შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერის ძალა(8)


23-10-2024, 21:18
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 256

თავი8


აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ადგა და უსიტყვოდ შევიდა თავის კარავში, რამდენიც არ უნდა, მოეჩვენებინა თავი, უგრძნობად, როდესაც ღამით მარტოდ დარჩა, ცრემლებმა ამოხეთქეს მისი თვალებიდან და უხმოდ ატირდა. სული ეწვოდა შინაგანად და ტიროდა, ყელში მომდგარი ბურთი, რომელიც აწვებოდა და ახრჩობდა, მოსვენებას არ აძლევდა, ის ხომ ჯერ ასეთი პატარა იყო ამ ტვირთვის საზიდად, არავისთვის არ არის ამის გადატანა იოლი, მაგრამ ის ხომ მეამიტი და მეოცნებე ბავშვი იყო, რომელიც ვარდისფერი სათვალით უყურებდა სამყაროს და ყველა მის ნაირი სუფთა გულის ეგონა, ახლა კი სამყარომ მწარედ დაანახა სიმართლე, თუ როგორი დაუნდობელი იყო. ახლა უკვე სხვა თვალით დაინახა ეს ცხოვრება და აღარც ვარდისფერი სათვალით უყურებდა ამ ცხოვრებას.
დაუფიქრებლად მოიქცა და იმპულსებს აჰყვა ახლა რა უნდა ექნა, როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას შეძლებდა კი, ფეხზე წამოდგომას, გულში უფლას საყვედურობდა, თუ რატომ არგუნა ასეთი მწარე ხვედრი განა, რა დააშავა ასეთი, რომ ამისთვის გაიმეტა.
თვალები დახუჭა,რომ იქნებ როგომე დაეძინა, თუმცა იმწამსვე თვალწინ დაუდგა ის კოშმარი და აცრემლებული თვალებით წამოდგა. ამის გახსენებისას ზიზღი გაუჩნდა რის გამოც უეცრად გული აერია და კარავიდან გამოვარდა.
იქვე კუთხეს ამოეფარა და რაც ჰქონდა და არ ჰქონდა ნაჭამი ყველაფერი უკან ამოუვიდა. თვალებიდან ცრემლებმა გაიკვლიეს გზა,
იუსფმა დაინახა, გოგონა, რომელიც შეწუხებული სახით გაიქცა და უკან გაჰყვა.
გოგონას ზურგიდან ამოუდგა და თმები უკან გადაუწია.

– კარგად ხარ?- აღელვებით კითხა.
– არა, არ ვარ კარგად.- ძლივს წარმოთქვა სიტყვები.- და არც არასდროს ვიქნები.- წამოიძახა. წამოაყენა და ჭასთან მიიყვანა შემდეგ კი გრილი წყლით სახე მობანა. გოგონას გრილი წყლი, რომ მოხვდა სახეზე თითქოს ამოისუნთქა.
– რატომ? რატომ აკეთებ ამას?
- რას ვაკეთებ?
_ რატომ ზრუნავ ჩემზე ასე?
_ უბრალოდ მინდა და ვზრუნავ.
– და მეტი არაფერი?
– არაფერი, უბრალოდ ვერ ვუყურებ, როგორ იტანჯები.
– იუსუფ... შენ კარგი ადამიანი ხარ, ამიტომ გთხოვ, ამაზე მეტს ნუ დამიახლოვდები. მე.. ვერც შენ შეგიყვარებ და ვინც მიყვარს ვერც იმასთან ვეღარ ვიქნები, მორჩა ჩემი გული გაქვავდა და მოკვდა იმ დღეს. მე ახლა უბრალოდ ვარსებობ.
– ასე, ნუ ლაპარაკობ, მე არც მიფიქრია შენი შეყვარება, ჩემი დაა ზუსტად შენი ასაკისაა და როგორც ჩემ პატარა დას ისე გიყურებ, ამიტომ ვზრუნავ შენზე... სიყვარულს კი ხელს ნუ კრავ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ იმ ბიჭს მართლა უყვარხარ, ის ხელს არ გკრავს.
_ შეიძლება,მაგრამ ჩემთვის უკვე სულ ერთია.- ამოთქვა.

კოცონთან ჩამოჯდნენ და გოგონამ უსუასრულო ცას გახედა სადაც ვარსკვლავებით იყო მოპენტილი.
ცაც თითქოს სხვანაირი იყო, უდაბნოში აქამდე, თუ შავი ეგონა ახლა იგი ლუჯი იყო და სულ სხვანაირი იერი ჰქონდა. ყველაფერს
– რა უცნაურია...- წამოიძახა გოგონამ.- დღისით სამოც გრადუსამდე აღწევს სიცხე და ღამით კი,როგორ ეცემა ტემპერატურა.
– ჰო, ეს იმიტომ, რომ მათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ ყოფნა,როგორც კი, მზე ჩადის ქვიშაც ცივდება.
– საინტერესოა, აქამდე ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი მეგონა მზე უბრალოდ მზე იყო და ქვიშა კი ქვიშა.
– უდაბნო, ეს მარტო ქვიშა არ არის აქ სხვა სამყაროა, ყველასგან განსხვავებული ეს მოძრავი ოქროსფერი ქვიშაა.
გოგოგან ქვიშა აიღო პეშვით და ქვიშამ ცურვა დაიწყო მის თითებიდან.
– ჰო, ალბათ ასეა.
– როდის დამეხმარები აქედან გაღწევაში.
– ამაზე ხომ ვისაუბრეთ, როგორც კი ალჟირში გადავალთ დაგეხმარები საზღვრის გადაკვეთაში.
– და როდის იქნება ეგ?
_ შენს გონზე მოსვლას ველოდებოდი და ახლა კი ნელ-ნელა დავიძრებით ალჟირისკენ. ან ასე, რატომ ჩქარობ ჩასვლას აქ ვერავინ მოგაგნებს შეგიძლია, მშვიდად იყო.
– მთელს ცხოვრებას აქ ვერ გავატარებ. აქამდე იმიტომ მინდოდა ჩასვლა, რომ მომეძებნა, იაგო და ჩემი თვალით მენახა მართლა მოიყვანა ცოლი თუ არა და ახლა აღარ ვიცი.
– გაინტერესებს ისევ უყვარხარ თუ არა?
– ასე იყო სანამ ეს შემემთხვევოდა, ახლა უკვე სულ ერთია.
– რატომ არის სულ ერთი, შენ ცუდი არაფერი გაგიკეთებია ეგ შენი ბრალი არ იყო,რაც მოხდა და თავს ნუ იდანაშაულებ. შეგიძლია გამოსცადო მისი სიყვარული ხომ გიმტკიცებდა, რომ უყვარდი ხოდა მიხვალ და უამბობ ყველაფერს, თუ ის კეთიკსინდისიერი ადამიანია და გულწრფელად უყვარხარ, ის გაგიგებს და მიგიღებს ყველაფრის და მიუხედავად.

_შენ როგორ მოიქცეოდი? შენთვის რომ ეთქვათ. მიიღებდი გოგოს, რომელსაც შენზე წინ სხვა შეეხო და ფაქტიურად შენ კი არა ის მოძალადე გახდა მისი პირველი მამაკაცი, ვინც მის სხეულს დაეუფლა.
იუსუფმა ღრმად ამოისუნთქა და თავის მონოლოგი დაიწყო.
– მე როგორ მოვიქცეოდი...? არცერთი მამაკაცისთვის არ არის, იმის, მოსმენა ადვილი, როდესაც იგებ, რომ შენს საყვარელ ქალს სხვა შეეხო, მე შეიძლება ჭკუიდან გადავსულიყავი, მაგრამ ხელს ნამდვილად არ ვკრავდი,მას არამედ შევიდოდი მის მდგომარეობაში, გვერდში დავუდგებოდი, გავამხნევებდი და ვეტყოდი, რომ ყველაფრის და მიუხედავად მაინც მიყვარს. ამიტომ თავს ნუ იდანაშაულებ ეს შენი ბრალი არ არის, უბრალოდ გარემოებების მსხვერპლი გახდი, მას თუ ნამდვილად აქვს შენდამი გრძნობები, ზუსტად იგივეს გეტყვის რაც მე გითხარი.-უსმენდა მას და თვალებზე ცრემლი ადგებოდა, როგორი დიდ სულოვანი იყო იუსუფი, და როგორ გაუმართლა, რომ სწორედ მან გადაარჩინა, თორემ ვინ იცის ახლა, როგორ იქნებოდა, ამ უკაცრიელ უდაბნოში, იქნებ ცოცხალიც აღარ ყოფილიყო.
– და თუ არ მიმიღო და ვერ შეძლო ამ სიმართლესთან ცხოვრება.
– თუ არადა ჩემთან დაბრუნდი.
– რაა?- გაოცდა გოგო.

– მხოლოდ იმ პირობით გაგიშვებ, თუ მას აღარ ეყვარები უკან დაბრუნდები. - გოგონას, სახე შეეცვალა ამის მოსმენისას რას ნიშნავდა, თუ არ აღარ ეყვარები ჩემთან დაბრუნდებიო.
მისგან საფრთხე არ უგრძვნია პირიქით ეხმარებოდა და კარგად ექცეოდა, მაგრამ მისმა სიტყვებმა საგონებელში ჩააგდო და მოსვენება დააკარგვინა. კი უთხრა, რომ დასავით უყურებდა, მაგრამ მისმა სუტყვებმა საპირისპირო დაანახა.

_ შენ მე მომატყუე..- წამოიძახა, გოგონამ.
– რაა?
– მომატყუე, რომ დასავით, მიყურებდი ხომ ასეა?- წარბებ შეჭმუხნულმა გახედა.
– არ მომიტყუებიხარ უდაბნოს ვარდო.
– თუ ასეა, გამიშვი და დამეხმარე აქედან გასვლაში.
– ისევ თავიდან იწყებ, ხომ გითხარი
ახლა შეუძლებელია აქედან ვერ გაგიყვან, პოლიცია, ალბათ უკვე ყველგან გეძებს, ალჟირში კი, ნაცნობი მყავს და იმას ვთხოვ დახმარებას.
- და როდის ჩავალთ ალჟირში?
_ არ ვიცი, ალბათ დაახლოებით ერთ თვეში.
_ ერთ თვეში?
_ კი, ერთ თვეში.- უთხრა ბიჭმა.

გულის სიღრმეში, მართლაც, რომ ეტრფოდა მას და შოროდან ეალერსებოდა, რა უცნაურია არა, შეუყვარდა, სრულიად უცხო, გოგონა,მაგრამ მას სხვა უყვარდა, იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ძალით ვერ გააჩერებდა, გოგონას უდაბნოში..



გოგონა, თავის კარავში იწვა და კარავის კუთხიდან მთვარის შუქს უყურებდა , ამდენ ხანს ვერ მოიცდიდა და თანაც იუსუფის სიტყვებმა დააეჭვა..მის კარავთან მივიდა და შეამოწმა ეძინა თუ არა, როდესაც ნახა, რომ მშვიდად ეძინა, მოემზადა, სახეზე აბრეშუმის ნაჭერი შემოიხვია საიდნაც, მხოლოდ თვალები უელავდა.
არ იცოდა სად გარბოდა, მაგრამ მირბოდა დაუსრულებლად უნოდა, რაც შეიძლება მალე მოშორებულიყო იქაურობას, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან ძალიან მალე იუსფი დაეწია და დაიჭირა.

_ სად მიდიხარ?- კითხა გაბრაზდბულმა.
– თავი, დამანებე აქედან უნდა წავიდე.- ბიჭმა ხელი შეუშვა და უთხრა.
- კარგი, წადი თუ ასე გინდა,მაგრამ იცოდე აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, რადგან უდაბნო სავსეა ველური ცხოველებით, და ამას, რომ თავი დავანებოთ, გინდა ისევ იგივე გამოიარო მითხარი? თუ ასეა წადი.

გოგონა გაჩერდა და აღარ შეეწინაღმდეგა,მიხვდა რომ მართალს ეუბნებოდა.
_ ჩემი არ გჯერა? ხომ გითხარი, რომ დაგეხმარები- თქო.



****




ცხოვრება რა უცნაურია და მართლაც ამოუცნობი, ერთი ხელით თუ ღრუბლებში აგაფრენს მეორეთი, მიწაზე მტკივნეულად დაგანარცხებს. მათ მისცა გამოეცადათ, ისეთი ამაღლებული გრძნობის შეგრძნება,როგორიც სიყვარულია, მაგრამ ამან ძალიან ცოტახანს გასტანა მათი გზები გაიყარა და ერთად აღარ არიან, ერთი სიკვდილს ებრძვის მეორემ კი ჯოჯოხეთი გამოირა და ახლა ეს სტანჯავს, მაგრამ იპოვიან კი ერთმანეთს საინტერესოა.

ზუსტად ერთი თვე გავიდა რაც ბიჭი კომაში იყო და ყველა მის გამოფხიზლებას ელოდა,ძიძა მას გვერდიდან არ შორდებოდა და მოუთმენლად ელოდა, მის გამოფხიზლებას, რაც შეეხება მშობლებს მათ იმდენი გამბედაობა არ ეყოთ, რომ შვილის გვერდით ყოფილიყვენენ.
_ ბატონო, ომარ კიდევ რამდენ ხანს უნდა იყოს ასე ბავშვი?- სასოწარკვეთილმა წამოიძახა.
– არ ვიცი, ექიმების თქმით ზოგს უჭირს მდგომარეობიდან გამოსვლა, ამიტომ მოთმინებაა, საჭირო.- მშვიდად უპასუხა.
_ არადა, როგორ უნდოდა გოგონას ცოლად მოყვანა, პირველად ვნახე ასეთი ბედნიერი, ბატონო ომარ, პირველად.
_ როდესაც ეს ამბავი, მითხრა ძალიან გავბრაზდი, რადგან შეუყვარდა ის ვინც არ უნდა შეყვარებოდა. მაგრამ ჩვენი ბიჭი ნამდვილი ვაჟკაცივით მოიქვა, არ შეუშინდა არაფერს და გოგოს ოჯახს დაელაპარაკა. თუმცა ჩემმა ძმამ და რძალმა ყველაფერი გააფუჭეს.

- ბოლოს ძალიან ეჩხუბა მათ, სახლში ყველაფერი დაამტვრია და გიჟივით გავარდა სახლიდან. მანამდე კი ვიღაცას ესაუბრა ტელეფონზე მგონი ის გოგო იყო.

– საინტერესოა, რა ხდება ახმედთან. რა ბედი ეწია, იმ საბრალოს.- უთხრა და ახმედს გადაურეკა.
_ გისმენთ.- გაისმა ქალის ხმა.
- თუ შეიძლება, ახმედს დაუძახეთ მისი მეგობარი ვარ ომარი.
_ ახლავე.
– ომარ, როგორ მოხდა დამირეკე.- ხმაში ბრაზი ერია..
– ამბის გასაგებად დავრეკე, რა ხდება მანდ?
– როგორ უნდა ვიყოთ, შენმა ძმიშვილმა ყველა მოგვატყუა, რის გამოც მომიხდა ჩემი დიშვილი დამექორწინებინა.
– რაა? გოგონა სხვაზე გაათხოვე?- შეიცხადა კაცმა.
_ ვაპირებდი, მაგრამ ეს უტვინო, ბავშვი ადგა და სახლიდან გაიპარა, ერთი თვეა, უშედეგოთ ვეძებთ.
– რას ამბობ?
_ ხო, ასეა და ამაში იაგოა, დამნაშავე.
– ამას ნუ ამბობ, ახმედ შენ არ იცი სინამდვილეში რაც მოხდა, როგორ მოვიდოდა, როდესაც ერთი თვეა, კომაშია ბიჭი და სიკვდილს ებრძვის.
– ღმერთო ჩემო, რას ამბობ?
– ჰო, ავარიაში მოყვა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს.
– ძალიან ვწუხვარ, ნამდვილად არ ვიცოდი..- დამწუხრებულმა უთხრა.


სწორედ ამ დროს ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და შეირხა, ეს, რა თქმა უნდა, ძიძას არ გამოპარვია და ბიჭს დააკვირდა. აშკარად მოძრაობდა. სწრაფად გაიქცა ექიმთან და დაუძახა.
_ ექიმო,ნახეთ ჩემი ბიჭი, გონს მოდის.- ცრემლიანი თვალებით უთხრა ექიმს.
ექიმმა, შამოწმა ბიჭი და ახალი ამბავი.
– დიახ, ნამდვილად ასეა, ბიჭი გამოვიდა კომიდან გილოცავთ.
– ჟასმინ! - წამოიძახა და თვალები გაახილა. თეთრმა შუქმა თვალები მოჭრა, შემდეგ კი, როდესაც მხედველობა აღუდგა.
ძიძა დაინახა.
– მადლობა, ღმერთს შვილო, დაგვიბრუნდი.- ამოიტირა ქალმა.
– რა გატირებს ძიძა? - გაკვირვებით წამოიძახა.
– ძალიან, შეგვაშინე შვილო, ექიმებს შენი გადარჩენის იმედი აღარ ქონდათ უკვე.
– რაა? აქ რა მინდა, მე ახლა ჟასმინთან უნდა ვიყო.- წამოიძახა და ფეხზე წამოდგომა სცადა, თუმცა მკვეთრი წამოდგომისას თავი, ძლიერ ატკივდა და ისევ საწოლს მიეჯაჭვა.
– რა დამემართა?
– შვილო, როგორც საგზაო, პოლიციამ თქვა, დიდი სიჩქარის გამო, საჭე ვეღარ დაიმორჩილე რისგამოც მანქანამ კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდი სასწაულად გადარჩი, რადგან მანქანისგან აღარაფერი იყო დარჩენილი მთელი...- ამოიტირა ქალმა.
– დიდიხანია აქ ვარ?
– თვეზე მეტია რაც კომაში, იყავი.- უპასუხა ქალმა.
– ოო, არა. თუ ერთი თვეა აქ ვარ,მაშინ ჟასმინს რა ბედი ეწია..? უნდა წავიდე და წამოვიყვანო იქიდან.- განერვიულებულმა წამოიძახა,შემდეგ წვეთოვნის შლაგნს დაწვდა და ხელიდან მოიგლიჯა.
– შვილო, გაჩერდი რას აკეთებ?- შეშფოთებუთ წამოიძახა ძიძამ.
– უნდა წავიდე, ძიძა მასთან უნდა წავიდე მას მე ვჭირდები, ალბათ, ჰგონია, რომ მოვატყუე და არ ჩავედი მასთან. - ნერვიული შეტევა დაეწყო და ჯიურად ცდილობდა ადგომას.
– დამშვიდდი, გთხოვ მას აუცილებლად ნახავ, ოღონდ ახლა არა ჯერ გამოკეთდი და მერე წადი მასთან.
– როგორ არ გესმის ძიძა, დრო არ იცდის ისედაც ამდენი დრო დავკარგე.
ხმაურზე ექთანი შემოვიდა და ბიჭს დამამშვიდებელი გაუკეთეს ცოტახანში კი, დაეძინა.

****


დრო გადიოდა და გოგონაც,ამ ტკივილთან ერთად იცვლებოდა, ადრე თუ მისი თვალები ელავდნენ ბედნიერებისგან ახლა მის თვალებში ეს შუქი ჩაქვრა და სიცოცხლის ნაცვლად სიცარუელე დარჩა, აღარც ისეთი ხალისიანი და ცხოვრებით სავსე იყო, ის არ ცხოვრობდა არამედ არსებოდა და გული უფეთქავდა, მაგრამ შინაგანად უსიცოცხლო იყო სწორედ ასეთად აქცია თავი და ის პატარა მხიარული გოგო, იმდღეს დამარხა ღრმად გულში. ცხოვრებამ ყველაფერი წაართვა, რაც უყვარდა საყვარელი, დედა, სიყვარული და უმანკოება. საშინლად გაუსწორდა და გადათელა ეს პატარა გოგონა,
ღამით დარჩენილი თავს უფლებას აძლევდა, რომ ეტირა და ყველა ემოცია გარეთ გამეშვა, მაგრამ დღისით არავის აჩვენებდა თავის სისუსტეს.
მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობდა, რომელიც დარჩა მას.


– რაზე ფიქრობ?- კითხა ბიჭმა, როდესაც გოგონას მოკრა თვალი.
_ არაფერზე...
_ წამოდი მინდა რაღაც გაჩვენო.- მიუგო ბიჭმა.
_ არსად წასვლის სურვილი არ მაქვს.- მობეზრებით ამოთქვა. იუსუფმა ხელი დაავლო და ცხენზე შემოსვა.
– რას აკეთებ გაგიჟდი?!-დაუყვირა. ცხენს შემოაჯდა და ერთ ადგილას მიიყვანა.
ეს ადგილი ძალიან ლამაზი იყო, ირგვლივ პალმები ეხვია და შუაგულ ქვიშაში მწვანე ოაზისი მოესინებოდა.
– არ არსებობს ეს ხომ ოაზისია.- გამოცებულმა წამოიძახა.
– ხო, ოაზისია.- ღიმილიანი სახით უთხრა. - ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა აქაურობა.
– როგორ არ უნდა, მომეწონოს ჩემი ოცნება იყო ოაზისის მონახულება. - თვალები აუწყლიანდა.
_ მადლობა, რომ ეს ოცნება ამიხდინე.
– მე უბრალოდ შენი გახალისება მინდოდა.. ალჟირში ძალიან მალე ჩავალთ, ვიფუქრე წასვლამდე აქ მოვიყვან- თქო.




საღამოს პირს ორივე კოცონთან ისხდნენ, იქაურ ხალხს დოლი და ფლეიტა გამოეტანათ კარავებიდამ და კოცონის წინ ცეკვავდნენ, მათ შემყურე გოგონას თვალზე ცრემლი მოადგა, თვითონაც ძალიან უყვარდა ცეკვა და ძველი დრო გაახსენდა უდარდელად, რომ ცხოვრობდა.
– რას ცეკვავენ? - კითხა გოგონამ.
_ ამას ბესუინების ცეკვას ეძახიან, ყოველ საღამოს ახალგაზრდა წყვილი კოცონის წინ გამოდიან და ცეკვავენ.
– საინტერესოა...
– არ გინდა ჩვენც შევუერთდეთ?
– რა? არა.- წამოიძახა გოგონამ.
- კარგი, რა მალე წახვალ აქედან და ცოტა გამხიარულდი. - ეს ისეთი სიტყვებით წარმოთქვა, რომ მისი სიტყვებიდან იგრძნობოდა, რომ არ უნდოდა მისი გაშვება. -ხელი დაავლო და ხალხში შეერივნენ და ბიჭმა ცეკვა დაიწყო, გოგონა უბრალოდ იდგა და უყურებდა მას.
_ მიდი ჰაბიბი,იცეკვე რას დგახარ?- დაუძახა ბიჭმა.
ბოლოს იმდენი ქნა სანამ მაინც არ ააცეკვა
ბიჭი სასაცილოდ მოძრაობდა, გოგონამ კი მის შემხედვარე, თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა.
– გიხდება სიცილი.- უთხრა იუსუფმა და გოგონა მაშინვე დასერიოზულდა და თავის ადგილს დაუბრუნდა..


რამდენიმე დღე, უკვე ალღჟირში, იყვნენ და როგორც დაპირდა, დაეხმარა გამგზავრებაში.
ნაღვლიანმა მოიხედა უკან და ყველა ცუდი თუ კარგი მოგონება დატოვა იქ და გაემგზავრა. ბრუნდებოდა თავის სამშობლოში, თუმცა არ იცოდა თავს სად შეაფარებდა, წასასვლელი არსად ჰქონდა, მაგრამ მთავარია გააღწია, იქიდან სადაც ამდენი ტკივილი გამოიარა. დამთავრდა ექზორიკური თავგადასავალი. თვითმფრინავის სვარძელზე მიადო თავი თვალები დახუჭა და თვალებს ძლიერ აჭერდა, რომ არ ეტირა, თუმცა გული უტიროდა. მლაშე ცრემლები თვალებს უწვავდა.


არაფერი არ გააჩნდა თან, მხოლოდ ცოტა ოდენი ფული და ახალი პასპორტი, რომელიც ალჟირში იუსიფმა მისცა, იდგა შუა ქუჩაში და არ იცოდა სად წასულიყო ვისთან შეაფარებდა თავს.
_ უკაცრავად შეგიძლიათ დამარეკინოთ? - თხოვა გამვლელს გოგონამ.
– რა თქმა უნდა, გამომართვით.- გოგონამ ერთ მეგობარს გადაურეკა და დახმარება სთხოვა ისიც მაშინვე დათანხმდა.
_აი, გამომართვით მადლობა.- უთხრა გოგონამ და ავტობუსის გაჩერებასთან მივიდა, როდესაც ავტობუსი მოვიდა მას გაჰყვა.

****


ისე მოხდა ერთი ჩამოვიდა და მეორე მაროკოში გაემგზავრა, საავადმყოფოდან გამოსვლის, შემდეგ როგორც კი გამოკეთდა იმდღესვე გამეგზავრა მაროკოში.
მათთან სახლში მივიდა და კარებზე დაკაკუნა, კარები მსახურმა გაუღო.
_ ბატონი ახმედი.- მიუგო ბიჭმა და მსახურმაც კაცს დაუძახა, ახმედმა, როდესაც იაგო დაინახა ადგილზე გაშრა.
_ იაგო, შვილო.
_ სად არის? ჟასმინი სად არის?- მოუთმენლად წამოიძახა.
– ის აქ არ არის..- დამწუხრებულმა უთხრა.
_ აბა, სად არის? რა უქენით მას?- გამწარებულმა წამოიძახა.
_ შვილო, უკვე ერთი თვეა რაც სახლიდან გაიქცა, მას შემდეგ უშედეგოთ ვეძებდით, მაგრამ... კვალს ვერ მივაგენით მხოლოდ მისი თავსაბურავი იპოვეს.- დანანებით წარმოთქვა.
_ რაა? ამით რისი თქმა გინდათ?
– პოლიციამ საქმე დახურა, რადგან ფიქრობენ რომ ჟასმინი უდაბნოს ყაჩაღებმა გაიტაცეს და შეიძლება უკვე ცოცხალიც აღარ იყოს.
_ რატომ არ მოძებნეთ მერე უდაბნოში?
_ პოლიცია, მათთან უძლურია, რადგან მათი ყველას ეშინია....
_ არა, არა. ახლა ნამდვილად გავგიჟდები! ეს როგორ დაუშვით, როგორ?
_ ვწუხვარ...
–ნუ წუხართ, რადგან ის არ მომკვდარა, ვიცი, რომ ცოცხალია. მე წავალ და მოვძებნი, მაგრამ მანმდე მის ოთახში მინდა შესვლა.
_ კარგი.ჯემილეე!- დაუძახა.
_ გისმენთ ბატონო ახმედ?
–ბიჭი ჟასმინის ოთახამდე მიაცილე.- უთხრა ახმედმა და ჯემილემ მიაცილა.
ოთახში, შესვლის თანავე, იგრძნო გოგონას სურნელი, ამდენი დრო გავიდა და ჯერავ ტრიალებდა მისი არომატი ოთახში, ყველაფერი ისე, იყო როგორც დატოვა გოგონამ. თვალწინ დაუდგა ის სცენა, როდესაც შუაგულ ოთახში იდგა და ცეკვავდა, გოგონა ზუსტად მაშინ დაინახა პირველად და გულში ჩაუვარდა ახლა კი ცარიელ ოთახს უყურებდა, გული ეწურებოდა, იმის გაფიქრევაზეც, რომ შეიძლება ცოცხალიც აღარ იყოს, თავს იდანაშაულებდა მომხდარში, ვერ შეასრულა დანაპირები ვერ შეძლო მისი დაცვა.ვინ იცის რა გადაიტანა საბრალომ და ის მის გვერდით არ იყო.
მისი ტელეფონიც იპოვა, რომელიც საწერ მაგიდასთან იდო.
- ვიცი, რომ ცოცხალი ხარ.. მე ამას ვგრძნობ. ოდნავ გამოღებულ უჯრიდან პატარა ზომის წიგნაკი შეამჩნია, ბიჭს დააინტერესა და ამოიღო.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ოოო აი ახლა დაიწყება ამბები. კარგი იყო<3

 


№2  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ლილე
ოოო აი ახლა დაიწყება ამბები. კარგი იყო<3

კი, გეთანხმებით ახლა დაიწყება ამბები.❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვაიმე მალე დადეთ რაა???? აი რა მინდოდა რატომ დავიწყე დაუსრულებელი ისტორია

 


№4  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ქეთი
ვაიმე მალე დადეთ რაა???? აი რა მინდოდა რატომ დავიწყე დაუსრულებელი ისტორია

წერის პროცესშია ახალი თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent