შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 8 თავი


6-11-2024, 10:36
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 210

-სიკვდილის არ მეშინია- უემოციო ტონით უთხრა ნიცამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ბრაზნარევი ტონით ჰკითხა -შენს ოთახში რატომ შემომიყვანე?
-იმიტომ რომ ასეა საჭირო
-ძველ ოთახში წამიყვანე თუ შეიძლება
-არ შეიძლება!
-აქ შენთან ერთად ყოფნა არ მინდა!
-ანდრიას მამა თუ მიხვდება რომ მოწმე ხარ...
-ანდრიას მამაზე მეტად შენი მეშინია- გულწრფელი ემოციით უთხრა ნიცამ და ცივი მზერა სახეში მიაყინა
-შენი მოკვლა რომ მინდოდეს...- ხმა დაეძაბა თორნიკეს
-სიკვდილზე უარესი რაღაცეებიც არსებობს! დაგავიწყდა შენი საყვარელი ფრაზაა ?!- ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა ნიცამ და სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა. თორნიკემ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა. -არაფერს მეტყვი?- ინტერესით ჰკითხა ნიცამ და წამიერად მზერ გაუსწორა
-ჩემს მოთმინებას ცდი?-ცინიკური ტონით ჰკითხა თორნიკემ მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა
-არ გაბედო და არ შემეხო!- ზიზღით უთხრა ნიცამ და გველნაკბენივით უკან გახტა. თორნიკეს მის ქცევაზე ბოროტულად გაეღიმა და ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას სწრაფად მიუახლოვდა-თუ შეიძლება ოთახიდან გადი!- ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცამ და აწყლიანებული თვალები სახეში მიანათა
-შენთვის რამის დაშავება რომ მინდოდეს, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი- აგრესიული ტონით უთხრა თორნიკემ და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის წაშლილ სახეს
-გთხოვ-შეეხვეწა ნიცამ და თავი გვერდზე მიატრიალა. ჰაერში დარჩენილი ხელი ძლიერად მომუშტა თორნიკემ და ნელა ჩამოსწია. საშინლად იმედგაცრუებული იყო, მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია და კარგა ხნის სიჩუმის მერე უემოცი ტონით უთხრა ატირებულ გოგონას
-ოთახის კარს ღიას დაგიტოვებ, ასე რომ შეგიძლია ნებისმისერ დროს გამოხვიდე გარეთ მაგრამ... იცოდე სისულელეების გარეშე! გაქცევაზე ფიქრიც კი არ გაბედო!-ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოსთქვა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
-რატომ უთხარი მამაჩემს ეგ სისულელე?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ანდრიამ თორნიკეს როცა აივანზე გავიდნენ მოსაწევად
-იმ მომენტში სხვა ვერაფერი მოვიფიქრე
-დარწმუნებული ვარ არ დაიჯერა
-მის ადგილას არც მე დავიჯერებდი- გაეცინა თორნიკეს და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა
-შენი აზრით ეს ასაცილოა?-გაბრაზდა ანდრია
-ნიცაზე ასე რატომ ღელავ?- მოიღუშა თორნიკე
-უკვე ხომ აგიხსენი?!
-მხოლოდ ეგაა მიზეზი?
-სხვა რა უნდა იყოს?-ვერ მიუხვდა სათქმელს ანდრია
-ვფიქრობ ზედმეტად ხარ მისით დაინტერესებული!- მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და წამიერად მზერა გაუსწორა
-მერე შენ რა?-გაბრაზდა ანდრია
-ყელზე რა გჭირს ეე- საუბარში ჩაერია ირაკლი და მეგობრებშორის დაძაბული წაუბარი წამის მეასედში განმუხტა
-ისეთი არაფერი დაიკ*დე- ბრაზნარევი ტონით უთხრა თორნიკემ და სიგარეტის მეორე ღერს ნერვიულად მოუკიდა
-ეს ნიცამ გააკეთა?-აღფრთოვანება
ვერ დამალა ირაკლიმ
-ნიცაზე ლაპარაკი არ მინდა!- წამოენთო თორნიკე და ზურგი აქცია მეგობრებს, კიბეები სწრაფად ჩაირბინა და თავსხმა წვიმაში ქუჩაში გავიდა სასეირნოდ.
-რა დაემართა?- დაიბნა ანდრია
-აზრზე არ ვარ-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ და ფანჯრის მინიდან ზურას გახედა რომელიც ტყავის სავარძელში იჯდა და მშვიდად წრუპავდა ალკოჰოლურ სასმელს ჭიქიდან.
-ჩანაწერები ნახა?
-კი ორჯერ
-რატომ არ მიდის?
-მერავიცი ძმაო მამაშენია, მამაჩემი კი არაა-უდარდელად უთხრა ირაკლიმ და ლუდის ბოთლი მოიყუდა.
-ამის დედაც-უმისამართოდ შეიგინა ანდრიამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-მემგონი მამაშენს არ სჯერა რომ მთელი ღამე აქ იყავით შენ და თორნიკე და ამიტომ არ მიდის აქედან- ივარაუდა ირაკლიმ თითქმის ბოლომდე დაცლილი ლუდის ბოთლი მაგიდაზე ხმაურით დადო
-მეც ასე ვფიქრობ- დაეთანხმა ანდრია და ზიზღით გახედა მამამის.
-შენი აზრით ეჭვი რატომ ეპარება?
-ნიცას გამო
-უფლებას ხომ არ მისცემთ რომ რამე დაუშაოს?!
-ნიცაზე ასე რატომ ღელავ ხომარ შეგიყვარდა?- გაეცინა ანდრიას
-არა მაგრამ ალბათობა არსებობს რომ შემიყვარდეს- ირონია გაერია ხმაში ირაკლის და მეორე ლუდის ბოთლი მოიყუდა.
დიდხანს დაბოდიალობდა ქუჩაში თავგზააბნეული თორნიკე უმიზნოდ და შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალს ეძებდა. სახლში მისვლა და ნიცას ნახვა აღარ უნდოდა, მაგრამ წასვლის გადაწყვეტილებასაც ვერ იღებდა, რადგან არ უნდოდა ზურას ეჭვები გაემძაფრებინა და ნიცას სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა. ბევრი ფიქრის მერე სახლში დაბრუნება და ახალი გეგმის მიხედვით მოქმედება გადაწყვიტა, რომელიც არამხოლოდ ნიცას სიცოცხლეს, არამედ მისი და ანდრიას უსაფრთხოებას და სიმშვიდეს უზრუნველყოფდა. სახლში დაბრუნებისთანავე თორნიკემ საჭმელი აუტანა ნიცას ოთახში და მასთან საუბრის წამოსწყება სცადა
-თუ ასეთი საშიშია ეს კაცი ჩვენთვის მაშინ სახლში რატომ არ მიშვებთ? ჯერ კიდევ აქ რატომ ვარ ხომ იცით რომ არავის არაფერს ვეტყვი?- ინტერესით ჰკითხა ნიცამ და ფეხზე წამოდგა აღელვებული
-იმიტომ რომ არ გენდობით-გულწრფელად უთხრა თორნიკემ და წამიერად მზერა გაუსწორა
-ვიცი რაზეც ხართ წამსვლელები შენ და ანდრია საკუთარი...
-შენ ჩვენზე არაფერი იცი!- დაუღრინა თორნიკემ და ოთახიდან გასვლისას კარი ისეთი ძალით გაიჯახუნა რომ ადგილზე შეხტა შეშინებული გოგონა.
გვიან ღამემდე დარჩა ზურა თორნიკეს აგარაკზე თავის ბიჭებთან ერთად ამიტომ იძულებული გახდა თორნიკე რომ კიდევ ერთხელ შესულიყო ნიცასთან ოთახში.
-კიდევ რამდენი ხანი აპირებს ეს კაცი ამ სახლში დარჩენას?
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა თორნიკემ და საწოლზე კომფორტულად მოთავსდა
-შენ რა? აქ აპირებ ღამის გათენებას?-დაიძაბა ნიცა
-წინააღმდეგი ხარ?-ირონია გაერია ხმაში თორნიკეს
-შენი აზრიათ?-წამოენთო ნიცა
-თუ დავიწყდა შეგახსენებ რომ- უეცრად ფეხზე წამოდგა თორნიკე და თავზე წამოადგა აღელვებულ გოგონას- ეს ჩემი სახლია და ყველაფერი რასაც აქ ხედავ მეკუთვნის მე! მათ შორის შენც!- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა და წამიერად მზერა გაუსწორა
-თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?- წამოენთო ნიცა და ინსტიქტურად ხელი კრა. თორნიკეს მის ქცევაზე გაეცინა, თუმცა მალევე შეეცვალა სახის გამომეტყველება და სანამ გაგიჟებული გოგონა კიდევ რამეს ეტყოდა მაჯებში უხეშად ჩაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა- გამიშვი!-
-შენი სიცოცხლე და შენი ოჯახის უსაფრთხოება! მთლიანად ჩემზე არის დამოკიდებული!- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე კი ცინიკური ტონით ჰკითხა-ხვდები ამას?- და ხელი უხეშად გაუშვა.
-მეზიზღები-სლუკუნით უთხრა ნიცამ და მაშინვე აივანზე გავიდა ატირებული.
-ამის დედასაც შევ*ცი- უმისამართოდ შეიგინა თორნიკემ და რაც ხელში მოხვდა ყველაფერი დალეწა. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა ნიცა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას. დამშვიდდა თუ არა თორნიკე მაშინვე აივანზე გავიდა და ნიცასთან დალაპარაკება სცადა მაგრამ გაბრაზებულმა გოგონამ მაშინვე ზურგი აქცია მას. თორნიკეს მის ბავშვურ ქცევაზე გაეღიმა და გაბუტული გოგონა თავისკენ ნაზად შეატრიალა, თუმცა იმავე წამს წაეშალა სახე როგორც კი ეზოში მყოფ ზურას ჰკიდა თვალი რომელიც თავის ბიჭებს მითითებებს აძლევდა. ინსტიქტურად ნიცამაც იქით გაიხედა. ამ დროს მისი და ზურას თვალები წამიერად
ერთმანეთს შეხვდა. ,,ღმერთო" აღმოხდა შეშიენბულ გოგონას როცა გონება დაძაბა და მისი ვინაობა გაიხსენა.
-ახლა ხვდები რა საფრთხის წინაშე ვართ სამივე?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თორნიკემ დამფრთხალ გოგონას და როცა ნიცამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია წელზე ხელი ნაზად მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა- არ შემეწინააღმდეგო!-მბრძანებლური ტონოთ უთხრა და სანამ დაბნეული გოგონა რამეს ეტოდა ტუჩებზე დააცხრა. მომენტალურად ცრემლები წაუვიდა ნიცას, რის გამოც თორნიკემ მაშინვე ხელი ჩაკიდა და ატირებული გოგონა საძინებელ ოთახში სწრაფად შეიყვანა
-ეს რატომ გააკეთე?- ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ნიცამ როცა თორნიკემ აივნის კარი მშვიდად დაკეტა და ფარდები გადასწია
-ამაღამ ოთახში აღარ შემოვალ, ასე რომ შეგიძლია საწოლზე მშვიდად დაიძინო-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა ტირილისგან თვალებჩაწითლებულ გოგონას და წამიერად მზერა გაუსწორა
-მშვიდად?- ირონია გაერია ხმაში ნიცას
-მარტო დარჩენის თუ გეშინია...
-მე მხოლოდ შენი მეშინია!
-ცხოველი არ ვარ- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა თორნიკემ გაღიზიანებულ გოგონას და ოთახისდან სწრაფად გავიდა.
გამთენიისას ზურამ სახლში წასვლა გადაწყვიტა თავის ბიჭებთან ერთად.
-როგორც იქნა-შვებით ამოისუნთქა ირაკლიმ როცა ბოლო მანქანა გავიდა ეზოდან.
ზურას წავლის შემდეგ შვებით ამოისუნთქა ნიცამ და როგორც იქნა დასაძინებლად დაწვა დივანზე. თორნიკეს საწოლს არ მიეკარა. იმდენად დაღლილ დაქანცული იყო რომ მაშინვე ჩაეძინა. საღამოს გაეღვიძა. შეკრთა როცა კართან მდგომი ანდრია დაინახა რომელიც მომღიმარი სახით უყურებდა მას.
-რატომ მოხვედი?- მკაცრი ტონით ჰკითხა და მაშივე ფეხზე წამოდგა აღელვებული
-სალაპარაკოდ! მაგრამ ისე საყვარლად გეძინა რომ აღარ გაგაღვიძე- გულწრფელი ემოციით უთხრა ანდრიამ და რამდენიმე ნაბიჯი მისკენ გადადგა.
-არ მომიახლოვდე!- მკაცრი ტონით უთხრა ნიცამ და შეშინებულმა ოდნავ უკან დაიხია.
ანდრიამ მის ჭირვეულობას ყურადღება არ მიაქცია და მათშორის არსებული მანძილი წამებში დაფარა. მაშინვე სახე წაეშალა როგორც კი მის ხელზე არსებული ჭრილობა შეამჩნია
-ხელზე რა დაგემართა?
-ისეთი არაფერი!- უემოციო ტონით უთხრა ნიცამ და შეხვეული ხელი ზურგს უკან დამალა
-მაჩვენე-დაიჟინა ანდრიამ და როცა ჭრილობა დაათვალიერა საშინლად აღელდა- საკმაოდ ღრმა ჭრილობაა! როგორ გაიჭერი? არ გტკივა?
-კარგად ვარ- ცივად უთხრა ნიცამ და ხელი უხეშად გაითავისუფლა მისი მთრთოლარე თითებიდან
-თორნიკეს ყელზე ჭრილობა...
-რაც დაიმსახურა ის მიიღო!
-ესეც შენი ნამოქმედარია?-ძირს დაყრილ ნივთებზე მიუთითა ანდრიამ
-არა, ეს მან ჩაიდინა
-ახლა ყველაფერი გასაგებია- ირონია გაერია ხმაში ანდრიას და თვალი გულგრილად მოავლო არეულ ოთახს
-აქ ხომ სალაპარაკოდ მოხვედი? მითხარი და წადი აქედან-მისმა ქცევამ ნიცა გააღიზიანა
-უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ შენი როლი კარგად ითამაშე! როცა მამაჩემა დაინახა როგორ ვნებიანად კოცნიდი თორნიკეს...
-სიტყვებს დაუკვირდი-წამოენთო ნიცა
-ამას იმიტომ არ გეუბნები რომ გაგაღიზიანო
-აბა რატომ მეუბნები?!
-თორნიკესთვის რომ არ დაგეჯერებინა და მამაჩემს ეჭვი შეპარვოდა ჩვენს სიმართლეში ახლა ცოცხალი არ იქნებოდი...
-თუ ასეთი საშიში კაცია მამაშენი და ჩემი სიცოცხლის გადარჩენა გინდათ- ხმა დაძაბა ნიცას- მაშინ რატომ არ მიშვებთ? ხომ იცით რომ არავის არაფერს არ ვეტყვი?
-იმიტომ რომ არ გენდობით!
-პოლიციაში არ წავალ...
-ვიცი
-მაშინ ჩემს აქ ყოფნას რა აზრი აქვს?
-არც არაფერი... უბრალოდ შენი სახლში გაშვება არ გვინდა-ცინიკური ტონით, უმისამართოდ თქვა ანდრიამ და მოულოდნელად კედელს ხელები მიაბჯინა და შუაში მოიმწყვდია გაღიზიანებული გოგონა
-თქვენ ორინი-უეცრად ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა ნიცას- დაუნდობელი და ცივსისხლიანი მკვლელები ხართ!
-ჩვენზე მართლა ასე ფიქრობ?-ცინიკური ტონით ჰკითხა ანდრიამ და სახე კიდევ უფრო მეტად მიუახლოვა. ნიცამ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და კარგა ხნის სიჩუმის მერე გაუბედავად უთხრა
-მომშორდი
-კითხვაზე არ მიპასუხებ?- ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ანდრიას
-რა გინდათ ჩემგან? თავს რატომ არ მანებებთ?-უეცრად ყწობრიდნა გამოვიდა გაღიზიანებული გოგონა და გაბედულად გაუსწორა მზერა თვალებანთებულ ბიჭს. ანდრიამ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა, რის გამოც ნიცა კიდევ უფრო გაბრაზდა- კიდევ რამდენი ხანი უნდა გყავდეთ აქ გამოკეტილი?!
-მგონი ზედმეტად ღელავ?!-მაქსიმალურად დამშვიდი ტონით უთხრა ანდრიამ და სახე კიდევ უფრო მეტად მიუახლოვა დამფრთხალ გოგონას. საშინლად დაიძაბა ნიცა როცა მისი გახშირებული სუნთქვა იგრძნო სახეზე, ამიტომ ინსტიქტურად მკერდზე ხელები მოაბჯინა და უკან დახევა აიძულა ანდრიას მის ქცევაზე გაეღიმა და ოთახიდან სიტყვის უთქმელად გავიდა.

იმ საღამოს, ირაკლიმ, ძალდატანებით გაიყვანა ნიცა ოთახიდან და მისაღებ ოთახში მაგიდასთან დასვა. უხერხული სიჩუმე ჩამამოწვა როცა დაუდევრად გაშლილ სუფრას ანდრია და თორნიკეც შეუერთდნენ.
-ნიცა 2 დღეა არაფერი გიჭამია, წყალსაც კი არ სვამ...-
-კარგად ვარ-ცივად უთხრა ნიცამ გვერდით მჯდომ ბიჭს და წამიერად მზერა გაუწორა
-ასე არ შეიძლება! აუცილებლად უნდა ჭამო რამე-აღელდა ირაკლი
-არ მშია
-იცოდე იქამდე არ მოგცემ ოთახში დაბრუნების უფლებას სანამ წყალს არ დალევ და საჭმელს არ შეჭამ
-კარგი, როგორც გინდა- უემოციო ტონით უთხრა ნიცამ და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა
-ერთი ორი ლუკმა მაინც შეჭამე-ვერ მშვიდდებოდა ირაკლი
-არ მინდა
-ნუ გეშინია მოწამლული არ არის-საუბარში ჩაერია თორნიკე და როცა ნიცამ მზერა გაუსწორა ხინკლის ახლად გახსნილი კოლოფი მისკენ გააცურა
-ხორცს არ ვჭამ!- ცივად უთხრა ნიცამ ზიზღით მოავლო თვალი ცხელ ხინკალს
-არც ჩვენ-იგივე ტონალობით უპასუხა თორნიკემ და გაუხსნელი პიცის კოლოფიც მისკენ გააცურა. საშინლად დაიძაბა ნიცა როცა სამივე ბიჭმის დაჟინებული მზერა იგრძნო ერთდროულად ამიტომ შექმნილი უხერხული სიტუაციიდან თავოს დასაღწევად მხოლოდ ამის თქმა მოახერხა- წყალს დავლევ- და როცა თორნიკემ გახსნილი წყლის ბოთლი გაუწოდა მადლობა გულგრილად გადაუხადა.
........
კარზე ზარის ხმამ შეაკრთო თათია რომელიც თმის დასავარცხნად და სახლიდან გასასვლელად ემზადებოდა
,,ჯანდაბა ნეტა ვინ მოვიდა?" გაიფიქრა და კარი უგულისყუროდ გააღო
-შეენ?!-გაოცებული ტონით უთხრა ლუკას როცა დაინახა და კარი ფართედ გაუღო-შემოდი რას დგახარ?- ინტერესით ჰკითხა და როგორც კი დაბნეული ბიჭი ჰოლში შევიდა თავის მოწესრიგება განაგრძო.
-რაღაც მოხდა-დაიწყო ლუკამ ჩამწყდარი ხმით
-ვიცი რაც მოხდა!
-ამ საქმეში რატომ ერევი?!
-აქ იმიტომ მოხვედი რომ გადამარწმუნო?- გაბრაზდა თათია
-არ უნდა მოვსულიყავი! არასწორად მოვიქეცი- ძლივს შეკავებული აგრესიით თქვა ლუკამ და სანამ თათია რამეს ეტყოდა სახლიდან გიჟივით გავარდა
-იდიოტი!- თავისთვის ჩაილაპარაკა თათიამ და აკოსილი თმა დაიშალა.
.......
ლილეს ჭირვეულობის და ზურას ეჭვების გამო ანდრიამ და თორნიკემ ნიცას გაშვება გადაწყვიტეს.



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

საინტერესო ისტორიაა, მოვლენები უფრო დინამიური და დაძაბული გახდა, თან ისე რომ უფრო დაგვაინტეტესა და ჩამთრევი გახდა, თქვენი ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესი ა, მაგრამ ერთი ნაკლი გაქვთ გვიან გვიან დებთ და დროში ძალიან წელავთ

 


№2  offline წევრი Mariapipinova

სტუმარი გვანცა
საინტერესო ისტორიაა, მოვლენები უფრო დინამიური და დაძაბული გახდა, თან ისე რომ უფრო დაგვაინტეტესა და ჩამთრევი გახდა, თქვენი ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესი ა, მაგრამ ერთი ნაკლი გაქვთ გვიან გვიან დებთ და დროში ძალიან წელავთ


გვანცა,ეგ ნაკლი არ არის :) ეს უბრალოდ დროის ამბავია,მუზა როდის მოვა კაცმა არ იცის და პლუს ამას ადმინისტრაცია ხშირად გვიან დებს ამ თავებსა და ისტორიებს.
პატივი ეცით,ავტორის დროს და შრომას. <3 blush
--------------------
M.P

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მინდა თორნიკესთან იყოს ნიცა, ოღონდ რატო ვერ გეტყვით,, აი რაღაცნაირი მგონია შინაგანად და ვფიქრობ ნიცაც მალე დაინახავს ამას.. თქვენ კიდევ წარმატებები <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

დიდხანს არ გვალოდინოთ, მალე გააგრძელეთ გთხოოვთ

ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები და მაბედნიერებს

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

აღარ აგრხელეებთ?

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი გვანცა
საინტერესო ისტორიაა, მოვლენები უფრო დინამიური და დაძაბული გახდა, თან ისე რომ უფრო დაგვაინტეტესა და ჩამთრევი გახდა, თქვენი ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესი ა, მაგრამ ერთი ნაკლი გაქვთ გვიან გვიან დებთ და დროში ძალიან წელავთ

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤️❤️❤️❤️

Mariapipinova
სტუმარი გვანცა
საინტერესო ისტორიაა, მოვლენები უფრო დინამიური და დაძაბული გახდა, თან ისე რომ უფრო დაგვაინტეტესა და ჩამთრევი გახდა, თქვენი ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესი ა, მაგრამ ერთი ნაკლი გაქვთ გვიან გვიან დებთ და დროში ძალიან წელავთ


გვანცა,ეგ ნაკლი არ არის :) ეს უბრალოდ დროის ამბავია,მუზა როდის მოვა კაცმა არ იცის და პლუს ამას ადმინისტრაცია ხშირად გვიან დებს ამ თავებსა და ისტორიებს.
პატივი ეცით,ავტორის დროს და შრომას. <3 blush

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი ლილე
არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მინდა თორნიკესთან იყოს ნიცა, ოღონდ რატო ვერ გეტყვით,, აი რაღაცნაირი მგონია შინაგანად და ვფიქრობ ნიცაც მალე დაინახავს ამას.. თქვენ კიდევ წარმატებები <3

მადლობა ❤️❤️❤️ რაც შეეხება ნიცას წინ რთული დღეები ელის

სტუმარი ნინო
დიდხანს არ გვალოდინოთ, მალე გააგრძელეთ გთხოოვთ

ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები და მაბედნიერებს

ძალიან ვეცდები რომ დიდხანს არ გალოდინოთ ❤️❤️❤️

სტუმარი მარი
აღარ აგრხელეებთ?

ამ ისტორის შეწყვეტას არ ვაპირებ ❤️❤️❤️აუცილებლად დავასრულებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent