შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 9


15-11-2024, 15:21
ავტორი ნეაკო
ნანახია 967

საშინლად დაიძაბა ირაკლი როცა ეს ამბავი გაიგო და შეშინებულმა იკითხა
-პოლიციაში რომ წავიდეს?
-არ წავა!- ერთდროულად უპასუხეს ანდრიამ და თორნიკემ
-ასეთი დარწმუნებულები რატომ ხართ?-გაუკვირდა ირაკლის- დააშინეთ?
-არა! უბრალოდ ვიცით რომ არ წავა-უემოციო ტონით უთხრა თორნიკემ და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა
-სახლში შენ წაიყვან-საუბარში ჩაერია ანდრია
-მეეე? -გაოცება ვერ დამალა ირაკლიმ და კარგა ხნის სიჩუმის მერე -უფრო თავისთვის ვიდრე ბიჭების გასაგონად თქვა-იმედია მანქანიდან არ გადამიხტება- და გაეცინა
-ოღონდ სისულელეების გარეშე!-დაუღრინა თორნიკემ და მაშინვე წაუშალა სახიდან ღიმილი
-უკვე ელაპარაკეთ? იცის რომ ამაღამ სახლში უნდა წავიყვანო?
-არა!
-ავალ ვეტყვი-კიბისკენ წავიდა ირაკლი
-საჭირო არაა!- ერთდროულად დაუღრინეს გაღიზიანებულმა ბიჭებმა
-კარგი როგორც გინდათ-მოიღუშა ირაკლი და დივანზე მოწყენილი სახით ჩამოჯდა.
გვიან ღამით გაიყვანეს თორნიკემ და ანდრიამ, ნიცა ოთახიდან და სიტყვის უთქმელად ჩასვა მანქანაში.
-რა ხდება?-აღელდა ნიცა ირაკლი საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა
-ნუ გეშინია, სახლში მიმყავხარ-დაამშვიდა ირაკლიმ და სარკიდან გახედა
-რაა?-აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და დაძრული მანქანიდან გადახტა
-ვიცოდი რომ ასე იქნებოდა-ბრაზნარევი ტონით უმისამართოდ თქვა ირაკლიმ და მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა.
გადახტომისას ფეხი იტკინა ნიცამ, მაგრამ მომხდარს ყურადღება არ მიაქცია და მაშინვე თორნიკესთან მივიდა, რომელიც მთელი ეს დრო ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას
-ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტეთ ჩემი გაშვება?-მკაცრი ტონით ჰკითხა ნიცამ და წამიერად მზერა გაუსწორა.
-წასვლა თუ არ გინდა შეგიძლია დარჩე-გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა თორნიკემ ცინიკურად გაუღიმა. ნიცამ მის ცინიზმს ყურადღება არ მიაქცია და მაქსიმალირად მშვიდი ტონით უთხრა
-ძალიან გთხოვ ჩემი ოჯახის წევრებს არაფერი დაუშაოთ
-ეგ შენზეა დამოკიდებული!
-არავის არაფერს ვეტყვი- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა ნიცამ და მაშინვე მზერა აარიდა მის ცივ, ცარიელ, ჩამქრალ, მწვანე სფეროებს.
-მანქანიდან გადმოხტომა აუცილებელი იყო? რომ გეთხოვა გაგიჩერებდი- საუბარში ჩაერია ირაკლი რომელმაც ძლივს გაბედა მათთან მიახლოება. ნიცამ მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და ინსტიქტურად ხელზე დაეყრდნო გაუსაზრისი ტკივილის გამო- ძალიან გტკივა ფეხი?- შეწუხდა ირაკლი
-კარგად ვარ!
-მაშინ წავიდეთ.
-სახლში მე წავიყვან-მკაცრი ტონით უმისამართოდ თქვა ანდრიამ და ტკივილისგან გაწამებული გოგონა მოულოდნელად ხელში აიყვანა
-რას აკეთებ? შენ რა გაგიჟდი? ახლავე დამსვი- მოიღუშა ნიცა, მაგრამ ანდრიამ მის ჭირვეულობას ყურადღება არ მიაქცია და მანქანის ჩასვა. სიტყვის ითქმელად გამოართვა გასაღწბი ირაკლის და საჭეს მიუჯდა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია ნიცას, მხოლოდ მაშინ გაბედა ანდრიასთვის კითხვის დასმა როცა დაძაბულმა ბიჭმა მანქანა მისი კორპუსის წინ გააჩერა
-რატომ არ მითხარით რომ...
-საჭიროდ არ ჩავთვალეთ- ისე უპასუხა ანდრიამ რომ მისთვის არ შეუხედია
-ჩემი ოჯახის წევრებს...
-არაფერს დავუშავებთ!- მაქსიმალურად მშვოდი ტონით უთხრა ანდრიამ და მოულოდნელად მისკენ მიიხედა ამდროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა.
-იმედია ერთმანეთს აღარასოდეს შევხვდებით- კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ შემდეგ გულწრფელი ემოციით უთხრა ნიცამ და მანქანიდან სწრაფად გადავიდა
-თუ გინდა...
-შენ დახმარება არ მჭირდება-მკაცრი ტონით უთხრა ნიცამ და კარი გამეტებით მიუჯახუნა.

ლილეს სიხარულს საზღავრი არ ჰქონდა როცა მონგრეული ხის კარი გააღო და ნიცა დაინახა. მაშინვე გიჟივით მივარდა და ჩაეხუტა დას.
-სად ეგდე მთელი ორი ღამე?-უეცრად თავზე წამოადგათ კახა
-რა შენი საქმეა?-ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა ნიცამ და მკვლელი მზერით სახეში მიაჩერდა
-სამსახურში მოგაკითხე და მითხრეს რომ...-ხმა დაეძაბა კახას
-ჩემს ცხოვრებაში ჩარევა აღარ გაბედო! აღარასოდეს!- გამაფრთხილებელი ტონით უთხრა ნიცამ დაბნეულ ბიჭს და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა-გესმის რას გეუბნები?! -და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია ლილეს მიუბრუნდა კითხვით -ბებო როგორაა?
-შენი აზრით როგორ იქნება?!-მკაცრი ტონით ჰკითხა კახამ და კიბეზე დაეშვა გაბრაზებული სახით
-საით?- გასძახა ლილემ
-არ დამელოდით გვიან დავბრუნდები კარი გასაღებით ჩაკეტეთ
-სახლი არ გაქვს შვილო?-მიაყვირა ნიცამ და ლილესთან ერთად მისაღებ ოთახში ფეხაკრეფით შევიდა- ბებოს ძინავს?
-ალბათ ჩაეძინა თორემ ხმაურზე გამოვიდოდა - ივარაუდა ლილემ და სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად.
-მამამ დარეკა? ელაპარაკეთ?
-არა მთელი დღე გამორთული ჰქონდა ტელეფონი...
-სხვა? შენ როგორ ხარ?
-რომ გითხრა კარგად-მეთქი დამიჯერებ?
-რა თქმა უნდა არა-გაეღიმა ნიცას და გულში ჩაიკრა აღელვებული გოგონა
-მე და კახა ყოველდღე ვჩხუბობდოთ ხომ იცი რანაირია? ათასი სისულელე მითხრა შენზე
-წარმომიდგენია- გაეცინა ნიცას და ლილეს მომზადებული ყავა სიამოვნებოთ მოსვა-ბებოს დარწმუნება ძალიან გიგიჭირდა?
-არცისე, ხომ იცი რა საყვარელია?
-ჩემი ტკბილი
-არ მომიყვები მთელი ეს დრო სად იყავი და რას აკეთებდი? ან საიდან გაქვს ეს ჭრილობები?
-არა
-არ მენდობი?-იწყინა ლილენ
-ნდობა არაფერ შუაშია- ხმა გაიმკაცრა ნიცამ- უბრალოდ-უეცრად ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა-რაც ნაკლები გეცოდინება ამ საქმესთან დაკავშირებით მით უკეთესი შენთვის!
-მე-დაიბნა ლილე და მაშინვე გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა, როგორც კი დამშვიდდა ნიცა მაშინვე საძინებელში შეიყვანა და ტანსაცმლიანი საწოლში დააწვინა, თვითონაც გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა ნიცამ ამიტომ გამთენიისას საწოლიდან ადგა და სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად
-აუ მეც გამიკეთე რა- კახას ხმამ შეაკრთო
-როდის მოხვედი?
-ახლახანს
-სად ეგდე მთელი ღამე?-თვალები დაუბრიალა ნიცამ
-რა შენი საქმეა?-მოიღუშა კახა და სიგარეტის მერამდენეღაცავღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა
-ხომ გითხარი სახლში ნუ ეწევი-მეთქი?!- ფარდები გადასწია ნიცამ და ფანჯრები გააღო
-აუ შეგიძლია ზეგამდე ერთი 100 ლარი რო მასესხო?
-ავადმყოფი ხარ შევილო? ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ?- გაბრაზდა ნიცა და ყავის მომზადება დაიწყო
-ძაან რომ არ მჭირდებოდეს ხო იცი არ გეტყოდი-თავი მოისაწყლა კახამ
-ფული არ მაქვს და რომც მქონდეს მაინც არ მოგცემდი
-ლილეს რომ სთხოვო?
-ბებოს უთხარი... უეჭველი ექნება 1თვის პენსია გადანახული
-უკვე მომცა 200 ლარი, მეტს ვერ ვთხოვ
-თამაშობ?-ავარდა უცნათ ნიცა
-არა, რა ვთამაშობ- შეიცხადა კახამ- ეგეთი გამოყ*ველებულიც არ ვარ
-ხაარ
-არ ვთამაშობ-მეთქი რომ გეუბნები ესე იგი არ ვთამაშობ!
-მაშინ რაში გჭირდება ამდენი ფული?
-მანქანა დავამტვრიე და მაგ პონტში მჭირდება რააა
-დედაშენმა იცის?
-არა! და არც უნდა გაიგოს
-საწყალი ქალი წლებია ემიგრაციაშია შენნაირი გამოშტერებულის გამო... სახლიც გიყიდა მანქანაც მაგრამ... აზრი?
-საჭესთან მთვრალი აღარ დავჯდები გპირდები!
-საზიღარო! მერამდენედ უნდა დამიპირდე? იცოდე ეს ბოლოა! კიდევ ერთხელ თუ გააკეთებ ასეთ სისულელეს მაშინვე დედაშენს ვეტყვი ყველაფერს! ჯობია მანქანა გაგიყიდოს და შენ იტირო ვიდრე მან იტიროს შენი საფლავის ქვასთან
-არ გინდა რომ მოვკვდე?- ინტერესით ჰკითხა კახამ და მხარზე ხელი გადახვია
-არა!-ბრაზნარევი ტონით უთხრა ნიცამ და
ძლიერად ჩაეხუტა
-რა გჭირს?-დაიბნა კახა როცა თვალები ცრემლებით აევსო ნიცას
-არაფერი-გულგრილად უთხრა ნიცამ და მომზადებული ყავა გაუწოდა-კარგად ვარ
-კარგად არ ხარ!
-კახა გთხოვ
-ხელზე და ყელზე ჭრილობები გაქვს!
-ისეთი არაფერია
-ნიცა!
-გთხოვ...
-კარგი როგორც გინდა... მაგრამ იცოდე თუ ვინმესთან დალაპარაკება მოგინდება...
-ვიცი...
-შემიძლია მოგისმინო
-აუტანელო-თმები აუჩეჩა ნიცამ- ნეტავ მართლა ისეთი საყვარელი იყო როგორიც ახლა ხარ- სიცილით უთხრა და ჩაეხუტა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი ჩამწყდარი ხმით უთხრა-კახა, რაღაც მინდა რომ გკითხო
-მკითხე რაც გინდა
-არ მინდოდა ლილე შემეშინებინა ამიტომ მას ვერაფერი ვკითხე...
-რა ხდება?
-მამაჩემი, შემდეგ არ გამოჩენილა რაც მე...
-გაუჩინარებული იყავი?-ხმა დაეძაბა კახას- არა, იმ ღამის შემდეგ არ გამოჩენილა და არც გვილაპარაკია მასთან
-შენი აზრით ვინმე ჰყავს?
-აზრზე არ ვარ... მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
-ძალიან ვღელავ მასზე და არ ვიცი როგორ მოვიქცე
-გეშინია ტყილად არ აახმაურო ხალხი?
-უკვე ხუთი წელი გავიდა რაც დედა აღარაა... იქნებ ვინმე გაიცნო... ან არ ვიცი
-სადაც შეიძლებოდა ყველან დავრეკე და მოვიკითხე, მაგრამ არსად არ არის... ვინმე რომც ჰყავდეს... ხომ უნდა დაერეკა და ეთქვა რომ კარგადაა? ასი ათასჯერ დავურეკეთ ამ სამი დღის განმავლობაში მე და ლილემ... გუშინ პოლიციაში წასვლა და განცხადების შეტანა გადავწყვიტე მაგრამ ლილემ გადამაფიქრებინა, შენ პონტში... მითხრა რომ საფრთხეში იყავი და ჯობდა ამ საქმეში პოლიცია არ ჩაგვერია.
-გასაგებია-ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცამ და ხელახლა გაიკეთა ყავა.

მთელი ღამე ნიცაზე ფიქრში თეთრად გაათენა თორნიკემ. ნანობდა ასე მალე რომ დათანხმდა ანდრიას მის გაშვებაზე. ერთადერთი რაც ამშვიდებდა ის იყო რომ ნიცას პირადი ნივთები ჯერ კიდევ მას ჰქონდა და ამ მიზეზით მისი ნახვა ნებისმიერ დროს შეეძლო.



№1 სტუმარი სტუმარი ანუკი

ძალიან მინდა რომ ანდრიას და ნიცას წყვილი შედგეს.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მომწონს თქვენი ყველა ისტორია,ასრვე ეს ისტორიაც, უბრალოდ ერთს გთხოვთ გვიან ნუ დებთ

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანუკი
ძალიან მინდა რომ ანდრიას და ნიცას წყვილი შედგეს.

შეიძება შედგეს შეიძლება არა, ბანალური განვითარება არ ექნება ამ სამი ადამიანის ისტორიას ერთი ეგ შემიძლია რომ გითხრათ ❤️

სტუმარი მარი
ძალიან მომწონს თქვენი ყველა ისტორია,ასრვე ეს ისტორიაც, უბრალოდ ერთს გთხოვთ გვიან ნუ დებთ

ძალიან ვეცდები რომ დიდხანს არ გალოდინოთ ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ლილე

როგორ მინდა თორნიკეს და ნიცას წყვილი შედგეს❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent