შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც მოგივა დავითაო ( სრულად )


28-10-2024, 22:19
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 5 806

- დავით, დავით ამომხედე რა, -მთელი ხმით ვყვირი და მესამე სართულიდან ჩავყურებ ეზოში ბიჭებს შორის მდგარ, ტყავის ქურთუკსა და შავ ჯინსის შარვალში გამოწყობილ ახოვან, შავთმიან ახალგაზრდა მამაკაცს, როგორც კი ჩემი ხმა ესმის მაშინვე სწევს თავს, ქვემოდან მიყურებს და აქედანაც კი გარკვევით ვამჩნევ მისი ლურჯი თვალების ელვარებას, როგორც კი მხედავს მოღუშული სახე უნათდება და ლამაზად მოხაზულ ბაგეებს ღიმილი უპობს, რა ხდებაო მანიშნებს.
- ამოდი რა დავით, შენთან სერიოზული საქმე მაქვს, -ჩავძახი და თავს მიქნევს ამოვალო, მერე კი მანიშნებს შედი სახლში არ გაცივდეო, ჩემს მოკლემკლავიან მაისურს და თხელ ფართხუნა შარვალს დავყურებ, მეღიმება, ყოველთვის ასეა, სიტყვასიტყვით მესმის მისი უხმოდ ნათქვამი, ისიც მანამდე ხვდება ხოლმე ჩემს აზრებს და სურვილებს სანამ წამომცდება, სახლში შევდივარ და აივნის კარს საგულდაგულოდ ვხურავ, მაისის დასაწყისია თუმცა ჯერ ისევ ძალიან ცივა.
- დათა უნდა ამოვიდეს? -ჩემი მეგობარი მაიკო ისეთი სახით მიყურებს მგონი ძალიან არის შეშინებული, ვერ ვხვდები რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ, რატომ აშინებთ და აშფოთებთ ჩემი უსაყვარლესი და ბუნჩულა მეგობარი.
- დათა კი არა დავითი, -ვუსწორებ და ფეხმორთხმით ვჯდები დივანზე.
- დათა ჰქვია გოგო, პასპორტშიც კი ასე უწერია და შენ რატომ ეძახი დავითს, ხომ იცი ვერ იტანს ასე რომ მიმართავენ, შემოაკვდები ერთხელაც.
- სწორედ მაგიტომ ვეძახი რომ ვიცი ვერ იტანს, მინდა რომ გავაბრაზო, ძალიან საყვარელია როცა ბრაზობს თუმცა არ გამომდის, რაც არ უნდა გავაკეთო იმასაც კი ვერ ვაიძულებ რომ წარბი შეკრას, -ვოხრავ და აწეწილ თმაში ვიცურებ თითებს.
- შენ მაგას ყელი რომ გამოჭრა მაინც არ არის ხმის გამღები, არადა სხვებს შიშის ზარს სცემს, -ეშმაკურად ფხუკუნებს მაიკო, -მითხარი რა არის შენი საიდუმლო, როგორ ახერხებ რომ კაცი რომლისაც მთელ საქართველოს ეშინია მოთვინიერებული ფინიასავით დაგდევს უკან.
- ნუ აზვიადებ თუ ქალი ხარ, რა შიში და რა ფინია, რა აქვს ჩემს დავითას საშიში, თანაც მთელი საქართველოო, -ისეთი ხმით ვიცხადებ ვითომ არ ვიცოდე რომ რასაც მაიკო ამბობს ოდნავადაც არ არის გაზვიადებული, პირიქით, სინამდვილეში დათა მეტრეველი...
-
თოთხმეტი წლის ვიყავი როცა პირველად შევხვდით მე და დათა ერთმანეთს, ეს იყო ზუსტად ათი წლის, ორი თვის და ცამეტი დღის უკან, ინგლისურის მასწავლებელმა საკმაოდ გვიან გამომიშვა სახლში, არც თუ ისე დიდი მანძილი მქონდა გასავლელი სახლამდე მაგრამ უკვე ბნელოდა და გარე განათებაც ალაგ-ალაგ გათიშული იყო, ის იყო პატარა ვიწრო ჩიხში შევუხვიე მოკლეზე მოსაჭრელად რომ წინ ორი უცნობი ბიჭი გადამიდგა, ბარბაცებდნენ, სასმლის სუნი ასდიოდათ.
- სად მიდიხარ პრინცესა, სახლამდე ხომ არ მიგაცილოთ, -ამაზრზენად გაიღრიჭა ერთ-ერთი და თეატრალურად დამიკრა თავი, გაცლა დავაპირე თუმცა მეორემ მოასწრო, მკლავში მტაცა ხელი და მთელი ძალით მიბიძგა, ზურგით მივენარცხე აგურის უსწორმასწორო კედელს და ვერაფრით შევიკავე ტკივილისგან გამოწვეული კვნესა.
- გეტკინა? -აფერისტულად შეიცხადა შედარებით მაღალმა და წვერმოზრდილმა, ხელში თხელპირიანი დანა შეათამაშა და ისე ახლოს მოვიდა ჩემთან ლამის ზედ ამეკრა, -გინდა რომ სიამოვნებისგან გაკვნესოთ? ჰა რას იტყვი, მე და ბაკოს ძალიან გვინდა ვნახოთ რას მალავ ამის ქვეშ...
მაისურის ქვეშ შემიცურა დანა, შიშისგან პანიკურად ავცახცახდი შიშველ სხეულზე ცივი ლითონი რომ შემეხო, ნელ-ნელა აუყვა და ბოლომდე გაჭრა მაისური, ორივე ხარბად დააცქერდნენ ჩემს მკერდს, შიშისგან, სირცხვილისგან და კიდევ სხვა უამრავი უცნობი და ჯერ არგანცდილი გრძნობისგან შებოჭილი და ხელფეხ შეკრული, ენაჩავარდნილი ვიდექი, ხმას ვერ ვიღებდი და ერთი პატარა ბიძგი მჭირდებოდა მუხლის მოკვეთამდე და გონების დაკარგვამდე...
მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, სუსტი, მშიშარა, უთქმელი, დედიკოს და მამიკოს პრინცესასავით გაზრდილი გოგო, ჩემი მთელი ცხოვრება ჩემი საყვარელი თბილი ოჯახით, სახლით, სკოლით და ჩემი მეგობრებით შემოიფარგლებოდა, ჯერ კიდევ ვარდისფერ სათვალეს ვატარებდი, ჯერ კიდევ არ მქონდა წარმოდგენა გარე სამყაროს ცუდ, საშიშ და ამაზრზენ მხარეებზე, მეგონა მხოლოდ ზღაპრებში და ძველ საშინელ თქმულებებში არსებობდნენ პირსისხლიანი მხეცები, სპეციალურად ადამიანებზე სანადიროდ გაწვრთნილები და დაგეშილები, მაშინ იქ, იმ ვიწრო ჩიხში პირველად პირისპირ ასე ნამდვილად და ხელშესახებად შევეჩეხე რეალურ სამყაროს და ძალიან, მართლა ძალიან, სიკვდილამდე შემეშინდა...
- კარგი გოგო ხარ, ხმა არ ამოიღო, კოკა გააღე კარი, -წვერიანმა მეორეს რამდენიმე მეტრის დაშორებით კედელში გამოჭრილ, რკინის დაჟანგულ კარზე მიუთითა, თმაში ჩამავლო ხელი და ძალით წამათრია, ის იყო კოკამ კარი გააღო რომ ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, არ ვიცი რამ გამინათა ტვინი და როგორ გადავლახე შიში მაგრამ როგორღაც ჩემი თავი ვაიძულე ძალა მომეკრიბა და მთელი ხმით მეკივლა, შეცბნენ, არ ელოდნენ, წვერიანი დაიბნა და ხელი გამიშვა, თავისუფლება ვიგრძენი თუ არა უკანმოუხედავად გავიქეცი, მთელი ძალით გავრბოდი და ზურგს უკან, ახლოს, სულ ახლოს, ნაბიჯების ხმა, ქოშინი და უშვერი გინება მესმოდა, ის რამდენიმე ათეული მეტრი რაც ჩიხიდან გამოსასვლელად უნდა გამერბინა კილომეტრებად გაიწელა, აქოშინებული, თავგზა არეული გამოვვარდი ქუჩაში, ტროტუარს გადავაბიჯე თუ არა, მუხრუჭების გამაყრუებელი ღრჭიალი მომესმა და მუხლმოკვეთილი დავენარცხე ტროტუარზე...

- კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა? მანქანა არ შეგხებია უბრალოდ ძალიან ხარ შეშინებული, მოდი ადგომაში დაგეხმარები, -თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმოდა, აღელვებული სასიამოვნოდ ბოხი ხმა, თავი ავწიე და მაშინვე მის ზღვასავით ლურჯ თვალებში თავით ფეხამდე ჩავიძირე, ძალიან კარგად მახსოვს რა ვიფიქრე მაშინ, რომ ასეთი ლამაზი თვალები აქამდე არასდროს მენახა...
სანამ მე დადამბლავებულივით გაშეშებული შევყურებდი მან სიტუაციის აღქმა და გააზრება მოასწრო, წამომაყენა, თხელი ქურთუკი გაიხადა, თავისი ხელით ჩამაცვა და ელვა შესაკრავი ნიკაპამდე შემიკრა, ზურგით ავტომობილის კარს ვეყრდნობოდი და მოჯადოებულივით შევცქეროდი, მის ყოველ მიმიკას, ყოველ მოძრაობას ვიმახსოვრებდი, გარემო რომ მოათვალიერა და ჩიხის კუთხეში უდარდელად მდგარ მოძალადეებს რომ მოკრა თვალი რომლებიც არხეინად ადევნებდნენ თვალს სიტუაციას, სახეზე გამომეტყველება შეეცვალა, ყბები დაეჭიმა და თვალები ისე აუელვარდა მივხვდი იმ იდიოტებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს რომ უკანმოუხედავად არ აორთქლდენ იქიდან, აშკარად არასაკმარისად სახიფათოდ შეაფასეს სიტუაცია...
მათკენ რომ დაიძრა რატომღაც ერთი წამითაც კი არ მიფიქრია რომ მისთვის რამის დაშავებას მოახერხებდნენ, მონუსხული ვუყურებდი მის გრაციოზულ მოძრაობებს, მტკიცე, გამოზომილ ნაბიჯებს და თავს ისე მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი როგორც არასდროს...

- აიღე, დაჯექი და მითხარი სად ცხოვრობ რომ სახლში მიგიყვანო, -ჩანთა ხელში მომაჩეჩა და კარი გამიღო, ერთი წამითაც არ მიყოყმანია, უსიტყვოდ მოვკალათდი, გაეღიმა, ყურადღებით შემათვალიერა, მერე თვითონ შემიკრა უსაფრთხოების ღვედი, კარგად შევამჩნიე მისი გადაყვლეფილი თითები...
- აღარასდროს მოგიახლოვდებიან, -მითხრა უკვე მაშინ როცა ჩემს გვერდით მოთავსდა და ძრავი ჩართო, -დღეიდან ვერავინ შეძლებს ზედმეტად მოგიახლოვდეს და რამე დაგიშავოს.
უხმოდ დავუქნიე თავი, ჩემთვის არ შემოუხედავს მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ შეამჩნია, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ავტომობილი დაძრა.
- სად ცხოვრობ?
- აქვე ახლოს, ორი ქუჩით ზემოთ, -ძლივს შევძელი ხმის ამოღება და მისამართი ვუკარნახე, სხვა არაფერი უკითხავს, სახლიდან ოდნავ მოშორებით გაჩერდა, ჩემკენ მობრუნდა, თვალი თვალში გამიყარა, ხელი ფრთხილად წამოიღო ჩემი სახისკენ და ლოყაზე ზუსტად ისე მომეფერა პატარა ბავშვებს რომ ეფერებიან ხოლმე, თუმცა მასთან შედარებით ვიყავი კიდეც პატარა ბავშვი, ჩემზე სულ ცოტა ექვსი ან შვიდი წლით მაინც იქნებოდა დიდი, -ღამე მშვიდობის პრინცესა, -თბილი ხმით მითხრა, გამიღიმა და ქათქათა, ლამაზად ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა...
- თათა, თათა მქვია, -სახელი ვუთხარი და ღვედს დავეჯაჯგურე, გადმოიხარა, გახსნა და ზედ ჩემს ლოყასთან დაიჩურჩულა.
- მე კი დათა ვარ.
- დათა, ანუ დავითი?
- დათა, არანაირი დავითი, -ჩაიღრინა, თვალები დააკვესა და საყვარლად შეკრა წარბები, სწორედ მაშინ შემიყვარდა მისი გაბრაზებული სახე...
მონუსხული შევყურებდი მის მოღუშულ სახეს, შეკრულ წარბებს და უცნაური ამოუცნობი გრძნობების მორევით სავსე, მოელვარე თვალებს, შევყურებდი და რატომღაც ვფიქრობდი რომ...
- გადადი და სწრაფად შედი ეზოში, მიდი, სანამ არ შეხვალ აქ ვიქნები, -მკაცრი ხმით მითხრა, ერთი ხელის მოსმით ამიბურდა ფიქრების წყება და კარისკენ მანიშნა.
ავტომანქანიდან გადავედი, შემოვუარე და ვანიშნე რომ მინა ჩამოეწია, ინტერესით გადმომხედა წარბაწეულმა და უხმოდ მკითხა რა ხდებაო.
- მადლობა, იმისთვის რაც იქ გააკეთე და იმისთვისაც რომ სახლში მომიყვანე, შენ რომ არა, მე... მე... უბრალოდ... -ენა დამება და ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, თითები მთელი ძალით მოვუჭირე ჩანთას, მივხვდი შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი მდგომარეობა, ოდნავშესამჩნევად აუწია ატუჩის კუთხე ვერ შეკავებულმა ღიმილმა.
- სამადლობელი არაფერია პატარავ, უბრალოდ ამის მერე ფრთხილად იყავი, აქაურობა ღამ ღამობით უსაფრთხო არ არის.
- ღამე მშვიდობის დავით, -დავემშვიდობე, ზურჩანთა მხარზე მოვიგდე და იმისდა მიუხედავად რომ ძალიან მინდოდა მისი გაბრაზებული სახის ნახვა სირბილით წავედი სახლისკენ, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ფეხდაფეხ მხიარული გულიანი სიცილი მომყვა...
-
აწმყო
დივანზე ზის, მშვიდად სუნთქავს, ოდნავ შესამჩნევად აუდ-ჩაუდის მკერდი, მის მუხლებზე მიდევს თავი, ჩემს თმაში დააცურებს გრძელ თითებს და ნაზად მეფერება, თვალდახუჭული ვნეტარებ და ვოცნებობ რომ ეს წუთები სამუდამოდ გაგრძელდეს.
- იმისთვის დამიძახე რომ ძველი ამბები გაგვეხსენებინა და გვეჭორავა? -თბილი ხმა აქვს, ცოტათი მხიარული, ცოტათი ინტერესიანი, მაგრამ არამც და არამც ბრაზიანი, არც ისეთი რაც მაფიქრებინებს რომ ტყუილუბრალოდ ვაკარგვინებ დროს სისულელეების მოსმენით მაშინ როცა ამდენი მნიშვნელოვანი საქმე აქვს, ამას არასდროს მაგრძნობინებს მაგრამ მე ხომ ვიცი...
- მომენატრე დავით, -ვბუზღუნებ და მიუხედავად იმისა რომ მის სახეს ვერ ვხედავ დარწმუნებული ვარ საყვარლად თვალებმოჭუტული იღიმის, არაფერს ამბობს, არ მიკვირს, მაინცდამაინც არ უყვარს საუბარი, უფრო მოსმენით შემოიფარგლება ხოლმე, საათობით შეუძლია მისმინოს ისე რომ არ მობეზრდეს ან უბრალოდ არ შეიმჩნიოს რომ თავს ვაბეზრებ.
- მეც მომენატრე, -ამ ორ სიტყვაში უზღვავ სითბოს და ემოციას აქსოვს, სხეულში თბილ ტალღებად მივლის მისი ხმა და იმ ენერგიით მავსებს ასე რომ მაკლდა მისი არყოფნისას, უცნაური გრძნობა მაქვს, ამ ბოლო დროს სულ სხვაგვარად მოქმედებს ჩემზე მისი სიახლოვე, მზერა, შეხება, უფრო მეტად ვისაკლისებ ვიდრე ადრე ვისაკლისებდი ხოლმე, მოკლედ რომ ვთქვა დავითა დამოკიდებული გავხდი, ნეტავ ამას თვითონ თუ ამჩნევს, იმედია რომ ვერა.
- სად იყავი დაკარგული? მთელი ათი დღე არ ჩანდი, -ვწუწუნებ მხოლოდ იმიტომ რომ როგორმე უაზრო ფიქრებისგან გავთავისუფლდე.
- საქმეები მქონდა, ვერ მოვიცალე, -მეუბნება მშვიდად.
- რა საქმეები? -ჩემს თავს იმაშიც ვიჭერ რომ უაზროდ არამკითხე და ცნობისმოყვარე გავხდი, თუმცა დავითა რა თქმა უნდა ამასაც არ იმჩნევს.
- შავბნელი საქმეები, -გულიანად იცინის, მერე მსუბუქად მწევს ჰაერში, კალთაში მისვამს, მიხუტებს და მხარზე მეყრდნობა ნიკაპით, -მოდი ამაღამ იმ კლუბში წავიდეთ შენ რომ გიყვარს და ცოტა გავერთოთ, რას იტყვი? ცოტა დალევა და განტვირთვა არცერთს არ გვაწყენდა.
- იმედია ის ქერათმიანი საფრთხობელა არ იქნება იქ, -ჩემდა უნებურად ხმამაღლა ვფიქრობ თუმცა ამას რომ ვამჩნევ უკვე გვიანია, დავითა მთელი ხმით იცინის.
- ვერ გამიგია რას ერჩი ვიკას.
- რას უნდა ვერჩოდე უბრალოდ არ მომწონს, -ვბურტყუნებ და მახსენდება სარეველა ბალახივით რომ ეტმასნება ხოლმე ჩემს დავითას სილიკონით გაბერილი მკერდით და პირში ლამის გლანდებამდე რომ სჩრის ხოლმე ენას, ფუჰ შეიძლება გული ამერიოს კიდევ ერთხელ რომ დავინახო ასეთი რამ.
- ასე უბრალოდ არ მოგწონს? იქნებ რამე სხვა მიზეზიც გაქვს, -ხმაში სიანცე და უჩვეულო კმაყოფილება უკრთება ან უბრალოდ მე მეჩვენება ასე.
- საძაგელი ვინმეა, საკმარისი არ არის?
- ჰმ, ესე იგი საძაგელი არა? -ჩაფიქრებული ამბობს და უფრო და უფრო მაგრად მიჭერს წელზე ხელებს, -კარგი, გპირდები რომ მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, არავითარი ვიკა ან სხვები, ხომ წამოხვალ?
ჩემი გამარჯვებით კმაყოფილს მეღიმება და კარგი წავიდეთთქო ვთანხმდები, სინამდვილეში მე სულაც არ მიყვარს კლუბები, ხმაურიანი მუსიკა და სასმელი, ეს დავითას უყვარს ასეთი გართობა, მე კი უბრალოდ მომწონს როცა მის გვერდით ვარ და მისი ცხოვრების ნაწილად ვგრძნობ თავს, მერე რა რომ პატარ-პატარა ტყუილების თქმა მიწევს ხოლმე.
- რომელზე გამომივლი? -თმაში ვუცურებ თითებს და ნაზად ვეფერები, დუნდება, ვატყობ ცოტაც და კატასავით აკრუტუნდება, ტელეფონის ხმა გვირღვევს იდილიას, ისე პასუხობს ერთი წამითაც არ მშორდება, არ მესმის რას ეუბნებიან მაგრამ იძაბება, მთელი სხეული ეჭიმება, ფრთხილად ვცოცდები მისი მუხლებიდან და მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ვჯდები, თვალებში მიყურებს და ისე საუბრობს, მხოლოდ ჰოთი და არათი შემოიფარგლება, ცივი, მკაცრი ხმა აქვს.
- დამელოდოს, ნახევარ საათში მოვალ, -ამბობს და ტელეფონს თიშავს, ფეხზე დგება, მეც ვდგები და კარისკენ წასულს უკან მივყვები.
- ყველაფერი კარგად არის? -ვეკითხები თუმცა ვიცი რომ პასუხს ვერ მივიღებ, კართან მისული ბრუნდება ჩემკენ, ჩემს სახეს ხელებში იქცევს, თავს მაღლა მაწევინებს და ნაზად მახებს ტუჩებს შუბლზე, მერე იღიმის და თვალს მიკრავს.
- ცხრაზე შენთან ვიქნები, მზად დამხვდი.

აივნიდან ვუყურებ როგორ გადის შენობიდან, ვამჩნევ როგორ სწორდებიან წელში ბიჭები, როგორ წყვეტენ საუბარს და სიცილს და როგორ უკრავენ თავს, იქვე მდგარ ავტომობილთან მიდის კარს აღებს და სანამ ჩაჯდება ზემოთ იყურება, მხედავს თუ არა სახე უნათდება, ხელს ვუქნევ ის კი სახლში შედიო მანიშნებს, ჩაფიქრებული ვბრუნდები ოთახში, გულაღმა ვწვები დივანზე, ოთახიჯერ ისევ მისი სურნელითაა სავსე, თავისთავად მეხუჭება თვალები და წარსულის მოგონებებში ვეშვები თავფეხიანად.
იმ ღამის შემდეგ როცა იმ მანიაკებისგან გადამარჩინა და სახლში უვნებლად დამაბრუნა დავითა აღარ მინახავს, მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, არ გამიმხელია რაც მოხდა, კარგა ხანს ვფიქრობდი მასზე, ღამით მესიზმრებოდა ხოლმე და რატომღაც მეგონა რომ ისევ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ასე არ მომხდარა, თვალის უსწრაფესად გაფრინდა ოთხი წელი და მისმა ლურჯმა თვალებმაც მეხსიერების შორეულ კუნჭულში გადაინაცვლა, თანაც იმდენი საფიქრალი მქონდა... სწავლა, გამოცდები, რამდენიმე დღეში ბანკეტი გვქონდა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად თანაც ზუსტად იმ დღეს ვხდებოდი თვრამეტი წლის.
- ულამაზესი ხარ თათა, -მაიკო აღფრთოვანებული შემომცქეროდა შავ, ღრმად ზურგამოღებულ კაბაში გამოწყობილს.
- მიხდება? -კიდევ ერთხელ დავტრიალდი მის წინ.
- ძალიან გიხდება, ეს უნდა ჩაიცვა ბანკეტზე?
- ჰო, იმედია ძალიან მოკლე არ არის, მამას ვაჩვენე და ბუზღუნი დაიწყო, ხომ იცი როგორია, თუმცა დედამ მე დავითანხმებ რომ არაფერი გითხრასო.
- მოკლეა მაგრამ შენ გიხდება, ნეტავ შენნაირი გრძელი და სწორი ფეხები მქონდეს, -თეატრალურად ამოიოხრა და გულაღმა მიესვენა საწოლზე, -იცი რა მოხდა? დღეს როგოც იქნა გაბედა ჯაბამ და მთხოვა მე ვიქნები ბანკეტზე შენი პარტნიორიო, შენ ვისთან ერთად მიდიხარ?
- კარგი რა, ვითომ არ იცოდე რომ პარტნიორი არ მყავს, არავინ რომ არ დამპატიჟა გიოს ვთხოვე ჩემთან ერთად წამოდითქო და მაშინ ამოიწყვიტა მაინცდამაინც ყველაფერი, საერთოდ არ მოვდივარო მითხრა, არადა ვიცი ერთი სული ჰქონდა როდის გვექნებოდა ბანკეტი, რა სჭირთ ამ ბიჭებს ვერ ვხვდები, ისე მერიდებიან თითქოს კეთროვანი ვიყო, უბნის ბიჭებიც კი გამარჯობას ძლივს მეუბნებიან, ასე მგონია უჩინარი ვარ ან ძალიან ზედმეტად უინტერესო და მახინჯი.
- ნუ აზვიადებ, შენ და მახინჯი? კარგიც კია თუ არავინ გაწუხებს.
- რა არის კარგი იმაში რომ თვრამეტი წლის ვხდები და ჯერ არავისთვის მიკოცნია.
- სამაგიეროდ მე ვაკოცებ ბანკეტზე ჯაბას, -ისე ამაყად გამოაცხადა მაიკომ სიცილი ვერ შევიკავე.

ბანკეტის დღეს რაკი მაიკო ჯაბამ წაიყვანა მე მარტო მომიწია რესტორანში მისვლამ, სიმართლე რომ ვთქვა მაინცდამაინც არ შევუწუხებივარ იმას რომ არც პარტნიორი და არც შეყვარებული არ მყავდა, ისედაც მშვენივრად ვერთობოდი, რამდენიმე ჭიქაც დავლიე, ზედმეტად გავბრუვდი და როცა მაიკომ ჯაბამ და კიდევ რამდენიმე მეგობარმა შემომთავაზეს აქედან გავიპაროთ და კლუბში წავიდეთ გასართობადო უარი არ მითქვამს...


თავიდანვე არ მესიამოვნა კლუბური გარემო, სასმლის და სუნამოს ერთმანეთში არეული არომატები, ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, უამრავი უცხო, მთვრალი და კაცმა არ იცის რისგან გაბრუებული ადამიანი, ჯაბა მაიკო და დანარჩენები მალევე მოეგნენ სიტუაციას, ხალხს შეერივნენ და მე მარტო დამტოვეს ბართან, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
- რას დალევ? -მხსნელივით მომევლინა, ოცდახუთიოდე წლის აჩეჩილთმიანი, სასიამოვნო გარეგნობის მქონე ბარმენი.
- რამე უალკოჰოლოს, -მორცხვად შევღიმე და სახე რომ შეეცვალა მაშინვე დავამატე ნაკლებად ალკოჰოლიანსთქო, აღარაფერი უთქვამს, რამდენიმე ინგრედიენტისგან შემდგარი რაღაც ფერადი სასმელი მომიმზადა და წინ დამიდო, მოვსვი, მესიამოვნა, ერთ ჭიქას მეორე მიჰყვა, შემდეგ მესამე და ცოტა ხანში უკვე სიტუაციაც შედარებით ასატანი გახდა, მიუხედავად იმისა რომ თავბრუ მეხვეოდა და სკამზე ძლივს ვიმაგრებდი თავს მაინც ვცდილობდი მუსიკით და იქაური გარემოთი სიამოვნება მიმეღო.
- მარტო ხართ? -მხარზე შეხება ვიგრძენი და შევბრუნდი, გვერდით სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ოცდაათიოდე წლის მამაკაცი მედგა და მთვრალ, ამღვრეულ, ბილწი სურვილებით სავსე მზერას არ მაშორებდა, პასუხს არც დალოდებია ისე მომიჯდა და ბარმენს ანიშნა დაგვისხიო, ასადგომად წამოვიწიე თუმცა არ დამანება, მუხლზე დამადო ხელი და მომიჭირა.
- თავს ტყუილად ნუ დაიფასებ, მშვენივრად ვიცი როგორიც ხარ და რატომ ხარ აქ, სასმელზე მე გეპატიჟები მერე კი შეგვიძლია სადმე უფრო წყნარ ადგილზე გავაგრძელოთ გართობა.
ხმა ვერ ამოვიღე, რატომღაც ძალიან შემეშინდა იმდენად რომ ენა პირში ჩამივარდა და დამბლადაცემულივით გავშეშდი, მოშიშვლებულ ბარძაყზე რომ დამიწყო ხელების ფათური ჩემი უძლურების გამო ყელში თითქოს ეკლიანი ბურთი მომებჯინა, ცრემლებით ამევსო თვალები და მზერა დამებინდა.
- გამიშვი, ნუ მეხები, -ძლივს ამოვღერღე თუმცა მას თითქოს არ გაუგონია, ძალით ამაყენა, წელზე მომხვია ხელი და გასასვლელისკენ მიბიძგა, სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე ირგვლივ, არც მაიკო ჩანდა და არც ჯაბა, იმდენად ცუდად ვიყავი ყვირილიც კი არ შემეძლო, ასე შებოჭილი გამიყვანა გარეთ, კიბეებზე ჩასვლისას ცივმა ნიავმა ოდნავ გამომაფხიზლა და შეწინააღმდეგება ვცადე, გაცოფებულმა ჩამავლო თმაში ხელი და კიბის მოაჯირზე ისეთი ძალით მიმახეთქა სიმწრისგან ხმამაღლა დავიკვნესე.
- გირჩევნია დაწყნარდე და გამომყვე, ცოტას გავერთობი შენთან და გაგიშვებ მერე, სულ კი არ გიტოვებ ნუ გეშინია, საზიზღრად ჩაიქირქილა და ის იყო საკოცნელად დაიხარა ჩემკენ რომ ვიღაცამ მხარში მთელი ძალით ჩაავლო ხელი და კიბიდან მოისროლა, მერე რაც მახსოვდა კიბეზე მჯდარს და საცოდავად მობუზულს უშვერი გინების ხმები იყო, მოძალადის დასისხლიანებული სახე და უკვე თითქმის გადავიწყებული ზღვასავით ლურჯი თვალები.
- კარგად ხარ? -ჩემს გვერდით ჩაიმუხლა, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მომკიდა ნიკაპზე თითები და თავი ამაწევინა, ზუსტად ისეთი იყო როგორიც ჩემს მეხსიერებას ჯერ კიდევ ჰყავდა შემონახული, საშინლად სიმპათიური, მიმზიდველი და მზრუნველი, ვხედავდი როგორ ღელავდა, გაფაციცებით მითვალიერებდა სახეს და სხეულს, ალბათ ამოწმებდა იმ არანორმალურმა რამე ხომ არ დამიშავა, როცა დარწმუნდა რომ ასე თუ ისე კარგად ვიყავი შესამჩნევად მოდუნდა, მოეშვა და ღიმილი გაუკრთა ტუჩის მარჯვენა კუთხეში.
- როგორი ხიფათიანი მყავხარ, -თბილი ხმით ჩაილაპარაკა და ნაზად გადამისვა თავზე ხელი, ზუსტად ისე მეფერებოდა პატარა ბავშვებს რომ ეფერებიან ხოლმე, ვუყურებდი და ვმშვიდდებოდი, ვიცოდი მის გვერდით არაფერი მემუქრებოდა, მიუხედავად იმისა რომ ფაქტობრივად არ ვიცნობდი მაინც ბრმად ვენდობოდი, მისგან ისეთი დადებითი ენერგია მოდიოდა, ერთადერთი რაც იმწამს მინდოდა მის მხარზე თავის დადება და თვალების დახუჭვა იყო, თითქოს ჩემი სხეული გონებას ეხმიანებაო ერთიანად მოვდუნდი.
- მეძინება, ძალიან მეძინება, -დავიჩურჩულე და მანაც წამსვე მიმიკრა მკერდზე.
- მშვიდად იძინე, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩამესმა სანამ მის სითბოში საიმედოდ გახვეული საბოლოოდ დავნებდებოდი ძილის საცეცებს.
-
- გაიღვიძე ძილისგუდავ, -მაიკო საწოლზე ხტუნაობდა და მთელი ძალით მანჯღრევდა, გაბრუებულმა გავახილე თვალი, თავი მისკდებოდა და გული მერეოდა.
- სად ვარ? -დაბინდული მზერით ძლივს ვახერხებდი ოთახის დათვალიერებას, -შენთან ვარ? აქ როგორ მოვხვდი? ჯანდაბა, არაფერი არ მახსოვს.
- როგორ თუ არ გახსოვს? ახლა არ თქვა რომ გუშინდელი ამბები დაგავიწყდა, არც დათა მეტრეველი არ გახსოვს? სახლში მან მოგვიყვანა, გათიშული იყავი, კლუბში შემოვიდა, მე და ჯაბა მოგვძებნა, შენ უკვე მის მანქანაში გეძინა, ერთად მოგვიყვანა აქ, შენებთანაც კი დამარეკინა და მათქმევინა რომ ჩემთან რჩებოდი, თავისი ხელით ჩაგაწვინა საწოლში, აი აქ, ზუსტად აქ იდგა და დაგყურებდა, გიყურებდა როგორ გეძინა, კარგი რა თათა ყველაფერი როგორ დაგავიწყდა?
გამწარებული ვისრესდი საფეთქლებს, გონებაში ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცოცხლდებოდა წუხანდელი თავგადასავლის ფრაგმენტები, ბარში წასვლა, დალევა, ის მოძალადე, მერე... მერე მხოლოდ ზღვასავით ლურჯი თვალები, ტკბილი ხმა და ძლიერი მკლავების სითბო იყო, ის საოცარი შეგრძნება იყო მასზე მინდობილი, მის მკერდზე მიხუტებული რომ განვიცდიდი, სხვა არაფერი...
- დათა? დავითას გულისხმობ? მეგონა მესიზმრა, ნეტავ იქ რა უნდოდა? -აჩეჩილი თმა შეძლებისდაგვარად ჩამოვისწორე და საწოლიდან გადმოვყავი ფეხები, -რა დამთხვევაა, რაღა იქ აღმოჩნდა?
- ვინ დავითა გოგო გაგიჟდი? -მაიკომ საფეთქელთან დაიტრიალა საჩვენებელი თითი, -დათაზე გეუბნები, დათა მეტრეველზე, ყველა გოგო რომ ოცნებობს მასზე იმ დათაზე გელაპარაკები, საიდან იცნობ, აშკარა იყო შენზე ღელავდა, თვითონ ამოგიყვანა ბინამდე, გულზე ჰყავდი ახუტებული, ჯაბა ახლაც შოკშია.
- კი მაგრამ ჯაბა რაღა შუაშია? ან რამ დაშოკა, -აშკარად ვერ ვიგებდი რას ბოდავდა მაიკო, ახლა მაგარი ყავა მჭირდებოდა გამოსაფხიზლებლად.
- იმ შუაშია რომ... კარგი რა მართლა არ იცი ვინ არის დათა?
- ასეთი ვინ არის გამაგებინეთ, ბოლოს და ბოლოს, უცხოპლანეტელია თუ რომელიმე ქვეყნის პრინცი რომელიც საიდუმლოდ ცხოვრობს საქართველოში, -ბუზღუნ-ბუზღუნით გავედი საძინებლიდან და სამზარეულოსკენ წავედი, კარგი იყო რომ მაიკო მარტო ცხოვრობდა, ახლა ნამდვილად არ მქონდა არავის თავი, კარადა გამოვაღე, ყავა და შაქარი მოვიძიე და ქურა ავანთე, მაიკო მაგიდას მიუჯდა.
- შენ იცინე იცინე და დათა ძალიან მდიდარი და ცნობილია...
- იმიტომ არის ცნობილი რომ მდიდარია? -ტუჩი ავიბზუე და ყავას გამეტებით მოვურიე, უცნაურ ხასიათზე ვიყავი, ჭარბად მიღებული ალკოჰოლი ჯერ კიდევ ცუდად მოქმედებდა ჩემზე, დავითას უცნაური გამოჩენა და ზედმეტად თბილი და ახლობლური საქციელიც გონებას მირევდა, თურმე როგორ მომნატრებია...
- მხოლოდ მაგიტომ არა სულელო, -მაიკომ საჩვენებელი თითი ჰაერში ასწია და სერიოზული სახე მიიღო, -ახლა კარგად მომისმინე და გეტყვი ვინც არის, -მის ოჯახზე ბევრი არავინ არაფერი იცის, ოფიციალურად რაც არის ცნობილი ისაა რომ დედა და პატარა და ჰყავს რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ, თვითონ ბაბუამისის დანატოვარ ბიზნესს უძღვება, ღვინის ბიზნესი ჰქონია მის ბაბუას და ძალიან პატივსაცემი პიროვნება ყოფილა, თუმცა მისი დანატოვარი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც დათამ რამდენიმე წელიწადში შექმნა, ახლა უზარმაზარი მრავალპროფილური კომპანია აქვს ათასობით თანამშრომლით, სიმართლე რომ გითხრა მაინცდამაინც კარგი ხმები არ დადის მასზე.
- მაინც რას ამბობენ? -დაინტერესებული მივუჯექი ჩემი ყავის ჭიქით.
- რას ამბობენ და მთლად პატიოსანი გზით არ აქვს ნაშოვნი ის მილიონები თუ მილიარდებიო, ასეთ ასაკში ამხელა ქონების მხოლოდ საკუთარი ძალებით მოგროვება ცოტა არ იყოს საეჭვოდ მიაჩნიათ, ძალიან საშიში პიროვნებაა, ზედმეტად გავლენიანი, ყველა იცნობს, სასტიკ, გაუცინარ ხელმწიფესაც კი ეძახიან ზურგსუკან, კლუბში რომ დავინახეთ მე და ჯაბამ, ჩვენთან რომ მოვიდა და გარეთ გამოდით ახლავე თქვენთან საქმე მაქვსო რომ გვითხრა კინაღამ გული გაგვისკდა.
- საშიში და სასტიკი? დავითა? კარგი რა, -გულიანად გამეცინა მისი თბილი მზერა და თითების ნაზი შეხება რომ გამახსენდა, მაკომ გაკვირვებულმა აწკიპა წარბები.
- ყველა უფრთხის და ეშინიათ მისი, ჭურში რომ არ იჯდე და ხანდახან მაინც უყურებდე ტელევიზორს გეცოდინებოდა, შენი ტელეფონი რეკავს უპასუხე, ალბათ დედაშენი ნერვიულობს უკვე, -ტელეფონი მომაჩეჩა ხელში და სამზარეულოდან გავიდა.

- სად ხარ თათა, სად ხარ როცა ასე ძალიან მჭირდები, -მთელი ხმით ყვიროდა დედაჩემი, -სად ხარ მაშინ როცა მამაშენი უსულოდ წევს ჩემს წინ...
მაიკოს საღამურებში გამოწყობილი, ფეხშიშველი და თმაგაწეწილი ჩავრბოდი კიბეებზე, მამაჩემი... ჩემი ტკბილი მამიკო აღარ მყავდა, ჩემი ბუზღუნა, საყვარელი მამიკო...
- თათა ასეთ მდგომარეობაში სად გარბიხარ, დამელოდე, -სადღაც ზემოდან მესმოდა მაიკოს ყვირილი თუმცა ვერ ვიაზრებდი რას ყვიროდა, შეშლილი სახით გავვარდი სადარბაზოდან და იქვე მდგარ ავტომობილზე ზურგით მიყრდნობილი დავითა რომ დავინახე მუხლი მომეკვეთა...


იმ დღის შემდეგ დათა ჩემი საყრდენი გახდა, ჩემი თავშესაფარი და მყუდრო, მშვიდი ნავსაყუდელი, სიმართლე რომ ვთქვა იმ დროიდან ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის რომ დათა სულ ჩემს გვერდით იყო, მხარში მედგა და დაცემის საშუალებას არ მაძლევდა, ახლაც არ ვიცი რა მოხდა იმ დღეს როცა თითქმის შეშლილი მიმიყვანა სახლში, არ ვიცი როგორ გაეცნო დედაჩემს და ჩემს ნათესავებს, არ ვიცი როგორ აუხსნა ვინ იყო ჩემთვის, დღემდე არ ვიცი როგორ მოიპოვა იმის უფლება რომ დღეც და ღამეც ჩემთან ერთად ყოფილიყო, ერთადერთი რასაც ვამჩნევდი, მისი დანახვისას ხალხის მორიდებული მზერა და სალმის ნიშნად უსიტყვოდ დახრილი თავი იყო, დედაჩემიც კი რაღაცნაირად რიდით ექცეოდა, მასზე არაფერს მეკითხებოდა და უსიტყვოდ იღებდა მისგან ყოველგვარ დახმარებას, ჩვენ თითქმის არ ვსაუბრობდით, ის ალბათ ცდილობდა ჩემთვის თავი არ მოებეზრებინა, მე კი არაფერი მქონდა სალაპარაკო, მერჩივნა მის გვერდით, მის მხარზე მიყრდნობილი ჩუმად ვმჯდარიყავი, მისი დაუშრეტელი ენერგია და სითბო უსირცხვილოდ მომეპარა და ჯიუტად არ მეფიქრა მის უცნაურ და არაადეკვატურ საქციელზე, ის ხომ თითქმის არ მიცნობდა, სულ ორჯერ თუ სამჯერ ვყავდი ნანახი, რატომ მეხმარებოდა, რატომ მიფრთხილდებოდა, რატომ ვეძვირფასებოდი ასე...
ერთი დღეც არ დავუტოვებივარ მარტო, გასვენების დღესაც ჩემს გვერდით იყო, მაშინ როცა კუბოს მიწაში ჩაშვების დროს პანიკური შეტევა დამემართა, სუნთქვა შემეკრა და კინაღამ მოვკვდი, მაშინაც ჩემს გვერდით იყო როცა სიზმრებსა და რეალობას შორის გაჩხერილი ნახევრად მძინარი და ტირილისგან დაოსებული ვათენებდი ღამეებს, ჩემს საწოლთან იჯდა გაუნძრევლად, ჩემი ხელი ეჭირა ხელში, დროდადრო სახეზე მეფერებოდა და ავი ძაღლებივით შემოჩვეული კოშმარებისგან მიცავდა, მაშინაც ჩემს გვერდით იყო როცა მამის დაღუპვიდან ორი კვირის შემდეგ დედამ გამომიცხადა საფრანგეთში მივდივარ საცხოვრებლად ჩემს დასთან და შენც უნდა წამოხვიდეო.
არ ვიცი... უკვე ყველაფერი იმდენად სულერთი იყო ჩემთვის ალბათ დავთანხმდებოდი კიდეც დათა რომ არა, ჩემთვის ატმის საყიდლად იყო წასული, იმ დღეს რატომღაც ვიფიქრე რომ შეიძლებოდა შიმშილისგან მოვმკვდარიყავი, ატამს შევჭამთქო დათას რომ ვუთხარი და პატარა ბავშვივით რომ გაუხარდა, ცოტა არ იყოს შემრცხვა და იმაზეც კი დავფიქრდი რომ ზედმეტი მომდიოდა, ზედმეტად სუსტი ვიყავი და სხვებზე დამოკიდებული, დედამ საფრანგეთში წასვლა რომ შემომთავაზა, ვიფიქრე რომ არც თუ ისე ცუდი ვარიანტი იყო, სწორედ მაშინ, ისე უჩუმრად შემოვიდა დათა ოთახში ვერ გავიგეთ, მხოლოდ მაშინ მივიხედეთ უკან, ქაღალდის პაკეტი ხელიდან რომ გაუვარდა და წითელლოყება ატმები იატაკზე რომ გაგორდა, ოდნავ ტუჩებშეხსნილი, ყბებდაჭიმული მიყურებდა და ნერვიულად უთამაშებდა მარცხენა თვალი, მივხვდი რომ ყველაფერი გაიგონა, ჩემდა სამარცხვინოდ მთელი სიცხადით მხოლოდ მაშინ შევამჩნიე და გავიაზრე ჩემს გვერდით მისი არსებობა, იმდენად ვიყავი საკუთარ მწუხარებაში გახვეული ვერ ვხედავდი ეს თითქმის უცნობი ადამიანი სრულიად უანგაროდ რამდენს აკეთებად ჩემთვის, იმისდა მიუხედავად რომ ალბათ უამრავი საქმე ჰქონდა, თავისი პირადი ცხოვრება და კიდევ ვინ იცის რა, მაინც არ მივუტოვებივარ, დღე და ღამე ჩემს გამხნევებას ცდილობდა და ელოდა როდის მოვიდოდი გონს, დედაჩემს შევხედე რომელიც დათას თვალმოუშორებლად უყურებდა და ავისმომასწავებლად ჰქონდა სახე მოფუქრული.
- მე ვრჩები, -საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებულმა მკაფიოდ, ხმამაღლა ვთქვი და იმ წუთას დათას გაბრწყინებული თვალები რომ გენახათ...
- რას ნიშნავს რჩები? შენ ხომ არ გაგიჟდი, -დედაჩემმა ისეთი ხმით იკივლა მე და დავითამ ერთდროულად ავიფარეთ ყურებზე ხელი.

საბოლოოდ ისე მოხდა რომ დედაჩემმა დამტოვა და წავიდა მე კი დავრჩი და ამ გადაწყვეტილების მიღება ერთი წამითაც კი არ მინანია, ჩვეულებრივად, ისე მარტივად გავაგრძელე მარტო ცხოვრება თითქოს ყოველთვის მარტო ვცხოვრობდი, ვსწავლობდი, პარალელურად ვმუშაობდი, მაიკო და დათა ყოველთვის და ყველგან ჩემს გვერდით იყვნენ თუმცა ერთმანეთთან მეტად უცნაური ურთიერთობა ჰქონდათ, ვამჩნევდი მაიკო როგორ ერიდებოდა, როგორ უფრთხოდა და მგონი ცოტა ეშინოდა კიდეც მისი, დათა საერთოდ არ ცდილობდა მასთანაც ისეთი თბილი ყოფილიყო როგორიც ჩემთან იყო, სხვებთან ურთიერთობისას მისი სიმკაცრე და სიცივე იმდენად ხილული და ხელშესახები იყო არ იყო გასაკვირი ასე რომ კრთოდნენ მისი დანახვისას, რაც უფრო მეტ ხანს ვატარებდით ერთად მით მეტად უკეთ ვსწავლობდი მის ხასიათს, ჩემი დავითა მხოლოდ მე მიღიმოდა, მხოლოდ ჩემთან იყო თბილი და ალერსიანი, ჩემი ყოველი სიტყვა მისთვის კანონი იყო, შეეძლო საათობით ესმინა ჩემთვის და რჩევები მოეცა უამრავ სხვადასხვა საკითხზე, შეეძლო გულიანად ეცინა ჩემი მოუხერხებლობის და ვაი მზარეულობის გამო, შეეძლო ჩემთვის ტოსტები ან ბლინები მოემზადებინა, შეეძლო ჩემთან ერთად ბოლომდე თვალმოუშორებლად ეყურებინა რომანტიული მელოდრამა, შეეძლო ძილის წინ ჩემთვის თმა დაევარცხნა და დაეწნა მერე კი მზრუნველად ამოეკეცა საბანი, შეეძლო მაშინ როცა ცუდად ვიყავი და სიცხე მქონდა ჩემს საწოლთან მჯდარს გაეტარებინა მთელი ღამე და შუბლზე საფენები ეცვალა.
დრო გადიოდა და დათა იმდენად დიდი და შეუცვლელი ნაწილი ხდებოდა ჩემი ცხოვრების ალბათ ვერასდროს შევძლებდი მის გარეშე არსებობას, სიმართლე რომ ვთქვა არც მინდოდა, ყველაზე კარგი და სასიამოვნო ის იყო რომ სამაგიეროდ ჩემგან არაფერს ითხოვდა, საერთოდ არაფერს გარდა იმისა რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობის უფლება ჰქონოდა, მე კი რაც მეტი დრო გადიოდა მით მეტად ვეჯაჭვებოდი და მასზე დამოკიდებული ვხდებოდი, რა ხდებოდა ჩვენს შორის? არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცოდი რომ მჭირდებოდა, მისგან მეგობრული დამოკიდებულების მეტს ვერაფერს ვგრძნობდი მე კი მანამ სანამ იმ საძაგელ ვიკასთან გადახლართული არ დავინახე მანამდე ვერ მივხვდი რომ ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო...
-
ხომ გითხარი ცხრაზე შენთან ვიქნები მზად დამხვდითქო, -ფანჯარასთან მდგარს და ჩაფიქრებულს მიდგება გვერდით წელზე ხელს მხვევს და თავზე მკოცნის, მის მკლავებს მინდობილი ვდუნდები და ვიღიმი.
- გეგმა რომ შევცვალოთ ხომ არ გეწყინება? -ვჩურჩულებ და როგორც ყოველთვის ისე რომ არც ვუყურებ ვგრძნობ როგორ იღიმის.
- ახლა რაღა მოიფიქრე? მეგონა გართობა და განტვირთვა გინდოდა.
- რაღაც უნდა გაგიმხილო, იმედია არ გეწყინება და არ გამიბრაზდები, -სერიოზული ხმით ვეუბნები, ისიც იძაბება, ხელს მიშვებს და ოდნავ უკან იხევს, მისკენ ვტრიალდები და მზერას ვუსწორებ, ლურჯი თვალები უელავს, ისეთი სახე აქვს აშკარად ცდილობს გამოიცნოს ვეხუმრები თუ არა.
- ასეთი რა უნდა მითხრა? -ხრინწგარეული ხმით მეკითხება, ღრმად ვსუნთქავ და ვემზადები ჯობია ერთბაშად ვუთხრა და არ გავწელო.
- კლუბები და ბარები არ მიყვარს, არც ხმაური და სასმელი, იმიტომ მოგყვებოდი ხოლმე რომ შენ გიყვარს, მე კი შენს გვერდით ყოფნა მიყვარს, -ჩქარ-ჩქარა, თითქმის გაუგებრად ვაყრი და დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნული ვჩუმდები, რამდენიმე წამს დუმს მერე კი ისე გულიანად და გადამდებად იცინის რომ თავს ვერ ვიკავებ და ძალაუნებურად სიცილში ვყვები თუმცა ვერ ვხვდები რა ხდება.
- ჩემი პატარა სულელი გოგო, -ამბობს როგორც კი სულის მოთქმას ახერხებს, -ესე იგი ბარებში გართობა არ გიყვარს და ჩემს გამო მოდიოდი ხოლმე?
- არ გაბრაზებულხარ? -დაეჭვებული ვუსწორებ თვალს, ის კი იღიმის, სიცილისგან თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს, ნაზად მახებს გრილ თითებს ლოყაზე და ოდნავ მიჭერს.
- რა საყვარელი ხარ, -ამბობს და მერე ისეთი ძლით მიკრავს მკერდში სუნთქვა მეკვრის და გონებაში ყველაფერი მერევა, დღითიდღე უფრო და უფრო აუტანელი ხდება ჩემთვის მასთან ასეთი სიახლოვე, თავს ძლივს ვიკავებ, ვცდილობ მეგობრის როლი ვითამაშო და არა მისი საოცარი სურნელით გაბრუებული სულელი ქალის, რომელსაც ერთი სული აქვს მკლავებში ჩაადნეს, მეშინია რომ მიხვდება, მეშინია რომ ერთ დღესაც გაიგებს ჩემი არეულ-დარეული გრძნობების შესახებ და მერე... მერე ალბათ ყველაფერი დამთავრდება, არა მგონია მასზე შეყვარებულ თავქარიან გოგოსთან მოინდომოს ურთიერთობა და ცხოვრების გართულება, ალბათ ისედაც უამრავი პრობლემა აქვს.
- მეც უნდა გაგიმხილო რაღაც, -ჩურჩულებს იდუმალი ხმით, ვიძაბები და რაღაც, ძალიან, ძალიან საშინელის მოსასმენად ვემზადები.
- ასეთი რა უნდა მითხრა? -ვეკითხები ზუსტად ისე როგორც თვითონ მკითხა ცოტა ხნის წინ.
- არც მე მიყვარს ხმაური, ხმამაღალი მუსიკა და ღამეული გართობა, მეგონა შენ მოგწონდა, მე კი ის მომწონს რაც შენ გაბედნიერებს.
- სერიოზულად, ესე იგი ამდენი ხანი ტყუილუბრალოდ ვიტანჯებოდით? -ამჯერად მე ვიცინი მთელი ხმით, ის კი უბრალოდ გაღიმებული, მზერაში სითბოჩამდგარი მიყურებს და თვალს არ მაცილებს...
-

- რატომ ჩამოგტირის სახე? მოხდა რამე? კარგად ხარ? ახლა სამსახურში არ უნდა იყო? -განმარტოებით მჯდარს და ამ ბოლო ხუთ თვეში მეოთხე დაკარგული სამსახურის გამო არც თუ ისე კეთილგონივრულ ფიქრებში ჩაძირულს და ყოფილ უფროსზე უკიდეგანოდ გაბრაზებულს და გამწარებულს, უცაბედად და უდროოდ მოხეტიალებული მაიკო ერთბაშად მაყრის კითხვებს, წარბაწეული შევცქერი ქვემოდან, თავზე სულთამხუთავივით დამდგარს.
- თუ იცოდი რომ სამსახურში ვიყავი აქ რა გინდა? სახლში რომ არ დაგხვედროდი?
- დაგავიწყდა რომ გასაღები მაქვს? -ჯიბიდან ოქროსფერ ჯაჭვზე ჩამოკიდებულ გასაღებს იღებს და აჩხარუნებს, თან ნაძალადევად იღიმის, ვხვდები რომ ყველაფერი რიგზე არ არის და რაღაც ხდება, სავარძელში ვსწორდები, ფეხმორთხმით ვჯდები და ამჯერად მე გადავდივარ დაკითხვის რეჟიმში.
- რა მოხდა, რა პრობლემა გაქვს.
- ჩემებმა ისევ იჩხუბეს, -უდარდელად იჩეჩავს მხრებს, სავარძელში ჯდება და ამღვრეულ მზერას მარიდებს, ერთი შეხედვით ზედმეტად მშვიდია, ხალისიანიც კი ეთქმის, თუმცა მისი დიდი გაჭირვებით შეკოწიწებული ჯავშანი იმდენად გამჭვირვალეა ჩემთვის, მის მიღმა პატარა, დაჩაგრული, მუდამ სითბოსა და სიყვარულის ნატრული ბავშვის დანახვა არ მიჭირს, მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა ცუდად მხდის, ვიცი რომ არ უყვარს საკუთარ პრობლემებზე საუბარი, საკუთარი დარდით და სატკივარით სხვისი შეწუხება მაგრამ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, დროდადრო იმდენად სუსტი და მყიფე რომ თუ ვერავის დაეყრდნობა სულის მოთქმა რომ შეძლოს, საბოლოოდ გატყდება და დაიმსხვრევა.
- დღეს ჩემთან დარჩები? -ვეკითხები და ისიც უცნაურად თვალებმოჭუტული, ეჭვიანი მზერით შემომყურებს, თითქოს ცდილობს გამოიცნოს მივხვდი თუ არა მის მდგომარეობას და მეცოდება თუ არა.
- დავრჩები, -მპასუხობს ბოლოს და რაღაცნაირად შვებით მიღიმის.
- პიცას გამომიცხობ? -ვეკრიჭები, ფეხზე ვდგები და სამზარეულოსკენ მივდივარ, ისიც უკან მომყვება და კარის ჩარჩოს მიყრდნობილი მიყურებს როგორ ვიქექები კარადაში.
- გამოგიცხობ, -თბილი, მშვიდი ხმა აქვს.
- ისეთს მე რომ მიყვარს? ბევრი ყველით, სოკოთი და პამიდვრით, იცი როგორ მომენატრა? თან რაღაც უნდა მოგიყვე, ისეთი გაბრაზებული ვარ შეიძლება გავგიჟდე, კოტემ სამსახურიდან გამომიშვა, თვითონაც ვაპირებდი წამოსვლას მაგრამ დამასწრო და ნერვები მეშლება, ნატა ხომ იცი კოტეზე რომ გიჟდება, კოტე რომ ჩემს შებმას ცდილობდა ხომ გახსოვს როგორი გამწარებული იყო, ერთი კვირის წინ როგორღაც შეუთრევია ის დებილი საწოლში, არ ვიცი ასეთი რა დაგეგმეს მაგ ერთმანეთზე უარესმა წყვილმა მაგრამ გუშინწინ კოტემ ჩამომაქვეითა და დღეიდან ნატას თანაშემწე იქნებიო გამომიცხადა, ეს ორი დღე ხომ ნატამ სული ამომხადა უაზრო მოთხოვნებით დღეს დილით კი კოტემ დამიბარა კაბინეტში და თუ გინდა ხელფასი მოგიმატო და ისევ დაგაწინაურო ხომ იცი მაგისთვის რა უნდა გააკეთოო მითხრა თან თვალით საკუთარ უბეზე მანიშნა, ისე გადამეკეტა რა გავაკეთე არ მახსოვს, გონს რომ მოვედი კოტე შეშინებული იდგა ფანჯარასთან და არ მომეკარო გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო ყვიროდა მე კი დაცვა მაკავებდა...
- ახლა შეიძლება მოვკვდე, -შეუკავებელი სიცილი უტყდება მაიკოს, -ნეტავ იქ ვყოფილიყავი და კოტეს შეშინებული სახე მენახა, ყველაფრის ღირსია ეგ არაკაცი, თავიდანვე გეუბნებოდი მანდ ნუ გაჩერდებითქო, მოდი ჩემთან უნდა ჩაგეხუტო, -ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა, სიცილისგან ჯერ კიდევ უცახცახებდა მხრები, თუმცა რამდენიმე წამში ვიგრძენი როგორ დამისველა მაისური მისმა ცრემლებმა, კარგა ხანს ვიდექით ასე, არაფერი მითქვამს, ვიცოდი როგორ სჭირდებოდა ემოციებისგან დაცლა და კიდევ ის რომ თავი საჭიროდ და მნიშვნელოვნად ეგრძნო, ბოლოს თვითონ მომშორდა და ისე რომ თვალებში არ შემოუხედავს, კარადიდან პიცისთვის ინგრედიენტების გამოლაგება დაიწყო.
- დათამ იცის რომ კოტემ გაგათავისუფლა? -გაბზარული ხმით მეკითხება და თან შეუმჩნევლად იწმენდს ცრემლს.
- დავითა რა შუაშია ჩემს სამსახურთან და კოტესთან, -ისე ვიცხადებ თითქოს ახალი ამბავი ყოფილიყოს დავითასთვის ჩემი ყოველი ნაბიჯის ზედმიწევნით ცოდნა.
- რა ვიცი, მერე არ ეწყინოს რომ არაფერი უთხარი, თანაც რამდენი ხანია გთხოვს რომ მის კომპანიაში იმუშავო, იქნებ გეცადა, მის გვერდით უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ იქნები.
- უსაფრთხოდ? -გულიანად ვიცინი და თან მჟავე კიტრის ქილას ვეჯაჯგურები, ისე ამბობ თითქოს პრინცესა ვიყო და ჩემს მოტაცებას აპირებდეს ვინმე.
- პრინცესა არ ხარ მაგრამ ძალიან ლამაზი და სასურველი ქალი რომ ხარ თუ ხვდები.
- მე ქალი? ლამაზი თანაც ძალიან? სასურველი? -გულწრფელად ვიკვირვებ და მერე ვცდილობ მაცივრის სარკისებურ ზედაპირზე ასახული ჩემი გამოსახულება კარგად შევათვალიერო, ერთადერთი რაც მომწონს გრძელი ხშირი თმაა და მწვანე თვალები, სხვა მხრივ სრულიად ჩვეულებრივი გოგო ვარ, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ნორმალური პარამეტრების მქონე.
- ხანდახან მგონია რომ ვერ გაიზარდე და ისევ პატარა ბავშვი ხარ, -ოხრავს მაიკო და ქამა სოკოს დანაწევრებას იწყებს, იდეალურად ტოლ თხელ ნაჭრებად, -ვერ ვხვდები როგორ ვერაფერს ამჩნევ, ის მაინც არაფერს გეუბნება რომ მინიმუმ სამი სამსახურიდან იმის გამო წამოხვედი რომ უფროსები შენს შებმას ცდილობდნენ?
- კარგი რა, მართლა ასეთი სასურველი რომ ვიყო, აქამდე ერთხელ მაინც მეყოლებოდა შეყვარებული, ნეტავ რატომ არავის მოვწონვარ?
- ნეტავ რატომ? -თვალებს თავმობეზრებულივით ატრიალებს მაიკო და მერე გულიანად ხითხითებს, მშვენივრად ვხვდები რის მინიშნებასაც ცდილობს მაგრამ მასთან ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ.
- გიზო გახსოვს? -ვეკითხები და მერე რატომღაც მეღიმება როცა მახსენდება როგორ სცადა ჩემი მოტაცება და რა დღეში ჩააგდო დავითამ.
- მაგას რა დამავიწყებს, -მაიკო რიტმულად აკაკუნებს დანას ხის დაფაზე და ისეთი სახე აქვს აშკარად მასაც ის არც თუ ისე მხიარული დღე ახსენდება.
მაშინ ცხრამეტი წლის ვიყავი გიზო და მისი ოჯახი რომ ჩემს სადარბაზოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, მეცხრე სართულზე შეიძინეს სამოთახიანი ბინა რომელიც ჩვენმა დიდიხნის მეზობელმა კატიამ გაყიდა და საცხოვრებლად შვილებთან წავიდა რუსეთში, ოცდასამი წლის გიზოს პირველად რომ შევეჩეხე ეზოში მაშინვე მივხვდი როგორი შთაბეჭდილება მოვახდინე მასზე, თუმცა ჩემთვის სულ ერთი იყო, მაშინ უამრავი საქმე მქონდა, უამრავი პრობლემა, უამრავი საფიქრალი, სწავლა, სამსახური და კიდევ დავითა რომელიც იმდენად ავსებდა ჩემს გარშემო არსებულ სიცარიელეს სხვაზე არავისზე აღარ მეფიქრებოდა, მთელი თვე გავიდა ისე რომ მხოლოდ კეთილი მეზობლური სალმით შემოვიფარგლებოდით მე და გიზო, მერე კი ერთხელ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს, იქვე ავტობუსის გაჩერებასთან დამავლეს ხელი მისმა მეგობრებმა და მანქანაში ჩამტენეს ძალით, თვითონ უკანა სავარძელზე იჯდა ფადიშაჰივით გაფუყული, რა ჯანდაბას აკეთებთქო რომ ვკითხე მოგიტაცე და ჩათვალე რომ დღეიდან ჩემი ცოლი ხარო გამომიცხადა წარბშეუხრელად, სიმართლე რომ ვთქვა იმწუთას ჩემს თავზე არ მიფიქრია, გიზო შემეცოდა რომ წარმოვიდგინე დავითა რა დღეში ჩააგდებდა როცა გაიგებდა რაც მოხდა, დიდხანს ლოდინი არც დამჭირვებია, მცხეთას ახალი გაცილებულები ვიყავით საშინელი სისწრაფით მომავალმა ავტომობილმა რომ გადაგვიჭრა გზა და მოწყვეტით შეჩერდა ჩვენს წინ...
- საწყალი გიზო, მის მერე თვალით არ მინახავს, როგორც კი გამოჯანმრთელდა გაყიდეს ბინა და გადავიდნენ, მაშინ ძალიან შემეშინდა რომ შეიძლებოდა შემოკვდომოდა, ძლივს გავაჩერე.
- და მაგ ყველაფრის მერე მაინც ბრმასავით და ყრუსავით იქცევი, -მაიკო დანანებით აქნევს თავს და გამეტებით ზელს ცომს, -კაცი შენს ჩრდილად არის გაქცეული, როგორც განძს ისე გიფრთხილდება, ახლოსაც კი არავის უშვებს შენთან, შენც ხომ იცი რომ მხოლოდ შენს გვერდითაა ისეთი როგორიც არის, თვალები გაახილე ბოლოს და ბოლოს, ნერვებს ნუ მიშლი ძალიან გთხოვ.
- იცი რა მგონია რომ დავითა არ მოგწონს არადა მასზე არასდროს არაფერი გითქვამს ცუდი.
- რა მნიშვნელობა აქვს მე მომწონს თუ არა, მთავარი სხვა რამეა...

- შეიძლება? -ნაცნობი ოდნავ ჩახლეჩილი ხმა გვაწყვეტინებს საუბარს, კარისკენ ვტრიალდები, სამზარეულოს შემოსასვლელში დავითა დგას და რაღაცნაირად უხერხულად გვიღიმის, -კარი ღია იყო და...
- მოდი, მაიკო პიცას აკეთებს, -ვეპატიჟები მთელი გულით და ჩემდა გასაკვირად მაიკოც საკმაოდ კეთილგანწყობილად უღიმის.
- დაჯექი შენთვის ახალი კარგი ამბავი გვაქვს, -სკამზე უთითებს და მისი ასეთი უშუალო დამოკიდებულებით გაკვირვებული დავითაც დაჰიპნოზებულივით ჯდება, უკვე ვხვდები რაც უნდა უთხრას და ვანიშნებ ენა ჩაიგდეთქო მაგრამ საპასუხოდ ნიშნისმოგებით მიღიმის.
- აბა რა ხდება, მოუთმენლად ათამაშებს დავითა თითებს.
- რა ხდება და თათა სამსახურიდან წამოვიდა, -საზეიმოდ აცხადებს მაიკო.
- მართლა? -დავითა ისე მიყურებს თითქოს ცდილობს ჩემი წამოსვლის მიზეზი ჩემს მზერაში ამოიკითხოს მერე კი ისევ მაიკოს უსწორებს მზერას და ისიც რათქმაუნდა არ აყოვნებს.
- თათამ გადაწყვიტა შენს შემოთავაზებას დათანხმდეს სამსახურთან დაკავშირებით...






სარკის წინ ვდგავარ და მოღუშული ვუყურებ ჩემს ანარეკლს, ვიწრო შავი ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი მაცვია, თმა კეფაზე მაქვს ცხენისკუდად შეკრული, მოსწავლეს ვგავარ, უკმაყოფილოდ ვიმანჭები და ვცდილობ უძილობის გამო ჩაშავებული უპეები მაკიაჟით დავმალო თუმცა არც თუ ისე კარგად გამომდის, მახსენდება როგორ ვეკამათე გუშინ მაიკოს და როგორ წავიდა გაბრაზებული, შენთვის ვცდილობ შეიგნეო მიყვირა, განდეგილივით ცხოვრობ, მხოლოდ მე და დათა გყავართ, ურთიერთობების გეშინია ამიტომაც იცვლი ასე ხშირად სამსახურს რომ არავის დაუახლოვდეო, ძალიან გავბრაზდი მაგრამ კაცმა რომ თქვას მთლად მტყუანიც არ იყო, თუ ბოლო სამსახურს არ ჩავთვლიდით ყველა წინადან იმიტომ წამოვედი რომ უკვე ზედმეტად ახლობლები ხდებოდნენ თანამშრომლები და ძალიან მაბეზრებდნენ თავს, სხვადასხვა ადგილზე დაპატიჟებები, დაბადების დღეების და სხვადასხვა დღესასწაულების მილოცვები, ქორწილები, ნათლობები და... არაა საჩემო ნამდვილად არ არის ასეთი ურთიერთობები, ჩემთვის ჩემი პატარა სამყარო, მაიკო და დავითა სრულიად საკმარისები არიან.
- ჯანდაბა შენს თავს მაიკო, -ვბუტბუტებ და ჩანთის ძებნას ვიწყებ, მახსენდება როგორ გაუხარდა დათას როცა მაიკომ მიახალა თათას შენს კომპანიაში უნდა მუშაობის დაწყებაო, ისეთი გაბრწყინებული სახე ჰქონდა ვერ ვუთხარი რომ სულაც არ მინდოდა იქ მუშაობა, ახლა კი... ვერ ვხვდები რას ვაკეთებ, ჩაფიქრებული ვჯდები დივნის სახელურზე და საათს ვუყურებ, რვა ხდება, ნახევარ საათში დათა გამომივლის, მინდოდა მარტო წავსულიყავი მაგრამ დაიჟინა გინდა თუ არა მე უნდა წაგიყვანოო, ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას რომ პირველივე დღეს ყველა გაიგებს ჩვენი ურთიერთობის შესახებ, იტყვიან რომ ნაცნობობით, უშრომველად და უწვალებლად ვიშოვე სამსახური თუმცა ეს ხომ ისედაც ასეა...
გონებას ვძაბავ და ვცდილობ გავიხსენო რა ვიცი ჩემი დავითას კომპანიაზე, ვცდილობ მაგრამ ვხვდები ომ ბევრი არაფერი მცოდნია და ნერვები მეშლება, როგორ უნდა ვიყო მისი ასისტენტი როცა წარმოდგენა არ მაქვს რას საქმიანობს, რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ მე კი მასზე ფაქტობრივად არაფერი ვიცი გარდა აქა-იქ მოარული ჭორმართლისა, მის მეგობრებსაც მხოლოდ შორიდან ვიცნობ, დათას ბევრი ლაპარაკი მითუმეტეს საკუთარ თავზე არ უყვარს, მე კი არ მიყვარს როცა კითხვებით ვაბეზრებ თავს, ამიტომაც მის საქმიანობაზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მაქვს, არ ვიცი ჩემი პროფესია ‘’ინტერიერის დიზაინერი’’ რამდენად გამომადგება მასთან მუშაობისას, იმედია ჩემი თანხმობის გამო სხვისი სამსახურის დაკარგვის მიზეზი არ ვხდები, ნეტავ თანამშრომლებთან როგორი ურთიერთობა აქვს ან მე როგორ მომექცევა...
- ისევ ღია გაქვს კარი, რამდენჯერ გითხარი რომ უნდა ჩაკეტო ხოლმე, -მისი ხმა მაფხიზლებს და ჩემს წინ მდგარს, გაბრაზებულს და მოღუშულს რომ ვხედავ მაშინღა ვიაზრებ იმას რომ თურმე მთელი ნახევარი საათია გაუნძრევლად ვზივარ გაშტერებული.
- დაკეტილი იყო, ცოტა ხნის წინ გავაღე, -ვეკრიჭები და თვალებს ვუხამხამებ რომ მოვთაფლო, ჭრის, ვამჩნევ როგორ არ უნდა რომ გაიღიმოს მაგრამ მაინც ეღიმება, მიახლოვდება, ხელს სწევს და თავზე ნელა, ნაზად მისვამს თითებს, თვალებს ვნაბავ და სადაცაა ალბათ კატასავით დავიწყებ კრუტუნს.
- პატარა მატყუარა, არ შემიძლია გაგიბრაზდე, -თბილი ხმა აქვს და უცნაურად დამამშვიდებლად მოქმედებს ჩემზე, ღრმად ვსუნთქავ და თავს ვერ ვიკავებ რომ არ შევჩივლო.
- ძალიან ვნერვიულობ დავით.
- რა განერვიულებს, უბრალოდ ახალი სამსახურია, თანაც მე მთელი დღე შენს გვერდით ვიქნები, -ისე საყვარლად, ისე გულწრფელად მეუბნება, სულ მავიწყდება ის რომ სწორედ მის გამო ვნერვიულობ, წელზე ვხვევ ხელებს და მკერდზე ვეკვრი სახით, რამდენიმე წამს მისი სითბოთი და სურნელით გაბრუებული ვნეტარებ, თვითონ არაფერს აკეთებს და არც არაფერს ამბობს, როგორც კი ვშორდები იქვე მიგდებულ ჩემს ჩანთას იღებს და ხელჩაკიდებული მივყავარ კარისკენ.

- არ მინდა, არ გადმოვალ, -პატარა ჯიუტი ბავშვივით გულზე ხელებგადაჯვარედინებული ვზივარ დავითას მანქანაში და შეშინებული, თვალებგაფართოებული ავყურებ, უზარმაზარ შენობას.
- კარგი რა ბავშვივით ნუ იქცევი თათა, -ჩემდა გასაკვირად მის ხმაში საერთოდ არ იგრძნობა სიბრაზე ან ის რომ უკვე თავს ვაბეზრებ, -სად აღარ გიმუშავია და მაინცდამაინც აქაურობის გეშინია?
- არ მეშინია, უბრალოდ... უბრალოდ მე... -სიტყვებს ვერაფრით ვუყრი თავს და ვჩუმდები, ყელში ბურთივით მაწვება რაღაც და სადაცაა ვიტირებ, დავითა რა თქმა უნდა ხვდება რა დღეშიც ვარ, ღრმად სუნთქავს, მერე უსაფრთხოების ღვედს იხსნის, ჩემკენ იხრება და ნაზად მეფერება ლოყაზე, ნიკაპზე მკიდებს თითებს და მაიძულებს შევხედო, საყვარლად მიღიმის.
- ვიცი ახლა რაც გიტრიალებს მაგ პატარა ლამაზ თავში, არაფერზე ინერვიულო კარგი? ასისტენტის ადგილი იმიტომ შემოგთავაზე რომ შენნაირი კადრი მჭირდებოდა და არა იმიტომ რომ მეგობრები ვართ, თანაც ჩემი ასისტენტი ლელა, ფეხმძიმედ არის, უკვე მეშვიდე თვეშია და მუშაობა აღარ შეუძლია, ორი კვირა დარჩება მხოლოდ რომ საქმეები გადმოგაბაროს, მე დარწმუნებული ვარ რომ საქმეს თავს გაართმევ და სხისი აზრი წესით არ უნდა გაინტერესებდეს.
ვუყურებ და ვერ ვხვდები როგორ შეუძლია ასე ზედმიწევნით წაიკითხოს ჩემი ფიქრები, როგორ შეუძლია ასეთი მომთმენი და საყვარელი იყოს ჩემთან მაშინ როცა მასზე ამდენი ლეგენდა დადის როგორც საშიშ და სასტიკ ადამიანზე.
- კარგი, კარგი, თანახმა ვარ ვცადო, -არც თუ ისე მტკიცედ ვამბობ, თუმცა დათას ეს თანხმობაც ყოფნის იმისთვის რომ გაბედნიერდეს, გადადის, კარს მიღებს და გადასვლაში მეხმარება, გვერდიგვერდ შევდივართ შენობაში, შესასვლელთან მდგარი შუახნის მამაკაცი რომელსაც დაცვის თანამშრომლის უნიფორმა აცვია, თავის დაკვრით გვესალმება, დათაც იმავე ჟესტით პასუხობს თუმცა არ უღიმის, სახეზე ცივი და არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს აკრული, ვხედავ ჩვენი დანახვისას როგორ ჯარისკაცებივით სწორდებიან სმენაზე მიმღებში მყოფი გოგონები, არც მათი აციმციმებული თვალები და მის მიმართ ინტერესი მრჩება შეუმჩნეველი, ერთი ნაბიჯით უკან ვრჩები და დავითას ყურადღებით ვათვალიერებ, მაღალია, ტანადი, დღეს კლასიკურად აცვია, მუქი შარვალი, თეთრი პერანგი და პიჯაკი რომელიც საშინლად უხდება...
- მოდიხარ? -უკან იხედება და მიღიმის, თვალის უპეებთან ოდნავშესამჩნევად უჩნდება ნაოჭები, წამით მის ოდნავშეხსნილ ბაგეზე მიშტერდება მზერა, ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ და გამშრალ ტუჩებს ენით ვისველებ, დავითას თვალები უელავს, უფრო ფართოდ მიღიმის, ზურგს მაქცევს და გზას აგრძელებს ლიფტისკენ, ნაბიჯს ვუჩქარებ რომ დავეწიო, ყველა შემხვედრი თავაზიანად გვიღიმის და გვესალმება, დათა კი მხოლოდ თავის მსუბუქად დაკვრით შემოიფარგლება, ლიფტით ავდივართ მის სამუშაო ოთახამდე, გასვლისას მსუბუქად მიჭერს მკლავზე ხელს და გამამხნევებლად მიღიმის, ოთახში შევდივართ თუ არა, სავარძლისკენ მითითებს დაჯექიო თვითონ კი ტელეფონს იღებს და მკაცრი საქმიანი ხმით სთხოვს ლელას ოთახში შემოსვლას.

პატარა მყუდრო ოთახში ლელას სამუშაო მაგიდასთან ვიკავებ ადგილს და მთელი გულისყურით ვცდილობ ყველაფერი რასაც მასწავლის დეტალურად და ზედმიწევნით კარგად შევისწავლო, დათას იმის მერე ვეღარ ვნახულობ რაც ლელას აბარებს ჩემს თავს და თვითონ შეხვედრაზე დასასწრებად მიდის, ლელა დაბალი გამხდარი საყვარელი გოგოა, ჩემი ტოლია არადა უკვე მეორე ბავშვზეა ორსულად, არ უკვირს როცა დათა ჩემს თავს როგორც მის შემცვლელს ისე აცნობს, აშკარად ძალიან მონდომებულია რომ რაც შეიძლება მალე მასწავლოს ყველაფერი, უკვე ძალიან მიჭირს მუშაობაო წუწუნებს, დათას კომპანია მრავალპროფილურია და ერთი შეხედვით არაფერს აკეთებენ საეჭვოს და არაკანონიერს, რაც მეტს ვიგებ მით მეტად ვინტერესდები თუმცა ლელა მალევე იღლება და გაკვეთილს წყვეტს.
- რამე ცივი ხომ არ მოგიტანო? -ვეკითხები ლოყებაწითლებულს და სკამზე უღონოდ მისვენებულს.
- არ მინდა, ისედაც წამდაუწუმ საპირფარეშოში დავრბივარ, შენ ის მითხარი დიდი ხანია დათა და შენ მეგობრობთ?
- საიდან მოიტანე რომ მეგობრები ვართ?
- ისე გიღიმის და ისე თბილად გესაუბრება აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი ხარ მისთვის.
- ჰოო, მე და დავითმა დიდი ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი, მაშინ პატარა ვიყავი და...
- დავითი? -გაოცებული მიყურებს ლელა, -დავითს ეძახი?
- ჰო, ასე ვეძახი, რა ხდება?
- ვერ იტანს ასე რომ მიმართავენ, ერთხელ ამის გამო კინაღამ უმნიშვნელოვანესი პარტნიორი დავკარგეთ, ეგონა დავითი ერქვა და...
- ასე ძალიან არ უყვარს როცა დავითს ეძახიან? არადა სულ ასე მივმართავ ხოლმე, მიყვარს როცა ბრაზდება თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე.
- შენ ეტყობა ნამდვილად გაბრაზებული დათა არ გყავს ნანახი თორემ ასე აღარ ისაუბრებდი, -მაიკო ღიმილით აქნევს თავს და ფურცლებით ინიავებს არადა ოთახში ნამდვილი საყინულეა.

- ჭორაობთ გოგონებო? -ოთახში მაღალი წითურთმიანი მამაკაცი შემოდის, გვესალმება, ლელასთან მიდის, იხრება და მოურიდებლად კოცნის ტუჩებში, მეცნობა, მგონი რამდენჯერმე მყავს დათას გვერდით დანახული, ალბათ მეგობრობენ, ალბათ ლელას მეუღლეა, წყვილს თვალს ვარიდებ და ახლახანს მოსულ შეტყობინებას დავყურებ, ია მწერს ძველი სამსახურიდან, ფოტოებს მიგზავნის, გაოგნებული დავყურებ გამოსახულებას, ჩემი ყოფილი უფროსი კოტე თაბაშირში ჩასმული ხელით და დალურჯებული სახით...





- თათა ეს ჩემი მეუღლეა ბექა, -ლელა მამაკაცს მაცნობს, ბექა თბილად მიღიმის და ხელს მიწვდის, თითებს ვაგებებ, მსუბუქად მიჭერს და მერე ლელას მრავლისმთქმელ მზერას უცვლის.
- კარგია რომ შენი ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცა, აქამდე ყველასგან გმალავდა ახლა კი ეტყობა როგორც იქნა გადაწყვიტა და...
- გეყოფა, -სიტყვას შუაზე აწყვეტინებს ლელა და უხერხულად მიღიმის, ბექას ცელქი ბავშვივით უციმციმებს თვალები, ძალიან საყვარლები არიან.
- რას ნიშნავს მმალავდა, რას გულისხმობ? -ვკითხულობ და ვითომ არ ესმით, ლელა რაღაც საბუთებს მაჩეჩებს ხელში დათას შეუტანეო, ბექა საათს დაჰყურებს და უკვე შვიდი ხდება წასვლის დროაო ამბობს, ვხვდები რაღაცას მიმალავენ თუმცა იმასაც ვხვდები რომ მეტს არაფერს მეტყვიან, საქაღალდეს ვიღებ და დათას ოთახისკენ მივდივარ, ის არის დაკაკუნებას ვაპირებ რომ მსხვრევის ხმა მესმის, მერე უშვერი გინება და ყვირილი სწვდება ჩემს ყურთასმენას, გამობრუნებას ვაპირებ მაგრამ კარი იღება და ოთახიდან მაღალი ქერათმიანი, ბრაზისგან სახეაწითლებული მამაკაცი გამოდის, ზედაც არ მიყურებს ისე მიდის ლიფტისკენ, ერთხანს მის დაძაბულ მხრებს და მაგრად შეკრულ მუშტებს ვუყურებ მერე ოთახში შევდივარ და კარს ზურგსუკან ხმაურით ვხურავ.
- ახლა რაღა მოხდა, -ფანჯარასთან ჩემგან ზურგით მდგარი დათა მთელი ხმით ღრიალებს, შიშისგან და მოულოდნელობისგან ვფრთხები და საქაღალდე ხელიდან მივარდება, დათა ჩემკენ ბრუნდება, გაცოფებულია, საშინლად გაბრაზებული, თვალები ჩაწითლებული აქვს, ყბები დაჭიმული, მაგიდას ეყრდნობა, იდაყვებამდე აკეცილი პერანგის ქვემოდან დაძარღვული ძლიერი მკლავები უჩანს, მხედავს თუ არა ამღვრეული მზერა ეწმინდება, სუნთქვა უმშვიდდება და ისე ძლიერად აღარ აუდ-ჩაუდის მკერდი, არმდენიმე წამს ასე გაუნძრევლად დგას და თვალს არ მაშორებს მერე მაგიდას შორდება და ჩემკენ მოდის, ინსტიქტურად ვიხევ უკან, მიახლოვდება, ერთ ხელს წელზე მხვევს, მეორეს ზურგზე და ისეთი ძალით მიხუტებს ლამისაა სუნთქვა შემეკრას, მთელი ძალით მიკრავს სხეულზე, ვგრძნობ როგორ ღრმად ისუნთქავს ჩემი თმის სურნელს, მერე უკან იხევს ისე რომ ერთი წამითაც არ მშორდება, დივანზე ჯდება და კალთაში მისვამს.
- კარგად ხარ? -ვჩურჩულებ და გვარიანად წამოზრდილ თმაში ვუცურებ თითებს, თავს უკან წევს თვალებს ხუჭავს, ყელზე ისე მაცდურად უფეთქავს არტერია თავს ვერ ვიკავებ რომ ტუჩებით არ შევეხო, ვკოცნი თუ არა ვგრძნობ როგორ იძაბება და როგორ უხშირდება სუნთქვა თუმცა არაფერს აკეთებს.
- ცოტა ხანს ასე ვიყოთ კარგი? შენთან სიახლოვე მჭირდება რომ დავმშვიდდე, თმაზე მომეფერე რა, -ოდნავ ჩახლეჩილი ხმით მთხოვს და მეც მის სხეულზე მიწოლილი ჩემს საყვარელ საქმიანობას ვუბრუნდები, აბრეშუმივით სრიალა და რბილ თმაში დავატარებ თითებს.
- გაბრაზებული სხვანაირი ხარ, მე არასდროს მინახიხარ ასეთი, -ვეუბნები და ისიც პასუხად ზანტად ახელს თვალებს, დაკვირვებით, გამომცდელად მიყურებს.
- ასეთი როგორი? -ისეთი ტონით მეკითხება ვხვდები ჩემს პასუხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული თუმცა ის უნდა ვუთხრა რაც სიმართლეა.
- საშიში, -ვპასუხობ და უკმაყოფილოდ ეჭმუხნება წარბები, სწორდება, მსუბუქად მწევს ჰაერში, ფრთხილად მსვამს გვერდით, ჩემს თითებს ხელებში იქცევს და მზერას მისწორებს.
- ხომ იცი, რაც არ უნდა მოხდეს ჩემი არ უნდა შეგეშინდეს, უმალ საკუთარ თავს დავუშავებ რამეს ვიდრე შენ გატკენ, -გულწრფელი, გულიდან წამოსული სიტყვებია.
- ვიცი, მეგონა ამაზე საუბარი არ გვჭირდებოდა.
- თვითონ მითხარი რომ საშიში ვარ.
- მაგრამ არ მითქვამს რომ შენი მეშინია.
- თუ არ შეგეშინდა წეღან შენკენ რომ მოვდიოდი უკან რატომ დაიხიე.
- უბრალოდ ინსტიქტურად.
- ანუ არ აღიარებ.
- რას?
- იმას რომ საშინლად ჯიუტი ხარ.
- არ ვარ.
- ხარ.
- არ ვარ.
- ხარ.
- გითხარი არა მეთქი, -გულზე ვიჯვარედინებ ხელებს, ტუჩებს გაბუტული ბავშვივით ვბერავ და თვალებს ვუბრიალებ, ჩემდა გასაკვირად მთელი ხმით, გულიანად იცინის, მერე თავზე მისვამს ხელს და შუბლზე მკოცნის მომღიმარი.
- შენ რომ არ მყავდე არ ვიცი რა მეშველებოდა, -ხუმრობაშერეული ხმით ამბობს თუმცა რატომღაც ვფიქრობ რომ არ ხუმრობს.
-
- როგორ ჩაიარა შენმა პირველმა სამუშაო დღემ? -მაიკო ნამცხვარს ჭრის რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიღო ღუმელიდან და თეფშზე უზარმაზარ ნაჭერს მიდებს.
- მართლა აღარ ხარ გაბრაზებული? -ვეკითხები და ვხედავ როგორ ცდილობს სერიოზული გამომეტყველება შეინარჩუნოს, სამსახურიდან მოსულს ჩემთან დამხვდა ისე ვითომც არაფერი მომხდარიყოს და საერთოდ არ გვეკამათოს.
- დათასთან რომ არ წასულიყავი სამუშაოდ მაშინ ვიქნებოდი გაბრაზებული ახლა არ ვბრაზობ, -ამბობს და შოკოლადის სოუსს ასხამს თავის ნაჭერს, ნამცხვარი მართლა მადისაღმძვრელად გამოიყურება თუმცა ჯერ დღევანდელი ამბები უნდა მოვუყვე, კოტეს ფოტოებს ვაჩვენებ და როგორც ვვარაუდობდი გაოგნებული, პირდაღებული რჩება.
- დათას აჩვენე?
- დავითა რა შუაშია.
- როგორ თუ არ შუაშია, არ გეჩვენება რომ უცნაური დამთხვევაა?
- ვერ ვხვდები.
- შენ ვერასდროს ვერაფერს ვერ ხვდები, ახლა კარგად მისმინე და აგიხსნი, შენ სამსახურიდან იმის გამო მოდიხარ რომ კოტე ერთი მოძალადე ა, მერე...
- ოო, კარგი რა, დავითასთვის არაფერი მითქვამს.
- რა მნიშვნელობა აქვს უთხარი თუ არა, გგონია არ გაარკვევდა რატომ წამოხვედი იქიდან? შენი ყოველი ფეხის ნაბიჯი იცის, ეტყობა გაიგო კოტემ რაც შემოგთავაზა და შედეგიც სახეზეა.
- ასე ფიქრობ?
- დარწმუნებული ვარ რომ ასეა, -ისეთი ხმით ამბობს წყალი რომ არ გაუვა, მე კი უფრო და უფრო მაეჭვებს მთელი რიგი საკითხები.
- დღეს მივხვდი რომ თურმე არც ისე კარგად ვიცნობ, სამსახურში სრულიად სხვანაირია, -ვამბობ და ახლაღა ვხვდები თურმე როგორი გულდაწყვეტილი ვარ, მაიკოს ეღიმება.
- უცნაური ურთიერთობა გაქვთ, ძალიან უცნაური, ამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ, მეგობრობთ, ასეთი ახლო ურთიერთობა გაქვთ და მართლა არაფერი იცი მის შესახებ, ხანდახან ვფიქრობ დათა შენთან ისეთია როგორიც შენ გჭირდება რომ იყოს, მშვიდი, მტკიცე და ერთგული მეგობარი, საიმედო საყრდენი, თუმცა ვატყობ როგორც იქნა გადაწყვიტა თავისი მეორე მხარეც გაგაცნოს, ისეთი დათა როგორიც სინამდვილეშია.
რატომღაც ბექას სიტყვები მახსენდება, ახლა მაიკოც დაემატა, ყველა ცდილობს რაღაც მიმანიშნონ და სიტყვა გადამიკრან თუმცა...
- ის ნათია არ მომეწონა, კადრების განყოფილების უფროსი, საშინელი ვინმეა, -ვამბობ და როცა ვამჩნევ როგორ მარტივად გამომდის თემის გადატანა მსიამოვნებს, მაიკოს თვალები უბრწყინავს ახალი ჭორების მოლოდინში.
- რა ხდება, ასეთი ვინ არის რომ პირველივე დღეს მოახერხა შენთვის თავის შეძულება.
- შეძულების რა გითხრა მაგრამ მართლა საძაგელი და უსიამოვნო ვინმეა, დათას ასისტენტ ლელასთან ერთად შესვენებაზე კაფეში ვიყავი ჩასული და რომ ვჭამდით გვერდით მოგვიჯდა, დაკითხვა ჩამიტარა ვინ ხარ, დათას საიდან იცნობ და რა ურთიერთობა გაქვთო, მერე დაიტრაბახა მე და დათა ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთანო, ლელამ მითხრა რომ თურმე ნათია დათას დედის მეგობრის შვილი ყოფილა, ადრე მგონი დატას ურიგებდნენ, ოჯახებს დანათესავება უნდოდათ მაგრამ დათამ უარი თქვაო, მერე დედამისს უთხოვია სამსახურში მიიღეო და მასაც უარი ვერ უთქვამს, ახლა კიდევ გაფხორილი დადის იქ და ლაპარაკობს თითქოს მას და დათას რამე სერიოზული ურთიერთობა ჰქონდეთ.
- დამშვიდდი, მშვიდად თათა რა გჭირს, -მაიკო საყვარლად ხითხითებს და თან ჩემს თეფშზე დაქუცმაცებულ და საცოდავად აზელილ ნამცხვარს დაჰყურებს, -ისეთი გაბრაზებული ყვებოდი და ისე ანაკუწებდი მაგ საწყალ ნამცხვარს ალბათ მის ადგილზე ნათია წარმოიდგინე, ახლა რომ გკითხო მასზე ეჭვიანობ თუ არა ალბათ შეიცხადებ და იუარებ, თუმცა ფაქტია ეჭვიანობ.
არაფერს ვამბობ, ან რა უნდა ვთქვა როცა მაიკო მართალია, მართალია და ამის გააზრება ჩემზე არც თუ ისე კარგად მოქმედებს, ზუსტად მიხვდა, ამ ნამცხვრის მაგივრად სიამოვნებით დავანაკუწებდი ნათიას რომ დათაზე საუბრისას მისი თვითკმაყოფილი ღიმილი აღარ მენახა, იმის წარმოდგენაც არ მინდა რომ ჩემი დავითა მასთანაც ისე ახლოსაა როგორც ჩემთან და კიდევ უფრო ახლოს, ეხვევა, კოცნის, მის შიშველ სხეულს ეალერსება...
- ჯანდაბა, როგორ ვერ ვიტან, -მთელ ჩემს სიბრაზეს ვაქსოვ ამ რამდენიმე სიტყვაში, ვერაფრით ვახერხებ გრძნობებთან გამკლავებას, იქვე მაგიდაზე მდგარ წყლით სავსე ჭიქას ვიღებ და მთელიძალით ვანარცხებ კედელზე.
- ასეთი რა გავაკეთე რომ ჩემს მოკვლას აპირებ, -ნაცნობი ხმა მესმის და მაშიღა ვამჩნევ კარში მდგარ დათას რომელიც წყლის წვეთებს იწმენდს სახიდან და მიღიმის, საათს ვუყურებ, თერთმეტი ხდება.
- ყველაფერი კარგად არის? -მე და მაიკო ერთდროულად ვდგებით ფეხზე.
- შენთან აუცილებელი საქმე მაქვს თათა თორემ ასე გვიან არ მოვიდოდი...





მაიკო ჩემს საძინებელშია და ალბათ ერთი სული აქვს როდის შევალ რომ დაწვრილებით მომაყოლოს დათას სტუმრობის შესახებ, ჩვენ აივანზე ვზივართ ერთმანეთის პირდაპირ, ერთმანეთს ვუყურებთ და ჯიუტად არცერთი არ ვახამხამებთ თვალს, ვიცი ბოლოს მაინც მე გავტყდები მაგრამ მომწონს ასეთ პატარ-პატარა შეჯიბრებებს რომ ვაწყობთ ხოლმე, თუმცა მჯერად დავითა ნებდება, თვალს მაშორებს, თავს ხრის და ღრმად ოხრავს, პირველად ვხედავ ასეთს, დაბნეული ჩანს, ნერვიულობს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მგონი შეშინებულია.
- არ ვხუმრობ თათა და მაპატიე რომ არ შემიძლია ყველაფერი დეტალურად აგიხსნა, უბრალოდ უნდა მენდო და ცოტახნით ჩემთან უნდა გადმოხვიდე საცხოვრებლად რათა უკეთ შევძლო შენი დაცვა, -ხმა უთრთის, თითებს ნერვიულად ათამაშებს.
- ასე უბრალოდ ავდგე და შენთან გადმოვიდე? -უნებურად მეცინება თუმცა ისეთი სახით მიყურებს წამსვე ვიღებ სერიოზულ გამომეტყველებას და მძიმედ ვყლაპავ ნერწყვს.
- გთხოვ, სულ ცოტა დრო მომეცი და ყველაფერს აგიხსნი, არ მინდოდა ასე გამოსულიყო, ყოველთვის ვახერხებდი უსაფრთხოდ ყოფილიყავი, შენი დაცვა შენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა მაგრამ ახლა...
- რას გულისხმობ იქნებ უფრო გარკვევით მითხრა, -უხეშად ვაწყვეტინებ რადგან ნელ-ნელა ვიწყებ იმის გააზრებას რასაც ამბობს, -რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რომელ საფრთხეზე და დაცვაზე საუბრობ? შენ რა ხალხი დაიქირავე რომ ჩემთვის ეთვალთვალათ?
- სათვალთვალოდ არა, დაცვისთვის თათა, ამ ორ სიტყვას შორის დიდი განსხვავებაა.
- ფეხებზე განსხვავება, -ხმას ვუწევ გაცოფებული, -ამიხსენი რა ხდება.
- არ ვიცი როგორ გითხრა და საიდან დავიწყო, არ მინდა დაგკარგო, -მზერა ემღვრევა და თვალებში სისველე უდგება ასეთ დათას არ ვიცნობ და არ მომწონს, არ ვიცი რა უნდა მითხრას ისეთი საშინელი რომ მასზე უარი ვთქვა, მეშინია, ისე ძალიან მეშინია ძლივს ვიკავებ თავს რომ არ წამოვხტე და გავიქცე, დათა ჩემს ასეთ მდგომარეობას ამჩნევს თუმცა არაფერს აკეთებს უბრალოდ ელის როდის ვეტყვი რომ მოყოლა განაგრძოს.
- გააგრძელე, -ვამბობ ჩავარდნილი მინავლებული ხმით.
- ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ოჯახში დავიბადე, ყოველ შემთხვევაში მანამ მეგონა ასე სანამ თორმეტი წლის გავხდებოდი, მაშინ რუსთავში ვცხოვრობდით, მამა თბილისში მუშაობდა ერთ სამშენებლო კომპანიაში საკმაოდ დაბალანაზღაურებად სამსახურში, დილით ადრე რომ გადიოდა სახლიდან საღამოს გვიანობამდე ვერ ვხედავდით, დედა სახლებს ალაგებდა, პატარა, ოროთახიანი ბინა გვქონდა, ისე არ გვიჭირდა რომ რამე სანატრელი მქონოდა თუმცა მაინც იყო ჩვენს ცხოვრებაში პატარ-პატარა პრობლემები, ერთი ეგ იყო რომ მამას და დედას ძალიან უყვარდათ ერთამანეთი, უნდა გენახა საღამოობით ორივე მთელი დღე მუშაობით გადაღლილები როგორ ეფერებოდნენ და ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს, იდეალური ოჯახი გვქონდა, სიკეთით და სიყვარულით სავსე, იმდენად ვიყავი მათი სითბოთი გარემოცული წარმოდგენა არ მქონდა სამყაროში ბოროტება თუ არსებობდა, მერე... იმ დღეს როცა ჩვენმა ცხოვრებამ აგურ აგურ დაიწყო ჩამოშლა ჩემი მეთორმეტე დაბადების დღე იყო, მამამ წინა დღით დასვენების დღე ითხოვა მაგრამ არ მისცეს, დილით დამპირდა საღამოს ადრე მოვალო, ხარაჩოდან ჩამოვარდნილა, საღამოს მისი ცხედარი მოასვენეს სახლში...

დათა ჩუმდება, რამდენიმე წამს თვალდახუჭული ზის და მერე როცა ისევ მიყურებს... როცა ისევ მისწორებს მზერას ვხედავ რომ თვალები ცრემლებით აქვს სავსე, მეც მხოლოდ მაშინ ვგრძნობ რომ ვტირი, მთელი სახე სველი მაქვს და ვერაფრით ვჩერდები.
- ტირილს თუ გააგრძელებ იცოდე აღარ მოგიყვები, ნაძალადევად იცინის, ჩემკენ იხრება და ათრთოლებული თითებით მწმენდს ცრემლებს, მერე კი მხურვალე ტუჩებს მაკრობს ლოყაზე, -მითხარი რომ არ იტირებ და გავაგრძელებ მოყოლას, -ჩურჩულებს და მეც აღარ ვიტირებთქო პატარა ბავშვივით ვაძლევ პირობას, ვგრძნობ როგორ უჭირს ამ ყველაფერზე საუბარი მაგრამ ეგოისტივით მინდა ყველაფრის გაგება მასზე, მინდა ნამდვილი დავითა გავიცნო, თავისი ბნელი და ნათელი მხარეებით.
- პირველად მამას გასვენებისას ვნახე ბაბუაჩემი, დავით მეტრეველი, კაცი რომლის არსებობის შესახებ მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, მოვიდა, ერთი დახედა მისაღებ ოთახში გაუნძრევლად მწოლ გაციებულ მამაჩემს და დავითი ჩემთან მიმყავსო ხელი დამავლო, პირველად მაშინ ვნახე გაგიჟებული, ჭკუიდან შეშლილი დედაჩემი, მამის სიკვდილის შემდეგ კუთხეში უხმაუროდ იჯდა გაშეშებული და უცრემლოდ და უსიტყვოდ გლოვობდა მაგრამ მაშინ როცა იმ კაცმა ჩემი წაყვანა სცადა... რა თქმა უნდა ჩემი თავი არ გაატანა მაგრამ ზუსტად ორი კვირის შემდეგ ბატონი დავითი უკან დაბრუნდა, დაბრუნდა და თან მეურვეობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მოიტანა, იმ სასამართლოსი რომელიც არ ჩატარებულა.
- გააყალბა?
- რათქმაუნდა გააყალბა, უამრავი ფული, გავლენა და შესაძლებლობები ჰქონდა, დედაჩემი ვერაფერს გახდა, თანაც ბაბუას დედა არ უყვარდა, მამა მისი ერთადერთი მემკვიდრე ყოფილა, როცა მას და დედას ერთმანეთი შეყვარებიათ და ბაბუას დედას რძლად მიღებაზე მხოლოდ იმის გამო რომ ღარიბი ოჯახიდან იყო უარი უთქვამს, მამას ყველაფერი მიუტოვებია და დედასთან ერთად რუსთავში გადასულა საცხოვრებლად, ბაბუას არასოდეს მოუკითხავს ისინი, არც არასდროს დახმარებია.
ასე იყო, სულაც არ გაძნელებია დედისთვის შვილის წართმევა, მას შემდეგ რაც ბატონმა დავითმა ძალით წამიყვანა, ერთი კვირაც კი არ იყო გასული ჩვენი ბინის ფანჯრიდან გადახტა და სული არ დაჰყოლია მიწამდე, მის დასაფლავებაზე არ ვყოფილვარ, მისი უკანასკნელად ნახვის, მასთან გამომშვიდობების უფლება არ მომცა... თბილისში ვცხოვრობდით უზარმაზარ სახლში რომელსაც გარს ორმაგი გალავანი ერტყა და უამრავი დაცვა ჰყავდა, ნაბიჯსაც ვერ ვადგამდი თავისუფლად, კერძო მასწავლებლები და მომვლელი დამიქირავა, ძალიან მკაცრი იყო, თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, თექვსმეტი წლის რომ გავხდი კომპანიაში წამიყვანა, ერთ დღეს აქაურობა შენი გახდება, შენ ხარ ჩემი ერთადერთი მემკვიდრეო მითხრა, თუმცა არანაირი სურვილი არ მქონდა როდისმე იმ მონსტრის ქონება მემართა, ჩემი უარის მიუხედავად იძულებულს მხდიდა კომპანიის მართვა შემესწავლა, ორ წელიწადში უკვე ყველაფერი ზედმიწევნით ვიცოდი, უამრავ უკანონო საქმეში იყო გახვეული, ის მილიარდები რითიც ამაყობდა პატიოსანი გზებით ნამდვილად არ ჰქონდა ნაშოვნი, იარაღით და ნარკოტიკით ვაჭრობა, შანტაჟი, მუქარა და კიდევ ბევრი რამ, ერთი სიტყვით ბევრი რომ არ გავაგრძელო დეტალებს ზუსტად ვერ მოგიყვები როგორ მაგრამ თვრამეტი წლის გავხდი თუ არა გეგმის სრულყოფა დავიწყე როგორ მეძია მასზე შური, მთელი მისი ქონება ხელში ჩავიგდე და მერე მის თვალწინ ნაწილ-ნაწილ დავშალე ის იმპერია რომლის შექმნასაც მთელი ცხოვრება შეალია, თითქმის გაკოტრებული გაიქცა საზღვარგარეთ რომ არ დაეჭირათ, მასზე ახლაც უამრავი საქმეა აღძრული, ახლა რაც გამაჩნია ჩემი შრომითაა შექმნილი და არაფერს ვაკეთებ უკანონოს როგორც ეს ჰგონიათ, უბრალოდ წლები შევალიე ბაბუაჩემის სახელის ჩრდილისგან თავის დაღწევას და მისი ბინძური საქმეებიდან გამოსვლას, სწორედ მის გამოა რომ ყველას ეშინია ჩემი, ჯერ კიდევ მოქმედებს მისი გავლენა.
- კი მაგრამ ვერ მივხვდი მე რა შუაში ვარ, გასაგებია, რომ შეიძლება მტრები გყავდეს მაგრამ მე რატომ უნდა მერჩოდეს ვინმე ვერ ვხვდები.
- მართალი ხარ, მტრები მყავს, თანაც არა ერთი და ორი, ბაბუაჩემის ძველი პარტნიორები რომლებსაც საქმე გაუფუჭდათ და ძალიან დიდი ზარალი ნახეს როცა კომპანია დავშალე, შურისძიება სწყურიათ, შენ კი ჩემი ერთადერთი სუსტი წერტილი ხარ, ერთადერთი საშუალება რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ჩემს წინააღმდეგ...
- მე? შენი სუსტი წერტილი? -გულზე ვიდებ თითს და გაოცებული შევყურებ, ეღიმება, ჩვეულებრივად, თბილად და გულიანად.
- ჩემი სუსტი წერტილი ხარ, იმ დღიდან როცა პირველად ჩაგხედე მაგ ულამაზეს თვალებში, -ისე მეუბნება ანთებულ მზერას არ მაშორებს, დგება, მეც მაყენებს, წელზე მხვევს ხელს, გულზე მიხუტებს, ზემოდან დამცქერის თითქოს ცდილობს ჩემს თვალებში რაღაც ამოიკითხოს, მერე თავს ხრის და ფრთხილად ძალიან ფრთხილად და ნაზად მეხება ბაგეებზე...






საწოლზე გულაღმა ვწევარ გაუნძრევლად და ჭერს შევცქერი, უკვე მესამე დღეა რაც დათას სახლში ვცხოვრობ, იმ ღამით როცა მაკოცა... როცა თავისი რბილი და ტკბილი ტუჩებით შემეხო...
- ჩემოდნები ისევ არ ამოგილაგებია, რას ელოდები, -მაიკო შემოდის ოთახში და ჩემს გვერდით წვება საწოლზე, ეს სამი დღეა ისიც ჩემთან ერთად რჩება აქ, ფაქტობრივად მარტო ვართ სახლში, რაც მოვედით და ჩემი საძინებელი მაჩვენა დათა მას შემდეგ არ მინახავს, ისე გვიან მოდის უკვე მძინავს ხოლმე და დილით ადრე მიდის, სამსახურშიც არ ვყოფილვარ, ცოტა ხანი გავძლებ ასისტენტის გარეშეო მითხრა, რაც მოხდა იმის შესახებ არ გვისაუბრია, ალბათ დროს მაძლევს დასაფიქრებლად, ან იქნებ... იქნებ სულ არაფერს ნიშნავს ის კოცნა და მე ვანიჭებ ყველაფერს ზედმეტ მნიშვნელობას, იქნებ იმიტომ მაკოცა რომ თავგზა აერია ჩემთვის და ადვილად დავთანხმებოდი აქ გადმოსვლაზე, თუ ასეა მშვენივრად გამოუვიდა, ჯერ კიდევ გაბრუებული ვარ და ვერაფრით ვახერხებ გონს მოსვლას, ტუჩებზე თითებს ვიტარებ და ვიხსენებ...
- მაკოცა, -უნებურად ხმამაღლა ვამბობ.
- ვიცი, უკვე მეხუთედ მითხარი ან მეათედ არ ვიცი არ მახსოვს, -მხიარულად კისკისებს მაიკო და მუხლებზე დაჩოქილი ხტის საწოლზე.
- გაჩერდი ჩატეხავ, -ვბუზღუნებ და ცვდილობ წამოვდგე თუმცა თავბრუდახვეული ისევ საწოლზე ვენარცხები და თვალებს ვხუჭავ.
- იცი რა კარგი იყო? როცა შემეხო...
- წარმომიდგენია რა იგრძენი, ალბათ ქვეცნობიერად ყოველთვის ელოდი ასეთ რამეს.
- ალბათ, -ისევ ვერ ვიშორებ ნეტარ ღიმილს და სულელურ გამომეტყველებას.
- როდემდე უნდა მოიქცე ასე ზომბივით, როგორმე უნდა გამოგაფხიზლო -ამჯერად უკმაყოფილო ხმა აქვს მაიკოს, ძალით მაყენებს საწოლიდან და სააბაზანოსკენ მიმათრევს, ცივი შხაპის ქვეშ ძალით მტენის და როცა კივილს და ძაგძაგს ვიწყებ, ნიშნისმოგებით მიღიმის.
- ფილტვების ანთებას დამმართებ, -ვბუზღუნებ აბაზანის ხალათში გახვეული, მაიკო თმას მიმშრალებს, მივარცხნის და მიწნის, ისე იქცევა ვხვდები უნდა რაღაც მითხრას მაგრამ ყოყმანობს ან ვერ ბედავს.
- შენი მარტო დატოვება მომიწევს, ბათუმში უნდა წავიდე რამდენიმე დღით, ბებიაა ძალიან ცუდად, არვინ ყავს რომ მიხედოს, დედას და მამას სულ არ აინტერესებთ რა მოუვა, ჩავალ ვნახავ როგორ არის, მივხედავ და დავბრუნდები ისევ, -ერთბაშად მაყრის და ჩუმდება, მეღიმება.
- თუ გინდა ერთად წავიდეთ, თავისუფალი დრო იმდენი მაქვს რამდენიც გაგიხარდება.
- არა მგონია ეს იდეა დათას მოეწონოს, თან საბას მივყავარ და... -ენა ებმის, ლოყები წითლად უფერადდება და ჩუმდება, მგონი რაღაცაშია საქმე.
- საბა ვინ არის? -ვეკითხები დაეჭვებული რადგან ასეთს არავის ვიცნობ.
- საბა როგორ არ იცი, აქ გადმოხვედი თუ არა იმ დღესვე გაგაცნო დათამ, მისი კომპანიის დაცვის უფროსია.
- ააა კი გამახსენდა, იმ მაღალ სიმპათიურ მამაკაცზე ამბობ?
- ჰო და სწორედ მაგ სიმპათიურ მამაკაცს მივყავარ.
- რატომ მიყავხარ?
- უფრო უსაფრთხოდ რომ იყოო ასე მითხრა დათამ, -ამბობს და მორცხვად იღიმის, ყველაფერი ნათელია, მგონი ბათუმიდან უკან შეყვარებული წყვილი დაგვიბრუნდება.
- აგიწყვიათ ურთიერთობა შენ დათას და საბუნიას, მე კი ვერაფერს ვამჩნევ, -ვწუწუნებ ჩემს თავზე გაბრაზებული, მაიკო იცინის.
- რას შეამჩნევ, გათიშული დადიხარ, მაგრამ მართლა ჯობს თუ გამოფხიზლდები, იცოდე სანამ აქ არ ვიქნები ჭკვიანი გოგოსავით მოიქეცი და რამე სისულელე არ გააკეთო, დათას დაუჯერე, -მშობელი დედასავით მმოძღვრავს და მერე ჩანთის ჩასალაგებლად მიდის.
-
ჩაფიქრებული ვდგავარ ქურასთან და თან საათს დავყურებ იქვე მიგდებულ ტელეფონზე, ათი ხდება, ალბათ დათა გვიან მოვა, ან საერთოდ არ აპირებს მოსვლას, შეიძლება რომ არ მოვიდეს? ალბათ ეყოლება ვინმე ვისთანაც ღამით დარჩება და...
- ჯანდაბა, -დამწვარ თითზე სულს ვიბერავ და გამწარებული ვურევ დაბრაწულ კარტოფილს, იმის გაფიქრებაც კი ცუდად მხდის რომ დათამ შეიძლება სხვაგან გაათიოს ღამე, მაგალითად იმ გაპუწულ ნათიასთან, თანაც დარწმუნებული ვარ ისე უმანკოდ ჩახუტებით არ შემოფარგლებიან როგორც მე მეხუტება ხოლმე, ღრმად ვსუნთქავ, ვერაფრით ვიმორჩილებ აჯანყებულ სხეულს რომელსაც სიგიჟემდე სწყურია მასთან სიახლოვე, ვერ ვხვდები როდის შეიცვალა ჩემი აზრები, მიზნები და გრძნობები მასთან მიმართებაში, იქნებ ყოველთვის მომწონდა და უბრალოდ მეშინოდა ამის აღიარების...
მოულოდნელად წელზე ხელების შეხებას რომ ვგრძნობ ვკრთები მაგრამ როგორც კი ნესტოებში ნაცნობი დამათრობელი სურნელი მიძვრება ვდუნდები და ზურგით ვეკვრი მკერდზე, მთელი ძალით მხვევს მკლავებს და ჩემს თმაში რგავს სახეს.
შენთან ჩახუტება საკმარისია რომ მთელი ჩემი დაღლილობა სადღაც აორთქლდეს, რატომ ხარ ასეთი საოცარი? -ჩურჩულებს და მერე მხარზე, ნაზად, ხანგრძლივად მკოცნის, ვიძაბები, კანი მეხორკლება, ვგრძნობ ამჩნევს ჩემი სხეულის რეაქციას და იღიმის, მშორდება, ტელეფონს იქვე მაგიდაზე დებს და მიდის.
- ხელებს დავიბან და მოვალ, საშინლად მშია, ერთად ვჭამოთ და თან ვისაუბროთ, უკვე მისაღებში გასული მეძახის, თავს ისე ვუქნევ თითქოს დაინახავს, უსიტყვოდ ვშლი მაგიდას, თეფშებს და დანა-ჩანგალს ვაწყობ, სალათას ვჭრი, მის ტელეფონზე ერთი მეორის მიყოლებით რომ იწყებს შეტყობინებები მოსვლას თავიდან ყურადღებას არ ვაქცევ მერე კი ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებ...

- საოცარი საღამო იყო, მადლობა, -წერს ნათია და მერე რამდენიმე გულს აყოლებს, მერე რატომღაც მოკლე ცალ-ცალკე მესიჯებად უგზავნის თავის შთაბეჭდილებებს რომანტიულ ვახშამთან დაკავშირებით, იმასაც კი იმედოვნებს რომ კიდევ უამრავი ასეთი საღამო ექნებათ, გაცოფებული გვიან ვიაზრებ რომ შეტყობინებები არ უნდა გამეხსნა, სხვა გზა აღარ მრჩება გარდა იმისა რომ წავშალო.
ვზივარ და გამწარებული ვიკვნეტ ფრჩხილებს, ყველაზე ცუდი ის არის რომ ვერ ვხვდები ამ ყველაფრის გამო მასზე გაბრაზების უფლება მაქვს თუ არა, ის ერთი კოცნა რომელიც უკვე მგონია რომ მომეჩვენა რის უფლებას მაძლევს, მგონი არც არაფრისას, საგულდაგულოდ ალესილ დანას ვუყურებ რომელიც იქვე ბოსტნეულის საჭრელ დაფაზე დევს და ნერვიულად მითამაშებს მარცხენა თვალი, ვეღარ ვითმენ, მგონია თუ ახლა სამზარეულოდან არ გავალ სული შემეხუთება და მოვკვდები, მისაღებიდან სირბილით გამავალი მთელი ძალით ვეჯახები დათას და რომ არა მისი ძლიერი მკლავები და სწრაფი რეაქცია ალბათ იატაკზე ვიქნებოდი გაშხლართული.
- რა გჭირს? სად გარბიხარ? -თავი მაღლა მაწევინებს თვალებში მიყურებს და ისე საყვარლად მიღიმის თითქოს თვითონ არ გაეტარებინოს იმ გაწუწულ ქათამთან ერთდ რომანტიული საღამო, მისი მკლავებიდან თავს ვითავისუფლებ ად ზურგს ვაქცევ.
- ბაღში გავალ, შენ შეგიძლია მარტო ჭამო ყველაფერი მზად არის, -ძლივსძლივობით ვცრი კბილებში.
- ამ დროს? -ისე იკვირვებს თითქოს რაღაც სასწაული მეთქვას.
- იმედია სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა აკრძალული არ მაქვს, -ჩემდა უნებურად მცდება მწარე-მწარე სიტყვები ისე რომ არც ვუფიქრდები რას ვამბობ.
- თათა, რაღაც ხდება და არ მეუბნები, რა გჭირს? -წინ მიდგება და ისე მიყურებს თითქოს უნდა ჩემი გონების სიღრმეებში ჩაიხედოს და მიხვდეს რა არის ჩემი ხასიათის ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზი.
- შემეშვი, -წასვლას ვცდილობ თუმცა გზას არ მითმობს.
- სალაპარაკო გვაქვს.
- წადი და იმ შენს ნათიას ელაპარაკე, -მთელი ხმით ვყვირივარ და ცრემლებს რომლებიც უკვე სახეს მისველებს ვერაფერს ვუხერხებ, თვალებგაფართოებული, გაოგნებული მიყურებს, მერე თითქოს იაზრებს რაც ვუთხარი, მზერა ენთება, იღიმება, იცინის, იცინის მთელი ხმით, მხიარულად, გულიანად, გვერდს რომ ვუვლი ჩემს შეჩერებას აღარ ცდილობს, სირბილით გავდივარ უკანა ეზოში და მწვანე ბალახზე გულაღმა ვწვები, ტყუილად მგონია რომ გამომყვება და ჩემს დამშვიდებას ეცდება, საზიზღარი მანიპულატორი, იმის მაგივრად რომ ჩემი დამშვიდება ეცადა იდგა და იცინოდა, მოღუშული, თვალცრემლიანი შევყურებ სავსე მთვარეს და ვცდილობ როგორმე დავმშვიდდე თუმცა არ ვიცი ამას შევძლებ თუ არა, სხეულში ისეთი ცეცხლი მინთია ლამისაა ავფეთქდე,











თვითონაც არ მომწონს ის რაზეც ვფიქრობ, რომ აქ არ უნდა გადმოვსულიყავი, შეცდომა იყო, სისულელეა რომ თითქოს ვინმემ შეიძლება რამე დამიშავოს, თანაც რას მომიტანს ასე ახლოს ცხოვრება დათასთან, მის სახლში როცა ვიცი რომ ჩემგან ორი ნაბიჯის მოშორებით სძინავს, არადა მაშინ როცა ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ჩემს გრძნობებს, რამდენჯერ დამიძინია მასთან ჩახუტებულს, რამდენჯერ მიყურებია ფილმი მის მხარზე თავჩამოდებულს, რამდენჯერ მოუწმენდია ცრემლი ჩემთვის როცა მის მკერდში თავჩარგულს მიტირია, რამდენჯერ გაუზიარებია ჩემი სიხარული და მწუხარება...
- შევალ და ვეტყვი რომ წასვლა მინდა, -გაბუტული ბავშვივით ვბურტყუნებ და ფეხზე ვდგები, ზურგს უკან ნაბიჯების ხმა რომ მესმის სახე მებადრება, იმაზე ფიქრი რომ მაინც მოვიდა ჩემს დასამშვიდებლად საშინლად მსიამოვნებს, ახლაღა ვიაზრებ რომ ცოტა ხნის წინ ზედმეტი მომივიდა, მისკენ ვბრუნდები.
- მაპატიე თუ გაწყენინე მე... -სიტყვა შუაზე მიწყდება, ჩემს წინ ორი მამაკაცი დგას თავიდან ფეხებამდე შავებში გამოწყობილები და ნიღბიანები, ერთ-ერთი იარაღს მიმიზნებს.
- ხმა არ ამოიღო თორემ ტვინს გაგასხმევინებ, -ამბობს ცივი ხმით...
-
ჩაბნელებულ, უამრავი ძველი ნივთით სავსე საწყობისმაგვარ ფარღალალა შენობაში ვზივარ სკამზე საიმედოდ მიბმული თოკებით, მაჯები და მკლავები საშინლად მტკივა, ტუჩი გახეთქილი ად გასიებული მაქვს, ერთ-ერთამ ნიღბიანმა გვარიანად მითავაზა სახეში როცა დაბმისას უაზრო გმირობის შეტევა დამემართა და წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, ყურადღებით ვათვალიერებ გარემოს, ბევრი არაფერი ჩანს ბნელა, თვალებს ვჭუტავ როცა შუქი ინთება, ჭრიალით იღება რკინის კარი და ჩემკენ საშუალო სიმაღლის, გვარიანად ჩაპუტკუნებული, შუახნის მამაკაცი მოემართება, მის უკან მდგომ ორ ნიღბიანს ანიშნებს კართან დარჩითო თვითონ კი იქვე მიგდებულ სკამს იღებს და ჩემს პირდაპირ ჯდება ფეხი ფეხზე გადადებული.
- როგორც იქნა შენი ხელში ჩაგდება მოვახერხე, -იდიოტური თვითკმაყოფილი ღიმილით ამბობს და მერე უაზროდ და უადგილოდ იცინის, აშკარაა რომ თვითონაც გაკვირვებულია თავისი ‘’წარმატებით’’ ვუყურებ და ვხვდები რომ საერთოდ არ მეცნობა, შეუძლებელია ამ ადამიანს ჩემთან რამე ჰქონდეს საერთო, ნეტავ რა ჯანდაბა უნდა ჩემგან.
- რა გინდა ჩემგან? -ვცდილობ ომახიანად გამომივიდეს მაგრამ ნატკენი ყბის გამო საცოდავად ვკნავი, მისი არ მეშინია ერთადერთი ახლა რაც მაწუხებს დავითასს რეაქციაა როცა ვერ მიპოვის, იქნებ იფიქროს რომ გაბრაზებული სადღაც გავიქეცი და მაშინ არ მოხდება, ალბათ არც მომძებნის, წარმომიდგენია როგორ ეტკინება გული, ნეტავ როგორ მოახერხეს იქ შემოსვლა, სახლს ,ხომ დაცვა ჰყავს, იქნებ ჩემთვის არც მოსულან, უფრო სწორად ჩემთვის კი მოვიდნენ ოღონდ დავითას გამო...
- მართლა ვერ ხვდები აქ რატომ ხარ? -დოქტორი ბოროტებასავით ხარხარებს, უფრო სწორად უნდა რომ მასავით იხარხაროს მაგრამ მხოლოდ უნიჭო მიმბაძველობა გამოსდის, ერთი შეხედვით, არ ჩანს გულის სიღრმეში ცუდი ადამიანი.
- დავითის გამო? -ვეკითხები და თავს მიქნევს, მერე კი დგება, სკამს ჩემკენ აცოცებს და ისე ჯდება რომ უკვე მუხლებზე მეხება, ხელს ბარძაყზე რომ მიჭერს, უფრო ზემოთ რომ აცოცებს და თან ამაზრზენად იღიმის, მაშინვე ვიცვლი აზრს მის შესახებ.
- საზიზღარი ვიღაც ხარ, -ისევ დაუფიქრებლად მცდება სიტყვები ხმამაღლა და დანახვასაც ვერ ვასწრებ ისეთი სისწრაფით მხვდება სახეში მისი გაშლილი ხელი, ხმამაღლა ვკვნესი.
- მამაცი ხარ, თანაც ძალიან ლამაზი, ისეთი ლამაზი რომ შენთან გართობაზე არ ვიტყოდი უარს, ახლა აუცილებლად რომ არ ვიყო წასასვლელი დიდი სიამოვნებით გაგაშიშვლებდი, -ცერა თითით გამსკდარი ტუჩიდან წამოსულ სისხლს მწმენდს და მერე თითს ილოკავს ლამისაა გული ამერიოს.
- ეს არ შეგრჩება ხომ იცი, -ვეუბნები და ნამდვილად ვიცი რომ დათა ამ ყველაფერს არ შეარჩენს, პასუხად კიდევ ერთხელ ,იცინის გულიანად.
- დათამ უკვე იცის რომ ჩემ ხელში ხარ, უნდა გენახა მისი რეაქცია როცა გაიგო მე რომ მყავდი, ერთი წამითაც არ უყოყმანია როცა მოვითხოვე რომ მარტო, უიარაღოდ ჩაბარებოდა ჩემებს, ახლა აქ მოყავთ, მალე შეხვდებით ერთმანეთს, რამდენიმე საათში დაგიბრუნდებით და ბოლოს და ბოლოს საბოლოოდ გავასწორებ ანგარიშს მასთან, -ლოყაზე მითათუნებს ხელს, დგება და უკანმოუხედავად მიდის.
მიდის თუ არა როგორც იქნა თავისუფლად ამოსუნთქვას ვახერხებ, შემდეგი ერთი საათი კი გაშეშებული ვზივარ და ველი როდის მოიყვანენ დავითას კარი რომ იღება და საშინლად ნაცემი სულ მთლად დასისხლიანებული და პერანგ შემოგლეჯილი შემოყავთ სუნთქვა მეკვრის და ძლივს ვახერხებ თვის შეკავებას პატარა ბავშვივით რომ არ დავიწყო ღრიალი, მხედავს თუ არა თვალები ენთება და ჩემკენ იწევს, ძალით სვამენ სკამზე საგულდაგულოდ აბავენ თოკებით და გადიან.
- კარგად ხარ? -ერთდროულად ვკითხულობთ და მერე ვიღიმით, ჩემს ღიმილში მისი დანახვით გამოწვეული სიხარული ჩანს, მისი ღიმილი დანაშაულის გრძნობით, ტკივილით და სევდით არის გაჟღენთილი.
- მაპატიე, ყველაფერი მაპატიე კარგი? ჩემი ბრალია რომ ახლა ასეთ დღეში ხარ, -თვალს მარიდებს და თავს დაბლა ხრის.
- თავს ნუ იდანაშაულებ, მე კარგად ვარ, -ვცდილობ დავამშვიდო თუმცა ვხვდები რომ ჩემი მცდელობა ამაოა, ოხრავს და ცდილობს როგორმე გაიხსნას ხელები, ვერ ახერხებს, საიმედოდ არის დაბმული.
- ყველაფერი ჩემი ბრალია, ზედმეტად მოვადუნე ყურადღება, -ისევ იწყებს საკუთარი თვის დადანაშაულებას, -მეგონა რაკი ჩემს გვერდით იყავი არანაირი საფრთხე აღარ გემუქრებოდა, არ ვიცი როგორ გამომეპარა რომ ჩემი დაცვა მოისყიდეს, ვერ ვხვდები როგორ შემეშალა და ასე ახლოს მოვუშვი.
- იქნებ შენი უყურადღებობა იმის ბრალია რომ ნათიასთან ზედმეტად ბევრს ერთობოდი და სხვა არავინ და არაფერი არ გაინტერესებდა, -უდროო დროს მახსენდება ის უხსენებელი და ვიგესლები, -სწორედ შენზეა ნათქვამი რაც მოგივა დავითაო.
ჩემდა გასაკვირად ხმამაღლა იცინის, მერე ყურადღებით მაკვირდება და თვალები ისეთი სითბოთი და სიყვარულით ევსება ლამისაა დავდნე.
- ტყუილად ეჭვიანობ, ნათია ჩემს კომპანიაში შემოგზავნილი ჯაშუში იყო და რამდენჯერმე მისი ვახშამზე დაპატიჟება მომიწია რომ ინფორმაცია მიმეღო მისგან ეს არის და ეს, ადრე ჩვენი ოჯახები ცდილობდნენ ჩვენს დაახლოვებას, რომ არ გამოუვიდა გაბრაზებული ჩემს მტრებს შეეკრა თურმე.
- სულაც არ ვეჭვიანობ, რატომ უნდა ვიეჭვიანო, -მაინც არ ვნებდები თუმცა უკვე ვატყობ რომ თავისუფლად სუნთქვა გამიადვილდა.
- ეჭვიანობ.
- არ ვეჭვიანობ.
- ეჭვიანობ.
- არა.
- არ აღიარებ?
- არავითარ შემთხვევაში, -გულზე ვიკრეფ ხელებს და ვხედავ როგორ უფართოვდება თვალები გაოცებისგან.
- ხელები შეკრული არ გაქვს?
- არა.
- როგორ გაიხსენი?
- ამ დანით, -ჯიბიდან მის ნაჩუქარ მინიატურულ დანას ვიღებ რომელსაც ძალიან მჭრელი პირი აქვს.
- ამდენი ხანი ხელები გახსნილი გქონდა და ასე უბრალოდ ვჭორაობდით, -სახე ეღუშება და ცდილობს გაბრაზებული გამომეტყველება მიიღოს თუმცა ვერ ახერხებს, ასეთია ჩემი დავითა, ვერასდროს ბრაზდება ჩემზე.
- მეგონა რამე გეგეგმა გექნებოდა ჩემს გასათავისუფლებლად და ველოდი, ასე უბრალოდ არ მინდოდა გმირობაში შემეშალა ხელი, ვეკრიჭები და მისკენ მივდივარ, ისიც ვერ იკავებს ღიმილს.
- ჩემი ბიჭები რამდენიმე წუთში აქ იქნებიან თუმცა რატომ ველოდოთ, გამიხსენი ხელები, -ქვემოდან ზემოთ მიყურებს და ისეთი საყვარელია ვერ ვითმენ, თავის შეკავებას ვერ ვახერხებ, ვიხრები და ვკოცნი, მთელი სხეულით თრთის.
- ხელები გამიხსენი გთხოვ, ახლა რომ არ ჩაგეხუტო გავგიჟდები, -მემუდარება და მეც აღარ ვაყოვნებ, თოკებს ვჭრი, ფეხზე დგება, მკლავებში მიქცევს, თავს უკან მაწევინებს და ისეთი ვნებით მაცხრება ტუჩებზე...
-
- ყველაფერი ასე მოხდა არც მეტი არც ნაკლები, რამდენჯერ უნდა მომაყოლო, -ვბუზღუნებ მაიკოს დაკითხვით თავმობეზრებული, მაგიდიდან ვდგები და ბექასა და საბას გვერდით მდგარი დათასკენ მივდივარ, რომელიც მაყალს დასტიალებს თავს, მხედავს და თბილად იღიმის, ჯერ ისევ მკვეთრად უჩანს სახეზე ჩალურჯებები, არც მე ვარ მაინცდამაინც კარგ დღეში, მხოლოდ სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც იქიდან გამოვაღწიეთ და ის ბედოვლათი პოლიციამ აიყვანა, დათას ვუახლოვდები, წელზე ხელს ვხვევ და მხარზე ვადებ თავს.
- შენს წინადადებაზე ვიფიქრე, -ვჩურჩულებ და ვგრძნობ როგორ იძაბება.
- მერე? -მხოლოდ ამის კითხვას ახერხებს, პასუხად კი ბეჭდიან თითს ვუფრიალებ თვალწინ...
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები ❤️ ყოველთვის საინტერესოა და კარგად იკითხება ❤️
წარმატებები ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგი იყო ძალიან

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან ლამაზი და სსინტერესო თავგადასავალი იყოო

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგი იყო, სულმოუთქმენლად წავიკითხე. სურათიც კარგი შეგირჩევია.ძალიან უხდებიან ეღთმანეთს.

 


№5 სტუმარი სტუმარი რუსკა

საყვარლობააა ძალიან

 


№6 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან საყვარლობა ისტორიაა

 


№7 სტუმარი ნესტან

კარგი იყო მომეწონა საინტერესო და კარგი დასასრულით????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent