შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილუ 6 თავი


24-10-2024, 14:06
ავტორი Lellla
ნანახია 653

ზამთრის მოსვლასთან ერთად სიცივემაც იმატა,ცოტაც და ახალი წელი მოვიდოდა,რომელიც სიუპრიზებით დატვირთული უნდა ყოფილიყო.ნიკამ მანქანა კომპანიასთან გააჩერა,ლილუს მღელვარება კიდევ უფრო დაეტყო,რაც გაიგო სანდროს ამბავი,მით უფრო ანაღვლებდა ის.შესულს პირველი ადამიანები მოხვდა თვალში,რომლებიც აქა-იქ სწრაფად მოძრაობდნენ,ნიკამ აუხსნა რომ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადებოდნენ,უცხოელები სანდროს უნდა მიეღო,არავის ეჭვი არ გააჩნდა,რომ საქმე შესაძლოა ჩაშლილიყო,ყველა დარწმუნებული იყო სანდროს პროფესიონალიზმში.ლილუსთვის იმაზე საინტერესო აღმოჩნდა გარემო,ვიდრე იფიქრებდა,მათთვის ჯერ კიდევ უცხოს ეცნობოდნენ და უხსნიდნენ თუ სად რა იყო.ერთ-ერთი გოგონა მარიამი ძალიან კარგად ეპყრობოდა ლილუს,პირველივე დანახვაზე იცნო
_ლილუ ხარ ხო?მე მარიამი ვარ_მარიამმა ხელი გაუწოდა და გაუღიმა, ლილუს გაკვირვებულ სახეს რომ გადააწყრდა დაამატა_ნიკასგან მსმენია შენზე,მიხარია რომ ჩვენთან იწყებ მუშაობას,ძალაინ ლამაზი ხარ ლილუ_ლილუს სახე ღიმილმა მოიცვა,ესიამოვნდა ყურადღება და კარგი დამოკიდებულება
_სასიამოვნოა მარიამ,მადლობა_ხელი შეაგება, სწორედ ამ დროს მოესმა ხმაური,რომელიც მეორე სართულიდან ისმოდა.
_მარიამ ლილუს შენ გაბარებ,მე შეხვედრას უნდა დავესწრო,არ მოიწყინო ლილუ_თქვა ნიკამ და სწრაფად წავიდა.
_აბა ლილუ განახებ შენს სამუშაო კუთხეს,სანდროს კაბინეტი ბოლო სართულზეა,შენ მის წინ იქნები და ძირითადად საბუთებს გადახედავ,არ ინერვიულო ყველაფერს გაართმევ თავს_უთხრა როცა შეამჩნია რომ ლილუს სახე შეეცვალა,სინამდვილეში კი ამის მიზეზი სანდროს სახელის გაგონება იყო,მოსალოდნელი სიახლოვე მასში მღელვარებასა და ფორიაქს იწვევდა.
ლილუს მარიამთან გატარებული დრო ძალიან მოეწონა,იმავეს ფიქრობდა მარიამიც ლილუ რაღაცნაირად საყვარელი და უცხო იყო.უკეთ გაიცნეს გოგონებმა ერთმანეთი.მარიამი უკვე ორი წელი იყო გასული,რაც კომპანიაში დაიწყო მუშაობა,პირველ კურსზე იყო სტაჟირება წარმატებით რომ გაიარა,დღესდღეობით კი უფროსი მენეჯრის ფუნქცია ჰქონდა მორგებული.ყველაფერი კარგად იყო,თუმცა ლილუს სანდრო აკლდა,სურდა ენახა,ამ ფიქრში უკვე რამდენიმე საათმა განვლო,მარიამი საქმეზე იყო ცოტა ხნით გასული,ლილუ სანდროს კაბინეტის წინა ოთახში იჯდა და სწორედ ამ დროს მოესმა კარზე კაკუნი
_შეიძლება?_სანდროს სახეს ღიმილი ამშვენებდა,შევიდა,გოგონა შეათვალიერა,ძალიან ლამაზი იყო,ანათებდა,სწორი თმა ძალიან უხდებოდა_მიხარია შენი ნახვა ლილუ
_მადლობა მეც მიხარია,თქვენ რომ არა აქ არ ვიქნებოდი_ნაზად გაუღიმა
_აბა დაფიქრდა რაზე შევთანხმდით,მხოლოდ სანდრო დამიძახე,თქვენობა არაა საჭირო,იცი ძალიან ლამაზი ხარ_ამის თქმა იყო და ლილუ გაწითლდა,სანდროსგან ამის მოსმენა ესიამოვნა და გული გაუთბო
_დიდი მადლობა_მორცხვად თქვა და და სანდროს დააკვირდა,ძალიან სიმპატიური იყო,მისი სუნამოს სუნი კი შემოსვლისთანავე იგრძნო
_აბა მომიყევი როგორ მოგწონს აქაურობა_თქვა და ოთახში არსებულ სავარძელში ჩაჯდა ლილუსთან ახლოს,სიახლოვემ გოგონა დააბნია,ძალა მოიკრიბა და შეძლო ამის მიუხედავად ეპასუხა
_ძალიან მომწონს,შესანიშნავი ადამიანები და თბილი გარემოა
_მიხარია რომ მოგეწონა,ნიკასგან გავიგე რომ უსაყვრლესი ბებია გყავს და მის სანახავად სოფელში დამპატიჟა ახალ წელს_შეაპარა აინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა ლილუს,მან გაკვირვებასთან ერთად უბედნიერესად იგრძნო თავი
_კი ჩემი ბებო უსაყვარლესია,ძალიან მიყვარს,მან გამზარდა და მაქცია ისეთი როგორიც ვარ,აი ნახავ რომ გაიცნობ ძალიან მოგეწონება_გაშინაურდა ლილუ და მთელი გრძნობითა და ემოციით ესაუბრებოდა.სანდრო კიდევ უფრო დარწმუნდა,რომ ლილუს აღმზდელი შესანიშნავი ადამიანი იქნებოდა,რადგან ლილუ ასეთი კარგი და საყვარელი იყო,იმ ადგილს,სადაც იზრდები ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
საუბარი სანდროს ტელეფონმა გაწყვიტა,მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით უკრეკავდნენ,ლილუს დატოვება არ უნდოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,კიდევ გნახავო და გავიდა.
ლილუ დატოვა აფორიაქებული,მისი სიახლოვე გულს უფორიაქებდა და ენერგიას მატებდა.ცოტა ხნით დარჩა კიდევ და შემდეგ ნიკამ მიაკითხა სახლში წაგიყვანო,სახლში ბედნიერი შევიდა და მამიდას განვლილი ემოციები უამბო,მამიდამაც ხარობდა ლილუს ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა.ნინოს სანდრო და დედამისი ნატო ჰყავდა დაპატიჟებული სავახშმოდ,ნიკას და სანდროს მეგობრობამ დედებიც დაახლოვა ერთმანეთს.ლილუს გაეხარდა,რომ ისევ შეძლებდა სანდროს ნახვას და იმედიც გაუჩნდა,რომ გაიგებდა იმას თუ რას ფიქრობდა სანდრო მასზე..იმის გამო,რომ მარიკო ბებო შესანიშნავი კულინარი იყო და მასზე მთელი სოფელი საუბრობდა,ლილუმაც ისწავლა მისგან ბევრი რამ,უყვარდა ოჯახის საქმეებში მონაწილეობის მიღება,ნინოს დაეხმარა და დესერტი მარტომ მოამზადა,ისე კარგად გამოიყურებოდა რომ ნინომ ხუმრობით მაჯობეოც კიც უთხრა.ლამაზი სუფრა გაშალეს.სანდრომ გვიან გაიგო დაპატიჟების შესახებ,არ ესიამოვნა,რომ ბოლო უსიამოვნო შეხვედრის შემდეგ კვლავ მოუწევდა დედასთან შეხვედრა,თუმცა გულს უხარებდა ის ფაქტი,რომ ლილუს ნახავდა.ლილუმ საღამოსთვის თავი მოიწესრიგა,უბრალოდ ჩაიცვა,ცოტა მაკიაჟი გაიკეთა და დაელოდა სტუმრების მოსვლას.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

აღარ აგრძელებთ ამ ისტორიას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent