ოცნებებთან ასე ახლოს (თავი 17)
თბილისს უფრო და უფრო დაეტყო ზამთრის შემობრძანება და განსაკუთრებით ახალი წლის მოახლოვება , ქუჩები საახალწლო დეკორაციით შეივსო, მაღაზიები აქსესუარებით , ხეეები და ვიტრინები ბრჭყვიალა განათებებით, როგორ უყვარდა ანიტას წელიწადის ამ დროს ფეხით გასეირნება , ყველაფერს ათვალიერებდა ირგვლივ და თუ რაიმე განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევდა ყურებამდე ეღიმებოდა, ერთ საღამოს სახლში ახალი ნაძვის ხე მიიტანა , მერის დიდად არ უყვარდა ახალი წელი , თუმცა რადგან ანიტას ბედნიერს ხედავდა თავადაც კმაყოფილი იყო, სახლის მორთვა ანიტამ აიღო საკუთარ თავზე , ნაძვის ხე მარტომ ააწყო და განათებებიც თავად დაამაგრა, სახლში გამსაკუთრებულ სიმყუდროვეს გრძნობდა ზამთრის ცივ დღეებში. არაერთხელ ეცადა ლექსო მასთან დალაპარაკებას თუმცა ანიტას თავი შორს ეჭირა მამაკაცისგან, ფინალური გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ახლა ახალი მიზანი ჰქონდა , სამსახური უნდა ეპოვნა და დამოუკოდებელი ცხოვრება დაეწყო, რამდენიმე გასაუბრებაზე იყო კიდეც თუმცა გრაფიკი ვერ შეათანხმა . ქუჩაში სეირნობის დროს სარეკლამო აბრებზე ბოლო პერიოდში ხშირად ხედავდა ლილიას პოსტერს, სხვადასხვა რეკლამისთვის განკუთვნილს , ლილია წარმატებული ფოტომოდელი იყო შესაბამისად არც თბილისში გასჭირვებია თავის დამკვიდრება , ხედავდა მისი სილამაზით აღფრთოვანებულ ადამიამებს ქუჩაში ანიტა და ყოველ ჯერზე მწარედ შეიგრძნობდა ხოლმე მარცხის გემოს , ლილია მშვენიერი იყო , ლილია ვერასდროს დარჩებოდა ყურადღების მიღმა . ერთადერთი ვისაც ხშირად ნახულობდა ანიტა ნენე იყო, ნენე და ლუკა ახალ სახლში გადავიდნენ , ანიტაც ეხმარებოდათ სახლის და ნივთების მოწესრიგებაში , რამდენჯერმე სწორედ მათ სახლში შეხვდა ლექსოს , არც დღევანდელი დღე ყოფილა გამონაკლისი -მოდი ლექსო აქ დავდგათ აღარ შემიძლია… ნენეს არჩეული სარკე შემოიტანეს ბიჭებმა როდესაც ნენე და ანიტა სამზარეულოს ასუფთავებდნენ , მისაღები ოთახის შუაში დადგეს ყუთი -აჰა შენი სარკე , გავწყდით წელში .. დაიწუწუნა ლუკამ , თუმცა ნენეს კმაყოფილი სახე რომ დაინახა გაეღიმა ანიტამ ლექსოს დანახვისას სასაცილოდ აკეცილი თმები ხელით შეისწორა და სკამიდან ფრთხილად ჩამოვიდა, ხელში ტილო ეჭირა რომლითაც ავეჯს ასუფთავებდა , თავი ისე მოაჩვენა თითქოს მისი შემოსვლა არც გაუგია , მშვიდად განაგრძო ონკანის გასუფთავება . -წყალს დავლევ… უთხრა ლექსომ მეგობარს და სამზარეულოსკენ წავიდა ნიჟარასთან ანიტა იდგა, იგრძნო გოგონამ ლექსოს მოახლოვება -შეიძლება ჭიქა ავიღო? უთხრა ბიჭმა და ანიტამ იგრძნო როგორ დაფარა ლექსოს მკლავებმა მისი სხეული, ბიჭმა ზედა თაროდან ჭიქა ჩამოიღო ანიტა შეეცადა გვერდით გაწეულიყო თუმცა ლექსომ ამის საშუალება არ მისცა -როგორ ხარ … მისი ხავერდოვანი ხმა კიდევ ერთხელ გაიგო -არამგონია ეგ გაინტერესებდეს .. უთხრა ჩურჩულით -მაინტერესებს და ეს იცი! -მე არ მაინტერესებს შენ რაც გაინტერესებს … მოკლედ მოუჭრა გოგომ -როდის მერე ? -მას შემდეგ რაც ლილიას აკოცე.. ხელი გაუშვა ტილოს -მოიცა . უთხრა ლექსომ და ისევ წინ გადაუდგა -შენ იცი რომ … -თუ თავს დამნაშავედ გრძნობ შეგიძლია სინდისი დაიმშვიდო! შეაწყვეტინა გოგონამ -არ შეგიტოპავს ჩემთამ ლექსო , შენ ხომ ყოველთვის იტოვებდი უკან დასახევ გზას … გოგონაც თვალებში ჩააშტერდა -რა სულელი ხარ .. ტუჩთან ჩამოყრილი თმა გადაუწია -შენ გგონია იმიტომ არ ვცადე შენთან სიახლოვე რომ შემეშინდა ? -აღარ მაინტერესებს რატომ ! კიდევ ერთხელ დაეჯაჯგურა ბიჭის ხელებს -შანსს არ მაძლევ დაგიმტკიცო… -გაჩუმდი! არ თქმა რომ გიყვარვარ ლექსო, კაცს რომელსაც ამის დამტკიცება საკუთარი თავისთვის უწევს ეგეთი კაცი არ მჭირდება ! -აბა როგორი კაცი გჭირდება ანიტა! ხელები მოუჭირა გოგონა უსოამოვნოდ შეიჭმუხნა -გამიშვი! -როგორი ! -რომელსაც მხოლოდ მე ვეყვარები მხოლოდ მე მოვუნდები მხოლოდ ჩემს სიახლოვეზე გაგიჟდება , რომლის თვალებშიც მხოლოდ ჩემს თავს დავინახავ, სწორედ ასეთ მამაკაცთან ერთად ვიქნები -სასაცილოა ! შენ ვერავისთან ვერ იქნები ანიტა, ხელები ნელ ნელა გაუშვა -ვნახოთ.. -ნუ მიწვევ ლექსომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ანიტამაც უკან დაიხია , ნიჟარის კუთხეს მიეყრდნო ზურგით , სახეზე მამაკაცის სუნთქვა ეფინებოდა , ლექსო არ აპირებდა უკან დახევას პირიქით , უფრო და უფრო ამცირებდა მანძილს -დარწმუმებული ხარ რომ სხვასთან გინდა? შუბლი გოგონას შუბლს მიადო და სახე ხელით დაუჭირა -გაჩერდი! -დარმუნებული ხართქო ანიტა? თუ მეტყვი რომ კი აღარ გაკოცებ! -ისედაც ვერ მაკოცებ და მორჩი! ხელი უჯიკა ანიტამ მაგრამ მმაკაცმა ხელი დაიჭირა და უფრო მეტად მიუახლოვდა -იცოდე თუ დავინახავ რომ სხვა ვინმეა შენს გვერდით! -ლილია არ არის შენს გვერდით ? ესეეგი მე უნდა შევეგუო ხომ შენს სიახლოვეს პირველ სიყვარულთან ! როგორი ეგოისტი ხარ ლექსო -გეყოთ ხალხნო კინკლაობა ოთახში ნენე შემოვიდა , -პიცა მოიტანეს გამოდით ვჭამოთ ლექსო ანიტას მოშორდა -სიამოვმებით უთხრა ნენეს -მე უნდა წავიდე.. -კარგი რა ანიტა -ამ ვირთან ერთად აქ არ დავრჩები! საკუთარ მანტოს დაუწყო ძებნა -ვირი ჩემზე თქვა? ლექსომ ნენეს გახედა -მგონი.. თავი გააქნია ნენემაც წინ და უკან დადიოდა ანიტა ჩექმებს ეძებდა ,ასეთ აურზაურში არ ახსოვდა სად დადო -კარგი რა ანიტა .. უკან დაჰყვებოდა ნენე , ბიჭები კი უკვე პიცას მიიირთმევდნენ -ანიტა მოდიი რა .. გამოსძახა ლუკამ -არ მჯერა როგორი ეგოისტია ნენე , თავად ვერ გარკვეულა ლილიასთან რა აქვს და არც მე მაცდის ცხოვრებაას! არ ცხრებოდა გოგონა , აი როგორც იქნა მიაგნო ჩექმებს , სწრაფად ამოიცვა და შარფი მოიხვია -წავედი გამოსძადა ნენეს და კარი მოიჯახუნა ნენემ დოინჯი შემოირტყა და გაბრაზებული დაბრუნდა ოთახში -აი როგორ მოიქეცით ? ბიჭებმა ჭამას თავი დაანებეს -რა დავაშავეთ? იკითხა ლუკამ -რა სულელია , გაეცინა ლექსოს -მართლა ჰგონია რომ სხვა ვინმე იარსებებს … ბიცის ნაჭერი თეფშზე დააბრუნა - არა გეფიცები არ მესმის შენი, ხელები აღმართა ნენემ და ოთახიდან გავიდა -მართლა რა გჭირს … ამჯერად ლუკა მიუბრუნდა -ვცდილობ დავიბრუნო..ფეხზე წამოდგა ლექსო ..- არ დაგავიწყდეს რაც გითხარი გუდაურზე , ნენე დაარწმუნე და ჩვენებსაც უთხარი .. ლექსო წამოდგა და საკუთარ ნივთებს დაუწყო ძებნა - ეს თუ გიშველის შენს გვერდით ვარ .. -ვიცი ძმაო ვიცი… ხელი დაჰკრა ლუკას და დაემშვიდობა.. სახლში დაბრუნებულმა დედა რომ მოიკითხა ხმამ სამზარეულოსკენ წაიყვანა , ლექსოს დანახვაზე ლიას სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და ლილიას ანიშმა არაფერი თქვაო , თუმცა ლექსომ მაინც მოასწრო დედის ცრემლის დანახვა -რა მოხდა? იკითხა სამზარეულოში შესულმა -არაფერი შვილო რაღაცას ვიხსეენებდით , წამოდგა ლია- შეჭამ რამეს? ზურგი აქცია ბიჭს -ლია რა მოხდა ? გაუმეორა კითხვა ლექსომ -ლექსო არაფერი ჩვენ უბრალოდ შენზე ვსაუბრობდით და გული აუჩუყდა .. სცადა სიტუაციის განმიხტვა ლილიამ -შენ არ გეკითხები! მოუბრინდა მასაც ლექსო ლილია გაშეშდა -დედა რა ხდება ? წინ დაუდგა ლექსო და სახე ხელებიით ააწევინა , ახლაღა შენიშნა ბიჭმა გამსკდარი ადგილი წარბთან -ღმერთო ეს რა არის! თითქოს ცა თავზე ჩამოემხო -არაფერი დედი დავეცი.. ლოყაზე ხელი დაუსვა ლიამ , ლილიას ცრემლები წამოუვიდა -დაეცი? როგორ უნდოდა ლექსოს ამ სიტყვების დაჯერება , როგორი მარტივი იქნებოდა დაჯერება -ვაჟა სად არის ! იკითხა გაყინული ხმით -ლექსო! თითქმის შეჰკივლა ლიამ -სად არის ვაჟა ! აღარაფერი ესმოდა ბიჭს , გიჟივით შევარდა მამის ოთახში და ფანჯარასთან მდგარი კაცი დაინახა -ყველაფერში შენ გბაძავდი, შენი მწამდა , შენთვის საამაყო შვილობას ვცდილობდი, ეს როგორ გააკეთე! კარები მაგრად მოიაჯახუნა -ლექსო შვილო… მან მაიძულა, წყობიდან გამოვედი -გაჩუმდი! ხელი როგორ დაგარტყა მითხარი , მამისკენ წავიდა თუმცა მუშტი მის ნაცვლად კარადას დასცხო სასოწარკვეთილი შემოვარდა ლია ოთახში -შვილო.. უკვე ქვითინებდა -ლექსო არ გინდა მამაშენია.. როგორ შეეძლო ლოას ამ დროსაც შეეხსენებინა ლექსოსთვის ეს -წადი! ყონულივით ცივი იყო ბიჭის ხმა -არ მინდა საკუთარ მამაზე ავწიო ხელი! წადი! უღრიალა -ასე როგორ დაემსგავსე დედაშენს! ჩაილაპარაკა კაცმა , მაშინ ვეღარ მოითმინა ლექსომ და საყელოში სწვდა -ყოველ დღე უნდა ილოცო იმისთვის რომ დედაჩემი შენს გვერდით იყო , ნახევარ საათში ამ სახლიდან წადი თორემ საკუთარ საქციელებზე პასუხს აღარ ვაგებ! დედას ხელი მოჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა ლექსოს საწოლზე იჯდა ლია , ბიჭი კი ჭრილობას უმუშავებდა , გულზე მალამოდ ედებოდა ლიას მისი შეხება - ეს როდის დაიწყო .. იკითხა ლექსომ , ლია მიხვდა რასაც კითხულობდა მაგრამ თავი აარიდა -როცა 7 წლისები ვიყავით .. ჩაილაპარაკა ლილიამ ლექსოს გული გაეყინა , წარმოიდგინა ამდენი წლიანი დედის ტანჯვა და მისი უმოქმედობა , საშინელი წვა იგრძნო გულის -შენ იცოდი? გახედა გოგონას -ლილია მეხმარებოდა .. დაიჩურჩულა ლიამ -ლილია რომ არ ყოფილიყო… სიტყვა გაუწყდა -და მე არაფერი მითხარი…ნუთუ არ ვიმსახურებდი იმის ცოდნას როგორი კაცის შვილი მერქვა -ლექსო… ლექსომ ბამბა და ბეტადინი მაგიდაზე დადო -უნდა წავიდე … ლილიაც უკან გაჰყვა გარეთ გასულმა იგრძნო როგორ აღარ ეყო ჰაერი და იქვე კიბეზე დაჯდა, ლილიაც გვერდით მოუჯდა -არ მინდოდა ეს გეგრძნო რასაც ახლა გრძნობ.. -გაჩუმდი! -ვერ გაგიმეტებდი ამ ტკივილისთვის ლექსო, შენ ვაჟას აღმერთებდი, ვცდილობდი ლიას შველას გეფიცები სხვა გზით ვცდილობდი რომ მეხსნა , რომ არ აეტანა , რომ გაშორებოდა , ისე რომ შენც არ დაგმსხვრეოდა მამის ხატი, ვცდილობდი.. -გაჩუმდი… -მერჩივნა მე მტკენოდა ჩემთვის მოემართა უხეშად ,ჩემთვის შემოეხედა ზიზღით ვიდრე შენ დაგენახა მისი თვალები -გაჩუმდი ! ტუჩთან ხელი მიუტანა და თვალებში ჩააშტერდა , თავადაც ვერ მიხვდა რა ძალამ უბიძგა, უხეშად შეუცურა ხელი თმაში და მისკენ დაქაჩა გოგონას სახე -ნუ ლაპარაკობ! ლილიას სახე ხელებში მოიქცია და უხეშად , ძლიერად დაეწაფა ტუჩებზე, სუნთქვას ძლივს ასწრებდა იმდემად მომხოვნი იყო ლექსოს ყველა შეხება , სცდილობდა მის ტემპს აჰყოლოდა, უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა იმის განცდა რომ საყვარელი მამაკაცი კოცნიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.