ჩემი ბრალია (7)
მთელი დილა ცდილობდა ანას მზერისთვის თავის არიდებას იოანე ამილახვარი, დღეს განდაკუთრებით მონდომებით ასრულებდა ყველა გეგმას , ინტერვიუმ მშვენივრად ჩაიარა , ანამ პროფესიონალურად შეასრულა მისი საქმე, მოკლე თუმცა საინტერესო თემატიკით დატვირთული სიუჟეტი გამოვიდა, თორნიკე აპარატურას ალაგებდა , იოანე კი მასპინძლებს ემშვიდობებოდა ანა განმარტოვებით იდგა ჩაფიქრებული, არ სურდა მასთან ურთიერთობა დაეძალებინა იოანესთვის , ამ წამს ისიც კი არ უნდოდა მასთან ასე ახლოს ყოფილიყო , რამდენი ღამე გაუტარებია იმის ფიქრში როდესმე თუ კიდევ შეძლებდა იონესთან ასე ახლოს ყოფნას , გუშინ ღამით ისეთი ბედნიერი იყო თითქოს ის შვიდი წელიც სადღაც გაქრა და სულ რამდენიმე საათით საყვარელი მამაკაცის ქალი გახდა . რატომ არის სიყვარული ასეთი მტანჯველიო გულში ფიქრობდა თუმცა გულის სიღრმეში ისიც იცოდა რომ ყველა ტანჯვას გადაფარავდა იოანეს გვერდით გატარებული დღეები , მისი თბილი მზერა , თბილი ხმა . -რაზე ფიქრობ? ანამ აიხედა -არაფერზე იოანემ მხარი მხართან გაუსწორა -ძალიან კარგი ინტერვიუ იყო ანა -მადლობა მოკლე მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა გოგონა -მისმინე ! წინ დაუდგა მამაკაცი -რაღაც მინდა გითხრა -არ არის საჭირო ბატონო იოანე წასვლა დააპირა -ანა მოიცადე! მკლავზე მსუბუქად შეეხო იოანე -არ მინდა იფიქრო რომ შენი სიმთვრალით ვისარგებლე -რატომ უნდა ვიფიქრო , ყველაფერი მახსოვს, მახსოვს რომ მე გთხოვეთ ჩემს ნომერში შემოსვლა ! უფრო მეტიც გთხოვეთ -ანა -როგორც თქვენ მითხარით .. ხომ მითხარით შემევედრებიო , ასეც მოვიქეცი თვალი თვალში გაუყარა გოგონამ იოანეს ამღვრეულ მზერას -გეყოფა ანა ! შენს დასამცირებლად არ გამიკეთებია ეს ყველაფერი შენც კარგად იცი ! -აბა რისთვის ? თვალები აუცრემლიანდა გოგონას იოანემ მკლავში ხელი დაავლო და მოფარებულში ეზოს მხარეს გაიყვანა -რას ითხოვ ჩემგან? ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ? თუ დაგიჩოქო ხელში ბეჭდით ! ხმას აუწია იოანემ -არაფერს ვითხოვ უღონოდ დაუშვა ხელები ანამ -სექსი გვქონდა როგორც ორ ზრდასრულ ადამიანს ! ეს მეც მინდოდა და შენც! ნუ მიყურებ ისე თითქოს რაიმე ვალდებულება მქონდეს შენთან ანა! არ შემიძლია და ვერასდროს დავივიწყებ შენს ღალატს! -გაჩუმდი გთხოვ … აღარ შემიძლია ორივე ხელი ყურზე აიფარა გოგონამ -შეგეძლო ჩემთან ერთად შეგექმნა ის რაც ახლა მაქვს ..ერთად შეგვექნმა …მაგრამ ყველაფერი გააფუჭე ანა! ნუ მომთხოვ სიყვარულს ! ერთადერთი რაც შეგვიძლია გვქონდეს ის არის რითიც წუხელ ღამით დავკავდით! -ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ იოანე ბარბაცით დაჯდა ანა ბაღში მდგარ სკამზე -ჩემს დედა…ნულ ცხოვრებასაც გავიღებდი ყველაფერი ისე რომ არ იყოს როგორც ვფიქრობ ანა ! იოანე გვერდით მოუჯდა -იმას რასაც შენს თვალებში ვხედავ… საუბარი უჭირდა -ნაცნობია ჩემთვის ! მეც ანალოგიურად გიყურებდი , ჩემი შეცდომაა როცა ვიფიქრე რომ ზრდასრული იყავი, განსხვავებული და ასაკის მიუხედავად დიდი ჩამოყალიბებული ადამიანი, სინამდვილეში შენც შენს თავს ეძებდი ხელი ანანკალებულ ხელზე დაადო გოგონას -სი..ი ვარ რადგან თავის შეკავება ვერ შევძელი…. -იოანე მამაკაცის ხელს მაგრად მოუჭირა ხელი ანამ -გუშინდელი ღამე იცი რაში დამეხმარა ? ანამ არაფერი უპასუხა -ბრაზს აღარ ვგრძნობ, რომელიც ასე მახრჩობდა შენი დანახვისას -იოანე -მე ვიცი რომ გუშინ ჩემი იყავი მთელი არსებით! სახეზე ჩამოცვენილი თმა ხელით გადაუწია თავდახრილ გოგონას -მაგრამ ისიც ვიცი , რომ არაფერი იქნება ისე როგორც წარსულში ! არც ჩემი სიყვარული შენდამი! ნუ გექნება იმედი რომ იმას მოგცემ რასაც ჩემგან ელოდები ანა , რადგან ამას ვერ შევძლებ! ანას სახეს მთლიანად ფარავდა ცრემლები რომელიც გაუჩერებლად მოსდიოდა -ყველაფერი გაპატიე ანა , გუშინ ღამით თვალებში რომ გიყურებდი ყველაფერი მაშინ გაპატიე , მაგრამ ნუ მეტყვი რომ დავივიწყო! იოანე უკვე ფეხზე იდგა -მაპატიე თუ რამე ისე არ გავაკეთე ! არ მქონდა განძრახული შენთვის ზიანის მოყენება ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ეზოს მეორე მხარეს გადაინაცვლა . ….. თბილისში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა , ანა ძველ ცხოვრებას , იოანე ახალ გამოწვევებს , ცხოვრება ჩვეული დინებით აგრძელებდა სვლას , თუმცა იყო რაღაც სიახლე .. ყოველ დღე უყურებდა ანა , როგორ უახლოვდებოდა იოანე ამილახვარი მარიამს , ქალი ყოველთვის გრძნობდა რა დრო იყო საფრთხეში! ყველა დღე როცა ამ ორი ადამიანის მზერას ერთმანეთზე მიმართულს ხედავდა ანა თავიდან გრძნობდა გულში საშინელ დარტყმას.. ორი წლის შემდეგ პირველად დარეკა კარგად ნაცნობ ადამიანთან -ანაა რამდენი ხანია არ შემხმიამებიხარ ისევ ისეთი მშვიდი ხმა ესაუბრებოდა -ქალბატონო თინათინ დღეს გაქვთ დრო მიმიღოთ? -8 ზე შეძლებ ძვირფასო? ერთი საათი მაქვს -მოვალ თინათინ თიკანაშვილი ანას პირადი ფსიქოთერაპევტი იყო მთელი სამი წელი , სიბნელიდან სინათლეში სწორედ მისი დახმარებით მოხვდა ანა ახლაც ისე მიიჩქაროდა თითქოს მისი შველა მხოლოდ თინათინს შეეძლო ! კარი რომ შეაღო და ქალბატონი დაინახა ისე მოუნდა გაქცეულიყო და მოხვეოდა მაგრამ! კლიენტისა და თერაპევტის მდგომარეობა არ აძლევდა ასეთი არაფორმალურობის საშუალებას -როგორ ხარ ანა ისევ ეს გაწონასწორებული ხმის ტემბრი და ანაც მოეშვა ჩანთა სკამის ძირში დაადგო და ჩამოჯდა -ცუდად ..ძალიან ცუდად -მომიყევი რას გრძნობ … -ისევ იმ სიბნელისკენ მექაჩება რაღაც ძალა ქალბატონო თინათინ! თვალზე მომდგარი ცრემლი ძლივს შეიკავა. 40 წუთზე მეტი ისაუბრა ანამ , ყველაფერზე , გველა ემოციაზე , ყველა განცდაზე , შიშზე , გაურლვევლობასა და სისუსტეებზე. -როგორ ფიქრობ უნდა ვუთხრა ყველაფერი იოანეს ? ძალიან უნდოდა კონკრეტული პასუხის მოსმენა -ჩემო ანა , ფსიქოლოგებს არ გვაქვს უფლება ასე ღიად გავცეთ რჩევა ხომ იცი , კის ან არას ვერ გეტყვი .. შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება , მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ შენი ტრავმა მოუშუშებელია , წარმოიდგინე ღია ჭრილობა რომელიც არ არის დახურული, როცა არ ეხები მის არსებობას ვერც გრძნობ მაგრამ როგორც კი თითს შეახებ მგრძნობელობა გიბრუნდება , გტკივა ! სანამ არ უმკურნალებ ამ ტკივილს შეხებაზე ყოველთვის იგრძნობ ტკივილს თინათინი წამით გაჩუმდა -ძვირფასო … შენ რომ შენი თავი მიიღო ! შენ რომ შენს ტრავმას უმკურნალო , თავი რომ ააღარ დაიდანაშაულო ამისთვის ამბის მონაწილისგან გჭირდება დასტური, ერთგვარი აღიარება .. მე როგორც არ უნდა დაგარწმუნო რომ შენი ბრალი არ არის ! სანამ ის არ გეტყვის საკმარისი არ იქნება! სინამდვილეში შენ გინდა მისგან მოისმინო ეს ! მხოლოდ მაშინ დაიჯერებ -ძალიან ეტკინება -ჭეშმარიტების პოვნა სხვაგვარად შეუძლებელია ! მთელი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს ადამიანში რომ შეძლოს ცხოვრება გააგრძელოს ანა ხუთი წუთი რჩებოდა ანას თერაპიის დასრულებამდე , ხელით ჩანთას დაუწყო ძებნა ,ნელა წამოდგა -ზეგ 7 ზე მოდი , მაგ დროს ვამთავრებ და შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ ძვირფასო -მადლობა ქალბატონო თინათინ , მოვალ! შენობიდან გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თავბრუს ხვევას გრძნობდა ძლიერი ემოციების ფონზე , თვალებ აჭრელებულმა ჩამოიარა საფეხურები და მთავარ ტრასაზე გასულმა ტაქსს ხელი დაუქნია …. ტელეკომპანიიდან გამოსული იოანე სამუშაო ქაღალდებით ხელში შესასვლელთან რატის ელოდებოდა როცა ქუჩის პირას მობილურზე მოსაუბრე მარიამს მოკრა თვალი , გოგონა აღელვებული ჩანდა , ნერვიულად მოძრაობდა წინ და უკან , გადაწყვიტა ახლოს მისულიყო მასთან -მარიამ მშვიდობა გაქვს? -ჩემი ძმაა .. ხმა უწყდებოდა გოგონაას -დამშვიდდი და ისე მითხარი ტელეფონი ხელიდან გამოართვა მამაკაცმა -ძიძასთან იყო და უცებ ეპილეფსიური შეტევა დაეწყო, ეს ადრეც მოხდა მაგრამ ახლა ცუდადაა როგორც მითხრა თან საუბრობდა და თან ტიროდა მარიამი -დამშვიდდი კარგი? ახლავე წავალთ მასთან რატი დაინახა თუ არა სწრაფად დაუქნია ხელი , ავტომობილი მათკენ დაიძრა -არ მინდა შეგაწუხოთ … -კარგი ახლა ! მაგაზე სასაუბრო დრო არ არის , ჩაჯექი! ხელი ზურგზე ფრთხილად დაადო მთელი გზა ნერვიულად ათამაშებდა ხელებს გოგონა -ნეტა კარგად იყოს … პერიოდულად დაბალ ხმაზე ჩურჩულებდა თავისთვის -კარგად იქმება ! მარიამის აკანკალებულ ხელს ხელში იქცევდა იოანე ! სახლში მარიამთან ერთად შევიდა , სანდრო უკვე კარგად გრძნობდა თავს, ოდნავ მოთენთილი და კიდურებ მოდუნებული თუმცა ხასიათზე მოსული როგორც კი მარიამს მოკრა თვალი სახე გაუნათდა -რა მომიტანე? -როგორ შემაშინე მისკენ გაიქცა გოგონა და ბიჭის სხეული ისეთი სიძლიერით ჩაირკა თავიდან დაეკარგა ფერი -გავიგუდეეეე -მარიამ ჰაერი სჭირდება მხარზე ხელი დაადო ნანამ -დიდი მადლობა რომ მასთან იყავით ! ამჯერად ლიას მოეხვია იოანე კარის ზღურბლთან მდგარი უყურებდა მარიამა , და ეღიმებოდა ერთი საათის შემდეგ სამზარეულოს მაგიდასთან შემომსხდრები სვამდნენ ჩაის -მადლობაც ვერ გადაგიხადეთ ნორმალურად ტკბილეული დადგა მაგიდაზე გოგონამ -სალაპარაკოდ არ ღირს , მადლობა შენ ჩაისთვის და თუ რაიმეა საჭირო ან ექიმი ან მკურნალობა ან .. -არა ყველაფერს მივხედავთ , წლებია ასეა , უკვე ნებისმიერ ექიმზე მეტი ვიცი თუმცა როცა მარტო ვტოვებ მაინც ძალიან მეშინია მარიამმა მოიწყინა , თავი დახარა -მესმის შენი … ძლიერი გოგო ხარ , ამ ყველაფერთან მარტო , ბოდიში რომ გეკითხები მაგრამ მშობლები… მარიამი მიუხვდა კითხვის შინაარსს დასრულებამდე -დამეარუპა ორივე , მხოლოდ მე და სანდრო ვართ საოცარი პატივისცემა იგრძნო იოანემ ამ უცნობი გოგონას მიმართ როცა მარიამის სახლს ტოვებდა გოგონა თითქმის კარიდან გასულს დაეწია -დიდი მადლობა ბატონო იოანე ფეხის წვერებზე შედგა და მამაკაცს მოეხვია , უცნაური იყო ყველაფერი , იოანემაც მოჰხვია მსუბუქად წელზე ხელი -თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე ჩააჩურჩულა ყურთან -ხომ იცით რომ ვერ დაგირეკავთ რომც დამჭირდეთ გოგონამ უკან დაიხია -რატომ მარიამ? -მრცხვენია ისევ დახარა თავი, იოანეს კი გაეცინა -კარგი მაშინ მე დაგირეკავ! ლიფტი არ იყო ამიტომ ფეხით ჩაირბინა კიბეები და გაღებული მარიამი კარის ზღურბლთან დატოვა… …. მომდევნო რამდენიმე დღე ვერ ხედავდა ანა სამსახურში მარიამს , მაგრამ იცოდა რომ ხშირად იყო კონტაქტზე იოანე , თავს არც თვითონ გრძნობდა კარგად , სისუსტე სხეულში და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება მისთვის უცხო მდგომარეობა იყო, ნეტავ მას თუ დაურეკავდა იოანე , თუ მოიკითხავდა სამსახურში არ მოსულს , ისიც კი იფიქრა ბიულეტინზე გავალო მაგრამ ასე ხომ საერთოდ ვერ შეძლებდა მამაკაცის დანახვას , თუნდაც შორიდან. ტელეკომპანიის კაფეტერიაში ლანჩს მიირთვევდა სხვა თანამშრომლებთან ერთად როცა იოანე შემოვიდა და პირდაპირ ყავის აპარატისკენ წავიდა ანაც წამოდგა , ლანგარი რომელიც ხელში ეჭირა მზარეულს გადააბარა , იოანეს უკან მდგარი აპარატთან მის რიგს დაელოდა , მამაკაცმა რა თქმა უნდა იგრძნო ანას სიახლოვე , მის სურნელს ამდენ ადამიანშიც კი სცნობდა -გამოუსწორებელი ხარ ! თავი გააქნია, ისე მიმართა არც შეუხედავს ვინ ედგა უკან -რატომ ? -ვითომ ყავა გინდა -სხვა რა უნდა მინდოდეს? იოანე მუყაოს ჭიქით ხელში შემობრუნდა გოგონასკენ -ამერიკანო ერთი შაქრით როგორც გიყვარს ! ჭიქა ანას გაუწოდა -ლოდინი რომ არ მოგიწიოს … დაამთავრა წინადადება -როგორი მზრუნველი უფროსი ხართ, განსაკუთრებით გოგონებთან! უხეშად ააცალა ხელიდან ჭიქა -ოხ ანა ანა! კიდევ ერთხელ გააქნია თავი კაცმა -ისიც ასე ზუსტად იცით მარიამი როგორ ყავას სვამს მაგალითად ? -დაუშვათ ვიცი ! მერე ? თვალებში ჩახედა გოგონას -მერე ის რომ თავს იტყუებთ… კიდევ უნდოდა მიეყარა სიტყვები იოანესთვის თუმცა მოულოდნელად წაბარბაცდა , თვალთ დაუბნელდა , ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერც მოასწრო იოანემ ჭიქა აერთმია ხელიდან , ცხელი მასის კანზე შეხებამ გამოაფხიზლა ანა , ჭიქას ხელი გაუშვა , თუმცა სანამ ყავის დარჩენილი სითზე იატაკზე დაისხმებოდა ძირითადი ნაწილი მაინც ანას მარჯვენა ხელზე დარჩა -ღმერთო სასწრაფოდ აიღო იოანემ სზარეულოდან ყინულები, ხელსახოცში გაახვია და ანასთან მიირბინა -კარგად ხარ ? ხელს სულს უბერავდა გოგონა -მტკივა ფრთხილად დაადო იოანემ დამწვარ ხელზე ცივი ტილო და თვითონაც სული შეუბერა -ასე კარგია? ანა მხოლოდ თავს უქნევდა -ეს როგორ მოგივიდა კი მაგრამ რა მოხდა -უცებ .. უცებ ჰაერი აღარ მეყო ძლივს ამოისუნთქა ანამ -სახლში უნდა წახვიდე , ახლავე დავურეკავ რატის და … -რატი არ მჭირდება , შენ წამიყვანე შეაწყვეტინა ანამ -როგორ ფიქრობ საქმე არ მაქვს? ავდგე და ყველაფერი ფეხებზე დავიკიდო? -ნურაფერს გადადებ ჩემა გამო ! მართალია რა ვალდებულება გაქვს ! სცადა ანამ წამოდგომა თუმცა წაბარბაცდა და ისევ იოანეს ხელებში აღმოჩნდა -ნუ ჯიუტობ! ცუდად ხარ ხომ ხედავ! დავურეკავ რატის ცალი ხელით ჯიბიდან მობილური ამოღო და შეტყობინება უცებ გაააგზავნა -საღამოს გამომივლი ? იმედით სავსე მზერით შეხედა ანამ -ვერა , სხვა გეგმები მაქვს ! მარიამი დავპატიჟე რესტორანში სავახშმოდ ანას ერჩივნა მეორე ხელზეხ გადასხმოდა მდუღარე წყალი ოღონდ ეს საშინელი ჩხვლეტა აღარ ეგრძნო გულ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.