შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილუ 4 თავი


9-10-2024, 01:13
ავტორი Lellla
ნანახია 1 474

ორი საათი სრულდებოდა,როდესაც სანდრომ მანქანა სახლთან გააჩერა,მთელი გზა მხოლოდ და მხოლოდ ლილუზე ფიქრში გაატარა და ერთი დასკვნა გააკეთა,ეს გოგო თავგზას ურევდა,მისი ყოველდღიურობა განსაკუთრებული გახადა.მისულს კარი ნინომ გაუღო,მოიკითხეს ერთმანეთი,ნინომ სანდროს ოჯახის ამბავიც კითხა,იცოდა ნიკასგან რომ ბოლო პერიოდში ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან,იმის გამო, რომ სანდროს არ სურდა მშობლები ზედმეტად ჩარეულიყვნენ მის ცხოვრებაში.თან ისეთი დედა ჰყავდა,გოგოს გარიგებასაც კი ცდილობდა შვილისთვის,ეს ძველი ტრადიციების შედეგი იყო.რათქმაუნდა სანდროს ეს არ მოსწონდა და შესაბამისად რამდენჯერმე შეკამათებია კიდეც მას.მათი საუბარი ლილუმ დაარღვია,რომელიც მისაღებ ოთახში შევიდა
_გამარჯობა_მორცხვად მიმართა სანდროს და მსუბუქად გაუღიმა,ის სურნელი კვლავ დატრიალდა ირგვლივ,ღიმილმა მოხიბლა ბიჭი და ლამის ყველაფერი დაავიწყა,ძალიან ლამაზი იყო,თვალები უბრწყინავდა,სურვილი გაუჩნდა შეხებოდა და ეგრძნო მისი კანი,ტუჩები,ყველაფერი.
_გამარჯობა ლილუ_იგივე სიტუაციაში იყო ლილუც.ძალიან ესიამოვნა რომ მისი სახელი ახსოვდა,სანდროსგან წარმოთქმული მაინც სულ სხვანაირად ჟღერდა.
მოკითხვის შემდეგ ნინომ ახალგაზრდების მარტო დატოვება გადაწყვიტა საქმეზე სასაუბროდ.თავიდან არცეთი არ იწყებდა საუბარს,საბოლოოდ სანდრომ დაარღვია დუმილი და ამით ლილუსთან არსებული უხერხულობაც გაფანტა.
_მოდი პიდაპირ საქმეზე გადავალ,ლილუ ამ ეტაპზე კომპანიაში არის რამდენიმე ვაკანსია,მე რომლის შემოთავაზებაც შემიძლია ასისტენტობაა,ახლახანს გავიდა შვებულებაში ჩემი ასისტენტი,თუ დათანხმდები შეგიძლია ხვალვე დაიწყო მუშაობა,თან ასევე კურსები გაიარე მე დაგეხმარები,ნინო დეიდასგან გავიგე რომ მათემატიკა კარგად გამოგდის,თუ სურვილი გექნება ბიზნესის სფეროში შემიძლია მოგაწყო მომავალში_საქმიანად საუბრობდა სანდრო,შეამჩნია ლილუს თვალებში გაჩენილი ბედნიერების ნაბერწკალი,რაც ახარებდა,ლილუმ უფრო მეტად დაიჯერა რომ სანდრო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო,თითქმის უცნობს სამსახური შესთავაზა,რაც დიდი პასუხისმგებლობა იყო.
_ძალიან დიდი მადლობა,არც კი ვიცი რა ვთქვა,რაიმე რომ არასწორად გავაკეთო და თქვენი იმედები გავაცრუო ჩემს თავს ვერ ვაპატიებ..._უთხრა ლილუმ და დააკვირდა სანდროს
-პირველ რიგში შევთანხმდეთ რომ თქვენობით საუბარი არაა საჭირო_გაუღიმა და განაგრძო_და დაიმახსოვრე ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მე ვაგებ პასუხს,გული მიგრძნობს რომ კარგი ადამიანი ხარ და ყველაფერს ისწავლი მთავარია საქმეს მიენდო და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ_მშვიდად საუბრობდა სანდრო,ლილუს ესმოდა ეს და მადლობელი იყო._შენგან მხოლოდ პასუხი მჭირდება,გინდა თუ არა მუშაობა
_დიახ,თანახმა ვარ,ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ რომ იმედები არ გაგიცრუოთ_უპასუხა ლილუმ
_ძალიან კარგი,მომწონს შენი შემართება,რაც გევალება და სხვა დეტალებს კომპანიაში აგიხსნიან ახლა კი დაგტოვებ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს_დამშვიდობას აპირებდა,როცა ლილუს კითხვამ გაკვირვებასთან ერთად სიხარული მოგგვარა
_შეიძლება ჩაგეხუტო?_უთხრა იმის გამო,რომ სოფელში ყოფნის დროს მარიკო ბებო მუდამ მის გვერდით იყო და შესაბამისად ბედნიერებასა და სევდას მასთან იზიარებდა,ახლაც ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ გული აუჩუყა.მიხვდა,რომ მარტო არ იყო,თანხმობის მიღების შემდეგ მასთან ახლოს მივიდა და ხელები შემოხვია ბიჭს,სითბო იგრძნო და თვალები დახუჭა,ამ პერიოდის გაჩერებაზე რომ გეკითხათ ორივე თანახმა იქნებოდა.იმის გამო,რომ ლილუ ერთი თავით დაბალი იყო სანდროზე,ფეხის წვერებზე იდგა,ჩახუტებისას ორივეს გულმა ასმაგად დაიწყო ცემა,ლილუმ მხარზე დაადო თავი და შეისუნთქა მისი სურნელი,რომელიც არაამქვეყნიურად სასიამოვნო იყო მისთვის,ისე როგორც სანდროსთვის გოგონას სურნელი,რამდენიმე წამის შემდეგ მოშორდნენ ერთმანეთს,ლილუმ ისევ გადაუხადა მადლობა,იმისთვის რასაც ის მისთვის აკეთებდა და მისი წასვლის შემდეგ ოთახში ავიდა,მღელვარება და ჟრუანტელი თან სდევდა,ფიქრობდა მომხდარსა და მომავალ დღეზე და სიხარულით ივსებოდა.
სინამდვილეში სანდროს ძალიან გაუკვირდა ლილუს ეს ქმედება,უკვე გონებაც კი აერია თუ რას ფიქრობდა გოგონა მასზე,სურდა მეტი გაერკვია მასზე და მეტად დაახლოვებოდა მას,მიზიდულობა მათ შორის ძლიერი იყო.
მაკას ახალი ამბავი ძალიან გაეხარდა,ლილუს ნებისმიერი წარმატება მას ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდა,15 წლის ასაკში,როცა ჩემპიონატში გაიმარჯვა,ძლიერ ამაყობდა მისით,იცოდა რომ ერეკლე და მარიამი რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ მისით იამაყებდნენ,გარდა ამისა,ლილუს არასდროს არ ექნებოდა მშობლების ადგილი ცარიელი,თუმცა მარიკო ბებოს აღზრდა ეტყობოდა მას,ეს კი ბევრს ნიშნავდა.
როდესაც ლილუმ თავის ტანსაცმელს გადახედა მიხვდა,რომ კომპანიის შესაბამისი არაფერი ჰქონდა,ამიტომაც გადაწყიტა დანაზოგით შეეძინა ის რაც სჭირდებოდა,სახლში დაბრუნებულს მომავალი დღისთვის კლასიკური შარვალი,ლამაზი ზედა და კოსტუმი აირჩია,მაღალ ქუსლებზე არასდროს გაუვლია და არც იცოდა,ამიტომ ლამაზი,დაბალი ფეხსაცმელები აირჩია.დაძინების წინ სოციალურ ქსელში სანდროს ფოტო ნახა და მანამ უყურებდა,სანამ არ გადავიდა სიზმრების სამყაროში.სანდრომ ლილუდან წამოსვლის შემდეგ დიდხანს იხეტიალა მანქანით,ამ დროს მოიფიქრა,რომ ნიკასგან შეიძლებოდა ისეთი ინფორმაციის გაგება ლილუზე,რომელიც მან არ იცოდა,გადაურეკა და გაიგო რომ ძმაკაცი ჯერ კიდევ კომპანიაში იყო, ამიტომ სწორად იქ წავიდა.მისულს შემდეგი დღისთვის ჩანიშნეული რამდენიმე შეხვედრა დახვდა,ამიტომაც სანამ ნიკა საქმეს მორჩებოდა საბუთების მომზადება გადაწყვიტა,იმის გამო,რომ ასისტენტი ახალი გასული იყო შვებულებაში გაუჭირდა საჭირო მასალის ძიება,თუმცა საბოლოოდ თავი გაართვა და ამასობაში ნიკაც გათავისუფლდა,ნიკა გაყიდვების სფეროში წამყვანი პოზიცია ეკავა,ამიტომაც ძირითადად საქმეებში იყო ჩართული და ყველაფერს თვალყურს ადევნებდა.თანაც უკვე გაგებული ჰქონდა დედისგან ლილუს ამბავი და ძალიან გაეხარდა, რომ სანდრო დაეხმარა და თავის კომპანიაში აწყებინებდა მუშაობას,საუბრის დროს ჩამოვარდა ლილუს ოჯახზე საუბარი,მაშინ გაიგო სანდრომ რომ ლილუს მშობლები ძალიან პატარას გარდაეცვალა და რომ რთულად გადაიტანა ეს,ნიკამ ასევე უამბო მთელი ოჯახისთვის საყვარელი მარიკო ბებოს შესახებ,რომელმაც ისეთი გაზრდა ლილუ როგორიც ახლაა.შეპირდა რომ ახალ წელს,სოფელში მასაც გააცნობდა თბილ ბებოს.სანდროს გულზე მოხვდა ლილუს განვლილი ცხოვრება და სურდა მუდამ ბედნიერი ყოფილიყო ის,გაეხარდა ის ფაქტიც,რომ შეძლებდა ლილუს ბებოს გაცნობას,ეჭვიც არ ეპარებოდა თუ როგორი კარგი ადამიანი იქნებოდა.ამ და სხვა ბევრ თემაზე ისაუბრეს,გვაინ კი სანდრო სახლში დაბრუნდა,თან ფიქრობდა იმ გოგოზე,რომელმაც ასე ააფორიაქა და სიცოცხლის აზრი დაუბრუნა,მას შემდეგ რაც მან გადაიტანა...



№1 წევრი La dolce vita

ძალიან კარგი და თბილი ისტორიაა, ისეთია გულგრილად ვერ შეძლებ წაკითხვას. ველი ახალს.❤️

 


№2  offline წევრი Lellla

La dolce vita
ძალიან კარგი და თბილი ისტორიაა, ისეთია გულგრილად ვერ შეძლებ წაკითხვას. ველი ახალს.❤️

ძალიან დიდი მადლობა❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ უკვე გელოდებით♥️

 


№4  offline წევრი Lellla

სტუმარი ნანა
მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ უკვე გელოდებით♥️

დიდი მადლობა❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

რა კარგი ისტორიაა, ახალ თავს როდის დადებთ?

 


№6  offline წევრი Lellla

სტუმარი მარი
რა კარგი ისტორიაა, ახალ თავს როდის დადებთ?

მადლობა,მიხარია,მალე დავდებ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent