შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერის ძალა(16)


22-11-2024, 23:19
ავტორი La dolce vita
ნანახია 992

თავი16



– კარგი, მაშინ აქედან პირდაპირ ჩემთან მივდივართ, ქორწილის, შემდეგ ეს გადაწყვეტილია, მინდა ჩემს დისშვილს ჩვენებური ტრადიციული ქორწილი გადაუხადო, ჩვენებური ცეკვებით, სიმღერებით და ასე შემდეგ. ქორწილის დრო დავთქვათ და მეც დავიწყებ მზადებას.– უთხრა ახმედმა.
- ჩემი აზრით არ ღირს დიდხანს გადადება ქორწილის, ამიტომ ამ კვირის ბოლოსკენ დავქორწინდებით. ხომ ასეა, ჟასმინ?- გიგონას გახედა და თვალი ჩაუკრა.
- ჰო, ამოილუღლუღა.- კარგი,წავალ ნითებს ჩავალაგებ. ბებო კნუტი სად არის?- კითხა ბებიას.
- ჩემს ოთახშია, წუხელ ძალიან ტიროდა და ჩემთან ეძინა მთელი ღამე.- გაეცინა.- ახლავე მოგიყვან.- უთხრა და კნუტის მოსაყვანად წავიდა. ცოტახანში კნუტით ხელში დაბრუნდა და გოგონას მისცა ჟასმინმა ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა.
ისეთი მოცუცქნული და უსუსური იყო, ფუმფულა ბეწვით, რომ გოგონას პირველივე დანახვის თანავე გულში ჩაუვარდა კნუტი. ოთახში გავიდა და ნივთები ჩაალაგა, შემდეგ ნაღვლიანი ჩამოჯდა საწოლზე გაახსენდა თავის ოთახში გატარებული, ტკივილიანი ღამეები, ბალიშში, რომ ჰქონდა ჩარგული თავი და ტიროდა, მაშინ ჯერ კიდევ ბედს მისტიროდა და ეგონა, მის ცხოვრებაში აღარასდროს გამოიდარებდა. მაგრამ ახლა, მისი ცხოვრება იცვლებოდა და მისი ცხოვრებიდან შავი ღრუბელი გადადიოდა დრო იყო ბედნიერი ცხოვრების, თუმცა ეს ცოტა აშინებდა კიდეც, როგორც იტყვიან ადამიანები იმდენად ეჩვევიან სულ ცუდის მოლოდინს, შემდეგ უკვე აშინებთ, ბედნიერი ცხოვრება. საწოლის კიდეზე იჯდა და ჩაფიქრებული, როდესაც მის ოთახში იაგო, შევიდა და გოგონას გვერდით მიუჯდა.
_ რა მოხდა?- კითხა გოგონას, როდესაც მის ნაღვლიან სახეს დახედა.
_ არაფერი, უბრალოდ გამახსენდა ამ ოთახში გატარებული, ტკივილიანი ღამეები, რონელიც ასე მტანჯავდნენ, იცი იმდენი განსაცდელი და ტანჯავა გამოვიარე, ახლა ეს ბედანიერება ცოტა მაშინებს კიდეც.- ამოთქვა ნაღვლიანად და შეანათა თავისი ნაცრისფერი თვალები ბიჭს.
- მიეჩვევი, ბედნიერ ცხოვრებას დამიჯერე მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბედნიერი იყო.- თბილი ხმით უთხრა.- კარგი, თუ მორჩი შეგვიძლია წავიდეთ უკვე.
- კარგი..- უთხრა და ფეხზე წამოდგა, გოგონამ ჩანთა დახურა იაგომ კი საწოლიდან ჩამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.
კიდეც ერთხელ მოავლო ოთახს თვალი და კარი გამოხურა ოთახთან ერთად წარსულ ცხოვრებასაც მიუხურა კარი და ახალი ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება
მისაღებ ოთახში ყველა მათ ელოდა. პირველი ბებიას მოეხვია.
- მიფრინავ შვილო, ახალ ბუდეში?- ნაღვლიანმა კითხა.
_ ჰო..- ამოიტირა.
_ ძალიან მინდა, შვილო ,რომ ბედნიერი იყო, რადგან შენ ამას იმსახურებ და უფალი ორმაგად უფრო მოგცემს ბედნიერ ცხოვრებას, ამ ყველაფრის შემდეგ . შენ კი, გაუფრთხილდი მას.- იაგოს მიუბრუნდა.
- ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ.- გაეცინა ბიჭს.
ყველას სათითაოდ გადაეხვია და დაემშვიდობა.
_ ჩვენთან გელოდებით, სტუმრად.- უთხრა მათ შემდეგ კი, სახლიდან გავიდნენ.


უცნაური დღე იყო, ემოციებით სავსე ამაღელვებელი. მანქანაში არცერთი იღებდა ხმას და შეიძლებოდა ითქვას, მხოლოდ მათი გულების ხმა ისმოდა, რომლებიც ერთნაირად გამალებით უცემდათ და აფორიაქებდათ, კნუტი ჰყავდა გულში ჩაკრული და თან გზას გაჰყურებდა.
ღელავდა, რადგან მალე ბიჭის სახლში იქნებოდა. ახლა როდესაც ორივეს აუხდათ ეს ნატვრა და დაწყებული საქმე, რომელიც სამი წლის წინ უნდა დაესრულებინათ ახლა შეძლეს.
ბიჭმა გოგონას მოულოდნელად ჩაკიდა ხელი.
– ღელავ?- მშვიდი ხმით კითხრა.
- უჰმ..
_ ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება.. ქორწილის შემდეგ ახალ სახლში გადავალთ საცხოვრებლად.
- ახალში, რატომ?
_ ეს ბინა სადაც მე ცხოვრობ არის ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი, თანაც ჩვენ დიდი სახლი დაგვჭირდება.
_ რატომ?- გულუბრყვილოთ იკითხა.
_ იმიტომ, რომ მინდა ბევრი შვილი გვყავდეს.- გაუღიმა.
_ მაინც რამდენი?
_ რავიცი ხუთი.
- რაა? ხუთიი?- გაოცდა გოგონა.
- ხო, რა მოხდა?
- არ გეცოდები, რა ამბავია ხუთი.- ამოიტირა.
– ნუ ღელავ მათ გაზრდაში მეც დაგეხმარები.- გაეცინა ბიჭს.
– ვნახოთ შენს სუტყვას თუ შეასრულებ.

მანქანა, მის ბინის წინ შეაჩერა, შემდეგ გადმოვიდა და გოგონას დაეხმარა გადმოსვლაში. მეოთხე სართულზე ავიდნენ და ბიჭმა გასაღებით კარები გააღო. შიგნით შესვლის თანავე, ძიძას დაუძახა.
_ ძიძაა, მოვედით!!- გასძახა და ისიც მის შესაგებებლად გამოემართა საყვარელი ქალი იყო, ნელი რომელიც საშვალო სიმაღლის ფუმფულა ტანით, ეტყობოდა, რომ სამზარეულოში ტრიალებდა, რადგან წინსაფარი ეკეთა. როდესაც ბიჭის გვერდით, გოგონა დაინახა, მოულპდნელობისგან შეკრთა, იცოდა რომ იაგო, მარტო არ მოდიოდა, მაგრამ ამას არ მოელოდა.
_ შვილო.. არ მითხრა, რომ ეს არის შენი ჟასმინი?- ღიმილით კითხა.
- კი, ის არის და ამიერიდან ჩვენთან იცხოვრებს...
_ მართლა?
_ ჰო, მე ის მოვიტაცე ოღონდ ოფიციალურად.- გაეცინა ბიჭს.- ჟასმინ, გაიცანი, ეს ჩემი ძიძაა, ნელი. ეს კი ჩემი ჟასმინია.
_ რომ იცოდე, როგორ მიხარია, ისევ ბედნიერს, რომ გხედავ შვილო.- მათთან მივიდა და ორივეს მოეხვია.
- მალე ქორწილიც გვექნება, თან ორი ქორწილი.
- ორი?
– ხო, ერთი აქ და ერთი მაროკოში, ჟასმინის ბიძა იხდის.
_ ძალიან კარგი, სულ გამოვშტერდი მეც რას დგახართ კარებში მიდით დალაგდით და მე მანამდე მაგიდას გავაწყობ.- უთხრა ქალმა და სამზარეულოში გავიდა
_ წამოდი, ჩვენს ოთახს გაჩვენებ.- თვალი ჩაუკრა შემდეგ კი, ხელი ჩაჭიდა და მეორე სართულზე აიყვანა.
ოთახი საკმაოდ მყუდრო იყო, სადა ფერის შპალერით გოგონამ ოთახი დაათვალიერა და შემდეგ ღიმილით გახედა ბიჭს.
- ვერ ვიჯერებ.- სახეზე აიფარა ხელი და ისე უთხრა.
_ რას?
- იმას, რომ უკვე ერთად ვართ და თანაც...
_ და თანაც ვეღარავინ ვერ დაგვაშორებს. სამ წლიანი განშორების შემდეგ როგორც იქნა ერთად ვართ.
- ჰო, რაღაც მინდა გთხოვო...- დაიმორცხვა გოგომ.
- გისმენ?
_ სანამ, ოთახიდან გავალთ, მინდა ცოტა თავი მოვიწესრიგო.
- გამომყევი.- უთხრა და ოთახიდან გავიდნენ. აბანაზანის კარები აჩვენა.- აი, აქ არის აბაზანა.
გოგონა, ოთახში დაბრუნდა სუფთა ტანის სამოსი და საჭირო ნივთები აიღო და აბაზანაში შევიდა.
ცოტახანში მოწესრიგებული გამოვიდა აბაზანიდან და ოთახში დაბრუნდა.
მალე ოთახიდან გავიდნენ და სუფრას მიუსხდნენ
ძიძას უამრავი კერძები გაეკეთებინა და ოთახში საჭმლის მადის ამღძვრელი სურნელი ტრიალებდა.
მორიდებულად იჯდა გოგონა.
- ახლა ვხვდები, რატომ იყო ჩემი ბიჭი ასე გადარეული შენზე.- გაეცინა ქალს.- ასეთი ანგელოზივით გოგო, როგორ არ უნდა შეგიყვარდეს.
– მადლობა..
- ძალიან მინდოდა, შენი გაცნობა და როგორც იქნა მოვესწარი ამ დღეს.



საუბროდნენ და თან მიირთმევდნენ, გოგონა ნელ-ნელა, გაუშონაურდა ძიძასაც და გარემოსაც ისე აღარ მორცხვობდა, როგორც თავიდან. სადილის შემდეგ ძიძამ ოთახი გაუმზადა წყვილს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე პირერლად აღარ იძინებდნენ ერთად, გოგონას მაინც ერიდებოდა, ერთ საწოლში ბიჭთან ერთად ყოფნა.
ძილისწინ კნუტს აჭმა თავის საჭმელი და შემდეგ საწოლში ჩაწვა. ბიჭიც გვერდით მიუწვა და ანიშნა ჩემთან მოდიო. გოგონაც მიჩოჩდა და ბიჭს მიეკრა, ამ უკანასკვნელმა კი გულში ჩაიკრა.
- როგორ მოგეწონა აბა, აქაურობა?
- ყველაფერი ძალიან კარგია, ძიძაც შესანიშნავი ადამიანია.
- აბა, სხვანაირად, როგორ მე ხომ მან ამღზარდა, მე თუ ცუდი არ ვარ არც ის იქნებოდა ცუდი.- ეშმაკურად აუთამაშა წარბები.
- ოხ, იაგო რა..- გაეცინა.

****



ეს ორი კვირა სრულ იდილიაში გაატარეს, გოგონა მალევე შეეჩვია ახალ გარემოს და ცხოვრებას. ნელ-ნელა, ქორწილისთვის მზადებაც დაიწყეს, არ უნდოდა ეს საქოწინო თეთრი კაბა, მაგრამ იაგომ, მინდა თეთრ კაბაში გნახოვო, ჩვენ ჯვრისწერაზეო და გოგონამაც უარი ვერ უთხრა მაღაზიებში დადიოდა და არჩევდა ნინისთან და ადასთან ერთად კაბებს, რასაც ისინი ურჩევდნენ, რა თქმა უნდა, ჟასმინს არ მოსწონდა, რადგან მას რაღაც სადა და მოკრძალებული კაბა უნდოდა და არა გაბერილი მოღიავებული.
დიდიხნის თვალიერების, შემდეგ როგორც იქნა, იპოვა სათავისო კაბა. სადა გრძელი კაბა იყო ტამზე მომჯდარი და მკლავიანი.
- აი, ამას ჩავიცმევ ჯვრისწერაზე.- კმაყოფილმა წამოიძახა და დანარჩენებსაც აჩვენა.
_ მაგრამ ეს,ხომ ძალიან უბრალოა.- მიუგო ნინიმ
- ხოდა ძალიან კარგი, არ მინდოდა ზემდტად გადატვირთული და ამოღებული კაბა, ჩამეცვა ეს კი იდეალურია ჩემთვის.
- კარგი, რა გაეწყობა.

ეს ისეთი დაუჯერებელი იყო მისთვის, რომ თავი ზღაპარში ეგონა, გოგონას. ვერ იჯერებდა, რომ ახლა სარკის წინ იდგა და ჯვრისწერისთვის ემზადებოდა, თვალები ცრემლებისგან უელავდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეტირა, სარკეში თავის ანარეკლს უყურებდა და ვერ იჯერებდა, სარკიდან მომზირალი გოგო, რომ თავად იყო. აღარც ის უსიცოცხლო თვალები მაოუჩნდა საკიდან, ახლა ბედნიერებისგან ანათებდნენ.
_ რა ლამაზი ხარ,ჟასმინ.- წამოიძახა ნინიმ.
- მართლაც, ჩვენი სიძე, რომ დაგინახავს მეტყველების უნარს დაკარგავს.- გაეცინა ადას.
ამ დროს კარზს დააკაკუნეს და კარებში იაგო შემოვიდა.
– შეიძლება, მინდა ჩემი ცოლი ვნახო.
– რაა? არა შენ ვერ ნახავ მას სანამ ქორწილი არ დაიწყება.
– კარგი, რა სულ ცოტახნით...
_ არა, ქორწილამდე პატარძლის თეთრ კაბაში ნახვა არ შეიძლება, ქვემოთ მოიცადე და ჩვენც მალე ჩამოვალთ.- გაეკრიჭა. ნინი. იაგოს სხვა გზა, აღარ ჰქონდა და ქვემოთ ჩავიდა..

დიდ ქორწილს არ იხდიდნენ მხოლოდ ახლობლები და მეგობრები.
ოთახში ახმედი შევიდა

_ თუ მზად ხარ, ქვემოთ ჩავიდეთ ყველა შენს გამოჩენას ელოდება.- გაუღიმა გოგონამ მხარი გაუყარა მას და მისაღებ ოთახში ჩგავიდნენ, იაგომ როდესაც დაინახა მისი სატრფო, მისი სილამაზისგან დატყვევებულს თვალზე ცრემლი მოადგა იმდენად ლააზი იყო, ჟასმინი.
- რაო,სიძევ მოიხიბლე მისი სილამაზით არა?- გაეცინა ჯემილეს.- შენ მერე უნდა ნახო ჩვენებურად რომ გავალამაზებთ პატრძალს. ისეთი ლამაზი იქნება ჩვენი ჟასმინი.
_ ეჭვიც არ მეპარება, დეიდა ჯემილე.- გაეცინა ბიჭს და გოგონასთან მივიდა.
_ ულამაზესი ხარ.- ჩასჩურჩულა ყურში და შუბლზე ნაზად აკოცა.- მზად ხარ?
– კი...- ხელი ჩასჭიდა და ის იყო უნდა გასულიყვნენ გარეთ, რომ მოულოდ იაგოს მშობლები დაადგნენ თავს.
საკმაოდ დანაღვლიანებულები ჩადნდნ
_ თქვენ აქ რას აკეთებთ?- განერვიულებულმა იკითხა, იაგომ.
- შვილო, ჩვენ...
_ არ მოგცემთ უფლებას, რომ ისევ ჩაერიოთ ჩემს ცხოვრებაში და მითუმეტეს ეს ბედნიერი დღე ჩააშხამოთ.
- იაგო, იქნებ მოვუსმინოთ რისი თქმა უნდათ.- თხოვნით მიმართა ბიჭს.
- კარგი, შენი თხოვნით მოვუსმენ მათ.- უთხრა გოგოს და შემდეგ მშობლებს მიუბრუნდა.- გისმენთ რისი თქმა გინდათ? დიდხანს ნუ შეგვაყივნებთ, მამაო გველოდება.
დედამისი ცრემლიანი თვალებით მიუახლოვდა მათ და ყველას თანდასწრებით პატიება ითხოვა.
- შვილო, გვაპატიე გთხოვ შენ უგნურ მშობლებს ეს საქციელი, ძალიან ცუდად მოგექეცით- ამოიტირა ქალმა. შემდეგ გოგონას გახედა, რომელიც ჩუმად იდგა.
_ შენც გვაპატიე, შვილო არ ვიცოდით რას ჩავდიოდით, გვიან მივხვდით ჩვენ შეცდიმებს.
_ არა, ბოდიშს ნუ მიხდით, მე ბიძაჩემსაც ვუთხარი, არავის არ ვადანაშაულებ და ვბრაზობ. რაც მოხდა ყველაფერი ღვთის ნება იყო, არაფერი არ ხდება უმიზეზოდ და თუ ხდება ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. მემგონი, უკვე დროა, ამ წყენასა და გაუგებრობას ბოლო მოეღოს ხომ ასეა იაგო?- კითხა გოგონამ.
- ხედავთ რა გულკეთილია ჩემი ჟასმინი, ყველაფრის მიუხედვად ის თწვენზე განაწყენებული არ არის. თქვენ კი მას უარყოფდით. კარგი, თუ მართლა ნანაობთ თქვენს საქციელს. მაშინ გპატიობთ, მაგრამ ასეთი რამ მეტი აღარ უნდა განმეორდეს.
_ გპირდები, შვილო.
- კარგი, რადგან ასეა მაშინ წავიდეთ უკვე ტაძარში მამაო, უკვე გველოდება.






ყველა მანქანებში ჩასხდნენ და ტაძარში წავიდნენ, ეს დღე ორივესთვის ამაღელვებელი და ემოციური იყო, იმდენად რომ ამის დაჯერებაც კი უჭირდათ თითქოს უდაბნოს მირაჟივით ეჩვენებოდათ ყველაფერი და ეს უბრალოდ მათი ლამაზი გამოგონილი ზღაპარი იყო ბედნიერი დასასრულით, იმდენად არა რეალურად ეჩვენებოდათ ყველაფერი.
ტაძარში შესვლისას და საკურთხეველთან მისვლის თანავე ზღვა ემოცია, წამოვიდა მათში, ყველაფერი იმდენად ემოციური იყო და ამაღელვებელი, როდესაც გვირგვინი დაადგეს თავზე შემდეგ კი საკურთხეველს შვიდი წრე შემოარტყეს ყოველი წრე დიდ მნიშვნელობას ატარებდა.
მამა სერაფიმემ ისინი უფლის წინაშე შეაუღლა და რჩევა დარიგებები მისცა მათ.
_ გილოცავთ შვილებო, თქვენმა სიყვარულმა როგორც იქნა გაიმარჯვა და ახლა ისევ ერთად ხართ.გახსოვს რას გეუბნეობი შვილო?- თბილი ღიმილით გახედა გოგოს.
_ დიახ,მითხარით, რომ ის იაგო ჩემი ბედისწერა იყო, უფლისგამ გზავნილი.
– ზუსტად ის შენი მეორე ნახევარია, თქვენ ახლა ერთი მთლიანობა ხართ.
ჯვრისწერის შემდეგ ქორწნების სახლში ხელი მოაწერეს და იმ საღამოსვე გაემგზავრნენ მაროკოში, ბიძამისი სახლში.
ახმედს უკვე ყველაფერი გაემზადებინა.


****

მაროკოში რა თქმა უნდა ყველაფერი სხვა გვარად იყო, თავისი განსხვავებული კულტურით და ტრადიციებით.
ახმედმა სპეციალურად ქორწილისთვის, ეგვიპტის საუკეთესო მოცეკვავეები მოიწვია, რათა ქორწილი ლამაზი ცეკვებით დაემშვენებინათ.

ჟასმინი, ცალკე ოთახში გაიყვანეს და ქორწილისთვის მზადება დაიწყეს, ჯერ ვარდის ფურცლებიან აბაზანა მიიღო, შემდეგ თვალები ლამაზად მოუხატეს შავი ფანქრით, ხვეული თმა აუწიეს და ლამაზად დაუყენეს ხელებზე ხნით ლამაზად მოუხატეს.
რა თქმა უნდა, არც სიძე მჯდარა ისე ისიც გამოაწყვეს შესაფერისად.
მალევე მიაკითხა ბიჭმა, გოგონას და იქიდან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ.
წყვილის დანახვაზე ქალები შეძახილებით შეეგებნენ და ცეკვა დაიწყეს. მოცეკვავე ქალები მათ ირგვლივ ტრიალებდნენ და ცეკვავდნენ. ბოლოს გოგონაც აჰყვა მათ ცეკვაში, ოხ, რამდენი ხანია აღარ უცეკვია არაბული ცეკვები არადა, როგორ უყვარდა ეს ცეკვები. ყველა გაიძახდნენ ჰაბიბი ჰაბიბი.
გოგონა ცენტრში დადგა და ტანს ლამაზად რხევა დაიწყო ბიჭს, ბედნიერებისგან ეღიმებოდა და ტაშს უკარვდა, მალე ყველა აიყოლიეს ცეკვებში გოგონა ბიჭთან მივიდა და მის წინ დაიწყო ცეკვა.
შემდეგ ჯერი დადგა სპეციალურ საქორწინო ნაწილზე სიძე- პატარძალი სპეციალურ ურიკაზე დასვეს ეს რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ურიკა არ იყო, ქორწინების ერთ-ერთი ნაწილი იყო, ჯერ ჟასმინი დასვეს და მისი ტარება დაიწყეს თან ცეკვავდნენ ყველა.
ირგვლივ ყველაფერი ლამაზად იყო მორთული სანთლებით და ყვავილებით.
არაბული მუსიკები იყო გაჟღერებული, მართალია სიტყვების შინარსი არ ესმოდათ, მაგრამ იმდენად ლამაზი და ამაყილებელი იყო, რომ ყველა ცეკვავდა.

მოცეკვავე ქალები მუცლის ცეკვას ცეკვავდნენ, თავზე შანდლებით.
ბედნიერი იყო, გოგონა, რადგან ბიძამისმა მართლაც, რომ საოცარი ქორწილი გადაუხადა. თავისი საუვხოვო კულტურით.
სიძე პატარძალი, ნეფე- დეოფლის ადგილას იჯდნენ.
– ბედნიერი ხარ ..?- ჩასჩურჩულა ყურში ბიჭმა.
_ კი, ძალიან.- თვალებ გაბრწყინებულმა უპასუხა. ბიჭმა მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ნაზად ემაბორა. შემდეგ საცეკვავოდ გაიყვანა გოგონა.
მუსიკას მთლიანად აჰყვა და ხელებით ლამაზად ცეკვავდა.
***

ესეც ახალი თავი მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ შემდეგი თავი სავარაუდოდ ბოლო იქნება, ასე რომ ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ. ველოდები თქვენს რეაქციებს და კომებს.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

კარგი იყო ძალიან, ფინალსაც ველი.წარმატებები თქვენ და იმედია უახლოეს მომავალში ახალ ნაშრომსაც შემოგვთავაზებთ

 


№2 წევრი La dolce vita

სტუმარი ანი
კარგი იყო ძალიან, ფინალსაც ველი.წარმატებები თქვენ და იმედია უახლოეს მომავალში ახალ ნაშრომსაც შემოგვთავაზებთ


მადლობა.❤️

 


№3  offline წევრი avrora_

საკმაოდ საინტერესო და კარგი თავი იყო, წარმატებებიი♥️♥️

 


№4 წევრი La dolce vita

avrora_
საკმაოდ საინტერესო და კარგი თავი იყო, წარმატებებიი♥️♥️

ვაი, მადლობა დიდი.❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილე

რა კარგი იყო❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent