სიკვდილის საჩუქარი (სრულად)
-დედა!!-თმაგაშლილი,სახეწაშლილი,მზერაგამქრალი დედაჩემი გულზე ხელებს გამწარებული იშენს და,კაცი ვერ უახლოვდება,რომ გააკავოს.. -დედაა!-ვხავი მთელი ძალით.. არ იხედება,არ რეაგირებს, საწოლის კიდეს მკვდარივით გადამხობილიყო და არაადამიანურ ხმებს უშვებდა ყელიდან.. შემეშინდა, ისე მწარედ შემეშინდა,ხელზე ვიკბინე მთელი ძალით და,ვერაფერი ვიგრძენი,საჯანდაბედ. -დედა..-იქნებ ჩურჩულმა მოახედოს შვილისკენთქო,მოვებღაუჭე საცოდავ იმედს და, არა,არაფერი! ჩემი ხმა კედლებში იკარგებოდა. წინ აღმართულ პატარა, თხელ ფარდას ასკდებოდა და იშლებოდა.. -დედი..!-ისე ამოვიძახე,საკუთარი იოგების ჩაწყვეტა ვიგრძენი. საერთოდ გამიქრა ხმა. ფეხს გადავდგამთქო,მაგრამ, საწოლს რომ მუჭები დასცხო შეურაცხადივით,გაქცევა დავაპირე და, ძვრა ვერ ვუყავი ფეხებს.. ჰაერში ავვარდი და, ზურგით დავენარცხე ოთახის განაპირა კკუთხეს.. ფეხზე არსაიდან მობმული დიდი ჯაჭვი დაიჭიმა და, სული ამიწვა ტკივილისგან. გავქვავდი. დაზაფრული ვეცი ლითონს და, დახსნა ვცადე, მაგრამ, მეორე ბოლოდან ნაპასუხებმა ძალამ საბოლოოდ გამომაცალა ძალა.. ზლაზვნით გამოვიდა უფორმო სული ჩრდილიდან და,ხელზე მობმული ჯაჭვის ბოლო მაჯაზე დაიხვია მონდომებით. მისკენ დამქაჩა.. ენაჩავარდნილმა სულ მივივიწყე ცოცხალმკვდარი დედა.. საკუთარმა ჯოჯოხეთმა გადამიწონა მისი აუხსნელი გვემა. -ვერ გაიქცევი!-ყინულივით ცივმა ხმამ კანი ამიწვა.. გვერდით,ორ ნაბიჯში, დედაჩემს საწოლის კიდიდან აყენებენ და, რაღაცას უკეთებენ, მშვიდდება და სკამზე დამჯდარი ითიშება. სახეზე უკიდეგანო სასოწარკვეთა ახატია მხოლოდ და, გამოცარიელებული თვალები სივრცისთვის შეყინა. ისევ ვცადე ნაბიჯის გადადგმა და, ისევ დამქაჩა ლანდმა.. ზიზღით გავხედე, პირიდან სიტყვების ნაცვლად, ხავილი ამომივიდა მხოლოდ. -ელლა..-ჩაიმღერა ნაცრისფერმა.. გამოქვაბულისფერი თვალებიდან სუსხის რძისფერი კვამლი ოთახში ისე მოფანტა, ყინვები დაეკიდა კუთხეებს.. სიგიჟის ზღვარზე გავედი.. გარეთ ცხელოდა,ვიცოდი, და ამწამს, კანკალისგან ძვლები ისე მტეხდა, ზამთრის მიწურული იდგა,მეგონა. ბეწვის ხიდზე მოარულმა, იმ ჯაჭვს კბილებით დავეძგერე უცებ , მაგრამ, გაწყვეტის ნაცვლად, წამში ყველაფერი დაბნელდა და, სინათლის მძიმე შუქის გაელვებას თან, ბურუსის მწარე სუნი მოყვა.. საერთოდ სხვაგან, საერთოდ უცნობ და თან, ყველაზე ახლო გარემოში გავახილე მჭახე განათებისგან მოწნული თვალი. -მუხლებზე დამდგარიყო იო.. სახე ხელისგულებში ჩაერგო და მოთქმით ტიროდაა.. ის ძლიერი,სამყაროს ყველა სირთულის გამტანი მხრები ისე უცახცახებდა,მოვკვდი-შემყურე. ხელი გავიწვდინე, კანი ამეგლიჯა,ისე მინდოდა ამწამს ზურგზე ავკროდი და ის ჯავრი მომეხსნა მხრებიდან, ასე რომ წყვეტდა წელში, მაგრამ, წყეულმა სიცივემ აქაც მომაკითხა.. -იოო!-მაინც გავიბრძოლე, ჰაერსად კი ვერ შეერია,იმდენად მსუბუქად ამოვიდა ბგერა ყელიდან. დავირინდე.. თვალებზე გადამეკრა უკვე ის ლიბრი,აქამდე რომ წინ მქონდა კედელივით აღმართული.. სულ თავისთვის წამოვიდა ცხელი,მწველი და გაურკვეველი ცრემლები თვალებიდან.. რა ხდება, ღმერთო? რატომ ვარ ფიფქივით მსუბუქი და თან უსაშველოდ მძიმე? კედლის კუნჭულში მტვრის ოდენად მოვიკუნტე და საკუთარ ფეხებს შემოვეხვიე, სანუგეშოდ. წინ იო დაცემულიყო მლოცველად. ხელები ჭერისკენ აღეპყრო და ისიც ღმერთისგან მოითხოვდა პასუხს.. სახე არაადამიანის ჰქონდა და, მასზე აკრული კანი,ქვის.. ხავსმოდებული ქვის, უსიცოცხლო და, სიკვდილ გამოვლილი კენჭის.. -ელლა!-კარიბჭემდე ააწვდინა მისმა გოდებამ ხმა, ისე დაიჭექა მოულოდნელად.. კანზე დავლილი ზაფრისგან მთლიანად გავშეშდი და, იმ ხორცშესხმულ ბელზებაბს გამოვხედე.. ჯაჭვი ყელზე დაეხვია და ავხორცულად იღიმოდა.. წამოვვარდი.. მტვერში გამოვიკვეთე და, ისევ კედელს მივასკდი ზურგით.. ტკივილით ჩავიკეცე იატაკზე.. სიმწრის კვნესა ამოვუშვი ყელიდან.. იოს ყოველთვის ესმოდა ჩემი ძახილი. ჩემი ტკივილი, რატომ ახლა ვერ მხედავდა ვერავინ, მე რომ უსაშველოდ მიჭირდა?! -ელლა!-ისევ ამოიხრიალა უკვე ძალიან შორიდან ხმამ და, ერთ წამში, სულ ერთ პატარა წამში, ყველაფერი დასტებად დალაგდა გონებაში.. მეც უღონოდ ჩამოვუშვი საბრძოლველად შემართული სუსტი მუჭები.. ოთახიც გაქრა და, წინ ავეხატე ბნელ ბურუსს, მაგიდაზე მჯდომს.. სრულ სიბნელეში.. განკაცებულ ჩონჩხს სახეზე ირონია ახატვოდა და, ალბათ, სული ხელით ეკავა, ისე უნდოდა გაეცინა, მაგრამ, თან ალბათ, სასოწარკვეთილებისგან მოხრიალე,ციურად შევებრალე.. მოვკვდი?! ბოლოს ზაფხული იყო.. ფერადი და,მზიანი, როდის აცივდა ისე,რომ იოს ჩემი საყვარელი ჯემპრი ჩაეცვა და, ის კაშნე შემოეხვია ყელზე, მე რომ გაჭირვებით მოვუქსოვე?! დავპატარავდი.. საკუთარი გარდაცვალებით შეძრულმა, საუკუნე გავატარე წარმოუდგენელ გვემაში.. ის,რომ კანი ჯერკიდევ მჭამდა განცდილისგა , ცოცხალის განცდას მიტოვებდა და,უფრო მკლავდა.. უფრო კიარა, ალბათ, საბოლოოდ.. რკინის უხეშ სკამზე მოკუნტული მანამ ვაკანტურებდი თავს დაუჯერებლობისგან, სანამ, თანმხლებს ალბათ მოთმინება არ გამოელია და, დამქაჩა.. სიმარტოვისთვის კაცი კიარა, თურმე არც ავი უქმნია ღმერთს. სხვანაირად აბა რატომ მივუჯაჭვივარ მას?! -დრო ხელებში გელევა ელლა..-გამარჯვებულის იერით გადმომხედა და თითები გადააჭდო ერთმანეთს მხრებში გაშლილმა.. მზერაწამით მოწიკწიკე ისრებს მიაბყრო და ის მცირე დრო მაჩვენა, სულ რომ არ ვიცოდი,რისთვის ილეოდა.. -არაფრის მოსწრება გინდა? სიცოცხლე მინდოდა და არა ბოლო წუთისთვის თავგანწირული ბრძოლა.. მივხვდი, გულში გავლილი ყველა ბგერა რომ ესმოდა და, სიამოვნებდა, ამის ახდენა რომ სიცოცხლის ტოლფასი იყო.. თავი ჩაექინდრა. არა სირცხვილისგან, ჩემი ყურება მოწყენოდა ზნედაცემულს. ქვითინისგან დასიებული თვალები უკვე იღლებოდა სიფხიზლესთან ბრძოლით.. წარმოუდგენელი ტკივილი,რომელის საკუთარ გარდაცვალებას ახლდა თურმე, არცერთ ადამიანურ განცდას არ გავდა და ეს მანგრევდა ისე, თითქოს სიკვდილზე მეტი ტკივილის ატანა შემძლებოდა.. დავიგლიჯე ხელებზე კანი.. ყმუილი და გმინვა, აქამდე რომ მხოლოდ ცხოველისგან გამეგონა, თურმე,მეც შემძლებია და, ამის გასაგონად, მხოლოდ სიკვდილი უნდა განმეცადა. უცოდინარი გარდაცვალება.. მთლიანად დამტვრეული, დაფანტული და, გაცრეცილი იქამდე ვეძებდი ბნელში ღმერთს, ათასჯერ მოყოლი მწვანე ხასხასა ბალახს, სანამ თეთრმა, ტკბილსუნიანმა სინათლემ არ გაანათა ბნელი და, ფეხზე შემოხვეული ჯაჭვი გამიმსუბუქა.. თითქოს ამამჩატა და სიმძიმე მომხსნა.. ოთახის იქით, სხვა მიწიერში, დედა სასახლესთან დაჩოქილიყო სანთლის ხელში და, უწყვეტად კითხულობდა ჩემთვის ლოცვებს.. თაფლის რბილი სუნი ოთახის ყველა კუნჭულს ფარდაგად მოეფინა და, გაათბო. ზამთრის სუსხლში საგრძნობი სითბო ჩამოწვა. დედის ლოცვამ გული დამიმშვიდა. თვალზე ცრემლი შემაშრო. ხელზე იარა მომიშუშა. გულზე გადახლეჩილი მაცოცხლებელი ძაფი გამიმრთელა და, სულ წამწამ მეგონა, ისევ ცოცხალი ვიყავი.. ისევ დედის კალთას გამოკერილი.. ისევ მის ფრთებქვეშ შეხიზნული.. -დე..-დავუჩურჩულე.. არ გასულა ხმა რძისფერი სიოს იქით. სული ამეწვა.. ისევ გაიკვალა ცხარე ცრემლმა გზა-კვალი გულის კოვზთან.. გულის ფიცართან მიიდო დამჭკნარი ხელისგული დედამაც და, სუნთქვა შემეკრა, იმდენად ახლო იყო მისი შეხება.. მეორე ხელისგულიც დაიდო დედიკომ.. აქ, ამ უკიდეგანოში, გახლეჩილ გულს სული შემოეხვია და თან დედის სურნელი მოიტანა.. თბილი, ლავანდისფერი, უწონო და, ყველაზე წმინდა.. -დედი..-სულის ნახევარი მოვიგლიჯე გულიდან და, ხმას გავაყოლე, ოღონდ გაეგონა, მაგრამ, მხოლოდ ადგომის ძალა მივეცი.. ცივ სასახლეში ჩასვენებულ ჩემგან განსხვავებულ, მთლიანად გალეულ, ავი სნეულებისგან გამჭკნარ გოგოს ღაწვებზე მისი თბილი ხელისგული ჩამოუსვა და, აქ, და იქაც, გაყინული კანი გამილღო სახეზე.. იქ მივიდე ხელი ინსტიქტურად,სადაც დედა მეფერებოდა მის თვალწინ.. კანს მისი ხელის ძალა მოყვა და, სიცოცხლის დამათრობელი სურნელი.. ჰაერს ის უჰორიზონტო ტკივილიც შეეერია, დედის თვალიდან მოწყვეტილ ცრემლს რომ დარჩა.. -ხომ შეიძლება ასე არ ეტკინოს?!-გამქრალ გამოსახულებას გავძახე.. ვეღარ შევხედე, დედის ლოცვას მთლიანად გაექრო ჩემთან მისი სახე.. -დედას სულ სტკივა ელლა, ყოველ ახალ დღეს,ახლებურად.. დედის ტკივილი არ ნელდება და არ იცვლება. არც ხუნდება და, არც ცივდება. შვილმკვდარი დედის გულის ცემა ზუსტად იქ ჩერდება,სადაც დაკარგულის და, იქამდე არ ძგერის, სანამ ისიც მიწად არ იქცევა.. ეს კანონია. კანონზომიერება და იმაზე მტკიცე, ვიდრე უზენაესთან დადებული ნებისმიერი ფიცი.. დედა შვილთან ერთად კვდება.. -ხმასაც კი სევდა დავუნახე ბგერებში.. მასაც კი გაეპარა ტკივილი.. გავირინდე. მონუსხულივით ვუსმენდი დედის შეუჩერებელ ლოცვას და, გული მეწურებოდა ყოველ მის ამომსკდარ ვაი შვილოზე.. აგონია,რომელშიც დავცურავდი ალბათ მთელი უსასრულობა, იმ დღემდე გაგრძელდა, სანამ სახეზე არ დამაჭედეს სქელი ფიცარი.. სიკვდილზე მეტი იყო გარდაცვლილისთვის საკუთარი დაკრძალვის ყურება.. არაფრის განცდა,რომელიც სულში შემოვიდა და, ბუდე დაიდო, მთლიანად შემომეხვია და, გამანადგურა. მთლიანად გამაქრო ამიერიდან.. მიწას მიმაბარა იმიერისთვის.. ბუნდოვნად ჩარჩა გონებას ხილული ყველა კადრი.. დედა,საფლავთან შუბლით დამხობილი. სხვები,ცრემლებ მდინარი. და იო, სრულიად ურეაქციო, ისეთივე მკვდარი,როგორც მე, ოღონდ, ის მხოლოდ მსუნთქვარე.. ფაფად ქცეულმა გონებამ, მიწის სუნის იქით რაღაც სხვა, კედელზე მოხეთხილი ბიძგები რომ იგრძნო, ფარდის იქით უკვე ჩამოღამებულიყო და, საფლავთან მხოლოდ ერთი კაცი იდგა.. ერთი და, ისიც ჩემთან ყველაზე ახლო.. გულისპირთან დახრილ იოს მიწისთვის შეეყინა თვალი და, მუჭებში მოექცია აყალო.. კბილებით იჭერდა სულს, ამას ჩემი თვალით ვხედავდი, იმ უფორმოს , იმ უსისხლხორცოს უკვე მისთვის შემოეხვია ფეხზე ჯაჭვი და საფლავისკენ ეზიდებოდა.. მოვკვდი. ამ დღეს უკვე მერამდენედ. მიწას რომ მუჭი დასცხო, გულის ფიცარზე ვიგრძენი განმგმირავი ტკივილი და იქვე ჩავიკეცე უღონოდ. მეორე მუჭმა რომ შეაზანზარა ამიერის სულთსამყოფი, უკვე იმ რძისფერ გამყოფ კედელს ვასკდებოდი სიმწრით. -იოო!-ვხაოდი გაშმაგებული.. მისკენ ქაჩავდა ჯაჭვს სიკვდილთან გარიგებული მხევალი გამალებით. ფარდას ერთი მწიკვი ნამსხვრევი მოწყდა და, მიწა შეაზანზარა,ისეთი სიმძიმით დაეხეთქა ძირს. -იოო!-გაფანტული სული მთლიანად ამოვუშვი ყელიდან, ოღონდ მას არ გაენგრია საზღვარი.. კიდევ ერთი ნამსხვრევი მოწყდა მოლიცლიცე ს. კიდევ ერთი ძლიერი გმინვა ამოუშვა იომ ყელიდან და უსიცოცხლოდ ამოხედა ცას.. იქნებ იქ ვეგულებოდი.. იქნებ იქ მელოდა.. შემეშინდა.. პირველად შემეშინდა იმ წარმოუდგენელი მარტოობის, ამწამს სარკესავით რომ არეკლოდა იოს თვალებში.. მოვიწურე.. მთლიანად გავითელე.. დამპატარავდი.. ამოუხსნელი და, ყველაზე საშიში მომავალი იოს თვალებს არეკლოდა და, ჩემს სულში წერდა სისხლით მომავალს.. მარტოდ დარჩენილი, გაუფერულებული, გაფერმკრთალებული და, მთლიანად, ადამიანობა გაცლილი იო , ერთი იყო და, მას ყოფნაც აღარ ერქვა.. ვუყურებდი მას, არა ზემოდან, არამედ ერთი ნაბიჯით მოშორებით, გვერდიდან და, იქ და იმწამს ვიმარხებოდი.. ავხორცსაც კი დაეყარა ფარხმალი.. შემოსილი მხრები დაეშვა და , გარინდულიყო.. -დედას რა აძლებიებს ასე, მტანჯველო,რომ ძალას პოულობს,სამარიდან წამოდგეს?!-მისით გატანჯულმა, პასუხებს დავუწყე ძებნა. -რა იგრძენი,როცა დედაშენმა სანთელი დაანთო ელლა?!-საერთოდ სხვა რამ მიპასუხა.. აქ კიდევ ერთხელ მოვკვდი, რომ გავიაზრე,რასაც მეტყოდა.. -სითბო..-ძლივს ამოვთქვი.. -შვილმკვდარი დედა მხოლოდ იმის გამო სუნთქავს,აქ მისმა ლოცვას შენ გზა გაგინათოს.. გამეღიმა და მხოლოდ წამიერად.. ხმა,რომელიც გვერდიდან მომესმა, ერთიანად შემოვარდა პატარა სივრცეში და, აკივლდა.. განგაშის ზარი შემოჰკრა.. -იოო!-ინსტიქტურად დავიხავლე და, თან მას გასროლაც მოყვა.. გავიყინე.. სულში ერთიანად შემოიჭრა სუსხიანი სიკვდილი. მაგრამ,ჩემი.. აკანკალებულმა ხელმა ჯერ მხოლოდ ჰაერში გაისროლა და, მეორე ტყვია მიიბჯინა საფეთქელზე.. -იოო!-გაშმაგებული დავეტაკე იმ ორი პატარა ნამსხვრევისგან გამომტვრეულ მისხალს და, მუჭები დავცხე. იბზარებოდა გზაგამყარი, მაგრამ, საუკუნოდ ნელა.. იოს ჯაჭვი წამებს ითვლიდა.. იოს სახე ბოლო ცრემლებს იდენდა.. -იო!-გულამოსკვილი ავღრიალდი და, გადაჩეხილი ხელებიდან ჩანჩქერივით წამოსულ სისხლს ვიწმენდდი მუხლებზე.. არ იმტვრეოდა კედელი. მხოლოდ მოგონებებად იბზარებოდა მისი გული.. გააფთრებულმა გავხედე უკან , ფეხზე გამობმულს და, ამდენი ხნის შემდეგ, პირველად რომ დავინახე მისი თვალები, ერთიანად გავქვავდი.. წინ სიკვდილი მედგა.. არა ისეთი,როგორიც აქამდე იყო.. ეს ბოლო ჯაჭვი იყო, ბოლო წამი და, ბოლო იმედი.. -გევედრები!-მხოლოდ ერთი სიტყვაღა დამრჩენოდა და, ხმაც ჩამიწყდა.. მეც გაავქრი და როცა ვიფიქრე, აქ დასრულდა, მაშინ გავჩნდი ისევ პირისპირ და, მთელი ძალით დავეტაკე კედელს.. პატარა ნაწილაკი, წეეტილად რომ სჩანდა, თითქოს კაცის ხელა გახდა და, დამიტია.. მეგონა მივრბოდი და, თურმე, დავფრინავ.. მეგონა გვერდიდან ვადგამდი ნაბიჯებს და, თურმე ციდან ვეშვები. მეგონა სხეული მქონდა და , თურმე.. საკუთარ თავს იმ წამს დავხედე, მიწაზე რომ დავეშვი და, ხელში გაუშეშდა სასროლად აღმართული იარაღი იოს.. ღრუბლებივით თეთრი, სპეტაკი მტრედი იჯდა ახლადდასმული ჯვრის თავზე და, თვალმოუცილებლად უყურებდა მის წინ ჩამხობილ სხეულს.. ცისკენ აიშვირა ხელები იომ.. ცა მიხმობდა მეც.. -ელლა!-ისე ჩუმი, ისე თბილი, ისე ძველებური იყო მისი ხმა.. ნეტა შემძლებოდა ხმა გამეცა.. ნეტა ეს მეთხოვა მისთვის.. -ელი..-გულმოკლულმა ამოიძახა და, ტალახიანი მუჭით მოიწმინდა შვების ცრემლი.. ისევ ცას ახედა იომ, ისევ შემოქმედს შესძახა.. ისევ ცა მიხმობმა მეც.. ხელებში ზუსტად ამ გადამწყვეტ წამს გამომელია დრო.. ხელებში ისევ შემომეცრიცა ესეც.. თვალები დავხუჭე და, წინ ისევ სიკვდილი დაჯდა.. პირველიდან,ბოლომდე.. -დრო გაილია ელლა!-ისრები აღარ იყო საათზე.. გამეღიმა.. შორს ისევ ანათებდა მკრთალი შუქი და თან თაფლის ტკბილი სურნელი მოჰქონდა. -ეს სიკვდილის საჩუქარი იყო არა?!-ავხედე. აღარ მეჩვენა ბოროტი. აღარ მეჩვენა სასტიკი.. -პირველს შემოქმედი გჩუქნის,რომ იბადები და,ბოლოს,სიკვდილი.. ამბობს და,ქრება. ქრება და მიაქვს სიცივე. სიცივეს მიაქვს სიბნელე და, ბოლოს მხოლოდ შუქი რჩება. შუქი,რომელსაც მოაქვს დედის დარდები.. ___ რა, როგორ არ ვიცი, მაგრამ, ეს ასე.. მთლიანად დაცლა მომნატრებოდა და, ეს ამად მიღირდა.. აღარცერთი ემოცია აღარ დამრჩა.. და ეს განცდა მიყვარს.. გელით, თუ კი რამე გაქვთ სათქმელი. თქვენი: ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.