შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა რა გზაა?!(III თავი)


გუშინ, 12:51
ავტორი tasusuna
ნანახია 624

გაბმული ზარი მაღვიძებს..
საქარე მინას მზე კარგა ხანია მოდგომოდა.
ნოემბრის სუსხს მოუხდა გარდამავალი სითბო თითქოს,
ისე მესიამოვნა..
გიო მანქანიდან გადასულიყო და, სიგარეტისთვის მოეკიდა.
ნერვულად ეწეოდა და, მოპასუხეს გაცხარებით ესაუბრებოდა.
როგორც სჩანს, მისთვის მოეწყო ვიღაცას მოუსვენარი დილა.
შევსწორდი.
მანაც დამინახა,რომ გამომეღვიძა და,
ხელით მანიშნა, მანქანაში დავრჩენილიყავი.
არ მესიამოვნა რატომღაც,
და,არც გამაჩერა სიტყვებმა.
როგორც კი გადმოვედი,
მოკლედ მოუსხიპა “მოგვიანებით დაგირეკავო” და,
მწყრალად შემომხედა.
-რამე ხდება ?!-არ მესიამოვნა მისი ჟესტი.
თავი უარის ნიშნად გაიქნია და მზერა ამარიდა.
გიომ.
გავოცდი.
-ჩვენ შორის მართლა არის რამე დამალული გიუ თუ, მეჩვენება?!-ბოლო ფაქტებმა ისეთ ფიქრებამდე მიმიყვანა,რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და არ მიმხელდა,
არ დამიშვია ფაქტი,იქნებ მის პირადულს ეხებოდა საქმე და არა,საერთოს.
-ჩემიდან შენთან ბევრი იმალება, თათო!-ისე ორაზროვნად მომიგო,უფრო ავიბნიე.
ტელეფონს სულ ერთი წამით დახედა იმწამს მოსული შეტყობინების წასაკითხად და,
წარბშეყრილმა შეაგდო ჩამოწეულ მინაში..
-სამსახურში გაგვიანდება,დაგელოდები და გაგიყვან..-არც კი მადროვა გამეაზრებინა მისი სიტყვები,
ისევ ახალ ღერს მოუკიდა და,
ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
რაღაცას ნერვიულობდა..
განიცდიდა თორემ, არ ახასიათებდა გიოს არც ეს სიცივე და,არც ეს დამოკიდებულება.
გავბრაზდი..
გაგულისებულმა ფანჯრიდან დავწვდი სავარძელზე დატოვებულ ჩემს ტელეფონს და,
თვალს არც იქვე ჩაგდებულ ტელეფონზე ისევ მოსული შეტყობინება გამოპარვია..
ლალა.
მხოლოდ სახელს მოვკარი თვალი და ,
ცივად გამოვძვერი კარიდან.
-არარის საჭირო,უფრო მნიშვნელივანი საქმეც გექნება,გზას როგორმე თავად გავიგნებ!-მერე რომ
დავფიქრდი, სრულიად სულელურად მივუგე და აღარც კი დავლოდებივარ,
ისე ავვარდი სულმოუთქმელად სახლში..
რამ ამატირა,
ვერ გავუგე ჩემს თავს.
ვერ დავეწიე განცდებში და ვერ გამოვიცანი ვერცერთი ფიქრი.
სარკესთან ჩემი თავი რომ გამოვიჭირე დანისლული თვალებით,
უსაშველოდ შემრცხვა და,
ის დღე,აღარცერთ სარკეს ააღარ გავეკარე..
დილის არეული განწყობა ისე გამყვა საღამომდე, ვეღარც სამუშაოს დდავუდე გული და,
ვეღარც მარტოობას სახლში.
სახლში მოსვლიდან ზუსტად ათ წუთში,
ისევ დავავლე ჩანთას ხელი და,
ფეხით გავყევი ბილიკს დუდამდე.
ათი წუთის სავალიც არიქნებოდა ალბათ.
მომიხდა ჰაერში გაფანტული სიგრილე და,
ციდან თითო ოროლად ჩამოგდებული წვიმის წვეთი.
არ დამირეკავს,
ვიცოდი,სახლში იქნებოდა და,
იქნებ მელოდა კიდეც..
დათუნა რომ სისტემატიურად ყიდულობდა ხოლმე, ის შოკოლადები ავუტანე და,
სულ სხვანაირ დადუს ჩავეხუტე კარებში..
მე არ ვიცი, იცვლება თუარა ადამიანი ერთ დღეში,
მაგრამ,
ამწამს რომ დადუს ვუყურებდი,
მე ისეთი არც არასდროს მახსოვს ყოფილიყო..
ერთდროულად ცისკრის ვარსკვლავივით მოციმციმე და სევდით ჩამქრალი.
სულ სხვა სხივი ჰქონდა მაინც მის კანს,თვალს,სახეს..
ვერ მოვცილდი..
ვერ გავერიდე..
მისი გული იმდენ სითბოს იტევდა,
იმ მარტოობასაც მივსებდა და,
სივრაზისგან გაჩენილ პატარა იარებს..
-შენ რომ შოკოლადები გიყვარს ისენი მოგიტანე დადუ..-გავუწოდე და,რომ მეგონა,გაუხარდებოდა,
მწარედ შევცდი.
მერე მივხვდი,
იმ ტკბილ მოგონებებს რომ ახსენებდა ესეც კი დადუს, ასე რომ უნდოდა სულ არ ხსომებოდდა..
არ შეიმჩნია და მაინც გამიღიმა.
მაგრამ,მე ხომ ვიცოდი როდის იყო მისი ღიმილი წმინდა..
გული მომეწურა..
ვიცი,მიხვდა მეც რომ გავიაზრე და უფრო დამიპატარავდა თვალწინ..
მობოდიშება დავაპირე,თუმცა,
შემაჩერა.
-არა თათუ,თუ ყველაფერს ავერიდე,მაშინ აღარც კი უნდა გნახულობდეთ,რომ დავივიწყო..
ისედაც ყველგაანაა.
სადაც არუნდა გავიხედო,
ისედაც მომეჩვრნება ხოლმე და,
გული სასწაულად მიჩქარდება..
რა აზრიაქვს შოკოლადის არ ყიდვას,
როცა წეღან მაისურს ვიცვლიდი და,
მისი სუნი ისე ახლოს ვიგრძენი, ჩავიკეცე..
-თვალი არ გაუსწორებია, ისე გამიღო გულის კარი..
თითქოს რამე ჰქონოდა სასირცხვო..
კანი ამეწვა, ისე დამედარდა..
სულ მოვისროლე ნაგავში ის ნაყიდები..
გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდგი და,
ჩაისთვის ფინჯნები გავამზადე..
-გიო რომ ლალას შეურიგდა, იცი დადუ?-თითქოს არცარაფერი,
შუა საუბარში წამომცდა დაუდგენელად.
გაუკვირდა.
ფინჯანიც კი გაუშეშდა წამით ხელში.
-გამორიცხულია თათუ, ისე დაშორდნენ, რამ უნდა მოაბრუნოს მაგათი საქმე?!
-რავიცი, დილით კი აუფეთქა ტელეფონი და..-ისევ სიბრაზით გამომივიდა ნათქვამი.
წარბი ამიწკიპა დადუმ.
უხმოდ მოსვა ჩაი და უცნაური მზერა მომაბყრო.
ვერ მივუხვდი,რატომ მაკვირდებოდა.
-ჰოო?!-ჩაეღიმა.
-ჰო, დადუ,ჰო!
თან არც კი გამიმხილა,შემთხვევით დავინახე..
როდის იყო გიო რამეს მალავდა?
თან, ლალასთან დაკავშირებულს?
ისე გავბრაზდი, ისე რომ!-ყელი გამიშრა და ვეღარ დავასრულე.
ჩავახველე.
ნერვიულობას ახლაც კი ავეტანე.
-რამ გაგაბრაზა თუ ღმერთი გწამს, სულ კატა თაგვობანას არ თამაშობენ?!
შერიგდა და შერიგდა, გავა ერთი კვირა და ისევ დაშორდებიან!-ისე გამოუვიდა დადუს,თითქოს მამშვიდებდა..
ალბათ მეც ამის მოსმენა მჭირდებოდა, თორემ რას უნდა ჩაეწყნარებინა ისე ჩემი გული?
გონებაში რაღაც ფიქრი განგაშის ზარებს სცემდა, მაგრამ, საღი აზრი არ ალახვინებდა ჯებირებს.
აღარ ვუპასუხე,
გაგულისებულმა მეორე ფინჯანიც კი გავიმზადე და,
ისე როგორც საკუთარ სახლში,
დივანზე მოვკალათდი.
პირდაპირ სჩანდა სავარძლიდან დადუს ფრთხილი ნაბიჯები,
როგორ აწესრიგებდა სამზარეულოს.
გამეღიმა.
რაჩაცნაირად ჩავწყნარდი.
დავმშვიდდი.
სულში ქარიშხალი ჩადგა..
მისი რბილი განწყობა გადმომედო, როგორც კი მივეცი საშუალება სხეულს, ნეგატივისგან დაცლილიყო..
ორსული დადუ..
ამ ციცქნა, პატარა სხეულში რომ მეორე იწყებდა ზრდას,
სასწაული თუარ იყო,
აბა რა გამოდიოდა სხვა?!
მაინც მომადგა თვალზე წვრილი ცრემლი..
რომ არა დათუნასგან შემოსული ზარი,
ალბათ გვარიანად ავტირდებოდი,
ისედაც მთელი საღამოა ყელში მაწვებოდა უზარმაზარი ბურთი..
არ ვუპასუხე პირველ ზარს,
ვიფიქრე სახლიდან დაველაპარაკებითქო,
მაგრამ,
მისმა შეტყობინებამ მომენტალურად შემაცვლევინა ზრახვები.
“თათი,გთხოვ აიღე და ჩუმად დამანახე დადუ, ისე,რომ არ იცოდეს ვრეკავ და ვუყურებ..”
ავიღე..
სხეულში მოქცეული ორი საღი აზრიც კი ერთ სათვალავში მოექცა..
დაინახა თუარა დადუ,
სახე ერთიანად შეეცვალა..
გაქვავდა..
სახეზე ათრთოლებული ხელი აიფარა ემოციების დასაფარად,
მაგრამ,
თვალებში ჩამდგარი უწონო სევდა ვერ ჩაააქრო..
დუღდა დათუნას გული, ვინ მასწავლიდა მის თვალებს უკეთ..
იმდენი ტკივილი გადმოეღვარა სულ ერთ წუთში,
ვეერცერთი ქვეყანა ვერ დაიტია,
ვერც კი შეაჩერა დისტანციამ და,
ჩემამდე მოაღწია..
მე ამეწვა აქ გული..
ვეღარ გაუძლო..
57 წამში გამითიშა და,
დანარჩენი ორი დღეც აღარ დაურეკავს..
ვერ შემეძლო იმ ტკივილის წარმოდგენა,
ასე რომ აშორებდათ ერთმანეთს და იმ უსამართლობის წონის,
გულს რომ ასე მიმძიმებდა.
არა მათ შორის ტყუილ-მართალის ძებნა,
უფრო ასე რომ დადგა მათი ყოველდღიურობა,
ის მაჯავრებდა შემოქმედთან.
საკუთარ მძიმე ფიქრებში ვიყავი გართული,
დადუ მორიგ რომანტიულ დრამაზე ყრიდა ცრემლებს,
კარზე ზარი რომ გაისმა და,
მე გული ამომივარდა მომენტალურად.
ხმას გიოს ნაბიჯებიც მოყვა და,
სიარულს მისი სახეც.
ხელებში ორი დიდი პარკი მოექცია და არც შემოუხედავს, ისე გაიტანა სამზარეულოში.
თავად ამოულაგა დადუს რაც კი რამ გაეგონა, ორსულთათვის სასარგებლოაო და, დაუბინავა უჯრებში..
რაღაცებს ეკითხებოდა სულ რამდენიმე წამს,
მე ისე ვუყურებდი ეკრანს,
ისეთი დადგმული ინტერესით,
თითქოს არც კი შემინიშნავს მისი მოსვლა..
სიბრაზე და,
ეს დაუდგენელი ემოცია, გულს რომ მიჭამდა ,მთლიანად მფარავდა და,
ისე მასუსტებდა,
ეს უთქმელობა ისე მაბნევდა,
ათას ემოციას ისე მიშლიდა,
ცრემლებამდე მიმიყვანა..
საუკუნო ბრძოლა გავმართე სხეულში,
ოღონდ ცრემლებს არ ეღალატა.
ცივ წყალს მივუშვირე ხელისგულები, გასაგრილებლად,მაგრამ, ცხვირის წვერი მაინც ისევ მეწვოდა..
ბოლოს მაინც გადავეყარე.
გამოვდიოდი და,
პატარა დერეფანში მაინც გავუპირისპირდი..
-სახლში ხომარ გაგიყვანო, გავდივარ.-ხომ ჩვეულებრივად მეუბნებოდა, მაგრამ, “თათო”-რომ აღარ დააყოლა, ისე ცივად კომეჩვენა მისი ყველა სიტყვა,
გავიყინე.
-არარის საჭირო,უფრო მნიშვნელივანი საქმეც გექნება,გზას როგორმე თავად გავიგნებ!-დილანდელი გაგულისებულმა სიტყვა სიტყვით გავუმეორე და,
ის უხილავი ხიდი,
სულ უროთი ჩავამსხვრიე ჩვენს შორის,
ასე რომ ვუგრთხილდებოდი სულ.
წამით გაიელვა მის თვალებში უცხო განცდამ,შემდეგ კი,
სიბრაზე ჩაუდგა..
ვინანე, კარისკენ რომ დაიძრა.
ნაბიჯებიც კი ისეთი ნაწყენი ჰქონდა,
სულ აღარ გამოსცემდა ისეთ ხმას,
მხოლოდ მისას რომ ახასიათებდა.
-გიუ!-დადუმ გასძახა გასვლამდე.
არ გამოუხედავს,
მე ხომ მივხვდი,რაღაცნაირად აღარ უნდოდა ჩემი დანახვა.
-ლალას მართლა შეურიგდი?-ისე ჰკითხა,ვითომც არაფერი.
კანმა იგრძნო, როგორ გამომხედა კითხვისას დადუმ..
გავირინდე.
-ეგ ვინ გითხრა შენ დადუ?-ჩაეცინა.
-რავიცი,ჩიტმა ამბავი მომიტანა და ვამოწმებ.
-მაგ ჩიტს უთხარი,უჩემოდ არ წავიდეს ამ შუა ღამით სახლში.ერთი საათის საქმე მაქვს და დავურეკავ,ჩამოვიდეს.
გავიდა.
-არსადაც არ გავყვები!-გული ისე მიხტოდა სიხარულით,
სულაც არ გამომივიდა ისე მკაცრად ეს სიტყვები, როგორც მოველოდი.
დადუმ თავი გადააქნია მხოლოდ და, ამჯერად, თვითონ ჩამიხუტა.
მალევე წამოვედი.
ისევ ფეხით და ამჯერად,
სხვა ემოციით.
იყო გვიანი და მეც მეშინოდა,
მაგრამ,თან თამაშის იდეით ისე ვიყავი შებყრობილი,
აღარც ბნელი ჩიხები აღარ მეჩვენა ისე საზარლად.
შუა გზაში ვიყავი, ტელეფონმა რომ დამირეკა.
სხვა თუარა ვინ.
არ ვუპასუხე.
12 სრულდებოდა და,
ზუსტად პირველის წუთებზე უკვე სახლში ვიყავი.
გასათბობად ჩაის ვსვამდი და ისე მეღიმებოდა,
თითქოს ეს ბავშვური თამაშები რამეს მომიტანდა,
გარდა სიტუაციის უფრო გამწვავებისა.
გამოვიჭირე ჩემი თავი ამ უგზოუკვლო სიჯიუტეში და,
რომ არ მახასიათებდა,ისეთ ქცევებში.
ეს მე არ ვიყავი, მაგრამ, თან იმ ცდუნებასაც ვერ ვუძლებდი,
სიბრაზე რომ მიდგენდა გონებაში და ამგვარ,თუნდაც სიტყვებს მათქმევინებდა..
ისევ დამირეკა ტელეფონმა,
უკვე ნახევარზე,
მაგრამ,
ჩამძინებოდა და,
ვეღარ ვუპასუხე..
რამდენიმე წუთში კი,
კარზე კაკინმა საბოლოოდ გამომაფხიზლა.
გულაჩქარებით მივირბინე კართან.
არც გამიხედავს , ისე გავაღე.
შეშინებულმა.
კართან გიო იდგა,
სახეზე ფერი არ ედო და,
თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა.
რომ დამინახა,
რბილი ჩუსტებითა და ნამძინარები სახით,
მომენტალურად შეეცვალა გამომეტყველება და,
არ ვიცი,
რატომ განიცადა ასე,
მაგრამ,
სახეზე ხელებაფარებული რომ ჩაჯდა,
ჩემ თავს საშინლად გავუბრაზდი,
ამ ზომამდე რომ ვანერვიულე.
ქვემოდან ამომხედა.
სახე დადგომოდა,
მაგრამ,
თვალები მაონც საოცრად უელავდა.
ბრაზობდა,
ამას კანით ვგრძნობდი,
მაგრამ,
აღარც ისე, როგორც პირველ წამს.
-რატომ არ უპასუხე,რომ დაგირეკე?-იმ წამიერ სისუსტეს უკვე გაევლი,
გული უკვე დაემშვიდებინა.
მეც წამში გადავლახე ის აღელვება, მის ხილვას რომ მოყვა.
ხელები გულზე გადავიჯვარედინე.
-რა ვალდებული ვარ, შენს ყველა ზარს ვუპასუხო?-ისე გამომივიდა,თითქოს ოდესმე ყოფილიყო შემთხვევა,არ ამეღო.
-ჰოო?!-ირონიულად ჩაეცინა და,აქ აღარ მომეწონა უკვე ეს თამაში,რაც წამოვიწყე..
მის ამ ხმას ვერ შევეგუე.
ცივს,
ირონიულს და,
უარაფროს..
შემამცივნა..
-გავითვალისწინებ და შემდეგში,აღარც მე ვუპასუხებ შენსას!-კიბეებისკენ შეტრიალებულმა გამომძახა.
ისევ საშინლად გაბრაზებულმა.
ისევ ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა და,
თამბაქო გაკიდებულმა.
-ჰო, შენ მაინც გირეკავს სხვა ისეთი მნიშვნელობის , რომ აარჩიო, ვის უპასუხო და ვის არა!-არც მე ჩამოვრჩი.
-ჰო,აბა რა თათული, სხვა რა გზაა?!
იმასთან დავრეკავ, ვინც მიპასუხებს!
ისე მკაცრად გამოუვიდა მასაც გულის ტკენა და,
მეც ისე მივხურე კარი, კედლებში გაიარა ვიბრაციებმა..
არუნდა ეთქვა ეს სიტყვები..
საერთოდ, ეს კატა-თაგვობანაც არიყო ჩვენი..
როდის დავიწყეთ ასე ერთმანეთის ყოველ სიტყვაში მიდევნება,
ვეღარ გავიხსენე..
იქნებ, სულ ასე ვიყავით და, ახლა დავიწყე ამის აღქმა?
მაგრამ, არ მახსოვს, აქამდე ასე გვეტკინოს ერთმანეთისთვის..
მოვიღუშე.
ისედაც ემოციურმა დღემ,
ისე დამქანცა ბოლოს,
ისე გამომაცალა ყველა ძალა,
როდის მივითიშე აღარც მახსოვს..
სიზმარში გიოს ისე სახე მოვიდა ჩემთან,
სანამ დრამებს დავდგამდით…
ანერვიულებული,
თან ჩემი დანახვით გახარებული და შვებამოგვრილი..
შემსუბუქებული და,
სხვანაირად უცხო..
სიზმარშიც კი ვიგრძენი,
როგორ იმოქმედა მისმა თვალებმა და,
დამამშვიდა..
ეს განცდა, თან მეუცხოვა და თან ისე დავიჩემე, ვეღარც კი დავთმე..
სიმშვიდე,რომელიც არსაიდან მოვიდა,
იმ თვალებს მოყვა,
მხოლოდ ახლა რომ გავიაზრე,რამდენად ლამაზი იყო,
როცა მე მიყურებდა…
___
ვაიმე, ეს სიმსუბუქე და, რაღაცნაირი მარტივი დიალოგები ისე შემიყვარდა, აღარ მეთმობა :დდდ
ამასაც რომ თავისი ხიბლი ჰქონია, ძალიან მომეწონა და,
მიდა სულ ვწეროოოო : (((
გიოოო ისე მიყვარსსს, აიიი ვერ გეტყვით და დათუნა და დუდა ისე მეჯავრება …
ის წინა თავის სიმცირე მგონი გამოვასწორე და,
აბა ამაზე რას მეტყვით?
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი Ana-maria

როდის მიხვდებიან მათ შორის სიყვარულს? ❤️
დადუ და დათას შორის იმედია უპატიებელი არაფერია ❤️

 


№2  offline წევრი penguin

,,ჩემიდან შენთან ბევრი იმალება, თათო!-ისე ორაზროვნად მომიგო,უფრო ავიბნიე"
ესენი ძაან მიყვარან❤️
ამ ლალას გამოჩენა რაღაც არ მომეწონა და იმედია ,,შეტენვას" არ დაიწყებს????ან უკვე დაიწყო????????
ხოო და რაც მთავარია ამ ისტორიაში არ მოკვდეს არავინ რააა,თორე თავს არ ვიცოცხლებ????????

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
როდის მიხვდებიან მათ შორის სიყვარულს? ❤️
დადუ და დათას შორის იმედია უპატიებელი არაფერია ❤️

არ მინდა რომ მართლად უპატიებელი იყოოს … ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️
penguin
,,ჩემიდან შენთან ბევრი იმალება, თათო!-ისე ორაზროვნად მომიგო,უფრო ავიბნიე"
ესენი ძაან მიყვარან❤️
ამ ლალას გამოჩენა რაღაც არ მომეწონა და იმედია ,,შეტენვას" არ დაიწყებს????ან უკვე დაიწყო????????
ხოო და რაც მთავარია ამ ისტორიაში არ მოკვდეს არავინ რააა,თორე თავს არ ვიცოცხლებ????????

ვაიმეეე არ ვიიიციიიი თუ ვინმე მოკვდებაა მზოლოდ ლალა ;დდდდდდ უდრამოდ უნდა ჩავატარო როგორმე,თავს ვაიძულოოო ♥️♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ლელა

აუ არ მეყო.შეგვიბრალე და ცოტა მოუმატე რა kissing_heart

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ლელა
აუ არ მეყო.შეგვიბრალე და ცოტა მოუმატე რა kissing_heart

მცირე დრო მაქვს ხოლმე და ასე გამოდის… ♥️♥️♥️♥️♥️

 


№6 სტუმარი Елка

Гиос фани вар.даду мецодеба мартообиствис митуметес ам мдгомареобаши. Гаихарет анастасиа миквархарт.

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Елка
Гиос фани вар.даду мецодеба мартообиствис митуметес ам мдгомареобаши. Гаихарет анастасиа миквархарт.

დადუს მართლა არავინ დატოვებს მარტო, მაგრამ, მაინც იგრძნობს სიმარტოვეს… გიო მეც უზომოდ მიყვაარს და მადლობა თქვენ ♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№8  offline წევრი avrora_

არრ მეყოოოო, კიდევვ მინდოდააა ???????????? ეეს ლალა თუ ლოლააა თვალშიი აე გამეჩხიროსსს უშნოდდდ! იმედია დათუნას რამე უპატიებელიი არ ჩაუდენიაა, ვერრ გადავიტანნ როარ შერიდგნენნ;))) წარმატებებიიი❤️❤️❤️❤️

კიდეე მინდოდაა არ მეყოო, ეს ლოლა თუ ლალაა თვალში მეჩხირება????????!! გიოსს პერსონაჟი ძალიან მომწონსს თათუ ცოტას აწვალებს ოღონდ;))) იცოდეთთ მე პირადად დათუნა და დადუ თუარ შერიგდებიანნ ვერ გ ა დ ა ვი ტ ა ნ!! წარმატებებიი❤️❤️❤️❤️❤️

მომიტევეეთ ერთი და იგივეე კომენტარი ორჯერ დამიწერიაა ????????????????

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

avrora_
არრ მეყოოოო, კიდევვ მინდოდააა ???????????? ეეს ლალა თუ ლოლააა თვალშიი აე გამეჩხიროსსს უშნოდდდ! იმედია დათუნას რამე უპატიებელიი არ ჩაუდენიაა, ვერრ გადავიტანნ როარ შერიდგნენნ;))) წარმატებებიიი❤️❤️❤️❤️

კიდეე მინდოდაა არ მეყოო, ეს ლოლა თუ ლალაა თვალში მეჩხირება????????!! გიოსს პერსონაჟი ძალიან მომწონსს თათუ ცოტას აწვალებს ოღონდ;))) იცოდეთთ მე პირადად დათუნა და დადუ თუარ შერიგდებიანნ ვერ გ ა დ ა ვი ტ ა ნ!! წარმატებებიი❤️❤️❤️❤️❤️

მომიტევეეთ ერთი და იგივეე კომენტარი ორჯერ დამიწერიაა ????????????????

მაგათ შეურიგებლობას მეც ვერ ვაპატიებ თააავს ისეეეე მინდააააა როოო ჩამოვიდეს დათუნაააა ♥️♥️♥️♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent