ოიზისი XIII
-პატარავ გაიღვიძე. ირაკლი საწოლზე ნახევრად წამოწოლილი, ნახევრად წამომჯაარია და ცდილობს მარიტა გააღვიძოს. გოგო მხარს აქნევს და ბალიშს უფრო ძლიერად იხუტებს გულში, თან ზმუის. -ცოტახანს კიდევ რა. -მიდი ადექი მარიტა. -მმმ..რომელი საათია? -სამი ხდება. წუხანდელს მერე დიდხანს ჩაგვეძინა. ირაკლი იცინის და გოგოს შიშველ მხარზე ჰკოცნის. მარიტას ეღიმება და მისკენ ტრიალდება. -ცანცარა ხარ. -დედაჩემმა დარეკა , გზაშია და 20 წუთში მოვალ ალბათო, ადექი ყავას დაგალევინებ მანამდე მოვა. -ჰააა? მარიტა გიჟივით სწორდება საწოლზე და ბიჭს გაოცებული თითქოს შეშინებული თვალებით უყურებს, მერე უსიტყვოდ დგება საწოლიდან და ირაკლის ოთახში სავარძელზე მიყრილ ქვედაბოლოსა და მრეტელებიან მაისურს იცვამს. -იდიოტი ხარ, ლიზა ამდენი ხანი არ მინახავს და მაინც და მაინც შენს საწოლში უნდა მნახოს? ღმერთო რა სამარცხვინოა. ნუ იცინი დებილივით. მარიტამ სავარძელზე დადებული მაისური ესროლა ირაკლის, მანაც გაიცინა და ლილისფერი ზედა გადაიცვა. მოგვიანებით ორივენი სამზარეულოში იყვნენ, მარიტა ცივ ყავას აკეთებდა , ირაკლი კი სენდვიჩებს. -ლიზის გავუკეთო? -არა აღარ სვავს? -ვოუ როგორ დაემართა? -რავი აბა. -ცივი ჩაი? მარიტა სანამ ირაკლი რამეს ეყტყოდეს უკვე მადუღარას რთავს და ჭიქაში შაქარსა და ჩაისფერს დებს. -კი მაგრამ დაანებე თავი მე გავუკეთებ. -აჰა უკვე სტუმარივითაც მექცევი არა? წითური ბიჭისკენ ტრიალდება და ხელებით სამზარეულოს დახლს ეყრდნობა. -მე ხომ შენზე ვზრუნავ რატომ მეჩხუბები? გოგოს საწყლად უყურებს, მერე მასთან მიდის და გულში იკრავს, მარიტა სუსტად ბრწკენს ფერდზე და ბიჭს ძლივს შესამჩნევად ეღიმება. -ძალადობის მსხვერპლი ვარ. -ოჰ მართლა, ვინ აირჩია მერე ეს მოძალადე ქალი ? -სამწუხაროდ მე. -სამწუხაროდ ხო? მე შენ გაჩ... კარზე ზარს რეკენ და მადუღარა ავტომატურად ირთვება, ირაკლი გასასვლელისკენ მიდის, გოგო კი ჭიქაში ასხავს ცხელ წყალს და ცოტახანს ელოდება რომ ფერი გამოსცეს. მარიტას ლიზასა და პატარა გოგოს ხმა ესმის და ისიც გასასვლელისკენ მიდის, ქალი რომ წითურ გოგოს ამჩნევს ჯერ გაოცებისგან თვალები უდიდდება და პირს ოდნავ აღებს, მერე კი ფართოდ იღიმის. -მარიტა? ღმერთო რამდენი ხანი გავიდა რაც ბოლოს გნახე. ლიზა ბავშვს ირაკლის აჩეჩებს და მარიტას უყურებს. -ლიზა. იცი როგორ მომენატრა შენთან ჭორაობა? გოგო ქალთან მიდის და ერთმანეთს ეხვევიან. -რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? -ამ რავიცი აბა. -მოიცა შერიგდით? ირაკლი ფართოდ იღიმის და მარიტაც მასსავით იქცევა თან ცოტა მორცხვად ცმუკავს ერთ ადგილზე. -ხო რავიცი შენ შვილს ვერ დავაღწიე თავი ხომ ხედავ. -ჰაჰაჰა არა და მეგონა რომ ამ ვირს მოეშვებოდი და ვინმე უკეთესს ნახავდი. -დედააა! -ჩუმად შენ. მარიტას ეცინება და უცნაურ ხმებს გამოსცემს პირზე ხელაფარებული, მერე წყანრდება და ლიზას უყურებს. -ხო არც მე მეგონა, მაგრამ აქ ვართ. -რამდნეი ხანია? -თებერვლიდან. ახლა ალბათ უხერხულად უნდა ვიყო , მაგრამ შენ ხომ უსაყვარლესი ხარ. -უხერხულად უნდა იყო რის გამო? მარიტა ხმას არ იღებს, მაგრამ მზერა სულ ერთი წამით შეიძლება არც კი ირაკლისკენ გაურბის და ლიზაც ყველაფერს მარტივად ხვდება.ქალი აღარ იღიმის მაგრამ თვალებში აისი უდგას და მარიტას ისე თბილად უყურებს თითქოს მისი საკუთარი ქალიშვილი იყოს.მარიტასთან ახლოს მიდის და მარჯვენა ხელს ლოყაზე უცურებს. -საყვარელო მე შენ იმის გამო არასოდეს გაგამტყუნებ რომ ირაკლის დაშორდი ეს თქვენი ურთიერთობაა და არა ჩემი. მე მაშინაც და ახლაც შენს მხარეს ვარ რადგან ვიცი რატომაც დაშორდი. ირაკლი კარების გვერდით ჩუმად დგას და სიტუაციას აკვირდება, რაღაცნაირად გული სწყდება მის მხარეს არავინ რომ არ არის, მაგრამ თან ესმის, ამას გარდა უყვარს როგორი მეგობრული ურთიერთობა აქვთ მის შეყვარებულსა და დედას რომელსაც აღმერთებს. მარიტა ქალს სევდიანი თვალებით უყურებს. -აღმოჩნდა რომ მიზეზი არ მქონია -მარიტა ეჭვი საშინელი რამაა , მისი გაჩენა უკვე საკამრისია დასაშორებლად. ურთიერთობაში , არ ვგულისხმობ მხოლოდ სასიყავრულოს, ყველანაირ ურთიერთობაში ყველაზე და ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანი ნდობაა, როცა ის იკლებს და ეჭვი მის ადგილს იკავებს ადამიანები საშინელ რამეებზე იწყებენ ფიქრს და ეს უკვე საკმარისია იმისთვის რომ დაშორდე, რადგან თუ ასე არ იზავ ბოლოს მოგიღებს, შიგნიდან შეგჭამს და ყველაფრის სურვილს დაგაკარგვინებს ჩემო ლამაზო. ასე რო სწორად მოიქეცი. მარიტას თვალებში ის ბედნიერების სხივი ბრუნდება ამდენხანს რომ უკვალოდ დაეძებდა. ირაკლი ბავშვით ხელში უახლოვდება დედას და ვითომ გაბრაზებული მზერითა და ტონით ეუბნება დედას. -ჰეი ნუ უბიძგებ რომ ისევ დამშორდეს ძლივს შემოვირიგე. იცი რამდენი მახვეწნინა. -ენა მიიგდე და შენს დას მიხედე. -დედა!-ირაკლის აღშფოთებული მზერა აქვს. -ეგრე მოგიხდება მარიტა თავს მაღლა ამაყად სწევს , მაგრამ მაინც ეპარება ღიმილი. -აჰა გაგახსენებ მაგას. ყველანი იცინიან, მარიტას უხერხულობის გრძნობა უქრება და ირაკლის მკლავებში მოქცეულ პატარა გოგოს რომელიც ყველას ინტერესით უყურებს ეთამაშება. გოგო ქერაა და ერთიანად ლიზას ჰგავს. -უსაყვარლესი ვინმე ხარ შენ. -კი ხო? ირაკლი სიცილით უყურებს პატარა დას. ამას ბავშვს როგორ ანდობ ლიზა? -არ მკითხო თავადაც არ ვიცი. ლიზი სამზარეულოსკენ მიდის და ყველანი მიჰყვებიან. ქალი ხის მაგიდაზე დადებულ ორ ჭიქას ამჩნევს, მერე მარიტას რომელიც ჩაისკენ მიდის და უფრო დიდ ჭიქაში ასხამს, მერე მაცივრის კარს აღებს და ცივ წყალსა და ყინულებს უმატებს. - როგორ ბედავ რომ მარიტას აიძულებ ჩემთვის ცივი ჩაის გაკეთებას. ლიზი შვილს ცოტა გაბრაზებული უყურებს, როცა მარიტა ღიმილით აწვდის ჭიქას. ირაკლი ბავშვს ძირს სვამს და სკამზე ჯდება, ისევე როგორც მარიტა. -მე არაფერი დამიძალებია, მეჩხუბა სტუმარივით რატომ მექცევიო... ააა მეტკინა. ირაკლი გოგოს გაკვირვებული უყურებს რადგან მაგიდის ქვეშ ფეხი დააბიჯა. -თან იცი რა გემრიელ ცივ ყავას აკეთებს? -დარწმუნებული ვარ რომ მე არ გამიზრდიხარ. ქალი თავს აქნევს და ჩაის სვავს. დიდხნას საუბრობენ , მერე მარიტა შემთხვევით საათს უყურებს და ხვდება რომ სახლში წასვლის დროა რადგან უკვე ორი დღეა შინ არ ყოფილა და ალბათ შორენა ძალიან გაუბრაზდება. -ლიზ მე წავალ კარგი, მერე კდიევ შემოგირბენ. -მიდი ჩემო ლამაზო. -გინდა გაგიყვანო? -რას ეკითხები ადამიანო. მარიტა ქალს ლოყაზე კოცნის და ბავშვს რომელიც სახლში მანქანით ხელში დარბის ღიმილით უყურებს. ცოტახანი ირაკლის ელოდება, რომელიც ოთახში გამოსაცვლელად შედის, მერე მასთან ერთად კიბეებზე შვება და მანქანაში ჯდება. - მაგრად მოენატრე ლიზის. - მეც. მარიტა მანქანაში სიმღერას რთავს და თავს საზურგეს ისე აყრდნობს რომ ირაკლის უყუროს, ირაკლი კი ცალ ხელს მისკენ აცურებს და მუხლზე დადებულ გოგოს ხელს უჭერს. - არ მსიამოვნებს , მაგრამ ლიზა ნდობაზე მართალია. მარიტას თვალები უფართოვდება, შიში იპყრობს რომ ირაკლი ამ რეპლიკით დაშორებაზე საუბრის წამოყებას ცდილობს. ეს არ უნდა, არ უნდა რომ ერთადერთმა ადამიანმა რომელიც მის ცხოვრებისკენ მობრუნებას ახერხებს მიატოვოს, არ უნდა რომ ირაკლის გარეშე დარჩეს რადგან უკვე იმაზე ღრმად შეტოპა ვიდრე წარმოედგინა, იამზე მეტად დაეცა ვიდრე ოდესმ შეეძლო ეფიქრა რომ შეუყვარდებოდა. -გთხოვ არა. მარიტას ხმა უკანკალებს და თვალები უკვე ცრემლიანი აქვს, ირაკლი მისკენ იხედება, არ იცის გოგოს ფიქრები საითკენ მიდის, მაგრამ იცის რომ სხვანაირად გაიგო და ახლა მის გონებაში საშინელი აზრები ტრიალებს. -მარიტა. -არა, არ მინდა მოსმენა. -მარიტა ირაკლის ხელიდან თავისას იძვრენს და ორივე ხელს ყურებზე იფარებს, თავს დაბლა და მეორე მხარეს ხრის, არაფრის მოსმენა არ უნდა რაც მის ფიქრებს გაამართლებს. გრძნობს რომ მალე ნერვიულობისგან კანკალი აიტანს, სახეზე ცრემლები მოსდის, უნდა შეაჩერსოს მაგრამ იცის არაფერი გამოუვა.-გთხოვ , გევედრები იკა არ ქნა ეგ. გოგო გატეხილი და ჩუმი ხმით ამბობს, ხმა ისე უკანკალებს გონია რომ ცოტაც და საუბარს ვეღარ შეძლებს რომ მისი სხეულიდან ძლივს დალაგებული სიტყვები ვერასოდეს გამოაღწევენ. ირაკლი მარიტას ასე დანახვის გამო ნერვიულობს, არ უნდა ასეთი გოგოს ნახვა, იმის რომელიც მისი სიტყვების გამო ტირის და თითქმის პანიკური შეტევა ეწყება, არ შეუძლია რომ უყუროს როგორ იშლება წითური გოგო მის მანქანაში მის თვალწინ მისივე სიტყვების გამო. მანქანას გვერდზე აყენებს და აჩერებს, მერე მარიტასკენ ტრიალდება და გოგოს სახეზე ხელებს ხვევს რომ შემოხედოს, მაგრამ მარიტა თავს ისევ სხვა მხარეს ატრიალებს რადგან არც მას უდნა ირაკლიმ ამ მდგომარეობაში უყურებს. -შემომხედე, მარიტა გთხოვ. -არ შემიძლია, გევედრები არ ქნა ეგ. მარიტა დაწითლებული თვალებით უყურებს ბიჭის ცისფერ სფეროებს. -რა არ ვქნა? ცოტახნით მანქანის სალონში სიჩუმე დგება, მუსიკა დიდიხნის წინ თავისით გამოირთო და ახალი არცერთს ჩაურთავს. მარიტა ირაკლის უყურებს, ირაკლი კი გრძნობს როგორ ცახცახებს გოგოს სხეული. გოგოს დრო სჭირდება რომ ფიქრები გაფანტოს და საჭირო სიტყვები მოძებნოს. გულში რამდენჯერმე იმეორებს რა უნდა უთხრას, რა არ უნდა ქნას ირაკლიმ და ყოველ ჯერზე როცა ამ სიტყვებს ფიქრობს, როცა მას სივრცეში წარმოიდგენ გული ტკივილისგან ეკუმშება. -არ დამშორდე. ირაკლი თვალებს ხუჭავს ორი წამით ასე ჩერდება, მერე ახელს და ჯერ ისევ მის ხელებში მოქცეული მარიტასკენ იხრება რომ შუბლზე აკოცოს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი და გრძნობებით სავსე კოცნაა მათ შორის რაც ქონდათ და რაც ექნებათ. -გპირდები, გეფიცები არ გშორდები. უშენოდ გატარებული იმ ორი წლის მანძილზე ჭკუა ვისწავლე. -მაშინ ეგ რატომ მითხარი? -იმიტომ რომ დედა მართალია და შენც სწორად მოიქეცი, ეჭვის საბაბი არ უნდა მომეცა, მაპატიე კარგი? -ასე აღარასდროს შემაშინო. -მოდი აქ. ირაკლი გოგოს მთელი ტანით ეხუტება. ადგილებს რომ უბრუნდებიან და ღვედებს ისწორებენ, მანამ სანამ ირაკლი მანქანას დაძრავდეს გოგო ამბობს. -არასდროს დაკვირვებიხარ რომ იმ ამბავზე რის გამოც დაგშორდი არასოდეს ვსაუბრობთ? არც ამ ორ წელიწადზე და რამდენიმე თვეზე. ისეა თითქოს იქიდან გავაგრძელეთ სადაც გავჩერდით და ეს უცნაურია. -ვიცი, უბრალოდ არ მინდა ისევ ყველაფერი ავურიოთ. -და რა მოხდა ზუსტად, იმიტომ რომ მე ფლირტს ვხედავდი და მეგონა ის მოგწონდა, მაგრამ მაშინ კალათბურთის სათამაშოდ რომ ვიყავით მითხარი რომ შენს მეგოაბრს მოსწონდა. -ხო თან ასე იყო თან არა. -რას ნიშნავს თან? -იმას რომ ბოლომდე არ შემცდარხარ, რაღაც იყო რაღაც არა. ერეკლეს მოსწონდა და მეც ვეხმარებოდისავით, მაგრამ მერე სანამ შენ დამშორდებოდი მგონი ერთი ან ორი დღით ადრე ერთმანეთს ვაკოცეთ, უფრო სწორად იმან მაკოცა. -გასაგებია. მარიტა არაფერს გრძნობს, რადგან ეს უკვე დიდიხნის წარსულია და არ უნდა იქიდან შემორჩენილი რომელიმე მოგონება ან აზრი ტკივილს აყენებდეს. -მაპატიე. -არაუშავს ეს დიდიხნის წინ იყო. ირაკლის უღიმის და ისევ სიმღერას რთავს. ირაკლის როგორც იქნა სახლთან რომ მიჰყავს მანქანიდან მასთან ერთად გადადის და სადარბაზომდე აცილებს, მერე შუბლზე კოცნის და გულში ძალიან დიდხანს იკრავს. -მაპატიე დღევანდელისთვის. -მორჩი სისულელეებს, არაფერია საპატიებელი, უბრალოდ მე ავყვეი მეოციებს. -ეგრე არა, მიდი ადი და დაისვენე საღამოს მოგწერ. -მიყვარხარ, მართლა ძალიან ძალიან მაგრად მიყვარხარ.I fell for you as hard as angels and even comets don't fall and I want to keep falling to know how deep love can be. ირაკლის სიამოვნებისგან ეღიმება და ისევ შუბლზე ჰკოცნის, უყვარს როცა მარიტა თბილად ესაუბრება და საუბრისას ინგლისურს ურევს, რადგან ზოგი რამის თქმა ქართუალდ დიდად არ მოსწონს. -მიყვარს როცა რომანტიკული და თბილი ხდები, რაც ვაღიაროთ ძალიან იშვიათი რამაა. -მაგრამ ხანდახან შენც გჭირდება რომ მე ვიყო ის ტკბილი და თბილი რომელიც საყვარლობებს თუმცა სიმართლეს იძახის. -ჩვენს ურთიერთობაში საჭიროებები არ არსებობს, მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ რომ გსიამოვნებს და მე ეგ მომწონს. -უბრალოდ მაკოცე და წადი . ირაკლი ტუჩებში კოცნის, მერე კი მართლა მიდის. მარიტა კიბეებს მიუყვება და საკუთარ სიტყვებს ისევ და ისევ იმეორებს, მართლა ასე ძლიერად უყვარს. სახლში რომ შედის შორენა და მათე ტელევიზორთან სხედან. -მოხვედი დე? -კი. -კარგად გაერთე ქეთისთან? მათე ცინიკურად უღიმის, მარიტა ხვდება რომ ტყუპისცალმა იხსნა შორენასგან და ისიც ღიმილით მიდის მათესთან და კალთაში გვერდულად უჯდება, ფეხებს დივანზე იკეცს და ძმას ყელზე ეხვევა. -კი. მიყვარხარ. -რა საყვარლები ხართ. გამოცდები როდის გეწყებათ? -ღმერთო რატომ მახსენებ შორენა. მარიტა საყლად ხავის და თავს ძმის კისერში რგავს, მათე ხითხითებს. -შემდეგ კვირას ეწყება ამას მე ზეგ. - და ქეთისთან და ბესოსთან ბოდიალს არ გირჩევნიათ რომ დასხდეთ და იმეცადინოთ? -მე რას მერჩი ვმეცადინეობ. ეს კდიე ხო იცი ბოლოწუთაა. -ნუ მიშლი ნერვებს ვირო. -ნახე გამოცდებს უხსენებ და ეგრევე ცოფიანი ძაღლივით იღრინება. შორენა პირზე ხელს იფარებს და იცინის. -ცოფიანი ძაღლები იცი კიდევ რას აკეთებენ?-მარიტა გაბრაზებული და გამომცდელი მზერით უყურებს- იკბინებიან და ცოფს გდებენ და გინდა ახლა შენ რომ გიკბინო და დაგცალო ყველა წვეთი სისხლისგან? -შორენა მომაშორე ეს შენი ვამპირიზმის მიმდევარი ქალიშვილი. -მარიტა შენს ძმას არ უკბინო იცოდე თორე საშჭმელს აღარ გაგიკეთებ -მაგრად დამეხმარე დედა. -სულელი ბავშვები ხართ, რით ვერ გაიზარდეთ.ნეტავ გამაგებინა ირაკლი როგორ გიძლებს. -ვერ უძლებს - არ გამიძლებს და მაგისი აჯობებს. -აი ნახე თავხედი რა, გადადი ჩემი მუხლებიდან რამსიმძიმე ხარ . - შენზე მძიმე მაინც არ ვარ. ბიჭს ეტლატება და მასსა და დედას შორის ჯდება, მერე შორენას ეხუტება და ლოყაზე ჰკოცნის. -მიყვარხარ. -რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა. -რავი. ცოტახნით ჩუმდება და ტელევიზორში ჩართულ სერიალს უყურებს, მერე დედას უტრიალდება . -დე, ოდესმე შეგშინებია რომ საყვარელი ადამიანები მიგატოვებენ? შორენა შვილს თავზე ეფერება. -ხანდახან. როცა ვინმე მართლა ძალაინ გიყვარს დაკარგვისაც გეშინია რა თქმა უნდა. -და იაკობი? -თი შემშინებია რომ მაგ კაცს დავკარგავდი? დიდად არასდროს. -მე რომ მაშინ ხმა არ ამომეღო შენი აზრით რა მოხდებოდა? -შეიძლება მთელი ცხოვრება ვირივით შრომა დამჭირვებოდა და არავინ დამიფასებდა, შენ ისევ ზიზღით შეხედავდი მას, მე კი მოღალატე კაცის გვერდით ვიცხოვრებდიდ ა ასევე მოღალატე მეგობარი მეყოლებოდა. მაგრამ ერთ დღეს ალბათ ყველაფერს გავიგებდი და მაინც დავშორდებოდი ან ყელში ამომივიდოდა მისი უსაქმურობა და მბრძანებლობა. მაგრმა ეს ყვეალფერი სისულელა, შენ სწორად მოიქეცი ,არასდროს იფიქრო რომ მაგ კაცთან უფრო ბედნიერები ვიქნებოდით ვიდრე ახლა ვართ. -საუკეთესო ხარ. კიდევ რაღაცას გკითხავ რა. -მიდი. -რა უნდა ქნა თუ ორი ადამიანი გიყვარს? -რა აზრები გაწუხებს. -მართლა მითხარი , უბრალოდ თეორიულად გეკიტხები. -ის აირჩიო რომელიც მთელს სამყაროს გაანადგურებს შენთან ყოფნისთვის ან შენს გადასარჩენად , ის რომელიც თავს ღვთაებად გაგრძნობინებს და ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაქცევს. -მაგრამ თუ ერთი უფრო დიდიხანია გიყვარს? -მარიტა სიყვარული დროით არ განისაზღვრება. შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება გიყვარდეს ,მაგრამ მის გვერდით ვერასოდეს დამშვიდდე, ვერასოდეს იგრძნო რომ ცოცხლობ, რომ ბედნიერი ხარ. ასეთი ადამიანის სიყავრული და მის გვერდით ყოფნა საკუთარი თავისთვის ციხის აგებას გავს. ზიხარ , ელი , ელი და ისევ ელი როდის მოვა შენი თავისუფლება მაგრამ ციხის საკნის მიღმა საკუთარი თავისთვის სამუდამო პატიმრობა გაქვს მისჯილი და თავისუფლებას მხოდლო მაშინ მოიპოვებ როცა მოკვდები და ამ შემთხვევაში სიკვდილში მაგ გრძნობების გაქრობას ვგულისხმობ. -არ მგონია რომ წამში ქრებოდნენ. -არა, ჯერ ნიადაგი მზადდება , ზოგჯერ ნელ ნელა ქრება, ზოგჯერ გარემოებას ამზადებ და მერე ერთიანად ქრება, მაგრამ ამას მაინც დრო მიაქვს. შორენა შვილის სევდიან სახეს უყურებს. მარიტა ჩაფიქრებულია თავში ყევალფერი არეული აქვს. -მითხარი ირაკლის შორდები? მარიტას ისევ პანიკა იპყრობს და თმას ნერვიულად ისწორებს. -არა , ღმერთო არა, ისე უბრალოდ გეკითხები. წავალ ყავას გავიკეთებ და ოთახში შევალ ახალი წიგნი უდნა დავიწყო. -წიგნს გირჩევნია იმეცადინო. -კარგი რა შორენა. გინდათ თქვენ? -არა. -აუ მე მინდა. -ეს ხო უარს არაფერზე ამბობს. ხელებს მაღლა აბყრობს და ასე დრამატულად ტოვებს ოთახს. სანამ ჭიქებში ცივ ყავას აკეთებს ფიქრები შორენასთან იმ მოკლე დიალოგისკენ გაურბის. ირაკლიზე მართლა ძალიან არის შეყვარებული, მაგრამ უკვე აღარ იცის ვის მიმართ უფრო ძლიერი გრძნობები აქვს, ვინ უნდა მის გვერდით იყოს მთელი დარჩენილი ცხოვრება. ყველაფერი რა მარტივად იყო ირაკლის გაცნობამდე. სკოლის ბოლო წლები სიგიჟემდე ენატრება, ის დრო როცა ბესო ქეთი და ის რეპეტიტორებთან დადიოდნენ და ათას სისულელეა აკეთებდნენ. ახსოვს როგორ ჩუმად შეჰქონდათ ჩიფსები ქართულის გაკვეთილზე და ყოველ ჯერზე როცა მასწავლებელი სხვა მხარეს გაიხედავდა ჭამდნენ. მოგონებებზე ეღიმება და ყავის ჭიქებით გადის სამზარეულოდან. მათეს თავისას მაგიდაზე უდგავს და ოთახში შესვლისთანავე სამეცადინო მაგიდასთან ბორბლებიან სკამზე ჯდება, თან ჭიქას მაგიდაზე დებს, მერე ფეხს იატაკზე აყრდნობს, მარჯვნივ აგორებს სკამს , თაროდან “ალისფერ დამღას” იღებს და უკან, მაგიდასთან, ბრუნდება. .................................... -ღმერთო რით ვერ მოაღწიეს? ბესო მობილურზე საათს უყურებს და თვალებს ატრიალებს. ცალი ხელი მაგიდის ქვეშ მათეს მუხლზე უდევს და ზემოთ ქვემოთ დაასრიალებს რის გამოც ბიჭი უხერხულად მხრებში მობუზული ზის. -თითქოს მაგათი ბუნდალის და უორიენტაციობის ამბავი არ იცოდე. მარიტა ქირქილებს და ნამცხვარს დაჰყურებს, რომელიც ცოტახნის წინ მოუატნეს და რომლის შეჭმასაც ვეღარ ითმენს, მაგრამ მაინც ნიკუშას და ქეთის ელოდება. -ორიენტაციაზე შენ არ გაქვს არაფერი სათქმელი. მარიტა აღშფოთებული უყურებს ბესოს. -ვისგან მესმის. -ნუ იჩხუბებთ ახლა , ირაკლისი მაინც მოგერიდოთ. -მე რაღა შუაშ ვარ. ირაკლი საყწლად იძახის და წვენს რომელსაც სვავდა მაგიდაზე აბრუნებს. მათე ირაკლისკენ იხრება და პირზე ნახევრად აფარებული ხელით თითქმის ეჩურჩულება. -ამყევი დავამშვიდოთ. მარიტა ირაკლის მხარზე ეკვრის. -შენ ჩემს კაცს ვერ გადაიბირებ ტყუპისცალო. მათე კიდევ რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ მისი ტელეფონი რეკავს და ისიც პასუხობს, სახეზევე ხვდება ყველა რომ ნიკუშა ურეკავს. -...დამღალე უკვე, გუგლ მაპი არ გაქვს ადამიანო? - რათ გვინდა შენ ხარ ჩვენი მაპიც, სპიკერიც და ტიკტოკიც. -ღმერთო შენ მიშველე, მოდი მარიტა აგიხსნით ამ ჯერად რა. -რომელ ღმერთს გულისხმობ თავად დემონი ხარ-ბესო პარალელურად იძახის. ნიკუშას პასუხს არარ უცდის ისე აწოდებს მარიტას ტელეფონს, გოგო თვალებს ატრიალებს და სანამ გამოართმევდეს ეუბნება. -მეზიზღები.-მერე მობილურს ართმევს -სად ჯანდაბაში ხართ ნიკუშა? - ხო და მაგას ვამბობ , არ ვიცი. წავსულიყავით მაკში რა. -ნუ წუწუნებ და მითხარი დაახლოებით როგორ გამოიყურება ეგ ადგილი? - რაღაც უზარმაზარ მინებიანი სასტუმრო თუ რარაც ჯანდაბა დგას. -ხო და აი მანდ უნდა შემოუხიოთ, მერე პირველივე შესახვევში მარცხნივ და მე გარეთ დაგხვდებით. მარიტა ზარს თიშავს და ძმას ტელეფონს უბრუნებს. -მეზიზრება ყველაფერს მე რომ მტენი, სანამ შენ ჩემი ბესთის მკალვებში ლამისაა ჩამოდნე . იქნებ მორჩეთ სახალხოდ ხვევნა კოცნას , მეზარება გაუნათლებელ და შეუგნებელ ხალხთან ჩხუბი. -ჩვენ არ გვეზარება ხო და. -ენა მიიგდე ბესიკა. -ნუ გამიტლიკე ენა. -ვსო ვსო შენ ეგ გააკავე მე ამას მივხედავ. ირაკლი მათეს ეუბნება და მარიტას ხელებს ხვევს. -ფრთხილად იცემება და იკბინება.. -ვინ ეს? არა მე ვერ. ააა გოგოგ მეტკინა -მე გაგაფრთხილე. მათე მხრებს იჩეჩს და ბესოს პირზე ხელს აფარებს, სანამ ირაკლი შოკირებული უყურებს ხან მარიტას და ხან ნაკბენ ხელს. -გოგო როგორ გამიმეტე ასე მწარედ საკბენად? -უაიმე ძან გეტკინა საყავრელო, მოდი- მარიტა მხარზე ურტყავს ხელს. -იმაზე გაბრაზებული მე რატომ მერჩი. -ახლოს ზიარ და იმიტომ. კარგი მარიტა მიდი იმათ გახედე. მარიტა ძმას გაბრაზებული უყურებს მაგრამ მაინც დგება და გარეთ გადის. რამდენიმე წუთის შემდეგ ნიკუსა და ქეთი ჩნდებიან და გოგოს თავიანთ თავზე გამხიარულებულები უცინიან. -გვეღირსა. -ამოვწყდი სიარულით მარუს. -მოგიხდება უდღეურო. რატომ ხარ აგრესიული? ვინ გაგაბრაზა? - ცუდად ეძინა ალბათ გაანებე თავი. -ოჰო დაგეწყო ფინალურები ცეცხლის ფერიავ? მარიტა მოწყენილ სახეს იღებს და ისე უყურებს ბიჭს. გამოცდები წინა კვირას დაეწყო, მაგრამ ჰერ მხოლოდ ერთი საგანი ჩააბარა , ახლა წინ კიდევ რამდენიმე აქვს და ყველა ნერვი ერთმანეთის მიყოლებით უკვდება. კაფეში შედიან და მაგიდის გარშემო სხდებიან. მარიტა ნიკუშას თავის ადგილს უთმობს და კუთხის ნაწილში ძმის გვერდით ჯდება. -რახან თქვენ ორმა მოაღწიეთ რაღას ვჩივი. -კარგი რა, მოდი ვჭამოთ ენერგია მჭირდება აქედან წასასვლელად, თორემ სამუდამოდ ამ კაფეს მივეჯაჭვები -თქვენ შეუკეთეთ, ჩვენ თუ ხედავ ცხვირწინ გვიდევს ყველაფერი და ეს ულამაზეს-უგემრიელესი მაცხვარი ამდენხანს თქვენს გამო არ მიჭამია. -რას მელოდებოდი ვერ ხარ შენ ქალო. ქეთი ფრუტუნებს , ბესო რომელიც ქეთის წინ ზის ინტერესით უყურებს შავგრემან გოგოს, მერე თავის თავს და ენას ვეღარ აჩერებს რომ ქეთის ის კითხვა არ დაუსვას რომელიც ახლა თავში უტრიალებს. -შენ და სანდრო შერიგდით საბოლოოდ თუ არა? ქეთის სახე ბედნიერებისგან უბრწყინავს. -კი, მარიტა როგორც ყოველთვის მართალი ამოჩნდა და ის გოგო უბრალოდ შემთხვევით შეხვედრია. - ხო და მოუსმინე ხოლმე და ნუ ჯღავი წინასწარ ყველაფერზე. -გეფიცებით აწი სულ მოვუსმენ. მარიტა ორად იხლიჩება, ისეთი გრძნობა აქვს თითოს ცხელ ლავას პირდაპირ პირში ასხავდნენ. ირაკლის ხელს თავისას უფრო ძლიერად უჭერს, ბესო ოდნავ წინ იხრება და თავს გვერდზე ატრიალებს რომ აწ უკვე ძმის გვერდით მჯდარ მარიტას შეხედოს, გოგოს სევდიან თვალებს რომ აწყდება უკვე იცის როგორც გრძნობს თავს და დამნაშავე მზერას ოთახს ავლებს. -შენ როდის ეტყვი ოჯახს ცოდვილი რომ ჰყავხარ. ნიკუშა მათეს ეკითხება, მაგრამ მარიტას ჰგონია რომ მას მიამრთავს რადგან ძმის გვერდით ზის. ჩანგლით ნამცხვარს აწვალებს და სანამ მათე პირს გააღებდეს ის ამბობს. -რავი ალბათ არასოდეს. - ჰა რატო? შორენას გაუხარდება ჩემი აზრით შენი ძმის და ბესოს ამბავი, ნახე რა ცაკალლები არიან. ნუ შეჭამეთ ერთმანეთი ღმერთო. -მათეს და ბეოსი? მარიტა გაკვირვებული წევს თავს მაღლა. -კიდევ სხვა გეი ძმა გყავს და არ ვიცით? - ახო აპირებს მალე თქმას ხო? -ხო ალბათ ამ დღეებში. -რაღაც არ მომწონხარ მარიტა დღეს. ძან არეულად ბოდიალობ რაღაცეებს. - მოკეტე და ჭამე რა. მარიტა საკუტარ ნამცხვარს პატარა ნაჭერს აწრის და ნიკუშას პირში გაღიზიანებული უტენის. ყველა ერთხმად იცინის, პირგამოტენილი ნიკუშას ჩათვიით. ცოტახნის შემდეგ როცა ქეთის და ნიკუშას შეკვეთაც მოდის გოგო ბავშვებს უყრუებს და ისე იძახის. -არ გინდათ ზაფხულში სადმე ერთად წავიდეთ? -მაგალითად ჩვენთან? მარიტა თითით თავისზე და ტყუპისცალზე ანიშნებს . -კი მაგრამ სხვაგანაც. -ბათუმში? -რა იყო ბესიკა შენ და მათემ ბევრი კარგი მოგონება დააგროვეთ? -ჰეყ როგორ ბედავ გოგონი! -მაგრამ ქეთი მართალია. მათე ბესოსკენ ტრიალდება, მარიტა ნახევარი ტანით ირაკლიზეა აკრული და შექმნილი სიტუაციის გამო ჩუმად იცინის, ისევე როგორც ჯანჯღავა და ნიკუშა. -კურუპირავ ენა მიიგდე. -ნუ მეუხეშები თორემ შენს თავს დააბრალე რაც მოგივა? -და რას მიზავ მარიტასავით მიკბენ? -თითქოს არ გკბენდეს აი. მარიტა ჩუმად დუდღუნებს, მაგრამ ირაკლის ესმის და მასთან ერთად იცინის. -რაო რა თქვი? -მე ? არა არაფერი დამშვიდდით მეთქი. -შენ შეგეკიტხები აი. -მიდი ისევ ბესიკას ეჩხუბე რა. მოცინარი გოგოგო ირაკლიზეა აკრული და წამში სერიოზულდება როცა ქეთისკენ იხედება და ხედავს როგორ აპარებს გოგო მისკენ მზერას. ირაკლის მარიტას განწყობის უეცარი ცვლილება შეუმჩნეველი არ რჩება და შუბლზე კოცნის, თან ყურში ჩუმად ეუბნება. -ყველაფერი კარგად არის? -კი, არ ინერვიულო. კიდევ მაკოცე რა. -მაგაზე გაწყენინებ მზის სხივო. -იდიოტო. სხვათაშორის მაგას ჩემი ბიძაშვილის შვილს ვეძახი. -ისიც წითურია? -აჰაა, დიახაც. -კარგი ანუ ბოლოს და ბოლოს სად მივდივართ ზაფხულში? -ბათუმში და მერე შენთან სამეგრელოში. -ძალიანაც კარგი. შენ ცოტნეს არ წამოიყვან? მარიტა ძმას უყურებს, მათე მხრებს იჩეჩს და სანამ რამის თქმას მოასწრებდეს ქქეთი ეუბნება. -შარშან ისე უჟუჟუნებდი თვალებს მეგონა ბოლოს ერთად დარჩებოდით. ირაკლი ჯერ ქეთის უყურებს, მერე სახეს შეყვარებულისკენ ატრიალებს და წარბებს მაღლა სწევს. -აჰა ანუ მთელი ზაფხული ვიღაც ბიჭს ეფლირტავებოდი. -ჯერ ეს ერთი მთელი ზაფხული არა. -ანუ ეფლირტავებოდი. -დამაცადე დასრულება, მეორეც ერთი ვიღაც ბიჭი კი არა მათეს ბავშვობის მეგობარია და მესამეც მხოლოთ ერთხელ წავეფლირტავე ისიც მთელი ღამე რომ ვსვავდით მაშინ და მაგ ღამეს შენც გეფლირტავებოდი და ბესოსაც თუ გახსოვს. წარბებს მაღლა სწევს და გამარჯვებული ღიმილით უყურებს ყველას. -ალბათ წამოვიყვან ვნახოთ. -მშვენიერი, მარიტას ახლოს არ გავაკარებთ. -შენ ვინ გითხრა რომ მიმყავხარ? მარრიტა ირაკლის ზემოთ ქვემოთ ათვალიერებს. -მათეს თუ მოყავს ბესო. -ბესო ისედაც ჩემი მეგობარი იყო. -რა ნამუსია. ცოტახანს ყველანი ჩუმდებიან და მარიტა ნამცხვრის ჭამასაც ასრულებს, მერე მათეს და ბესოს უტრიალდება. -თქვენ მაინც შორენას ზაფხულის ბოლომდე არ უთხრათ თორემ ზაფხულში ჩვენს სახლში ერთ ოთახში დაძინებას ვერ ეღირსებით. -აუ ისე ეგ მართალია. დაგვამწკრივებს მამათმავალი , დედათმავალი. -ამ ორიდან ლესბოსელი რომელია? ნიკუშა სიცილით კითხულობს რადგან მარიტასაც და ქეთისაც ბიჭი შეყვარებულები ჰყავთ და არც ბიჭს ახსოვს ოდესმე რომელიმეს გოგო მოსწონებოდეს. - სიტყვაზე ვთქვი გამომეკიდე ახლა ყვეალფერზე. -ისე შენ ჩემო სიყვარულო ვერ ეღირსები შენს ბოიფრენდთან დაწოლას. მათე ცინიკურად უღიმის და თმას უჩეჩავს. -მე ჩემს კუთვნილ ოთახში დავრჩები და იქნებ ქეთის ცალკე ოთახში გაუშალოს, მერე ღამე გადმოიპარება ხოლმე ეს ვაჟბატონი. -დამიწყო აქ გეგმები. -ჰეი ბავშვო შემეშვი. მათეს მხარზე ბრწკენს. -შენ ჩემს მერე დაიბადე. -4 წუთი არ მაპატიო ახლა -დიახაც. მარიტა გაღიზიანებული უყურებს ძმას, მერე ანგარიშს ითხოვენ და შენობიდან გამოდიან. სიცხის მიუხედავად გოგო შეყავრებულის მკლავებში ეხვევა და სიამოვნებისგან ეღიმება როცა ირაკლი მხრებზე გადახვეულ ხელს კისერზე უსრიალებს, თავს აწევინებს და კოცნის. ქეთი ამ ყველაფერს ცხადად ხედავს და გრძნობს როგორ უვლი უსიამოვნო გრძნობები მთელს სხეულში. წარმოდგენაც კი არ უნდოდა ამ ყველაფრის ახლა კი თავისივე თვალით ხედავს. ყველანი სიცილით და ერთმანეთის გაჯავრებით მიდიან ქუჩაშუ. მარიტა ისევ ირაკლის მკლავებშია მოქცეული, ძალიან მოკლე ყავისფერი ბრეტელებიანი კაბა აცვია და ძმისა და საკუეთესო მეგობრის უკან მიდის. მათ გვერდით ნიკუშა და ქეთი არიან,მისკენ არ იხედება, არცერთი წამით არ გაურბის გოგოსკენ მზერა რადგან თუ ამას იზავს ამ წამსვე ნაწილებად დაიშლება,მაგრამ გრძნობს როგორ არ აშორებს ამილახვარი მზერას,თანაც ეს მზერა ბრაზით, ეჭვაინობითა და ნაწილობრივ შურით არის სავსე, ამას ისე ცხადად გრძნობს მარიტა თითქოს მთელ მარჯვენა მხარეს ბასრ ხანჯლებს ასობდნენ, მაგრამ არაფერს აკეთებს, მხოლოდ ირაკლის ხუმრობებზე იცინის და მათეს აბრაზებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.