შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრალია (13)


27-11-2024, 21:28
ავტორი lillianna
ნანახია 1 743

ანა უნდა გავიდე , მალე მოვალ შენ მანამ გაემზადე

სწრაფად აკოცა შუბლზე და მაგიდაზე დადებულ გასაღებს ხელით მიწვდა

-კი მაგრამ ასე სწრაფად რა შეიცვალა ? არც გიჭამია

უკან მიჰყვა გოგონა

-სასწრაფო საქმეა ვერ გადავდებ

კართან მისულმა კარადიდან სპორტული მოსაცმელი გამოიღო , კარი გააღო თუმცა რაღაც მომენტში შემობრუნდა და გოგონას შუბლზე აკოცა

-მიყვარხარ !

უჩურჩულა ყურთან , ანამ პასუხის დაბრუნებაც
ვერ მოასწრო ისე ჩაირბინა ბიჭმა კიბეები.

სახლთან ახლოს ისევ იმ ნაცნობ ბარში შეხვდა იოანე რატის.
რატი უკვე ბარის მაგიდასთან იჯდა და უფროსს ელოდა

-მითხარი ყველაფერი რატი!

სწრაფად მოკალათდა მის გვერდით

-ბევრი არაფერი ბატონო იოანე მაგრამ ზუსტად მაგ წელს და რიცხვში რამდენიმე განცხადება შევიდა პოლიციაში სექსუალურ ძალადობაზე , მსხვერპლი ორი სხვადასხვა გოგონაა

იოანემ მის წინ მდგარი არყის ჭიქა სწრაფად გამოსცალა, სიბრაზე ყელში ჰქონდა მოჭერილი და ნელ ნელა ახრხობდა

-კიდევ ?

-კიდევ ის , რომ ყველა შემთხვევა ბანკეტის საღამოს მოხდა თბილისთან ახლოს ზედაზნის გზაზე , გოგონები ვერ ასახელებენ დამნაშავეს , ვერც აღწერენ , ორივე მათგანი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, პოლიციამ საქმე ჩაფარცხა , საქმეში არ დევს არც დაზარალებულთა ჩვენებები სრულად , არც დამნაშავის მაიდენტიფიცირებელი რაიმე კონკრეტული ბატონო

იოანემ ამოისუნთქა , შეეცადა ყელში მომდგარი ბურთი გადაეყლაპა, შეკრული მუშტი ნელ ნელა გახსნა და კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა ერთი ამოსუმთქვით

-ახვარი ნაბოზ.. არი ! დედა უნდა მოვ… ნა რატი! უნდა ვიპოვო! ჩემი ხელით უნდა გავუსწორდე

-განაგრძე კვლევა , არ მინდა ამ ყველაფერში ჩემი ტელეკომპანია ჩავრთო , მეშინია ანას გამო , მეშინია მისი ჭრილობებიალს რატი

-ყველაფერს გავაკეთებ ბატონო, პირობას გაძლევთ ვიპოვი!

იოანემ მხარზე ხელი დაკრა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა , რატი ერთადერთი იყო ვისი იმედიც შეიძლება ამ წამს ჰქონოდა.

ფეხით მივიდა სახლამდე , სუფთა ჰაერი ესიამოვნა , ფიქრები დაალაგა , ანას და მისი შვილის საკეთილდღეოდ , ქუჩის გადაკვეთას აპირებდა ზებრასთან რომ შეჩერდა , დიდ ვიტრინებინ შენობაში ლამაზად იცქირებოდნენ სამკაულები, წარმოიდგინა , როგორ დაამავენებდა ანას ყელს ეს კონკრეტული ყელსაბამი , მინის სახელური გამოსწია და მაღაზიაში შევიდა

ყველაფერი ერთნაირად ლამაზო ეჩვემებოდა, ყელასაბამის საყიდლად შემოსულს უცებ სულ სხვა აზრმა გაუელვა

-რა სულელი ვარ !

საკუთარ თავზე გაეცინა, კონსულტანტს უხმო დასახმარებლად , მისი ფიქრები რეალობად რომ ექცია.



ანა უკვე მზად იყო , რადგან არ იცოდა სად მიჰყავდა იოანეს გადაწყვიტა არც ძალიან კლასიკური და არც ზედმეტად ყოველდღიური ყოფილიყო მისი ლუქი, შავ მუხლს ზემოთ ტანზე მოყვანილ ბარხატის კაბას გრძელი ტყავის ქუსლიანი ჩექმა შეურჩია , ყელზე ნაზი თხელი კულონი გაიკეთა და გადაწყვიტა თმებიც გაეშალა , სუნამოს იპკურებდა როდესაც კარის გაღების ხმა გაიგო, მისაღებ ოთახში გაჩნდა წამში, იოანე კი ზუსტად ამ დროს იხდიდა ქურთუკს

-მოხვედი?

საყვარელი ქალის ხმაზე მოტრილდა, წამით გაუჩერდა მზერა, სრულყოფილი ქალი იდგა მის წინ, თხელი , გრძელი ფეხები, სუსტი წელი და ოდნავ სულ ოდნავ გამოწეული მუცელი, უცხო თვალი ალბათ ვერც შეამჩნევდა გოგონას ორსულობას , მაგრამ იოანემ ხომ იცოდა რომ ანას სხეულში ახალი სიცოცხლე არსებობდა

-ასეც არ შეიძლება

მიუახლოვდა მამაკაცი

-ისე გამოუყურები გადავიფიქრებ შენს წაყვანას

-ცუდად ?
გოგონა დაიბნა , საკუთარი თავი აათვალიერება , იმ წამს დარწმუმებული იყო რომ არაშესაფერისად ეცვა

-რა სულელი ხარ

გაეცინა იოანეს

-ძალიან ძალიალ ლამაზი ხარ და სხვამაც რომ შემოგხედოს ვიეჭვიანებ !

გოგონასკენ დაიხარა და გრძელი სწორი თმები ზურგზე გადაუგდო , ტუჩები ტუჩებზე შეახო, ცალი ხელი ხელზე მოკიდა , კოცნა არ შეუწყვიტავს ისე ამოაძვრინა პატარა ყუთიდან ბეჭედი და გოგონას მარჯვენა ხელის თითზე გაუკეთა

-ეს რა არის?
დაიჩურჩულა ანამ

ბიჭი წამით მოსწყდა ანას ტუჩებს და ამჯერად თვალი თვალში გაუყარა

-ანა

ისევ დაუარა გოგონას ჟრუანტელმა , როგორც ყველა ჯერზე როდესაც მამაკაცი მის სახელს წარმოსთქვამდა ასე ხავერდოვნად

-მინდა მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო

გოგონას შერცხვა, ალბათ გაწითლდა კიდეც

-მინდა ჩემი ცოლი იყო! მინდა ოფიციალურად დავქორწინდეთ

ანას ცრემლი მოადგა , თითქოს ხმაც წაუვიდა

მამაკაცს ისევ ეჭირა მისი თხელი ხელი

-გამომყვები ცოლად ?

-იოანე…..
ძლივს დაიწყო საუბარი

-გახდები ჩემი ცოლი ანა ?

-შენ ეს გინდა ?
თვალებში შეხედა

-ყველაფერზე მეტად ! შენ ? შენ გინდა ?

-ყველაფერზე მეტად !

ფეხის წვერებზე აიწია ანა და იოანეს ქვედა ტუჩს შეეხო

-ეს ნიშნავს , რომ …

-თანახმა ვარ ! მინდა შენს გვერდით გავატარო მთელი ცხოვრება იოანე

ბიჭმა მთელი ძალით ჩაიკრა გულში და ხელში აწეული ოდნავ დაატრიალა

-იოანე ! თავბრუ დამეხვა !

-მგონი ჯერ ვერ წავალთ!
ხელში ბოლომდე აიტაცა კაცმა

-რატომ?

-რაღაც საქმე გამომიჩნდა!

ხელში აყვანილი მიიყვანა საძინებლის კარამდე

-იოანე! ძლივს ჩავიცვი

-არაუშავს ყველაფერს არ გაგხდი

იოანეს ჩაეცინა ანამ კი მკლავზე უჩქმიტა

-სწრაფად მოვრჩებით პატარავ!

ანას სხეული საწოლზე დააწვინა და თავად გადაიძრო პერანგი წელს ზემოთ…..


…..

იოანეს მეგობრები უკვე ადვილზე იყვნენ წყვილმა რომ რესტორანში შეაბიჯა

-აქეთ ბატონო

წინასწარ დაჯავშნილი მაგიდისკენ მიუთითეს მამაკაცს
ანამ მაგრად მოუჭირა ხელი ხელზე

-ძლივს

მაგიდისკენ მიმავალთ ახალგაზრდა მამაკაცი შემოეგებათ

-დიდება შენს გამოჩენას ძმაო
პირველი იოანეს გადაეხვია , შემდეგ კი მზერა ანასკენ გადაიტანა

-დათო გაიცანი , ეს ანაა

ბიჭმა თავაზიანად დაუკრა თავი ანას

-სასიამოვნოა ბევრი მსმენია

და მზერა ისევ მეგობრისკენ გადაიტანა

-ცხოვრებაში ბევრად ლამაზი ხართ ვიდრე ეკრანზე

მაგიდიდან კიდევ ერთი გოგონა წამოდგა, წამში გაჩნდა ანასთან და როგორც დიდი ხნის ნაცნობს ისე გადაეხვია

-ეს სესილია დათოს შეყვარებული
გადაუჩურჩულა იოანემ

-სასიამოვნოა

ცდილობდა ანა დაძაბული არ ყოფილიყო ახალგაზრდების გარემოცვაში
იოანემ სკამი თავად გამოუწია რომ მის გვერდით დამჯდარიყო

-აბა ძმაო გვითხარი რა ხდება ახალი

იოანემ კიდევ ერთხელ გადახედა ანას

-ვქორწინდები დავით

ბიჭს გაშლილი ხელსახოცი ხელში შერჩა , გაოცებული იყო სესილიც

-როგორ ?

-იმ ქალზე ვქორწინდები ვინც მთელი შეგნებული ცხოვრებაა მიყვარს

ანას ხელს თავისი ხელი დაადო ზემოდან

-შენ კი მეჯვარე ხარ

-ღმერთო , აზრზე ვერ მოვდივარ

-რა ძალიან მაგარია
წამოიყვირა სესილიმ

-გილოცავთ მთელი გულით

-მეც გილოცავ ჩემო ძმაო ! შენს გვერდით მიგულე !
ხელი გაუწოდა დათომ



სულ რამდენიმე დღე დასჭირდა ანას იმისთვის , რომ დედისთვის და ერთადერთი მეგობრისთვის საკუთარი მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ეცნობებინა , მამა დაახლოებით შვიდი წლის წინ წავიდა ემიგრაციაში სხვა ქალთან ერთად და მას შემდეგ არც კი გასჩენია სურვილი ანასთან კონტაქტზე გამოსვლის , გულის სიღრმეში სულ ელოდა გოგონა მამის დაბრუნებას თუმცა არა და არ დადგა ეს დღე!
მეგობრებს რაც შეეხება , დიდ ქალაქში გადმოსვლის შემდეგ თითქმის ყველა შემოეცალა , მხოლოდ ევა წილოსანი შემორჩა ბავშვობის ტკბილი მოგონებებიდან , სწორედ მას თხოვა მეჯვარეობა

დილიდან შფოთავდა ანას გული და გომება, ბაგა ბუგი გაუდიოდა გულს , თითქოს ჰაერიც არ იყო საკმარისი არც ოთახში , არც აივანზე.
თეთრ ტანზე მოყვანილ გრძელ კაბაში გამოწყობილი სარკის წინ საკუთარ თავს უცქერდა
კაბის გრძელი ქალთევსაზავით კუდი კიდევ უფრო კვეთავდა ანას სხეულის ლამაზ ფორმებს , პატარა მრგვალი მუცელი ალბათ ბევრს ზედმეტი ცხიმი ეგონებოდა , ბევრი ვერც ვერაფერს შეამჩმევდა , თხელი წაბლისფერი თმები მოშიშვლებულ ზურგზე ლამაზად ეშვებოდა , თავზე მარგალიტებით გაფორმებული თმის სარჭი ჰქონდა დამაგრებული
სრულყოფილი იყო მისი სილამაზე , თუმცა მაინც არ ჰქონდა ანას შეგრძლება იმისა რომ ლამაზი იყო
მაკიაჟის ბოლო დეტალებს ასრულებდა ევა , რამდენჯერმე ჩამოატარა ფუნჯი ანას სახის ყვრიმალებს
-ესეც ასე , აბა კარგად დამენახე

ანა სახით მეგობრისკენ შეტრიალდა
ევა კმაყოფილი იყო საკუთარი შემოქმედებით

-მშვენიერი ხარ !
-ასე გგონია ?
-კი არ მგონია ვხედავ ! ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ ვინც კი მინახავს

-ძალიან ვღელავ ევა

ხელებს ძლივს იმორჩილებდა გოგონა , მეგობარი მიუახლოვდა და ანას ხელები ხელში დაიჭირა

-ღელვის დრო არ არის! ხელებით თმებზე მოეფერა
-იმ კაცს მიყვები ცოლად ვინც მთელი ცხოვრებაა გიყვარს ! ბედნიერი უნდა იყო ამ წამიდან მთელი ცხოვრება ანა !
ევას თვალები აუწყლიანდა და მეგობარს მოეხვია .

კარზე ფრთხილი კაკუნის ხმამ დააცილა ორი ერთმანეთზე გადაფსკვნილი სხეული ერთმანეთს
კარს იქით იოანეს ბოხი ხმაც გაისმა

-შეიძლება შემოვიდე ?

ანას გულმა უფრო გამალებით დაიწყო ძგერა

-შემოდი ! შენი საცოლე მზად არის

გასძახა ევამ

იოანეს არცერთი წამი აღარ დაუკარგავს , კარი გამოაღო და სწორედ ის ნანატრი კადრი დაინახა , რომელსაც ალბათ მთელი ბავშვობა წარმოიდგენდა საკუთარ გონებაში, ასე ნანატრი, ასე სასურველი !
საყვარელი ქალი ! ქალღმერთივით მშვენიერი , თეთრ კაბაში , ანგელოზივით მშვენიერი იდგა მის წინ , მის მოლოდინში, მისი შვილით მუცელში
მზერა გაუშტერდა , გულში სასიამოვნო რითმული ფეთქვა იგრძნო , ძლივს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ანასკენ

-აბა რას იტყვი, ხომ მშვენიერია

ევას ხმამ გამოაფხიზლა

-სიტყვები არ მყოფნის!
უკვე ანას წინ იდგა

-მართლა მოგწონს?
თვალებში შესციცინებდა გოგონა

-ყველაზე და ყველაფერზე მეტად მშვენიერი ხარ !

ანას ხელი ხელში მოიქცია და საკოცნელად დაიხარა


….

ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს , წვიმიანი , ცივი დღე იყო თუმცა ანას ისეთი შეგრძმებები ჰქონდა როგორც ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეს ! მთელს სხეულში სითბოს გრძნობდა , იოანეს ხელში საკუთარ მომწყვდეულ ხელს , თითზე იოანეს ნაჩუქარ ბეჭედს !
ბედნიერი იყო იმით რომ უფალმა კიდევ ერთი შანსი მისცა ცხოვრების, სიყვარულის , თავიდან დაბადების !
უფალი იყო იმის მოწმე რომ სწორედ ამ წამს მისი კურთხევით იოანე ამილახვარის კანონიერი ცოლი ხდებოდა!

ბევრი ხალხი არ ყოფილა ჯვრისწერაზე , ალბათ სულ 20 კაცი, ყველაზე ახლონი, ყველაზე სასურველნი.

როდესაც ეკლესიიდან გამოდიოდნენ იოანე უფრო მაგრად უჭერდა ხელს ხელზე

-მიყვარხარ !
მისი მზერის ობიექტი მხოლოდ ანა იყო

-მიყვარხარ !
ანაც ვერავის ხედავდა სხვას !


….

-მაინც სად მივდივართ? რატომ არ მეუბნები!

საჭესთან იოანე იჯდა ანა კი გაუთავებლად ეკითხებოდა ერთი და იგივეს

-მოითმინე , ხომ გითხარი კახეთში

გოგონას ცნობისმოყვარეობას ბოლომდე არ აკმაყოფილებდა მამაკაცი

-კახეთში სად ?

-ძალიან ლამაზ სასტუმროში, მოგეწონება , ნახავ საკუთარი თვალით თუ ცოტას მოითმენ

ცერა თითით სახეზე მოეფერა

იოანეს ავტომობილი სასტუმროს პარკინზე გაჩერდა

ანას ჯერ კიდევ საქორწილო კაბა ეცვა , მამაკაცი დაეხმარა ავტომობილიდან გადმოსვლაში , ანას კაბის ბოლო ხელით ეჭირა

-უნდა გამომეცვალა , ძალიან მიჭერს

დაიწუწუნა გოგონამ

-მაგაზე შენ არ იღელვო! მე დაგეხმარები გახდაში

თვალი ჩაუკრა ბიჭმა

როგორც ახალდაქორწინებულ წყვილს განსაკუთრებით ყურადღებით მოემსახურა სასტუმროს პერსონალი

ხელში აყვანილი შეიყვანა იოანე ამილახვარმა ნომერში საკუთარი ქალბატონი

ანამ სურნელივანი სანთლებით და ყვავილებით გაფორმებულ ოთახს მოავლო მზერა

-ამ ყველაფერზე შენ იზრუნე?

-მე ვიზრუნებ ყველაფერზე რაც ბედნიერს გაგხდის !

ზუსტად საწოლის წინ ჩამოსვა გოგონა

-აბა როგორი გრძნობაა როცა უკვე გათხოვილი ქალი ხარ ?

მოშიშვლებულ ღრმა დეკოლტეზე კოცნა დაუტოვა ბიჭმა

-შენთვის როგორი გრძნობაა როცა უკვე ცოლიანი ხარ და ქალებს ვეღარ გაეპრანჭები?

იოანემ თითზე გაკეთებულ ბეჭედს დახედა

-ნუუ…. არამგონია ჩემი შარმი ამ ბეჭედმა შეაჩეროს

-იოანე!

-ჯერ კიდევ პატარა და სულელი გოგო ხარ ! საჩვენებელი თითი გულზე მიადო

-შეუშვი მაგ თავში , რომ არავინ მაინტერესებს იმ ქალის გარდა ვისზეც დღეს ვიქორწინე !

ანამ ისევ იგრძნო სასიამოვნო ჟრუანტელი მთელს სხეულში

მამაკაცი გოგონას ტუჩებისკენ დაიხარა

-იცი როგორი ლამაზი ხარ ?
ანას სახეზე ეფინებოდა იოანეს სუნთქვა საუბრის მომენტში

-იცი რამდენს ვოცნებობდი ამ დღეზე ?

გოგონას თვალები დახუჭული ჰქონდა , იოანე კი მის ტუჩებზე საკუთარ თითებს ათამაშებდა, ქვედა ტუჩი ცერა თითით ქვემოთ ჩამოსწია

-მენდობი?

ჩურჩულებდა გოგონას ყურთან

-საკუთარ თავზე მეტად !

-ჩემი არ გეშინია ?

-არ მეშინია

ანამ თვალუ გაახილა და მომენტალურად წააწყდა ბიჭის მწვანე ღრმა მზერას

-არასდროს გატკენ!
მთელი ვნებით სავსე დაეწაფა ტუჩებზე მამაკაცი, ანაც წამში აჰყვა მის ტემპს

იოანეს ხელებმა ანას ზურგს უკან კაბის ელვა შესაკრავთან იპოვეს გზა , წამში ჩამოსწია ბიჭმა ელვა , მის წინ გოგონას თეთრი ქორფა მკერდი გადაიშალა , უფრო მეტად მოუახლოვდა , სხეულებს შორის თითქმის აღარ იყო დაშორება, ანას წინ დაჩოქილმა გოგონას გრძელი ფეხები იატაკზე დავარდნილი კაბიდან ფრთხილად ამოაწევინა , ანა საწოლზე ჩამოჯდა , იოანე კი კოცნით ამოუყვა შიშველ ფეხებს სანამ თავადაც მოაღწევდა საწოლამდე გოგონამ სუნთქვა ვეღარ შეიკავა და ზურგით გადაწვა თეთრ ზეწარზე , ნელ ნელა აუჩქარებელი კოცნებით მოჰყვებოდა იოანე ანას სხეულს , თხელი თეთრი აბრეშუმის საცვალი სწრაფად მოშორდა ანას და მამაკაცის ტუჩებმაც სწრაფად დაფარა სასირცხვო ბაგე, ანამ ხმის დამორჩილება ვეღარ მოახერხა
-ჩშშ მომენდე პატარავ, მინდა შეგიგრძნო!
ანას ხელებმა იოანეს თმებში მონახა ადგილი, ბიჭის ცხელ ვნებიან სუნთქვას ფეხებს შორის გრძნობდა, მამაკაცის ხელები მის შიშველ ფეხებზე ზემოთ ქვემოთ დასრიალებდა
-იოანე!
წელით ზეწარიდან ოდნავ ზემოთ წამოიწია გოგონა
-მინდიხარ პატარავ!
-სწრაფად მინდა გიგრძნო ჩემში იოანე!
ანამ ხელებით საკუთარ სახესთან მოიზიდა იოანეს სახე და ტუჩებში აკოცა
-კიდევ მითხარი
-ჩემს სხეულში მინდა გიგრძნო!
სწრაფად მოთავსდა ბიჭი ანას ფეხებს შუა , შარვლის ქამარს ანა დაეჯაჯგურა გასახსნელად
-მიყვარხარ ანა!
-მიყვარხარ !
პირველ მოძრაობას ორივეს ბაგედან ერთდროული ამოხვნეშა მოჰყვა ,თითები ანას თითებში ჰქონდა ახლართული მამაკაცს და წამის დაკარგვას არ აპირებდა ისეთი ვნებით სავსე ისაკუთრებდა კიდევ ერთხელ , და მრავალჯერ საყვარელი ქალის სხეულს, მაგრამ ყველა ჯერზე ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს პირველად აკეთებდა ამას !
ანას სხეული ყველა ტკივილს ივიწყებდა , ისეთი ცოცხალი იყო როგორც არასდროს , ისეთი სიამოვნების განცდა შეეძლო როგორც არასდროს, მხოლოდ იოანესთან გრძნობდა რომ როგორც ქალი ყოველ ჯერზე თავიდან იბადებოდა!



დილით თვალი რომ გაახილა საწოლში მარტო იყო, ირგვლივ კი ფერად ფერადი მინდვრის ლამაზი ყვავილები ჰქონდა
შიშველ მკერდზე თეთრი ზეწარი მიიფარა, ნელ ნელა წამოსწია თავი, სააბაზანოდან წყლის ხმა მოესმა , იოანე შხაპს იღებდა , აბურდულ აჩეჩილი თმები ხელით გადაიწია და ბავშვივით გაეღიმა გასული ღამის გახსენებაზე , მთელი ღამე არ გაჩერებულა იოანე, არ დაღლილა ანას სიყვარულში ჩაძირული, ბალიში გაისწორა და ზურგით მიეყრდნო , გოგონას ბაგეს ღიმილი არ მოშორებია , თვალწინ ედგა ყველა კადრი, ბედნიერი წამი და მომენტი!
ტუმბოზე დადებული მობილური აწკრიალდა , ანა ფიქრებიდან გამოვიდა და ეკრანს დახედა , დაფარული ნომერი რეკავდა თუმცა პროფესიიდან გამომდინარე ამას მიჩვეული იყო , სენსორს თითი გადაუსვა და მობილური ყურზე მიიდო
-გისმენთ
-ჭკუა ვერ ისწავლე ანა?
გოგონას ტანში გასცრა , სხეული ჯერ დაეჭიმა შემდეგ გაეყინა , თითები უკანკალდა, მობილური თავისით ჩამოსრიალდა ყურიდან ძირს აბურდულ ზეწარზე
-ანა !
ამაზრზენი ხმა ისევ განაგრძობდა მისი სახელის ხსენებას, აბაზანიდან კი წყლის წვეტების ხმაური ისმოდა
გოგონამ ძალა მოიკრიბა
-ვიცი რომ მიცანი!
-რა გინდა !
-ბოლო შეხვედრისას მეგონა შეთანხმებას მივაღწიეთ! გაგახსენო შენი სულელური პროფესიული გამოძიების გამო რა დაგემართა?
გოგონა ხმას ვერ იღებდა
-ანა !
-რა ჯანდაბა გინდა ! როგორ ბედავ და მირეკავ ავადმყოფო !
ბიჭის სიცილის ხმაზე ანას კიდევ ერთხელ გასცრა
-გეყოფა შეურაცხყოფა ! სხვა საქმეზე გირეკავ და შენთვის ჯობია მომისმინო !
-თქვი და შემეშვი!
-შენი აწ უკვე ქმარი
საშინელი შიში იგრძნო ანამ
-მეძებს , ხოდა შეეცადე ეგ პროცესი შეაჩერო , ნუ იმას აღარ გაგიმეორებ რაც მოხდება თუ ამას არ გააკეთებ ეგ ისედაც იცი !
-იოანე გეძებს ? რას ბოდავ! მან არაფერი იცის შენზე შე !
-ჯერ არ იცის მაგრამ შეიძლება გაიგოს , ამიტომ უნდა შეაჩერო და გითხარი სიტყვები გააკონტროლე როდესაც მელაპარაკები! ნუ მაიძულებ ვიყო ის ვის დავიწყებასაც ცდილობ!
-იცოდე თუ იოანეს რამეს დაუშავებ….
-ეგ შენზეა დამოკიდებული პატარავ ! ჭკვიანად და გკოცნი ბევრს
სრული სიჩუმე ჩამოწვა
ანამ პირზე ხელი მიიფარა გულის არევამდე ფანჯარასთან მისვლა რომ მოესწრო



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ვატყობ დაიძაბება ურთიერთობა. ძალიან კარგი თავი იყო❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

გამოდის ანამ იცის იმ მოძალადის ვინაობა?
არადა მახსოვს მხოლოდ ხმა ახსოვდა და სხვა არაფერი. ცოტა ავირიე.
ახლა უკვე ძალიან მინდა იოანემ ეს არაკაცი დასაჯოს ისე მწარედ, რომ სიკვდილს ნატრობდეს... სხვების გაუბედურება არ უნდა შერჩეს

 


№3  offline წევრი lillianna

სტუმარი ქეთა
გამოდის ანამ იცის იმ მოძალადის ვინაობა?
არადა მახსოვს მხოლოდ ხმა ახსოვდა და სხვა არაფერი. ცოტა ავირიე.
ახლა უკვე ძალიან მინდა იოანემ ეს არაკაცი დასაჯოს ისე მწარედ, რომ სიკვდილს ნატრობდეს... სხვების გაუბედურება არ უნდა შერჩეს

სალამი 8 თავი წაიკითხეთ, ფსიქოლოგთან საუბრის მომენტი , იქ ამბობს ანა ვინაობას გაკვრით . უფრო მეტ დეტალა გავშლი თანდათან

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აუ არ მომწონს ეს ადამიანი რა მაგარი თავი იყო და ბოლოს როგორ დაიძაბა უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი...ამ ორს ბედნიერება არ მინდა ჩაუშხამოს ძლივს ბედნიერები არიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი რუსა

ვფიქრობ კიდევ იყო რაღაც ანას ჭრილობა გამახსენდა მან კიდევ რაღაც დაუშავა ანას,ზღაპრის ბოლო აქ მაინც მინდა იყოს დაუვიწყარი და კარგი.

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთი

ქეთის ბრალია ყველაფერი მან წაიყვანა იქ მინდა იოანემ აგებინოს პასუხი

 


№7  offline წევრი Ია კამკამიძე

Გმადლობთ, კარგი იყო ????????

 


№8 სტუმარი ნია

შესანიშნავია მაგრამ ძალიან მეშინია კიდე არ გაუბედურდეს ანა კარგი ხართ გაიხარეთ მადლობა

 


№9 სტუმარი მკითხველი

lillianna
სტუმარი ქეთა
გამოდის ანამ იცის იმ მოძალადის ვინაობა?
არადა მახსოვს მხოლოდ ხმა ახსოვდა და სხვა არაფერი. ცოტა ავირიე.
ახლა უკვე ძალიან მინდა იოანემ ეს არაკაცი დასაჯოს ისე მწარედ, რომ სიკვდილს ნატრობდეს... სხვების გაუბედურება არ უნდა შერჩეს

სალამი 8 თავი წაიკითხეთ, ფსიქოლოგთან საუბრის მომენტი , იქ ამბობს ანა ვინაობას გაკვრით . უფრო მეტ დეტალა გავშლი თანდათან

სანდროს ძმაკაციო რომ ამბობს ეგ?

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთა

მკითხველი
lillianna
სტუმარი ქეთა
გამოდის ანამ იცის იმ მოძალადის ვინაობა?
არადა მახსოვს მხოლოდ ხმა ახსოვდა და სხვა არაფერი. ცოტა ავირიე.
ახლა უკვე ძალიან მინდა იოანემ ეს არაკაცი დასაჯოს ისე მწარედ, რომ სიკვდილს ნატრობდეს... სხვების გაუბედურება არ უნდა შერჩეს

სალამი 8 თავი წაიკითხეთ, ფსიქოლოგთან საუბრის მომენტი , იქ ამბობს ანა ვინაობას გაკვრით . უფრო მეტ დეტალა გავშლი თანდათან

სანდროს ძმაკაციო რომ ამბობს ეგ?

კი ეგაა

 


№11 სტუმარი EtOO

ამის გაგრძელება აღარ იდებააა?????

 


№12 სტუმარი mari

შეიძლება ავიღო?

ძალიან კარგად წერთ საოცარი ფიკია ველი ახალ თავს❤️

 


№13 სტუმარი ნია

გაგრძელება ხომ ექნება არ დაგვტოვოთ

 


№14 სტუმარი სტუმარი Tusa

,,ოცნებებთან ასე ახლოს” აღარ გაგრძელდება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent