შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (25)


12-10-2024, 21:55
ავტორი lillianna
ნანახია 2 273


გუდაურში გატარებული დღეები საუკეთესო მოგონენებად მიჰყვებოდა ანიტას თბილისისკენ მიმავალ გზაზე , ეშმაკურად აპარებდა თვალს ლექსოსკენ, რომელიც საჭეს ცალი ხელით მართავდა მეორე ხელით კი ანიტას ხელი ეჭირა და ყოველ ორ წუთში ერთხელ კოცნიდა
-ისეე
წამოიწყო საუბარი გოგონამ
-არასდროს მქონია სექსი მანქანაში
ლექსომ გულიანად გადაიხარხარა
-ორი დღეა რაც სექსუალური ცხოვრება დაიწყე ანიტა
იმის გახსენებამ რომ გოგონამ მთლიანად მიუძღვნა საკუთარი თავი ლექსოს სიამოვნება მოჰგვარა
-ნუ მაიძულებ ამ თოვლში გავჩერდე
გოგონას ხელს მსუბუქად უკბინა
-ხომ არ გაგიჟდი ! ვიხუმრე ლექსო, უკან ნენე და ლუკა მოგვყვებიან
თვალები დახარა გოგონამ
-მთელი საქართველო რომ მომყვებოდეს როცა ასე ძალიან მსურხარ არავინ მაინტერესებს ანიტა!
გოგონასკენ გადმოიხარა და ამჯერად ყელთან უკბინა , ანიტა შეხტა
-გაჩერდი
სიცილს ვერ იკავებდა გოგონაც
-ნწ
კიდევ აგრძელებდა მსუბუქად შეხებას ლექსო
-მიყვარხარ ანიტა, ვერასდროს შევძლებ გაჩერებას შენთან!
ანიტამაც მიადო ბიჭის მხარს თავი
გაიტრუნა , ისეთ სიმშვიდეს გრძნობდა როგორც თბილ სახლში, ისეთი დაცული იყო როგორც არასდროს
თავიდანვე იცოდა ლექსომ , აი იმ პირველი შეხვედრების დროს რომ ანიტა ის ადამიანი იყო ვინც შეუყვარდებოდა , რადგან მასში იყო ყველაფერი რასაც ეძებდა , რაც სჭირდებოდა, რაც ყოველთვის აკლდა, უყვარდებოდა ის რაც ანიტას უყვარდა და იძულებდა იმ ყველაფერს რაც გოგონას გულს ტკენდა , საოცრება იყო იმ ყველაფრის გააზრება რომ ერთ დროს სრულიად უცნობი გოგონა ლექსოსთვის სულზე ძვირფასი ხდებოდა , ერთი ადამიანი თურმე ყველაფრისთვის ყოფილა საკმარისი, ყოველ წუთს ფიქრობდა ლექსო რამენაირაირად ჯერ საკუთარი თავისთვის აეხსნა როგორ უყვარდა და მერე იქნებ ანიტასთვისაც აეხსნა თუ რას გრძნობდა შინაგანად.
ანიტა იყო ადამიანი რომელმაც ნახა ლექსოს სული მაშინ როცა სტკიოდა , ანიტა იყო სიმშვიდე რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა
-შენ ხარ ყველაზე ძვირფასიმათ შორის რისი სიყვარულიც ოდესმე შემეძლო ანიტა!
-შენთან მოსასვლელად ღირდა ყველაფერი ლექსო
უნდოდა როგორმე გამოეხატა როგორმე ეთქვა თუ როგორ ძლიერ უყვარდა , ვერ იტევდა ანიტას სხეული ლექსოს სიყვარულს
აპირებდა ხმამაღლა ეყვირა მისი სახელი.
მოულოდნელად დარეკა მობილურმა
ანიტას გაეღიმა
-გილოცავ ახალ წელს ძმაო
თქვა მას შემდეგ რაც სენსორს თითი გადაუსვა
-სად ხარ !
ისეთი ცივი იყო ბიჭის ხმა
-თბილისში ვბრუნდები
-აქ ვარ ! თბილისის შესასვლელთან დაგელოდები !
ყინულივით ცივი იყო დათო
-რა ხდება ?
-ვერ ხვდები? ტელეფონი შენს გვერდით მჯდომს მიეცი!
-დათო რა ხდება ?
ყველაფერი ესმოდა ლექსოს , ყველაფრისთვის მზად იყო, სამყაროსაც კი დაუმტკიცებდა თუ საჭირო გახდებოდა ანიტას სიყვარულს
-მომეცი ტელეფონი ანიტა !
ყურიდაან ააცალა მობილური ბიჭმა
-გამარჯობა დათო
-ნეტავ იცოდე როგორ ვიკავებ ამ წამს თავს!
-ვხვდები
-ლექსო მომეცი ტელეფონი , ამის უფლება არ აქვთ!
საშინლად ეტკინა რაღაც ანიტას , რაღაც შიგნით, იმიტომ რომ ხვდებოდა ლექსო არ იმსახურებდა ამ ყველაფერს
-დამშვიდდი
თვალით ანიშნა ლექსომ
-დათო მისმინე , ვხვდები რაზეც გვაქვს მე და შენ სასაუბრო
-თუ ხვდები თბილისის შესასვლელთან ვდგავარ და აქ დაგელოდები!
-5 წუთში მოვალ!
ლექსომ მობილური გათიშა და ტელეფონი ანიტას ჩაუგდო კალთაში
გოგონა ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონზე
-შენ მას არ შეხვდები ლექსო! მათ არ აქვთ უფლება !
ხმა აუკანკალდა
-შენს ძმას პირობა მივეცი! ვალდებული ვარ შენი სიყვარული ყველას წინაშე დავამტკიცო ანიტა!
-შენ არ იცნობ დათოს ! მე … მე უკვე დიდი ვარ , რატომ უნდა ვაბარო ანგარიში ოჯახის წევრებს ლექსო გთხოვ არ შეხვდე
თვალები აუცრემლიანდა გოგონას
-მარტო ჩვენ არ ვართ ანიტა ! ვალდებული
ვარ ! დამშვიდდი კარგი? და მაცადე! რაც არ უნდა დაინახო მანქანიდან არ გადმოხვიდე
-მაგას ნუ მთხოვ ! მარტო არასდროს დაგტოვებ არცერთ შემთხვევაში
ბიჭს გაეღიმა და ვეღარ მოითმინა ტუჩებზე რომ არ შეხებოდა
-ნუ გეშინია
ნაზად მოეფერა სახეზე
ავტომობილი ავტობანზე გაჩერდა , შავი მერსედერსის დანახვისთანავე
-ლექსო!
-მშვიდად პატარა
ხელი ხელზე დაადო ანიტას
პირველი ლექსო გადავიდა ავტომობილიდან
დათო მათკენ დაიძრა
-დათო ..
წინ გაასწრო ლექსოს ანიტამ და მის ძმასთან მიირბინა
-თუ გიყვარვარ …
-გაჩუმდი!
სანამ რამეს კიდევ იტყოდა ანიტა დათომ ლექსოსკენ გაიწია
ძლიერად მოქნეული მუშტი მოხვდა ლექსოს , რამაც აიძულა თავი დაეხარა
-დათო
ხმამაღლა იყვირა ანიტამ
-რა უნდა ამიხსნა ! რის თქმას აპირებ! როგორ ისარგებლე ჩემი დის გულუბრყვილობით?
კიდევ ერთი ძლიერად მოქნეული მუშტი მოხვდა სახეში ლექსოს
ანიტა შუაში ჩახტა თუმცა დათომ მკლავებში ჩაავლო ხელი და გვერდით მოისროლა , ანიტა წაბარბაცდა
-შენს მუშტებზე პასუხს არ ვაპირებ დათო! არაფერს გავაკეთებ! მაგრამ თუ კიდევ ერთხელ შეეხები ანიტას რაც არ მინდა იმის გაკეთება მომიწევს !
ვერ აიტანდა ლექსო ანიტაზე სულ მცირე ზეწოლასაც კი
-ახლა ფიქრობ ანიტაზე შე ნა… რო?
კიდევ ერთხელ მოიქნია მუშტი დათომ , ლექსოს ტუჩიდან წამოსულმა სისხლმა ანიტას გული მოუკლა ხედავდა გოგონა როგორ არაფერს არ აკეთებდა ლექსო რომ თავი დაეცვა , როგორ აძლევდა მის ძმას საშუალებას ბოლომდე გასწორებოდა
-დათო ! გაჩერდი!
მაინც ცდილობდა მამაკაცებს შორის ჩამდგარიყო
-ანიტა გაიწიე ! ლექსო ცდილობდა გოგონა არ გახვეულიყო ამ ბრძოლაში
-დათო მისმინე ! ბოლოსდაბოლოს ხელები დაუჭირა ლექსომ თუმცა არ აპირებდა დაერტყა , მხოლოდ საუბარი სურდა
-თუ გინდა მთელი ღამე მცემე! პასუხის დაბრუნებას არ ვაპირებ! არაფერს გავაკეთებ !
-გამიშვი ! ყვიროდა ბიჭი
-მინდა რომ მომისმინო! დათოს ხელები ისევ ეჭირა
-ანიტა მიყვარს! სამყაროზე მეტად მიყვარს ! თუ ამის გამო მთელმა სამყარომ უნდა მირტყას მუშტები ავიტან! გესმის? არაფერს ვიზამ, არც კი შეგეწინააღმდეგები, თუ ჩემთან ფიზიკურად გასწორება დაგიმტკიცებს რომ მიყვარს მაშინ მოდი
ხელები ნელ ნელა გაუნთავისუფლა დათოს
-დამარტყი
-გგონია კარგი მონოლოგი გქონდა ?
კიდევ ერთხელ მოუქნია ხელი დათომ , ალექსანდრემ სისხლიანი ტუჩი მოიწმინდა
-დათო თუ ამ ყველაფერს გააგრძელებ ჩათვალე რომ და არ გყავს ! არც კი მოგაფურთხებ!
კივილიც კი არ ერქვა ახლა იმ ხმას რაც ანიტას ამოსდიოდა
-შენს დამპალ ცხოვრებას მიხედე ! გესმის? გგონია ვაჟკაცი ხარ და დას იცავ? სინამდვილეში შენ არავის დაცვა არ შეგიძლია! საკუთარი დედაც კი ვერ დაიცავი მამაჩვენისგან!
-გაჩუმდი!
ამჯერად ბიჭის ხელი ანიტას მოხვდა ძლიერად , გოგონა ინერციით წავიდა ასფალტისკენ და ძირს დაენარცხა
თვალებში დაუბნელდა ლექსოს , უკვე იმ წერტილთან მივიდა რისი გადაკვეთის უფლებაც არავის ჰქონდა
დათოს სხეული წამში მოიქცია მისი სხეულის ქვემოთ
-მე რა გითხარი! ოღონდ მას არათქო! ოღონდ ანიტას არ შეეხოთქო! ხომ გთხოვე , ლექსოს დათოს ის ხელი ეჭირა რომელიც რამდენიმე წამის წინ ანიტას მოხვდა , ერთი მოძრაობით გადაგრიხა ხელი ისე რომ რაღაც ტკაცუნის ხმამ დათოს პირიდან არააამქვეყნიური ხმები ამოუშვა
-ხელს ვეღარ ვგრძნობ ამის დედაც !
-გაგაფრთხილე არ მოგეწონებათქო! აღარ შეეხო გესმის? ანიტას აღარ შეეხო
უხეშად მიაგდო დათოს სხეული ძირს
და ანიტა წამოაყენა
-ნუგეშინია
ხელში აყვანილი ჩააჯინა მანქანაში, მცხეთის სახლამდე ისე მივიდა ანიტასთვის ხელი არ გაუშვია , ნატკენ ლოყას უკოცნიდა გოგონას
-მაპატიე რომ ეს სცენა გადაგატანინე ანიტა
გულწრფელად ებოდიშებოდა
-მე მაპატიე ჩემი ძმის გამო ლექსო, ყველაფრის გამო მაპატიე , ჩემი ბრალია ყველაფერი
-შენი ბრალი მარტო ის არის რომ თავი შემაყვარე , სიგიჟემდე შემაყვარე!

მოუხედავად ნატკენი სახის კუნთებისა , მაინც უნდოდა ამ წამს ლექსოს ვნებიანნი ყოფილიყო მისი კოცნა , გოგონას სახისკენ დაიხარა და ტუჩები ფრთხილად ააამოძრავა , ტკივილს არ შეუშლია ხელი მთელი გრძნობა ჩაეტია კოცნაში , გოგონაც პასუხობდა კოცნას კოცნით
-ლექსო!
სავარძლამდე მიიყვანა ბიჭი ანიტამ და აიძულა ჩამომჯდარიყო
-სამედიცინო ჩანთა სად გაქვს
თავად დაიწყო მოძებნა , იპოვა კიდეც რასაც ეძებდა
ფრთხილად დაუმუშავა ალექსანდრეს ნატკენი ტუჩი და ლოყა
რა ადგილსაც უმუშავებდა თან კოცნიდა
-ანიტა
-გტკივა? გოგონას ბეტადინი და ბამბა ეჭირა და ფრთხილად ადებდა ჭრილობაზე
-არა , შენ ?
ამჯერად ბიჭმა დააჯინა ანიტა სკამზე და მთელი სახე დაუკოცნა
-მტკივა ის რაც დავინახე ანიტა! როცა დავინახე როგორ შეგეხო!
ისევ დაებერა ძარღვები ბიჭს
-არაფერია ლექსო
-ყველაფერია! თვალებში მიბნელდება რომ ვერ მოვასწარი რეაგირება
მთლიან სახეზე დაუტოვა ბიჭმა კოცნები
-შენი ტკივილიც მე მეტკინოს ანიტა! ორივეს მაგივრად ავიტან!
-რით დაგიმსახურე ?
ლექსომ ანიტას სხეული ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა
-არც ერთი დღე არ იქნები ჩემს გვერდით უბედური ანიტა
-არც ეერთი დღე მინდა უშენოდ გათენდეს ლექსო!
-შენი სული მაშინ დავინახე როცა შემიყვარდი ანიტა ! შენ პირველად მითხარი რომ გიყვარვარ მაგრამ მე პირველს შემიყვარდი!



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

კარგი იყო<3 ვნახოთ ამის შემდეგ რა მოხდება და რამდენად მარტივი იქნება, ლექსოს და ანიტას ერთად ყოფნა..

 


№2 სტუმარი Nana

ძალიან კარგად აღწერ გრძნობებს ლექსოს თვალით, ლექსო ჩემო ფავორიტი პერსონაჟია ❤️ ველოდები ახალ თავს
❤️

 


№3  offline წევრი Xutu

კარგი იყო ახალი თავი როდის დაიდება?

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

ლექსო ძალიან კარგი ადამიანია, მიყვარს და ვგულშემატკივრობ.
მინდა აცალონ მშვიდად ცხოვრება.

 


№5 სტუმარი სტუმარი მაშო

როდის დადებთ შემდეგ თავებს ორივე ისტორიის?

 


№6 სტუმარი Lii

Male dadeb?

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთი

მესმის ასეთი მარტივიც არაა ახალი თავების დაწერა მაგრამ მოუთმენლად გელოდებით. მეორე ისტორიაც ძალიან მომეწონა.

 


№8 სტუმარი სტუმარი მაშო

ორივე ისტორიის ახალი თავი ატვირთეთ?

 


№9  offline წევრი lillianna

მადლობა მადლობა და მადლობა , დღეს მეორე ისტორია ავტვირთე და ხვალ ანიტა და ლექსო იქნება ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინი

ახალი თავი აღარ იქნება?

 


№11 სტუმარი სტუმარი მაშო

ახალ თავს როდის აგვიტვირთავთ?❤️

 


№12  offline წევრი Kesouri

ამ ისტორიას არ გააგძელენთ?

 


№13  offline წევრი Xutu

როდის დადებ ამ ისტორია ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent