შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნენებთან ასე ახლოს (20)


24-09-2024, 23:56
ავტორი lillianna
ნანახია 1 815

ანდრესთან გატარებული ერთი საათის შემდეგ ანიტა მეგობრების მაგიდას დაუბრუნდა, ნენეს თვალები ანიშნებდა რომ მის გვერდით ადგილი თავისუფალი იყო, ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა მეგობრისკენ და გვერდით ჩამოუჯდა
-გაგიჟდი ხო?
ანიტამ ახალგაზრდებს გადახედა, ერთადერთი ვინც შეკრებას აკლდა ლექსო იყო, მიუხედავად ყველაფრისა ანიტა ღელავდა მასზე , მის გრძნობებზე.
-ანიტა ! რას გელაპარაკებოდა ამდენი ხანი გთხოვ დროზე მითხარი
ნერვიულად აცეცებდა თვალებს ნენე, მეგობრის ყურადღება რომ ვერ დაიმსახურა მაჯაზე უბრწკინა
-ისე უბრალოდ მომიკითხა
-ერთი საათი გკითხულობდა ? ვის ატყუებ !
-გაჩუმდი გთხოვ ! ყველა ჩვენ გვიყურებს
წვენი მოსვა ანიტამ და წამის რაღაც მომენტში მისი მზერა ლილიას მზერას გადაეყარა , გოგონას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს ამ წამს დანაშაულში გამოიჭირა ვიღაც ვისზეც ფიქრობდა, რომ დამნაშავე იყო. საოცრად არ ესიამოვნა ეს ფაქტი ანიტას თუმცა არაფერი შეუმჩნევია, პირველი სწორედ ლილია ადგა მაგიდიდან, თავის ტკივილის გამო ბოდიში მოიხადა და ჰაერზე გასეირნება მოიმიზეზა მეგობრების კითხვებისგან თავი რომ დაეღწია. სიმართლე ითქვას ანიტასთვისაც საკმაოდ მძიმე ემოციებით ჩაიარა დღემ , თან რაღაც არ ასვენებდა ,ასე მეგობრების წრეში ნენეს გვერდით მჯდომს და ეს რაღაც ლექსოზე ფიქრი იყო. თავს არასდროს გამოუტყდებოდა რომ მაგიდიდან ადგომის ნამდვილი მიზეზი ლექსოს მოსაძებნად ოთახში ასვლა იყო ამიტომ მანაც დაღლილობა მოიმიზეზა , 28 ნომრის კართან კიდევ ერთხელ ჩაისუნთქვა ჰაერი, უკვე ნომრის შუაგულში იდგა და დაბნეულად აცეცებდა თვალებს , ოთახი ცარიელი იყო, ლექსოს კვალიც კი არ ჩანდა არსად , ვერ იგრძნო ანიტამ ცხვირთან ლექსოს სუნამოს სუნი, ვერც ტანსაცმლიდან წამოსული სურნელის შეგრძენება მოახერხა
-ნეტავს სად უნდა იყოსო
გაიფიქრა და ფანჯარას მიუახლოვდა , ფანჯრის ხედი სასტუმროს ეზოს გადაჰყურებდა , შორიდან მოკრა თვალი ორი ადამიანის გამოსახულებას , ფარდა ოდნავ გადასწია რომ არ შეემჩნიათ , უფრო მკაფიოდ დაინახა ლექსოს და ლილიას სილუეტი, მამაკაცი ზურგით იდგა , ეტყობოდა ფიქრებით სულ სხვაგან იყო, ნერვიულად აბოლებდა სიგარეტს , გოგონა სცდილობდა რამდენჯერმე გაუბედავად წაღებული ხელი როგორმე მამაკაცის ზურგამდე მიეწვდინა და ამით გამოეხატა მხარდაჭერა , ანიტას არ ესმოდა რაზე საუბრობდნენ , თუმცა საუბარი ნამდვილად ემოციური იყო
-ლექსო გთხოვ, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიჭირს რომ წარმოვიდგენ რომ სხვასთან ერთად ხარ ერთ ოთახში
თითქმის ემუდარებოდა გოგონა
-ლილია არ გინდა! ახლა არა!
-ლექსო…
ცდილობდა ისევ ეთქვა რაღაც
-ლილია არა!
-ვხვდები რაც გჭირს , ღმერთო…
გოგონას ხმა გაუმკაცრდა
-როგორ შეგიძლია ლექსო , როგორ შეგიძლია ჩემი თანდასწრებით მასზე ასე აშკარად იეჭვიანო როგორ !
ამჯერად გაბედა და მოჰკიდა მამაკაცის ძლიერ მკლავებს ხელი, მისკენ შეატრიალა
-იცი მაინც რამდენ კაცს სურდა ამ ერთი წლის მანძილზე ჩემი სიყვარული?
ლექსოს არაფერი უთქვამს
-თუნდაც ჩემთან სექსი! მაგრამ მე რას ვაკეთებდი?
ხელს არ უშვებდა მამაკაცის მკალავებს
-ყოველ დილას , ყოველ საღამოს შენზე ვფიქრობდი, სხვა ვერც ვერასდროს მომეკარებოდა ღმერთო ლექსო! თვალებშიც კი არ შემიხედავს არავისთვის , ასე როგორ შეგიძლია
უღონოდ დაუშვა ხელები გოგონამ , თვალიდან ჩამოსული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა
-არ ვიცოდი თუ შემეძლო..
ჩურჩულით წარმოთქვა ლექსომ
-არვიცოდი თუ შემეძლო სხვა ქალის სიყვარული
-ჩემთან მაგ სიტყვას როგორ ამბობ ლექსო, სხვა ქალის მისამართით როგორ ამბობ, რამდენჯერმე შეკრული მუშტი გულ-მკერდზე მიაბჯინა
-მაპატიე ლილია…
თმებზე ხელი ნაზად დაუსვა მამაკაცმა , ლილია ხვდებოდა , რომ ეს დასასრული იყო, სიყვარულის ამბავი აქ და ახლა მთავრდებოდა სამუდამოდ, გული ელეოდა, სუნთქვა უჭირდა , რა ეღონა ,როგორ შეენარჩუნებინა თუნდაც სულ მცირე შანსი მაინც
-ჩემი თავი მოგიძღვენი, როცა ამის გამო ყველა მკიცხავდა , როცა მამა უსირცხვილოს მეძახდა მე ჩემი თავი მოგიძღვენი ლექსო, 17 წლის ვიყავი გესმის ? 17 ის ! ნუთუ ეს არ იყო საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ რომ მიყვარდი , და მიყვარხარ მთელი გულით, როცა შენი სატრფო სხვა კაცს უზის , ამ დროს მე შენთან ვარ ლექსო, შენთან !
-ანიტა არ გარიო ჩვენ ამბავში !
წარბები შეკრა ლექსომ , ხელზე ძარღვები დაეტყო , სახე აეჭრა
-უკვე გაერია , ჯანდაბა !
წინ და უკან დადიოდა გოგონა
-რა უნდა გავაკეთო , რომ ისევ შემომხედო ლექსო , ისევ ისევ რომ შემომხედო
მამაკაცის წინ დადგა და თვალებში ჩახედა
ლექსომ გაუღიმა ისევ სცადა თმაზე მოფერებოდა თუმცა გოგონა უკან იხევდა რადგან მამაკაცის ყველა შეხება აგრძნობინებდა რომ ეს დასასრული იყო.
-ლილია
საუბრის დაწყება ლექსოსაც გაუჭირდა, თუმცა მაინც იღიმოდა
-ისე გამოგყავს თითქოს ძალა გამოვიყენე , ის რაც იყო მშვენიერი იყო, არასდროს დამავიწყდება გესმის?
-ნუ მემშვიდობები ლექსო
თვალზე ისევ ცრემლები მოადგა
-ის რომ ჩემი იყავი, ჩემთვის სათაყვანო ქალი იყავი, ყველაზე მშვენიერი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ლამაზი ბავშვობის და შემდეგ მოზარდობის წლები ლილია
რამდენიმე ნაბიჯი ქალისკენ გადადგა
-ის ღამე როცა პირველად შეგეხე არასდროს დამავიწყდება , მთელი ეს წლები მე შენი ერთგული ვიყავი !
-აღარ გააგრძელო , არ მინდა მოსმენა
ორივე ხელი ინსტიქტურად ყურებზე აიფარა ლილიამ , თითქოს ასე შეძლებდა და არ მოისმენდა იმას რაც სულ ცოტა ხანში ლექსოს პირიდან უნდა გაეგო, მამაკაცი მიუახლოვდა , ორივე ხელზე ხელი შეახო და ფრთხილად ჩამოუწია
-ხუთი წელი ვიბრძოდი ჩვენი ურთიერთობისთვის , ხომ იცი, ხუთი წელი
მკრავდი ხელს
შეჩერდა , არც მისთვის იყო მარტივი ცხოვრებასთან გამოთხოვება , ცხოვრების მინიმუმ 20 წელთან
-უნდა გავჩერდეთ
-ლექსო…
-აქ უნდა გავჩერდეთ მე და შენ ლილია ! ისევ არ აშორებდა გოგონას ამღვრეულ თვალებს თვალს
-რატომ , მითხარი რატომ
შეევედრა გოგონა
-ანიტა მიყვარს
სულ ორი სიტყვა ეყო ამბის დასასრულებლად ლექსოს
-ანიტას გარეშე ვეერ ვსუნთქავ ლილია, მხოლოდ ის მჭირდება , ანიტა მსურს მთელი არსებით!
-გაჩუმდი!
ვეღარ მოითმინა ლილიამ
-მაპატიე …
ვალდებულად გრძნობდა ლექსო თავს ქალთან რომელიც 20 წელი უყვარდა ბოდიში მოეხადა , ბოდიში ყველაფრისთვის ვერ თქმული სიტყვებისთვის , ვერ გამართლებული მოლოდონებისთვის , ვერ გადადგმული ნაბიჯებისთვის , ლილიას ცრემლიანი სახისთვის ..
-ერთადერთი რაც ვიცი, მიყვარდი ლილია , მთელი არსებით მიყვარდი.. ამაში ეჭვი არ შეიტანო
გოგონას თხელ კიდევ უფრო უფერო სხეულს გვერდი აუარა თავადაც დამწუხრებულმა , იგრძნო ლილიამ დასასრული მთელი სიცხადით, სულ რომ არაფერი ეთქვა ლექსოს თვალები მაინც ამბობდნენ სათქმელ
ს , ვეღარ გრძნობდა ლილია ლექსოს უძირო მწვანე თვალების სიღრმეს , ვეღარ ხედავდა თავის თავს ამ სიმწვანეში, აღარც ლექსოს გულის ცემა ესმოდა მოახლოებისას , მამაკაცი მას ივიწყებდა და ამის გააზრება ყველაზე მეტად მტკივნეული ამბავი იყო 25 წლიანი ცხოვრების განმავლობაში!
ლილიას უყვარდა ლექსო , უყვარდა როგორც შეეძლო, როგორი სიყვარულისაც სწამდა , არც ერთი მისი სიტყვა მამაკაცისთვის ნათქვამი არ ყოფილა ტყუილი პირიქით, სიტყვები ვერ ასახავდა გრძნობას რომელსაც განიცდიდა , “მიშველე” ვერ გამოხატავდა დახმარების სურვილს რომელიც გოგონას ამ წამს სჭირდებოდა
-ვკვდები..
დაიჩურჩულა და ხელით მოაჯირს ჩამოეყრდნო რომ არ წაქცეულიყო

…..
კარის გაღების ხმა რომ მოესმა ანიტამ გადაწყვიტა გვერდი ეცვალა და თავი ისე მოეჩვენებინა თითქოს ეძინა , ნაბიჯების ხმა გაიგონა , მიხვდა ლექსო რომ დაბრუნდა, მეტიც მისი სუნთქვის ხმაც გაიგო , მძიმედ ჩაეშვა სავარძელში მამაკაცი ,გოგონა გაისუსა , არ იყო მზად ლექსოს თვალები დაენახა , არც ფანჯრიდან დანახული სცენა დავიწყებია , ლილიასგან მოდიოდა ეს იცოდა და როცა ამას იაზრებდა ანდრეასთან გატარებული საღამოს გამოც აღარ გრძნობდა დანაშაულს
-ვიცი რომ არ გძინავს , შეგიძლია არ ითამაშო !
მამაკაცის ისევ ის უხეში დაგუდული ბარიტონი გაიგო
-ბატონო ?
სწრაფად გაყიდა თავი , როცა საწოლზე წამოჯდა , ლექსოს ჩაეცინა
-ტყუილიც კი არ შეგიძლია
-რატომ უნდა მოგატყუო?
ლექსო ფეხზე წამოდგა , ანიტაც დაიძაბა, საწოლს მიუახლოვდა და კიდეზე ჩამოჯდა
-დღეს რა გააკეთე?
-რა გავაკეთე
ვითომ ვერ მიხვდა რას გულისხმობდა კაცი
-იმ ტიპთან ერთად რა გინდოდა!
-შენ რა გინდოდა ლილიასთან ერთად ახლა ?
-მითვალთვალებ?
კიდევ უფრო ახლოს მიჩოჩდა
-ხო რა თქმა უნდა ! ფანჯრიდან დაგინახეთ
ხელი გაიშვირა იმ ადგილისკენ სადაც რამდენიმე წამის წინ იდგა , ლექსომაც გაიხედა წამიერად
-ეჭვიანობ? ისევ გოგონას თაფლისფერ თვალებში ჩაიძირა
-შენ? შენ ეჭვიანობ ლექსო?
გოგონაც აჰყვა თამაშში
-მე ძალიან..
ამ აღიარებას კი უკვე აღარ მოელოდა ანიტა, მამაკაცის გახშირებული გულის ფეთქვა მის გულამდე მოდიოდა
-რრრ
უნდოდა ეთქვა რას ამბობო მაგრამ ვეღარ მოახერხა
-ნუ დაიბენი ბატივით -ხო მკითხე ვეჭვიანობ თუ არა ! ხოდა გპასუხობ რომ კი! გიჟივით !

წამიც არ დასჭირდა ანიტას სახემდე მილიმეტრებს რომ დაეშორებინა , ახლოს ძალიან ახლოს ეფინებოდა მისი სუნთქვა
-მტკივნეულია იმის ყურება რომ სხვაც ისევე გიყურებს როგორც მე
ცალი ხელი ანიტას კისრისკენ წაიღო , თითქოს დაელოდა ნიშანს როდის აგრძნობინებდა გოგონა რომ ამის გაკეთების უფლებას აძლევდა, ანიტას არაფერი უთქვამს და სწორედ ეს სიჩუმე ჩათვალა ლექსომ თანხმობად
-ნუ გადამიხდი სამაგიეროს ასე .
მეორე ხელი ლოყაზე მსუბუქად ჩამოატარა , ტუჩთან შეჩერდა და ქვედა ტუჩი ოდნავ ჩამოსწია
-ზუსტად ორი კვირაა შენთვის არ მიკოცნია
მზერას არ აშორებდა გოგონას ტუჩებს
-ზუსტად ორი კვირაა რაც სხვა ქალთან ხარ
-გაჩუმდი თორემ აღარ გაკოცებ!
-ვინ გითხრა რომ მინდა მაკოცო
ჩურჩულებდა გოგონა , ლექსოს ისევ ცერა თითით ეჭირა ანიტას ქვედა ტუჩი და სახეს უფრო მეტად უახლოვებდა გოგონასას
-არ გინდა ?
-არ…
მეტად აღარ დალოდებია გოგონას პასუხს , ანიტას სხეულის ყველა უჯრედი აგრძნობინებდა რომ შეეძლო ეკოცნა მისთვის, საწოლზე წამომჯდარი გოგონა მისკენ მოიზიდა და მთელი გრძნობით დაეწაფა ტუჩებზე , პირველი რამდენიმე წამი სცადა ანიტამ წინააღმდეგობა თუმცა ბიჭის გულ მკერდზე მიბჯენილი თითები მალევე ჩამოუშვა ძირს
-მიყვარხარ!
ეჩურჩულებოდა ბიჭი ტუჩებს შორის მოძრაობისას
-მატყუარა ხარ !
ეპასუხებოდა გოგონა
-გაიძულებ დამიჯერო ანიტა! მთელი არსებით მიყვარხარ
ბიჭის ჩურჩულს ყურთან ჭკუიდან გადაჰყავდა , მზად იყო ამ წამსვე დაეჯერებინა ყველაფერი რასაც ლექსო ეუბნებოდა , მერედა როგორ სიამოვნებდა იმის დაჯერება რომ უყვარდა , უყვარდა კითხვის ნიშნების გარეშე . ანიტაც უფრო მეტი სითამამით დაასრიალებდა ხელებს ლექსოს თმებში, ხანდახან ტუჩზეც ძლიერად კბენდა ბიჭს კოცნის მომენტში რაც აუძულებდა ლექსოს უფრო მეტად მომთხოვნი გაეხადა მისი თითოეული შეხება , მთელი არსებით სურდა ბოლომდე შეეგრძნო, რომ ანიტა მისი იყო , მხოლოდ მისი..
კარზე კაკუნის ხმა გაისმა , ბიჭი იძულებული გახდა ანიტას ტუჩები დაეთმო
-ესღა მაკლდა! ხელი საწოლზე დაარტყა ლექსომ
-უნდა გავაღო ..
საწოლზე აკეცილი ფეხები ჩამოსწია ანიტამ და კარისკენ წავიდა , სანამ კარს გააღებდა ღრმად ჩაისუნთქვა და სახელური დაბლა ჩამოსწია
-ვიფიქრე იქნებ
ენა დაება სტუმარს , ანიტამ პირი ძლივს მოკუმა გაოცებისგან
-მოკლედ ვიფიქრე , რომ , ახალ წელს უხდება სასმელი
სათქმელს ძლივს მოუყარა თავი ანდრეამ რომელსაც ხელში ორი შამპანიურის ბოთლი და ორი ჭიქა ეჭირა გადაჯვარედინებულად
-ხომ არ დაგველია ერთად .
ფეხი ფეხზე გადაიდო
ლექსოს ესმოდა ყველაფერი და საკუთარი თავის უკვირდა ამხელა მოთმინების უნარი რომ გამოამჟღავნა
-აჰჰ ანდრეა , იცი…
ანიტაც დაიბნა
-ვიცი , ვიცი, ამდენი ხნის მერე გნახე , უცნაურია მესმის ასე რომ მოგადექი , თან მარტო ხარ ნომერში, მაგრამ …მოკლედ ცუდად არ იფიქრო
-მარტო არ ვარ
სახე მოპრუწა გოგონამ
-რა?
ლექსომაც საბოლოოდ დაკარგა მოთმინება, ფეხზე წამოდგა ,დერეფნის გავლის შემდეგ ანიტას სხეულის უკან აღმოჩნდა , გრძელი მკლავით კარი დაიჭირა და ანიტას სხეულიც გადაფარა
-სალამი ძმაო
მიესალმა ანდრეას
ბიჭს ფერი დაეკარგა , ასეთ იდიოტურ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა
-ვახ ! ბოდიში არ ვიცოდი თუ … მეგონა ანიტას არავინ ყავდა
გოგონას გახედა
-როგორც ხედავ ყავს , იმედი უნდა გაგიცრუო!
ირონიულად შეიშმუშნა ლექსო ,ანიტა ისევ წინ გადაუდგა
-ანიტას შეყვარებული ხარ?
ნანახი სცენის შემდეგ ისევ რომ კითხვებს სვამდა ლექსოს ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ რაკი შუაში ანიტა იდგა , მაქსიმალურად ცდილობდა ემოციების მოთოკვას
-მე და ლექსო…
წამით დაფიქრდა ანიტა როგორ უნდა აეხსნა
-შეყვარებულები არ ვართ
-მართალია , ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ერთმანეთი
მაჯაში ხელი ჩაავლო ლექსომ და უკან გამოაბრუნა წინ წასული გოგონა
-ძალიან მნიშვნელოვანი საქმე შეგვაწყვეტინე ძმაო, ამიტომ სჯობს ეგ შამპანური სხვასთან ერთად გახსნა !
სანამ თავზე გადაგალეწავო უნდოდა დაემატებინა თუმცა ისედაც გასაგები იყო ანდრეასთვის
პასუხს აღარ დალოდებია ისე მიუჯახუნა კარი ცხვირწინ და მის წინ მდგომი ანიტა კარზე ზურგით მიაყუდა , მკლავები ისევ ორივე მხრიდან მიაბჯინა კედელს ,შუაში საყვარელი ქალი ჰყავდა
-ჭკუას ვერ სწავლობ ხო!
-ვერა, შენ მასწავლი?
ლექსომ გაიაზრა როგორ დაქალდა ანიტა გაცნობიდან დღემდე , უკვე აქეთ ცდილობდა მამაკაცის გამოწვევას
-ხედავ ჩემთან ურთიერთობამ როგორ დაგაქალა ?
ლექსო დაიხარა და ლოყასთან ჩასჩურჩულა
-თუმცა …
ანიტამ სახესთან იგრძნო ლექსოს ჩაცინება
-ჯერ ბოლომდე არ ხარ ქალი, მაგ საქმეს მოგვიანებით მივხედავთ
თბილი ტუჩები ლოყაზე შეახო, ანიტას კანი წამში დაიხორკლა , მკლავებზე აშკარად შესამჩნევი გახდა პატარა ბუსუსები, რატომ იყო ყოველთვის წაგებულ პოზიციაში ამ
ბიჭთან? ერთი ლექსოს გადაკრული სიტყვა და თითქოს გონებას ბინდი ეფარებოდა, მხოლოდ ის სურდა რაც შეიძლება მეტი ეგრძნო, მეტი განეცადა , მეტად ყოფილიყო ლექსოსთან დაკავშირებული.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

როგორი კარგია <3 ველოდებოდი <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

გელოდებოდით

 


№3  offline წევრი lillianna

სტუმარი ლილე
როგორი კარგია <3 ველოდებოდი <3

❤️❤️❤️

სტუმარი ლიკა
გელოდებოდით


არარის ჩემი ბრალი❤️ დადასტურება დააგვიანეს

 


№4 სტუმარი Lllllll ა

ასეე მშვენიერია .. ლილიაასაც მოუძებნე გულის სწორიიი <3

 


№5 სტუმარი Ekk

ძაან გამიხარდა
ანიტასდა ლექსოს
დაახლოვება ❤️ ასე განაგრძე

 


№6 სტუმარი ნესტან

კარგი თავი იყო ძალიან კარგი თუ გარხვიეს ვინ სჭირდებათ ვინ არა,ეღირსათ რა მომეწონა ეს თავი ცოტა წინ წავიწიეთ

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომწონს,ველოდები გაგრძელებას♥️

 


№8  offline წევრი lillianna

ახალო თავი ატვირთულია ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent