ბედისწერის ძალა ფინალი
ქორწილი ძალიან ლამაზი იყო, მოცეკვავე ქალებითაბდა იქაური დამკვრელებით, რომლებიც არაბული მუსიკალური საკრავებით უკრავდნენ სხვა და სხვა მელოდებს და მღეროდნენ, გულის სიღრმეში მაინც ენატრებოდა აღმოსავლური კულტურა ბავშვობიდან იზიდავდა, ეს ყველაფერი და კიდევ დედისგან დაჰყვა. გოგონა იდგა და თავისით ცეკვავდა, როდესაც ბიძამისმა გამოიცეკვა და გოგონაც მხიარულად აჰყვა ცეკვაში, იქ ატყდა ქალების შეძახილები და ოვაციები, გოგონა ცეკვავდა თან ბიჭს ატყვევებდა თავის მომაჯადოვებელი მზერით, რომელსაც ბიჭი ვერ უძლებდა თვალები, ანთებული ჰქონდა სიყვარულითა და ვნებებით. ნელ-ნელა, დრო დადგა მათი წასვლის, რა თქმა უნდა, ესეც ამ ქორწილის ნაწილი იყო, წყვილი გასასვლელისკენ წავიდა და მოცეკვავე ქალებმა ცეკვა-ცეკვით გააცილეს ცეკვით. მხიარულად და შეძახილებით. ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში გაგზავნა ახმედმა. სასტუმროს ნომერში, იაგომ გოგონა საწოლზე ჩამოსვა შემდეგ ოქროსფერი თასი გამოწია სადაც ვარდისფურცლები ეყარა, შემდეგ გოგოგანს ფეხი გამოაწევინა კაბა აუწია და თბილი წყლით დაიწყო ფეხების დაბანა. - არ მითხრა, რომ შენ ამ ტრადიციის შესახებ წაიკითხე?- გაოცებულმა კითხა გოგომ. _ კი, ამ ტრადიციის თანახმად ქმარი ცოლს ქორწილის ღამეს ბანს ფეხს თბილი წყლით.- გოგონა, გაოცებული უყურებდა ბიჭს. როდესაც ფეხები დაბანა, შემდეგ მის გვერდით ჩამოჯდა საწოლზე. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს პირველი აღარ იყო, მაინც ღელავდნენ, ნელა დაიხარა მისკენ და ყელზე აკოცა, გოგონამ კი როდესაც მისი ცხელი ტუჩები იგრძნო ტანში ჟრუანტელმა დაუარა და თვალები მინაბა. ეს ღამე ალერსში გაატარეს არსად ჩქარობდნენ ამიტომ ყველაფერს ნელა და აუჩქარებლად აკეთებდა იაგო. ახლა უკვე ისინი ერთ ხორცნი იყვნენ, ერთი მთლიანობა ერთი არსი, თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ცოლ- ქმარი ორი არსება? რა თქმა უნდა არა, ღმერთმა ქალი და კაცი და კერძოდ ცოლ- ქმარი ერთ არსად შექმნა, არა მარტო ხორციელი მატერიალური გაგებით არამედ სულიერადაც. მათი შეხვედრა უფლისგან იყო დაშვებული, ისინი ერთმანეთის მონათესავე სულები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს ავსებედნენ და მათი განშორება წარმოუდგენელიც კი იყო,ის რაც ღმერთმა შეაუღლა ერთმანეთთან სიყვარულით მათ სიყვარულს ვერანაირი ძალა ვერ მოერეოდა, რადგან ის ყველაზე ზე აღმატებულია, ყველასგან, ყველაფრისგან. უფლისგან კურთხეულია, ნამდვილი სიყვარული. ნაზად ეფერებოდა და კოცნიდა, იმდენად უყვარდა და უფრთხილდებოდა, გოგონას. _ ხედავ... - რას?- კითხა გოგონამ. _ ხედავ, ჩვენ უკვე ყველა საქორწინო რიტუალი გავიარეთ ახლა უკვე უფლის და კანონის წინაშე ცოლ-ქმარი ვართ.- გაუღიმა ბიჭმა. - ხო, ყველაფერი გავიარეთ, ეს ბოლო სამი კვირა თავი, ზღაპარში მგონოა, ასე მგონია ეს ლამაზი ილუზიაა, როგორც უდაბნოს მირაჟი. - არ არის ეს არც ლამაზი ზღაპარი და არც ლუზია და არც მირაჟი, ეს რეალურად ხდება, მე და შენ მართლა ერთად ვართ და მართლა დავქორწინდით.- გულში ჩაიკრა. **** ქორწინების მეორე დღეს ბიძამისმა თაფლობის თვის გასატარებლად გაუშვა, წყვილი, დუბაიში. ბედნიერებას არაფერი უდგას წინ, დუბაიში ჩასვლის შემდეგ მოიარეს ყველაფერი, საჰარას უდაბნო და ყველა ღირს შესანიშნავი ადგილები. უდაბნოში სერირნობდნენ და ოქროსფერ ქვიშაში დარბოდნენ. გოგონას, არაბული სამოსი ეცვა და ბიჭიც შეიხივით იყო, გამოწყობილი. ბევრი იცინეს და სურათები გადაიღეს. საღამოს ჯერზე სასტუმროში დაბრუნებულებმა წყალი გადაივლეს შემდეგ კი, ივახშმეს. _ იცეკვებ ჩემთვის?- კითხა და ეშმაკურად აუთამაშა წარბები. გოგონა ღიმილით გაეცალა მას და მოსამზადებლად გაიქცა იაგო, კი აივანზე გავიდა. ცოტახანში ოთახში არაბული მუსიკის ხმა გაისმა და გოგონა ცეკვა- ცეკვით, მივიდა ბიჭთან. სამოსზე ზანზლაკებიანი მძივები ჰქონდა და ცეკვის დროს ჩხრიალებდა. იაგომ მისკენ მიიხედა და თვალებ ანთებული შეხედა სექსუალურად გამოწყობილ გოგონას. ჟასმინმა ხელი ჩაჭიდა ბიჭს და საწოლზე დასვლა თავად კი ცეკვა გააგრძელა. შავი საცეკვავო კაბა ეცვა და ბიუსგაუტერი, სახეზე ვუალი ეკეთა და თავის ცეკვით ცეცხლს ანთებდა, ხან წელზე გადაწვებოდა და ისე ცეკვავდა ხან ლამაზად არხევდა მკერდს. ვუალთან ერთად ლამაზად ცეკვავდა ბიჭთან მივიდა ახლოს და მის წინ დაიწყო ცეკვა. იაგომ კი, მეტყველების უნარი დაკარგა, კი ენახა მისი ცეკვა, მაგრამ ამჯერად სულ სხვანაირად ცეკვავდა უფრო, სექსულაურად და ცეცხლოვნად. საწოლზე დაწვა და ტალღებივით ამოძრავებდა მუცელს და მკერდს.ბიჭი დაიხარა მის სახესთან ვნებიანად აკოცა. რა თქმა უნდა, ასეთი ვნებიანი ცეკვის შემდეგ, ეს ამბავი ისე არ ჩაივლიდა, ფეხზე წამოდგა გოგონა ხელში აიტაცა და საწოლზე დააწვინა. _ მითხარი ამის,შემდეგ როგორ მოვიქცე?- ჩახშული ხმით კითხა. - არ ვიცი...- გაეკრიჭა. - არ იცი? შენი ცეკვით აზროვნების უნარი დამაკარგვინე და ჭკუიდან გადამიყვანე და როგორ ფიქრობ, ამის შემდეგ შევძლებ კი, მშვიდად დავიძინო? _ მერე ნუ დაიძინებ...- აკისკისდა გოგონა. _ ასე არა, ნუ მიწვევ ქალბატონო, თორემ დაგსჯი.- ტუჩის კუთხე ჩატეხა. - მაინც როგორ აპირებ, ჩემს დასჯას ბატონო იაგო?- არც გოგო აკლებდა, ბიჭს და უარესად აგიჟებდა. - რითი და ამაღამ ორივე ვნებების ქარ-ცეცხლში გავეხვევით. _ თუ ასეა, მე მზად ვარ დავისაჯო.- ეშმაკურად უთხრა. ვნების ქარ-ცეცხლში გახვეულები იყვნენ ორივე და ერთმანეთის სურვილით იწვოდნენ, გოგონას მეხსიერებიდან მთლიანად წაშლილი იყო, ცუდი მოგონებები უბედურება, ბედნიერებამ ჩაანაცვლა და იმ საშინელი დღეების ნაცვლად კარგმა ჩაანაცვლა. **** მოგზაურობიდან დაბრუნებულებს ახალ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, სახლი ძალიან ლამაზი და კომფორტული იყო, ერთ სართულიანი სახლი იყო, სადაც უამრავი ოთახები იყო. – აბა, როგორ მოგწონს ჩვენი ახალი სახლი? _ ძალიან, მომწომს ძალიან მყუდრო და კომფორტული ჩანს.- გახარებულმა უთხრა გოგომ.- აქ მარტო ვიცხოვრებთ? _ კი, ოღონდ ზოგჯერ ნელი მოვა ხოლმე აქ დასახმარებლად.- მშვიდად უპასუხა. სახლი დაათვალიერეს და ოთახიც აირჩიეს სადაც იცხოვრებდნენ. ბოლო დღეებია, გოგონა თავს ცუდად გრძნობდა, გამუდმებით გული ერევა და სუსტად არის,მაგრამ ექიმთან მისვლა არ უნდოდა. სადილობის დროს კვლავ გული აერია და იქოდან ფერდაკარგული დაბრუნდა. _ ჟასმინ რა გჭირს? ბოლო დროს რაღაც არ მომწონხარ, ცუდად გამოიყურები, რატომ არ გინდა, რომ ექიმთან მიხვიდე?- განერვიულებულმა კითხა. - კარგად ვარ, საყვარელო ალბათ რაღაცამ მაწყინა.- ამოთქვა და სავარძელს მიეყრდნო. _ არა, მე ეს არ მომწონს ძალიან გთხოვ ექუნთან მივიდეთ დღეს,კარგი? - კარგი, ნუ ნერვიულობ ასე, ნინის ვთხოვ და მასთან ერთად წავალ ექიმთან, შენ ნუ მოცდები სამსახურს. _ კარგი, მაგრამ გამაგებინე, მერე რას გეტყვის ექიმი. - კარგი. ბიჭი მაგიდიდან წამოდგა გოგონას აკოცა და სამსახურში წავიდა, მართალია არ იმჩნევდა, მაგრამ თავადაც ღელავდა თავის მდგომარეობაზე ნინის გადაურეკა და ისიც იმწამსვე მასთან გაჩნდა. - რა ხდება, რატომ დამიბარე?- ქოთქოთით შევიდა სახლში. _ ექიმთან უნდა გამომყვე...- ამოთქვა დაბნეულმა. _ რატომ რა ხდება? - ბოლო დროს თავს ცუდად ვგრძნობ, გული მერევა და სუსტად ვარ. – დაიცადე,ერთ წამს ამბობ, რომ გული გერევა და სუსუტეები გაქვს ხო? _ კი... _ ბოლოს ციკლი, როდის გქონდა? - დაეჭვებით კითხა. – ბოლოს... მას შემდეგ აღარ მაქვს რაც მე და იაგო, დავქორწინდით. _ აჰა, ანუ თითქმის თვეა რაც ციკლი შეგიჩერდა.. - ხო,რა იყო? - და არ გიფიქრია იმაზე, რომ შესაძლოა ფეხმძიმედ იყო.- წამოიძახა, გოგონამ. – რაა? - დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვს ელოდები. - კარგი, მაშინ წავიდეთ ექიმთან და ზუსტად გავიგოთ ყველაფერი.- დაბნეულმა წამოიძახა შემდეგ კი, საავადმყოფოში წავიდნენ. რეგისტრაცია გაიარეს შემდეგ გინეკოლოგთან მივიდა. – გისმენ შვილო, რამ შეგაწუხა?- თბილად გაუღიმა ქალმა. - იცით ექიმო, ამ ბოლო დროს თავს ცუდად ვგრძნობ, სუსუტეები მაქვს და გული მერევა ყველაფერზე. _ გათხოვილი ხარ? - კი...-მორცხვად უთხრა. - ბოლოს ციკლი, როდის გქონდა? - თითქმის თვეა. _ გასაგებია, მოდი ეხოზე გაგზავნი გადაგიღებთ მუცლის ღრუს და გავიგოთ ზუსტად. გოგონასთან ერთად ეხოზე შევიდა. - გოჩა, მინდა რომ ამ გოგოს ეხო გადაუღო, მაქვს რაღაც ვარაუდები, მის მდგომარეობაზე, მაგრამ მინდა ამომწურავად გავიგო ყველაფერი. - კარგი, მიდი დაწექი.- უთხრა და გოგკნაც დაწვა სავარძელზე მაისური აწია და ექიმმა , მუცელზე სპეციალური სითხე წაუსვა შემდეგ კი, ბურთულიანი აპარატი გადაატარა. - თავს როგორ გრძნობ ბოლო დროს სისუსტეებს თუ უჩივი? - კი. რამე სერიოზულია ექიმო? - არაფერი სანერვიულო არ გაქვს, შენს მდგომარეობაში, ეს ნორმალური მოვლენაა. - ანუ? - გილოცავ, მალე დედა გახდები. ალბათ პირველი ორსულობაა და მაგიტომ ხარ ასე დაბნეული.- გაეცინა კაცს. – დიახ... _ სამი კვირის ორსული ხარ. ნაყოფი კარგად ვითარდება, მაგრამ დეტალებზე შენი გინეკოლოგი დაგელაპარაკება.- გაუღიმა კაცმა. ექიმმა სალფეტკი მიაწოდა, რომ სითხე მოეწმინდა, შემდეგ ფეხზე წამოდგა, გოგონა და კაცმა საბუთები მიაწოდა. გოგონა გაბრუებული გამოვიდა ოთახიდან და გინეკოლოგთან შევიდა. – აბა, რა გითხრა გოჩამ? - მითხრა, რომ სამი კვირის ორსული ვარ.- ჯერაც შოკურებული იყო. _ ასეც ვიცოდი..- უთხრა და საქაღალდეს გადახედა.- ნაყოფი ჯერ ძალიან პატარაა, თუმცა ის კარგად ვითაედება, მაგრამ ცოტა რთული ორსულობა გექნება და ეცადე, ზედმეტად არ გადატვირთო თავი, კარგად იკვებე, მშვიდ გარემოში იყავი და მძიმეებს მოერიდე. მე ახლა გამოგიწერ ვიტამინებს, რომლებიც ორსულობის პერიოდში რეგულარულად უნდა მიიღო. შემდეგი ვიზოტი გვექნება,იანვრის ბოლოს. – ექიმო, ბავშვის სქსესს, როდის გავიგებ? - თებერვალში. _ კარგი, მადლობა ექიმო. გოგონა, ღიმილიანი სახით გამოვიდა და ნინიც მაშინვე მასთან მივიდა. – აბა, რა ხდება? – ბავშვს ველოდები...- ჩურჩულით ამოთქვა, თითქოს ეშინოდა, ვინმეს გაეგო. - მართლაა? ანუ მალე დეიდა გავხდები?- გახარებულმა წამოიძახა. – ჰო... ცოტახანში იაგომაც დაურეკა. – ჟასმინ, რა გითხრა ექიმმა?-მღელვარეს კითხა. - ყველაფერი, კარგად არის ნუ ღელავ, მითხრა, რომ რაღაც ვირუსები დადის და მაგის ბრალია. - მართლა? - კი,კარგი ახლა გზაში ვარ და საღამოს ვისაუბროთ. - კარგი გზად აფთიაქში გაიარა და წამლები იყიდა, შემდეგ კი, მაღაზიაში, ბავშვის პატარა, ფაჩუჩები იყიდა და კონსლუტანტს შეაფუთინა. – რას აპირებ ჟასმინ? არ ეტყვი შენ ქმარს? - ვეტყვი ოღონდ ჯერ არა, სიურპირზი მინდა გავუკეთო. საღამოს იაგო, როდესაც შინ დაბრუნდა, მაშინვე თავის საყვარელ ქალს მოეხვია. – მომენატრე.- ამოთქვა და მხურვალედ აკოცა. - მეც. - უთხრა და ძლიერ ჩაეხუტა.- უშენოდ ერთი წუთითაც კი ვეე ვძლებ.- ამოიტირა. - მეც ეგრე, ვარ სულ შენზე ვფიქრობ. - იცი, რა ვიფიქრე არ გინდა საახალწლოდ სახლში, რომ იყო. - როგორ არ მინდა ისედაც ვაპირებდი, დასვენების აღებას.- თვალი ჩაუკრა. _ მართლა? მაშინ ხვალ მაღაზიაში გავიაროთ და საახალწოლო ნივთები ვიყიდოთ. - შეგვიძლიაზ ახლავე გავიდეთ თუ გინდა? - ახლა, გვიანი არ იქნება? _ არა, რატომ არის ოცდაოთხ საათიანი სავაჭრო ცენტრებიც, მიდი გაემზადე და წავიდეთ.- გოგონა სიხარულით გაიქცა და მოემზადა, შემდეგ მანქანაში ჩაახდნენ და დიდ სავაჭრო ცენტში წავიდნენ. როგორც პატარა ბავშვი ისე დასტიალებდა საახალწლო ნივთებს და ხტუნავდა. იაგოსაც მეტი რა უნდოდა, მისთვის მთავარი იყო, რომ მისი საყვარელი ქალი ბედნიერი ყოფილიყო ამისთვის კი, ყველაფერზე იყო წამსვლელი. უყურებდა და მის შემყურე თვალები ბედნიერებისგან ენთო, აი რა აკლდა ყველაზე მეტად, ის იყო, მისი ბედნიერების და სიხარულის მიზეზი, უყვარდა, უსასრულოდ და უგონოდ და რაც დრო გადიოდა მით უფრო უღრმავდებოდა გრძნობები, მასში მათი გრძნობა, უფლისგან იყო კურთხეული. – საყვარელო, ნახე ეს თოვლის ბაბუა, რა საყვარლობაა, ვიყიდოთ რაა...- პატარა ბავშვივით ცქმუტავდა თვალება და ხტუნავდა. – ვიყიდით აბა, რას ვიზამთ.- გაეცინა ბიჭს მოიარა მთელი საახალწლო სექვია და ყველაფერი იყიდა. სახლში გვიან ღამით დაბრუნდნენ, ნივთები იქვე მიაწყვეს და დასაძინებლად წავიდნენ, ბიჭმა მაშინვე გულში ჩაიკრა გოგონას სხეული და შუბლზე აკოცა. რამდენიმე დღეში უკვე 25 დეკემბერი დადგა და გოგონა ორმაგად უფრო ბედნიერი იყო, საღამო იყო, ბიჭმა ბუხარი ააგიზგიზა, ოთახში. ტელევიზოერში საშობაო, მუსიკები ჩართო, გოგონამ თავადაც საშობაოდ იყვნენ გამოწყობილები, წითელი ირმებიანი ტანსაცმელი და სანტას ქუდი ეხურათ დიდი ნაძვის ხე დადგეს და მისი მორთვა დაიწყეს მორთვა. შემდეგ ნათურების მორთვა დაიწყეს და ამ სიტუაციაშიც კი, რომანტიკა ტრიალებდა, ერთმანეთს ნათურები შემოახვიეს და თან კოცნიდნენ ერთმანეთს. ბოლოს დაქანცულები ჩაესვენენე დივანზე. - რა ლამაზი გამოვიდა არა?- კითხა გოგონამ. – ლამაზია,მაგრამ შენ უფრო ამშვენებ აქაურობას.- თვალი ჩაუკრა, შემდეგ პატარა კოლოფი ამოიღო და გოგონას მისცა. _ ეს რა არის? – გახაენი აბა.. გოგონამ ყუთი გახსნა და შიგ ლამაზი ყელსაბამი იყო უსასრულობის კულონით. – ეს ... - ეს შენი საახალწლო საჩუქარია...- გოგონამ ბიჭს აკოცა და შემდეგ უთხრა. _იაგო, ხომ არ იცი ის ყუთი იქ საიდან გაჩნდა?- კითხა ვითომც არ იცოდა ყუთში რაც იყო. _ არა.- გაკვირვებულა აიღო ყუთი და დახედა. - გახსენი აბა, ვნახოთ რა დევს შიგნით. - კარგი.- უთხრა და ყუთი გახსნა, ჯერ დაბნეულმა დახედა ყუთში ჩადებულ ლატარა ლურჯ ფაჩუჩებს და შემდეგ ეხოს სურათს. გოგონას გაოგნებული გახედა. – ეს რას ნიშნავს, ჟასმინ? – შენი აზრით?.. - არ მითხრა, რომ... –კი, სწორედ გაიფიქრე მალე მამიკო, გახდები.- ცრემლიანი თვალებით წამოიძახა. ამ დროს იაგოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ფეხზე წამოდგა გოგონა ხელში აიტაცა და დაატრიალა ჰაერში. იმ წუთას ორივე ბედნიერები იყვნენ, რადგან მათი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადადიოდა. – კარგი დამსვი, თავბრუ მეხვევა, უკვე.- გაეცინა, გოგონას და იაგომაც დასვა. – მიყვარხარ, შენ მე კიდევ უფრო ბედნიერ კაცად მაქციე.- უთხრა და მხურვალედ აკოცა. – მეც მიყვარხარ.- ამოიბუტბუტა და ბიჭს მოეხვია. დასასრული. ........... ესეც ფინალური თავი, მეგობრებო სიმართლე გითხრათ ისე შემიყვარდა ეს ისტორია, რომ არ მინდოდა დამესრულებინა,მაგრამ ძალიან გაწელვაც არ მინდოდა,კიდევ ფინალურ ბოლო ეპოზოდს სხვანაირად ვფიქრობდი, რომ დამეწერა უფრო დრამატულად, მაგრამ გადავიფიქრე, აღარ მინდოდა მათი დატანჯვა მეტი. ვიფიქრე, რომ ასე ზღაპრულად და ორიგინალურად დამესრულებინა მათი ამბავი, მადლობა, ყველას ვინც ბოლომდე მომყვებოდით, მიუცედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მკითხველი არ ჰყავდა, ამ ისტორიას, მე მაინც ბოლომდე მივიყვანე ეს ამბავი, რადგან ჩემი ფავორიტი გახდა, ეს ისტორია. ვიღაცას მოეწონება ვიღაცას არა, რადგან ყველას ყველაფერი არ მოეწონება, მაგარამ მაინც მადლობა. მე ამ ისტირიით გემშვიდობებით მეგობრებო, მაგრამ დავბრუნდები აუცულებლად, ახალი ამბებით და ვეცდები უფრო დავხვეწო და გავაუმჯობესო. სხვა ისტორიები. მოგვიანებით, თუ შევძელი ტელეგონიდან სრულ ვერსიასაც ავტვირთავ თუ არადა ისე წაიკითხეთ. გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ფინალურ თავზე და ზოგადად ამბავზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.