ოიზისი(XI)
მარიტა ქეთას ელოდებოდა. სახლში მისაღებ ოთახში დივანზე იყო გაწოლილი და ტელევიზორში ტომი და ჯერის უყურებდა. ყოველ ჯერზე როცა ჯერი ტომს გაასულელებდა პატარა ბავშვივით კისკისებდა. სახლში მარტო იყო. შორენა როგორც უმეტეს დროს ახლაც საავადმყოფოში იყო. კარზე რამდენჯერმე ძლიერად დააკაკუნეს, მარიტა ღიმილიანი სახით წამოდგა თან კარისკენ მიდიოდა, თან სანამ შეეძლო უკან უკან იყურებოდა რომ მულტფილმისთვის ეყურებინა. კარი ისე გააღო რომ არც გაუხედავს. სახე რომ სტუმრისკენ მიატრიალა ერთიანად გაქვავდა და ღიმილი სახიდან გაუქრა. რამდენიმე წამის მერე სტუმას იმ მზერით შეხედა რომლითაც არასდროს არავისთვის შეუხედავს. თვალებიდან ზიზღი სისხლივით სდიოდა. მის წინ შუახნის კაცი იდგა, გამოყვანილი კატასავით გრძლეი და წვრილი თვალის ჭრილი ჰქონდა, გუგები ცისფერსა და მწვანეს შორის გადასდიოდა, ოვალური სახის ფორმა და ოდნავ წაგრძელებული ნიკაპი ჰქონდა რომელზეც ერთი ან მაქსიმუმ ორი დღის წინ ამოსვლოდა წვერი და ჯერ არ გაეპარსა. სწორი ცხვირით მარიტას ჰგავდა, თმა გადაპარსული ჰქონდა ან უკვე გამელოტებულიყო, მაგრამ ნიკაპს, ყბასა და ლოყებზე წამოზრდილი წვერით მიხვდებოდი რომ წითური იყო. საშუალო ასაკის , მაგრამ ოდნავ მოსუქებული. -აქ რა გინდა? მარიტას ხმა იყო რაღაც გამყინავი, თითქოს ზამთარი კარზე მომდგარიყო. სიძულვილი , ტკივული და წყენა ხმასა და თვალებში ჩასსახლებოდა და ალბათ იქიდან აღარც არასდროს გაქრებოდა. წითურის სხეულში სისხლი მდინარესავით სწრაფად მითქრიალებდა, გონებაში 10 წლის წინანდელი ამბები უტრიალებდა. გულხელი დაიკრიფა და კაცს მომთხოვნად შეხედა. -როგორ გაზრდილხარ პატარავ. მარიტამ გაიცინა, ირონიულად და ცალყბად. მარჯვენა ტუჩის კუთხე აეპრიხა და ქშენის მსგავსი ხმა ამოუშვა. მერე თავი ძირს დახარა, ფეხსაცმელს შეხედა , თავი გადააქნია და კაცს ისე ახედა თავი ბოლომდე არ აუწევია. -იმასაც ვერ ხვდები მარიტა ვარ თუ მათე არა? სასაცილო ხარ. საცოდავად სასაცილო. -ხომ არ გავიწყდება რომ მე მა... -არ ხარ. მე მამა არ მყავს ის 10 წლის წინ ახალწელს მოკვდა. -რამდენს ბედავ ლაწირაკო. -შენი ლაწირაკი სხვაგან მოიკითხე იაკობ! აქ ასე უბრალოდ ვერ მოხვალ და ისე ვერ დამელაპარაკები თითქოს შენთან რამე მაკავშირებდეს. მარიტამ კარის მიხურვა სცადა მაგრამ ამაოდ.იაკობმა ხელით გააჩერა. -რა გინდა?! რატომ არ დაგვანებებ თავს ! -დედაშენის ნახვა მინდა . -არც იოცნებო ცხოველო. მაშინ არ გიფიქრია დედაჩემზე მაგრამ ახლა მოდიხარ? და მაინც რა საქმე გაქვს? შერიგება გინდა? წადი შენი, მოღალატე ღორთან დედაჩემს რა საქმე უნდა ჰქონდეს- მარიტამ იგრძნო როგრო აიძულა რაღაც ძალამ თავის შებრუნება და მერე ლოყაზე წვა. სახე რომ მიატრიალა ისევ ცინიკურად გაეცინა- ამ ჯერად სწორ ბავშვს დაარტყი, მაგრამ ბავშვეი დიდიხანაი აღარ ვარ. - დედაშენს დაუძახე მარიტა. გაღიზიანებულმა იყვირა კაცმა. მარიტა დარტყმას პრინციპულად არ იმჩნევდა. -არაა სახლში და რომც იყოს არ დავუძახებდი. რა გინდა? მე მითხარი აქ რისთვის მოხვედი. მარიტა უკვე ყვირილზე იყო გადასული. მეზობლები კარებს აყუდებულები ლუპიდან უყურებდნენ და ცნობისმოყვარეობას იკლავდნენ, მაგრამ არცერთს არ გასჩენია სურვილი გოგოს რომელსაც წამის წინ კაცმა სილა გააწნა წაშველებოდნენ. ან რას გააკეთებდნენ?! ჩვენ ხომ უაზრო უმიზნო არსებები ვართ რომლებიც მანამ არ ანძრევენ ხელს და ხმას არ იღებენ სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. -სახლზე უნდა დაველაპარაკო. -რა სახლზე იაკობ! მარიტა ჭკუიდან იშლებოდა კაცის სითავხედით. 10 წყეული წელი არ ენახა ის კი სულ ოდნავ შეცვლილიყო, მხოლოდ ოდნავ. მაგრამ ბევრი რამ ისევ ისე იყო. ისევ ვერ არჩევდა შვილებს, ისევ თავხედი ნაგავი იყო რომელსაც ბოლოს თავისივე სიღორე მოუღებდა. -ამ სახლზე. ცოლი მომყავს და ფული მჭირდება. ვაპირებ სახლი გავყიდო და დედაშენთან ფულს გავიყობ. წითურს ყბა ჩამოუვარდა. სახლთან როემლშიც გაიზარდა იაკობს არაფერი ესაქმებოდა. აქ ყოველი კუთხე , ყველა ოთახი შორენას შრომით წვალებითა და ოფლისღვრით იყო ნაშენები. ყოველი დეტალი მას ეკუთვნოდა. -უნამუსო ხარ. რა სახლზე გაქვს პრეტენზია. მითხარი ვის სახლზე გაქვს პრეტენზია?! დედაჩემისაზე? -ის ჩვენია. ნიკომ ქორწილში გვაჩუქა. -დედაჩემს აჩუქა. -გვაჩუქა მარიტა. -შენი ბინძური პირით ჩემი სახელის ხსენება აღარ გაბედო!! კაცმა თვალები დააწვრილა და ნაბიჯის წინ წადგმა სცადა , მაგრამ მარიტამ ისევ არ მისცა საშუალება სახლში შესულიყო და ხელით ანიშნა იქ გაჩერებულიყო სადაც იდგა. -არ გაბედო . ამ სახლში არცერთი ნივთი არ გეკუთვნოს. შენ ჩვენთვის ყევლასთვის მკდვარი ხარ. იმ ახალწელს მოკვდი.-მარიტა გრძნობდა რომ მალე კანკალი აიტანდა და კაცის წინ წარსულის გამო ერთიანად დაიშლეობოდა ამიტომ რაც კი სათქმელი ჰქონდა ყველაფრის მიყრა გადაწყვიტა- დედაჩემმა ეს სახლი გაარემონტა, არაფრიდან იმად აქცია რაც ახლაა. სანამ შენ სახლში იყავი ის რეზიდენტურას გადიოდა და თან მუშაობდა. მერე დაღლილი მოვიდოდა საჭმელს გააკეთებდა, ჩვენ გვივლიდა , ყევლაფერს ერთად აკეთებდა. უყავრდი, გაფასებდა, პატივს გცემდა და შენ რა გააკეთე? რა გააკეთე იმის მადლიერებისთვის რომ ვიღაცას უყვარდი, ერთგული ცოლი და დედა იყო, შენს ჭუჭყიან სარეცხს რეცხდა, გივლიდა შენს შვილებს ზრდიდა? მითხარი რა ქენი? დედაჩემი არ გიმსახურებს, ის საოცარი ადამიანია, არა ის ქალღმერთიც კია. ახალიწლის იმ ღამეს ათასჯერ მოვკვდი და დედაც ათასჯერ მოკვდა, მათეც. დედაჩემი ასეთ ღალატს არ იმსახურებდა. არცერთი ვიმსახურებდით. შენ ჩემთვის იმ დღეს მოკვდი. ახლა 10 წლის მერე კი ჩემი სახლის კართან იაკობის აჩრდილი მოდის და დედაჩემის სახლის გაყიდვაზე საუბრობს იმისთვის რომ სხვა ქალი ცოლად მოიყვანოს. უნამუსო ხარ. ასეთ რამე სუბრალოდ როგორ ბედავ, არა ამაზე ფიქრსაც როგორ ბედავ. ნიკო დედაჩემის ძმაა და სახლი იმიტომ გაჩუქათ რომ უნდოდა შორენას თავშესაფარი ჰქონოდა. არ გენდობოდა და სწორიც იყო, შენ ტელევიზოსირ წინ წამოწოლილი მას უყურებდი, ამ დროს დედაჩემი მუშოაბდა. შენთვის სადილს ამზადებდა და შენ სხვა ქალთან იწექი. ამ თემაზე საუაბრი წყდება, ეს სახლი დედასია და არ მოგცემ უფლებას წლების შემდეგ შენს გარეშე არსებული ბედნიერი ცხოვრება და ოჯახი დაგვინგრიო. არ გაქვს უფლება რომ ასე უცბად გამოჩნდე და დედაჩემს რამე მოსთხოვო. იაკობი იდაგა და ისემნდა როგორ უყვიროდა მარიტა. გოგო მრისხანე იყო, თვალები უკვე უწყლიანდებოდა და უნოდა სასწრაფოდ სახლში შევარდნილიყო. კაცმა ამოიოხრა და მერე თქვა. -მორჩი ისტერიკას ? საერთოდაც მოკეტვა რომ გცოდნოდა ახლა ისევ დედაშენის ქმარი ვიქნებოდი. -ხო მაშინ მათე სცემე ჩემს მაგივრად მოძალადევ. მაიტასთვის კიდევ ერთხელ აპირებდა გარტყმას, აშკარა იყო ბრაზის მართვა ოდნავადაც არ შეეძლო. შეშლილი კაცი იყო რომელმაც არავის და არაფრის ფასი იცოდა და მარიტა ამას იაზრებდა. - არ გაბედო. აქედან წადი, უბრალოდ წადი და აღარ დაბრუნდე. მარიტამ თავი გადააქნია. კარი ძლიერად მიაჯახუნა და რაც შეეძლო სწრაფად გადაკეტა.იაკობმა იმ წამსვე ატეხა კარებზე ბრახუნი და “ კარი გამიღე” “მარიტა შემომიშვის” ყვირილი ერთდროულად დაიწყო. გოგომ ყურებზე ხელები აიფარა და ნელ ნელა ჩაიკეცა კარზე ზურგმიყრდნობილი. გრძნობდა როგორ ურტყავდა კაცი კარს მუშტებს. მერე ბავშვობიდან ხმები და კადრები ამოტივტივდნენ და გოგომ ტირილი დაიწყო ვეღარ ჩერდებოდა. როგორც შეეძლო ფეხზე წამოდგა და ლამის სირბილით გავიდა ოთახში. ოთახის კარიც ისტერიულად ჩაკეტა, საწოლზე მიგდებული ტელეფონი აიღო და საწოლის მეორე მხარეს კედელთან ჩაიკეცა. ძმას ურეკავდა , მაგრამ ამაოდ. მერე ცოტნეს ნოემრი ალალბედზე აკრიფა და მეორე ზუმერზევე რომ აიღო თითქმის შვებით ამოისუნთქა. -ცოტნე! -ხო ამრიტა? ყველაფერი რიგზეა? მე რატომ მირეკავ? -ისა.. ხო .. კი მათეს მალაპარაკებ? მე ვერ ვუკავშირდბეი.... სცალია? -კი კი ახლავე. დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? ან არაფერი მომხდარა. - უბრალოდ მათე მალაპარაკე კარგი?! რაც შეგიძლია სწრაფად, გთხოოვ. მარიტას ხმაზე ეტყობოდა რომ ტირილის ზღვარზე იყო, იცოდა იქ ორი კარის მოშორებით მისი ბავშვობის კოშმარი იდგა და გამწარებით აბრახუნებდა კარზე. ტელეფონში შრიალის, მერე სახელურისა და კარის ხმა გაისმა და ცოტნეს მოგუდული ძლივს გასარჩევი საუბარი მათესთან. ....................... მათემ რომ გაუთიშა შედარებით დამშვიდებული იყო, თუმცა მაინც ცუდად გრძნობდა თავს. დაახლოებით ათი ან თხუთმეტი წუთი იქნებდოა მათესთან ლაპარაკის შემდგე გასული, კარზე კაკუნის ნაცვლად ახლა ზარი დარეკეს. გოგომ რამდნეიმე წამს შეიძლება მხოლოდ ერთითაც კი იფირა რომ ამდგარიყო და კარი გაეღო, მაგრამ გადაიფიქრა. მალევე მობილური განათდა, ხმა არ ისმოდა რაგდან წითურს გამოერთო, მაგრამ ეკრანზე გარკვევით ეწერა ქეთის მეტსახელი. მარიტამ სასწრაფოდ უპასუხა. - გისმენ. -კართან ვართ აყუდებულები მე და ბესიკა და იქნებ გაგვიღო. - კარგი ახლავე. მარტია ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა. ჯერ გაიხედა და ყვეალფერი დაათვალიერა, მერე კარი ფრთხილად გამოხსნა, სანახევროდ გააღო და ორივენი სახლში შეათრია. ჯერ ისევ პანიაკში მყოფმა დახურა და გადაკეტა. -რა მოხდა ადამიანო?! - იაკობი იყო მოსული. მათემ გოგოს სახე ცალ ხელში მოიქცია და თავი ოდნავ შეატრიალებინა. -ეს მან გიქნა? -რა? მარიტამ გაკვირვებით იკითხა. -მარიტა ლოყა სულ წითელი გაქვს. -ღმერთო. ქეთიმ ხელები პირზე აიფარა და მოგუდული ხმით ამოთქვა. მარიტას თავლები აუწყლიანდა და ტირილი წასკდა. ქეთიმ უცბად შეაშველა მკლავები და ისიც მასში ჩავარდა. ქეთი გოგოსთან ერთად ჩაიკეცა. ცალ ხელს წელზე ხვევდა მეორეს თავზე, მარიტა კი ორივე ხელით მის მკლავს იყო ჩაფრენილი. ქეთიმ მარიტას ასე ნახვის გამო აცრემლებული თვალებით ახედა ბესოს, ბიჭს რომელმაც არ იცოდა რა გაეკეთებინა, როგორ დახმარებოდა მეგობარს და ერთ დგილზე გახევებული იდგა. მარიტა კი საყვარელი ქალის მკლავებში ტიროდა. ქეთიმ უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში. -ყველაფერი რიგზეა პატარავ კარგი? აქ ვარ და მაგ ცხოველს უფლებას არ მივცემ კიდევ შეგეხოს. არ ვიცი რას ვიზვა ალბატ თვალებს დავთხრი ან იმ ხელებს მოვაჭრი. ქეთი განრისხებული იყო. თითქოს ცოცხლად წვავდნენ. მარიტას ცრემლები ყველაგნ კანს უწვავდენენ სადაც ეცემოდნენ, ვერ იტანდა როცა ეს მისთვის მშვენიერი და გასაოცარი გოგო , ის ვინც ყოველთვის იცინოდა და ყველას გვერდში ედგა თავად ტიროდა. უბრალოდ არ შეეძლო მშვიდად ეყურებინა გალდავას ცრემლებისთვის. ამილახვარი მართალს ამბობდა, ალბათ ახლა სადმე იაკობი რომ დაენახა საკუთარ თვაზე უკანასკნელ კონტროლსაც დაკარგავდა და რაიმე საშინელებას ჩაიდენდა. -რატომ არ გვანებებეს თავს?! უბრალოდ არ მესმის, შორენა ბოლომდე გაანადგურა კიდევ რა უნდა?! რა უნდა რომ საბოლოოდ დაკმაყოფილდეს და აქედან სამუდამოდ გაქრეს. -მისნაირი ადამიანები არასოდეს კმაყოფილდებიან მარიტა. -არასოდეს მესმოდა. -სამწუხაროდ ან იქნებ საბედნიეროდ ვერც გავიგებთ. -არ ინერვიულო მარო კარგი? მარტოს არ დაგტოვებ, აქ დავრჩები დღეს სანამ მათე არ ჩამოვა და თუ საჭირო იქნება მერეც. ნებას არ მივცემ შენ ან ჩემს შეყვარებულს რამე დაგიშავოთ. ბესო ჩაიმუხლა და ამრიტას სახიდან თმა გადაუწია. ბიჭი ანგელოზივით უღიმოდა. ქეთი კი ისე იკრავდა გულში რომ წამით დაიჯერა შეიძლება ერთდღეს ერთად ვიყოთო. -მიყვარხართ, ბოდიშით ამ.. ამ ტანტრუმისთვის. -ნუ ბოდავ მე და ბესო შენი მეგობრები ვართ და რა თქმა უნდა შენს გვერდით ვართ, არ აქვს მნიშვნელობა სად როდის ან რაში. ქეთიმ შუბლზე აკოცა და ამრიტას თვალები დაეხუჭა. 10 წლის წინ 31 დეკემბერი იყო, შორენა სამსახურიდან დაღლილი დაბრუუნდა. კარი გააღო თუ არა მაშინვე იქვე დადო ჩანთა და ქურთუკი დაუდევრად ჩამოკიდა საკიდზე. ტყუპები მარიტას ოთახში იატაკზე ისხდნენ და რაღაცას განიხილავდნენ. ღიმილით მიესალმა ბავშვებს, შუბლზე აკოცა ორივეს და მისაღებში გავიდა. იაკობი სახლში არ იყო, თვალები აატრიალა და ბავშვების ოთახში შებრუნდა. - პატარებო მამა სად არის? -მაღაზიაში ჩავიდა მგონი. მათემ მხრები აიჩეჩა და დას შეხედა. ორივეს ერთნაირიად ეცვათ, ლურჯი ჯინსი და ზევით ჟოლოსფერი დიდი ზომის მკლავიანი მაისურები. წითელი თმები ერთ ზომაზე ჰქონდათ შეჭრილი და გაჭირვებით გაირჩეოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ შორენას მაინც არასოდეს უჭირდა. -კარგი მე ხელს აღარ შეგიშლით. -არც გვიშლი დე. მარიტამ გაუცინა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დედას. ქალმა გაიღიმა და საპასუხოდ თვალი ჩაუკრა. მოგვიანებით შორენამ ახალიწლის შემოსვლისთვის საჭმელი გაამზადა, მარიტა და მათე ცოტახანს ეხმარებოდნენ, მერე მოჰბეზრდათ და შორენამ სიცილით გაუშვა თავ-თავიანთ ოთახებში. მოსაღამოვებულს ქალმა მეზობელთან გასვლა გადაწყვიტა, მათემ კი ნებართვა ითხოვა და ცოტახნით ცოტნესტან ახლადგამოსული კომპიუტერული თამაშის სათამაშოდ გავიდა. მარიტამ თავავიდან ქეთისთან გავალ ცოტახანსო და შორენამ ნებართვაც მისცა , მაგრამ ყველანი რომ წავიდნენ და სახლში სიმშვიდე ჩამოვარდა იფიქრა მეზარებაო და სახლში მარტო დარჩა. ოთახში შეიკეტა, ყურსასმენებში მუსიკა ჩართო და თაროდან ალალბეზე გადმოღებული წიგნით საწოლზე მუცელზე გაწვა. ნახევარი საათიც არ იქნებდოა გასული კარის გაღების და შემდეგ დახურვის ხმა რომ გაიგონა. ეუცნაურა , რადგან დედამისმა დიდხანს არარ იცოდა ხოლმე გამოსვლა, მათე კი სანამ ცოტნეს არ მოუგებდა (რაც საკმაოდ რთული იყო) ან შორენა მეათედ არ დაურეკავდა მოდი სახლშიო მანამდე არ მოვიდოდა. საბოლოოდ იფიქრა მამა იქნებაო და წიგნს მიიიუბრუნდა. რამდნეიმე წუთის შემდგე კი ყურსასმენები მოიხსნა რომ სამზარეულოში გასულიყო და წყალი დაელია რადგან საშინლად სწყუროდა, მაგრამ უცნაური ხმები მოესმა მშობლების ოთახიდან და სამზარეულოს ნაცვლად მისეკნ წავიდა. ზრდასრულობაში ხშირად უოცნებია რომ გაეღვიძა და ისევ თერთმეტი წლის მარიტა ყოფილიყო რომელსაც იმ წყეული წიგნის კითხვისას ჩაეძინა და ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. სამწუხაროდ ყოველთვის ყვეალფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა. მარიტა იმ წყეულ ახალიწლის საღამოს იქ იყო, ახალწლამდე 3 საათით ადრე. პატარა თმააპუწული გოგო სულ 20 წამით იდგა მშობლების ოთახის იმ წამებში შეღებულ კარში. ბევრი დრო არ დასჭირვებია, თავადაც ვერ გაუგია რატომ გიაზრეა ყველაფერი რამდენიმე წამში. მამამისმა და დედის მეგობარმა გამოხედეს, ორივენი პანიკამ მოიცვა, მარიტა კი გაქცევის სურვილმა და ასეც მოიქცა. უკანმოუხედავად გაიქცა, სადარბაზოში გასასვლელი კარი გიჟივით გაგლიჯა და ზედასართულზე სწრაფად აირბინა. გული გამალებით უცემდა, ყურები უწუოდა და გრძნობდ როგორ ინგრეოდა მისი ბავშვური სამაყრო, როგორ იზრდებოდა იმ ოცი წამის გამო. იცოდა კარზე რომ დაეკაკუნებინა იაკობი აუცილებლად გაიგონებდა ხამს და მარტივად მოაგნებდა, ლია დეიდა კი, ქალი რომელთანაც დედამისი იყო, კარს იშვიათად კეტავდა როცა სახლში სტუმარი ჰყავდა. კარის სახელური ჩამოსწია, შეაღო და სწრაფად მიხურა. ლიამ მანამ გამოიხედა სამზარეულოდნა სანამ გოგონა ვიწრო ჰოლს გაივლიდა. -მარიტა? თუ მათე -მარიტა. -მოხდა რამე პატარავ? -არა, უბრალოდ ქეთისთან აღარ გავედი მაროტ დავრჩი და მოვიწყინე. შეიძლება? ბოდიშს გიხდით რომ არ დავაკაკუნე. -შორე ეს გესმის- ლიამ გადაიხარხარა და გოგოსთან მივიდა- ღმერთო უსაყავრლესი და ძალიან ზრდილობიანი შვილი გყავს. წამოდი საყავრელო უგემრიელესი გოზინაყი მაქვს, ვიცი რომ გიყვარს. -დიახ. სანამ მარიტა ლიასთან იყო სახლშ იაკობი და შორენას მეგობარი ბოლთას სცემდნენ და არ იცოდნენ რა უნდა ექნათ. - შორენას რომ უთხრას მერე რა ვქნათ? -არ ეტყვის არ ინერვიულო, მივხედავ მე მაგას. -რას უპირებ ბავშვს ადამიანო?! -ჩემი შვილია და რასაც საჭიროდ ჩავთვლი იმას! კბილებში გამოსცრა და ქალს გაღიზიანებულმა შეხედა. მერე ისევ მკაცრი ტონით უთხრა. -ჯობია შენა ქ არ დახვდე შორენას. - მაგდებ? - არა უბრალოდ თუ რამეს ეტყვის მტკიცებულება რომ არ დარჩეს. -იცი რომ საშინლად იდიოტი კაცი ხარ? შენთან საერთოდ რა მინდა. ჩანთას ხელი დაავლო და ფეხზე წამოდგა, მაგრამ იაკობმა ხელი იდაყვში წაავლო და ლამის ზედ მის სახეზე უყვირა. -იმას გააკეთებ რასაც გეტყვი, ბევრს ნუ ტლიკინებ და წადი აქედან სანამ შორენა მოსულა და აქ უნახიარ. ქალმა ხელი გამოგლიჯა და გასასვლელისკენ წასულმა მიაძახა. -ღორი ხარ. მერე კაირ მიიჯახუნა და გავიდა. შორენა თავის სართულზე რომ ჩავიდა , მათეს აკრთან შეხვდა და სამივენი, ტყუპები და დედა ერთად შევიდნენ სახლში. იაკობი ტელევიზორის წინ იჯდა და თითებს ნერვულად ათამაშებდა სავარძელზე. მარიტამ იცოდა რომ უნდა ეთქვა მაგრამ არ იცოდა როგორ. მათე ზუსტად მაშინ მიუბრუდნა დედას მისაღებში რომ შევიდნენ. -უი რაღაც უნდა გითხრა დედა. -მათე გადლავა! იაკობი ფეხზე წამოხტა და ბავშვის სახელი იყვირა, მარიტამ და მათემ ერთდროუალდ გახედეს, ბიჭმა ინტერესით იკითხა რა დავაშავეო. -კრინტი არ დაძრა? -კი მაგრამ... -არაფერი თქვა მეთქი. -რა გაყვირებს ადამიანო, ის ხომ ბავშვია. ნუ უყვირი , რა დაასავა ასეთი. -იცის რაც.- იაკობი ნაბიჯში გაჩნდა მათეს წინ და მკლავში ხელი სტაცა-ყველაფერი არ უნდა ილაპარაკო რასაც დაინახვა. ბიჭი უკვე ტირილის ზღავარზე იყო, ვერ გაეგო მისგან რას ითხოვდნენ, უყვიროდნენ და მამა მკლავზე ისე ძლიერად უჭერდა ხელს ეგონა მოსძვრებოდა და კაცს ხლეებში შერჩებოდა. -რატომ მეჩხუებბი მე ხომ უბრალოდ დედასთვის თქმა მინდა. იაკობს მთლიანად დაბინდვოდა გონება და თავისივე გაფუჭებულის დამალვის გარდა აღარაფერზე ფიქრობდა. მათეს ძლიერად გაარტყა. შორენამ უყვირა და ბავშვს ხელები შემოხვია. მარიტა მისაღებისა და შემოსასვლელის კარში გახევებული იდგა და ამ ყვეალფერს უყურებდა. მათეს რომ დაარტყა გოგო ტირილით გაიქცა ძმისკენ, დედის ხელები ძმას მოაშორა და მთელი ძალით შემოეხვია. შორენა ფეხზე წამოხტა და ქმარს ხელი ჰკრა. -შენ სულ გაგიჟდი ხო? უკვე დალიე? ის ხომ ბავშვია ასეთი განა რა მოხდა რომ შეგიძლია საკუტარ შვილს ხელი გაარტყა. -ნუ ერევი იმაში რაც შენი საქმე არ.... მარიტას ძმის და დედის დაცვის სურვილი ჩაუბუდდა სხეულში და თითქოს ერთიანად ,მაგიის მსგავსად ამოხეთქაო თითქმის ბოლო ხმაზე იყვირა. -მე ვიყავი, მე დაგიანხეთ. მათე არაფერ შუაშია სახლში სიჩუმე ჩამოწვა, სანამ იაკობი რამის თქმა სან გაკეთებას მოასწრებდა, მარიტამ ბოლო ენერგია მოიკრიბა და დედას მტკივნეული თვალებით შეხედა. ქალი თითქოს უკვე მიმხვდარიყო, შვილს უყურებდ ადა ელოდა როდის იტყოდა რამეს. -მამა და მარიამ ოთახში დავინახე. მე უბრლაოდ ხმა მომესმა და დამაინტერესა რა ხდებოდა. -მარიტა!!!! ქალი გაშეშდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს როცა შვილისკენ მიმავალაი იაკობი დაიანხა და წინ გადაეღობა. -არც კი გაბედო! მარიტა, რას აკეტებდნენ! -მე... -სად იყვნენ კონკრეტუალდ, საწოლზე? შვილისკენ გაიხედა და ბავშვმაც თავი დაუქნია. შორენა იმედების ნამსხვრევებად იქცა, ნდობა სამუდამოდ გატყდა, სიყვარული იმ ერთ წამშივე გაუქრა. საუკეთესო მეგოაბრი და ქმარი, მისი შვილების მამა, აკცი როელსაც აღმერთებდა უკვალოდ გაქრა. -ბავშვებო ოთახში! -მაგრამ -მათე ოთახში მეთქი. და ყურსასმენები გაიკეთეთ. ორივენი მათეს ოთახში შევიდნენ. იაკობი და შორენა მარტონი დარჩნენ. შორენა თავიდან ჩუმად იყო. ერთI საათი ორი და ახალიწლის შემოსვალმდე რამდენიმე წუთით ადრე, შორენამ უკვე იცოდა რომ არ სჭირდებოდა კაცი რომელსაც ვერარასოდეს ენდობოდა, კაცი რომელიც უსაქმურად დაჯდებოდა სახლში სანამ ის ურთულეს ოპერაციებს გააკეთებდა, არ სჭირებოდა მისი სვილებისთვის მსგავსი მამა. ის უკვე შემდგარი ჭვიანი ქალი იყო რომელსაც მარტოც შეეძლო ტყუპების გაზრდა, თუ გაუჭირდებოდა ნიკო და მერაბი არ მიატოვებნდნე. პირიქით მხარში დაუდგებოდნენ, ისინი ხომ მისი ძმები იყვნენ. გალდავა ფეხზე წამოდგა და იაკობს მიუტრიალდა, კაცს რომელიც იმას კი არ ნანობდა რაც გააკეთა არამედ იმაზე წუხდა რომ ცოლმა გაუგო. -გაეთრიე. აკრიფე შენი ხარახურა და ახალწელთან ერთად გაეთრიე ამ სახლიდან. გეფიცები თუ ხელს შემიშლი შენთან განქორწინებაში ან ბავშვებთან მიამრთებაში რამე პრეტენზია გექნება შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ. -ნუ აქცევ ამას დიდ რამედ. უგულოდ უთხრა და ისევ ტელევიზორს შეხედა. -უკაცრავად?!შენ ჩემი ნდობა გატეხე, ფიცი რომელიც დავდეთ არაფრად ჩააგდე ასე რომ დიახ ეს დიდი რამე ად აახლა შენ შენს ბინძურ ტრაკს აწევ და აქედან სამუდამოდ დაახვევ თუ არა და იცოდე ყველაფერს ჩემი ხელით გადაგიყრი გარეთ. -მიყვარს როცა ასეთი მკაცრი ხარ. კაცი ფეხზე დგება და ქალისკენ მიდის, იმ წამს როცა შეხებას აპირებს შორენა მის ხელს მანამდე იცილებს სანამ აკნზე იგრძნობს. -შეშლილი ხარ. დაახვიე მეთქი. -საყავრელო... -გაააჯვი იაკობ. -.... შორენ ათავს აქნევს და ოთახში შედის. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემოდანში ჩატენილი მისი ბარგით ბრუნდება. -დანარჩემს გამოგიგზვანი. -შენ რა მარ.. -ხო მართლა გშორდები, აბა რა გეგონა ვხუმრობდი? სულ ვიცოდი რომ იუმორზე არაფერი გსმენია. დაახვიე. იაკობი რამდენიმე წუთს გაუნძრევლად დგას, მერე გულმოსული ბარგს იღებს და გაბრაზებული კარებსაც იჯახუნებს. შორენა შვილებთან შედის და ორივეს გულში იკრავს. -არასოდეს დავუშვებ ვინმემ რამე დაგიშავოთ პატარებო. -არც ჩვენ დე. -როცა საკმარისად ძლიერი ვიქნები ორივეს დაგიცავთ დედა. მათეს სიტყვებზე ყველანი იღიმიან. შორენა ბავშვებს შუბლზე კოცნის და იმ ღამეს მათთან ერთად იძინებს, ეს ძალას აძლევს რომ არ დაიშალოს. დღევანდელი დღე მათე კარს აღებს და სახლში შედის, როგორციქნა ის წყეული სამი დღე გავიდა და შეუძლია ნახოს რომ მისი და კარგად არის. სამზარეულოდან სიცილისა და საუბრის ხმა გამოდის. ბარგს იქვე დებს და შედის. დედა სკამზე ზის აქეთ იქიდან მარიტა და ქეთო უსხედან, გაზქურასთან ტაფით ხელში ბესო დგას და ბლინების შეწვას ცდილობს თან ტაფას აქანვებს ბლინი რომ ააგდოს და დაიჭიროს, მის მორიგ წარუმატებლობაზე სმაივე გოგო იცინის. მათე კარის ჩარჩოს ღიმილიანი სახით ეყრდნობა და ხელებს გულზე იჯვარედინებს. ბესო ჯუჯღუნებს სხვებს თუ გამოსდით მე რატომ არ გამომდისო. -მცდელობას აკლებ ალაბთ . -ხო აი რაღაც არ დებ მთელ გულს. -ვეთანხმები გოგოებს მთელი გული უნდა ჩადო ბესიო. აი ვაჟკაცური შემართბეა გინდა რა. -ეეე შორენა დეიდა შენ მაინც რატო დამცინი. -იქნებ უბრალოდ აღიარო რომ საჭმელი შენი ძლიეირ მხარე არ არის და ყველა დავისვენებთ. მათეს ხმაზე ყველა მისკენ ტრიალდება, ბესოს ჩათვლით. -ჩამოხვედი! -არა ქეთი ისევ იქ ვარ და ეს ილუზია გამოვგზვანე რომ არ მოგნატრებოდით. -ჰეი ჩემს ქალს ნუ ენაგლები. - უფალო. - კურუპირაა! -მაგას მიხედე ჯობია შენ. მათემ დასცინა და ზუსტად იმ წამს როგორღაც ტაფაზე ცეცხლის მოზრდილი ალი გაჩნდა, ბესო დაპანიკებული ცდილობდა გაზის გამორთვას თან ტაფას ხელს არ უშვებდა, მარიტამ წლით სავსე ჭიქა აიღო და ტაფაზე დააასხა. საშინელი კავმლი ავარდა, ბესომ ლამის ხელი დაიწვა და ტაფა დაფეთებულმა დადგა ჩამქრალ გაზზე. წამების ემრე ყველანი ხარხარებდნენ და ბეოს შეშინებულ სახეს მორიგეობით დასცინოდნენ. -ღმერთო ასეთ რამეს მხოლოდ ბესოსთან ნახავ. -ნუ დამცინი კურუპირავ. -სულელო ბავშვებო, იცით როგორ მიყვარხართ ყველა? -ვიცით შორენა დეიდა.- ვიცით დედა. ოთხივემ ერთად თქვეს. მერე ბესოს მოთმინება დაეკარგა და მათეს ძლიერად შემოეხვია, ბიჭმაც ხელები მოხვაი და მერე დედას გახედა რომელიც გაოცებული უყურებდა. ერთამნეთს რომ მოშორდნენ შორენამ იკითხა. -ხო კარგად ხართ? რაღაც ტომი და ჯერივით აღარ ჩხუბობთ. -ხო რავი, დავმეგობრდით. -ხევდა ორივეს ვუძლბე უკვე. მათემ ბესოს ამ რეპლიკაზე თავში წამოარტყა. მარიტა ქეთიზე იყო მიკრული და ერთად იცინოდნენ. რამდენიმე საათის მერე შორენა სამსახურში გამოიძახეს გადაუდებელი ოპერაციისთვის, მისი წასვლიდან არცისე დიდიხნის შემდეგ იაკობი ისევ მოვიდა. კარი ამ ჯერად მათემ გაუღო და უკან ლანდივით მარიტა აესვეტა. -აქ რა გინდა? -როგორც შენს დას ვუთხრაი შორენას ნახვა. -მას შენი არ უნდა. იმ წყეულ დღეს გარკვევით გითხრა რომ აქ აღარასდორს მოსულიყავი. -ეს თქვენ არ გეხებათ. -ჩვენს გარეთგაყრას აპირებ ჩვენივე სახლიდან და როგორ არ გვეხება ?! მარიტამ ისტერიულად წამოიკივლა. მათემ მას გახედა, მერე მამად წოდებულ კაცს და კოპები შეკრა. -თუ გგონია რომ ახლაც ის 11 წლის ბავშვები ვართ რომელბიც პასუხს ვერ გაგცემენ ან უარესი ვერ მოგთხოვენ შემცდარხარ. გირჩევნია წახვიდე თორემ არც შორენას ცრემლებს შეგარჩენ და არც მარიტასას. -და რას მიზავ მცემ? - საცემი არ ხარ? -და ამდენი წლის უნახავ მამას ასე უნდა ესაუბრებდეთ? შენი და ენას როგორც ყოველთვის არ აჩერებდა და მიიღო დამსახურებული , იმეიდა იგივე არ გინდა. -გაბედე იაკობ, გამედე რომ ისე დამარტყა როგორც იმ პატარა ბიჭს დაარტყი. გამომწვევად შეხედა დაა აათვალიერ ჩააათვალიერა. იაკობმა ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და “სიამაყით” განაცხადა. - მანამ არ შევწყვეტ აქ მოსვლას სანამ ბინაზე არ შევთანხმდებით. -მე უკვე გითხრაი ეს ბინა დედას ნიკო ბიძიამ აჩუქა და აქ არაფერი გესაქმება. - ენა ჩაიგდე ლაწირაკო. მარიტას უყვირა და გამაფრთხილებლად თითი აუწია. მათემ ხელი მაჯაში წაავლო და გადაუგრიხა, კაცი ტკივილისგან დაიმანჭა. მათემ რომ ხელი გაუსვა სხეულში ჩაბუდებული წლების ბრაზი ერთ მუშტში მოაქცია და ბიჭს გაუქანა. ბრაზოდბა სახეზე რომელიც ერთმანეთს გავდა, ბრაზობდა მარიტაზე რადგან მისი საიდუმლო გათქვა, კომფორტული ცხოვრება დაუნგრია და ბრაზობდა მათეზე რაგდან მარიტას მსგავსად გამოიყურებოდა. ბესოომ რომ დაინახა როგორ დაარტყა მათეს შეშლილივით გაქანდა, კაცს საყელოში ხელი წაავლო და სახეში ძლიერად დაარტყა, იაკობს ცხვირი გაუტყდა და სისხლი წასკდა. მომდევნო დარტყმისას კაცი ძირს ეგდო, ბესო საყელოში ჩაფრენოდა , ზედ აჯდა და ურტყავდა. იაკობმა შუალედში მაოხერხა და ნეკნებში ძლეირად დაარტყა მუშტი, ბიჭს ტკივილის ტალღამ მთელს სხეულში დაუარა, ამ ორ ან სამ წამში იაკობმა მოახერხა და რამდენჯერმე დაარტყა ყბასა და თვალში. ბესოს ვენებში ლავასავით უდუღდა სისხლი და ვერ ახერხებდა საკუთარი თავის გაკონტროლებას, რომ ამ ამაზრზენი ვირთხის მსაგვსი კაცის ცემა შეეწყვიტა. მარიტა, მათე და ქეთი ბესოს ეჯაჯგურებოდნენ, ის ხნა მხარს იქნევდა ხან თავს რომ ხელები მოეშორებინა. -ბესო თუ ღმერთი გწამს შეეშვი. მათე უკვე მუდარაზე იყო გადასული. - არა ამას იმსახურებს! - ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ თავი დაანებე და სახლში შევიდეთ გევედრები. სანამ წითური ბიჭი თავის შეყვარებულს სახლში შესვლას ემუდარებოდა ბესოს კიდევ ერთხელ იგივე ადგილში მოხდვა მუშტი და მანაც ყბაში დაარტყა, მერე უღრიალა. -აღარასდროს გაბედავ ამას! თუ მარიტას ან მათეს კიდევ შეეხები აი ეს მოანგონი იქნება. ცალყბა ღიმილით მოშორდა და პირში ჩაგუბებული სისხლი პირდაპირ მკერდზე დააფურთხა. მერე გოგოებს და მათეს სახლისკენ ხელით უბიძგა და უაკნ შეჰყვა. მათემ სასწრაფოთ დივნისკენ წაიყვანა , მარიტმა კი მინი აფთიაქი მოიტანა რომ ბესოს გახეთქილი ტუჩი და წარბი დაემუშავებინათ, მაგრამ ბესოს მათზე მეტად ახლა მარცხენა მხარეს ნეკნი სტკიოდა და ხელსაც იქ იკიდებდა. - რა გჭირს? ბესო? მანდ გტკივა, მანახე.- მათეს უძალიანდებოდა , მაგრამ მაინც მოახერხა ბიჭმა მისთვის მაისურის აწევა, საკმაოდ დიდ ადგილზე ჰქონდა დაწითლებული. თვალებგაფართოებულმა და შეშინებულმა მარიტას ახედა, რომელიც იქვე დოინჯშემორტყმული იდგა.- საავადმყოფოში წავიყვანოთ, ჯობია. აქ ჩვენით ვერ მოვაგავრებთ. -არ.. არ მინდა -ვერ ლაპარაკობ ისე გტკივა რას ქვია არ გინდა! -მე დავჯდები საჭესთან. -კარგი ქეთი. -მე დედას დავურეკავ. მარიტამ ტეელფონი ამოიღო და სანამ მანქანამდე მივიდოდნენ შორენასთვის დაარეკვა და გაფრთხილება მოასწრო რომ მის საავადმყოფოში ბესო მიჰყავდათ. გზაში ბესოს ფერდიმა შეშუპება დაიყწო. მარიტა წინ იჯდა, ქეთი საჭესთან , ბესო და მათე კი უკანა სავარძელზე. მათე ბესოს ხელებს არ აშორებდა, ბიჭი გაჭირვებით სუნთქავდა რადგან ყოველ ჩასუნთქვაზე ფერდი ტკივილისგან ეწვოდა. -სულელი ბავშვი ხარ- მათე ზემოდან დაჰყურებს ბიჭს რომელსაც ყოველი მოულოდნელი მოხვევისას სახე ტკივილისგან ემანჭება- ჩემითაც გავუმკლავდებოდი. მათეს ხმაში სასოწარკვეთაა, ბესო უცინის და სიცილის გამო ფერდში წიწკვნის სულისშემხუთველი გრძნობა ეუფლება. -ახლა ხვდები მაშინ ბაკურიანში რა დღეში ვიყავი? -როგორ შეგიძლია ამ დროს ხუმრობა. -არ ვხუმრობ, რამე რომ მოგსვლოდა.. -ვიცი ვიცი და ახლა მე ვამბობ იგივეს როგორ უნდა ვაპატიო საკუთარ თავს შენ რომ რამე მოგივიდეს შეშლილო! მარიტა სარკიდან ჩუმად უყურებს ძმასა და მეგობარს და ცალი ტუჩის კუთხე ღიმილისგან ლამაზად ეპრიხება. მათეს ავიწყდება რომ ქეთიმ არაფერი იცის და ბიჭს მოწყვეტით კოცნის ტუჩებში. ბესო მკლავზე ორივე ხელს ხვევს და ინაბება. ყველანი დერეფანში იცდიდნენ სანამ ბესოს ექიმი სინჯავდა. მარიტა და ქეთი სკამზე ისხდნენ, მათე კი აქეთ იქით დაბორიალობდა. ცალი ხელი გულზე ჰქონდა დაკრეფილი მეორეზე კი ცერს იკვნეტდა უცბად ქეთი ფეხზე რომ წამოფრინდა და ბიჭს მიაშტერდა, მანქანაში ისე ნერვიულობდა ბესოზე არც კი გაუცნობიერებია რა დაინახა. -შენ!!! მოიცა, რომ ამბობდი ვიღაც მომწონსო მას გულისხმობდი?! -რააა? ქეთი თავით პალატაზე ანიშნებს მარიტა კი ხელზე ქაჩავს და სკამზე აბრუნებს.. -ახლა ამის გარჩევის დრო არ არის მერე ვილაპარაკოთ ქეთიც უსუსური მზერით შეჰყურებს მაგრამ ჩუმდება, მარიტას ტელეფონი რეკავს და ისიც პასუხობს. -ხო ირაკლი. -როგორ ხარ საყვარელო? არ გინდა სადმე გავიდეთ? -არ მცალია. -რატომ ? -საავადმყოფოში ვარ. -რა მოგივიდა? ეს უკვე ნიკუშას ხმააა, მარიტას დიდად არ უკვირს რადგან მანქანის ძრავის ხმა უკვე გაიგონა. -ბესომ იჩხუბა და გვერდი აქვს შეშუპებულ-დაწითლებული. -რას რას და იმას ვერ დავიჯერებ რომ ავალიანმა იჩხუბა. -ხო... -რა ქნეს ასეთი? -მერე მოგიყვებით რა? -მოიცა მოვალთ სად ხართ? დედაშენის საავადმყოფოში? -კი ნიკუშ. კაი მიდი გნახავთ მაშინ დროებით. ყურმილს კიდევბს და ქეთისა და მათეს უყურებს. ბესო არასდროს ჩხუბობს, იცის , მშვენივრად იქნევს მუშტებს და საკმაოდ ძლიერიც არის მაგრამ იშვიათად თუ უცემია ვინმე. მარიტას სკოლაში მხოლოდ ერთი შემთხვევა ახსოვს ისიც იმიტომ რომ დაწყებითი კლასის ბავშვებს ეჩხუბებოდნენ და ჩაერია. ძირითადად ყველაფერს ყოველთვის სიტყვით აგვარებს, ხუმრობაში გადააქვს, ხალხს ნერვებს მანამ უშლის სანამ ბრაზისგან არ გაწითლდებიან და არ გაეცლებიან, მაგრამ იაკობთან და მამინაცვალთან თავი ვერ შეიკავა. ექიმი რომ გამოდის და ამბობს საშიში არაფერია კიდევ კარგად გამომძვრალაო ბავშვები ოხრავენ და შორენასთან ერთად პალატაში შედიან. შორენა ბესოს თავზე ადგას, მარიტა საწოლზეა ჩამომჯდარი, მათე მის უკან და ხელი ძლივს შესამჩნევად უდევს ბიჭის მუხლზე, ქეთი კი მეორე მხარეს სკამზე ზის. შორენას ხელები გულზეაქვს დაკრეფილი და გაბრაზებული უყურებს. -2 საათით ვერ დამიტოვებიხართ მარტო. -კარგი რა. -არ უნდა მაგას კარგი რა. არ მახსენდება გეჩხუბოს და ვინმესთვსი ოდესმე ხელი დაგერტყას რადგან ვიცი როგორ არ გსიამოვნებს როცა ხედავ რომ შენს გამო სტკივათ,რა მოხდა ასეთი? ვის ეჩხუბე. ბესო სხვა მხარეს იხედება, შორენა ბავშვებს მომლოდინედ ავლებს მზერას, რაგდნა იცის რომ მათ ყველაფერი იციან. მარიტა საწოლს აშტერდება, მათე კი ბესოს რომელმაც წამით გახედა ოდნავ უღიმის და თვალებს თანხმობის ნიშნად სწრაფად ხუჭავს და ახელს. ბესო შორენას არ უყურებს, გადასაფარებლის ნაკერს აწვალებს და დუდღუნებს. -იაკობს. -ვინ იაკობს? -ოსიშვილს, შენს ყოფილ ქმარს. -ააა- და უცბად შორენა იაზრებს რაც უთხრა ბესომ- რაააა? სად ნახეთ. -ისევ მოვიდა? -რას ქვია ისევ მათე? - სამი დღის წინ იყო, მარიტა სახლში მარტო დახვდა და იკამათეს. - და არ მითხარით? თქვენ სულ გააფრინეთ ადამიანებო? -არ გვინდოდა გაგვენერვიულებინე დედა. -მარიტა გალდავა ვერ გადამირჩები, რა უნდოდა? -სახლის გაყიდვა უნდა. -უკაცრავად? -ხო. პალატაში სიჩუმე ჩამოწვა. ცოტახნის მერე შორენამ სუნქვას ამოაყოლა. -ვიზიტებს აზრი არ აქვს სრულად ჩემს სახელზე აქვს ნიკოს გაფორმებული, უაზროდ ივლის. იცოდეთ თუ კიდევ მოვა კარს კი არ აღებთ პოლიციას იძახებთ. -კარგი. -შენ რაო ექიმმა? ახლა ბესოს მიუტრიალდა და ზუსტად იმ წამს პალატაში ნიკუშა და ირაკლი შემოვიდნენ. -მოვიდა მთელი ბანდა. ქალმა თვალები აატრიალა. - ეს კვირა უნდა იწვეო, მეექვსე და მეშვიდე ნეკნი მაქვს გაბზარული, მკვეთრ და უეცარ მოძრაობებს მოერიდეო, კიდევ არ მოიწიოო, და წამლები გამომიწერა, ა სირბილიც არ შეიძლება. მოკლედ არაფერი რაც სუნთქვას გამიხშირებს. მათეს წამით გახედა და მერე ოდნავ გაღიმებულმა ყველას მოავლო მზერა. -კარგი წავედით ყველა არ შეიძლება ამდენი ხალხი აქ. ერთი დარჩით დანარჩენები გარეთ. ყველანი გადიან და პალატაში მათე და ბესო რჩებიან. მათე მასთან უფრო ახლოს იწევა, მის მუდმივად გაყინულ ხელს თავის ხელებს შორის იქცევს, ცალი ფეხი ლგინზე აქვს აკეცილი, მეორე იატაკზე უდევს, საწოლს იდაყვებით ეყრდნობა და ბიწის ხელს კოცნის. თან თვალებიდან თვალს არ აშორებს. -შემაშინე. -გადაიტან. -ძალიან გტკივა? -მაგას მე გადავიტან. სუსტად იცინის და ხელს ატკივებულ ადგილას იდებს. -მეგონა სიცილი არ შეიძლებოდა. -არც შეიძლება, ექიმებს როდის ვუჯერებდი. -რავიცი მე კარგად მაიძულებდი . -შენ სხვა ხარ. უღიმის და თავისუფალი ხელით ლოყაზე ეფერება. მათე თვალებს ნაბავს და კიდევე რთხელ კოცნის საკუთარ ხელებში მოქცეულ ბესოს ხელს. მერე თვალებს ახელს და ღიმილით ეუბნება. - ამან არ წაგახალისოს ჩხუბებისკენ, მაგრამ ღმერთო იცი რა სექსუალურიხარ როცა მიცავ? -იდიოტი ხარ- ბესო ისევ იცინის და მერე ხელს ითავისუფლებს რომ გაშალოს და ბიჭს ანიშნოს მოდიო, მათეც თავს მკერდზე ადებს, საღ მხარეს უზის ამიტომ არ ეშინია რომ რამეს ატკენს. -მალე უკეთ ვიქნები და ბევრს ვიცინებ არ ინერვიულო. -ნუ მიჩეჩავ თმას. ბესო ისევ უჩეჩს და ისიც გაბრაზებული აჰყურებს, მერე ავალიანი იხრება და შუბლზე კოცნის. ........... -მეე რომ ქეთისთან ერთად სახლშI დავბრუნდე გეწყინება? -არა. მიდი და სხვა დროს გნახავ. -მადლობა ასეთი საუკეთესო რომ ხარ უფრო ძლიერად ეხვევა ირაკლის და ისიც მასზე საკმაოდ დაბალ გოგოს თავზე კოცნის და ზემოდან დაჰყურებს. -მიყვარხარ. -მეც. ქეთი და მარიტა საავადმყოფოს ბიჭებთან ერთად ტოვებენ, მაგრამ სხვადასხვა მანქანებში სხდებიან. ქეთი გზაში მარიტას საუაბრს უბავს. -ანუ ბესო უყვარს? -ხო. -მაგრამ/ -გეია და ერთად არიან უკვე მგონი ორი ან სამი თევა არ მახოსვს ზუსტად. -ძალიან მოულოდნელია. -ვიცი, მეც ძან უცბად მომახალა. -რამდენიხანია? -რა რაც ვიცი თუ რაც მოსწონს. -ორივე. ქეთი ეშმაკურად უღიმის, მარიტა მუსიკას ხმას უწევს, მაგრამ ისე რომ საუაბრი გაირჩეოდეს. -აგვისტოდან მოსწონს, თებერვალში მითხრა. - შე მოღალატე და ამდენხანს ჩუმად ხარ. -დიახაც საიდუმლოებს კარგად ვინახავ. -კიდე რა საიდუმლოს მალავ? მარიტა პირს აღებს და მაშინვე ხურავს. როგორ უნდა ყველაფრის თქმა შეეძლოს ,მაგრამ იცის არაფერი გამოვა, ყვეალფერს გააფუჭებს. იმ მომენტში მარიტა გრძნობს როგორ უვლის სხეულში ზამთარი, როგორ დგება მასში იანვრის გამყინავი და გრძელი ღამე, უმთვარო, უთოვლო, უსინათლო ცივი ღამე. თავს აქნევს და მუსიკას ყვება, მაგრამ შიგნით მხოლოდ სიცარიელეა. ქეთი ამჩნევს რომ ფიქრებით სხვაგან არის, მაგრამ ჰქონია რომ ასე იაკობის გამოა, ხელს მარიტას ხელს ძლიერად ჭიდებს და აი ისიც მარიტას საყავრელი აპრილი, ატმის ყვავილობა და ბუნების გაცოცლების წამი. მანქანაში ჰაერი დამუხტულია და ორივემ მშვენივრად იცის რატომ. ერთი აღიარებს მეორე მალავს და გამუდმებით ამ წრეზე დადიან, ისევ და ისევ სანამ მარადისობა ორივეს არ შთანთქვადეს. -შენი ბრალი არ არის. ქეთის ხმა დამამშვიდებელია. -რა არ არის ჩემი ბრალი? მარიტა მისკენ იხედება, მწუხრი დგება, ლამპიონები ანათებენ და გარემოც,ვერ გაიგებ ხელოვნური განათება საჭიროა თუ არა. შუქნიშანზე წითელი ინთება , მანქანების ძრავების და მუსიკის ხმა ისმის. ქეთის ამრიტას ხელი უჭირავს, მარიტა კი მას ცისფერ თვალებში უყურებს. -ის რომ იაკობმა შორენას უღალატა, ის რომ დაშორდნენ, ის რომ შორნეა ამას განიცდიდნენ, არც ის რომ მოვიდა, არც მათესთვის გაწნული სილა და დარტყმული მუშტი არც ბესოს ამბავი. ჩემზე უკეთ ალბათ არავინ გიცნობს იტა. არ აღიარებ მაგრამ ყვეალფერს საკუთარ თავზე იღებ. ნება მიეცი ხალხს რომ დამნაშავეები იყვნენ. მარიტას თვალები უცრემლიანდება, ოიზისი დნება და სულ მალე გამოაღწევს ამ ქანდაკებიდან, სულ მალე შეძლებს ყვეალფერი გაანდგრიოს და ცხოვრება დაიბრუნოს. ის როემლშიც სუნთქავდა და არ იხრჩობოდა. -ვიცი. -არა გჭირდება რომ გაგახსენოთ, აქ ვარ კარგი?! შენთან ვარ და ტყუილი არ მითქვამს შემდეგში სილას ჩემგან მიიღებს, ბესო ვეღარ მიითვისებს ჩემს დიდებას. მარიტა ხარხარებს ქეთიც ყვება. ორივენი მარიტას სახლისკენ მიდია, ღამე დგბება და განათებები საჭირო ხდება. ქეთის მთელი გზა მარიტას ხელი უჭირავს და ესაუბრება. ღამით მასთან რჩება, შორენას გვერდით ოთახში სძინავს, მათე კი ბესოსთან დარჩა. მარიტას საწოლში წვანან თხელი პლედი აფარიათ და ერთმანეთს ეხვევიან. ჩაძინებამდე საუბრობენ, ქეთი მარიტას სახიდან თმას უწევს ხოლმე და ლოყაზე ცერს უსვამს , მარიტა კი წელზე ძლივს საგრძნობლად ეფერება. ფარდები სანახევროდ არის გადაწეული, ოთახში სინათლე ოდნავ აღწევს და ეს საკმარისია რომ ერთმანეთი დაუბრკოლებლად დაინახონ სიბნელისთვის თვალის შეჩვევის შემდეგ, მაგრამ ეს არცერთს სჭირდება. შეუძლიათ სრულ უკუნეთში უყურონ ერთმანეთს და ყველა დეტალი დაინახონ, პაწაწინა ნაოჭიც კი თვალთან, ან ლაქა ღაწვზე. მარიტას ისეთი გრძნობააქვს თითქოს მთელი ოთახი ცეცხლით არის სავსე, სითბოთი და სინათლით. ისეთი თითქოს ქაოსი კოსმოსად ექცა და მასში ყველა ციური სხეული თავის ადგილზე განლაგდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.