შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს


3-10-2024, 12:36
ავტორი lillianna
ნანახია 2 000

…..
ლექსოს შიშველ გულზე ედო ანიტას თავი და მშვიდად სუნთქავდა, ბიჭი თმებზე ეფერებოდა და ცდილობდა ხელი უფრო ძლიერად მოეხვია , უცნაური შეგრძნება ჰქონდა ანიტას, ყოველთვის ეგონა რომ პირველად სიყვარულს ქმართან ერთად მიეცემოდა, ეს ალბათ იმიტომ რომ ზედმეტად ტრადიციული ოჯახიდან იყო, წარმოიდგინა რას ეტყოდა დედა ახლა ეს ყველაფერი რომ გაეგო, უხერხულად შეიშმუშნა, წამით შეეშინდა მაგრამ საყვარელი მამაკაცის გულის ფეთქვა და მისი თითოეული შეხება რომ გაიხსენა შიში სადღაც უკან დარჩა , არაფერი ყოფილა ანიტას ცხოვრებაში ამ დღეზე ლამაზი, ზუსტად იცოდა რომ რაც არ უნდა მომხდარიყო არასდროს ინანებდა მომხდარს , ლექსო ის კაცი იყო ვინც თავდავიწყებით უყვარდა
-ანიტა კარგად ხარ?
გოგონას სახე ააწევინა , ანიტამ თავი დაუქნია
-რამე ხომ არ გტკივა ?
ლექსომ დაინახა როგორ აუწითლდა გოგონას ლოყები
-არაფერი
დაიჩურჩულა , მამაკაცი მისკენ გადმოიხარა და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო
-შენთან ერთად გატარებული დღეები ყველაზე ბედნიერი მომენტებია ჩემს ცხოვრებაში ანიტა, აღარასდროს გატკენ გულს!
შიშველ მკლავზე თითი ნელა აააყოლა , ნიკაპი თითით კიდევ ერთხელ აუწია და თვალებში ჩახედა
-ნანობ?
-არა!
წამითაც არ დაფიქრებულა ანიტა , ოდნავ წამოიწია , შიშველ სხეულზე ზეწარი ჰქონდა შემოხვეული და მკერდთან ხელით ეჭირა
-არასდროს არ ვინანებ ლექსო
ბიჭის სახეს გაუთანაბრდა და ამჯერად მან აკოცა
საოცარი ტკბობის განცდას უქმნიდა ლექსოს ის ფაქტი რომ საყვარელი ქალი უკვე მას ეკუთვნოდა , უფრო მეტი ვნებით სავსემ შეუცურა ხელი თმაში და მისკენ მოიზიდა , წამში დაატრიალა გოგონას სხეული, საწოლზე გადააწვინა და შემოხვეული ზეწარი მკერდთან ხელით მოაშორა
-როგორი ლამაზი ხარ !
ბიჭის მწვანე თვალები პირდაპირ დაჰყურებდა ანიტას სახეს
-ლექსო …
რაღაცის თქმა დააპირა ანიტამ
ლექსოს ნაკლებად ესმოდა რას ამბობდა ამ წამს ანიტა , ყელთან და შემდეგ ყელზე ცხელ კოცნებს უტოვებდა გოგონას
-რაო
დაიჩურჩულა ანიტას ტუჩებთან გაჩერებულმა მისმა ტუჩებმა
-დიდიხანია ოთახში ვართ
ნაზი ხელები მკერდთან მიაბჯინა გოგონამ
-მზად ვარ მთელი ცხოვრება დავრჩე !
ტუჩზე სველი ტუჩები შეახო და ქვედა ბაგე კბილებით მოქაჩა , ანიტამ წამით ამოიკვნესა
-გატკინე ? თვალებში ყურება არ შეუწყვეტია ბიჭს
-მგონი დღეს ზედმეტად ბევრი რამ მატკინე ამიტომ ჯობია ავდგეთ
ზეწარი ისევ ხელით შემოიხვია ანიტამ და წამით უკან დახეულ მამაკაცს ხელიდან დაუსხლტა
-უნდა ჩავიცვა
უკვე სააბაზანოს კართან იდგა და ეშმაკურად იცინოდა
-შეგიძლია ბიუსჰალტერი მესროლო?
გამოსძახა ჯერ კიდევ ნახევრად გაღებული კარიდან
-მოდი და აიღე!
ლექსო იატაკისკენ დაიხარა , თხელი ვარდისფერი ქსოვილი ხელში აათამაშა
-ლექსო!
-კარგი ხო აიღე !
ანიტამ ცალი ხელით დაიჭირა ნასროლი რადგან მეორე ხელით ჯერ კიდევ ტანზე შემოხვეული ზეწარი ეჭირა.
-ჰეი მოიცა !
სანამ კარს მიხურავდა ერთხელ კიდევ გამოახედა ბიჭმა
-მიყვარხარ!
ანიტას სახიდან ღიმილი არ მოშორებია ისე მიიხურა აბაზანის კარი..


-ანუუუუ ოფიციალურად ვაპირებდი ძებნა გამომეცხადებინა ! სად დაიკარგე?
სასტუმროს კაფეში დაბრუნებულ ანიტას გასასვლელშივე შეეჩეხა ნენე
-მერე გეტყვი !
ძალიან მოკლე მიმიკით ანიშნა ანიტამ ნენეს ამ წამს მეტი აღარაფერი ეკითხა , დაელოდა მომენტს სანამ ლექსო და ლუკა გვერდით მაგიდასთან გადაინაცვლებდნენ , და როდესახ ასე მოხდა თავის შეკავება ვეღარ შეძლო
-ნენე რაღაც უნდა გითხრა !
ნენეს თავი არ აუწევია მობილურის ეკრანიდან , ძალიან გულმოდგიმებით ათვალიერებდა საკუთარ ფოტოებს
-ნენე!
კიდევ ერთხელ დაიძახა ანიტამ მისი სახელი, ამჯერად უფრო მკაცრი ტონით
-ხოო გისმეენ თქვიი
მაინც არ იყო ნენეს გონება ამ წამს მეგობართან -აუ ნახე რა კარგი ფოტოები გადამიღო ლუკამ
აპირებდა ტელეფონი ანიტასთვის გადაეცა
-ლექსოსთან სექსი მქონდა
პირდაპირ მიახალა სათქმელი ანიტამ , ახლა კი ნამდვილად ვერ შეძლო ნენემ ემოციების შეკავება და თითქმის მთელი სასტუმროს გასაგონად დაიყვირა
-რააააა???
წამით ყველას მზერამ მეგობრების მაგიდისკენ გადმოინაცვლა
-ჩშშშ
პირზე ხელი აააფარა ანიტამ
გვერდით მაგიდაზე ლუკა და ლექსო ისხდნენ
-რა სჭირს ნეტა
ნენეს უყურებდა ლუკაც
-მგონი ვხვდები რაც ! ლუდის ბოთლი ხელში აათამაშა ლექსომ
-რა ?
-ისეთი არაფერი

ვითომ ვერ ხვდებოდა ლექსო რა იყო გოგონების სასაუბრო თემა ამჯერად, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ძალიან კარგად ხვდებოდა და სწორედ ეს გვრიდა ღიმილს სახეზე
-ახლავე წამოდი!
მაჯაში ხელი წაავლო ნენემ ანიტას
სასტუმროს ნომრამდე ისე ავიდნენ ხმა არცერთს არ გაუცია ერთმანეთისთვის
-სულ გაგიჟდი ხო! ერთ დღეს ბრაზობ მეორე დღეს გიყვარს !
აი უკვე ნენეს ნომერში იყვნენ
-ვბრაზობ მაგრამ სიყვარულით სულ მიყვარს
საწოლზე ჩამოჯდა ანიტა
-როგორ ხარ ახლა ? რამე… ანუ იმას ვგულისხმობ .. რამე ხომ არ გინდა ?
გვერდით მიუჯდა ნენე
-ჰიგიენური საფენები თუ გაქვს მინდა
გაეცინა ანიტას
-საშინელი დენა მაქვს
-ეგ ნორმაა დამშვიდდი პირველ ჯერზე … შენ ის მითხარი როგორი იყო? ყველაფერი მაინტერესებს ! ცალი ფეხი საწოლზე შემოიდო
-კარგი რა ნენე
-მიდი გოგო ნუ გრცხვენია , მე ხო მოგიყევი ლუკასთან გატარებულ პირველ ღამეზე
თითქმის შეევედრა მეგობარს
-საოცარი იყო
სულ ორი სიტყვა ეყო ანიტას ეს მდგომარეობა რომ აღეწერა
-კიდევ? მაინც არ ეშვებოდა ნენე
-ლექსო საოცარი იყო ნენე , ისე ფრთხილად მექცეოდა იფიქრებდი რომ ეშინოდა რამე არ მომსვლოდა , თანაც სულ სულ მიმეორებდა რომ ვუყვარვარ
ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ ანიტასაც მოერია ღიმილი სახეზე
-თავიდანვე ვამბობდი რომ ლექსო საუკეთესო იყო შენთვის !
ძლიერად გადაეხვია მეგობარს ნენე , დიდხანს დიდხანს იყვენენ ერთმანეთზე გადაფსკვნილები , სანამ სიჩუმე ისევ ნენემ არ დაარღვია
-ისე ვერ ვიფიქრებდი თუ მე ქორწინებაში მექნებოდა პირველად სექსი და შენ ქორწინების გარეშე
-ქორწინება არ მაინტერესებს ნენე, იმდენად მიყვარს იმდენად მას ვეკუთვნი და ის იმდენად მე რომ , ყველაფერს ეკარგება აზრი ირგვლივ და ამავე დროს ყველაფერი იძენს აზრს !

ანიტას მოსაძებნად წამოდგა ლექსო მაგიდიდან , ლიფტს ელოდებოდა როდესაც მკლავზე შეხება იგრძნო , ნელა მოატრიალა თავი
-ყველაფერი საბოლოოდ დაასრულე ხომ !
სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა ლილიას სახეს , აღარ იცოდა ლექსომ როგორ მოქცეულიყო საბოლოოდ რომ ამოეგდო გოგონას თავიდან
-არ გინდა ლილია
ისევ ზურგით შეტრიალდა მისგან
-იწექი მასთან ?
ლილიამ ხელი მოჰკიდა და ისევ მისკენ სახით შემოაბრუნა
-სულ გაგიჟდი?
გაბრაზებულმაა წაავლო მკლავზე ხელი ლექსომ და უკვე კარ გაღებულ ლიფტში თითქმის ძალით შეათრია
-ხმას დაუწიე! ვერ ხვდები რომ სასაცილოდ იგდებ თავს?
ხელები მოაშორა და ოდნავ უკან უბიძგა , ლილია წაბორძიკდა
-სექსი გქონდა მასთან თუ არა !
ისევ ზედმეტად კატეგორიული იყო ლილიას ხმის ტონი
-მე რა გითხარი?
ნერვები ვერც ლექსომ მოთოკა , ამჯერად ლიფტის სარკესთან ააყუდა გოგონას სხეული
-მორჩი! შეიგნე რომ ყველაფერი დამთავრდა !
თვალებში ჩააშტერდა
-როგორ შეგეძლო …
-შევძელი!
-როგორ … თვალები ისევ აუცრემლიანდა
-შემიყვარდა!
ლექსოც არ აშორებდა თვალებს
-მიყვარს , გაიგე ! მიყვარს ! დამთავრდა ლილია შეეგუე რომ დამთავრდა ! ოღონდ ახლა კიარა მაშინ! პარიზიდან რომ წამოვედი მაშინ დამთავრდა ყველაფერი!
ხელები ისევ ძირს დაუშვა
-ანიტა არაფერ შუაშია და ისევ ნუ იქცევი თითქოს გიღალატეს !
-შენ უღალატე ჩვენს სიყვარულს როცა სხვა ქალთან დაწექი
ლექსოს გაეცინა
-ნუ მაცინებ ლილია! შენ გგონია შენს შემდეგ თავს ვინახავდი? ამჯერად ხმამაღლა გაიცინა
-მაგრამ ისინი არ გყვარებია
ხმა ისეთი სევდიანი ჰქონდა
-მომისმინე !
ისევ შეეცადა გოგონასთან მზრუნველი ყოფილიყო
-შენ ძალიან ძალიან ლამაზი ხარ ლილია! ნებისმიერი კაცი შენს გვერით ბედნიერი იქნება
-რატომ არ შეიძლება შენ იყო ბედნიერი ჩემთან ლექსო! ხელები ისევ ფრთხილად ჩამოაცურა გოგონამ მამაკაცის ლოყაზე და წვერთან შეჩერდა
-მე აღარ ვიყავი შენთან ბედნიერი ლილია!
ყველა სიტყვა თავიდან კლავდა ლილიას ისედაც განადგურებულ გულს
-გთხოვ ნუ იქცევი ასე, შეხედე შენს თავს! არაფერი გჭირს საიმისო რომ აქ იდგე ჩემს წინ დამცირებული, და ჩემგან სიყვარულს ითხოვდე , ამას არც მე და არც არავინ არ იმსახურებს ლილია! ისეთი ადამიანი იპოვე ვინც შენ მოგცემს მთელს სამყაროს , მე უკვე აღარ ვარ ის კაცი ვინც ამას გააკეთებს !
ლიფტის კარი გაიღო თუ არა პირველი ლექსო გავიდა


საუბრიდან ორ საათში ჩაალაგა ლილიამ ჩემოდანი, გარეთ შეკრებილ მეგობრებს სათითაოდ გადაეხვია
-მაშ მიდიხარ ? ძალიან თბილად მოეხვია ლუკა
-ვფიქრობ არც უნდა ჩამოვსულიყავი
ასევე თბილი იყო მასთან ლილია
-დავუბრუნდები ჩემს კარიერას და ცხოვრებას… ცდილობდა თავისთვის ძალა დაეტანებინა რომ ის სევდა დაემალა რასაც გულით ატარებდა
-ბედნიერებას გისურვებ დაო! შენ მართლა იმსახურებ ამას
ამჯერად დათო გადაეხვია
-ვიქნები !
ძალიან უნდოდა , რომ მართლა დაეჯერებინა საკუთარი თავისთვის მისივე სიტყვები
-ძალიან კარგი კონტრაქტი მელოდება ახლახანს შემატყობინა ჩემმა მენეჯერმა
ცდილობდა ყველას თვალში ბედნიერი სრულყოფილი, წარმატებასთან ასე ახლოს მდგომი ყოფილიყო
-ჩვენ აქედან გიგულშემატკივრებთ იცოდე!
მეგობრებსაც სურდათ ლილიასთვის რაღაც კარგის თქმა
-თბილისიდან გაქვს ფრენა ? იკითხა სანდრომ
-ხო აქედან ჩავალ თუ არა საახლოებით სამ საათში , სახლში მისვლასაც მოვასწრებ თან ლიას ვნახავ
სადღაც ახლოს იდგა ლექსოც , ყველა რომ გადაეხვია და აი უკვე ტაქსის მძღოლმაც ჩაალაგა ლილიას ჩემოდნები, სწორედ მაშინ მივიდა ლექსო მასთან
-შეიძლება ჩაგეხუტო?
როგორ არ უნდოდა ლილიას ამ წამს ეტირა , თავი ოდნავ დახარა ცრემლი რომ შეეჩერებინა,
ლექსო მიუახლოვდა , არც დალოდებია გოგონას თამხმობას ისე მოეხვია , მისი მთლიანი სხეული გულში ჩაიკრა , გაყინულ ლოყაზე ლოყა მიადო და ყურში ჩასჩურჩულა
-არ დაივიწყო რომ განსაკუღებული ხარ
თმებზე მოეფერა როგორც სჩვეოდა
-შენც არ დაივიწყო, რომ უკანასკნელ ამოსუმთქვამდე მეყვარები, და მაპატიე ყველაფერი ლექსო
ამჯერად გოგონამაც მოხვია ხელები და ბიჭის უშველებელ მხრებში თავი ჩამალა
-ძალიან ძალიან ძვირფასი იქნები ყოველთვის ლილია!
-ბედნიერად ლექსო!
ფრთხილად მოშორდა ორი სხეული ერთმანეთს , ლილიას უკანასკნელად მიჰყვებოდა ლექსოს სურნელი და ვინ იცის რამდენ ხანს დარჩებოდა ეს სურნელი ლილიას ტანსაცმელზე
მანქანა რომ დაიძრა ერთხელ კიდევ გამოხედა ლექსოს , ამჯერად არავინ უყურებდა და შეეძლო ეტირა ! ეტირა მთელს ხმაზე , ეტირა იმის გამო რომ ამჯერად არავინ გამოეკიდებოდა აეროპორტში მისულს , არავინ სთხოვდა დარჩენას
-ლექსო ..
კიდევ ერთდელ წარმოსთქვა მამაკაცის სახელი , გულთან ხელი მიიდო და საკუთარი გულის ფეთქვას მოუსმინა
-ღმერთო, შემაძლებინე რომ არ მტკიოდეს და ისე მიყვარდეს გთხოვ
მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს



№1 სტუმარი სტუმარი Liii

მე ჯერ კიდევ ველოდები ლილიაა
ს ბედნიერ
დასაარულსს

 


№2 სტუმარი Nana

ლილია შემეცოდა, მიუხედავად შეცდომებისა ვერ მოფრთხილებისა , ადამიანი ზოგჯერ დასასრულთან მიახლოვებული იაზრებს და
უფრთხილდება გრძნობას ❤️ წარმატებები

 


№3  offline წევრი Xutu

ლილია მინდა რომ ახვასთან იყოს ბედნიერი. არ მინდა ანიტას და ლექსოს სიყვარული დამთავრდეს.

მალე კიდე დადე რა და გაზარდე

 


№4 სტუმარი სტუმარი მაშო

გთცოვთ მალე დადეთ შემდეგი თავი და უფრო გაზარდეთ ❤️

 


№5  offline წევრი lillianna

ყველას მადლობა ❤️ ახალი თავი ატვირთულია და ელოდება დასტურს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent