ოცნებებთან ასე ახლოს
ყველაფერს მოელოდა ალექსანდრე გარდა იმისა რაც ახლა ხდებოდა , რამდენი წელი მხოლოდ ლილიას კოცნა სწყუროდა , მისი რბილი მარწყვივით ტუჩების გემო მუდამ ტუჩებით დაჰქონდა , განშორების შემდეგაც რამდენჯერ უნატრია ეს კოცნა , ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა ამ წამს, როგორ უნდა მოქცეულიყო , რა გრძნობას აღძრავდა მასში ეს ქალი, რაღაც მიზიდულობის არაამქვეყნიურმა ძალამ აიძულა იგივე პოზაში დარჩენილიყო თუმცა თავად არ ამოძრავებდა ტუჩებს, ლილია კი არ აპირებდა გაჩერებას , ხელი რომელიც თავისუფალი ჰქონდა მოხერხებულად შეაცურა ბიჭის თმაში და ტუჩები არ მოუშორებია ისე დაიჩურჩულა -მიყვარხარ… ლექსოს გაახსენდა რამდენიმე წუთის წინ იგივე სიტყვა როგორ წარმოსთქვა ანიტამ , ანიტას გახსენებამ გული გაუპო , როგორ უფრთხილდებოდა გრძნობას რომელიც მისდამი ჰქონდა , ჯერ კიდევ დღეს ეკლესიაში ყოფნისას ხომ ააღუთქვა რომ არ შეურაცხყოფდა, ორივე ხელი ლილიას მკლავისკენ წაიღო და უხეშად მოიშორა -დაივიწყე რაც მოხდა ლილია , დამივიწყე … სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა და იმდენად გაბრაზდა მზად იყო დაემსხვრია -ამას ნუ მთხოვ … ლექსოსკენ ისევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი -საკუთარ თავს ნუ შემაზიზღებ … მისმა სიტყვებმა გული ატკინა გოგონას რადგან იგრძნო ამ წამს როგორ იტანჯებოდა ლექსო, ისიც გაიაზრა რომ ეს ტკივილი მან მიაყენა -შეუძლებელია აღარ გიყვარდე , შეუძლებელია.. დაიჩურჩულა გოგონამ , მამაკაცს ისევ თვალებში ჩააშტერდა -ვგრძნობ როგორ გიცემს გული ძველებურად , ლექსო თუ ღმერთი გწამს … შეევედრა მამაკაცს -მხოლოდ ის ვიცი რომ თუ ანიტა არ მეყოლება გვერდით ვერ გადავრჩები… ორივე ხელით ონკანს დაეყრდნო -გულს მტკენ როცა მასთან გხედავ… კედელს მიეკრო ლილია , გრძნობდა ნელნელა როგორ იკეცებოდა -მე ის მიყვარს … კარისკენ წავიდა ლექსო და სანამ გავიდოდა ლილიას შეხედა რომლის სხეული უკვე საპირფარეშოს იატაკზე მოკეცილი იყო. უეცრად იგრძნო როგორ აღარ ეყო ჰაერი და რესტორნიდან გარეთ გავიდა , ეცადს ხალხს თვალში არ მოხვედროდა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა -ჯანდაბა ! ფეხი იქვე მდგარ ნაგვის ურნას ჰკრა . საკუთარ თავზე ბრაზობდა ყველაზე მეტად , როგორ შეეძლო თავი დაეკარგა და არაფერზე ეფიქრა , როგორ დაბრუნებულიყო დარბაზში და თავი ისე დაეჭირა თითქოს არაფერი მომხდარა , მაგრამ მას ხომ არ უკოცნია , არა ! ამას არ დაიჯერებდა ანიტა, წარმოიდგინა ლექსომ როგორ ეტკინებოდა გული და თავად ვერაფერს გააკეთებდა რომ ფაქტი შეეცვალა , ღირდა კი გული სტკენოდა ? თავად ხომ არ უკოცნია.. - აქ რას აკეთებ ძმაო . საიდანღაც ლუკა გაჩნდა მასთან -შენ ახლა ნენესთან არ უნდა იყო? -მთელი ცხოვრება მაქვს ამისთვის . ლექსოს გაეღიმა მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა -დაგინახე აქეთ რომ წამოხვედი, ანიტამაც მოიწყინა, რამე მოხდა ? -ორი წუთის წინ ლილიამ მაკოცა .. სიგარეტის ჩამწვარი ღერი ურნაში მოისროლა და კედელს მიეყრდნო ლუკას არაფერი უთქვამს რამდენიმე წამი , მანაც ამოაძვრინა კოლოფიდან ერთი ღერი -შენც აკოცე? - არა მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს რომ ანიტასთან დამნაშავე ვარ .. -მისმინე .. წინ დაუდგა მეგობარს ლუკა -თუ შენ არ გიკოცნია სხვის ქმედებებზე პასუხს არ აგებ! ვერც გააკონტროლებ . სცადა მეგობის დამშვიდება -თუ…. მოულოდნელად სიტყვა გაუწყდა -თუ რა თქმა უნდა შენც არ იგრძენი რამე ამ კოცნაში მიუხვდა ლექსო რასაც გულისხმობდა ლუკა -ტვინი მომეტყნა უკვე .. ჩაიმუხლა ლექსო -ძმობას გაფიცებ არ გამომა**ეო , არ მითხრა რომ ისევ ლილია გიყვარს ! მეგობრის გვერდით ჩაიმუხლა ლუკაც -დღეს შენი ქორწილია და ისევ ჩემზე ვსაუბრობთ.. ადექი წავედით, ფეხზე წამოდგა ალექსანდრე ცუდის მომასწავლებელი იყო ლუკასთვის ეს ყველაფერი, თუმცა გადაწყვიტა უარესად აღარ დაებნია მეგობარი.. ……. დარბაზში რომ დაბრუნდნენ ლუკა და ლექსო , ლექსოს თვალებმა ანიტას დაუწყეს ძებნა , პირველი ნენეს მოჰკრა თვალი , შემდეგ კი დაინახა ანიტა როგორ ცეკვავდა ვიღაც ბიჭთან ერთად , თავიდან გაუჭირდა იმის გარჩევა ვინ იყო მისი კომპანიონი, თუმცა ხალხის ნაკადი რომ გაიარა უფრო მეტად შეძლო გაერჩია გეგას სახე, რაღაც მომენტში შენიშნა როგორ დაუსვა ნახევრად შიშველ ზურგზე ხელი, თავისუფლად შეეძლო ჩაეთვალა ცეკვის დროს მოძრაობის ჩვეულებრივ ნაწილად ანიტას გეგას სიახლოვე თუმცა კაცი მეორე მამაკაცის ქმედებებს ყოველთვის მეტი სიზუსტით განსაზღვრავდა , ხედავდა ლექსო როგორი თვალით აკვირდებოდა გეგა ანიტას და გასაგები იყო ყველაფერი, ისევ საშინელი სიბრაზე იგრძნო -როგორც ჩანს დროს არ კარგავ! მამაკაცს მხარზე ხელი დაჰკრა რამაც გეგა აიძულა ანიტას მოშორებოდა და ცეკვა შეეწყვიტა -რამე პრობლემა გაქვს ძმაო? ლექსოს ჩაეღიმა -შენ ხარ ჩემი პრობლემა .. ისეთი გამწარებული იყო ყველაფერზე სიამოვნებით დაულეწავდა აქვე და ახლავე გეგას თავყბას და ყველას ჯავრს მასზე იყრიდა ანიტამ ხალხს შეხედა , ყველას ყურადღება მათკენ იყო მიპყრობილი სწრაფად ჩახტა გოგონა ლექსოს წინ და ხელები გულ მკერდზე მიაბჯინა -თუ ღმერთი გწამს ლექსო, ნენეს ხათრით გაჩერდი.. მამაკაცის სხეული იმდენად ძლიერი იყო ვერ ახერხებდა მის შეჩერებას -გგონია ანიტა შენი საკუთრებაა ? შენ უნდა შეგითანხმო როდის მივუახლოვდები? -მიუახლოვდები და კაი ჩიტსაც დაიჭერ, ეტყობა კარგად ვერ აგიხსენი ვინ არ უნდა შეაწუხო -წამო აბა გარეთ ამიხსენი .. არ ცხრებოდა გეგა , კოსტუმი გაიხადა და იქვე სკამზე მიაგდო -ღმერთო გეგა გაჩერდი !დაიყვირა ანიტამ , მუსიკის ხმაში ბევრი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მამაკაცებს შორის -წამო! ! ანიტას სხეული მოიშორა და გასასვლელისკენ წასულ გეგას უკან გაჰყვა -ლექსო გთხოვ .. -დათო დათო მიშველე.. ლექსო.. უკვე ჰაერი აღარ ჰყოფნიდა -სად არის ლექსო ანიტა .. გასასვლელთან დათო და ლილია შეეფეთა -გარეთ ჩხუბობს .. უშველე გთხოვ , სასოწარკვეთილი იყო გოგონა და მასთან ერთად ლილიაც , ორივე გოგონა დათოსთან ერთად გავარდა გარეთ… -კარგია არა ორი კურდღლის დევნა დადიანო! ირონიულად დაიყვირა გეგამ -მით უმეტეს თუ ორივე ლამაზია ბევრი დრო არ დაუთმია ლექსოს საუბრისთვის ,პირდაპირ მოუქნია მუშტი სახეში , გეგა ძირს დაეცა, ხელი ტუჩთან მოისვა -აბა რომელს დამითმობ გადაწყვიტე, მე ანიტა უფრო მაწყობს.. ლექსომ გეგსთან დაიჩოქა და ამჯერად უფრო ძლიერად დაარტყა მუშტი სახეში -არც კი იცი რას დაგმართებ თუ კიდევ დაგინახავ მის სიახლოვეს შე ახვარო ! გამეტებით ურტყამდა სახეში სანამ ანიტას კივილი არ გაიგო -ლექსო გაჩერდი გთხოვ…. დათო ლექსოს მივარდა და ფეხზე წამოაყენა -რაშვები ძმაო გგინდა მოკლა ? ადექი -ხელებს მოგატეხავ თუ კიდევ შეგნიშნავ მის სიახლოვეს. იმის დანახვამ თუ როგორ იცავდა ლექსო ანიტას , იმის გაააზრებამ თუ როგორ ეჭვიანობდა მასზე უფრო დაუკარგა იმედი . ლექსომ ანიტას ნატკენი ხელი მოჰკიდა და იმ ადგილიდან გაიყვანა -ღმერთო რა დღეში ჩააგდე , მას არაფერი დაუშავებია .. ჯერ კიდევ შოკში იყო გოგონა -დააშავა როცა იმას შეეხო რაც მას არ ეკუთვნის! *** სანამ ლუკა და ნენე ავტომობილში ჩასხდებოდნენ ყველას სათითაოდ დაემშვიდობნენ , ანიტა ლექსოს გვერდი იდგა და ცრემლები სდიოდა , მეგობარს მთელი ერთი თვით ემშვიდობებოდა , სანამ ის საქორწილო მოგზაურობაში იქნებოდა, მოულოდნელად იგრძნო ანოტამ რამდენი რამ შეიცვლებოდა დღეიდან და ცრემლები წასკდა , ცალკე ნენე ტიროდა ლექსომ ანიტა ჩაიხუტა -მე აქ ვარ შენს გვერით… -სულ მარტო დავრჩი ქვითინებდა გოგონა .. ლექსოს პერანგს უსველებდა მისი ცრემლები თან ძალიამ ესაყვარლებოდა -სულ მარტო რატომ მე სად ვარ აბა .. თავი აააწევინა და ტუჩებზე ხელი გადაუსვა -შენ სხვა ხარ .. -სხვა კიარა ყველაფერი მე ვარ .. უთხრა გოგონას და ხელში აიტაცა -მე და შენ დღეს არ გვიკეცვია , ხოდა . დარბაზის შუაში რომ მივიდნენ გოგონა დასვა , თავი დაუკრა და ხელი გაუწოდა -შეიძლება ვიცეკვოთ? ანიტას გაეღიმა ოთახში ისევ უკრავდა სასიამოვნი მელოდია, აქა იქ ხალხიც შემორჩენილიყო მაგრამ ანიტა ვერ გრძნობდა თუ მარტო არ იყო ლექსოსთან ერთად მანაც გაუწოდა ხელი მამაკაცს , მაშინ ლექსომ მისი სხეული უფრო მეტად ჩაიხუტა და წელზე ხელი მოჰხვია , სახე გოგონას მხრებზე დაადო და ისე უჩურჩულა -უშენოდ ძალას დავკარგავ .. -მიყვარხარ.. უპასუხა გოგონამ ფრთხილად მოძრაობდა ლექსოს სხეული ანიტას სხეულთან ერთად -მეც მიყვარხარ ანიტა! სახე ააწევინა და თვალებში ჩახედა - არასდროს შეგეპაროს ეჭვი, უთხრა და სველი ტუჩები ტუჩებზე შეახო. პ.ს სავარაუდოდ წინა თავი და ეს ერთად დაიდება და ორივეზე ველოდები თქვენს შეფასებას (წინა 24 საათის წინ ავტვირთე მაგრამ ჯეერ არ გამოქვეყნებულა) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.