დუდუ მერლანი //1//
*** -მაინც გაიტანე შენი არა?მაინც იპოვე ის კაცი.-მეგობარს ცერად გახედა ლენკამ. -დავიფიცე,რომ ერთ დღეს მის პირისპირ დავდგებოდი და სიმართლეს თვალებში ჩავხედავდი,ვფიქრობ სწორედ ის დროა. -რით ვერ დაივიწყე?შენ ხომ არაფერი მოგსვლია...-უნებურად წამოსცდა და მაშინვე პირზე ხელი იტაცა. -მთელი მეცხრე კლასი გამოვტოვე ლენკა,ლამის მომკლა და ერთხელ არ მოსულა სანახავად. -დედაშენმა რაო?-მაშინვე გადაიტანა ყურადღება. -არ მითქვამს...ფულის სანაცვლოდ გაჩუმება არჩიეს წლების წინ,არ უნდა,რომ ამაში ჩავერიო. -მგონი მართალიც არის მაშო...ხომ იცი,რომ ბევრი მისცეს შენს ოჯახს?-არ ცხრებოდა ლენკა.-ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. -გახმაურებას არ ვაპირებ,უბრალოდ მინდა იმ ადამიანს ჩავხედო თვალებში ვინც ლამის მომკლა და ერთხელაც არ უკითხავს ჩემი ამბავი. -ვინ არის ის კაცი? -ვიღაც სვანი მოხუცი.ტყეში გახიზნულა და იქ ატარებს სიბერის წლებს.-ფინჯანი წინ დაუდო მეგობარს. -ფულიანი მოხუცი ტყეში რატომ ზის? -მე რა ვიცი ლენკა? -კიდევ რა იცი მასზე მაშო?რომ ჩაგილაგებია ბარგი და ექსკურსიაზე მივდივარ უნივერსიტეტიდან სვანეთშიო მშობლებს,რომ ატყუებ ეგრე როგორ შეიძლება? -ნუ დაპანიკდი რა,ტყუილი არ არის,რადგან მართლა მივდივართ,3-4 დღე ჩავალ,თან დავისვენებ სასტუმროში და თან იმ კაცს დაველაპარაკები. -ის მაინც იცი როგორ გამოიყურება? -ერთხელ ვნახე,მაგრამ ბუნდოვნად მახსოვს...ინტერნეტში არანაირი ფოტო არ იძებნება.ან რა ფოტო უნდა იძებნებოდეს ეგ,რომ დაიბადა სანთლის შუქი აღმოჩენა იყო ხალხისთვის.-ხელები ჰაერში გაასავსავა ქალმა.-გავიკითხავ და მეტყვიან. -გაიკითხავ არა?სვანეთი შენი სოფელი ხომ არ გგონია? -ნერვებს ნუ მომიშლი კარგი?მივდივარ და მორჩა,ასე გადავწყვიტე. -მესტიაში მართლა მიდიხარ იმისთვის,რომ ვიღაც მოხუც კაცს თვალებში ჩახედო და გაარკვიო წუხს თუ არა ჩადენილისთვის? -ლენკა!-მოთმინება ამოეწურა მაშოს.-ვთქვი,რომ მივდივარ და ასეც იქნება! -უბრალოდ ფრთხილად იყავი რა,ფულიანი ხალხის მე ძალიან მეშინია,სულ სისხლიანი აქვთ ხელები.-ერთიანად გააჟრჟოლა ტანში. -ვიღაც მოხუცი პაპის ხელით არ მოვკვდები ლენა,ნუ ნერიულობ. -ლენას ნუ მეძახი რა.-უკმაყოფილოდ გაიქნია თავი. -ხოდა შენც ნუ მაშინებ სვანეთის ამბებით.-თავისთვის ჩაიფრუტუნა და ქერა თმა ყურს უკან გადაიწია.ზუსტად არ იცოდა რა ელოდა სვანეთში,მაგრამ უნდოდა გაერკვია რატომ დარჩა ვიღაც მილიონერი ბაბუ დაუსჯელი მაშინ,როცა თავად თითქმის 4 თვე გაატარა საავადმყოფოში და ერთი წლით ჩამორჩა ცხოვრებას...მხოლოდ ერთხელ ნახა ის ადამიანი,ვისზეც მისი მშობლები ხმამაღლა არ საუბრობდნენ.მაშინვე ცხვირწინ მოუხურეს ოთახის კარი და ჩუმად გააგრძელეს უფროსებმა საუბარი.დედამისისთვის,რომ გეკითხათ უნდა დაევიწყებინა ეს ტრაგედია,მაგრამ რამდენჯერაც სარკეში საკუთარ თავს უყურებდა იმდენჯერ თვალწინ უდგებოდა როგორ გადადიოდა გზაზე და სკოლისკენ მიმავალი როგორ უცებ აღმოჩნდა უცხო ადამიანებით გარშემორტყმული ჯერ შუაგულ გზაზე,შემდეგ საავადმყოფოს დერეფანში...ზურგზე მკრთალად ეტყობოდა ნაიარევი,რომელმაც ლამის მთელი მისი ცხოვრება გადაწონა,მუცელზე კი ნაიარევი,რომელიც ყველაზე მეტად სძულდა და აკომლექსებდა კიდეც...კაცი,რომელმაც ფულით გამოისყიდა დანაშაული ერთხელაც არ შეხვედრია მას და ერთხელაც არ უკითხავს მისი ბედი,ეს ყველაზე მეტად აგიჟებდა...უსამართლობას ვერ იტანდა,ამიტომ გადაწყვიტა,რომ ერთ დღესაც დუდუ მერლანს იპოვნიდა და პასუხს მოსთხოვდა იმისთვის,რომ მისი ცხოვრება დაანგრია...თუმცა დაანგრია კი?ამ კაცმა იმდენი ფული დახარჯა მისი განათლებისა და კარგი ცხოვრებისთვის,რომ მგონი უფრო ააყვავა ოჯახი...უყიდა ბინა,მამამისს კარგი სამსახური მისცა,დედამ მასწავლებლობა გააგრძელა,თავად სასურველ უნივერსიტეტში უფასოდ სწავლობს და ეს ყველაფერი მისი წყალობით,მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა... სასწრაფოდ მოემზადა,რომ დილით ადრიანად გასულიყო ბავშვებთან ერთად და მართლაც სვანეთის გზას დასდგომოდა.ადრიანად დაიძრა ავტობუსი და დანიშნულების ადგილისკენ გაემართა.დეკემბრის სუსხიან დილას თბილისს გამოემშვიდობა ოცამდე ახალგაზრდა და თავგადასავლებით სავსე სვანეთისკენ გაიკვალეს გზა.მესტიაში თოვლი მუხლამდე იდო,ამინდის გაუარესებას ვარაუდობდნენ,მთელი ღამე გადაუღებლად თოვდა და მოძრაობაც შეზღუდული იყო.ჟრიამული არ შეწყვეტილა მთელი გზის განმავლობაში.მესამე კურსის სტუდენტები იყვნენ,თუმცა შეკრებას ხშირად ვერ ახერხებდნენ,რადგან ყოველთვის გამოჩნდებოდა რაიმე ისეთი,რაც გზაზე ეღობებოდათ. მაშო არასოდეს დადიოდა ექსკურსიებზე.კურსელებიდან მხოლოდ რამდენიმესთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა,თანაც ცდილობდა ლექცები არ გაეცდინა და კურსზე საუკეთესო ყოფილიყო,ისინი კი,როგორც მაშო უწოდებდა „ბედოვლათები“ იყვნენ და ყოელ მეორე დღეს რომელიმე ბარის შესასვლელთან მათთან ერთად ბირჟაობას არ აპირებდა.კურსელების მიმართ ეს დამოკიდებულება უბრალოდ არ ჩამოყალიბებულა,ხანგრძლივი და საკმაოდ ცუდი პროცესი იყო...ძირითადად მშობლების ფულით განებივრებული კურსელები ჰყავდა,რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით.ამ განებივრებულებიდან ორი კი უკვე მესამედ ჩაიჭრა ფინალურ გამოცდაში და მთელი წელი წყალში ჩაეყარათ... მთელი გზა ხელიდან არ გაუგდია ტელეფონი.დუდუ მერლანზე ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა და სოციალურ ქსელს თავდაყირა აყენებდა,თუმცა მის მაგივრად მხოლოდ ვასილ მერლანს პოულობდა,რომლის ფოტოებიც მხოლოდ გაზეთებიდან იყო ამოჭრილი,დაბურულ სურათებზე კი ფაქტობრივად ვერაფერს არჩევდა. -იცოდე რაიმე შარში თუ გამხვევ მაგ მერლანების გამო ძალიან ცუდად დაამთავრებ!-გვერდით მიუჯდა ანდრო.-ხომ იცი რამდენი ვიწვალე,რომ ეგ ჩანაწერები ამოექექათ არქივიდან... -ვიცი ანდრო,არაფერი მოხდება,უბრალოდ მაინტერესებდა ვინ დამეჯახა. -მერე გაარკვიე? -ვერაფერს ვნახულობ,ქვის ხანის დროს არის ის კაცი დაბადებული,ინტერნეტიც კი არ იცნობს. -შეეშვი და დაიკიდე რა,უზრუნველად ცხოვრობ მეტი რა გინდა ქერავ,დადექი და ხარჯე ფული,შენ ხომ არ გაკლდება.-თმა აუწეწა მეგობარს ანდრომ.მისთვის მარტივი სათქმელი იყო,მაგრამ მაშო ასე მარტივად ვერ დაივიწყებდა საკუთარ წარსულს.მობილური გვერდით გადადო და ორივე სკამზე კომფორტულად მოკალათდა,რომ დაესვენა.გზაში კიდევ რამდენიმე საათი უნდა ყოფილიყვნენ... *** -მოვედით?-მოესმა ბავშვების ბუზღუნი მაშოს. -ავტობუსში დარჩით!-განაცხადა მძღოლმა და მანქანიდან გადავიდა. -რა მოხდა?-თვალებმოჭუტულმა იკითხა მაშომ და ძლივს წამოიწია,რომ უკეთ შეეთვალიერებინა გარემო.-ღმერთო კისერი!-აღმოხდა ტკივილისგან სასოწარკვეთილს. -თოვლის გამო ვერ აგრძელებს გზას.-ვარაუდი გამოთქვა ანდრომ.-ამ თოვლში ფეხითაც რთული იქნება სიარული,მანქანით კიდევ უფრო საშიშია. -ავიტეხეთ რა ეს მესტია,ბაკურიანში ვერ წავიდოდით? -ჩვენ რა შუაში ვართ,ამან არ თქვა მესტიაში წავიდეთ,ლამაზი ადგილაო?-მაშოს მოუბრუნდა კეკე. -ახლა ნერვებზე ნუ ამშლი კარგი?ისედაც ცუდად ვარ და შენს ბუმბულს ვაფრიალებ მთელ სვანეთში.-გამაფრთხილებლად გამოსცრა მის წინ მდგომს. -კიდევ რაიმე სოფლური გამოთქმა ხომ არ იცი ძვირფასო?დახარჯე ბარემ,სოფელში მოგვიყვანე მაინც. -დაახვიე კეკე,თუ არ გინდოდა ნუ წამოხვიდოდი! -შეეშვი.-უკანა სავარძლიდან გადმოსძახა ცოტნემ.-მან იდეა მოგვაწოდა,ჩვენ ყველა დავთანხმდით,რადგან კარგი იყო.თუ საჭიროა ფეხით წავალთ,რა პრობლემაა?თავგადასავალი ხომ გინდოდათ?ესეც თქვენი ექსტრემი.-მაშინვე გადაკვეთა კარამდე მანძილი და ავტობუსიდან ჩავიდა.-რა ხდება უფროსო?-მძღოლს მიუახლოვდა ბიჭი. -აქ ძალიან ცუდი გზაა შვილო,ასეთ თოვლს არ ველოდი,წუხელ დადო როგორც ჩანს,გზა მოყინულია,არავის უშვებენ,პასუხისმებლობას ვერ ავიღებ ამდენ ბავშვზე,უკან გავბრუნდეთ ეგრე ჯობია,არ მინდა თქვენი ფული,ისე დაგაბრუნებთ.-გულწრფელად წუხდა კაცი. -რას ამბობ ნოდო ძია არ გრცხვენია?-მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი.-კოტეჯამდე ვერ მივალთ? -მანქანით ვერა,ფეხით შორია,ბარგით ვერ ივლით,თან 5-6 საათს მოანდომებთ. -აბა რას გვთავაზობ?-ეჭვნარევი მზერა შეავლო. -უკან დაბრუნდით,მე მაგას გთავაზობთ.ბაკურიანში აგიყვანთ,იქ დარჩით.თოვლია იქაც,მაგრამ გზა სუფთაა. -ახლა უკან ვერ გავბრუნდებით,შუაგულ სვანეთში ვართ უკან რა ნამუსით წამოვიდეთ... -არ ვიცი მაშინ შვილო.-მხრები აიჩეჩა კაცმა.-მაგ სახლზე ვკითხე ახლა ამ კაცებს და მანდ ზაფხულში ძლივს ადიან მანქანები და ზამთარში როგორ აპირებო.სადღაც მთის წვეროზე გიქირავებიათ შვილო გაგიჟდით სულ ამხელა ბაღნები? -სხვა ვერაფერი ვნახეთ,სასტუმრო არ გვინდოდა და დავრჩით მაგის ამარა. -აღარ მივდივართ?-ჩამოხტა ავტობუსიდან ანდროც. -ახლა მხოლოდ უკან თუ წამოხვალთ.-ვითარება გააცნო კაცმა. -შანსი არ არის!-უკან მიჰყვა მაშო ანდროს.-არსად არ წავალთ. -მაშო დაჯექი ავტობუსში კარგი?ჩვენ მოვაგვარებთ.-მშვიდად უთხრა ცოტნემ. -არ წავალ მე უკან,აქ უნდა ვიყო,მესტიაში.-ხელები გადააჯვარედინა ქალბატონმა. -ხომ არ გაგიჟდი?-გაოცებულმა გახედა.-ჩვენ თუ წავალთ აბა აქ იჯდები და დაელოდები თოვლი როდის დადნება,რომ იმ სახლში ახვიდე და სვანეთის ხედით დატკბე? -ცოტნე შენ თუ გინდა წადი,მე მესტიაში ვრჩები და ფეხებზე იმ სახლში დავიძნებ თუ რომელიმე მიტოვებულ ბუნაგში.-ტონს უნებურად აუწია მალაშხიამ. -აბა ერთი კარგად შემომხედე!-მის წინ დადგა ცოტნე.-რა გაღრიალებს?ან საერთოდ კურსელების არცერთ შეკრებაზე არ ყოფილხარ და ამ სვანეთზე ასე რამ გადაგრია? -საქმე მაქვს აქ! -აჰაა,საქმე გაქვს და მაგიტომ წამოხვედი? -დიახ! -აი თურმე 3 წლის შემდეგ რატომ გადაწყვიტა ქალბატონმა მაშომ კურსელების კადრება.-გაღიზიანება ეტყობოდა ხმაში.-მაინც რა საქმე გაქვს ისეთი,რომ მესტიაში უნდა მოგვარდეს? -შენი საქმე არ არის!-მშვიდად მიუგო და თვალი თვალში გაუყარა მის წინ მდგომს. -კარგი.-რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ თქვა ცოტნემ.-მაშინ უკან ვბრუნდებით.-ხელზე ხელი მჭიდროდ მოკიდა და ავტობუსისკენ გაქაჩა. -რაა?არ წამოვალმეთქი ცოტნე ხელი გამიშვი!-უძალიანდებოდა თუმცა ამაოდ.-მე აქ ვრჩები თქვენ სადაც გინდათ იქ წადით,აქამდე მოსული უკან არ წავალ გაიგე?ცხოველო შენ მოიხედე აქეთ! -ამ სცენებს იმ ავარიის გამო დგამ გოგო?-ანდრო წამოეწია ორივეს. -ანდრო!-თვალები დააკვესა მაშომ. -ვიღაცა ტიპს ეძებს,უნდა თვალებში ჩახედოს და ჰკითხოს ნანობს თუ არა მომხდარს. -ანდრო!-გაღიზიანებულმა ამოთქვა და ხელი აუკრა.-ენაზე კბილის დაჭერას ვერ ახერხებ არა? -მაგ ვიღაცა სი*ის გამო მე აქ არ დავრჩები! -ხოდა ჯანდაბაშიც წასულხარ!-თავი ცოტნესგან გაითავისუფლა და გეზი ავოტობუსისკენ აიღო,რომ ნივთები აეღო. -ის კაცი იპოვა,ვინც დაეჯახა?-ანდროს მიუბრუნდა ცოტნე. -სახელი და გვარი იცის,ისიც იცის,რომ მესტიაშია,იმედი აქვს,რომ იპოვის...ნუ რა აზრი აქვს,ახლა ჩავტენი მანქანაში და წავიყვან უკან თბილისში,მგონი სვანეთის ჰაერმა აწყინა.-თავისთვის ჩაიდუდღუნა და მაშოს უკან მიჰყვა. -ოხ მაშო,ოხ...-თავი დანანებით გააქნია ცოტნემ და იქვე სიგარეტანთებულ კაცს მიუახლოვდა.-სალამი. -გამარჯობა.-კვამლი ღრმად ჩაისუნთქა კაცმა. -გავიგე,რომ აისის კოტეჯებში ვერ მოვხვდებით. -მართალია.-თავი დაუქნია კაცმა. -უკან წასვლა არ გვინდა,ბავშვები ვართ,ძლივს შევიკრიბეთ. -დაგიტოვებდით ჩემთან,მაგრამ ერთი ოთახი მაქვს თავისუფალი მარტო.-მშვიდად უთხრა კაცმა. -არა ძმაო,მადლობა,მაგრამ ბევრნი ვართ.-იუარა მისი ნათქვამი.-სასტუმრო თუ არის აქ სადმე ახლოს?ისეთი,რომ ფეხით მივიდეთ და ადგილებიც ჰქონდეთ. -არის.-თავი დაუქნია და ნამწვი იქვე თოვლში მოისროლა.-რამდენი ოთახი გინდათ? -ოთხი ან ხუთი,მთავარია დაძინება შევძლოთ,რამდენიმე ერთად მოვთავსდებით ოთახში. -ერთი ოქროს კაცის სასტუმროა ნახევარი საათის სავალ გზაზე.დავრეკავ და მოგიმზადებენ მანამდე ოთახებს.აი აქედანვე ჩანს ნახე.-თითი გაიშვირა კაცმა.-ის მაღალი შენობა როა,ტყის მეორე მხარესაა,ოღონდ მაინც და მაინც ტყეში არ შეხვიდეთ,ნაპირ ნაპირ იარეთ და მალე მიხვალთ. -მადლობა ძია,შენ დარეკე აბა გაარკვიე თუ აქვს ოთახები. -მაგას სულ აქვს ოთახები,მთავარია შენ თანხა გადაიხადო. -თანხის პრობლემა არ მაქვს,რამდენიც დაგვჭირდება გადავიხდი,1 კვირით გვინდა ნომრები. -დამელოდე,დავრეკავ და მოვალ.-გახარებულმა უთხრა კაცმა და სახლში შევიდა,რომ მობილური აეღო.შორიახლოს დადგა და ნერვიულად დაიწყო სიარული,ხან ბავშვებს გადახედავდა ავტობუსში,ხანაც ცოტნეს,რომელიც მომლოდინე სახით მისჩერებოდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.შუბლზე კოპები,რომ გაეხსნა მაშინვე მიხვდა ცოტნე,რომ კარგი ამბით ბრუნდებოდა უკან.ნელი ნაბიჯით გადაკვეთა მანძილი და უსწორმასწორო კბილები გამოაჩინა. -აქვს 7 ნომერი თავისუფალი,რამდენიც გდაგჭირდებათ აიღეთ. -შენ გენაცვალე ძია.-შვებით ამოისუნთქა ცოტნემ.-ფეხით მივალთ ესეიგი. -მიხვალთ,მიხვალთ...როგორც გითხარი ისე იარეთ და მალე იქ იქნებით. -ღმერთი შენსკენ ძია,მადლობა.-სიგარეტის ნამწვი იქვე მიაგდო და ავტობუსისკენ სირბილით წავიდა. -მაშო ახლა გაგკოჭავ და ისე წაგიყვან ნერვებს ნუ მიშლი.-ხელიდან ჩანთა გამოგლიჯა ანდრომ. -ვერ წამოვალ ანდრო თბილისში,აქ უნდა დავრჩე და ის კაცი ვიპოვო. -ავადმყოფი ხარ გოგო?მუხლამდე თოვლში გარეთ დაიძინებ? -ამხელა სვანეთში სასტუმროს ვერ ვნახავ ღამე რომ გავათიო?-არ ცხრებოდა გოგონა.-მომეცი აქ ჩემი ჩანთა! -მაშო!-გაისმა ცივი ბარიტონი ზურგს უკან.-ბავშვივით ნუ იქცევი.-მათ შორის ჩადგა ცოტნე.-შენ კიდევ მომეცი ეგ ჩანთა.-ანდროს მიუბრუნდა და მაშოს ჩანთა ხელიდან გამოსტაცა. -ცოტნე აქედან მხოლოდ ჩემს გვამს თუ წაიღებ გაიგე?-ისევ გაჯიუტდა მაშო. -ყველამ აიღეთ თქვენი ჩანთები და მე გამომყევით.-გასძახა ბავშვებს და საბარგული ამოალაგა. -რას ამბობ ცოტნე?მართლა ფეხით უნდა წავიდეთ?-ტუჩები დაბრიცა კეკემ. -სხვა სასტუმრო ვნახე და იქ დავრჩებით.უკან წასვლას აზრი არ ჰქონდა,ამიტომ რაღაც მაინც დაგვრჩეს სვანეთიდან.ის სასტუმროა.-ხელი გაიშვირა მისკენ.-აქვეა ნახევარი საათის სავალ გზაზე,ოთახები აქვთ,გავარკვიე უკვე. -შენ...-გაოცდა მაშო. -შენი ხმა აღარ გავიგო მაშო!-თვალები დაუბრიალა მასზე ერთი თავით დაბალ გოგონას.-იმ კაცს დაელაპარაკები და მერე კურსელებთან გაატარებ ყოველ წამს,რომელსაც სვანეთი მოიცავს,გასაგებია?-ყურთან უჩურჩულა და ისევ წელში გაიმართა.-ეგ იქნება შენი სასჯელი! -იცოდე გარეული ტახი თუ შეგვჭამს ვერ გადამირჩები მაშო!-ისევ დაგესლა კეკემ და ჩანთას ხელი დაავლო. -არ ინერვიულო ძვირფასო,ოჯახის წევრებს არ ჭამენ ტახები.-ირონია არ დააკლო და პირველმა დაიწყო სიარული. -შემომაკვდება,არა მართლა მოვკლავ!-ამოიგმინა კეკემ. -შეეშვი!-მშვიდად მიუგო ცოტნემ და მაშოს ნელი ნაბიჯით მიჰყვა უკან... პირველი კურსიდან უცნაური ურთიერთობა ჰქონდა ამ ორს.მაშო ყოველთვის პრობლემებს ქმნიდა და ისტერიკებს აწყობდა,ცოტნე კი ყოველთვის ფარივით იდგა მის წინ და საჭიროების შემთხვევაში ყოფილი შეყვარებულისგანაც კი იცავდა.კეკე ზედმეტად ამპარტავანი ქალბატონი გახლდათ,რაც მისი და ცოტნეს დაშორების მიზეზიც კი გახდა.ყველამ იცოდა,რომ ცოტნე უნივერსიტეტის მფლობელის შვილი იყო,მაგრამ ამით არასოდეს უტრაბახია და მეტიც,პრივილეგიებს მხოლოდ მაშოს დასახმარებლად იყენებდა.სიმართლე,რომ ითქვას ცოტნე რომ არა,მაშოს პირველივე კურსზე გაუშვებდნენ უნივერიტეტიდან,თუმცა იმდენად გაუმართლა,რომ ყოველ ჯერზე მხოლოდ მსუბუქი საყვედურით შემოიფარგლებოდნენ და ისევ სასწავლო პროცესს უბრუნებდნენ. მთელი გზა ხმა არ ამოუღია მაშოს,უხმოდ მიჰყვებოდა გვერდით მიმავალ ცოტნეს და ხვნეშით ექაჩებოდა ჩანთის მხრებს. -შენი დედაც,რა მძიმე ხარ!-ბოლოს მაინც უმტყუნა ნერვებმა და ხმამაღლა წამოსცდა გონებაში ნაფიქრი სიტყვები. -რამე მითხარი?-მოუტრიალდა ცოტნე. -შენ არა,ჩანთას. -ამდენად მარტოსული ხარ? -ვერ გავიგე? -იცი,ასეთი უცნაური,რომ არ იყო ბევრი მეგობარი გეყოლებოდა და ასე საცოდავი ბავშვივით არ მოგიწევდა მარტო სიარული. -ახლა საცოდავი მიწოდე თუ მომეჩვენა?-აშკარად შეეტყო გაღიზიანება. -ნუ აბუქებ,უბრალოდ შედარება გავაკეთე. -შენ შენი თავი მართლა ღმერთის რჩეული ხომ არ გგონია? -მაშო ნუ ბრაზდები,მე შენს მხარეს ვარ დაგავიწყდა?შენს გამო მივდივართ ახლა სასტუმროში. -შენ გართობა და დალევა გინდოდეს მე დამაბრალე.-თავისთვის ჩაიდუდღუნა და წელში კიდევ უფრო მოიხარა,რომ ჩანთის ტარება შესძლებოდა. -მაინც რას აპირებ,როდესაც იმ კაცს ნახავ? -შენი საქმე არ არის რა. -რატომ მეუხეშები? -უბრალოდ ვიცი სასაცილოდ ჟღერს,რომ ვიღაცისგან სინანულს ველი,მაგრამ სასაცილო არ არის,მაინტერესებს რატომ არ მოვიდა ჩემს სანახავად,ან ბოდიშის სათქმელად,სხვა არაფერი. -მაგ ცოდვისთვის ღმერთისგან მიეზღვება,ამაზე არ უნდა დარდობდე. -ალბათ.-ხმადაბლა ამოთქვა და გზა ისევ უხმოდ განაგრძო.მოხუცი მართალი იყო,ძალიან ცოტა დრო დასჭირდათ სასტუმრომდე მისასვლელად.იმ ადგილს,რომლის გავლაც მოუწიათ ტყესაც ვერ დაარქმევდნენ,უბრალოდ ხეებით სავსე მცირე ტერიტორია იყო,რომლის გავლის შემდეგაც შენობის ზღურბლზე აღმოჩნდნენ.ქვით ნაშენები შენობა იყო,დიდი ეზოთი და საკმაოდ ვრცელი კედლებით.შესასვლელთან შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი იდგა,როგორც აღმოჩნდა მათ მისვლას ელოდებოდა და სტუმართმოყვარეობის გამოსაჩენად სიცივეში დგომა გადაწყვიტა. -გამარჯობა.-მშვიდად მიესალმა ცოტნე.-ნახევარი საათის წინ დარეკეს,გვითხრეს რომ ნომრები გქონდათ და ჩვენს დატოვებას შეძლებდით. -დიახ ბატონო,მობრძანდით.-ღიმილით დაუკრა თავი და შენობაში შეუძღვა.სასიამოვნოდ გააჟრჟოლა მაშოს,რადგან შიგნით ძალიან თბილოდა.ფეხსაცმელში მთლიანად წყალი ჩასვლოდა და სიცივისგან ტუჩები გალურჯებოდა.რომ არა სიამაყე ალბათ შუა გზაში იტირებდა კიდეც.-7 ოთახი გვაქვს თავისუფალი,რამდენსაც ისურვებთ იმდენ გასაღებს მოგცემთ.ოთახებში ორსაწოლიანი და გასაშლელი დივანი დგას.-განმარტა კაცმა. -5 ოთახი საკმარისი იქნება.-ბავშვებს თვალი მოავლო ცოტნემ. -კი ბატონო,რამდენი ხნით გნებავთ? -1 კვირით. -ნომრის ღირებულება ერთი ღამით 150 ლარია.სულ 5250 ლარი იქნება,როგორ გადაიხდით? -რაა?-უნებურად წამოსცდა მაშოს.გაახსენდა,რომ მხოლოდ 100 ლარი დადეს კოტეჯისთვის. -ბარათით გადავიხდი.-აუღელვებლად მიუგო და მაშოს რეაქციაზე ტუჩის კუთხე ჩატეხა. -ნეტავ ბანკი სესხს თუ მომცემს.-თავისთვის ჩაიბურტყუნა და გონებაში თავის საბანკო ანკარიშს გადაავლო თვალი. -რაღაც დაძაბული მეჩვენები მაშო,რა გჭირს?-მშვიდად ჰკითხა ცოტნემ და გასაღები გაუწოდა. -მითხარი რამდენი უნდა გადმოგირიცხო,რომ დაგიმატო.-ხელიდან უხეშად აწაპნა გასაღები და წინ გაიჭრა. -შენთვის უფასო ექსკურსიაა,ჩათვალე გეხმარები. -შენი ქველმოქმედება არაფერში მჭირდება ცოტნე!-თვალები დააკვესა მაშომ.-ანგარიშის ჩაგდება არ დაგავიწყდეს!-მისთვის არც შეუხედავს ისე დაამატა და კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა.ოთახში ანა და ლალი ჰყავდა.საკმაოდ ნორმალური და კარგი გოგოები.მათთან ხშირად ჰქონდა ურთიერთობა და სწავლითაც საკმაოდ გამორჩეული სტუდენტები იყვნენ.ზედმეტს არცერთი საუბრობდა და ეს კიდევ უფრო ამარტივებდა მათ ცხოვრებას.მეექვსე სართულზე მოხვდნენ.საკმაოდ ლამაზი ხედი იშლებოდა ფანჯრიდან და სივრცეც დიდი იყო.ერთადერთი,რაც უნდოდა თბილი შხაპი და მომდევნო დილამდე საწოლში წოლა იყო და ღმერთს მადლობა ამის დრო ჰქონდა,რადგან იმდენად ღონემიხდილები იყვნენ,რომ ცოტნეც კი დაიყოლიეს ოფიციალური არდადეგების ხვალიდან დაწყებაზე. აბაზანაში პირველი შევიდა და თბილი შხაპის ქვეშ თვალდახუჭული დადგა.იმდენად შესცივდა ბოლო ერთ საათში,რომ ტემპერატურას საერთოდ ვეღარ გრძნობდა.ახლა იმდენად სულელურად ეჩვენებოდა სვანეთში ჩამოსვლის მიზეზი,რომ საკუთარ თავს უბრაზდებოდა კიდეც,მაგრამ როგორც კი ნაიარევს თვალი მხოლოდ წამით შეავლო და წარსულის ტკივილიან მომენტებს მიაყურადა მაშინვე გამოფხიზლდა. -„ძალიან მცირე შანსია,რომ ოდესმე შვილი ჰყავდეს.“-ამოუტივტივდა გონებაში თეთრთხალათიანი ქალის სიტყვები და წამში ჩამოენგრა თავზე მთელი სამყარო... დაახლოებით ერთ საათში გავიდა ოთახში და საბნის ქვეშ კომფორტულად მოთავსდა,ანას დივანზე ჩასძინებოდა,ლალი კი საბნის ზემოდანვე იწვა და ტიკტოკს სქროლავდა.თმის გაშრობაზე არც კი უფიქრია ისე გაეხვა სქელ ზეწარში და მთლიანად გამოეთიშა ამ სამყაროს... *** საშინელმა შიმშილის გრძნობამ გააღვიძა.უკვე 9 საათი ხდებოდა წამწამები მძიმედ,რომ დააშორა ერთმანეთს და ცარიელ ოთახს თვალი მოავლო.ფაქტი იყო წვეულება მის გარეშე დაიწყეს კურსელებმა.ამას ტუმბოზე დატოვებული წერილიც უდასტურებდა. -„სასტუმროს რესტორანში ვართ,ადგილი შეგინახეთ,შეგიძლია შემოგვიერთდე ბრაზიანო ქალბატონო.“-მაშინვე მიხვდა,რომ ცოტნეს დაწერილი იყო და კიდევ უფრო გაბრაზდა.ვერ იტყოდა,რომ ეზიზღებოდა,თუმცა გულზე ნამდვილად არ ეხატებოდა ეს ბიჭი.მათთან მისვლას ახლა ყველაფერი ერჩივნა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,საშინლად შიოდა და სხეული აღარ ემორჩილებოდა,ამიტომ ჩანთიდან მშრალი ტანსაცმელი ამოიღო,თვალები ოდნავ შეიღება,თმა დაივარცხნა და ჰოლში გავიდა.უჩვეულო სიჩუმე იყო დერეფანში.თითქმის არავინ იყო გარშემო და სინათლეც მკრთალად ბჟუტავდა კიბის ასასვლელთან.როგორც ბოლოს გაარკვია რესტორანი სულ ქვემოთ,ნულ სართულზე მდებარეობდა,თუმცა რესტორანს ვერ დაარქმევდით იქაურობას,ბარს უფრო ჰგავდა სარდაფში...მთელ სივრცეში მაგიდები კი იყო განლაგებული,მაგრამ საშინლად ხმამაღალი მუსიკა და განათება მასში გულისრევის შეგრძნებას იწვევდა.საცეკვაო სივრცეც საკმაოდ დიდი იყო და კუთხეში ბარის მაგიდაც იდგა,რამდენიმე ბარმენით და 6 სკამით. -ჩვენი ჯუჯღუნა მოსულა.-ღიმილით გადახედა ანდრომ და სკამი გამოუწია,რომ დამჯდარიყო. -თქვენი აზრით ეს რესტორანია?-უკმაყოფილოდ ამოთქვა და საჭმლით სავსე მაგიდას გადახედა. -ჩემი აზრით წუწუნს უნდა მორჩე.-მშვიდად მიუგო ცოტნემ.-სხვა არაფერია და მშივრები ხომ არ მოვკვებოდით. -ისე მართლა ჯობდა რაიმე გამოგვეძახებინა.-იმედგაცრუებულმა თქვა კეკემ. -ახლავე ჩემო ძვირფასო,გლოვოთი გამოვიძახო თუ ვოლტით?რას მიირთმევ ცხელ ატრიას თუ ღორის ჩაშუშულს?-ირონიით მიუგო ცოტნემ. -უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვი.-თითქოს ეწყინა მისი ნათქვამი მაშინვე სუფრას მიუბრუნდა. -ჭამე მაშო,მერე არ დაიწყო წუწუნი მშიაო,თორემ შუაღამისას მაღაზიაში ვერ გაგეგზავნებით.-მხარი გაკრა ანდრომ. -ხო,შევჭამ.ძალიან მომშივდა...-ძლივს ამოთქვა და სალათის თეფშს წაეტანა.ვერ იტანდა ასეთ ხმაურიან ადგილებს,ძლივს შეჭამა რამდენიმე ლუკმა მთელ სხეულში სიმძიმე,რომ იგრძნო და ჭამა შეწყვიტა.-გული მერევა საშინელი ბასები აქვს მუსიკას... -ახალგაზრდა მოხუცი ხარ რა.-დასცინა ანდრომ.-შეირგე გოგო ცხოვრება,რა გაბუზღუნებს. -ახლა უფრო შეუძლებლად მეჩვენება იმ კაცის პოვნის იდეა,აქ საერთოდ როგორ უნდა ვიპოვო,ალბათ სადმე შუა მთაში დიდი სახლი აიშენა და იქ ცხოვრობს. -კარგი ქერა რა.-აბუზღუნდა ისევ.-წადი და გაიკითხე,მაგდენი ფული თუ აქვს ყველას ეცოდინება,გაიგე სად ცხოვრობს და მერე სახლში მივაკითხოთ,ვცემოთ თუ გინდა. -შენ სულ როგორ ლაზღანდარაობ?-უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები. -არ გეხუმრები მაშო,კითხე მიმტანებს,იქნებ იცნობენ... -იცოდე რაიმე უკმეხი პასუხი თუ მითხრეს ძალიან გაგიბრაზდები...-თვალებმოჭუტულმა გახედა მეგობარს და ერთ-ერთი მიმტანისკენ აიღო გეზი. -სად წავიდა?-თვალი გააყოლა ცოტნემ. -იმ კაცზე უნდა იკითხოს. -გამაგიჟებს ეგ გოგო,ნეტავ როგორ უნდა იპოვოს. -დაიკიდე რა,1-2 დღეში ვერაფერს რო ვერ გაიგებს მობეზრდება. -იმედია.-თავი გააქნია ბიჭმა და სასმელი ჩამოასხა... -გამარჯობა.-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას. -გამარჯობა,რით შემიძლია დაგეხმაროთ?-ღიმილით შეეგება ახალგაზრდა. -დიდი ხანია აქ მუშაობთ? -დიახ,თითქმის ორი წელია. -ვიღაცას ვეძებ...-ყოყმანით წამოიწყო ლაპარაკი.-იქნებ იცნობდეთ... -ფოტო მაჩვენეთ და თუ ვიცნობ დაგეხმარებით რა პრობლემაა. -იცით...მე არ მაქვს ფოტო.-თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.-იქნებ ისე იცნობდეთ. -ბოდიში,მაგრამ მომხმარებლების სახელები არ ვიცი,სახეზე მარტივად მამახსოვრდება და დაგეხმარებოდით,მაგრამ ასე არამგონია.-იმედგაცრუებულმა მიუგო. -დუდუ მერლანი.-წამოსცდა უნებურად.-უცნაური სახელი და გვარია,იშვიათი.იქნებ იცოდეთ. -დუდუ მერლანი?-გაოცდა ქალი.-შენს ადგილას არ მოვძებნიდი ძვირფასო.-მოულოდნელად შეეცვალა გამომეტყველება. -რატომ? -თუ არ გინდა,რომ შეგიყვარდეს და ერთი მესიჯით დაგიმთავროს ურთიერთობა,შემდეგ კი რამდენიმეთვიან დეპრესიაში ჩავარდე შეეშვი. -რაა?-სიცილი ვერ შეიკავა მაშომ.-ის...თქვენ...ის ხომ...-დაბნეული ალაპარაკდა.-ცოტა მოხუცი ხომ არ არის თქვენთან შედარებით?-ვერ ხვდებოდა უფრო ზრდილობიანად როგორ უნდა ეკითხა. -მოხუცი?-გაეცინა გოგონას.-წვერი ასაკს მატებს კი,მაგრამ ისე თუ ნახავ მიხვდები რამაც მომხიბლა... -კარგი საკმარისია თორემ ვაღებინებ.-ტანში უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.-სად შეიძლება მისი პოვნა? -აქ. -აქ? -ჰო,ხშირად მოდის,დღეს თუ მოვა ვეტყვი,რომ ეძებდი. -ასეთ ადგილებში ერთობა? -შენ თუ ერთობი ის რატომ არა?-მხრები აიჩეჩა და მაშინვე გაეცალა იქაურობას.უკვე ცხადი იყო ვისთან ჰქონდა საქმე...პენსიაზე გასულ მოხუცთან,რომელსაც სტუდენტებთან გართობა მოსწონდა,ახლა გასაგები იყო რატომაც არ მივიდა და არ მოიხადა ბოდიში იმ ავარიის შემდეგ... -Eww-გაღიზიანებულმა ამოთქვა და მაგიდასთან დაბრუნდა. -აბა იპოვე? -არ მინდა მაგაზე ლაპარაკი რა,მიდი დამისხი...-სასმელზე ანიშნა და მისი ჭიქა ერთი ამოსუნთქვით გამოცალა. -ოპაა,მაშო ნახეთ.-ტაში შემოკრა ცოტნემ.-დღეს ვიღაც გართობის ხასიათზეა არა?იცოდე მე არ მოგხედავ! -შენ მკვდარ იხვს ვერ მიხედავ მე როგორ უნდა მომხედო?-ირონიას არ აკლდებდა ბიჭს. -ერთ დღეს მართლა დაგჭირდები და მე მკვდარ იხვებს ავირჩევ იცოდე. -წარმატებები!-ოდნავშესამჩნევად გაუღიმა და მეორე ჭიქაც მშვიდად გამოცალა... მომდევნო ერთი საათი კეკეს ამაზრზენი ხუმრობების ატანა და უაზროდ სიცილი მოუწია,თუმცა ეს აღარ აწუხებდა,რადგან საკმაოდ ნასვამი იყო ლოგიკურად სააზროვნოდ.ამ მდგომარეობაში კი კურსელები არც თუ ისე ცუდ ხალხად ეჩვენებოდა. აღარც კეკეზე ბრაზდებოდა და აღარც ცოტნეს აქცევდა ყურადღებას.მზად იყო ჩხეიძის ან წურწუმიას სიმღერები მათთან ერთად ემღერა და დაუსრულებლად ეცეკვა დარდიმანდებზე... *** -დუდუ.-ბართან მჯდომ კაცს გვერდით მიუჯდა მიმტანი. -გისმენ.-უემოციოდ მიუგო და სასმლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა. -წვერი გაგიპარსავს.-მის ახალგაზრდა სახეს თვალი კიდევ ერთხელ შეავლო,თმაც შეგიჭრია.გიხდება... -აქ ჩემთვის კომპლიმენტების სათქმელად დაჯექი?-ზედაც არ შეუხედავს ისე იკითხა და ბარმენს ხელით ანიშნა ჭიქა შემივსეო. -გკითხულობენ.-მშვიდად ამოთქვა და როგორც კი მისი ყურადღება მიიპყრო განაგრძო.-ის გოგოა მაგიდასთან,თეთრი ზედა რომ აცვია. -ვინ არის? -არ ვიცი,პირველად ვხედავ,უბრალოდ გიკითხა და ვუთხარი,რომ გადმოგცემდი. -გმადლობ!-ჩვეული ტონით მიუგო და მხოლოდ წამით დააკვირდა მომღიმარ გოგონას. -სულ ეს არის?სხვა არაფერი? -სხვა არაფერი.-ისევ სასმლის ჭიქას მიაჩერდა მერლანი... *** -შენ მგონი მართლა ბევრი დალიე.-გაეცინა მის ბავშვურობაზე ცოტნეს. -რადგან ვცეკვავ ესეიგი ბევრი დავლიე? -უცნაურად მხიარული ხარ. -მე სულ მხიარული ვარ,უბრალოდ თქვენ არ გინდათ,რომ შეამჩნიოთ. -ანუ ჩვენ ვართ ცუდები? -ცუდები არ ხართ,უბრალოდ მდიდრები ხართ,თქვენი ბრალი არ არის.-ღიმილით მიუგო და მუსიკას მთელი სხეული ააყოლა. -ცოტნე რაღაც...ვაიმე მაშო ბოდიში,რა მოუხერხებელი ვარ ღმერთო...-მოულოდნელად არსაიდან გამოჩნდა კეკე და მთელი ჭიქა წითელი ღვინო მაისურზე გადაასხა მაშოს. -რა ჯანდაბაა კეკე?-გაღიზიანებული მიუბრუნდა ცოტნე. -შემთხვევით მოხდა მართლა,აუ მაშო დიდი ბოდიშიი.-მაგიდიდან ხელსაცოხი აიღო და მისი გამშრალება სცადა. -შენი აზრით მაგით უშველი?-თვალებათებულმა გახედა მის წინ მდგომს. -ჩანთაში მაისური მაქვს,მოგცემ და გამოიცვალე კარგი?არაფერი შეგეტყობა.-მოულოდნელად ხმა დაუთბა კეკეს.-ზურგზე ამოღებულია,თუმცა ლამაზია,ლურჯია და შენს თვალის ფერსაც მოუხდება. -შენ ძალიან უცნაური გოგო ხარ.-სულ დაიბნა მაშო. -მოდი აიღე და გამოიცვალე,ასე ხომ არ იქნები... -მომეცი!-ხელიდან უხეშად გამოგლიჯა ნაჭერი და საპირფარეშოსკენ ბარბაცით წავიდა. -არ იცვლები კეკე...-იმედგაცრუებულმა მიუგო ცოტნემ. -შემთხვევითობა იყო,მოულოდნელად დამეჯახა... -თუ შენ დაეჯახე? -შემთხვევითობა იყო ცოტნე,ბავშვები ხომ არ ვართ... -შენ...-სიტყვა მოულოდნელად გაუწყდა შუაზე,როდესაც დაინახა დერეფანში გაუჩინარებულ მაშოს უკან როგორ მიჰყვა ახალგაზრდა მამაკაცი...-აქ დარჩი!-მძიმედ ამოთქვა და ხალხის ბრბოში მაშინვე გაიკვალა გზა... *** -ნამდვილი ალქაჯი,ავადმყოფი!-ბურტყუნებდა თავისთვის და ნელი ნაბიჯით მიდიოდა ქალების საპირფარეშოსკენ.-კიდევ კარგი მაისური მაინც ჰქონდა,თორემ... -ჰეი შენ!-მოესმა ზურგს უკან სრულიად უცხო და ამავდროულად ძალიან ცივი ბარიტონი. -დიახ.-მაშინვე შებრუნდა,რომ უცნობი შეეთვალიერებინა. -ვინ ხარ? -რაა? -ვინ ხარ მეთქი?-კიდევ უფრო შეეცვალა ხმა. -და თქვენ ვინ ხართ? -არ გეხუმრები ვინ ხარ და რატომ მეძებდი?მამაჩემმა გამოგგზავნა?-ხელზე ხელი მჭიდროდ მოკიდა და კედელზე უხეშად ააყუდა.-მიპასუხე!მამაჩემმა გამოგგზავნა თუ კიდევ ვინმე სხვამ? -მამათქვენი ვინ არის საერთოდ?ან თქვენ ვინ ხართ?-შეშინებულმა ძლივს ამოთქვა და მისგან თავის დაღწევა სცადა.-მტკივა გთხოვთ. -ვინ გამოგგზავნა?-თვალები წამოენთო კაცს. -არავინ,არავინ გეფიცებით,ისიც კი არ ვიცი ვინ ხართ... -დუდუ ვარ,დუდუ მერლანი... ვიცი ჩემს ასე მალე ნახვას არ ელოდით,ველი თქვენს კომენტარებს,მიყვარხართ ყველა. ახალი თავი 2-3 დღეში იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.