შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სამყაროებს შორის(თავი პირველი)


15-09-2024, 16:09
ავტორი Olivia255
ნანახია 660

მზე ოქროსფერ ელფერს აძლევდა მარადმწვანე პარკს,რბილ და ხასხასა მწვანე ბალახზე მეგობრების ჯგუფი შემოსხდომოდა და მათი სიცილი ზაფხულის შესანიშნავ ატმოსფეროს ერწყმოდა...მათ შორის იყო ლიზა,ველური კულულებით და სიცილით,რომელსაც შეეძლო ყველაზე ბნელი დღის გაბრწყინება...სიმართლე თუ მოქმედებას თამაშობდნენ და სულელურ რაღაცებს იგონებდნენ ერთმანეთისთვის...
-ლიზა,შენი ჯერია!-წამოიძახა ჯენამ,თვალები უცნაურად უბჭრყვიალებდა...ლიზამ გაიცინა და მეგობრების მომლოდინე სახეებს გადახედა.
-კარგი,მოქმედებას ვირჩევ.
-ოუ,რა გაბედული ხარ ლიზა,მაგრამ მგონი ცუდი არჩევანია,-დასცინა მისმა მეგობარმა სემმა,რომელიც მათ სამეგობროში ყველაზე გაბედული იყო სავარაუდოდ იმიტომ,რომ ერთადერთი ბიჭი იყო გოგონებს შორის. ჯენამ ნიას და ანიტას გადაუჩურჩულა რაღაც და გაკრეჭილმა გამოხედა მომლოდინე ლიზას
-რადგან ასეა,ფანტანში მონეტა ჩააგდე და ნამდვილი სიყვარული ისურვე!-გოგონებმა მხიარულად ჩაიცინეს და ლიზაც აყვა. დრამატულად მიიდო ხელი გულზე და ისე თქვა
-ნამდვილი სიყვარული? ხუმრობთ ხო? ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეთ?
-უკან ვეღარ დაიხევ ქალბატონო,ახლავე წადი და პირობა შეასრულე!-მხიარულად უბიძგა სემმა ფანტანისკენ და ლიზაც ოხვრით წამოდგა
-კარგი,კარგი მივდივარ.-ფანტანისკენ წავიდა და ჯიბეები მოიჩხრიკა,მბზინავი მონეტა რომ ამოაძვრინა ჩუმად წაილუღლუღა
-ვისურვებ ნამდვილი სიყვარულის პოვნას...-მონეტა წყალში მოისროლა და თბილი შხეფები შეესხა,უკან მისი მეგობრები ხითხითებდნენ...გვიანობამდე ისხდნენ პარკში და ბოლოს დაღლილებმა სემთან გადაწყვიტეს წასვლა ფილმის საყურებლად...ლიზას მისტიური ფილმები ყოველთვის უყვარდა,მათი ყურებისას დაძაბულობის და შიშის მაგივრად ადრენალინის მოზღვავებას გრძნობდა და ნატრობდა მთავარი პერსონაჟის როლში ყოფნას...ახლაც დიდი ინტერესით მისჩერებოდა ეკრანს და დაძაბულ მომენტებში,როცა ყველა სახეზე იფარებდა ხელს,ლიზა ხითხითებდა და კმაყოფილი მისჩერებოდა სიუჟეტს...
-ხანდახან მგონია რომ შეშლილი ხარ,-ჩაიფხუკუნა ანიტამ და ლიზას ბალიში ესროლა
-რატო? თქვენნაირი მშიშარა რომ არ ვარ?-წარბები აუთამაშა ლიზამ და თეთრი კბილები გამოაჩინა...
-არა,მასეთი კმაყოფილი რომ უყურებ ხალხის მოკვლის სცენებს ფილმში,ასე მგონია შანსი რომ მოგეცეს ჩვენზეც არ იტყოდი ექსპერიმენტების ჩატარებას,-ნიამ ეჭვის თვალით გახედა ლიზას და და სემს მიეწეპა. ლიზამ გადაიხარხარა..
-ნუ სულელობთ,ხომ არ გავიწყდებათ რომ ლიზაზე ლაპარაკობთ? ჭიანჭველასაც კი არ ავნებს ისეთი მშიშარაა,ეს ხომ უბრალოდ ფილმია,დარწმუნებული ვარ სინამდვილეში რომ ესეთი რამ მოხდეს შიშისგან გული წაუვა.-თვალები აუპარპალა სემმა ლიზას და გოგონამ თვალები აატრიალა.
-სულაც არა!-გააპროტესტა
-კარგი,მაშინ მითხარი რა მოხდა მერვე კლასში?-გვერდულად გაუღიმა სემმა და ლიზამ თავის მართლება დაიწყო
-მაშინ მხოლოდ ბავშვი ვიყავი! ეჰ არ ითვლება!-სემს ჯენაც აყვა
-იმაზე რას იტყვი,რამოდენიმე კვირის წინ მიტოვებულ სახლში რომ შევიპარეთ და თაგვმა რომ გადაგირბინა უკანმოუხედავად რომ გაიქეცი გარეთ.-ლიზამ წარბები შეკრა
-ჯერ ერთი ეგ ნია იყო და მეორეც,რატომ ვლაპარაკობთ ამ სისულელეებზე,ასეთი რაღაცები სინამდვილეში არ ხდება და რომც მოხდეს დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ.-ყველა გაჩუმდა და ერთხმად დაეთანხმა ლიზას.
-მოკლედ,უკვე გვიანია,ხვალ ლექციები გვაქვს და ჯობია გამოვიძინოთ,თორემ თქვენს გამო ისევ დავიგვიანებ,ისედაც ბევრი საყვედური მივიღე ამ ერთი კვირის განმავლობაში.-გამოაცხადა ლიზამ და წამოდგა...
-დედა ტერეზა მართალია,ჯობია დავიშალოთ და დავისვენოთ...-წამოდგა ნიაც და თან გაიზმორა...ჯენას აშკარად არ უნდოდა წასვლა და მიზეზს ეძებდა დასარჩენად....გრძელი წაბლისფერი თმით თამაში დაიწყო და ტუჩზე იკბინა...ყავისფერი და უკვე დამრგვალებული თვალებით რომ ამოხედა გოგონებს უკვე მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. ჯენას სემი მოსწონდა და ყოველთვის ცდილობდა მასთან დროის გატარებას,სემი სავარაუდოდ ამას ვერ ხვდებოდა და ნია და ლიზა ყველანაირად ცდილობდნენ მათთვის ხელი შეეწყოთ...ახლაც მართალია ძალიან დაღლილები იყვნენ და მხოლოდ ძილზე ფიქრობდნენ,მაგრამ ჯენას ხათრით კიდევ ერთ ფილმს უყურეს...დილის ოთხ საათზე სახლში მისული ლიზა მხოლოდ იმას ფიქრობდა საწოლამდე მიეტანა ფეხები და როგორც კი რბილ მატრასზე დაწვა მაშინვე გაითიშა...
*****
მეორე დილით ლიზას მზის შუქზე გამოეღვიძა,რომელიც მისი საძინებლის ფანჯრიდან შემოდიოდა...წამოჯდა და ზანტად გაიჭიმა,თან დილის სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა...მისი მშვიდობიანი დილა მალევე განადგურდა,როცა ლიზამ მის საწოლთან ახლოს მდგარ სკამზე მჯდარი,საოცრად სიმპათიური ბიჭი დაინახა,აჩეჩილი მუქი თმით,რომელიც გაშტერებული და დაბნეული მისჩერებოდა მას.
-ვინ ხარ! რას აკეთებ ჩემს ოთახში?!-დაიკივლა ლიზამ და წამოხტა,შეშინებული გაფართოებული თვალებით აეწება კედელს და ბიჭს მიაჩერდა... ბიჭმა ხელები ასწია,აშკარად ისევე გაოგნებულმა როგორიც ლიზა იყო და დაბნეულმა დაიწყო
-წარმოდგენა არ მაქვს! ახლახანს გავიღვიძე აქ...ეს შენი ოთახია?-მუქი ლურჯი თვალები მოავლო ოთახს და დაბნეული ისევ ლიზას მიაჩერდა.
-კი! ჩემი ოთახია და შენ აქ როგორ მოხვდი?!-იყვირა ისევ ლიზამ და აკანკალებული მიაჩერდა მის წინ მჯდარ უცხო მაგრამ ძალიან სიმპათიურ ბიჭს.
-მე....მე მგონი მკვდარი უნდა ვიყო...ბოლო რაც მახსოვს...-გაოგნებულმა ლიზამ გააწყვეტინა
-მკვდარი?!-გაიმეორა ლიზამ,თვალები ააფახულა,შოკისგან ლამის საწოლიდან გადმოვარდა
-რას გულისხმობ?-ესღა ამოხდა შეშინებულს.
-ერთი კვირის წინ პარკში ვსეირნობდი...-დეტალების გახსენებას ცდილობდა-ფანტანთან ვიყავი,მერე კი მოულოდნელად დავეცი...-დაბნეულმა ლიზამ ისევ გააწყვეტინა
-აქ რას აკეთებ? აქ არ უნდა იყო!-ბიჭმა წარბები შეჭმუხნა და ლიზას მიაჩერდა,თითქოს პასუხებს ეძებდა რომელიც არ ჰქონდა...
-არ ვიცი აქ რატომ ვარ...ერთადერთი რაც მახსოვს არის რაღაცის სურვილი...სანამ ეს მოხდებოდა...მაგრამ ეს ხუმრობით გავაკეთე...
-ხუმრობით??-ლიზას გონება ფანტანისკენ გაიქცა,ამიტომ დაუფიქრებლად ჰკითხა ბიჭს
-შენ...შენ გინდოდა რაღაც ნამდვილი სიყვარულის მსგავსი არა?-ბიჭს თვალები აენთო,თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაახსენდა და მშვიდად თუმცა ცოტათი ისევ დაბნეულმა უპასუხა
-ჰო,მაგრამ შენ ეს საიდან იცი?-ლიზამ ამოიოხრა და ცოტათი დამშვიდებული საწოლზე ჩამოჯდა
-გუშინ სიმართლე და მოქმედებას ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად,მოქმედება ავირჩიე და მომიწია ფანტანთან სურვილის ჩათქმა....
-მოიცა...შენც ნამდვილი სიყვარულის პოვნა ჩაიფიქრე?-ლიზამ თავი დაუქნია
-მგონი სურვილი აგიხდა....მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ჩახლართულია და არ ვიცი აქ რას ვაკეთებ ან რა მოხდა...-დაბნეული ბიჭი სკამის საზურგეს მიეყუდა და მზერა გაუშტერდა...
-მოიცა...-გული აუჩქარდა ლიზას და ცდილობდა შიში და ურწმუნოება გაედევნა.
-რა გქვია?-კითხა და ბიჭს მიაჩერდა
-დანიელი,-ოდნავ თავი დახარა და კითხა-და შენ?
-ლიზა...ანუ შენ მეუბნები,რომ შენ ხარ...არ ვიცი...მოჩვენება ან რამე?....
-იქნებ ერთად გაგვერკვია? ვიცი ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ჟღერს,ვერასოდესწარმოვიდგენდი,რომ ესეთი რამ დამემართებოდა,მაგრამ ვინ იცის,იქნებ კარგი თავგადასავი გამოვიდეს?-შესთავაზა დანიელმა და იმედით მიაჩერდა გოგონას. ლიზამ თავი გაიქნია და შედარებით მშვიდად უპასუხა
-თავგადასავალი კარგად ჟღერს,მაგრამ ჯერ ჩემს მეგობრებს უნდა დავურეკო და ყველაფერი მოვუყვე,იქნებ როგორმე დაგვეხმარონ...-ფრთხილად წამოდგა,კარი გააღო და მისაღებისკენ წავიდა ტელეფონის ასაღებად...თან ფიქრობდა,გუშინდელი ქაოსის და სიმპათიური უცნობის საიდუმლოებების ფონზე,რომელიც ამტკიცებდა რომ მკვდარი იყო და მისმა ჩაფიქრებულმა სურვილმა ნამდვილი სიყვარულის პოვნაზე,შეიძლებოდა რაღაც უჩვეულომდე მიეყვანა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent