შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუდუ მერლანი //9//


31-10-2024, 12:29
ავტორი ენქეი
ნანახია 2 441

-ჩვენც არ ვიცით ეს როგორ მოხდა ბატონო ვასილ...-ქოთქოთებდა ქალი მისაღებ ოთახში.-მეგობრები წავიდნენ დასასვენებლად და უკან ასე დაბრუნდნენ,ჩემი შვილი მოვიდა და თქვენს შვილზე მეკითხებოდა,იმ ფულზე,რომელიც თქვენ გადაგვიხადეთ და საერთოდ ყველაფერზე...
-როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ ეგ საკითხი და მაშო ჩემი ბიჭის,დუდუს სიახლოვეს არ ვნახო!დუდუ თბილისში დაბრუნდა და ვიცი,რომ სინდისი არ მოასვენებს,მე არ მივცემ თქვენს ქალიშვილს იმის უფლებას,რომ ჩემი შვილი თავის ჭკუაზე ატაროს!-დაიღრინა კაცმა.-დუდუ საკმარისად ზრდასრულია იმისთვის,რომ ჩემს გვერდით დადგეს,მაგრამ მაშო თავს თუ შეაცოდებს და ძველ ჭრილობებს გაუღვიძებს ის მარტივად სამართავი გახდება,მე კი ეს არ მინდა ჩემი შვილისთვის!
-მაშო არ არის ისეთი გოგო,რომელიც ბიჭებს უკან დასდევს,დარწმუნებული ვარ აღარც კი ახსოვს თქვენი შვილი.-ძლივს ამოთქვა კაცმა და აჭარხლებულ მეუღლეს გახედა.
-თქვენთვისვე ასე აჯობებს ბატონო სანდრო,საქმე ჩემი შვილის მომავალს ეხება და არ მოგცემთ უფლებას,რომ ის გაანადგუროთ!
-გავანადგუროთ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის?-ხმა დაუმძიმდა კაცს.-თქვენს შვილს მკვლელობა დააბრალეთ და ამ ტყუილში აცხოვრეთ 6 წელი,მგონი ამან დაუნგრია მას ცხოვრება.
-როგორი დაკვირვებული ბრძანდებით.-ცინიზმით უთხრა კაცს.-ზუტად ასევე შემიძლია დავანგრიო თქვენი შვილის მომავალიც თუ ჭკუით არ იქნება!-დაინახა როგორ შეეცვალა სანდროს გამომეტყველება და ისევ განაგრძო-მე ვიცი,რაც არის ჩემი ოჯახისთვის უკეთესი...ჩემი შვილი უკან დაბრუნდება,ჩემს ბიზნესს ჩაუდგება სათავეში და მერლანების გვარს ღირსეულად ატარებს...თქვენმა შვილმა ხომ მიიღო ყველაფერი,რაც სურდა?თუ გსურთ საზღვარგარეთ გავუშვათ სასწავლებლად,მაგალითად გერმანიაში...-წამით დააკვირდა მათ დაზაფრულ სახეებს და განაგრძო.-კარგი,ესპანეთი იყოს,შვეიცარია?
-საკმარისია!-დაიღრინა კაცმა.-ჩემს შვილს არსად გავუშვებ,საქართველოში დარჩება.
-მაშინ მისი კონტროლი მოგიწევთ,არ მინდა დუდუს გზაზე იდგეს.
-არ იდგება ბატონო ვასილ,მაშოს მივხედავთ!-დაამშვიდა ქალმა.
-აი ეს გამომართვით!-კონვერტი ხმაურით დააგდო მაგიდაზე.-იქნებ ბიძგი იყოს თქვენი დავალების შესასრულებლად!-მძიმედ ამოთქვა კაცმა.-იმედი მაქვს შეთანხმებას აღარ დაარღვევთ და პრობლემები აღარ იქნება!
-არ იქნება ბატონო ვასილ.-უკან მიჰყვა ქალი გასასვლელისკენ მიმავალს.
-ეს ჩვენი შვილებისთვის კეთდება ბატონო სანდრო.-კაცს მოუბრუნდა მერლანი.-სხვადასხვა ხალხი ვართ,არ გამოვა დუდუს თქვენს შვილთან სეირნობა,თუნდაც სინდისის გამო.-საშინლად ეტკინა სანდროს ეს სიტყვები...განა თვითონ არ იცოდა,რომ სხვადასხვა ხალხი იყვნენ?განა თვითონ არ იცოდა,რომ არაფერს წარმოადგენდნენ?..მაგრამ შვილს მსგავსი რამ როგორ უნდა უთხრას?ამდენად უძლური როგორ იყო ამ მომენტში თავადაც არ ესმოდა,ხმას ვერ იღებდა,მხოლოდ ერთ ადგილზე იყო მიყინული და უკეთესის მოლოდინი ჰქონდა...


***
-მთელი გზაა ხმა არ ამოგიღია,მოხდა რამე?-გვერდით მჯდომს გადახედა მერლანმა.
-არაფერი.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-უბრალოდ დავიღალე.
-ახლა ვხვდები,რომ მატყუებ და იქნებ მითხრა რა მოხდა?ისევ შენებმა გითხრეს რამე?
-არა,დღეს მათთან არ მისაუბრია.
-აბა რა მოხდა?
-დღეს ხომ იცი,რომ შენი ყოფილის მაგიდას ვემსახურებოდი?
-ჰო ვიცი.
-ანგარიში,რომ გადაიხადეს წავედი,მათ წასვლას ველოდებოდი,რომ მაგიდა ამელაგებინა,იქ კი 100 ლარიანი დამხვდა...ვიცი რატომაც დატოვეს და ვინც დატოვა,ამიტომ გთხოვ გამომართვი და როცა შენს მეგობრებს ნახავ უკან მიეცი.-ჩანთიდან კუპიურა ამოაძვრინა.
-ვერ ისვენებს...-ძლივს ამოთქვა მერლანმა.-მაშო მისმინე...ძალიან ვწუხვარ მაგ ყველაფრის გამო...ელენას მე დაველაპარაკები გპირდები...საჭირო არ არის,რომ თანხა დააბრუნო.
-არ მჭირდება ასეთი ფული დუდუ,საკმარისად მაქვს შენი ოჯახისგან მსხვილი კუპიურები...-თავი ვერ შეიკავა და მაინც წამოსცდა.
-მაშო ჩემი ოჯახი რამდენსაც არ უნდა გიხდიდეს ამაზე ბევრად მეტს იმსახურებ გასაგებია?
-მე ეს არ მინდა დუდუ...არ მჭირდება სხვისი ფული...
-ვიცი მაშო,ვიცი.-თბილი ხმით უთხრა და მანქანა ეზოში გააჩერა.-ჩემს მეგობრებზე მე ვიზრუნებ,შენ უბრალოდ თავს გაუფრთხილდი და არ გადაიღალო.
-ეს დამამცირებელია დუდუ,მე არ მჭირდება შენ მეგობრების ფული!
-ვიცი მაშო,დამშვიდდი კარგი?-უეცრად დაუთბა ხმა მერლანს.-მე მოვაგვარებ.
-მადლობა.-შედარებით მშვიდად მიუგო და მანქანიდან გადავიდა.
-იცის ცოტნემ,რომ მოხვედი?
-ანდრომ უთხრა,რომ სამსახურის მერე შემოვივლიდი.
-გამოჯანმრთელება უსურვე ჩემს მაგივრად.-ღიმილით მიუგო და ლიფტში მასთან ერთად შევიდა.-ექიმები რას ამბობენ?
-გაუმართლა,რომ ტვინი არ დაუზიანდაო,დაახლოებით 1 კვირა კიდევ მოუწევს აქ ყოფნა,შემდეგ გაუშვებენ.
-ძალიან კარგი,ძლიერი ბიჭია,გადაიტანს.
-იმენა ძლივს მოვიდა რა.-ბუზღუნით დახვდა დერეფანში ანდრო.
-რა ვქნა,ამაზე ადრე ვერ გამოვედი.
-სალამი დუდუ.-მეგობრულად მიესალმა კაცს.-მე უნდა გავიქცე საქმე მაქვს,შენ ძალიან არ გადაღალო და ძალიან არ გაუმახვილო ყურადღება მაგ ამბავზე,რამე სასაცილო გაიხსენე წარსულიდან,რომ კარგ ხასიათზე იყოს,თორემ იბღვირება მთელი დღეა.
-მშვენივრად ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ანდრო,მეც ვიყავი მის მდგომრეობაში,თანაც ამაზე დიდხანს.-ნიშნისმოგებით უპასუხა და დუდუს მიუბრუნდა.-მალე გამოვალ კარგი?
-არ იჩქარო,დაგელოდები.-ღიმილით მიუგო ქალს და სკამზე ჩამოჯდა,იცოდა,რომ დიდხანს იქნებოდა პალატაში...
არ უფიქრია იმაზე თუ რას ეტყოდა მეგობარს,არც იმაზე როგორ დახვდებოდა ან რა ემოციით იქნებოდა ოთახში,უბრალოდ სამჯერ დააკაკუნა კარზე და როდესაც თანხმობა მიიღო ოთახში შეაბიჯა.არასოდეს უნახავს ცოტნე სპორტულებში,ამან გააკვირვა და ღიმილი მოჰგვარა სახეზე...ბინტით გადახვეული შუბლი საერთოდ ცალკე ამბავი იყო,ალბათ სხვა,რომ ყოფილიყო სიცილსაც ვერ შეიკავებდა.
-მაშო...-ძლივსგასაგონად ამოთქვა და თავი მისკენ ოდნავ შეატრიალა.მალევე მიხვდა,რომ სასაცილო არაფერი იყო,ასეთი სუსტი და დაუცველი ჯერ ცოტნე არავის უნახავს...
-როგორ ხარ?-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.-გტკივა?
-კარგად ვარ მაშო...შენ როგორ ხარ?
-მე კარგად ვარ,ჩემი ამბავი რა საკითხავია...
-გამხდარი მეჩვენები,არ ჭამ საჭმელს?-სრულიად მოულოდნელად იკითხა კაცმა.
-მე...მუშაობა დავიწყე,ცოტა გადაღლილი ვარ,ალბათ მაგიტომ...
-მაშო...ახლა მაგის დრო გაქვს?მალე გამოცდები გექნება,ამაზე უნდა კონცენტრირდე.
-12 დღის შემდეგ ძლივს გაიღვიძე და მეჩხუბები თუ მეჩვენება?-სიცილი ძლივს შეიკავა მაშომ.
-არ გეჩხუბები...უბრალოდ არ მინდა ასე იყო,მინდა მომავალზე იფიქრო...
-ცოტნე,მე აქ იმის გასაგებად მოვედი როგორ ხარ,ახლა ჩემზე საუბრის დრო არ არის...
-ხომ ხედავ როგორც ვარ,დათუნიებიანი ჩუსტებიღა მაკლია და მზად ვიქნები...
-რას უწუნებ?მე ძალიან მომწონს...
-ესეიგი ჩემი ასეთი მდგომარეობა გახარებს?-ცალი წარბი აუწია კაცმა.
-არა,მე...
-მაშო ვხუმრობ,სად წავიდა შენი შავი იუმორი?-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე.-ასეთი დაძაბული ნუ ხარ,გაიღიმე.
-თავს ვერაფერს ვუხერხებ ცოტნე...-გაჭირვებით ამოთქვა და ყელში მოწოლილ ბურთს მთელი ძალით შეებრძოლა.-მე,რომ არა ეს არ დაგემართებოდა...
-ეგ აღარ თქვა!
-ეს სიმართლეა...მე ვარ ყველაფერში დამნაშავე,რამე რომ მოგსვლოდა?-ამოისრუტუნა თავისთვის.-რომ ვერ ეპოვნე დუდუს?
-მოდი ჩემთან.-მხოლოდ რამდენიმე წამით შეძლო მდუმარედ მისი ცრემლიანი თვალების ყურება.
-რა?
-მოდი ჩემთან,აქ დაჯექი.-საწოლზე ხელით ანიშნა.-მე,რომ ავდგე ზედ დაგეცემი და ამიტომ...-ჯერ ისევ თავბრუ ეხვეოდა ფეხზე ადგომისას.
-შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს,მაგრამ როცა გამოკეთდები აღარ გაგაბრაზებ,უაზროდ აღარ შეგეკამათები,მირჩევნია მშვიდად ვიყოთ...-გვერდით მიუჯდა და თვალებში ჩააცქერდა.
-მე შენ არ გიბრაზდები მაშო,წამითაც არ იფიქრო,რომ ეს შენს გამო მოხდა...მე აუცილებლად დავბრუნდები უკან და პასუხს მოვთხოვ იმ სი*ს ყველაფრისთვის,რაც გააკეთა,რადგნ ასეა საჭირო...
-არა ცოტნე,გთხოვ რა.-ხმაში მუდარა გაურია ქალმა.-არ გაეკარო სვანეთს,არ გინდა მანდ წასვლა,სიმშვიდეს ნუ დავკარგავთ,აქ გააგრძელე შენი ჩვეულებრივი და თბილისური ცხოვრება.
-შენ რატომ ნერვიულობ?-ეჭვნარევი მზერა შეავლო.-ვინმემ რამე ხომ არ გითხრა?
-არავის არაფერი არ უთქვამს,უბრალოდ შემეშინდა ასეთ მდგომარეობაში,რომ გნახე,ასე აღარ მინდა გაგრძელება,მინდა ვიცოდე,რომ არაფერი აღარ დაგემართება და ყველაფერი ამ ერთი ინციდენტით დასრულდება.
-მე კარგად ვარ მაშო,ამაზე არ უნდა ნერვიულობდე.-ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ფრთხილად მოწმინდა.-არ მინდა,რომ ნერვიულობდე და განიცდიდე იმას,რაც მოხდა.ეს ჩემი ბრალია,ჩემი პრობლემაა და შენ წამით არ უნდა იღელვო ამაზე.
-ნუ სულელობ ცოტნე,ვიღაც იდიოტი გადავიკიდე და მერე შენ...
-ჩშშ...-საუბარი შეაწყვეტინა ცოტნემ.-ჩემზე არ ინერვიულო შენ,ამაზე ბევრად მეტსაც გადავიტან.-თბილად გაუღიმა და ხელები მოხვია,რომ სხეულზე მიეკრა მის წინ მჯდომი ქალი.-აღარ იტირო კარგი?შენს ცრემლებს არ იმსახურებს არავინ.-უჩვეულოდ თბილად ესაუბრებოდა ცოტნე.ეტყობოდა,რომ თავადაც შეეშინდა მომხდარის და არ ელოდა ამ ამბის ასეთ დასასრულს...არ უნდოდა ჯემოს ამბის ასე დატოვება,მაგრამ გამოჯანმრთელებამდე დიდი დრო ჰქონდა,ნაბიჯს ვერსად გადადგამდა ისე,რომ მამამისს არ სცოდნოდა...მთელი თბილისი ფეხზე დააყენა შვილის გულისთვის,ვიზიტორებს აკონტროლებდა და მისი ჭამისა და წამლის მიღების განრიგიც ზეპირად იცოდა.პირველად გადადო ყველა საქმე და მთელი ყურადღებით შვილისკენ გადაერთო.საავადმყოფოს ეზოში აღამებდა და ათენებდა და მუდმივად ამოწმებდა მის მდგომარეობას.ცოტნეს ასეთი მამა არასდროს უნახავს,ეს პირველი შემთხვევაა და მხოლოდ წამით ბედნიერიც კი იყო იმის გამო,რომ დაშავდა და მამამისის სიყვარული ისევ იგრძნო...
მოგვიანებით დუდუც შევიდა მის სანახავად,ამას არ აპირებდა,მაგრამ ცოტნემ დაჟინებით მოითხოვა და უარი ვეღარ თქვა.მადლობელი იყო იმისთვის,რაც მისთვის გააკეთა დუდუმ.სიცოცხლე შეუნარჩუნა,საიქიოდან დააბრუნა და ეს ყველაზე მცირე იყო რისი გაკეთებაც მას შეეძლო...

***
-ბევრად კარგად გამოიყურება,მალე ფეხზეც დადგება.-ვარაუდი გამოთქვა დუდუმ.
-იმედია...ცუდმა უკვე ჩაიარა,ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა წავიდეს.
-ძლიერია,არაფერი დაემართება ნუ ნერვიულობ.ბევრად კარგად იქნება და უფრო ძლიერი დაბრუნდება უკან.
-მეშინია უკან არ დაბრუნდეს.-სევდიანად ამოთქვა.-ჯემოსთან დასამთავრებელი მაქვს ყველაფერიო მითხრა,მგონი უკან დაბრუნდება.
-ჯემოს მე დაველაპარაკები.საკმარისი გააკეთა უკვე,მეტს აღარ გარისკავს,შენ ცოტნეს დაელაპარაკე და ეგეც მოგვარდება.-სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა და შუქნიშანზე მანქანა შეაჩერა.
ოდესმე გიგრძვნიათ მკერდის არეში გაუსაძლისი ტკივილი სუნთქვას,რომ გიჩერებთ?ამას გრძნობდა ორივე...ერთდროულად უკვე მეორედ იმავე ადგილას იყვნენ,მაგრამ ამჯერად სრულიად უსაფრთხოდ...ის წყეული წითელი რგოლი პირდაპირ თვალებში უყურებდა დუდუს,არადა მაშინ ოდნავადაც კი არ შეუმჩნევია მისი არსებობა...ქვეითთა გადასასვლელზე მწვანე წრე აციმციმდა,ხალხი მაინც აგრძელებდა სიარულს... ჩვეული რეჟიმით მოძრაობდნენ,დუდუ კი შუქნიშანს უაზროდ მიშტერებოდა და მიუხედავად ანთებული მწვანე ფერისა ადგილიდან არ ძრავდა მანქანას.
-დუდუ,უნდა წავიდეთ.-ფიქრებიდან გამოიყვანა მაშოს ხმამ.
-როგორ მახსოვს ეს შუქნიშანი...-მძიმედ ამოთქვა და გზას გაუყვა.-მაშინ არც კი შემიმჩნევია,ახლა კი ისე მომხვდა თვალში თითქოს მანქანის გაჩერებას მეხვეწებოდა...
-დუდუ არ გინდა...
-რამხელა კვალს ტოვებს წარსული ადამიანზე არა?მაგ ინციდენტის შემდეგ 3 წელი არ მიტარებია მანქანა...ვინ წარმოიდგენდა,რომ ერთ დღეს მე და შენ ერთ მანქანაში ვისხდებოდით და იმავე გზას გავივლიდით...
-რთულია ვიცი...ამას ყოველთვის ვგრძნობ,როდესაც ტოპი მაისური ან ზურგზე ამოღებული კაბა მაცვია,მაგრამ ყველაფერი წარსულშია დუდუ.
-შეუძლებელია ადამიანს არ უბრაზდებოდე მაშო,ახლა უნდა გძულდე,მეჩხუბო,გამლანძღო...მაგრამ შენ...შენ არაფერს მეუბნები...-მანქანა მისი სახლის წინ გააჩერა კაცმა.-ასე არ შეიძლება.-ძლივს ამოთქვა და მანქანიდან გადავიდა,რომ სიგარეტის კიდევ ერთი ღერისთვის მოეკიდებინა.
-ამ საუბარს ნუ გაურბიხარ კარგი?-უკან მიჰყვა მაშოც.-ბედნიერი არც მე ვარ,მაგრამ არ მძულხარ დუდუ,არ შემიძლია გესმის?-თვალებში ჩააცქერდა მის წინ მდგომს.-ყოველ წამს,როცა გონებაში შენი სიძულვილის დაშვება მინდა მახსენდება სვანეთში რამდენი კარგი რამ გააკეთე,რამდენად იტანჯებოდი და როგორ ცდილობდი ყველაფრის გამოსწორებას...ვერ გაგიბრაზდები და ვერ შეგიძულებ,რადგან ნანობ იმას,რაც მოხდა და მთელი სხეულით გტკივა მომხდარი...შეიძლება მქონდეს მომენტები,როდესაც საკუთარ თავს გაბრაზების უფლებას მივცემ,მაგრამ ისიც წამით და მხოლოდ მაშინ,როდესაც დავინახავ მშობელს ჩვილი როგორ ყავს მკერდზე მიკრული,რადგან ყველა ქალის ოცნებაა დედობა და ამას ვერასოდეს გამოვცდი,თუმცა ამის გამო შენი შეძულება დუდუ...არ შეიძლება შენნაირი ადამიანი,რომ მძულდეს.-სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა კაცს.-კარგი კაცი ხარ,დააჯერე ეს საკუთარ თავს გთხოვ...
-არამგონია ოდესმე საკუთარი თავის პატიება შევძლო მაშო...-ნამწვი იქვე მოისროლა და მასთან უფრო ახლოს მიიწია.-რაც არ უნდა მოხდეს,მინდა უფლება მომცე,რომ გვერდით ვიყო და ჩემი დანაშაულისთვის გადავიხადო.
-ნუ სულელობ დუდუ,მე შენ არ გავალდებულებ,სულ რომ უკანმოუხედავად წახვიდე ახლა და აღარასდროს დაბრუნდე მე არ გაგიბრაზდები.-თბილი ხმით უთხრა კაცს.
-ვიცი,რომ არ მავალდებულებ,უბრალოდ მე მინდა,რომ ახლოს ვიყო.
-ამას არ გიშლი,შენი ნებაა.
-იცი მაშო...ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე კარგი რამ შენი გადარჩენა და გაცნობა იყო,ამაზე კარგი ჯერ არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში...ვიზრუნებ იმაზე,რომ სულ კარგად იყო.-სითბოთი სავსე იყო მისი თითოეული სიტყვა,ქცევა,გამოხედვაც კი...დუდუ ნამდვილად დარდობდა მასზე და ეს ვალდებულების კი არა მისი ადამიანობის გამო ხდებოდა.
-არ იდარდო მომხდარზე კარგი?სულ უმეორე შენს თავს,რომ კარგი კაცი ხარ და მე გაპატიე,მე არ მინდა საკუთარი თავი გაანადგურო.-ღიმილით უთხრა მაშომ და სხეულზე მიეკრო მის წინ მდგომს.არ ელოდა მერლანი მის ამ რეაქციას,ძლივს მოიფიქრა,რომ თავადაც ჩახუტებოდა და მკლავებს შორის მოექცია მისი სიფრიფანა სხეული.-უნდა წავიდე დუდუ,მაგრამ კიდევ შევხვდებით.-მშვიდად მოშორდა მის სხეულს და უკვე წასასვლელად აპირებდა შებრუნებას ნაცნობი კაცის ხმა,რომ მოესმა დუდუს ზურგიდან.
-მაშო!
-მამა?-გაოცებული მიაჩერდა კაცს.
-მთელი დღეა გირეკავთ მე და დედაშენი.
-ტელეფონი დამიჯდა,ცოტნეს სანახავად ვიყავი,რა პანიკები აწიეთ?
-ვხედავ ცოტნეს სანახავად,რომ იყავი.-დუდუზე ანიშნა კაცმა.
-ეს დუდუა მამა,ვასილის შვილი.დუდუ ეს მამაჩემია სანდრო.
-გამარჯობა.-ხელი გაუწოდა კაცს,თუმცა საპასუხოდ არაფერი მიუღია.
-ახლავე სახლში მოდიხარ,სალაპარაკო გვაქვს მე და დედაშენს!
-რა გაყვირებს?-გაოცდა მაშო.-რამე თუ მოხდა მითხარი და წამოვალ.
-ნივთებს ჩაალაგებ და ჩვენთან გადმოხვალ ისევ საცხოვრებლად,აი ეგ ხდება,დროზე ადი და ჩაალაგე.
-რა სისულელეს ამბობ?
-მაშო ჭკუიდან ნუ გადამიყვან,დროზემეთქი!-მთელი ხმით უღრიალა შუა ქუჩაში კაცმა.
-ბატონო სანდრო,იქნებ დამშვიდდეთ?ქუჩაში ხართ,თანაც მაშო ბავშვი არ არის,რომ ასე წინ და უკან არბენინოთ!-ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა მერლანს.
-მე არ ვაპირებ არსად წამოსვლას მამა.
-მაშინ ძალით წაგიყვან,დღეიდან ჩვენთან იცხოვრებ.-მკლავში ხელი ჩაავლო და უხეშად მოქაჩა,რომ მანქანისკენ წაეყვანა.
-რას აკეთებ?მამა მტკივა გამიშვი!-თავის გათავსუფლება ამაოდ სცადა მაშომ.
-ხელი გაუშვით,სანამ მოთმინება ამომწურვია!-გამაფრთხილებლად გაისმა დუდუს ხმა.-როცა იტყვის,სადაც იტყვის და როგორც იტყვის ისე იქნება ყველაფერი და როცა ამბობს,რომ არ წამოვა ესეიგი ასეც იქნება.-ხელზე მთელი ძალით მოუჭირა კაცს ხელი.-ხელი გაუშვით.
-ჩემი შვილია,მე უკეთ ვიცი რა არის მისთვის სწორი.
-ესაა სწორი?ძალით მიგყავთ სახლში სადაც წასვლა არ უნდა?
-ნუ ერევი!-თვალები დაუბრიალა კაცმა.
-რომ ჩავერიო რას იზამთ?
-ორივე გაჩერდით!-როგორც კი ხელი გაითავისუფლა მაშინვე ამოთქვა.-მე არსად წასვლას არ ვაპირებ მამა,თუ გინდა მთელი თბილისი თავზე დამახვიე,მე არ წამოვალ,ამ სახლში ვრჩები ლენკასთან ერთად.
-ასე ვეღარ გაგრძელდება მაშო,შენს ჭკუაზე ვერ ივლი.
-რატომ?რადგან დუდუს შევხვდი?-სასაცილოდ არ ეყო მამის მდგომარეობა.-ეს კიდევ ბევრჯერ მოხდება.
-ბატონო სანდრო გარწმუნებთ,რომ თქვენს შვილს ჩემს სიახლოვეს საფრთხე არ ემუქრება,უბრალოდ მეგობრის სანახავად წავიყვანე,სხვა არაფერი.
-6 წლის წინანდელს თუ გავიხსენებთ ცოტა რთულია მაგის დაჯერება!-ღვარძლით ამოთქვა კაცმა.-ჩვენ აქ არ დაგვიმთავრებია,მე და დედაშენი სალაპარაკოდ მოვალთ!-შვილს მიუბრუნდა და როცა მისგან პასუხი ვერ მიიღო ზურგი აქცია ორივეს...
-კარგად ხარ?-მაშინვე მაშოს მიუბრუნდა დუდუ.
-მე არ ვიცი რა ემართებათ ჩემს მშობლებს...ასეთები არ იყვნენ დუდუ.
-რას ფიქრობ,მართლა მოგიწევს მათთან გადასვლა?
-ეს,რომ გავაკეთო მომიწევს,რომ მათ წესებს დავემორჩილო,მერე ალბათ ტელეფონსაც ჩამომართმევენ და მე მაგას ვერ ავიტან...
-ეს ყველაფერი მამაჩემის გამოა?
-არ ვიცი,შეიძლება.-მხრები აიჩეჩა.-უნდა წავიდე,გამოცდებისთვის ვემზადები და არ მინდა დრო დავკარგო.
-თავს მიხედე მაშო.-თბილი ხმით უთხრა და თვალი მიადევნა წინ მიმავალს იქამდე,სანამ კორპუსის კედლებში არ გაუჩინარდა...

***
-ვერაფერი გავიგე დუდუ,მირეკავ შეხვედრას მთხოვ და შენს საცოლეზე მიწყებ საუბარს?ჩემთვის გულის ტკენას თუ ცდილობ იცოდე,რომ მე აღარ მიყვარხარ.-ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა ქალმა.
-არაფერს არ ვცდილობ ელენა,შენ იცი,რომ ქველმოქმედი არ ხარ,მაშოს დამცირება გინდოდა და ფული ამიტომაც დაუტოვე და გაფრთხილებ ეს მეორედ არ გაბედო!
-ნუ მემუქრები დუდუ,არ შეგწევს იმის ძალა,რომ რაიმე დამიშავო,ქალებს ზედმეტად არ ეხები.
-ელენა...-მძიმედ ამოთქვა მისი სახელი.-შენს ცემას ან რაიმე მსგავს სისულელეს არ ვაპირებ რა თქმა უნდა,მაგრამ შენ თუ ჩემს ოჯახს შეეხები,მე შენსას შევეხები და ეს კარგად არ დასრულდება...
-დუდუ ეს დიდი ხნის წინ დავასრულეთ მე და შენ,მე პრობლემა არ მაქვს არც შენთან და არც შენს რომელიმე სათამაშოსთან.
-სათამაშოში ვის გულისხმობ?-დაინტერესდა მერლანი.
-იმ გოგოს,რომელსაც თითზე ბეჭედი არ ეკეთა და რომელიც კაფეში მუშაობს იმისთვის,რომ თვიდან თვემდე გადარჩეს.
-მაგ გოგოს სახელი აქვს,მაშო ჰქვია,ამასთანავე ბეჭედიც აქვს,ის,რომელიც უკვე წლებია მემკვიდრეობით გადადის ჩემს ოჯახში თაობიდან თაობაზე და ის,რომ მუშაობს სათაკილო არ არის,აბა რა გირჩევნია შენსავით სხვისი ფული ხარჯოს და ჩემი ბარათით დადიოდეს ყველგან?
-დედაშენი მაგ ბეჭედს არ მოგცემდა.-გაოგნდა ქალი.
-მომცა,თანაც ძალიან დიდი სიხარულით.
-იცის,რომ მიმტანზე ქორწინდები?
-იცის და ბედნიერია,რომ მაშოსნაირი გოგო მომყავს ცოლად.
-ეს სრული სისულელეა,ვერ ვხვდები რა გემართება დუდუ,ასეთი როდის გახდი?
-რა გინდა,რომ გიპასუხო?
-მინდა მითხრა,რომ ახლა უბრალოდ თვალთმაქცობ და სხვა არაფერი.
-არადა მსგავსი არაფერი ხდება.
-შენ რა ის გოგო მართლა გიყვარს?მესმის ლამაზია,კარგი სხეული აქვს,მაგრამ ცოლად მოყვანა?ეს შენ არ შეგეფერება დუდუ...-მოულოდნელად პანიკაში ჩავარდა.
-შენ ხომ თხოვდები?რატომ დარდობ იმაზე,რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება?-ტუჩის კუთხე ჩატეხა მერლანმა.
-წარსულის ხათრით დუდუ,მე შენზე ვღელავ.უნდა მოიშორო ეგ გოგო და...
-საკმარისია უკვე,მაშოზე სიტყვა აღარ თქვა!
-არ გესმის დუდუ,ის არ არის შენი შესაფერისი.
-აბა ვინ არის?შენ?-თვალებში ჩააცქერდა მის წინ მჯდომს.
-უნდა წავიდე.-მოულოდნელად დუმილი დაარღვია და ფეხზე წამოდგა.-აქ არ უნდა მოვსულიყავი.
-მოიცადე!-უკან მიჰყვა დუდუ.-რატომ გარბიხარ?
-გიორგიმ,რომ გაიგოს აქ ვიყავი გაბრაზდება.
-შენ ხომ გიყვარს ის?მასაც უყვარხარ.ძველი მეგობარი ვარ,არ გაბრაზდება.
-რა თქმა უნდა მიყვარს,იმაზე ბევრად მეტად ვიდრე შენ გიყვარს მაშო!
-ეს სუნამო.-წამით შეყოვნდა მერლანი.-ჩემი ფავორიტია.-ყელთან უფრო ახლოს მიიწია,რომ სურნელი შეეგრძნო.
-არ გინდა...
-თუმცა შენ ეს იცოდი,მე გაჩუქე...
-დუდუ...
-შენ ვერ დამივიწყე და ეს ფატია.-სახეზე ხელის ზურგი ნაზად ჩამოუსვა.-შეიძლება გიორგისთან ხარ,მაგრამ შენი სხეულის არცერთი უჯრედი არ ეკუთვნის მას...
-გთხოვ...
-შენ,რომ არ მიგეტოვებინე...ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.-მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა კაცმა.
-დუდუ...-ძლივსგასაგონად ამოთქვა ქალმა...
-რა სირცხვილია ელენა,სხვას მიყვები ცოლად და სხვა კაცის მკლავებში გახვევისკენ მიილტვი...-მის ბაგესთან დაიჩურჩულა და ოდნავ გაიღიმა.
-რა საზიზღარი ხარ!-მკერდზე მთელი ძალით უბიძგა ქალმა.
-სიმართლე უნდა ეთქვა ვინმეს.
-აღარასოდეს აღარ გაბედო მოკარება გასაგებია?
-სანამ თავად არ მთხოვ...-ირონიულ მზერას არ აშორებდა გაავებულ ქალს.
-ასეთი ცუდი ადამიანი როდის გახდი დუდუ?გრცხვენოდეს!-გაავებულმა მიუგო და მისაღები ოთახი ხმაურით დატოვა,ბოლოს მხოლოდ კარის ხმა გაიგო დუდუმ და მიხვდა,რომ წავიდა.ყველაფერი სულ უფრო რთულდებოდა მის ცხოვრებაში და ამას ვერაფერს უხერხებდა...



ლეპტოპთან მქონდა პრობლემა და ამიტომ ვერ ავტვირთე გუშინ,იმედია ისიამოვნებთ,სიყვარულით ენი kissing_heart



№1 სტუმარი სტუმარი თეო

კარგი რა რა ფული ,კიდე რომ ფული აიღეს???? დუდუ კიდე არ მომწონს აირია ნუთუ კიდე უყვარს ელენე ? ველოდები შემდეგს ❤️

 


№2  offline წევრი კაპანაძე

რა ჯანდაბა ხდება? ვაუ მაგარი თავი იყო უბრალოდ ძაან გაკვირვებული დავრჩი ????

 


№3 სტუმარი Ana

მე ისევ შოკში ვარ იმით,რაც ხდება????
მაშოს მშობლებზე უთავმოყვარეო ხალხი არ ვიცი მე
სირცხვილია მასეთი მშობლების ყოლა
დუდუ ძალიან მიყვარს რა ვქნა მაგრამ ვერ გადავიტან იცოდე ბოლოს ეგ ისტერიჩკა ელენა რომ შერჩეს
მაშო უხდება❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგი თავი იყო, მაშოს მშობლები უპრინციპოები არიან. მესმის მაშო ცუდად რომ იყო მის გადასარჩენად ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ და თვალსაც ხუჭავდნენ, მაგრამ ახლა?
დუდუს ვუთანაგრძნობ, ელენა მისი შესაფერისი არაა, მე მგონი უბრალოდ მიახვედრა რა ქარაფშუტაცაა.

 


№5 სტუმარი სტუმარი თეა

როდის დადებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent