შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (19)


23-09-2024, 15:36
ავტორი lillianna
ნანახია 2 282

საძაგელი ! ხედავ როგორ იქცევა? არ ცხრებოდა ანიტა, -როგორ შეუძლია ასეთი ეგოისტი იყოს ნენე, ღმერთო როგორ მინდა არ მიყვარდეს .. მთლიანი დერეფანი რამდენჯერმე მოირა ანიტამ
-მაგრამ გიყვარს ! კარგი რა აპატიე და ეგ არის .. უკან დაჰყვებოდა ნენე
-რა ვაპატიო ნენე, ყოველ დღე ჩემი ნახვის შემდეგ სხვა ქალთან წასვლა? შენ აპატიებდი? ნენე დუმდა
-ან როგორ ვიცხოვრო ეჭვებში ვუყვარვარ თუ არა მითხარი
-უყვარხარ, სხვანაირად ასე არ მოიქცევა.. ბოლომდე სცდილობდა გაემართლებინა ლექსო
-სიყვარულის უცნაური გამოხატულებაა .. დოინჯი შემოირტყა ანიტამ -თანაც ეგრეც რომ იყოს მარტო სიყვარული არ არის საკმარისი, პრობლემა ჩემშიცაა ვერ ვენდობი. ჰოლში მდგარ სავარძელში ჩაჯდა , ხედავდა როგორ იშლებოდნენ ნენეს და ლუკას მეგობრები თავიანთი ნომრებისკენ , ერთადერთი ლილია რჩებოდა სასტუმროს კაფეში, სახეზე ეწერა ანერვიულება , ალბათ უკვე გაიგო ნომრების შესახებ, ფიქრობდა ანიტა
-ან ამ გოგოს როგორ ექცევა .. ისევ მეგობარს მიუბრუნდა
-ეს თავად ექცევა საკუთარ თავს ისე როგორც ექცევა! გაბრაზდა ნენეც - რა ეგონა აქ რომ ჩამოდიოდა? ხომ იცოდა შენი არსებობა
-შეიძლება არც იცოდა .. ჩაილაპარაკა ანიტამ
-კარგი რა , ნუხარ ასეთი მეამიტი, თავად აიძულა ლექსო დაბრუნებულიყო, მიეტოვებინა , ეგონა საკმარისი გააკეთა იმისთვის რომ მთელი ცხოვრება ჰყვარებოდა
-გაჩუმდი გთხოვ
-რატომ ? სიმართლეს არ ვამბობ? იცი მაინც რა მოხდა ? გიკითხავს ლექსოსთვის?
-რატომ უნდა მეკითხა ნენე ? ის არ მეყოფა რაც ვიცი?
-კარგი კარგი! აზრი არ აქვს! ლუკა მელოდება და თანაც დავიღალე , შენ კი თუ ოთახში არ გინდა აქ იჯექი და უყურე სხვა როგორ მოქმედებს სანამ შენ გარბიხარ ! გაბრაზებული გაეცალა ნენე მეგობარს
დიდხანს იჯდა მართლაც ანიტა ქვემოთ , სანამ სიცივემ არ აიტანა და კუნთები არ დაეძაბა , არავინ ჩანდა ისეთი ვინც ნომერს გაუცვლიდა, როგორ უნდოდა მშვიდად წამოწოლილიყო, თოვლის ფიფქებს დაკვირვებოდა და არაფერზე ეფიქრა გარდა სიმშვიდის , ერთადერთი ხსნა ლილია იყო, ლილიასთვის ეთხოვა ნომრის გადაცვლა მაგრამ ამას როგორ გადაიტანდა მისი გული? როგორ არ გაეყინებოდა სული ლილიას და ლექსოს ერთ ოთახში ყოფნით, საკუთარ თავს ამჯერადაც გამოუტყდა ეჭვიანობაში , და ფარ-ხმალი დაყარა , ზანტად წამოდგა , ფეხით აიარა რამდენიმე კიბე , გრძელ დერეფანს გაუყვა ნომრამდე , 28- ე კართან შეჩერდა ფრთხილად შეაღო , საძინებელი თავისუფალი ჩანდა მხოლოდ ანიტას ჩემოდანი იდო საწოლზე
-ესეეგი შეეგუე ბედს .. ანიტა ოთახის შუაგულში იდგა ლექსო აბაზანიდან რომ გამოვიდა , წამში ააარიდა ბიჭის შიშველ გულ მკერდს მზერა და ფანჯრიდან თოვლის ფიფქებს დააკვირდა
-ჩაიცვი თუ შეიძლება! საწოლზე გადაფენილი ჰუდი ესროლა, ლექსომ გაიცინა
-თითქოს პირველად მხედავ .. მაინც აიღო ჰუდი ხელში
-ასე თუ გააგრძელებ იცოდე დერეფანში დავიძინებ! გააფრთხილა გოგონამ
-კარგი !კარგი! შარვალიც მესროლე
ამჯერად შარვალს მისწვდა გოგონა ხელით თუმცა მაინც მოასწრო იმის დანახვა როგორ მოიშორა შემოხვეული პირსახოცი მამაკაცმა
-ჯანდაბა ლექსო!!!
-რა ვქნა ? ხელები აათამაშა
-აბაზანაში შედი! მთელი ძალით გაუქანა შარვალი და თავში გაარტყა
ბიჭი დანებდა , საკუთარი ნივთები აიღო და აბაზანის კარი მოიხურა
ანიტამ შვებით ამოისუნთქა- ორი დღე ანიტა მხოლოდ ორი დღე გაუძელი !
-რატომ მხოლოდ ორი ? დახურული კარიდან გამოსძახა ლექსომ , - რა იცი რომ კიდევ არ ვრჩებით
-მე არ ვრჩები და შენ შეგიძლია რამდენ ხანსაც მოგესურვება დარჩე .. პასუხი დაუბრუნა გოგონამ , საწოლზე ჩამოჯდა და ფეხსაცმელის გახდა დაიწყო, მთელს სხეულში სიმძიმეს და დაძაბულობას გრძნობდა , საწოლზე აბობღდა და ცალ მხარეს წამოწვა , ლექსო რომ დაბრუნდა თითქმის თვლემდა
-გძინავს ?
-ვცდილობ .. ჩურჩულით გამოეპასუხა გოგონა
-არ შეჭამ?
-ლექსო დასვენება მინდა ან დაწექი ან გადი !
-ნუ თუ შენთან ერთად დაწოლას მთავაზობ მაშინ დარჩენა მირჩევნია..
-ახლა ბალიში მოგხვდება !
-კარგი ხო! ჩემ მხარეს დავწვები ხომ შეიძლება ? ანიტამ არაფერი უპასუხა , ლექსომაც დაიკავა მისი ადგილი , საწოლის ბოლოში დაკეცილი პლედი აიღო და მთელს სიგრძეზე გაშალა , ფრთხილად გადააფარა ანიტასაც , თითქოს არ გაუგია გოგოს თუმცა მაინც ჩაეღიმა გულში,
ანიტას ჩაძინებას ელოდა ლექსო უფრო ახლოს რომ მიწეულიყო გოგონას სხეულთან, ღმერთო როგორ ენატრებოდა ეს სუნი, ჯერ ტანსაცმელზე შეეხო ფრთხილად შემდეგ კი რადგან გოგონას რეაქცია არ ჰქონია მკლავი წელზე შემოხვია და უკნიდან მიეკრო, ცალი ხელი ანიტას მუცელზე ედო, გოგონა შეიშმუშნა თუმცა არ გაჰღვიძებია
-მომენატრე .. თავისთვის ჩაილაპარაკა ლექსომ, ბიჭი გრძნობდა რომ მშვიდად იყო, როგორც სახლში , როგორც ყველაზე მყუდრი ადგილას , ანიტას გვერდით ყველა პრობლემა ქრებოდა , ყველა ტკივილი ყუჩდებოდა, ყველა ფერს ეძლეოდა ფერი, ყველაფერს ეძლეოდა მნიშვნელობა , დიდხანს იყო ლექსო გოგონასთან ჩახუტებული სანამ თავადაც არ ჩაეძინა.
გარეთ უფრო და უფრო უმატა თოვლმა , ქვემოდან რომ აგეხედათ ტალახის დიდ დროვად დაინახავდით ფიფქებს , მაგრამ სარკმლიდან ისეთი ლამაზი იყო მინას მიხეთქებული ფიფქები, ოთახში ბუხარი ენთო, გარეთ ნაძვის ხეები და განათება ბრჭყვიალებდა , თოვლში მოსეირნე ადამიანები და თბილი ყავის სურნელი ჰაერში იგრძნობოდა
სასიამოვნო შეგრძნებებმა გააღვიძა ანიტა , თუმცა ვერ შეძლო გამოძრავება , რაღაც ძალიან მძიმე აწვა სხეულზე , თვალი ფრთხილად გაახილა , ჯერ ლექსოს მშვიდი სახე დაინახა შემდეგ კი მასზე გადაწოლილი სხეული, შეეცადა მამაკაცის მკლავებისგან თავის განთავისუფლებას თუმცა ვერ მოახერხა , რამდენჯერმე ხმამაღლა ჩაახველა მაგრამ ლექსოს ესეც არ გაუგია
-ლექსო.. ხელით ფრთხილად შეარხია
-ლექსო გაიღვიძე ! უფრო ხმამაღლა წარმოთქვა , მამაკაცი შეირხა
-ლექსო ! უნდა ავდგე
-რატომ ? ბალიშიდან თავი არ აუწევია მამაკაცს
-იმიტომ! და საერთიდ რა წესია ეს ? რატომ წევხარ ჩემთან
-სხვა საწოლი ოთახში არ დგას და იმიტომ.. უფრო ძლიერად მოჰხვია ხელი
-ლექსო გეყოს უნდა ავდგე , მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია - ლექსო მეფსია
შერცხვა ანიტას თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა უნდა გაემხილა , ბიჭს გაეცინა თუმცა სწრაფად გაუშვა ხელი
- ვერ თქვი მერე გოგო?
-ვცდილობდი იცი? სწრაფად წამოხტა ფეხზე და აბაზანის კარი მოიჯახუნა
ლექსომ წამით შეხედა ფანჯრიდან თოვლის ფიფიქებს , ისეთი ლამაზი სანახაობა იყო, ძალიან მოუნდა ანიტასთან ერთად ახლოდან ეცქირა.
-თოვლში არ გავიდეთ?
-ჩვენ ? გამოსძახა გოგონამ
-შენს გარდა აქ ვინმეს ხედავ?
-და ჩვენ რატომ უნდა წავიდეთ ერთად ? ოთახში დაბრუნდა ანიტა -ვინ ვართ რო ერთმანეთისთვის?
-ვინ ვართ და …. მოიცა დავფიქრდე გამოაჯავრა ბიჭმა -ერთმანეთზე შეყვარებულები … გოგონასკენ წავიდა
-სასაცილოა .. ხელიდან დაუსხლტა ანიტა
-აღარ გიყვარვარ? სიტყვებით თამაშობდა ლექსო , ხვდებოდა ანიტა როგორ მანიპულირებდა მამაკაცი
-აღარ… ფანჯარასთან მივიდა და მანაც შენიშნა როგორ ბარდნიდა გარეთ , ახალ წელს ყველაზე მეტად თოვლი უხდებაო ფიქრობდა ანიტა, თანაც ხედავდა ეზოში ლამაზად მორთულ ნაძვის ხეებს და ეღიმებოდა
-გიყვარს ახალი წელი? გვერდით დაუდგა ბიჭი
-ძალიან .. გულწრფელად უთხრა გოგომ
-მე თოვლი მიყვარს .. და კიდევ შენ მიყვარხარ… როგორ შეეძლო ასეთი ზემოქმედების მოხდენა , ასეთ გაბრაზებულზეც კი ,მამაკაცის ერთ სიტყვას ჭკუიდან გადაჰყავდა , ყველა ცუდს ავიწყებდა და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელს გრძნობდა
-უნდა გამოვიცვალო, იქნებ გახვიდე .. მოუბრუნდა ბიჭს
-გამოიცვალე არ გიყურებ , ზურგით შეტრიალდა ლექსო
-არა ! მინდა გახვიდე .. მტკიცე იყო გოგონას გადაწყვეტილება , მიხვდა ლექსო უფრო რომ აღიზიანებდა გოგონას და წინააღმდეგობა არ გაუწევია , მაგიდაზე დადებული სიგარეტის კოლოფი აიღო და გარეთ გავიდა
დარჩა ანიტა საკუთარ ფიქრებთან ისევ მარტო , საკუთარ გულთანაც ვერ აღიარებდა თუ როგორ სიამოვნებდა ლექსოსთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა , ნუთუ სულ არაფერს ნიშნავდა ბიჭის გადაწყვეტილება ანიტას გვერდით ყოფილიყო, ლილიაც ხომ გვერდით იყო მაგრამ გრძნობდა ანიტა მთელი სიცხადით ლექსოს დამოკიდებულებას მისდამი, უნდა დაეჯერებინა? უნდა მიეცა შანსი? მაგრამ იმ ფაქტს , რომ თავს ისე გრძნობდა ,როგორც ღალატის შემდეგ მიტოვებული ქალი ,ვერაფერს უხერხებდა .
სწრაფად ამოიცვა დათბილული
ელასტიკი და ბუგები, ყელზე შარფი მოიხვია, სასტუმროს კაფეში ჩასულმა მეგობრებს მოჰყრა თვალი , მათ მაგიდას მიუახლოვდა, საკუთარი ადგილი დაიკავა
-დილამშვიდობის ..თავი დაუკრა ყველას , ლექსო არ ჩანდა ,არც ლილია , ირონიულად გააქნია ანიტამ თავი, მშვენივრად ხვდებოდა ერთად რომ იქნებოდნენ, ყავის ფინჯანი პირთან მიიტანა , ამ სიცივეში ცხელი ყავა ძალიან ესიამოვნა , თითქმის არაფერი უჭამია მხოლოდ მეგობრებს უსმენდა , კარიდან შემომავალი ლექსო დაინახა , თოვლის ფიფქებს რომ იფერთხავდა , სანთებელა ჯიბეში დააბრუნა ბიჭმა და მეგობრებისკენ წამოვიდა
-სასრიალო ამინდია , არ გავიდეთ ? ანიტას არ შეუმჩნევია მისი დაბრუნება , მხოლოდ ის შენიშნა როგორ შემოჰყვა ლექსოს ლილია
-აუ კი რაა.. ყველა აიყოლია ნენემ , სწრაფად დატოვეს მეგობრებმა საუზმე და წამოიშალნენ
-შენ არ წამოხვალ? ლექსო ანიტას პირდაპირ დაჯდა და მისი ფინჯნიდან ყავა მოსვა
-ლილიასთან ერთად უკვე ისრიალე ? უი თუ დამავიწყდა თქვენ ხო ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებით კავდებით.. ლექსოს გაეღიმა , ანიტას ეჭვიანობა არწმუნებდა რომ შანსი ისევ ჰქონდა თანაც ძალიან დიდი
აპირებდა ლექსო პასუხის დაბრუნებას მაგრამ მაგიდას მისთვის უცნობი მამაკაცი მოუახლოვდა
-ანიტა? ბიჭის ხმაზე გოგონამ ნელა შეაბრუნა თავი , მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
-ანდრეა?
-ღმერთო რამდენი ხანია გიყურებ , არ ვიყავი დარწმუნებული შენ იყავი თუ არა .. გოგონა ფრთხილად წამოდგა , ვეღარ მოითმინა ანდრეამ და გადაეხვია, ლექსოს ძარღვები დაებერა სიბრაზისგან მაგრამ მაინც არწმუნებდა თავს ნათესავია ალბათ მშვიდად იჯექიო
-როგორ შეცვლილხარ .. დაუჩურჩულა ბიჭმა ყურთან , ანიტა გვერდზე გაიწია უხერხულად
-ხო დიდი დრო გავიდა .. თან ლექსოს გახედა
-3 წელი .. ზუსტად გამოთვალა ანდრეამ - სკოლის შემდეგ იმდენი რამ შეიცვალა .. ლექსომ რამდენჯერმე ჩაახველა , იგრძნო მისთვის უცნობმმა მამაკაცმა ანიტას კომპანიონის მზერა , რამაც მიახვედრა საუბარი დასასრულისკენ წაეყვანა
-გამიხარდა შენი ნახვა ანიტა, კიდევ ერთხელ მოჰხვია ხელი მხარზე -თუ დრო გექნება ყავა დავლიოთ ერთად , მეც მეგობრებთან ერთად ამოვედი უქმეებზე . გაუღიმა
ეს უკვე აღარ მოსწონდა ლექსოს , ფეხზე წამოდგა
-აჰაამ ვნახოთ ანდრეა .. უთხრა ანიტამ და ლექსოს მაგიდისკენ წამოვიდა, მიხვდა როგორ დაიძაბა ალექსანდრე მათი შემყურე, არ უნდოდა ახალი აურზაურის მიზეზი გამხდარიყო
-ვინ იყო ? უკვე დაბრუნებულს კითხა ლექსომ
-ვალდებული ვარ გითხრა? ეუხეშა გოგონა
-ანიტა ვინ იყო! საშინლად დაძაბულმა ჰკითხა
-ჩემი პირველი შეყვარებული.. სკამზე ჩამოჯდა და ყავის ფინჯანი თავიდან აიღო
ლექსოს უფრო და უფრო დაეტყო გაბრაზება , შეკრული მუშტი კიდევ უფრო მეტად დაეჭიმა
-გოგო! შენ პირველ შეყვარებულს ყავაზე ჭორაობას თანხმდები? გვერდით მოუჯდა ლექსო
-უკაცრავად ? ისევ დადო ჭიქა , -შენ შენს პირველ შეყვარებულს უფრო მეტზე არ თანხმდები?
-ანიტა! მიუახლოვდა გოგოს. -ცდილობ სამაგიერო ასე გადამიხადო? თვალებში ჩააშტერდა
-თავი დამანებე ლექსო!
-კარგი ! მშვენიერი! გაბრაზებულმა დაავლო ხელი სიგარეტის კოლოფს -ამის დედაც ! ხელიდან გაუვარდა სანთებელა თუმცა მალევე მოძებნა და გიჟივით გავარდა გარეთ.

გარეთ გასულ ლექსოს ლუკა აივანთან შეეჩეხა , რამდენიმე მეგობარი ერთად ეწეოდა , გოგონები თოვლში ერთობოდნენ, ლექსოს დანახვისას ბიჭებს გამოეყო და მეგობარს გვერდით ამოუდგა
-რაგჭირს
-გამაგიჟებს ეს გოგო .. თოვლიან მოაჯირს ხელით დაეყრდნო
-ანიტა?
-ახლა ვიღაც ანდრეა გამოჩნდა , პირველი სიყვარული.. ჰმ.. მწარედ გაააქნია თავი , -არც კი შერცხვა ისე მოეხვია ჩემს თვალწინ !
-და ? შენც ხომ იჩითები ლილიასთან ერთად
-ახლა არ დაიწყო ! ტვინი მო.. ა უკვე !
-კარგი ბიჭო რას ართულებ ! თუ გიყვარს ეგ გოგო ყველაფერი გააკეთე, რომ დაიბრუნო , თუ არადა გაუშვი
ლექსომაც გააბოლა ერთი ღერი , დაინახა ამასობაში როგორ გამოვიდა ანიტა სასტუმროდან , წვრილი ფეხები ელასტიკში კიდევ უფრო მეტად წვრილი და მაღალი უჩანდა , გრძელი ყავისფერი სრიალა თმები დუტის ქურთუკში ჩამალა და რადგან გადაუღებლად თოვდა კაპიუშონი მოიხურა , ხედავდა ლექსო როგორ მიდიოდა გოგონა ნენესკენ, თვალი არ მოუშორებია მაშინაც კი პატარა ბავშვითით რომ გუნდაობდა მეგობართან ერთად , თოვლის ფიფქები თეთრს ნაზ სახეზე ეფინებოდა , ანიტამაც შეამჩნია ლექსოს დაჟინებული მზერა
-უსინდისო .. ჩაიბუტბუტა და ერთი დიდი გემრიელი გუნდა შეკრა ხელით, სულ არ მოელოდა ბიჭი თუ მისი მიმართულებით ისროდა , სქელი პულოვერი თოვლით გაევსო, სიგარეტი კი ხელიდან გაუვარდა
-არ თქვა რომ არ დაგიმსახურებია .. გამოსძახა გოგონამ
ლექსოს გაეცინა , ტანსაცმელზე მიკრული თოვლი დაიფერთხა და ნაძვებისკენ წავიდა
-ასე ხო.. ხელები ერთმანეთში გადააჯვარედინა , ანიტა კი ნენეს სხეულს ამოეფარა
-არც გაბედო!
-თორემ ? ძირს დაიხარა და თოვლის გროვა ხელით დაამრგვალა
-ლექსო !
-ნენე გაიწი .. გუნდას ხელში ათამაშებდა ბიჭი
-გაფრთხილებთ მე არ მომხვდეს ! კიოდა ნენე , სწრაფად მოშორდა ანიტას და ლუკასკენ გაიქცა -გიჟები ..
-აბა ახლა ვინ გიშველის ?.. ნიშნისმოგებით უთხრა ლექსომ
-და ვინ გითხრა რომ შველა მჭირდება.. ზურგს უკან დამალული გუნდა გამოაჩინა და ისევ ბიჭის მიმართულებით ისროლა , ლექსოს ამჯერად წვერი დაუფარა თეთრმა თოვლმა
-ცეცხლს ეთამაშები ანიტა! თუმცა გოგონას ბევრი არ უფიქრია ისე გაიქცა სასტუმროსკენ უკანმოუხედავად , ჰოლში გულამოსკვნილი შევარდა და თოვლიანი ტანსაცმელი დაიფერთხა , ლექსო არ მომყვებოდესო გაიფიქრა, ის იყო ნენეს მოძებნას აპირებდა როცა ზურგით რაღაცას შეეჯახა
-ფრთხილად ფრთხილად .. ნაზი ხელების შეხება იგრძნო
-ანდრეა … გაღიმებული სახით უცქერდა ბიჭი
-იმედი მქონდა რომ შეგხვდებოდი .. ხელები ნელა გაუშვა თუმცა თვალი არ მოუშორებია
-მე ..
-წამომყვები ყავაზე ? მგონი სალაპარაკოც გვექნება
ანიტამ დაინახა ჰოლში შემოსული ლექსო , ლექსომ კი ანიტა
-თუ რა თქმა უნდა შენი შეყვარებული არ გაბრაზდება …
-შეყვარებული არ მყავს , სწრაფად უთხრა - კარგი წავიდეთ!
ანდრეას ჩაეღიმა , ანიტა წინ წავიდა , აღარ დაუნახავს ლექსოს გაწბილებული სახე , ანდრეაც ანიტას მიჰყვა .
ახლა ალბათ ყველაზე უკეთ ლექსოს ესმოდა ანიტასი და თან არც! ბოლოს როდის იგრძნო თავი ამგვარად გაწბილებულად ვერ იხსენებდა , საშინელი სიცარიელე იგრძნო სიბრაზესთან ერთად , ცხოვრებაში რა არ უნახავს , რა განცდა არ განუცდია მაგრამ ასეთი უმნიშვნელო არ ახსოვდა ოდესმე თუ იყო. რაღაც ეტკინა გულთან, ყველაზე ნაკლებად რაღაცეების დავიწყება გამოსდიოდა , განა რა დააშავა ლილიამ ბევრჯერ უფიქრია ამაზეც , მხოლოდ ის რომ ერთ ერთი ჩხუბის დროს წამოსცდა ხელს მიშლი წარმატებაშიო, ხო მაშინაც ასე უმნიშვნელოდ გრძნობდა თავს , სწორედ ეს ვერ აპატია საყვარელ ქალს , ამ სიტყვების გადახარშვა ვერ შეძლო.
-აქ რას აკეთებ ლექსო? ნენეს ხმა გაიგო
-ხედავ იმათ? ანიტას მაგიდისკენ გაახედა
-მოიცა ეს ანიტაა?
-რა შეგიძლია იმ ბიჭზე მითხრა ნენე?
ნენემ კარგად აათვალიერა ანიტას თანმხლები პირი , ძლივს შეიცნო ანდრეა ახალკაცი
-მოიცა აქ რა უნდა?
-ანიტას რა აკავშირებდა მასთან? ლექსოს ყველაფერი აინტერესებდა
-კარგი რა , ბავშვობის რაღაც სისულელე , სკოლაში ვსწავლობდით, ყველას ყველა მოწონდა .. სცადა სიტუაცია მსუბუქად დაეხატა
-ანუ მოწონდა ?
-უმნიშვნელოდ , ყურადღებას ნუ მიაქცევ ლექსო, ანიტა არ არის ის კატეგორია ერთ დღეს ერთი უყვარდეს და მეორე დღეს მეორე .. მხარზე ხელი დაადო ლექსოს და ამით აგრძნობინა სანერვიულო არაფერი გაქვსო
თავად ანიტა მთელი დაღამო დაძაბული იჯდა , ჯერ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს იმის გამო რომ მეგობრები დატოვა და ახლა ამ მაგიდასთან ერთად იჯდა ანდრეასთან ერთად, პირველი ოცი წუთი ხედავდა ლექსოს დაჟინებულ მზერას , შემდეგ გაუჩინარდა , თვალი ვეღარ მოჰკრა , ეს უფრო მეტად ძაბავდა და ანერვიულებდა
-ვიცოდი რომ ერთ დღეს ისევ გნახავდი.. ბევრს საუბრობდა ანდრეა , - ხშირად მახსენდება სკოლის პერიოდი, და უფრო ხშირად მახსენდებოდი შენ.. მამაკაცის მზერას წააწყდა მისი თვალები
-სკოლის პერიოდი მართლაც კარგი იყო.. დაეთანხმა ანიტა
-სწავლობ?
-კი .. მოკლე მოკლე პასუხებს სცემდა ანიტა
-აქ მეგობრებთან ერთად ხარ ? გოგონას დაძაბულობას ანდრიაც გრძნობდა
-კი , ნენე ხომ გახსოვს , გათხოვდა ხოდა მისი ქმარი ნენე და ნენეს მეგობრები არიან კიდევ ..
-ნენე როგორ არ მახსოვს , უსაყვარლესი იყო, სულ შენს სიახლოვეს ტრიალებდა და განმარტოებას არ გვაცდიდა .. გაეცინა -და ის ბიჭი ვინ იყო შენთან ერთად ?
ანიტა შეიშმუშნა
-მაპატიე , არ მინდა ზემდეტი მომივიდეს .. იგრძნო გოგონას დაძაბულობა
-თუ გინდა ნუ მეტყვი..
-ხო მირჩევნია არ ვისაუბრო ამ თემაზე , ნამცხვრის ერთი ნაჭერი შეჭამა და ცხელი ჩაიც მიაყოლა
-და შენზე რას მეტყვი ? რას საქმიანობ .. კითხვა ამჯერად ანიტამ შეუბრუნა
-ბიზნესს ვსწავლობ და სულ მალე მეგობართან ერთად მარჯანიშვილზე პატარა ტურისტულს ვხსნი ..
-ვაუ მაგარია ..
-და რაც შეეხება პირადს , წარბები შეკრა -მართალია არ გიკითხავს მაგრამ მაინც მინდა გითხრა , პატარ პატარა რაღაცეები იყო, თუმცა სერიოზული არაფერი
-დასანანია .. თავი გააქნია გოგონამ
-დრო გავიდა და მხოლოდ იმას ვნანობ … შეჩერდა -იმ დღეს რომ დაგტოვე ..
ამას არ მოელოდა ანიტა, ჩანგალს ხელი გაუშვა და სკამის საზურგეს მიეყრდნო
-ბავშვები ვიყავით… მაშინ არაფერი იყო სერიოზული.. უთხრა ბიჭს
-ძალიან დიდხანს ვდარდობდი შენზე .. ისევ პაუზა გააკეთა , ვფიქრობდი ნეტავ თუ შეძლებს და მაპატიებსთქო, ანიტა! გოგონასკენ გადმოიხარა და მისი ხელი ხელში დაიჭირა
-კაცები ძალიან სულელები ვართ! სულ რაღაცის მტკიცებაში , სულ გაურკვევლობაში!
-კარგი ანდრეა გთხოვ არ გვინდა ეს თემა.. ეტყობა არც მე მიყვარდი სათანადოდ… თორემ… ანიტაც შეჩერდა - უფრო გამიჭირდებოდა შენი დავიწყება


პ.ს აბა რას ფიქრობთ მეგობრებო რა მოხდება ?



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

გელოდებით.მაინტერესებს მოვლენების განვითარება.

 


№2 სტუმარი Ekk

აუ მალე
დადე
და
მეტი რომანტიკა ლექსპსადა
ანიტასშორიიიისსს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან ძნელია ვარაუდების გამოთქმა რომ გავიფიქრე ლილიასთან არი მეთქი ისევ ანიტადთანაა ...როცა ანიტადთანა ისევ ლილიასთან და რა მოხდება თქვენს მეტმა არავინ იცის ეხლა ისევ პირველი სიყვარული გამოჩდა დაველოდები შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი Nina

Vfiqrob andreas gamochena problemebs sheqmnis, velodebi axals

 


№5 სტუმარი Lllll

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე .. ძნელია ლექსოსთვის ამ წარსულთან გამკლავება ... მაგრამ ვფიქრობ ლოგიკურია რომ ლილიას უნდა ჩამოშორდეს ... მასთან ერთად უფსკრულში მიექანება .. სადაც ერთხელდატოვა კარიერის გამო .. ამას ისწვ გაიმეორებს ურთიერთობა რომ "გაუტრუხდება" .. ეგ ბიჭი სიყვარულის ღირსია,ზრუნვას და დაფასებაას იმსახურებს .. მე როგორც შენი მკითხველი .. ამ კაცს ანიტას გვერდით ბედნიერების ზენიტში ვხედავ <3 ამ
გოგომ ბავშვურობის მიუხედავად იცის ადამიანის წარსულის თუ აწმყოს გაგება... ანდრიას შემთხვევაც ლილიას გავს ... ორივე უაზროდ ნანობს საყვარელ ადიანთან განშორებას და იმედი აქვთ რომ მათ გულში ისევ იარსებებენ .. ეს დიდი "ტოქსიკოზია" უნდა ჩამოშორდნენ ამ
ადამიანებს და რეალური გრძნობა ერთამანეთში ეძიონ ... კარგად წერ , მაგრამ დეფისით გამოყავი დიალოგები .. ცოტა დამაბნეველია პერსონაჟის "შიდა მეს" და დიალოგების გარჩევა <3 ველოდები შემდეგ თავს .. ულევი წარმატება თქვენ ♥️

 


№6  offline წევრი lillianna

სტუმარი ლიკა
გელოდებით.მაინტერესებს მოვლენების განვითარება.


მადლობა თქვენ❤️

Ekk
აუ მალე
დადე
და
მეტი რომანტიკა ლექსპსადა
ანიტასშორიიიისსს


❤️❤️❤️❤️

სტუმარი ნესტანი
ძალიან ძნელია ვარაუდების გამოთქმა რომ გავიფიქრე ლილიასთან არი მეთქი ისევ ანიტადთანაა ...როცა ანიტადთანა ისევ ლილიასთან და რა მოხდება თქვენს მეტმა არავინ იცის ეხლა ისევ პირველი სიყვარული გამოჩდა დაველოდები შემდეგ თავს


მადლობა რომ მომყვებით❤️❤️სასიამოვნოა

Lllll
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე .. ძნელია ლექსოსთვის ამ წარსულთან გამკლავება ... მაგრამ ვფიქრობ ლოგიკურია რომ ლილიას უნდა ჩამოშორდეს ... მასთან ერთად უფსკრულში მიექანება .. სადაც ერთხელდატოვა კარიერის გამო .. ამას ისწვ გაიმეორებს ურთიერთობა რომ "გაუტრუხდება" .. ეგ ბიჭი სიყვარულის ღირსია,ზრუნვას და დაფასებაას იმსახურებს .. მე როგორც შენი მკითხველი .. ამ კაცს ანიტას გვერდით ბედნიერების ზენიტში ვხედავ <3 ამ
გოგომ ბავშვურობის მიუხედავად იცის ადამიანის წარსულის თუ აწმყოს გაგება... ანდრიას შემთხვევაც ლილიას გავს ... ორივე უაზროდ ნანობს საყვარელ ადიანთან განშორებას და იმედი აქვთ რომ მათ გულში ისევ იარსებებენ .. ეს დიდი "ტოქსიკოზია" უნდა ჩამოშორდნენ ამ
ადამიანებს და რეალური გრძნობა ერთამანეთში ეძიონ ... კარგად წერ , მაგრამ დეფისით გამოყავი დიალოგები .. ცოტა დამაბნეველია პერსონაჟის "შიდა მეს" და დიალოგების გარჩევა <3 ველოდები შემდეგ თავს .. ულევი წარმატება თქვენ ♥️



მადლობა თქვენ ❤️❤️ ვრცელი შეფასებისთვის

ახალი თავი
აგიტვირთეთ ❤️ დანარჩენი უკვე აღარ ძალმიძს ???? დაველოდოთ როდის
გამოქვეყნდება

 


№7 სტუმარი Ekk

Neta male daidebaaaaaa

 


№8  offline წევრი lillianna

Ekk
Neta male daidebaaaaaa

გუშინდელი დღიდან ატვირთულია ელოდება დასტურს ვერ გეტყვით სამწუხაროდ

 


№9 სტუმარი სტუმარი ლილე

ერთ საათში წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მინდა, რომ მალე დალაგდეს ლექსოს და ანიტას შორის ურთიერთობა, ვფიქრობ ფინალი კარგი გვექნება <3 თქვენ წარმატებები <3

 


№10  offline წევრი lillianna

სტუმარი ლილე
ერთ საათში წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მინდა, რომ მალე დალაგდეს ლექსოს და ანიტას შორის ურთიერთობა, ვფიქრობ ფინალი კარგი გვექნება <3 თქვენ წარმატებები <3



ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი ნონნნ

შემდეგ თავს როდის დადებთ

 


№12  offline წევრი lillianna

ნონნნ
შემდეგ თავს როდის დადებთ

სამ დღეზე მეტია ატვირატულია და მეც მიკვირს აქამდე რატომ არ გამოქვეყნდა , როგორც კი დაიდება შემდეგსაც ავტვირთავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent