შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 5 თავი


16-10-2024, 16:09
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 358

-ნიცა.. ჩემი გეშინია?
-უნდა მეშინოდეს?!-ინტერესით ჰკითხა გაღიზიანებულმა გოგონამ დაძაბულ ბიჭს და წამიერად მზერა გაუსწორა
-შენ როგორ ფიქრობ?
-არ ვიცი- გულწრფელად უთხრა ნიცამ და მორიდებით თავი დახარა.
-შენთვის რამის დაშავება რომ გვინდოდეს აქამდე მოგკლავდით- მკაცრი ტონით უთხრა ანდრიამ და თითქმის ბოლომდე დაცლილი ვისკის ბოთლი კიდევ ერთხელ მოიყუდა- იმედია ხვდები ამას?!
-სიკვდილზე უარესი რაღაცეებიც არსებობს-ზიზღით უთხრა ნიცამ და აწყლიანებული მწვანე სფეროები სახეში მიანათა
-ეგ თორნიკეს საყვარელი ფრაზაა! ალბათ მან გითხრა!- გაეღიმა ანდრიას და დაბნეულ გოგონას კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა. სწორედ მაშინ შენიშნა მის ყელზე არსებული პატარა ჭრილობა რის გამოც უმისამართოდ შეიგინა- ამის დედაც. მისმა ზედმეტმა სიახლოვემ ნიცა ააღელვა ამიტომ ოდნავ უკან დაიხია. ამ დროს ანდრიამ თავი ვეღარ შეიკავა და ნატკენზე ნაზად შეახო ცივი თითები
-გთხოვ-შეეხვეწა ნიცა და გველნაკბენივით უკან გახტა. ანდრიამ ჰაერში დარჩენილი ხელი ძლიერად მომუშტა და ოთახიდან სიტყვის უთქმელად გავიდა.
,,ღმერთო" აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და მაშინვე ფანჯარას ეცა, სწრაფად გამოაღო და ღრმად ჩაისუნთქა აგვისტოს ცხელი ჰაერი.
მისაღებ ოთახში დაბრუნებისთანავე ანდრიამ, თორნიკეს ძებნა დაიწყო თვალებით
-ეზოშია-ბრაზნარევი ტონით უთხრა ირაკლიმ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. მაშინვე ეზოში გავიდა ანდრია და თორნიკეს მიმართულებით წავიდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში ფანჯარასთან იდგა ნიცა და ცრემლიანი თვალებით გაჰყურებდა ბნელ სივრცეს.
ვერ შეამჩნია თორნიკე, რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას.
-თორნიკე-მიახლოებისთანავე, ხმა დაბალი ტონით შეეხმიანა ანდრია თავგზააბნეულ მეგობარს და დაძაბული მზერას იმ მიმართულებით გადაიტანა საითაც ის იყურებოდა.
ვიღაცის დაჟინებული და მწველმა მზერამ ნიცა აიძულა ეზოს მიმართულებით გაეხედა. ამ დროს მისი და ანდრიას თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა.
,,ღმერთო" აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და მაშინვე დაკეტა ფანჯარა, ფარდა გადასწია და იქვე კუთხეში ჩაიკეცა.
-როდის მოხვედი?-მხოლოდ მაშინღა შეამჩნია თორნიკემ მეგობარი როცა ნიცა გაქრა მისი თვალთახედვიდან
-ახლახანს-უკმაყოფილო ტონით უთხრა ანდრიამ და ცივად გაუღიმა
-რატომ ბრუნდება, მამაშენი კერძო თვითმფრინავით საქართველოში ამაღამ, მოხდა რამე?
-აზრზე არ ვარ, წესით ხვალ უნდა ჩამოფრენილიყო დელეგაციასთან ერთად
-აქ დარჩენა საშიშია!
-მეც ასე ვფიქრობ
-ჩემს აგარაკზე წავიდეთ და გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ
-კარგი.
-ნიცასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება როდის უნდა მიიღოთ?-მოულოდნელად ჩაერია საუბარში ირაკლი- კიდევ რამდენი დღე უნდა გყავდეთ გამოკეტილი ოთახში?
-ჯერ არ ვიცი- მკაცრი ტონით თქვა თორნიკემ და ინსტიქტურად ნიცას ოთახის ფანჯრებს ახედა
-მისი გაშვება ჯერ არ შეიძება- გადაჭრით თქვა ანდრიამ სიგარეტის ახლად მოკიდებული ღერი თითებიდან ააცალა ირაკლის
-შენ ხომ არ ეწევი?-გაუკვირდა ირაკლის და ახალ ღერს მოუკიდა.
-დროა წავიდეთ!-გადაჭრით თქვა თორნიკემ და სახლის მიმართულებით წავიდა.
საკეტის გაჩხაკუნების ხმაზე დაფეთებული ნიცა ფეხზე წამოვარდა და შეშინებული თვალებით მიაჩერდა სახეში თორნიკეს, ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა
-ცოტა ხანში უნდა წავიდეთ! გზაში პრობლემები არ შექმნა, წინასწრ გაფრთხილებ თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ- დაემუქრა და მაშინვე ზურგი აქცია
-ერთი წამით- გაუბედავად უთხრა ნიცამ და როცა თორნიკე მისკენ მიტრიალდა მაშინვე თავი დახარა
-მითარი რა გინდა
-მე...- აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას და მაშინვე ხმა ჩაუწყდა, რადგან მოერიდა საპირფარეშოში გაყვანა ეთხოვა. თორნიკე მაშინვე მიუხვდა ამ საუბრის წამოწყების მიზეზს ამიტომ მაქსიმალურად მშვიდო ტონით უთხრა წამოდი და ოთახიდან პირველი გავიდა. თავდახრილი და ლოყებაწითლებული ნიცა მორჩლებით გაჰყვა უკან- აქ საპირფარეშოა, აქ საააბაზანო- ორ პარალელურ კართან შეჩერდა თორნიკე- რომლითაც გინდა ისარგებლე და მაშინვე ოთახში დაბრუნდი!
-გასაგებია-ჩამწყდარო ხმით უთხრა ნიცამ და როგორც კი თორნიკე მისაღებ ოთახში გავიდა მაშინვე საპირფარეშოში შევიდა.
მალევე მოამზადეს მანქანა ბიჭებდა, სახლი მიალაგეს და ნიცასთან ერთად თორნიკეს აგარაკზე წავიდნენ.
კამერების გვერიდს ავლის მიზნით, თორნიკეს აგარაკთან შემოვლითი გზით მივიდნენ.
-ახლა რა უნდა ვქნათ?-ინტერესით იკითხა ირაკლიმ როცა თორნიკემ მანქანის გაჩერება სახლიდან მოშორებით უბრძანა
-შენ არაფერი- უდარდელად უთხრა ანდრიამ და მანქანიდან მშვიდად გადავიდა
-რას გულისხმობ?-ვერ მიუხვდა სათქმელს ირაკლი
-იმას რომ კამერებისგან თავის ასარიდებლად ჩვენ სამნი ღობეზე გადავალთ შენ კი აორთქლდები შენი მანქანაიანად
-შანსი არაა!!! არ წავალ-გაჯიუტდა ირაკლი
-ირაკლი-თვალები დაუბრიალა დაბნეულ მებობარს თორნიკემ და მანქანიდან სწრაფად გადავიდა
-ხვალ მოდი-ჩაერია საუბარში ანდრია და აღელვებული ბიჭები მაშინვე დააშოშმინა
შემდეგ კი ნიცას გახედა და თორნიკესთან ერთად სინქრონში უთხრა-გადმოდი!- დაბნეულმა გოგონამ ჯერ თორნიკეს შეხედა, შემდეგ ანდრიას და დაუფიქრებლად გადავიდა მანქანიდან ანდრიას მხრიდა. თორნიკე გაბრაზდა, მაგრამ მის სახეზე აღბეჭდილი მძიმე ემოცია სიბნელის გამო ვერავინ ვერ შეამჩნია.
-ბექას დაურეკე-შესთავაზა ანდრიამ
-საჭირო არაა, უკვე ყველაფერი მზადაა- ცივად უთხრა თორნიკემ მეგობარს და პირველი წავიდა სახლის მიმართულებით. ანდრია და ნიცაც მორჩილად გაჰყვნენ უკან. -კიბეზე უნდა გადახვიდე- მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ დაბნეულ გოგონას როცა ეზოს უკანა მხრიდან მიუახლოვდნენ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა-შეძლებ ამას?- თანხმობოს ნიშნად თავი დაუქნია ნიცამ და როცა კიბეს მიუახლოვდა უხერხულად შეიშმუშნა. ზედმეტად მოკლე ქვედაბოლო ქვემოთ დაქაჩა და დაბნეული მზერით ჯერ ანდრიას მიაჩერდა სახეში შემდეგ კი თორნიკეს. ვერცერთი მიხვდა თავიდან რის თქმას ცდილობდა თვალებით აღელვებული გოგონა მათთვის, საბედნიეროდ მალევე მიხვდა თორნიკე რატომ ვერ ბედაბვდა ნიცა კიბეზე ასვლას, ამიტომ დაუფიქრებლად გაიხადა მოსაცმელი და ანდრიას შეაჩეჩა ხელებში, შემდეგ პერანგი გაიხადა და წლეზე შემოახვია ერთადგილზე მიყინულ გოგონას. ნიცამ მზერით გადაუხადა მადლობა დაკიბეზე გადავიდა. სახლში შევიდნენ თუ არა ნიცა ისევ გისოსებიან ოთახში გამოკეტეს და მაგიდას მიუხსდნენ მომხდარის განსახილველად.
-შეიძლება გავიგო ეს გოგო ვინაა და აქ რას აკეთებს? -ინტერესით იკითხა ბექამ როცა მაგიდას მიუსხდნენ მომხდარის განსახილველად.
-მოწმეა- უემოციო ტონით უპასუხა თორნიკემ და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა
-გასაგებია-მოიღუშა ბექა
-რამდენად ბევრი იცის?-საუბარში ჩაერია ლუკა
-ძალიან ბევრი-უკმაყოფილი ტონით თქვა ანდრიამ და ცოტახნით აივანზე გავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად
-პირდაპირ აქ რატომ არ მოხვედით როცა ის ნაბ*ჭვარი მოკალით?- კითხვების დასმა განაგრძო ლუკამ- ჩვენ ხომ შეთანხმებულები ვიყავით?
-ნიცას გამო! მისმა გამოჩენამ ჩვენი გეგმები არია
-ვახოს გაუჩინარების ამბავი უკვე გავრცელდა მედიაში...
-ვიცი-მოიღუშა თორნიკე
-მაქსიმუმ ორი დღე გვაქვს- ხმა დაეძაბა ბექას
-როგორც კი აქედან წახვალთ მაშინვე თათიას შეხვდით და ყველაფერი დაწვრილებით მოუყევით... უთხარით რომ მოწმე არსებობს...
-დარწმუნებული ხარ?-ჩაეკითხა ბექა- ჩვენ ხომ მისთვის სიმართლის თქმას არ ვაპირებდით?
-ასე ნიცას გამო იქცევი?!- გაბრაზდა ლუკა
-რა გინდა რომ გავაკეთო?- წამოენთო თორნიკე- გინდა რომ უდანაშაულო ადამიანი მოვკლა მხოლოდ იმიტომ რომ არასწორ დროს აღმოჩნდა არასწორ ადგილას?!
-არა! უბრალოდ არ მინდა რომ ამ ბინძურ საქმეში თათია გარიო- ძლივს შეკავებული აგრესიით თქვა ლუკამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-თათიამ ყველაფერი იცის...
-ხო მაგრამ...
-როცა ვახო საქართველოში დაბრუნდა მე და ანდრია თათიას შევხვდით და ველაპარაკეთ...ყველაფერი მოვუყევით მომხდარზე...
-ვიცი-აღელდა ლუკა
-ისიც ვუთხარით რომ დიდი ალბათობით მისი დახმარება დაგვჭირდებოდა მკვლელობის საქმეში
-რაა?-ავარდა ლუკა
-დამშვიდდი და მომისმინე!-დაუღრინა თორნიკემ და მშვიდად განაგრძო საუბარი- გვითხრა რომ ყველაფერში დაგვეხმარება...
-ამის დედაც-უმისამართოდ შეიგინა ლუკამ და აღელვებული ფეხზე წამოდგა- ესე იგი ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ და ამ ბინძურ საქმეში თათიაც თავიდანვე გარიეთ
-არა, ასე არ იყო!- გაბრაზდა თორნიკე-ამ ღამეს იმ ნაბ*ჭვრის მოკვლას არ ვაპირებდით...ყველაფერი შემთხვევით მოხდა!
-მაშინ კახას დაბრუნების შემდეგ,
რატომ შეხვდით თათიას და რატომ უთხარით რომ შეიძლებოდა მისი დახმარება დაგჭირვებოდათ მკვლელობოს საქმეში?-გაბრაზდა ლუკა და სიგარეტის ახლად ანთებული ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა
-იმიტომ რომ ეს მკვლელობა გარდაუვალი იყო...- საუბარში ჩაერია ანდრია რომელიც იმ წამს შემოვიდა აივნიდან
-გარდაუვალი?-სიტყვა გააწყვეტინა ლუკამ
-ადრე თუ გვიან იმ ნაბ*ჭვარს მაინც მოვკლავდი! ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო! ეს იცოდა თორნიკემ ამიტომ მოუყვა თათიას ყველაფერი და დახმარება სთხოვა
-და ისიც რა თქმა უნდა დაგთანხმდათ- მოიღუშა ლუკა
-ამ ღამეს კახას მოკვლას არ ვაპირებდით, ყველაფერი შემთხვევით მოხდა! უფრო სწორად როცა ის ნაბ*ჭვარი სიკვდილამდე ვცემე და ფეხზე წამოვდექი იარაღი დამიმიზნა ზურგს უკნიდან, ჩემი მოკვლა უნდოდა! სანამ მე აზრზე მოვიდოდი თორნიკე იძულებული გახდა რომ მისთვის ესროლა...
-ნაბ*ჭვარი- ზიზღით თქვა ბექამ
-როცა მომხდარი გავიაზრე, გონება დამებინდა თორნიკეს ხელიდან წავგლიჯე იარაღი და მთელი მჭიდი დავაცალე
-გასაგებია-ხმა დაბალი ტონით უმისამართოდ თქვა ლუკამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-თორნიკეს მისი მოკვლა არ უნდოდა, მიმტკიცებდა რომ მის ბინძურ სისხლში ხელები არ უნდა გაგვესვარა რადგან სიკვდილი შვება იქნებოდა იმ ნაბ*ჭვრისთვის, მაგრამ მე არ ვეთანხმებოდი! სწორედ ამიტომ ჩაგრიათ ამ საქმეში თქვენ და თათია! იცოდა ადრე თუ გვიან ან მე მოვკლავდი იმ ნაბ*ჭვარს ან ის მომკლავდა!- ზიზღით თქვა ანდრიამ და თორნიკეს გახედა. ამ დროს მათი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა.
-ჯობდა თონიკესთვის დაგეჯერებინა... მაგრამ რაც იყო იყო! ახლა მთავარი მოწმის გაჩუმება და მამაშენთან ერთად პოლიციის გაცურებააა- უემოციო ტონით თქვა ბექამ და მაცივრიდან ლუდის ბოთლები გამოალაგა- დალევთ?-უმისამართოდ იკითხა და როცა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს ბიჭებმა ყველას სათითაოდ ჩამოურიგა.
-იმ გოგოს რას უპირებთ?-დაინტერესდა ლუკა, როცა საუბარი სხვა თემაზე გადავიდა
-ჯერ არ გადაგვიწყვეტია-მოიღუშა ანდრია და ინსტიქტურად თორნიკეს გახედა რომელიც მთელი ეს დროს თვალის მოუშორებლად უყურებდა სახეში მას
-მამაშენის თვითმფრინავი წუთიწუთზე დაეშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც კი ფეხს დადგამს მიწაზე, მაშინვე თქვენს ძებნას დაიწყებს!
-ვიცი!-მოიღუშა ანდრია
-ანდრია!-საუბარში ჩაერია ლუკა- რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაგვაროთ მოწმის საკითხი, წინაადეგ შემთხვევაში მამაშენი ყველაფერს მიხვდება...როცა დარწმუნდება რომ კახას მკვლელობოს საქმეში თქვენი ხელი ურევია მაშინვე მოკლავს ნიცას!



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

საინტერესოა რომელთან დაიწყება სასიყვარული ისტორია? ანდრიასთან თუ თორნიკესთან.მე მგონია რო თორნიკე იქნება ნიცას შეყვარების ობიექტი...

 


№2  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ლილე
საინტერესოა რომელთან დაიწყება სასიყვარული ისტორია? ანდრიასთან თუ თორნიკესთან.მე მგონია რო თორნიკე იქნება ნიცას შეყვარების ობიექტი...

შეიძლება კი, შეიძლება არა. წინასწარ რაც შემიძლია გითხრათ ისაა რომ ნაბალური სიუჟეტი არ ექნება ამ ისტორიას. ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent