დუდუ მერლანი //13//
*** -ვერაფერი გავიგე მაშო.-დაბნეული მიაჩერდა მეგობარს.-ერთად ხართ ანუ? -არა ლენკა რა ერთად.-იუარა ქალმა.-უბრალოდ არვიცი,გრძნობებს ავყევით ორივე... -რა გრძნობებს აყევით გოგო ნუ მაგიჟებ... -მეც არ ვიცი რა ხდება,ვერ მოვახერხეთ მე და დუდუმ ლაპარაკი.მამამისი მოვიდა ხომ გითხარი,დუდუს მანქანის გასაღები წაიღო,სიგიჟე იყო... -არ გინდა რა,მართლა არ გინდა ასე მაშო. -მე არაფერს ვაკეთებ,ვილაპარაკებთ ამაზე. -მაშო ძალიან მაშინებს მე ეგ კაცი,იქნებ არ ღირს?-შეწუხებულმა ამოთქვა და მეგობარს გახედა.-რამე რომ გააკეთოს? -დუდუს დაველაპარაკები. -დუდუ რა ნიღბიანი სუპერგმირია? -გთხოვ ასე ნუ ლაპარაკობ ლენკა,დუდუ კარგი ადამიანია ამას თავად არ მიმტკიცებდი? -მაშინ არ ვიცოდი ამდენ პრობლემას თუ შექმნიდა...შენებსაც ვერ ელაპარაკები მის გამო,რა გემართება? -არ მინდა,რომ ასე ვიცხოვრო გესმის?ძაღლი არ ვარ,რომ საითაც მეტყვიან იქით წავიდე,ახლა ასე ვთვლი საჭიროდ,ამიტომ დუდუს ვენდობი,დანარჩენი მოგვიანებით...-დაღლილმა ამოთქვა და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა.-არ ვიცი რატომ,მაგრამ მე დუდუს ვენდობი!-განაცხადა ამაყად და ფიქრებს მიეცა... *** -რას აპირებ დუდუ?-წინ დაუჯდა მეგობარს ეკე. -სრული სიგიჟეა,რაც ხდება გესმის? დოზის გადაჭარბება მამაჩემს რანაირად უნდა დავუკავშირო ვერ ვხვდები... -მამაშენი რა ზედმეტის გაკეთებას მოსთხოვდა?ის თავისმა სისულელეებმა დაღუპა,მამაშენთან ამას კავშირი არ აქვს დუდუ. -ეგ არ იცი რა,ახლა ყველაფერი ისეთი არეულია,რომ აღარაფერი მიკვირს. -მაშოსთანაც?-ჩაეკითხა ეკე. -ჰო მანდაც.-თავი დანანებით გააქნია კაცმა.-მეშინია,რომ არ ვაწყენინო,გული არ ვატკინო და არ გავაუბედურო...მე ჩემებურად ვცდილობ,მაგრამ მამაჩემს ვერ ვუმკლავდები ეკე,ახლა ჩემს ბიზნესსაც უნდა მივხედო და ვაკის სახლში გადავიდე...ყველაფერი ჩემით უნდა გავაკეთო,არ მინდა რამე ისეთი მქონდეს,რაც მამაჩემს ეკუთვნის... -ჩემი აზრით მაშო გაგიგებს და გვერდში დაგიდგება დუდუ.შენი სასმლის ბიზნესისთვის მე გავაკეთებ რეკლამას,ისედაც კარგად მიდიხარ,მაგრამ უფრო ფართო წრე,რომ გყავდეს.მანქანაც გამოიყვანე ჩემი ფარეხიდან,რამდენხანსაც დაგჭირდება გყავდეს... -მადლობა ეკე.-მხარზე ხელი დაკრა მეგობარს.-სვანეთში ვერ ჩამოვალ ახლა,მაგის არც დრო მაქვს და არც სურვილი,ვიცი,რომ ბიჭები მიხედავენ და უყურადღებოდ არ დატოვებენ არცერთს. -იქით მეც ვეღარ დავბრუნდები,საქმეები მაქვს.აჩო დამირეკავს რამე თუდასჭირდებათ. -მაგრად მეცოდება,ახალგაზრდა იყო ძალიან...-მძიმედ ამოთქვა კაცმა. -სულ არიგებდნენ ბიჭები,ყურადღებას აქცევდნენ,მაგრამ არ ჰქონდა აზრი,ვერ უმკლავდებოდნენ რა. -დედამისი მეცოდება,არავინ ყავს მეტი. -უყურადღებოდ არ დატოვებს არავინ,სულ გვერდით იქნებიან,ეგეთები არ ეშლებათ ბიჭებს. -ჰო,მაგრამ შვილის ყურადღება სხვაა მაინც. -რაც შეეძლებათ იზამენ,მეც მივალხოლმე.შენ ის მითხარი თავად რა უნდა ქნა. -ხომ გითხარი,ბიზნესს მივხედავ. -მაშოზე გეკითხები დუდუ,ბიზნესს მოვუვლით ისედაც... -არ მინდა,რომ გული ვატკინო.-ჩაიბუტბუტა თავისთვის. -გული რატომ უნდა ატკინო? -მის გვერდით ყოფნა მომწონს,იდეალური გოგოა,აი ყველა კაცი,რომ ინატრებს ისეთი,მაგრამ არ ვიცი რამდენად სერიოზულად იქნება ყველაფერი...თან ორივეს პრობლემები გვაქვს ოჯახთან.მის მშობლებს მე არ მოვწონვარ,ჩემებს ის... -როდიდან გადარდებს რას ფიქრობენ მშობლები?-გააწყვეტინა მეგობარს.-ბებიას ხომ მოეწონე,რაც მთავარია.-გაეცინა მისი მონათხრობის გახსენებაზე. -ბებიამ გოგო გამომატანა წაიყვანეო.-აჰყვა დუდუც. -ჰოდა რა გინდა?მაგრად დადექი და მიეცი საშუალება მაშოს,რომ დაგეყრდნოს.სიყვარული ერთ დღეში არ მოდის დუდუ,თუ გინდა,რომ რაღაც მოხდეს უნდა ეცადო...პაემანზე დაპატიჟე,მასთან ერთად გაატარე დრო,რა გჭირს ტო რაებს მახსნევინებ?-„გაუბრაზდა“ მეგობარს. -ელენას მერე ურთიერთობა არავისთან მქონია ეკე,მხოლოდ გართობა და სხვა არაფერი...ელენასთან კი მე კარგი არ ვიყავი,შენც გახსოვს რა მემართებოდა. -მახსოვს და აწი სულ შეგახსენებ,რომ მაშოსთან მასე ვერ იქნები,ბევრ რამეზე მოგიწევს დაფიქრება,მაგას მე კი არა მაშოს უნდა უხსნიდე იდეაში,ჩემთან რა თავს იმართლებ?-სასაცილოდ არ ეყო მეგობრის მდგომარეობა. -ავუხსნი,სახლში უნდა გავიარო,მამაჩემს თავისი სიმდიდრე უნდა დავუბრუნო და მერე მაშოს ვნახავ. -ეგრე რა.-ლამის ტაში შემოჰკრა ეკემ.-მანქანა წაიყვანე,ტაქსით ნაბოდიალებს ვერ გიყურებ. -მალე დაგიბრუნებ. -არ იჩქარო,მაინც ტყუილად იმტვერება.-ღიმილით უთხრა მეგობარს და კარამდე მიაცილა.-თუ რამე დამირეკე,ხაზზე ვიქნები. -მადლობა ძმაო.-მშვიდად მიუგო და კარს მიღმა გაუჩინარდა... *** -როგორ გამახარე,რომ მოხვედი დუდუ.-ყავის ფინჯანი წინ დაუდო შვილს. -ჩემი ნივთები უნდა წავიღო ამისთვის მოვედი და ჰო კიდევ.-ჯიბიდან გასაღებების ასხმა ამოიღო.-ეს ვასილს მიეცი. -ეგ რა არის? -წყნეთის სახლის გასაღები,ასევე მთაწმინდის,კოჯორის,სვანეთის და მცხეთის აგარაკების.ესეც ჩემი მეორე მანქანის გასაღები.-ჯიბიდან კიდევ ერთი ამოაძვრინა.-ამ სახლის გასაღები არ მაქვს. -რას ნიშნავს ეს დუდუ?-გაოცდა ქალი. -მაშოსთან ყოფნის საფასურს ვიხდი.ვასილს არ სიამოვნებს,რომ მას ვხვდები,მე კიდევ მაშოს მიტოვებას არ ვაპირებ,სადაც არ უნდა მიდიოდეს ეს გზა მასთან ყოფნას ვაპირებ,ამიტომ ესენი მას დაუბრუნე. -მამაშენმა გითხრა,რომ გასაღებები დაგებრუნებინა? -დილით უკვე წაიღო ერთი,ასეთი გაოცებული ნუ ხარ.კომპანიის ანგარიშიც გამიყინა,ესეც ბარათი.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ფინჯანი ხელებში მოიქცია. -ეგ ნაბი*ვარი!-ღვარძლით ამოთქვა ქალმა.-მე დაველაპარაკები,რამდენს ბედავს ის... -დედა დამშვიდდი,მე მაქვს ფული,არაფერში მჭირდება მისი მანქანები. -როგორ მოვედით აქამდე დუდუ...-ხმა დაუსევდიანდა ქალს.-ნუთუ ეს არის ჩვენი ოჯახი... -ეს არ არის ოჯახი დედა,ჩვენ უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით,ეს ოჯახი არ ყოფილა არასდროს,რაც მე ვასილმა გამიკეთა...რომელი მამა გაუკეთებდა შვილს? -არ ვიცი დუდუ,არ ვიცი... -წასასვლელი ვარ,მაშო უნდა ვნახო,დილით საკმაოდ შეაშინა შენმა ქმარმა. -მასზე არ მომიყვები?-შეაჩერა ქალმა. -მოსაყოლი არაფერია,ის ჭკვიანი,ლამაზი,მიზანდასახული და წესიერი,ყველ კაცი,რომ ინატრებს ზუსტად ისეთი. -შენი შეყვარებულია? -ჯერ არა,მაგრამ მალე იქნება.-დააიმედა ქალი. -მეგონა იმ ალქაჯ ელენეს ვერასოდეს დაივიწყებდი.-შვებით ამოისუნთქა ქალმა. -ყველაფერი იცვლება ოდესღაც.-მხრები აიჩეჩა და წასასვლელად შებრუნდა.-შემოგივლიხოლმე.-დაუბარა დედას და იქაურობა საჩქაროდ დატოვა... *** -მართლა არ ველოდი შენს აქ ნახვას ცოტნე,ამოდი სახლში,ან შენი ასე ყოფნა შეიძლება?ახლახანს გამოგწერეს. -შეიძლება ნუ დარდობ.-ჩვეული ტონით მიუგო ქალს.-როგორ ხარ? -მე კარგად ცოტნე,შენ როგორ ხარ?თავს ხომ უფრთხილდები? -კარგად ვარ ქალბატონო,ნუ ნერვიულობ. -მოდი სახლში ავიდეთ რა,ცივა და ახლა გამოხვედი საავადმყოფოდან... -დამშვიდდი.-ხმა დაუთბა კაცს.-ისეთი მიზეზით მოვედი მაინც გამომაგდებ სახლიდან და ამოსვლას არ აქვს აზრი პატარა ქალბატონო.-გაეცინა თავისივე ნათქვამზე. -რა? -შენ ხომ იცი როგორი ვარ?-მასთან უფრო ახლოს მიიწია კაცი.-თავს ვერ ვიკავებ როცა საქმე ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ეხებათ...ჭკუიდან ვიშლები მაგ დროს...ანალოგიური მოხდა შენზეც სვანეთში... -მე ძალიან ვწუხვარ იმის გამო,რაც დაგემართა ცოტნე...-უცებ აუწყლიანდა თვალები მაშოს. -არ გინდა...-ტუჩებზე თითი გადაუსვა ქალს.-მე შენ არ გადანაშაულებ,ჩემი არჩევანი იყო ხომ იცი.უბრალოდ თავს ვერ ვიკავებ,როცა საქმე შენ გეხება... -მე არ... -მაცადე გთხოვ.-გააწყვეტინა კაცმა.-მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი შენზე მაშო...განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც მოხდა...ყოველდღიურად უნივერსიტეტში,რომ გიყურებდი ვიცოდი ბევრი დრო გვქონდა და არ ვჩქარობდი,მაგრამ ახლა...სიკვდილს თვალებში,რომ ჩავხედე შემეშინდა დროის უქონლობის...შემეშინდა იმის,რომ არ მომეცემოდა შესაძლებლობა ყველაფერი მეთქვა შენთვის,შემეშინდა ისე არ მოვმკვდარიყავი,რომ ვერ გამეკეთებინა ის,რაც ასე გულით მინდოდა...-ძლივს ამოთქვა კაცმა და მისი სახე ხელებში მოიქცია. -ცოტნე რას... -მიყვარხარ მაშო.-ხრინწიანი ხმით ამოთქვა კაცმა.-ყველაფერი მიყვარს შენში და მზად ვარ,რომ ბოლომდე ვიბრძოლო შენთვის...დუდუ კიარა გინდ მთელი საქართველო წინ დამიდგეს მინდა,რომ იცოდე დანებებას არ ვაპირებ. -ცოტნე...-ძლივს ამოილუღლუღა ქალმა. -მიყვარხარ!..-გაუმეორა კიდევ ერთხელ და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო,ურთიერთობაში არ იყო,სერიოზული არაფერი ხდებოდა მასსა და დუდუს შორის,მაგრამ მაინც არ ესიამოვნა მომხდარი.მსუბუქად უბიძგა ცოტნე და სხეულიდან დენდარტყმულივით მოშორდა. -ეს არასწორია ცოტნე,არ შეიძლება ასე.-გაოცებული მიაჩერდა კაცს. -ახლა გინდაც მოვკვდე აღარ ვიდარდებ.-ხელები გაშალა კაცმა და ცას შეხედა.-მხოლოდ ეს მინდოდა ბედნიერებისთვის,აწი თუ გადაწყვეტ,რომ ჩემი დრო მოვიდა წამიყვანე.-სიცილი წასკდა კაცს. -ცოტნე ხომ არ გაგიჟდი?-გაოცებული უყურებდა მის წინ მდგომ კაცს. -იცი როგორ შვებას ვგრძნობ?სულ რომ შემიძულო სული მშვიდად მექნება.-თავისას აგრძელებდა კაცი. -ასე არ შეიძლება ცოტნე,სახლში უნდა წახვიდე... -წავალ მაშო,წავალ.-ღიმილით მიუგო ქალს.-მაგრამ მე ისევ დავბრუნდები... -არ ღირს ცოტნე... -ვიცი,მაგრამ მე მაინც ვცდი ჩემსას.-ღიმილითვე აგრძელებდა კაცი.-ახლა დასაკარგი აღარაფერია.-ლოყაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და ზურგი აქცია.-გარეთ ასე ნუ დადიხარ,თბილად ჩაიცვი.-მიაძახა შორიდან და სიბნელეში გაუჩინარდა... *** -ვასილ!-სასტუმრო ოთახიდან გასძახა კიბეებზე მიმავალ კაცს ქალმა. -სიბნელეში რატომ ზიხარ?-გაუკვირდა კაცს და სინათლეს ხელი მიჰკრა. -უნდა ვილაპარაკოთ. -ისევ?-თვალები მობეზრებულად აატრიალა კაცმა. -დუდუსგან რა გინდა?რას გადაეკიდე?-ხმაში ბრაზი შეერია ქალს. -ჩემი შვილია,მასზე ვზრუნავ. -ასე ზრუნავ მასზე?-გასაღებების ასხმა ფეხებთან მიუგდო კაცს.-შვილს სახლი წაართვი. -ეს გაკვეთილი უნდა აითვისოს... -ისევე,როგორც ვითომ მკვლელობის?ლამის გაანადგურე დუდუ ხვდები ამას?ნუთუ არ დაიღალე შენი ძალების დემონსტრირებით? -დუდუ ზედმეტად გადაყვა იმ გოგოს,ასე არ გამოადგება ოჯახს. -საქონელი არ არის,რომ ოჯახს გამოადგეს ვასილ!ჩვენი შვილია,ახალგაზრდა ბიჭი! -ეგ ბიჭი ჩემს ბიზნესს უნდა ჩაუდგეს სათავეში,ამიტომ დროა კაცი გახდეს!-გაღიზიანებულმა მიუგო ცოლს. -მერე მაგაში ხელს მაშო უშლის შენი აზრით? -ეგ გოგო ჩვენი შვილის გვერდით ვერ იქნება,აქ ყველაფერი სხვანაირადაა,მისი მშობლები ფულზე დახამებული მათხოვრები არიან,ეგ გოგო ჩვენი წყალობით გაიზარდა,ამიტომ ვფიქრობ ამაზე საუბარი ზედმეტია,დუდუ რა პასუხისმგებლობასაც არ უნდა გრძნობდეს მის მიმართ საკმარისია,მე მაგ ოჯახს იმაზე მეტი მივეცი,ვიდრე ეკუთვნოდათ! -საქმე პასუხისმგებლობას აღარ ეხება ვასილ.-ხმა დაუმძიმდა ქალს.-მგონი დუდუს უყვარს ეგ გოგო. -ნუ სულელობ.-გაეცინა კაცს.-სულ რამდენიხანი გავიდა,რაც იცნობს? -დღეს ელენას ელენე დავუძახე მის წინ.-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ქალს.-მისი სახელი აღარ შეუსწორებია...-იმავე მზერით აგრძელებდა საუბარს.-გახსოვს როგორ გვიბრაზდებოდა?მისი სახელი ელენე არ არისო? -მახსოვს...-თავისთვის ჩაფიქრდა კაცი.-ის,რომ მას ელენა აღარ უყვარს არ ნიშნავს,რომ უკვე იმ გოგოს შეყვარება მოასწრო. -დაფიქრდი ვასილ...მას ჩემი ბეჭედი მოარგო თითზე მაშინ,როცა ელენას ერთხელაც არ ჰკეთებია ის...ეგ გოგო გულში ჩაუვარდა დუდუს,რატომ არ აძლევ საშუალებას მშვიდად ისუნთქოს?რადგან ღარიბი ოჯახიდან არის?შენი თავი გახსოვს ვასილ?-მტკივნეულ ადგილას დააჭირა ფეხი.-მშენებლობაზეც გიმუშავია არა?ჰო მახსოვს ეგ ამბები,სახლებს აშენებდა კაცი,რომელიც ახლა მტვრიანი ფეხსაცმლის ჩაცმასაც არ კადრულობს.-დასცინა ქმარს.-არ გრცხვენია? -გეყოფა!-გამაფრთხილებლად ამოთქვა კაცმა. -ჩემი შვილი,ჩემი დუდუ საკმარისად დაიტანჯა ვასილ,თუ უნდა,რომ იმ გოგოსთან იყოს დაე მოხდეს ასე,დღესვე მივცემ ბეჭედს,რომ ცოლად მოიყვანოს,დაე იცხოვრონ ბედნიერად,ვის ადარდებს?დავიღალე უკვე,შენი სუნთქვაც კი მაღიზიანებს,ასეთი ამაზრზენი კაცი როდის გახდი? -გგონია იმ გოგოს დუდუ უყვარს?მალევე მიხდები,რომ მისი მშობლებივით ფულია მთავარი მისთვის.არ არის ფული,არ სჭირდება დუდუ,1 თვეში მოშორდება მისი ცხოვრებიდან. -და,რომ დარჩეს? -მე მის ოჯახს მაინც არ მივიღებ არასდროს!-ამაყად განაცხადა კაცმა.-ახლა თავი დამანებე,დაღლილი ვარ.-ხელი ჩაიქნია და წასასვლელად შებრუნდა. -ვასილ!-გამაფრთხილებლად გაისმა ქალის ხმა.-თუ დუდუს ზიანს მიაყენებ და ხელს შეუშლი ბედნიერებაში შენივე იარაღით გაგიხვრეტ შუბლს!-მაგიდაზე უხეშად მიაგდო იარაღი. -ეგ რა...-გაოცდა კაცი. -შენი იარაღია,Glock 17 და ჰო,შენი სეიფიდან ავიღე.-გაუღიმა ქმარს.-აწი ჩემს შვილს შენივე მეთოდებით დავიცავ შენგან.-მხარზე ხელი ჩამოუსვა კაცს და ნელი ნაბიჯით აიარა კიბეები… *** სახლში ასვლისთანავე გადაკეტა კარი და სააბაზანოში შევიდა,რომ სახეზე წყალი შეესხა.მთელი სხეული უხურდა და საშინლად ნერვიულობდა მომხდარზე,ისიც არ იცოდა რა უნდა ექნა,ან სულაც რა უნდა ეთქვა დუდუსთვის? ეს ღალატად ითვლებოდა? თუმცა ისინი ხომ ერთადაც არ იყვნენ,თანაც ცოტნემ ძალით აკოცა...ყველაფერი ერთად ტრიალებდა ახლა მის თავში.თავს ძალიან ცუდად გრძნობდა მომხდარის გამო,თანაც დუდუსთან არაფერი ჰქონდა გარკვეული და მთელი დღე მისგან არაფერი სმენია,რაც უფრო ანერვიულებდა...ყავა მოიმზადა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა,რომ საყვარელი სერიალი კიდევ ერთხელ ენახა თავიდან და გული გადაეყოლებინა,მაგრამ არ დასცალდა,კარზე ზარი გაისმა თუ არა ფეხზე წამოვარდა,იფიქრა,რომ ლენკა იყო და უკვე მზად იყო თავიდან ბოლომდე მოეყოლა ისტორია,რომ მისგან რჩევა მოესმინა,თუმცა მის მაგივრად ზღურბლზე დუდუ შერჩა ყვავილებით ხელში. -დუდუ...-ძლივს ამოთქვა ქალმა. -დარეკვას ვაპირებდი,მაგრამ სიურპრიზი მინდოდა,რომ გამეკეთებინა.-სხეულზე მიიკრო მის წინ მდგომი.-იმედია რამე მნიშვნელოვანს არ აკეთებდი. -არა,ანუ მე...არ...არაფერს სერიალს ვუყურებდი.-ძლივს მოაბა სათქმელს თავი. -ჩაიცვი და სადმე გავიდეთ,ყავა დავლიოთ,ლაპარაკი მინდა.-ბოლო სიტყები მეხის გავარდნასავით იყო მაშოსთვის. -აქვე,რომ ვილაპარაკოთ?-ყვავილები გამოართვა კაცს.-დიდი მადლობა დუდუ. -აქვე ანუ გულისხმობ ასე ვიდგეთ? -არა დუდუ შემოდი,ლენკა არ არის სახლში. -ფერმკრთალი მეჩვენები კარგად ხარ შენ?-სახეზე დააკვირდა კაცი.-მაშო ტიროდი? -არა დუდუ.-იუარა მაშინვე.-რატომ უნდა მეტირა. -არ ვიცი,თითქოს თვალები ჩაწითლებული გაქვს. -მოდი დაჯექი,ყავას დალევ? -არ მინდა მადლობა,უბრალოდ ყავა მიზეზი იყო.-გაეცინა კაცს.-ლაპარაკი მინდა ჩვენზე. -ჩვენზე?-ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ქალმა.მიხვდა საითაც მიდიოდა ყველაფერი. -აღარ არის დრო,რომ ვილაპარაკოთ?რა უცნაურად იქცევი? -უცნაურად? -ჰო,თითქოს კარადაში ვინმეს მალავ და გინდა,რომ მალე წავიდე.-ხუმრობა სცადა,თუმცა ამაოდ.-კარგი მაშო,მითხარი რა ხდება,ასეთს ვერ გიყურებ.-მალევე მიუხვდა მერლანი,რომ რაღაც რიგზზე არ იყო. -დუდუ ბოდიში.-დაბნეული ალაპარაკდა ქალი.-არ ვიცი საიდან დავიწყო,ისიც არ ვიცი ჩვენ რა გვაკავშირებს და საერთოდ ჩემი ცხოვრება ახლა ძალიან არეულია...-ლამის ისტერიკაში ჩავარდა მაშო. -ჰეი.-მის წინ დადგა მერლანი.-შემომხედე და მითხარი რა მოხდა,მოვაგვარებთ კარგი?-ხმა ძლივს დაიმორჩილა მერლანმა. -ვიცი,რომ ჩვენ ერთად არ ვართ,მაგრამ თავს მაინც ძალიან ცუდად ვგრძნობ.-აგრძელებდა ისევ. -მაშო რა მოხდა? -ცოტნე იყო მოსული...გიჟივით ლაპარაკობდა,თითქოს სხვა პლანეტაზე იყო...მერე უცებ სიყვარულის ახსნა დაიწყო და სულ მოულოდნელად მოხდა მართლა... -რა მოხდა მოულოდნელად მაშო?-ხმა დაეძაბა მერლანს. -მითხრა მიყვარხარ,დასაკარგი არაფერი მაქვსო და მაკოცა,მაგრამ...მაგრამ მე მაშინვე მოვიშორე და...და არ ვიცი დუდუ...-ძლივს ამოთქვა და ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს. -გაკოცა...-გაიმეორა მისი ნათქვამი და იგრძნო როგორ გაუხშირდა კაცს სუნთქვა. -მაპატიე...-არ იცოდა სხვა რა უნდა ეთქვა მისთვის. -თავს მომაკვლევინებს ეგ ბიჭი!-სახეზე ყველა ძარღვი ეტყობოდა მერლანს.-არ იტირო მაშო...-წინ მდგომ ქალს გახედა კაცმა.-მე შენ არ გიბრაზდები. -მართლა მაშინვე მოვიშორე,მაგრამ არ ვიცი დუდუ მართლა მე... -ჩშშ.-თბილი ხმით უთხრა კაცმა.-ცოტნეს ამბავს მე მოვაგვარებ,მაგრამ მანამდე მე და შენ უნდა გავარკვიოთ რაღაც. -დუდუ... -მოიცადე,გეტყვი და მერე ილაპარაკე რამდენიც გინდა.-გააწყვეტინა ქალს.-გართობას აღარ ვაპირებ მაშო,სერიოზულად გიყურებ,მომწონხარ და მინდა უფრო შორს წავიდეს ეს ყველაფერი,ის კოცნაც ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის,თანაც ვიცი,რომ მსგავსი თემები შენთვის მნიშვნელოვანია და არ მინდა იფიქრო,რომ გიყენებ.-შედარებით მშვიდად ამოთქვა კაცმა.-არ მინდა,რომ თავს შეურაცხყოფილად ან ცუდად გრძნობდე ყოველ ჯერზე როდესაც ახლოს მოსვლას ვეცდები,შეგეხები ან გაკოცებ.-თბილი ხმით უთხრა და სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.-არ მინდა,რომ გეშინოდეს...არ ვიცი ხვალ რა იქნება,მაგრამ დღეს მინდა შენთან ყოფნა და შეგვიძლია არ დავიმალოთ და ვიყოთ ისე,როგორც წყვილი არა საზოგადოებისთვის,არამედ ერთმანეთისთვის.ყველაფერს გავაკეთებ,რომ გული არ გეტკინოს მაშო,სულ გვერდით ვიქნები და შეგეძლება,რომ ჩემი იმედი გქონდეს...მხოლოდ ერთ შანსს გთხოვ,რომ გვერდით ვიყო,ყველაფერს ვიზამ იმისთვის,რომ მენდო და შენი ღირსი ვიყო,ვისწავლი როგორ უნდა ვიყო შენთან ის დუდუ,რომელსაც ასე აფასებ,მაგრამ თუ ამაზე თანახმა იქნები და სხვა დროს ცოტნე ან ვინმე სხვა ასე ახლოს მოვა შენთან ალბათ მოვკლავ,არ გეხუმრები მაშო მაგას ვერ გადავიტან,თუ არ გენდომება ჩემთან ყოფნა უბრალოდ მეტყვი და მორჩა,თუ ცოტნე ისევ გაბედავს მსგავს რამეს დავიკიდებ,რომ სიკვდილს გადავარჩინე და საკუთარი ხელით მოვკლავ.-ჰაერი ღრმად ჩაისუნთა კაცმა,რომ გაგრძელება შესძლებოდა.-დიდი ხანია თავი ასე კარგად არავისთან მიგრძვნია,ეს არც მამაჩემს ეხება,არც შენს მშობლებს და არც იმ ავარიას,მითუმეტეს არც ელენას,უბრალოდ მინდა შენს გვერდით ვიყო,არ მინდა,რომ სხვა გეხებოდეს და თუ მაგის გამო ეგოისტად ჩამთვლი ჰო,ეგოისტი ვარ,მაგრამ ასეა...ბევრი რამ გვაქვს წინ,მაგრამ თუ მეცოდინება,რომ გამომყვები ბევრად უფრო მარტივი იქნება,ასერომ...გისმენ მაშო.-ძლივს დაასრულა საუბარი და მის წინ მდგომ ქალს მიაჩერდა. -მეშინია დუდუ.-თავისთვის ამოისრუტუნა ქალმა.-შენი ოჯახი,ჩემი ოჯახი... -მოვაგვარებ!-მოკლედ მოუჭრა ქალს.-თუ გინდა დაფიქრდი,ახლავე არ გამცე პასუხი,გადაწყვეტილება მიიღე და შემდეგ... -მინდა შენთან ყოფნა დუდუ.-გააწყვეტინა კაცს.-არ ვიცი როგორ დამთავრდება,მაგრამ დაე იყოს ასე.-სხეულზე მიეკრო კაცს. -ძალიან ბედნიერი იქნები მაშო,ამ პრობლემებს მოვაგვარებ და ბედნიერი იქნები.-თმაზე აკოცა ქალს. -ცოტნეს არაფერი უთხრა გთხოვ,თავად დაველაპარაკები.-ამოთქვა მის მკლავებში გახვეულმა. -იცოდე სხვა დროს რომ... -არ მოხდება,გპირდები.-არ დააცადა დამთავრება კაცს.-დაველაპარაკები და ავუხსნი ყველაფერს. -კარგი.-მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა კაცმა და ფიქრებს მიეცა... *** სახლში შუაღამეს მივიდა,ეგეც იმიტომ,რომ სიგნალიზაცია ჩაირთო და წასვლა მოუწია.მძინარე მაშო საწოლზე დააწვინა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა.მთელი გზა ფიქრობდა ვინ შეიძლებოდა შესულიყო ბინაში გარდა მამამისისა და ვერავინ მოიფიქრა,თუმცა ვერც იმას ხვდებოდა ღამის 2 საათზე მამამისი რატომ შეიჭრა მის ბინაში. როგორც ელოდა კარი ღია დახვდა,ირგვლივ სიბნელე იყო და არავინ ჩანდა,უკვე იმასაც კი ფიქრობდა,რომ ქურდი შეიჭრა და ფრთხილად უნდა ყოფილიყო,მაგრამ ქალის ხმამ მოულოდნელად უკუაგდო ეს იდეები. -დუდუ...-გაისმა ნაცნობი ხმა. -ელენა?-სინათლე აანთო კაცმა.-აქ რას აკეთებ?თან ამ დროს...-საათს კიდევ ერთხელ დახედა. -როგორც იქნა.რა რთულია შენი პოვნა დუდუ იცი?შენს ყველა სახლში ვიყავი და ძლივს გავიგე,რომ აქ რჩებოდი. -როგორ შემოხვედი? -თინეიჯერობის წლები გავიხსენე დუდუ,შენთან ერთად რომ გავატარე ის წლები და გამომაგდა.-ფეხის ბორძიკით მიუახლოვდა კაცს.-რამდენი წელი წამართვი დუდუ... -მთვრალი ხარ?-ალკოჰოლის სუნი მაშინვე იგრძნო კაცმა.-ელენა ორსულად ხარ... -შენთან ფხიზელი მოსვლას ვერ ვბედავ დუდუ,სიამაყე არ მიშვებს. -აქ არ უნდა იყო.-ხელი შეაშველა,რომ არ დაცემულიყო. -საძინებელში გადავინაცვლოთ აქ თუ არ მოგწონს.-ფრჩხილები ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა კაცს. -გეყოფა!-უხეშად მიუგო დუდუმ.-მე ჩემი სახლი ვიგულისხმე,აქ არ უნდა იყო. -6 წელი დუდუ...-მოულოდნელად ამოიხრიალა ქალმა.-6 წყეული წელი გავიდა,რატომ არ მეშვები? -ჩემს სახლში შენ შემოიჭერი და მე მეჩხუბები?რაღაც ვერ გავიგე. -ბედნიერება დავიმსახურე... -ხელს არავინ გიშლის ელენა,შენ და გიორგი მალე დაქორწინდებით,ასე არ არის? -იცი როგორია ადამიანის გვერდით გაღვიძება გეზიზღებოდეს?-თავი მკერდზე მიადო კაცს.-ეს ხდება გიორგისთან. -ცოლად მიყვები ელენა,ნუ სულელობ... -ჯანდაბა მაგ დღეს.-მთელი ხმით დაიყვირა ქალმა.-რატომ დაბრუნდი დუდუ? -შენთვის არა ელენა,ჩემი ცხოვრებისთვის დავბრუნდი. -იმ გოგოსთან ყოფნას მართლა აპირებ? -მასთან ვარ უკვე.-მშვიდად ამოთქვა და სავარძლამდე მიიყვანა. -დუდუ გთხოვ მივატოვოთ ყველაფერი და წავიდეთ,მე ხომ ვიცი,რომ გიყვარვარ.-მკერდზე ხელები დააწყო კაცს.-გავიქცეთ დუდუ. -ნუ სულელობ ელენა,მთვრალი ხარ და ვერ ხვდები რას ამბობ. -შენი დაბრუნების წამიდან მაგაზე ვფიქრობ.რა იქნებოდა,რომ გავქცეულიყავით? -ამდენი რატომ დალიე?ელენა ბავშვისთვის საზიანოა რა სისულელეებს აკეთებ? -არ მინდა მე ეს ბავშვი...-ამოთქვა გულწრფელად.-მოულოდნელად მოხდა ყველაფერი,ორსულად დავრჩი,შემეშინდა დუდუ...არ მინდა ეს ბავშვი,არ მინდა ამ ბავშვის გაჩენა...-ამოიტირა ქალმა მის მკლავებში. -ნუ სულელობ ელენა,ბავშვს რაიმე,რომ მოუვიდეს შენ თავს არასოდეს აპატიებ. -ორსულად რომ არ ვიყო გიორგი არ მომიყვანდა ცოლად...ამ ბავშვის გამო აკეთებს.ნეტავ მოვკვდე. -გაჩერდი,გეყოფა...ბავშვს ავნებ რას აკეთებ?-ნამდვილად ნერვიულობდა დუდუ. -მე და შენ ერთად რომ ვიყავით ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა დაახლოებას გიორგი,ალანას დაბადებისდღე გახსოვს?კოცნა სცადა და მერე თავი გაიმართლა მთვრალი ვიყავიო,შემრცხვა და ვერ გითხარი...ახლა მაშოს დაადგა თვალი,მე წონაში ვიმატებ,ის სხეული აღარ მაქვს,რომელიც უყვარდა,ახლა ის მოწონს. -რას ამბობ?-გაოცდა დუდუ. -მაშოს ინსტაგრამ გვერდი დაათვალიერა,გუშინ ვნახე. -ელენა... -მომეცი მიზეზი,რომ არ გავთხოვდე,გავიქცეთ გთხოვ...-ძალა გამოცლილი მიესვენა მის მკლავებში ქალი.-გთხოვ დუდუ... -მოდი ჩემთან.-შედარებით ხმა დაუთბა მერლანს.ხელში აიყვანა ქალი და საძინებელში ნელი ნაბიჯით შეიყვანა.-გამოიძინე და ხვალ ვილაპარაკოთ კარგი?საავადმყოფოში წავიდეთ დილით,ბავშვის მდგომარეობა შევამოწმოთ. -ნეტავ მოკვდეს.-იმეორებდა თავისთვის. -ღმერთო...-თავისთვის ამოთქვა დუდუმ და მისაღებში დივანზე ჩამოჯდა.სულ დაიბნა,ვერ ვხდებოდა რა უნდა გაეკეთებინა,შეეცოდა ელენა,ძალიან შეეცოდა,ყველაფრის მიუხედავად არ უნდოდა მისთვის ასეთი ცხოვრება.გიორგი ცალკე პრობლემა იყო,ზუსტად იცოდა მაშოს სიახლოვეს ვერ აიტანდა და ყველა წყენასთან ერთად მაშოც თუ დაემატებოდა ნამდვილად მოკლავდა...ყველაფერი უარესდებოდა,მისი ცხოვრება ერთ დიდი კოშმარს ემსგავსებოდა... მე შოკში ვარ და თქვენ? აქ რაღაცები ძალიან ირევა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.