შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 4 თავი


10-10-2024, 02:25
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 207

-ახლა რა მოხდება?-უცბათ დასერიოზულდა ირაკლი
-პირველივე ზარის გაშვებისთანავე წავართვი ტელეფონი და დავუმტვრიე, ასე რომ...
-ფიქრობ რომ 112 რეაგირების გარეშე დატოვებს ამ ზარს?
-შეიძლება დარეკვა ვერც მოასწრო... ზუსტად არ ვიცი...
-ანდრიამ არავითარ შემთხვაში არუნდა გაიგოს ეს ამბავი
-დამალვას რა აზრი აქვს? თუ ეს ზარი ამიტივტივდება იმ ნაბ*ჭვრის გაუჩინარების საქმეში... მაშინ...
-მართალი ხარ ჯობია სიმართლე იცოდეს, რომ მომზადებული შეხვდეს იმ სირთულეებს რაც, შეიძლება შენს გაუფრთხილებელ ქმედებას მოჰყვეს
-იცი? ზოგჯერ შენი მოკვლის სურვილი მიჩნდება!
-ხოოო? რატო?-შეიცხადა ირაკლიმ და კარადიდან ვისკის ბოთლი გამოიღო-დალევ?- ინტერესით ჰკითხა ფანჯარასთან მდგომ გაღიზიანებულ მეგობარს და მისგან პასუხი რომ ვერ ვიიღო სასმლით სავსე ჭიქით მიუხლოვდა
-ამის დედაც-უმისამართოდ შეიგინა თორნიკემ და ჭიქის ნაცვლად ბოთლი გამოართვა და მოიყუდა
-სვაამთ? -უკმაყოფილო ტონით, უმისამართოდ იკითხა იმ წამს ოთახში შესულმა ანდრიამ და მანქანის გასაღები მაგიდაზე მოისროლა
-რაღაც მოხდა-უემოციო ტონით უთხრა ირაკლიმ და ხელში შერჩენილი ჭიქა ერთი მოყუდებით ბოლომდე ჩაცალა
-ამოღერღე!
-შეცდომა დავუშვი-საუბარში ჩაერია თორნიკე და მოკლედ მოუყვა მეგობარს მომხდარი. ანდრია ხმის ამოუღებლად უსმენდა მეგობარს და როცა თორნიკემ საუბარი დაასრულა, ვისკის ბოთლი ხელიდან წაგლიჯა და მოიყუდა. ერთ ბოთლს მეორე მოჰყვა და მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან სამისვეს წაეშალა სახე.
-საით?- დაიძაბა ირაკლი, როცა მოულოდნელად ანდრია ვისკის ბოთლით ხელში ნიცას ოთახის მიმართულებით წავიდა
-არ ჩაერიო!- მრისხანე მზერით გამოხედა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაბნეულ მეგობარს და გასაღები უხეშად გადაატრიალა.
-მის შეჩერებას არ ეცდები?- თორნიკეს უმოქმედობამ ირაკლი გააბრაზა
-რა გინდა რომ გავაკეთო?-ცინიკური მზერით ახედა თავზე წამომდგარ მეგობარს თორნიკემ და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს აკანკალებული თითებით წვალებით მოუკიდა
-მინდა რომ შეაჩერო!
-არაფერს დაუშავებს
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
-დარწმუნებული არაფერში ვარ...
-თუ ასეა მაშინ მის შეჩერებას რატომ არ ცდილობ?
-იმიტომ რომ ჩემი ძმაა და ვიცი რისი გამკეთებელია და რისი არა
-მთვრალია
-ჩემი ძმა მოძალადე ნაბ*ჭვარი არაა
-მე ეგ არ მითქვამს!- წამოენთო ირაკლი
-მაგრამ იგულისხმე-ავარდა თორნიკე
-ზოგჯერ თავზე კონტროლს კარგავთ- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა დაძაბულმა ბიჭმა თავზე წამომდგარ მეგობარს და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- რომ არა თქვენი დაუნდობელი ხასიათი ახლა ის ნაბ*ჭვარი ცოცხალი იქნებოდა და ჩვენ 4 ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით
-წადი
-რაა?
-წაეთრიე ამ სახლიდან!-ბოლო ხმაზე უღრიალა განრისხმებულმა ბიჭმა დაბნეულ მეგობარს და საყელოში ხელი წაავლო
-დამშვიდდი კარგი?!- არეული ხმით უთხრა ირაკლიმ და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაჰყვა აივანზე- როგორც ჩანს რაღაც არასწორად გაიგე
-მე გავიგე არასწორად?-გაეცინა თორნიკეს და უხეშად უბიძგა კიბისკენ
-მიმისმინე
-არა შენ მომისმინე! მე და ანდრიას ის ნაბ*ჭვარი განზრახ არ მოგვიკლავ... ეს შემთხვევით მოხდა... ჩვენ რომ არ მოგვეკლა თვითონ დაგვხოცავდა ორივეს! გესმის რას გეუბნები? ახლა წადი და დაფიქრდი იმ ყლ*ობაზე რაც წეღან მითხარი
-თორნიკე
-წადი
-არ ვიცოდი... მე მეგონა რომ...
-რომ რა?
-მას შემდეგ რაც ვახო საქართველოში დაბრუნდა შენ და ანდრიამ მოსვენება დაკარგეთ, იყიდეთ იარაღი, შეცვალეთ მანქანები, დაცვა გააორმაგეთ.... მისი თითოეული ნაბიჯის შესწავლა დაიწყეთ
-მხოლოდ ამიტომ ფიქრობ რომ ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო?- ირონია გაერია ხმაში თორნიკეს
-მხოლოდ ამიტომ არა- მოიღუშა ირაკლი
-შენი აზრით საკმარისი მიზეზი არ გვქონდა იმისთვის რომ მისთვის სიცოცხლე წაგვერთმია?
-გქონდათ! და სწორედ ამიტომ ვიფიქრე რომ დაგეგმილად და განზრახ მოკალით
-იმ ნაბ*ჭვრის ბინძურ სისხლში ხელს არასოდეს გავისვრიდით მაგრამ გარემოებებმა გვაიძულა რომ მოგვეკლა...
-მესმის
-არა არ გესმის... 18 წლის ლაწირაკი ხარ და ცხოვრების აზრზე არ ხარ. იმ ნაბ*ჭვრისთვის სიკვდილი შვებააა... ხვდები?
-ვხვდები
-კაი მიდი შედი სახლში-მის სერიოზულ სახეზე თორნიკეს გაეღიმა და წამიერად ცივი მზერა ნიცას ოთახის ფანჯრებს მიაყინა.
....
ანდრიას ოთახში შესვლისთანავე ფეხზე წამოვარდა შეშინებული გოგონა და აკანკალებული ხელებით ზურგს უკან დამალა დამტვრეული ტელეფონი. ანდრიას მის ქცევაზე ბოროტულად გაეღიმა და ვისკით სავსე ბოთლი კიდევ ერთხელ მოიყუდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მოულოდნელად ანდრიას გამყინავმა ხმამ დაარღვია
-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ თუ იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი
-რატომ მოხვედი რა გინდა ჩემგან?
-იცი რაც მინდა
-დამტვრეულია
-მგონი გასაგებად ვერ აგიხსენი-მკაცრი ტონით უმისამართოდ თქვა გაღიზიანებულმა ბიჭმა და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი
-არ გაბედო და არ შემეხო- ზიზღით უთხრა შეშიენბულმა გოგონამ და აკანკალებული თითებით ტელეფონი ხელში შეაჩეჩა
-რატომ გგონია რომ შენი შეხების სურვილი მაქვს?-ცინიკური ტონით ჰკითხა ანდრიამ და ვისკის ბოთლი კიდევ ერთხელ მოიყუდა
-ის გავაკეთე რაც გინდოდა! შეგიძლია ახლა რომ გახვიდე?-ინტერესით ჰკითხა ნიცამ და წამიერად მზერა გაუსწორა
-შემიძლია! მაგრამ არ მინდა-ცინიკური ტონით უთხრა ანდრიამ და სიგარეტის ლურჯი მწველი კვამლი მისი არეული სახისკენ მიმართა
-მინდა რომ წახვიდე
-



№1 სტუმარი ჰეი

ძალიანნნნ , საინტერესოააა

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

რა დროს შეწყვიტეთ, მალე დადეთ გაგრძელება გთხოოვთ

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ჰეი
ძალიანნნნ , საინტერესოააა

მადლობა ❤️❤️❤️

სტუმარი მარი
რა დროს შეწყვიტეთ, მალე დადეთ გაგრძელება გთხოოვთ

აუცილებლად ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent