წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (12 თავი)
12 თავი -შენ ის არ ხარ სულ რომ მლანძღავდა? როდის აქეთ მეხუტები? - გაიკვირვა გაგამ. ნუცასაც უკვირდა მაგრამ რა ექნა, ვერ დაუკვირდა რას აკეთებდა. -შენ... მოიცადე არ გახსოვს? - თვალები გაადიდა ნუცამ. ბიჭი შეიშმუშნა. აშკარა იყო, ძალიან სტკიოდა ჭრილობები. -რომ გადავფრინდი და მერე შენ გადმომყევი ხო? - ნუცამ თავი დაუქნია. -რა მომივიდა? შენ კარგად ხარ? - მკაცრი ტონი სულ გაუქრა და წამოდგომა სცადა. გაუკვირდა ნუცას მისგან „შენ კარგადხარ“ რომ გაიგონა. წამოწევა სცადა თუ არა, მაშინვე შეაჩერა ნუცამ. -არა, არა უნდა იწვე საშიშია! - ცოტა ხმამაღლა მოუვიდა და გაგამაც უცებ დაუჯერა. -რა მოხდა მეტყვი? ან შენ რა გინდა აქ. მგონი არ მოგწონდი. - ჩაეცინა და შემდეგ დაიმანჭა. -მოგიყვები მაგრამ არ წამოდგე! არავითარ შემთხვევაში! სულ რომ მოკვდე მაინც! - თაის გააფრთხილებაზე თავად გაეცინა და მოყოლა დაიწყო: -რო დაეცი, და მერე მე რომ გადმოგყევი. მოკლედ კლდეზე დაენარცხე და თავი გაგიტყდა. სულ სისხლიანი იყავი და უგონოდ. ჰო და თბილისში ვერ ჩაგიყვანეთ და ვერც ვერავინ ვერ ვიპივეთ ექიმი და მე... -შენ გადამარჩინე? - გააწყვეტინა. -ნუ... ჭრილობა გაგიკერე და გირჩევ თავი არ გაანძრიო თორემ ამას მეორედ ვეღარ ვიზამ. -არ გიპასუხია შენ გადამარჩინე? -ჩემი ბრალი იყო იმ დაწყევლილი კლდიდან რომ ჩამოვარდი! -სხვა შემთხვევაში დიდი სიამოვნებით დაგაბრალებდი და ნერვებს მოგიშლიდი. - ჩაეცინა. - მაგრამ არ იყო შენი ბრალი. -კარგი. რადგან კარგად ხარ... დავუძახებ ბავშვებს, ძალიან ნერვიულობდნენ. - ნუცა წამოდგა და კარისკენ წავიდა, თუმცა გაგას სუსტი სიტყვა მაინც დაეწია: -ნუცა... – პირველად დაუძახა სახელი. რაღაც უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში და შემობრუნდა. თვალებით ჰკითხა რაო. -მადლობა... - ნუცამ საპასუხოდ გაუღიმა. ნამდვილი ღიმილით გაუღიმა! შემდეგ ოთახიდან გავიდა. მიუხედავად იმისა რომ დილის 8 საათი იყო, თითქმის ყველას ხედავდა დივანზე, ერთმანეთზე მიდებული თავებით. ნუცას ნაბიჯების გაგონებისთანავე უამრავი თვალი მიაშტერდა მას. -გაიღვიძა. - ძლივს ამოთქვა ნუცამ და თვალი გაადევდა მეგობრებს რომლებიც რიგრიგობით ავიდნენ კიბეზე. შხაპის მიღება და ძილი სჭირდებოდა ყველაზე მეტად. პირველის გასაკეთებლად იმ წამსვე ავიდა ოთახში. მეორეს კი იცოდა რომ კარგა ხანი ვერ ეღირსებოდა და გრილი წყლის ქვეშ ნებივრობისას, ძალების აღდგენაზე ოცნებობდა. 1 კვირაში გაგა კარგად იყო. სიარულიც შეეძლო და თავისი მკაცრი სახის დაჭერაც. თუმცა რაც დრო გადიოდა, ამ სახით უფრო და უფრო ცოტას ლაპარაკობდა ნუცასთან. თუმცა ბევრი საერთოდ არ ულაპარიკიათ. ერთი ის იყო, მადლობაო რომ უთხრა. მერე თავზე საფენის შეცვლისას, შენ რა ყველაფერი იციო და თბილისში წამოსვლაზე, ნუცას კატეგორიული სიტყვები: ექიმმა უნდა გნახოს! მიუხედავად იმისა რომ ზედმეტად ადრე მოხდა, მაინც ვერ ჩერდებოდა ნუცა რაჭაში და ზუსტად ბედზე დაურეკა უფროსმაც, როდის დაისრულებ არდადეგებს, ნუ გადამრიეო. -აუ, გიო ხო იცი როგორია ეს ლევანი რა. ესეთ ფირმაში ვმუშაობ, სამსახურს რაჭის გამო ხო არ დავკარგავ... - ცდილობდა ნუცა გიორგის დარწმუნებას იმაში, რომ ის აუცილებლად უნდა გაეშვა თბილისში. -მეგობრებს რომ დაკარგავ? - ემოციური ხმით უთხრა გიომ. -დრამის მამიკო! - კისკისი აუტყდა ნუცას. -აუ ესეთი სერიოზულია? - მოწყენილი ხმით უთხრა ნიამ. -კი, ნიაკო... -დამპალი ბავშვი ხარ შენ! - უთხრა ლაშამ. -რაღა ბავშვი ვბერდები. - გაიცინა ნუცამ. -დაჟე გეცინება ხო? წადი ამ შუა ივლისში და დაიცავი ეგ შენი კლიენტები, უფ! - გაბრაზდა ანა. -ერთი ორი კვირა და ჩამოვალ მერე. - გაიღრიჭა ნუცა. -ერთ ორ კვირაში აქეთ ჩამოგაკითხავთ! -კარგი რა, დათა, შენც? -აბა როგორ?! -მეც უნდა წავიდე თბილისში! - თქვა ოთახში ახაშემოსულმა გაგამ. -შესანიშნავია! ერთად წახვალთ! - გაიღრიჭა გიო. -არა! - დაიყვირა ნუცამ. გაგამ წარბი აწია. -შეგილია ორი წამი გამოხვიდე? - გაიგონა გაგას ხმა და ვახშმობის დროს და უცებ წამოდა. აივანზე გავიდნენ. ჩუმად იყო გაგა თავიდან, თუმცა შემდეგ ამოიღო ხმა. -მეგონა რო ვმეგობრდებოდით. - ნუცას შეეძლო დაეფიცა რომ ბიჭის სასიამოვნო ხმაში წყენა გაკრთა. ჩაეცინა... -მერე რატომ გეგონა? - გაგა წამოიწია და წარბი აწია. გოგონას სიცილი აუტყდა. - ვგობრდებით რა თქმა უნდა. უბრალოდ შენთან ერთად შენი მახინჯი წამოვა ჰო და დავიფიცე რომ მაგასთან ერთად ერთ მანქანაში არ ჩავჯდებოდი ამიტომ... -არ მოდის! - გააწყვეტინა ბიჭმა რომელსაც ხმაში „წყენის გაკრთობა“ გაჰქრობოდა და ისევ ის „ძალით სერიოზული“ სახე ეჭირა. -კარგი როდის მივდივართ? - არც ნუცამ დააკლო და მიუხედავად იმისა რომ მართლა ეცინებოდა, მკაცრი ხმით უთხრა. -ხვალ? არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ მე სწრაფად უნდა ჩავიდე თბილისში, საქმეები მაქვს. -ჰო. ხვალ. - დაუდასტურა ნუცამ და ოთახში ავიდა. მეორე დღეს ძლივს გამოუშვეს ნუცა. საშინლად გაბრაზდა როცა გაგას მანქანაში დასკუპებული თინა დაინახა და გულში კარგად გამოლანძღა გაგა ასეთი ტყუილისთვის, მაგრამ 10 წუთში ლამაზ სახლთან რომ ჩამოსვა, სიტყვები უკან წაიღო და გაიღიმა. მთელი გზა ჩუმად იყვნენ. მხოლოდ ლანას “national anthem” ისმოდა მანქანაში და მხოლოდ ეს არღვევდა იდეალურ სიჩუმეს. თბილისში შესვლისთანავე ინანა ნუცამ აქ დაბრუნება. წვიმდა! შუა ივლისში რა აწვიმებდა ვერ გეტყვით, მაგრამ წვიმდა და... -ნიას და გიოს ქორწილში სახლში რომ მოგიყვანე, რაღაცას ამბობდი წვიმაზე. - სიცილით თქვა გაგამ ისე რომ თვალი არ მოუშორებია გზისთვის. ნუცა დაიმანჭა. შემდეგ კი გაეცინა. -ბევრი ვლანძღე? - შეპარვით უთხრა. -არა თინასავით ბევრი არა. - ისევ იცინოდა გაგა და ნუცას ისე უცნაურად ესმოდა ბიჭის სიცილის ხმა. უცნაურად და მგონი პირველად. -მომაშტერდი! - დაიძახა გაგამ. „რა თვალები აქვს!“ - დაიჩურჩულა ნუცამ და მწერა მოაშორა. -ვიცი რომ ლამაზი თვალები მაქვს! - ხმამაღლა თქვა სიცილნარევი ხმით. - არც შენ გაქვს ცუდი. - ბიჭმა ნუციკოს თვალებს შეხედა და ისევ გაეცინა. -ოჰ! უიშვიათესი ფერის თვალები მაქვს! ლურჯი თვალები კი ნებისმიერ გამვლელს აქვს! -მერე ყველა იშვიათი ლამაზი კი არაა! - თვალი ჩაუკრა და ახარხარდა. გაბრაზებულმა ნუცამ ვერც კი შენიშნა როგორ გაჩერდა გაგას მანქანა მის კორპუსთან. -არ გიხდი მადლობას რომ მომიყვანე, კიდევ ნევრებიც რომ ამიშალე, კიდევ ამდენი რომ მანერვიულე და არ გეუბნები ნახვამდის მეთქი იმიტომ რომ არ მინდა შენი ნახვა! - ძალით სერიოზული ხმით უთხრა ნუცამ თუმცა ბოლოს მაინც ახარხარდა. -რა გაცინებს? - ისეთი სერიოზული სახე დაიჭირა გაგამ გეგონება 2 წუთის წინ არ ხარხარებდა. -ეგ სერიოზული სახე დაგღუპავს ადამიანო! - თქვა და მანქანის კარი გამოაღო. -კლდიდან ვიფრინე - დაასკვნა და დაამატა: თ! და მაგან არ მომკლა. ეს სერიოზლი სახე შენ დაგღუპავს მე კი არა! - ნუცამ უკანა სავარძლიდან თავის ჩანთა აიღო და მანქანიდან გადავიდა. -კარგად. - მაინც უთხრა და კარები დახურა. საპასუხოდ გაგამ თვალი ჩაუკრა. სადარბაზოში უცებ შეხტა თუმცა მაინც დაეწია მისი ხმა: -ლამაზი თვალები გაქვს! - შემდეგ მანქანის დაქოქვის ხმაც გაიგონა და ღიმილით შევიდა ლიფტში. ------ ვიცი რომ ძალიან პატარაა მაგრამ ამის შემდეგ სულ 3 თავიღა დარჩა და ისინი ძალიან დიდებია. იმედია მოგწონთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.