შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (თავი 18 )


21-09-2024, 15:10
ავტორი lillianna
ნანახია 1 996

გაჩუმდი ! ტუჩთან ხელი მიუტანა და თვალებში ჩააშტერდა , თავადაც ვერ მიხვდა რა ძალამ უბიძგა, უხეშად შეუცურა ხელი თმაში და მისკენ დაქაჩა გოგონას სახე -ნუ ლაპარაკობ! ლილიას სახე ხელებში მოიქცია და უხეშად , ძლიერად დაეწაფა ტუჩებზე, სუნთქვას ძლივს ასწრებდა იმდემად მომხოვნი იყო ლექსოს ყველა შეხება , სცდილობდა მის ტემპს აჰყოლოდა, უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა იმის განცდა რომ საყვარელი მამაკაცი კოცნიდა, უფრო და უფრო ახლოს იკრავდა გოგონას სხეულს ლექსო, რაღაც მომენტში ლილიას ტუჩს მოსწყდა და მის სახესთან დაიჩურჩულა
-რა ჯანდაბას მიკეთებ! გოგონამ მწვანე ამღვრეულ თვალებში ჩახედა
-მენატრებოდი! ლექსო ისევ ძლიერად დააცხრა ტუჩებზე , ყველაფერს ერთად იტევდა ეს კოცნა , მონატრებას , სიბრაზეს , ვნებას , განშორებას , ვერც კი გაიაზრა წყვილმა ისე შეაღეს ჯერ სახლის შემდეგ კი ლილიას საძინებლის კარი
-მიყვარხარ! ქვედა ტუჩზე კბენდა გოგონა
-გაჩუმდი! ლექსომ ლილიას სხეული საწოლზე დაანარცხა და სწრაფად მოექცა მისი სხეულის ზემოთ
-არავინ არ მჭირდება შენს გარდა .. ეჩურჩულებოდა გოგონა და ხელით სცდილობდა ჰუდი გაეხადა ბიჭისთვის , ლექსომაც გადააძრო ლილიას მოკლე მაისური და ჯერ ყელი დაუკოცნა შემდეგ ნელ ნელა ქვემოთ ჩამოინაცვლა გულ-მკერდისკენ , შიგადაშიგ ესმოდა გოგონას სუნთქვა , ხედავდა როგორ კბენდა ქვედა ტუჩს და იმ წამსვე დააცხრებოდა ტუჩებზე, ჯინსის ელვა რომ ჩაუწია იგრძნო გოგონას ჩუმი კვნესა , იცოდა ლექსომ საბოლოოდ რომ ასამარებდა ყველა სხვა გრძნობას მის ცხოვრებაში მაგრამ ვერაფრით ეწინააღმდეგებოდა სურვილს დაუფლებოდა ლილიას სხეულს. გოგონას ხელის შეხება ახლა მხრებზე შემდეგ კი მთლიან ზურგზე იგრძნო , მისი ხელები ნელ ნელა ქვემოთ მიიწევდა და ჯინსის შარვლის ქამარს ეჯაჯგურებოდა გასახსნელად , რაღაც წამის მეასედში თვალწინ დაუდგა ლექსოს ანიტას სახე , თითქოს მისი ხმაც გაიგო, გაშეშდა, გულის ცემა გაუხშირდა , საშინელი ჩუმი ტკივილი იგრძნო , ლილია ფრთხილად კოცნოდა ბიჭის გულს როცა ლექსომ იმედგაცრუება იგრძნო , საკუთარი თავის მიმართ
-არ შემიძლია .. სწრაფად მოშორდა ლილიას სხეულს -მაპატიე .. მოუბოდიშა გოგონას , არ ვიცი რა მემართება, სახე ნამდვილად სასოწარკვეთილი ჰქონდა, ლილიას გული ეტკინა , საყვარელმა მამაკაცმა მაშინ უარყო როცა მისი ქალურობა მთლიანად მას მიანდო, მაინც მოიკრიფა ძალა ბიჭის სანუგეშებლად
-ლექსო არაუშავს .. ორივემ დავაშავეთ , ფრთხილად დაადო ხელი ზურგზე, ლექსომ ჰუდი სწრაფად გადაიცვა და გახსნილი შარვლის ელვა ამოსწია
-უნდა წავიდე ..
-გთხოვ არ წახვიდე წამოდგა ლილიაც , აუცილებელი არ არის სექსი გვქონდეს , ჩემთან დარჩი გთხოვ..
ლექსო ჯერ კოდევ ნახევრად შიშველ გოგონას მიუახლოვდა , ფრთხილად შეეხო მკლავზე
-ჩემი ბრალია ყველაფერი, ბოდიშს გიხდი…
-მასთან მიდიხარ ?
-ლილია…
-ანიტასთან მიდიხარ ? ამიტომ არ შეგიძლია ჩემთან იყო? ყველა პასუხს მოისმენდა ამ წამს ლილია გარდა თანხმობის
-ანიტას ასე ვერ მოვექცევი, ერთად არ ვართ მაგრამ ვერ ვუღალატებ..
-და მე შეგიძლია დამტოვო? თვალი ცრემლით აევსო
-არ უნდა დაბრუნებულიყავი ლილია , ორივესთვის აჯობენს თუ..
-თუ წავალ? სულ სულ აღარ გიყვარვარ? ფეხის წვერებე აიწია
-მიყვარხარ მაგრამ აღარ იმდენად რომ ანიტა დავთმო
გოგონას სხეული ფრთხილად გასწია გვერდით და კარიდან გავიდა.
….
საკუთარი თავი ეჯავრებოდა ამ წამს , იმის გამო რომ ერთ ქალსაც გულს ტკენდა და მეორესაც , რა უნდა ეთქვა ანიტასთვის , როგორ უნდა აეხსნა შენთან შერიგებას ვცდილობ მაგრამ შენგან წამოსული სხვა ქალს ვკოცნიო, მეტიც.. რომ არ შეჩერებულიყო.. სურვილს რომ აჰყოლოდა შემდეგ რა უნდა ექნა , როგორ აეკრძალა საკუთარი თავისთვის ანიტას ნახვა , ამ წამს უდიდეს დანაშაულს გრძნობდა თუმცა მაინც მთელი სისწრაფით მიჰქროდა მისი ავტომობილი ანიტას სახლისკენ
-ჩამოდი ორი წამით .. მისწერა გოგონას სახლთან მისულმა
-პირველი ხდება , სულ გაგიჟდი ?
-ჩამოდი თორემ ამოვალ! ხომ იცი რომ შევასრულებ
გოგონას პასუხმა დაიგვიანა , ლექსომ იფიქრა ცოტა ხანს კიდევ დაველოდები და თუ არ გამოჩნდება ავალო, მანქანიდან გადმოვიდა და ზურგით მიეყრდნო, სადარბაზოდან გამოსულ ანიტას მოჰკრა თვალი
-რა გინდა ! მალე მითხარი , ბიჭისკენ წამოვიდა
-მაპატიე.. დაიჩურჩულა ლექსომ , თავი ვეღარ შეიკავა რომ არ ჩახუტებოდა -ვიცი რომ ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ , ვიცი რომ ტკივილს გაყენებ, მაგრამ მაინც გთხოვ რომ მაპატიო.. წამით ანიტას თმიდან წამოსული სურნელი შეიყნოსა , გოგონა ვერაფერს ამბობდა
-შეცდომებს ვუშვებ, ყოველ დღე ვუშვებ, მაგრამ ყველაფერს შენთან მოვყავარ ანიტა .. ეჩურჩულებოდა
-ლექსო…
-არაფერი არ მითხრა უბრალოდ უფლება მომეცი ცოტა ხანს მაინც ვიყო შენს გვერდით.. ისევ ძლიერად ჰქონდა მოხვეული მკლავები
-ქალის სუნამოს სუნი გაქვს… ლექსომ ფრთხილად დაუშვა ხელები, ვერაფერი თქვა
-ანიტა …
-ლილიასთან იყავი და ახლა ჩემთან მოხვედი.. რა ადამიანი ხარ !
-საშინელი.. თავი ოდნავ დახარა
-მასთან სექსი გქონდა? როგორ გაუჭირდა ანიტას ამ კითხვის დასმა მარტო თავად იცოდა
-არა, მაგრამ შეიძლებოდა მქონოდა, რაღაც ძალას შენთან რომ არ წამოვეყვანე ..ლექსოს არ შეეძლო ტყუილის თქმა
-მადლობა .. ირონიული იყო გოგონა
-ანიტა! გოგონამ უკან დაიხია
-საშინელი ადამიანი ხარ !
-ვიცი!
-არ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს , მტკენ , მტანჯავ.. საშუალება მომეცი ვიცხოვრო ლექსო, ნუ მოდიხარ, ნუ მწერ , ნუ მახსენებ შენს არსებობას მინდა დაგივიწყო ყველაზე ძალიან მინდა .. ანიტამ ზურგი აქცია, აღარ უცდია ლექსოს მისი შეჩერება , იმსახურებდა ყველაფერს რასაც გოგო ეუბნებოდა , იმის მაგივრად ლიასთან დარჩენილიყო , იმის მაგივრად გაეაზრებინა დედის თავს რაც ხდებოდა , მაგრამ არა! ეს რომ გაეაზრებინა მთელი ცხოვრება უნდა დამსხვრეოდა, არასდროს იცოდა ვაჟამ როგორ პატივს სცემსა ლექსო მამას , როგორ იბრძოდა მამას რომ მისით ეამაყა, თამამად ეთქვა “ ჩემი ბიჭია” -ო , როგორ ეპატიებინა მისთვის დედის ამდენწლიანი ტანჯვა , შეურაცხყოფა , მისი ღირსების ფეხქვეშ გათელვა , როგორ შეძლებდა ისევ დაეძახა “მამა” , იმის გაფიქრებამ რომ ვერასდროს დაუძახებდა მამას გული საშინლად ატკინა, ლიასთან დაბრუნება უნდოდა მაგრამ გულს მაინც სასმლისკენ მიჰყავდა , ავტომობილი ბართან გააჩერა და შიგნით შევიდა.

….
ლუკამ და ნენემ ქორწინებისა და ახალი სახლის აღსანიშნად გადაწყვიტეს მეგობრების უქმეებზე გუდაურში დაპატიჟება , თანაც ახალი წლის პერიოდში განსაკუთრებით ლამაზი იყო ყველაფერი
ძლივს დაითანხმა ნენემ ანიტა წანოსვლაზე ,როგორც იქნა მოახერხა ნენემ მეგობრია დარწმუნება , უშენოდ მარტო არ წავალო, სხვა რაღა გზა ჰქონდა , სამეგობროს ვიქენდს ვერ ჩააშხამებდა, ბარგი გამზადებული ჰქონდა და კორპუსის პარკინგზე ელოდებოდა ნენეს
-სად არის ამდენი ხანი! საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ხელში ტელეფონს ათამაშებდა
-მოვედი… ნაცნობი ხმა გაიგონა
-შენ აქ რა გინდა ?
-შენი აზრით? მოვედი რომ გუდაურში წავიდეთ .. ხელი ანიტას ჩემოდანს დაავლო და მანქანის საბარგული ასწია
-ლექსო შენი მანქანით არ წამოვალ!
-და ვინ გითხრა რომ არჩევანი გაქვს ? ავტომობილის კარი გამოაღო მძღოლის გვერდით ლექსომ -ჩაჯექი !
-ა რ ა ..კიდევ როგორ აგიხსნა ? სხვას გავყვები, მაგალითად დათოს , კარგი ბიჭია , ისე რა სასაცილო იქნებოდა ლილიას მული რომ ვყოფილიყავი, ჰა რას იტყვი.. ლექსოს შეხედა
-ანიტა, ისე ნუ იზამ გუდაურის ნაცვლად სხვაგან ამოჰყო თავი. ხელი მოკიდა გოგონას და ძალით ჩასვა მანქანაში, ღვედით თავად გაუკეთა
ნახევარი გზა ანიტა თავს აჩვენებდა თითქოს ეძინა , მეორე ნახევარში კი მართლაც წასთვლიმა , მანქანა პარკინგზე რომ გააჩერა ლექსო გოგონას მიუბრუნდა
-ანიტა… სახიდან თმები გადაუწია
-ანიტა გაიღვიძე … გოგონა შეიშმუშნა
-მოვედით? თვალები წვალებით გაახილა , ლექსოს ჯეერ კიდევ მის ლოყაზე ედო თითი
- ნუ მეხები.. მხარი აჰკრა გოგონამ და მანქანის კარი გააღოო..
სასტუმროს მისაღებში შესულმა მეგობრები დაინახა, ჯერ ნენე და ლუკა , შემდეგ სანდრო , გიგა და დათო , სანდროს შეყვარებული და იქვე ლილიაც , ლექსოც წამოეწია ამასობაში ანიტას
-შენი შეყვარებულიც აქაა გილოცავ.. უხეშად გამოგლიჯა ჩემოდანი ბიჭს
ლექსოს არაფერი უთქვამს , ლუკასკენ წავიდა რომელიც ნომრებს ანაწილებდა
-რაშვები ამდენხანს ..
-ბიჭო 4 ნომერია ორკაციანი თავისუფალი და ერთი ერთკაციანი, ვერ გადავანაწილე
- რა ვერ გადაანაწილე
- ლილია და ანიტა ერთ ოთახში გამოდის , მე და ნენე ერთად, სანდრო და მისი შეყვარებული ერთად , დათო და გიგა ერთად და შენ ერთიანში, გვრჩება ლილია და ანიტა კიდევ ორ საწოლიან ნომერში
-შიგ ხო არ გაქ , მე და ანიტა ერთად ვიქნებით და ერთიანი ხომ რჩება იქ ლილია .. და ვაფშე ლილია ვინ დაპატიჟა ?
-მე ! სხვანაირად არ გამოდიოდა , საქორწილო ამბავშია ეს ყველაფერი
ბიჭების ჩურჩული საეჭვოდ მოეჩვენა ნენეს და მიუახლოვდა
-რა ხდება ? დავიღალეთ
-არაფერი პატარა პროებლემა იყო თუმცა გადაწყდა , თქვა ლექსომ -მე და ანიტა ერთ ნომერში ვიქნებით
-რა ? იქვე იდგა ანიტაც
-რა რა !
-ანიტა საკმარისი ნომრები არ არის , ყველაფერზე ჯავშანია.. ჩაერია ლუკა
-მარტო რომ ვიყო არ შეიძლება ?
-მაშინ ლილია უნდა იყოს ჩემთან ერთად .. შეაწყვეტინა ლექსომ -იქნებ ასე გირჩევნია , თვალი ჩაუკრა
-რატომაც არა იყოს! თქვენ მაინც უფრო უკეთ იცით ერთმანეთი.. ჩემთვის სულ ერთია
-დარწმუნებული ხარ ?
-კი!
-ანუ ამათი კინკლაობა უკვე აღარ შემიძლია.. გაბრაზდა ნენე -ჩემი თაფლობისთვეა ჯერ კიდევ და როგორც მე ვიტყვი ისე იქნება ! -ლექსო და ანიტა ერთად ვსო! ლექსოს გაეღიმა
-ისღა მაკლია ჩემი სიძე ამ გრძელფეხება მოდელს დავუთმო.. მხარი გაჰკრა ანიტას.
ლექსომ საკუთარი ჩანთა ზურგზე მოიგდო და ანიტას ჩემოდანი გამოართვა
-აბა არ მოდიხარ ? მე ძალიან დავიღალე
-ხოდა წადი!
-ნომერში დაგელოდები საყვარელო! კიდევ ერთხელ გამოაჯავრა გოგონა



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

მომწონს გავითარება ველოდები ახალ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

იქნებ ეშველოს ვითომ ანიტა და ლექსოს მგონი ლექსომ საერთოდ აუღია ხან ერთ გოგოსთან არი ხან მეორესთან გაერკვეს იქნებ

 


№3  offline წევრი lillianna

სტუმარი ნესტანი
იქნებ ეშველოს ვითომ ანიტა და ლექსოს მგონი ლექსომ საერთოდ აუღია ხან ერთ გოგოსთან არი ხან მეორესთან გაერკვეს იქნებ


ვნახოთ ვნახოთ , ახალი თავი ატვირთული მაქვს და მაინტერესებს თქვენი აზრი

 


№4 სტუმარი Ekk

Auuu male daalaage leqso da anita gvindaaa

 


№5  offline წევრი lillianna

Ekk
Auuu male daalaage leqso da anita gvindaaa


ერთმანეთი არ უნდათ თორე მე კი დავალაგებ????????❤️

 


№6 სტუმარი Ekk

lillianna
Ekk
Auuu male daalaage leqso da anita gvindaaa


ერთმანეთი არ უნდათ თორე მე კი დავალაგებ????????❤️


უნდათ ,უნდათ ♥️ გული არ დაგვწყვიტო მკითხველებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent