შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერი დასასრული (სულ)


4-11-2024, 20:31
ავტორი ვე რა
ნანახია 5 729

ბედნიერი დასასრული...
1

_ რა ლამაზი ხარ..._ ამ ბანალური კომპლიმენტით დაიწყო მათი ურთიერთობა. განა რა იყო ამ სიტყვებში ასეთი განსაკუთრებული, მაგრამ როგორც ყველა გოგონას, მასაც ესიამოვნა და შემთვრალ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ოთახი მოათვალიერა და გაუკვირდა, როცა მიხვდა მასთან მარტო დაეტოვებინა მეგობარს.
_ მგონი უკვე გვიანია!_ ჩაილაპარკა შემკრთალმა. წამოიწია და ჩანთას წაეტანა.
_ დარჩი!_ თხოვნა გაურია ხმაში კაცმა. თითქოს ნამუსზე შეაგდო ამ ტონით.
_თუ ათ საათამდე არ დავბრუნდები, მეჩხუბებიან!_ თავი გააქნია მან. წარმოიდგინა, რა დღესაც დააწევდა მამამისი და გააკანკალა. მით უფრო, თუ გაიგებდა, რომ ნუცას შეყვარებულის უცნობი მეგობრის დაბადების დღეზე ავიდა და თან მის გაუფრთხილებლად. მაგრამ რომ ეთქვა, იცოდა, არ გაუშვებდნენ. ნუცამ კი როგორ გულით სთხოვა. მერიდება მარტო წასვლაო. ახლა კი აქ მიატოვა. ვერ იგებდა, ასე რატომ მოექცა მეგობარი. ნუცამ ყველაზე კარგად იცოდა, რაც მოყვებოდა მარინას მამასთან ამგვარ ურჩობას. არაუშავს ამაზე ხვალ უსაყვედურებდა, ოღონდ ახლა დროზე უნდა მიესწრო სახლში, სანამ მამამისი ღამის რეისიდან დაბრუნდებოდა. საათს დახედა, კიდევ ორი საათი ჰქონდა დრო. შვებით ამოისუნთქა. წასასვლელად მიბრუნდა.
_ მოიცადე, მართლა მიდიხარ?_ წინ გადაუდგა ღიმილით. _ ასე მტოვებ?
ამღვრეულ თვალებში შეხედა კაცს. ძალიან ნასვამი იყო. თითქოს ფეხიც ერეოდა.
_ ასე გტოვებ?_ გაუკვირდა. ისე ესაუბრებოდა, თითქოს დანაშაულს აგრძნობინებდა რაღაც ჩაუდენელი დანაშაულის გამო. რატომღაც თავი მართლა დამნაშავედ იგრძნო.
_ მაპატიე, მაგრამ მაგვიანდება. სხვა დროს იქნებ.._ ვერც კი მიხვდა, რა უნდა ეთქვა._ მაგრამ ახლა მართლა უნდა წავიდე. სიკვდილ_ სიცოცხლის ამბავია._ სიმწრით გაეღიმა. არადა არც ტყუილს ამბობდა. ლოყა აეწვა ერთი კვირის წინ გარტყმული სილისგან. მაშინაც ნუცას გამო დააგვიანდა. მაგრამ ატირებული მეგობარი ვერაფრით დატოვა მარტო. იმ საღამოს ნუცამ და ირაკლიმ იჩხუბეს და მერამდენედ დაშორდნენ. ნუგეში სჭირდებოდა მეგობარს, ამიტომ წინასწარ გაიმეტა თავი. მაგრამ ახლა?! ისევ წასასვლელად გაიწია.
_ მოიცადე!_ თითი დაუსვა კულულა თმაზე. უკან დაიხია გოგონამ._ უკარება გოგო ხარ არა?
ისე გაუღიმა, როგორც საყვარელ ქალს. არადა სულ სხვა სურვილი ებრძოდა შინაგანად. სიმთვრალის მიუხედავად გრძნობდა, რომ ეს გოგო განსაკუთრებული იყო. მაგრამ რა ესაქმებოდა განსაკუთრებულ გოგონას ნუცასთან? ისევ გაუელვა მაცდურმა ფიქრმა.
_ მოდი, ბოლო ჭიქა დალიე! და დაგემშვიდობები!_ ერთი ჭიქა რას მიზამსო, გაიფიქრა მარინამ და მორჩილად მიბრუნდა უკან. თუ ასე უბრალოდ დაიხსნიდა ამ მთვრალი კაცისგან თავს, ჯანდაბას ერთ ჭიქასაც დალევდა....

დილით თავის აუტანელმა ტკივილმა გამოაღვიძა მარინა. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს გაახილა. უცხო ოთახი შემკრთალმა მოათვალიერა. როცა გვერდით მძინარე შიშველ კაცს მოჰკრა თვალი შიშის კივილი ძლივს შეიკავა. საკუთარ თავს დააკვირდა და გული კინაღამ გაუხეთქა შიშმა. დედიშობილა იწვა თავადაც. იმ წამს განცდილ შიშზე მეტად მამის გახსენებამ დაზაფრა. სწრაფად წამოიწია. მძინარემ ამოიოხრა და გვერდი იცვალა. სწრაფად გაეცალა. ოთახი მოათვალიერა და იატაკზე უწესრიგოდ დაყრილი ტანსაცმელი სწრაფად აკრიფა. მისაღებში მიგდებულ ჩანთას ხელი დაავლო და კიბეზე კისრისტეხით დაეშვა. ნაცემივით სტკიოდა სხეული და არაფერი არ ახსოვდა წინა ღამიდან. მაგრამ ფაქტი ერთი იყო და ამ საშინელ ამბავს ვერსად გაექცეოდა აწი. თვალები ცრემლით აევსო. მართალი იყო ბებიამისი. კაცების ნდობა არ შეიძლებაო, რომ აფრთხილებდა. მამის დედა იყო, მაგრამ დედამისზე დარდმა გადაიყოლა.
_მამაშენმა დაღუპა შვილო დედაშენი! მისმა სილამაზემ და ტკბილმა ენამ აურია საწყალს თავგზა! ნუ იქნები მიამიტი და ნუ ენდობი მაგ სინსილაგასაწყვეტების მოდგმას! ნუ გაიმეორებ ჩვენს შეცდომებს!_ მუჭით ამოიწმინდა ცრემლები. თავად ვისთვის დაებრალებინა საკუთარი შეცდომა? განა ძალით აიყვანეს იმ სახლში? განა ძალით დაალევინეს სასმელი? განა... იმდენად გამოუცდელი იყო, ვერც კი აცნობიერებდა, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდა, რომ რამდენიმე ჭიქა სასმელი ასე ვერ დაათრობს ადამიანს. ვერც კი მიხვდა, რომ მოატყუეს, გამოიყენეს და უღალატეს. მას მხოლოდ საკუთარი თავი ყავდა იმ წამს და ბრალიც საკუთარ თავს დასდო. და კაცმა რომ თქვას, არც ამაში იყო ტყუილი რამე.

_მობრძანდი?_ იმხელა გესლი და შხამი ერია მშობლის ხმაში, რომ მოსალოდნელი ამბისგან ღონემიხდილი იქვე კარებთან მიეყრდნო მუხლებაკანკალებული.
_ სად ბრძანდებოდი?_ ისე მშვიდი ნაბიჯით მიუახლოვდა მამამისი. წამით იფიქრა, რომ ისე არ ბრაზობდა, როგორც თავად ეგონა. მაგრამ სულ წამით._ შენც დედის კვალს გაჰყევი არა? გაბო**დი შენც არა?
ჩაუსისინა ყურში და მოულოდნელად ისეთი ალიყური ასცხო, თავი ვერ შეიკავა საწყალმა და კეფით რკინის კარს მიეჯახა. პლასტმასის კბილებიანი თმისსამაგრი კართან მიჯახებისას დაიმსხვრა და მისი ნაწილები თავში შეერჭო. ტკივილისგან და შიშისგან დაიკივლა მარინამ, მაგრამ ამან უარესად გააბრაზა მამამისი.
_ სად ეგდე შენი ბო*ი დედაც..._ უღრიალა გაგიჟებულმა. მაგრამ პასუხის თქმა და თავის გამართლებაც არ აცალა. რადგან რეალურად სულ არ აინტერესებდა სად გაათია მისმა ოცი წლის ქალიშვილმა ღამე. თმაში ხელი დაავლო და იატაკზე გაათრია.
_ ახლა გასწავლი ჭკუას შე ბო*ო!_ საკუთარი ცოლის ცემისას ისე ჰქონდა აკვიატებული ეს სიტყვა, უკვე ვეღარ იგებდა საკუთარ შვილს რატომ ეძახდა ასე. საძინებელში შეათრია და იატაკზე დააგდო._ ახლა ნახავ, როგორ უნდა ქუჩა_ ქუჩა წანწალი!
ქამარი შეიხსნა და ორად გადაკეცა. თვალები დახუჭა მარინამ და მკლავები თავზე და სახეზე აიფარა. მხოლოდ ეს შეეძლო თავდასაცავად. ისევე როგორც დედამისს წლების მანძილზე. მანამ, სანამ ერთ დღესაც მაღაზიაში პურის საყიდლად წასული სამუდამოდ არ გაუჩინარდა....
ქამრის ყოველი დარტყმა ნაკლებად მტკივნეული ხდებოდა, რადგან მისი გონება ყოველი განცდილი ტკივილის შემდეგ გათიშვას ცდილობდა და საბოლოოდ როგორც იქნა ჩამოწვა ნანატრი წყვდიადიც. სანამ გაიაზრა მამამ, რომ უკვე გულწასულ შვილს სცემდა რამდენიმე წუთი კიდევ ურტყამდა ქამარს. შემდეგ უბრალოდ გაჩერდა, ზიზღით დააჩერდა ცემისგან აფერადებულ წვრილ მკლავებს და გამხდარ წვივებს. ინსტიქტურად დაიხარა, რათა დახმარებოდა, მაგრამ შეზარა საკუთარმა ნამხეცარმა.
ნაწამებ შვილს, რომელსაც ოდესღაც ზურგზე შესმულს დაატარებდა ზოოპარკში, ზურგი აქცია იმ მხეცივით, რომელმაც იცის, რომ გალიის მიღმიდან ვერაფერს დაუშავებს მნახველს და ამიტომ არც აინტერესებს ის.
_ ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება!_ ჩაილაპარაკა და პილატესავით ხელები გადაიბანა ამ სიტყვებით.

კარგად დაღამებული იყო, თვალები რომ გაახილა მარინამ. ისევ იატაკის სიცივემ მოიყვანა გონს. წამოიწია და ტკივილმა სხეულში დენივით დაუარა. ძლივს აითრია წელი. აბაზანაში შევიდა და საკუთარ თავს სარკეში დააცქერდა. ტირილი სურდა და ვეღარ ტიროდა. სახე მოიბანა. შემდეგ ნაცემი მკლავებიდან მოიშორა შემხმარი სისხლი. შემდეგ აბაზანა აავსო თბილი წყლით და შიგნით ჩაწვა ტანზე გაუხდელად. ჯერაც უნახავი ზღვის ტალღები ინატრა, ინატრა რომ ჩაძირულიყო წყლის სიღრმეში და ამით დასრულებულიყო. ინატრა, მაგრამ არ აუხდა ეს მტკივნეული სურვილი.
როდისღაც საწოლში დაბრუნდა. მარტოობას განიცდიდა იმ წამს. ვიღაც სურდა, ვისაც კალთაში თავს ჩაუდებდა და საკუთარ სატკივარს ამოიტირებდა, მაგრამ არავინ ჰყავდა. მთელ დედამიწის ზურგზე დარდის გამზიარებელი ერთი სულიერიც კი არ ჰყავდა საბრალოს. ისევ დედა გაახსენდა. დედა, რომელიც საკუთარ სიმცირეს ვერ მოერია და შვილი მიატოვა.
_ სადა ხარ დედა?_ ამოიტირა გულდამძიმებულმა.

რამდენიმე დღე გარეთ გასვლა კი არა საწოლიდან ადგომაც ვერ მოახერხა. უკვირდა, ნუცა რომ არაფერს სწერდა. რომ არ კითხულობდა. მაგრამ თავად ვერაფრით აიძულა საკუთარი თავი რომ მეგობრის ნომერი პირველს აეკრიფა. ცდილობდა იმ ღამით მომხდარზე არ ეფიქრა. თორემ ფიქრები ჭკუიდან შლიდნენ. დამშვიდებულ გულზე მით უფრო კარგად აცნობიერებდა, რომ ნუცამ სპეციალურად დატოვა იქ. მაგრამ მიზეზს ვერ ხვდებოდა. ან ხვდებოდა, მაგრამ გონებას ამ სიმართლის მიღება არ სურდა.
უნივერსიტეტში გაიცნო მარინამ ნუცა. ყველასგან გარიყული გოგონა შეებრალა, მუდმივად მარტო რომ იდგა აუდიტორიის ფანჯარასთან.
_ რატომ დგას ნუცა მარტო? _ იკითხა ერთხელ ინტერესით.
_ იმიტომ, რომ დაიმსახურა!_ მოკლედ უპასუხა კურსელმა და გაეცალა. მერე გაიგო, რომ ნუცა თავისი ყველაზე ახლო მეგობრის შეყვარებულთან იწვა. იმიტომ არა რომ უყვარდა, უბრალოდ იმიტომ რომ ეს შეეძლო. არ დაიჯერა მარინამ. იფიქრა, რომ ნუცას მოტივატორი სიყვარული იყო. სიყვარულით გაამართლა მეგობრის მოღალატე გოგო.
_ სიყვარულია ყველაფერში დამნაშავე!_ გამოუცხადა კურსელებს და იმ დღიდან დაუახლოვდა ნუცას, რომელმაც მისი გამოწვდილი ხელი ისე მიიღო, როგორც მოცემულობა. თუმცა სულ მალე მიხვდა ნუცა, ახალი „მეგობრის“ აშკარა უპირატესობას. როგორც სწავლაში ასევე სილამაზესა და ადამიანობაში. მიხვდა და შურმა შხამივით დაუარა სხეულში.
_ მაინც რა აქვს მას ისეთი, რაც არ მაქვს მე?_ თავს აბეზრებდა ირაკლის, ყოფილი დაქალის ყოფილს.
_გულწრფელობა, სიკეთე, ბავშვურობა, სისპეტაკე და უმანკოება._ ირონიით პასუხობდა თავმობეზრებული კაცი.
_ უმანკოება?!_ უკანასკნელ სიტყვას ჩაეჭიდა ნუცა._ კარგი, ეს არც ისეთი პრობლემაა, რომ ვერ მოგვარდეს!
იმ დღიდან ამაზრზენმა გეგმამ დაიწყო ნუცას თავში მომწიფება. და მაშინვე როგორც კი შანსი მიეცა, მისი განხორცილებაც სცადა. და ყველაფერი იმაზე უკეთ გამოუვიდა, ვიდრე თავად წარმოედგინა.


2
დია კარის დახურვის ხმამ გამოაღვიძა. კადრებად გაუელვა წინა საღამომ გონებაში. სწრაფად წამოჯდა და მიხვდა, სახლში ისევ მარტო იყო. ფანჯარასთან მივიდა და ცარიელ ქუჩას გადახედა. წერტილივითღა ჩანდა მისგან გაპარული სტუმარი. სიმთვრალის მიუხედავად იმ ღამესვე მიხვდა, ის გოგო არც ნუცას და არც მის დანარჩენ მეგობარ ქალებს რომ არ ჰგავდა. სულელი არ იყო და კარგად გაიაზრა, რაც მოხდა. მისი უსიტყვოდ გაპარვის მიზეზიც არ იყო რთული ამოსაცნობი. გაურკვეველი გრძნობა შეუჩნდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა. გადაწყვიტა ის გოგონა ეპოვნა და მისი წილი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო, თუ ეს მასაც ენდომებოდა რა საკვირველი იყო.
იმ დღეს, როგორც ყოველთვის, ირაკლის შეხვდა. წინა ღამინდელი უაზრო სმის შემდეგ მთლად ხასიათზე ვერ იყო ირაკლი. თანაც ნუცასთან მორიგი ჩხუბიც მოესწრო უკვე. კაცმა რომ თქვას, ნუცასგან ძალიან იყო თავმობეზრებული და მისგან მშვიდობიანად თავისდაღწევის გზებს ეძებდა, რადგან ნუცასთან მხოლოდ უბრალო სიტყვით ვერას გავიდოდა ადამიანი.
_ რა ხდება იკუშ? რაღაც ხასიათზე ვერ ხარ!_ ირონიულად გაეცინა მისი ამღვრეული სახის დანახვისას დიას.
_ ოოო, ნუ მკითხავ! თავი მისკდება. _ მოზრდილ ჭიქაში წყალი ჩამოისხა, წამალი პირში ჩაიდო და დალია. _ასე მგონია, პირი მიხმება!
_ თუ შენთვის ასეთი სატანჯველია ნაბახუსევი, რაღატომ სვამ ამდენს?_ გაოცებით ჰკითხა დიამ. თავად ნაბახუსევი დიდად არ აწუხებდა ხოლმე.
_ იმ არანორმალურის გადამკიდე კიდევ ცოტას ვსვამ!_ საკუთარი თავი შეიცოდა ირაკლიმ
_ ნუცას გულისხმობ?
_ სხვას ვის ძმაო? მოუშორებელ ჭირად მექცა!
_ მეგონა მოგწონდა!_ გიყვარდაო აღარ უთქვამს, სიყვარულისა არაფერი ეტყობოდა ირაკლის.
_ მომწონდა? მიყვარდა?_ უცნაურად ჩაეცინა ბიჭს._ სიყვარულით მართლა მიყვარდა ერთი, მაგრამ..._ სევდიანად ამოიოხრა._ წასული ამბავია, საკუთარმა უტვინობამ აი ნუცამდე მიმიყვანა! არ მინდა ახლა ამაზე საუბარი, ისედაც არ ვარ ხასიათზე!
_ კარგი! რა უნდა გკითხო, ის გოგო, მარინა, ნუცას მეგობარია არა?
_ რა ხდება? დაგაინტერესა?_ მხიარული სახე მიიღო ირაკლიმ._ მარინა სულ სხვა განზომილებაა ძმაო!
_ რას გულისხმობ?_ გაუკვირდა დიას.
_ზოგადად ამბობენ მეგობრები ერთმანეთს ჰგვანანო, მაგრამ აქ ასე არაა! რამდენადაც ნუცა საძაგელი და გაუტანელი ადამიანია, იმდენად მარინაა ანგელოზი! ეგეთი გოგონები, რა ვიცი, ალბათ ერთი_ ორი თუღა დააბიჯებს ჩვენს ქალაქში._ გულწრფელი იყო ირაკლი მარინას შეფასებისას.
_ მართლა?_ ჩაილაპარაკა ჩაფიქრებით დიამ და ახლა უკეთ გაიაზრა წინა ღამინდელი შეცდომა, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ.
_ იცი სად ცხოვრობს? საერთოდ რამე იცი მასზე?
_ ბევრი არაფერი, ვიცი რომ დედა მოუკვდა და ლოთი მამა ჰყავს. ესეც ნუცასგან ვიცი, ისე გამწარებული ცდილობს ხოლმე მარის დამცირებას და პირადში რომ ვერაფერი უპოვნა, აჰა ოჯახურ მდგომარეობას მიადგა. მთელ ჯგუფს მოსდო მისი მამის ამბავი. ათასჯერ ვუთხარი: დაიმოკლე შენი დამპალი ენამეთქი, მაგრამ არაფერი არ ესმის. არა!_ წამოდგა და ხელები უარყოფის ნიშნად გააქნია. აუცილებლად დაველაპარაკები და მერე ჩემი გზით წავალ._ საკუთარი სიტყვების დასტურად დააქნია თავი და მიღებული გადაწყვეტილებით დამშვიდებულმა ამოისუნთქა.
დიამ კი გადაწყვიტა უნივერსიტეტში მისულიყო და ის „სხვა განზომილება“ გოგო, როგორც ირაკლიმ მას უწოდა, კიდევ ერთხელ ენახა. არც იმ დღეს, არც მომდევნო დღეს მარინა ლექციებზე არ მისულა. ჯგუფშიც არავინ იცოდა რის გამო აცდენდა ასეთი კარგი სტუდენტი ლექციებს. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა მარინა უნივერსიტეტში. თუმცა თითქოს გამოცვალესო, აღარც თვალები უციმციმებდა, აღარც ჩვეულად იღიმოდა. თითქოს ლექტორის საუბარიც კი არ აინტერესებდა. უბრალოდ როგორც უსულო თოჯინა ისე იჯდა ლექციაზე. თვალები ფანჯრის მიღმა ფოთოლგაცვენილი ხისთვის მიეპყრო და დუმდა.
_ ვააა მარიიი!_ მისი დანახვა თითქოს გაუხარდა ნუცას. მეგობარს, რომელმაც გოგონა ორი კვირის მანძილზე არც კი მოიკითხა._ სად დაიკარგე მარ?
მიუჯდა გვერდით და ხარბი ინტერესით დაათვალიერა გაღიავებული დალურჯება მის მაჯაზე. ასეც იცოდა, მამამისი არ აპატიებდა იმ ღამეს. სიამოვნებით ჩაეცინა. თანაც ინტერესი კლავდა, რა მოხდა მასსა და დიას შორის. ისედაც გაუკვირდა დია რომ ეძებდა და მის სანახავად უნივერსიტეტშიც რიმ იყო მისული, თანაც რამდენჯერმე.
_ მარინააა! არ გესმის ჩემი?_ სპეციალურად ნატკენ მაჯაზე ხელი წაატანა. მარინამ ერთი შეხედა, თვალებში ინტერესი გაუკრთა, თითქოს რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მხოლოდ ხელი გასწია ცივად, ისე თითქოს ნუცას ადგილას გველი იჯდა. ყურსასმენები მოირგო და რამდენიმე მერხის მოშორებით გადაჯდა უსიტყვოდ.
_ ეეე!_ მხოლოდ ესღა ამოთქვა გაოცებულმა ნუცამ. არ ელოდა გულუბრყვილო და სულელი მარნისაგან ასეთ საქციელს.
_ რაო აბა, დარჩი მარტო? ეგეც მიგიხვდა ბოლოს რა ნაგავიც ხარ და ზურგი გაქცია არა?_ გვერდით ჩაუარა და დაგესლა სალომემ, ირაკლის ყოფილმა შეყვარებულმა._ ასეა ჩემო კარგო, ნაგვის სიმყრალე ადრე თუ გვიან ყველას ბეზრდება!
_ ჯანდაბა!_ ჩაილაპარაკა ნუცამ და დაბოღმილმა გახედა წინ გადამჯდარ „მეგობარს“._ შევცდი, უნდა მომეკითხა ეს სულელი! ჩაილაპარაკა თავისთვის. უბრალოდ იმდენად სურდა, რომ მასაც განეცადა მარტოობა და უიმედობა, საკუთარ თავს ვერ აჯობა და ვერ მოიკითხა.
ფიქრებიდან მესიჯის ხმამ გააწყვეტინა. ირაკლი იყო, შეხვედრას სთხოვდა.
_ ვერ გაძელი არა უჩემოდ?_ ჩაეღიმა კმაყოფილად. _ ჯერ შენთან მოვაგვარებ და მერე ამ სულელსაც მივხედავ!
მოღუშულმა გახედა მარინას და ტუჩები ზიზღით დაბრიცა.

_ როგორ ხარ საყვარელო?_ აკისკისდა ნაძალადევად, როცა ირაკლი დაინახა და ყელზე ჩამოეკიდა_ შენც მოგენატრე არა?
გაუკვირდა მის თვალებში სიცივე რომ დახვდა.
_ რა იყო, ისევ ბრაზობ ჩემზე? ხომ გითხარი, ლუკა უბრალოდ ძველი ნაცნობია, მეტი არაფერი! როცა შენ მყავხარ, ლუკასნაირებს როგორ გავხედავ?_ მიამიტად ააფახულა თვალები.
_ როცა მე გყავარ არა?_ სიმწრით ჩაეღიმა ირაკლის._ გყავარ რას ქვია? შენი შინაური ცხოველი გგონივარ?
მისმა ტონმა დააბნია ნუცა. ვერ გამოიცნო, რას ფიქრობდა ირაკლი.
_ კარგი რაა ჩემო...
_ „ჩემო“._ ირონიულად ჩაეცინა ისევ ბიჭს._ საიდან დაასკვენი ეგ? ერთი სიტყვით რადგან არ გესმის, არაუშავს! გამეორება ცოდნის დედააა! დღეიდან შენთან ურთიერთობას, თუ რაც გვქონდა, ვასრულებ! მორჩა! გაიგეე? ყველაფერი მორჩა! ის გაასულელე, ვისთანაც გამოგდის შენი ანგელოზის ნიღბის მორგება!
_ რას ამბობ ირაკლი? ჩვენ ხომ ერთად ვართ! მე შენ გენდე..._ თვალებში ცრემლი მოიგუბა სასწრაფოდ. იცოდა ტირილი ბევრ პრობლემას აგვარებდა ხოლმე.
_ შეწყვიტე, გთხოვ! არაა საჭირო ეგ მანიპულაციები! უკვე საკმაოდ კარგად გაგიცანი!_ ირაკლი ადგა და წასასვლელად მოემზადა. წამით შედგა და უკან მოხედა ბრაზით _ გგონია არ ვიცი ის, რაც მარინას გაუკეთე? უბრალოდ იმ დღეს მთვრალი ვიყავი და ვერ გავიაზრე, რაც დავინახე. მაგრამ ... უბრალოდ რა საცოდავი ხარ, ნეტავ თუ ხვდები!
ზურგი აქცია და გაცოფებული გოგო საკუთარ თავს შეატოვა.
_ არა! არა!_მუჭი დაარტყა მაგიდას ნუცამ._ შენი ბრალია მარინა! ყველაფერი შენი ბრალია! თუ არ განანო ნახავ!
ასეა, ბოროტი ადამიანები საკუთარ უიღბლობას, სიავეს და ბოროტებას, რომელსაც სამყარო ბუმერანგივით ყოველთვის უკან უბრუნებთ, მუდამ სხვას აბრალებენ. სწორედ ესაა ავი ადამიანების პრობლემა, თვალს იბრმავებენ საკუთარი სიცუდის წინაშე და დამნაშავეებს იქ ეძებენ, სადაც მათი სიბნელის საპირისპირო სინათლეა ხოლმე.

_ საჭმელი რა გვაქვს?_ კითხვაზე უფრო ბრძანება ჟღერდა გიას ხმაში. სამზარეულოს ნიჟარაშივე გადაიბანა მაზუთით დასვრილი ხელები. მარინას სურდა ეთქვა, ხელების დასაბანად აბაზანის ნიჟარა გამოიყენეო, მაგრამ ვერ გაბედა. სათქმელი უხმოდ გადაყლაპა და ქურა ჩართო წვნიანის გასაცხელებლად.
_ რას ათხლიპინებ მანდ?_ მხარს უკან გადმოხედა მამამ შვილს.
_ ბრინჯის წვნიანია._ წყნარი ხმით უპასუხა მარინამ.
_ ბრინჯის წვნიანი!_ უსიამოდ დაემანჭა სახე კაცს._ და ამას ეძახი საჭმელს არა? რაც დედაშენი, ის_ შენ!
მამის უსამართლო კომენტარი უპასუხოდ დატოვა და წვნიანი თეფშზე გადმოიღო. რას ემართლებოდა მშობელი, ვერ მიხვდა. ჰქონდა რამე და არ გააკეთა? ხელფასის დიდ ნაწილს საკუთარ თავს და სასმელს ახარჯებდა გია. მარინას მხოლოდ იმდენს აძლევდა, რაც ასეთი უღიმღამო კვებისთვის იყო სამყოფი. თავად მარინას კონსულტანტის ხელფასი განა იმდენი რა იყო, რომ სტუდენტის ცხოვრებასაც ყოფნოდა და გიას მოსაწონ სამზარეულოსაც გასწვდომოდა?! მამას გახედა გოგონამ ფარულად. პირის წკლაპუნითთ ხვრიპავდა კაცი წვნიანს. რატომღაც შეზიზღდა ეს სანახაობა მარინას. ისევ საკუთარ თეფშს დააჩერდა. ერთი კოვზი გასინჯა, მეორე და უეცრად იგრძნო, როგორ აზიდებდა. წამოხტა და აბაზანაში შევარდა. ძლივს მიასწრო და უნიტაზზე დაემხო. სულს ვეღარ ითქვამდა. მთელი ენერგია ამოაცალა. აკანკალებული ძლივს წამოდგა. სამზარეულოდან ყრუდ ჩაესმოდა მამის ყვირილი და გინება.
_ ვჭამ შენი დედაც! ჭამასაც აღარ მაცდიო! _ თითქოს მას სურდა ცუდად რომ გახდა. პირზე წყალი შეისხა და სარკეში ჩაიხედა.
_ალბათ რაღაცამ მაწყინა!_ ჩაილაპარაკა შეშინებულმა და საკუთარ საძინებელში გალასლასდა.
იმ დაბადების დღიდან დაახლოებით ორი თვე იყო გასული. უცნაურ სისუსტეს გრძნობდა მარინა. თავბრუ ეხვეოდა, სულ ეძინებოდა. გონება გაფანტული გახდა, ვეღარც სწავლას უდებდა გულს. მალე იღლებოდა. ყურადღება არ მიუქცევია იმ სიმპტომებისთვის, რაც ამდენად აშკარა იყო. რადგან ჰქონდა ერთი სხვაობა მის მდგომარეობას, წონას, მატების ნაცვლად, დიდი სისწრაფით კარგავდა. თვალსაჩინოდ გახდა, გაფითრდა და გაიცრიცა. მარინას რომ ვინმე მზრუნველი ადამიანი ჰყოლოდა გვერდით, აუცილებლად შეატყობდა მას ამ უცნაურობას და წაიყვანდა ექიმთან. მაგრამ სამწუხაროდ ის სრულებით მარტო იყო, ყოველ შემთხვევაში კეთილისმყოფელი არავინ ჰყავდა.

ერთ დღეს ისეთი რამ მოხდა, რასაც უკვე ვეღარავინ წარმოიდგენდა. ირაკლი უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგულით შემოვიდა უნივერსიტეტის ეზოში. გოგოებმა ფანჯრიდან დაინახეს და აჩურჩულდნენ. ნუცა დაინტერესდა, მივიდა და თავადაც გადახედა ეზოს. ირაკლის დანახვაზე თვალები აენთო. წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ეს თაიგული სწორედ მას ეკუთვნოდა. ამპარტავნული ღიმილით გახედა დაბნეულ სალომეს და გვერდი ისე აუქცია, თითქოს თავად არც მეტი, არც ნაკლები რომის პაპი იყო.
სწორედ ამ დროს შემოაბიჯა აუდიტორიაში ირაკლიმ. ნუცამ ნიშნისმოგებით გადახედა მასზე თვალგაშტერებულ გოგონებს და პირდაპირ მისკენ გაიქცა გაბადრული სახით.
_ მადლობაა საყვარელო!_ შესძახა და ორივე ხელი მისკენ გაიწოდა ყვავილების გამოსართმევად.
_ უკაცრავად და შენ რა შუაში ხარ?_ ისე ცივად ჰკითხა ირაკლიმ, რომ ნუცა ადგილს მიეყინა არეული სახით.
_ სალომე!_ ბოლოში მდგარი გაღიმებული გოგოსკენ გააბიჯა ირაკლიმ._ სალომე, მოვედი, რომ პატიება გთხოვო! თუ მაპატიებ და ჩემთან ერთად ისურვებ გზის გაგრძელებას, გპირდები აღარსდროს იტირებ ჩემ გამო!
უთხრა და ყვავილები გაუწოდა. ნელა მოტრიალდა გაფითრებული ნუცა მათკენ. ტუჩები მაგრად ჰქონდა მოკუმული, რათა ისტერიული კივილი შეეკავებინა. სალომემ მისი ავი მზერა დაიჭირა. უყურა უყურა და გამარჯვებულის ღიმილით გაუღიმა. და იქნებ სწორედ მის ჯინაზე გამოართვა ირაკლის ის ყვავილები, ვინ იცის?!
უცებ გოგიები აჩოჩქოლდნენ. უკანა მერხებს მიაწყდნენ.
_ მარიი, მარინაა!_ კიოდნენ შეშინებულები.
_ რა მოგივიდა? გაახილე თვალი! სასწრაფო, დროზე დარეკეთ ვიღაცამ!
ირაკლი უცებ მოეგო გონს. გულწასული გოგონა ხელში აიტაცა და სალომეს მიაძახა გამომყევიო. არც სალომეს უფიქრია ბევრი. ყვავილები იქვე მერხზე მიაგდო, ჩანთას ხელი დასტაცა და წინ წასულ ირაკლის აედევნა. როცა გაშეშებულ ნუცას გაუარა გვერდით, დამცინავად უჩურჩულა:
_ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის ძვირფასო!_ მხარი გაკრა და აუდიტორია დატოვა.
აუდიტორიაში დარჩენილი გოგოები კი გაოგნებულები უყურებდნენ გონსგადასულ ნუცას, რომელიც გაგიჟებული ყვიროდა და ფეხით თელავდა სხვისთვის ნაჩუქარ ყვავილებს...

_ რას ამბობთ? ფეხმძიმედაა? _ გაოცებას ვერ მალავდა სალომე_ მარინა არის ფეხმძიმედ? არა, შეუძლებელია! ყველაზე დავიჯერებ, მაგრამ არა მასზე! ის არაა ასეთი გოგო! ღმერთო ჩემო, რა ხდება ნეტავ მის თავს?
კურსელის გალეული ხელი ხელში ეჭირა და გულწრფელად ღელავდა მასზე, სწორედ ისე, როგორც ქალი ქალზე უნდა ღელავდეს და ქალურ სოლიდარობას გრძნობდეს გასაჭირში ჩავარდნილი მეგობრის გამო.
ირაკლიმ პალატა უსიტყვოდ დატოვა. გარეთ გამოვიდა და დაფიქრდა.
_ აი რატომ ეძებდა ასე დია მარინას! ანუ ..._ ფიქრი ვეღარ გააგრძელა._ თუ ისეა ყველაფერი, როგორც მგონია, მაშინ დიამ სიმართლე უნდა გაიგოს! მობილური ამოიღო და მეგობრის ნომერი აკრიფა.
_ რას აკეთებ თუ ხვდები?_ მოესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა. ტელეფონი ყურიდან მოიშორა და უკან მიბრუნდა....


3

_ არავის უთხრა, გაფიცებ ყველაზე საყვარელს! საქმე იმაში არაა, რომ საკუთარ სახელს ვუფრთხილდები. თუ ნუცამ გაიგო აუცილებლად ეტყვის მამაჩემს და..._ ნერწყვი ვეღარ გადაიტანა მარინამ გამშრალ ყელში. წარმოიდგინა რა მოჰყვებოდა იმ ამბავს, თუ მამამისი მის ორსულობას შეიტყობდა. გააკანკალა შიშით.
_ რა მოხდება თუ მამა გაიგებს? გეჩხუბება?_ სიბრალულით ჰკითხა ირაკლიმ.
_ მეჩხუბება? _ ნერვიულად ჩაეცინა საწყალს._ კი არ მეჩხუბება, ცემაში ამომხდის სულს.
ეს თქვა და კაბის მკლავები მაღლა აიწია. მკრთალად, მაგრამ მაინც ეტყობოდა ძველი სისხლჩაქცევები.
_ ეს მამამ გიქნა?_ გაოცება და ბრაზი ვერ დამალა ირაკლიმ. სალომემ პირზე მიიფარა ხელის გული გაოცების და შეძრწუნებისგან.
_ კი იმ ღამეს, როცა ეს..._ ხმა ჩაუწყდა და თვალები ცრემლებით აევსო. ხელები მუცელზე დაილაგა, რომელზეც ოდნავადაც კი არ ეტყობოდა ორსულობა.
_ არ ვიცი რა მოხდა იმ ღამეს, არ ვიცი რატომ მოხდა._ ჩაილაპარაკა ატირებულმა.
_ იძალადეს?_ ხმა გაებზარა სალოს.
_ არა. არ ვიცი... უბრალოდ არ მახსოვს. ღმერთო რა გავაკეთო ახლა?_ საკუთარ თავს შეეკითხა საბრალო და ბალიშზე გადაწვა უღონოდ.
_ ბავშვის მამა იცი ვინაა?_ ირაკლის სასურველი კითხვა სალომ დასვა. მარინამ უხმოდ დააქნია თავი და ირაკლის შეხედა. თუმცა მისი სახელი არ უთქვამს ირაკლი ყველაფერს მიხვდა. პალატიდან გამოვიდა და მობილურზე დიას ნომერი აკრიფა. თუმცა ოპერატორმა უპასუხა, რომ ტელეფონი გამორთული იყო.
_ ჯანდაბა!_ ჩაილაპარაკა ნერვებმოშლილმა. _ არ შეიძლება ამ ამბის დამალვა და გაჭიანურება. დღესვე უნდა ვნახო დია.

რადგან მუცლის მოშლის საფრთხე არ ემუქრებოდა, მარინამ გადაწყვიტა სახლში დროულად დაბრუნებულიყო და მამამისისთვის არ მიეცა მორიგი ჩხუბის მიზეზი. ავტობუსში მჯდარი უიმედოდ ეძებდა გამოსავალს, მაგრამ თავში არაფერი მოსდიოდა. რა უნდა ექნა? რამდენ ხანს დამალავდა ორსულობას? იქნებ?... სულ წამით შეუძვრა გონებაში ავი აზრი. იქნებ ასე ჯობდა? ყველაფერი დასრულდებოდა და ცხოვრებას ჩვეულად გააგრძელებდა. მობილური ამოიღო და საძიებოში აბორტი აკრიფა. პირველივე ვიდეოს თითი დააჭირა. თვალებგაფართოებული უყურებდა პროცედურის სიმულაციას. უყურებდა როგორ ცდილობდა ნაყოფი მაკრატლის თავიდან არიდებას, უყურებდა მუცელშივე როგორ ნაწილ_ ნაწილ დაჩეხა სულ პაწაწინა სხეული იმ ხელსაწყომ. ჯერ ერთი პაწაწა ფეხი გამოიტანეს დედის მუცლიდან, მერე მეორე, მერე ხელი და... იგრძნო როგორ აზიდებდა. ზიზღის და სიბრალულის გრძნობა მის სხეულში აზვირთდა და ... წამოხტა და მუჭები ავტობუსის კარს დაუშინა. მისი აფექტით შეშინებულმა მძღოლმა უკმაყოფილო ჩხუბით გაუღო კარი. იქვე ქუჩის კუთხეში აერია გული მარინას.
მუხლებზე დამდგარი, აკანკალებული სხეულით სულ მარტო იყო უზარმაზარ სამყაროში. მაგრამ არა! მარტო როგორ? იყო კიდევ ვიღაც მასზე ბევრად უმწეო, უსიტყვო და მართლაც დაუცველი. ვიღაც, ვინც ჯერ ისევ მის მუცელში იჯდა და თავი ყველაზე დაცული ეგონა, რადგან დედის სხეული ყველაზე დიდ, მტკიცე და დაურღვეველ ციხე_გალავნად ეჩვენებოდა. ძლივს წამოდგა ფეხზე. ჰაერი ჩაისუნთქა. საკუთარ გაფანტულ სიმტკიცეს მოუხმო. თავად არ ჰგავდა დედამისს. შვილს არ მიატოვებდა. მით უმეტეს სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა. არასდროს გააკეთებდა არჩევანს მხოლოდ საკუთარი თავის სასარგებლოდ, თუმცა დიახ, კანონით ამის სრული უფლება ჰქონდა, რადგან სხეულიც და სხეულში მფეთქავი სიცოცხლეც მხოლოდ მას ეკუთვნოდა იმ წამს. ამის წარმოდგენამ, რომ ვიღაცის სიციცხლე იმ წამს მხოლოდ მის ნება_სურვილს და გადაწყვეტილებას უპირობოდ იყო მინდობილი, ძალა და თავდაჯერება შემატა.

_ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ჩვენ არ გვსურს მისი მიღება!_ უთხრა საკუთარ თავს მტკიცედ. სახლისკენ მიბრუნდა და ნელი ნაბიჯით აუყვა აღმართს.

დარეკვა რომ ვერ შეძლო ირაკლიმ, პირდაპირ დიას სახლისკენ წავიდა. კარგა ხანს რეკა ზარი და მიხვდა ბოლოს დია სახლში არ იყო. მეგობრებში მოიკითხა და გაიგო, რომ დიას მამას რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევა მოსვლოდა და თავად სოფელში წასულიყო ნაჩქარევად.
_ ჯანდაბა!_ ნერვებმოშლილმა საბოლოოდ მიარტყა მუჭი რკინის კარს და კიბეებზე სირბილით დაეშვა. სალომეს დაურეკა გზიდანვე.
_ სალო, რაღაც უნდა გთხოვო. ეს რამდენიმე დღე მარინას მიაქციე ყურადღება. მე დიასთან უნდა წავიდე და ყველაფერი მოვუყვე. მანამდე კი რამე სისულელე არ ჩაიდინოს იმ გოგომ!_ ისე, რომ სახლშიც არ მისულა, მანქანა დიას სოფლის გზას გაუყენა.

რაიონი, სადაც დიას მამა ცხოვრობდა, თითქოს რამდენიმე ათწლეულით უკან დროში იყო გაყინული. არც გზა, არც ელემენტარული კომფორტი. არა თუ გაზი და დენი. მაღალმთიანის სტატუსით მცხოვრებ სოფელს, სულ ცოტა გზა მაინც სჭირდებოდა წესიერი, რათა საჭიროების დროს სასწრაფო მაინც მისულიყო დროულად. უყურებდა ირაკლი ფანჯრიდან გადაშლილ მშვენიერ ხედებს და ისედაც ნერვებმოშლილს ბრაზი იპყრობდა, ასეთი მიტოვებული და გავერანებული რომ იყო იქაურობა.
დიას სახლს კითხვა კითხვით მიაგნო ლამის ბოლომდე დაცლილ სოფელში. თვალში მოხვდა ერთი უცნაურობა, რომ უკვე რამდენიმე სოფელი იყო, სადაც ერთ ბავშვსაც კი ვერ მოჰკრა თვალი. გული შეეკუმშა. სულ ახლო იყო ამ სოფლების სიცოცხლის აღსასრული. ახლა მიხვდა, რატომ ჯიუტობდა აბე, დიას მამა, და რატომ არ მოჰყვებოდა ვაჟს ქალაქში. მართლაც ერთი სულიც კი არ ჰყავდა ამ მთებს ქალაქში დასაკარგავი. სულ მალე სოფელს ნასახლარი დაერქმეოდა და მათაში გაზრდილი კაცისთვის ეს ამბავი სიკვდილის უდრიდა. მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა? წინ სვლა და კომფორტი თუ სურს? იდგა ირაკლი და წვერდათოვლილ მთებს გაჰყურებდა სინანულით. არადა ახლიდან დაბადების ტოლფასი არ იქნებოდა ყოველ დილით ამ მთების ყურება? ფილტვებში ამ კამკამა ჰაერის ჩაშვება, ხომ საერთოდ. ოცნებას ჰგავდა იქ დარჩენაზე ფიქრი. ოცნებას, რომელსაც რაციონალური გონება ჩანასახშივე კლავს ხოლმე. ჩანასახის გახსენებამ მარინა გაახსენა და გამოფხიზლდა არეული ფიქრებისგან. რა დროს მთები იყო, დია უნდა ეპოვნა სასწრაფოდ და ყველაფერი მოეყოლა.

_ ირაკლი?_ მართლა გაუხარდა დიას მეგობრის დანახვა. დაღლილ სახეზე ეტყობოდა, რომ უძილარი და დაღლილი იყო.
_რა დაემართა აბე ძიას?_ ჰკითხა ირაკლიმ და მხარზე ხელი გამამხნევებლად მოუჭირა.
_ გამხმარ ხეს ჭრიდა თურმე ეზოს ბოლოს და არასწორად წაქცეულა ხე. ქვეშ მოიყოლა. თეძოს ძვალი აქვს მოტეხილი. სანამ მეზობელი იპოვნიდა მთელი დღე ყოფილა იმ ხის ქვეშ ბიჭო!_ ამოიოხრა დიამ._ მორჩა აქ აღარ დავტოვებ! მლანძღოს რამდენიც უნდა, ქალაქში წამოვიყვან, გაკოჭვა რომ დამჭირდეს მისი მაინც!
გულში გაიფიქრა ირაკლიმ. შენს ორ ოთახიან სახლში მთლად დასაბმელ გიჟს დაემსგავსება საწყალი კაციო, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
_ ირაკლი, რაღაც მინდა გითხრა! რაღაც ისეთი მოხდა, რომ დამალვა და გადადება საქმეს არ წაადგება._ მეგობარს გვერდით მიუჯდა და ყველაფერი უამბო. არც ის გამორჩენია, რომ მარინას მოძალადე, ლოთი და პათოლოგი მამა ჰყავდა, რომელმაც მათი გაცნობის ღამეს დალურჯებამდე სცემა ქალიშვილი._ ასე რომ თუ კაცი ხარ, შენს წილ პასუხისმგებლობას არ გაექცევი იმედია! მოვკვდი იმ საწყალი გოგოს ცოდვით ძმაო! ისეა გამხდარი, ორსულობა კი არა, ლანდი გასდის გვერდებში. ასეთი წაშლილი მარინა მე აქამდე არ მინახავს. სალომეს დავავალე ყურადღება მიაქციოს, მაგრამ არ ვიცი მისი ნერვიული სისტემა სადამდე აიტანს თავს დატრიალებულ ამბავს.
დაფიქრებული უსმენდა დია ირაკლის მოტანილ ამბავს. სინანული იგრძნო ჩადენილის გამო. ახლა სულ არ ჰქონდა გეგმებში შვილის ყოლა. მწარედ ჩაეცინა. აი რა მოყვება დაუფიქრებელ და უპასუხისმგებლო ნაბიჯებს! ამოიოხრა, სხვა რა გზა იყო? საკუთარ საქციელზე და მის ყველა მოსალოდნელ შედეგზეც პასუხი თავად უნდა ეგო. მარინა გაახსენდა და მისმა გახსენებამ რატომღაც გააღიმა. ლამაზი გოგო იყო, ნაზი და რაღაცნაირად სხვანაირი. მთელი საღამო თვალი ვერ მოაშორა მაშინ. და როცა სამზარეულოში გასული ოთახში შებრუნდა და დივანზე მთვლემარე დაინახა, გაუკვირდა. სტუმრები უკვე წასულიყვნენ. ის კი მშვიდად მიყრდნობოდა დივნის საზურგეს. ლოყა მოხრილ მკლავზე ჩამოედო და მშვიდად თვლემდა. ახსოვს გაიფიქრა: „ამ გოგონას ყურება უკვე ბედნიერება არისო!“
მერე ის მოხდა, რაც მოხდა. არ ეგონა თუ ასე გამოვიდოდა. თავადაც უგონოდ მთვრალი იყო, პასუხისმგებლობის გრძნობა ძლიერმა სურვილმა დასჯაბნა და....
_ რამდენიმე დღე მოცდა მოგვიწევს და მერე აუცილებლად ყველაფერს მოვაგვარებ! არ ინერვიულო ძმა! ვიცი რაც უნდა გავაკეთო!_ უთხრა ირაკლის და მამის პალატაში შევიდა, რათა მისთვისაც ეთქვა, რომ ქალაქში მიჰყავდა.
_ იმედია მანამდე რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება!_ ცუდი წინათგრძნობა არ ასვენებდა ირაკლის.

უჩვეულო სისუსტეს გრძნობდა მარინა. სურდა უბრალოდ საწოლში წოლილიყო და არაფერზე ეფიქრა,მაგრამ გია ამის საშუალებას არ აძლევდა შვილს. ის ბოლო პერიოდი მაინც ისე აატანა სმა, რომ ლამის გამოფხიზლებელი დადიოდა.
ერთ საღამოს უბნის რამდენიმე ლოთი ამოიყოლა სახლში. ისეთები, ადრე გამარჯობას რომ ძლივს იმეტებდა მათთვის. მაგიდის გარშემო საპატიო სტუმრებივით დაამწკრივა და შვილს მოუხმო.
_ მოდი გოგო მაგიდა გაგვიშალე დროზე!_ უკმაყოფილება გულში დამალა მარინამ და სამზარეულოში გავიდა. კომბოსტოს მწნილი დაჭრა, ლობიო შეათბო, კონსერვი გახსნა. რაც ჰქონდა არაფერი დაუშურვებია და მაგიდა გააწყო.
_ ეს რა ჯანდაბაა, მიდი ნივრის მწნილი გაგვიხსენი!_ უბრძანა მამამ. ალბათ ლოთი მეგობრების გემოვნება მან უკეთ იცოდა.
თაროდან ჩამოიღო მძიმე ქილა მარინამ. თავი მოხსნა, მაგრამ მაშინვე დააფარა. მისთვის გაუსაძლისი სურნელი ჰქონდა ნივრის მწნილს. თავს შემოუძახა. სუნთქვა შეიკრა და მწნილი სწრაფად ამოიღო თეფშზე. ლამის სუნთქვის გარეშე მიიტანა სუფრაზე და ის იყო გამობრუნებას აპირებდა ერთ_ერთმა ჯიბიდან რაღაც კონსერვი რომ ამოიღო.
_ აბა ძმებო უთევზოდ რა გემო აქვს არაყს?_ გაიცინა უკბილო პირით და ის ზუნზლიანი ქილა ისეთი თავმოწონებით გახსნა, თითქოს ამაზე უკეთესი თევზი არსად ეგულებოდა დედამიწის ზურგზე. აი ამ მძაფრ სურნელს კი ვეღარ აჯობა მარინამ. პირზე ხელი აიფარა და საპირფარეშოში გავარდა.
_ რა ორსული ქალივით ინაზები შვილო?_ გაეცინა ლოთს და კონსერვის შიგთავსი გადმოიღო თეფშზე._ აბა შენ რა იცი ხურმა რა ხილია?!
ვითომ ხუმრობა სცადა. გიამ ეჭვის თვალი მოაცილა დერეფანს და ბრაზით ჩაილაპარკა.
_ დედამისიც ასეთი აზიზი იყო! ის ძაღლის გაგდებული!
_ ისე სულ მიკვირდა ჩემო გია! ასეთი ლამაზი ქალი ცოლად რატომ გამოგყვა საერთოდ? _ ჰკითხა ერთმა თანამეინახემ. მარინა აბაზანიდან გამოსულიყო ამასობაში და მცირედ თავბრუსხვევის გავლას ელოდა დერეფნის კედელზე მიყრდნობილი.
_ ჰმ, გამომყვა არა? ორსულად დარჩა და სხვა გზა არ დამიტოვეს მისმა ძმებმა, თორემ მე მაგის ცოლის მომყვანი ვიყავ საერთოდ!_ ისე გაიჯგიმა თითქოს საამაყო რამ თქვა._ ხომ ჩაძაღლდნენ ორივენი ერთად. მასეც მოუხდებათ. დავლიოთ აბა ბიჭებო! უფლის ხსენება იყოს პირველი!
_ ამინ!
_ ამინ!_ მიაძახეს „ ძმებმა“ და ერთი ამოსუნთქვით გადაკრეს პირველი ჭიქა. წინასწარ ამოიოხრა მარინამ, როცა წარმოიდგინა, რომ მთელი ღამე ვეღარ გაიგნებდნენ მამის მეგობრები თავიანთი სახლებისკენ გზას....

როგორც კი შეძლო მამა წამოიყვანა და სახლში დაბრუნდა დია. კაცს ფეხზე ადგომა არ შეეძლო ჯერ და ალბათ კარგახანს დასჭირდებოდა შვილის მზრუნველობა. იმ საღამოსვე წავიდა დია მარინას სანახავად, მაგრამ ვერ მოახერხა. მთელი დღე ელოდა სადარბაზოსთან, მაგრამ მარინა არ გამოსულა. შემდეგ სალომეს სთხოვა მის ნახვაში დახმარებოდა. არ სურდა მსგავს საკითხზე ტელეფონით ესაუბრა, მით უფრო სახლში დაუკითხავად დასდგომოდა თავზე. ვინ იცის ამის უარესად გაემწვავებინა პრობლემა. სალომე დახმარებას დაპირდა და მალევე შეუსრულა პირობა.
დიას დანახვაზე ადგილზე გაშეშდა მარინა. არ ელოდა მის ნახვას. სალომეს გახედა წარბშეკრულმა.
_ რა ხდება სალო?_ ჰკითხა ახალ მეგობარს.
_ ვფიქრობ უჩემოდაც ხვდები, რომ უნდა ილაპარაკოთ! მას აქვს უფლება სიმართლე იცოდეს!_ სალომემ ოდნავ უბიძგა მარინას.
_ გამარჯობა, დია_ მიესალმა ბიჭს და გაჯიუტებულ მეგობარს ხელი გაუშვა.
_ მე ჯობია წავიდე! დაგტოვებთ და თქვენ მშვიდად ისაუბრეთ!_ თვალებით შეევედრა მარინა სალომეს დარჩიო,მაგრამ გოგონამ მხოლოდ გაუღიმა და წავიდა. მარინამ უხერხულობისგან არ იცოდა ხელები სად წაეღო. მათ შორის ჩამდგარი სიჩუმე კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა სიტუაციას. უყურებდა დია და იმ მორცხვი, მაგრამ მხიარული გოგონას აჩრდილსღა ხედავდა, ვინც მაშინ ასე მოხიბლა. ამოიოხრა. რას არ მისცემდა, რომ იმ ღამის გამოსწორება შესძლებოდა,მაგრამ სინანული უკვე გვიანი იყო.
_ მოდი დავსხდეთ სადმე!_ შესთავაზა დიამ.
მარინამ მხოლოდ თავი დაუქნია. რომელიღაც პატარა კაფეს კარი შეაღო დიამ და მყუდრო ადგილი შეარჩია სასაუბროდ. ყავა და ნამცხვარი შეუკვეთა მარინასთვის.
_ არა, ყავა არა, რამე ტკბილი წვენი მირჩევნია,მაგალითად ალუბლის!_ მაშინვე შეუსწორა მარინამ.
_ ალუბლის და ტკბილი?_ გაეღიმა დიას.
დაბნეული მზერა აარიდა მარინამ. მხოლოდ მხრები აიჩეჩა. მისი ეს პატარა ახირებაც უხერხულობას იწვევდა რატომღაც.
_ კარგი, იყოს ალუბლის წვენი!_ ღიმილით შეცვალა შეკვეთა დიამ და ხელები მაგიდაზე დააწყო. მარინამ კი თითქოს ამის პასუხად ორივე ხელი სწრაფად ჩაიწყო კალთაში. აშკარად მისგან დისტანცირებას ცდილობდა.
_ ირაკლიმ ყველაფერი მომიყვა!_ რამდენადაც შეძლო მშვიდი ხმით დაიწყო საუბარი დიამ. სწრაფად ამოხედა მარინამ და მზერა აარიდა ისევ.
_ მინდა იცოდე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ მე! ბავშვს გვარსაც მივცემ და ყველა ხარჯებშიც დაგეხმარები! გესმის ჩემი?_ ჰკითხა დიამ თავდახრილ გოგონას.
მარინა გამალებით ფიქრობდა. მამის სიტყვები ახსენდებოდა, ორსულად რომ არ დარჩენილიყო ცოლად არ მოვიყვანდიო, დედამისზე რომ ამბობდა. არა, დია ცოლობას არ სთავაზობდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ დიდად არც ეს ბავშვის ამბავი უხაროდა. სასიამოვნო იყო, რომ დახმარებას სთავაზობდა. რომ არ გაურბოდა საკუთარ პასუხიმგებლობას, მაგრამ მას მაინც ვერ უშველიდა მისი დახმარება. როგორც კი მუცელი თვალსაჩინო გახდებოდა მამამისი ცემაში მოკლავდა ალბათ. მას თუ არაფერი მოუვიდოდა, ბავშვს მაინც დაკარგავდა.. იქნებ სულ არ სჭირდებოდა ეს კაცი ? გიაც ერთ დროს კარგი ადამიანი იყო მგონი. სანამ იძულებული არ გახდა და ის არ მიიღო ცხოვრებისგან, რაც არ სურდა. ვაითუ როდესმე დიაც გიას დამსგავსებოდა? ვაითუ ისევე დაზაფრულიყო მისი ქალიშვილი მამის სიახლოვეს, როგორც თვითონ? ვაითუ ვერ გაეწია სათანადო მამობა? იქნებ ჯობდა ეცადა და მარტოს მოეგვარებინა საკუთარი "პრობლემა"? შვილის მშვიდი მომავლისთვის იქნება აჯობებდა თუ დედამისის შეცდომას არ დაუშვებდა და მტარვალი მხსნელში არ აერეოდა?! ამ ფიქრებში იყო გართული, რომ მოულოდნელად ვიღაც გოგონა მიუახლოვდა მაგიდას.
_ ვაა, დიააა! როგორ ხარ? სად დამეკარგე ტკბილო?_ ჰკითხა და ბიჭს ტუჩის კუთხეში მოურიდებლად აკოცა. თვალი მარინასკენ გაექცა დიას. სევდიანად იღიმებოდა გოგონა. მართალი იყო. დიას საკუთარი ცხოვრება ჰქონდა, არ იყო აუცილებელი მისი არევა.
_ აქ სალაპარაკო არაფერია დია!_ ხმა ამოიღო მოულოდნელად მარინამ._ ეს პრობლემა შენ არანაირად არ გეხება! იმიტომ რომ... იმიტომ რომ არაა შენი!
ფეხზე წამოდგა და ჩანთა აიღო.
_ შენ კარგი ბიჭი ჩანხარ, ამიტომ ვერ დაგამძიმებ საკუთარი პრობლემებით! შეიძლება?_ თითით ანიშნა ალუბლის წვენზე. მისი მოულოდნელი პასუხით გაკვირვებულმა დიამ თავი დაუქნია. მარინამ ჭიქა აიღო, სულმოუთქმელად დაცალა მჟავე სისხლისფერი წვენი. ტუჩები წითლად შეეღება ბავშვივით. ისევ გაეღიმა დიას.

_ მადლობა და ბოდიში!_ სწრაფად თქვა მარინამ. ჩანთა მოიკიდა და კაფე სწრაფი ნაბიჯით დატოვა.
_ არაუშავს! მარტოც შევძლებთ! მეტი არავინ გვჭირდება, მე და შენ მთელი სამყაროს წინააღმდეგ ჩემო პატარა!_ რატომღაც დარწმუნებული იყო გოგო ეყოლებოდა. იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა თავს ბევრად უკეთ გრძნობდა.


4

_ძაღლი ბაბუაშენი ჩაძაღლებულა!_ ისეთი ბედნიერი სახით ამცნო გიამ მარინას დედის მამის გარდაცვალება, გოგონამ კინაღამ მიულოცა. ვიღაც ძველი საერთო ნაცნობი შეხვედროდა ბაზარში და იმას მიესამძიმრებინა, სიმამრი დაგეღუპაო. ცოლის მხრიდან ნათესავებთან კავშირი არ ჰქონდა გიას. ან რანაირად ექნებოდა? ჯერ იყო და ძალით დააქორწინეს მის მიერვე შეცდენილ ქალზე, მერე, როცა ცოლს ჭკუაზე მოსაყვანად ერთი _ორს წაუთაქებდა ხოლმე, ცოლის ძმები სადაც ხელში ჩაიგდებდნენ იქვე ცემდნენ სიკვდილამდე. რამდენჯერ უთხრეს დას, წამოდი მაგ ნადისრისგანო, მაგრამ ნინელი ოჯახის დანგრევას ერიდებოდა. "ბავშვს უმამოდ ვერ დავტოვებო!" იმიზეზებდა. ერთ დღეს მამაც ჩამოვიდა სოფლიდან და ნინელის და მარინას სოფელში წაყვანა დააპირა, მაგრამ ქალიშვილმა მტკიცე უარი განუცხადა. არ სუძემ დათმო ადვილად შვილი, მაშინ ჯერ კიდევ უყვარდა გიას მარინა და დავიწყებული აქ ჰქონდა მშობლის მოვალეობა. იმ დღეს პირველად და უკანასკნელად იჩხუბა მამა_შვილმა. სიბრაზისას წამოცდენილმა სიტყვებმა კი „მე ქალიშვილი აღარ მყავსო!“ მათ ურთიერთობას წერტილი დაუსვა. ითმენდა ნინელი პატარ _ პატარა გამოხტომებს ქმრისგან, მანამ სანამ ერთ დღესაც ორივე ძმა ავარიას არ ემსხვერპლა და ქმრისგან დამცავი აღარავინ დარჩა. აი მაშინ კი აუშვა აფრები გიამ და რაც ბოღმა და ზიზღი ჰქონდა დაგროვილი წლების მანძილზე სულ საწყალ ნინელიზე ამოანთხია. რამდენიმე წელიწადში ოდესღაც ლამაზი ქალის აჩრდილიღა დალასლასებდა სახლში. სანამ ნინელი სახლიდან გაიქცეოდა და ოჯახს მიატოვებდა, გიას არასდროს გამოუხატავს აგრესია შვილის მიმართ. ბევრ ცუდ დღესთან ერთად მარინას მეხსიერებას რამდენიმე ლამაზი დღეც შემორჩა, მამასთან გატარებული. მაგრამ ცუდი იმდენად ბევრი და მტკივნეული იყო, რომ კარგი ვეღარ სჯაბნიდა და ვეღარ ერეოდა გადატანილ ტკივილს.
_ გაიგე რა გითხარი გოგო? გაჭიმა ბაბუაშენმა ფეხები, მიეწია თავის ცოფიან ლეკვებს უკან!_ ჩაიქირქილა გახარებულმა გიამ.

_ როდის მივდივართ?_ ჰკითხა მარინამ და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.

_ სად?_ ჰკითხა გაკვირვებით გიამ.

_ პანაშვიდზე, ბაბუა იყო მაინც...

_ მე ჩემდათავად სულ ფეხებზე , შენ?_ ცოტა ხანს უყურა შვილს და ხელი ჩაიქნია._ წადი თუ გინდა, გადმოყარე ორიოდე ნიანგის ცრემლი. ნეტა ის კახპა არ ჩამოეთრევა მამის დაკრძალვაზე?
ჩაილაპარაკა ინტერესით და მისაღების დივანზე გაიშხლართა ტელევიზორის წინ და ორიოდ წამში უდარდელი ხვრინვა ამოუშვა.
საძინებელში გავიდა მარინა და საწოლზე ჩამოჯდა. დაფიქრდა, სცადა და ვერ გაიხსენა ბაბუამისი. სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, ისიც ღრმა ბავშვობაში. ამოიოხრა. რა იქნებოდა დედა მაშინ გაჰყოლოდა მამამისს სოფელში. იქნება ახლა სულ სხვა ცხოვრება ჰქონოდათ ორივეს. მამის სიტყვები გაახსენდა.

_ ნუთუ მამის დაკრძალვაზეც არ მოხვალ დედა?_ ჰკითხა დედის ლანდს და თვალები ცრემლებით აევსო. ახლა დედა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ თავად იქნებოდა კარგი დედა. არავის მისცემდა შვილის გამწარების უფლებას. არასდროს მიატოვებდა. მუცელს ხელით მიეფერა. ადგა და პატარა სამგზავრო ჩანთის ჩალაგება დაიწყო. მეორე დღეს შუადღისას სახლიდან გამოვიდა და სოფლის გზას დაადგა. დედულეთის, სადაც არასდროს იყო ნამყოფი. ნეტავ როგორ შეხვდებოდნენ იქაურები? ნეტავ როგორ მიიღებდნენ?

სამარშრუტო ტაქსი სოფლის განაპირას გაჩერდა. მარინამ მძღოლს თანხა გადაუხადა და ჩანთა მხარზე მოიკიდა. ნელა გაუყვა სახლებს შორის გაწოლილ ფართო ასფალტირებულ გზას. მოეწონა სოფელი. ხმაურიანი, ხალხმრავალი და ცოცხალი სოფელი ჩანდა. ყველა სახლის წინ ვარდები, იასამნები და სხვადასხვა ყვავილები იწონებდნენ თავს. სახლების ჭიშკრებთან ხის პატარა სკამები იყო გამართული, ალბათ საღამოს თავს აქ იყრიდნენ დაღლილი მეზობლები და საუბარში გაჰყავდათ საღამოები. რატომღაც სასიამოვნო განწყობა დაეუფლა. კიდევ ერთხელ ინატრა თბილისის ნაცვლად აქ დაბადებულიყო და გაზრდილიყო. ნეტავ ბიძებს გიასთვის დედამისის ცოლად მოყვანა არ დაეძალებინათ და ამ ნათელი სოფლიდან ქალაქში ფეხი არასდროს გაედგათ.
რადგან სახლი არ იცოდა, რომელიღაც შემხვედრ მოხუცს ჰკითხა ბაბუის მისამართი.

_ შენ რომელი ხარ შვილო?_ დაინტერესდა მხარზე თოხგადებული კაცი და შუბლი მოიჩრდილა, თითქოს ასე უკეთ ამოიცნობდა უცნობ სტუმარს.

_ მე ნოდარი და კლარა ბარბაქაძეების შვილიშვილი ვარ, მარინა მქვია!_ უპასუხა გოგონამ.

_ მოიცა უკეთ შეგხედო! ნინელის გოგო ხომ არ ხარ შენ?_ უკან გადგა კაცი და მარინა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა._ კი ჰგავხარ დედაშენს! მასავით ლამაზი გოგო ხარ! ჩემი გოგო და დედაშენი კუდგადაბმული მეგობრები იყვნენ შვილო!
წარსულის გახსენებაზე გაეღიმა მოხუცს.

_ კარგი იქნებოდა ასე არ მოსვლოდა ნინელის და უდროოდ არ წასულიყო ამ ქვეყნიდან!_ ჩაილაპარაკა კაცმა. მარინას გზა მიასწავლა და დაემშვიდობა. გაუკვირდა მისი სიტყვები გოგონას. რას ქვია „უდროოდ წავიდა?“ ასე ხომ მხოლოდ გარდაცვლილებზე ამბიბენ? გაიფიქრა გულში.

_ალბათ, ამდენი წელი რომ არაფერი სმენიათ მასზე ამიტომ!_ ჩაილაპარაკა და გზა გააგრძელა.

მწვანედ შეღებილი მაღალი ჭიშკრის წინ გაჩერდა მარინა. ჭიშკარი ბოლომდე იყო მოღიავებული და ფართო აყვავებულ ეზოში უამრავი ხალხი ირეოდა. ისე შევიდა ჯერ ეზოში და მერე სახლში, რომ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ჩანთა მოიხსნა და იქვე მაღლა ამავალ კიბესთან დადო. თმა და ტანისამოსი შეისწორა და მისაღების გაღებულ კარში შეაბიჯა.
ოთახის შუაგულში ესვენა წაბლისფერი სასახლე, გარშემო ფერადი ყვავილები ეწყო. სასახლის გარშემო შემოლაგებულ სკამებზე ხალხი იჯდა. არავინ ტიროდა. მხოლოდ ხმადაბლა საუბრობდნენ, გარდაცვლილს იხსენებდნენ.
მარინას გადიდებული სურათი მოხვდა თვალში. გამხდარი მკაცრ სახიანი კაცი წარბშეკრული შემოჰყურებდა, თითქოს ეკითხებოდა: „ რა გინდა? რისთვის მოხვედიო?!“ ვერაფერი იგრძნო მარინამ. და ეტკინა ეს სიცარიელე. ალბათ არც მის შვილს ეყოლებოდა მოყვარული ბებიები და ბაბუები. არადა როგორ უყვართ ხოლმე ბავშვებს ეს ძვირფასი ადამიანები?! სამწუხაროა, რომ მისი შვილი ვერ გამოსცდიდა მათ სიყვარულს და მზრუნველობას.
ხალხი მოათვალიერა და თვალი შავებში ჩაცმულ მოხუც ქალზე შეაჩერა. ისიც თვალგაშტერებით უყურებდა. გულმა უგრძნო მარინას, ეს უნდა ყოფილიყო დედამისის დედა. მის ზურგს უკან კედელს გახედა მოხუცმა. მის მზერას გააყოლა მარინამ თვალი და კედელზე სამი შავ_თეთრი ფოტო დაინახა. შუაში დედის სურათი ამოიცნო და თავისთავად მიხვდა, ის ორი მისი ბიძები იყვნენ. გააშეშა დედის შავ_თეთრმა ფოტომ. იგრძნო როგორ დატრიალდა ოთახი მის გარშემო. ნელა ჩაიკეცა მუხლებში და გული წაუვიდა განცდილი მღელვარებისგან.
თვალი უცხო საძინებელში გაახილა. საწოლში იწვა და სრულებით მარტო იყო. წამოიწია და სცადა მომხდარის გახსენება.

_ რატომ კიდია იქ დედაჩემის სურათი?_ ჰკითხა საკუთარ თავს.

_ იმიტომ რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა!_ მოესმა ხმა და სწრაფად წამოჯდა, ისევ თავბრუსხვევა იგრძნო.

_ დამშვიდდი._ მოხუც ქალს მკაცრი ხმა ჰქონდა, ლამის ისეთი, როგორც მისი ქმრის სახე იყო სურათში. _ ვატყობ დედაშენივით სუსტი ჯანმრთელობა გაქვს!

_ მე.. თქვენ მე..._ ვერაფრით მოაბა სათქმელს თავი მარინამ.

_ კი მე კლარა ვარ. ბებიაშენი! _ ახლოს მოვიდა მოხუცი და მის წინ სავარძელზე ჩამოჯდა._ არ მეგონა, თუ მოხვიდოდი! არ გელოდი!
კი არ საუბრობდა თითქოს ბრძანებებს იძლეოდა.

_ დედა დაიღუპა? კი მაგრამ როგორ? როდის?_ გული ეტკინა, სადღაც გულის სიღრმეში ხომ მუდამ ჰქონდა იმედი, რომ ერთ დღეს ის დაბრუნდებოდა.

_ვიცი არ იცოდი. ნოდარმა ასე ჩათვალა საჭიროდ! არ იყო ღირსი ის ნადირი ჩემი საბრალო შვილის ცხედრის! მკვდარი მაინც გვეკუთვნოდა ჩვენ, მის უბედურ მშობლებს! _ თვალს არ აცილებდა ქალი მარინას. მის რეაქციებს აკვირდებოდა.

_ კი მაგრამ მე? მე რა დავაშავე?_ ტირილი შეერია ხმაში._ არ მქონდა უფლება დედას დავმშვიდობებოდი?

_ შენ?_ ამოიოხრა ქალმა_ შენ მამაშენს ეკუთვნი, მისი სისხლი და ხორცი ხარ! შენ გამო არ წამოვიდა ჩემი შვილი იმ ნადირის სახლიდან! შენც დამნაშავედ გთვლიდა ნოდარი!_ თითქოს სულ არ ადარდებდა, თუ როგორ განიცდიდა მარინა დედის სიკვდილის ამბის გაგებას.

_ მამაჩემს ვეკუთვნი არა? ანუ თქვენი შვილი ცოდო იყო იმ უბედურებისთვის და მე ღირსი ვიყავი არა? მე დავიმსახურე ცემა და ყველა ის უბედურება? ყოჩაღ თქვენს სამართალს! არ უნდა ჩამოვსულიყავი აქ! სულ მაინტერესებდა, რატომ არ მიატოვა დედამ მამა და აქ რატომ არ წამომიყვანა. სულ ვბრაზობდი მასზე, მამასთან რომ დამტოვა და ახლა კი ვხვდები რატომაც! მას უბრალოდ არავინ ჰყავდა, არც მშობლები მათ შორის! რომელი ნორმალური ბებია და ბაბუა მიუგდებს ერთადერთ შვილიშვილს საჯიჯგნად შურისძიებით გაგიჟებულ სიძეს?_ ფეხზე წამოხდა და ოთახი მოათვალიერა. ცრემლები ღაპა_ღუპით სცვიოდა. მხედველობას უშლიდა. მაგრამ მუჭებით ამოიწმინდა და ბებიამისისკენ შებრუნდა.

_ სადაა ჩემი ჩანთა?_ ჰკითხა ცივად.

_ ახლა აქიდან ვერაფერს გაყვები ხვალამდე მოცდა მოგიწევს!_ უპასუხა მკაცრად მიცუცმა. _ შენც დედაშენივით აფექტური ხარ. ეჰ, ძალიან ჰგავხარ მას! ძალიან!
ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა. დიდხანს ტიროდა მარტო დარჩენილი გოგონა. ტიროდა და დარდისგან იცლებოდა. მხოლოდ ერთი ღამე, მხოლოდ რამდენიმე საათი და დაუბრუნდებოდა საკუთარ ჯოჯოხეთს, ჯოჯოხეთს, რომელიც ახლა აქაურობას მთელი გულით ერჩია.

_ ნუთუ შვილიც არ დაინდე ნადირო?_ ჰკითხა ფიქრებში შვილის სურათის წინ მდგარმა შავოსანმა ქალმა საძულველ სიძეს. დანაშაული იგრძნო შვილიშვილის წინაშე და თითქოს შვილებმაც მწყრალად გადმოხედეს ფოტოებიდან.

_ იქნებ ეს გოგონა სწორედ ჩემი ქალიშვილის მაგიერი საჩუქარია ამ სამყაროსგან? იქნებ რაც ჩემს ქალიშვილთან შევცოდე, მასთან უნდა გამოვასწორო?_ ქმრის ცხედრისკენ შებრუნდა და დაჟინებით დააცქერდა. _ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს გოგო აქ დარჩეს ჩვენი ნინელის სახელზე იაროს ამ სახლში. შენ კი სიტყვა არ გაბედო! სიაყვედური არ გაბედო თორემ თავდაღმა დაგმარხავ იცოდე!
ჩაილაპარაკა მტკიცედ, ხელში ლოცვანი აიღო და ჭირისუფლის ადგილი მძიმე ნაბიჯით დაიკავა.

_ რაო, რა გითხრა, არაა შენიო?_ სიმწრით გაეცინა სალომეს. _ შენია აბა ვისია? ეჭვი როგორ გეპარება?
_და ასე უბრალოდ გაუშვი?_ გაოცდა ირაკლიც._ არაფერი ჰკითხე?

_ დავიბენი, რა ვიცოდი თუ მომატყუებდა?_ ნერვიულად უპასუხა მათ დიამ._ როგორ გავიგო სად არის? აშკარაა სახლში არაა.

_ მოიცადე დავურეკავ!_ ტელეფონი მოიმარჯვა სალომემ. კარგა ხანს გადიოდა ზარი, მაგრამ არავინ პასუხობდა._ ნეტავ რამე სისულელე არ ქნას!

_ გგონია მასე მოიქცევა?_ სულ აირია დია.

_ რა ვიცი ძმაო, იმედდაკარგული ადამიანი რას იზამს? ოხ ნუცა შე ... რა გააკეთა ხედავთ ამ არა ადამიანმა?_ ბრაზობდა ირაკლი და საკუთარ თავს ლანძღავდა, რომ იმ ალქაჯს უფლება მისცა ადამიანების ბედით ასე ეთამაშა.

_ნუცა რა შუაშია კი მაგრამ?_ ახლა მართლა გაოცდა დია.

_ შენთვის ყველაფერი არ მომიყოლია ძმაო! დამნაშავე მე ვარ, ყველაფერი ჩემი ბრალია! დავინახე და ხელი არ შევუშალე, მაგრამ რას ვიფიქრებდი..._ ირაკლიმ წვრილად უამბო დიას , თუ როგორ სპეციალურად დატოვა მან მის ბინაში ნასვამი მარინა. როგორ შეაპარა სასმელში რაღაც წამალი. სასმელში, რომელიც სავარაუდოდ ორივე მათგანმა დალია სტუმრების წასვლის შემდეგ. უსმენდა დია და სიბრაზე ეკიდებოდა. მარინაზე ფიქრობდა და გული სტკიოდა. მარინა ყველაზე უბრალო იყო ამ ამბავში და ყველაზე მეტად იჩაგრებოდა. თანაც მისგან რომ არაფერს ითხოვდა, ამან სულ აურია გრძნობები.

_ უნდა ვიპოვნო! აუცილებლად უნდა ვიპოვნო და ყველაფერი გამოვასწორო! ის არ იმსახურებს ამას!_ ბოლოს ყველაზე ადამიანური გადაწყვეტილება მიიღო დიამ. ახლა მთავარი იყო თავისი შვილის დედა დროულად ეპოვნა. დანარჩენს ყველაფერს ეშველებოდა.



5
კამათის ხმამ გამოაღვიძა მარინა. კლარას და მისი ძმის ცოლის, ლიას ხმა ამოიცნო გოგონამ და როცა მისი სახელიც მოესმა ფეხზე წამოდგა. კარი გამოხსნა და სანამ დაბლა ჩასვლას გადაწყვიტავდა მათი საუბარიც უნებურად მოისმინა.
_ განა მაგიტო გეუბნები კლარა, წყენის დროა ახლა? ნაბიჭვრის გაჩენას ყველაფერი ჯობია! ათქმევინეთ ვინაა ბავშვის მამა და მირიანი ყველაფერს მოაგვარებს.
_ ხოო, როგორც ნინელის მოუგვარეს ისე არა? რაც დამმართეთ არ გეყოთ არა?
არა, მაინც ვის უბედავ შენ მაგას? გგონია არ ვიცი შარშან ნიას აბორტი რომ გაუკეთეთ მალულად და სასწრაფოდ? გგონია ამაზე არ ჭორაობდა სოფელი? რაო გაგიკვირდა რომ ვიცოდი არა? რატომ ნიას არ აიძულეთ გათხოვება? მაგრამ ალბათ არც კი იცოდა ვინ იყო ბავშვის მამა არა? საკუთარ ღირსებას, პატიოსნებას და ოჯახს მიხედეთ! საკუთარი ნაგავი მოაწესრიგეთ ჯერ და სხვის საქმეში ცხვირი მერე ჩაყავით!
_ რას ამბობ კლარა! გესმის რას ამბობ?_ ისე ყასიდად შეიცხადა ლიამ, მარინა მიხვდა, რომ აშკარად იყო არ ტყუოდა ბებიამისი.
_ არ მაინტერესებს მე ეგ ამბავი! არ ჩავრეულვარ და არც თქვენსავით წამიგდია ენა ნიშნისმოგებით. მაგრამ ახლა ერთხელ ვიტყვი და აღარ გავიმეორებ! ჩემს გოგოს არავინ არ სჭირდება გვერდით! არავის მოგცემთ უფლებას ნინელივით მასაც გადაუაროთ! რამე აიძულოთ და გააუბედუროთ! შვილი ვერ დავიცავი, მაგრამ შვილიშვილს თქვენ არ დაგაჯიჯგნინებთ! ჩემს ძმას უთხარი: ენა დაიმოკლოს! ცოდვად ის გვეყოფა ყველას, რაც ნინელის გავუკეთეთ მაშინ! ახლა წადი ჩემი სახლიდან ლია და დაიმახსოვრე: სამი სოფლის იქით რომ გაიჭოროს ჩემი მარინა, პასუხს შენ და მირიანს მოგთხოვთ! და მერე აღარც მე დამადგება სიტყვა პირზე!
ოთახის კარი მიხურა მარინამ და საწოლზე ჩამოჯდა. პირველად იყო მის ცხოვრებაში, რომ ვიღაც უანგაროდ იცავდა. რომ ვიღაც უპირობოდ მის მხარეს იყო, მაგრამ ხანმოკლე გამოდგა მისი სიხარული, იმ საღამოს წნევამ აუწია კლარას, ამაზე კიდევ უარესად ინერვიულა მარინამ. ვაითუ მის გამო ერთადერთი მოამაგეც დაეკარგა?! თავადაც სურდა ისეთი გამოსავალი ეპოვნა, არავის სანერვიულო არ გამხდარიყო. ყველაზე მეტად მას სურდა ეს, მაგრამ დიას იძულება გამოსავალი არ იყო. ამას არასდროს გააკეთებდა. ყველა იმსახურებდა თავის საკუთარ ბედნიერებას, მათ შორის დიაც, მაგრამ რამდენად ჰქონდა მისგან სიმართლის დამალვის უფლება, ამაზე უკვე ვერაფერს ფიქრობდა. მხოლოდ ერთი იცოდა, არ სურდა საკუთარი შვილისთვის იძულებით გაბოროტებული კაცი მამად. არ სურდა, რომ მამამისივით ერთ დღეს დიასაც ჯავრი საკუთარ შვილზე ეყარა.

_ ვიცი, რომ ბებია და ბაბუა ჰყავს მარინას, მაგრამ მისგანვე გამიგონია, რომ ისინი ცივი და უგულო ხალხია. რომ დედამისი მათ გამო მოხვდა მამამისის ხელში. მაგრამ მათ გარდა მეტი არავინ ჰყავს, ამიტომ ძებნა მისი სოფლიდან უნდა დავიწყოთ._ ნუცამ რაც იცოდა ყველაფერი უამბო დიას. ისიც მოუყვა, როგორ აიძულეს ძმებმა დედამისი ცოლად გაჰყოლოდა გიას. და რომ გიასთვის არ უკითხავთ აზრი._ აი ამის გამო დაგიმალა სიმართლე! არ უნდა დედამისივით ერთი პრობლემიდან მეორეში და კიდევ უფრო უარესში ამოყოს თავი. მას უბრალოდ ეშინია შენი!
_ აუცილებლად უნდა ვნახო! ამის გადადება აღარ შეიძლება, თუ მასეა, კაცმა არ იცის რის გაკეთებას აიძულებენ!_მარინას გამო უარესად შეშინდა დია. იმაზე არ ფიქრობდა, თუ რა მოხდებოდა მარინას ნახვის შემდეგ. თუმცა ფიქრადაც კი არ გაუვლია, რომ ცოლად უნდა მოეყვანა. სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. არ იცნობდა, არ იცოდა როგორი ადამიანი იყო. მხოლოდ მასზე მოყოლილი ამბების ამარა რჩებოდა და ეს გამოუვალი და თითქოს ხაფანგივით მომართული სიტუაცია ყველაფერს უფრო ართულებდა.
_ დია რას აპირებ? რას იზამ, როცა მას ნახავ?
_ არ ვიცი ირაკლი, გეფიცები თუ რამე ვიცოდე, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ისე, რომ ის არ ვაზარალო! თუ საჭირო გახდება..._ დაფიქრდა და მტკიცე ხმით დაასრულა._ თუ ეს აუცილებელი იქნება, მას ცოლად მოვიყვან?
_ რამეს მაინც გრძნობ მის მიმართ?_ ჩაეძია მეგობარი.
_ კი, პასუხისმგებლობას!_ თავი დაუქნია დიამ და ამოიოხრა.
იმ დღესვე გაემგზავრა დია მარინას სოფელში. მამა ირაკლის ჩააბარა. თავად კი საკუთარ მომავალთან შესახვედრად გაეშურა.
_ ბურუსით მოცული მომავალი!_ ირონიით უთხრა საკუთარ თავს, როცა სოფლის გზაზე გადაუხვია.
კითხვა კითხვით მიაგნო კლარას სახლს და ღობესთან მჯდარ პატარა გოგონას მიუახლოვდა...

_ ბებიაა!_ ყვირილით შემოირბინა მანომ სახლში. _ გარეთ ვიღაც ბიჭია და მარინას ეძებს!
_ ვინ ბიჭი გოგო?_ ეჭვმა მაშინვე გაკენწლა კლარას გული. ალბათ ის იყო, თორემ სხვა ვინ მოძებნიდა მის შვილიშვილს. წამოდგა, თავსაფარი მხრებზე გაისწორა და მტკიცე ნაბიჯით გავიდა კარში.
_ გისმენ შვილო!_ კი არ ჰკითხა თითქოს პასუხი მოსთხოვა. „რა მკაცრი ქალიაო?“ გაიფიქრა დიამ.
_ გამარჯობა ქალბატონო, მე მარინას ვეძებ!
_ ვინ კითხულობს?_ თვალებში ჩახედა კლარამ ინტერესით, მაგრამ გაოცდა, როცა მის მზერაში ვერაფერი მტრული ან ავი ვერ ამოიკითხა.
_ მე მისი.._ იმ წამს პირველად დაფიქრდა დია, რა შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის ეწოდებინა. ვერც ის გაბედა, ბავშვი რომ ეხსენებინა, ვაითუ ჯერ თავად არ სურდა მარინას ამ ამბის გამჟღავნება. რა იცოდა დიამ რა ხდებოდა იმ ხნის განმავლობაში, რაც მარინა სოფელში წამოვიდა._ მისი საქმრო ვარ! ისე მოულოდნელად თქვა, თავადაც კი გაოცდა, მაგრამ გაფრენილ სიტყვას უკან ხომ ვეღარ დაიბრუნებდა?!
_ ანუ შენ ხარ ის ... კაცი!_ აშკარად სხვა რამ იფიქრა კლარამ და სხვა რამ თქვა._ მაგრამ მარინას რამდენად სჭირდება საქმრო საკითხავი აი ესაა!
ირონია დაიჭირა დიამ ქალის ხმაში. გაუკვირდა. ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა ნათქვამის მიღმა.
_ თუ შეიძლება დაუძახეთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ!_ სთხოვა ისევ თავშეკავებულად.
რაც არ უნდა უცნაური იყოს ხმაზე იცნო დია მარინამ. გაოცებული წამოდგა ფეხზე და ყურებს არ დაუჯერა.
_ შეუძლებელია!_ ჩაილაპარაკა და ოთახიდან გამოვიდა. კიბის თავთან მივიდა და მიაყურადა.
_ როგორ მოაგენით ახალგაზრდავ ჩემს შვილიშვილს? ნუთუ იმ მხეც მამამისს ელაპარაკეთ?_ კლარას სურდა გაეგო გიასთან ხომ არ ჰქონდა რაიმე კავშირი დიას. ვინ იცის რას უპირებდა ის ლოთი საკუთარ ქალიშვილს. იქნება სულაც გიას მოწყობილი იყო ყველაფერი?
_ არა, მამამისს არ ვიცნობ და მგონი მის გაცნობას დიდი მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს!_ აშკარად მიანიშნა კაცმა, რომ არაფრად აგდებდა გიას სურვილებს. _ აქიდან არ წავალ მის უნახავად!
_ არ წახვალ?_ ავად გაეცინა ქალს._ თუ მარინას შენი ნახვა არ სურს, წახვალ კი უკვალოდ არა აორთქლდები კიდეც!
მარინა უცბად მოეგო გონს. ახლა მათ შორისღა აკლდა დაძაბულობა და ომი. არადა ფაქტი იყო არც ერთი აპირებდა დათმობას და არც მეორე.
_ ბებია! მოიცადე!_ კიბეზე სწრაფად ჩაირბინა
და მათ შორის ჩადგა._ დია, დამშვიდდი! რა თქმა უნდა ვისაუბრებთ, მაგრამ აქ არა!
_ დარწმუნებული ხარ?_ ჰკითხა კლარამ და გულხელი დაიკრიფა._ ეზოს არ გაცდე! არ ვენდობი ამ ახალგაზრდას!
_ ბებია!_ ხმა გაიმკაცრა მარინამ.
_ შენც რომ არ ნდობოდი თავის დროზე, ახლა ამ დღეში არ იქნებოდი!_ გრძლად ჩამოწნული ჭაღარა ნაწნავი მხარზე მოხვეული შავი თავსაფრის უკან გადააგდო კლარამ და ამაყად შებრუნდა ოთახში.
_ მაპატიე დია! აქ ცოტა დაძაბული სიტუაციაა ეს ხანია! ბაბუა დავკრძალეთ რამდენიმე დღის წინ და...
_ დაკრძალეთ? _ მართლა გაუკვირდა დიას._ ნუცას ამაზე არაფერი უთქვამს.
_ ნუცას?_ გაიკვირვა მარინამ._ ნუცასთან დიდი ხანია ურთიერთობა არ მაქვს, მას არ ეცოდინებოდა, მაგრამ ... შენ რა საერთო გაქვს მასთან?
_ უკვე ვიცი მარინა ყველაფერი! რაც ჩვენ გავაკეთეთ მარტო ჩვენი ნება არ ყოფილა! _ ახლაც კი ვერ უსწორებდა თვალს დია მარინას._ ნუცამ მიამბო, რომ რაღაც წამალი, თუ ნარკოტიკი გაურია სასმელს წასვლისას. შენც სპეციალურად მიგატოვა ჩემთან!
უსმენდა მარინა დიას და იმდენად უკვირდა მოსმენილი, რომ ვერაფრით იჯერებდა.
_ ამიტომ მიმატოვა მაშინ? იცოდა გიამ რომ მცემა და არც კი დაურეკია! კი მაგრამ რატომ? რატომ გააკეთა ეს?
_ არ ვიცი მარინა!_ თვალებში უყურებდა დია გოგოს და უკვირდა წყენის და იმედგაცრუების გარდა ვერაფერს რომ ვერ ხედავდა. არც ბრაზი, არც ზიზღი. პირიქით თითქოს ეცოდებოდა მარინას ნუცა. თითქოს ებრალებოდა და ამის გამო ვერ ახერხებდა მის შეძულებას._ ალბათ იმიტომ რომ შენ ასეთი კარგი ხარ!
გაიფიქრა გულში, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ზოგჯერ ასეც ხდება, რომ ადამიანის სიკარგე ეკლად ესობა გულზე ვიღაც ავს. რადგან ვერაფრით ხსნის, თუ რატომ არაა თავადაც მასავით ნათელი და მზიანი და იმის ნაცვლად რომ ყოველი მარცხის შემდეგ უფრო მეტი მონდომებით სცადოს საკუთარ გულში მზის ანთება, მარტივ გზას ირჩევს და სხვისი სინათლის ჩაქრობას გამეტებით ლამობს.



6

_ კარგი, რაც არის ეს არის! ახლა ვერაფერს შევცვლით. ნუცას დავანებოთ თავი და შენ რატომ ხარ აქ, ეგ მომიყევი._ ბაღში დასასვენებლად ჩადგმულ უბრალო ხის გადანაჭერზე ჩამოჯდა მარინა და მეორეზე დიას მიანიშნა დაჯექიო.

_ ვიცი, რომ ბავშვი ჩემია მარინა!_ პირდაპირ დაიწყო დიამ._ ვიცი შენი სიტუაციაც, მამაშენის ამბავიც, აქაც, ვხედავ, რომ მთლად სიმშვიდე არ გაქვს. მე კი მინდა იცოდე, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. აქ ვარ და მზად ვარ შენი ყველა პირობა მივიღო!

_ ყველა პირობა._ უცნაურად ჩაილაპარაკა მარინამ.

_ კი ნამდვილად. _ თვალი გაუსწორა დიამ._ აბსოლუტურად ყველა!

_ რომ გითხრა, ცოლადაც მომიყვან?_ ხმა გაუცივდა მარინას. მისი ხმის ცვლილება მაშინვე დაიჭირა დიამ. დაკვირვებით ამოხედა და თბილად გაუღიმა.

_ ჩვენ იმაზე კარგად გავუგებთ ერთმანეთს, ვიდრე შენ გგონია. თუ თვლი, რომ ჩვენი შვილისთვის ასეც საკმარისი იქნება, მე არაფერს დაგაძალებ. მაგრამ მგონია, ცდად ღირს. მერე კი როცა ბავშვი გაჩნდება, ყველაფერი თავისთავად დაუბრუნდება თავის ადგილს.

_ თავის ადგილს!_ გაეღიმა მარინას სევდიანად. მაინც სად იყო მისი ადგილი? სად მოუწევდა დაბრუნება? იქ საიდანაც დაიწყო? დარწმუნებული იყო მამამისი სახლში აღარც შეუშვებდა. არც სურდა ბავშვი იმ ლოთის გვერდით გაეზარდა. იქნებ კლარასთან? უნებურად თავი უარის ნიშნად გააქნია. არც აქ იყო ჯანსაღი სიტუაცია. აქაც ტოქსიკური ხალხი ცხოვრობდა, თავისი ყალბი ტრადიციებით და ფარისევლური კეთილისმყოფელობით. ისევ დიასკენ გაექცა ფიქრი. ვინ იცის რას მოიტანდა მათი ეს ნებაყოფლობით იძულებითი თანაცხოვრება. მაგრამ დია არ ჰგავდა გიას. მის თვალებში მეტი ცა იყო, მეტი მზე და მეტი სითბო.

_ რას ფიქრობ მარინა?_ მზერა არ აურიდებია დიას. ახლაღა დაინახა ასე აშკარად გოგონას მზერის სინათლე. ახლა შეამჩნია მისი თვალისფერი, ქარვასავით გამჭვირვალე, სწორედ ისეთი როგორიც აკაციის კამკამა თაფლია. თითქოს შიგნიდან ანათებდნენ მისი თვალები. „სევდიანი რომ ასეთი ლამაზია, როგორი იქნება როცა გაიცინებს?“ გაუელვა დიას უცნაურმა ფიქრმა.

_ ვცდილობ ჩვენი მომავალი წარმოვიდგინო, მაგრამ არ ვიცი..._ უცნაური უხერხულობა იგრძნო მისი გამჭოლი მზერის გამო. მზერა აარიდა, მაგრამ დიას აღარ ეთმობოდა მისი თვალები. ნელა დაიხარა მისკენ. სახესთან ახლოს მიუტანა სახე. აიძულა მზერა გაესწორებინა. მის წინ დაივმუხლა.

_ გაბედავ ცდას?_ ისე ჰკითხა, თითქოს წააქეზა კიდეც. თითქოს გამოიწვია. იგრძნო, როგორ დაიბნა მარინა. როგორ შერცხვა, როგორ აირია და თანაც როგორ აუჩქარა გული სიახლოვით. უნებურად გაეღიმა. „ხვდები, რა წარმოუდგენელი რამ ხდება ახლა აქ?“ გაიფიქრა გულში. მიხვდა არ სურდა მისი უარის მოსმენა და უარის შემთხვევაშიც აღარ აპირებდა უკან დახევას. ახლა უკვე რეალურად იგრძნო, რომ ამ ორის სიცოცხლე მას ეკუთვნოდა. ოღონდ არა ეგოისტურად, დია მხოლოდ საკუთარმა იღბლიანობამ გააოცა იმ წამს. და იმის შესაძლებლობამ, რომ ეს საოცრად ლამაზი, კეთილი და ამ ქვეყნად ყველაზე გულწრფელი ქალი საკუთარი სხეულით ატარებდა მის ნაწილს. საოცრება იყო ამის გაცნობიერება, საოცრება იყო ამის წარმოდგენა, საოცრება იყო ამის გააზრება. ხელი ასწია ინსტიქტურად და მარინას მუცლისკენ გაიწოდა. გოგო შეკრთა და უკან გადაიწია.

_შეიძლება შევეხო?_ ამოხედა ღიმილით.

_ ჯერ ადრეა, ჯერ არც კი განძრეულა...

_ მერე რა! ის ხომ აქაა არა? ეს დავიჯერო მინდა! _ ხელი მუცელზე დაადო ფრთხილად. _ ანუ შენ აქ ხარ არა? _თავი დახატა და ჩურჩულით ჰკითხა საკუთარ შვილს.
ხელებით ზურგსუკან გადანაჭრელს ეყრდნობოდა მარინა. ოდნავ უკან გადახრილი დაჰყურებდა მის წინ დაჩოქილი კაცის ფართო მხრებს. ხორბლიფერ მოკლედ შეჭრილ თმას. უცებ კანკალმა აიტანა ისე დაუძლევლად მოუნდა თმაზე მოფერებოდა. ხელი თავისთავად ასწია და უკანასკნელ წამს შეჩერდა. თავი უარის ნიშნად გააქნია. სახეზე ჯიქურად მოჩერებულ მზეს გაუსწორა აცრემლებული თვალები. თითქოს მზეს უნდა ამოეშრო მისი ცრემლი.
„ნუ გექნება ამდენად ბევრის სურვილი მარინა!“ _ უთხრა გულში საკუთარ თავს. იმ წამს მის მხრებს უკან გრძლად გაწოლილ ჩრდილს უყურებდა მუხლზე დაჩოქილი დია. უყურებდა და ბედნიერ ღიმილს ვერ იკავებდა. სულ ეს იყო რისი დანახვაც მას სჭიდებოდა ახლა, რათა საკუთარ კითხვებზე პასუხი ეპოვნა.



7

_ გადავწყვიტე, დიასთან ერთად დავბრუნდები უკან!_ დიას სიახლოვე ძალას მატებდა, რომ კლარასთან გაბედულად ესაუბრა. ხვდებოდა, ბებიამისს არ სურდა მისი გაშვება. თითქოს ეგოისტურად იჩემებდა, მასაც და მის არ გაჩენილ შვილსაც. სიმართლე ის იყო, რომ ახლა როცა კლარა სრულიად მარტო დარჩა და უკეთ გაიაზრა საკუთარი სიმარტოვე, ასევე საკუთარი მომავალი და როცა, ფაქტობრივად, ხმის გამცემიც აღარავინ ჰყავდა, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა შვილიშვილი. ეს არ იყო ბოლომდე უანგარო დახმარების და მზრუნველობის მომენტი. ამასაც კარგად ხვდებოდა მარინა. თორემ სად იყო კლარა მთელი მისი გააზრებული სიცოცხლის მანძილზე? სადღაც გულში ვერ პატიობდა იმ ტკივილს, რასაც გია სრულებით უდანაშაულო და დაუცველ ბავშვს აყენებდა. მაშინ უბრალოდ არავის სჭირდებოდა არა?!
დედის საფლავის კიდეზე იჯდა მარინა და სურათთან დაჩოქილ შავოსან მოხუცს უყურებდა. გულში ცდილობდა წარმოედგინა მისი განცდები, მაგრამ ვერ შეძლო. ალბათ შვილის სიკვდილი აღუწერლად გაუსაძლისი გრძნობა იყო, მაგრამ როგორი შეგრძნება უნდა ყოფილიყო შვილის სასიკვდილო აგონიამდე მიყვანა? მისი შეგნების ისე განადგურება, რომ საკუთარი შვილი მიეტოვებინა თავის გადასარჩენად?! დედის ახალგაზრდობის დროინდელ სურათ შეხედა და სევდიანად გაუღიმა. არა, არავისგან არ იყო დავალებული. სულაც პირიქით, სწორედ მისი ვალი ჰქონდა ცხოვრებას, უამრავი ლამაზი წუთი ემართა. უამრავი განუცდელი თბილი მოგონება და ის ემოციები, რომლებიც ასე აკლდა ბავშვობიდან. თავად მას კი? მას მხოლოდ საკუთარი შვილის მიმართ ჰქონდა ვალდებულება. რადგან ერთადერთი უცოდველი ამ ამბავში სწორედ მისი მუცლადმყოფი შვილი იყო.
_ დღეს საღამოს ვბრუნდებით სახლში!_ უკვე აღარც ხმა უთრთოდა მარინას.
_ შენი ადგილი აქ არის შვილო! დედის ფუძეზე! შენი წასვლა ამ სახლის ფუძეს მოშლის!_ ისე უპასუხა კლარამ, რომ ნინელის სურათისთვის მზერა არ მოუშორებია. თითქოს რაღაც ფუძის მოშლა არ მოშლა მარინას სიმშვიდეზე მნიშვნელოვანი იყო! ნეტავ ახლა კლარას სხვა შვილიშვილებიც რომ ჰყოლოდა, ისევ აიძულებდა დარჩენას? საფლავს გახედა. უცნაურად დიდი და ფართე იყო კლარს საოჯახო საძვალე. ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა ხოლმე ქალს, თითქოს დაუსრულებელი ტკივილით სავსე უდაბნო იყო და არა სასაფლაო. მისი ქმარი, მის მარჯვნივ ვაჟები, მარცხნივ ოდნავ მოშორებით ნინელი და მათ შუა ცარიელი ადგილი უცდიდა კლარას. თვალი მოავლო მარინამ შავ გისოსში გამომწყვდეულ მარმარილოს სურათებს. სწორედ დედამისის საფლავის კიდესგან მთავრდებოდა ეს უცნაური უდაბნო. აი მისთვის კი იქ მცირე ადგილიც არ იყო შემონახული.
_ შენ ცდები ბებია!_ სუსხმა დაჰკრა მარინას სიტყვებს._ აქ არ არის ჩემი ადგილი! არც არასდროს ყოფილა, არც არასოდეს იქნება! წამოდგა და სადღაც სასაფლაოს გადაღმა მომლოდინე დიას გახედა. _ იქნებ არც არაფერი გამოვიდეს, იქნებ ყველაფერი მხოლოდ ტყუილ მცდელობად დარჩეს, მაგრამ მე ჩემი გზის ბოლომდე აუცილებლად მივალ. არც დედასავით სუსტი ვარ, რომ გაქცევა ვისურვო, არ მამაჩემივით მხეცი, რომ მარტივ გზებს დავუწყო ძიება ან სიძულვილს შევაჭმევინო გული. არც მათ ვგავარ! _ თავი ბაბუის და ბიძების სურათებისკენ გაიქნია. _ იქნებ სულ ოდნავ შენ გგავდე ბებია? ახლა შენც ძლიერი ქალი ხარ! ჩემსავით ძლიერი და მარტოსული!
ნელი ნაბიჯით გაუყვა მაგრად გატკეპნილ ბილიკს. აქაც კი და ახლაც შემფასებლური მზერით იყურებოდნენ სურათებიდან გარდასულები. მაგრამ მარინას ისევე არ აინტერესებდა მათი თვალები, როგორც იმ ცოცხლების, ვინც ბედნიერებას მხოლოდ სხვის უბედურებაში ხედავდა.
დიას მიუახლოვდა და თვალი გაუსწორა. სამაგიეროდ მას ჰქონდა უსაყვედურო მზერა. უსაყვედურო და ნათელი.
_ მამაშენს რას ეტყვი? როგორ აუხსნი მომხდარს? არც კი ვიცი რას იფიქრებს ჩემზე._ არ სურდა მარინას, რომ მომხდარს მასზე არასწორი შთაბეჭდილება შეექმნა მომავალი მამამთილისთვის. გინდაც ეს ქორწინება არ ყოფილიყო ნამდვილი. მაინც არ უნდოდა იმ ჭერქვეშ ცხოვრება, სადაც განსჯის საგნად იქცეოდა.
_ არ იღელვო ამაზე, აბეს ძალიან გაუხარდება ჩვენი ამბავი, თანაც სულაც არაა საჭირო ყველაფრის მიყოლა! _ გამამხნევებლად გაუღიმა დიამ.
_ სიმართლე გითხრა თუ გაიგებს, რომ მხოლოდ ბავშვის გამო ვაპირებთ დაქორწინებას, ძალიან ეწყინება. ამიტომ მინდოდა მეთხოვა კიდეც, იქნებ ჯერჯერობით არაფერი გვეთქვა მისთვის?_ უცნაური მზერით გამოხედა დიამ მარინას. თითქოს რაღაც გეგმა ჰქონდა და არ უმხელდა რა.
დიას სახლის კართან გაჩერდა მარინა. კარი გააღო დიამ, პირველი თავად შევიდა და ჩანთა შეიტანა.
_კეთილი იყოს შენი დაბრუნება!_ გაუღიმა გამამხნევებლად და როცა მიხვდა ჭოჭმანობდა მამამისს დაუძახა მშველელად.
_ მამა მოვედით!_ ახლა კი ვეღარ გაიქცეოდა უკან მარინა. ზრდილობა მაინც აიძულებდა სახლში მისასალმებლად შესვლას.
_ მამა წევს, ფეხი მოიტეხა მისთვის ადგომა ჯერ არ შეიძლება!_ ფაქტობრივად, ასე თანდათან შეიტყუა დიამ მარინა საკუთარ ცხოვრებაში. ხვდებოდა და ესმოდა მისი შიშების. რომ ჯერ კიდევ არ ენდობოდა იმდენად, რომ მის გვერდით თავი თავისუფლად ეგრძნო. მაგრამ იცოდა დიამ, რომ დროთა განმავლობაში მზრუნველობით და მოთმინებით ისე მიიჩვევდა მას, როგორც ზამთარში სიცივისგან აბუზულ ბეღურას. უბრალოდ მოთმინება უნდა გამოეჩინა. თავიდან, როცა მის საპოვნელად მიდიოდა გულიც ეთანაღრებოდა, სადღაც გულის სიღრმეში არც სურდა , მაგრამ ახლა? ახლა წასვლა რომც ნდომებოდა, ალბათ ვერსად ვეღარ გაუშვებდა. ხელჩანთა და ქურთუკი გამოართვა. იქვე პატარა კარადაზე დადო და მამის საძინებლისკენ წაიყვანა ხელჩაკიდებული.
_ ნუ ნერვიულობ!_ გაუღიმა კართან მისულმა და გაყინულ ხელზე სულ ოდნავ შეახო ტუჩები. უნებურად ხელის გამორთმევა სცადა მარინამ, მაგრამ დიამ თითები მოუჭირა._ ხომ მენდობი?
ეს სიტყვები ისეთი ღიმილით და ისეთი მზერით უთხრა, რომ უარისთვის ადგილიც აღარ დაუტოვა. უბრალოდ თავი დაუქნია მარინამ.
_ მამა გაიცანი! შენი რძალი მარინა!_ საზეიმო ხმით წარუდგინა მამას გოგონა. წინ დაიყენა, ორივე ხელი მხრებზე მოხვია და მკერდზე აიკრა. მისმა სიახლოვემ ჟრუანტელად დაუარა მარინას. შეკრთა, დაიბნა. ვერც გაიწია, ვერც ხმა ამოიღო. სამაგიეროდ აბეს გაებადრა სახე.
_ რას მეუბნები შვილო!_ საწოლიდან წამოიწია და გაჭირვებით წამოჯდა._ ეგ დღეც გამითენდა შვილებო?
კაცის გულწრფელმა სიხარულმა ბედნიერება აგრძნობინა მარინას. დაძაბულობა მოეხსნა და დაჭიმული სხეული მოუდუნდა. მაგრამ ამოსუნთქვაც არ აცადა დიამ. უცებ მუცელზე დაადო გაშლილი ხელი ასე გულში ჩაკრულს და ამაყად გამოაცხადა.
_ სულ მალე ბავშვი გვეყოლება მამა! ჩემი გოგო ორსულადაა!_ რამდენადაც სიხარულისგან აღელდა აბე, იმდენად მღელვარებისგან გული აუჩქარდა მარინას. მკლავზე დაებღაუჭა დიას და მისგან გაცლა სცადა. მაგრამ დიამ არ გაუშვა. გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.
_ ასეთი დაუგეგმავი სიურპრიზი გამოგვივიდა მამა!
_ მეშინია სიხარულისგან გული არ გამისკდეს!_ ჩაილაპარაკა აბემ._ დაგლოცოთ ღმერთმა, ბედნიერი და გახარებული მშობლები გამყოფით, შვილო! მოდი, მოდი გაკოცო! ჩემი ასე გახარებისთვის ღმერთი გაგახარებს!_ აბემაც თავზე აკოცა მძივივით დაბნეულ გოგონას.
_ მარინა დაიღალა მამა! ახლა ცოტას დავისვენებთ და მოგვიანებით უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს!_ ხელი ჩაკიდა და დამუნჯებული და არეული ოთახიდან გამოიყვანა. იცოდა ყველაფერს ასწრაფებდა იმ წამს, მაგრამ თუ ყველაფერს საკუთარ სახელს არ დაარქმევდა, ვაითუ ისევ შეშინებოდა მარინას და უკან დაეხია. ვაითუ კლარას უკან დაბრუნება ჩაეგონებინა მისთვის. არა! ამას ვერ დაუშვებდა. ახლა ეს გოგო ჰაერივით სჭირდებოდა. არ უფიქრია, რომ ეს სიყვარული იყო. რას და რატომ გრძნობდა, ამაზე მერე იფიქრებდა. ახლა მთავარი იყო, რომ ამ ყველაფრით ბედნიერი იყო და უკვე სურდა ეს ბედნიერება ორმხრივი გაეხადა.

_ ეს მისაღებია, ეს სამზარეულო, ეს ჩვენი საძინებელია!_ მორიგი ოთახის კარი შეაღო დიამ. ინტერესს უფრო შეჰყვა მარინა. ოთახი მოათვალიერა. არაფერი განსაკუთრებული. საწოლი , კარადა, მაგიდა, ლურჯი ფარდები. ცისფერი კედლები. ყველაფერი ნაცნობი და ასეთი უცხო ერთდროულად.
_ ჩვენი?_ ჰკითხა და ხალიჩის ნახატებს დააცქერდა. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, რა ეთქვა. მაგრამ ეს „ჩვენი“ ეხამუშა.
_ თუ არ გამაგდებ, ჩვენი! _გაეღიმა დიას.
ისეთი საწყალი სახით ამოხედა მარინამ. მიხვდა სულ ვერ გაუგო ხუმრობა. მივიდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. შეშინებულ თვალებში ჩახედა.
_ ერთი რამე მინდა იცოდე! დღეიდან, მას მერე, რაც ამ სახლის ზღურბლზე გადმოაბიჯე! დამთავრდა შენზე ძალადობის ნებისმიერი მცდელობა, ვინც არ უნდა იყოს, არავის მივცემ უფლებას გატკინოს, გატიროს და განერვიულოს! და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს! მოეშვი! ამოისუნთქე და სცადე უბრალოდ მშვიდად და ბედნიერად იცხოვრო! მენდე და ნახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! _ ლოყაზე მოეფერა ფრთხილად.
_ჯერ ვცადოთ და კარგი მეგობრები გავხდეთ! ძალიან კარგი მეგობრები! რას იტყვი? _ მარინამ უხმოდ დაუქნია თავი._ დაძინებით კი აი ამ დივანზეც მშვენივრად მოვთავსდები. მერე, როცა აბე სოფელში დაბრუნდება, სტუმრების საძინებელში გადავალ! კარგი?
ისევ უხმო თავის დაქნევით უპასუხა მარინამ.
_ ახლა დაისვენე ცოტა, და მერე გამოდი ვჭამოთ რამე?_ ჩანთა საწოლზე დაუდო და კარისკენ წავიდა.
_ ხო კიდევ, რამეზე ალერგია ხომ არ გაქვს? ან იქნებ რაიმე გინდა? არ მოგერიდოს ყველაფერი მითხარი? კარგი?_ გაუღიმა მხიარული ღიმილით._ კვლავ თავი დაუქნია გოგომ. დიამ საძინებლის კარი ფრთხილად გამოხურა. აჩქარებულ გულზე ხელი დაიდო და საკუთარ გულის ცემას დაუგდო ყური.
_ ესეც ასეე!_ ჩაილაპარაკა წამის შემდეგ დამშვიდებულმა და სამზარეულოსკენ გააბიჯა.



8
ყოველთვის, როცა დიას სამზარეულოში მოფუსფუსეს ხედავდა, ისევ ის პირველი გაოცების და აღტაცების ემოცია ეუფლებოდა მარინას, როცა პირველად გადააწყდა მას ქურასთან ხის კოვზით ხელში. არასდროს, მის ცხოვრებაში, მარინას მსგავსი მომენტი არ განუცდია. მამამისმა მხოლოდ ღრიალი და ბრძანებები იცოდა. როგორც ყველა ქალი, რომელიც თავის გვერდით მცხოვრებ მამაკაცს მამის ეტალონს ადარებს, მარინაც ძალიან ხშირად იხსენებდა გიას ამაზრზენ ქცევებს და რაც უფრო დიდი იყო კონტრასტი მასა და დიას შორის, მით უფრო იხიბლებოდა საკუთარი იმჟამინდელი მდგომარეობით. უყვარდა მისდამი გამოვლენილი ეს პაწაწუნა მზრუნველობები. სიამოვნებდა დიას მიერ შექმნილი სიმყუდროვე და თანდათან ისე შინაურდებოდა, რომ ამას, ფაქტობრივად, ვერც კი ამჩნევდა თავად.
როგორც კი აბემ ფეხზე ადგომა შეძლო, მაშინვე სოფლისკენ გაუწია გულმა. აღარც ორსული რძალი ეთმობოდა, მაგრამ ნაზამთრალი და უპატრონოდ მიტოვებული სახლ_კარი თავისკენ იხმობდა მთის შვილს. პირველი ახალი წელი იყო, როცა სახლიდან შორს გაატარა და თავს თითქოს დამნაშავედ გრძნობდა. ბოლოს მიხვდნენ დია და მარინა, რომ ქალაქში მის ძალით გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ გადაწყვიტეს აღარ შეეყოვნებინათ.
_ რატომ მოიწყინე?_ გვერდით მიუჯდა დია მარინას და მისი ხელი ხელის გულებში მოიმწყვდია. ბოლო ხანი იყო მის შეხებაზე აღარ კრთოდა გოგონა. თითქოს სულაც თავად ეძებდა მიზეზს, რათა მის სიახლოვეს ყოფილიყო. ახლა უკვე ნამდვილ ორსულს დაემსგავსა მარინა. და ეს ცვლილება ისე აღელვებდა დიას, რომ თავადაც უკვირდა, რატომ არასდროს შემიმჩნევია აქამდე რა მშვენიერია ორსული ქალიო?! რაც უფრო ახლოს ჰყავდა, მით უფრო მეტად აკლდა მისი სიახლოვე და ვეღარ წარმოედგინა დღე, როცა ამ გოგოს თვალებს ვეღარ დაინახავდა. სიყვარულზე და გრძნობებზე არცერთი იღებდა ხმას, მაგრამ ყველაფერი იმდენად აშკარა ხდებოდა, რომ აბეს ერთხელაც არ შეპარვია ეჭვი მათ გულწრფელობაში.
_მეც მინდა წამოსვლა!_ მაშინვე აუციმციმდა თვალები მარინას. უკვე მიჩვეული იყო, რომ დია მის სურვილებს საკუთარზე წინ აყენებდა,მაგრამ ამჯერად შეცდა.
_ ექიმმა წოლითი რეჟიმი და დასვენებაო ჩემს გოგონებსო!_ ახლა მუცელზე მოეფერა დია. მარინას გაბუტულ სახეზე გაეცინა_ უყურე შენ,როგორი ჯიუტი გოგო ყოფილხარ და აქამდე არ ვიცოდი!
ისე მოუნდა გულში ჩაეკრა და მოღუშული სახე დაეკოცნა,ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. საკუთარ თავს სიმშვიდისკენ მოუხმო გულში.
_ მარტო არ დაგტოვებ, ნუ ხარ მშიშარა,სალომე დარჩება შენთან. მამას ავიყვან და იმ დღესვე დავბრუნდები უკან!_ აბურდული თმა ჩამოუვარცხნა თითებით.
_ ირაკლიც მოდის?_ ჰკითხა მარინამ.
_ ჰო!_ ინერციით პასუხობდა დია, მაგრამ ფიქრებით საკუთარ სურვილებში იყო ჩაფლული. ფიზიკურად რაღაცნაირად ნაზი და სუსტი იყო მარინა, ორსულობამ კი ზედმეტად გულჩვილიც გახადა. მასთან ამიტომ ეშინოდა და ფრთხილობდა დია. თავს ვერ აძლევდა ეგოისტობის უფლებას, არადა მის გონებაში მხოლოდ ეს ქალი იყო. ერთხელ საკუთარ თავსაც კი გამოუტყდა, მაშინ რომ სცოდნოდა, რა მოყვებოდა ნუცას საქციელს, მაინც გაიმეორებდა იგივეს, ოღონდ ეს ქალი გაეცნო და დაესაკუთრებინა,თუნდაც ისე, როგორც ახლა. მერე რა თუ ჯერ ისევ შორს იყო მისგან, მერე რა თუ ვერ ეხებოდა ისე, როგორც საკუთარ ოცნებებში?! ეჭვიც არ ეპარებოდა, მარინას უყვარდა, თუ არ უყვარდა მოხიბლული მაინც იყო მისით. და რაღა იყო სიმპათიიდან სიყვარულამდე? ალბათ ნაბიჯის მესამედი.
_ არა, არ წამოხვიდეთ ღამე! ღამე სახიფათოა მგზავრობა. შენ რომ რამე მოგივიდეს, მაშინ მე..._ მიხვდა ზედმეტი წამოცდა და უცებ მოსხიპა სიტყვა.
_ მაშინ შენ რა?_ ჰკითხა დიამ და მაცდური ღიმილით დაიხარა მისკენ.
_ იდარდებ ჩემზე?_ წააქეზა, როცა მიხვდა პასუხს არ აპირებდა. მის მზერაში გაბმულმა გოგომ უსიტყვოდ დაუქნია თავი. _ იტირებ კიდეც?
წარმოიდგინა და თვალები მართლა ცრემლით აევსო მარინას. „ არასდროს მინახავს აცრემლებული ქალი ასეთი სასურველი იყოს?“ გაიფიქრა დიამ. „ მოხდეს რაც მოსახდენია!“ ერთი ხელი ფრთხილად მოხვია წელზე, რომ არ გასცლოდა, მეორით ნიკაპი დაუჭირა და ტუჩებზე დაეწაფა. თურმე აღარ ხსომებია მისი ტუჩების გემო. არც მისი სხეულის დამყოლი სირბილე. უფრო აიკრა სხეულზე. წინააღმდეგობა არც კი გაუწევია მარინას. მისთვის ის ღამე ბურანში იყო დარჩენილი. და კაცმა რომ თქვას, სწორედ ეს იყო მისი პირველი კოცნა. ძლივს მოსწყდა მის ტუჩებს დია და თვალებდახუჭულ გოგოს ღიმილით დააცქერდა სახეზე.
_ რა ბედნიერებაა იმის ცოდნა, რომ შენ ჩემი ხარ! _ თმები გადაუწია სახიდან და კიდევ ერთხელ მისცა საკუთარ თავს სითამამის უფლება.
_ სალომეს სთხოვე ჩემ მაგივრად მარინასთან დარჩეს, ამ ბოლოს ძალიან მშიშარა გამიხდა ეს!_ სთხოვა ირაკლის დიამ.
_ ესეიგი გაგიხდა?_ თვალი ჩაუკრა ირაკლიმ. დიას გაეცინა და ხელები დანებებულივით ასწია მაღლა.
_ ანუ ასე საერიოზულადაა საქმე?_ ხმა დაუსერიოზულდა ირაკლის._ თავად რას ამბობს? მეგონა ბავშვის დაბადების შემდეგ წავიდოდა.
_სად წავიდოდა? აღარსად არ ვაპირებ მათ გაშვებას!_ ხმა გაუმკაცრდა დიას.
_ არ აპირებ რას ნიშნავს? უყვარხარ? თუ წასვლა მოისურვა, ძალით როგორ დააკავებ?_ ასეთი დაძაბული დია ირაკლის არასდროს ენახა.
_ხოდა ისე ვიზამ, რომ არ გაუჩნდეს ჩემი დატოვების სურვილი! წინ კიდევ რამდენიმე თვე მაქვს!_ ეშმაკურად მოჭუტა თვალები დიამ და კოცნის გახსენებისას ტუჩი კბილებში მოიქცია.
_ გოგოაო! _ გაეღიმა მერე ბედნიერედ_არც ეს მიფიქრია აქამდე, რომ გოგო შვილი მინდოდა! რაღაც შეიცვალა ჩემში ძმაო! როცა ჩემს გოგოებზე ვფიქრობ და იმაზე, რომ ვინმე ან რამე ჩადგება ჩვენ შორის, მრისხანება და უკონტროლო ბრაზი მიპყრობს! მაგრამ როცა მას ვხედავ, აი როგორც ახლა, ფანჯარასთან ფინჯანი რძით ხელში, მის სასაცილოდ გაბერილ მუცელს ვუყურებ, სიმშვიდე და ნეტარება მიპყრობს, თან გაუგებარი შიში მიტანს, რომ ერთ დღეს გამეღვიძება და ეს ქალი მხოლოდ ჩემი სიზმრის ნაყოფი იქნება. მიკვირს, აქამდე როგორ ვცოცხლობდი მის გარეშე!_ უსმენდა ირაკლი კარის დირეზე მიყრდნობილ დიას, რომელიც თვალს არ აცილებდა მარინას და გულში ფიქრობდა, რომ სწორედ ეს იყო სიყვარული.
_ საბოლოოდ გაები ძმაო!_ ხელი ღიმილით დაჰკრა მხარზე.
_ ასეა და თავის დახსნის სურვილიც კი არ მაქვს!_ თვალი ჩაუკრა დიამ._ ცოლი, ხვდები? ის ჩემი ცოლია!
თქვა და გაეღიმა, სულ სხვა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მისთვის იმ წამს ამ სიტყვამ.



9

დააიმედა, რომ მალე სალომე ამოვიდოდა და ირაკლისთან და აბესთან ერთად სოფლის გზას გაუდგა დია. აქამდე, როცა სადმე მიდიოდა დარდი არაფრის მიჰყვებოდა. გინდაც მთელი თვით გადაკარგულიყო სახლიდან. ერთადერთი სამუშაოს დატვირთული გრაფიკი იყო ხოლმე მისთვის დაბრკოლება. ახლა კი იმდენად აღარ სურდა სადმე წასვლა, რომ მისი ღელვა შეუმჩნეველი არ დარჩენია აბეს.
_ხედავ ირაკლი? როგორ იცის ოჯახმა ადამიანის მიჯაჭვა საკუთარ სახლზე? განა წარმოიდგენდი, რომ ოდესმე ეს დაუდგრომელი ასე შეიცვლიდა აზრს?
შენ? შენ ხომ არ დაგაფრთხო ძმაკაცის ასეთმა თვალსაჩინო ცვლილებამ?_ დაფიქრებით გახედა ირაკლიმ დიას.
აქამდე არც თავად უფიქრია სერიოზულად ოჯახზე. სალომესთანაც ხომ თავისმა თავქარიანობამ დააშორა მაშინ. მაგრამ იმან, რაც საკუთარი დაუდევრობით მოიწია მასაც შეუცვალა აზრი ცხოვრებაზე. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ფიქრობდა ამ ურთიერთობაზე, მანამ სანამ ნუცასთან დაიჭერდა საქმეს, ხელი რომ ეთხოვა, სალომე ალბათ დაუფიქრებლად გამოყვებოდა, მაგრამ ახლა უკვე ეჭვი ეპარებოდა. ამიტომ არ სურდა უარის მიღებით გაწბილებული დარჩენილიყო და გაურკვეველი ვადით ავადებდა შეყვარებულთან ამ საკითხზე საუბარს. ყველაზე უცნაური სალომეს დამოკიდებულება იყო ნუცასადმი. ირაკლი ფიქრობდა, რომ გოგო მის ჯინაზე არ წყვეტდა ნუცასთან ურთიერთობას. არადა, თავად გასაგები მიზეზის გამო, საერთოდ არ სურდა მასთან შეხვედრა და თავს უხერხულად გრძნობდა, როცა გოგონებს ერთად ხედავდა. ხელი ჩაიქნია ფიქრებში ჩაფლულმა და ფანჯრიდან გადახედა ვრცელ დაუსახლებელ მინდვრებს.
_ ერთ დღეს, როცა იქნება, ხელს მოვკიდებ ჩემს ოჯახს და მთაში გადმოვსახლდები აბე ძია! შენ მეზობლად დავიდებ ბინას და ამ დათოვლილ მთებში მოვძებნი ბარად დაკარგულ სიმშვიდეს!_ უთხრა გაღიმებულ კაცს ირაკლიმ.
_ ვინ ამბობს ამას?_ სიცილით გამოხედა დიამ მეგობარს. ვინ_ ვინ და ირაკლი ნამდვილად არ იყო მთის ადამიანი. ალბათ ნახევარ წელიწადში გაგიჟდებოდა მთების სიჩუმესა და მყუდროებაში და თავქუდმოგლეჯილი უკან ქალაქში გამოიქცეოდა.
_ შენ ჯერ კიდევ არ იცი დია, როგორ ავსებს ადამიანს მეორე ნახევარი. სწორი ადამიანი. ვინ იცის ვინ აუხდენს ჩვენს ირაკლის ოცნებებს? _ მხარზე დაადო მძიმე ნაჯაფი ტორი აბემ ირაკლის და მაგრად მოუჭირა. მასაც ჰქონდა გულში შერჩენილი იმედი, რომ ოდესმე მთებს მოაშურებდა ახალგაზრდობა და ნასახლარს დამსგავსებულ სოფლებს ახალ სულს შათაბერავდა. უკვე კარგად ბნელოდა, როცა სოფლის აღმართს დაადგნენ. თანაც უკვე თოვას იწყებდა. მართალი იყო მარინა, აღარ ღირდა ასეთ ამინდში უკან გაბრუნება.

კარზე კაკუნი რომ გაიგონა, მაშინვე იფიქრა სალომე მოვიდაო. მარინა სწრაფად წამოდგა ფეხზე და შეუმოწმებლად გააღო კარი. რამდენიმე სახეობის ნუგბარით სავსე პარკი მკერდზე ჰქონდა ახუტებული სალომეს. ისე შემოვიდა, რომ სახეზე არც კი შეუხედავს მარინასთვის.
_ აბა, ვის უნდა ტკბილეულობა? ტორტი, ნაყინი და კიდევ რამე_რუმეები!_ ისეთი ინტერესით ჩაძვრა თავისივე ხელით მოტანილ სანოვაგეში, აშკარა იყო, მარინაზე ნაკლებად არც თავად უყვარდა ტკბილეული
_ მსუნაგო!_ გაეცინა მარინას._ მიდი მისაღებში გადი მე ყველაფერს მოვიტან!
უთხრა და პარკის ამოლაგება დაიწყო. ისევ მაგიდასთან იდგა სალომე. თითებს დაფიქრებული აკაკუნებდა სკამის საზურგეზე და ცოტა ხნის უკან მოცინარი სახე ახლა უცნაურად მოღუშვოდა.
_რამე ხდება სალო?_ ჰკითხა მარინამ, როცა მისი მოწყენა შეამჩნია.
_ კი, ხდება!_ უპასუხა გოგონამ მცირე ყოყმანის შემდეგ. _შენთვის რაღაც არ მომიყოლია. არ ვიცი, იქნებ არც გსურს ამის მოსმენა, მაგრამ სამართლიანი რომ ვიყო საკუთარ თავთან, აუცილებლად უნდა გიამბო.
ადგა და ის ამბავი მოუყვა, თუ როგორ მოქეცნენ ჯგუფელები მის გამო ნუცას, თუ როგორ ნანობდა ნუცა ჩადენილს და როგორ სურდა მარინას ნახვა.
_ უნდა ბოდიში მოგიხადოს, მაგრამ .... ვერ ბედავს მოსვლას._ დაასრულა სალომემ მოყოლა. ჩუმად უსმენდა მარინა მეგობარს. უსმენდა და ყველაფერს კიდევ ერთხელ იხსენებდა. არაფრის გამო გაიმეტა ნუცამ. მეგობრობის სანაცვლოდ ზურგში დანა ჩაარტყა.
_ როგორ ფიქრობ, ვინც ერთხელ გიღალატებს, ამას მეორედ არ გაიმეორებს?_ ჰკითხა ბოლოს ხმა გაბზარულმა სალომეს.
_ ეგ არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ მეორე შანსს ყველა იმსახურებს. _ ეს კი უთხრა, მაგრამ თვალი მაინც ვერ გაუსწორა. სალომეს იმაზეც ბევრი ჰქონდა ნაფიქრი, რა მოხდებოდა დიას ნაცვლად სხვა კაცი რომ გადაჰყროდა მარინას. კი ახლა ყველაფერი გამოსწორდა, მაგრამ რა მოხდებოდა თუ მარინას დიაში არ გაუმართლებდა?! თავი გააქნია უსიამო ფიქრების გასაფანტავად. ამას რომ თავი დავანებოთ, თავად? მიუხედავად შერიგებისა დაკარგულ ნდობას ვერ იბრუნებდა. მეორე შანსი კი მისცა, მაგრამ გულს ვერაფერს უხერხებდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ არ იშლიდა ნუცასთან ურთიერთობას, თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ წარსული დაივიწყა. მაგრამ რეალურად ძალიან უჭირდა. რადგან ეს გაბზარული გრძნობა აღარ ჰგავდა უწინდელს. უცნაური ის იყო, რომ ნუცას ნაცვლად ირაკლის მიმართ გრძნობდა იმედგაცრუებას. ნუცა არ იქნებოდა და სხვა იქნებოდა! ეს ირაკლის არ ჰქონდა ერთგულება ბუნებაში. აი ეს იყო მთელი ამბის თავი და თავი. და მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობდა სალომე რომ საკუთარ თავში პატიების და ტკივილის დავიწყების ძალა ეპოვნა.
_ მეორე შანსი?_ სევდიანად გაეღიმა მარინას._ ალბათ მართალი ხარ!
_ ახლა ნუცა ეზოშია და შენს გადაწყვეტილებას ელოდება! თუ მის მოსასმენად მზად ხარ, მხოლოდ დარეკვაა..._ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა._ აჰა,აი ეტყობა ვერ მოითმინა და ..
გაეცინა სალომეს ნუცას მოუთმენლობაზე.
_ აბა, მზად ხარ?_ ჰკითხა და თვალი ჩაუკრა. მარინამ, მეგობრის სიტყვებით გამხნევებულმა, თავი დაუქნია და კარის გასაღებად დაიძრა. ისე გააღო, არ შეუმოწმებია სტუმრის ვინაობა. გააღო და ღიმილი სახეზე შეახმა.
_ მამა?_ კი არ თქვა, ამოიკვნესა საწყალმა. დამცინავი ღიმილით გაუღიმა გიამ საკუთარ ქალიშვილს. სახეზე ეტყობოდა კვლავ ალკოჰოლით იყო გაჟღენთილი. ავად უელავდა ჩაწითლებული თვალები. ისე გიჟივით იკრიჭებოდა, ჭკუაც არ მოეკითხებოდა იმ წამს. უკან დაიხია მარინამ, მაგრამ გვიანი იყო. მკლავში ხელი ჩაავლო გიამ და კედელს გამეტებით შეახეთქა.
_ გიპოვნე ბო*ო! მაინც მოგაგენი! გეგონა დამემალებოდი? ვერ მიგართვი! _ შემობანცალდა და კედელთან ჩაკეცილ გოგონას კვლავ მხარში ჩააფრინდა._ ახლა კი მიიღებ, რასაც იმსახურებ! გეგონა შვილს მომიგდებდი და აქ კუროსთან იგულავებდი არა?
გაოცებით ამოხედა მარინამ. აშკარა იყო გონზე არ იყო კაცი. ადრეც ხშირად მომხდარა, რომ მარინა ნინელიში არევია გადამთვარალებულ გიას, მაგრამ ახლა სულ სხვანაირი ხმა ჰქონდა. სიძულვილით და ბოღმით სავსე. ალბათ რაც მარინა სახლიდან წავიდა სასმელში იხრჩობოდა ბრაზით გაგიჟებული ლოთი
_ მამა მე ვარ, მარინა!_ მისი გონზე მოყვანა სცადა შიშისგან სახეარეულმა გოგონამ, მაგრამ გიას არაფერი ესმოდა _ახლავე მიიღებ შენსას შე კახ*ა! აქ შენი საყვარლის სახლში უნდა მოგახრჩო!_ გაჰყვიროდა და ყელში გამეტებით უჭერდა ხელებს. ჰაერი აღარ ჰყოფნიდა მარინას, ხელებზე ებღაუჭებოდა მშობელს და ერთი ფიქრი უელავდა მხოლოდ, რომ ასე მამის ხელით სიკვდილი არ სურდა და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მასთან ერთად მისი არგაჩენილი შვილიც კვდებოდა. გაიბრძოლა და მისი თითების მოშორება სცადა, მაგრამ ამაოდ.
_ რას აკეთებ! ვინ ხარ? გაუშვი ხელი გაუშვი! მიშველეთ!_ გაჰკიოდა მისაღებიდან ხმაურზე გამოვარდნილი სალომე და გაგიჟებული კაცის თმებში ჩაფრენილი ცდილობდა მარნისაგან გაერიდებინა.
_ შენ რაღა გინდა შენი..?_ ახლა სალომეს შეუკურთხა გიამ. ბოლო წამს შვილს გაუშვა და ხელი სალომეს გასცხო. ფეხსაცმლის კარადას შეაჯახა ტანმორჩილი გოგონა და ისევ სანახევროდ გონდაკარგულ შვილს მიუბრუნდა. ახლაღა აღიქვა ყველაზე მთავარი, რომ გოგონა ორსულად იყო.
_ აჰაა, ჩემი შვილი მიაგდე და ახლა სხვას აჩენ არა?_ დაებერა ყელზე ძარღვები გაცოფებულს, მის წარმოსახვაში ორსულ ნინელის ხედავდა. _ ხომ გამაუბედურე და ახლა ბედნიერებას ვერც შენ ეღირსები შე კახ*ა! იღრიალა საბოლოოდ გონსგადასულმა და სწორედ იმ წამს, როცა წიხლი მოუქნია ორსულ შვილს მუცელში ჩასარტყმელად თავში ბროლის მძიმე უზარმაზარი ვაზა დაეფშვნა. შეაბარბაცა, შემდეგ კი თვალთ დაუბნელდა და საკუთარი სულივით ბლანტ ჭაობში ჩაიძირა.
_ მამისარამსგავსი!_ ჩაილაპარაკა მის თავზე წამომდგარმა ნუცამ და ხელები გაიბერტყა. შემდეგ მარინასთან ჩაიჩოქა და პულსი შეუმოწმა.
_ მადლობა ღმერთს დროულად მოვედი!_ ჩაილაპარაკა. ცალი ხელით მობილურზე აკრიფა სასწრაფოს ნომერი და მეორით კი სალომე წამოაყენა იატაკიდან.
საპროცედუროს წინ ისხდნენ გოგოები და ნაადრევად დაგეგმილი საკეისროს შედეგს გაფითრებულები ელოდნენ. შვიდ თვეს კვირები უკლდა მარინას. ნაყოფიც საჭიროზე პატარა იყო, მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდათ ექიმებს, ნაყოფის გულისცემა აღარ ისმოდა.
_ არ დაურეკავ დიას?_ ჰკითხა ნუცამ სალომეს, რომელსაც მკლავზე თაბაშირი ედო.
_ დავურეკავ, მაგრამ... არ ვიცი რანაირად ვუთხრა!
_ იქნებ ჯერ ირაკლისთან დარეკო?_ თვალი აარიდა ნუცამ და იატაკს დააჩერდა._ რომ არა ჩემი სისულელე ეს ამბავი არ მოხდებოდა! ყველაფერი ჩემი ბრალია! და კიდევ პატიებასაც რომ ვითხოვ! სითავხედეა არა?
_ იმაზე იფიქრე, რომ არა დღევანდელი შენი სიმამაცე, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა!_ გამამხნევებლად გაუღიმა სალომემ. ფეხზე ადგა, ტელეფონი მოიმარჯვა, ჰაერი ჩაისუნთქა და ირაკლის ნომერი აკრიფა...

საჭესთან ირაკლი იჯდა. თუმცა არა ნაკლებ გამეტებით მოაქროლებდა მანქანას. წამით გახედავდა ხოლმე ანერვიულებულ მეგობარს და მის სანუგეშოდ სიტყვებს ვერ პოულობდა.
_ მათ ვერ დავკარგავ! ვერა!_ უაზროდ იმეორებდა დია შიგადაშიგ.
რამდენიმე საათის გზა ნახევარ დროში გამოიარეს. ნახევრად გაჩერებული მანქანიდან გიჟივით გადმოხტა დია და სირბილით შევიდა საავადმყოფოს ფოიეში. შიშისგან საღად ვეღარ აზროვნებდა. ვაითუ არჩევანი დასჭირვებოდა? რა უნდა ექნა? იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ ამდენ ხანს ვერავინ დაუცდიდა მის დაბრუნებას. რომ ოპერაცია უკვე დასრულებული იქნებოდა. მაგრამ სანამ გოგონებამდე მივიდა გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ის მარინას სიცოცხლეს ირჩევდა, გული ეწურებოდა ამ საშინელი აზრისგან, მაგრამ საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვიც კი აღარ შეჰქონდა.
სკამზე გვერდიგვერდ მსხდარ გოგონებს რომ ჰკიდა თვალი, მათკენ გაიქცა და სანამ რამეს იკითხავდა მათ სახეებზე დაუწყო ძებნა იმედის მარცვალს და როცა სალომემ ოდნავ გაუღიმა, შვებით ამოისუნთქა.
_ ოპერაცია დასრულდა დია. მარინა კარგადაა. ძინავს ჯერ. _ უთხრა სალომემ მშვიდად. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა დიამ. იგრძნო გულმა ფეთქვა როგორ დაუწყო. ახლა ბავშვის ამბავი იკითხა.
_ ბავშვი ინკუპატორშია! სუსტია, ძალიან პატარაა. იმედი მოგვცეს, რომ გადარჩება, მაგრამ მაინც... ძალიან პატარაა! _ ახლაღა მისცა დიამ თავს თავისუფლად სუნთქვის უფლება. იქვე მუხლებში ჩაიკეცა და თავი კედელს მიაყრდნო.
_ მადლობა ღმერთო!_ ჩაიჩურჩულა წამის შემდეგ და პირჯვარი გადაიწერა ისე ჩაჩოქილმა.
მარინა მალევე გამოწერეს სახლში. აი გოგონა კი ვერა. სამი თვის მანძილზე ყოველ დღე კლინიკაში დადიოდა დია. დღე არ გამოუტოვებია. სანამ ძალით არ გამოუშვებდა პერსონალი სახლში, არ ეთმობოდა თავისი პაწაწა გოგო.
_ სახელი შენ დაარქვიო!_ რომ შესთავაზა მარინამ, სიხარულით აღარ იყო დია. ბევრი იფიქრა და ბოლოს ისეთი საოცარი გადაწყვეტილება მიიღო, ყველა გააოგნა. ბავშვს არც მეტი არც ნაკლები ნუცა დაარქვა. და როგორც დღენაკლული იქვე საავადმყოფოს კედლებში მოანათვლინა უფროს ნუცას და ირაკლის.
_ რომ არა ეს სულელი ნუცა, არც შენ მეყოლებოდი და არც ჩვენი ნუციკო!_ იმართლა ღიმილით თავი. იმ დღეს კი, როცა ბავშვი ბოლოს და ბოლოს სახლში გამოწერეს, მარინას ოფიციალურად სთხოვა ხელი. მარინას სახეზე დანახულმა ყოყმანმა ძალიან შეაშინა.
_ მიყვარხარ!_ უთხრა მტკიცედ _ რატომ ფიქრობ ამდენს?
_ არ ვიცი,უბრალოდ მეშინია, რომ მხოლოდ ბავშვის გამო... რომ ერთ დღეს მამაჩემივით...არა, შენ არასდროს მოიქცევი მასავით! უბრალოდ მეშინია, რომ თუნდაც წამით დავინახო შენს თვალებში სინანული, ამას ვერ გადავიტან!
ცოტა ხანს უყურა დიამ გოგოს. მერე მივიდა და ხელები მაგრად მოხვია. იგრძნო, როგორ აუცახცახდა გამხდარი მხრები.

_ არასდროს შეიტანო ეჭვი ჩემში! არასდროს იფიქრო, რომ ჩემთვის მხოლოდ მოვალეობა ხარ! გემის? თქვენ ყველაფერი შეცვალეთ ჩემში! არ მახსოვს რა იყო თქვენამდე! მიყვარხარ ხომ გესმის?
_ ანუ გინდა მითხრა, რომ ჩემი სახელიც გიყვარს?_ ცრემლიანი თვალებით და ღიმილით ამოხედა გოგონამ. ხუმრობა სცადა.
_ შენი სახელი?_ გაეღიმა დიას._ შენი სახელი ამ ქვეყნად ყველა სახელზე მეტად მიყვარს! ვერ წარმომიდგენია სხვა რა შეიძლება გერქვას, რომ ის იყო, ვინც ახლა ხარ ჩემთვის!
ისევ გულში ჩაიკრა და თავზე ნიკაპი ჩამოაყრდნო.
_ არც მარიამი, არც მარი, არც მარუსია! შენ ხარ ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი მარინა!
....
ხანდახან ხდება, რომ ამბები უცნაურად იწყებიან. ზოგჯერ თითქოს გამოცდას გვიწყობს ცხოვრება, ხანგრძლივს და მტკივნეულს და ადამიანებიც რაღაც მისიით მოდიან ჩვენთან, მაგრამ საბოლოოდ, როცა ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ვხვდებით, რომ არაფერს ვნანობთ. რომ ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო და ამის გააზრების შემდეგ ჩვენი ყველაზე მტკივნეული მოგონებები ფერს იცვლიან. და როცა უკან ვიხედებით, ვიაზრებთ, რომ ბედის მადლიერიც კი ვართ, რომ ეს გამოცდა მოგვიწყო. თუ თავიდან გვეგონა, რომ სიყვარულისგან ცაში ვიფრენდით, გავიაზრებთ, რომ ძალიან ვცდებოდით. სიყვარული მყარად მიგვაბამს მიწაზე. მითუმეტეს მაშინ, როცა შვილები გვეყოლება. ფარფატის ნაცვლად მძიმე, მყარ ნაბიჯებს გადავდგამთ და გვენდომება მეტად ღრმა ნაკვალევის დატოვება იმ გზაზე, სადაც ჩვენი შვილები გაივლიან. შეიცვლება ჩვენი ოცნებები , მიზნები და სურვილები. თავადაც შევიცვლებით! როგორც მოთხრობის გმირები , ჩვენც მივხვდებით, რომ სიყვარული მძიმეა და ყველა ვერ ზიდავს. თუმცა ეს სიმძიმე ბარგის სიმძიმეში ნუ აგერევათ! შეყვარებისას მივხვდებით, რომ ერთი აღარ ვართ. შვილების დაბადება ამ გრძნობას კიდევ უფრო გაგვიბევრებს და ეს გრძნობა გაგვაძლიერებს. მე კი არ მესმის უიმედობის, როცა „ბევრი“ ვარ.

სიძულვილის ნაცვლად გიყვარდეთ.... სიყვარული აბედნიერებს გულს. სიყვარული აკეთილშობილებს სულს. ცაში უაზრო ფარფატს კი დედამიწაზე მყარად სიარული ამჯობინეთ ხალხო.

დასასრული...
ვე რა



№1 სტუმარი Ana-maria

კიდევ ერთი კარგი ისტორია დასრულდა. ძალიან მომეწონა ❤️
წარმატებები ავტორს ❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Ana-maria
კიდევ ერთი კარგი ისტორია დასრულდა. ძალიან მომეწონა ❤️
წარმატებები ავტორს ❤️

მადლობა დიდიი.)))

 


№3 სტუმარი ნანამია

მიყვარს ბედნიერი დასასრული... მადლობა კიდევ ერთი საინტერესო , ემოციური და იმედიანი ისტორიისთვის...

 


№4 სტუმარი იაკობტ

როგორც ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი, ველოდები მეორე ნოველის გაგრძელებას. ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

როგორც ყოველთვის საუკეთესოა. მეორე ნოველას შეწყვიტე თოვას როდის დაასრულებთ?გელოდებით

საუკეთესოდ წერთ ამ საიტზე. თქვენი ყველა გამოჩენა დღესასწაულია

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

წინა ისტორიის გაგრძელებას როდის დადებთ?

 


№7 სტუმარი Manana lomidze

როგორ მიყვარს შენი ისტორიები.ყოჩაღ***(

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

კიდევ ერთი შენეული ისტორია ვე რა. საოცრად ნიჭიერი გოგოხარ❤️

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ.)))

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგად წერთ. კიდევ ერთი კარგი ისტორია. შეწყვიტე თოვას მეორე ნაწილს როდის დადებთ?ძალიან გთხოვთ დაასრულეთ არ მიატოვოთ დაასრულეთ. ველოდებით დასასრულს

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინო
ძალიან კარგად წერთ. კიდევ ერთი კარგი ისტორია. შეწყვიტე თოვას მეორე ნაწილს როდის დადებთ?ძალიან გთხოვთ დაასრულეთ არ მიატოვოთ დაასრულეთ. ველოდებით დასასრულს

არაფერს არ ვტოვებ ხალხოო, ვწერ თან და თან. ნელნელა. რატომ მივატოვებ? რა მიმიტოვებია?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent