შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეიყვარო!(თავი მესამე)


16-10-2024, 01:38
ავტორი Olivia255
ნანახია 1 111

ჩუმად ვიჯექი სავარძელში და გული დაბნეულობისგან და დაძაბულობისგან მქონდა აჩქარებული. დენიზი სულ რაღაც სამჯერ მყავდა ნანახი ახლა კი,სადღაც უცხო ადგილას მივყავდი. მანქანა მიხვეულ მოხვეულ გზებზე მიდიოდა, დენიზისკენ თვალს ვაპარებდი,ის კი ჩუმად იჯდა და გზას გაჰყურებდა...ბოლოს მანქანა რაღაც გორაზე გააჩერა და ჩემსკენ მობრუნდა.
-ანიტა,-დაიწყო რბილი,მაგრამ ავტორიტეტული ხმით
-რატომ გაგარტყა მამაშენმა?-შოკისგან თვალები გამიფართოვდა და ვიგრძენი როგორ მომაწვა ბრაზი.
-რაში გაინტერესებს?-გესლიანად მივახალე და ფანჯრიდან გავიხედე მისი შეწუხებული სახე რომ არ დამენახა.
-იმიტომ,რომ მინდა დაგეხმარო,გთხოვ ანიტა...-მისი გულწრფელი ხმის გაგონებისას მისკენ შევტრიალდი,ისე თბილად მიყურებდა,მზერით მთხოვდა მისთვის ყველაფერი მეთქვა და არ ვიცი რატომ,მაგრამ ყველაფერი დავფქვი
-მამაჩემის კომპანია კოტრდება და რომ გადაარჩინოს,უნდა მისი მეგობრის შვილზე დამნიშნოს...მე რათქმაუნდა ეს არ მინდა და შევეწინააღმდეგე,მან კი სახეში გამარტყა...-ვიგრძენი როგორ მომაწვა ცრემლები და ისევ ფანჯრიდან გავიხედე...სიჩუმე ჩამოწვა ჩვენს შორის,შემდეგ კი გავიგე როგორ დარეკა ტელეფონზე და მხოლოდ ეს თქვა
-1 საათში მანდ ვიქნები,საბუთები გაამზადე,მაილით გამოგიგზავნი რაც მჭირდება.-წარბშეკრული მივაჩერდი,თითებს ტელეფონის ეკრანზე ასრიალებდა,რამოდენიმე წამში კი ისევ ჯიბეში ჩაიცურა და გამომხედა.
-სახლში წაგიყვან დაისვენე.-მხოლოდ თავი დავუქნიე...ჩუმად ვისხედით,თუმცა ბოლოს ვერ მოვითმინე და ვკითხე
-ვის დაურეკე?-ჩაიღიმა,გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მიპასუხა
-მაგას მალე გაიგებ,შენ კი არაფერზე არ ინერვიულო kotyonok.-ფიქრები მძვინვარე ზღვასავით მომაწვა,მაინტერესებდა ვის დაურეკა და რის გაკეთებას აპირებდა...ან საერთოდ რაში ადარდებდა ჩემსა და მამაჩემს შორის რა მოხდა...ნუთუ მართლა მოვწონდი? მაგრამ ის ხომ...ასეთი უხეში იყო,მისნაირ ბიჭთან ვერასოდეს ვიქნებოდი,სულაც რომ მთვარე და ვარაკვლავები ეჩუქებინა ჩემთვის...სახლთან რომ მივედით უკვე ბნელდებოდა..დენიზი მანქანიდან გადავიდა,კარი გამიღო და გაღიმებულმა ხელი გამომიწოდა. ღვედი გავიხსენი და ისე,რომ მისთვის არც შემიხედავს მანქანიდან გადავედი,არ მჭირდებოდა მისი დახმარება.
-გმადლობ.-გვერდი ჩავუარე და კართან ვიყავი მისული მისკენ რომ შევბრუნდი და გამოვუცხადე
-რის გაკეთებასაც არ უნდა ფიქრობდე,ჯობია ახლავე გაჩერდე,რადგან მე იმ ბიჭს ცოლად გავყვები.-სახე წაეშალა,მანქანის კარი ბრახუნით დახურა და წინ ამესვეტა
-მაგას არ იზამ,შენ თვითონვე თქვი რომ ეგ არ გინდა kotyonok.-გვერდულად გავუღიმე
-გინდა დაგიმტკიცო რომ გადავიფიქრე და მინდა?-ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ისე რომ დენიზისთვის თვალი არ მომიშორებია მამაჩემის ნომერი ავკრიფე.
-გისმენ.-მოკლედ მიპასუხა
-თანახმა ვარ შენს შეთავაზებაზე.-ვიგრძენი როგორ გაუბრწყინდა მამაჩემს სახე აი დენიზს კი,სახე აელეწა და წამებში ტელეფონი ხელიდან გამომტაცა.
-იმაზე მეტს გადაგიხდით ვიდრე ის "ბიჭი",თუ ანიტა ჩემზე დაინიშნება.-ტელეფონს ვეცი,თუმცა ამაოდ,ჩემზე მაღალი იყო და თანაც ისე უჭერდა ხელს,შანსი არ მქონდა მისი დაბრუნების. არ ვიცი მამაჩემმა რა  უპასუხა,მაგრამ დენიზმა რომ გამიღიმა,მივხვდი მამა ფულზე რომ გაიყიდა...
-1 საათში ვიქნები.-მხოლოდ ეს თქვა დენიზმა და ტელეფონი გამომიწოდა
-რა გააკეთე!-ვუღრიალე მან კი გახეთქილ ტუჩზე გადამისვა ცერა თითი და თავისი ლურჯი თვალებით თბილად შემომხედა.
-სულ მალე ჩემი იქნები kotyonok.-მუშტები შევკარი და მკერდზე მთელი ძალით მივარტყი,თან ვუკივლე
-შენი არასოდეს გავხდები გესმის? ვერ გიტან! მეზიზღები! შენი დანახვაც კი არ მინდა! მოვკვდები და არც შენზე და არც სხვა ვინმეზე არ დავინიშნები! გაიგე?! შენთან ყოფნას სიკვდილი მირჩევნია!-უფრო ძლიერად დავარტყი ხელები,მან კი მისი ძლიერი მკლავები მომხვია და მიმიხუტა,ისედაც გაბრაზებული ამაზე სულ გავაფრთდი და ვეცადე თავი დამეღწია მისგან,თუმცა ამაოდ,ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო...საბოლოოდ დავნებდი და ავქვითინდი. ის კი მეხუტებოდა და მამშვიდებდა
-გაიგე გთხოვ,ამას შენთვის ვაკეთებ,მე მხოლოდ შენი დახმარება მინდა kotyonok.-მე კი არაფერი აღარ მესმოდა,ვიდექი ესე გაშეშებული და ვტიროდი,თავში კი ერთადერთი რამ მიტრიალებდა...ჯობდა საერთოდ არ დავბადებულიყავი...
*****
საწოლის კიდეზე ვიჯექი და გული სასოწარკვეთისგან მქონდა დამძიმებული...როგორ შეეძლო ასე ურცხვად გამოეგლიჯა ტელეფონი ჩემთვის ხელიდან და მამაჩემისთვის პირობები წაეყენებინა,როცა ძალიან კარგად იცოდა,რომ დასანახად ვერ ვიტანდი...მასთან კამათის და ტირილის შემდეგ იმდენად  გამოფიტული ვიყავი,რომ დაღლილი მალე გავითიშე და უკვე საღამოს შვიდი საათი იყო...ნახევარი დღე მეძინა და თავში მხოლოდ ეს ფრაზა მიტრიალებდა, "იმაზე მეტს გადაგიხდი ვიდრე ის ბიჭი,თუ ანიტა ჩემზე დაინიშნება". ჯერ საერთოდ არ მინდოდა ქორწინება ხა მითუმეტეს ისეთ ადამიანზე,რომელსაც დარწმუნებული ვარ ყინულივით ცივი გული ჰქონდა,საშინლად ჯიუტი,უხეში და ერთუჯრედიანი იყო...რათქმაუნდა ოჯახზე ვდარდობდი და ძალიან მაწუხებდა ის ფაქტი,რომ კომპანია გაკოტრების პირას იყო,მაგრამ მე რა დავაშავე? მე რა შუაში ვიყავი? თითქოს ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა იმ მომენტში,მამამ რომ მითხრა დანიშვნის ამბავი,თითქოს ცხოვრება შეწყდა...რა დავაშავე რომ ასეთი ბედი დავინსახურე? ცრემლი ჩამომიგორდა სახეზე და ბრაზი მახრჩობელ სევდაში გადაიზარდა...მშობლების ჩუმი საუბარი რომ გავიგე მაშინვე წამოვდექი და კართან ფრთხილად მივედი,ყური მივადე და ვეცადე მათი სიტყვები დამეჭირა,როცა გავიგე რაზე საუბრობდნენ სუნთქვა შემეკრა...დენიზის სახელი ახსენეს და მამაჩემი დედას უხსნიდა,თუ როგორ ვიყავი კომპანიის გადარჩენის ერთადერთი შანსი და რომ თუ უარს ვიტყოდი მათი უბედურება ჩემს კისერზე იქნებოდა,რადგან კომპანიასთან ერთად სახლსაც დავკარგავდით და ყველაფერ იმას რაც გაგვაჩნდა...მამის ყოველი სიტყვა წინაზე უფრო ღრმად მესობოდა გულში
-კარგი შემოთავაზებაა,კომპანიაზე უნდა ვიფიქროთ.-პირზე ხელი ავიფარე და თავი გავიქნიე,იმ დონეზე დაეცა რომ მისთვის სულ ერთი იყო ერთადერთ ქალიშვილს რა ბედი ეწეოდა
-ის ჯერ ძალიან პატარაა ამისთვის,-გაისმა დედას ხმა,თითქოს ევედრებოდა მამას რომ გადაეფიქრა
-სხვა გზა არ არის.-მტკიცედ უპასუხა მამაჩემმა. ფრთხილად ჩამოვცურდი და იატაკზე მოვიკუნტე...თავი სიზმარში მეგონა და მინდოდა ეს ყველაფერი ერთი საშინელი კოშმარი ყოფილიყო,ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ჩემუ მშობლები....ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და ცხოვრებით იქამდე ვისიამოვნებდი,სადამდეც მე მენდომებოდა...არ ვიცი რა დამემართა,თუმცა უცებ იმპულსურად წამოვიჭერი ფეხზე,თავს ვაიძულე საძინებლის კარი გამეღო და დერეფანში გამებიჯებინა,მშობლებმა შეშფოთებულებმა მოატრიალეს ჩემსკენ თავები,მამაჩემი მაშინვე ფეხზე წამოდგა და გამიღიმა
-ანიტა ძვირფასო,მიხარია რომ გაიღვიძე,სალაპარაკო მაქვს შენთან.-მივუახლოვდი და დივანზე მჯდომ თავდახრილ დედაჩემს დავხედე ტუჩებს რომ იკვნეტდა,მერე კი ისევ მამაჩემს მივუბრუნდი და უემოციოდ ვუთხარი
-სალაპარაკო თემა შემთხვევით დენიზს ხომ არ ეხება?-ისევ გაიღიმა და მომიახლოვდა
-აქამდე რატომ არ გაგვაცანი? მშვენიერი ბიჭია.
-მშვენიერია იმიტომ,რომ ძალიან ბევრი ფული აქვს თუ იმიტომ,რომ კომპანიის გადარჩენაში გეხმარება? ან იქნებ იმიტომ,რომ ჩემი ცოლად შერთვა უნდა და შენ ამაში ხელს საერთოდ არ უშლი?!-ბოლოში ხმას ავუწიე და ღიმილი მაშინვე გაუქრა მამაჩემს სახიდან,დედაჩემი ფეხზე წამოდგა და ჩვენს შორის ჩადგა,მხოლოდ მაშინ დავინახე ბექა,რომელიც ოთახიდან ნამძინარები გამოვიდა ჩემს გვერდით რომ აიტუზა და წარბშეკრულმა რომ გახედა მამაჩემს.
-ტონი შეარჩიე ქალბატონო! უკვე ბევრჯერ გითხარი რომ კომპანიის გადარჩენისთვის ასეა საჭირო,ან იქნებ შეგახსენო რომ დღეს შენ თვითონ დამირეკე და დამთანხმდი ნიშნობაზე?
-რა ა?-გაოცებულმა გამომხედა ბექამ მე კი მამაჩემს ვუყვირე
-ეგ იმიტომ გავაკეთე დენიზი რომ მომეშორებინა თავიდან! არავიზე არ ვაპირებ დანიშვნას და საერთოდაც,ზედმეტად ახალგაზრდა ვარ ქორწილისთვის,მე ჯერ ცხოვრებით უნდა დავტკბე,ვისწავლო ქვეყანა მოვიარო და მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდები ვიზე და როდის დავინიშნო!-მამაჩემმა ამოიოხრა ბექამ მხარზე დამადო ხელი და მამაჩემს გახედა
-სხვა გზა უნდა გამოვნახოთ კომპანიის გადასარჩენად...ანიტა ნივთი არ არის ვიღაც უცხოზე რომ გაყიდო.
-მან უკვე გადაიხადა...იმაზე მეტი ვიდრე საჭირო იყო...პირობა დავდე რომ მასზე დაინიშნებოდი,სხვა შემთხვევაში კომპანიას წამებში გააკოტრებს.-პირი დავაღე გაოცებისგან მამაჩემის სიტყვები რომ მოვისმინე
-შენ რა,ჩვენი ქალიშვილი ფულის სანაცვლოდ დათმე???-აღშფოთდა დედა და მამაჩემთან პირველად აუწია ხმას
-ასე იყო საჭირო და შეეშვით ჩემს განსჯას! ახლა ანიტაზეა დამოკიდებული ქუჩაში იცხოვრებთ თუ სახლში! რადგან თუ პირობას დავარღვევ კომპანიასთან ერთად ყველაფერს დავკარგავთ რაც გაგვაჩნია!-შევბარბაცდი და ბექამ მაშინვე ხელი მომხვია
-კარგად ხარ?-მკითხა აღელვებულმა,მე კი წავისისინე და ბექას ხელი გავაშვებინე
-შეშლილების ოჯახში ვცხოვრობთ,კარგად როგორ უნდა ვიყო?!-აბაზანისკენ ავიღე გეზი
-ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია!-იყვირა მამაჩემმა
-ფე**ბზე შენი კომპანია ხომ გაიგე? ჩემს დას ვერ აიძულებ ვიღაც უცხოზე დაინიშნოს..-უყვირა ბექამ უკან არც კი შევტრიალებულვარ. მაშინაც კი,როცა დედას კივილი გავიგე...აბაზანაში ჩავიკეტე და ნიჟარას დავეყრდენი ხელებით...აქაც კი მესმოდა მათი ჩხუბის ხმა და ვცდილობდი გონება გამეთიშა მათი ხმა რომ არ გამეგო,თუმცა ამაოდ. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიდექი და მივჩერებოდი ჩემს ანარეკლს სარკეში,მაგრამ უცებ თავში იდეა მომივიდა და ყველა უჯრა გადავჩხრიკე....როცა მივაგენი რასაც ვეძებდი,არც კი დავფიქრებულვარ ისე დავისვი ორივე მაჯაზე და სისხლმა რომ იფეთქა გავიღიმე...ასე ჯობდა,ამით ყველაფერი დამთავრდებოდა,აღარ მწტკინებოდა,ვეღარავინ მაიძულებდა ის გამეკეთებინა რაც არ მინდოდა,ახლა მხოლოდ სიმშვიდე და სიცარიელე იქნებოდა ჩემს გარშემო...იატაკზე რომ დავეცი დაგუბებულ ყურებში კარზე ბრახუნის ხმა გავიგე,ჩემი ძმა იყო...მთხოვდა კარი გამეღო,მაგრამ იმდენად მქონდა ენერგია გამოცლილი ხმას ვერ ვიღებდი...გავიგე როგორ შემოანგრია კარი და როგორ იღრიალა,ყველაფერი სწრაფად მოხდა
-ანიტა! ჯანდაბა ანიტა რა გააკეთე!-იღრიალა ბექამ და ჩემს გვერდით მუხლებზე დაემხო. მის ყვირილზე მშობლებიც შემოცვივდნენ,დედაჩემი მაშინვე ჩაიკეცა,აი მამაჩემი კი შეშფოთებული აკანკალებული ხელებით ტელეფონზე რეკავდა...გამეღიმა,კარგია, შეეშინდა.
-ანიტა ჩემთან დარჩი! მე მიყურე!-ყვიროდა ბექა,ცდილობდა სისხლდენა შეეჩერებინა,თუმცა ვხვდებოდი უკვე გვიანი იყო...წამიერად თვალები დავხუჭე,თითქმის აღარ მესმოდა ვინ რას ამბობდა...მხოლოდ ბექაზე ვდარდობდი,რა ეშველებოდა ახლა უჩემოდ? მარტო როგორ გაუმკლავდებოდა მამაჩვენს? მარტო როგორ იბრძოლებდა? ამოვისლუკუნე,მას ვერ დავტოვებდი,ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო...თუმცა უკვე გვიანი იყო...
-არ გაბედო ჩემი მარტო დატოვება!-შემევედრა ბექა,ვხვდებოდი სიბნელეში ვიძირებოდი და ცრემლი ჩამომიგორდა სახეზე,
-მაპატიე...-შევძელი და ბექას ესღა ვუთხარი სანამ ნანატრ სიცარიელეში ჩავიძირებოდი....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent