შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუდუ მერლანი //2//


7-10-2024, 23:37
ავტორი ენქეი
ნანახია 4 082

-დუდუ ვარ,დუდუ მერლანი...-ამაყად განაცხადა და სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა.
-მე...თქვენ...რა?-გაოცებული მიაჩერდა ახალგაზრდას.-მე არაფერი მესმის...
-ვინ ხარ მეთქი?-სახეზე ყველა ძარღვი ეტყობოდა მამაკაცს.
-ცოტნე ვარ გავაშელი შე სი*ო!-სიბნელიდან გამოკრთა მისი სილუეტი და უცნობს მთელი ძალით დაარტყა სახეში.
-შე ნაბი*ვარო!-საპასუხოდ მოუბრუნდა მერლანი.
-რას აკეთებთ,გაჩერდით რა...-საცოდავად ამოიკნავლა მაშომ და ცოტნეს წინ დაუდგა-შემომხედე!
-გაიწიე სიფათი უნდა გავუერთიანო ამ სი*ს!
-მოდი ბიჭო შენ ვის რა უნდა გაუერთიანო.-არ ცხრებოდა მერლანი.
-მე შენ...
-ცოტნე ძმაო რას აკეთებ გაჩერდი!-ზურგიდან შეაკავა ანდრომ და უკან გაწია მთელი სხეულით.
-ამ გოგოს აღარ გაეკარო გაიგე?მერე მართლა ვეღარავინ გამაჩერებს!-ისევ აგრძელებდა გავაშელი.
-ცოტნე გაუგებრობა იყო მართლა,მე თქვენ არ გეძებდით გასაგებია?-დუდუს მიუბრუნდა მაშო.-სულ სხვა კაცს ვეძებდი.შენ კი...-ისევ ცოტნეს გახედა.-დაწყნარდი და წამოდი.
-იცოდე გიმახსოვრებ ბიჭო და თვალს არ მოგაშორებ!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ცოტნემ,მაშოს ხელი მოკიდა და იქაურობა უკანმოუხედავად დატოვა.
-კარგად ხარ ძმაო?-დუდუს გვერდით ამოუდგა უცნობი.
-შემეშვი რა.-ხელები უხეშად მოიშორა და სწრაფად გაარღვია ხალხის მასა.
-ეს რა ჯანდაბა იყო?-გაოცებული იყურებოდა კეკე.-ეს გოგო მოსიარულე შარია...
-ახლა მაშო დაადანაშაულე თუ მომეჩვენა?
-აბა სხვა ვინ?
-კეკე...როცა არ იცი რა მოხდა წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებ,არც შენ გარგებს და არც სხვას.-„დაუღრინა“ ანდრომ და დანარჩენებს მაგიდისკენ გაუძღვა...

***
-კარგად ხარ?-ეზოში გასვლისთანავე მისკენ მიბრუნდა ცოტნე.
-და შენ?
-ჩემზე ნუ დარდობ შენ,მთავარია შენ როგორ ხარ,რამე დაგიშავა?
-არა ცოტნე,გაუგებრობა იყო...-აკანკალებული ხმით უთხრა და მისგან ნაბიჯით უკან დაიხია.
-ასე არ ჩანდა შორიდან...
-ვიცი,მესმის რატომაც გაბრაზდი,მაგრამ არ უნდა გეჩხუბა.
-ახლა ისევ მე ვარ დამნაშავე?-გაღიზიანდა გავაშელი.
-არა,დამნაშავე არ ხარ რა,რა თქმა უნდა,პირიქით მადლობელი ვარ,რომ მოხვედი,უბრალოდ არასწორად გაიგო იმ ბიჭმა.
-ვინ არის საერთოდ?
-მე ხომ ვეძებ იმ კაცს,რომელიც დამეჯახა?
-ჰო მერე?
-დუდუ მერლანია ის კაცი...ეს ბიჭიც დუდუ მერლანია და მას ეგონა,რომ ვეძებდი და ნუ მოკლედ ხომ ხვდები...-თავადაც დაიბნა მისი ვინაობის გახსენებისას.
-ანუ მეუბნები,რომ მაგ სახელით და გვარით აქ,სვანეთში ორი ტიპია? ერთი მოხუცი და მეორე ეს ახალგაზრდა?
-ეგრე გამოდის...
-დარწმუნებული ხარ,რომ მოხუცი დაგეჯახა?ისეთი სახელი არ არის ყოველ მეორეს,რომ ერქვას...
-ის კაცი ნანახი მყავს ცოტნე,ჩემს მშობლებთან იყო სასაუბროდ მისული,ეს 25 წლამდე იქნება და ის წლებისწინ იყო 50წლამდე...
-კარგი...-მიხვდა,რომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა.-ეცადე შარში აღარ გაეხვე კარგი?
-არის უფროსო.-გაეცინა მის ნათქვამზე.
-წამოდი დავბრუნდეთ,ალბათ ნერვიულობენ ბავშვები.
-აღარ მინდა ქვემოთ დაბრუნება რა...-მშვიდად განუცხადა ცოტნეს.-ძალიან დავიღალე,თან ნასვამი ვარ,დავიძინებ.
-ოთახამდე მიგაცილებ მაშინ.
-არ მინდა,ისეთი მთვრალი არ ვარ,რომ კიბეებზე ვერ ავიდე დამშვიდდი.-სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა კაცს.-ნუ მიბრიალებ მაშ ყავისფერ თვალებს,არ მეშინია ხომ იცი.
-შენ არც უნდა გეშინოდეს.-ხმა დაუთბა კაცს და სასტუმროში მასთან ერთად შევიდა.იქამდე უყურა კიბეზე მიმავალს სანამ თვალს არ მიეფარა და ისევ უკან დაბრუნდა,სულ ქვედა სართულზე.ბავშვები მართლაც მომლოდინე სახით ისხდნენ სუფრასთან და ხმას არ იღებდნენ,აშკარად არ ელოდნენ დღის ასეთ დასასრულს.
-მშვიდობაა?-დუმილი დაარღვია ანდრომ.
-ჰო ძმაო.-მხარზე ხელი დაკრა მეგობარს.-აქ ვინც ხართ ყველა ძვირფასი ხართ მეგობრებო ჩემთვის და უნდა იცოდეთ,რომ სულ ყურადღებუთ ვიქნები,რომ არაფერი დაგემართოთ.-თბილი ხმით წამოიწყო საუბარი ცოტნემ.-რაც წეღან მოხდა გაუგებრობა იყო,თუმცა საჭირო დროს,საჭირო რეაქცია მქონდა,რასაც არ ვნანობ და იცოდეთ,რომ რომელი თქვენგანიც არ უნდა ყოფილიყო მსგავს მდგომარეობაში იმავეს ვიზამდი.საკითხი დახურულია!-შეძლებისდაგვარად ნათელი მოჰფინა სიტუაციას და მაგიდას მიუჯდა...

***
ნელი ნაბიჯით აიარა კიბეები,ისეთი დაღლილი იყო არც უფიქრია,რომ ჩანთა ქვემოთ დატოვა და მხოლოდ ტელეფონისამარა გასულიყო გარეთ.ძლივს მიაღწია მეექვსე სართულამდე და გასაღები ხმაურით გადაატრიალა საკეტში.შესვლისთანავე სინათლეს მიჰკრა ხელი და ის იყო კარი უნდა დაეკეტა,მოულოდნელად ვიღაცამ,რომ დაიჭირა და ძალით შევიდა შიგნით.
-ღმერთო,მიშველეთ!-შიშისგან დაიკივლა მაშომ და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.-დამეხმარეთ!-გააგრძელა ისევ.
-ჩშშ!რა გაღრიალებს...-პირზე ხელი ააფარა კაცმა და მის წინ დადგა.-დუდუ ვარ მერლანი,ლაპარაკი მინდა.-მშვიდად გააგრძელა.-ხელს გავწეც თუ არ იყვირებ კარგი?
-მჰმ...-თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და როგორც კი კაცის ძლიერი ხელები მოშორდა სხეულიდან კედელს მთელი ძალით აეკრო.
-მე ვიცი,რომ შემთხვევითობა არ იყო ის,რომ შენ მე მეძებდი.
-მე არ...
-ჩშშ!-გააწყვეტინა ქალს.-მე ვილაპარაკებ,შენ მომისმენ!მოკლედ მეორე დუდუ მერლანი არ არსებობს,ყოველშემთხვევაში სვანეთში არავინაა მსგავსი და ის,რომ სხვას ეძებდი ტყუილია და მე ეს ვიცი.მოდი ახლა გულახდილად ვისაუბროთ,რატომ მეძებდი?
-მე არ გეძებდი.
-ტყუილები არ გინდა რა...-წამით შეყოვნდა.-შენი სახელი მითხარი,როგორ მოგმართო...
-მაშო.
-მომისმინე მაშა.
-მაშო!-შეუსწორა კაცს.
-მოკლედ მაშა,რა საქმეც არ უნდა გქონდეს,ვისაც არ უნდა გამოეგზავნე და რაც არ უნდა გინდოდეთ ჩემგან ვერ მიიღებთ გასაგებია?ფული გინდა?მამაჩემთან მიდი,მე არაფერი გამაჩნია,აი სავიზიტო ბარათი,შეგიძლია დაურეკო და უთხრა,რომ ჩემი მეგობარი ხარ და გჭირდება,ან რაიმე მსგავსი.-ხელში ბარათი მიაწოდა ქალს.-აიღე!
-ეს კაცი მამაშენია?-გაოცებული მიაჩერდა ბარათზე დატანილ ფოტოს.
-ხო აიღე.-ძალით შეაჩეჩა და მზერა მის თვალებზე გადაიტანა.-მამაჩემს გადაეცი,რომ მე არ ვაპირებ დაბრუნებას და მის სისხლიან საქმეებში გარევას,აქ სახლიც მაქვს და სამსახურიც,ჯანდაბაშიც წასულა მაგისი ბიზნესი.
-მე არ...
-არ გინდა რა,ნასვამი ვარ და ნერვების კონტროლი მიჭირს.-ისევ არ აცადა საუბრის დასრულება.-რამდენ ხანსაც გინდა დარჩი სვანეთში,მაგრამ ჩემს გზაზე აღარ დადგე მაშა.
-მე მაშო მქვია!-მოთმინება ეწურებოდა ქალს.
-რაც არის.-თავისთვის ჩაიბურტყუნა და კიდევ ერთხელ აათვალიერა ქალი.-ისე კიკინები გაკლია და მართლა გავხარ მაშას.-სასაცილოდ არ ეყო მისი შედარება.-წეღანდელისთვის ბოდიში,ზოგადად ასეთი უხეში არ ვარ.-მაშინვე დასერიოზულდა და კართან მისულმა მოუბოდიშა ქალს.
-მიღებულია.-მშვიდად მიუგო და კარს უკან მიმავალს თვალი მიადევნა.თავიდან ისე შეეშინდა მისი,მაგრამ ახლა იმდენმა რამემ დააფიქრა,რომ შიში აღარც კი ახსოვდა.კაცი,რომელიც ფოტოზე იყო,ვასილ მერლანი გახლდათ.სწორედ ეს კაცი ნახა მაშინ სახლში და საბუთებში დამნაშავედ დუდუ მერლანი წერია...ანუ ეს იყო ბიჭი,რომელიც დაეჯახა?მამამისი უბრალოდ ფულს იხდიდა,რომ მისი შვილი არ დაეჭირათ?ყველაფერი ერთიანად აერია თავში.კიდევ ერთხელ დახედა იმ კაცის ფოტოს და გონებაში კადრებად აღიდგინა მომხდარი...არა ნამდვილად ის იყო,ეს კაცი ნახა სახლში,თუმცა თუ მისი სახელი დუდუ არ არის,მაშინ ნამდვილად სხვა რამეში იყო საქმე.ესეიგი მისი ახალგაზრდა შვილი იყო ამ ყველაფრის მიზეზი და სწორედ ამ ბიჭის გამო დაენგრა მომავალი.
-ჯანდაბა მერლანო!-ამოიგმინდა თავისთვის და საწოლზე მოწვეტით დაეცა.ვერც გაიაზრა რამდენ ხანს იყო ფიქრებში გართული მოულოდნელად კარზე კაკუნმა,რომ გამოაფხიზლა.ზლაზვნით წამოდგა და ისე გამოაღო არც გაუხედავს ვინ იყო.კარის ზღურბლზე,ჩანთააკიდებული ცოტნეს დანახვისას უნებურად გაეღიმა.ბოლო ერთ დღეში იმდენჯერ ნახა და იმდენ რამეზე მოუწია მასთან საუბარი,რომ მთელი 3 წელი არ უსაუბრიათ ამდენი.
-ოთახის მომსახურება.-ცერად გახედა მაშოს.
-აქ რას აკეთებ?
-ჩანთა მოგიტანე,ქვემოთ დაგრჩა.
-არ იყო საჭირო,ანასთვის მიგეცა.
-მე რომ ამოვიტანე პრობლემაა?თუ გინდა წავიღებ და ანა მოიტანს.-ნაბიჯით უკან დაიხია კაცმა.
-არა ცოტნე,ეგ არ მიგულისხმია.-იუარა მაშინვე.-უბრალოდ...არაფერი დაივიწყე.
-უბრალოდ?დაამთავრე მიდი.
-მეუცნაურება შენი ასეთი საქციელი.-მშვიდად მიუგო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-ვიცი ჰო,მეც მიკვირს ჩემი თავის,ხან ვირი ვარ და ხან კარგი ბიჭი,შენც ვერ ხვდები რა ხდება.
-ასე რატომ იქცევი?-ნეტავ რა პასუხს ელოდა მისგან...
-უბრალოდ ჩანთა გამომართვი და ეცადე ხვალამდე არავინ აიკიდო.-უხეშად მიუგო და ჩანთა ხელებში მიაჩეჩა.-მშვიდობიანი ღამე.
-შენც ცოტნე.-უკვე ზურგით მდგომს მიაძახა,თუმცა ნაკლებად სავარაუდოა,რომ გაეგო...

***
საწოლში დაწოლისთანავე გაითიშა მაშო,საშინლად ეხვეოდა თავბრუ და გულის რევის შეგრძნებაც ჰქონდა.ამას კიდევ ის ემატებოდა,რომ ლალი მთელი ღამე სააბაზანოში იყო და აღებინებდა,აშკარად ზედმეტი მოუვიდა.დილით კი ისე გამოცხადდა ბავშვებთან თითქოს ღამე არ გაუთენებია.
ანა ძლივს მიაბიჯებდა თოვლში,დაღლილობისგან მუხლები ეკვეთებოდა,მაშოს კი საშინელი ნაბახუსევი ჰქონდა.როგორც კი გარეთ გამოვიდა სინათლემ ისე მოსჭრა თვალი,რომ უკან დაიხია და შენობაში შებრუნება გადაწყვიტა.
-რას აკეთებ არ მოდიხარ?-მასთან დარჩა ანდრო.
-გული მერევა.
-აბა გუშინ ჭიქებს გიჟივით,რომ ცლიდი რა გეგონა.წამო და მოხვალ ხოდზე,არ გინდა სასტუმროში ჯდომა.
-მოვდივარ ხო.-აბუზღუნდა ისევ და მხარზე ჩამოეკიდა,რომ მასთან ერთად გაეგრძელებინა გზა.შემოგარენის დათვალიერება გადაწყვიტეს საღამომდე,თოვლიან სვანეთს თბილისური თვალი შეავლეს და ფოტოებით გაავსეს ტელეფონები.ახალი თაობის სენი...
პატარა ბავშვებივით დაიწყეს სირბილი,როდესაც პირველი გუნდა ისროლა ანდრომ,სკოლის პერიოდში ალბათ ყველას გიგუნდავიათ,ასე იყვნენ ისინიზრდასრული ადამიანები,რომლებიც მხოლოდ წამით ბავშვობის სილაღეს იბრუნებდნენ...
-გაგორავებ იცოდე!-დაემუქრა ანდრო კეკეს და სახეში მოხვედრილი თოვლი მოიწმინდა.
-ვერ დავრბივარ ამ მუხლამდე თოვლში რა,გოგო ვარ მაპატიე ამ ერთხელ.-თავი შეაცოდა ანდროს.
-სახეში აღარ მესროლო!
-არა რას ამბობ,არ გრცხვენია?-ღიმილით მიუგო და როგორც კი ანდრომ ყურადღება მოადუნა მეორე გუნდათ მიაყოლა.-მოგახვედრე.-სიხარულისგან ჰაერში ახტა კეკე.
-მე შენ გაჩვენებ!-თვალები დაუბრიალა გოგონას და სირბილით წავიდა მისკენ.
-რამეს თუ იტკენთ მე არ დამიძახოთ.-სიტყვა დააწია ცოტნემ და მაშოს უშველებელი გუნდა თავზე დააგდო.
-შე...შე...შე საზიზღარო.-მოულოდნელობისგან ძლივს ამოთქვა და მთელი სხეული გაარხია,რომ თოვლი ჩამოეფერთხა.
-გუნდაობა ხომ გიყვარს მაშო?გვაჩვენე აბა როგორი მიზანი გაქვს.
-გირჩევ გაიქცე გავაშელო!-თვალები დააკვესა მაშომ და დაიხარა,რომ ბურთი შეეკრა.
-შენ,რომ ადგები მე თბილისში ვიქნები უკვე.-სიცილით უთხრა,წამში მოიქცია მკლავებში და თოვლიან ზედაპირზე რბილად დააგდო.
-ცოტნე!-მთელი ხმით დაუღრიალა მაშომ და ხელები ჰაერში გაასავსავა.
-გისმენ მაშო,უი წაქცეულხარ,რა მოუხერხებელი ხარ,ხომ არ დაგეხმარო?
-ახლა მე შენ ისე დაგეხმარები...-მოულოდნელად სიტყვა შუაზე გაუწყდა,რადგან კეკეს ყვირილმა ყველაფერი გადაფარა.
-გაიქეცით.-ქვემოდან მორბოდა კეკე,რომელსაც უკან ანდრო მოსდევდა.-გაიქეცით მგლები!
-რაო?-ფეხზე წამოვარდა მაშინვე ცოტნე.
-გაიქეცით დროზე!-არ ჩერდებოდა კეკე და მართლააც მოჩვენებით ცხოველებს კი არა,გაავებულ ნაგაზებს გაურბოდნენ...
-მაშო ადექი დროზე.-ხელები მოხვია და სასწრაფოდ ფეხზე წამოაყენა.
-გაიქეცით რას დგახართ!-ღრიალებდა ანდრო.
-ჩქარა ბავშვებო!-უკვე შორიდან ყვიროდა სესილი და უკან მყოფებს გაქცევისკენ მოუწოდებდა.
-გაიქეცი და უკან არ მოიხედო.-გააფრთხილა ცოტნემ მაშო და მასთან ერთად გაიქცა ფერდობისკენ...
ბავშვები დაიფანტნენ.შორიახლოს ისმოდა ცხოველების ღრენა და გაუჩერებელი ყმუილი.ხანდახან მეგობრების ხმას გაიგონებდა მაშო,მაგრამ მალევე მიწყნარდებოდა და გაყოლას ვერ ახერხებდა.ყვირილსაც ვერ ბედავდა,ვაითუ ჩემი ხმა გაიგონ და მათზე ადრე ნადირმა მიპოვოსო.წამით შედგა და იქაურობას თვალი მოავლო.ისიც კი არ იცოდა რამდენ ხანს მორბოდა,ან როდის გამოეყო დანარჩენებს.იმდენად იყო შეშინებული,რომ ბილიკიდან უცებ გადაუხვია და ხეებს შორის იკვლევდა გზას.ტყეში იყო...დიახ ნამდვილად ტყეში იყო.ირგვლივ არაფერი ეცნობოდა,მხოლოდ ხეები და თვითონ...სხვა არაფერი იყო.მობილური მოიარჯვა,რომ მეგობრებთან დაერეკა,მაგრამ ამაოდ.მიღება არ ჰქონდა...
-ღმერთო მიშველე!-ზემოთ აიხედა და ღმერთს შველა სთხოვა.-თუ არსებობ გევედრები დამეხმარე.-ერთიანად შიშმა აიტანა.-აქ არ უნდა ვიყო ღმერთო მიშველე...ცოტნე...სად ხარ...ღმერთო...-გაუჩერებლად იმეორებდა და თვალებდახუჭული გონებაში იმ გზის გახსენებას ფიქრობდა,რომლითაც აქამდე მოვიდა.სიჩუმე გამაყრუებელმა ტყვიის ხმამ დაარღვია...ერთიანად შეკრთა და შიშისგან მთელი სხეული მოეკვეთა.-ღმერთო.-ყურებზე ხელი იტაცა და მუხლებზე დაცემულმა მამაო ჩვენოს ის ნაწილი ჩაიბუტბუტა,რომელიც ახსოვდა.
-რას აკეთებ?-მის წინ მდგომი მამაკაცის ხმა ეცნო მაშოს.მაშინვე ზემოთ აიხედა და რას ხედავს მისი თვალები...თავად დუდუ მერლანი ედგა წინ,იარაღმომარჯვებული,სანადირო ტანსაცმელში გამოწყობილს ტყავის ქურთუკის მაგივრად ჯარის ფორმა მოერგო და ისე დაიარებოდა ტყის სიღრმეში.
-შენ აქ რა გინდა?-აღმოხდა გაოგნებულს.
-ეს მე უნდა გკითხო,აქ რას აკეთებ,თანაც მარტო და ამ მდგომარეობაში?-მუხლებზე,რომ იდგა ზედმეტად ეუცნაურა მერლანს.
-მე...ის...იქ მგელი იყო და...ჩვენ გავიქეცით და...და მერე დავკარგე მეგობრები,გზა ამერია.
-რა მგელი?რაზე ლაპარაკობ-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი.
-არ გეხუმრები მართლა.რამდენიმე იყო,კეკეს და ანდროს გამოეკიდნენ და ყველა გავიქეცით.
-რას მეუბნები მოწიე რამე?
-გეფიცები არ ვხუმრობ,მართლა იყო.
-დაეცი?თავი ხომ არ დაარტყი რამეს?-თითქოს მზრუნველი გაუხდა ხმა.
-არ გეხუმრები,არც გიჟი არ ვარ,არც თავი არ მიმირტყია გასაგებია?-გაბრაზებული წამოვარდა ფეხზე.-იქ მგელი იყო და ჩვენ...
-რა თქვენ?-წინადადება,რომ აღარ დაასრულა ჩაეკითხა მერლანი.
-დუდუ...
-ჩემი სახელი დაიმახსოვრე,ეს კარგია.
-არა დუდუ,შეხედე...-აკანკალებულმა გაიშვირა ხელი მისი ზურგისკენ.
-რა?
-შეხედე!-ნერვებმა უმტყუნა და მთელი ხმით დაუყვირა კაცს.
-ჯანდაბა!-დაიგრგვინა მერლანმა და ხელით უბიძგა მაშოს.-გაიქეცი,მგელზე უარესია ეს ძაღლი.
-ესროლე!
-ვერ ვესვრი.
-რას ქვია ვერ ესვრი?ჩიტებს ხომ კარგად ესვრი,ესროლე დუდუ.
-ტყვიები აღარ მაქვს მაშო,გაიქეცი.-მთელი ხმით დაუღრიალა კაცმა და მაშინვე უკან მიჰყვა.გარბოდნენ რაც ძალი და ღონე ჰქონდათ და ფეხდაფეხ მისდევდათ ძაღლიც.არ ჩერდებოდა,ერთი სული ჰქონდა როდის გაგლეჯდა რომელიმეს შუაზე.-მანდეთ არა.-ხელი ჩასჭიდა მაშოს და საერთოდ სხვა მხარეს წაიყვანა.-ცოტაც და მივალთ,არ გაჩერდე.-შეაგულიანა ქალი და სირბილი განაგრძო.
-ღმერთო აქ არ მომკლა გთხოვ.-ცრემლები თავისით წასკდა ქალს.-ოღონდ ამ გაავებული ძაღლის კბილებით არა.
-მოდი დროზე.-ხელზე ძლიერად მოქაჩა და აღმართზე ძლივს აირბინა მასთან ერთად.-შედი ჩქარა.-ხელით უხეშად უბიძა,თავადაც შევიდა და სახლის კარი ზურგს უკან მიხურა.
-ღმერთო!-შვებით ამოისუნთქა ქალმა და იატაკზე მოწყვეტით ჩაეშვა.
-კარგად ხარ?
-და შენ?-კითხვა შეუბრუნა კაცს.
-სრული პიზდე*ია...რანაირად აიკიდეთ ეს ძაღლები?
-გარეთ ვიყავით,ვსეირნობდით,კეკე და ანდრო პატარა ბავშვებივით დარბოდნენ და მოულოდნელად ყვირილი დაიწყეს,რამდენიმე მოსდევდათ...
-ოთხი ყავს,ოთხივეს ერთად კეტავს ილია,ერთი თუ გამოიქცა ჩათვალე ყველა გარეთაა,მხოლოდ ცხოველის ხორცს აჭმევს,მზის სხივებს ვერ ხედავენ და გაველურდნენ...მგელი ყოფილიყო ეგ ჯობდა.
-უკან უნდა დავბრუნდე...
-ახლა არც იფიქრო,სანამ ილო მაგათ არ დაიჭერს ფეხი არ უნდა გაადგა გარეთ.
-ჩემი მეგობრები?
-იმედია ყველა ორგანო ადგილზე აქვთ.-მშვიდად მიუგო და ტელეფონი მოოიმარჯვა,რომ დაერეკა.
-ეს სასაცილო არ არის,რამე რომ მოუვიდეთ?
-არც მიხუმრია,იმედია ვერცერთი ვერ დაიჭირა,თორემ კარგი დღე არ ელით შენს მეგობრებს.
-ასეთი ძაღლების ყოლა როგორ შეიძლება?
-დაბმულები არიან და არაფერს აშავებენო ამით იმართლებს თავს,დავრეკავ და დაიჭერს ისევ.-ტონი არ შეუცვლია ისე მიუგო და ნომერი აკრიფა.-ილო სალამი,როგორ ხარ?რაარის ბიჭო სოფლის დარბევა თუ გინდოდა სხვა გზა ვერ ნახე?ჰო გარეთ არიან,ჩამოსულ ბავშვებს გაეკიდნენ ძლივს გამოვასწარით ტყიდან,რამდენხანში მოხვალ?შეჭამს ბიჭო მანამდე ვინმეს.მიდი და რომ დაიჭერ ოთხივეს გამაგებინე.-მხოლოდ ეს უთხრა კაცს და საუბარი დაასრულა.-6საათამდე არ ვიქნები მაანდო.
-6 საათამდე ასე უნდა სდიონ ხალხს?-გაოცდა მაშო.
-არ ვიცი კარგი?მე მაგათ ვერ დავიჭერ და თუ ეგეთი მაგარი ტიპი გგონია შენი თავი გადი და დაიჭირე.
-ჩემს მეგობრებს უნდა დავურეკო.არ იჭერს ჩემი ტელეფონი,შეიძლება შენი ავიღო?
-აიღე.-მხრები აიჩეჩა და ღუმელთან ჩაიმუხლა,რომ შეშა დაემატებინა.ქვით ნაშენები სახლი იყო,ერთსართულიანი,თუმცა დიდი და მყუდრო.ყველა კუთხეს მცენარეები ამშვენებდა და ავეჯიც სახლის შესაფერის ფერებში იყო,საკამოდ მოვლილი და თბილი სახლი ჩანდა,ქალის ხელი,რომ ეტყობოდა ისეთი.მსგავს რამეზე ისე უნებურად ჩაფიქრდა თავადაც ვერ გააანალიზა.
-გისმენთ.-გაისმა ანდროს დაღლილი ხმა მობილურში.
-ანდრო მე ვარ,მაშო.-შვებით ამოისუნთქა მისი ხმის გაგონებისას.
-სად ხარ გოგო?შემოვიარეთ მთელი მესტია.
-დავიკარგე ანდრო,ძაღლი მომსდევდა და გავრბოდი,სად ვარ ისიც არ ვიცი,მაგრამ კარგად ვარ.
-რას ქვია არ იცი,რას ხედავ გარშემო?გიპოვით არ შეგეშინდეს.
-არა ანდრო,კარგად ვარ მართლა,დუდუმ მიპოვა და მასთან ვარ,როგორც კი დააბამს პატრონი ძაღლებს მაშინვე დამეხმარება,რომ მოვიდე სასტუმრომდე.თქვენ ყველა კარგად ხართ?
-კეკეს კბილი გაჰკრა იმ ნაბო*არმა...ექიმი გოგოა აქ და ძაღლს დავაკვირდეთ არაფერია საშიშიო.
-როგორ არის ახლა?
-კარგად არის,ცოტა შეშინებულია,მაგრამ გაუვლის.დედაჩემს საღამოს ჩემი სახელით შეტყობინება გაუგზავნე,რომ ტელეფონი დამიჯდა და შუქი არ არის ვითომ,ამიტომ ვერ დავურეკე.
-მე კი მივწერ,მაგრამ როდის მოხვალ?
-დუდუ როდის შევძლებ წასვლას?-სავარძელში მჯდომს მიუბრუნდა.
-როგორც კი დააბამს ილია ძაღლებს წაგიყვან.-მშვიდად უთხრა და ჰორიზონტს გახედა.
-რომ დააბამს პატრონი წამომიყვანს.
-ცოტნემ,რომ გაიგოს მაგასთან ხარ გააფრენს.
-სად არის?

-შენს მოსაძებნად გამოვიდა.მეც მაგას გამოვყევი,დაბოდიალობს უაზროდ,წავიყვან ახლა.
-წადით რა სასტუმროში არაფერი მოგივიდეთ,მოვალ მეც საღამოს.თავს გაუფრთხილდით.-სევდიანი ხმით უთხრა და ანდროს პასუხს აღარ დაელოდა ისე გათიშა მობილური.
-კარგად არიან?
-კეკეს უკბინა ერთ-ერთმა.
-აცრილები არიან ცოფზე,საშიში არაფერია,ნუ იდარდებ.-თითქოს ანუგეშაო,თბილი ხმით უთხრა და სამზარეულოს კუთხეს მიუახლოვდა.-ჩაის ან ყავას დალევ?
-ჩაის თუ შეიძლება.-დაიმორცხვა მაშინვე,რომ დასთანხმდა,მაგრამ რა ექნა,ძალიან სციოდა.
-შეგიძლია ჩემი ტანსაცმელი აიღო და ეგენი აქ გადაკიდო,რომ გაშრეს,ღუმელთან უცებ გაშრება.
-არაა,იყოს.-მაშინვე იუარა შემოთავაზება.
-მისმინე.-მშვიდი ხმა ჰქონდა მერლანს.-ვიცი,რომ ცოტა შეგაშინე გუშინ,მაგრამ ცუდი ადამიანი არ ვარ,არც მანიაკი,რომელიც გოგოებს იტაცებს,ან გამოცვლის დროს ვიდეოებს უღებს.იმ ოთახს ხედავ?-თავით ანიშნა ერთ-ერთ კარზე.-კარადაში სუფთა ტანსაცმელია,სპორტულის შარვალი მოგერგება,სვიტრებიც არის,შეგიძლია ჩაიცვა,რაც გინდა.
-წინდებს არ შემომთავაზებ?-ხუმრობა სცადა მაშომ.
-პირველი უჯრა,სარკიან კარადაში.გაუხსნელი შეკვრა დევს,შეგიძლია აიღო.-სერიოზული ტონით მიუგო და კარადიდან პურის ნაჭრები აიღო.-საცვლებსაც შემოგთავაზებდი,ეგენიც არის,მაგრამ მგონი პირველისთვის ზედმეტია.-მის აჭარხლებულ სახეს თვალი მოარიდა და ზურგს უკან ჩაიცინა.
-გამოვიცვლი.-მშვიდად მიუგო და ნელი ნაბიჯით გავიდა ოთახში...კარი ისე ფრთხილად შეაღო თითქოს ქურდი იყო და ოთახს თვალი სწრაფად მოავლო.კარი სასწრაფოდ გადაკეტა და სირბილით მივიდა კარადასთან,რომ რაიმე მშრალი ეპოვა.მართლა საშინლად სციოდა და ფეხსაცმელში წყალიც ჩასვლოდა.მუხლამდე ჩექმა კი ეცვა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა ელვა შესაკრავი ამდენს ვერ უძლებდა და წყალს აპარებდა.
შავი,ლურჯი და ნაცრისფერი ტანსაცმლით იყო სავსე კარადა,ფერადს ვერაფერს ნახავდით.სპორტულის შარვლებს წელზე შესაკრავი ჰქონდა,ამიტომ პირველივეს ეცა და იქვე დადებული ყელიანი როლინგიც მშვიდად მოიპარა.თავიდან ყოყმანობდა წინდების აღებაზე,მაგრამ მერე გარისკა და პირველი უჯრაც გამოაღო.მართალი უთქვამს,გაუხსნელი შეკვრა იდო უჯრაში,მხოლოდ ერთი წყვილი ამოაძვრინა და კარადის კარი მაშინვე ხმაურით დახურა.სასაცილოდ არ ეყო საკუთარი მდგომარება,უცხო ადამიანის სახლში დაიარებოდა,კარადაში იქექებოდა და მის ტანსაცმელს თხოულობდა,წინდების ჩათვლით...ეს წინდები მერე უნდა წაეღო თუ დაეტოვებინა?რა უხერხული იყო...
-ღმერთო შენ მიშველე.-სარკის წინ წამით დატრიალდა და რამდენიმე ზომით დიდი შარვალი კიდევ უფრო მაღლა აქაჩა.-წამით კიდევ მოავლო ოთახს თვალი და ცნობისმოყვარეობამ მაინც სძლია.საწოლთან დადებულ ტუმბოს მიუახლოვდა და პირველივე უჯრა ურცხვად გამოაღო.-ამ ბიჭს ჩემი მომავალი მართებს,მერე რა თუ ჩავიხედები.-დაიმშვიდა სინდისი და ნახევრად ცარიელ უჯრას უკმაყოფილოდ მოავლო თვალი.მხოლოდ ერთი რვეული,საწერი კალამი,რამდენიმე აბი გამაყუჩებელი და სანთებელა იდო უჯრაში.ნელა მიხურა ზედა უჯრა და ქვედასაც მშვიდად წაეტანა,თუმცა ნანახით მოხიბლული არ დარჩენილა.ჩარჩოში ჩასმული სურათი,სადაც დუდუ და უცნობი გოგო იყვნენ,ფოტოს ქვემოთ კი პრე*ერვატივის გახსნილი კოლოფი დახვდა.-რა საზიზღრობაა.-მაშინვე მიხურა უჯრა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ჩაი გაგიცივდა.-კარს მიღმა გაისმა მერლანის ხმა.
-მოვდივარ.-გამოერკვა მოულოდნელად.-ისიც კი აღარ ახსოვდა,რომ სხვის სახლში იყო.ტანსაცმელი ხელში მოაგროვა და წინდებისამარა გავიდა მისაღებში.
-ოჰოო,ჩვენი მაშა ციგნის ბავშვს დამსგავსებია.-სიცილით უთხრა ქალს და სავარძლის წინ ჩაი და რამდენიმე ნაჭერი კარაქიანი პური დაუდო.-შაქარი აქ არის,რამდენიც გინდა ჩაყარე.
-მადლობა.-თავი შეიკავა ზედმეტი კომენტარებისგან და ტანსაცმელი იქვე სკამის საზურგზე გადაკიდა.
-საცვალსაც ველოდი.-ბოლოს წინდები,რომ გადაფინა იმედგაცრუებულმა ამოთქვა კაცმა.
-იცი,რომ უზრდელობაა ქალთან ეგრე ლაპარაკი?მითუმეტეს მაშინ,როცა არ იცნობ.
-მართლა მაშა?არ ვიცი,მაგრამ თუ ამიხსნი ვისწავლი და მეცოდინება.
-როდის დააბამს ის კაცი ძაღლებს?-საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა მაშინვე.
-აქ არ იყავი,რომ ვესაუბრე?მე რა ვიცი,როდის დააბამს.-მხრები აიჩეჩა კაცმა.
-გკითხე უბრალოდ...
-მეც გიპასუხე.
-კარგი.-უკმეხად მიუგდო და სავარძელზე ფეხები მოკეცა.-აქ ცხოვრობ?-თავი მაინც ვერ შეიკავა და საუბარი განაგრძო.
-ჰო.-მშვიდად მიუგო და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა.
-რატომ?
-რას ნიშნავს რატომ?
-მამაშენი ვასილ მერლანია...მას იმდენი ფული აქვს.
-ის ტიპი არ ვარ მამის ფულით,რომ ბლატაობს.რაც ვიბლატავე მეყო,შედეგი კარგი არ იყო.
-რატომ?
-რას ნიშნავს რატომ?
-რატომ არ იყო შედეგი კარგი?-მაინც არ მოუსვენა.
-არ აქვს მნიშვნლობა.უბრალოდ უნდა გახსოვდეს,რომ ცხოვრებაში ფული არ არის მთავარი.მთავარი ადამიანობაა და მინდა ეს დავიბრუნო.
-ადამიანობა დაიბრუნო?
-ჰო...მინდა ერთ დღეს სარკეში,რომ ჩავიხედები ადამიანი ვიყო.
-ადამიანი ხარ დუდუ.
-არა,ასე არა...მხოლოდ გარეგნობით არა,შინაგანად მინდა,რომ ასე იყოს,მინდა ვგრძნობდე,რომ ისევ ცოცხალი ვარ.-დაბნეული ალაპარაკდა.
-სუნთქავ,პულსი გაქვს,გული გიცემს,შენ...
-განა ვისაც გული უცემს ყველა კაცი ცოცხალია?-ტუჩის კუთხე ოდნავ შესამჩნევად ჩატეხა.
-მე...არვიცი...-მშვიდად ამოთქვა და ფინჯანს უხმოდ ჩააჩერდა.

***
-იმ სი*თან რა უნდა?სად არის?წამოვყვანოთ.-ერთ ადგილას არ ჩერდებოდა ცოტნე.
-ნუ გაგიჟდები რა,მითხრა კარგად ვარო.
-ჰო,ეგ გოგო სულ კარგად არის,ეგაა მაგისი პრობლემა.
-ცოტნე დაწყნარდი და დაჯექი.ახლა ვერსად ვერ წავალთ ვერც ჩვენ და ვერც მაშო ვერ წამოვა,მიხედავს პატრონი ძაღლებს და მაშოც მოვა.
-მე ეგ ტიპი არ დამევასა ანდრო,ძვლებს დავუმტვრებ მაშოს,რომ აწყენინოს.
-მეც მოგეხმარები რამე ისე თუ არ წავა,მანამდე მშვიდად იყავი და კეკეს დახედე ხომ კარგად არის.
-ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება ანდრო.-სიგარეტს მოუკიდა კაცმა.-პატარა ნაკაწრი აქვს.
-მართლა აღარ გიყვარს?-მეგობარს ცერად გახედა ანდრომ.
-არც მიყვარდა...სხვა რაღაც იყო რა.დაინახავ ლამაზი გოგოა,გინდა გვერდით გყავდეს,მარტივად გყავს გვერდით და აღარ გინდა.ეგრე იყო რა.
-ვერაფერი გამიგია შენი,ახლა მაგიტო დასდევ მაშოს?უცებ გვერდით გყავდეს და მერე აღარ გინდოდეს?
-ნუ სულელობ ანდრო რა,მაშო მეგობარია და მეგობრულად შემტკივა გული,სხვანაირად არც მიფიქრია.-მაშინვე იუარა მისი ნათქვამი.
-არადა სხვანაირად ჩანს შორიდან,თითქოს დარდობ.
-ვდარდობ,როგორც ვიდარდებდი ლალიზე,ანაზე,სალომეზე და სხვებზე.-ტონი შეეცვალა ცოტნეს.
-კარგი,კარგი-დანებების ნიშნად ხელები აწია.-ისე იყოს როგორც ამბობ.-მის პასუხს აღარ დალოდებია,სიგარეტის ნამწვი იქვე მიაგდო და სასტუმტოში უკანმოუხედავად შევიდა...

***
-რას დადის ის კაცი ამდენხანს?-აბუზღუნდა მაშო.
-ორი დაიჭირა,ორი ვერა.თავისუფლება იგრძნეს და ეგენი უკან წავლენ ახლაა.
-დუდუ სასტუმროში უნდა წავიდე,აქ ხომ არ დავრჩები.
-დაწყნარდი კარგი?რომ დაიჭერს მე წაგიყვან,დაჟე სასტუმროს კარამდე მიგიყვან,მაგრამ მანამდე აქედან ფეხს ვერ გაადგამ.
-ნუ მეუფროსები კარგი?ზრდასრული ვარ და თავად გადავწყვეტ წავალ თუ არა.-გაეჭიმა მერლანს.
-შენ როგორც ჩანს სიცოცხლე მოგბეზრებია,გადი აბა,კი არ გიჭერ,
-ცოტახანიც მოვიცდი და გავალ.-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და საზურგეს მშვიდად მიეყრდნო.
-ერთი იცოდე,მეტჯერ ვერ გიშველი.
-შენი შველა რაში მჭირდება?
-აა ხო,დამავიწყდა...შენ ხომ ზრდასრული ხარ მაშა.-ირონია არ დააკლო კაცმა.
-მასე ნუ მეძახი,თორემ...
-თორემ შენი ბიჭი დამადგება თავზე და მცემს?
-ჩემი ბიჭი არ არის,კურსელია.
-ნამეტანი ავი კურსელი გყოლია.
-კარგად ვერ მოგხვდა როგორც ჩანს,კიდევ გინდა?-მუქარასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.
-ნეტავ იქამდე მცემოს,სანამ საიქიოს არ გამისტუმრებს.
-რაარის მაზოხისტი ხარ?ახლა ცხადია ვის უფრო მობეზრდა სიცოცხლე.
-იმას,რომ გამოივლი,რაც მე გამოვიარე,მერე ვილაპარაკოთ მაგაზე კარგი?
-კარგი რა,15 წლის ასაკში...-მაშინვე შეწყვიტა საუბარი,როგორც კი გაიაზრა ვინ იდგა მის წინ.
-15 წლის ასაკში რა?
-არაფერი.
-არ მითხრა რომ...
-დაივიწყე.-მშვიდად მიუგო და ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა.
-ვწუხვარ.
-რისთვის?
-რაც არ უნდა მოგსვლოდა ყველაფრისთვის.
-მადლობა.-ოდნავშესამჩნევად გაუღიმა და თვალები მხოლოდ წამით დახუჭა.
გადაუღებლად თოვდა იმ ღამეს სვანეთში.მესტია გადაათეთრა თოვლის ფანტელებმა.შუაგულ ტყეში უცხო ადამიანის სახლში უდარდელად ფშვინავდა მაშო და არაფერი აწუხებდა,განსხვავებით მერლანისა,რომელსაც სიცოცხლე უკვე მობეზრებული ჰქონდა.სავარძელში იჯდა და მძინარე გოგონას გასცქეროდა.დიდი ხანია სტუმარი არ ჰყოლია ამ სახლში.მხოლოდ თვითონ და მოგონებები იყვნენ ყოველთვის,ახლა კი სრულიად უცხო შემოიჭრა და იმ სავარძელზე ეძინა,რომელსაც ერთ დროს ელენა იკავებდა.რა რთული იყო ძველი სიყვარულის დავიწყება,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ყველაფერი მას ახსენებდა.მაშო არ ჰგავდა მას,ის შავგვრემანი იყო,მაშოს კი ქერა,თითქმის თეთრი ფერის თმა და ყინულივით ცივი თვალები ჰქონდა.მაინცდამაინც ის მაისური გადაეცვა,რომელიც ელენასთვის ჰქონდა გადადებული მერლანს და მაინცდამაინც ზუსტად ისე,ფეხებმოკეცილი იმ სავარძელში მოკალათდა,რომელიც მისი წარსულის ანარეკლი იყო...


9-10ში ელოდეთ ახალ თავს მეგობრებო,იმედია ისიამოვნებთ,სიყვარულით ენ ქეი heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი ბაბი

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს,მიყვარს შენი ისტორიები❤️

 


№2 სტუმარი ანამარია ახალკაცი

ვაიმე ვაფრენნნ რა საყვარელია დუდუ????
ცუდია რომ დაეჯახა ალბათ რომ გაიგებს ძალიან ინერვიულებს
ველი შემდეგ თავს❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ისეთ სიყვარულს ვაფასებ- უბავშვოდ და უშვილოდაც რომ უყვარს მამაკაცს ქალი. ეგაა ნამდვილი სიყვარული.
ალბათ, აქაც ეგ სიუჟეტი იქნება.

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე1511

საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია, დიდი მოლოდინებით, საუკეთესო ხარ ძალიან რომ არ გვალოდინებთ, მესამე თავის მოლოდინით აღსავსეებიიიიიიიიი

 


№5 სტუმარი ნიცა

ცოტა მალე თორე ვეღარ ვითმენთ უკვე

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

უკვე ველოდები სულმოუთმენლად 9 10 მდე რა გაძლებს?

 


№7  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან საინტერესო ისტორიაა .

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

დღეს დაიდება?

 


№9 სტუმარი სტუმარი ლელა

საინტერესო ისტორიაა. გელოდებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent