შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეიყვარებ ... (სულ)


17-09-2024, 22:52
ავტორი ვე რა
ნანახია 8 776

შეიყვარებ ...
1

_კარგად ხართ ბაბუ?_ შეწუხებული სახით დაიხარა მიწიშქვეშა გადასასვლელის კიბეებზე მიწოლილი მოხუცისკენ ელზა._ ეს რა დაგმართნიათ?
სანდომიანი სახის მოხუცმა თვალის ქუთუთოები შეარხია.

_ ოჰ!_ შვებით ამოისუნთქა ელზამ, როცა მიხვდა მოხუცი სულ ცოტა ცოცხალი მაინც იყო. თან ცალი თვალით მაღლა ასასვლელ კიბეებს ახედა აღელვებულმა. გულში გაიფიქრა, რომ გამოცდაზე აგვიანდებოდა. მაგრამ გულშეღონებული კაცი მარტო ვერაფრით მიატოვა. იქაურობა მოათვალიერა, შორიდან აკვირდებოდა რამდენიმე გამვლელი.

_ სასწრაფოში მაინც დარეკეთ, ვერ ხედავთ ცუდადაა ადამიანი?_ გაბრაზებით შეუძახა ინტერესიან მოთვალთვალეს.
უკმაყოფილო სახით გადმოდგა ქალმა რამდნიმე ნაბიჯი და მობილური მოიმარჯვა.

_ სად ჩაცეცხლა ამ დილაუთენია ნეტავ ამდენი! _ჩაიბურტყუნა ცივი ხმით და სასწრაფოს მისამართი უკარნახა.

_ ბაბუ კარგად ხართ? _ ყურადღება ისევ მოხუცზე გადაიტანა ელზამ. ლოთი იყო თუ უპოვარი, ხომ ადამიანი იყო არა? თანაც ლოთის არაფერი ემჩნეოდა, ძალიანაც მოწესრიგებული კაცი ჩანდა. ბებიის ასაკის იქნებოდა, კარგად ხანდაზმული. თავი გააქნია ქალის უგულო სიტყვებით გაბრაზებულმა. მოხუცმა თვალი გაახილა და გოგონას შეაჩერდა.

_ მადლობა შვილო!_ ამოილაპარაკა
სუსტი ხმით. ელზამ გაუღიმა.

_ რა გქვიათ ბაბუ? ნუ გეშინიათ მალე ექიმიც მოვა!_ ხელზე ხელი მოუჭირა და გაამხნევა.

_მე ოტია ვარ შვილო, როგორ შეგაწუხე!_ თითქოს თავისი უძლურების შერცხვა მოხუცს.

_ რა შეწუხებაა, რას ამბობთ, მთავარია კარგად ხართ, ბებია მყავს თქვენი ხნის და მას რომ რამე დაემართოს ასე..._ ელზა გაჩუმდა და ინსტიქტურად ჯერ საათს, მერე კი ისევ გასასვლელს ახედა.

_ გაგვიანდება შვილო?_ ჰკითხა მოხუცმა, იმით აღელვებულმა, რომ გოგონა მის გამო სადღაც აგვიანებდა.

_ არაუშავს, თქვენ არ იდარდოთ, გამოცდას სხვა დროსაც ჩავაბარებ!_ ხელი ჩაიქნია ელზამ. უკვე ათი წუთით აგვიანებდა და სასწრაფო კი მაინც არ ჩანდა.

_ წადი შვილო, ამაზეც მადლიერი ვარ, რომ აქ არ მიმატოვე!_ წამით ჩანთას წაატანა ხელი ელზამ, მაგრამ ბებიამისის სახე წარმოუდგა თვალწინ და მაშინვე გადაიფიქრა წასვლა. არა, კატია რომ ქუჩაში ცუდად გამხდარიყო და ვინმე უგულოს უპატრონოდ მიეტოვებინა... თავი გადააქნია შეშინებულმა. ვინ ჰყავდა კატიას გარდა? ის იყო ობოლი გოგონას იმედიც და პატრონიც.

_ არა ვერ მიგატოვებთ ასე! _ გვერდით მიუჯდა მტვრიან საფეხურზე და კონსპექტებით სავსე ნაჭრის ჭრელი ჩანთა კალთაში ჩაიდო. ჩანთას გადახედა ოტიამ, სინანულით გააქნია თავი. ვინ იცის რამდენი იწვალა ბავშვა, მოემზადა და მის გამო ყველაფერი წყალში უნდა გადაყროდა.

_ სად სწავლობ შვილო?_ ჰკითხა ინტერესით. თავი მხარსუკან აიქნია ელზამ.

_ აქ უნივერსიტეტში. ხომ უკეთ ხართ?_ ჰკითხა, ცოტა მოფერიანებულ მოხუცს.

_ რაზე სწავლობ შვილო?_ ახლა მისი სპეციალობით დაინტერესდა ოტია.

_ ფილოლოგი ვარ!_ გაუღიმა გოგონამ.

_ ფილოლოგი, ჩაილაპარაკა მოხუცმა უცნაური მზერით.

_ დიახ, თან დღეს ყველაზე აუტანელი ლექტორის გამოცდა მაქვს!_ გაეცინა გოგოს ბედსშეგუებული სიცილით. _კაცმა რომ თქვას, დიდად არც მიხაროდა იქ მისვლა.

_მართლა? თუ საიდუმლო არაა, ვინაა შენი ლექტორი?_ ჩაეკითხა საუბრის ხასიათზე მოსული ოტია.

_ გოგი დანელია ბაბუ! ოჰ რა აუტანელი კაცია რომ იცოდეთ!_ გულის ტკივილი გამოთქვა გოგონამ._ თან ისეთი კირკიტა! ერთ ასოს არ გაპატიებს!

_ ჰოო, დანელია?_ ჩაეღიმა მოხუცს. გოგი დანელია მისი აღზრდილი, ნასტუდენტარი და ახლა უკვე კოლეგა იყო. ხელები სიამოვნებით მოიფშვნიტა. სინდისის ქენჯნამაც გადაუარა. თუ გოგი იყო ამ კეთილი ფერიას პრობლემა, დღეიდან ამ პრობლემას მაინც მოუგვარებდა, მადლიერების გამო.

ამასობაში სასწრაფო მოვიდა და მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანა. წასვლამდე სახელი და გვარი ჰკითხა ოტიამ ელზას. და პირდაპირ გულისფიცარზე დაიწერა. მისი აზრით სწორედ ასეთი გოგო სჭირდებოდა მის ურჯუკ, გაველურებულ და თავხედ შვილიშვილს. რამე გზას გამონახავდა და ამ ორს ერთმანეთს მაინც შეახვედრებდა. როცა სასწრაფოს კარი დახურეს ბედნიერად იღიმოდა ოტია, და მის ახალგაზრდულ, ცოცხალ და ოინების მოყვარულ გონებაში თანდათან ლაგდებოდა გეგმა, გეგმა, რომელსაც პატარა ფრთიანი ამურებიც უჭერდნენ მხარს.

სახლში მოწყენილი დაბრუნდა ელზა. ნეტავ დეკანთან შესვლას თუ ჰქონდა აზრი? რომ აეხსნა ყველაფერი? მაინც არ აღადგენინებდნენ გამოცდად? თორემ გოგისთან საუბარს რა აზრი ჰქონდა? ორმოციანი სიცხით ჩამოიყვანა ერთხელ ანა გამოცდაზე. ერთხელ იმ ფაქტსაც წაასწრო, რომ ოთახიდან ვითომ საქმეზე წამით გამოსული, გასაღების ჭუჭრუტანიდან უთვალთვალებდა ბატონი გოგი სტუდენტებს. ხედავდა, ვინც იწერდა, მერე შევიდოდა და ვითომ შემთხვევით გვერდით ამოუდგებოდა საწყალს. გოგი ერთობოდა სტუდენტის წამებით, აი ზარმაცი სტუდენტი კი სიტყვასაც ვეღარ იწერდა და სიმწრის ოფლი სდიოდა.

_ეჰ, რა საჭიროა ეს უაზრო სიმკაცრე? ლექტორი სტუდენტის მხარეს არ უნდა იყოს?_ ამოიოხრა ელზამ და სახლის კარი შეაღო. ამ დღეს, როგორც წესი, გვიანობამდე ვერ ბრუნდებოდა ხოლმე სახლში, ამიტომ ახლა კატია ალბათ არც ელოდა.

_ მოვედიი!_ მიაძახა სახლში გამეფებულ უცნაურ სიჩუმეს. არც სამზარეულოდან ისმოდა ჩვეულად ჭურჭლის წკარუნი.
არც აივნიდან თუთიყუშთან მობაასე კატიას ხმა._ ბებიააა! მოვედიიი!

კიდევ შეეხმიანა ბებიას და როცა ხმა არავინ გასცა, სამზარეულოსკენ გაემართა.
იატაკზე პირველად ფეხებს რომ მოკრა თვალი, ელდა ეცა, გული გაუჩერდა წამით. სწრაფად შეირბინა. კატია იატაკზე იწვა, ხელში შერჩენილი მოზრდილი კოვზით. ქურაზე წვნიანი იგიჟებდა თავს. კატიას კი თითქოს სახე გვერდზე მოჰქცეოდა. ხელისკანკალით და ტირილით აკრიფა სასწრაფოს ნომერი. ეს რა დღე იყო, რა საშინელი დილა?!
ყველაფერი რომ ჯაჭვივით იყო გადაბმული ერთმანეთზე. იმ კაცს რომ არ დახმარებოდა და გამოცდაზე არ დაეგვიანა, ასე ადრეც ხომ ვერ დაბრუნდებოდა და ვინ იცის, რა მოხდებოდა საღამომდე?!

მთელი გზა საავადმყოფომდე ხელში ეჭირა კატიას ხელი და ლოცულობდა, რომ ისიც არ წაერთმია მისთვის ღმერთს.
ინსულტი, ექიმის უთქმელადაც მიხვდა ელზა რაც სჭირდა კატიას. ორი წლის უკანაც გადაიტანა იგივე ბებიამ, მაგრამ მაშინ ადვილად გამოძვრა. რა იქნებოდა ახლა? ეს მხოლოდ ღმერთმა იცოდა. ელზას კი მოთმინების მეტო არა დარჩენოდა რა. ბებია საპროცედუროში რომ შეიყვანეს კიბეებზე ჩამოჯდა ელზა. თავბრუ ეხვეოდა უცნაურად. ალბათ მთელი დღის ნერვიულობის ბრალი იყო.

_ წყალს შევისხამ სახეზე!_ ჩაილაპარაკა დაღლილმა. ფეხზე წამოდგა. რამდენიმე საფეხური ჩაიარა და სამყარომაც დაიწყო ტრიალი. უეცრად სხეულმა წონა დაკარგა და სასიამოვნო უწონობაში გადაეშვა. გონს მწვავე ტკივილმა მოიყვანა, თვალები გაახილა და იგრძნო, როგორ ეწვოდა მარჯვენა ლოყა.

_ გოგონა კარგად ხარ?_ მხოლოდ კითხვის შემდეგ გაიაზრა, რომ ვიღაც კაცს სანახევროდ ეჭირა ხელში, თან ხელი მოღერებული ჰქონდა და ახლა მარცხენა ლოყაში უპირებდა გარტყმას.

_ კარგად ვარ, ღმერთო ჩემო! ჩემი მოკვლა გინდათ, თუ რა ჯანდაბაა?_ლოყა ისე ეწვოდა, თითქოს ცეცხლი ეკიდა._ რა საჭირო იყო ასეთი დარტყმა?

_ მადლობის მაგიერია არა?_ შეუღრინა კაცმა. მაგრამ ხელი არ გაუშვია. ალბათ მისი სხეულის სისუსტეს თავადაც გრძნობდა. იქვე მოსაცდელში სკამთან მიიყვანა და ფრთხილად დასვა.

_ გინდა ჩემით მოვმკვდარვარ, გინდა თქვენ მოგიკლივართ!_ მოისრისა ლოყა ელზამ.

_ ეტყობა ენას სხეულზე ავტონომია აქვს მოპოვებული! მთელი სხეული სუსტადაა, ენა მაინც არ ჩერდება და იბრძვის!_ წარბშეკრულმა ამოხედა ელზამ უცნობს.

_ თუ მადლს იზამთ, მარილიც უნდა მოაყაროთ!_ უთხრა უკვე მისი მწარე სიტყვებით გაბრაზებულმა.

_ სასიკვდილო არაფერი გეტყობა, ეტყობა წნევა დაგივარდა!_ უცებ შეაფასა სიტუაცია უცნობმა. მედდას მოუხმო დასახმარებლად და ისე დატოვა ელზა უკან აღარ მოუხედია. თავისი თავი გაახსენდა ელზას. დილით თავადაც ხომ ასე ეჩქარებოდა. მადლიერებით გააყოლა თვალი სწრაფი ნაბიჯით მიმავალის ფართო მხრებს და "მადლობაო!" ჩუმად ჩაიჩურჩულა უკვე სავსებით გამოფხიზლებულმა.

_ რამდენჯერ გითხარი, ფეხით თუ გამოდიხარ სახლიდან, მარტო ნუ ივლი მეთქი! ქეთინო რისთვის დავიქირავე? მართლა არ მესმის, რის მიღწევას ცდილობ? _ პატარა ბავშვივით მოძღვრავდა ტატო ოტიას.

_ ასაკში ხარ ადამიანო! ასაკში! რამ გაგაკერპა ასე? ან სად მიდიოდი იმ დილაუთენია? რომ არა ის გულისხმიერი გოგო, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა!_
ოტია შვილიშვილის ჩხუბს ყურადღებას არ აქცევდა, საავადმყოფოს ხალათში გამოწყობილი იჯდა და გამალებით ფიქრობდა, როგორ მოეხერხებინა იმ კეთილი ფერიას საკუთარ სახლში შემოტყუება. ხან რა მოიგონა, ხან რა, მაგრამ ისეთი ვერაფერი, რომ ნამდვილ, ასეთი პატიოსანი და უბრალო გოგონასთვის მისაღებ მიზეზს დამსგავსებოდა. ბოლოს, როცა შეწუხდა შვილიშვილის ჯაჯღანით, მობეზრებულად აუქნია ხელი.

_ სულ რაღაც ოთხმოცი წლის ვარ! რომ მოვინდომო ცოლსაც მოვიყვან და ბეკინა სამანიშვილივით ქონებაში შემცილესაც გაგიჩენ! ასე რომ ჭკვიანად იყავი!_ საჩვენებელი თითი ვითომ მუქარით დაუქნია და საწოლიდან ჩამოჩოჩდა და ფეხზე ადგომა სცადა.

_ ეს კაცი გადამრევს!_ამოიოხრა ტატომ და ადგომაში მიეხმარა. კარგად იცნობდა ბაბუას, იცოდა მაინც ვერ დააკავებდა გაჯიუტებულ მოხუცს.

_ სად მიდიხარ ბატონო ოტია, თუ საიდუმლო არ არის?_ ჰკითხა და ხელკავი გაუყარა.

_აქვე ერთი ლამაზი მედდა დაიარება და უნდა გავიცნო! სად წავალ ბიჭო? გავივლი ცოტას, ფეხს გავშლი, თვალს წყალს დავალევინებ!

_ კარგი, შორს არსად წახვიდე იცოდე! დერეფნის ბოლომდე და უკან!_ თვალები დაუბრიალა შვილიშვილმა_ მე კიდევ დავითთან შევალ, გავიგებ ერთი რამ შემოგიტია ამ ჯეელობაში!

ოტიამ თავი გადააქნია, ვითომ, მომშორდი თავიდანო და დერეფანს გაუყვა, საკუთარ თავთან საუბარში გართული.

_ უყურე შენ! ბედია არაა ვითომ ახლა ეს?_ პალატის ღია კარში მოურიდებლად შეიჭყიტა და პაციენტის საწოლთან მოფუსფუსე ელზას ჰკიდა თვალი. პალატას მიუახლოვდა და ელზას საუბარს ურცხვად დაუგდო ყური. ასაკში ადამიანს ცოტა მოურიდებლიბა კიდევაც ეპატიება, მის საქციელს საპატიო მიზეზიც თუ უდევს საფუძვლადო, გაიმართლა თავი.

_ არ ვიცი ნინო, დაზღვევა რასაც გასწვდება გასწვდება, დანარჩენს მე გადავიხდი, მაგრამ მერე რა ვქნა? სანამ კატია არ გამოკეთდება მედდის აყვანა მომიწევს, მარცხენა მხარე პარალიზებული აქვს. იმედია დროებით! მე სამსახური, ლექციები და მარტოს ხომ ვერ დავტოვებ, არა? სძინავს კი! ეეჰ, არ ვიცი, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ისეა ჩემი საქმე. დანელიასი არაფერი გაგიგია? ხომ არაფერი უთქვამს რომ არ ვიყავი? კარგი, ჯანდაბა ამ გამოცდას, მთავარია კატია კარგადაა და გადამირჩა, სხვას რას ვჩივი?
კარგი ჩემო გოგო, მადლობა მოკითხვისთვის!

სწორედ იმ წამს დაებადა ოტიას გენიალური იდეა, თუ როგორ მიეღწია სასურველი მიზნისთვის. კარზე ფრთხილად მიაკაკუნა და ოდნავ შეაღო. ელზამ გაკვირვებით მიხედა და როცა ნაცნობი სახე დაინახა, გულწრფელად გაუხარდა.

_ ეს თქვენ ხართ ოტია ბაბუა? როგორ ხართ? _ მოიკითხა მოხუცი კაცი.

_ შენი წყალობით კარგად ვარ შვილო! თუ იმას არ ჩავთვლი, რომ შვილიშვილი ძალიან გავაბრაზე! ასაკის გამო თურმე აკრძალული მქონია, სახლიდან გამოსვლა!_ ჩაეცინა ოტიას._ ახალ კომპანიონს ეძებს ჩემთვის!
ეს ქალბატონი შენი ბებიაა? რა დაემართა ქალბატონს?

_ კი ბებიაა ჩემი. ინსულტი გადაიტანა. თქვენთან შეხვედრამ მიშველა ოტია ბაბუა!_ გაუღიმა ელზამ._ თქვენ რომ არ შეგხვედროდით, მარათლა კაცმა არ იცის რა მოხდებოდა!

_სად წავიდა ეს კაცი! გადამრიოს უნდა?_ მოისმა კარს მიღმა ტატოს გაბრაზებული ხმა._ არ ვუთხარი დერეფანს არ გასცდემეთქი?

შვილიშვილის ხმის გაგონებაზე კარს ამოეფარა ოტია და ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო გამაფრთხილებლად.

_ აჰა, მოდის ჩემი რუხი მგელი!_ აჩურჩულდა საიდუმლოდ. ელზას მხიარულად გაეცინა მის ბავშვურ ჭირვეულობაზე. მიხვდა, შვილიშვილისგან თავმობეზრებული მოხუცი რატომაც იმალებოდა.

_ იცი რას გეტყვი შვილო?_ კარი ოდნავ გამოაღო ოტიამ და ჭუჭრუტანიდან გაუჭყიტა ტატოს._ შენნაირი გოგო რომ გამიწევდეს კომპანიას, არსადაც არ გავიპარები! უცებ მიამიტი სახით მოტრიალდა უკან.

_ აბა რას იტყვი? ხელფასს რაც შეეხება, მაგაზე არ იდარდო! მე და შენ ჩემო გოგო ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი! ერთი გატაცება, გვაქვს. ლიტერატურა ჩვენი მთავარი სიყვარულია!_ მშვენიერი იუმორი ჰქონდა ოტიას. განათლებული და ერუდირებული კეთილი მოხუცი იყო. დაფიქრდა კიდეც მის წინადადებაზე ელზა. რატომაც არა? არ იქნებოდა მოხუცის კომპანიონობა რთული საქმე.

_ აბა, რას ფიქრობ ჩემს შემოთავაზებაზე?_ ჰკითხა და ინტერესით მიაჩერდა.

_ ხომ ხედავთ ჩემს სიტუაციას? სამწუხაროდ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა შემიძლია მხოლოდ! ლექციები, ბებია!_ ყოყმანობდა ელზა.

_ ოტიააა! კარგი გვეყოს უკვე, გამოდი ახლა, სად ხარ!_ მოესმათ დერეფნის ბოლოდან. ორივეს ერთდროულად გაეცინათ.

_ თუ დამპირდებით, რომ მსგავს ოინებს არ მომიწყობთ, ვიფიქრებ!_ გაუღიმა ელზამ.

_ თუ დამპირდები, რომ საიდუმლოს შემინახავ ხოლმე!_ თვალი ჩაუკრა მოხუცმა და ისე მოულოდნელად გამოაღო პალატის კარი, მოულოდნელობისგან გვერდზე გახტა გულგახეთქილი ტატო.

_ არაა, გაძლება ხომ უნდა ამას!_ ჩაიღრინა გაცოფებულმა.

_ ტატო , შვილო ნახე ვინ გაგაცნო! სწორედ ამ გოგომ გადამარჩინა დილით, ეს რომ არა ალბათ უკვე გაღმა ვიქნებოდი გასული!_ სპეციალურად გააბუქა ოტიამ ელზას დამსახურება.

_ გამარჯობა ქალბატონო..._ სალამი და გაწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა ტატოს.

_ შენ ხარ?_ ჰკითხა დაბნეულმა.

_ გამარჯობა!_ გაუღიმა ელზამ უხერხულად.

_ გამარჯობა, კიდევ ერთხელ!_ უკმაყოფილო სახით გამოუწოდა ხელი ტატომ. გულში გაიფიქრა: "ნუთუ ეს უზრდელი და უმადური გოგოა ოტიას წმინდა ანგელოზიო?!"

_ თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?_ ხელები ინტერესით მოიფშვნიტა ოტიამ.

_ დიახ, თქვენი შვილიშვილი დილით დამეხმარა, მე კი უმადურობა გამოვიჩინე. ახლა გთხოვთ პატიებას და მადლობასაც გეტყვით, თუ ძალიან არ დავაგვიანე!

_ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!_ ნაძალადევად გაუღიმა ტატომ გოგონას._ სამადლობელიც არაფერია, ახლა ბარი_ბარშიც ვართ მგონი!

_ წამოდი ოტია, დავითი გველოდება!_ დაუმშვიდობებლად მიბრუნდა წასასვლელად, მაგრამ ბაბუამისის სიტყვებმა უკან მოაბრუნა.

_ მოდი ელზა შენი ნომერი ჩავიწერო და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი, დაგირეკავ სულ მალე!_ტატომ თავი უასიამოდ გადააქნია. რა საქმე უნდა ჰქონოდა ამ ახირებულ მოხუცს ასეთი უცნაური გოგოსგან. ახლა პირველად შეათვალიერა ყურადღებით. მუქი ჩალისფერი ცხენისკუდად აკრული გრძელი თმა, არანაირი მაკიაჟი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი, ნაჭრის ჩანთა, და უფორმო ნაქსოვი ჟაკეტი, მის სხეულს ისე მალავდა თითქოს დასამალი მართლაც რამე ჰქონდა. ირონიულად ჩაეცინა. ერთი შეხედვით, უფერული გოგონა იყო. მხოლოდ თვალები ჰქონდა ინტერესიანი და ცოცხალი, თანაც ისეთი კამკამა ცისფერი, თითქოს უუღრუბლო ზეცა გიყურებდა და არა ქალი. ბაბუმისის მობილურისკენ დახრილ გოგოს ისეთი ინტერესით დააცქერდა, თითქოს მის წინ გამოცანა იდგა. " ამ გოგოს აშკარად რაღაც ფარული მახრეებიც აქვს, რაც ალბათ ურთიერთობაში თუ გამოჩნდებაო!" გაიფიქრა. მერე ბაბუამისს ხელი დაავლო და პალატიდან ლამის ძალით გაარბენინა.

_ რა გინდა? კომპანიონი? ეგ რამე ახალი თანამდებობაა? ქეთინოს რას ერჩი? გამოცდილი მედადაა. _ ბაბუამისის ახალ ახირებას სკეპტიკურად უყურებდა.

_ მისმინე ტატო! შენ ამას ვერ გაიგებ!მხოლოდ შენი მანქანები და მსგავსი ხარახურა გიზიდავს! აი მე კი რაც უნივერსიტეტს თავი დავანებე, განათლებული, სულიერი ხალხის დეფიციტი მაქვს! მოვიწყინე გესმის, სულ მარტო ვარ. ისეთ ადამიანთან მინდა ურთიერთობა, ვისათანაც საერთო თემას ვიპოვნი!_ ჯიუტობდა ოტია.

რა უნდა ექნა ტატოს? მთელი დღე ბაბუას ვერ დაუჯდებოდა, არადა მართალი იყო მოხუცი. მთელი ცხოვრება უნივერსიტეტს შეალია, ახლა კი სახლში გამოკეტილი იჯდა და მტვრიან წიგნებს შორის გამომწყვდეული წარსული მოგონებებითღა ცოცხლობდა. თავად კი აქტიური ახალგაზრდა იყო, მექანიკოსს ეძახდა საკუთარ თავს, მაგრამ ავტომრბოლელი იყო სინამდვილეში. უბრალოდ სამი წლის წინანდელი ავარიით მიღებული ტრამვის გამო, აქტიურ სპორტს ჩამოშორებული, ისე ხანდახან თუღა მონაწილეობდა სამოყვარულო შეჯიბრებებში. გულის ჭიას ახარებდა. ოტიამ კარგად იცოდა ტრამვა არაფერ შუაში იყო და სახიფათო სპორტს სულაც მის გამო არიდებდა თავს ტატო. კატიასი და ელზასი არ იყოს, ეს ორი კაციც ერთმანეთის ამარა ცხოვრობდა და პასუხისმგებლობაც უფრო მეტი ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, ვიდრე სხვებს.

_ კარგი ჯანდაბას, ისე იყოს, როგორც ამბობ! მგონი კანდიდატიც გყავს შერჩეული უკვე არა? _ დანებდა ბოლოს ტატო ჯიუტ ბაბუას.

_კიი, ის კეთილი გოგო! თუ დამთანხმდება..

_ მოიცა ის..._ შესაბამისი სიტყვა ვერ მონახა ტატომ_ ის ნაცრისფერი თაგუნია?
რა ერუდიცია და განათლება დაუნახე?

_ ჰეჰ, წიგნზე ყდით მსჯელობ ჩემო ტატო! გოგის სტუდენტი ყოფილა!

_ ვისი, დანელიასი? მერე რაო დანელიამ?_ იცოდა ტატომ დანელიაც ბაბუამისივით ახირებული და ჭირვეული კაცი იყო. მაგრამ ადამიანებში იშვიათად ცდებოდა. მით უფრო მათ განათლებასა და სწავლის ხარისხში.

_ ხოდა დანელიამ თქვა, კურსზე პირველიაო! ახლა ხვდები? _ მხიარულად გაეღიმა ოტიას.

_ ისე ქენი, როგორც გინდა. მე კვირაში ორჯერ მივდივარ და გავუძლებ როგორმე! ფერი ფერსაო თქვენზე ყოფილა ნათქვამი! მოხუცი მწიგნობარი და პატარა წიგნების ჭია!_ ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა ტატო. დღის ბოლოს აღარც ელზა ახსოვდა და აღარც ის, რომ სულ ცოტა კვირაში ორჯერ აუცილებლად მოუწევდა მისი ნახვა. ცხოვრება ხომ მოულოდნელი სიურპრიზებითაა სავსე? ხოდა რამდენიმე მათგანი ტატოსაც ელოდა წინ, თუმცა ამაზე ჯერ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

ოტიამ დრო არ დაკარგა და ელზას დაურეკა. კატია ისევ საავადმყოფოში რჩებოდა, სანამ მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდებოდა ჯობდა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. რაც შეეხებოდა ოტიასთან სამსახურს, გოგონა თანახმა იყო, ყოველ დღე ორიდან შვიდ საათამდე დრო ოტიას გვერდით გაეტარებინა. საინტერესო საუბრის გარდა, საჭმლის გაკეთება და სახლის დალაგებაც აიღო საკუთარ თავზე, თუმცა ოტიას ეს საერთოდაც არ მოუთხოვია. სულ ეს იყო. ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს სამზახური მომავალი კვირიდან დაეწყო.

ელზას რამდენიმე დღე ჰქონდა თავისუფალი. გადაწყვიტა ცოტა ადამიანურად დააესვენა, რომ ახალ სამსახურს ხალისით შესდგომოდა.

_რაოოო?ანუ წამოხვალ?_ აჟიტირდა ნინო. როგორც წესი მის მოსაწყენ დაქალს არ უყვარდა ხმაურიანი ადგილები, მაგრამ ახლა ეტყობა საკუთარ თავს ცოტა გართობის უფლება მისცა.

_ იცოდე ადამიანურად ჩაიცვი! და საღამოს ჩემთან მოდი, ერთად წავიდეთ?

_ ადამიანურად ჩაცმას ამას ეძახი ლიზ?_ უკმაყოფილო სახით შემოუარა ნიმომ ელზას.

_ ეს ადამიანური კი არა_ მონაზვნურია! მიდი გაიხადე? მე გასწავლი, რას მიშნავს ადამიანური!_გაეცინა მხიარულად ნინოს. ყურადღება არ მიუქცევია ელზას წუწუნისთვის. ისე გაერთო ბოლოს ცოტა გადააჭარბა კიდე .

_ ჰო, ჰო, ჰო! ხედავ სწორ სამოსს რა ჯადოქრობის ჩადენა შეუძლია?_ ცერა თითი ასწია ნინომ ._ ახლა მაკიაჟი, თმა და ნამდვილი სელებრითი ხარ. კაციშვილი ვერ გიცნობს.

_ რატომ ვერ მიცნობს?_ გაოცდა ელიზა.

_ იმიტომ რომ თვალი არავის აქვს შენს ასეთ იმიჯზე შეჩვეული! ასეთს არავინ გელოდება! უფ, უფ აი მესმის მოხატული თვალები! არა რა გოგო ხარ და ასე რანაირად მალავ ამ ყველაფერს? და თმა? ერთ ქალად შენი თმა ღირს მარტო! ამას ბევრი ლაი _ლაი არ უნდა, უბრალოდ გავშალოთ!_ ეს თქვა და გრძელი სწორი თმა მხრებზე ჩამოუშალა. ღია ცისფერი მოკლე კაბა , ელზას თვალისფერს ხაზს უსვამდა. წელამდე გაშლილი ჩალიფერი თმა, იმაზე ღია ფერის ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში. ქუსლიანები მაღალ ფეხებს უფრო ლამაზად უჩენდნენ. სარკეში რომ ჩაიხედა, თავადაც გაოცდა.

_ ეს მართლა მე ვარ?_ ჰკითხა ნინოს.

_ შენ არა! შენი სექსუალური ტყუპისცალია!_ აკისკისდა გოგონა. მეგობარს ხელი დაავლო და კარისკენ გაარბენინა. ვინივობაა არ გადაეფირა.

_ ამაღამ შენ შენ არ ხარ იცოდე! ამაღამ თავად ცეკვის და გართობის ქალღმერთი ხარ!_გაუღიმა და მანქანა დაქოქა.
ბარში მისულებს რამდენიმე საერთო მეგობარი შემოეგებათ. ელზას დანახვისას ბიჭებმა გაოცებისგან ჩასტვინეს.

_ ვაუუ! ეს რა საოცრების მომსწრე ვარ!_ გვერდით მოუჯდა ელზას ბაჩო.

_ სად მალავდი ამ სილამაზეს?_ ახსოვდა ელუზას პირველ კურსზე როგორ მოსწონდა ბაჩო. ისიც ახსოვდა, გოგოებმა ჭორად რომ თქვეს: ელზას ბაჩო მოსწონსო და ბაჩომ გულიანად რომ იხარხარა ამ ჭორზე. ახსოვდა, როგორ იტირა იმ ღამეს და ახლა მის კომპლიმენტზე მხოლოდ სიბრაზე იგრძნო.

_ ბაჩო მე მხოლოდ კაბა გამოვიცვალე, თორემ ისევ ის ელზა ვარ და არც სკლეროზი მაქვს._ მხრიდან ცივად მოიშორა მისი მოხვეული მკლავი.

_ კარგი რაა! შენ ხომ ბოროტი და ბოღმიანი გოგო არ ხარ? _ ახლა წელზე სცადა ხელი მოეხვია.

_ თავი დამანებე ბაჩო! ნუ მაიძულებ უხეშად მოვიქცე!_ ცივად მოიცილა თავიდნ შემთვრალი ბიჭი და ფეხზე ადგა.

_ რა თავს იფასებ შენ, ვერ გავიგე?_ წამოხტა ფეხზე უარფყოფილი და აღრენილი კაცი.

_ დრო იყო ნატრობდი ჩემთან ლაპარაკს!_
ჩაიქირქილა ბაჩომ სხვების გასაგონად, ერთი _ორს გაეღიმა კიდეც.

_ კიი ბაჩო! იყო ასეთი დრო, როცა სულელი ვიყავი! მას მერე გავიზარდე და დავჭკვიანდი?_ სიმშვიდის შენარჩუნება სცადა ელიზამ. გულში ინანა, აქ რა ჯანდაბამ წამომიყვანაო?

_ ბაჩო შეეშვი რა ელზას და გვაცადე ადამიანურად დასვენება!_ გამოესარჩლა ნინო მეგობარს.

_ არ სჭირდება ამას შენი დაცვა!_ უკმაყოფილოდ იღრინებოდა ბაჩო._ თურმე ისედაც საკმაოდ გრძელი ენა ჰქონია!

მთელი საღამოს მანძილზე ბაჩოსგან შორს ყოფნას ცდილობდა ელზა. მაგრამ იმდენად თვალში მომხვედრი იყო მისი უეცარი, დაუჯერებელი ტრანსფორმაცია, რომ თავად ბაჩო ვერ აშორებდა თვალს. და ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც მისი სილამაზე თვალში ხვდებოდა, უარესად და უარესად იქუფრებოდა. რაღაც მომენტში, როცა მარტო მჯადრი გამოიჭირა, მიუახლოვდა და ვიცეკვოთო შესათავაზა.

_ არ მინდა ცეკვა ბაჩო! _ იუარა ელზამ.
_ კარგი რა ლიზ! _ დაუტკბა კაცი. _ მიდი ჩვენი შესარიგებელი ცეკვა იყოს!
ელზამ კვლავ უარი თქვა და ფეხზე ადგა, რათა რაიმე მიზეზით გარიდებოდა, მაგრამ ბაჩომ მაჯაში ჩაავლო ხელი და მოცეკვავეებს შორის ძალით შეიყვანა. წელზე ორივე ხელი მოხვია და აიძულა ცეკვაში აჰყოლოდა.

_ არც ისე ცუდი ვარ არა?_ დაჟინებით ჩააჩერდა თვალებში. ელზას არაფერი უპასუხია. მხოლოდ თვალი აარიდა და იფიქრა, ორიოდე წუთით მოითმენდა და აიტანდა მის უსიამოვნო არსებობას, მაგრამ მოულოდნელად ბაჩომ ჯერ ყვრიმალზე აკოცა, შემდეგ კი სახე დაუჭირა და შეეცადა ტუჩებში ეკოცნა. სიბრაზისგან გაგიჟდა ელზა, სცადა მისი მოშირება, მაგრამ ბაჩომ მხიარულად გაუცინა და უარესად ჩაიხუტა.

_ გამიშვი ხელი! გამიშვი!_ თავის დახსნას ცდილობდა გოგონა.

_ რატომ? ასეც კარგად ვგრძნობ თავს!_ დასცინოდა ბაჩო და მის უარს ყურადღებას არ აქცევდა. მოულოდნელად მხარში მოკიდა ვიღაცამ ხელი და ძლიერად შეანჯღრია.

_ ხელი გაუშვი, თორემ მაგ ხელს მოგამტვრევ!_ ლამის ერთი თავით მაღალი, და ფიზიკურად აშკარად ბევრად ძლიერი კაცი ავად დასჩერებოდა გაკვირვებულ და გაცეცხლებულ ბაჩოს ზემოდან.

_ რა ხანია შენს არაკაცობას ვაკვირდები და ყელში ამოხვედი უკვე! არა ნიშნავს_ არას! რა ვერ გაიგე?! გინდა გარეთ გავიდეთ და უკეთ გაგაგებინო?_ შეურაცხყოფის და სიმწრის ნერწყვი გადაყლაპა ბაჩომ, მაგრამ კარგად გაიაზრა, რომ არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. გოგონას ხელი გაუშვა,

_ ისევ შევხვდებითო დაიქადნა და ორივეს სწრაფად აქცია ზურგი.

_მადლობა!_ ჩაილაპარაკა ელზამ _ უკვე მეორედ მშველით!

უცნაურად შეათვალიერა ტატომ უხერხულად აწურული გოგონა.

_ ბაბუაჩემს აქ რომ ენახე, ალბათ აღარ მომიწევდა შენი ატანა!_ ჩაილაპარაკა გაუგებარი ინტონაციით. მისი სიტყვები, რა თქმა უნდა კომპლიმენტად არ მიუღია ელზას. მხრები გაუგებრად აიჩეჩა, ასე იცოდა, როცა რაღაცას ვერ ხვდებოდა, ან ნერვიულობდა. ნაძალადევად გაუღიმა და მაგიდასთან დაბრუნდა. ცოტა ხანს იწრიალა, გული ვეღარაფერს დაუდო. ბოლოს იფიქრა: "საერთოდ რა ჯანდაბას ვაკეთებ აქო?" ნინოს ნაჩქარევად დაემშვიდობა და ბარი დატოვა.

იმ საღამოს საყვარელ ბარში მეგობრებთან ერთად დროს ატარებდა ტატო. რომლებიც მთელი მონდომებით ცდილობდნენ მის დაყოლიებას, რათა მონაწილეობა მიღო მორიგ რბოლაში. ტატო მტკიცე უარზე იდგა.

_ დავით, ამხელა ექიმ კაცს არ შეგფერის რა ეს ყველაფერი! რით ვერ დაღვინდით ბოლო_ბოლო? _ იცინოდა ტატო მათ უშედეგო მცდელობაზე.

_ ექიმს რა არ შეიძლება ჰობი ჰქონდეს?_ თავს აქნევდა დავითი.

_ კიკამ თქვა გვარიან თანხაზეა საქმეო!
საერთოდ სად გაქრა კიკა?_ დარბაზი მოათვალიერა და ბარის კუთხეში დაინახა ძმაკაცი, ვიღაც ლამაზ ქალთან ერთად. _ ჰოო, კიკა თავის სტიქიაშია!

გაეღიმა თავის მექალთანე ძმაკაცზე, არსად და არასდროს რომ არ იშლიდა თავისას. რომ მოულოდნელად იქვე კუთხეში მიდგმულ მაგიდასთან ნაცნობ სახეს მოკრა თვალი. მაშინვე იცნო, თუმცა კი საერთოდ არ ჰგავდა ელზა საკუთარ თავს. გაოცებულმა თვალი ვეღარ მოაშორა. სულ სხვა ქალი იჯდა მის წინ, თუმცა დაკვირვებულმა თვალმა მაშინვე შეამჩნია, მისი შეწუხებული სახე და უსიამოვნო განწყობა.

_ ვის მიჩერებიხარ ძმა?_ დავითმა მის დაჟინებულ მზერას თვალი გააყოლა და ჩაუსტვინა.

_ ოჰოო! ანგელოზია?_ ჩაილაპარაკა მოწინების ნიშნად.

_ხოო, პირდაპირ ოტიას ანგელოზია თან!_ რატომღაც ბრაზი შეეპარა ხმაში ტატოს.

_ ააა, ახლა ვიცანი, ის გოგოა საავადმყოფოდან, ბებია რომ ყავს ინსულტიანი!_ უფრო დააკვირდა დავითი_ აი მესმის ძმა ცვლილება?!
მთელი საღამო თვალს ვერ აცილებდა ტატო ელზას, და რაც უფრო აწუხებდა ბაჩო, მით უფრო ექუფრებოდა სახე.

_ რა არაკაცია ტიპი ხვდები?_ თითქოს ცეცხლზე ნავთს ასხამდა დავითი. _ გოგომ თავიდან ვერ მოიშორა! ვერ ვიტან მასეთ ხისთავიან ტიპებს!
რა აბრაზებდა ამაზე არ უფიქრია ტატოს. ზოგადად დავითის არ იყოს თავადაც სძულდა მოძალადე და სინამდვილეში ლაჩარი ტიპები, მით უფრო როცა საქმე ქალს ეხებოდა. სხვა თუ არაფერი, იმ უამრავი ადამიანიდან მხოლოდ ამ პატარა გოგომ მიაქცია ოტიას ყურადღება და უპატრონოდ არ მიუტოვა მოხუცი.
მუჭები შეკრა როცა ბაჩომ ძალით გაიყვანა საცეკვაოდ ელზა.

_ ენა კი აქვს გრძელი, მაგრამ თავის დაცვა სულ არ ეხერხება!_ ახლა რატომღაც ელზაზე გაბრაზდა._ მყეფარა ფინიას გავს!

_ შენ რა გაღელვებს რო?_ ეჭვით შეათვალიერა კიკამ მისი მომართული სხეული. თავი გააქნია ტატომ, აქაოდა სულ არ მაინტერესებსო, მაგრამ როცა ბაჩომ ძალით დაუპირა კოცნა ელზას, იმ წამს აევსო მოთმინების ფიალა.

_ ახლა შემომაკვდება ეს უბედური!_ გაახრჭიალა კბილები და მძიმე ნაბიჯებით გაემართა მათკენ.

_ მართლა ლამაზი კია ეს ოხერი! _ თითები ააკაკუნა მაგიდაზე კიკამ. _ მგონი რაღაც სხვა ამბავია აქ! რას იტყვი დავით?

_ ოტიას ახლობელი ყოფილა ეს გოგო! აი გახსოვს, რომ მიხედა?

_ მართლა ესაა? ვაა! კეთილთან ერთად ასეთი ლამაზიც? პირდაპირ ჯეკპოტი დაეცა თავზე ამ ჩვენს გადარეულს, თუ მიხვდება !_ გაეცინა კიკას. დასახმარებლად არცერთი წამიწეულა, ისედაც იცოდნენ, ტატოს დახმარება არ დასჭირდებოდა. იმ ტიპის მსგავს სამს მოუგრეხდა კისერს. უბრალოდ მშვიდად უყურებდნენ სეირს.

როცა ბაჩოს ადგილი მიუჩინა, ტატომ, მოუნდა ელზას ეს ბარი დაეტოვებინა და სახლში დაბრუნებულიყო. თითქოს არ იყო აქ მისი მსგავსი გოგონას ადგილი. მაგრამ ვერაფერი უთხრა. ან როგორ ეთქვა ლამის უცნობი გოგოსთვის_ სახლში წადიო. მაგრამ თითქოს გულისფიქრს მიუხვდა ელზა. ცოტა ხანს მოუსვენრად იჯდა, მერე კი ადგა და იქაურობა დატოვა. ნასიამოვნებს გაეღიმა ტატოს.

_ ჰმ, _ ჩაეცინა კიკას მისი ემოციის დანახვისას.

_ რა იყო?_ შეუბღვირა მან.

_ რა და გარეთ გვიანი ღამეა! ბნელა და უამრავი მშიერი მგელი დაძრწის!

_ რა?_ ვერ მიუხვდა სათქმელს.

_ რა და სანამ რომელიღაცა მათგანმა ეს შენი უმანკო ცხვარი ზურგზე არ მოიგდო და ტყეში პირის ჩასატკბარუნებლად არ გააცუნცულა, მიხედე ძმაო! თორემ მერე გვიანი იქნება!_ მეგობრის სიტყვები გულზე მოხვდა. არა, განა იმიტომ რომ რამე პირადული გრძნობა ჰქონდა, უბრალოდ ვალში იყო მასთან და სახლში გაცილება სულ ცოტა იყო, რისი გაკეთებაც მისთვის შეეძლო. სწრაფად წამოხტა და წასულს გაედევნა.

_ ესეც ასეე!_ ორაზროვნად ჩაილაპარაკა დავითმა._ ხოდა რას ვამბობდით? თუ ტატო უარს იტყვის შენ დაჯდები?
კიკამ თავი დაუქნია, ლამაზი ქალების შემდეგ, რაც ასე უჩქროლებდა სისხლს კიკას მანქანები, სისწრაფე და ადრენალინი იყო.

გამოვიდა თუ არა, იქაურობა მოათვალიერა. კაცის ჭაჭანება არ იყო. ქუჩის ბოლოსკენ მოკრა თვალი. სწრაფი ნაბიჯით აედევნა. მიუახლოვდა. დაინახა როგორ დაიძაბა ელზა მის ფეხის ხმაზე. უკან არ მოუხედავს ისე აუჩქარა ნაბიჯს და ქუჩა მოათვალიერა.

_ მოიცადე! დამელოდე!_ დაუძახა და ამ დაძახილით უფრო შეაშინა. ადგილს მოსწყდა ელზა და სირბილით დაეშვა დაღმართზე.
ფიქრებს მიუხვდა, ბაჩო ეგონა ალბათ. ორ ნაბიჯში დაეწია., მაჯაში ხელი ჩაავლო და დაიჭირა. არ დაუყვირია ელზას, მხოლოდ შეშინებულმა სახეზე აიფარა ხელები.
იდგა და გაოცებული უყურებდა დაზაფრულ გოგონას. შინაგან კმაყოფილებას განიცდიდა, რომ მასზე ზრუნვა შეეძლო. რომ უსაფრთხოდ ეგულებოდა იმ წამს. ვერ გაერკვა, რას ნიშნავდა ეს უცნაური ემოცია.

_ შემომხედე!_ უთხრა ბოლოს მშვიდად.ნაცნობ ხმაზე თავი ასწია ელზამ და აშკარად შვებით ამოისუნთქა. ესეც უცნაურად ესიამოვნა, მის გვერდით თავს რომ დაცულად გრძნობდა, მისი რომ არ ეშინოდა. ალბათ ენდობოდა კიდეც. საკუთარმა ემოციებმა შეაკრთო. სწრაფად გაუშვა ხელი, ნაბიჯით მოშორდა.

_ წამოდი, სახლში გაგიყვან!_ მხოლოდ ეს უთხრა და ზურგი აქცია. ფეხის ხმა რომ ვერ გაიგონა, უკან მიბრუნდა, ისევ იქ იდგა ელზა და ყოყმანობდა.

_ მანქანა ცოტა ზევით მიყენია! წამოდი!_ მიხვდა არ მიყვებოდა. უკან მიბრუნდა, ხელი ჩაკიდა და თან გაიყოლა.

_ აბა სად ცხოვრობ?_ ჰკითხა და მანქანის კარი გამოუღო.

_ არ მინდა თქვენი შეწუხება, შორს ვცხოვრობ აქიდან, თანაც საკმაოდ!_ თვალებს ყოყმანით აცეცებდა გოგონა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა ინტერესით.
არა, ისეთი ლამაზი იყო, მისი მარტო გაშვება, დანაშაული იქნებოდა.

_ დაჯექი!_ სთხოვა მოთმინებით_ ოტიამ რომ გაიგოს აქ მიგატოვე, მემკვიდრეების სიიდან ამომშლის!

_ ვერ გაიგებს, თუ არაფერს ვეტყვი!_ მიწას დასჩერებოდა ელზა. " რა ჯიუტია!"_ გაიფიქრა და ისევე მოულოდნელად გაბრაზდა მასზე, როგორც ცოტახნის წინ იმ არაკაცზე, ხელებს რომ უფათურებდა.

_ უნდა მომემტვრია ის ხელები!_ ჩაილაპარაკა თავისდაუნებურად და მისმა სიტყვებმა შეაკრთო ელზა.

_ უკაცრავად! ჩემით წავალ! არ მინდა დახმარება! მადლობა!_ უკან უკან დაიხია და მისი ფართო მხრების ჩრდილს ცოტათი გაეცალა. თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა აქამდე, ისე ამოისუნთქა.

_ უკვე ნერვებს მიშლი იცი?_ შეუბღვირა ტატომ. _ ვერ ვიტან ჯიუტ და თავისნათქვამა ქალებს! გახედე!
თავით ბარისკენ მიანიშნა. კარში ბაჩო და რამდენიმე მისი ამფსონი იდგა. სიგარეტს ეწეოდნენ შეზარხოშებული ბიჭები. ავად ადევნებდა თვალს ბაჩო მათ შორის განვითარებულ დიალოგს. თუმცა სიტყვები არ ესმოდა, რასაც ხედავდა ეჭბიანობისთვის სრულებით კმაროდა.

_ იქნებ მათი კომპანია გირჩვნია, ჰა?_ უსიამოდ გააკანკალა ელზას. მიბრუნდა და უსიტყვოდ ჩაჯდა ტატოს მანქანაში.

_ ხოდა, ძალიანაც კარგი!_ ჩაეცინა ტატოს. მასზე თვალგაშტერებულ ბაჩოს ხელი აუწია ირონიულად და მანქანას საჭის მხრიდან მოუარა. მისამართი უთხრა და გაჩუმდა ელზა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. შიგადაშიგ გახედავდა ხოლმე ტატო. ფანჯრის მიღმა ხედს არ აცილებდა გოგონა თვალს. ხელები კალთაში ეწყო და გაუნძრევლად იჯდა. მოკლე ცისფერი კაბიდან გამომწვევად მოუჩანდა გრძელი ფეხები. ძალიანაც არ უნდოდა ტატოს ამის აღიარება, მაგრამ რამდენჯერმე საკმაოდ უხამსმა აზრმა გაუელვა თავში.

_ აშკარად ძალიან მოქმედებ ჩემზე პატარა გოგო!_ ჩაილაპარაკა თავისთვის. მის რეაქციაზე მიხვდა, რომ ელზამ ნათქვამი გაიგონა. მხარზე გადაკიდული პატარა ჩანთა აიღო და მოშიშვლებულ მუხლებზე დაიფარა. თან ტუჩი მოიკვნიტა დაძაბულობისგან.

_ საინტეტესოა, რაზე ფიქრობდი, მასე ჩაცმული რომ მიდიოდი ამ შუაღამისას სახლში? ტაქსი რატომ არ გამოიძახე?_ რატომღაც ისე გაბრაზებით ეკითხებოდა, თითქოს ჰქონდა ამის უფლება.

_ მობილური დამიჯდა!_ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ელზამ. " მობილური დაუჯდა!" გაიფიქრა გაღიზიანებულმა. "ამათი მთელი საფიქრალი ხომ მობილურია, არ ჭამენ, არ სვამენ, მობილურს მაინც დატენიან
ათასი უაზრო სელფის გადასაღებად! ამიტომაც დაუჯდა ალბათ!"

_ ნაკლები სურათდბი გადაიღე და არ დაგიჯდება!_ უთხრა ცივად. გაოცებით გამოხედა გოგომ. თვალებში წყენა გაუკრთა. ისევ არაფერი უთქვამს. მხრები აიჩეჩა და ტუჩები ბავშვურად დააჭირა ერთმანეთს. გულში გაეღიმა ტატოს. " ალბათ ასე გამოხატავს სიბრაზეს!" გაიფიქრა გულში. წამით გაუელვა თავში უცნაურმა ფიქრმა, რომ სადღაც, სხვა დროს და სხვა ადგილას ასე გაბრაზებულს სწორედ ამ აკვიატებული მიმიკის გამო ჰკოცნიდა გახელებით."

_ ჯანდაბა, არაა ეს ყველაფერი ნორმალური! _ ხელის გული მსუბუქად დაარტყა საჭეს და მის სახლთან გადაუხვია.

_ მადლობა!_ ისე გაუღიმა ელზამ დამშვიდობებისას, რომ მიხვდა ტატო, ეს მისი ნამდვილი ღიმილის ჩრდილიც კი არ იყო. ელზა მანქანიდან გადავიდა , კარი ფრთხილად დახურა და სადარბაზოსკენ გაემართა. გულმა ვერ მოუსვენა ტატოს. რამდენჯერმე წაიღო ხელი გასაღებისკენ. მერე ელზას გახედა. მანქანიდან სწრაფად გადავიდა და სწორედ სადარბაზოსგან წამოეწია.

_ მოიცადე!_ შეაჩერა გაკვირვებული გოგო._ მისმინე, რადვან აწი ოტიასთან უნდა იმუშაო, მოდი ჩემი ნომერი ჩაიწერე, რომ თუ რამე მოხდება, დარეკვა შეძლო!_ ელზამ თავი დაუქნია. მობილური მოიმარჯვა და მისი ნომერი ჩაიწერა. ისევ დაემშვიდობა და სადარბაზოსკენ შებრუნდა.

_ მოიცა!_ ისევ შეაჩერა ტატომ._ თუ რამე დაგჭირდეს, მაშინაც დარეკე, აი, თუ ის ..._ გაჩუმდა. არა რა მისი საქმე იყო ელზას პირადი ცხოვრება და პრობლემები. ვინ იყო ეს უცნობი გოგონა ასეთი? მოლოდინით სავსე თვალებში ჩახედა, არა მაინც რა უცნაურ შეგრძნებას იწვევდა მისი თვალები, "მშვიდი დღის ფერი თვალები აქვს!" გაიფიქრა და ამ ფიქრმა გააოცა. ნელა დაიხარა მისკენ, მის თვალებს თვალი ვერ მოსწყვიტა. მონუსხულივით იზიდავდა ეს ქალი. არც კი უცდია საკუთარ გრძნობებს შეწინააღმდეგებოდა. ოდნავ უკან გადაიხარა ელზა, გრძელი თმა ბრჭყვიალა ჩანჩქერივით ჩამოეღვარა მხარიდან. მის თმას გააყოლა თვალი ტატომ. ფრთხილად დაიხვია თითზე ერთი კულული და ბოლომდე ჩააყოლა ხელი სრიალა თმას.
ჟრუანტელმა განგაშივით დაუარა სხეულში.

_ არასდროს შეიჭრა ეს თმა!_ უთხრა ჩურჩულით. ზურგი აქცია და დატოვა გაოგნებული.
ის ღამე უცნაურ ეიფორიაში გაატარა ელზამ. ვერც დაიძინა, ვერც მოისვენა. მასზე ფიქრობდა, განა ბევრი უნდოდა გამოუცდელი გულის აფორიაქებას? ვერც კი აეხსანა, რა აფორიაქებდა. ნუთუ მისით მოიხიბლა? არა! უფრო ეშინოდა მგონი მისი. იმაზეც კი დაფიქრდა, იქნება არ ღირდა ოტიასთან მუშაობის დაწყება?! იქნება ჯობდა ყველაფერი ძველებურად, ჩვეულად და რუტინულად გაეგრძელებინა. აქამდე მშვიდად მაინც ცხოვრობდა. მოსაწყენად, თავგადასავლების გარეშე, მაგრამ მშვიდად.

მიუხედავად გათენებული ღამისა და არეული ფქირებისა დღე მაინც მშვიდზე მშვიდი გათენდა. ისეთი შეგრძნებით გაეღვიძა ელზას, თითქოს კატია ჩვეულად მზის სხივებით სავსე ლიმნისფერ სამზარეულოში ელოდებიდა. ოთახის ფანჯრიდან ზაფხულის მზის მკვეთრი სხივები იპარებოდნენ, ბებიასეული ფარდის მაქმანებზე ჩამომსხდარნი უდარდელად აფრიალებდბენ მოყვითალო_ლიმნისფერ მატერიას. ფეხები ძირს ჩამოაწყო ელზამ, ესიამოვნა გრილი იატაკი.
_ ბეეე!_ დაიძახა ინსტიქტურად და როცა სახლში გამეფებული სიჩუმე გაეპასუხა კატიას ნაცვლად მერეღა იაზრა, რომ ბებია სახლში არ იყო და ამ არყოფნაზე უფრო გულისმომკვლელი თავად არ ყოფნის მიზეზი გახლდათ. ამოიოხრა. წამოდგა და ფეხშველი სამზარეულოში გავიდა. ფანჯრის წინ მდგარ მაგიდაზე, ბროლის ძველებურ ვაზაში კატიას ხელით ჩაწყობილ ყვავილებს უწყლოდ მოეწყინათ. გადასაყრელად ვერ გაიმეტა რატომღაც. უბრალოდ წყალი გამოუცვალა. ჩაის კოვზი შაქარიც ჩაუმატა, როგორც კატიამ იცოდა ეს.
ყავა მოხარშა და ფანჯარასთან ჩამოჯდა.

_შესაძლოა ერთი ადამიანი გეცოტავებოდეს ხშირად, მაგრამ, როგორც სჩანს, ერთი ადამიანიც კი ხმაურია ზოგჯერ!_ ჩაილაპარაკა მოწყენილმა. მობილური აიღო და გადახედა სიახლეებს.
"დანელიამ უმაღლესი შეფასება დაგიწერა გოგოოოო! როგორ რანაირად? რა ახსნა_განმარტება მისწერე მაგ უჟმურ მონსტრს ამისთანა?" ნინოს მესიჯმა გააოცა. ლექტორმა, რომელიც ერთ მძიმეს არავის პატიობდა, შუალედურის ქულა ასე, ტყუილად დაუწერა?!
სასწრაფოდ გადაამოწმა და როცა მეგობრის სიმართლეში დარწმუნდა, გაოგნებულმა ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო. გადაწყვიტა აუცილებლად ესაუბრა ამაზე გოგი დანელიასთან. მას მხოლოდ გამოცდის გადაბარება სურდა და არა სიბრალულის გამო დაწერილი შეფასება.
მობილურზე ზარი შემოვიდა. სრულ სიწყნარეში იმდენად მკვეთრად გაისმა ხმა, რომ ადგილზე შეხტა ელზა. მობილურს დახედა და როცა ნაცნობი სახელი დაინახა მხიარულად გაეღიმა.

_ გისმენთ ოტია ბაბუ! როგორ გიკითხოთ?
_აბა გამარჯობა ჩემო გოგო!_ მხიარული ხმა ჰქონდა კაცს._ დღეს მოდიხარ ხომ? რომ იცოდე, როგორ გელი!
_ მოვდივარ კი!_ უცბად მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. მარტოობა და სიჩუმე ერთობ მომაბეზრებელი იყო მისთვის. ყავა უცბად დალია. ჩვეულად სადად და უბრალოდ ჩაიცვა, თვალში წინა საღამოს კაბა რომ მოხვდა, უცებ ტატო გაახსენდა. შეცბა. წამით გაჩერდა. ისევ შეეპარა ორჭოფობა.

_ არა! პირობა პირობაა!_ გაიმხნევა საკუთარი თავი და სახლი დატოვა.
ჯერ, სანამ ოტიასთან მივიდოდა, კატიასთან გაიარა. კატიას კვლავ ეძინა. თუმცა ექიმმა უკეთესობის იმედი მისცა. ამით გახარებული და დამშვიდებული გაემართა ოტიასთან.
როცა კიბეებზე ადიოდა. გული აუჩქარდა. ვაითუ ის თავხედი ტატოც იქ დახვედროდა? მაგრამ ეს ასე რატომ აღელვებდა? მხრები აიჩეჩა. გრძელი სწორი თმა მხარზე ჩამოიყარა და სწრაფად ჩამოიწნა. რატომღაც არ სურდა, რომ ვინმეს თვალში მოხვედროდა. ვინმეს თუ ტატოს?!
ხელი ასწია, ჰაერი ჩაისუნთქა და გაუბედავად დააკაკუნა.
კარი ოტიამ გააღო. ოტია რაღაცით ალისას საათიან თეთრ კურდღელს აგონებდა ელზას. მომცრო ტანის, პიჯაკიანი და სრულად თმათეთრი მოხუცი, ცოცხალი ინტერესიანი თვალებით. ხაკისფერი შარვლით,კუბოკრული ოთახის ჩუსტებით და თეთრი პერანგით. მას რომ ხედავდა ელზა, სულ ჰქონდა მოლოდინი რომ მოხუცი ჯიბიდან ოქროს მეგვალ საათს ამოიღებდა.
ოტიას დანახვისას შვებით ამოისუნთქა გოგონამ.

_ მობრძანდი შვილი!_ შეიპატიჟა ოტიამ.
_ კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს სახლში!_ სახლი მოათვალიერა ელზამ. წიგნები, წიგნები, წიგნები.... ყველაგან წიგნები ეწყო. მაგიდებზე დივანზე, იატაკზე, სავსე იყო წიგნებით ოთხი დიდი კედელი. მისაღები, და ალბათ დანარჩენი ოთახებიც. წიგნის სუნი იდგა. ძველებური, მყუდრო და მზიანი სახლი იყო.

_ როგორი სიმყუდროვეა თქვენთან?!_ სასიამოვნო ემოცია არ დაუფარავს გოგონას. _ ასე მგონია დანარჩენი სამყარო კარს მიღმა დარჩა!
_ საოცარია რომ ასე გესმის ჩემი, ჩემო კარგო!_ მისაღებში შეიპატიჟა ოტიამ ელზა._ აბა ჩემი საძაგელი ბიჭი ამბობს, რომ აქ ჩრჩილის საბუდარი მაქვს მოწყობილი!
_ ტატო?_ ისე მოულოდნელად იკითხა გოგონამ, თავადვე შეცბა საკუთარ კითხვაზე.
_ დიახ, ბატონი ტატო!_ გაეღიმა მოხუცს.
_ თავად რას საქმიანობს?_ ინტერესის დაფარვა უჭირდა ელზას.
_ხან რას, ხან რას! მაგრამ არასდროს არაფერს სერიოზულს და მსუყეს!_ "მსუყე" ეუცნაურა გოგონას. საუბრის უცნაური მანერა ჰქონდა ოტიას. ერთი შეხედვით უკონტექსტო სიტყვას ისეთ შესაფერის ადგილს მოუნახავდა წინადადებაში, რომ მთელი სიცხადით ხსნიდა სათქმელში დაფარულ აზრს.
_ ჩაის ხომ დალევ? მე მიყვარს ჩაი! კენკრის, აკაციის, ჟასმინის!_ თითქოს თავისთავს უფრო უხსნიდა ოტია.
_ მეც მიყვარს ჩაი! რა ჯობია ფინჯან ჩაის და ჯეინ ოსტინს!_ ოცნებით ჩაილაპარკა ელზამ.
_ ოჰ, ჯერ ისევ რომანტიკა, სიყვარული, ცრურწმენა და იმედგაცრუება?! როგორ მიყვარს ადამიანში ეგ ასაკი ჩემი კარგო!_ გაეღიმა ოტიას.
_ თქვენ არ მოგწონთ ქალი ავტორები?_ გაოცებით გამოხედა ელზამ მოხუცს და მის პირისპირ ჩამოჯდა.
_ ვინ თქვა რომ არ მომწონს?_ გაეღიმა ოტიას_ უბრალოდ დიდი ხანია აღარ ვოცნებობ ძვირფასო. თქვენ ქალებს კი გჩვევიათ ლამაზი ოცნებების ხანგრძლივად დევნა!
_ ოცნება ხომ გაუბედავი ქმედების მაპროვოცირებელი ძალაა?_ არ ეთმობოდა ელზას მეოცნებეობა.
_ ხოდა, გამბედაობითაც გვჯობნით ქალები კაცებს!_ უცნაურად გაეღიმა მოხუცს. ძველებურ ფინჯანში ჩამოასხა სურნელოვანი, ოდნავ შეფერილი სითხე და ჩამოჯდა.
_ აი თუნდაც შენ, როგორი გაბედული გოგო ხარ! არადა ერთი შეხედვით ასეთი ნაზი. იფიქრებს ადამიანი, ნიავმა რომ დაბეროს აიტაცებს და თან წაიყვანსო! მაგრამ თვალები! შენი თვალები ხანდახან უცნაური ცეცხლით ენთება! და მერე მათში კარგად იკითხება შენი სიჯიუტე და გაბედულება! არ დაგჭირდეს, თორემ მთასაც გადადგამ! _ისე კითხულობდა მოხუცი ოტია ელზას, როგორც ერთ_ერთ წიგნს იმ ათასობით წიგნიდან, რაც ოდესმე მაინც გადაეშალა.
_ რაზე ოცნებობ ელზა?_ ჰკითხა მოულოდნელად და ასევე მოულოდნელად გაკრთა ელზას ფიქრებში თაფლისფერი თვალები. რატომ დააკავშირა მისმა ქვეცნობიერმა ეს თვალები ოცნებასთან?! თავი გააქნია დაუპატიჟებელი ფიქრების გამოსაბერტყად გოგონამ.

_ არ ვიცი!_ უპასუხა ხმამაღლა.
_ ხოდა სწირედ ეგ, რასაც ახლა შინაგანად ებრძვი , სწორედ ეგაა ის რეალობა, რომელში გადავარდნაც ამ წამს გაშინებს, მაგრამ მოვა წამი და შენ იბრძოლებ მაგ ოცნებისთვის! გჯეროდეს ჩემი! აი ჩვენ კი კაცებს, გაქცევა გვჩვევია გრძნობათა ბრძოლის ველიდან! რადგან წინდაწინვე ვიცით, რომ ამ ბრძოლაში ჩვენივე დამარცხებაა ჩვენი ერთადერთი ალაფი და მონაპოვარი! დამარცხება ხომ მაინც სისუსტეა ბოლოს და ბოლოს?! ეჰ, რას გაუგებ ამ სამყაროს და ამ სიყვარულს?!
_ სიყვარულლზე არც კი ვფიქრობ ოტია ბაბუა! პრობლემები ისედაც არ მაკლია ახლა!_ გაეცინა ელზას.
_ ხო, მაგრამ ის მაინც მოვა! და როცა მოვა მერე სად გაექცევი?
_ ვერ მოვა, რადგან მე არავის არ შევიყვარებ!_ ისევ ჯიუტად გააქნია თავი ელზამ უარის ნიშნად და ფეხზე წამოდგა.
_ შეიყვარებ!_ჩაეცინა ჯიუტად ოტისაც_ აბა ვნახოთ, თუ არ შეიყვარებ!

მთელი დღე წიგნებს ალაგებდა ელზა. ალაგებდა და შიგადაშიგ კითხულობდა. წამით გაირინდებოდა მორიგ თავგადასავალში გართული. მტვერს ფრთხილად წმენდდა და ანბანის მიხედვით უჩენდა წინასწარ დასუფთავებულ თაროებზე ადგილს.
ლამის ჭერამდე სწვდებოდა წიგნების თაროები.
რამდენიმე წიგნი მკლავზე დაიწყო, კიბე თაროს მიადგა და მაღლა აძვრა. სათითაოდ მიუჩინა თითოეულ მათგანს თავისი ადგილი. როცა იგრძნო, რომ მარტო არ იყო. თაროს თვალი მოაშორა და ძირს ჩამოიხედა. კიბის ძირში ტატო იდგა და ინტერესით აკვირდებოდა. ისე უხდებოდა ელზა ამ ძველი წიგნებით გამოტენილ თაროს, თითქოს სწორედ ამ ადგილისთვის გამოძერწილი ფაიფურის გამჭვირვალე ქანდაკება იყო.

_ საღამო მშვიდობისა!_ მიესალმა ელზა და სწრაფად დაიწყო კიბიდან ჩამოსვლა.
საფეხურზე ფეხი დაუცდა და თავი ძლივს შეიმაგრა. ისევ უკან მოიხედა არეულმა. წარბშეკრული უყურებდა მასპინძელი მის მოუქნელ მცდელობას. ცალი ხელით კიბეს უჭერდა თან.

_ იმედია კისერს არ მოიტეხავ და აქეთ ჩემი მოსავლელი არ გახდები შენც!_ უხეშად იცოდა საუბარი ტატომ, თუ კონკრეტულად ელზას ვერ იტანდა? ისევ ეწყინა გოგონას მისი ტონი.
_ არავის მოვლა არ მჭირდება მე!_ უპასუხა უკანმოუხედავად.
_ მართლა?_ ზედ ყურის ძირში მოესმა ირონიული ჩაცინება. სუნთქვის სითბომ ჟრუანტელად დაუარა მუხლებში. უკან მოხედვა ვეღარ გაბედა. გაიყინა კიბის პირველ საფეხურზე მდგარი. არ სურდა მისი თვალების ახლოდან დანახვა. აბნევდა და აშინებდა ეს კაცი რატომღაც. თან სულწასულად აინტერესებდა: ვინ იყო, რას წარმოადგენდა და რატომ ჰქონდა საკუთარ თავზე ასეთი დიდი წარმოდგენა.

_ ელზა შვილო ეს რა სასწაული მოგიხდენია?!_ მოესმა ოტიას ხმა და როცა უკან მობრუნდა ტატოს იქვე მოშორებით სავარძელში მჯდარს მოჰკრა თვალი. გაუკვირდა, როდის გამეცალაო? ვერ გაიხსენა. დაუფარავი ირონია შეამჩნია კაცის სახეზე და მიხვდა კვლავ მის სიმორცხვეს რომ დასცინოდა ტატო.

_ ოჰ ოჰ! წლებია ასეთი ჰარმონია არ ღირსებით ჩემს პატარა, ცუღლუტ მეგობრებს!_ კმაყოფილი სახით ათვალიერებდა ოტია,
წიგნების თაროსაც და მთელ მისაღებსაც, სადაც უადგილოდ ერთი ნივთიც კი აღარ იდო.

_ ეს გოგო ნამდვილი ჯადოქარია!_ მიუბრუნდა შვილიშვილს და თავისი გულწრფელი ქებით კიდევ ერთხელ აუწითლა ღაწვები ელზას. უდარდელი სახით მოათვალიერა ტატომ იქაურობა და მხოლოდ მხრები აიჩეჩა. "სიმორცხვე უხდება ამ გოგოს", აღიარა გულში ტატომ.

_ ხშირად დიდ აღფრთოვანებას დიდი იმედგაცრუებაც მოსდევს თან!_ ისე ჩაილაპარაკა ოტიამ ვერ გაიგო, მაგრამ ელზას სიტყვაც არ გამოჰპარვია. და ისევ ეწყინა რატომღაც. თუმცა კი მიხვდა წინა საღამოს გულისხმობდა ტატო,მაგრამ მას არც მაშინ უთხოვია დახმარება
ინიციატივა თავად ტატომ გამოიჩინა, ახლა კი თითქოს გაკეთებულ სიკეთეს ამადლიდა. თანაც არცხვენდა. წყენა უხმოდ გადაყლაპა. მაგრამ ტატომ მაინც ამოიკითხა მის სახეზე ფარული უკმაყოფილება და გაეღიმა.

_ წარმომიდგენია ახლა მარტო რომ ვიყოთ, რა ქარიშხალს დამაწევდა!_ გაიფიქრა გულში სიცილით. სიამოვნებდა ამ გოგოს გაბრაზება. სიამოვნებდა მისი სიბრაზის მიზეზი თავად რომ იყო.

_ახლა უნდა წავიდე ოტია ბაბუა! ხვალ ისევ მოვალ და დანარჩენ წიგნებსაც დავაბინავებ! _ აშკარად ტატოს არიდებდა თავს. წამოიწია ტატო. მის გაშვებას ასე ადვილად არ აპირებდა.

_ რა თქმა უნდა ჩემო გოგონა! რა ხანია ასე გულიანად არავისთან მისაუბრია! მიხარია, რომ არ დაიზარე ჩემნაირი საწყალი მოხუცის კომპანიონობა!_ ორივე ხელი ჩაავლო მაჯაში ელზას ოტიამ და მაგრად მოუჭირა. _ ოჰ! ამასობაში დაღამებულა! ტატო გააცილე ჩემი სტუმარი სახლამდე!
კი არ თქვა, ისე ბრძანა ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერ გაბედა შეწინააღმდგება.
სახლიდან ერთად გამოვიდნენ. მანქანასთან შეყოვნდა ელზა.

_ არ მინდა შენი შეწუხება, ჩემით წავალ! არც ისე გვიანია, როგორც ბაბუაშენმა თქვა!_ დაემშვიდობა და ისე რომ სიტყვის თქმა არ აცალა, ზურგი აქცია.
_ ისე რომ იცოდე, დარწმუნებული ვარ, ოტია ფანჯრიდან გვითვალთვალებს!_ტატოს სიტყვბზე გაჩერდა და ჩაბნელებულ ფანჯრებს ახედა.
_ მე ვერაფერს ვხედავ!_ მოტრიალდა უკან.
_ შენ ვერ ხედავ, აი ის კი თვალს არ გვაცილებს! ამიტომ დაჯექი და გაგიყვან! არ მინდა შენი სიჯიუტის გამო მე დამიწყოს საყვედურები!_ კარი გამოუღო ტატომ.
კიდევ ახედა ჩაბნელებულ ფანჯრებს, ისევ ვერაფერი შეამჩნია.
მაგრამ უარი აღარ უთქვამს. მშვიდად ჩაჯდა მანქანაში.

_ აბა როგორ მოგეწონათ ერთმანეთი შენ და ოტიას?_ დაარღვია ტატომ მომაბეზრებელი დუმილი. მისი ალაპარაკება სურდა. სიამოვნებდა მისი ხმის მოსმენა. ის კი ჯიუტად დუმდა.
_ საინტერესო კაცია ბაბუაშენი. ბევრი ვისაუბრეთ, დღეს ოსტინი გვქონდა თემაში. ეტყობა მოსწონს ქალი ავტორები! მითხრა, რომ მეც რაღაცით ვგავარ ოსტინის მთავარ გმირებს._ ოტიასთან საუბრის გახსენებაზეც კი უბრწყინავდა გოგონას თვალები.
_ რით ჰგავხარო? ნეტავ რა მოგწონთ მაგ სულელური ამბების? სადაც ქალი სულ მსხვერპლის როლშია, კაცი კი მაცდურის?_ იმდენად მოულოდნელი იყო ტატოს პასუხი გაოცებისგან ხმა გაუწყდა ელზას.
_ მსხვერპლი და მაცდური?_ ჩაილაპარაკა გაოცებულმა.
_ კიი, ქალებს ხომ ასე ძალიან მოგწონთ დრამაქვინობა! მეტიც არაფერი არ არის ეგ შენი ოსტინი!
_ რაო?_ ჯერ კიდევ ვერ მოეგო გაოგნებული ელზა გონს.
_ რაო და ერთი ადამიანი ისევეა საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელი, როგორც მეორე! აი თუ დღეს მე და შენ ერთად ვიქნებით, რატომ უნდა თქვა ხვალ, რომ მე უგულოდ გაცდუნე?
_ ღმერთო ჩემო!_ ხმას აუწია ელზამ._ რა სითავხედეა! შენ რატომ გგონია, ფიქრადაც კი რატომ უშვებ, რომ დღეს ან ოდესმე მე აუცილებლად ვიქნები შენთან?
_ ეგ ხომ უბრალიდ მონდომების ამბავია!_ გაეცინა ტატოს.
_ ვისი მონდომების, შენი?
_ თუნდაც!
_ არასდროს, გესმის შენ? არასდროს მომეწონები, როგორც კაცი, თუნდაც მაგ სიტყვების გამო! მაგ შეხედულებების გამო!
_ ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს უკვე კარგად მიცნობ!_ ისევ გაეცინა ტატოს.
_ რა უნდა შენ გაცნობას? ტიპიური მაჩო ხარ! მიჩვეული ხარ ქალების ყურადღებას! და სიყვარულს, რომელსაც შენგან შენი პარტნიორები ელიან ყველას და ყველაფერს ამადლი! არადა ლამაზი ფუტლიარის გარდა არაფერი ხარ სხვა!
_ მგონი პირადულ შეურაცხოფაზე გადადიხარ პატარა გოგო!_ თვალები დაუბრიალა ტატომ.
_ პირადულზე პირველი შენ გადახვედი! შენი ირიბი, თუ პირდაპირი მახინჯი შემოთავაზებით! აქ გააჩერე მანქანა!_ ხმა ისეთი მკაცრი და ცივი ჰქონდა ელზას წამის წინანდელი ნაზი და მორცხვი გოგონადან აღარაფერი იყო დარჩენილი.
_ რატომ?
_იმიტომ, რომ შენნაირი.... _ გაჩუმდა და შეეცადა გაეკონტროლებინა მღელვარება.
_ რა ჩემნაირი?
_ შენს გვერდით ყოფნა უსიამოვნოა ჩემთვის! _ ესღა თქვა და კარის გასაღებად გაიწია. გაზზე დაადგა ფეხი გაციფებულმა ტატომ და ლამის შეჩერებული მანქანა გიჟივით გააქროლა.
_ რას აკეთებ?!_ ჰკითხა შეშინებულმა გოგომ და ორივე ხელით მოებღაუჭა ხელის მოსაკიდს.

_ გააჩერე!_ არც სისწრაფე უყვარდა ელზას და ადრენალინიც აშინებდა. მცდელობაც კი არ ჰქონია არასდროს რომ მართვის მოწმობა აეღო. ბავშვობის ტრმვა იყო მისთვის მანქანის მართვა. ყურადღებას არ აქცევდა მის სიტყვებს ტატო. რაღაც ეშმაკი შეუჩნდა. ერთ სურვილს ჰყავდა ატანილი, რომ ეს ჯიუტი გოგო გაებრაზებინა, შეეშინებინა და მისი სისუსტით შენიღბული ძალა დაეთრგუნა. გულზე ხვდებოდა მისი სიტყვები. " მე არასდროს შემოგხედავ როგორც კაცსო!" მაგრამ ვერ იაზრებდა ასე რატომ აღიზიანებდა.
_ გინდა განახო როგორი ვარ სინამდვილეში?_ მისკენ სახიფათოდ დაიხარა.
_ არა! არ მაინტერესებ! სულ არ მადარდებს როგორი ხარ! მე უბრალოდ მინდა აქიდან ჩავიდე!_ ხმა უკანკალებდა ელზას. ცისფერ თვალებში ცრემლმა გაიბრჭყვიალა.
_ გეშინია?_ ჰკითხა მოულოდნელად ტატომ. მიხვდა, სისწრაფე აშინებდა ელზას. ნელა მოუკლო სიჩქარეს და ბოლოს გზიდან გადავიდა. ადრენალინმა მისი სიბრაზე თან წაიღო. მძიმედ სუნთქავდა საზურგეს მიყრდნობილი. თვალდახუჭული იჯდა და სიჩუმეს უსმენდა. თუმცა იცოდა მარტო არ იყო. სიამოვნებდა ეს გრძნობა. კარის ხმა რომ გაიგონა მერეღა გაახილა თვალები.
_ სად მიდიხარ?_ ხელი წაატანა მკლავში. ქალაქგარეთ იყვნენ. კანტიკუნტად თუღა დაქროდნენ დაგვიანებული მანქანები.
_ აქიდან მივდივარ! შენი დანახვაც არ მინდა!_ ხელი გამოსტაცა გოგონამ და გადავიდა.
_ მოიცადე!_ თვითონაც უკან მიჰყვა._ ახლა მართლა არაა ამის დრო!
გოგონა არ გაჩედა ფეხით დაუყვა გზას, საიდანაც მოვიდნენ.
_ კარგი! კარგი! არ ვიყავი მართლაი!_ ორ ნაბიჯში დაეწია და წინ გადაუდგა.
_ მომკლავს ხომ იცი ოტია ეს რომ გაიგოს! შენ მისი ანგელოზი ხარ! არასდროს მაპატიებს._ ოტია მოიმიზეზა მის შესაჩერებლად.
_ ენატანია არ ვარ! ასე რომ არ ინერვიულო! არაფერს ვეტყვი!_ ხელი გააშვებინა და ისევ წასვლა დააპირა.
_ ვერ გაგიშვებ!_ წინ გადუდგა და მხრებში ხელი მოკიდა.
_ წამოდი! გეფიცები ხმას აღარ ამოვიღებ! გთხოვ!_ იდგნენ და უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ვერცერთი ხვდებოდა რა მოხდა მათ შორის წამის წინ. ან ეს უაზრო ჩხუბი რა იყო? ან ახლა რა ხდებოდა?! არ ჰქონდათ საკუთარ კითხვებზე პასუხები, მაგრამ რაც უფრო მეტად უყურებდნენ ერთმანეთს, მით უფრო იღვიძებდა სიახლოვის სურვილი. მხრებიდან მკლავებს ჩამოუყვნენ ტატოს თითები. ასე ახლოს გრძნობდა მის სხეულს, სხეულს რომელზეც წინა ღამეს ასე ოცნებობდა. სხეულს, რომლის ჩანაცვლებაც დღეს იმ ქალით სცადა, ვინც აქამდე მარტივად უცხობდა ვნებებს და სურვილებს. მაგრამ როგორც ჩანდა, მხოლოდ სხეულში აღარ იყო საქმე. ხელები თავით მოეხვივნენ სასურველს და ტუჩებმაც თავისით იპოვნეს ელზას ტუჩები.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ გონება გაიაზრებდა და გული ამოიცნობდა, სხეულმა იგრძნო ის საოცარი მიზიდულობა, რაც ადამიანის ნების და სურვილის უკითხავად ირქმევს ხოლმე სახელად სიყვარულს.
და როცა თვალებში ჩახედა ტატომ ელზას, სასწაული მოხდა. მის გაოცებულ თვალებში საკუთარი თავი დაინახა და ისურვა, რომ არასდროს არავინ აღარ აერეკლათ ამ მშვიდიდღისფერ თვალებს მის მეტი.

ყოველი ნივთი ფასეული მანამდეა, სანამ არჩევნის გაკეთება არ დაგვჭირდება მასსა და რეალურად ფასეული რაცაა ჩვენს ცხოვრებაში იმას შორის. როცა თორმეტი წლის იყო ელზა, მშობლებთან ერთად ავარიაში მოყვა. მანქანა ნაწვიმარ გზაზე მოსრიალდა და გზის განაპირა ხეს შეასკდა. მამა ადგილზევე დაიღუპა, დედამ კი რამდენიმე დღე იცოცხლა მხოლოდ. მათგან სახსოვრად ელზას დედის ანტიკვარული მედალიონი დარჩა. სადაც ოჯახური ფოტო ჰქონდა ჩადებული და იმდენად ეძვირფასებოდა, რომ დაკარგვის შიშით ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე სულ რამდენჯერმე თუ ეკეთა. საძინებელში საწოლის გვერდით მდგარ მომცრო კარადაში ინახავდა და ისე დაჰფოფინებთა თავს, როგორც ჯადოსნურ თილისმას.
თავად ნივთი საოცარი ხელნაკეთი იყო. მაღალი სინჯის ოქროსგან დამზადებულ ცრემლის ფორმის მედალიონს შუაში ცისფერი ნეფრიტის პატარა პეპელა ჰქონდა ჩასმული. გარშემო წვრილ _წვრილი მოლურჯო_ მოიისფერო ტანზანიტის კესანებით მორთული. სხვისთვის იქნებ სულაც არაფერი, მაგრამ ელზასთვის ლამის წმინდა სახსოვარი იყო და ძალიან უფრთხილდებოდა. თუმცა იმ დღეს, როცა კატიას მდგომარეობა მოულოდნელად ისევ დამძიმდა და პალატიდან კვლავ ინტენსიური თერაპიის ბლოკში გადაიყვანეს, მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. მიხვდა ელზა, რომ მისი და ამ მედალიონის გამომშვიდობების დღეც მოახლოვდა, რადგან მკურნალობის ის საფასური, რაც კატიასთვის იყო საჭირო, მას უბრალოდ არ ჰქონდა. არ უტირია, კუნთიც კი არ შერხევია სახეზე, ისე ამოიღო მედალიონიდან მშობლების პაწაწუნა სურათი. აკოცა მათ ღიმილიან სახეებს და წიგნების კარადის თაროში შემოდო. მედალიონი კი კვლავ ზარდახშაში დააბრუნა. თუმცა უჯრაში აღარ შეუნახია, თითქოს საკუთარი თავი მასთან დასამშვიდობებლად მოამზადა.

იმ დღეს ჯერ კატიას კოკოს აჭამა და გალია გაუსუფთავა, მერე უნივერსიტეტში წავიდა, რა ხანია აცდენდა და აღარ უნდოდა ამ გაცდენებით საქმე გაეფუჭებინა. თანაც დანელია ჰყავდა სანახავი. უნდა გაეგო რატომ გამოიჩინა ასეთი სოლიდარობა. სხვა თუ არაფერი მადლობა ჰქონდა სათქმელი. მის კაბინეტთან მივიდა, გამბედაობა მოიკრიბა და დააკაკუნა.

_ გამარჯობა ბატონო გოგი, შეიძლება?_ ოდმავ შეაღო კარი და ისე იკითხა.
_ შემოდი ელზა! როგორ ხარ? გავიგე ბებია გყოლია ავად. _ ნინოს ამბავიაო გაიფიქრა გულში და მადლიერმა გაუღიმა._ ახლა როგორაა ბებო?
_ ისევ მძიმედაა, თუმცა ექიმები იმედს მაძლევენ._ სევდა მოესმა მის ხმაში გოგის. ინტერესით შეათვალიერა საუკეთესო სტუდენტი. იმის გარდა რომ ეს გოგო მუდამ მოწესრიგებული და კეთილსინდისიერი იყო, მასზე არაფერი იცოდა მანამ, სანამ ოტიამ არ დაურეკა და ის პატარა ინციდენტი არ მოუყვა. ოტიას აღფრთოვანება ადვილად ამოიცნო გოგიმ. და ახლაღა გაიაზრა რამდენად დიდი სულის გოგონა იყო ელზა. განა ასე მარტივია ადამიანმა საკუთარი საქმე გაიფუჭო სხვის დასახმარებლად? მით უფრო უცნობი მოხუცის! ამ საუკუნეში მოხუცი საკუთარი აღარ უნდა გულგაქვავებულ ხალხს, არათუ სხვისი. ოტიას რომ არ ეთხოვა, თავადაც დაუწერდა საჭირო ქულას ელზას, რადგან გოგი სიმკაცრის და ჭირვეული ხასიათის მიღმა კარგი ადამიანი იყო და სხვაშიც უპირველესად ადამიანობას , გამბედაობას და სიკეთეს აფასებდა. ერთი სიტყვაც არ დასცდენია ოტიას სათხოვარზე, არც მასთან ნაცნობობა უხსენებია. ელზას მადლიერება მშვიდად მიიღო და გოგონა ლექციაზე გაუშვა.

_ აბა უცნაური არაა? ობლად დარჩენილი ბავშვი ამისთანა ღირსეული ადამიანი გაიზარდოს და ეს ბედის ნებიერა ბავშვები კი ასე ყველაფრით უმადურები, არა გაგონილა კაცო? ხომ ჩემი დაწერილი წიგნია და მე ვერ დავწერ ასე ზუსტად მძიმე_ წერტილში! არა, გადაწერასაც ხომ ნიჭი უნდა არა?!!_ ხელში შერჩენილი რომელიღაც სტუდენტის " იდეალური" ნამუშევარი უკმაყოფილომ დახურა და ზედ დაბალი შეფასებაც იდეალურად მტკიცე ხელით მიაწერა.
ლექციების შემდეგ ოტიასთან გაემართა ელზა. რაც უფრო უახლოვდებოდა მის სახლს, მით უფრო იტანდა მღელვარება. ვაითუ ტატოც იქ იყო. რა უნდა ეთქვა? როგორ დაეჭირა თავი? თვალებში როგორ შეეხედა? იმ საღამოს შემდეგ, როცა ერთმანეთს აკოცეს, ბევრს ფიქრობდა მასზე. თავიდან ვერ იგდებდა. კარგად ხვდებოდა, ეს გამუდმებული ფქრი სიყვარული არ იყო, მაგრამ არც ბევრი აკლდა. ალბათ ყველაფერი ისევ ტატოზე იყო დამოკიდებული და ამიტომ ქვეცნობიერად მის შემდეგ ნაბიჯს ელოდა. სიყვარულში პირველი ან მეორე იქნებ ვიღაცისთვის სასაცილოც კი იყოს, მაგრამ არა ელზასთვის. იმიტომ არა რომ ქალისგან გადადგმული პირველი ნაბიჯი მიუღებლად მიაჩნდა, არა, უბრალოდ საამისო გამბედაობა არ ჰქონდა და ალბათ არც არასდროს ექნებოდა. თანაც ტატო არ იყო ტიპიური ბიჭი. თავისი დამაბნეველი ქმედებებით არ ჰგავდა მათ, ვისაც ელზა იცნობდა. სხვები ალბათ იმ საღამოსვე მოსწერდნენ, მოიკითხავდნენ, იქნება პაემანზეც დაეპატიჟათ, მაგრამ არა ტატო. არ იცოდა ელზამ რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა მისგან და სწორედ ამიტომ იყო ასეთი დაძაბული და დაბნეული. კიბეები ნელა აიარა და წყნარად დააკაკუნა. კარი ოტიამ გააღო.

_ ოჰ, მოხვედი შვილო! რა კარგ დროს მოხვედი თან! მოდი ნაყინზე დამეწვიე! იმ უჟმურმა ამომირბენინა და ისევ გაიქცა! _ უჟმურში აშკარად ტატოს გულისხმობდა. ერთდროულად გულზეც მოეშვა ელზას და ეწყინა კიდეც. ანუ გამოდის მისი ნახვა არ სურდა?!

_ სიამოვნებით!_ შეაბიჯა სახლში ღიმილით. თემა ჩამოვარდა და მთელი საღამო ჰაგიოგრაფიაზე საუბრობდნენ. შუშანიკ დედოფლის სახეს არჩევდნენ.
სულ სხვა თვალით შეახედა ოტიამ ელზა ამ პერსონაჟზე.
_ განა სადმე წერია, რომ ვარსქენს ცოლის გაგდება სურდა? _ იოცებდა ოტია._ კი ვარსქენი ხელიდან წასული ნაძირალა და მოღალატე იყო, ერთი პატარა მედროვე ადამიანი, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისთვის ქვეყანას და რწმენას ღალატობდა, მაგრამ შუშანიკისთვის არ მოუთხოვია რელიგიის შეცვლა! სარწმუნოების თემა, ვფიქრობ ფარად იფარა დედოფალმა და მგონი ქმრისგან შეურაცხყოფილი ქალის შურისძიება უფრო სჭარბობდა მასში, ვიდრე მორწმუნე ქალის თავგანწირულობა.
_ კი მაგრამ ვარსქენმა ხომ მეორე ცოლი მოიყვანა? როგორ აიტანდა ამას დედოფალი? დედოფალი კი არა მეც ვერ ავიტან ღალატს, უბრალო ქალი! აუცილებლად გავშორდები!_ აოცებდა ელზას ოტიას უცნაური მიდგომა შუშანიკისადმი.

_ და სად წაიყვანა? სად ჩანს ეგ მეორე ცოლი? მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები ხუცესის მიერ. როგორ გგონია, ეგ ქალი თან რომ ჩამოეყვანა ხუცესი ამ ამბავზე ასე გაჩუმდებოდა? ის ეპიზოდი გაიხსენე, სადაც სამკაულებს წაართმევს ვარსქენი, რას ამბობს: სხვა მოიხდენსო! თითქოს მის ეჭვიანობას ცდილობს. თუ ვარსქენს ცოლი არ უყვარდა, ასე რატომ ებღაუჭებოდა მას. იმის გარდა, რომ დედოფალი ერში უყვარდათ და მისით ვარსქენი პლიუსების დაწერას ცდილობდა. მაგრამ თუ ერის აზრი ასე მნიშვნელოვანი იყო და რამედ აგდებდა, მაზდეანობას არ მიიღებდა. ხომ ამის გამო მოიძულა ყველამ?! ასე რომ ამ კაცს სხვისი აზრი ნაკლებად ადარდებდა! მაშ რად უნდოდა ცოლი? გამოდის უყვარდა!
_ ეგ რანაირი სიყვარული იყო? _ ახლა კი მართლაც გაოგნდა ელზა.
_ ელზა ძვირფასო, სიყვარული უცნაური ფენომენია! ის საშინლად ძლიერი მოტივატორია. აბა დაფიქრდი, გინდაც პირიქით, თუ შუშანიკს ვარსქენი არ უყვარდა, ასე რატომ აღფოთდა? ასე რატომ გაჯიუტდა? ასე რატომ გაბრაზდა? საკუთარი თავი ასე რატომ გაიმეტა? ისინი ხომ ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს? ვინ იცის რა ამბავი გათამაშდა მაშინ? შემდეგ ძალაუფლების წყურვილმა დააბრმავა ვარსქენი და პოლიტიკურმა თამაშებმა ფსკერამდე დასცა. თორემ თავიდან ერთმანეთი რომ უყვარდათ, ამაში ეჭვიც არ მეპარება მე! ძლიერი სიყვარული ძლიერ სასჯელადაც იქცევა ხოლმე უგვანი ადამიანის ხელში. მგელი იყო ვარსქენი და მეტი სიყვარული არ იცოდა. ხუცესმა კი ეს ამბავი რწმენის საბურველში გამოახვია და ხალხს ასე შემოგვაჩეჩა. არადა ერთი ჩვეულებრივი ოჯახური დრამა იყო და მეტი არაფერი. და თუ ეპოქასაც გავითვალისწინებთ, გამოდის შუშანიკი პირველი ფემინისტი ქალის ჩანასახია და თავად მისი დასასრული პირველი ხამამღლა გაჟღერებული ფემიციდი.
დაფიქრდა ელზა. იყო ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი. და როგორც ქალს თავადაც ბევრჯერ შემოჰგზნებია ამ ამბის წაკითხვისას სიბრაზის და შურისძიების ცეცხლი. ახლაღა გაიაზრა რა იყო სინამდვილეში ამ ემოციის ნამდვილი მიზეზი, არც მეტი არც ნაკლები ეს ქალური სოლიდარობა იყო და ამას რწმენასთან კავშირი თითქმის სულ არა ჰქონდა.

არც იმ დღეს და არც მომდევნო ორი კვირა ტატო არ გამოჩენილა. როგორც ოტიასგან იგებდა ელზა "ის აუტანელი" ყოველთვის რამდენიმე წუთით ან ასწრებდა ელზას, ან აგვიანებდა. თავიდან თითქოს უხაროდა კიდეც. მერე გაფაციცებით ელოდა, კარის ყველა ხმაურზე გული უხტოდა, აი ბოლოს კი როცა იფიქრა, რომ სწორედ თავად იყო ტატოს არ მოსვლის მიზეზი, თავისდა მოულოდნელად ძალიან ეწყინა.
" რა? რა ეგონა, კისერზე ჩამოვეკიდებოდი ერთი უდღეური კოცნის გამო და ვეღარ ჩამომიხსნიდა?!" ფიქრობდა და ტატოზე გულმოსული მთელი მონდომებით და ვნებით რეცხავდა ნიჟარაში ჩაწყობილ ჭურჭელს.
დღის დანარჩენ დროს, როცა ოტიასთან არ იყო, იმდენი საქმე და საფიქრალი ჰქონდა, ხანდახან კომეტასავით თუღა ჩამოუქროლებდა მასზე ფიქრი და მაშინაც საკუთარ თავს აიძულებდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. ამაყი გოგო იყო ელზა და ამაყზე უფრო პრინციპული.

კატიას მდგომარეობა არ იცვლებოდა, ყოველ შემთხვევაში უკეთესისკენ არა და ეს უარესად თრგუნავდა და უმღვრევდა ხასიათს ელზას, თუმცა მას არ არ სჩვეოდა საკუთარი დარდის სხვისთვის თავს მოხვევა, მხოლოდ ნინოს თუ შესჩიოდა იშვიათად. მაგრამ დავითისგან ოტიამ ყველაფერი იცოდა ბებიამისის მდგომარეობაზე და ისედაც ამჩნევდა თავის პატარა მეგობარს უხასიათობას.

ერთ საღამოს გასეირნება გადაწყვიტა ოტიამ და ელზა, რა თქმა უნდა თან გაიყოლა. თბილისის ძველ უბნებს დაუყვნენ და საინტერესო საუბარში ისე დააღამდათ თავზე ვერც კი მიხვდნენ.

_ დაღამებულა ჩემი გოგონა!_ მოციმციმე მეტეხს გახედა ოტიამ._ მგონი იმაზე შორს გამოგვიტყუა ამ ბებერმა ქალბატონმა, ვიდრე გვინდოდა!
_ ბებერმა ქალბატონმა?_ ვერ მიხვდა ელზა ვის გულიხმობდა ოტია.
_ თბილისი, ჩემო ძვირფასო. ქალია აბა რაა, თორემ ქალის მეტი ვინ შეძლებდა ათასჯერ წაქცევას, ღალატის ატანას, დაწვას და ისევ საკუთარი ფერფლიდან ფეხზე ადგომას? ქალია თბილისი, დედაა! ან უფრო დედაკაცია! ოთარაანთ ქვრივია! თავს გადავლილ უბედურებაში დამშვენებული და დაბრძენებული ქალია! ნესტან_დარეჯანია სატრფოზე უგონიდ შეყვარებული,თამამი და მებრძოლი, ვეფხვი! ობოლი შვილების ქვრივი დედაა, და საკუთარი კალთის ქვეშ სხვის შვილებსაც რამდენჯერ მიუჩინა მყუდრო ბინა! ქალი_ მეფეა, თამარია!! რა გითხრა ძვირფასო?! ვინაა თბილისი და გულკეთილი ნორჩი გოგონაა, მისსავე შემოგარენში დაკრეფილი ყვავილების კონით ხელში, თავზე კი თამაშის დროს სხვებთან მოცილეობაში ხელშიშემომტყდარი ნარიყალას გვირგინი ადგას. თუმცა ასაკით პატარა არაა,თვალები ისევ ბავშვური მიამიტობით უნათებს და მთელი საქართველოს ზეცა სჩანს ამ თვალებში! შენფერი თვალები აქვს თბილისს ჩემო ელზა! ბებერს სიყვარულით ვეძახი, თორემ ის კი ვიცი ქალბატონებს ასაკს რომ არ ეკითხებიან! _ ისევ ხუმრობდა მოხუცი და თან პატარა ვერანდიანი კაფესკენ ეძახოდა ელზას. _ ვივახშმოთ ჩემო კარგო, სანამ ტატო მოვა და სახლებში დაგვარიგებს!

ტატოს ხსენებაზე ხასიათი აემღვრა ელზას. მაგრამ სცადა არაფერი შეტყობოდა. მარტოც ვერ მიატოვებდა ოტიას. გადაწყვიტა მისი მოსვლისთანავე რამე მოემიზეზებინა და წასულიყო სახლში.
დაახლოებით ორმოც წუთში მოვიდა ტატო. შემოვიდა თუ არა კაფეში თვალებით მათ დაუწყო ძებნა. შორიდანვე შეამჩნია ელზამ. მისმა დანახვამ გული რომ აუჩქარა, საკუთარ თავზე გაბრაზდა. მაგრამ მაინც თვალი ვერ მოაშორა მოსულს. ისიც კარგად შეამჩნია, რომ არც სხვებს დარჩენიათ მისი შემოსვლა შეუმჩნეველი. უსიამოდ გააქნია თავი ელზამ. არ იყო ასეთი თვალშისაცემი ქარიზმატულობა მისთვის კომფორტული. აი ტატო კი თავს სრულებით თავისუფლად გრძნობდა. უცნობი გადაპრანჭული ქალის ინტერესიან მზერაზე საპასუხო ჩაცინებაც არ გამოპარვია გოგონას და მხრები აიჩეჩა ჩვეულად. სწორედ იმ წამს შეხვდა მათი მზერა ერთმანეთს. მაშინვე აარიდა თვალი და საკუთარ ჭიქას ჩააცქერდა დიდი ინტერესით.

_ საღამო მშვიდობისა!_ ზედ თავს ზემოთ მოესმა სასიამოვნო ხმა და მუხლებში ჟრუანტელმა დაუარა.
_ სად ხარ ამდენ ხანს? რა ხანია გელოდებით!_ შეუბღვირა ოტიამ შვილიშვილს. "მთლად სულელი ყოფილაო!" გაიფიქრა მოხუცმა ტატოზე, როცა ელზას საეჭვო რეაქცია დაინახა მის სალამზე. თავიც არ აუწევია გოგონას. მგონი აღარც სუნთქავდა. მიხვდა მოხუცი უცნაური დაძაბულობა იდგა მათ შორის. მიზეზმაც დააინტერესა, მაგრამ საკუთარ კითხვას პასუხი ვერ გასცა.

_კიკასთან ვიყავი, ხვალ რბოლა აქვს და მანქანას საბოლოო დიაგნოსტიკას ვუტარებდით. _ უპასუხა ბაბუამისს და ხმაურით გამოსწია სკამი ელზას გვერდით_ როგორ ხარ ელზა?
ისე ჰკითხა, თითქოს არაფერი. გული მოეწურა გოგონას.

_ კარგად მადლობა!_ ჩაილაპარკა როგორღაც უმისამართოდ. მოუსვენარი ხელები კალთაში ჩაიწყო და ერთმანეთს მაგრად მოუჭირა. სულ ოდნავ ჩაეღიმა ტატოს.
_ ივახშმეთ უკვე? თუ არ დაგისრულებიათ მეც მომშივდა ამასობაში! შევუკვეთოთ რამე!_ პასუხს არც დალოდებია, ისე მოიხმო მიმტანი და მენიუ სთხოვა.

_ მე უნდა წავიდე, თამამად დაგტოვებთ ახლა ოტია ბაბუა, რადგან თქვენი შვილიშვილი მოვიდა._ ძლივს მოაბა სათქმელს თავი. წამოიწია კიდეც ასადგომად, მაგრამ ისე მოულოდნელად მოკიდა ხელი მუხლზე დადებულ ხელზე ტატომ,რომ ადგილს მიეყინა უცბად. ის კი ისევ მენიუს ჩაჰყურებდა, ვითომ ინტერესით. თითებზე ისე უჩუმრად მოეფერა, რომ მოხუცს ვერ დაენახა ვერაფერი.
_ რა გეჩქარება? დარჩი ცოტა ხანს და მე მიგიყვან!_ უთხრა მხიარული ღიმილით.
ცოტა ხანს უხმოდ იჯდა ელზა, თითქოს მომხდარს იაზრებდა. მერე ისევ სიბრაზემ და სიჯიუტემ სძლია . ხელი წაართვა და ფეხზე წამოდგა.
_ მეგობარს უნდა შევხვდე ._ მოიგონა სახელდახელოდ_ მეჩქარება სამწუხაროდ!
ახლა კი ინება ტატომ და მოსწყდა "ფრიად საინტერესო" კერძების დასახელებებს.
_ ნუთუ?_ ჰკითხა ირონიით.
წარბშეკრულმა შეუბღვირა ელზამ. სანამ ოტია სიტყვას ეტყოდა, ნაჩქარევად დაემშვიდობა და კარისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა.
სიბრაზის ფერმა გადაურა სახეზე ტატოს.
_ ვფიქრობ, ჯობია გააცილო!_ ისე მოულოდნელად გაისმა ოტიას ხმა , შეკრთა კიდეც ფიქრებში გართული კაცი.
_ მეტისმეტად ლამაზია, სიმარტოვისთვის!_დააყოლა ნათქვამს.
_ ახლა კი მოიტყუა, მაგრამ არ მგონია ეს ტყუილი დიდხანს დარჩეს ტყუილად! ერთი ვიღაც ბაჩო გამუდმებით სწერს, თავს არ ანებებს. ხომ იცი ბოლოს შეძახილი ყველაზე ნორჩ ხეებსაც ახმობს!
_ შენ რა მის ტელეფონსაც აკონტროლებ გესტაპო?_ სიმწრით ჩაეცინა ტატოს. თან გულში გაუელვა,.: " იქნებდა მართლა მის სანახავად მიდიოდესო?"
_ მერე შენ?_ ესღა ჰკითხა და წამოიწია.
_ ტაქსი და მისი ჯანი ბაბუ!_ ეშმაკურად გაეცინა ოტიას.
_ დამირეკე რომ მიხვალ!_დაუბარა. მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და სწრაფი ნაბიჯით გამოუდგა მიმავალს.
თუმცა შორს არ დაუხვდა წასული. რამდენიმე შენობის იქით იდგა ოქროს ლობარდის დაკეტილი ოფისის წინ და უცნაური სახით ათვალიერებდა. ვერ მიხვდა ტატო, რა იყო იმ უსახურ ბანალურ პოსტერზე ასეთი საინტერესო. წამოეწია და ფიქრებში გართულს უკან ამოუდგა. ისე ახლოს, რომ მისი თმის სურნელსაც კი გრძნობდა.
_ არაუშავს ელზა!_ საკუთარ თავს უთხრა უცებ გოგონამ_ ცხოვრება ასეა, ზოგჯერ უსიამოვნო რაღაცეების გაკეთებაც გვიწევს! უბრალოდ ამაზე არ იფიქრო!
მხარზე პატარა ჩანთა შეისწორა და რომ მიბრუნდა ისე ახლოს შეეჩეხა ტატოს შიშისგან კინაღამ იკივლა. ხელი მოხვია ტატომ, ისარგებლა მისი დაბნეულობით.
_ აბა რაო? აქ ხვდები მეგობარს?_ ჰკითხა ღიმილით.
_ ხო აგვიანებს, უნდა დაველოდო ცოტა!_ მისი ხელების მოშორება სცადა ელზამ. უყირებდა მის გაბრაზებულ სახეს, მტკიცედ მოკუმულ ტუჩებს და აწურულ მხრებს და უეცრად ისე ძალიან მოუნდა მისი კოცნა თავი ვერ შეიკავა. დაიხარა და ისეთი სურვილით და ისე ხანგრძლივად აკოცა სული შეუგუბდა საწყალ ელზას. მაშინ გაუშვა,როცა მიხვდა ვეღარ სუნთქავდა.

_ გამიშვი! რას აკეთებ!_ მაშინვე აყვირდა გაცოფებული გოგო. მაგრამ ტატოს დიდად არ უდარდია მის ჩხუბზე.
_ მომენატრა!_ უთხრა თავადაც გაოცებულმა. მიხვდა ელზა კოცნას გულისხმობდა და არა მას და უარესად მოეშხამა განწყობა. არა, ამ კაცთან საერთო არაფერი ჰქონდა!
_ გამატარე! უნდა წავიდე! _ ისევ გაცლა სცადა.
_ წამოდი მივდივართ!_ ხელი მოკიდა და გაიყოლა ტატომ_ გავისეირნოთ ცოტა ხანს. მანქანის კარი გამოუღო და წარბაწეული დასცქეროდა გაჯიუტებულს. იცოდა ელზამ არ უნდა გაყოლოდა, თუ გაყვებოდა მერე მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოუწევდა საყვედურების თქმა, მაგრამ გულმა აჯობა გონებას. ერთი შანსი მისცა საკუთარ სურვილებს.
კარგა ხანს მგზავრობდნენ უხმოდ. თითქოს ორივე ისვენებდა ერთად ყოფნის მყუდროებით. ხმას არცერთი იღებდა, ან რაზე უნდა ესაუბრა ორ სრულებით განსხვავებულ სამყაროს ერთმანეთთან. ბოლოს ელზას სახლის წინ გააჩერა ტატომ მანქანა.
_ მინდა ჩემთან იყო!_ გაოცებულმა შეხედა ელზამ კაცს. ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ამ "ჩემთან ყოფნაში". მოერიდა და ვერც კითხა.
_ მასე რატომ მიყურებ? გაეღიმა ტატოს.
_ მოსმინე, მე .... _ გაჩუმდა და გონებაში საჭირო სიტყვებს დაუწყო ძებნა.
_ ვერ ვითმენ შენთვის უკოცნელობას! რომ გხედავ, შენი სურვილი მიტანს! ხოდა მინდა ჩემთან იყო, უნდა გავიგო რას ნიშნავს ეს ყველაფერი!_ ახლა უარესად დაიბნა ელზა
_ მე... ჯერ არავისთან ვყოფილვარ! და არ მინდა..._ სირცხვილისგან ცეცხლი წაეკიდა ლოყებზე, მაგრამ უნდა ეთქვა, რომ საკუთარ თავს მეტად აფასებდა, ვიდრე უბრალოდ ვნებას და ორ დღიან ურთიერთობებს.
_ ეჭვიც არ მეპარება!_ გაეცინა ტატოს. _ ეგ კი არა კოცნითაც მე ვარ პირველი ხომ?
ისევ დამუნჯდა ელზა. რა უნდა ეთქვა?!
_არასწორად გამიგე! უბრალოდ მინდა შემხვდე! შანსი მომცე!
_ უნდა მოვიფიქრო! ახლა ვერაფერს გეტყვი!_ მხრები აიჩეჩა ელზამ. _ შენ სხვანაირი ხარ! შენთან ალბათ რთულია! თანაც ოტია ბაბუის მრცხვენია! რას იტყვის რომ გაიგოს?_ ყველაზე მეტად ვისაც გაახარებდა თავისი თანხმობით, სწორედ მისი ეშინოდა ელზას.
_ ოტიას ნურაფერს ვეტყვით!_ მისკენ მიიწია ტატო. მიხვდა სულ ოდნავი ბიძგი და დაითანხმებდა.
_ მაკოცე!_ სთხოვა ჩურჩულით. არ განძრეულა ელზა, ისევ ტატომ მოხვია ხელები და ახლა უკვე ნელა და მოთმინებით შეიგრძნო მისი ტუჩები. ოდნავი ლიმონის არომატი დაჰკრავდა კოცნას.
_ახლა ჩემთან ხარ ხომ?_ ისე ჰკითხა თავად კითხვა არ ტოვებდა უარის ადგილს.
_ ცოტა გაიწიე და თავისუფალი სივრცე მომეცი! _ ხელი მკერდზე მიაჭირა ელზამ._ ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება ნამდვილს არა ჰგავს!
ჩაილაპარაკა უცნაურად დაეჭვებულმა.
_ ოოოო, შენში დიდი ეჭვიანი ქალი იმალება არა?_ გაეღიმა ტატოს._ ძალიან მესაკუთრე ხარა არა? მაგრამ არაუშავს, ეს მომწონს კიდევაც! ახლა წადი თორემ ეჭვი მაქვს კიდევ თუ გაკოცებ, ვერასდროს გაგიშვებ!
_ ახლა რამდენი ხნით დაიკარგები ნეტავ?_ მაინც ვერ მოითმინა ელზამ.
_ ააა, მაგიტო მიბღვერდი არა რომ მოვედი!_ ისევ გაიწია საკოცნელად,მაგრამ სახე აარიდა ელზამ და მხოლოდ მის თმაში ჩაყო ცხვირი.
_ უბრალოდ შენი დავიწყება ვცადე პატარა გოგო!
_ მერე?_ ამოხედა ელზამ.
_ მერე, აქ ვარ შენი ყურმოჭრილი მონა, აწი გისმენ და გემორჩილები!


_ ძალიანაც ნუ მიენდობი დაიკო! მასეთი თავქარიანი კაცები არ ეძებენ ხოლმე სტაბილურ ურთიერთობებს!_ თითს გამაფრთხილებლად უქნევდა ნინო მეგობარს.
_ ეგ კაცი საშენო არაა ელზა!
_ აბა საჩემო ვინაა, ბაჩო?_ სიტყვამ "საშენო" ხასიათი გაუფუჭა._ რამით მჯობია? არ შევეფერები?
საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა.
_ მაგას არ ვგულისხმობ ქალბატონო რისხვავ! _ ხელი ჩაიქნია ნინომ. _ უბრალოდ შენ სხვანაირი ხარ, ნათელი, კეთილი, გასაგები!
_ გასაგები რაღაა ნინო? _ ხმა გაებზარა ელზას_ ალბათ მარტივი გინდოდა გეთქვა არა?!
_ თუნდაც! და რა არის სიმარტივეში ცუდი? ის კი... შენ ამბობ, თორემ მე კი არ ვიგონებ, ძალიან რთული ადამიანი სჩანს! გგონია, მასეთ ქვას და კლდეს გაუმკლავდები?_ ეჭვით უყურებდა ნინო საკუთარი გარეგნობის შესწავლით დაინტერესებულ მეგობარს.
_ მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ შენ მისნაირისთვის ზედმეტად კარგი ხარ, ზედმეტად ნაზი და ზედმეტად სუფთა და სხვა არავინ გეტყვის ამას ჩემ გარდა და ნუ გამიბრაზდები სიმართლისთვის, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ადვილი სამიზნეც ხარ. არ მისცე უფლება გამოგიყენოს!_ ნინოს წასვლის შემდეგაც დიდხანს ფიქრობდა მის სიტყვებზე და შინაგანი პროტესტის მიუხედავად თანდათან რწმუნდებოდა მათ სიმართლეში. ბოლოჯერ შეხედა საკუთარ თავს მოწყენილმა და საძინებელი ჩამოაბნელა.
_ სიბნელე უხდება მარტოობას!_ ჩაილაპარაკა და საწოლში ჩაწვა.
_ " სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი.
ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი.
ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრინებული.
არ მშვიდდებოდა მაინც ჩემში გული ვნებული..." იავნანასავით ბუტბუტებდა საყვარელი პოეტის სახასიათო ლექსს და თავლებმილულული ინაცვლებდა სიზმრების სამყაროში.
კარზე მოურიდებელმა ბრახუნმა გამოაღვიძა. თავიდან ვერც მიხვდა, რომ სწორედ მის კარზე აკაკუნებდა ღამეული სტუმარი. როცა გაიაზრა, შეეშინდა კიდეც. საათს დახედა, სამის ნახევარი იყო. შიშით გახედა კარს და ფეხაკრეფით მიიპარა, რათა ჩუმად გაეჭყიტა სათვალთვალოში. თავდახრილ კაცს მოჰკრა თვალი. ვერ მიხვდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და უარესად შეშინდა.
_ გამიღე ელზა!_ მოსწვდა მის სმენას კაცის ჩახლეჩილი ხმა. გაოცებულმა კიდევ ერთხელ გაიჭყიტა და როცა ტატოს არეულ სახეს მოჰკრა თვალი უკან დაიხია ორი ნაბიჯით.
_ ამას ახლა აქ რა უნდა?_ ჩაილაპარაკა დამფრთხალმა. ვერაფრით იპოვნა მიზეზი, რის გამოც ტატოს დაუპატიჟებელ და უდროო სტუმრობას ახსნიდა.
_ გთხოვ ელზა!_ ისევ შეაკრთო მისმა იმედგამწყდარმა ჩურჩულმა. " ღმერთო ვინმემ რომ დაინახოს, რას იტყვიან?!" გამბედაობა მოკრიბა და კარი ოდნავ გამოაღო.
_ ელზა!_ მისკენ გადმოდგა ნაბიჯი ტატომ. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა ნასვამი იყო. თანაც ძალიან.
_ აქ რა გინდა ტატო? იცი რომელი საათია?_ სცადა გონზე მოეყვანა. მაგრამ ვერა შეასმინა რა.
_ შემოვალ ელზა!_ ამოიოხრა კაცმა. სიტყვებს თითქოს ტკივილიც ამოაყოლა.
სანამ ელზა ორჭოფობდა და სათანადო პასუხის მოგონებას ცდილობდა, გვერდზე გასწია ტატომ და დაუპატიჟებლად შეაბიჯა. ხელი ჩაიქნია გოგონამ. იმდენად კი ენდობოდა, რომ არ შეშინებოდა მისი, უბრლოდ მისი მოსვლის მიზეზს ვერ ხვდებოდა.
_ აქ რა გინდა ტატო?_ მიუბრუნდა კედელზე მიყუდებულ თვალდახუჭულ კაცს_ ახლა სტუმრობის დრო არაა!
ტატომ ამოიოხრა და თავი უკან გადასწია. გრილ კედელს მიაყრდნო დამძიმებული კეფა.
_ მშვიდობაა ტატო?_ მიუახლოვდა გარინდებულს და მაჯაზე ფრთხილად შეახო თითები. თვალები გაახილა ტატომ. რაღაც ამოუხსნელი დარდით უყურებდა, სიმშვიდეს ასხივებდნენ ელზას თვალები. თანდათან გადაედო მისი განწყობა. ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა. გაშლილ თმაში ახლართა ძლიერი თითები. მისი სურნელი შეიყნოსა მოურიდებლად. თავზე აკოცა, კოცნით ჩამოუყვა ბეჭებისკენ.
_ მითხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება!_ უჩურჩულა ყელში. შემდეგ წამით გაჩუმდა. გაოცებული სახე ააწევინა და ორივე ხელით დაუჭირა.
_ თვალებში მიყურე ელზა!_ სთხოვა და მისი დაბნეული მზერაც მიიპყრო.
_რა მოხდა ტატო?_ ჰკითხა მისი სიახლოვით ხმააკანკალებულმა. თან გამხდარი თითებით მაჯებზე ჩამოეკიდა ფეხის წვერებზე მდგარი.
_ შენ ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ!_ სევდიანი ღიმილით შეათვალიერა თავიდან ფეხებამდე. საღამურიც უცნაური ეცვა ელზას, რაღაცნაირად ძველებური, მაქმანებიანი, მორიდებული.
_ახლა მხოლოდ შენ თუ დამაჯერებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!_ ტუჩებზე ნაზად შეეხო. _ ახლა მატო შენ მჭირდები ელზა! გესმის ჩემი?
_ შენ ნასვამი ხარ ტატო!_ წინააღმდეგობას არც კი ცდილობდა, და ეს უკვე წინააღმდეგობა იყო.
_ კიკა ავარიაში მოყვა!_ ძლივს ამოთქვა ტატომ._ნება მივეცი, ჩემ მაგივრად დაჯდა და ახლა სიკვდილს ებრძვის! დავითმა თქვა, რომ ძალიან ცოტაა გადარჩენის შანსი, გესმის ელზა? დავითმა თქვა..._ თვალები ცრემლებით აევსო. ახლა მიხვდა ელზა, რაც სჭირდა ტატოს. ლოყაზე მოეფერა პატარა ბავშვივით.
_ ყველაფერი კარგად იქნება ტატო! კიკა ალბათ ძლიერი ბიჭია! შენი ბრალი არააა ტატო!_ მეორე ხელსაც მის სახეზე აფათურებდა, თვალებიდან ცრემლები ამოუშრო.
_ კიდევ მითხარი! მითხარი, რომ დავიჯერო ელზა!_ ამოიოხრა ტატომ.
_ ყველაფერი კარგად იქნება!_ გაუმეორა გოგომ. ხელი მოჰკიდა და მისაღებში შეიყვანა. შუქის ანთება უნდოდა, მაგრამ ტატომ გააჩერა.
_ არ გინდა გთხოვ, თავი მისკდება ისედაც! უბრალოდ ახლოს იყავი! ესეც საკმარისია!_ ხელი მოხვია და კალთაში ჩაისვა. გულში ჩაიკრა. თავს უხერხულად გრძნობდა ელზა, მაგრამ ვერ ინძრეოდა. იჯდა ასე გაშეშებული და სუნამოს სურნელში არეულ სასმელის სუნს და ტატოს სურნელს ერთად სუნთქავდა. ხმა აღარ ამოუღია კაცს. მხოლოდ ხელები არ გაუშვია მისთვის. ხანდახან სულ ოდნავ ეხებოდა თმაზე ტუჩებით. თანდათან მოითენთა ელზა და ისე ჩაეძინა, ვერც კი მიხვდა. მშვიდ სახეზე დიდხანს დაჰყურებდა ტატო საკუთარ მკლავებში ჩაკარგულ ქალს. მისთვის ყველაზე სასურველს და სხეულს სიმშვიდე უვსებდა.
დილით როცა გაიღვიძა, ტატო არსად იყო. თავის საწოლში იწვა ისევ, გაოცებულმა მიმოიხედა.
_ დამესიზმრა ნუთუ?_ ჩაილაპარაკა გაოცებულმა. მისაღებში გავიდა. იქაც არაფერი მეტყველებდა მის ღამეულ სტუმარზე, მაგრამ ნასვამი ის იყო და არა ელზა.
_ ნეტა კიკა როგორაა?_ ჩაილაპარაკა მოწყენილმა. სულ არ იცნობდა, მაგრამ მაინც სწუხდა უცნობ ადამიანზე. მობილური ამოიღო და ტატოს ნომერს ჩააჩერდა. დარეკვა ეუხერულებოდა.
_ რაა მოსარიდებელი?_გაუბრაზდა საკუთარ თავს. განა გუშინ კალთაში არ ეჯდა. ახლა დარეკვა რცხვენოდა?!
ზარის ღილაკს ხელი გაუბედავად დააჭირა.
_ტელეფონი გამორთულიაო. _უპასუხა ოპერატორმა. შვებით ამოისუნთქა.

ჩაიცვა, ისაუზმა, მოწესრიგდა, ჩიტს მიხედა, დილის რუტინა მოითავა და კატიასთან წავიდა. იქ მაინც გაიგებდა რამეს იმ ბიჭზე. საავადმყოფოს მიმღებში მივიდა, მაგრამ ზედმეტსახელის მეტი არა იცოდა რა. უკან გამობრუნდა იმედგაცრუებული. კიბეებს ფეხით აუყვა გულის გადასაყოლებლად. ბებიის პალატა შეაღო და შევიდა. კატიას ეძინა.
_ რა უცნაურია ცხოვრება?_ ჩაილაპარაკა თავისთვის. აი კატია ამ ასაკშიც კი უფრთხილდებოდა სიცოცხლეს,ისე იზოგავდა, როგორც უკვდავების ჯადოსნურ წამალს. მაგრამ მაინც არსაიდან შემოუტია ავადმყოფიბამ. კიკა კი, ის სულელი ბიჭი?! ძალად შეიძლება გარისკო სიცოცხლე? რამდენი სპორტია უფრო უსაფრთხო, მაგრამ არა! მათ ადრენალინი მოსწონთ და სწორედ სიკვდილთან თავხედური თამაში. ბებიას თმა გადაუვარცხნა და პალატა დატოვა. დავითი სურდა ენახა.
მის კაბინეტთან მივიდა და ის იყო შეაღო რომ საუბარი მოესმა.
_ სად იყო გუშინ ტატო დავით?_ გაისმა ქალის სასიამოვნო ხმა.
_ კიკა აქ დატოვა და სადღაც გაუჩინარდა მთელი ღამე. _ იმეორებდა ისევ ჯიუტად თავისას.

_ ახლა ეჭვიანობის დრო და ადგილია მერიემ?_ ხმა ცივი და მკაცრი ჰქონდა დავითს. _ ვეღარ გაუძლო! რა არის ამაში უცნაირი! საკუთარი სისხლი მისცა, დაიღალა, ინერვიულა, და ცოტა გაიარა! რატომ ეძებ მუდმივად პრობლემებს?! რით ვერ დასრულდით?!
_ მე ვეძებ პრობლემებს? ლამის ერთი თვეა არ მეკარება! ის მაინც მითხრას, რა დავუშავე? ეს!_ ლამაზი ხელი წინ გაშალა_ ეს მაძლევს უფლებას მასზე ყველაფერი ვიცოდე!
ოქროს ბეჭედმა გაიელვა ლამაზ ჩამოქნილ თითებზე.
გაოცებისგან შეკრთა ელზა, კარზე ხელი ეკრა და კარიც მორჩილად გაიღო.
_ ოჰ, ელზა?_ ისე გაიკვირვა დავითმა, ისე უცნაურად შეცბა. თან მის წინ მდგარ ქალს შეხედა დაბნეულმა.
_ შემოდი ელზა!_ წამოდგა და შეიპატიჟა.
_ მერიემ იქნებ დაგვტოვო?!_ უფრო უბრძანა, ვიდრე სთხოვა.
_ არა! არ ვაპირებ მის უნახავად წასვლას! _ გულხელი დაიკრიფა ქალმა.
ელზა იდგა ჩუმად, უსიტყვოდ და გონებაში უელავდა ნინოს სიტყვები:
" შენ მისთვის ზედმეტად მარტივი ხარ!" თავს შემოუძახა და ოდნავ გაიღიმა.
_ არაუშავს დათო ექიმო! მაინც მაგვიანდება! კიკას ამბავი გავიგე და მის მოსაკითხად მოვედი! თუმცა არაუშავს! მერე ვისაუბროთ!_ იმდენად მშვიდი და გაწონასწორებული იყო დავითმა გაკვირვება ვერ დამალა. აშკარად იყო დარწმუნებული, რომ ელზამ ყველაფერი გაიგონა.
_ მართალა საოცარია ეს პატარა გოგოო!_ გაიფიქრა და სახემოქუფრულ მერიემს გახედა. უცნაურად გაეღიმა. მერიემს ელზას სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავდა, მაგრამ ელზა არ იყო ის გოგო, კაცის გამო ხელჩართულ ომში ჩაბმულიყო. მისი თავმოყვარეობა არ მისცემდა ამის უფლებას. კარამდე ღიმილით გამოაცილა.

კიკას საწოლთან იჯდა ტატო და ნაიარევებით დაჩეხილ სხეულს უთვალიერებდა. ყველა ეს იარა მას უნდა ჰქონოდა და არა კიკას. ხომ იცოდა კიკა არ იყო იმ რანგის მძღოლი ამ ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მაინც ნება დართო. ამოიოხრა და მუჭი დაარტყა კედელს.
_ უნდა გაუძლო ძმაო! უნდა გაიღვიძო, თორემ არ ვიცი ამას როგორ გადავიტან!_ მილებში გახვეულს კიდევ ერთხელ გადახედა და გარეთ გამოვიდა. კიბეებისკენ გაუყვა დერეფანს, როცა თვალი მოჰკრა ლიფტის წინ მდგარ ნაცნობ სილუეტს.
დაუძახა, მაგრამ არ გაუგონია ელზას ისე შეაბიჯა ლიფტში. ზუსტად წამით მიუსწრო კარის დაკეტვას და თავადაც შეჰყვა.
_ გეძახდი? არ გესმოდა?_ გაუღიმა და გვერდით დაუდგა. წამით შეავლო ელზამ მზერა და თვალი აარიდა. ტატომ მაშინვე შეამჩნია, ძველებურად არ აუციმციმდა თვალები.
_ მოხდა რამე?_ მისმა დუმილმაც დააბნია.
_ არაფერი!_ მშვიდ ხმაში სიცივეც ამოიცნო და წინ გადაუდგა.
_ შემომხედე!_ უთხრა და ნიკაპი ააწევინა. მორჩილად შეხედა თვალებში გოგომ,მაგრამ ცარიელი ჰქონდა მზერა. აღარც მშვიდი დღე და აღარც ნათელი ცა აღარ მოუჩანდა თვალებში.
_ ელზა! _ ხმა გაებზარა. ოდნავადაც კი ვერ იეჭვა, რა უნდა ყოფილიყო ამ გულგაციების მიზეზი.
ლიფტის კარი უდროო დროს გაიღო.
_ უნდა წავიდე ოტია ბაბუა მელოდება! _ ხელით მოიცილა მისი თითები სახიდან და გასვლა სცადა.
_ არ მეტყვი რა მოხდა?_ ისევ ჰკითხა. ელზას სულ ოდნავ ჩაეცინა, მაგრამ ეს არ იყო სიცილი, უფრო იმედგაცრუებას ჰგავდა.
მშვიდად აუქცია გვერდი და გასასვლელისკენ გემართა ჩვეული პატარა, სწრაფი ნაბიჯებით.
_ ელზა!_ დაუძახა და ისევ დაეწია_ დამელოდე ოტიასთან, საღამოს მოვალ და მე წაგიყვან სახლში!
სახეზე შეამჩნია არაფრად უღირდა მისი სიტყვები. სულ არ აინტერესებდა მივიდოდა, თუ არა.
_ დამპირდი!_ პირობა სურდა. ელზა პირობას არ გატეხდა და დაუცდიდა. ის იყო პირი გააღო ელზამ პასუხის გასაცემად, რომ ზურგს უკან გაისმა ნაცნობი ხმა.
_ ტატო! ვინაა ეს გოგონა?_ ისევ უცნაურად გაეღიმა ელზას. აი ახლა კი მიხვდა ტატო.
_ ვეჭვიანობთ?!_ ჰკითხა მხიარულად და მხარზე ხელი მოხვია.
უკან შებრუნდა და ისიც შეაბრუნა, წინ მოიქცია. ტანზე აიკრო. გაიბრძოლა ელზამ, მაგრამ ვერ მოიცილა.
_ მერიემ,როგორ ხარ ძვირფასო?_ მოღუშული ქალი სწრაფად მოუახლოვდათ.
_ ვერ გაიგე რა გკითხე?_ შემფასებლურად შეათვალიერა ელზა.
_ ჩემი შეყვარებულია მერიემ!_ თვალები დაჭყიტა ელზამ.
_ არ ვარ!
_ ხარ! უბრალოდ ჯერ არ შევთანხმებულვართ ამაზე!_ წარბი ასწია ტატომ.
_აბა მე რა ვარ?_ თითები მომუჭა ქალმა და ხმა დააწვრილა.
_ თვეზე მეტია ყოფილი ხარ! მაგრამ დაჯერება არ გინდა! რით დაგეხმარო?!_ სულ აღრა ეცინებოდა ტატოს. უკვე აღიზიანებდა ამდენი უაზრო საუბარი. სწორედ ერთი თვის წინ მორიგი უაზრო კამათის შემდეგ დაშორდნენ. ვინ იცის, იქნებ კიდევაც შერიგებოდა, როგორც ამას მანამდე აკეთებდა, მაგრამ თავს მოულოდნელად სასწაული დაატყდა, სახელად ელზა. როგორც ქალიშხალი ისე მოედო სხეულში და მთელი მისი ყურადღება მიიტაცა. ახლა კი, ერთად როცა ხედავდა ორივეს, ხვდებოდა, მერიემი სრულებით დასრულებულიყო მასში , ხოლო ელზა ახლაღა იღვიძებდა. ისევ გაიბრძოლა გოგომ. სწორი ადამიანი იყო და სულაც არ მოსწონდა, თუ ვინმეს უბედურების მიზეზი გახდებოდა.
_ ძალიან გთხოვთ, თქვენი ამბები უჩემოდ არკვიეთ!_ მტკიცედ ჩაილაპარაკა და სავადმყოფო დატოვა. ოტია ელოდებოდა. მასთანაც უნდა ესაუბრა. აეხსნა, რომ მუშაობას თავს ანებებდა. სპონტანურად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ წესიერი მიზეზი ვერაფრით მოიფიქრა.
გზად ლომბარდში შესვლას აპირებდა, მაგრამ, რადგან აგვიანებდა გადაიფიქრა. კიდევ ერთი დღით ამოისუნთქა, ხელი ჩანთაში ჩაყო და ძვირფას ნივთს მაგრად მოუჭირა.


_ ტატო!_ ქალის ცრემლები არ უყვარდა ტატოს, მით უფრო, თუ თავად იყო ამ ცრემლების მიზეზი, მაგრამ რა უნდა ექნა ამ შემთხვევაში? გაჯიუტებულ ქალს არაფრის გაგონება არ სურდა. აჩრდილვით დასდევდა უკან და შანსს არ უშვებდა, რომ საკუთარი თავის მის საცოლედ არ გაესაღებინა. ოდესღაც ალბათ იყო კიდეც, მაგრამ ახლა არა. კიდეც აღიზიანებდა ტატოს მისი უაზრო აკვიატება, მაგრამ ვერაფრით აიძულა საკუთარი თავი ზრდილობის საზღვრები გადაელახა._ მენატრები ტატო!
საკუთარი სხეულის გამოყენებით ცდილობდა მერიემი მის შეკავებას და ეს კიდევ უფრო აუფასურებდა ქალს კაცის თვალში.

_ შეწყვიტე მერიემ! შეწყვიტე გთხოვ! იმის ხათრით მაინც, რაც ჩვენს შორის იყო! _ ყელიდან ძალით მოაშორებინა მოხვეული მკლავები.
_ ის მართალია, რაც იმ გოგოზე თქვი?_ ისევ თავისას მიერეკებოდა ქალი.
_ მართალია მერიემ, მიყვარს..._ დაფიქრდა, ნუთუ ამ წამს აღიარა? თანაც სრულებით სხვა ქალის წინაშე? გაეღიმა, როცა გაახსენდა მისი ნაწყენი თვალები. "ეჭვიანი!" გაიფიქრა გულში_ ხო, მე მიყვარს!
_ მას არა?_რატომღაც სიხარულით გაეცინა ქალს.
_ არაუშავს, შემიყვარებს! მგონი მიცნობ და ხვდები რასაც ვგულისხმობ არა?!_ ხელები დამნაშავესავით გაშალა ტატომ_ მაპატიო უნდა და შენი გზა გააგრძელო! შენ იმსახურებ, რომ უყვარდე ვინმეს! სიყვარული თანაგრძნობა არაა მერიემ!
_ ბანალურია!_ ჩაეცინა მერიემს._ ხომ ხედავ, როგორი ბანალურია! აქამდეც მიხვედი?
_ რაც არის ეს არის მერი! გთხოვ, ამით დავამთავროთ!_ უთხრა და ზურგი აქცია. დავითის კაბინეტისკენ აირბინა კიბეები. უკან აღარ მოუხედავს.

_ უნდა გადავიყვანოთ! გადაწყვეტილია! ღვიძლი ეთიშება, ვერ აქვს სახარბიელო მდგომარეობაში! მისი დონაცია რთული ამბავია ტატო!_ მშვიდი ხმის მიღმა მალავდა დავითი საკუთარი უმწეობით გამოწვეულ ტკივილს. კიკა ობოლი ბიჭი იყო. ობოლი და გზასაცდენილი. შემთხვევით გადაეყარნენ მეგობრები მას საკუთარი ცხოვრების გზაზე, მაგრამ ბედმა ინება, რომ ორივესთვის ის ძმა გამხდარიყო, რომელიც არასდროს ჰყოლიათ. თავქარიანი, გადარეული და უსაზღვროდ კეთილი ბიჭი იყო კიკა, ანუ კონსტანტინე. საშინლად არ უყვარდა საკუთარი სახელი, ამბობდა: " მაინც კაცმა არ იცის რა მქვია სინამდვილეშიო!"ამიტომ უბრალოდ კიკა იყო ყველასთვის, ვისაც კი იცნობდა. ახლა კი იწვა ეს მხიარული, სიცოცხლისმოყვარე ბიჭი და სიკვდილს ებრძოდა.

_ დიდ თანხებზეა საუბარი არა?_ ცერად გახედა. დავითმა უსიტყვოდ დაუქნია თავი.
_ მაგაზე არ იდარდო! ფული იქნება! ყველაფერი გაამზადე. დრო რამდენი მაქვს?_ ფეხზე წამოდგა ტატო.
_ არ გაბედო და მხოლოდ საკუთარ თავზე არ აიღო ხომ გესმის? მეც თქვენთან ვარ!_ წარბი შეკრა დავითმა.
_ ეჭვიც არ მეპარება ძმაო!_ თვალი გამამხნევებლად ჩაუკრა ტატომ და მისი კაბინეტი დატოვა.

ყველაფერი რაც ღირებული ჰქონდა მაშინვე დაგათვალა გონებაში. სიმდიდრეზე არასროს უფიქრია ტატოს, არც რამე დანაზოგს ფლობდა, რადგან ერთი დღით ცხოვრობდა. იმდენი ჰქონდა, რომ ყოფნიდა, კიკას სულაც არაფერი გააჩნდა საკუთარი თავის მეტი. დავითს არა უშავდა, თუმცა ესეც არ იყო სამყოფი. ახლა კი გამოდიოდა, რომ მათ თვალში ამდენად უფასური ქაღალდი სწორედ ადამიანის სიცოცხლედ ფასობდა.
თუმცა აქაც იყო განსხვავება. ვისი სიცოცხლე მეტი ღირდა, ვისი ნაკლები, თუმცა სურვილი, საყვარელი ადამიანის დახმარებისა, ყველას ერთნაირ მოტივაციას უჩენდა რათა სიკვდილის წინააღმდეგ მთელი თავდადებით ებრძოლათ.

ტატომ მობილური ამოიღო და ოტიას ნომერი აკრიფა. დიდხანს არ უსაუბრია ბაბუასთან. ყველაფერი გაიგო აზრიანმა მოხუცმა და პირიქით გაიოცა:
_განა ახლა მორიდების დროა შვილო? ისე მოიქეცი, როგორც საჭიროა!_ მობილური გათიშა და პატარა უბრალო სეიფიდან თავისი შვილის და რძლის ძვირფასეულობა გამოიღო. თითი სიყვარულით გადაუსვა შვილების ნაქონ ნივთებს.

_ მაპატიეთ ბავშვებო, ვერ გავუფრთხილდი თქვენს დანატოვარს, მაგრამ ახლა ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი! _ ყუთიდან ყველაფერი ამოიღო, მხოლოდ ქორწინების ბეჭდები ჩატოვა და ყუთი ისევ სეიფში შედგა. ის იყო უნდა დაეხურა, რომ კარზე ზარი გაისმა.

ავტობუსში ავიდა ელზა და ფანჯარასთან დაჯდა. თვალი ისევ მათკენ გაექცა. დაინახა როგორ მოხვია ხელები მერიემმა ტატოს კისერზე. გული შეეკუმშა. რაში სჭირდებოდა მისი ასე გაბითურება? ნუთუ აუცილებელი იყო მის გრძნობებზე თამაში? ალბათ ელზას ბრალი იყო, ალბათ მიზეზი მისცა! აბა რას ფიქრობდა, როცა ლამის უცნობ კაცს კოცნის უფლებას აძლევდა? კარგს რას იფიქრებდა მასზე? მაგრამ ელზა გულწრფელი იყო. სხვანაირად არ შეეძლო. სძულდა ეს ტყუილი თავის გამოდება და დაფასება. რასაც გრძნობდა იმას ამჟღავნებდა კიდეც, გულისკარნახით მოქმედებდა. მაგრამ მართალი იყო ნინო. ძალიან მარტივ სამიზნედ გაიხადა თავი და აჰა შედეგიც. ცრემლები ისევ მოადგნენ თვალში. მუჭებით ამოიწმინდა საკუთარ თავზე გაბრაზებულმა.

_ მეტის ღირსი ხარ! მომინდომა აქ სითამამე და სიყვარულიბანა! თან რა დროს, როცა კატია ამ მდგომარეობაშია!_ ბებიის გახსენებამ ის აუცილებელი საქმეც გაახსენა, რასაც ასე აჭიანურებდა. ხელი ჩანთაში ჩაიყო და სამკაული ამოიღო. გადახსნა და იმ სიცარიელე დააკვირდა, რაც მშობლების სურათის ადგილას დახვდა. თითქოს ცარიელი მედალიონი კი არა მისი გული იყო. მედალიონი დახურა და ტუჩები ნაზად შეახო. შემდეგ ჩანთაში შენახვის მაგივრად უკანასკნელად ჩამოიკიდა კისერზე.

_ ოჰ, ჩემი გოგო მოვიდა!_ ჩაეღიმა ოტიას. მიმოიხედა, რომ ცწრაფერი დაინახა, ძვირფასეულობა იქვე პიანინოზე მდგარ მაღალ ვაზაში ჩააწყო, რათა არ გაფანტულიყო და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისკენ.
_მოხვედი შვილო?_ ხელი სიყვარულით გაუწოდა გოგონას და სახლში შემოიპატიჟა.
მთელი საღამო უხმოდ დაბორიალობდა ელზა ოტიას ბინაში. ყველაფერი მიალაგა. ყველაფერს ხელი შეავლო. თითქოს ასე ცდილობდა მასთან დამშვიდობებას.
_ უნდა ვისაუბროთ ოტია ბაბუა!_ სთხოვა ბოლოს მორიდებულად
_ რაღაც არ მომწონხარ დღეს! სადაა ჩემი ხალისიანი და თვალებციმციმა მეგობარი?_ ჰკითხა ღიმილით ოტიამ.
_ მისმინეთ, ვფიქრობ ბოდიში მაქვს თქვენთან მოსახდელი. რადგან პირობის დარღვევას ვაპირებ. _ ინტერესით შეხედა ოტიამ და მის წინ ჩამოჯდა.
_გისმენ შვილო?_ თითქოს გაამხნევა, ისე უთხრა.
_ მე მომიწევს... თქვენგან წასვლა მომიწევს, მაგრამ არ გეგონოთ, რიმ დაგივიწყოთ! როცა კი მოისურვებთ იქ შეგხვდებით, სადაც მეტყვით! მაგრამ ამ სახლში ვეღარ ვიმუშავებ მე!_ თვალები აეცრემლა, მაგრამ თავის შეკავება მოახერხა. დაფიქრებით უყურებდა მოხუცი და ანცი ღიმილი ტუჩის კუთხეში ეპარებოდა.
_ მაგ შენი გადაწყვეტილების მიზეზი ტატოა, ხომ?_ ჰკითხა მშვიდი ხმით. ხმა არ ამოუღია ელზას. ვერც დასთანხმდა და ვერც ტყუილი აკადრა.
სულელი ბავშვი!_ ვერ მიხვდა ელზა მას გულისხმობდა ოტია, თუ საკუთარ შვილიშვილს

_ მაგას წასვლა არ ჰქვია შვილო, მაგას გაქცევას ეძახიან! თუმცა მე მესმის შენი, სადაც სიყვარული იბადება, იქ გაუგებრობაც ხშირია..

_ მაგრამ მე ის არ მიყვარს!_ მტკიცედ თქვა ელზამ და თვალები ამაყად შეანათა.
_ არ გიყვარს, მაგრამ შეიყვარებ! ეს ისევე გარდაუვალია, როგორც ის, რომ ამაღამ იწვიმებს!_ გაეცინა ოტიას.
_ იწვიმებს?_ ფანჯრიდან ჯერ ისევ ნათელ ზეცას გახედა ელზამ და შვებით ამოისუნთქა, როცა ერთ საავდრო ღრუბელსაც კი ვერ მოკრა თვალი. კარგა ხანს საუბრობდნენ ეს უცნაური მეგობრები. ასაკის და სხვა განსხვავებების მიუხედავად ასე საოცრად რომ ესმოდათ ერთმანეთის.
კარის კაკუნზე ფეხზე წამოდგა ორივე. მიხვდნენ ვინც იყო.
_ მოიცადე შვილო! ახლავ მოვალ!_მშვიდად უთხრა ოტიამ და კარის გასაღებად წავიდა. ხელი გულზე დაიდო ელზამ, ხელში მედალიონი მოხვდა. ფრთხილად შეიხსნა და სწორედ მაშინ ჩაიდო ჩანთაში, როცა სამზარეულოში ტატომ შემოაბიჯა.

_ ელზა!_ გაუხარდა მისი დანახვა კაცს, მაგრამ საპასუხო სიხარული ვერ მიიღო.
_უნდა წავიდე ოტია ბაბუა! აღარ მცალია, მართლა სასწრაფო საქმე მაქვს!_ არც ახლა ტყუოდა გოგონა. მედალიონი უნდა ჩაებარებინა, სანამ ლომბარდი დაიკეტებოდა
_ ელზა! მე გაგიყვან ცოტა მაცადე!_ უთხრა ტატომ ადგა და ოთახიდან გავიდა. რა თქმა უნდა არ დაუცდია გოგონას. კიდევ ერთხელ დაემშვიდობა კაცს და სანამ ტატო დაბრუნდებოდა სახლიდან გავიდა.

ფანჯრიდან უყურებდა ოტია ქუჩაში მიმავალ გოგონას და ფიქრიბდა, რომ ყველაზე ტკბილად მისაგონარ წუთებს სწორედ ახლა აგროვებდნენ მისი ბავშვები, თუმცა თავად ამაზე ჯერ არაფერი იცოდნენ.

_ოტიაა! სადაა დედას ოქრო?_ მოესმა საძინებლიდან ტატოს ხმა.
_ მანდაა, სად უნდა იყოს!_ უპასუხა და სულ დაავიწყდა, რომ თავად ამოიღო წამის წინ ყველაფერი.
ცარიელ ყუთს ჩაჰყურებდა ტატო. სადაც მხოლოდ ორი ოქროს რგოლი ბრწყინავდა.
_ ეს რა ჯანდაბაა?_ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა. სამზარეულოს გახედა წარბშეკრულმა. გაახსენდა მის დანახვაზე, როგორ ჩაიდო ელზამ რაღაც ოქროს ნივთი ჩანთაში.

_ ეს რომ ოტიამ გაიგოს, გულიც გაუსკდება! _ ჩაილაპარაკა ბრაზით._ წარმოუდგენელია! შანსი არაა!
ფიქრებში ისეთ სცენებს ხედავდა, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდა. გაახსენდა როგორ იდგა ელზა ლომბარდის წინ იმ დღეს, როცა ... თან ჰკოცნიდა და თან თურმე რა გეგმას აწყობდა?!
მუჭები ავად შეკრა. თუ ეგონა სამაგიეროს არ გადაუხდიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ორჯერ აკოცა, ძალიანაც ცდებოდა. სიბრაზე და აფექტი მთელ ორგანიზმში მოედო ისე აერია თავგზა, ისე გაცოფდა. ასეთი კაცი იყო ადვილად ფეთქებადი და სიბრაზისას დაუფიქრებელი...
ოტიასთვის დანაკარგზე არაფერი უთქვამს. ოთახიდან გიჟივით გამოვარდა.

_ ის სადაა ?_ ჰკითხა ხმაჩახლეჩილმა.
_ წავიდა!_ უპასუხა ოტიამ._ დღეს დამემშვიდობა და სამსახურიდანაც დამეთხოვა. რა უქენი ასეთი? ასე როგორ გააბრაზე?

_ მე გავაბრაზე არა?_ ლამის გადაიხარხარა ტატომ. "მე შენ გასწავლი ტყუილების თქმას ქალბატონო!" დაემუქრა გულში და სახლიდან ლამის სირბილით გავიდა .
ზუსტად ლომბარდიდან გამომავალი დაიჭირა, გააფთრებული დასწვდა გამხდარ მაჯაში და ლამის ძვლების მომტვრევამდე მოუეირა. ტკივილისგან და მოულოდნელიობსგან შეჰკივლა ელზამ. მის ტკივილს ყურადღება არ მიაქცია. მანქანისკენ წაიყვანა და ძალით ჩასვა შიგ. სწრაფად მოუარა და გვერდით მიუჯდა. ისე მოაჯახუნა კარები, ადგილზე შეხტა გოგო.

_ რა უყავი? გაყიდე უკვე, თუ ჯერ ვერ მოასწარი? ეს იყო სულ შენი მიამიტობა და სინაზე არა?_ გაავებული უღრენდა შიშისგან თვალებგაფართოებულ გოგონას._ მიფახულე ახლა გაოცებით ეგ ლამაზი თვალები!
სიბრაზის მიუხედავად, თუ სწორედ სიბრაზის გამო ისე მოესურვილა მისი აცახცახებული ტუჩები, სულ დაავიწყდა რის გამო ამტვრებდა დაუნდობლად მაჯას. მეორე ხელი წელზე მოხვია და ტუჩებზე დააცხრა. წინააღმდეგობას უწევდა ელზა. გაოგნებული, შეშინებული და აკანკალებული. ძლივს დააღწია თავი, უკან გადაიწია და სილა შემოკრა გამეტებით.
_ ჰო!_ ჩაეცინა ავად ტატოს._ ისევ შეურაცხყოფილი გოგოს როლს მეთამაშები არა?!
_ რა გინდა, რას აკეთებ?_ ჰკითხა ელზამ ხმის კანკალით.
_მომეცი აქ !_ ჩანთაზე ხელი დაავლო გახსნის ნაცვლად გაგლიჯა და მის მუხლებზევე გადმოაპირქვავა. უბრალო და სასაცილო ნივთები გადმოცვივდა გახეული ჩანთიდან. ისევ მწარედ ჩაეღიმა ტატოა. გასაღებზე პატარა ფუმფულა სათამაშო მელაკუდა რომ დაუნახა. ჯერ ისევ ბავშვი იყო ელზა, მაგრამ ...

_ აჰა!_ შესძახა გახარებულმა და ფულის გადაკეცილ კუპიურებს დაავლო ხელი. _ ეს რა არის? რა არის მეთქი? საიდან გაქვს?
_რას აკეთებ? ეს ჩემია!_ აკანკალებული ხელებით საკუთარ კაბას ჭმუჭნიდა გოგონა. ვერ ხვდებოდა, რას ედავებოდა კაცი.
_ შენია? შენია არა?_ ჩაეცინა ირონიულად ტატოს. _ შენ რა გინდა გამაგიჟო?
სიბრაზე რომ ცუდი მასწავლებელია, ეს ყველამ ვიცით და ტატომაც იცოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ სიბრაზე არ იყო პრობლემა, გრძნობდა რომ გაყიდეს, უღალატეს, მოატყუეს და გამოიყენეს. ამიტომ საღი აზრი საერთოდ დაკარგა.

_შესაძლოა შენია , მაგრამ ჯერ უნდა დაიმსახურო ჩემო კარგო!_ უთხრა დაცინვით და მისი ტუჩებისკენ გაიწია.
_ გაჩერდი! გაჩერდი ტატო! გთხოვ!_ მკერდზე ხელი მიაჭირა ელზამ გაგიჟებულ კაცს._ აი ნახე, ნახე! სიმართლეს გეუბნები!
მუხლებზე დაყრილ ნივთებში ხელი მოაფათურა და ატირებულმა გაუწოდა პატარა ფურცელი.
_ ეს რა არის?_ გამოგლიჯა და დახედა. ლომბარდის ქვითარი იყო, სადაც გარკვევით ეწრა, რა და რამდენად ჩაიბარეს ელზასგან. ჯერ ვერ გაანალიზა. კიდევ ერთხელ წაიკითხა. მერე აცრემლებულ და შიშით კუთხეში მიყუჟულ გოგოს გახედა გაოგნებულმა.

_ არა!_ ჩაილაპარაკა თავისთვის._ ეს რა გავაკეთე?
გაიაზრა რამხელა და რა გამოუსწორებელი შეცდომა დააშვებინა დაუფიქრებლობამ. საყვარელი ქალის თვალებში სიყვარულის ნატამალიც კი აღარ ჩანდა. მხოლოდ შიში და გაუგებრობა. მოულოდნელად მობილური ამღერდა.

_ ხო ოტია!_ უპასუხა მძიმედ. იცოდა ისეთ რამეს მოისმენდა, რაც საბოლოოდ დაასამარებდა მასში ღირსეულ კაცს.
_ აკი სასწრაფოაო? რატომ არ წაიღე ბაბუ ესენი? _ ჰკითხა ოტიამ მშვიდად.
_ ოქრო სახლშია?_ ჰკითხა ხმა ჩამწყდარმა.
_ აბა სად იქნება ნეტა?_ გაიოცა ოტიამ. უხმოდ გათიშა ტელეფონი და ელზასკენ გახედვაც ვეღარ გაბედა.
ხედავდა აკანკალებული ხელებით როგორ ცდილობდა გოგონა მანქანაში მიმოფანტული ნივთების შეგროვებას და როგორ ღვარღვარით მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები. მისთვის ყველაფერი ნათქვამი და გასაგები იყო. ბოლოს რომ ვერ მოახერხა, მხოლოდ ფული აიღო, ამასაც მიუყრიდა, მაგრამ კატიასთვის სჭირდებოდა. დახეული ჩანთა გულში ჩაიხუტა და მანქანიდან უსიტყვოდ გადავიდა. გული გაუჩერდა ტატოს, კარი რომ ფრთხილად დახურა ელზამ.
წინა ფანჯრიდან გახედა ნელი ნაბიჯით მიმავალს. უკვე კანტიკუნტად ცვიოდა წვეთები ციდან. მანქანიდან გადასვლა და მისი შეჩერება უნდოდა, მაგრამ უძლურება იგრძნო. ვეღარ შებედა. მის თვალებში გამჩდარი სიძულვილის და ზიზღის შეეშინდა.

_ ეს რა ქენი არაკაცო? ეს რა გააკეთე?!_ საკუთარ თავს უთხრა დაღლილი ხმით. ჰაერი ჩაისუნთქა და კარი გამოაღო. უკან აედევნა მარტო მიმავალს. ვერც მოშორდა, ვერც მიუახლოვდა. სიგიჟემდე უნდოდა გულში ჩაეკრა და კოცნებით წაეშალა ყველა ტკივლი, რაც მიაყენა, მაგრამ ახლა ისეთი შორეული ეჩვენებოდა, ისეთი მიუწვდომელი.
საკუთარი სახლისკენ მიმავალ გზას რომ არ გაჰყვა გაუკვირდა. ვერ მიხვდა, სად მიდიოდა. ნაბიჯს აუჩქარა. გამბედაობას მოუხმო და დაუძახა.

_ ელზა!_ მისი სხეულის შეკრთომაზე მიხვდა, რომ გაიგონა, მაგრამ არ გაჩერდა. დაეწია და წინ გადაუდგა.
_ მაპატიე!_ მხოლოდ ეს უთხრა, სხვა რამის თქმას აზრი ჰქონდა რო? მის თვალებს ეძებდა. ჩვეულად ცას აღარ უყურებდა გოგო. საკუთარ ფეხებს დაჰყურებდა უაზროდ.
_ შემომხედე ელზა!_ მიუახლოვდა. თავი ასწია გოგომ და ისე შეხედა, თითქოს არც არავის უყურებდა. მიხვდა ტატო, რომ შეცდა. არც ზიზღი ჩანდა მის სიმშვიდისფერ თვალებში, არც ბრაზი, მხოლოდ უკიდეგანო სიცარიელე. წამით უყურა და გვერდი აუქცია ელზამ. ადგილიდან ფეხი ვეღარ დაძრა ტატომ. წვიმდა უკვე თავსხმად, და როგორღაც თავდაყირა დგებოდა სამყარო. ელზას მაგივრად ტატო ტიროდა. თუმცა ვერავინ ვერაფერს ხედავდა , რადგან ცრემლების ნაცვლად წვიმის წვეთები სდიოდა თვალებიდან. არადა რა კარგი იქნებოდა ცხივრებაში დაშვებულ შეცდომებს ცრემლები რომ ასწორებდნენ არა?....

მერე უკან გაბრუნდა იქით, საიდანაც მოვიდა. მანქანის კარი გააღო და მიმოყრილ ნივთებში რაღაც მონახა. რამდენიმე საფეხური აიარა და ლომბარდის კარი შეაღო. იქ მომუშავე გოგონას ქვითარი დაუდო წინ.
_ ამ ნივთის დაბრუნება მინდა._ ჩაილაპარაკა ყველაფრით დაღლილმა. გულში გადაწყვიტა, რომ არც ამას და არც დედამისის სახსოვარს ხელს უცხო ვერ შეახებდა. ფული სჭირდებოდა, მაგრამ ამისთვის სხვა გზას იპოვნიდა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ჩვენ არ გვაწყობს ხოლმე და თვალს ვხუჭავთ, როგორც წესი, იოლი გზა უფრო მისაღებია ჩვენთვის.

_ რა მოგივიდა ელზა?_ კარი გამოუღო ნინომ და აცრემლბლებული მეგობარი გულში ჩაიკრა.
_ დედას მედალიონი გავყიდე!_ ამოისლუკუნა გოგონამ. თითქოსდა მართლა ამის გამო ტიროდა....

მეგობრის კალთაში ედო დაღლილი თავი და უკვე აღარ ტიროდა. მხოლოდ ხანდახან უკრთოდა მხრები. თმაზე ეფერებოდა ნინო. ხვდებოდა რაღაც უფრო უსიამოვნო ხდებოდა მის თავს, ვიდრე დედის მედალიონის გაყიდვა იყო, მაგრამ კითხვას არ სვამდა. აცდიდა ელზას რომ ბოლომდე დაცლილიყო და თავად დამშვიდებულიყო, შემდეგ თავად მოუყვებოდა ალბათ ყველაფერს. ელზა კი არაფერზე აღარ ფქირობდა, უბრალოდ თვალდახუჭული იწვა და იმის შეგრძნება ამშვიდებდა, რომ მარტო არ იყო. მაინც არაფერი მოუყოლია ელზას მეგობრისთვის. არა კი არა, უფრო სწორედ, ვერ მოყვა. ვერ აკადრა იმ გრძნობას განსჯა და გაკიცხვა, რასაც ტატოს მიმართ ისევ განიცდიდა. ასეთი დამცირება არ იყო ადვილი მოსანელებელი... ამიტომ არ სურდა ამ შეურაცხყოფაზე ხმამაღლა საუბარი. ასე თითქოს უფრო ადვილად ასატანი ჩანდა მისი ტკივილი. ტატოს ნახვას აღარ აპირებდა და რა აზრი ჰქონდა თუ ნინას მის თავს შეაზიზღებდა. არა! ჯობდა სასიამოვნო მოსაგონრად დაეტოვებინა. თუ ხმამაღლა მოყვებოდა მომხდარს, უკანდასახევ გზას მოიჭრიდა. ტატოს ნამდვილად შეიძულებდა, თუ ამას ვინმეს ეტყოდა, რადგან სხვა გზა აღარ დარჩებოდა ამ აღიარებით. ამიტომ გაჩუმდა. კარგად იაზრებდა რამ გამოიწვია მისი გაგიჟება, იცოდა, სინამდვილეში რომ კიკას გამო იყო ტატო გააფთრებული, მაგრამ ვერაფრით შლიდა მეხსიერებიდან იმას, თუ როგორი ზიზღით უყურებდა კაცი, როგორ დაამცირა, როგორ ეჭვშეუტანლად დასდო ბრალი ქურდობაში. და რატომ? იმიტომ რომ ელზა უბრალოზე უბრალო, თანაც ღრიბი გოგონა იყო? იმიტომ რომ თავმოყვარეობა არ ჰქონდა? იმიტომ რომ მისგან მოსალოდნელი იყო ასეთი მდაბალი საქციელი? ამოიოხრა და გვერდი იცვალა.

_ რა იყო ელზა? თავი გტკივა?_ ჰკითხა ნინომ.
_ ჰო!_ დაეთანხმა თავის დაქნევით.
_ წამალი გინდა?
_ არა!_ წამლი ვერ გააყუჩებდა იმ ტკივილს, ელზას რომ სტკიოდა.

ორი კვირა ისე გავიდა კონსპექტებიდან თავი არ აუწვია ელზას. საფიქრალს სწავლაში ახრჩობდა. კატიას მკურნალობამაც როგორც იქნა შედეგი გამოიღო. სიარული არ შეეძლო ქალს და სხეულის ერთ ნახევარს ძველებურად ვერ იმორჩილრბდა,მაგრამ თანდათან მოიხედა და ცოტა ხანში ლაპარაკიც დაიწყო.
ის დღეც დადგა, როცა კატია სახლში დაბრუნდა. ახლა ეტლის დახმარებით გადაადგილდებოდა ქალი. მასზე ზრუნვა თავისუფალი დროის ნამცეცს არ უტოვებდა ელზას. ერთი საქმიდან მეორეზე თავბრუსდამხვევი სისწრაფით გადადიოდა გოგონა და საღამომდე ისე იქანცებოდა, თავს ბალიშზე დებდა თუ არა იმ წამსვე ითიშებოდა. მაღვიძარის ნაადრევ ზარამდე სიზმარსაც კი ვერ ხედავდა მისი გათიშული გონება.
ხედავდა კატია მის უცნაურ მდგომარეობას, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა, რა უნდა მომხდარიყო ასეთი მისი გოგონას თავს, რომ ამდენად გაუფერულებული და ლამის გამჭვირვალე ჩანდა ერთ დროს მზიანი და ღიმილიანი.

_ ნინო, გამაგებინე, რა ხდება ?_ ჰკითხა ენის ბორძიკით ერთ დღეს კატიამ შვილიშვილის მეგობარს. ნინოს არც კი უყოყმანია ისე უამბო ყველაფერი რაც იცოდა. ისიც, კატიასი არ იყოს, ბევრს ფიქრობდა ელზას თავბრუსდამხვევ რუტინაზე.
_ უყვარს?_ ჰკითხა მოხუცმა და აივანზე გარინდებით მჯდარ შვილიშვილს გახედა.
_ რომ არ უყვარდეს ასე ხომ არ იქნებოდა?_ მხრები აიჩეჩა ნინომ.
_ სანამ ახალგაზრდა ხარ შეცდომების დაშვება როგორი ადვილია შვილო იცი? ასე გგონია წინ მთელი ცხოვრება გაქვს და არ უფრთხილდები საკუთარ თავს. თითქოს სიამოვნებასაც კი განიცდი საკუთარი ტკივილით. რა უფრო ძვირფასია ნინო? სიამაყე თუ სიყვარული?_ ამოიოხრა კატიამ და თვალი ძლივს მოაცილა ჩაფიქრებულ ელზას.

სადღაც გულის სიღრმეში ტატოს ელოდებოდა ელზა. მის ზარს, მოსვლას, რაიმე პატარა ნიშანს, რაც მის სინანულზე მიუთითებდა, მაგრამ სულ ტყუილად. საერთო ნაცნობებიც კი არ ჰყავდათ, რომ მასზე რამე მოეყოლათ. ოტიასთან კი ტატოზე ვერ ისაუბრებდა. ვერაფრით მისცემდა თავს ამხელა გამბედაობის უფლებას.
ერთ დილას გოგის კაბინეტში გამოძახეს ელიზა. გაუკვირდა, მაგრამ სწრაფად გაეშურა თავისი ახირებული ლექტორისკენ. კაბინეტის კარი შეაღო და სიხარულისგან სახე გაებადრა, რადგან ოტიაც იქ დაუხვდა. მიირბინა და ისე გადაეხვია, თითქოს თავადაც მისი შვილიშვილი იყო.

_ ჩემი გოგოც მოვიდა!_ არც ოტიას დაუმალავს მისი დანახვით გამოწვეული სიხარული. ცოტა ხანს ერთმანეთი მოიკითხეს, რამდენიმე საინტერესო საკითხიც განიხილეს, ბოლო_ ბოლო სამივე ფილოლოგი იყო და საერთოც ბევრი რამ ჰქონდათ. მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ოტიას რაღაცის თქმა სურდა. ელზასაც პირზე ადგა სათქმელი მაგრამ ვერაფრით ბედავდა. სწორედ ამ დროს ხსნად მოევლინათ გოგის მოულოდნელი კითხვა.

_ ოტია სად არ შენი ბიჭი? რას საქმიანობს? _ თითქოს ამ კითხვას ელოდა და მოხსნა მოხუცმაც გუდას თავი.
_ ცუდი ამბავი იყო მის თავს! მისი მეგობარი ავარიაში მოყვა. სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, არადა ერთი ობოლი ბიჭია. არავინ ჰყავს. ხოდა ტატომ და დავითმა, დავითი ხომ იცი? ხო, სწორედ მაგან, აიღეს საკუთარ თავზე მისი ოპერაციაც და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებიც. ძვირია ჩემო კარგებო დღეს ხარისხიანი მკურნალობა! ამიტომ თავისი ძველი პროფესია გაიხსენა ტატომ. ფარეხიც გაყიდა და იმ ობოლ ბიჭს ძმასავით უვლის._ წამით გაჩუმდა იტია და თავდახრილ გოგოს გახედა, რომელიც ისე უსმენდა ლამის არც სუნთქავდა._ სულ მარტოა ტატო ახლა, მარტოა და ძალიან უჭირს! ისიც კი არ ვიცი რით ახერხებს ფეხზე დგომას. არ მახსოვს ბოლოს როდის ჭამა ადამიანურად. არც წუწუნებს, არც დახმარებას ითხოვს, საკუთარ თავში ჩაიკეტა. თითქმის არ საუბრობს. ვნერვიულობ მის გამო. ხომ იცი ჩემო გოგი, მის მეტი არავინ მყავს!
ბოლო სიტყვებს ისე გაუსვა ხაზი, ლამის სმენაც მოსჭრა გოგონას. სიტყვა არ უთქვამს ტატოზე ელზას, კითხვაც არ დასცდენია.
_ ყოჩაღი ბიჭია შენი ტატო!_ მხარზე ხელი გამამხნევებლად მოუცაცუნა გოგიმ ოტიას._ ნახავ ყველაფერს შეძლებს!
_ მომავლისა არ ვიცი გოგი, მხოლოდ ის ვიცი, რომ მარტოობა საშინელი სასჯელია იმ კაცისთვის, რომელიც დღისით მეგობარზე ზრუნავს და ღამით საყვარელი ადამიანის ფანჯარასათან ათენებს!
თავი სწრაფად ასწია ელზამ და გაოცებული მიაჩერდა ოტიას.
"საყვარელი ადამიანის ფანჯარასთან?!" გაუელვა გონებაში. "ნუთუ? არა შეუძლებელია! ხომ დაინახავდა? ხომ შეამჩნევდა?"
არ ტყუოდა ოტია, თვალები თბილად უციმციმებდა. აი რისი თქმა სურდა სინამდვილეში ამ ონავარ მოხუცს. კარგად იცოდა, როგორ აეფორიაქებინა შეყვარებული ქალის გული და როგორ დაეძრა გაჯიუტებული ქალის გულის ყინული.
_ეჰ გოგი ჩემო, ასეა ახალგაზრდები არ აფასებენ ამ ოხერ ახალგაზრდობს, არადა აი კიკას მაგალითი ავიღოთ! გუშინ სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო! დღეს გათიშული ებრძვის სიკვდილს. როგორ ფიქრობთ, ისევ ის უდარდელი ბიჭი გაიღვიძებს, რაც მანამდე იყო? დრო გარბის ჩემო კარგებო, გარბის და ყველა იმ შანსით იკვებება ჩვენ რომ დაუფიქრებლად და დაუნანებლად გავუშვით ხელიდან!
როცა ამას ამბობდა ელზას არ აშორებდა თვალს. თითქოს მხოლოდ მის გასაგონრად არჩევდა ყველა სიტყვას. და მართალიც იყო, ადრესატის გული ყოველ მის სიტყვაზე უფრო და უფრო ძლიერ ფეთქვავდა.

ნელა აუყვა სახლისკენ მიმავალ აღმართს ელზა. ოტიას სიტყვებზე ფიქრობდა თან.
_როგორ უნდა მოვიქცე?_ ჩაილაპარაკა დაბნეულმა. გული ძალიან სტკიოდა. სურდა იმ დღეს მომხდარი მხოლოდ გაუგებრობა ყოფილიყო. სურდა დაევიწყებინა რაც მოხდა, მაგრამ ახსოვდა ტკივილის შეგრძნება მაჯაზე, რაც მისმა თითებმა მიაყენეს. ახსოვდა ზიზღი მის თვალებში. საკუთარი სიტყვების გახსენებაზე ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს იგუდებოდა.

_ არა! ამის დავიწყება არ შემიძლია! არა!_ ცრემლებით აევსო ლამაზი თვალები. _ ხომ შეეძლო უბრალოდ ეკითხა? მოსულიყო და ეკითხა?
ეს კითხვაც ეწყინებოდა, მაგრამ გადახარშვას შეძლებდა. რა საჭირო იყო ასეთი უხეშობა? რა საჭირო იყო ასეთი დამცირება? არა! ღამეს ათევდა და ეთია! დაე მდგარიყო აქ მთელი ცხოვრება და დამხრჩვალიყო საკუთარ სიჩუმეში! სიტყვის თქმასაც რომ არ კადრულობდა. არც ბოდიშს იხდიდა! უბრალოდ საწადელი ვერ აისრულა და იმიტომ იდგა აქ?
ახლა საკუთარ თავზე გაბრაზდა ელზა. რაც არ უნდა ყოფილიყო ის ხომ იცნობდა ტატოს. ტატო ასეთი არ იყო.
გაჩერდა და ეზო მოათვალიერა. ვერაფერი უცნაური ვერ შენიშნა. იქნება ოტიას რამე ეშლებოდა?! ეზო ნელი ნაბიჯით გადაიარა და თან თვალები მოაცეცა. არა, არ იყო აქ ტატოს მანქანა. ალბათ ისე თქვა ოტიამ, მისთვის გულის გასაკეთებლად.

მესამე კვირა სრულდებოდა, რაც კიკა საოპერაციოდ წაიყვანა დავითმა, ბევრი კამათის და მტკიცების მიუხედავად ტატოს აიძულა თბილისში დარჩენილიყო და კიკას თავად გაჰყვა, მისი თქმით, თავად უფრო ესმოდა თუ რა სჭირდებოდა მათ საერთო მეგობარს.
_ სანამ ჩვენ დავბრუნდებით ის გოგო შემოირიგე იცოდე , და აეროპორტში ორივე ერთად დაგვხვდით! მაგ შენი სიჯიუტე და სიფიცხე გადაგიყოლებს იცოდე, ცოტა ტვინს მოუხმე იყო დროა უკვე!_ "რაღა ეს და რაღა იტიაო?!" გაიფიქრა ტატომ. მაგრამ თავადაც ისე მოუნდა იმ დღის გათენება მშვიდობით დაბრუნებულ მეგობრებს ელზასთან ხელჩაჭიდებული რომ დახვედროდა, რომ სურვილმა აიტანა. აეროპორტიდან რომ დაბრუნდა ხელებმა თავისით მიაბრუნეს საჭე ელზას სახლისკენ მიმავალი გზისკენ. იმ საღამოს პირველად გაათენა ღამე ელზას სიახლოვეს, თუ ერქვა ამას სიახლოვე.
დღისით იმ საქმეს აკეთებდა, რაც ყველაზე კარგად იცოდა. საღამოს კი უბრალიდ შესაფერის წამს უცდიდა, რომ ელზას დალაპარაკებოდა, მაგრამ ვერაფრით მოიკრიბა გამბედაობა, ერთი შეხედვით ყველაზე გაბედულმა და ძლიერმა.
_ უარი რომ მითხრას? რომ არ დაფიქრდეს? _ ზუსტად ბოლო წამს უტევდა ასეთი ეჭვი და უკან იხევდა. მის ადგილას რას იზამდა თავად?
_ რა თქმა უნდა არ ხარ პატიების ღირსი!_ ისიც ელზასავით ხშირად იხსენებდა მათ უკანასკნელ შეხვედრას და ისე ბრაზობდა საკუთარ თავზე, რომ შესძლებოდა ძვალ_რბილს სიამოვნებით გაუერთიანებდა.
ერთ დღეს უცნაური რამ შეამჩნია. ელზას ფეხდაფეხ მოყვებოდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი. რომ დააკვირდა ეცნო კიდევაც. წამით ვერ გაიხსენა მხოლოდ, მანამ სანამ მან ელზა არ გააჩერა და არ გამოელაპარაკა. აშკარად არ ესიამოვნა გოგოს მისი დანახვა. სცადა გასცლოდა,მაგრამ ის კაცი არ ეშვებოდა, აშკარა იყო რაღაცას სთხოვდა. ის იყო მანქანის კარი გააღო ეჭვით აცრილმა, რომ ელზამ ხელი ჰკრა მოსაუბრეს ზურგი აქცია და სადარბაზოში აირბინა. იმ წამს გაიხსნა თუ საიდან ეცნობდა ის ტიპი. იმ რესტორანში სწორედ მან სცადა ელზას კოცნა! სიბრაზის ცეცხლი წაეკიდა ტატოს. მისთვის ყველაზე ძვირფასს, რასაც თავად არ გაუფრთხილდა, ახლა სხვა ეპოტინებოდა. გზას გახედა გაცოფებულმა და ბედად წასული დაუხვდა მეტოქე.
_ არაუშავს, შენთვისაც მოვიცლი!_ ჩაილაპარაკა განრისხებულმა.
გულმა უგრძნო სულ მალე ისევ გადაიკვეთებოდა მათი გზები. და არც შემცდარა.

_ რა იყო გოგო? გული ამოვარდნას გაქვს!_ გაკვირვებულმა შეათვალიერა ნინომ კარებში გახირული ელზა.
_ ის დამხვდა ისევ.._ აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო მან.
_ ვინ ტატო?_ სახე გაუბრწყინდა ნინოს.
_ ტატო? კიი როგორ არა! ამიტალახიანა სახლის გზა!_ სარკაზმი იგრძნობოდა მის პასუხში._ ტატო კი არა ის დეგენერატი ბაჩო! ო, როგორ ვერ ვიტან! რა სულელი ვიყავი, ეგ რამ მომაწონა თავის დროზე!
მართლა გულით უკვირდა გოგონას.

_ ხოო, უცნაური გემოვნება გაქვს, ვერაფერს იტყვი!_ წარბები აწკიპა ნინომ._მაგრამ ბაჩოს მართლა მეტისმეტი მოსდის! უკვე მანერვიულებს მაგისი აკვიატება იცი? ავადმყოფურად უელავს თვალები რომ გხედავს! არ მინდოდა შენი განერვიულება, მაგრამ მადოსთვის და ანასთვის უთქვამს ამას წინ: ელზა თუ თავისი ნებით არ გამომყვება,ავდგები და მოვიტაცებო!
_ რაო? ღმერთო ყველა გიჟი მე უნდა ამეკიდოს? მომიტაცებს რა რომელი საუკუნეა გარეთ?_ ხელები გაშალა ელზამ. სერიოზულად არ მიუღია ბაჩოს მუქარა.
_ ელზა, არ მომწონს მე ეგ ამბავი და ფრთხილად იყავი თუ ღმერთი გწამს! კაცმა არ იცის რაზეა წამსვლელი გაბრაზებული ადამიანი!_ სერიოზულად ჩაილაპარაკა ნინომ. რა იცოდა თუ ამდენად მალე აუხდებოდა ცუდი წინათგრძნობა.
ნინოს სახლიდან რომ გამოვიდა ელზა, ჯერ კიდევ არ იყო ქუჩის განათება. რადგან მეგობარი შორს არ ცხოვრობდა ფეხით გასეირნება გადაწყვიტა და სახლისკენ მიმავალ აღმართს ფეხით გაუყვა. გზად ქსეროქსის გაკეთება სურდა, იმ მასალის, რაც შემდეგ კვირას სჭირდებოდა. საკმაოდ რთული იყო დამღლელი სამუშაოს შემდეგ სწავლა, მაგრამ საკმაოდ ჯიუტი იყო ეს გოგო მარტივი გზები რომ მოენახა ამისთვის.
_ სულ ცოტაც გაუძელი! სულ ცოტაღა დარჩა!_ საწავლის დასასრულს გულისხმობდა თუ სახლამდე დარჩენილ აღმართს თავადაც არ იცოდა. სწორედ იმ წამს მოსახვევიდან გამოვიდა ბაჩო და წინ გადაუდგა წარბშეკრული.
_ ისევ აქ ხარ? რა გინდა ადამიანო? რატომ არ მანებებ თავს?_ სიტყვის თქმა არ აცალა ისე შეუტია ელზამ.
_ მისმინე, ისედაც დიდხანს გითმინე! უკანასკნელად გეკითხები, თანახმა ხარ ცოლად შენი ნებით გამომყვე? _ არც მის არეულ ხმას მიაქცია ელზამ ყურადღება და არს ალკოჰოლის მძაფრ სუნს.
_ თავი დამანებე! სანამ უფრო მკაცრ ზომებს მივმართავ ბაჩო!_ უთხრა თავმობეზრებულმა, და გვერდის ავლა სცადა. მაგრამ უცბად შებოჭა მასზე ძლიერმა ხელებმა. იქვე ჩიხში გაჩერებულ მანქანაში შეაგდო, პირი და მაჯები სწრაფად აუკრა და კარი მიუხურა.
სწრაფად მოუარა მანქნას ბაჩომ, საჭეს მიუჯდა და გაზის პედალს ფეხი დააჭირა. მაგისტრალზე რომ გავიდა სჩქარეს მოუკლო. სულ არ აწუხებდა ელზას პირაკრული ყვირილი და უშედეგო განთავისუფლების მცდელობა. უკან მოხედა ბედნიერი სახით.
_ ახლა ჩემი ხარ ყინულის დედოფალო! ამაღამ დაგალღობ ჩემი სიყვარულით! შეგიძლია ამაზე იფიქრო და დატკბე!_ ირონია, დაცინვა და გამარჯვრბის ზეიმი ერთად ისმოდა ბაჩოს ამაზრზენ სიცილში. თვალები ცრემლით აევსო ელზას. ტატო გაახსენდა იმ წამს. გაახსენდა და ინანა, რომ ბედნიერების ერთი პატარა შანსიც არ მისცა საკუთარ თავს.
_ სულ ცოტაც მოითმინე პატარავ!_ ხითხითებდა ბედნიერად ბაჩო. უცებ სახე შეეცვალა და უკანა ხედვის სარკეში გახედა რაღაცას დაძაბულმა.
_ ამის დედაც, ეს ვინღაა?_ ჩაილაპარაკა დაძაბულმა. ოდნავ წამოიწია ელზა და უკან მიიხედა.ნაცნობი მანქანის დანახვისას სხეული დაეჭიმა. ისარივით მოქროდა ტატო. აკრეფილ სისწრაფეზე ეტყობოდა თავდაჯერება და აშკარა ბრაზიც.
_ ისაა არა?_მაშინვე იეჭვა ელზას რეაქციით ბაჩომ._ მე მაგის...
შეუკურთხა გაცოფებულმა.
_ არაუშავს! ვნახოთ ვინ ვის!_ მან ხომ არ იცოდა ვინ იყო და რას საქმიანობდა მდევარი. ამიტომ ნერვიულობის გარეშე მოუმატა სიჩქარე. სავარძლის საზურეს აეკრა ელზა.. არათუ ღვედი, ხელებიც კი არ ჰქონდა თავისუფალი რომ თავი დაეცვა და ოდნავ მაინც უსაფრთხოდ ყოფილიყო.

ზოგჯერ დიდი ნერვიულობის დროს ადამიანს დროის შგრძნება ეკარგება და ასე მოუვიდა მასაც. რეალურად კი ყველაფერი იმაზე სწრაფად ხდებოდა, ვიდრე ელზას გონება ამას აღიქვამდა. ისედაც ჰქონდა სიჩქარის შიში და ახლა ხომ საერთოდ ვეღარ ახერხებდა აზრის მოკრებას. დამფრთხალი კიოდა აკრული პირით, მაგრამ კივილს კი არა უხმო ზმუილს ჰგავდა მისი ხმა. ვერ გრძნობდა გათოშილ ხელებს და იმის ნაცვლად, რომ ადრენალინი გამოეყო მის სხეულს სულაც პირიქით გონება ებინდებოდა. რამდენჯერმე გადასწრება სცადა ტატომ, მაგრამ გონს გადასულ ბაჩოს თანდათან ეკიდებოდა გასამხნევებლად მიღებული სასმელი. ამიტომ საერთოდ არ ფიქრობდა იმ რისკებზე, რაც მასაც და მის მგზავრსაც ემუქრებოდა მისი გაუაზრებლად სარისკო მანევრების გამო.
_ მოგკლავ გეფიცები! _ ემუქრებოდა გულში ტატო წინ მომავალი მანქანის მძღოლს. მის ერთ პატარა შეცდომას ელოდა გამოცდილი მრბოლელი და აი ისიც, სრულებით მოულოდნელად გაასწრო და გადაუჭრა გზა ბაჩოს. თუმცა იმ მანძილზე კი რომ დამუხრუჭება მოესწრო დევნილს.
გაყინული სახით მიუახლოვდა მანქანას ტატო. დამწვარი საბურავის სუნი იდგა გზაზე. კარი გააღო ბაჩომაც და რეტდასხმულმა გადმოაბიჯა მანქანიდან. გონს მოსვლაც ვერ მოასწრო გამეტებით მოხვდა ყბაში მუჭი,მერე კიდევ და კიდევ, მანამ სანამ სანახევროდ გონდაკარგული მიწაზე არ დაეცა. სწრაფად გადააბიჯა ტატომ საცოდავად მოკუნტულს უკანა კარი კინაღამ გამოგლიჯა. სავარძელს და სავარძელს შორის იყო ჩამძვრალი ელზა. დამფრთხალი აფახულებდა თვალებს აშკარა იყო მთლად კარგად ვერ აცნობიერებდა მომხდარს. ფრთხილად გადმოიყვანა მანქანიდან და ფრთხილად შეუხსნა პირსაკრავი შემდეგ გადაჭერილი მაჯები გაუნთავისუფლა და ამის მერეღა ჩაიხუტა გულში აკანკალებული გოგო.
_ კარგად ხარ, ნუ გეშინია! ახლა შენთან ვარ?_ ეჩურჩულებოდა და სახეს უკოცნიდა. თანდათან დამშვიდდა ელზა. მაშინ მიხვდა ტატო რომ კარგად იყო, როცა ბოლოს და ბოლოს გონს მოეგო და ხელი ჰკრა მკერდზე. მმხიარულად გაეღიმა კაცს. გადაწყვეტილად იცოდა, რომ ამ დღის შემდეგ ,, რაც არ უნდა ექნა ელზას, როგორც არ უნდა ეჯიუტა და ეჭირვეულა, რანაირადაც არ უნდა დაესაჯა, გვერდიდან ვეღარ მოიშორებდა. მართალი იყო დავითი, როცა ელზას მზის სხივს ადარებდა და ამბობდა, რომ ყველა ამჩნევდა მის გამორჩეულობას. ამის შემდეგ აღარავის მისცემდა უფლებას რომ მის საყვარელ ქალს ამდენად მიახლოვებოდა და მით უფრო საფრთხეში ჩაეგდოთ ის.
_ გამიშვი ხელი!_ თვალს არიდებდა და ისე ეუბნებოდა ელზა. ტატოს კი მისი თვალების მყუდროება ენატრებოდა.
_ წამოდი!_ უთხრა მტკიცედ და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
_ არსად არ წამოვალ!_ უკან დაიხია ელზამ.
_ მიყვარხარ ელზა!_ უკან მოუბრუნდა და თვალებში ჩახედა ტატომ.
_ მე არ მიყვარხარ!_ძველებური სიმტკიცე აღარ ჰქონდა ელზას ხმას. _ შენნაირი აუტანელი კაცი ვერ მეყვარება გესმის?
ცოტახანს უყურა ტატომ, მერე ისე ეშმაკურად გაეღიმა მას რომ სჩვეოდა მხოლოდ.
_ შეიყვარებ..._ უპასუხა ჯიუტად და ხელში აიყვანა. მანქანისკენ წაიყვანა მტკიცე ნაბიჯით.
ერთხელაც არ მოხედა გზაში ელზამ. ვერც საუბარში აიყოლია ტატომ. თუმცა მისი სიჯიუტეც ახალისებდა. მთავარი იყო რომ გვერდით ყავდა. ამდენი ხნის შემდეგ როგორც იყო მის სიახლოვეს გრძნობდა. დანარჩენი კი უბრალოდ დროის ამბავი იყო.

_ კარგი, დავიცდი, სანამ გაბრაზება გაგივლის. მერე კი ვილაპარაკებთ! ხვალ მოხდება ეს ზეგ თუ ერთი წლის შემდეგ არ აქვს აზრი. მანამდე კი მე და შენ ერთად ვართ! _ მალულად გახედა და მის სახეზე გაელვებული წამიერი ბრაზის დანახვისას ტონი შეარბილა._ უფრო სწორედ მე ვარ შენთან. წახვალ გამოგყვები, გაჩერდები გავჩერდები. სანამ ამ სიჩუმით და სიჯიუტით არ დაიღლები.
მანქანის კარი გააღო ელზამ და უხმოდ გადავიდა. ღმერთმა უწყის რად დაუჯდა, რომ გულის გაგიჟებული ფეთქვა სახეზე არ დასტყობოდა.
_ ღამე მშვიდობისა ელზა!_ მიაყოლა ტატომ, გოგონას არც კი მოუხედია. გაეღიმა ტატოს.
_შურისმაძიებელი ელზა!_ ჩაილაპარაკა სიყვარულით.
მარტო ყოფნა არ სურდა და ოტიას სახლში ავიდა იმ საღამოს.
_ სად ბრძანდებოდი ყმაწვილო?_ ვერ იტანდა ასე რომ ეძახდა ბაბუამისი. თითქოს ირონიას ურევდა ხმაში და თანაც ამათრახებდა ცუდი საქციელის გამო._ ამჯერად რა ჩაიდინე? რაღაც სხვანაირად იყურები მაგ მშვენიერი თვალებიდან!
_ ამჯერად?_ გაეცინა ტატოს._ ამჯერად გადავწყვიტე ცოლი მოვიყვანო!
_ რაო?_ შეკრთა იტია და უსე სწრაფად მობრუნდა შვილიშვილისკენ,_ ვინ უნდა მოიყვანო?
ხმა შეეცვალა მოხუცს. აღელდა და ანერვიულდა კიდეც.
_ ის, ვინც შენმა ბრწყინვალებამ გადამიწყვიტა!_ ხელი შეაშველა აღელვებულ მოხუცს ტატომ, თუმცა ხუმრობის ტონი არ შეუცვლია.
_ რას მეუბნები?_ ვერ დაიბერა მოხუცმა.
_ რა იყო? იქნება გადაიფიქრე? იქნებ ცუდი გოგოა და არ მოგწონს?_ გაეღიმა ტატოს.
_ ცუდი? ელზა ყველაზე კარგი გოგონაა, მათ შორის ვისაც ოდესმე შევხვედრივარ! _ მაშინვე სახელი გააჟღერა მოხუცმა, თითქოს ბეჭედი დაუსვა შვილიშვილის მოულოდნელ გადაწყვეტილებას._ მაგრამ მოგყვება კი? რაღაც არა მგონია, ისიც შენს აზრზე იყოს!
_ არა უშავს, ძალიან ჯიუტია, მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ყველა გზა ჩემთან მოდის!_ მხრები აიჩეჩა ტატომ. და ბავშვური მიამიტობით გაიცინა.
_არდა თავში ტვინი რომ გქონდეს, ახლა უკვე შენთან იქნებოდა! მაგრამ ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია?! რაც მოგივა დავითაო ისიც შენი უტვინო თავითაო!_ ხელი მხარზე დაუტყაპუნა ოტიამ შვილიშვილს და გაეცალა. არ დასტყობია სახეზე, თუ რა ძალიან გაუხარდა შვილიშვილის გადაწყვეტილება. არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ ტატო შეძლებდა და იმ ანგელოზი გოგონას გულს თავიდან მოიგებდა.

დღეები დღეებს მიჰყვებოდნენ და ტატო ელზას ყოველდღიურობა ხდებოდა. ხან დია უთენია დახვდებოდა და უნივერსიტეტამდე მიყვებოდა ასე უსიტყვოდ. ხან საღამოს ლექციებიდან მომავალს მოაცილებდა. ხან იმ კაფეში იჯდა საათობით, სადაც ელზა დროებით შეთავსებით მუშაობდა. დღის რა პერიოდში გამოეცხადებოდა წინასწარ არასდროს იცოდა ელზამ. მაგრამ მისი ნახვის სიხარული აუცილებლობად ექცა გოგონას. მუდამ ეძებდა და მუდამ ელოდებოდა. ისიც უკვირდა, რომ საუბარს არ ცდილობდა ტატო. არც ყვავილები მოჰქონდა, არც იმ ყველაფერს აკეთებდა, რასაც ზოგადად შეყვარებული კაცები აკეთებენ ხოლმე სასურველი ქალის გულის მოსაგებად. ეს ყველაფერი უფრო აინტრიგებდა ელზას და მისი მოთმინებაც სადაც იყო გაწყდებოდა.
_ რაო არ მოსულა შენი მიჯნური?_ აშკარად დასცინოდა ნინო ერთ საღამოს, როცა ჩვეულად არ დახვდა ტატო ელზას სამსახურის წინ და არ გამოაცილა.
_ შენ რა იცი?_ ჰკითხა გაკვირვებულმა ელზამ.
_ რა ვიცი და ხასიათზე გეტყობა! ისე ვერც ეგაა მთლად საღ ჭკუაზე. მე აქამდე ასჯერ დაგივიწყებდი და უფრო ხალისიან გოგოს შევიყვარებდი!_ გულახდილი იყო ნინო. ასეთ მომენტებში უხაროდა ელზას, რომ მეგობარს მათი დაშორების ნამდვილი მიზეზი არ მოუყვა მაშინ.
_ ელზა, გიყვარს ეგ შენი ტატო?_ ისე მოულოდნელად ჰკითხა, რომ უცებ ვერც კი გაიაზრა მასზე ჯერ უსევ გაბრაზებული რომ იყო. გულმა ფეთქვას უმატა ამ კითხვაზე და უცნობმა სასიამოვნო ეიფორიამ აიტანა. სწორედ მაშინ დაფიქრდა, რამდენად მართებული იყო რომ არა ეპასუხა.
_ ნინო რაღაც მინდა მოგიყვე!_ თავისდაუნებურად დასცდა გულის საიდუმლო. _ რჩევა მჭირდება, მაგრამ სანამ სიმართლეს არ გეტყვი, შენ სწორ რჩევას ვერ მომცემ, ამიტომ მისმინე...
მშვიდად უამბო რაც მოხდა. საკუთარი ემოციებიც მშვიდად გადასცა და მიუხედავად იმისა, რომ თავად უცოდა პასუხი მეგობრის კითხვაზე, მის სიტყვებს განაჩენივით დაელოდა.
_ შენ რას უზამდე ჩემს ადგილზე ნინო?_ ცოტა ხანს დუმდა ნინო. ცდილობდა მოსმენილის გაანალიზებას. ცდილობდა ისეთი პასუხი ეპოვნა, რომ მართალი ყოფილიყო საკუთარ თავთანაც და მეგობართანაც. და სანამ სათქმელს თავს მოუყრიდა სრულიად მოულოდნელად ელზას თვალებში ერთი უცნაური სურვილი დაიჭირა. სურვილი, რომ მისთვის უპირობოდ დაეჭირა მხარი. თითქოს ელზას მხოლოდ ბიძგი სჭირდებოდა ბედნიერებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად და ნებისმიერი სხვა პასუხის შემთხვევაში თვალებში ანთებული ნაპერწკალი უბრალოდ ჩაუქრებოდა ელზას. გაეღიმა ნინოს.
_ ცხოვრება მხოლოდ ბედნიერება არაა ელზა! არც მხოლოდ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებებია! არა არვს მნიშვნელობა რას იტყვის სამყარო შენი დანახვისას, მთავარია შენ რას ეტყვი საკუთარ თავს, როცა ბედნიერების ძებნას დაიწყებ საკუთარ თვალებში. ნე რატომ მეკითხები რჩევას? არა, შენ რჩევასაც კი არ მეკითხები! შენ გინდა მაგ მინავლულ ნაპერწკალს ცეცხლი წავუკიდო და ხანძრად აგაბრიალო! მაიძულებ კიდეც ამას მაგ მომლოდინე მზერით! მე მხოლოდ ერთი რჩევა შემიძლია მოგცე მეგობარო, მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება! მიეცი გამბედაობა რომ სცადოს მაინც! რომ წლების შემდეგ, სწორი გზებით ნავალმა, არ უსაყვედურო საკუთარ თავს იქნებ, რომ და ნეტავ! გესმის ჩემი?_ უსმენდა ნინას სიტყვებს ელზა და ფანჯრიდან ეზოს გადაჰყურებდა დაძაბული. ეზოში იდგა ტატო. ჩვეულად მშვიდად იდგა და ელოდა. ერთი შეხედვით მორჩილად ელოდა მის გადაწყვეტილებას, მაგრამ სინამდვილეში იყო მის ამ ხანგრძლივ დუმილში საოცარი სიმტკიცე, სიჯიუტე და უსაზღვრო მოთმინება.
_ მადლობა ნინო!_ მოტრიალდა უეცრად ელზა _ სწორედ ამის მოსმენა მჭირდებოდა ახლა მე!
სწრაფად დაავლო ხელი ჩანთას, ქურთუკს და სირბილით დაეშვა კიბეებზე. სადარბაზოს ჯარის დაკეტვაც კი არ გახსენებია საკუთარი სითამამით აჟიტირებულს. ღიმილით მივიდა ნინო ფანჯარასთან და ეზოს გადახედა. დაინახა, რომ სირბილით გამოვარდა სადარბაზოდან ელზა და პირდაპირ ტატოსკენ გაიქცა. მან კი, ისე თითქოს სწორედ ამას ელოდა უბრალოდ ხელები გაშალა საყვარელი ქალის გულში ჩასაკრავად.
_ გიხარია არა სიძევ ბატონო?_ ჩაეცინა ნინოს_ ის კი არ იცი როგორი სასჯელი გელოდება ავი ცოლისდის ხელში!
მომლოდინეთა შორის იდგნენ ტატო და ელზა. ჩახუტებულ წყვილს ამრეზით გახედავდა ხოლმე ნინო.
_ რით არ გბეზრდებათ ერთმანეთი თქვენ?_ წუწუნებდა მათი დაუფარავი ალერსით თავმობეზრებული.
_ აი შეგიყვარდება ვინმე საცოდავი და გაგახსენებ მერე!_ თვალი ჩაუკრა ტატომ ბუზღუნა და აბეზარ ცოლის დას.
_ ეს რომ ეძებს მასეთი უგზოუკვლოდ სერიოზული კაცები დინოზავრებზე ადრე გადაშენდნენ გულო!_ მხარი აუბა ქმარს ელზამ.
_ ოჰ, გულო!_ დაიჯღანა ნინო ირონიულად.
_ აი ისინიც!_ სიხარულით დაიძახა ტატომ.
ნინო ინსტიქტურად შებრუნდა მითითებული გამოსასვლელისკენ და თითქოს ადგილზე გაიყინა.
გაღიმებული დავითი მხარში ამოსდგომოდა ორივე ხელით ყავარჯნებზე დაყრდნობილ ლურჯთვალა, დაუდევრად თმააჩეჩილ ღმერთკაცს.
_ ღმერთო ჩემო!_ უნებურად დასცდა ნინოს ხმადაბალი ჩურჩული.
_ გაიცანით, ყველაზე არანორმალური არანორმალურთა შორის, მეორედ დაბადებული და კატასავით აწ უკვე რვა სიცოცხლის პატრონი კიკა!_ მხიარული ხმით წარუდგინა დავითმა ყურებამდე გაღიმებული მეგობარი გოგონებს.
_ იცოდე მისი შეყვარება არც კი მოგივიდეს თავში!_ უჩურჩულა ელზამ კიკას დანახვით გაოგნებულ მეგობარს, მაგრამ ისიც გაიფიქრა, რომ ეს შეგონება უკვე გვიანი იყო.
_ დაინახე რანაირად უყურებდა?_ ჰკითხა ქმარს, როცა მარტო დაიგულა.
_ სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ელზა, სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი!_ მხიარულად ჩაუკრა თვალი ტატომ ცოლს. ვინ ვინ და მან ხომ ყველაზე კარგად იცოდა, ყველაზე განსხვავებული ადამიანები ყველაზე უკეთ რომ ავსებენ ერთმანეთს და როგორც ბაბუამისი ოტია იტყოდა: ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვინც ყველაზე ნაკლებად გგავს, სწორედ მას შეიყვარებ....

დასასრული

ვე რა



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ძალიან სასიამოვნოდ საკითხავი ამბავი იყო.
ნათლად დაგვანახეთ, არაიდეალური ადამიანები როგორ ავსებენ ერთმანეთს.
ოტიასნაირ ბაბუაზე არც მე ვიტყოდი უარს.

 


№2 სტუმარი ნანამია

ოოოო... როგორ მოსიყვარულე... არაჩვეულებრივი იყო , ღიმილიანი,ემოციური...მადლობა.????????????

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მე♥უცნაურე
ძალიან სასიამოვნოდ საკითხავი ამბავი იყო.
ნათლად დაგვანახეთ, არაიდეალური ადამიანები როგორ ავსებენ ერთმანეთს.
ოტიასნაირ ბაბუაზე არც მე ვიტყოდი უარს.

მადლობა, კი ალბათ ასეც ხდება, რომ განსხვავებული ადამიანები ერთმანეთს ავსებენ და აფერადებენ.

ნანამია
ოოოო... როგორ მოსიყვარულე... არაჩვეულებრივი იყო , ღიმილიანი,ემოციური...მადლობა.????????????

მიხარია რომ მოგეწონათ, მადლობა.

 


№4 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა,მაგრამ ნინო და კიკას სიყვარულიც მინდოდა სუულ ცოტა ❤️❤️❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Ana-maria
ძალიან მომეწონა,მაგრამ ნინო და კიკას სიყვარულიც მინდოდა სუულ ცოტა ❤️❤️❤️

არაა მაგათი ნერვი არ მაქვს მეეე ???????????? კიკა ძალიან არასტაბილური ვინმეა????

 


№6 სტუმარი სტუმარი nina

არაჩვეულებრივი იყო, მართლაც ცოტა ოსტინის სტილში. ვისიამოვნე. მადლობა. :))

 


№7 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან სახალისო და კარგი ისტორიაა ვერა ♥️ სიკეთით და ბედნიერებით დასრულებული. უპირობო სიყვარული და მეგობრობა ადამიანებს შორის კიდევ მეტი სიკეთის კეთების სურვილს გიჩენს.

 


№8 სტუმარი სტუმარი რუსკა

კარგი ხართ ვერა,კარგიიი.ისტორიებიც არაჩვეულებრივიი

 


№9  offline წევრი Daldoni Daldoni

როგორც ყოველთვის ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო ისტორია იყოო.ლამაზი და სასიამოვნოდ წასაკითხი . კეკეს როდის ველოდოთ ვერა? ძალიან საინტერესოა კეკეს თავგადასავალი...

 


№10  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი nina
არაჩვეულებრივი იყო, მართლაც ცოტა ოსტინის სტილში. ვისიამოვნე. მადლობა. :))

გაიხარეთ.

სტუმარი მანანა
ძალიან სახალისო და კარგი ისტორიაა ვერა ♥️ სიკეთით და ბედნიერებით დასრულებული. უპირობო სიყვარული და მეგობრობა ადამიანებს შორის კიდევ მეტი სიკეთის კეთების სურვილს გიჩენს.

მადლობა შეფასებისთვის.

სტუმარი რუსკა
კარგი ხართ ვერა,კარგიიი.ისტორიებიც არაჩვეულებრივიი

გაიხარეთ, მადლობა.

Daldoni Daldoni
როგორც ყოველთვის ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო ისტორია იყოო.ლამაზი და სასიამოვნოდ წასაკითხი . კეკეს როდის ველოდოთ ვერა? ძალიან საინტერესოა კეკეს თავგადასავალი...

კეკეს დასრულება და ერთიანად ატვირთვა მინდა. მადლობა დიდი.

 


№11 სტუმარი ნესტან

საინტერესო და განსხვავებული იყო საოცარი მოხუცით თბილ ელზათი ტატო ცოტა ფიცხია მაგრამ მოსიყვარულე მომეწონა კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ♥️

 


№12  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნესტან
საინტერესო და განსხვავებული იყო საოცარი მოხუცით თბილ ელზათი ტატო ცოტა ფიცხია მაგრამ მოსიყვარულე მომეწონა კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ♥️

ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ. მადლობა)))

 


№13 სტუმარი სტუმარი ქეთი

მიხარია ყოველი ახალი ისტორია. სულმოუთქმელად წავიკითხე მადლობა და წარმატებები????

 


№14 სტუმარი სტუმარი ეკატერინე

როგორც ყოველთვის მოლოდინს ამართლებს თქვენი ისტორია, გამართული ქართულით ნაწერი, სასიამოვნო და მსუბუქი იყო ეს ისტორია,თავისი გადახვევებით,და თქვენთვის დამახასიათებელი,მწერლის მესიჯები მკითხველისადმი,რომლებიც ყოველთვის ამბობენ სათქმელს, რომ ბრძოლას, განათლებას,ადამიანად დარჩენას და საკუთარ თავზე უარის არ თქმას ყოველთვის აქვს აზრი...
პ.ს. ძალიან ლამაზია თქვენეული თბილისი!!!

 


№15  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ქეთი
მიხარია ყოველი ახალი ისტორია. სულმოუთქმელად წავიკითხე მადლობა და წარმატებები????

მადლობა დიდიიიიი))))

სტუმარი ეკატერინე
როგორც ყოველთვის მოლოდინს ამართლებს თქვენი ისტორია, გამართული ქართულით ნაწერი, სასიამოვნო და მსუბუქი იყო ეს ისტორია,თავისი გადახვევებით,და თქვენთვის დამახასიათებელი,მწერლის მესიჯები მკითხველისადმი,რომლებიც ყოველთვის ამბობენ სათქმელს, რომ ბრძოლას, განათლებას,ადამიანად დარჩენას და საკუთარ თავზე უარის არ თქმას ყოველთვის აქვს აზრი...
პ.ს. ძალიან ლამაზია თქვენეული თბილისი!!!

მადლობა რომ ასე გულუსყურით წაიკითხეთ და ის პატარა მინიშნებები დაიჭირეთ, რაც მთავარი იყო.

 


№16  offline წევრი CinemonGirl

ისეთი სადა და მშვიდი წერის სტილი გაქვთ, რომ შეუძლებელია არ ჩაგითრიოს კითხვამ. საოცრად წერთ, რაც ალბათ უკვე კარგად იცით, მაგრამ კიდევ მრავალჯერ გაგიმეორებთ თქვენი მკითველები. თქვენს პროფილზე სიახლის დანახვა ყოველთვის მიხარია, რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინით.
სიმართლეს გეტყვით და სრულიად შემთხვევით გამიჩნდა კითხვა რეალურად როგორი ბრძანდებით და რატომღაც ჩემმა გონებამ სრულიად განსხვავებილი ხასიათების დახატათ ვიდრე თქვენი შემოქმედების ქალი პერსონაჟები. იმედია უცნაურად არ ჟღერს.
გელით სიახლეებით heart_eyes

 


№17  offline ახალბედა მწერალი ვე რა

CinemonGirl
ისეთი სადა და მშვიდი წერის სტილი გაქვთ, რომ შეუძლებელია არ ჩაგითრიოს კითხვამ. საოცრად წერთ, რაც ალბათ უკვე კარგად იცით, მაგრამ კიდევ მრავალჯერ გაგიმეორებთ თქვენი მკითველები. თქვენს პროფილზე სიახლის დანახვა ყოველთვის მიხარია, რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინით.
სიმართლეს გეტყვით და სრულიად შემთხვევით გამიჩნდა კითხვა რეალურად როგორი ბრძანდებით და რატომღაც ჩემმა გონებამ სრულიად განსხვავებილი ხასიათების დახატათ ვიდრე თქვენი შემოქმედების ქალი პერსონაჟები. იმედია უცნაურად არ ჟღერს.
გელით სიახლეებით heart_eyes

უპირველესად მადლობა, მართლა სასიხარულოა, როცა წერის სტილი გიყალიბდება ავტორს და ამას მკითხველი ამჩნევს. მსგავსებას რაც შეეხება, არ ვგავარ ამ პერსონაჟ ქალებს, შესაძლოა რაღაც შეხედულება მქონდეს მეტ_ნაკლებად მათი მსგავსი, და მათი პირით მე ვლაპარაკობდე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მგონი უფრო აფექტური და სულსწრაფი ვარ. მაინც მგონია გამოგონილ პერსონაჟებს უფრო სხვა ინსპირაციები ჰყავთ.ვისაც შევხვედრივართ ცხოვრებაში და მოგვწონებია ან არ მოგვწონებია.

 


№18 სტუმარი სტუმარი მილა

კიკას და ნინოს ისტორია საინტერესო იქნებოდა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent