მარტო' სული 11 თავი
-აქ არ უნდა მომეყვანე- ბრაზნარევი ტონოთ, უმისამართოდ თქვა თორნიკემ და ნიცასკენ მიიხედა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. ,,რა უნდა გავაკეთო ახლა?!" გაიფიქრა თორნიკემ და ქამარში გარჭობილი იარაღი ნელი მოძრაობით მოიმარჯვა ხელში -რის გაკეთებას აპირებ?- დაიძაბა ნიცა როცა თორნიკემ იარაღი გადატენა -შენი აზრით?- აგრესიული ტონით ჰკითხა თორნიკემ და მანქანა ადგილიდან დაძრა, უკანა მიმართულებით -მათ ვერ გაუმკლავდები -ვიცი -მაშინ რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?- ინტერესით ჰკითხა ნიცამ და ცივი მზერა მის პროფილს მოაყინა -შენს გადარჩენას ვცდილობ!- დაუფიქრებლად უპასუხა თორნიკემ და ინსტიქტურად მისკენ მიიხედა -პოლიციაში მამაჩემის გამო წავედი... - აქამდე რატომ არ მითხარი- ავარდა თორნიკე და მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა -საჭიროდ არ ჩავთვალე- უემოციო ტონით უთხრა ნიცამ და როცა გაცეცხლებულმა ბიჭმა მანქანა ეზოში შეიყვანა ბრაზნარევი ტონით ჰკითხა- ახლა რა მოხდება? ისევ შენს ოთახში გამომკეტავ ამ კაცის გამო? -წესირად რომ აგხსნა ყველაფერი, მე და შენ ახლა აქ ვიქნებოდით... -არასდროს დასრულდება არა?- თვალები ცრემლებით აევსო ნიცას და სანამ დაბნეული თორნიკე რამეს ეტოდა მანქანიდან მშვიდად გადავიდა, გულგრილად მიესალმა ზურას და ატირებული სახლში შევიდა. იმის მიუხედავად, რომ თორნიკეს, მთელი არსებით სძულდა ზურა, მის მიმართ მაინც სიმპათიით იყო განწყობილი. პატივს სცემდა როგორც კარგ პოლიტიკოს და წარმატებულ ბიზნესმენს, მაგრამ არა როგორც ადამიანს, რადგან ზურა ადამიანად წოდებას არ იმსახურებდა. საშინლად დაიძაბა ანდრია როცა თორნიკემ დაურეკა და აგარაკზე მისვლა სთხოვა -მოხდა რამე? -მამაშენია აქ -მანდ რა უნდა?! -მე რა ვიცი, რომ მოვედი ეზოში დამხვდა თავის ბიჭებთან ერთად -გითხრა რამე? -არა -უეჭველი კამერის ჩანაწერების გამო მოვიდა, ეტყობა არ სჯერა რომ ვახოს სიკვდილის დროს მანდ ვიყავით მე და შენ -დაიკ*დე. ახლა სხვა პრობლემა გვაქვს -რა ხდება -ახლა სად ხარ? -სახლში...უკვე გამოვდივარ -ნიცაა აქ -რას ბოდავ -რაღაც მოხდა და იძულებული გავხდი აქ მომეყვანა... არ მეგონა მამაშენიც აქ თუ იქნებებოდა -რამეს ხომ არ მიხვდა? -არამდგონია -კაი მიდი ნახევარ საათში მანდ ვარ- აღელვებული ხმით უთხრა ანდრიამ და ტელეფონი ნაჩქარევად გაუთიშა. ..... ანდრიას მისვლის შემდეგ აგარაკზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რადგან ზურამ ღამით იქ დარჩენა გადაწყვიტა. -ეს თორნიკეს სახლია... უფლება არ გაქვს აქ მაშინ მოხვიდე როცა მოგინდება! თან როგორც ვიცი დღეს აქ არავის დაუპატიჟებიხარ! ასე რომ დროა წახვიდე- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა ანდრიამ ირონიულად მომღიმარ კაცს და ზიზღით სავსე მზერით თვალებში ჩააცქერდა -თორნიკე რაც აქვს ყველაზერი ჩემი წყალობით აქვს!-ცინიკური ტონით უთხრა ზურამ გაგიჟებულ ბიჭს და თორნიკეს გახედა- იმედია წინააღმდეგი არ იქნები ამაღამ რომ აქ დავრჩე? -არა რა თქმა უნდა- ცივად გაუღიმა თორნიკემ და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა -შენი წყალობით? აზრზე ხარ რას ბოდავ?- გაბრაზდა ანდრია -მშვიდად-თვალები დაუბრიალა თორნიკემ მეგობარს და კაბინეტში შეიყვანა სალაპარაკოდ -ვაბშე საიდან აქვს შენი სახლის გასაღები? ან რა უფლებით... -გეყოფა!-წამოენთო თორნიკი- ნუ გავიწყდება ვინ ვარ მე და ვინ არის მამაშენი... -შენ ნუ გავიწყდება... -ანდრია! გეყოფა!-სიტყვა გააწყვეტინა თორნიკემ- არ იცი რა შეუძლია მამაშენს?! -ვიცი -მაშინ შეწყვიტე მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ის გააკეთე რაც მას სურს -უფლებას ვერ მივცემ რომ შენი ცხოვრებაც ისევე აკონტროლოს როგორც ჩემი -ახლა მისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა არცერთს არ გვაქვს ასე რომ ჯობია ორივე დამშვიდდეთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ იცი რაც მოხდება?! -ამის დედაც შევ*ცი ამის დედაც -უმისამართო გინება დაიწყო ანდრიამ და ოდნავ რომ დამშვიდდა ნიცას ამბავი დაწვრილებით მოაყოლა თორნიკეს- ჯანდაბა, რატომ თავიდანვე არ გითხრა რისთვის იყო პოლიციაში მისული? ახლა ხომ ასეთ რთულ სიტუაციაში არ ვიქნებოდით?! -ეტყობა მოწონს რთულს სიტუაციებში ყოფნა-ირონია გაერია ხმაში თორნიკეს -პრობლემებს ეძებს-გაეღიმა ანდრიას და სიგარეტს ნაჩქარევად მოუკიდა -ახლა რა ვქნათ?... ვგულისხმობ თუ ღამე მამაშენი მართლა აქ დარჩა -აზრზე არ ვარ-მხრები აიჩეჩა ანდრიამ და სიგარეტის ახლად გაკიდებული ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა. შვებით ამოისუნთქა თორნიკემ როცა გვიან ღამით ბათუმში წავიდა ზურა თავის ბიჭებთან ერთად. -რა მოხდა?- გაუკვირდა ანდრიას როცა სამზარეულიდან მისაღებ ოთახში გამოვიდა და თორნიკეს გარდა აღარავინ დახვდა -შენმა ძმამ დაურეკა მამაშენს და ნაჩქარევად წავიდა, მგონი რაღაც სერიოზული მოხდა -ეგ გამ*სირებული ჩემი ძმა არ არის, ჩემი ძმა შენ ხარ!-მომღიმარი სახით უთხრა ანდრიმ დაძაბულ ბიჭს და მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა-ერთადერთი ადამიანი ვინც დედაჩემის სიკვდილის შემდეგ გვერდით დამიდგა და უფლება არ მომცა ჭაობში ჩავფლულიყავი შენ ხარ! ასე რომ... იმ ნაბ*ჭვარს ჩემს ძმას ნუ ეძახი -კარგი-გაუღიმა თორნიკემ და ხელში შერჩენილი ღვინის ბოთლი გამოართვა -დავლიოთ რა... მაგრი დაგრუზული ვარ და მინდა განვიტვირთო -ძალიან გაბრაზებულია ჩემზე ნიცა, ასე რომ სახლში შენ უნდა წაიყვანო -სერიოზულად?- გაეცინა ანდრიას-არ მჯერა რომ ამას შენ მეუბნები, ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანის გრძნობები და ემოციები ფეხებზე ძაან მაგრად ჰკ*დია -შენ და ნიცა გამონაკლისები ხართ -და თათია? -თათიაც-კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ ძლივს გასაგონად უმისამართოდ თქვა თორნიკემ და ახლად გახსნილი თვინის ბოთლი სწრაფად მოიყუდა. საშინლად გაბრაზდა ნიცა, როცა საძინებლში შევლისთანავე ანდრიამ ცინიკური ტონით უთხრა -აი ისევ შევხვდით- და თავზე წამოადგა მომღიმარი სახით -შენთან ლაპარაკი არ მინდა თუ შეიძლება ოთახიდან გადი -აქ შენს წასაყვანად მოვედი... მაგრამ თუ დარჩენა გინდა დარჩი-მხრები აიჩეჩა ანდრიამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ გასცინებოდა -აუტანელო-თვალები დაუბრიალა ნიცამ და ოთახიდან სწრაფად გავიდა. სახლში დაბრუნების შემდეგ მოსვენება დაკარგა ნიცამ ვერაფრით იჯერებდა რომ იმ მკვლელების მიმართ ვისაც 2 დღე ღამის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ გაიტაცეს და შიშს და ზიზღს კი აეა სიმპათიას და პატივისცემას გრძნობდა. ,,რა მემართება?" ხშირად ფიქრობდა ხოლმე თავისთვის და საკუთარ დასმულ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობდა ხოლმე. მხოლოდ მაშინ დააღწია თავი იმ ორზე ფიქრს როცა მამასის შესახებ ახალი ინფორმაცია გაიგო. -როგორც იქნა იპოვეს- გახარებულმა ლილემ ტაში შემოჰკრა როცა კახამ პოლიციის ოფიცერთან საუბარი დაასრულა. -დროზე წავიდეთ საავადმყოფოში და წამოვიყვანოთ- ჩავარდნილი ხმით თქვა ნიცამ და ცრემლიანი თვალებით გახედა ნინა ბებოს რომელიც აივანზე სარეცხს ფენავდა -ბებოს რა უნდა ვუთხრათ? -სიმართლე- მხრები აიჩეჩა კახამ- რაღა აზრი აქვს რამის დამალვას? ისედაც ხომ ყველაფერს გაიგებს როცა სიფათგანგრეულ რეზის მოვიყვანთ სახლში? -კახა მართალია- დაეთანხმა ნიცა- ჯობია ბებო დავსვათ და ყველაფერი მშვიდად ავუხსნათ. თორემ პირდაპირ სიფათგანგრეული შვილი რომ მოვუყვანოთ სახლში, შეიძლება გულის შეტევა მიიღოს. 1111 1111 სამსახურიდან გვიან ღამით დაბრუნებული ნიცა საშინლად დაიძაბა, როცა მის კორპუსთან მდგომი თორნიკე დაინახა, რომელიც მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი სიგარეტს მშვიდად ეწეოდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას. -აქ რას აკეთებ?!- უინტერესოდ ჰკითხა ნიცამ, როცა მიუხლოვდა და ცივი მეზეა სახეზე მიაყინა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მომღიმარი სახით უთხრა -დაბდადების დღის გილოცავ- და სანამ დაბნეული გოგონა რამეს ეტყოდა ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა. ალკოჰოლის სუნამოს და სიგარეტის მძაფრმა ნაზავმა ცხვირი აუწვა ნიცას -აქ მხოლოდ ამის სათქმელად მოხვედი?!- ირონია გარეია ხმაში ნიცას -ვიცი ჩემგან საჩუქარს არ მიიღებ ამიტომ გადავწყვიტე რომ შენი ნივთები დაგიბრუნო უკან, ალბათ ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება შენთვის ჩემი მხრიდან- ძლივს გასაგონად უმისამართოდ თქვა თორნიკემ და მანქანიდან ზურგჩანთა და ფოტოაპარატი გადმოიღო. ნიცამ გულგრილად გამოართვა და მაშინვე ზურგი აქცია -ნიცა- თორნიკეს დაძაბულმა ხმამ ადგილზე გააშეშა გაღიზიანებული გოგონა- არაფერს მეტყვი? -მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან?- ცინიკური ტონით ჰკითხა ნიცამ და წამიერად მისკენ მიიხედა- გინდა რომ მადლობა გადაგიხადო იმ ნივთების დაბრუნებისთვის, რაც ისედაც მე მეკუთვნოდა? -არა, რა თქმა უნდა -მაშინ რა გინდა ჩემგან?-დაინტერესდა ნიცა- პირდაპირ მითხარი -შენ მინდიხარ-არეული ხმით უთხრა თორნიკემ და როცა გაცეცხლებულმა გოგონამ სახეში ხელი მთელი ძალით გაარტყა მაშინვე მკლავებში მოიმწყვდია და ტუჩებზე დააცხრა. ჰკოცნიდა მთელი გრძნობით, ვნებით, ემოციით სიყვარულით. წამიერად თავი დაკარგა თორნიკემ, მაგრამ მალევე მოვიდა აზრზე და მაშინვე უკან დაიხია -მაპატიე-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა თვალებაწყლიანებული გოგონასთვის და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა. იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა ნიცა თავი მაინც ვერ შეიკავა და სიმწრის ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ სახეზე -ამის დედაც, ამის დედასაც შევ*ცი-უმისამართო გონება დაიწყო თორნიკემ როცა სიტყვის უთქმელად აქცია ზურგი ნიცამ და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. კარგა ხანს დაბოდიალობდა ნიცა ქუჩაში და მომხდარის დავიწყებას ცდილობდა. იმის მიუხედავად რომ თორნიკეს მიმართ არ გრძნობდა ზიზღს, არც შიშს და სიძულვის მის მიმართ აგრესია კიდევ უფრო გაუმძაფრდა. ლილეს უეცრამა ზარმა შეაკრთო -სად ხად ამდენი ხანი? -მოვდივარ -წინაზეც ასე გვითხარი და... -მოვდივარ გზაში ვარ! -თუ გინდა კახას ვეტყვი და გაჩერებასთან დაგვხვდება -არ მინდა! ახლა მაგის ნერვები არ მაქვს -კარგი -როდის მოვიდა? -ახლახანს -მამა სახლშია? -კიიი -ფხიზელია? -არა -კაი მიდი- ნაჩქარევად უთხრა და გაუთიშა. სახე წაეშალა როცა კორპუსთან მისულმა ანდრია დაინახა რომელსაც ერთ ხელში ერთი ცალი წითელი ვარდი ხოლო მეორეში სასაჩუქრე ყუთი ეჭირა -არასდროს დასრულდება არა?- მიახლოებისთანავე ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ნიცამ და ზიზღით სავსე მზერით თვალებში ჩააცქერდა, მისმა ქცევამ და სიტყვებმა ისე დააბნია ანდრია რომ კარგა ხანს ხმის ამოღება ვერ გაბედა -მოხდა რამე? -რატომ მოხვედი? -მინდოდა დაბადების დღე მომელოცა შენთვის, მაგრამ როგორც ჩანს ხასიათზე არ ხარ... საჩუქარს მოგცემ და წავალ- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ანდრიამ და ტელეფონი გაუწოდა. ნიცამ არ გამოართვა- შენი ტელეფონია!- გაეღიმა ანდრიას -.... -ვიცოდი ახალს არ გამომართმევდი ამიტომ შენს დალეწილ ტელეფონს ეკრანი შევუცვალე, საბედნიეროდ მუშაობს -მართლა?- აღფრთოვანება ვერ დამალა ნიცამ და მაშინვე გამოერთვა ტელეფონი- მადლობა-გულწრფელი ემოციით უთხრა და გაუღიმა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.