შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 6 თავი


21-10-2024, 10:42
ავტორი ნეაკო
ნანახია 850

-უფლებას არ მივცემ რომ ნიცას რამე დაუშავოს-აღელდა ანდრია
-თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ... მაშინ, ნიცას საფრთხე არ ემუქრება- უმისამართოდ თქვა თორნიკემ და უემოციო მზერა ანდრიას მონგრეულ სახეს მიაყინა
-როგორც კი ბუბას დაურეკე მაშინვე თქვენი ტანსაცმელი ჩავიცვით მე და ლუკამ და შენი მანქანით აქ წამოვედით-ნაწყენი ტონით უთხრა ბექამ თორნიკეს და აღელვებული ფეხზე წამოდგა- მე შენი მობილური მქონდა თან, ლუკას ანდრიასი... საათებიც გვეკეთა... ეზოს კარები პულტით გავაღეთ და დავხურეთ, მანქანიდან არცერთი არ გადმოვსულვართ. მოკლეთ ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც შენ გვითხარი
-მაშინ სანერვიულოც არაფერია- აუღელვებლად თქვა თორნიკემ და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს მშვიდად მოუკიდა
-ყველა დეტალზე გავამახვილეთ ყურადღება, ამიტომ ეჭვი არავის შეეპარება თქვენს აქ არ ყოფნაში
-შემოსასვლელში დაყენებულ კამერებში ყველაფრი გარკვევით ჩანს ჩვენი სახეების გარდა ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ-ბრაზნარევი ტონით უმისამართოდ თქვა ლუკამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- თუ რამე, მე და ბექას, ბუბა და ბიჭები დაგვემოწმებიან რომ მთელი ღამე მათთან ერთად კლუბში ვიყავით და იქიდან არ გამოვსულვართ
-ეს ყველაფერი როდის დაგეგმე?-გაოგნდა ანდრია
-დიდიხნისწინ! ვიცოდი ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა! სწორედ ამ მიზეზოთ ჩავრიე თათიაც ამ საქმეში- აუხსნა თორნიკემ და თითქმის ბოლომდე დაცლილი ლუდის ბოთლი მოიყიდა
-უკვე თენდება დროა წავიდეთ-დაღლილი ხმით მიმართა ლუკამ ბექას და გასასვლელი კარისკენ წავიდა- ხო მართლა თქვენი ნივთები და ის ტანსაცმელი რაც აქ მოსვლის დროს გვეცვა კაბინეტშია
- აქედან პირდაპირ კლუბში უნდა წახვიდეთ?-დაინტერესდა ანდრია როცა აივანზე გავიდნენ
-კიი
-უკანა კარიდან შევალთ და დილით დემოსტრაციულად გამოვალთ ცენტრალური კარიდან რომ კამერებმა უგონოდ მთვრალები დაგვაფიქსიროს-გაეღიმა ბექას.
-მაგარი გეგმაა-აღფრთოვანება ვერ დამალა ანდრიამ-ხო მართლა ვინ უნდა წაგიყვანოთ კლუბში?
-ბუბამ
-სად უნდა შეხვდეთ?
-სოფლის შემოვლით გზაზე, შევთანხმდით რომ ზუსტად 4 საათზე მოგვაკითხავდა თავისი მეგობრის მანქანით
-გასაგებია
-მადლობა ყველაფრისთვის-საუბარში ჩაერია თორნიკე და მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი ორივეს
-დროა წავიდეთ-საუბარში ჩაერია ბექა და თავსხმა წვიმაში ეზოს უკანა მხარეს გაიქცა. წამში ავიდა კიბეზე და ღობეს გადაევლო. ლუკამაც არ დააყოვნა და ისიც თვალის დახამხამებაში გაქრა.
-შენი აზრით მამაჩემის დარწმუნებას შევძლებთ?- უემოციო ტონით ჰკითხა ნადრიამ თორნიკეს როცა კამერები გადაახვიეს და ჩანაწერს უყურეს
-მემგონი კი
-უკვე დაჯდებოდა მისი თვითმფრინავი... ალბათ გვეძებს
-ნიცას გამო ღელავ?!
-შენ არა?-ირონია გაერია ხმაში ანდრიას
-უნდა ვღელავდე?!
-მამაჩემს არ იცნობ? არიცი რაზეა წამსვლელი საკუთარი კეთილდღეობისთვის?!
-ვიცი
-მაშინ უნდა გესმოდეს რა საფრთხის წინაშე ვაყენებთ ნიცას...
-გინდა რომ გავუშვათ?!- ავარდა თორნიკე- როგორც კი საშუალება მიეცა მაშინვე 112-ში დარეკა! იცი პირველად რას გააკეთებს აქედან რომ წავა? პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მივა და ყველაფერს დაწვრილებით მოყვება
-რამე გეგმა გაქვს?!
-არა
-ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს აქ მამაჩემი თავის ბიჭებთან ერთად. ალბათ ხვდები რა შეიძლება მოხდეს როცა ის და ნიცა ერთმანეთს შეხვდებიან
-ვხვდები
-და მაინც მისი აქ დარჩენა გირჩევნია ვიდრე გაშვება?-დაიბნა ანდრია
-ზუსტად!
-თორნიკე...
-ანდრია დამიჯერე ჩვენთან უფრო უსაფრთხოდ იქნება ვიდრე თავისუფალი!
-უკვე ვეღარ ვაზროვნებ
-ნიცა ძალიან გამბედავი, თავნება და ჯიუტი გოგოა, რომ გავუშვათ დარწმუნებული ვარ პრობლემებს შეგვიქმნის... მისი დაშინება არცისე მარტივია, ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ?! ადრე თუ გვიან მიხვდება რომ მოძალადე ნაბ*ჭვრები არ ვართ და არც დაუნდობელი მკვლელები... როგორც კი ამას გააცნობიერებს მაშინვე პოლიციაში წავა... როგორც კი იქიდან გამოვა მამაშენი იმ წამსვე მოკლავს
-მე რომ წავიყვანო სადმე სხვა ადგილას? ან შენ?
-არავითარ შემთხვევაში!-აღელდა თორნიკე- გეგმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ! რაიმე გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს სიტუაცია უმართავი გახდება!
-დარწმუნებული ვარ მამაჩემი ყველგან გვეძებს თავის ბიჭებთან ერთად! ადრე თუ გვიან აქაც მოვა და სახლს გაჩხრეკს შენი ნებართვის გარეშე... როგორც კი ნიცას დაინახავს მაშინვე ყველაფერს მიხვდება
-ნუ ღელავ იქამდე რამეს მოვიფიქრებ! ჯერ დრო გვაქვს
-არუნდა გამერიე ამ საქმეში-ბრაზნარევი ტონით, უმისამართოდ თქვა ანდრიამ და მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან ჩაწითლებული თვალები მეგობარს სახეში მიანათა
-ხვდები ახლა რა ს*რობას მეუბნები?-წამოენთო თორნიკე
-ჩემს გამო იძულებული გახდი რომ იარაღი აგეღო ხელში და...
-ჩვენ ძმები ვართ! იმ ნაბ*ჭვარმა ის მიიღო რასაც იმსახურებდა
-შენ მაფრთხილებდი, მეუბნებოდი რომ მისი სიკვდილით არაფერი შეიცვლებოდა და მართალიც აღმოჩნდი...
-ანდრია- ხმა დაეძაბა თორნიკეს
-ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა რომ ჩემი აგრესიის, ბრაზის, ზიზღის და შურისძიების დაუოკებელი სურვილის გამო, ამ სიბინძურეში ბიჭებთან ერთად შენც გაგრიე!
-ჩვენ ძმები ვართ!
-თორნიკე
-გისმენ
-მე... არ მინდა რომ ასე მომხდარიყო
-ვიცი
-იმ ნაბ*ჭვარს ხელში იარაღი რომ დავუნახე თავზე კონტროლი დავკარგე...
-ზუსტად ვიცი ახლა რასაც გრძნობ! ხატია მხოლოდ შენი და არ იყო... და, მეც დავკარგე... ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ, ისევე ძლიერად მიყვარდა როგორც შენ
-მეგონა იმ ნაბ*ჭვარს თუ მოვკლავდი ჩემი სული დამშვიდდებოდა, მაგრამ შევცდი-ხმა გაებზარა ანდრიას
-რა გჭირს შე ჩ*მა? ასე მგონია აღსარებას მაბარებ- გაეღიმა თორნიკეს და თვალებ მილულულ მეგობარს მხარში ამოუდგა- მგონი ზედმეტად ბევრი დალიე, წამოდი დაგაწვენ
-არ მინდა რომ ნიცა მოკვდეს
-ნუ ღელავ არ დავუშვებ რომ ვინმემ რამე დაუშაოს მითუმეტეს მამაშენმა
-ნამდვილად შეძლებ მის დაცვას?
-შევძლებ!-დარწმუნებით უთხრა თორნიკემ და მისაღებ ოთახში წვალებით გაიყვანა
-ხატია ვერ გადავარჩინე...
-რაც მოხდა შენი ბრალი არაა!
-ჩემი ბრალია! მე შემოვუშვი ჩვენს ცხოვრებაში ის ნაბ*ჭვარი
-თავს ნუ იდანაშაულებ!
-იცი ნიცაზე ასე რატომ ვღელავ? იმიტომ არ მინდა ჩემს გამო კიდევ ერთი უდანაშაულო სიცპცხლე შეეწიროს იმ ნაბ*ჭვარს
-ნუ ღელავ! რამეს მოვიფიქრებ სანამ მამაშენი თავზე დაგვადგება თავის ბიჭებთან ერთად
-კარგია რომ არსებობ- ლუღლიღით უთხრა ანდრიამ და როგორც კი დივანზე წამოაწვინა თორნიკემ მაშინვე გაითიშა. ,,ჯანდაბა, უეჭველი რაღაც მიიღო" გაიფიქრა თორნიკემ და დაუდევრად მიაფარა პლედი უგონოდ მყოფ ბიჭს
ანდრიას ამ მდგომარეობაში ნახვამ თორნიკეზე საშინლად იმოქმედა. ყველა იარა, რომელიც უკვე მოშუშებული ეგონა ჭრილობად გარდაიქმნა. ,,ჯანდაბა" აღმოხდა სასოწარკვეთილ ბიჭს და აკანკალებული ხელები ძლიერად მომუტა. დიდხანს ფიქრობდა რა გაეკეთებინა და როგორ მოქცეულიყო, გონების დაკარგვამდე დაელია და უბრალოდ ის აბები მიეღო რომელმაც ანდრია წუთებში გათიშა. ,, უფლება არ მაქვს" გაიფიქრა როცა ვისკის ბოთლს ხელი წამოავლო და ბოთლი მაგიდაზე ხმაუროთ დადო. ,,რა უნდა გავაკეთო?" ფიქრობდა გაღიზიანებული და რაც უფრო მეტად ცდილობდა გაჰქცეოდა ხატიაზე ფიქრს მით მეტად ემღვრეოდა გონება. ,,ამის დედაც შევ*ცი" იყვირა გაცოფებულმა როცა გაახსენდა როგორ მილულა ხატიამ ცრემლიანი თვალები მის დასისხლიანებულ ხელებში და უკანასკნელად მხოლოდ ძმის დაცვა სთხოვა. ვერაფერით შეძლო თორნიკემ წარსულის ტკივილთან გამკლავება ამიტომ ცოტა ხნით ნიცას ოთახში ავიდა ყურადღების გასაფანტად და სალაპარაკოდ. ოთახში შესვლისთანავე მის გულში სიბრალური გაღვივდა, გრძნობა რომელიც ბავშვთა სახლიდან გამოქცევის შემდეგ ქუჩაში ყოფნისას გაუქრა. კიდევ ბევრი გრძნობა გაატანა ქუჩას სიყვარულის და სიძულვილის გარდა.
-ნიცა-ნელა მიუახლოვდა თორნიკე იატაკზე მჯდომ, კედელზე ზურგით მიყრდნობილ გოგონას და სახეზე დააცქერდა, როცა დარწმუნდა რომ მშვიდად ეძინა ხელში აიყვანა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა, გაეღიმა როცა ყელზე მინის მოზრდილი ნამსხვრევი მიანჯინა დაფეთებულმა გოგონამ და ცინიკური ტონით უთხრა-მშვიდად
-არ გაბედო და არ მომეკარო
-ფრთხილად თორემ ხელს გაიჭრი
-თუ შემეხები იცოდე მოგკლავ-ზიზღით უთხრა ნიცამ და აკანკალებული ხელით ყელზე მტკივნაულად მიაჭირა ბასრი მინა. სისხლის წვეთებმა გამოჟონა თორნიკეს დაჭიმული კანიდან და ნიცას თითებიდან წამოსულს სისხლს სწრაფად შეერია. თორნიკეს მის ქცევაზე ბოროტულად გაეღიმა და სანამ დაბნეული გოგონა კიდევ რამეს მოიმოქმედებდა მაჯებში ხელი წაავლო და ხელები თავს ზემოთ დაუჭირა
-ახლა რაღას იზამ?-ცინიკური ტონით ჰკითხა და გამომწვევი მზერა ტუჩებზე მიაყინა
-რა გინდათ ჩემგან?- აღმოხდა თვალებაწყლიანებულ გოგონას და დასისხლიანებული ხელიდან მინა გაუვარდა. თორნიკემ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და კარგა ხნის სიჩუმის მერე გამომწვევი ტონით, ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა-ბევრი სისხლი გდის...ალბათ ღრმა ჭრილობა გაქვს! წავალ...პირველადი დახმარების ყურთს მოგიტან- და მაშინვე ფეხზე წამოდგა აღელვებული. მალევე დაბრუნდა უკან და ჭრილობა დაუმუშავა ტირილისგან თვალებდაწითლებულ გოგონას რომელიც მთელი ეს დრო ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა სისხლიან მინას. ხელის გადახვევის შემდეგ თორნიკემ დამსხვრეული ჟარდახშის ნამსხვრევები აკრიფა ფრთხილად, სისხლიანი გადასაფარებელი გადააძრო საწოლს და ოთახიდან სიტყვის უთქმელად გავიდა.



№1 სტუმარი სტუმარი სოფი

მართლა ძალიან კარგია და საინტერესო.
უბრალოდ უფრო მალე თუ დადებთ ახალ თავებს უკეთესი იქნება. მერე შინაარსი მავიწყდება და თავიდან ვკითხულობ ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent