამოკიდებული და მშვიდი სახით ეძინა. ივანმა გაბრაზებით ჩაიქნია ხელი და კრესლოში ჩაჯდა, თავით ხელს დაეყრდნო და ყმაწვილს ისეთი თვალებით შეხედა თითქოს მისი გარეკანის მზერით გარღვევა, მის შინაგან სამყაროში შეჭრა და ყველა საიდუმლოს ამოცნობა უნდაო.



№1 სტუმარი გიოო

მაგარია ძაან
ცოტა მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent