შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მესამე მხარე. 2თავი


29-10-2024, 00:48
ავტორი katiusha
ნანახია 880

დიმიტრი დადიანი-იგივე დიმა დადიანი დიდი იმპერიის პატარა ბიზნესის ნაწილს განაგებდა.მისი ოჯახის -მამის და ბიძის განკარგულებაში იყო ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული ბანკი,საკმაოდ მაღალი ფინანსური ბრუნვით,სასტუმროების და სამშენებლო მასალების ქსელი. დიმას სამართავად კახეთში არსებული სავაჭრო ქსელი შეხვდა,რომელიც ახალი გახსნილი იყო და წარმატებით ფუნქციონირებდა. სულაც არ ეპიტნავა ბავშვობიდანვე გათამამებულს ქალაქიდან გასვლა და რეგიონში სტუმრობა ხშირად რომ მოუწევდა,მაგრამ სხვა გზა არ იყო.აქედან უნდა დაეწყო და უნდა დაემტკიცებინა რომ დიდ თანამდებობას იმსახურებდა, თანაც ქალაქში.არც ის მოსწონდა რომ შეყვარებულის დატოვება ხშირად უწევდა.მართალია ის და თიკა შეყვარებულობის პერიოდს დიდი ხანია გასცდნენ და უკვე სტაჟიან საყვარლებად ითვლებოდნენ,თუმცა ჯერჯერობით ბიჭს ეს აკმაყოფილებდა.გოგოს მეტი უნდოდა. რამდენჯერმე სიტყვა ჩამოაგდო ამაზეც, მაგრამ რადგან დიმამ პასუხს თავი აარიდა და საერთკდ დახურა ეს თემა და ხმა აღარ ამოუღია.მასთან ხშირად მიდიოდა ჭორები რომ დიმას ოჯახი წინააღმდეგი იყო.ეს უფრო ახელებდა გოგოს და უფრო მეტად ცდილობდა ბიჭზე ზემოქმედება მოეხდინა…
უყვარდა კი თიკა?ამას თუ სიყვარული ერქვა უყვარდა.ყველაფერი მოსწონდა მასში,თითქოს ყველაფერზე თანხმდებოდნემ,საწოლშიც რიგზე ჰქონდათ ყველაფერი,მაგრამ,მასთან მთელი ღამე არასდროს დარჩენილა. არასდროს ჰქონია სურვილი მასთან ერთად შეხვედროდა დილას.ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა რა დროც არ უნდა ყოფილიყო…
კახეთში ხშირმა ვიზიტებმა,თითქოს ბოლო პერიოდში ურთიერთობა აურია საყვარელ ქალთან.სახლიდანაც დიდი ზეწოლა წამოვიდა მასზე,რომ დრო იყო ცოლი მოეყვანა ან საცოლე წარედგინა ოჯახისთვის.მაგრამ ეს თიკა არ უნდა ყოფილიყო.მისმა წინააღმდეგობამაც არ გაჭრა.შეიძლება თიკა არ იყო ისეთი მდიდარი ოჯახის შვილი,როგორც ის,მაგრამ არც ღარიბები ეთქმოდათ. საშუალო ფენაზე მაღლაც კი იდგნენ.თუმცა რატომ იყვნენ მისი წინააღმდეგი ოჯახის წევრები ვერ გაიგო.ერთი თვე მისცეს.თავიდან სასაცილოდ არ ეყო .ერთ თვეში ვინ უნდა მოეყვანა ან ამ სისულელეზე ვინ დასთანხმდებოდა?
არც კანდიდატი ჰყავდა.შემთხვევით რომ არ გადაყროდა მეგობართან მისულ კატოს.ახლოდან არც გაუცნია,ისე უბრალოდ დაინახა შორიდან.მის გამოცდილ თვალს არ გამოეპარა გოგოს დახვეწილი და ელეგანტური ჩაცმის სტილი და ქცევის მანერები.მაშინვე ამოირჩია სამიზნედ…
******
საღამომდე დიდი დრო არ იყო დარჩენილი.მისი მეგობრები მალე ჩამოვიდოდნენ.ფართო სანაცნობო წრე ჰყავდა.მართალია ხვდებოდა ყველას მეგობარს ვერ დაარქმევდა და არც იყვნენ,მაგრამ ახლა ასე აწყობდა.ამ ივენთს წარმატებით უნდა ჩაევლო. ყველას უნდა გაეგო რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით ართმევდა.
ელეგანტურად გამოეწყო და სავაჭრო ცენტრში გაემართა თიკასთვის საჩუქრის საყიდლად.სწორედ საჩუქრის შერჩევის დროს შემთხვევით კატოს მოჰკრა თვალი.გოგო ტანსაცმელს იზომავდა. ჩუმად აედევნა და გადაწყვიტა გახუმრებოდა.კაცების სექციიდან პერანგი ჩამოხსნა და გასახდელისკენ წავიდა. როგორც კი კატომ ფარდა გადასწია, დიმამ კონსულტანტს რაღაც უჩურჩულა. ისიც მაშივე შესასვლელი კარისკენ დაიძრა და აბრა ღიაა დაკეტილიათი შეცვალა.თან მოლარეს გახედა და ჩუმად ჩაეღიმა.
რამდენიმე წამი დასჭირდა რომ კატო რომელ გასახდელშიც შევიდა,ისიც იქ აღმოჩენილიყო.უცებ დაიბნა გოგო რომ წელსზემოთ შიშველი დაინახა,მაგრამ თავი ხელში აიყვანა და სანამ დაკივლება მოასწრო,პირზე ხელი ააფარა..
პოტენციურ თავდამსხმელში კატომ ლუკას მეგობარი და მისი გუშინდელი დღის კოშმარი რომ ამოიცნო,თვალები გააფართოვა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა.ღმუილისმაგვარი ბგერები ამოუვიდა მხოლოდ პირიდან.ბიჭს ძლიერად ეჭირა.
-თუ არ იყვირებ გაგიშვებ.
კატომ თვალები გააფართოვა და ანიშნა რომ იყვირებდა.
-კარგი,როგორც გინდა.მიდი იყვირე. არამგონია გინდოდეს შენს დასახმარებლად მოსულ ხალხს ამ მდგომარეობაში დახვდე.-უჩურჩულა ყურში.
სხვა ალბათ მის ადგილას დაიღვენთებოდა და ბიჭს ხელში ჩაადნებოდა.კატო კი პირიქით ნამდვილი ყინულის დედოფალივით იყო.მისი გვერდით ყოფნა აღიზიანებდა.მეორე დღე იყო ამ ბიჭს ისე გამოჰყავდა წყობიდან, რომ შესძლებოდა საკუთარი ხელით დაახრჩობდა.
-აბა,რა გადაწყვიტე?-ისევ უჩურჩულა ბიჭმა და თანხმობა რომ მიიღო თავის დაქნევით ხელი გაუშვა.ოდნავ მოშორდა. ისეთი ვიწრო იყო იქაურობა მეტად მაინც ვერ გავიდოდა შორს.
-ვერაფერს იტყვი.მშვენიერი ტანი გაქვს და ეგ ორი სილამაზეც საკმაოდ მაცდურად გამოიყურება.-გასაბრაზებლად ჩაუღიმა და თვალი ჩაუკრა.კატოს მეტიც არ უნდოდა.აფთარივით ჩააფრინდა საყელოში ორივე ხელით და ძლიერად შეანჯღრია.
-კიდევ ერთხელ თუ გაბედავ ჩემს სიახლოვეს ჩავლას,გავლას ან სუნთქვას, დაგახრჩობ.-გამწარებულმა დაიჩურჩულა მანაც და თვალი თვალში გაუყარა.
-ასე ძალიან ნუ მქაჩავ შენსკენ,ვიცი რომ ისედაც საყვარელი ვარ.-მის ხელებს გარედან თავისი შემოხვია დიმამ, გააშვებინა,თავის ტორებში მოიქცია და გაუღიმა კიდევ ერთხელ.
-ცეცხლს ეთამაშები.-ხელები გამოსტაცა გოგომ,თუმცა არ გამოუვიდა.ბიჭს ძლიერად ეჭირა.
-მიყვარს ცეცხლთან თამაში. გასაგრილებელი ადგილი სადაცაა კი ვიცი და თუ დამჭირდა,დაგიძახებ.ხო შემდეგში უფრო სექსუალური ბიკინი ჩაიცვი,თორემ ესეთები ბებიაჩემის ახალგაზრდობაში ეცვათ.
-რას გადამეკიდე,რა გინდა?არც კი ვიცნობთ ერთმანეთს.-ბედს დამორჩილდა გოგო და სწრაფად გადაიცვა მაისური. ცალკე სირცხვილის გრძნობამ გააწითლა და სიბრაზემ ხომ საერთოდ,რომ მის წინააღმდეგ არაფერი გამოუვიდა დღეს. თვალები დაენისლა და თავი დახარა,რომ არ შეემჩნია ბიჭს.
-ეგ არაა პრობლემა.ახლავე მოვაგვარებთ.
დიმა დადიანი.-მარჯვენა ხელი გულთან მიიტანა და მისალმების ნიშნად თავი ოდნავ წინ დაუხარა.
-საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ხარ.
-რაა?-სახიდან ღიმილი გაუქრა ბიჭს.
-რა ვერ გაიგე?ჩემთვის შენი სახელი და გვარი არაფრის მთქმელია.ჩემს წინ ახლა საკუთარ თავში დარწმუნებული მასხარა დგას.-გამოსავალი სწრაფად იპოვა გოგომ და გაეღიმა თავის მოხერხებულობაზე.
დიმას ღიმილი სახეზე შეაშრა.
-ნამდვილი სოფლელი ალქაჯი ხარ.-სახე ახლოს მიუტანა და გამოსცრა კბილებში.
-რატომ?იმიტომ რომ ფეხებზე და,,,,დე შენი სოციალური მდგომარეობა და სტატუსი?-გაუთამამდა და თვითონაც თვალი თვალში გაუყარა.
-აჰა.ესეგი ინფორმირებული ხარ ჩემზე? აკი არ ვიცი ვინ ხარო?
-რამდენიმე წამის უკან დამარწმუნე ამაში. აქამდე არ ვიცოდი.
-ჩემს შესახებ კიდევ ბევრი რამე არ იცი.
-რაც ვიცი ისიც საკმარისია რომ ამაყ, ამპარტავან ბიჭად ჩაგთვალო.და თუ ახლა არ გამეცლები,ამაში კიდევ უფრო მეტად დამარწმუნებ.უფრო მეტად დამარწმუნებ იმაში,რომ შენი ტვინი იმ შეზრუდულ საზღვრებს არ სცდება,სადაც მხოლოდ ფულით წყდება ყველაფერიმ
დიმას სხვა გზა არ დარჩენოდა.გვერდით გადაიწია და გზა დაუთმო.კატომ გამარჯვეუბულის ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
-ჩვენ არ დაგვიმთავრებია.-მიაძახა ბიჭმა.
-ჩემი მისამართი იცი და ისიც იცი სადაც უნდა მიპოვო.-დაუბრუნა პასუხი,ისე რომ არ მოუხედია უკან.თამამი ნაბიჯებით ჩაუარა თანამშრომლებს,კართან შეჩერდა. გოგოებს გადახედა და მტრული მზერა მოავლო ორივეს.დააპირა რაღაც ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა და მაღაზიიდან გავიდა..
კაბის ყიდვა სხვაგან მოუხდა.მართალია დიდად არ მოეწონა,მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰონდა.შესაფერისი ფეხსაცმელი შეურჩია და საათს დახედა.სალონში სტუმრობის დრო იყო და თუ არ იჩქარებდა, დააგვიანდებოდა….
ის იყო ავტოსადგომზე ჩასასვლელ კიბეზე უნდა დამდგარიყო,რომ ვიღაცამ ხელი სტაცა და საივულირო მაღაზიაში აღმოჩნდა,დახლის წინ.გვერდით ისევ დიმა ედგა.თვალები ჰაერშია აატრიალა, კიდევ შენ ხარო,მაგრამ ბიჭს სერიოზული სახე ჰქონდა და ხელიც ძლიერად ეჭირა.დახლზე დაწყობილ ბეჭდებს ათვალიერებდა და კატოს ზედ არ უყურებდა.
-რას გადამეკიდე?რატომ დამდევ?
-აი ეს კარგია.აბა ნახე?-მისი კითხვა დააიგნორა ბიჭმა და თითზე ბეჭედი წამოაცვა.დაბნეული კატო ხან ბეჭედს დაჰყურებდა,ხან ბიჭს და ვერაფრის თქმა მოეხერხებინა.-ნამდვილად კარგი საჩუქარია.
-მე არ მჭირდება შენგან ასეთი საჩუქარი.- დაბნეულმა უპასუხა კატომ.
-შენი არც არის.-მოუჭრა მოკლედ.-ამ ბეჭედს ულამაზესი მფლობელი ეყოლება.
კატოს რაღაცნაირად გულში ეწყინა. ბავშვობიდან ვერ იტანდა როცა ვიღაცას ადარებდნენ და მითუმეტეს რომ მასზე ლამაზად თვლიდნენ.ყოველთვის თვლიდა რომ გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა და არც თუ ისე ტყუილად ფიქრობდა ასე.გამორჩეული მართლაც იყო ბავშვობიდან.თანატოლებისგამ განსხვავებით ურიგო არც ტანი ჰქონდა და არც გარეგნობა.
-თუ ჩემზე ლამაზია,მე რატომ დამსდევ ორი დღეა?-გასცა საკუთარი თავი.
-მე ხომ არ მითქვამს ვინაა?
-შენ სულელად მთვლი?კარგად ვიცი ასეთ ბეჭდებს ვის ჩუქნიან.
-იქნებ ოჯახია წევრისთვის მინდა?- სრულიან განსხვავებული და დასერიოზულებული საუბრობდა დიმა და კატოს უფრო მეტად აბნევდა მისი ეს სახეცვლილება.
-პრინციპში ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვისაც გინდა,იმას აჩუქე.მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე რომ ჩემთან ასე მოქცევით შორს ვერ წახვალ.
-რატომ უნდა მინდოდეს შენთან შორს წასვლა?-კიდევ უფრო დამაბნეველი კითხვა დაუსვა ბიჭმა.
-შენი საქციელიდან გამომდინარე.
-ცდები საყვარელო,მე შენთან გეგმები არ მაქვს.
-ძალიან კარგი.ამჯერად მართლა უკანასკნელად გემშვიდობები.იმედია აღარასდროს გნახავ.
დიმას პასუხი არ გაუცია.ჯერ ფიქრობდა რომ აჰყოლოდა და უფრო მოეშალა ნერვები,მაგრამ შეიძლება მასაც არ დაეკლო და გაეღიზიანებინა.ამიტომ სწრაფად შეცვალა გეგმა და მეორე დღისთვის გადადო.
*******
ვერაფერს ამბობდა.შესაშური დღე ჰქონდა.დილიდან უსიამოვნების კასკადი დაატყდა თავს და მთელი დღე გამოჰყვა.
არა,იმ იდიოტმაც როგორ მოახერხა და მიზანში მოარტყა.
სალონში იჯდა და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ან რა მაკიაჟს ურჩევდნენ ან რა ვარცნილობას.რამდენიმე კითხვას მოკლე პასუხი გასცა და ისევ საკუთარ თავს დაუწყო გონებაში საუბარი.
“-შენზე ლამაზიაო!როგორ გაბედა და სხვას შემადარა?თანაც ვინ?ვიცნობდე მაინც.ან საერთოდ რატომ ვიშლი ნერვებს ვიღაცის აზრზე.იქნებ ის ვიღაც უყვარს და შეყვარებულს ხომ საყვარელი ადამიანი ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი ეჩვენება?”
სარკეში საკუთარ ანარეკლს მიაჩერდა. იდეალურად გამოიყურებოდა. ტანსაცმელსაც რომ მოირგებდა მერე ხომ საერთოდ.
“-აბა ახლა მხედავდესო.”-გაიფიქრა და საკუთარი თავი გამოიჭირა მასზე ფიქრში. კიდევ უფრო მოეშხამა ხასიათი.
რამდენიმე წუთიც და მზად იყო. კმაყოფილმა დატოვა სალონი.
******
-კატო დროა გავიდეთ.-კაბინეტის კარი მოურიდებლად შეაღო ლუკამ და უცებ სიტყვა გაუწყდა.-ვაუუ,რა ლამაზი ხარ.
-დღეს ისეთი ივენთი გვაქვს,მეც მომიწია ა
გამოპრანჭვა.-გაუღიმა ბიჭს.
-მართლა ძალიან გიხდება.
-მართლა?ეს კაბა ძალიან არ მომეწონა. უბრალოდ იძულებული გავხდი მეყიდა. სხვა არჩევანი არ მქონდა.
-მშვენიერი არჩევანია.
-ასე ფიქრობ?ზედმეტად ამოღებული ხომ არ არის?
-დაიკიდე რაა.-გაამხნევა ბიჭმა.
-ანუ არის.
-არა,არ არის.-მის წინ გაჩერდა და მხრებში ხელი მოჰკიდა ლუკამ.-რა განერვიულებს?ეს ხომ პირველი არაა?
-არც მე არ ვიცი რატომ ვღელავ ასე.
-აბა ღრმად ჩაისუნთქე,ამოისუნთქე და წავიდეთ.-ხელი იდაყვის არეში მოხარა და ოდნავ დააშორა სხეულს.კატომ თავისი ნაზი მკლავი ჩამოადო და ოთახიდან გავიდნენ.
არ ყვარებია არასდროს ხმაური და ხალხმრავლობა.მაგრამ დღეს რაღაცნაირად ძალიან მოუნდა გული გადაეყოლებინა.მითუმეტეს რომ სტუმრების მიღება მას უწევდა. პოტენციური მასპინძელი,ვისი ინიციატივითაც ეს წვეულება იმართებოდა,არ ჩანდა.
ერთი ჭიქა შამპანური სწრაფად დალია სითამამისთვის.მეორე კი ხელში დაიჭირა და ნელა წრუპავდა.სტუმრებს შორის დადიოდა და ესალმებოდა.
დარბზში სასიამოვნოდ ისმოდა როიალის ნაზი მელოდია.
საათს დახედა.რამდენიმე წუთში უკვე ისე ახმაურდებოდა აქაურობა,ალბათ ერთმანეთის საუბარსაც ვერ გაიგებდნენ.
ბართან მივიდა და ზურგით მოეყრდნო.
დარბაზს მოავლო თვალი.მოეწონა. იდეალურად იყო ყველაფერი გაკეთებული.ლუკამ თავის საქმე ხუთიანზე იცოდა.ის ჭიქაც გამოცალა და ახალი აიღო.სასმელმა სითამამეც მისცა და ხალისიც.
როგორც იქნა დარბაზში განათება შეიცვალა და ბენდი მოვიდა.ახლა იწყებოდა მხიარულება.გვერდით ულამაზესი გოგონა დაუჯდა და ბარმენს სასმელი შეუკვეთა.მერე ისიც ზურგით მიეყრდნო ბარს ისე რომ პირდაპირ შემოსასველი დაენახა და შამპანური მოსვა.
-მოგწონთ წვეულება?-ჰკითხა კატომ.
-დიახ.ძალიან კარგია.რაც მთავარია ძალიან ლამაზია აქაურობა.
-მოხარული ვარ.
-ოთახი უკვე დავჯავშნე.ამ შაბათ-კვირას აქ გავატარებ.
-დიდი მადლობა.კარგი დასვენება და კარგი გართობა.-გაუღიმა კატომ და ის იყო წასასვლელად მობრუნდა,რომ ადგილზე გაშრა.მისკენ დიმა დადიანი მოემართებოდა წითელი ვარდებით და ხელში პატარა სასაჩუქრე პარკი ეჭირა.
თვალები დახუჭა,გაახილა,მაგრამ ნამდვილად ის იყო.არ მოჩვენებია.ახლა მიწა გამისკდესო,-სანამ გაიფიქრა,ბიჭმა ზურგი აქცია და მის გვერდით მდგარ გოგოს ჩაეხუტა.გაკვირვებული უყურებდა წყვილს.
-ეს შენ ჩემო საყვარელო.
-დიდი მადლობა დიმ.-გაეპრანჭა და გაენაზა გოგო და საჩუქარი გამოართვა.
-”-დიდი მადლობა დიმ”-გამოჯავრა გულში კატომ და უცებ გაანალიზა რომ ამ გოგოს გულისხმობდა ცოტა ხნის უკან ბიჭი.
-დაგტოვებთ.-მობრუნდა და რაღაცნაირი წყენაგარეული ხმა ჰქოდა.არ გამორჩენია ეს ქალების მუსუსს და გამარჯვებული მზერა გააყოლა.
***
წვეულება ეშხში იყო შესული. ახალგაზრდები უკვე გვარიანად შემთვრალიყვნენ.მუსიკოსებიც ეშხში შევიდნენ და მათ მიერ შეთავაზებულ ენერგიულ მუსიკას სხეულებს მარიონეტებივით აყოლებდნენ.
დიმა და თიკა საოცრად ერთობოდნენ. მართლაც და შესანიშნავი წყვილი იყო. უხდებოდნენ ერთმანეთს.კატო კი უკვე საორგანიზატორო საქმეებით დაკავებულიყო.სტუმრების და მათი ნივთების დაბინავება,სასმელის და მისაყოლებლების დროული შეტანა დარბაზში. ცოტა დაღალა ამ ყველაფერმა, მაგრამ სასმელმა თავისი გაიტანა და მოდუნდა.უკვე ის დრო იყო ამ ყველაფრისგან მასაც მიეღო სიამოვნება. ძირითადად ლუკასთან ერთად იდგა და სიტუაციას აკონტროლებდა.ცდილობდა დიმასთან შეხვედრისთვის თავი აერიდებინა ან ნაკლებად შეხვედროდა. ყველაფერი კი პირიქით ხდებოდა.რაც მეტად არიდებდა თავს,მით მეტად ხვდებოდა.ხვდებოდა მისგანფარულ მზერასაც,მაგრამ რამდენჯერაც გახედა,იმდენჯერ თიკას გვერდით დაინახა ბედნიერი სახით მომღიმარი.არადა ბიჭი სპეციალურად იქცეოდა ასე.თვალთახედვის არედან არ კარგავდა კატოს და მის სიახლოვეს ტრიალებდა.როგორც კი კატო მისკენ გაიხედავდა,ისიც სვა მხარეს იხედებოდა.
უკვე მეოთხე ჭიქა სასმელი დალია და მიხვდა საკმარისი იყო.მისი საყვარელი მუსიკა ჩაირთო და მხოლოდ რამდენიმე წამით ააყოლა სხეული.მერე ვიღაცამ შემოხვია ხელი ტანზე და რომ მოიხედა თითქმის ჩაბნელებულ დარბაზში მაინც ამოიცნო დადიანის სახე.ბიჭმა მოუარა და წინ აესვეტა,მეორე ხელი ჩაჰკიდა და მისკენ რამდენიმე ბრუნის შემდეგ მიიზიდა.
-რას აკეთებ?-გამოსცრა კატომ.
-შენთან ერთად ვცეკვავ.
-შენი ლამაზი შეყვარებული?-ხელის გაშვება სცადა გოგომ,მაგრამ არ გამოუვიდა,ისევ უკან მოაბრუნა ბიჭმა.
-რა პრობლემაა თუ სასტუმროს მფლობელთან ვიცეკვებ?ეს ხომ უბრალოდ ცეკვაა?
-საშინელი ადამიანი ხარ.
-მადლობა კომპლიმეტისთვის.-გაუღიმა დიმამ.
ცეკვა დიდხანს არ გაგრძელებულა. საქმეები მოიმიზეზა და სწრაფად გაერიდა.დადიანსაც დასცხა და გასაგრილებლად ვერანდაზე გავიდა.ლუკა დაინახა იქ და სიგარეტზე მომიკიდეო სთხოვა.მერე ისიც მის გვერდით დადგა,აივნის მოაჯირს მიეყრდნო და უზარმაზარი მინის ვიტრაჟული კედლის მიღმა კატოს აკვირდებოდა.
-რაო?
-რა რაო?-ვერ გაიგო კითხვა დადიანმა.
-გამოვა რამე?
-კერკეტი კაკალი ჩანს,მაგრამ ჩემსას მაინც გავიტან.
-მე გითხარი ერთხელ უკვე და მეორედაც გაგიმეორებ.ეს ამბავი ცუდად დასრულდება.
-ყველაფერი ისე დასრულდება,როგორც მე მინდა.
-სწორედ ამას ვგულისხმობ მეც.
-კარგი რაა ლუკა.რატომ ართულებ?
-შენი ახირებების გამო უდანაშაულო გოგოს გინდა რომ მომავალი დაუნგრიო.
-რატომ ვუნგრევ?პირიქით,მადლობელიც უნდა იყოს,რომ თავის ბიზნესსაც გადაარჩენს გაკოტრებისგან და ელიტარულ საზოგადოებაში ადგილს დაიმკვიდრებს.
-არ გიფიქრია რომ ეს სულაც არაა მისთვის მნიშვნელოვანი?
-მნიშვნელოვანი გახდება..ყველაფერს რომ მივიღებ,მერე გავშორდები და თავის გზაზე წავა.
-წესით ახლა მინიმუმ უნდა გლანძღავდე და მაქსიმუმ თავპირს გამტვრევდე, მაგრამ..
-მაგრამ შენი მეგობარი ვარ და ამას არ იზავ.-გააწყვეტინა დიმამ და ბეჭებზე მეგობრულად დასცხო ხელი.მერე სტუმრებს შორის ბედნიერად მოსიარულე კატოს გახედა და მზაკვრულად ჩაეღიმა..
კატომ მნიშვნელოვანი სტუმრების დაბინავება თავად ითავა.ბარგი მსახურებს წინასწარ დააბინავებინა, ნომრამდე მიცილება კი პირადად აიღო თავის თავზე.მამაკაცების დაბინავება ლუკას მიანდო.დიმასთან შეხვედრას და კონფლიქტს თავი აარიდა.სამაგიეროდ თიკამ გამოსდო მეგობრულად მკლავი და ნომრისკენ ძველი მეგობრებივით გაუყვნენ გზას.სასმელი ისე მოკიდებოდა, ფეხზე დგომა უჭირდა. ენას არ აჩერებდა და რას ლაპარაკობდა კატოს ნახევარი არ ესმოდა.
-არა რას მიწუნებენ?გეკითხები,რას მიწუნებენ?მე არც მათზე ნაკლები ოჯახი მაქვს და არც სილამაზე მაკლია.ხომ ასეა ის რა გქვია?-სახელი ვერ გაიხსენა გოგომ.
-კატო.-შეეშველა ის.
-კი გამახსენდა.კატო.ხომ ვარ ლამაზი?
-ძალიან?
-აბა რატომ არ უნდათ რომ მათი ოჯახის რძალი გავხდე?-უცებ შეიცვალა გოგო და ატირდა.კატო დაიბნა.კიდევ კარგი ახლოს იყვნენ ოთახთან,სწრაფად შეიყვანა და ასეთივე სისწრაფით დაემშვიდობა.
-ძალიან ლამაზი ხარ,მაგრამ მე ახლა მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს და უნდა დაგტოვო.
კარი რომ გამოიხურა ღრმად ჩაისუნთქა, მერე ამოისუნთქა,ენერგია მოიკრიბა და ქვემოთ ჩავიდა.მხოლოდ მომსახურე პერსონალი დარჩენილიყო.მაგიდებს ალაგებდნენ,სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდნენ,დამლაგებლებს ნაგვით სავსე პარკები გაემზადებინათ რომ დილით მანქანას წაეღო.
მიმღებიდან მოლარემ დაუძახა და დღის ანგარიშები სრულად ჩააბარა.
მერე ყველა ერთად შეკრიბა პატარა დარბაზში და ორი სიტყვით მიმართა:
-ყველას მადლობა დღევანდელი დღისთვის,გვერდში დგომისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის.კარგი ამბავი მაქვს,ხვალ მცირე პრემიებს მიიღებთ, ახლა კი დაგემშვიდობებით,ვინც დაასრულეთ მუშაობა,სახლში წადით,დაისვენეთ,ვინც მუშაობთ ამაღამ,ბედნიერი და მშვიდობიანი სმენა.
-სუპერ უფროსი ხარ რაა.-წამოხტა ანა და მოეხვია.-ასე არაა?
ყველამ დაუდასტურა და ტაშით დააჯილდოვა კატო.მართლაც და შესანიშნავი უფროსი იყო,მაგრამ რაღაც აკლდა და რა იყო,ვერაფრით გაეგო…
ისეთი დაღლილი იყო,ფეხები ძლივს იდგა.მაღალქუსლინები ამდენ ხანს არ სცმია და ისე ატკინა ფეხები,გაიხადა და მანქანამდე ფეხშიშველი მივიდა.ის იყო უნდა კარი გაეღო,რომ ზურგსუკან მამაკაცის ხმა მოესმა.მაშინვე იცნო.
-ასეთ მშვენიერ ქალბატონს არ უხდება ასე სიარული.
-არც თქვენნაირ წარმატებულ მამაკაცს უხდება ღამღამობით საყვარელი ქალის დატოვება და სხვისთვის თვალთვალი.- უპასუხა და მისკენ მოტრიალდა.
-ეს სხვა თემაა და არ ვილაპარაკოთ. მადლობის გადასახდელად მოვედი.
-ამ დრომდე მხოლოდ მადლობის სათქმელად ხარ აქ?-თვალი თვალში გაუყარა გოგომ.
-შენი ნებაა,ნუ დაიჯერებ.სულ დამავიწყდა ხილის წვენია.ერთი შენ,ერთი მე.-მიაწოდა დაბნეულმა.
კატოს ხმამაღლა გაეცინა და ჭიქა გამოართვა.
-ყველაზე უდროო დროს ყველაზე შეუფერებელი სასმელის მოტანა მხოლოდ შენ შეგიძლია მოგაფიქრდეს.
-მიხარია რომ შენობით მიმართვაზე და ცივილიზებული ადამიანებივით საუბარს ვიწყებთ.-გაუღიმა ბიჭმა.
-როგორც დაიწყე,ისეთი პასუხიც მიიღე ჩემგან.-უპასუხა და ჭიქა ნახევრამდე გამოცალა.საკმაოდ სასიამოვნო გემო ჰქონდა და კარგად ცივი იყო.
-მოდი თავიდან დავიწყოთ მაშინ.დიმა დადიანი.-ხელი გაუწოდა ბიჭმა. კატოსაც იგივე უნდა გაეკეთებინა,მაგრამ ხმა ვერ ამოიღო.იგრძნო როგორ დაიწყო ყურებმა დაგუბება,თავში და თვალებში რაღაც ისე მოაწვა,ლამის გაგუდა,ჭიქას გაუშვა ხელი და ყელზე წაივლო.
-რა იყო გარეული წვენში?-ამოიხავლა ძლივს. სუნთქვა გაუჭირდა და აქოშინდა. დაბნეულმა დიმამ ძლივს მოიფიქრა ხელი შეეშველებინა,წელზე შემოხვია,მეორე ხელით მუხლებში და ხელში აიყვანა,მკერდზე მიიკრა.
-მემგონი ციტრუსები გაური ბარმენმა.
-ალერგია მაქვს,საავადმყოფოში წამიყვამე,თორემ მოვკვდები.-ამოიხავლა ისევ და თვალები გადაატრიალა..
****



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

აუუ რაკარგია რომ გააგრძელეე ეს თიკა მოგვაშორე მალე თორე გავწეწავ

 


№2  offline წევრი katiusha

სტუმარი ნინა
აუუ რაკარგია რომ გააგრძელეე ეს თიკა მოგვაშორე მალე თორე გავწეწავ

❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

აუ რა კარგად წერთ. გააგრძელეთ გზტხოვთ

დიდხანს აღარ გვალოდინოთ. განსხვა ებული ისტორიაა, ძალიან მომწონს დიმას და კატოს წყვილი. წარმატებები

 


№4  offline წევრი katiusha

სტუმარი მარი
აუ რა კარგად წერთ. გააგრძელეთ გზტხოვთ

დიდხანს აღარ გვალოდინოთ. განსხვა ებული ისტორიაა, ძალიან მომწონს დიმას და კატოს წყვილი. წარმატებები

მადლობა❤️❤️2-3დღე დამჭირდება ახალი თავისთვის

 


№5 სტუმარი გუდა

ძალიან კარგია.დიდხანს არ გვალოდინო გთხოვ

 


№6 სტუმარი Gvanca

აი ძალიან გამეხარდა რომ დამხვდა შენი ისტორია სასიამოვნოა როგორც ყველა სხვა და საოცარი წასაკითხი მადლობა შენ

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

აღარ აგრძელეებთ?მაშ რისთვის დაიწყეთ წერა. გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent