შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბატონი შეშლილი *2*


27-11-2024, 05:33
ავტორი ეველინა
ნანახია 847

მე ბარბარე გიორგობიანი ვარ 20 წლის, ბათუმიდან. ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებს, დედისერთა ვარ, ერთი არაფრით გამორჩეული გოგონა წითური ხვეული თმითა და სახეზე ჭორფლებით. მიუხედავად იმისა რომ პატარა ოჯახი მაქვს და ჩემი მშობლები სულ დაკავებულები არიან თავი არასდროს მიგვრძნია მარტო. დედაჩემი პედაგოგია, მამაჩემი მეზღვაური. დროის უმეტეს ნაწილს ზღვაში ატარებს, და ალბათ მეც მასზე მოლოდინში ზღვის შემყურეს ზღვა შემძულდა. ის მაშორებდა მასთან. რომ გითხრათ რაიმე გასაკუთრებული ნიჭი მაქვსთო მოგატყუებთ, თავისუფალ დროს კითხვას და კომპიუტერულ თამაშებს ვუძღვნი. ვერც სიმაღლით ვწყვეტ ვარსკვლავებს, მამაჩემი ხშირად მეხუმრება შენ სიმაღლე წნევას ვატარებო არადა 170 სანტიმეტრი არაა ცოტა, 170 თუ მაღლებზე დავდგები, ქუსლის სიმაღლესაც გააჩნია. ბევრი მეგობარი არ მყავს მხოლოდ ლიკა დანარჩენები უბრალოდ ნაცნობები არიან რომლებიც მოდიან და მიდიან. ლიკა უნივერსიტეტში პირველ კურსზე გავიცანი და მას შემდეგ ერთად მოვდივართ.
-რა გავაკეთო?
-უთხარი რომ შეყვარებული გყავს-მეხმარევა ლიკა
-არ გაჭრა
-ვახოოოოოოოოო-ო გაწელა მეგრული ელარჯივით
-სახელს ნუ მიწელავ ლიკა
-ვახო ხომ მითხარი თუ ოდესმე რამე დამჭირდა შენი იმედი მქონოდა
-პირდაპირ მითხარი
-შეგიძლია ბარბარეს შეყვარებული იყო
-საერთოდ გესმის რას მთხოვ-ბრაზი ეპარება ვახოს ხმაში
-ნამდვილი არა თან მხოლოდ ერთი დღით-არ ნებდება ლიკა
-არ მომწონს ეგ აზრი
-კარგი რა ლიკა ხომ გითხარი არ გაჭრათქო
-მომისმინე ძვირფასო, გაგონილს ნანახი ჯობიაო ხოიცი, სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავს ისე არამგონია დაიჯეროს.
-მაინც არ მომწონს ეს აზრი-ვაქნევ თავს
-აბა ვახო თანახმა ხარ
-არა
-ეს ხართ დღევანდელი ბიჭები სიტყვებს ტყუილად ისვრით საქმე საქმეზე რომ მიდგება არაფრის მაქნისები ხართ
-არ წამოვეგები, თუ ვინმე არ მოგწონს შეგიძლია დააიგნორო.
ვახოს რჩევა გავითვალისწინე ორი დღე არ გამოჩენილა ბატონი შეშლილი. ზარებსა და შეტყობინებებს არ ვპასუხობდი. მალე ეს უკანასკნელიც შეწყდა
მესამე მშვიდონიანი დღე გათენდა მის გარეშე. თითქოს მეწყინა ასე მალე რომ დანებდა, მაგრამ მთავარია რომ აღარ შემაწუხებს. მოვემზადე და უნივერსიტეტისაკენ წავედი. სადარბაზოდან გასულმა, ინსტიქტურად მოვავლე გარემოს თვალი, არსად იყო, საბოლოოდ დავიჯერე რომ დამთავრდა.
დრო საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა. ლექციებისგან დაღლილს მალე ჩამეძინებოდა ალბათ. ბოლომდე უნდა გამეძლო სულ რაღაც ერთი ლექციაც და მორჩა.
თვალები ლამის გამიფართოვდა აუდიტორიაში ლექტორთან ერთად შემოსული ჩემი შეშლილი რომ დავინახე. წამში მოავლო აუდიტორიას თვალი, მზერა ჩემზე შეაჩერა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა, იმ მომენტში მინდოდა მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე ან სულაც გავმქრალიყავი. ჩემს გვერდით რომ დაიკავა ადგილი მომღიმარი სახით ლამის გავოცდი.
-აქ რას აკეთებ სულ შეიშალე
-ლექციას ვუსმენ ვერ ხედავ
-მეკი მგონია რომ ჩემს სანახავად მოხვედი
- ერთი მეორეს ხელს არ უშლის
-რატომ მეგონა რომ თავს დამანებებდი
-თუ გინდა შენი დანაშაული გამოისყიდო ლექცია რომ მორჩება სადმე წავიდეთ
-შენთან ერთად არსად არ წამოვალ, ერთ მერხთან რომ ვზივართ ისიც მაწუხებს
-თუ არ წამოხვალ ყველას ვეტყვი რომ ერთმანეთი გვიყვარს და შენ ჩემი შეყვარებული ხარ
-ამას არ იზამ-გიორგი ფეხზე რომ დგება თვალები მიფართოვდება
-ახალგაზრდა რა ხდება-მესმის ლექტორის ხმაც
-რაღაცის თქმა მინდა- იწყებს საუბარს ტვინი განგაშის სიგნალს რთავს
-გისმენთ
-იცით მე...
-წამოვალ შენთან ერთად- წინადადების დასრულებას არ ვაცლი ისე ვეუბნები
-რას ამბობდით-ეკითხება ლექტორი
-იცით მე აუდიტორია შემეშალა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-ამბობს და გასასვლელისკენ მიდის
-მიბრძანდით, დღევანდელი ახალგაზრდები ძალიან გონებაგაფანტულები ხართ.
არ ვიცი რომელი ცოდვისთვის ვისჯები ასე მაგრამ აშკარად მძიმეა.
ლექცია მორჩა გარეთ გასულს ბატონი გიორგი უკვე მელოდა მანქანას მიყრდნობილი
-ასე მეგონა ლოდინი მომკლავდა შენს გამოჩენამდე, მომისწარი
-შეიძლება მე მოგკლა ლაპარაკს თუ გააგრძელებ
-გულს მტკენ
-გაქვს კი?
-შენ მოგიძღვენი
-ახლა გული ამერევა
-მანქანის სალონს ნუ დამისვრი ეს გამომართვი-მეუბნება და ქახალდის პარკს მაწვდის
-სამწუხაროა რომ ამ ქვეყანაში ადამიანის მკვლელობა დასჯადია
-ვინმეს მოკვლა გინდა-მეკითხება უტიფრად
-კი ერთ შეშლილ იდიოტს მოვკლავდი და გვამს შავი ზღვის ფსკერზე დავმარხავდი.
-შენი ხელით თუ მოვკვდები მაშინ თანახმა ვარ
-მოდი სერიოზულად ვისაუბროთ
-გგონია ვხუმრობ-ამბობს და ჩემსკენ ტრიალდება თვალებს არ მაშორებს
-კი ასე მგონია, შეგიძლია სიმართლე მითხრა, სანაძლეო წააგე ძმაკაბთან? გეი ხარ და ამის დასამალად გინდა გამომიყენო? შეყვარებულს აეჭვიანებ?
-იცი მგონი ციდან ვარსკვლავი რომ მოწყდა შენს თვალებში ჩავარდა და ისე ანათებენ თვალებს ვერ ვწყვეტ
-ვარსკვლავის რა გითხრა მაგრამ ვგონებ მეტეორი ჩამოვარდება მალე ჩემი ხელის სახით და სახეში მოგხვდება ეგრე ყურებას თუ გააგრძელებ- უკანასკნელ ნერვულ კაპილარს ვეჭიდები ხავსივით
-ჩემი ბრალი არაა ასეთი ლამაზი რომ ხარ
-საერთოდ მისმენდი რას ვამბობდი
-კი
-მერე
-ასეთი სისულელე ჩემს ცხოვრებაში არ მომისმენია
-ეგრე საუბარს თუ გააგრძელებ შენ შეყვარებულად არ ვიცი მაგრამ აი მკვლელად კი ნამდვილად მაქცევ.
-როგორ აპირებ ნეტა ჩემს მოკვლას
-სწრაფად და უმტკივნეულოდ იარაღით
-შენი სიტყვებით მკლავ უკვე და იარაღი არამგონია დაგჭირდეს
-სერიოზულად?
-ასეთი რთული დასაჯერებელი რატომაა რომ მომწონხარ, დაგინახე თავიდან ვერ ამოგიგდე, არ მინდოდა შენი ცხოვრების გადატრიალება მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე, დამნაშავე ხარ
-რაში მადანაშაულებ
-გული მომპარე, უნდა დაისაჯო
-სასჯელი შენ ხარ ალბათ
-ხო თან ეს საჯელი სამუდამოა და სიმპათიურიც.
-სად მივდივართ
-გიტაცებ
- მიტაცებ და ჩემს სახლში მიგყავარ-ვეუბნები ჩემს კორპუსს რომ ვხედავ
-ნაწყენი ხარ თუ მომეჩვენა
-მოგეჩვენა
- დღეს დაღლილი ხარ ხვალ გავიდეთ სავახშმოდ როგორც გავარკვიე ისვენებ
-მადლობა
-თუ გინდა შენი მადლობა მივიღო ჩემი ნომრების დაბლოკვას შეეშვი და შეტყობინებებზეც მიპასუხე
-იოცნებე-ვამბობ და მანქანიდან გადავდივარ.
*********************************

სამყარო უცნაური რამაა, რამოდენიმე დღის წინ ვერც კი ვიფიქრებდი რომ პაემანზე წავიდოდი თან ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდა იმ ადამიანის ერთად ვისაც არ ვიცნობც, მასზე სახელი გვარის გარდა არაფერი ვიცი. ორ ცეცხლს შუა ვარ, გონება მეუბნება რომ ტყუილი რასაც გიორგი ამბობს რომ მას არუნდა ვენდო. გული კი საპირისპიროს ღაღდებს, თითქოს მისთვის შანსის მიცემას აპირებს.
რომ გითხრათ ძალიან მოვინდომე და მომზადებას თავი შევაკალითქო მოგატყუებთ, შეიძლება ყველა ქალი ცდილობს ლამაზი იყოს და მამაკაცს თავი მოაწონოს მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქითაა. დღეს არ მქონდა სურვილი. ეს არ იყო ჩემს მიერ წარმოდგენილი პაემანი და არც მამაკაცი იყო ჩემი. ჯინსის შარვალი და სპორტული თბილი ქუდიანი მოსასხამი მოვირგე და ეზოში ჩავედი.
-ჩუმად რატომ ხარ-ვეკითხები უკვე ახლოს მისულს
-ისე გამოიყურები მეტყველების უნარი წამერთვა
-ყველაფრის ჩემზე გადმობრალება შენი ჰობი გახდა ხო
-შეიძლება, ჩაჯექი-მეუბენბა და კარს მიღებს
-სად მივდივართ
-მალე გაიგებ-გამომეტყველება სერიოზული უხდება
-როგორც მახსოვს უნდა გვევახშმა გიორგი
-იცი ახლა პირველად მომმართე სახელით - ხმაზეც კი ეტყობა განწყობის ცვლილება
-სად მივდივართ?
- სავახშმოდ-მანქანას ადგილიდან წყვეტს
-შეგიძლიან ნელა იარო სიჩქარის მეშინია
-შეიძლება ჩავიწერო?
-რა?
-შენი ხმა როცა ჩემს სახელს ამბობ, შემიძლია დაუსრულებლად ვუსმინო
-სულ შეიშალე
-ნორმალური ადამიანი არასდროს ვყოფილვარ
-რა ბედი მაქვს შეშლილიებს და გადარეულებს ვიზიდავ,
-დროა ბედს შემეგუო. მოვედით
რესტორანი ზღვის ხედით ადგილი ფანჯარასთან ახლოს,ამ ბიჭმა ნამდვილად იცის როგორ შექმნას რომანტიკული გარემო, კერძები შესანიშნავი აღმოჩნდა, ვფიქრობდი რომ არაკომფორტულად ვიქნებოდა მაგრამ შევცდი. ვუყურებდი მას და მისი ღიმილი ყველანაირ უხერხულაბას აქრობდა.
-კრევეტები გიყვარს?
-კი თან ძალიან, მამაჩემმა შემაყვარა, ჩვენს ოჯახში ტრადიციად იქცა კვირაში ერთხელ კრევეტების ჭამა საბოლოდ დედამ არცევანის წინაშე დაგვაყენა და ახლა კრევეტებს მხოლოდ რესტორნში ვჭამთ
-რატომ?
-დედას ზღვის პროდუქტებზე ალერგია აქვს სუნიც კი ცუდად ხდის, შენზე რას მეტყვი
-ზღვის პროდუქტებს არ ვაღმერთებ თუმცა ისეც არაა რომ არ ვჭამდე. საყვარელი კერძი არ მაქვს ყველაფრის ჭამა შემიძლია იოგურთების გარდა
-იოგურთს რა დაუწუნე
- არ შემიძლია მათი ჭამა
-ანუ ყოფილა რაღაც რაც რაც არშეგიძლია, ყოვლისშემძლე არ ყოფილხარ
-ახლა დამცინი?
-სულაც არაა კიდევ რა არ შეგიძლია
- შენთვის ვარსკვლავების დაკრეფა
-აბა შენთვის ყველაფერს გავაკეთებო სულ ტყუილი ყოფილა შენი სიტყვები
-გვირილებს დაგიკრეფ მათ ნაცვლად-ამბობს და თვითონ არ იცის მაგრამ მე უკვე დავინახე დაკრეფილი ვარსვლავები მის თვალბში
შავი დაბალზე შეჭრილი ხვეული თმა, შავი თვალ-წარბი სწორი ცხვირი, დიდი ტუჩები და არისტოკრატიული ყურები საოცარ ნაზავს ანუ მაქ ქმნიდა.
-ასე რომ მიყურებ მინდა დრო გაჩერდეს
-შენ სულაც არ გიყურებ
-მართლა ?
-სცენაზე დრამერს ვუყურებ,
-სიმართლის აღიარება ასეთი რთულია
-სიმართლეს ვამბობ
-რატომღაც არ მჯერა
-შენი ნებაა
-შემდეგში აქ აღარ მოვალთ
-შემდეგი აღარ იქნება
-გამოსამშვიდობებელი ვახშამი მომიწყვე?
-ასე გამოვიდა
-ასე გამოიყვანე,
-არ მინდოდა
-არვიცი რა იწვევს შენში ჩემდამი ასეთ უნდობლობას. რეალობა ისაა რომ შენ ჩმეთვის შანსი არასდროს მოგიცია, არც კი გიცდია
-ეს უბრალოდ დროის კარგვა იქნებოდა
-თუ დაასრულე წავიდეთ
- დავასრულე
-გადავიხდი და დავბრუნდები
მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია, თითქოს ყველაფერი ვთქვით და რამის დამატება ზედმეტი იქნებოდა. ნაწილობრივ მართალი იყო გიორგი როცა თქვა რომ მე მისთვის შანსი არასდროს მიმიცია. არ ვენდობი, მაგრამ მისი არ მეშინია, მასთან სიმშვიდეა თუმცა ეს არაფერს ცვლის.
-დამელოდე
-სადმიდიხარ
-მალე დავბრუნდები-ამბობს და მანქანიდან გადადის ხუთი წუთის შემდეგ კი გვირილების აიგულით გრუნდება უკან
-გაგიჟდი?
-ბოდიში რომ ჩემთან ერთად წამოსვლა გაიძულე
-ბოდიშს მივიღებ-ვეუბნები და გვირილების თაიგულს ვართმევ
-პირდაპირ გეტყვი რომ მომწონხარ და არაა ყვავილების განადგურება საჭირო
სახლამდე დარჩენილი ხუთი წუთიც სიჩუმეში გაილია.
-მოვედით
-მადლობა ვახშმისათვის ყველაფერი ძალიან კარგი იყო
-არ ხარ ვალდებული ზრდილობის გულისთვის თავს აიძულო მადლობის გადახდა
-ამას ზრდილობის გულისთვის არ ვაკეთებ
-ანუ აღიარებ რომ ჩემთან მოგეწონა
-ყველაფერს კუდი რომ არ გამოაბა მოკვდები
-მე მხოლოდ უშენობით მოვკვდები,
-მაშინ უკვე გვამი ხარ
-მტანჯველი სიკვდილისთვი მიმეტებ, ასეთი ბოროტი როგორ ხარ
-გიმეტებ. ნახვამდის
სახლში შევდივარ ყვავილებს ლარნაკში ვათავსებ და საწოლზე მოწყვეტით ვეცემი. ეს რა საღამო იყო რამდენი რამ მოხდა. გააზრებულად თუ გაუაზრებლად ამ საღამომ ყინული დაძრა ჩვენს შორის, სადღაც გულის კარის გასაღებმაც დაიწყო ნათება მაგრამ მოაღწევს კი ის ჩემამდე, დავინახავ კი მას? არ ვიცი
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა ისევ უცხო ნომერი
-გისმენთ
-აზარტში შევედი უკვე მაინტერესებს სადამდე გაგრძელდება შენი სიჯიუტე, როდემდე აპირებ ჩემი ნომრების დაბლოკვას
-ცხოვრების ბოლოდე
- შეგიძლია ცოტა დამინდო
-შენ არა
-იმედია ამნისტია მაინც შემეხება
-შენს ადგილას გულშიც არ გავივლებდი
-ჩემს ადგილას არ მინდა იყო. ჩემს გვერდში ყოფნა უფრო მოგიხდება
ტელეფონს ვთიშავ ნომერს კი ტრადიციულად ვბლოკავ, ფიქრებს ვერა. კარგი იქნებოდა ტვინსაც ჰქონდეს რამე შავი სიის მაგვარი სადაც იმ ფიქრებს მოათავსებ რომელიც არ მოგწონს ან არ გინდა მოგწონდეს. ასე ხომ უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრება.

*******************************
ესეც მეორე თავი...
იმედია იმედეგს არ გაგიცრუებთ...
ველი თქვენს შეფასებებს <3



№1 სტუმარი გუ და

ძაან კარგია და მალე მთავრდება.მალე დადე გთხოოოოვ

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

ველოდებით შემდეგ თავს. კარგი იყოო❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

მართლა ძალიან კარგი ისტორიაა, იმედები გაამართლა, სასიამოვნოდ წასაკითხია, უკვე ახალ თვს ველოდები, წარმაყებები. როდის დადებთ ახალ თავს?

 


№4 სტუმარი სტუმარი Lika

არ მყოფნის და რა ვქნა?

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

როდის დადებთ ახალ თავს, შეშლილივით გელოდებით, მომწონს ძალიან

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებთ გაგრძელებას?

 


№7  offline წევრი ეველინა

გუ და
ძაან კარგია და მალე მთავრდება.მალე დადე გთხოოოოვ

ვეცდები მალე იყოს ახალი თავი

სტუმარი ნინო
მართლა ძალიან კარგი ისტორიაა, იმედები გაამართლა, სასიამოვნოდ წასაკითხია, უკვე ახალ თვს ველოდები, წარმაყებები. როდის დადებთ ახალ თავს?

მიხარია რომ მოგწონს მადლობა შენ ასეთი კომენტარისთვის

სტუმარი ლილე
ველოდებით შემდეგ თავს. კარგი იყოო❤️

მადლობა <3

სტუმარი Lika
არ მყოფნის და რა ვქნა?

არ ვიცი ;დ

სტუმარი ნინო
როდის დადებთ ახალ თავს, შეშლილივით გელოდებით, მომწონს ძალიან

ვეცდები მალე ავტვირთო <3

სტუმარი მარი
როდის დადებთ გაგრძელებას?

მალე მალეც <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent