შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კეკე (სულ. ეღირსა როგორც იქნა)))


25-09-2024, 11:36
ავტორი ვე რა
ნანახია 5 580

კეკე
1თავი

როგორი ქალი იყო იცით კეკე? აი ქალღმერთებს რომ ეძახიან, ისეთი. ყველა მასზე რომ ოცნებობს და ხმამაღლა გაჟღერებას რომ ვერავინ უბედავს. სულ რომ არაფერი გააკეთოს, თქვას ან უბრალოდ გაშეშებული იჯდეს, მაინც რომ ყურადღების ცენტრში რომ ექცევა. მასზე გარეგნობით რომ მსჯელობენ და იარლიყს თმის ფერის გამო რომ აკრავენ. ქერა გრძელი თმა ჰქონდა კეკეს და უნაკლო, საოცარი სხეული. ჰოლივუდის ფილმიდან გადმოსულ მსახიობს ჰგავდა.
თავად კეკესთვის რომ გეკითხათ, ალბათ ამჯობინებდა შავგვრემანი ყოფილიყო, ასე მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვს ნაკლებად შეიტანდნენ სამყაროსმპყრობელი კაცები.
თავიდანვე ნიჭიერი ბავშვი იყო კეკე. თუმცა ეს არავის უკვირდა, მაგრამ ზრდასთან ერთად, რაც უფრო თვალშისაცემი ხდებოდა მისი სილამაზე, მით უფრო გაოცებით უცქერდნენ გარშემომმყოფები წიგნებში თავჩარგულ გოგონას.
დაუჯერებლად ეჩვენებოდათ, რომ ღმერთმა თითქოს მხოლოდ ამ ერთი არსებისთვის მოიცალა. გარეგნობასთან და ინტელექტთან ერთად ეს ქალი წარმატებული ბიზნესმენის, კობა კერესელიძის ერთადერთი ქალიშვილი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მამის სათაყვანებელი არსებაც გახლდათ. მეტისმეტი გამართლებაც კი იყო ერთი ქალისთვის არა?! თუმცა კეკეს სრულყოფილებას მხოლოდ ერთი რამ აყენებდა ჩრდილს, თუმცა ამაზე გარეშე პირებს წარმოდგენა ნაკლებად ჰქონდათ. ეს ნაკლი კი მისი აფექტური, ფიცხი და ამპარტავანი ხასიათი იყო. ოდესღაც ბავშვობაში ლაღი, კეთილი და უანგარო გოგონა, ცხოვრებამ მისმა სირთულეებმა, ან იქნებ პირიქით, სიმარტივემ, ერთდროულად ყველაფერმა მშვენიერ, მაგრამ დაუნდობელ მონსტრად აქცია. მით უფრო მკაცრი იყო, როცა საქმე მამის დანატოვარ ბიზნესს ეხებოდა. კომპლექსივით განიცდიდა საკუთარ სილამაზეს. როგორც კი კაცის თვალებში სურვილს ან აღფრთოვანებას წააწყდებოდა, ფარივით იფარებდა აგრესიას და ქედმაღლობას.

_ აბა რას იტყვი მარიამ, დღეს არ მეღირსება ჭიქა ყავა და დასვენება? _ თავაუღებლად ჰკითხა შემოსულ მდივანს.
_ ვფიქრობ, ნათლიათქვენი უარს ამბობს თქვენთან შეხვედრაზე. თავს გვარიდებს. ყველა ზარს, მათ შორის პირადსაც, მისი თანაშემწე პასუხობს._ მშვიდად უპასუხა მარიამმა და ამით თითქოს მის კითხვასაც გასცა პასუხი.
_ეგ დამპალი კაცი! ბებერი ტურა ეგა!_ ზიზღით გამოსცრა ქალმა._ მაგან და მაგისმა მაქინაციებმა მიიყვანა მამა ინფარქტამდე! მაგას ჰგონია დამემალება არა?
თავი ასწია და მწვანე თვალები ბრაზით შეანათა მარიამს. წარბიც არ შეუხრია გოგოს. ისედაც იცოდა მისი სიბრაზე ვისაც ეკუთვნოდა. გოგი გვაზავა ოდესღაც კობა კერესელიძის მეგობარი იყო. განა მხოლოდ მეგობარი მისი ერთგული თანაშემწე და საქმეთამმართველი.
იმდენად ენდობოდა კობა მეგობარს ერთადერთი ქალიშვილიც კი მოანათლინა და საბოლოოდ საქმის წილში გაიყვანა. მაგრამ ამოუცნობი და უძიროა ადამიანის სიხარბე და მოშურნეობა.
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ გოგამ ზურგი აქცია კობას, რომელიც ბინძურ ტენდერებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა და მის მტრებს შეეკრა. ვერ დაიჯერა მეგობრის ღალატი კობამ. მანამ, სანამ
გვიანი არ გახდა ყოფილი მეგობრისგან ხელოვნურად შექმნილი პრობლემების თავიდან არიდება. მაშინ სასწავლებლად იყო წასული კეკე, მამამ არ გაუმხილა შვილს რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ კეკე მამის გასვენების დღეს დაბრუნდა სამშობლოში და წარსული უღრუბლო ცხოვრების ნაცვლად მამის ცხედარი და ვალებში ჩაფლული კომპანია დახვდა. თავიდან ამრეზით უყურებდა მამაკაცების სამყარო ახალგაზრდა გამოუცდელ ქერა ქალბატონს. მაგრამ მალევე დარწმუნდნენ, რომ ქალი კი არა ნამდვილი გველეშაპი იყო. მამაზე მეტად ალღოიანი, და რაც მთავარია შეუბრალებელი. ყველაზე მეტად სიძულვილს არ ფარავდა კეკე. ნათლიამისის ფოტო სახლში კედელზე, ყველასდასანახად ჰქონდა გაკრული და დანის მიზანში სროლას სწორედ ამ ფოტოზე ვარჯიშობდა.
_ ვიღაც თემურ თორაძე დაუნიშნავს ნათლიათქვენს იმ პროექტის ხელმძღვანელად, სასწაული რეზიუმე აქვს ამ კაცს. თუმცა მის პირადზე ბევრი არაფერი ვიცი. ყველა პირადი ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვთ. ვერც ირაკლიმ გაარკვია ვერაფერი. თითქოს აქამდე უბრალოდ არ არსებობდა._ მშვიდი ხმით აბარებდა ანგარიშს მარიამი უფროსს.
მხოლოდ ხანდახან აპარებდა თვალს მისი დაფიქრებული სახისკენ და გულში მისი ფიქრების გამოცნობას ცდილობდა.
_ კარგი! ვნახოთ როდემდე დამემალება! _ საჩვენებელი თითი დააკაკუნა მამისეულ მაგიდაზე კეკემ._ ხვალ კი ბატონ მერს ვესტუმროთ! ვნახოთ სადამდე დაიგრძელა ბებერმა რვაფეხამ საცეცები.
ფეხზე ადგა და კაბინეტი სწრაფი ნაბიჯით დატოვა.
_ მარიააამ!_ მიაძახა უკან დარჩენილს. მარიამი კეკესთან დაახლოებით რვა წელი იყო რაც მუშაობდა და ამ ხნის მანძილზე ისე ჰყავდა შესწავლილი, მისი სუნთქვის სიხშირეზეც კი ხვდებოდა, რა სურდა მის ჭირვეულ უფროსს.
საჭესთან ყოველთვის მარიამი იჯდა. მგონი სწორედ ამის გამოც შეარჩია 22 წლის გამოუცდელი გოგონა კეკემ თავის დროზე. რამდენიმე უსიამოვნო გამოცდილების შემდეგ, როცა შეამჩნია რომ მისი მამაკაცი მძღოლები გზაზე მეტად უკანა ხედვის სარკეში იყურებდნენ, ქალი მძღოლის მონახვა დაისახა მიზნად. შემდეგ და შემდეგ კი სხვა უნარები აღმოაჩინა მასში და მთავარ თანაშემწედ გაიხადა
მარიამს ენდობოდა კეკე. საკუთარ თავს და სიცოცხლეს თვალდახუჭული ანდობდა ზოგადად უნდო და ეჭვიანი.

_ კეკე, რამდენადაც მასზე გავრცელებული ჭორებიდან გავიგეთ, ის თორაძე იტალიური სამზარეულოს დიდი მოტრფიალე ყოფილა და საღამოს უმეტესად „cortile italiano“_ში ვახშმობს. ხომ არ გამოიყენებდით ამ შანსს?_ ისე უემოციოდ შესთავაზა მარიამმა, რომ ვერანაირად ვერ იფიქრებდა მისი უფროსი საკუთარ აზრს მახვევს თავზეო.
_ოჰ, ქართული სამზარეულო აღარ გვეკადრება არა?_რაზე ბრაზობდა თავადაც ვერ ხვდებოდა კეკე. ბოლო-ბოლო ვინ იყო ასეთი ეს ვიღაც თორაძე? როგორ ბედავდა და შეხვედრაზე არ თანხმდებოდა? ჰქონდა საერთოდ წარმოდგენა ვის უბედავდა უარს? ჩანთა გახსნა და პაწაწუნა მარგალიტისფერი სარკე ამოიღო. გაბრაზებულმა ჩაიხედა და ფიფქიას ბოროტი დედინაცვალივით შეათვალიერა საკუთარი უნაკლო სახე. უცებ მიხვდა, სწორედ იმას აკეთებდა, რასაც თავადვე ვერ იტანდა სხვა ლამაზ ქალებში. ახლა საკუთარი სარგებლისთვის გარეგნობას იყენებდა.
_ ჯანდაბა მაგას!_ ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა. სარკე ჩანთაში ჩააგდო და ფანჯრიდან გაიხედა. ჯერ არ ენახა და უკვე ასე ურევდა აზრებს. ნუთუ ამდენად დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე იმ უჟმურ კაცს?! ტუჩი ზიზღით დაბრიცა.
_ მარიამ, რესტორანთან მიმიყვანე და დამტოვე, დღეს თავისუფალი ხარ!_ მხოლოდ თავი დაუკრა მარიამმა. არ შეკამათებია. გაუხარდა კიდეც. ადრე დაბრუნდებოდა სახლში და თავის გოგონას გაახარებდა. ისედაც თითქმის ვერ უთმობდა დროს საკუთარ ქალიშვილს. მარტოხელა დედა იყო მარიამი. ცხრა წლის ფერიას სრულებით მარტო ზრდიდა. სწორედ ამის გამო იყო ამდენად ერთგული და მადლიერი კეკესი. მაშინ, რვა წლის უკან, მორიგ გასაუბრებაზე მიმავალი წინასწარ იყო დარწმუნებული, რომ პატარა ბავშვიან ქალს, თანაც განქორწინებაში მყოფს, კარს ცხვირწინ მიუხურავდნენ, ისე როგორც ყველგან და ყოველთვის. მაგრამ კეკე სხვებს არ ჰგავდა....
თბილად გაეღიმა მარიამს, ისიც მხოლოდ წამით. შემდეგ მოხერხებულად გააჩერა მანქანა სადგომზე და საბოლოო მითითებას დაელოდა.
_ თავისუფალი ხარ ჩემო კარგო!_ ღიმილით დაემშვიდობა უფროსი. მანქანიდან გადავიდა და ტანის ბუნებრივად ლამაზი რხევით შეაბიჯა რესტორანში.
_ ქალი კი არა სასწაულია!_ ჩაეღიმა მარიამს. მანქანა დაქოქა და სახლისკენ მხიარული ღიმილით გაემართა.

დარბაზი მოათვალიერა კეკემ.
რაღაც საოცრებას ელოდა, მაგრამ შეცდა
ჩვეულებრივი საშუალო დონის პიცერია იყო. გაუკვირდა, თანაც ძალიან.
_ ნუთუ?_ ჩაილაპარაკა ორაზროვნად და ისეთი მაგიდა შეარჩია მთელი დარბაზი ხელისგულზე რომ ჰქონოდა.
_ რანაირად უნდა ვიცნო ნეტავ?_ დაჟინებით დააკვირდა დარბაზში მჯდომ საზოგადოებას. ისეთ ვინმეს ეძებდა, ვისაც ზედ სახეზე ეწერა: „გამარჯობა! მე ნარცისი და თავხედი ტიპი ვარ! საკუთარი ცხვირის მიღმა ვერავის და ვერაფერს ვხედავო!“ მაგრამ საკუთარ წარმოდგენაში წარმოდგენილ ტიპს ვერავინ მიუსადაგა.
_ იქნება დღეს არ მობრძანებულა?_ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ. რაღაც შეუკვეთა, არც კი მიუქცევია ყურადღება რა, დიდად აზიზი მჭამელი არასდროს ყოფილა. მთავარი იყო სუფთა და გემრიელი ნამზადი ყოფილიყო და არას დაგიდევდათ ლობიო ედგა წინ, თუ რამე გაუგებარ სახელიანი საოცარი გაპრანჭული კერძი. საჭმელი მხოლოდ საჭიროება იყო მისთვის და არა მიჯაჭვულობა.
შეკვეთა მალევე მოუტანეს. ის იყო პიცის ნაჭერი პირისკენ წაიღო, რომ ზუსტად მოპირდაპირე მაგიდიდან მოესმა მამაკაცის ბოხი ხმა.
_ სადა ხარ თემურ? გელოდები, ხომ იცი არა?_ თვალები გაუნათდა კეკეს. აი გამართლება ამას ერქვა. ახლა მთავარი იყო მისი გაცნობის შანსი ხელიდან არ გაეშვა და ისე მოეხერხებინა, რომ მისი საკონტაქტო ნომერი ჩაეგდო ხელში. სულაც არ ეტყოდა ვინ იყო სინამდვილეში. მანამ სანამ ისე არ გაახვევდა საკუთარი მომხიბვლელობის ქსელში, რომ იმ საძაგელ თორაძეს თავდ ეძებნა მასთან შეხვედრის გზები.

მაგრამ კაცი ბჭობდა, ბედი იცინოდა!
რესტორნის კარში ისეთმა კაცმა შემოაბიჯა, წამით კეკემ იფიქრა, რომ ოთახი ჟანგბადისგან დაიცალა. მაღალი, შავგვრემანი და ზესიმპატიური მამაკაცი აღმოჩნდა თემურ თორაძე. ისეთი ქარიზმის პატრონი, რომ კეკემ თავს შემოუძახა:
იქით არ გაება მის მახეშიო!
_ ჯანდაბა რა აუცილებელი იყო ასეთი სიმპატიურობა?_ ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ. მოსული კი თავისი მასპინძლის მაგიდას მიუჯდა. თვალი გაუშტერდა კეკეს. უნაკლო პროფილი ჰქონდა კაცს.
_ ჯანდაბა შენ!_ შეიკრა ქალმა წარბები. _ გაიხსენე კეკე, როგორ არ გაგიყადრა თავი ამ ნარცისმა! თავხედია ვიღაცაა, მერე რა რომ ასეთი სიმპატიურია?!
პიცა გვერდზე გასწია და მობილური ამოიღო. ფოტოს გადაღება უნდოდა უჩუმრად, რათა მარიამისთვის გაეგზავნა. ეგება ასე უფრო გაერკვია მისი ასავალ_ დასავალი. ერთხელ გაიჩხაკუნა მობილურმა, ორჯერ და საკუთარ პატარა უკანონობაში გართულმა კეკემ ვერც კი გაიგო როგორ წამოადგა თავზე თვალთვალის ობიექტი. სწორედ მაშინ ჩააჩერდა მის მობილურს ინტერესით, როცა ქალი კმაყოფილი ღიმილით აზუმებდა მის ფოტოს.
_ უკაცრავად ქალბატონო! ხელს ხომ არ გიშლით?_ ჩაეკითხა კაცი სასიამოვნო შემპარავი ხმით, თან მისკენ ოდნავ დაიხარა. ო, როგორ ჰქონდა კეკეს თავი მობეზრებული ასეთი არამკითხე კაცებისგან, რომ ეგონათ არიქა და გადაირეოდა სიხარულით თუ
ჭიქა წითელ ღვინოზე დაპატიჟებდნენ ქალს
_ გაქრი აქიდან!_ ისე ქედმაღლურად უთხრა, რომ აბეზარ თაყვანისმცემელს მეორედ არ გასჩენოდა მასთან მიახლოვების სურვილი.
_ ბატონო?_ გაოცებული ხმა ჰქონდა კაცს, თითქოს ყველა ქალი ფეხქვეშ უნდა გაგებოდა. გაოგნებული სახით ამოხედა კეკემ ამ თავხედს და ადგილს მიეყინა. თვალი მობილურის ეკრანისკენ გააპარა, ხომ არ მეშლებაო.
_ ნამდვილად მე ვარ!_ ცალი წარბი ასწია კაცმა ირონიულად._ ხელს ხომ არ გიშლით გართობაში? თუ მთხოვთ, შემიძლია ექსკლუზიურადაც ვიპოზიორო თქვენთვის!
დაუფარავი ინტერესით ჩააყოლა თვალი კეკეს არცთუ მოკრძალებულ დეკოლტეს და პერანგს მიღმა იდუმალი ბილიკისკენ გამომწვევად ჩაკიდულ ოქროს წვრილ ჯაჭვს მიადევნა მზერა.
_ ხამო!_ მაშინე მიახალა კეკემ მისით თუ მისი იდუმალი სივრცეებით აშკარად მოხიბლულ კაცს და სწრაფად შეიკრა პერანგის ღილი._ მომაშორე შენი გარყვნილი თვალები სანამ..._ ძლივს შეიკავა თავი, სანამ რამე გამოუსწორებელს ეტყოდა. ის ხომ მის მოსახიბლად იყო მოსული და არა საომრად.
ტუჩზე იკბინა გაცოფებულმა და ამ უნებური ჟესტით კიდევ უფრო დააინტერესა კაცი.
_ არადა წესით მე უნდა ვბრაზობდე!_ თვალით მობილურზე მიანიშნა კაცმა.
კეკე მიხვდა ფაქტზე წაასწრეს და ისე სწრაფად დააჭირა თითი გაგზავნის ღილაკს, ვითომ სულაც შემთხვევით მოუვიდა.
_ ჰმ!_ ჩაეღიმა კაცს, როცა კეკეს მოქმედება დაინახა._ ჟურნალისტი ხართ?
ჰკითხა უკვე გაბრაზებულმა.
_ ვთქვათ ვარ!_ არ შეეპუა კეკე.
_ არაეთიკურია
_ მაპატიებენ!
_ უნდა გთხოვოთ წაშალოთ ფოტოები! ჩემ თვალწინ და ისინიც, რისი გაგზავნაც უკვე მომასწარით.
_ საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ, ბატონო თორაძე! _ სპეციალურად გაუსვა გვარს ხაზი. რათა აღენიშნა, რომ მისი ვინაობა იცოდა. კაცს უცნაურად ჩაეღიმა და მეგობრის მაგიდას გადახედა ცერად. სწრაფად აიღო მობილური, ყველა ფოტო დაუნანებლად წაშალა, ეჭვიც არ ეპარებოდა მარიამი უკვე მოახერხებდა მათ შენახვას.
_ მე უბრალოდ ამ საინტერესო ინტერიერს ვიღებდი! მაგრამ თქვენნაირ ნარცისს რას დავაჯერებ?!_ უტეხად იმართლა თავი._ ახლა კმაყოფილი ხართ?
მიუბრუნა ცარიელი ეკრანი.
_ ალბათ კარგახანს ვერ ვიგრძნობ ამ საღამოს შემდეგ კმაყოფილებას!_ ისე მიმზიდველად გაუღიმა კაცმა, რომ კეკემ კინაღამ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი. არადა რა სასიამოვნო კაცი იყო, სწორედ ისეთი, მას რომ მოსწონდა. მაგრამ ბედის უკუღმართობით მისი მტრის მარჯვენა ხელი გახლდათ და მასზე ზედმეტი ფიქრები არ ღირდა. თანაც საკმაოდ კერკეტი კაკალი ჩანდა.
_მიბრძანდით ჩემი პირადი სივრციდან თუ შეიძლება!_ უემოციოდ და ცივი სახით მიუთითა ღიმილიანი სახით მომლოდინე მეგობრისკენ.
ჯენტლმენურად დაუკრა თავი კაცმა, უსიტყვოდ გაეცალა და ამით უარესად გააცოფა კეკე.
_ სახელიც კი არ უკითხავს!_ ჩაილაპარაკა იმედგაცრუებულმა.
ცალი თვალით გახედა, რაღაცას ხმადაბლა საუბრობდნენ კაცები. თან ისინიც თვალით ზვერავდნენ. ჩაეღიმა, თავი ამაყად ასწია, ლამაზი გრძელი კისერი მოიღერა და ის იყო ოფიციანტი უნდა მოეხმო, რომ ის თავისით ეახლა ხელში ვარდისფერი შამპანიურით.
_ თქვენ გამოგიგზავნეს!_ ოდნავ წინ გამოუწია ბიჭმა სასმელი და ნებართვას დაელოდა, რათა მაგიდაზე დაედგა._შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშის მოსახდელადო!
_ მადლობა!_ ფუჟერი გაუწოდა ქალმა გრაციოზულად. ოფიციანტმა ბოთლს კორპი მოხერხებულად ამოაძრო და ლამაზად ჩამოასხა ვარდისფერი სითხე.
კეკემ ფუჟერი ოდნავ მაღლა ასწია, და როცა კაცებმა იფიქრეს, საპასუხოდ გაეღიმათ, გვერდზე მდგარ დეკორატიულ ხეს მიუსხა ძირში. გაოცებაც არ აცალა იმ თავხედებს, ანგარიში გაასწორა და რესტორანი დატოვა.
ჯერ იფიქრა ტაქსს გამოიძახებდა, მაგრამ ისეთი გრილი, მშვიდი და საამო საღამო იყო, რომ გასეირნება გადაწყვიტა და ფეხით დაუყვაოდნავ ჩაბნელებულ ხეივანს. უჩუმრად აედევნა უცნობი ლანდი. სასიამოვნო ფიქრებში გართულ კეკეს კი არც კი შეუმჩნევია, რომ რეალური საფრთხე ფეხდაფეხ მისდევდა.
_ ალბათ იწვიმებს, მარიამი მართალი იყო!_ სამწუხარო იყო, რომ ქოლგა არ ჰქონდა თან. ნაბიჯს აუჩქარა და სწორედ იმ წამს ერთდროულად მოავლო ვიღაცამ ხელი წელზე და პირზე. წამში შებოჭა და ყვირილის საშუალებაც მოუსპო.



2 თავი

_ სეხნია, ვერ იცანი არა ვინაა?_ სიცილით გამოხედა თანამეინახემ, კეკეს უცნაური ქცევით გაოცებულ კაცს. _ კეკე კერესელიძეა, K. ჯგუფის მფლობელი. მაგ ქალზე საოცარი ამბები გამიგონია, ამბობენ თურქი მეწილეები ისე დაიფრინა კიდევ კარგახანს ვერ მოსუნავენ საქართველოშიო. ჩვენი გვაზავაც გამწარებული ემალება. აჰა, ვნახე და დავრწმუნდი, მაგის გადაკიდებას, ჯობია ეშმაკი გადაიკიდო! ჩემს კვალზეც გამოსულა უკვე! ნეტავ ვიცოდე ვინაა მაგის ინფორმატორი!
_ კეკე? კეკე რა სახელია?_ ალბათ სხვა ვერაფერი დაუწუნა და სახელს მიადგა თემო. _ არ მიყვარს მასეთი უტაქტო და თავხედი ქალები! ამან რა ბიზნესი უნდა მართოს ვერ გავიგე!
_ კეკე? ალბათ მოფერებით ეძახდა მასე მამამისი, ეკატერინე ქვია სინამდვილეში. შენც იცი არა რა მაგარი მამა ჰყავდა?_ რაღაცნაირი სევდით ჩაილაპარაკა.
_ მოიცადე, კერესელიძე კობა ამ არაადეკვატური ქალის მამა იყო? ნუ გამაგიჟე?_ ისე გაიოცა თემომ, რომ აშკარად ფაქტი იყო თავადაც კარგად იცნობდა მას ოდესღაც.
_ ხოო, გული გახეთქვას მაქვს ბრაზით! ვერ მოვუსწარი. ვერ გავაფრთხილე თავის დროზე! არადა მისგან სიცოცხლით ვიყავი დავალებული! ვიყავი რა, ვარ! სამაგიერო, რაც მას ვერ, კეკეს უნდა გადავუხადო! უბრალოდ ჯერ ადრეა გამოჩენა. არ მინდა შარში ტყუილად გავხვიოთ._ ამოიოხრა თემურ თორაძემ, სწორედ იმან, ვისაც ასე ეძებდა კეკე. ბედის უცნაური ხუმრობა იყო, რომ ორივე მეგობარს ერთი საერთო სახელი ჰქონდათ. თემო ონიანს თემურ თორაძესთან წლების მეგობრობა აკავშირებდა. და სწორედ ისე, როგორც მარიამი იყო კეკეს მარჯვენა ხელი და ნდობით სავსე პირი, ონიანიც თორაძესთან მუშაობდა. თუმცა თორაძეს გარდა მისი ნამდვილი სახელი არც არავინ იცოდა, მას ბავშვობიდან ყველა ონოს ეძახდა. მის მშობლებსაც კი ხანდახან ეხამუშებოდათ, როცა ვინმე მათ ვაჟს ნამდვილი სახელით მოიხსენიებდა.

_ონო წავიდეთ არა?_ გასასვლელს გახედა თემომ._ მგონი მარტო იყო ის ქაჯი, შარს არაფერს გადაეკიდოს!

გამალებით ფიქრობდა კეკე. თავდაცვის სპეციალური კურსი, ძალად რომ გაატარა მარიამმა, აი სად გამოადგა. სიმშვიდეს მოუხმო, ჰაერი ჩაისუნთქა და მოქმედებაზე გადავიდა. სულ რამდენიმე ზუსტი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს და მოულოდნელობისგან გაოგნებული ნიღბოსანი ისე ჩაიკეცა მის ფეხებთან, გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო.
თეთრ შარვალზე სინანულით დაიხედა კეკემ. ტალახის შხეფები შესხმოდა ლამის მუხლამდე.

_ დეგენერატი!_ კიდევ ერთხელ უთავაზა წიხლი, გულწასულ კაცს. შემდეგ მის გვერდით ჩაცუცქდა და სახეზე მორგებული ნაჩვრეტებიანი სახელდახელო ნიღაბი გადააძრო.

_ ეს ვინღა ჯანდაბაა?_ ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა და ახლა ჯიბეები ამოუტრიალა. რა თქმა უნდა ვერაფერი იპოვნა. დაფიქრდა. რა უნდა ექნა? პოლიციის გარევა და ხმაურის ატეხვა არ სურდა და ვერც აქ დატოვებდა. როგორმე მარიამთან უნდა მიეყვანა. მერე ის მოიფიქრებდა დანარჩენს. დარწმუნებული იყო, რომ ნათლიამისის მოგზავნილი ქოფაკი გამოიჭირა. ხოდა ახლა კარგად უნდა დაეკითხა. გაეგო, რა ჰქონდა იმ ბებერ ტურას ჩაფიქრებული.

_მომეჩვენა, თუ შენც დაინახე რა გააკეთა?_ გაშტერებული უყურებდა ფიქრებში გართულ თემურს ონო._ ეს ქალი აშკარად ვერაა ძმაო!
ამასობაში მოსახვევიდან სწრაფად შემოუხვია შავმა მაღალმა ჯიპმა. მიხერხებული მანევრით მიუყენა გვერდით კეკეს და დაამუხრუჭა. ისევ დაიძაბა ონო, მაგრამ როგორც სჩანს იმ ქერა ალქაჯის თავს მთლად ნორმალური ამბები არ ტრიალებდა, მთლად ისეთი არა ზოგადად ქერა ქალებთან დაკავშირებით რომ წარმოუდგენია ხალხს. მანქანიდან საქმიანი სახით გადმოხტა კეკეს სრულიად საპირისპირო ვარიანტი, სწრაფად მიირბინა ქალთან და ორიოდ სიტყვა უთხრა. მერე ქურდულად მიმოიხედეს ქალებმა, მანქანის უზარმაზარი საბარგული გააღეს, იმ გათიშულ კაცს ერთი მკლავებში დაეჯაჯგურა, მეორე გრძელ ფეხებში და არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ საბარგულში შეტენეს. ხელები გაიბერტყეს და ისე მშვიდად ჩასხდნენ მანქანაში, თითქოს წამის წინ ბუზიც არ აეფრინოთ.

_ ახლა რას ვაკეთებთ?_ გახედა ონომ მასზე არანაკლებ გაოგნებულ თემურს. მიუხედავად იმისა, რომ თორაძე კარგად იცნობდა ქალს, მისთვისაც მოულოდნელი იყო ამ გადაპრანჭლული ბარბისგან ასეთი ოინები.

_ აზრზე თუ ვიყო გეფიცები ძმაო!_ მხრები აიჩეჩა მან. _ ეს აშკარად მარიამია. ისეთი ინტერესით დაამატა, რომ გულში ეჭვად გაუარა ონოს, რა დროს მარიამია, აშკარაა ტყუილად არ ახსენაო, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა და ეს ფიქრის ნასხლეტი გულს გარეთ გაუშვა.

_ მაპატიე მარიამ, მაგრამ არც კი ვიცი რა უნდა მექნა, მაშინვე შენ გამახსენდი!_ მოუბოდიშა კეკემ ქალს, რომელიც უკანა სავარძელზე მიძინებულ ბავშვს უსწორებდა ღვედს.
_ მე კიდე ნინა ვერ დავტოვე ვერსად, ასე უცებ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და თან წამოვიყვანე._ მხრები აიჩეჩა მარიამმა._ დღეს ვერა, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოვუვლი! ხვალამდე თავად უნდა გაუმკლავდეთ!
_ აუ, ბოდიში რა მარიამ!_ ბავშვს გადახედა კეკემაც._ მოდი ეს მიმაყვანინე სახლამდე და თავისუფალი ხარ მერე!
თავი საბარგულისაკენ გადაიქნია და თავადაც გადაიჭირა ღვედი.
არც კი შეუმჩნევიათ როგორ აედევნათ უკან მუქი ფერის სედანი.
სახლის წინ გააჩერა მანქანა მარიამმა. კარი გააღო და ბავშვი გულზე აიხუტა.
_ დარწმუნებული ხარ რომ მარტო თავს გაართმევ?_ ისე ჰკითხა, რომ პასუხში თავად აშკარად იყო დარწმუნებული. კეკემ თავი დაუქნია და მანქანა უსიტყვოდ დაქოქა.

_ გადავირევი ახლა!_ გაოგნებისგან აზრზე ვერ მოდიოდა ონო._ ბავშვიც თან ჰყავდათ ბიჭო?
_ როგორც ვიცი, ქმარი არ ჰყავს, მარტოხელა დედაა ვითომ?_ ახლა თემოს გადახედა ონომ გაკვირვებით. რა ქმარი და რა მარტოხელობა? ახლა ამის დრო იყო?

_ ცოტა ვერა ხარ იცი? რას ბურდღუნებ გამაგებინე!
_ მარიამი ნეტავ როგორი ქალია?_ სახლში ანთებულ სინათლეს ასცქეროდა თემური.
_ ღმერთო მიშველე, მგონი რაღაც ვირუსია ჰაერში და ყველამ ერთად აურია!_ ჩაილაპარაკა ონომ და გაზს ფეხი დააჭირა. ისევ კეკეს აედევნა უჩუმრად.

სადგომის კარი პულტით გააღო და მანქანა მშვიდად შეაყენა. აუჩქარებლად გადმოვიდა. კარი დახურა და ქუსლიანების კაკუნით მიუახლოვდა საბარგულს. კარი ახსნა და ინტერესით ჩაიხედა შიგ.
_ რაო, გონს მოვდივართო? ჯერ რომ ადრეა საყვარელო?_ გაშლილი მტევნის კიდე უყოყმანოდ ჩასცხო ყელში და ძლივს გახელილი თვალები კიდევ ცოტახნით დაახუჭინა. ეს არ გაჭირვებია ქალს, მაგრამ აი საბარგულიდან მძიმე სხეულის გადმოთრევა კი ნამდვილად არ იყო მარტივი საქმე.
რომელიღაც კინოში ნანახი სცენა წარმოუდგა თვალწინ. მხიარულად გაეღიმა.
_ თუ გამივარდები და თავს გაიტეხავ, ჩემი ბრალი არ იქნება! რა ჯანდაბამ გაგზარდა ამხელა?_ ძველი მეგობარივით ესაუბრებოდა უგონოდ მყოფ კაცს. ჯერ ფეხები გადმოაწევინა სათითაოდ. მერე მაჯებში დაებღაუჭა და სცდა ზურგზე წამოეკიდებინა. მოულოდნელად რომ მოესმა:
_ უკაცრავად, ხომ არ დაგეხმაროთ?_ ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეკივლა. თვალი ააყოლა წინ მდგომს და ხელთ ის აბეზარი თორაძე არ შერჩა? უფრო სწორედ ონო, მაგრამ კეკემ ეს ხომ არ იცოდა?
სანახევროდ წამომჯდარ კაცს ხელი გაუშვა და ისიც მძიმე ბრაგვანით გაიშალა ძირს.
_ ვაიმე, მგონი რაღაც ვატკინე?_ ისე გულწრფელად შეწუხდა კეკე, ონოს ეჭვიც არ შეპარვია მის სინანულში.
_რას აკეთებთ ქალბატონო კეკე?_ ონომ სცადა მისი ყურადღება ასე მაინც მიეპყრო და აშკარად გამოუვიდა.
სწრაფად ამოხედა ქალმა. ცალი წარბი მაღლა ასწია და გულხელი დაიკრიფა.
_ ანუ მიცნობ არა? აქ როგორ მოხვდი? სხვის საკუთრებაში შემოპარვა კანონით ისჯება მგონი?!
_ დარეკე პოლიციაში თუ გინდა?_ ჩაეღიმა ონოს. ტუჩები ერთმანეთს დააჭირა კეკემ ბრაზით. ძირს დაგდებულ ტიპს გადახედა. არა, მართალია ის იყო რეალურად თავდამსხმელი, მაგრამ კანონის წინაშე თავდამსხმელიც და გამტაცებელიც ორივე ერთნაირი დამნაშავე იყო.

_ რას უპირებდი ამ კაცს?_ ისე გამოაფხიზლა ფიქრებში წასული ქალი ონომ.
_ უნდა დავკითხო! მაგრამ შენ რატომ გამოედევნე? ხომ არ გეშინია, რომ რამე ისეთს მოყვება, რაც არ გაწყობს?_ წინ დაუდგა თამამად. „ღმერთო რა ლამაზია!“ გაიფიქრა გულში ონომ და მის მწვანე თვალებში არეკლილი საკუთარი თავი ეამა.
_ რაო ნათლიაჩემმა, უკვე ვნანობ ნათლობისას გამჭრიახობა რომ დავანათლეო?_ გაეცინა კეკეს._ მგონი მარტო ეს ერთი თვისება მერგო მისგან სასარგებლო!
მოულოდნელად ძირს დაგდებულმა კაცმა ოდნავ ამოიოხრა და თავლი გაახილა.
_ ოხ, იღვიძებს მგონი!_ სწრაფად გამოფხიზლდა კეკე. ოთახის ბოლოში გაიქცა და წვრილი, მაგრამ მტკიცე თოკი მოარბენინა. მის წინ დაიმუხლა და ხელები ისეთი სიმარდით შეუკრა, ისეთი სამმაგი კვანძი გამოფსკვნა, ნებისმიერ გამოცდილ მეკობრეს რომ შეშურდებოდა.

_ არ გაგატან!_ ამოხედა ავად ონოს, როცა ხელები საიმედოდ შეუკრა.
_ ცოტა არ იყოს მაშინებ!_ გაეცინა კაცს.
_ მაინც რას უპირებ, არ იტყვი?
_უნდა გვატყავო! მერე კი ხელთათმანებს შევიკერავ, მაგრამ ეს იმხელა ნიანგია, მგონი ჩექმებიც მშვენივრად გამომივა!

_საშინელი იუმორია!_ თავი გადააქნია ონომ.
_ რადგან მაინც აქ ხარ, ბატონო თორაძე! მოდი სახლში ამომყევი და ვისაუბროთ ცივილურად!_ მშვიდად შესთავაზა კეკემ._ ყავა დავლიოთ, ან რამე უფრო მაგარი. ეს კიდე ხვალამდე ეგდოს აქ დაბმული! ამის შემდეგ ეცოდინება, რომ ყველა ქერა ბარბი არაა.
არადა სწორედ ბარბის უნაკლო თოჯინას ჰგავდა კეკე. ინტერესით ათვალიერებდა ონო მას. ეძებდა რაიმე დეტალს, რასაც მოეჭიდებოდა და იტყოდა, რომ ეს ქალი სრულყოფილება არ იყო. თუმცა უშედეგოდ.

_ იმედია საწამლავს არ ჩამიყრი ყავაში! გაეხუმრა ონო ქალს
_ საწამლავს?_ გაეღიმა ქალს. _ საწამლავს არა მხოლოდ ჯადოს, რომ თავდავიწყებით შემიყვარო და ასე მაინც გადმოგიბირო!_ საერთოდ არ ჰგავდა მისი სიტყვები იმ წამს ხუმრობას....

3 თავი
სახლის კარი გააღო და ნოხდაფენილ დერეფანში შეაბიჯა. ქუსლიანები იქვე გაიხადა და აცაბაცა მიყრილი მიატოვა ნოხზე. არც კი უფიქრია, რომ თაროზე თავის ადგილას დაეწყო.
_ შენც გაიხადე!_ ჩვეული სიხისტით გასცა მოკლე ბრძანება და ტანის ისეთი რხევით გააბიჯა ფუმფულა ხალიჩაზე, თითქოს მისთვის ამაზე მეტი სიამოვნება არც არსებობდა ამ ქვეყნად. წარბი ასწია ონომ, აშკარად ხიბლავდა ამ ქალის მოძრაობის ჰაეროვნება. თუმცა, ამის მიუხედავად, ვერაფრით იგებდა, რა ადამიანი იდგა მის წინ. პირველად იყო, რომ ქალი ერთდროულად ამდენად ზედაპირულიდა დაუფიქრებელი ჩანდა და ამასთან ამდენად იდუმალი. ვერაფრით იგებდა, მართლაც კეკე იყო ეს ქალი, თუ ეკატერინე?! უცნაური იმიჯი ჰქონდა მორგებული. ერთი შეხედვით სახის სერიოზული ნაკვთებით საქმიან ქალს ჰგავდა, მაგრამ თავისი ამპარტავნობით და სითავხედით უფრო რიგითი ოლიგარქის ცოლს წააგავდა. საკუთარი სტატუსით გათავხედებულს და ქმრისგან ნაყიდი ხელშეუხებლობით თავში ავარდნილს. მაგრამ ამასთან, სწორედ ეს ქალი იყო წამის წინ საკუთარ მხრებზე რომ ცდილობდა ვიღაც ზორბა ჯეელის აკიდებას. არა, უფრო უარესი, წამის წინ იქით რომ გაიტაცა პოტენციური თავდამსხმელი, შემდეგ გულგრილად დააბა და საკუთარ ფარეხში ობოლი ლეკვივით დაამწყვდია. თანაც თურმე უნდა დაეკითხა კიდეც?! დაფიქრებულმა უნდოდ გახედა მისაღებში მისკენ ზურგით მდგარ გრძელთმიან ქალს და უნებურად ისევ მისი თვალების სილამაზე ამოუტივტივდა გონებაში.

დაიხარა საკუთარი ფეხსაცმელი ფრთხილად მიაწყო კუთხეში და კეკეს საკამოდ ძვირფასი თეთრი ქუსლიანებიც გვერდით მიულაგა. წამით დააკვირდა წყვილ ფეხსაცმელს და უცნაურმა სიმყუდროვის განწყობამ გაურბინა გონებაში. თითქოს მოუნდა კიდეც, ეს მომენტი მისი რუტინული ყოველდღიურობა ყოფილიყო. თავი გააქნია საკუთარი ფიქრებით გაოცებულმა და მისაღებში შეაბიჯა.

_ ხომ დალევთ ბატონო თემურ?_ ჰკითხა მოულოდნელად კეკემ და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია, მაღალფეხიანი ფუჟერი გაუწოდა.
„კითხვა, რომელიც უკვე პასუხია!“ გაიფიქრა ონომ. „ ფრთხილად უნდა იყო ამ ქალთან კაცი! ტიპური მანიპულატორია!“ ფიქრს გარეთ კი კეთილგანწყობით გაუღიმა და ჭიქა ჩამოართვა.

_ არაფერი ჯობია საღამოს ჭიქა წითელს!_ მხრები გაავარჯიშა კეკემ. _ უკაცრავად, თუ შეიძლება დამელოდეთ, გამოვიცვლი და მოვალ! მთელი დღეა ისედაც შებოჭილად ვგრძნობ თავს!
თავი დაუქნია კაცმა. იმდენად ძალდაუტანებლად და მშვიდად საუბრობდა კეკე, თითქოს ხშირად სტუმრობდა მასთან ჭიქა ღვინოზე.
აივნის ფართო კარი რელსებზე უხმაუროდ გაასრიალა ქალმა და საღამოს გრილ ნიავს წამით შეუშვირა სახე. შემდეგ ონოს ზურგი აქცია და კიბეები სწრაფი ნაბიჯით აიარა.
სახლი ინტერესით მოათვალიერა ონომ. უფრო თეთრი ფერი სჭარბობდა, აქა იქ მკრთალი ნაცრისფერი დეკორებით. სინაზე და სინათლე ამ სახლის პლიუსი უნდა ყოფილიყო.
გაუკვირდა ონოს მკვეთრ ფერებს რომ ვერსად მოჰკრა თვალი, არც ყვავილები და სხვა ქალური დეტალები დაუნახავს. ‘ალბათ ძალიან პრაგმატული, ცივი და უგრძნობი ქალია!“ მინიმალისტური ინტერიერის მიხედვით იქმნიდა ქალზე შთაბეჭდილებას. ოთახში ერთადერთი ფერი სწორედ ის ღვინო იყო, ხელში რომ ეკავა ონოს. ცხვირთან მიიტანა ფუჟერი და ინტერესით დაყნოსა. ყურძენთან ერთად კენკრის მოტკბო სურნელი შეუძვრა ნესტოებში. ესიამოვნა. ტუჩებთან მიიტანა და ოდნავ მოსვა.
_ ტკბილი ღვინო ჰყვარებია ყინულის დედოფალს!_ გაეღიმა უნებურად. მაღლა აწეულ ფუჟერს მიღმა დალანდა კიბეზე ჩამომავალი და გული შეუკრთა.
გრძელი რძისფერი თავისუფალი შარვალი ეცვა კეკეს. უცნაური მატერია იყო, თითქოს ძალად დაეჭმუჭნათ, მაგრამ ეს ფაქტურა სულ არ უშლიდა ხელს რომ კაბასავით ჰაეროვანი და ფრიალა ყოფილიყო.
კვლავ ფეხშველი მოდიოდა ქალი. ცალ ხელში აკეცილი შარვლის ბოლოთი და მოშიშვლებულ მხარზე ჩამოშლილი დაუდევრად აკრული, უფრო კი აბურდული თმით. უცნაურად სრულყოფილი იყო იმ წამს , თუმცა ემჩნეოდა სულ ოდნავადაც კი არ ცდილობდა იმაზე მეტი გამოჩენილიყო, რაც ბუნებრივად იყო. მაკიაჟიც ნაჩქარევად მოეშორებინა, ჯერ ისევ ემჩნეოდა შავი ფანქრის მკრთალი კვალი მწვანე თვალების გარშემო. და ეს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს მისი მზერის სიღრმეს.

_ უკაცრავად გალოდინეთ, მაგრამ მოსვლისთანავე რომ არ მოვიშორო სამსახური არ შემიძლია. ზოგჯერ სულს ისე მიხუთავს ეს ყველაფერი, ისეთი შეგრძნებაც კი მაქვს, თითქოს მე მე არ ვარ!_ აფრიალებული ფარდა გადასწია და აივანზე გააბიჯა._ აქეთ მოდით ბატონო თემურ! აქ ბევრად სასიამოვნოა საუბარიც და ფიქრიც! აქ ჰაერია და ღამის თბილისი! მე კი ორივე ძალიან მიყვარს!
ფარდა გადასწია ონომ და აივანს გახედა. იქაც კი ნოხი ეფინა. გაეღიმა და თავისუფლად გადააბიჯა.
ცოტა ხანს გვერდიგვერდ ისხდნენ და ლამაზ ხედს გასცქეროდნენ. შემდეგ ოდნავ წამოიწია კეკე ფეხი შეიკეცა და ნახევარი ტანით მოუბრუნდა სტუმარს.

_ აბა, რაზე გსურდათ საუბარი?
_ მე?_ ისე გაიოცა კაცმა, თითქოს მართლაც სულ შემთხვევით იყო მის სახლში მოხვედრილი.
_ რას მთავაზობთ, ჩემი სტუმრის სანაცვლოდ? ალბათ სულაც არ გსურთ, რომ ყველაფერი მიამბოს!_ ღვინო მოსვა და ისე გაუღიმა ქალმა, გული აუჩქარა. "ღვინის ბრალიაო! " გაუჯიუტდა მის გულში შემძვრალ სიმპათიას კაცი.

_ დაუჯერებლად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ აზრზე არა ვარ ვინ არის ის კაცი!_ მხრები აიჩეჩა ონომ.
_ აჰაა?_ ორაზროვნად ჩაეღიმა კეკეს.
_ანუ ნათლიაჩემის გარდა სხვასაც არ ვეხატები გულზე? ნეტავ რატომ არ მიკვირს?_ უცებ სწრაფად ამოხედა და ისე ახლოს მიიწია მასთან, ონო იძულებული გახდა დისტანციის შესანარჩუნებლად ოდნავ უკან გადახრილიყო.
_რამდენს გიხდის ნათლიაჩემი? გიღირს?_პირდაპირ მიახალა თვალმოჭუტულმა._ შენნაირ კაცს მხოლოდ ფული არ უნდა აკავებდეს მასგან? კიდევ რა საერთო გაქვთ ?
თქვენობითიდან შენობითზე ხასიათის მიხედვით დახტოდა კეკე.

_ საკმარისს! იმდენს მაინც, რომ სტუმრებს ოთახის ჩუსტები შევთავაზო!_ აშკარად ხუმრობდა ონო, მაგრამ ისეთი სერიოზული სახით ირიდებდა თავიდან კეკეს მიერ დასმული კითხვის ნამდვილ არსს, რომ თავად კეკეც კი გააცურა. ცოტა ხანს ინტერესით აკვირდებოდა ქალი წინ მჯდომის შავ, ემოციებგადამალულ, ნისლიან თვალებს. მერე სწრაფად დაიკავა უწინდელი პოზა და სავარძელს მიეყრდნო უდარდელად.

_ არ მაქვს!_ უპასუხა და ტუჩი საყვარლად დაბრიცა. ამ ბავშვურ მიმიკაზეც გააჟრჟოლა ონოს.
“ესეიგი ასე არა?“ გაიფიქრა უცნაური აზარტით. „ აუცილებლად ამოგხსნი ქალბატონო კეკე!“ უფრო საკუთარ თავს მისცა პირობა და ჭიქა ბოლომდე გამოსცალა. სანამ ბოთლი დაიცლებოდა მანამ ისხდნენ ერთმანეთის გვერდით უხმოდ. ისხდნენ სიჩუმეში და სიმყუდროვეში გახვეულები. ისხდნენ და სულაც არაფერზე ფიქრობდნენ. თითქოს აღარც ახსოვდათ ერთად თუ იყვნენ იმ აივანზე. უკვირდა კეკეს, რამდენ ხანს ეძებდა ამ კაცს და ახლა ასე გვერდით მჯდომს ვერაფრით დაურღვია მყუდროება. არც უხერხულობას გრძნობდა ქალი, არც დისკომფორტს. სულაც პირიქით სიამოვნებდა, რომ ერთი საღამო მაინც დაუფრთხო ის აუტანელი მარტოობა მამის სიკვდილის შემდეგ რომ აწამებდა.

ონო კი თავის წინდებს დასცქეროდა გაოცებული და ვერაფრით იჯერებდა, რომ ამ პატარა დესპოტმა ქალმა, ასე მარტივად აიძულა ფეხშველს ევლო მთელი საღამოს მანძილზე. ისე თითქოს სულაც საკუთარ სახლში იყო.

_ მგონი ძალიან გვიანია უკვე!_ დამშვიდობება არ სურდა, მაგრამ აქ ხომ არ დარჩებოდა. არ უპასუხია კეკეს. მისკენ მიბრუნდა, რათა დამშვიდობებოდა და ადგილს მიეყინა. გულზე აკრული ცარიელი ჭიქით ეძინა ქალს. ორივე ფეხი თავისუფლად გადაეკიდა მოწნული სარწეველას სახელურზე, თმა ზურგს უკან გადაეყარა და ისე მშვიდად ეძინა , თითქოს ბავშვი იყო, ამ ქვეყნიური დარდებისგან და საზრუნავისგან სრულებით თავისუფალი. უყურა, უყურა და თავისუფლად გაეღიმა ონოს. ახლა აღარ სჭირდებოდა თავშეკავება და ემოციების დაფარვა. ნიავი უფრიალებდა ოქროსფერ თმას, თითებში მოიქცია ერთი კულული და სახესთან მიიტანა. გაოცდა, ახლაღა აღმოაჩინა, რომ ბუნებრივი ფერის თმა ჰქონდა ქალს. ახლოს მიიწია და სახეზე დააკვირდა და კიდევ ერთხელ გაოცდა. არაფერი ხელოვნური არ იყო მის სახეზე. რბილი დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა. თითქოს ფუნჯით მიხატული ტუჩები.

_ და შენ ხარ ის ქალი, ის ზორბა ტიპი რომ საბარგულში ჩატენე?_ ახლა უადგილოდ გაეცინა. _ჯობია, თუ ფრთხილად ვიქნები შენთან! ფაქტია, ჩვეულებრივი ქალი არ ხარ!
ადგა და ოთახში შევიდა. იქვე დივანზე მიგდებულ რბილ სპილოსძვილისფერ შალს მოჰკრა თვალი. ალბათ პირველი შემთხვევა არ იყო, დაღლილ კეკეს მისაღებში რომ ეძინებოდა. თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. შალი აიღო, აივანზე დაბრუნდა და მძინარე ქალს მზრუნველად მიაფარა. გულში ჩაკრული ჭიქა ფრთხილად გამოაცალა და იქვე პატარა მაგიდაზე დადო. ჰოლში გამოვიდა, ფეხსაცმელი გაუგებარი ღიმილით ჩაიცვა და სახლი უჩუმრად დატოვა. დაკეტილი კარი საგულდაგულოდ შეამოწმა.

სირბილით ჩაირბინა ფარეხში. კედლისკენ გახოხებულიყო კეკეს ტყვე და გამწარებული ცდილობდა თოკის მოშვებას. მის დანახვაზე შეცბა კაცი.
_ ოჰო, გაგიღვიძია, აბა როგორი საქმეა, შენივე დავალება რომ გაგლახავს? სახეზე გეტყობა, მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს!_ ისეთი მეგობრული ღიმილით ჰკითხა ონომ, თან ისე ფრთხილად წამოაყენა ფეხზე, კაცს გულზეც კი მოეშვა წამით. თუმცა ნაადრევი იყო მისი სიხარული. ონომ მუშტი გამეტებით ჩასცხო მუცელში ჯერაც ხელგაკრულს, ოდნავი სინანულიც კი არ უგრძვნია, გაკოჭილს რომ ურტყამდა. ახლა კეკეს ფარეხში იყვნენ და იატაკის დასვრას მოერიდა, თორემ კიდევ კარგახანს მოიფხანდა მოქავებულ ხელებს. თუმცა არც უამისობა იქნებოდა, როცა ადგილზე მივიდოდნენ.

_ შენნაირ არაკაცებზე ხელის გასვრა როგორ მძაგს ნეტავ იცოდე, მაგრამ..._ საყელოში ხელი ჩაავლო და წინ გაიგდო, თანაც წიხლიც მიაწია წინ წასულს. წაიბორძიკა კაცმა, მაგრამ ქურთუკში წაავლო ხელი ონომ და წონასწორობა შეუნარჩუნა.
_ წამოდი, თემურ თორაძეს აქვს შენთან რამდენიმე კითხვა! ხომ გსმენია თორაძე? თორაძის ხსენებაზე შეკრთა ტყვე. თვალები მოაცეცა, მაგრამ გაქცევის ერთი შანსიც რომ ვერ დაინახა, თავი ჩაჰკიდა უიმედოდ.

სიგრილემ შეაღვიძა კეკე. თვალები გაახილა და გაბუჟებული სხეული შეაფხიზლა. უცებ მოეგო გონს, სავარძელს გახედა და სტუმარი წასული დაუხვდა. ტანიდან ჩაცურებულ პლედს მიაყოლა თვალი.
_ ოჰოო!_ გაეღიმა მოწონებით. უფრო უკეთ შემოიხვია და მისაღებში შეაბიჯა ლამის გათოშილმა. საწოლში შეძვრა და ისე გააგრძელა ძილი, კარიც კი არ შეუმოწმებია, რადგან პლედის მერე აშკარა იყო მის უსაფრთხოებაზეც ექნებოდა იმ უცნაურ კაცს ნაფიქრი.
_ კეკეე! _ ჩაესმა ნაცნობი ხმა და თავი წამოსწია ბალიშიდან._ ის კაცი არ არის!
პუნქტუალური თანამშრომელი იყო მარიამი. ზედმიწევნით გააზრებული და თანმიმდევრული. იმ დილასაც ჩვეულ დროს გამოცხადდა და პირველ რიგში დაუპატიჟებელი სტუმარი გადაამოწმა და რამხელა იყო მისი გაოცება, როცა ფარეხი ცარიელი დაუხვდა.
_ ვინ კაცი?_ სახე შეიჭმუხნა კეკემ. მისი გონება სულაც არასწორი კაცისკენ გადაიხარა და ისევ კმაყოფილს ჩაეღიმა.
_ ის, გვაზავას ძაღლი! აკი საიმედოდ დავაბიო? როგორც ჩანს გაპარულა!_ მოახსენა მშვიდად მარიამმა.
_ რაო?_ ახლა კი მოეგო გონს კეკე და საწოლიდან წამოფრინდა.
_ გაპარულა ? არააა!!! _ თავი გააქნია უარის ნიშნად._ გაპარულა კი არა, გააპარეს! იმ დამპალმა გააკეთა უეჭველი! მე კიდევ ვენდე! დავუჯერე!
საკუთარ თავზე უფრო გაცოფდა, ვიდრე ონოზე.
_ არა, რას ვფიქრობდი ნეტავ? მტერი ჩემი ხელით შემოვუშვი სახლში! _ მარიამი მშვიდად ადევნებდა თვალს საკუთარი უფროსის ბობოქრობას. მის დამშვიდებას აზრი არ ჰქონდა. სანამ არ დაიცლებოდა ბრაზისგან, მანამ არ მშვიდდებოდა ხოლმე. მაგრამ შეცდა. დაბალი კარადის წინ გაჩერდა კეკე და გრძელი ფრჩხილები ავად ააკაკუნა მის პრიალა ზედაპირზე.
_მე შენ გაჩვენებ სეირს შე მატყუარა! შენ თვითონ მოღოღდები ჩემთან!_ დაემუქრა ცარიელ კედელს.
_ რას ვაპირებთ?_ ჰკითხა მშვიდად მარიამმა.
_ სიყვარულის თამაშს წესების გარეშე, ჩემო კარგო! _ ეშმაკურად გაუღიმა კეკემ_ ისეთი სიყვარულის, თავად დიად მთას რომ აიძულებს მუჰამედთან მოსვლას!
მხრები აიჩეჩა მარიამმა. ვერაფერი გაიგო, ვერც მისი სიტყვებიდან და ვერც ამ სიტყვებს მიღმა მიმალული კონტექსტიდან. თუმცა კითხვის დასმა აზრად არ მოსვლია. კარგად იცნობდა კეკეს, როცა ეს ქალი მიზანს ისახავდა, სასურველს აუცილებლად აღწევდა ხოლმე. ასე იყო აქამდე და ახლა რაღა შეუშლიდა ხელს.


4 თავი

_ ნინას სიცხე ჰქონდა დილით! _ უხასიათოდ იყო მარიამი. ხშირად რეკავდა ძიძასთან. და მიუხედავად იმისა, რომ ქალის პასუხი ამშვიდებდა. ბოლომდე მაინც ვერ ახერხებდა მოდუნებას. სხვანაირ პასუხისმგებლობას გრძნობდა შვილის მიმართ. მთელი ცხოვრება მარტო იყო. მაშინაც კი როცა ქმარი ჰყავდა. ყოველთვის საკუთარი თავი ებარა მხოლოდ და დიდად არც მომავალზე ნაღვლობდა, მაგრამ მას მერე, რაც ნინა გაჩნდა მის ცხოვრებაში, ყველაფერი შეიცვალა. მით უფრო მაშინ, როცა ქმარმა ორსული მიატოვა. მხოლოდ რამდენიმე დღე მისცა საკუთარ თავს უფლება უმოქმედოდ და უმიზნოდ მჯდარიყო. შემდეგ ფეხზე წამოდგომა აიძულა თავს. წელში გაიმართა, თავი ასწია და საკუთარი ძლიერებით აღვსილმა გააბიჯა მისთვის სრულებით თავდაყირა დამდგარ სამყაროში. სამყაროში, სადაც მარტოხელა დედობა ცოდვად თუ არა, სირცხვილად მაინც ითვლებოდა. სადაც მის დანახვაზე თავს სიბრალულით აქნევდნენ, მაგრამ რეალურად დახმარების ხელს არავინ უწვდიდა. გასაუბრება გასაუბრებაზე ჰქონდა, მაგრამ კეკემდე ვერავინ გაბედა მისთვის ერთი შანსის მიცემა. არავინ დაიჯერა, რომ სწორედ მარტოხელა დედობა იქნებოდა მარიამისთვის ის მამოტივირებელი ძალა, რაც რამდენიმე ხანში მას საუკეთესო თანამშრომლად აქცევდა. დიახ, ახლა გაასმაგებულ პასუხიმგებლობას გრძნობდა ეს უცნაური უსიტყვო ქალი და ცხოვრებას ქედს ჯიუტად არ უხრიდა.

_ რატომ არ დამირეკე და არ გამაფრთხილე? რას აკეთებ აქ?_ წარბი შეკრა კეკემ.

_ უკეთააო დალიმ!_ სახის ნაკვთები არ შეცვლია მარიამს. დროთა მანძილზე ისწავლა ემოციების საკუთარ თავში შეკავება. არ უყვარდა კი არა, გიჟდებოდა, როცა ვინმე იბრალებდა მარტოხელა დედობისთვის, რადგან თავად მიაჩნდა, რომ ძლიერი ქალი იყო და პრობლემებს თავს კარგად ართმევდა. განცდილმა უამრავმა იმედგაცრუებამ, შეუვალი გახადა. ერჩივნა მთელი ღამეები მუშაობაში გაეთენებინა და საკუთარი შვილის სარჩენად საჭირო უკანასკნელი თეთრიც თავისი შრომით გამოემუშავებინა, ვიდრე სხვისი მოწყალების მოლოდინში უმოქმედოდ მჯდარიყო. ერთი შეხედვით ეს საქციელი მის გადამეტებულ სიამაყეზე მიუთითებდა, მაგრამ კეკე კარგად იცნობდა მარიამს. იცოდა, რომ მარიამი დამოუკიდებლობას მხოლოდ გულში დაბუდებული შიშის გამო ცდილობდა, რომ ერთ დღეს საკუთარი თავისთვის არ ჰქონოდა სასაყვედურო, რომ არასაკმარისად გაისარჯა.

_ მარიამ!_ სათვალე მოიხსნა კეკემ და თანაშემწეს თვალებში შეხედა._ არ გიძინია არა მთელი ღამე?
თვალები დასიებოდა ქალს და ჩაწითლებოდა.

_ დღეს განთავისუფლებ, იქამდე სანამ ნინას სჭირდები! ჩემი ბრძანება განხილვას არ ექვემდებარება! ბავშვი ექიმს ანახე და შემეხმიანე საღამოს!_ მარიამიც იცნობდა კეკეს. ის სიტყვებს ზერელედ არ ისროდა. იცოდა მისი განცდები, როცა დედა დაეღუპა. იცოდა, რომ კეკეს ახლა ყველაზე უკეთ ესმოდა მისი პატარა გოგონას საწუხარი. ამიტომ თავი დაუკრა და გაეცალა.
სახლამდე ცოტაღა უკლდა, რომ დალიმ დაურეკა შეშინებული ხმით.

_ მარიამ ნინას სიცხემ აუწია, ტემპერატურა წამალს არ ემორჩილება, არ ვიცი რა ვქნა!

_ ხუთ წუთში მანდ ვარ!_ უპასუხა მარიამმა და სიჩქარეს მოუმატა.
სიცხისგან იწვოდა ბავშვი, სასწრაფოს ლოდინს არჩია თავად მიეყვანა შვილი საავადმყოფოში, ასე დროსაც მოიგებდა.

_ მგონი ცოტა ზედმეტი მოგივიდა?_ ისე ირონიულად გადახედა იატაკზე უგონოდ გაშხლართულ კაცს თემომ, აშკარა იყო, სულ არ ანაღვლებდა ეს „ცოტა“ რამდენად ზედმეტი იყო სინამდვილეში.

_ კერკეტი კაკალია! არაფრით თქვა ვინ დაავალა კეკეს გატაცება. ამბობს, მომეწონა და ცოლად მინდოდაო!_ გადაიხარხარა ონომ._ ცოლად უნდოდა თურმე!

_ რა იცი, ეგება მართლა მასეა?_ გაეღიმა თემოს. არ ესიამოვნა ონოს მეგობრის სიტყვები.

_ ხოდა მაშინ მადლობა უნდა გვითხრას! ჯოჯოხეთიდან გამოქცეულ დემონს გადავარჩინეთ!_ ფეხი ზიზღით გაკრა უგონოდ მყოფს.

_მართლა ასე ხედავ კეკეს?_ დაეჭვებით გამოხედა თემურმა. არ გამორჩენია მასზე საუბრისას როგორ ეცვლებოდა ხმა და როგორ ეპარებოდა ირონია. ირონია ხომ რომანტიკისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა?!

_ არ ვიცი, ვერ მივხვდი ბოლომდე რა ადამიანია! _ აიჩეჩა მხრები ონომ._ და ეს უფრო საინტერესოა!

_აჯობებს ფრთხილად იყო! და ნურც ასე გაგიჟდები აწი!_ თვალით იმ ტიპისკენ ანიშნა._ წყალი მიასხი, თორემ ძალიან ღრმა ძილში წავიდა!

იქვე მდგარი გამჭვირვალე სურას მოავლო ხელი ონომ და გათიშულ კაცს ზედ დააცალა.

_ აბა გაიღვიძე , ვის გაუგია ამდენი ძილი?_ თვალები სწრაფად გაახილა ტყვემ. და იქაურობა უიმედოდ მოათვალიერა.

_ ანუ არ გვეუბნები ვისგან ხარ არა? _ გაუღიმა თემომ. კაცმა ამოიოხრა.
_ გითხარით და არ გჯერათ! მიყვარს ეგ ქალი!

_ კარგი ვთქვათ დაგიჯერეთ და რა გეგონა მოიტაცებდი და ისიც დარჩებოდა? ვინ ? კეკე კერესელიძე? საერთოდ არ იცნობ?

_ ვიცნობ, თან ძალიან კარგად! ოდესღაც სკოლელები ვიყავით, მაგრამ მას არ ვახსოვარ! არც თავის გახსენებას აქვს აზრი! ადრეც მასეთი იყო! ახლაც ასეთია! ყველას უყვარდა და ზედ არავის უყურებდა._ თავი ჩახარა კაცმა._ იმედი რომ არ მაქვს იმიტომ მოვიქეცი ასე დაუფიქრებლად! ვიფიქრე....
გაჩუმდა და იატაკს დააშტერდა.

_ გისურვებთ მის შეყვარებას! ისე, როგორც მე მიყვარს, ან უფრო ძლიერადაც!_ ჯიქურ შეაჩერდა თვალებში რატომღაც სწორედ ონოს._ მერე მიხვდებით რა უიმედო გრძნობაც მამოძრავებდა!

_ ეს ახლა მლოცავს თუ მწყევლის ნეტა?_ რაღაცნაირად უსიამოდ ჩაეცინა ონოს.
როცა მიხვდნენ, რომ ის კაცი არ იტყუებოდა, გადაწყვიტეს უბრალოდ გაეშვათ. ან რა უნდა ექნათ ცალმხრივად შეყვარებული კაცისთვის? სიყვარულის გამო მართლა ციხეში ხომ არ გაუშვებდნენ. თანაც ხომ ისე გამოვიდა, რომ თავად აღმოჩნდა გატაცებული. ხოდა ადგნენ და უბრალოდ გაანთავისუფლეს. მკაცრად კი გააფრთხილეს კეკეს სიახლოვეს არ გამოჩენილიყო.

იმ საღამოს ქალაქის მერთან ჰქონდა კეკეს შეხვედრა ჩანიშნული, რომლის გადადებაც არაფრით გამოდიოდა. ისედაც თავს იფასებდა ბატონი დავით ქამუშაძე. ერთ დროს მამამისის ბავშვობის მეგობარი, ახლა კი რაც არ უნდა იყოს, ქალაქის მერი. მართებდა თავის დაფასება სტატუსიდან გამომდინარე.
იჯდა საკუთარ მაგიდასთან ბატონი დავითი და წარსულს იხსენებდა, დროს როცა მისი ოჯახი შიმშილის ზღვარზე იდგა და ხსნად კარის მეზობელი კერესელიძეები ევლინებოდათ. ახსოვდა იმ ოხშივარავარდნილი წვნიანის სურნელი, რომელსაც დიანა დეიდა უეჭველად შემოაწვდიდა ხოლმე დავითს. ახსოვდა იმ ხელისგულისოდენა მჭადების დაბრაწული ფერი, იგივე დიანა დეიდა რომ უშურველად უმასპინძლდებოდა ობოლ ბიჭუნას. ახსოვდა, მაგრამ მადლიერების ნაცვლად სირცხვილს გრძნობდა კიბის ზედა საფეხურზე აცოცებული ფაროსანა. აღარ სურდა იმ "სამარცხვინო" წარსულის გახსენება. მაგრამ არც დავიწყება გამოდიოდა.
ახლა კეკე იყო ობოლი, ახლა კეკეს სჭირდებოდა დახმარება. ოღონდ არა წვნიანის თეფშის სახით, არამედ პატიოსანი გადაწყვეტილების მიღებით. მსუყე ქრთამზე უარის თქმით და წინასწარ ჩაწყობილ ტენდერში სწორი გადაწყვეტილების მიღებით . ხოდა სად თეფში წვნიანი და სად მილიონობით ლარი? უღირდა კი დავითს ის წარსული ამ თანხად?!

გაღიზიანებულმა დაბალ წვერზე ჩამოისვა ხელი. არადა ისეთს არაფერს არ ითხოვდა კეკე კერესელიძე, რაც წესით და რიგით არ ეკუთვნოდა. სად გვაზავას ნაჩქარევი პროექტი და სად K.ჯგუფის სრულყოფილება.
და მიუხედავად ამისა, ახლანდელ დავითს არაფრად უღირდა საკუთარი წარსული. სამაგიეროდ იმ მშიერი და ყველაფერს დანატრებული ბავშვისთვის რომ გეკითხათ, ის ცხელი წვნიანი შეუფასებელი რამ იყო მაშინ. თვალები დახუჭა და ცხადად წარმოიდგინა ოხშივარავარდნილი თეფში. გაახსენდა, როგორ მსუნაგად მოაკრიალებდა ხოლმე წითელი ვარდებით მოხატულ ჯამს, რადგან წვეთიც არ ემეტებოდა დასაკარგავად.

_ დაილოცოს დიანა შენი ქალობა და ადამიანობა! დრო მოვა ღმერთი მოგიზღავს მადლს ამ სიკეთისთვის!_ ჩურჩულებდა მისი დარდისგან ნაადრევად დაბერებული დედა და მთელი მონდომებით რეცხავდა მეზობლისთვის შესაბრუნებელ მართლაც უზარმაზარ მათლაფას.
ხოდა სწორედ დედის სიტყვებმა მიაღებინა დავითს ის არაორდინალური გადაწყვეტილება იმ დღეს, რომელიც შემდეგ ალბათ ათასჯერ ინანა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში საოცარი კმაყოფილებაც ბევრჯერ იგრძნო და საკუთარ თავს კმაყოფილმა გაუღიმა სარკეში.

_ გამარჯობა შვილო! როგორ გიკითხო?_ ფეხზე ადგომით მიესალმა კეკეს.
_ კარგად ბატონო დავით! თქვენ როგორ ბრძანდებით?_ კეკე ყოველთვის ოფიციალურად მიმართავდა ამ ვითომდა საკმაოდ ახლობელ ადამიანს.
_ რა მიშავს ჩემო კარგო, ვიღლები, საქმეს რა დალევს? მაგრამ რომ ითავებ მეთაურობას აღარ უნდა იწუწუნო ადამიანმა მერე!_ თავიც შეიქო და წონაც მოიმატა დავითმა. ღიმილი შეიკავა კეკემ. და გულში გაიფიქრა: „ალბათ ტენდერების გაყალბება და ყველა ის უკანონობა, რასაც ხელს ყოველდღიურად უწყობ ძალიან დამღლელია სინამდვილეშიო!“

_შენ მხოლოდ ჩემ მოსაკითხად არ მოხვიდოდი შვილო!_ უთხრა მამობრივი მზრუნველი ტონით დავითმა კეკეს და თითქოს ნამუსზე შეაგდო_აბა რა ხდება, რა გაგჭირვებია?
სავარძლის საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო და საკუთარ ღირსებაში დარწმუნებული კაცივით დაიკრიფა გულხელი. წარბიც არ შეუხრია კეკეს მის ორაზროვან წინადადებაზე. ფეხი ფეხზე უდარდელად გადაიდო და თამამად ჰკითხა:

_ ნათლიაჩემი თქვენი ნატალიას ნათლიაცაა არა ბატონო დავით?__ ლამის ნერწყვი გადაცდა დავითს, წამში გასწორდა სავარძელში._ ვიცი, თქვენნაირი პატიოსანი და ღირსეული მერი, ნეპოტიზმში ხელს არ გაისვრიდა და მექრთამეობაში ხომ საერთოდ , ხოდა გამკვირვებია გვაზავას ეს თავდაჯერება, რომ უკვე გამარჯვებულია და ჰგონია, რომ ტენდერიც, ისევე როგორც თქვენ თავის უძირო ჯიბეში უსხდხართ!
_ რაო?_ ამოიხავლა გაცოფებულმა დავითმა. ამპარტავანი კაცი იყო ბატონი მერი. მიუხედავად იმისა რომ კეკეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ტყუილი მის ღირსებას მაინც მწარე მათრახად მოხვდა._ ეგ ვინ თქვა?
_თავად ნათლიაჩემმა ბრძანა ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას და თანაც რჩევა მომცა, როგორც საყვარელ ნათლულს, რომ ხელი ავიღო მცდელობაზე, რომ მაინც ვერაფერს გავხდები, იმიტომ რომ თქვენ კარგახანია მისი მარიონეტი ხართ!
გაოფლილ შუბლზე ხელი გადაისვა დავითმა. ზიზღით ტუჩები დაემანჭა. იტყოდა გვაზავა ამას განა არ იტყოდა?! კარგად ახსოვდა რა არაკაცურადაც მოექცა კობა კერესელიძეს და თურქებთან ერთობლივი პარტნიორობის ნაცვლად ზურგში მახვილი როგორ ჩასცა მეგობარს და კეთილისმყოფელს. არა, ფულის გამო ეშმაკს რომ მიყიდიდა სულს გვაზავა, ეს კარგად იცოდა დავითმა, მაგრამ ეგონა მის თანამდებობას და გავლენას მაინც სცემდა სათანადო პატივს, თუმცა სად იცოდა გვაზავამ საჭირო ადამიანების დაფასება და პატივისცემა?! კეკეს მოსვლამდე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გაამყარა საკუთარ გულში. ახლა უკვე გვაზავას დასჯის მიზნით და მის ჯინაზე.

_ შენ არ იდარდო შვილო!_ წყალი მოსვა და შეეცადა გაბრაზება სახეზე არ დასტყობოდა._სამწუხაროდ, ზოგ ადამიანს ავიწყდება სად დახოხავდა, სანამ ფრენას ისწავლიდა!
ვერც კი გაიაზრა იმ "ზოგში" პირველი ადგილი თავადაც რომ ეკავა.

დავითის კაბინეტიდან მშვიდი ღიმილით გამოვიდა კეკე. დარწმუნებული იყო კობას სიკეთე თუ არა გვაზავას ჯინი სწორად მოქცევას აიძულებდა ქამუშაძეს.
_ ესეც ასე!_ ჩაილაპარაკა თავისთვის. _ ახლა ის საძაგელი კაცი უნდა ვიპოვნო და ჭკუა ვასწავლო!
თუმცა მისდა მოულოდნელად ონოს პოვნის პერსპექტივამ ბრაზის ნაცვლად სიამოვნება აგრძნობინა.
_ საინტერესოა!_ ჩაილაპარაკა ამ აღმოჩენით გაოცებულმა.

_ მარიამ როგორ არის ნინა?_ ბავშვზე ნერვიულობდა კეკე. უყვარდა ეს შავგვრემანი მხიარული გოგონა. ყოველთვის ახალისებდა, ხასიათს უკეთებდა და მომავალზე აფიქრებდა.
სინამდვილეში კეკეს ოჯახი სურდა. სურდა ის ხალხი ჰყოლოდა გვერდით, ვინც მოუთმენლად დაელოდებოდა დაგვიანებულს და ვისაც სიყვარულს და მზრუნველობას გაუზიარებდა. ესეთი ხალხი თუ ეყოლებოდა საღამოს სახლში დაბრუნება აღარ იქნებოდა ასეთი უსიამო. ცარიელ სახლზე სევდიანი არაფერიაო! ფიქრობდა კეკე და საავადმყოფოსკენ მიიჩქაროდა. არც არავინ ჰყავდა მარიამის მეტი და ვერც ვერავის ენდობოდა, მაგრამ მარიამთანაც კი მუდამ ცდილობდა დისტანციის შენარჩუნებას. რომ გეკითხათ რისი ეშინოდა ასე ძალიან, თავადაც ვერ გეტყოდათ. მაგალითად მამა მოჰყავდა, ორი ბავშვობის მეგობარი ჰყავდა და ორივემ უღალატა. რა გარანტია ჰქონდა თავად, რომ არავინ ჩასცემდა ზურგში ლახვარს?! მაგრამ გული მაინც მარიამისკენ მიუწევდა.
_ მარიამი მათ არ ჰგავს!_ მეათასედ უმეორებდა საკუთარ თავს.

_ გოგიმ კონტრაქტს ხელი მოაწერა!_ თვალები უელავდა თემოს._ ახლა კი გაება ბებერი მელა!
_ რანაირად მოახერხე მისი დაჯერება?_მართლა უკვირდა ონოს. _ არ მეგონა ამდენად მიამიტი თუ იყო გვაზავა. ფაქტობრივად გაკოტრებულ კომპანიაში ჩადო მთელი ფული. წარმომიდგენია რა სახე ექნება, როცა სიმართლეს გაიგებს.
მხიარული სახით დაუქნია თემომ მეგობარს თავი.

_ დრო მოვიდა ღალატისთვის პასუხი აგოს! მამაჩემის საფლავთან დავიფიცე, რომ პასუხს ვაგებინებდი! სასიამოვნო ყოფილა შურისძიება!

_ვფიქრობ, ხვალ როცა ყველაფერს მიხვდება, ნამდვილი ტრაგი_ კომედია გაიმართება ჩვენს ოფისში!_ თვალი ჩაუკრა ონომ და მანქანისკენ წავიდა დამშვიდებული.

სწორედ მაშინ, როცა გოგი გვაზავას ეგონა რომ მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი უკვე ჯიბეში ედო, კონკურსის პასუხებმა ისე გააოგნა, აფართხალებულ გულზე ხელი მიიჭირა. პირველად იმ წამს იგრძნო, რომ რაღაც გაეპარა თვალთახედვიდან. კიბეზე ჩამომავალ კეკეს რომ მოკრა თვალი, სულ დაავიწყდა სიფრთხილე და ისიც რომ ასი თვალი უყურებდა და მის ყველა ნაბიჯს ჟურნალისტები მშიერი სვავებივით უთვალთვალებდნენ. ბედნიერ კეკეს წინ გადაუდგა და ავად შეაჩერდა.

_ რაო ქალბატონო? რა შესთავაზე ბატონ მერს ასეთი, რომ აზრი ერთ ღამეში შეაცვლევინე?_“ ბატონს“ ისეთი ირონიით წარმოსთქვა აშკარა გახდა, რას და როგორ ფიქრობდა მის სტატუსზე და თანამდებობაზე.
ასე დამცინავად აათვალიერა რამდენმე საფეხურით მაღლა მდგარი ქალი და ამაზრზენად გაიღიმა._ თუმცა ამას არ უნდა ბევრი ფიქრი! კიდევ რამდენიმე ტენდერადაც კი ღირხარ ჩემო ნათლულო!
ეგონა წყობიდან გამოიყვანდა კეკეს, მაგრამ ძალიან შეცდა და ამან მთლად დააკარგვინა წყობილება.

_ გამარჯობა ნათლია! _ გაეღიმა კეკეს._ მამაჩემი მოკითხვას გითვლის და გელოდება! მასე თუ გააგრძელე ღრიალი და ნერვიულობა, ვფიქრობ მალე ჩაეხუტები კიდეც!
გვერდი მშვიდად აუქცია და გაცლა დააპირა. მაგრამ სიმწრით გონდაკარგულმა გვაზავამ მაჯაში ხელი ჩაავლო და შეაჩერა.
_ გგონია შეგარჩენ შე პატარა...
სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული რომ იატაკზე აღმოჩნდა გათხლეშილი. მშვიდად მოიხარა კეკე წელში და აუღელვებელი სახით დააცქერდა
და წაქცეულს.

_ შენ მე გულუბრყვილო და კეთილ მამაჩემში არ აგერიო ბებერო ტურა! დაიხსომე, რომ არაფრად მიღირს შენნაირი მოღალატე წურბელას ნათელ_მირონობა! და არც ამით დამიმთავრებია შენთან! მანამ არ დავისვებებ, სანამ იმ წუმპეში არ დაგაბრუნებ, საიდანაც მამაჩემმა ამოგათრია! ახლა კი მეჩქარება, უნდა აღვნიშნო ჩემი სრულებით სამართლიანი გამარჯვება!_ წელში გაიმართა და ჩვეული ამაყი ნაბიჯებით დატოვა გაოგნებული ჟურნალისტები. ჯერაც ვერ მოსულიყვნენ გონს , თუ რა მოხდა მათ თვალწინ წამის წინ.

_ დაინახე რა გაუკეთა გოგის?_ ისევ არ უჯერებდა საკუთარ თვალებს ონო. _ ეს ვინაა ძმაო? მართლა ქალია?
სწორედ იმ წამს როცა გოგიმ მაჯაში წაატანა ხელი კეკეს, ონო მის დასაცავად ინსტიქტურად გაიწია, მაგრამ წამის მეასედში კვლავ რაღაც გამაოგნებელი ჩაიდინა იმ არანორმალურმა ქალმა.

_ ერთი შეხედვით ვინ იფიქრებს მასზე, რომ ... შეხედე ქალღმერთია, მოდელს ჰგავს! ჯერ იმასაც ვერ შევეგუე რომ k. ჯგუფის ერთპიროვნული მმართველია და ახლა თავდაცვის ეს საოცარი უნარი! ყველა სტერეოტიპს ანგრევს, რაც კი ოდესმე ქერათმიან ლამაზ ქალზე მოუგონიათ კაცებს!_ ხმამაღლა აღიარება აღარ გასჭირვებია ონოს.

5 თავი

არავინ ელოდა საფრთხეს კეკესგან, ამიტომაც მოხდა რომ გვაზავამ ძლივს აკრიფა ბებერი ძვლები იატაკიდან, ხოლო მისი პრესტიჟული და სხვათა თვალის დასავსებად აყვანილი დაცვა გონს მხოლოდ რამდენიმე წამის დაგვიანებით მიეგო. წაქცეულ უფროსს მისცვივდნენ და წამოდგომაში დაეხმარნენ. გაცოფებულმა გოგიმ კი ჯავრი, როგორც ბობოლებს სჩვევიათ, უდანაშაულო დამნაშავეებზე იყარა და ორივე მათგანი გვარიანი ალიყურით დააჯილდოვა. ნეტავ რამდენს უხდიდა გვაზავა თავის თანამშრომლებს, რომ ისინი ასეთ დამცირებას პატრონის ერთგული ძაღლებივით უსიტყვოდ იტანდნენ?! ზოგადად რამდენი შეიძლება ღირდეს ადამიანი თავმოყვარეობა, ჰა?!
_ შენ თუ ეს დამცირება შეგარჩინო!_ დაექადნა ტანის რხევით მიმავალ ნათლულს ნათლია. დამცირებაც და შეურაცხყოფაც ხომ ცალმხრივად ესმით მავანთა ამა ქვეყნისათა?!
_ვფიქრობ, გოგი სამაგიეროს გადაუხდის ამ შენს ქალღმერთს!_ მხარი გაკრა ჩაფიქრებულ ონოს თემურმა. ონომ მხოლოდ თავი დაუქნია._ ამიტომ ეცადე და მის ახლოს იყავი, არა მგონია გოგის მორიგი არაკაცობის გაკეთება გაუჭირდეს! ფხიზლად უნდა ვიყოთ.
ონომ ისევ უსიტყვოდ დაუქნია თავი და ორივე მათგანი, წინ წასულ კეკეს აედევნა. აინტერესებდათ კიდევ რა სიურპრიზებს მალავდა ეს უცნაური ქალი თავის პაწაწუნა, მოდურ ჩანთაში, სადაც წესით მანქანის გასაღები თუ ჩაეტეოდა მხოლოდ.
საავადმყოფოში სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯა კეკემ. თან გულზე ახუტებული უცნაურად ჭრელი, მოზრდილი დათუნია და ნინას საყვარელი ტკბილეულობა მიჰქონდა.
_ აბააა, როგორ არის მსოფლიოში ყველაზე საყვარელი პაციენტი?_ კარი მხიარული ღიმილით შეაღო კეკემ და ატირებული ნინას სახე რომ მოხვდა თვალში ღიმილი სახეზე შეაცივდა.
_ რა მოხდა ნინა?_ პალატა მოათვალიერა კეკემ და მარიამი რომ ვერ დაინახა უფრო გაოცდა._ რატომ ტირი ჩემო ლამაზო?
_ დედა სადაა?
_ ის კაცი იყო მოსული ისევ!_ ამოიტირა ნინამ. ბავშვი აშკარად შეშინებული და დასტრესილი იყო._ დედას ეჩხუბა, უთხრა, რომ ბავშვს წაგართმევო!
_ ვერ მივხვდი რას ამბობ ნინა? აბა დამშვიდდი და ისე მიამბე! ნუ გეშინია,მე აქ ვარ, შენთან!_ საწოლზე ჩამოუჯდა კეკე პატარა გოგონას და მისი ხელი ხელში აიღო._ ვინ კაცი იყო აქ?
_ იმ კაცმა თქვა, რომ მამაა ჩემი! მაგრამ მე ხომ არ მყავს მამა? _ ინტერესით ამოიხედა კეკეს. აშკარა იყო ამ ქალს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ნინას თვალში. ამიტომ ბავშვი გაფაციცებული ელოდა მის ყველა სიტყვას.
_ ანუ ვაჟბატონი აქ მობრძანდა?!_ ჩაილაპარაკა კეკემ. _ რა მოელანდა ნეტავ ამდენი ხნის შემდეგ?

ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ ნინას გაუღიმა.
_ კარგი, დამშვიდდი, როგორ გგონია კეკე შენს თავს ვინმეს დაუთმობს? ამას უყურე, ახალი მეგობარი მოგიყვანე!_ უთხრა ღიმილით და ფუმფულა დათუნია საწოლზე დაუსვა._ ექიმს ხომ არ უთქვამს, რომ რამე დიეტა დაგინიშნა? არა? ხოდა ძალიანაც კარგი! აი შენი საყვარელი ატმის ტორტიც მოგიტანე! შენ აქ იყავი და ნამცხვარი მიირთვი, მე დედიკოს მოვნახავ და ახლავე დავბრუნდები!_ კეკე წამოდგა, დამშვიდებულ ბავშვს თმა აუჩეჩა და კარისკენ წავიდა. როცა ზურგს უკან კარი მიიხურა, სახეზე აკრული ღიმილის ნიღაბი წამსვე ცივმა და მკაცრმა გამომეტყველებამ შეუცვალა.
_ მოგინდება წახვალ, მოგინდება მოხვალ?! ცხოვრება სწორედ შენზეა მორგებული მეგობარო არა?_ გაიღიმა ავად._ კარგი, მგონი დრო მოვიდა შენი ოცნების კოშკები მაგ გასიებულ თავზე დაგამხო!
ჩაილაპარაკა და მტკიცე ნაბიჯით გაუყვა დერეფანს.

_ რა მოხდა, რა უნდა საავადმყოფოში?_ ჰკითხა თემომ ონოს. და დაელოდა კარს მიღმა როდის გაუჩინარდებოდა კეკე, რათა მანქანიდან შეუმჩნევლად გადმოსულიყო.
_ მთელი დღეა მარიამი არ გამოჩენილა, მას ხომ არ შეემთხვა რამე?_ ლოგიკურად მიხვდა ონო, რომ საქმე მარიამს ეხებოდა.
_ მარიამს?_ ამ ქალზე რატომღაც მშვიდად ვერ საუბრობდა თემური. სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, მაგრამ ესეც კმაროდა. უცნაური,მკაცრი სილამაზე ჰქონდა მარიამს. შავგვრემანი და ცივი სახის ქალი იყო. თითქმის არასდროს იღიმოდა, თუ ბავშვთან არ იყო. ბევრს არ საუბრობდა, და არც თვალშიმოსახვედრად იცმევდა. ყველაფრით ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. თითქოს ზედმეტ ყურადღებას ემიჯნებოდა. თავისი არაორდინალური და ეფექტური უფროსისგან განსხვავებით, რომელიც პირიქით, მუდმივად და თავისდაუნებურად ექცეოდა ყურადღების ცენტრში.
მაგრამ თვალები ჰქონდა ცოცხალი მარიამს. ვინც ყურადღებით დააკვირდებოდა, მიხვდებოდა, რომ ეს ქალი ცინცხალი გონების და გამჭრიახობის პატრონი იყო. თანაც არანაკლებ მამაცი და შეუპოვარი ვიდრე კეკე. უბრალოდ, ალბათ ჰქონდა მიზეზი, რის გამოც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა.
_ წავალ, გავიგებ, რა ხდება!_ მშვიდი ხმით უთხრა ონომ თემურს და მიმღებისკენ გაემართა აუჩქარებლად.
_ კაცი კი არა რობოტი ხარ!_ თვალი გააყოლა თემომ მეგობარს და სიგარეტს გაუკიდა. მანქანის ცხვირზე ჩამომჯდარი ელოდა ონოს გამოსვლას, რომ მოულოდნელად სრულებით უცნაურ სცენას შეესწრო.
საავადმყოფოს გვერდით გაშენებული პატარა მოსასვენებელი სკვერიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა მარიამი. მუდამ უემოციო სახეზე ეტყობოდა აღელვებული იყო. უკან მაღალი, ბრგე ტანის კაცი მოჰყვებოდა, თვალებიდან ცეცხლებს ჰყრიდა და რაღაცას ემოციურად ესაუბრებოდა. მარიამი გაჩერდა და ასევე ემოციურად უპასუხა. რაზეც მის მისაუბრეს საშინელი რეაქცია ჰქონდა. პატარა ტანის ქალს მხრებში ჩააფრინდა და მაგრად შეანჯღრია. ამის დანახვაზე ინსტიქტურად მათკენ გაემართა თორაძე. თავადვე გააოცა იმ სიბრაზემ, რამაც ასე აფექტურად აიტანა, მაგრამ წამითაც არ დაფიქრებულა, რომ უცერემონიოდ ერეოდა ორი ადამიანის ურთიერთობაში. ან რა ურთიერთობა ერქვა ამას? როცა კაცი ასე დაუფარავად ძალადობდა ქალზე? მარიამმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სწორედ მაშინ, როცა კაცმა ხელი აღმართა რათა მისთვის სილა გაეწნა თემურმა ხელიდან გააცალა ქალი.
_ ახლა სანამ ეგ ხელი მოგამტვრიე, უკან დაიხიე!_ ისე ცივად და ისეთი თავდაჯერებით უთხრა, მართლაც მოახდინა გავლენა თვალებჩასისხლიანებულ კაცზე. საერთოდ მოძალადის ფსიქიკა ხომ ასეთია, მაშინ მამაცობს, როცა მსხვერპლი შედარებით სუსტია. მაგრამ საკმარისია თავისზე უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე იყნოსოს, რომ თავდასხმიდან მაშინვე თავდაცვაზე გადადის. იმ ლაჩარმაც ნაბიჯით უკან დაიხია და ინტერესით შეათვალიერა ახალი მოწინააღმდეგე. თითქოს შეაფასა, რად ღირდა.
_ ეს ვინღაა? შენი ახალი საყვარელია?_ ჰკითხა ხმაჩახლეჩილმა თემურის რეაქციით გაოგნებულ მარიამს.
_ დაფიქრდი და ისე ილაპარაკე! _ დამცინავად გაეღიმა თორაძეს. მხარს უკან მდგარ ქალს მზრუნველად გადახედა_ ხომ კარგად ხართ მარიამ?
_ უკაცრავად, ბატონო თემურ! მერჩივნა, თუ თქვენ ამ ამბავში არ ჩაერეოდით! სამწუხაროდ ასეთი პირადული ამბავი... არც თუ დიდად სახარბიელო..._ აშკარად ემჩნეოდა, როგორ რცხვენოდა ქალს, რომ ასეთ მდგომარეობაში იხილეს. თუმცა კი არ იცოდა თორაძემ რა ხდებოდა სინამდვილეში, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, რომ მარიამისთვის ეს მომენტი ძალიან უსიამოვნო იყო.
_ თქვენ შებრძანდით შიგნით და ჩვენ დავილაპარაკებთ მშვიდად!_ უთხრა და საავადმყოფოს მიმღებისკენ ოდნავ უბიძგა.
_ შენ ვინ ხარ რომ აქ რაღაცეებს მიწყვიტავ? _ მაშინვე ჩაერია აქამდე ჩუმად მდგარი ტიპი._ მე მარიამის ქმარი ვარ და ვერავინ დამიშლის მასთან საუბარს!
_ ქმარი?_ გაოცებით გადახედა თემომ მარიამს. ქალმა ამოიოხრა და თავი უარის ნიშნად გადააქნია. თავს ძლივს იკავებდა, რათა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და თორაძის წინ თავი არ დაეკარგა. _ შედით მარიამ, შედით! და არ ინერვიულოთ!
სწორედ იმ წამს საავადმყოფოდან გამოაბიჯა კეკემ. რომელსაც უკან სწრაფი ნაბიჯით მოყვებოდა ონო.
კეკეს ისეთი სახე ჰქონდა, თუ ადამიანს თავში ჭკუა ჰქონდა უნდა მაშინვე გარიდებოდა, მაგრამ მარიამის ყოფილი ქმარი კეკეს არ იცნობდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა და რისი გაკეთება შეეძლო, ამ ერთი შეხედვით ბარბის თოჯინა ქალს.
_ ანუ შენ ბრძანდები ის არაკაცი არა?_ თემურისთვის ზედაც არ შეუხედავს ისე დაუდგა წინ მისი უნაკლო ვიზუალით გაოცებულ კაცს.
_ შენ რაღა გინდა თოჯინა? რა „კუკლაა“ ტო!_ თავი ვერ შეიკავა საზიზღარი შეფასებისგან კაცმა.
_ ახლა სანამ ამ კუკლამ კისერი მოგაწყვიტა, გაქრი აქიდან. ნინასთან მიახლოება არ გაბედო და ბავშვმა შენ გამო აღარ იტიროს, თორემ საკუთარ სახელს დაგავიწყებ არაკაცო!_ დაემუქრა კეკე, თან მისკენ ისე გაიწია, თითქოს იმ წამსვე უპირებდა დაპირების ასრულებას.
_ შენ საერთოდ ვინ ხარ?_ ახლა კი იკადრა და უფრო ინტერესით დააკვირდა ქალს. _ ნინა ჩემი შვილია, ის ქალბატონი კი ცოლი და კანონიერი უფლება მაქვს...
_ კანონიერი?_ ირონიულად გაეცინა კეკეს. _კი კანონიერი უფლება გაქვს ბავშვს ალიმენტი უხადო, ალიმენტი, რომელიც ლამის ცხრა წლის წინ დაგაკისრა სასამართლომ და ჯერ თეთრიც არ გადაგიხდია. ხვალ ჩემს ადვოკატებს გაესაუბრები და გაგარკვევენ, რას ნიშნავს წლობით გადაუხდელი ალიმენტები!
კეკეს სიტყვებზე შეცბა კაცი. უკან დაიხია.
_ ახლა აქიდან გაქრი და დამელოდე, თუ შენთან ადამიანური სიტყვა არ გაჭრის, ისიც ვიცი შენნაირ არაკაცებს რა ენაზე უნდა ვესაუბრო გასაგებად!_ კეკემ თითქოს საკუთარ სიტყვას ძახილის ნიშანი დაუსვა, ისე აქცია ზურგი გაოგნებულ კაცს, მარიამს ანიშნა გამომყევიო და საავადმყოფოსკენ გაბრუნდა. გაიწია მათკენ გადადგა გაცოფებულმა კაცმა, მაგრამ ონომ ისეთი სახით ანიშნა გაჩერდიო, ნაბიჯის გადადგმა ვეღარ გაბედა.
_ აბა, წამოდი ძმაო, გავისაუბროთ ცოტა, გავიცნოთ ერთმანეთი!_ თავით მანქანისკენ ანიშნა ონომ. ჯერ მას გახედა ტიპმა, მერე თორაძეს, მიხვდა მათთან „საუბარს“ თავს ვერაფრით დააღწევდა და უკმაყოფილო სახით გაჰყვა უკან.

_ რა ჯანდაბა მოელანდა ამდენი ხნის მერე?_ პალატის გარეთ საუბრობდნენ ლამის ჩურჩულით, რათა ბავშვს არაფერი გაეგო და ტყუილად არ ენერვიულა.
_ ამას წინ შემთხვევით შევხვდით, დაინახა ადამიანურად გვეცვა, მანქანა და მოწესრიგებული ცხოვრება გვქონდა და ..._ ამოიოხრა დაღლილად მარიამმა._ მოუშორებელი ჭირივითაა მგონი. მხოლოდ საკუთარ სარგებელს არის გამოკიდებული. ახლა ბავშვით მაშანტაჟებს, მისი არ მეშინია, რა თქმა უნდა, სულელი არ ვარ, მაგრამ ნინას როგორ ავუხსნა? როგორ ავარიდო ეს ყველაფერი? ამდენი წელია მარტო მოვყვები, ამდენი წელია არც კი მიწუწუნია, თქვენ ხომ იცით როგორ ჯიუტად ვცდილობ ფეხზე დადგომას .._ ხმა აერია მარიამს. ქალი იყო, ადამიანი, და როგორც ყველა ჩვენგანი, ისიც იღლებოდა ყოველდღიურობისგან.
_ კარგი მარიამ! _ მხარზე ხელი მოუჭირა კეკემ._ შენ ხომ იცი რატომაც გცემ პატივს? არასდროს დაივიწყო, რომ ძლიერი ქალი ხარ! ძლიერი და დამოუკიდებელი და არაფრის წინაშე უკან არ დაიხევ! ხომ გახსოვს ეს? მაგნაირები მოგვინელებია მე და შენ ?!
ეს უთხრა და გადაეხვია. ესმოდა კეკეს რა რთულია, როცა სულ მარტო ხარ მტრად მოკიდებული სამყაროს წინაშე. თანაც როცა ეს სამყარო წინდაწინვე სუსტად გთვლის და რაც არ უნდა გააკეთო მაინც ჯიუტად ცდილობს შენთვის ამ იარლიყის მიკვრას.
_ იტირე მარიამ თუ გინდა! აქ იტირე და მერე შენს გოგონასთან ღიმილით შედი! ეს გინდა გითხრა?_ ორივე ხელი ლოყებში მოკიდა და თავი მაღლა ააწევინა. ასე სასაცილოდ ლოყებგაწელილს.
_ ამას ვერ გეტყვი მარიამ!_ თავადაც თვალებზე მომდგარი ცრემლები სწრაფად და მტკივნეულად ამოიწმინდა_ ტირილი არ გაბედო მარიამ!
უფრო საკუთარ თავს უთხრა კეკემ. შემდეგ მეგობარს შვილის პალატის კარი გაუღო და პირველი შეატარა.
სამყაროში, სადაც ქალებს არც სილამაზეს, არც ჭკუას, არც სიძლიერეს არ პატიობენ და სადაც მათ მხოლოდ ტირილი ეპატიებათ, ტირილი სწორედ ის იყო, რის უფლებასაც კეკე საკუთარ თავს არასდროს აძლევდა და არც არასდროს პატიობდა.


6 თავი
_ დილა მშვიდობისა ბატონო გოგი._ მხნედ მიესალმა კაბინეტში შესვლისას თორაძე გვაზავას. ირონიულად მოავლო თვალი მის შეშლილ სახეს და სავარძელში მშვიდად მოკალათდა._ არ არის კარგი ამბავი არა?
ისე უდარდელად ჰკითხა, გაკვირვებისგან თუ მისი თავხედობისგან სუნთქვა შეეკრა გოგის. ჯერ იყო და დავითმა ჩასცა ზურგში ლახვარი და იმ კერესელიძის ლაწირაკს აუნთო მწვანე. ახლა კიდევ გაკოტრებული და გაღლეტილი აღმოჩნდა კომპანია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეისყიდა. ვალები აკლდა გვაზავას? ისედაც იხრჩობოდა უკვე. ეგონა რამეს გამორჩებოდა, არადა ფაქტობრივად ცარიელი დაფხავებული შენობა შერჩა ხელთ. როდის ან რანაირად მოასწრეს ასე მისი გამოხვრა? ეჭვით გახედა უდარდელი სახით მომზირალ თემურს. ნელ_ნელა იწყეს არეულმა ფაზლებმა მის გონებაში დალაგება. თავი გააქნია უღონოდ. კიდევ არ დაიჯერა, შანსი არ იყო ასე მწარედ გაეცურებინა ამ ღლაპს. გოგო ხომ უკვე დიდი ხნის გამოცდილი და გაქნილი ნაძირალა იყო?! როგორ ვერაფერს მიხვდა? მაგრამ რატომ? რის გამო? ეს კითხვები აეკვიატა. წყალი დაისხა და ხარბად მოსვა.
_ ვფიქრობ განმარტებას ვსაჭიროებ!_ ამოიხრიალა ჩახლეჩილი ხმით._ მიზეზი მჭირდება! რატომ?
_ ჰმ, რატომ?_ ჩაეცინა თემურს._ რა კარგი კითხვაა რატომ? წლებთან ერთად ადამიანები ჩადენილ არაკაცობებსაც ივიწყებენ ბატონო გოგი?! ივიწყებენ იმდენად, რომ ყოფილ მეგობრებს ვეღარ სცნობენ სახეზე! კარგად დამაკვირდით! ხო, შემომხედეთ და დამაკვირდით! არავის გაგონებთ?
თვალი თვალში გაუყარა გოგიმ თემურს. ინტერესით დააკვირდა. ვერაფრით გაიხსენა ვის აგონებდა მისი გამჭოლი მზერა. გონების სიღრმეებში გადახედა მათ სახეებს ვისაც ოდესმე უღალატა. ყველა ვერც გაიხსენა. სიმწრით გაეცინა.
_ ვერ გამიხსენეთ არა? ნეტავ რატომ არ მიკვირს? აი მე კი არასდროს დამვიწყებია თქვენი სახე! მამაჩემის დამავიწყდა ლამის, მაგრამ თქვენი არა! უცნაურია არა? ან იქნებ არცაა უცნაური? მე პატარა ვიყავი მამა რომ თქვენ გამო ციხეში მოხვდა. იმ ღამეს, როცა დედაჩემს მოაკითხეთ და მან სახლიდან გაგადოთ! გახსოვთ რა უთხარით დედას? „ამ ქვეყნად ყველაფერს თავისი ფასი აქვს ლილი, როდესაც მიხვდები რა ღირს შენი ქმრის თავისუფლება, იცი სადაც მიპოვნიო!“ არაკაცი იყავი და არაკაცად დარჩი! ეს, რაც დაგმართე, ძალიან ცოტაა შენთვის! მაგრამ ზუსტად იმას გართმევ, რაც ასე გეძვირფასება, შესაძლებლობებს! _ სუნთქვა შეეკრა გოგის. ახლაღა გაახსენდა წლების წინანდელი „უმნიშვნელო“ ინციდენტი. თუ როგორ დაადგა მეგობრის ცოლს თვალი და როგორ დაუნგრია ცხოვრება კარგ ადამიანს შურის და მიღებული უარის გამო. როგორ დააბრალა რაღაც შეთითხნილი მაქინაცია და როგორ გაუშვა ციხეში. თუმცა საწადელს ვერ მიაღწია. მაგრამ წამითაც არ უნანია ჩადენილი. გაახსენდა კუთხეში ატუზული პატარა გამხდარი ბიჭუნას ზიზღით სავსე თვალები. გაოცებით ახედა ფეხზე წამომდგარს. დიახ, ის იყო! ან როგორ ვერ უცნო ნახვის წამიდან?! მაგრამ ასე იცის ზედმეტმა თავდაჯერებამ და საკუთარი თავის ყალბი დიდებით სიბრმავემ.
_ მოკითხვას გით ლით დედა ბატონო გოგი!_ ირონია არ დაუფარავს თორაძეს._ ჩვენ დავამთავრეთ!
ადგა და ზურგი აქცია სახეარეულ კაცს. მშვიდად დატოვა მისი კაბინეტი. სტვენით გაიარა დერეფანი და როცა იმ საძულველი შენობიდან გამოვიდა მშვიდად ამოისუნთქა ვალმოხდილმა.

_ ვიცი თქვენი ხელი ურევია ამ საქმეში!_ თითს მაგიდაზე გადაშლილ საბუთს უკაკუნებდა კეკე._ ასე მარტივად არ დანებდებოდა. მშიერი სვავივით დასტრიალებდა საკბილოს!
მაგიდაზე მეურვეობაზე უარის თქმის ხელწერილი იდო. ოფიციალურად დამტკიცებული და ბეჭედდასმული. დილით მიუტანა ონომ მარიამს სამსახურში. მაგრამ რომ ვერ ნახა გადაწყვიტა კეკე ენახა. თითქოს მიზეზს ეძებდა მასთან შესახვედრად.
_ არ მიპასუხებ არა? კარგი, არცაა საჭირო, მადლობელი ვარ! მიზეზს კი ვერ ვხვდები, რატომ დაგვეხმარე!_ მართლა აინტერესებდა, რატომ და რის გამო იწუხებდა თავს თორაძე და მარიამისთანა უბრალო გოგოს რატომ ეხმარებოდა?
_ მიზეზი? მარტოხელა დედების მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს თემური!_ ცოტა არ იყოს და გაურკვეველი პასუხი იყო. მაგრამ მართალს ამბობდა ონო. მარიამი ლილის აგონებდა თემურს. თითქოს საკუთარ თავს ხედავდა ნინას ადგილას. არავის გაუწვდია მათთვის დახმარების ხელი მას შემდეგ რაც მამამისი ციხეში მოხვდა. ყველამ დაივიწყა, ყველამ მიატოვა. მხოლოდ კობა კერესელიძე არ მოქცეულა ასე. იცოდა ონომ ეს ამბავი. მაგრამ მხოლოდ მადლიერებაც არაფერ შუაში იყო. სამართლიანობა, აი რა ამოძრავებდა თორაძეს ახლა და ამას გარდა მოსწონდა მარიამი. კი, ამასაც კარგად ამჩნევდა ონო. როგორ უციმციმებდა თვალები თემურს, როცა მარიამს ხედავდა. აი მარიამი კი ვერც კი გრძნობდა ამ გაუნელებელ ინტერესს. გაეღიმა ონოს.
_ რა გაცინებს ბატონო თემურ?_ უცებ დაიჭირა მისი ემოცია კეკემ.
_ვფიქრობ დღეს სასიამოვნო ამბავს გავიგებთ!_ ისე უპასუხა სახე არ შესცვლია.
_ სასიამოვნოს? ამაზე მწტად?_ თითი დაჰკრა საბუთებს კეკემ._ არ მიყვარს ვალში ყოფნა. მითხარით, როთ გადაგიხადოთ სამაგიერო?
_ არაა საჭირო..._ თუმცა დაფიქრდა და აზრი შეიცვალა ონომ. ამ შანსს ვერ გაუშვებდა ხელიდან._ უბრალოდ შეგიძლიათ ვახშმად დამპატიჟოთ თქვენს აივანზე!
უცბად ასწია თვალები კეკემ. არ მოჩვენებია მის ხმაში გაჟღერებული ორაზროვნება.
_ ჩემს აივანზე? ვახშმად?_ თვალები მოჭუტა და დააკვირდა მოსაუბრეს._ დიდად ვერ დავიკვეხნი მზარეულობით, მხოლოდ იმდენი, რომ შიმშილით არ მოვკვდე! თანახმა ხართ?
მხიარულად გაეღიმა ონოს. თავი დაუქნია.
_ მხოლოდ არ მიყვარს ფეხშველი სიარული!_ უპასუხა ისევ გაუგებრად. თუმცა კეკე არ იყო მიუხვედრელი ქალი. ინტერესით ააყოლა თვალი კაცის სხეულს. და როცა მის თვალებს შეხედა შეკრთა იმდენად აშკარა იყო მათში ამოკითხული სურვილი.
_ საინტერესოა!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა. ქალის პრაქტიკულმა გონებამ უცებ წარმოიდგინა რა სარგებლის მომტანი იქნებოდა თორაძესთან ნებისმიერი სახის პარტნიორობა. ვერც კი ხვდებოდა კეკე, რომ სულ სხვა ადამიანს ესაუბრებოდა იმ წამს. ონოს კი სიტუაციის ახსნით თავიც არ შეუწუხებია. დაე ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო კეკესთვის.

იმ საღამოს ვარდისფერი ფუმფულა ოთახის ჩუსტები შეიძინა კეკემ. თითქოს ხაზს უსვამდა, რომ ონოსთვის არ იყო გამიზნული. თითქოს არავინ სჭირდებოდა საკუთარ სიმარტოვეში. თითქოს მხოლოდ გარიგება და სარგებელი იყო მისთვის ურთიერთობა. მაგრამ როცა მაცივრის კარი გააღო და იქიდან სიცარიელემ შემოანათა დაიბნა.
_ მართლა კვერცხს ხომ არ შევუწვავ ამ კაცს?_ ჩაილაპარაკა დაფიქრებით, მაგრამ რატომაც არა? განა კერძს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა? ეს ხომ მხოლოდ ერთგვარი პრელუდია იყო?! თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და მაცივარი დახურა._ თითასაც არ გავანძრევ შენთვის იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა!
ჯიუტად გაესაუბრა ონოს ლანდს. ტელეფონმა დაურეკა. მარიამი იყო.
_ გისმენ მარიამ!_უპასუხა მხიარულად.
_ ინფორმაციას გადახედეთ კეკე! მგონი დაუჯერებელი რამ ხდება!_ უპასუხა მშვიდად მარიამმა. ახლაც კი მუშაობდა მარიამი. წამით არ ივიწყებდა საქმეს. უკმაყოფილოდ გახსნა სიც. ქსელი და ინფორმაციებს ჩაუყვა.
„არახელსაყრელი გადაწყვეტილება კრახის ფასად დაუჯდა ბიზნესმენ გოგი გვაზავას.“ იუწყებოდა რომელიღაც ინტერნეტ გაზეთი . „ხელიდანგაშვებული ტენდერი და გაკოტრებული კომპანია“ იუწყებოდა მეორე და უცებ თვალები შუბლზე აასხდნენ კეკეს.
„ცრუ ბრალდებით გაწირული მეგობრის ცოდვამ უწია გოგო გვაზავას. ჩემი მეუღლის, აკაკი თორაძის სახელი დავიწყებას არ მიეცემა. ახლა სრულებით სუფთაა მისი შელახული ღირსება. ამდენი წლის შემდეგ, ყველაფერს დაერქვა თავის სახელი, როგორც იქნა ჩვენი სინდისიც სუფთაა. მის საქმეს ჩვენი ვაჟი გააგრძელებს.“
ჯერაც მომხიბლავი ქერათმიანი ქალის გვერდით მდგარი ახალგაზრდა კაცის სურათს გაოგნებული დასჩერებოდა კეკე. ანუ ეეს იყო თემურ თორაძე? მაშინ ვის ელოდა თავად ახლა? კარზე ზარი დარეკეს.
_ ასე არა?!_ ჩაეღიმა ქალს უცნაური აზარტით._ ანუ დაჭერობანას ვთამაშობთ არა? რატომაც არა? მიყვარს თამაში.
ჩვეულად ფეხშველი გაემართა კარისკენ. მშვიდი სახით გამოაღო კარი. წითელი ღვინით ხელდამშვენებულ სტუმარს სტუმართმოყვარედ გაუღიმა და შიშველი ტერფით გამოუწია ცოტა ხნის წინ ნაყიდი ფუმფულა ვარდისფერი ჩუსტები. რომლებიც იმდენადად კონტრასტული იყვნენ კეკეს ერთფეროვანი სიმყუდროვისთვის, რომ ლამის კიოდნენ: „ჩვენ აქ ვართ, თქვენს სამსახურში, მოგვირგეთ და გამოგვიყენეთო!“

7 თავი
_ საღამო მშვიდობისა ბატონო თემურ!_ ხაზგასმით წარმოსთქვა კეკემ სტუმრის სახელი და განზე გადგა. კარი ონოს ზურგს უკან საიმედოდ გადაკეტა. თითქოს სასურველი სტუმარი დაგებულ მახეში მოამწყვდია.
_ აქეთ მობრძანდით!_ ასე კი უთხრა, მაგრამ მანამ არ დაიძრა ადგილიდან, სანამ სტუმარმა ის უცნაური ჭყეტელა ჩუსტები არ მოირგო ფეხზე. ირონიულად გაეღიმა კეკეს ონო რომ შეათვალიერა.
„ ფეხშველა სიარული არ უყვარს თურმე!“ გამარჯვებულის ღიმილით შეუძღვა ნაცნობ მისაღებში. მოტანილი ღვინო მაგიდაზე დადგა და „დაჯექიო!“ ანიშნა სტუმარს. ონომ ოთახი მოათვალიერა და დაჯდა.
_ მაგიდა, როგორც ისურვეთ, აივანზე გავშალე!_ უპასუხა მის ფიქრებს კეკემ._ თქვენ არ ცდებით, მართლაც სხვა სიმყუდროვეა იქ!
ფარდა გადასწია და აივნის კარი გამოაღო. მოწნულ სკამებს შორის პატარა მრგვალი მაგიდა ჩაედგა კეკეს. ლამაზად გაეფორმებინა იქაურობა. თითქოს უბრალო ვახშამი კი არა რომანტიკული საღამო ჰქონდა დაგეგმილი. იმდენად აშკარა მინიშნება იყო ამაზე, რომ ონომ გაოცებით ასწია წარბი. არა კი იცოდა, რომ კეკე არაორდინალური ქალი იყო, თამამიც და ალბათ სწორხაზოვანიც თავის სურვილებში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ ხვდებოდა ონო შემდეგ ნაბიჯს როგორს გადადგამდა ეს უცნაური ქალი.
_ მე რომ მამას კომპანიის გადაბარების აუცილებლობა არ მქონოდა ინტერიერის დიზაინერი და დეკორატორი ვიქნებოდი. არაფერი მანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორსაც მეპატრონეების მორგება ცარიელი სახლებისთვის._ უცბად დაიჭირა ონომ მის მიერ ნათქვამი წინადადების აზრი.
_ ანუ პატრონი ერგება სახლს და არა პირიქით?_ ჰკითხა ფარული ღიმილით.
_ ნიჭია, ადამიანი დააჯერო იმაში, რომ ბედნიერებისთვის სწორედ ეს სჭირდება და მეტი არაფერი!_ ვითომ უბრალოდ ხელი აივნისკენ გაიშვირა კეკემ. ისევ მიუხვდა ონო ორაზროვნებას. ისევ გაეღიმა. ისე გამოდიოდა, რომ კეკე მართავდა აქ სიტუაციას. თითქოს ის უბიძგებდა ონოს იმ ბედნიერებისკენ, რომელიც აკლდა და იმ სურვილს უჩენდა, რაც სინამდვილეში თავად უფრო სურდა, ვიდრე მის არჩეულ „მსხვერპლს.“
მაგიდაზე დეკორაცია მეტი იყო, ვიდრე კერძი. თუმცა იმდენად ოსტატურად ნიღბავდა კეკე დეტალებით ამ ამბავს, რომ იფიქრებდი, სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებულიო და ეჭვადაც ვერ გაივლებდით, რომ უბრალოდ მეტი მზარეულობა არ ან ვერ გამოსდიოდა ქალს.
_ ომლეტი!_ ირონია შეეპარა ხმაში ონოს. როგორც კეკე ისიც არ იყო მარტივი და გულუბრყვილო ადამიანი. ამიტომ მისი მოტყუება და თვალის ახვევა ამ თვალის ასაბმელი დეტალებით არც ისე ადვილი იყო.
_ როგორც დაგპირდი!_ არც კი შეიმჩნია კეკემ მისი ირონია.
_ ომლეტი და წითელი ღვინო!_ ღიმილს ვერაფერს უხერხებდა კაცი.
_ რატომ ასე მარტივად? ომლეტი, წითელი ღვინო და მე!_ თვალებში ისე თამამად შეხედა კეკემ ონოს, რომ მას ლამის გულზე დაადგა ლუკმა. ჩაახველა რამდენჯერმე. სული მოითქვა.
_ შენ?_ ჰკითხა ეჭვით.
_ როგორც წესი, მე უმეტესად არ ვვახშმობ ხოლმე!_ თითქოს სულ სხვა რამ უპასუხა ქალმა და მაინც სწორედ მთავარ კითხვაზე გასცა პასუხი. თანაც ისეთი მონდომებით შეუდგა ომლეტის დაქუცმაცებს , თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი არაფრით იყო მის მიერ ნათქვამი სიტყვები.
_ მგონი აქ მონადირე სწორედ შენ ხარ არა?_ პირდაპირ ჰკითხა ონომ და ჩანგალი თეფშზე დადო.
_და შენ კი ჩემი ნანადირევი!_ თავი ასწია კეკემ და გაუღიმა. მაგრამ ამ ღიმილში არაფერი არ იყო ავხორცული, ანდაც ხმამაღლა გაჟღერებული სურვილის მაგვარი. ონომ გაიფიქრა, რომ კეკემ უბრალოდ ფაქტი გააჟღერა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და გულში თავი დამარცხებულად აღიარა. მართალი იყო კეკე, ეს კაცი ახლა მას ეკუთვნოდა და თუ მოისურვებდა ამ და სხვა კიდევ ძალიან ბევრ ღამესაც მასთან გაატარებდა. მაგრამ ონო ის კაცი არ იყო, ვისთანაც ქალი იწყებდა და ასრულებდა ურთიერთობას. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასეთი არაფერი დამართვნია. ასეთი უცნაური დომინანტი ქალი არასდროს ჰყოლია. სხვებთან ყოველთვის თავად იყო ღერძი და სწორედ მის გარშემო ბრუნავდა ხოლმე დედამიწა. თუმცა თავს შებოჭილად და უსუსურად არ გრძნობდა, პირიქით, ეს ქალი ენერგიით და სურვილით ავსებდა. თვალებში უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა მისთვის. მაგრამ როცა სწორი ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, იქ სიტყვები ზედმეტია ხოლმე.
ნელა წამოდგა კეკე ფეხზე. აივნის მოაჯირებს დაეყრდნო და ღამის ქალაქს გადახედა.
_ აბა ბატონო ონო! იღებ ჩემი თამაშის წესებს?_ შეკრთა კაცი. არ ეგონა თუ კეკემ უკვე იცოდა მისი ვინაობა.
_ ანუ იცი?
_ ვიცი!
_ არანაირი ბიზნესები, კომპანიები და აქციები მე არ მაქვს! _ ფეხზე ადგა ონო და ზურგშექცეულ ქალს მიუახლოვდა. ისე სურდა იმ წამს მისი შეხება. თანახმა იყო თუნდაც ნებაყოფლობით ყოფილიყო ამ მშვენიერი მხეცის ნანადირევი. კეკე მისკენ მობრუნდა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა უცნაური ინტერესით. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ განა მხოლოდ მისი ფინანსური მდგომარეობა არ ანაღვლებდა, არამედ მის გამო საკუთარსაც დათმობდა.
_ არც გჭირდება!_ მხიარულად გაუღიმა და ხელები კისერზე მოხვია. _ სრულებით საკმარისი ხარ!
_ იცი არა, შენ განსაკუთრებული ქალი ხარ?!_ მკლავებზე ჩამოუსვა თითები და წელზე მოეხვია.
_ მაგაში ეჭვი არ მეპარება!_ მხიარულად და თავდაჯერებულად გაუღიმა კეკემ. ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე და ტუჩებში აკოცა...

როცა ონოს გამოეღვიძა ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული. საწოლის მეორე მხარეს გადახედა გაოცებულმა. ცარიელი დახვდა.
_ ასე ადრე დგება ხოლმე? _ ჩაილაპარაკა უკმაყოფილომ. არანაირი რომანტიული პატარა წერილები, ფინჯანი ყავა, დილის კოცნები და ამ კოცნებით გაღვიძება არ დახვდა და ესეც გაუკვირდა. საწოლიდან წამოდგა და იატაკზე ლამაზად დაწყობილ ჭყეტელა ვარდისფერ ჩუსტებს რომ ჰკიდა თვალი ჯერ ხმადაბლა ჩაეცინა, შემდეგ კი გულიანად ახარხარდა.
_ შარში ხარ ძმაო!_ უთხრა საკუთარ თავს და ფეხზე ადგა. თავი სწრაფად მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა. მაცივარი გამოაღო და მის მწირ შიგთავსზეც მხიარულად გაეღიმა. გადაწყვიტა მაღაზიაში გასულიყო.
_ აჯობებს თუ ჩემს პატარა მხეცუნიას კარგად გამოვკვებავ, ნამდვილად ჯობია თუ მშიერი არ იქნება და თავს კარგად დავიზღვევ, თორემ ვატყობ არც ჩემი შეხრამუნება გაუჭირდება!_ მხიარულ განწყობას ვერაფერს უხერხებდა. თავი ასე სრულფასოვნად და მნიშვნელოვნად არასდროს არ ეგრძნო ქალის გვერდით. მით უფრო იმ ქალის გვერდით, რომელიც სანაცვლოდ და სამაგიეროს არაფერს ელოდა მისგან. სიამოვნებდა ეს განწყობაც და საიდანღაც მოსული სხვაზე ზრუნვის შინაგანი, დაუოკებელი სურვილიც.
_ აი ეს კი სრულებით ზედმეტია!_ სიცილით შეხედა სამზარეულოს კედელზე გამოჭიმულ გოგი გვაზავას უზარმაზარ ფოტოს და შუბლიდან ყუამდე ჩარჭობილი დანა ფრთხილად ამოაცალა._ იმედია ოდესმე თქვენს ადგილს მე არ დავიკავებ ბატონო გოგი!_ უთხრა ფოტოდან მომზირალ მამაკაცს ოდნავი შეშფოთებით. ფოტო კედლიდან ჩამოხსნა და ნაგვის ურნაში მოისროლა. გოგის ამბავი უკვე დასრულებული იყო.

_ გისმენ მარიამ!_ წამით შეწყვიტა სირბილი და შემომავალ ზარს უპასუხა კეკემ. თენდებოდა და პარკის კონტურები სულ უფრო მკვეთრად იხატებოდა დილის რიჟრაჟში. უყვარდა კეკეს უთენია სირბილი. უყვარდა განთიადის ხილვა და თავად ამ მომენტის ეპიცენტრში ყოფნა. მით უფრო იმ წამს სიამოვნებდა სახლიდან გარეთ ყოფნა. რადგან შინაგან კმაყოფილებას გრძნობდა იმის ცოდნით, რომ მის სახლში მარტოობა აღარ ცხოვრობდა მეზობლად.

_ კეკე ნათლიათქვენი დღეს თურქეთში მიფრინავს!_ აცნობა მარიამმა.
_ მიფრინავს თუ გარბის?_ ჩაეცინა კეკეს კმაყოფილად.
_ როგორცაა, თქვენ უკეთ იცით. უბრალოდ ვიფიქრე დამშვიდობება გენდომებოდათ._ სერიოზული ხმით ამბობდა მარიამი, მაგრამ გულში იცინოდა. ზედმეტად კარგად იცნობდა კეკეს, რომ არ სცოდნოდა მისი დამოკიდებულება იმ ფლიდი გვაზავასადმი.
_ ჯანდაბაშიც წასულა! კეკე, ერთი თხოვნა მაქვს!_ ისევ მშვიდი ხმა ჰქონდა მარიამს._ შეუძლება დღეს თავისუფალი ვიყო?
_ რა მოხდა მარიამ, ნინა ხომ კარგადაა?_ მაშინვე ბავშვზე იფიქრა კეკემ. რადგან მარიამს არ ჩვეოდა სამსახურის უმიზეზო გაცდენა.
_ არა, ნინა კარგადაა, უბრალოდ... პირადი მიზნებისთვის.._ ცოტა დაიბნა მარიამი. ადვილად მიუხვდა კეკე მიზეზს.
_ გაბედე მარიამ! როგორც იქნა გაბედე ცხოვრების ახლიდან დაწყება! და ვინაა ის იღბლიანი?_ გაეცინა კეკეს.
_ დღეს თემურს უნდა შევხვდე!_ როგორც იქნა გაბედა მარიამმა თქმა.
_ მოიცა! თორაძეს? არ გამაგიჟო, მართლა? ნახე რა მიზნები ჰქონია! აქვს კაცს გემოვნება ვერაფერს იტყვი!_ მართლა არ მოელოდა კეკე, რომ მარიამი არც მეტი არ ნაკლები, თავად თორაძეს გაუხსნიდა გულს და მიენდობოდა._ შენ უკეთ იცი მარიამ, დიდი ეშმაკი კაცია ეგ შენი თემური! და ხო...
დაფიქრდა კეკე. ისედაც დიდი ხნის წინ უნდოდა ამის თხოვნა მარიამისთვის, მაგრამ ზედმეტ ფამილარობას ერიდებოდა, თუმცა კარგად იცოდა კეკემ, როგორი ნამდვილი იყო მარიამი. ამიტომ აღარ მორიდებია და პირდაპირ უთხრა:
_ მარიამ დღეიდან მოიშორე ეგ თქვენობითი ფორმა გთხოვ! განა მეგობრებს შეეფერებათ თქვენობითში საუბარი?_ გულისფანცქალით დაელოდა პასუხს. ახლა უფრო ღელავდა, ვიდრე გუშინ საღამოს აივანზე. წამით დუმდა მარიამი...

_ კარგი, მეც ძალიან მეხამუშებოდა სიმართლე რომ გითხრა!_ შვებით ამოისუნთქა კეკემ. მობილური გათიშა და სახლისკენ შებრუნდა.
_ ახლა, როცა სახლში დავბრუნდები, თუ ის ვაჟბატონი წასული არ დამხვდა, ვიტყვი: შეჩერდი წამო მშვენიერი ხარ!_ ჩაილაპარაკა თავისთვის და ავარდისფერებულ ცას გახედა._ თუ წავა?
ჩაილაპარაკა ჩაფიქრებით. ცას არ აშორებდა თვალს. ნელ_ნელა ოქროსფერი ეპარებოდა მზეს. კეკეს თმასავით ბრჭყვიალებდა დედამიწისკენ გამოპარული წვრილი სხივები.

_ ვერ წავა! განა მზისგან მიდიან?! და თუ წავა, ესეიგი ტვინი არ ჰქონია და არც დარდად ღირს მაშინ!_ ყურსასმენი მოირგო. დილის საყვარელი სიმღერა sonique_ sky ჩართო და სახლისკენ გაიქცა, იმაზე სწრაფად, ვიდრე მანამდე სჩვეოდა ხოლმე.

დასასრული....

ვე რა



№1 სტუმარი Marussa

ვაიმე მიყვარხარრრ. როცა მოწყენილი ვარ ან მცალია მაშინვე შენი ისტორიების კითხვას ვიწყებ, მგონი ყველაფერი წავიკითხე რაც გიდევს, საცოარი გოგოხარ ჰევრი წარმატება შენ, ისე გამიხარდა მთლიანად რომ დადე, იმედნხანს ველოდი კეკესსს, მართლაა ბედნიერიი ვარრრრ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️????????????????????????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

საუკეთესოა უბრალოდ საუკეთესო

 


№3 ახალბედა მწერალი ვე რა

Marussa
ვაიმე მიყვარხარრრ. როცა მოწყენილი ვარ ან მცალია მაშინვე შენი ისტორიების კითხვას ვიწყებ, მგონი ყველაფერი წავიკითხე რაც გიდევს, საცოარი გოგოხარ ჰევრი წარმატება შენ, ისე გამიხარდა მთლიანად რომ დადე, იმედნხანს ველოდი კეკესსს, მართლაა ბედნიერიი ვარრრრ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️????????????????????????

აუუ მადლობა დიდი, როცა სევდიანა ადამიანს ხალისს ვუბრუნებ, ანუ მიზანი მიღწეულია და ძალიან მიხარია ეს.

სტუმარი ნათია
საუკეთესოა უბრალოდ საუკეთესო

მიხარიაა მართლა ძალიან, მადლობა.

 


№4 სტუმარი სტუმარი nina

ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო. მსუბუქი, იუმორით სავსე, სახალისო. მადლობა. <3

 


№5 სტუმარი Ვალიდა ჯარიაშვილი

კარგი წასაკითხია მადლობა

 


№6  offline წევრი Kesouri

მისი ქალიშვილს არ გააგრძელებთ?

 


№7 ახალბედა მწერალი ვე რა

Kesouri
მისი ქალიშვილს არ გააგრძელებთ?

დავასრულებ მალე და ერთიანად დავდებ.

 


ძალიან კარგია. მოკლე კონკრეტული ლაკონური. თუმცა ბოლოს მარიამის და კეკეს პირადის განვრცობას ვისურვებდი სულ ცოტათი მაინც. თუმცა თქვენ უკეთ იცით. წარმატებები❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

მისი ქალიშვილი დაამთავრეთ, გთხოვთ ველოდებით. ის უფრო საინტერესო იყო

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

კეკეზე საინტერესო ისტორიაა მისი ქალიშვილი. დაამთავრეთ ბოლოსდაბოლოს

 


№11 სტუმარი ნესტან

მომეწონა ძალიან საინტერესო იყო თან იუმორით სავსე არ მინდოდა დასრულება კიდევ წაიკითხავდა კაცი ????????????ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

 


№12 სტუმარი მანანა ლომიძე

მომეწონა,ყოჩაღ ავტორს გამართულად და საინტერესოდ წერ.რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო არ მწყინდება,ყველა თქვენი ისტორია ასეთი გამართული და საინტერესოა.

 


№13 ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინო
კეკეზე საინტერესო ისტორიაა მისი ქალიშვილი. დაამთავრეთ ბოლოსდაბოლოს

უკაცრავად მაგრამ ამ სამ კვირაში შემთხვევით ორი ისტორია ხომ არ დავამთავრე უკვე? ცოტა ტონს დაუკვირდით და ისე წერეთ კომენტარები. საუბრის ტაქტი ისწავლეთ ბოლოს და ბოლოს!

ნესტან
მომეწონა ძალიან საინტერესო იყო თან იუმორით სავსე არ მინდოდა დასრულება კიდევ წაიკითხავდა კაცი ????????????ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

ახალიც მალე იქნება. მადლობა.

ნათია სახვაძე
ძალიან კარგია. მოკლე კონკრეტული ლაკონური. თუმცა ბოლოს მარიამის და კეკეს პირადის განვრცობას ვისურვებდი სულ ცოტათი მაინც. თუმცა თქვენ უკეთ იცით. წარმატებები❤️❤️

მადლობა შეფასებისთვის.

მანანა ლომიძე
მომეწონა,ყოჩაღ ავტორს გამართულად და საინტერესოდ წერ.რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო არ მწყინდება,ყველა თქვენი ისტორია ასეთი გამართული და საინტერესოა.

მადლობა დიდიიიი))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent