თბილისური ისტორია [სრულად]
სვლა შეანელა. ნაწვიმარ, ლამპიონის მკრთალი შუქებით განათებულ გზას თვალი მოაშორა. თავი ზემოთ ასწია და მზერა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარი პატარა კაფისკენ გააპარა. წამით შეჩერდა. ქურთუკის ჯიბეში გაყინული ხელებით სიგარეტს დაუწყო ძებნა. - უხ, შენი... - ნერვებმოშლილმა ჩაიჩურჩულა და ძებნა შარვლის ჯიბეებში განაგრძო. ძლივს ამოაცურა უკანა ჯიბიდან და ხელის კანკალით მოუკიდა. მთელი ტანით ცახცახებდა — ვერ გაეგო, სიცივის ბრალი იყო თუ... თვალები დახუჭა, სიგარეტის კვამლი გარეთ გამოუშვა და თითქმის სირბილით გადაჭრაქუჩა. კაფის ძველი, თუმცა ჩუქურთმებით მოქარგული ხის კარი შეაღო და იქვე გაჩერდა. სამი წელი. სამი სრული წელი გავიდა მას შემდეგ. ის ძველი, ნაცნობი სურნელი კი ისევ შემორჩენოდა შენობის ატმისფერ კედლებს. ნაცნობი მაგიდისკენ გააპარა მზერა. გული შეეკუმშა. ხაკისფერი შარფი ნელა მოიხსნა და ქურთუკთან ერთად იქვე, საკიდზე დაკიდა. ნელი ნაბიჯებით გაემართა მაგიდისკენ და თან მიმტანს გახედა. მანაც არ დააყოვნა და თვალით ანიშნა, „ახლავე მოვალო“. ძველებური ხის სკამი ფრთხილად გამოწია, დაჯდა და მიმტანის მოლოდინში ვერის ბაღს გახედა. ************ - წავიდა? - წავიდა - ჩუმად უპასუხა დავითამ და ჩაფიქრებული მზერა მთაწმინდას გაუსწორა. *********** 2015 წლის დეკემბრის დასაწყისი იდგა თბილისის ქუჩებში. უფრო კონკრეტულად, 2015 წლის 8 დეკემბრის სამშაბათი დღე იყო. გარეთ უსაშველოდ წვიმდა. შავმა მერსედესმა მელიქიშვილიდან ჩამოუხვია და ვერის ბაღთან უცებ შეჩერდა. მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, შიგნით მჯდომს მიაძახა: „საღამოსდაგირეკავო!“ და იქვე მდგარ პატარა კაფეში სირბილით შევარდა. როგორც კი წვიმისგან მოფარებულ ადგილას ამოყო თავი, მძიმე სუნთქვით წინ დაიძრადა პატარა ოთახში გაუჩინარდა. *********** ნინიმ სირბილით აირბინა ხუთსართულიანი კორპუსის კიბეები, კარი სწრაფად შეაღო დაგაკვირვებულ ნატას ხელში გაზეთი მიაჩეჩა. ნატამ მზერა ჯერ ნინის გაუსწორა, შემდეგ კი გაზეთს. „დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზირზე. რა გახდა წყალბურთელი ერეკლე ამირეჯიბისა და კალათბურთელი საბა ცისკარაძისდაპირისპირების მთავარი მიზეზი?!“ ნატამ მეხუთე გვერდზე არსებული სტატია სწრაფად ჩაიკითხა. აკანკალებული ხელებიდან გაზეთი გაუცურდა და ძირს დავარდა. ნინიმ ფრთხილად სკამზე დასვა და წყალი მიაწოდა. - ტელეფონი მომაწოდე - ნინიმ ტელეფონი აიღო და სანამ ნატას მიაწოდებდა რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. - ნატ, იქნებ არ...- ნატამ ცივად შეხედა და ნომრის აკრეფა დაიწყო. ორი გაბმული ზარის შემდეგ ტელეფონში ნაცნობი ხმა გაისმა, მაგრამ ეს ის ხმა არ იყო.. - მარიკა დეიდა გამარჯობა, ლილე სად არის? - გამარჯობა ნატალი - მარიკა გაჩუმდა, თუმცა მალევე დაირღვა სიჩუმე - უკვე წავიდა. ვერ გავაჩერეთ. ტელეფონი არ წაუღია - ნატას ყურებში დაუგუბდა, სიმწრისგან ჩაეცინა, მარიკას დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. გაყინული მზერით იქვე მდგარ ნინის გახედა,რომელიც ნერვიულად ირწეოდა აქეთ-იქეთ. - არც კი დაგვემშვიდობა. ესე იგი ასე ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტა ყველაფერი ასე დაასრულოს - ცინიკურად ჩაიცინა ნატალიმ და გულმკერდში ყრუ ტკივილი იგრძნო. - გაიგებდა? - არ ვიცი - აიქნია ხელი ნატამ და იქვე მდგარი ჭიქიდან წყალი მოსვა. *********** თბილისი პატარა ქალაქია. მით უფრო პატარავდება, როდესაც ამ ქალაქს შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი ტოვებს.. *********** ნინი კვარაცხელია, ნატალი რაზმაძე,ბექა ავალიანი, დავით ცერცვაძე, ლილე პირველი, საბა ნოზაძე და ანანო ონიანი - ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. ნინიმ, ლილემ და საბამ ჯერ კიდევ ბაღში გაიცნეს ერთმანეთი და იქვე დამეგობრდნენ. სათამაშოს თხოვებით და ტკბილეულობის გაზიარებით სავსე ბავშვობა, კლასელობაში და შემდგომ უკვე კურსელობაშიც გადაიზარდა. სკოლაში მათ სამეგობროს ანანო ონიანიც შეემატა, ხოლო უნივერსიტეტის პირველ კურსზე ნატალი, ბექა და დავითი შეუერთდნენ. საქმე ისე იყო, რომ მათი ოჯახებიც ერთმანეთს ემეგობრებოდნენ და ეს ჯაჭვი წლების განმავლობაში არ დარღვეულა. *********** ნოემბერი იწურებოდა. ბექას სახლში, ღუმელთან შემომსხდარიყვნენ გოგოები. საფერავის დაგემოვნებასთან ერთად, მათისიცილი და ჭორაობისგან აბურდული სიტყვები მთელ სახლში ისმოდა. კარზე გაბმული კაკუნი გაისმა. ნინიმ კარი გააღო და იქ გაღიმებული დავითი დახვდა. თვალებს არ უჯერებდა. გაოცებისგან შეხტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მისკენ გაექანა. ხმაურზე ყველა გარეთ გამოვარდა - ვააა, დავით ჩამოხვედი ტოო? - სიხარულისგან შესძახა ბექამ და ახლა უკვე ყველა სათითაოდ გადაეხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს. იქვე მდგარ ნინის თაფლისფერი თვალები ცრემლებისგან უბრწყინავდა. - რა ქენი როგორ მოიარე უკრაინა? ვინმე ხო არ ჩამოიყვანე? ვინმე ქერა, გრძელ ფეხება? ჰა? - სიცილით ჰკითხა უკვე დასვენებულ და გამთბარ მეგობარს საბამ. ნინიმ საბას წყენით გახედა. საბას გაეცინა და მალევე დაამატა - კაი ტო, ვხუმრობ ხო იცი. შენზე უკეთესს ეს ასი წელი ვერ ნახავს ჩემო ნინუჩი - ნაწყენ მეგობარს თმა აუჩეჩა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. დავითმა მონატრებულ შეყვარებულს ხელი მოჰხვია და მშვიდად დაიწყო თავისი 5 თვიანი „მოგზაურობის“ მოყოლა.. ჭავჭავაძის 23 ნომერში მდგარი ორ სართულიანი სახლიდან თბილი, საამო სურნელი და ახალგაზრდების სიხარულნარევი კისკისი გამოდიოდა... *********** ერეკლეს სასწრაფოდ მოუწია კანადიდან გამოფრენა. მისი გამზრდელი და ყველაზე სამაგალითო ადამიანი, ბებია - ნუნუ ამირეჯიბი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალბატონ ნუნუს მთელი ჭავჭავაძე იცნობდა. მისი ქალიშვილობის გვარი ამილახვარი იყო. ეს გენიალური ქალი თავად ქართლის თავადის შვილისშვილის შვილი გახლდათ, ამიტომმის ოჯახს ყველა იცნობდა — შორიდან თუ ახლოდან. ყველას უყვარდა ნუნუ. 46 წელი ემსახურა ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, როგორც ერთ-ერთი ყველაზეწარჩინებული და დამსახურებული პროფესორი. მის ხელში არაერთი მშვენიერი ადამიანი იყო აღზრდილი, ამიტომაც გასაკვირი არ იყო, რომ ამ ქალბატონის გარდაცვალება არა მხოლოდ ჭავჭავაძისთვის, არამედ მთელითბილისისთვისაც გულდასაწყვეტი გახდა. 10 დეკემბერს გასვენება უნდა ყოფილიყო. ამიტომ ჩქარობდა ერეკლე კანადიდან ჩამოფრენას. უნდოდა იქამდე მოესწრო ნუნუსთან გამომშვიდობება, სანამ საბოლოოდ გაუშვებდა მას. 7 დეკემბერს, ღამის 3 საათზე დაეშვა თბილისის აეროპორტში ერეკლეს თვითმფრინავი. არავინ იცოდა როდის ჩამოდიოდა. არავისთვის უთქვამს. მანტოს საყელო ფრთხილად გაისწორა. ჩემოდნებს ხელი მოკიდა და გარეთ გავიდა. წამით შეჩერდა, თვალი გარემოს მოავლო და ღრმად ჩაისუნთქა მონატრებული ჰაერი. რვა წელი. რვა წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც სამშობლო დატოვა. სიცივისგან გააჟრჟოლა. შინდისფერი ტაქსიდან მძღოლის მესამე დაძახებაზე ძლივს მოეგო გონს. - მეგობარო, მოდიხარ თუ არა - ერეკლემ ჩუმად გახედა, თავი დაუქნია და ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო. მძღოლის გვერდით მოთავსდა და მისამართი უკარნახა. ღამის თბილისის ქუჩებში მიდიოდა ნელა შინდისფერი ოპელი, სიგარეტის სუნით გაჟღენთილი მანქანიდან Cheat Baker-ის Almost Blue-ს წყნარი ჰანგები ისმოდა. მიდიოდნენ ჩუმად. არც ერეკლე იღებდა ხმას.. არც მძღოლი.. ორივე სადღაც, ფიქრებით სხვა სამყაროში დაფრინავდა.. ან იქნებ..ვინ იცის.. იქნებ მათი ფიქრები სადღაც ერთ წერტილში იკვეთებოდა კიდეც.. *********** ლილემ უკვე მესამედ შეუკვეთა ჟოლოს ჩაი. მიმტანს გაეღიმა და თავი დაუკრა.. ბიჭი ოთახიდან სანდრო ავალიანთან ერთად გამოვიდა. ეს პატარა, მყუდრო კაფე სწორედ სანდროსი იყო. ლილეს წიგნის სტრიქონებისთვის თვალი არ მოუცილებია - კაი ერეკლე ძმაო, ზეგ შევხვდებით - მადლობა - ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით უპასუხა აქამდე უცნობმა ბიჭმა სანდროს. ბიჭებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ერეკლემ კაფე დატოვა. ლილემ მეხუთედ გაწყვეტილ აზრს თავი ვერ მოაბა და მეექვსედ დაიწყო აბზაცის კითხვა. გარეთ გამოსულმა ერეკლემ ფანჯარასა ჩაუარა. სამიოდე ნაბიჯით გასცდა.. უცებ გაჩერდა.. რამდენიმე ნაბიჯით უკან დაბრუნდა და კაფის შიგნით მჯდომ გოგონას დააკვირდა.. ჩალისფერი გრძელი თმა, კრემისფერი ყელიანი ჯემპრი, გრძელი ლამაზი თითები, რომლებსაც წიგნის ყრდაზე თითქმის შეუმჩნევლად ათამაშებდა... ძალიან ახლობელი, ძალიან ნაცნობი შეგრძნება დაეუფლა ბიჭს..თვალები მძიმედ დახუჭა და ზამთრის ცივი, სუსხნარევი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა.. ნელა გაახილა თვალები.. ლილე ისე იყო „ანა კარენინას“ სტრიქონებში ჩაფლული, რომ ვერც კი გაიგო როგორ ათვალიერებდა რამდენიმე მეტრის იქიდან ბიჭი და როგორ ნელა ეპარებოდა ამ ბიჭს ღიმილი. ერეკლემ თავი ჩახარა და ასე ღიმილით განაგრძო გზა.. *********** -მზად ხართ? - გამოსძახა დავითმა გოგოებს -პალტოს მოვიცვამ და წავიდეთ - უთხრა ლილემ და კარადიდან მუქი ლურჯი პალტო ჩამოხსნა გზაში თითქმის ხმა არ ამოუღიათ.. სევდანარევ სიჩუმეს დაემძიმებინა გარემო და მხოლოდ აქა-იქ გაბმული სიგნალი თუ არღვევდა მას.. მთელი თბილისი შეკრებილიყო ჭავჭავაძის ბოლოში... ცრემლი, სევდა, აგონია.. ყველა თავისებურად განიცდიდა.. შიგადაშიგ აქა-იქ ჩურჩული ისმოდა - ღირსეული ქალი იყო - დასანანია, თუმცა საწყალს ძალიან უჭირდა ბოლო წლებში ერეკლეს გარეშე ცხოვრება (ერეკლეს სწორედ ბაბუამისის, ასევე ერეკლე ამირეჯიბის სახელი დაარქვეს) - ღმერთმა აცხონოს - როგორ ყველას გვიყვარდა... ერეკლე ჩუმად იდგა.. ფერმკრთალი და სახეწაშლილი.. იდგა გაყინული სხეულით და ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა.. წარმოუდგენელი ტკივილი ახრჩობდა.. რამდენჯერ სთხოვა ნუნუმ ერთხელ მაინც ჩამოდი, მოგვენატრეო.. 8 წელი დაპირებებში გაატარებინა.. სულ ეუბნებოდა „კი ნუნუჩკა ჩამოვალ, ძალიან მალე ჩამოვალო“ ჩამოვიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.. ჩემი გული ხარო ეტყოდა ხოლმე ნუნუ და ერეკლეს რომ არ გაეგონა და შეემჩნია ისე ყლაპავდა ვეებერთელა ცრემლებს.. მაგრამ ერეკლემაც ხომ კარგად იცოდა, რომ ნუნუ ყოველდღე ტიროდა... ტიროდა მისი და ერეკლეს მონატრებისგან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 12 წლის წინ ნუნუს მისი ერეკლე – ცხოვრებისთანამგზავრი – დაეღუპა, მთელი სიყვარული პატარა ეკეში ჩააქსოვა. და ასე ათასობით კილომეტრით შორს მყოფ ერეკლესაც ძალიან ენატრებოდა მშობლიური სახლი, ადამიანები, სითბო.. მაგრამ ვერა და ვერ მოაბა ამ 8 წლის მანძილზე სამშობლოში დაბრუნებას თავი.. 16 წლის იყო ერეკლე პირველად კანადაში რომ გაუშვეს მშობლებმა. ერეკლეს მამა უშიშროებაში მუშაობდა იმ წლებში და ისე მოხდა, რომ დიდ შარში გაეხვია. ძალიან ეშინოდათ. ხშირად ემუქრებოდნენ პატარა ეკეს სიცოცხლის წართმევით. შავ-ბნელი დრო ადგა მაშინ ამირეჯიბების ოჯახს. ამირან ამირეჯიბმა, ეკეს მამამ, გადაწყვიტა ცოლ-შვილი ამერიკაში გაეშვა,მაგრამ ელენეს ძალიან უყვარდა ამირანი და უამრავი ცრემლისა და კამათის შემდეგ საბოლოოდ ქმრის გვერდით დარჩა. და აი ასე 2007 წლის აგვისტოში ერეკლემ საქართველო დატოვა. მარტომ. დატოვა საქართველო და თან წაიღო მოგონება პატარა ლილეზე. ლილე მაშინ 13 წლის გოგონა იყო. პატარა, ჭრელი სარაფნებით მოფარფატე. რამდენჯერ ჩაუვლია ერეკლეს ლილეს ეზოს მოპიდაპირედ ველოსიპედით ან ფეხით.. ჩაივლიდა და გააყოლებდა ხოლმე თვალს, ეზოში ნინისთან, ანანოსთან ან საბასთან ერთად მოთამაშეს.. სულ თავისი კისკისით ავსებდა და აჟრიამულებდა მთელ ეზოს.. ერეკლე კი უბრალოდ იდგა და შორიდან ჩუმად უყურებდა ხოლმე.. ერთხელ ნუნუს ჩუმად ყურში უჩურჩულა ლილეზე და თხოვა არავის მოუყვეო.. მეორე დღეს ნუნუმ ერეკლეს ლილესთან პატარა, თავისი ხელით მოქსოვლი ნარინჯისფერი ჩანთა გაატანა.. აჩუქეო.. სახლიდან სიხარულით გასულ ერეკლეს ღიმილით გააყოლა თვალი და ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა..“როგორ გაიზარდა“ გაიფიქრა თავისთვის ნუნუმ. იმ ზაფხულის საღამოს, ამერიკაში რომ მიფრინავდა, სახლის კიბეები ჩქარა ჩაირბინა და ქუჩაში გულამოვარდნილი გამოვარდა.. გეზი ლილეს ეზოსკენ ჰქონდა აღებული.. უნდოდა ეთქვა, რომ მიდიოდა.. რომ მოენატრებოდა.. რომ არ ეტირა.. რომ ეზოში აღარ დალოდებოდა.. რომ ჟოლოს ნაყინებს ვეღარ მოუტანდა.. მაგრამ ლილე არ დახვდა. 3 დღის წინ წაეყვანათ საზაფხულოდ სოფელში. და ასე.. აქოშინებული და დამწუხრებული იდგა ერეკლე ლილეს ეზოში.. ხელში გვირილების პატარა თაიგულით.. გვირილები ლილეს სახლის კართან დატოვა და ისე გამობრუნდა, რომ უკან აღარც მიუხედავს.. ყმაწვილური, ნელ-ნელა ვაჟკაცობაში გადასული ხასიათი არ აძლევდა ტირილის საშუალებას, თორემ იმ მომენტში ვეებერთელა ცრემლები ახრჩობდა.. ის თაიგული მეორე დღეს მეეზოვემ ნაგავში მოისროლა.. იდგა ახლა ასე.. ისმენდა უცნობი თუ ნაცნობი ადამიანების სიტყვებს და გონებით იქ სადღაც შორეულ წარსულში დაფრინავდა.. ალბათ კიდევ დიდხანს დარჩებოდა მოგონებებში.. რომ არა გრილი, მაგრამ ოდნავ სიტკბო ნარევი სურნელი, რომელიც ნიავმა მოიტანა და მისი სიცივისგან გაყინული გონების გათბობა დაიწყო.. თავი ოდნავ გაარხია, რეალობაში გამოერკვა და მზერა იქეთკენ მიაპყრო საიდანაც ეს სურნელი მოდიოდა. ვერ დაინახა. ზურგით იდგა. მუქი ლურჯი პალტო, გრძელი შავი ჩექმები. ჩალისფერი გრძელი, ნახევრად ტალღოვანი თმა, რომელსაც ნიავი ოდნავ არხევდა. უცებ გოგონა შემოტრიალდა და ერეკლესკენ დაიძრა.. მასთან ერთად 6 ახალგაზრდა მოდიოდა. იოანე ნელა მიიწია ერეკლესკენ და თვალით ანიშნა. ნაცნობი სახე..სახეები რაღაც ძალიან ნაცნობი.. გონებაში ისევ აზრთა კორიანტელი წარმოიშვა.. აზრები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და გასასველ გზას ვეღარ პოულობდნენ.. ერთადერთი რაც ერეკლეს ახლა აინტერესებდა ის იყო, გონება და გული ხომ არ ღალატობდა... ისინი იყვნენ თუ... ბოლომდე ვერავის ცნობდა.. მხოლოდ მივიწყებული, მაგრამ ნაცნობი შეგრძნება უხუთავდა სულს.. ან როგორ უნდა ეცნო.. ამხელა განშორებამ ყველანაირი მოგონება, რომლის საშუალებითაც მათ გახსენებას შეძლებდა წაშალა.. ერთადერთი რაც ახსოვდა მომენტები იყო..მომენტები და ისიც ფერმკრთალად.. სათითაოდ მიუსამძიმრეს.. წამით, სულ რაღაც ნახევარი წამით ლილეს და ერეკლეს მზერა გადაიკვეთა.. ერეკლემ გამორკვევაც ვერ მოასწრო ისე მიუახლოვდა ხალხის ახალი ნაკადი და ამდენ ადამიანში წუთის წინანდელი ფიქრები მალევე გადაავიწყდა.. *********** ტელეფონის საშინელმა წკრიალმა გააღვიძა ლილე. დაუხედავად უპასუხა და ცალი თვალით ფანჯარაში გაიხედა. ნინი გამალებული ეხვეწებოდა ლილეს გიგის საჩუქრის ასარჩევად გაყოლას.. ნახევარ საათიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ლილე გოგოებთან ერთად მანქანაში იჯდა. საშინელი საცობები იყო. თან როგორ აუტანლად ყინავდა.. ლილემ სტელასთან გააჩერა მანქანა და ნატა გადაუშვა ყავის მოსატანად.. სტელას ყველაზე გემრიელი ყავა ჰქონდა მთელ თბილისში. თან გოგოებიც გიჟდებოდნენ სტელაზე. როგორი სიხარულით ხვდებოდა ხოლმე თავის კუწკუწა გოგოებს - ასე ეძახდა ხოლმე. გოგოებმა სტელას ხელი დაუქნიეს და მანქანიდანვე მოიკითხეს. დაპირდნენ ამ დღეებში აუცილებლად შემოგივლითო. აღმაშენებელზე, შუქნიშანზე იდგნენ. ანანო თავისი ძმის ამბავს ყვებოდა, რომელიც ახლახანს პარიზიდან ვენეციაში გადაფრინდა და უკვე მესამე ცოლი გამოიცვალა. მანქანა გოგოების სიცილით აივსო.. - გიორგი სადაც ფეხს დადგამს, ყველგან ცოლი უნდა მოიყვანოს - სიცილით თქვა ნინიმ - გაგიჟებას არიან ჩემები. აღარ გაჩერდება ეგო გუშინ ამბობდნენ და ჩვენც დაგვღუპავს და თავსაც დაიღუპავსო - სინანულით გადააქნია თავი ანანომ - კარგით რა - ღიმილით გახედა ლილემ - ადამიანი არ ნებდება, თავის ბედნიერებას ეძებს, განა რა არის ამაში ცუდი - შეეცადა გაემართლებინა გიორგის საქციელი. უცებ ყველა გაჩუმდა. - გოგოებო - დაიწყო ნინიმ - ნახეთ როგორი შეცვლილი იყო ერეკლე ამირეჯიბი? - და ცალი თვალით ლილეს გახედა ლილე გზას უყურებდა და ხმა არ ამოუღია. ანანომ ხელი ფრთხილად მიკრა ლილეს. ლილეს თვალი არ მოუცილებია გზისთვის. - ამასწინათ შემხვდა - ჩუმად თქვა რამდენიმე წამის შემდეგ - მერე? - თვალებგაფართოებულებმა ჰკითხეს გოგოებმა. მარტო ნატა იჯდა ჩუმად. მან არ იცოდა რა კავშირი ჰქონდათ ერეკლეს და გოგოებს. როგორც ჭავჭავაძელმა მანაც იცოდა ერეკლე ამირეჯიბის შესახებ, ისევ და ისევ ოჯახის გამო, თორემ პირადად არ იცნობდა და თან ნატამ გოგოები უნივერსიტეტის პირველ კურსზე გაიცნო. ერეკლე კი ამ დროს წლების წასული იყო ამერიკაში. არაფერი - საჭეზე ხელი აათამაშა ლილემ და სარკიდან უკან მჯდომ ნინის გახედა - ვერის კაფეში ვიჯექი. თავიდან ვერ ვიცანი. ისე უცებ შემოვარდა, პრინციპში ვერც მერე ვიცნობდი გასვენება რომ არა. პროსტა სანდრომ კაფეში სახელი დაუძახა და გასვენებაში რომ დავინახე და თან სანდროს ნათქვამი გამახსენდა მივხვდი ვინც იყო - ფანჯარაში გაიხედა ლილემ. მერე მსუბუქად გაეცინა - კარგი რა, რაღადროს ერეკლე ამირეჯიბია. ბავშვობაში მოგვწონდა ერთმანეთი. როგორი პატარები ვიყავით. თან ისე წავიდა ამერიკაში, რომ მას მერე არაფერი მსმენია მასზე. ყველაფერთან ერთად აშკარად ვერ მიცნო. - ვახ - აღმოხდა ელენეს და ფანჯრის მიღმა, ქუჩაში ბავშვს მიაშტერდა. მერე ისევ მოუტრიალდა ლილეს - რამდენჯერ შემხვდა სტატია. წარმატებული წყალბურთელი ყოფილა კანადაში. ნეტა არავინ ჰყავს? ან შეყვარებული ან ცოლი - სიცილით გახედა ჯერ ნინის და შემდეგ ისევ ლილეზე დააბრუნა მზერა. ლილეს ჩაეღიმა,მაგრამ არაფერი უპასუხია. *********** სოფლიდან ჩამოსული ლილე მთელი 2 კვირა ელოდა ერეკლეს გამოჩენას და მხოლოდ 2 კვირის მერე სკოლიდან სახლისკენ მომავალ გზაზე ნინი გამოტყდა, დღეს მეათე კლასელებისგან გავიგე ერეკლე ამერიკაში წასულაო. ლილემ კარგად იცოდა სად იყო ამერიკა, მაგრამ არ ეგონა თუ ასე დიდი ხანი, მთელი 8 წელი ვეღარ ნახავდა. დროთა განმავლობაში მოგონებებმა წაშალეს ერეკლეს სახე ლილეს მეხსიერებაში. არადა როგორ ელოდა. ყოველ ზაფხულს ეგონა რომ ჩამოვიდოდა და ისევ ისე დახვდებოდა ეზოში, ჟოლოს ნაყინით ხელში.. მაგრამ ამაოდ... 3 წლის შემდეგ კი ლილემ მასზე ფიქრი შეწყვიტა და ცხოვრების დინებას მიჰყვა.. *********** გიგის ლუტეციაში სუნამო უყიდეს. და სანამ ნინი გიგისთვის საჩუქარს არჩევდა ლილე იქვე, მის საყვარელ პომადას ეძებდა. უცებ კარი გაიღო და შიგნით ერეკლე შემოვიდა. ლილეს არ დაუნახავს ბიჭის შემოსვლა, მაგრამ გოგონემა შეამჩნიეს და ერეკლესთვის შეუმჩნევლად ადგილს მიეყინნენ. მზერა ლილზე გადაიტანეს. ერეკლე ლილე საითაც იდგა იქეთ დაიძრა, მამაკცების სუნამოებთან შეჩერდა და კონსულტანტს დაუძახა დახმარებისთვის.. ბოხმა, ოდნავ ჩახლეჩილმა ხმამ ლილეს ყურადღება მიიქცია, მაგრამ არ მოტრიალებულა. - ლილე ვიყიდე, წავიდეთ?- ოდნავ დაძაბული ხმით ჰკითხა ნინიმ. ლილემ პომადა თავის ადგილას დააბრუნა და გასასვლელისკენ დაიძრა. გოგოები გავიდნენ თუ არა ერეკლე კარისკენ მიტრიალდა და გონებაში მხოლოდ ერთი სიტყვა „ლილე“ .. „ლილე“..“ლილე“ უტრიალებდა. *********** 30 დეკემბერი იყო. ახალი წლის სამზადისში მთელი ვერა-ვაკე ფუსფუსებდა. გარეთ უამრავი ხალხი ირეოდა. რა ლამაზია წინა საახალწლოდ გამოწყობილი თბილისი... ერეკლემ მანქანის ფანჯრიდან ცას ახედა - ალბათ მოთოვს - თავისთვის ჩაიჩურჩულა და სიმღერას ოდნავ აუწია. *********** ნაცრისფერ ნაქსოვ პლედშემოხვეული ლილე აივანზე იჯდა. ფეხები სკამზე შემოეწყო, ღამის თბილისს უყურებდა და თან სიგარეტს მშვიდად აბოლებდა. ფიქრით არაფერზე ფიქრობდა.. *********** ნატას დაბადების დღე იყო. 18 წლის ხდებოდა. მთელი სამეგობრო და რამდენიმე ნათესავი ნატასთან შეკრებილიყო აგარაკზე. იცინოდნენ. ცეკვავდნენ. იხსენებდნენ ძველ ამბებს. სვამდნენ. ეზოში შავი მერსედესი შემოვიდა. გაჩერდა. ნატამ ღვინის ჭიქა ფრთხილა დადო მაგიდაზე და მანქანისკენ დაიძრა. რამდენიმე ნაბიჯით შორს გაჩერდა ნატა და უცებ რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა. - საბააააა - დაყიყვირა სიხარულისგან ნატუკამ და ბიჭს მანქანიდან გადმოსვლაც არ აცადა ისე ჩაეხუტა. საბა ცისკარაძე ნატას დეიდაშვილი იყო. სამეგობროდან არავინ იცნობდა როგორ მოგვიანებით გაირკვა საფრანგეთში ცხოვრობდა დაბადებიდან. ახლა კი საქართველოში ჩამოსულიყო რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელიო და მალევე უნდა გავბრუნდე უკანო. საბას ყურადღება წითელ კაბაში გამოწყობილმა ლილემ მალევე მიიქცია. ეს დღე იყო და ეს დღე. ლილესაც უყურადღებოდ არ დარჩენია როგორ უყურებდა საბა. ერთმანეთი გაიცნეს. ნელ-ნელა ერთად სიარულიც დაიწყეს. მთელს ჭავჭავაძეს მოედო მათი ამბავი. ბევრი ამბობდა ეს ისეთი ბიჭია არავინ იცის როგორ დამთავრდება მათი ამბავიო. ბევრიც იმას იძახდა დაბადებიდან საფრანგეთში ცხოვრობს, კალათბურთელია, მაგრამ მისი შავი საქმეების შესახებ ყველამ კარგად იცისო. ბევრსთვის უბრალოდ სულერთი იყო ბოროტი ჭორები და ამართლებდნენ ხოლმე ლილესა და საბას ურთიერთობას „გაანებეთ თავი. მიხედავენ თავიანთ ცხოვრებასო“. პირველად მაშინ დაშორდნენ, როცა საბამ ნინის დაბადების დღეზე ეჭვიანობის სცენები მოუწყო ლილეს და ნინის ნათესავს. მაგრამ მალევე შერიგდნენ. მეორეჯერაც ეჭვიანობის გამო დაშორდნენ. ვერ აიტანა ლილემ საბას უაზრო ხასიათები. ბოლო ამბავი კი მთელს ჭავჭავაძეს მოედო. როგორ ატირა საკუთარ დაბადების დღეზე საბამ ლილე. როგორ გაარტყა ხელი ლილემ და გაყინული ხმით მიაძახა „წადი და აღარასდროს დაბრუნდეო“. ის დღე იყო და ის დღე. წელიწადნახევრიანი თბილისური „სიყვარულის ისტორია“ წამებში ჩაბარდა წარსულს. საბა საფრანგეთში დაბრუნდა. ურეკავდა ხოლმე ლილეს მერე. მაგრამ ლილემ უარი თქვა, არ პასუხობდა. ბოლოს ნატამ უთხრა ცოლი მოიყვანაო. ამით დასრულდა. *********** ერეკლე სახლში ვერ ჩერდებოდა. სულ ერთი და იგივე აზრები უტრიალებდა თავში. ბოლოს დანებდა. ადგა. კურტკა ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. ნაცნობ ქუჩას ნელა ჩაუყვა. მიდიოდა და თან გული საგულეს აღარ ჰქონდა. რამდენჯრმე გაიფიქრა კიდეც იქნებ არ ღირსო. მაგრამ ეჭვი ღრღნიდა. უნდოდა დარწუმუნებლიყო. ნაცნობ მოსახვევში შეუხვია და იქვე, გზის ოდნავ მოფარებულ მხარეს გაჩერდა. ლილეს აივანი პირდაპირ ჩანდა. ალბათ ზუსტად ბედი იყო ის, რომ სწორედ იმ წამს ადგა ლილე და ოთახში შევიდა. ერეკლეს ეცნო სილუეტი. გააჟრჟოლა. ისევ ისე ბავშვურად აუთამაშდა გული, როგორც მაშინ.. ბავშვობაში.. *********** ამერიკაში ცხოვრების 1 წელი რთული აღმოჩნდა ერეკლესთვის. ძალიან გაუჭირდა ოჯახისგან ასე შორს მყოფს ახალ ადამიანებთან შეგუება. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა და ცხოვრების ახალ ტემპსაც აუწყო ნელ-ნელა ფეხი. კოლეჯშიც სწავლობდა, თუმცა წარმატება წყალბურთმა მოუტანა. ამერიკული სიყვარული პირველად 19 წლის რომ გახდა მაშინ ეწვია. ხომ გაგიგიათ ამერიკაში სხვანაირი სიყვარული იციან. ქართული სიყვარული განსხვავდება ამერიკულისგანო. ხოდა ასე მარტივად.. არ აეწყო ერეკლეს და ევას ურთიერთობა. მას შემდეგ მნიშვნელოვანი აღარავინ ჰყოლია. *********** 31 დეკემბრის საღამოს 11 საათი იყო უკვე. ყველა სახლში ჩქარობდა. ყველა ელოდებოდა ახალი წლის დადგომას. საცობში გაჭედილი ერეკლე თითებს ნერვიულად აკაკუნებდა საჭეზე. საათს მილიარდჯერ დახედა. ჩქარობდა. მხოლოდ მან იცოდა სად ეჩქარებოდა. ძლივს მწვანე აინთო. გაზს ჩააჭირა და ტყვიასავით გავარდა. მანქანა ჭავჭავაძის დასაწყისში გააჩერა. გადმოვიდა და იქვე მდგარ პატარა ყვავილების ჯიხურში თეთრი ლილიები იყიდა. მანქანაში ჩაჯდა. უკვე გამზადებულ ცარიელ ფურცელს დასწვდა და მხოლოდ 2 წინადადება დაწერა. ფურცელი გადაკეცა და თაიგულში ჩააცურა. *********** ლილეს ოჯახს საახალწლოდ ტრადიციად ახალი წლის ერთად შეხვედრა ჰქონდა. როგორც ათასობით სხვა ოჯახს. ყველაფერი მზად იყო. სავარძელში ჩასვენებული ლილე შამპანიურს ნელა სვამდა და იქვე მსხდარი მშობლების ტკბილ ჟღურტულს უგდებდა ყურს და თავისთვის იღიმოდა. კარზე კაკუნი გაისმა. ლილე ნელა წამოდგა სავარძლიდან და გასაღებად გაემართა. ცარიელ სადარბაზოს გაკვირვებულმა მოავლო თვალი და მზერა კარის ზღურბლთან დადებულ თიეთრ ლილიებს გაუშტერა - ვინ არის დე? - გამოსძახა მარიკამ - არავინ, მოვალ ახლავე - რამდენიმე წამის დაგვიანებით უპასუხა ლილემ ფრთხილად დაიხარა და ულამაზესი თაიგული აიღო. ოთახისკენ შემობრუნებას აპირებდა, როდესაც თეთრ ფურცელს მოჰკრა თვალი. ლილიები რომ არ გაეფუჭებინა ისე ამოაძრო თაიგულიდან. ყვავილები იქვე დადო და წერილი გახსნა. „მაჩუქე დღევანდელი ღამე. დაგელოდები. ერეკლე“ - მხოლოდ ეს ორი წინადადება და მისამართი ეწერა წერილში. ცივმა ჟრუანტელმა დაუარა მთელ ტანში. გაყინული, გაშეშებული იდგა ჯერ ისევ ღია კართან და საბოლოოდ მარიკას მესამე დაძახებაზე ძლივს მოეგო გონს. ყვავილები ოთახში შეიტანა და დედას გაკვირვებულ მზერას ერთი სიტყვით უპასუხა - ერეკლე. *********** მარიკა ნამდვილად არ ელოდა ერეკლეს ესეთ გამოჩენას. კი იცოდა და ახსოვდა, როგორ მოსწონდა ბავშვობაში ერეკლეს ლილე და ლილეც როგორი გახარებული დადიოდა ხოლმე თავისი ბავშვური აღტაცებით. დარცხვენილ ერეკლეს არაერთხელ გადაუცია საკუთარი ხელით, მისი სახლიდან ლილეს სახლამდე მიმავალს, ვინმეს ეზოში ჩუმად და გულამოვარდნით დაკრეფილი ყვავილები მარიკასთვის, რომ ლილესთვის მიეცა. მარიკას შვილივით უყვარდა ერეკლე, მისი ბავშვური და ალალი გულის გამო, მაგრამ ეგონა ეს ყველაფერი იქ, წარსულში, ღრმა ბავშვობაში დარჩა. ახლა კი იდგა სამზარეულოს ოთახში, უყურებდა თეთრ ულამაზეს ლილიებს და იქვე მჯდარ ლილეს. ლილემ წერილი გაუწოდა. მარიკამ გამოართვა თეთრი ქაღალდი და ნაწერი ჩუმად წაიკითხა - დე - გაუკრვეველი ემოციებით გახედა მარიკამ შვილს - რას იზამ? -არ ვიცი - მხრები აიჩეჩა უაზროდ ლილემ და ოთახიდან გავიდა. სიგარეტს მოუკიდა და აივანზე ჩაცურდა. არ იცოდა რა უნდა ეგრძნო ან რა უნდა ექნა. მარიკამ საცივი დადო საახალწლო სუფრაზე და ღიმილით გახედა თავის მეორე ნახევარს და ამდენი წლის თანამგზავრს. საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ ლილეს და მარიკას. ყოველთვის ყველაფერში გვერდზე ედგა შვილს. ლილეც თავის მხრივ არასდროს არაფერს უმალავდა და ასე ააწყეს იდეალური და ბევრისთვის სანატრელი დედა-შვილობა. მუდამ ლილეს გვერდში მდგომი მარიკა და დედის სიყვარულით, ნდობითა და მეგობრობით განებირვრებული ლილე. *********** სულ რაღაც 4 წუთიც და ახალი წელი შემოაბიჯებდა ყველას ოჯახში. სადღესასწაულო მაგიდებს შემოუსხდნენ ყველანი, საყვარელი ადამიანების გვერდით.. 1..... 2.... 3..... ჭიქების გაბმული ჭახუნი, ფეირვერკებისა და თბილი სიტყვების კორიანტელი.. საჩუქრების გახსნის და ბედნიერი კისკისის ხმა... ლილე მაგიდიდან წამოდგა. მამას თავზე აკოცა. მარიკას თბილად გაუღიმა და სახლიდან გავიდა. იდგა გარეთ და რამდენიმე წუთი ცდილობდა ღრმად ჩაესუნთქა გაყინული ჰაერი. მთელი სხეულით ცახცახებდა. რამდენჯერმე უკან მიბრუნებაც კი გაიფიქრა, მაგრამ საკუთარ თავს აჯობა. მანქანაში ჩაჯდა, გასაღები მოარგო და ადგილიდან დაიძრა.. ლილეს ტელეფონზე სათითაოდ რეკავდნენ ბავშვები. ლილემ არ იცოდა რა ეთქვა. როგორ უნდა აეხსნა მეგობრებისთვის, რატომ არ მივიდოდა ცხოვრებაში პირველად ახალი წლის ღამეს მათთან და საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებდა. 15-მდე გამოტოვებული ზარის შემდეგ ლილემ ტელეფონი აიღო და თვითონ გადაურეკა ნინის. ახლა მხოლოდ ნინისთვის შეძლებდა რამის ახსნას. ნინიმ თითქმის ყვირილით უპასუხა - სად ხარ გოგო - ლილემ ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო, შუქნიშანზე გაჩერდა და თვალი მის წინ მდგომი მანქანის წითელ შუქებს გაუსწორა - ნი მისმინე, ცალკე გადი გთხოვ - ნინი ვერ მიხვდა რა ხდებოდა და ჩუმად დაიძრა სხვა ოთახისკენ - რა ხდება? - ერეკლესთან მივდივარ - პირდაპირ უთხრა და სანამ ნინი ხმის ამოღებას მოასწრებდა დაუმატა - გთხოვ არავისთან არაფერი თქვა. სახლთან ყვავილები და წერილი დამხვდა, დაგელოდებიო. რაიმე მოიფიქრე და აუხსენი ბავშვებს. ხვალ გნახავთ - ლილე პირველო ხომ არ გაგიჟებულხარ? - თითქმის ჩურჩულით, მაგრამ დაძაბული ტონით გამოსცრა ნინიმ. - მიყვარხარ და გილოცავთ - უთხრა ლილემ და გაუთიშა. ნინიმ შუბლზე ხელი მოისვა და ნერვიულად გაიღიმა - ოხ ლილე - თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახიდან გასულმა ბავშვებს მშვიდად უთხრა - ლილემ ხვალ გადმოვალო. არაფერი მკითხოთ ყველაფერს თვითონ აგვიხსნის ხვალ - უხერხულად შეიშმუშნა ნინი და წითელი ღვინით სავსე ჭიქა ერთიანად მოიყუდა. *********** ლილემ მანქანა მთაწმინდის გადასახვევთან გააჩერა. გადმოვიდა და ფურცელზე დაწერილ მისამართს დახედა. წითელი კარი. აი ისიც. წითელი კარიც დაინახა. წამით შეჩერდა. ფიქრების გასაფანტად თავი გაიქნია და სახელური ჩამოწია. 3 სართულიან შენობაში არაფერი იყო კიბეების გარდა. არც კარი, არც ფანჯარა. მხოლოდ კიბეები და კიბეებს შორის ცარიელი სივრცე. ყველგან ბნელოდა. ლილე წამით შეშინდა, მაგრამ უკან არ გაბრუნებულა. ტელეფონის შუქი მიანათა კიბეებს და ფრთხილად აუყვა. მესამე სართულზე კიდევ ერთი კარი იყო. ლილემ კარი გააღო და ოქროსფრად მოელვარე შუქებმა მოსჭრა თვალი. შენობის სახურავზე ამოყო თავი. მთელს სიგრძეზე, დაახლოებით ყოველ სამ ნაბიჯში სანთლები ელაგა ლამაზად. სივრცის შუაში ერთი მაგიდა იდგა. მაგიდაზე ღვინო, ორი ჭიქა და ლამაზად ჩაწყობილი ლილიები ეწყო. საიდანღაც მშვიდი ჯაზი მოისმოდა. მაგიდის უკან თბილისის ოქროსფერი ხედი იშლებოდა. მაგიდის გვერდით ერეკლე იდგა. იდგა და ჩუმად უყურებდა ლილეს. ერეკლე ნელი ნაბიჯებით დაიძრა ჯერ ისევ კართან მდგომი ლილესკენ. მიუახლოვდა. ხელი გაუწოდა. ლილე წამით შეყოვნდა, მაგრამ გაყინული ხელი მალევე შეაგება. ერეკლე ჩუმად იღიმოდა. მაგიდასთან მიიყვანა და ფრთხილად გამოუწია სკამი, დასვა, თვითონ კი მის წინ მოთავსდა ხმა არცერთს ამოუღია. ისხდნენ ასე ჩუმად, უყურედნენ ერთმანეთს თვალებში. ერეკლე იღიმოდა. ლილე ცრემლებს ძლივს იკავებდა. გარშემო სანთლების და ყინვა დაკრული ჰაერის სურნელი ტრიალებდა. ერეკლემ ღვინის ბოთლი აიღო. ჯერ ლილეს, შემდეგ კი თავისთვის დაისხა. ჭიქა ხელში ისე აიღო, რომ ლილესთვის თვალი არ მოუცილებია. -ულამაზესი ხარ - თითქმის ჩურჩულით უთხრა ერეკლემ. ლილეს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა. ერეკლემ მზერა ლილედან, ოქროსფერი თბილისისკენ გადაიტანა. -ლილე-ისე ნაზად წარმოთქვა, თითქოს ეფერებაო - რამდენი წელი გავიდა - ლილემ თავი დახარა - როგორ გელოდი ხოლმე შენი სახლის ეზოში - ლილემ თავი ასწია და ცრემლისგან გაბრწყინებული თვალებით გაეცინა.. სასიამოვნო იყო ბავშვობის გახსენება. ლილე თავს ისე მშვიდად გრძნობდა იმ წამს. თითქოს სახლში იყო. თითქოს ერეკლე მისთვის ყველაზე სასურველი სახლი იყო. მაგრამ ლილემ ეს ჯერ კიდევ არ იცოდა. - იქნებ ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ? - ჭექა-ქუხილივით გაისმა ერეკლეს სიტყვები. იმ წამს ლილეს ეგონა, რომ დრო გაჩერდა. ახალი წელიც გაჩერდა. ხალხის არსებობაც გაჩერდა. ქუჩაში ყველაფერი გაიყინა. ცივ ჟრუანტელს თბილი ცვლიდა, თბილს ისევ ცივი და ასე შეუჩერებლად. ცოტა ვერ გაეგო ნამდვილად მოესმა ეს სიტყვები თუ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო. გაურკვევლობას მოეცვა ლილე თავიდან ბოლომდე. მის წინ იჯდა ბიჭი, რომელიც ბავშვობაში მთელი თავისი გულით უყვარდა და მთელი თავისი გულით ელოდა. ბიჭი, რომელიც გაქრა მისი ცხოვრებიდან. იჯდა ახლა მის წინ ისევ ეს ბიჭი, თუმცა უკვე შეცვლილი. დავაჟკაცებული, დამშვენებული, გაზრდილი. იჯდა და უყურებდა მის თითოეულ მოძრაობს. რაღაც ნაცნობსა და უფრო მეტად უცხოს... აკვირდებოდა როგორ საუბრობდა... როგორ ათამაშებდა თითებს ღვინის ჭიქაზე... როგორ ირხეოდა ადგილზე ყელთან, მარცხენა მხარეს პატარა ხალი ყველა სიტყვის თქმისას... როგორ უციმციმებდა თვალები.... როგორ უყურებდა ლილეს... ერთადერთი რაც გონებაში ზარივით ჩაესმოდა „იქნებ ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ“ იყო. სპონტანურობით არასდორს გამოირჩეოდა ლილე და ყველა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ ათასჯერ განხილული სხვა ვარიანტი ედგა. დაუფიქრებლად არასდროს არაფერს იზამდა. მაგრამ ახლა. ახლა როცა დრო გაყინული იყო არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. ეშინოდა. ეშინოდა, რომ სიზმარი იყო და თვალებს თუ დახუჭავდა და ისევ გაახელდა ისევ 13 წლის ლილე გახდებოდა, რომელსაც პირველად ეტკინა გული. ეშინოდა, რომ თუ ახლა არასწორ პასუხს გასცემდა ყველაფერი წამში აორთქლდებოდა. გაახსენდა 16 წლის ბიჭი. მზეზე მოელვარე თაფლისფერი თვალებით. მუდამ თბილი ხელებით. გაახსენდა ბიჭი, მის ეზოში ჟოლოს ნაყინით და ხელში გვირილებით მდგარი. გაახსენდა ის 3 წელი როდესაც პირველად იგრძნო გულის ტკივილის და მონატრების ნამდვილი სიმწარე. გაახსენდა ყველა ღამე და ყველა დღე, ყველა ზაფხული როდესაც ელოდა. გაახსენდა ცრემლიანი წერილები, რომელსაც სწერდა ხოლმე. ლილე მაგიდიდან წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა. უკან არ მოუხედავს. - ლილე - დაუძახა ერეკლემ და მაგიდიდან უცებ წამოხტა. ლილემ უცებ ჩაირბინა ბნელი კიბეები, მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა. ერეკლემ მისი გაჩერებაც კი ვერ მოასწრო. თავზე ხელი ნერვიულად მოისვა. იქვე ტროტუარზე ჩამოჯდა და აკანკალებული ხელით სიგარეტს მოუკიდა. ლილემ სირბილით აირბინა სახლის კიბეები. თავის ოთახში შევარდა და „სამალავიდან“ დიდი ყუთი გამოაცურა. წერილების უზარმაზარი დასტიდან მხოლოდ ერთი, ბოლო წერილი ამოაცურა და ისევ მანქანისკენ დაიძრა. ლილეს სახე ცრემლებისგან მთლიანად ჰქონდა დანამული. მანქანა ისევ მთაწმინდაზე. წითელ სახლთან გააჩერა. ტროტუარზე მჯდომმა ერეკლემ მანქანის ხმის გაგებისას თავი ასწია და წამოდგა. ლილემ გაბრაზებულმა მიაჩეჩა წერილი. - წაიკითხე - ცივი ხმით უთხრა გოგონამ - ეს რა არის? - უბრალოდ წაიკითხე ერეკლემ ოთხად გაკეცილი ფურცელი გახსნა და ბავშვური ხელით ნაწერ წერილს დახედა, მერე ისევ ლილეს შეხედა. ლილემ თავით ანიშნა რომ კითხვა დაეწყო „დღეს ჩემი დაბადების დღეა. 16 წლის გავხდი. დედამ ჟოლოს ტორტი გამომიცხო. ტორტს რომ ვაქრობდი ერეკლე გამახსენდა, ბავშობაში რომ ჟოლოს ნაყინებს მაჭმევდა და ლოყაზე მსუბუქად მჩქმეტდა. ერთხელ საქანელებზე რომ ვისხედით მაშინ მკითხა ჟოლო უფრო გიყვარს თუ მეო. მახსოვს ძალიან შემრცხვა და სახე მთლიანად გამიწითლდა. პატარა აღარ ვარ.. 13 წლის აღარ ვარ.. დღეს ჟოლოს ტორტს რომ ვაქრობდი ჩავიფიქრე აღარ გამხსენებოდა. იმედია აღარ გამახსენდება და აღარც მისი მოტანილი ჟოლოს ნაყინები მომენატრება“ ეს ბოლო წერილი იყო. და ბოლო დღე. ამ დღის მერე ლილეს ერეკლე არც უხსენებია და თავის თავსაც აუკრძალა მასზე ფიქრი. იქვე წერილის მარცხენა კუთხეში ლილეს ცრემლების კვალი ეტყობოდა. ერეკლემ წერილი ოთხად გადაკეცა. შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიცურა და თვალის კუთხიდან ჩამოცურებული ცრემლი მოიწმინდა. ერეკლე ფრთხილად დაიძრა ლილესკენ. ნელი ნაბიჯებით. არ უნდოდა შეეშინებინა. მათ შორის 1 ნაბიჯი რჩებოდა. ერეკლემ გაყინული ხელი ფრთხილად შეაცურა ლილეს თბილ კისერზე. ლილეს მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. უცებ ერეკლემ ლილე მთელი სხეულით თავისკენ მოიზიდა და რბილ, ვარდისფერ, ცრემლისგან დასველებულ ტუჩებზე ფრთხილად აკოცა. წამით შეჩერდა და ხელმეორედ დააცხრა ლილეს ტუჩებს. ამჯერად ალერსით, მომთხოვნად. მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. თითქოს მდუღარე წყალი ჩაასხეს გაყინულ სხეულს. გოგონამ სახეზე სისველე იგრძნო,თვალები გაახილა და ცას ახედა. თოვდა. თბილისში ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოთოვა. ლილეს გაეღიმა. ერეკლემ გავარვარებული ვნებიანი ტუჩები მოაცილა და მანაც ახედა ცას. იდგნენ და უღიმოდნენ ერთმანეთს. ერეკლემ შუბლი შუბლზე მიადო, თვალებში ჩახედა და ჩუმად, თითქმის ჩურჩულით უთხრა „გპირდები აღარასდროს დაგტოვებ“. ხანდახან ცხოვრება საუკეთესო მომენტებს გვჩუქნის უანგაროდ. გვჩუქნის და გვეუბნება „იბედნიერე“. ეს მომენტიც სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა. *********** დილას ლილეს საკუთარ ლოგინში გაეღვიძა. ფანჯრებიდან თეთრი შუქი შემოდიოდა. თვალებზე ხელი მოისვა და გუშინდელი ღამის გახსენებაზე უცებ წამოვარდა. ეგონა სიზმარი იყო. ტუჩებზე ხელი მოისვა. ჩანთას დაუწყო ძებნა. იპოვა, გახსნა და შიგ ერთი ცალი ლილია იპოვა. ეს ლილია წამოსვლისას ერეკლემ ლილეს თმაზე გაუკეთეა. ლილე ზურგით გადაეშვა ლოგინში და გაღიმებული მიაშტერდა ჭერს. უცებ წამოდგა, აივნის კარი გამოაღო და გადათეთრებულ ეზოს გახედა. ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. კიდევ დიდხანს იდგებოდა საღამურების ამარა, რომ არა ტელეფონის გაბმული ზარი. ნინი ურეკავდა. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარა. ოდნავ შემთვრალი და ბედნიერი ბრუნდებოდა სახლისკენ. მანქანა სახლთან გააჩერა და რამდენიმე წუთი არ გადმოსულა. იჯდა, ლამპიონის შუქზე მოფარფატე ფიფქებს უყურებდა და იღიმოდა.. ფანჯარაზე კაკუნმა გამოაფხიზლა. ფანრჯის იქიდან მომღიმარი ერეკლე იყურებოდა. ლილემ სიცილით ჩამოწია ფანჯარა. - რას აკეთებ აქ? - ჰკითხა გაღიმებულმა - გადმოდი წავიდეთ - სად? - გაკვირვებულმა ჰკითხა ლილემ, მაგრამ ერეკლემ არ დააცადა. მანქანის კარი გამოაღო, ლილე გადმოიყვანა და უბიძგა წადიო. მთელი ჭავჭავაძე ფეხით შემოიარეს. ღამის თბილისში მათი ჩუმი ნაბიჯების და სიცილის ხმას მხოლოდ აქა-იქ მანქანების ხმაური არღვევდა. მიდიოდა ორი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ჭავჭავაძეზე, ისე თითქოს სკოლის ბავშვები ყოფილიყვნენ და იმ წამს..გეფიცებით მთელი სამყარო მათ ეკუთვნოდათ. - რაზე ოცნებობ? - ჰკითხა ერეკლემ ლილეს. ლილემ შუბლი შეიჭმუხნა, შემდეგ გაეღიმა და ასე გაღიმებულმა უპასუხა - ტოსკანის მზის ქვეშ მინდა ცხოვრება. მინდა სულ ზაფხული იყოს ჩემს ცხოვრებაში და ეს ზაფხული მუდამ შენ მოგქონდეს - უცებ გადაიხარა და ვნებიანად აკოცა ბიჭს. *********** ყოველ დღეს დაუვიწყარს ხდიდნენ ერთმანეთისთვის. რამდენჯერ უთქვამს ლილეს გოგოებთან „ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარია ერეკლეო, ღმერთმა მაჩუქაო“. სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი - ლილეს ეკე, ერეკლეს კი თავისი ლილე, მზესავით ლამაზი ლილე. *********** ერთხელ დილის 5 საათზე მოადგა ერეკლე ლილეს სახლთან. ბათუმში მივდივართო. ლილე გაგიჟდა, ახლა ამ დროს რადროს ბათუმიაო. თან თებერვალი იყო. მაგრამ ერეკლე არ შეეშვა სანამ არ დაითანხმა და შუა თებერვალში ბათუმში არ წაიყვანა. *********** ივლისის ერთ საღამოს ლილეს ტელეფონი გაბმულად აწკრიალდა. უცხო ნომერი ურეკავდა. უპასუხა -ლი, როგორ ხარ? - გაისმა აპარატის მეორე მხრიდან ნაცნობი ხმა. ლილემ ხმა ვერ ამოიღო, გაქვავდა. ბიჭმა მალევე დაუმატა - ვიცი არ მელოდი. შენს სახლთან ვარ, ცოტა ხნით ჩამოდი - უთხრა და ტელეფონი გათიშა. ლილე ასე გაშეშებული იდგა რამდენიმე წუთი ოთახში. გულის რევის და თავის ტკივილის საშინელმა შეგრძნებამ დაუარა მთელს სხეულში. ბორძიკით მივიდა აივანთან და გარეთ გაიხედა. არ ატყუებდა, აქ იყო. ბრაზისგან მთელი სახე აუხურდა. ტელეფონს დასწვდა, ერეკლეს ნომერი აკრიფა,მაგრამ მალევე გადაიფიქრა დარეკვა. რა უნდა ექნა...როგორ გაბედა და როგორ მოვიდა აქ, იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა და რაც ქნა- აზრები ქარბორბალასავით უტრიალებდა გონებაში. ნინის ხომ არ დავურეკო - გაიფიქრა ლილემ - არა, არა ახლა ამის დრო არ არის - თვითონვე უპასუხა თავის ფიქრებს. საათს დახედა. 1 საათში ერეკლე მოაკითხავდა. დროს კარგავდა. ერეკლეს მოსვლამდე უნდა გაეშვა საბა აქედან. ფეხსაცმელები სწრაფად ჩაიცვა და გარეთ გავარდა. საბამ როგორც კი ეზოში გამოსული ლილე დაინახა იმ წამსვე გადმოვიდა მანქანიდან. -ლი - თავისთვის უფრო თქვა, ვიდრე ლილეს გასაგონად და მისკენ დაიძრა. ლილე ადგილზე გაჩერდა. საბაც აღარ დაძრულა. - აქ რა გინდა? - ცივად ჰკითხა ლილემ საბა უხერხულად შეიშმუშნა და იქვე ეზოში მსხდარი მეზობლებისკენ გაიხედა - აქ გინდა მაინცდამაინც ამაზე საუბარი? - ლილე მიხვდა, რომ აქ საუბარი არ იყო კარგი აზრი, სხვა გზა არ ჰქონდა. საბას გაჰყვა. საბამ მანქანა დაძრა და თან ლილეს გახედა. - შორს არ წახვიდე - ცივად მიუგდო ლილემ. მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა, ისე რომ სუნთქვაც უჭირდა. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც მანქანამ წყნეთისკენ გადაუხვია - რა ხდება? - შეშინებულმა ჰკითხა ბიჭს - არაფერი გავაჩერებ სადმე წყნარ ადგილას და ვისაუბროთ - აქ გააჩერე - მკაცრად უთხრა ლილემ საბა მშვიდად დაყვა ლილეს ნებას და მანქანა იქვე გააჩერა. ღვედი მოიხსნა და გარეთ გადავიდა. ლილეც მას გაყვა. ლილე ხმას არ იღებდა. არც საბა..ზურგით იდგა... უცებ შეტრიალდა, ორ ნაბიჯში გადაჭრა ლილესა და მას შორის არსებული მანძილი და ცხარედ დაეძგერა ლილეს ტუჩებს. ლილემ რაც ძალი და ღონე ჰქონდა ხელი ჰკრა და შეეცადა თავი დაეღწია მასზე ორჯერ უფრო დიდი საბას მკლავებიდან, მაგრამ ეგ არც ისეთი მარტივი იყო. საბა არ გაჩერდა. ენა გადაუსვა ლილეს ტუჩებზე და მარჯვენა ხელი ჯერ ბარძაყზე, შემდეგ კი კაბის ქვეშ შეუცურა. ლილემ კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალა, ტუჩზე უკბინა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ხელი კრა. - ხო არ გაააფრინე? რას აკეთეეებ? - ცრემლნარევი და აკანკალებული ხმით უყვირა ლილემ. საბამ სისხლიან ტუჩზე მიიდო ხელი და ბინდგადაკრული თვალებით გახედა ლილეს - მინდა რომ მაპატიო. მინდა რომ ისევ ჩემი იყო. მინდა რომ მე მეკუთვნოდე-ლილემ როგორც გიჟს ისე შეხედა საბამ ორი ნაბიჯი გადადგა ლილესკენ, ლილემ უღრიალა - არ დაიძრა მაქედან. - მიყვარხარ ლი, როგორ არ გესმის ლილემ ბიჭს ზიზღით სავსე მზერა ესროლა. ეზიზღებოდა საბა ახლა რაც ქნა იმისთვის. ეზიზღებოდა რაც წლების წინ ქნა მაგისთვისაც. ეზიზღებოდა ყველა ეჭვიანობა. ყველა ფიზიკურად შეხება. ყველა ძალადობა. გული ერეოდა და ვერ იტანდა ამ ადამინის არსებობს ამ სამყაროში. საბამ პირველად ლილეზე ფიზიკურად ურთიერთობიდან მე-5 თვეს იძალადა.. ვერავის ვერ უთხრა ლილემ. დღემდე არავინ იცოდა. მთვრალი ვიყავიო ამით იმართლებდა თავს. აპატია ლილემ. იმედი ჰქონდა აღარასდროს განმეორდებოდა. მეორეჯერ სწორედ იმ დღეს შეეხო ლილე რომ 19 წლის გახდა. საშინელ კაიფში მყოფმა საბამ ლილე ოთახში ჩაკეტა, ყელზე ხელი მოუჭირა და ტანსაცმელი ძალით შემოახია. გაშიშვლებულ, შეშინებულ გოგოს უნებართვოდ ეხებოდა სხეულის ყველა ნაწილზე. ეს არ იკმარა და მკერდთან იარაღი მიუშვირა ან ჩემი გახდები ან არავისიო. ლილეს არ ახსოვს, მაგრამ იმ ოთახიდან იმ ღამეს თავი ძლივს დააღწია. მოშიშვლებული სააბაზანოში შევარდა და ჩაიკეტა. საბა ღრიალით გამოსულა ოთახიდან და კითხულობდა სად წავიდაო. ყველა გაგიჟდა, ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. დავითი წაიწია საბასკენ შენ შიგ ხო არ გაქვსო, მაგრამ საბამ ფეხში იარაღი ესროლა. ლილემ სროლა რომ გაიგო შოკირებულმა გააღო სააბაზანოს კარი...არარსებული ზიზღით შეხედა საბას. ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა, ხელი გაარტყა და უღრიალა „წადი და აღარასდროს დაბრუნდეო“. იმ ღამეს დაიჭირეს საბა, თავის სახლში, კაიფში მყოფზე და გათიშულზე,მაგრამ მალევე გამოუშვეს, ნაცნობობისა და მამამისის წყალობით. ლილეს ეს ყველაფერი ისე ბუნდოვნად ახსოვდა.. სტრესმა, შიშმა და ტრამვამ მის სასარგებლოდ იმოქმედა და გონებამ დაავიწყა იმ მომენტების სიმკვეთრე .. ახლა კი ეს ბიჭი იდგა ლილეს წინ და ცდილობდა ისევ თავისი ამაზრზენი საქცილებით ლილეს მობრუნებას. საბას მონოლოგი ლილეს ტელეფონის ზარმა დაარღვია. ერეკლე ურეკავდა. ლილემ არ უპასუხა. ახლა ვერ უპასუხებდა. საბამ ნერვიულად მოისვა წვერზე ხელი - ის ა არა? შენ რა გგონია ბედნიერად ყოფნას გაცდით და ბედნიერები იქნებით? ლილე ვეღარ უსმენდა. სწრაფი ნაბიჯებით ქუჩა გადაჭრა და გზას სირბილით გაუყვა. წაბორძიკდა და დაეცა. გზას ვეღარ ხედავდა, ცრემლებისგან სავსე თვალები არ აძლევდა საშუალებას. უკნიდან საბას ცხოველური ღრიალი - ლილეე ისევ ჩემი იქნებიიიი - მაინც ისმოდა. *********** ის დღე იყო და საბა მას შემდეგ აღარც გამოჩენილა. ლილე ძალიან შეშინებული იყო. მაგრამ საბას აღარც დაურეკავს და აღარც დახვედრია. ლილეს და ნატას ოდნავ აერიათ ურთიერთობა. ლილემ იცოდა რომ ნატას ბრალი არ იყო მისი დეიდაშვილი ბოლო დონის რომ აღმოჩნდა, მაგრამ გაუჭირდა იმ ამბების მერე ნატასთან ჩვეულებრივად ყოფნა. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა. ყველაფერი კარგად იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერეკლე სულ რაღაც საქმეებზე დარბოდა - ყოველ შემთხვევაშ ლილეს ასე ეუბნებოდა. სულ სადღაც იყო და ლილესთვისაც დრო ნაკლებად რჩებოდა. ლილემ გადაწყვიტა, რომ წყნეთში მომხდარი ამბავი არ მოეყოლა და გოგოებსაც დააფიცა რომ არაფერს იტყოდნენ, არც მასთან და არც ბიჭებთან, „მოკლავენ ერთამანეთს და საშინელი ტრაგედია დატრიალებდაო“ ამით ამართლებდა თავის გადაწყვეტილებას. ერთხელ ძალიან იჩხუბეს. მთელი 1 კვირა არ პასუხობდა ლილე ერეკლეს ზარებს. არც შეხვედრებით ხვდებოდა. ხოდა ასე, ერეკლემ ბიჭებთან ერთად დალია, დათვრა, მთვრალზე ჩემი ლილე უნდა შემოვირიგოო და ლილეს აივანძე აძვრა.. გოგონა ეძვეწა არ ქნაო, ის კი იქედან ეხვეწებოდა შემირიგდი თორე ხელებს გავუშვებო. ლილემ კარგიო ოღონდ ჩადი დაბლაო. გახარებულმა ერეკლემ ორივე ხელი ლილესკენ გაიშვირა ჩასახუტებლად, მაგრამ დაავიწყდა რომ მესამე სართულის მოაჯირს იყო ჩამოკიდებული და არ უნდა ექნა... ჩამოვარდა და მოიტეხა ფეხი. მას შემდეგ სულ სიცილით იხსენებდა თვითონ ამ ამბავს, ლილე კი სულ ბრაზობდა. დაკრავდა ხოლმე ერეკლე თითს ლილეს ცხვირზე და ეტყოდა „ხო ხედავ, არ უნდა გამიბრაზდე ხოლმეო“ და ჩაიკრავდა გულში. კანადაში დაბრუნება აღარ უნდოდა. ვერ გავძლებ უშენოდო - ეუბნებოდა ლილეს. ლილესაც არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ კარიერას ასე მარტივად ვერ მიატოვებინებდა.. *********** წყნეთის დღის მერე საბა საფრანგეთში დაბრუნა, მაგრამ მუდმივად იმაზე ფიქრობდა, როგორ უნდა შეეშალა ხელი ლილეს და ერეკლეს ურთიერთობისთვის. ერთადერთი რაც ახლა საბას სჭირდებოდა - მისი და ერეკლეს გზების გადაკვეთა იყო.. მაგრამ.. მაგრამ .. არც ეგ გასჭირვებია.. ყველაფერი ისე დალაგდა, რომ 2017 წლის ერთი მშვენიერი ოქტომბრის საღამოს ვატო მაისურაძესთან იყვნენ შეკრებილი ბიჭები. ბიზნეს საქმეზე უნდა ესაუბრათ. ვატო მაისურაძე ზაზა მაისურაძის, იმ დროს თბილისში, ბათუმსა და უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენის შვილი იყო. ბიზნესმენი, რომელსაც შავი საქმეების გარდა რამდენიმე „სუფთა“ საქმეც ჰქონდა. მაგრამ ეს სუფთა ერთი შეხედვით იყო. ვატო და ერეკლე ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. საბა და ვატო კი ბიზნესიდან, ამიტომ ვატოს არ გასჭირვებია საქართველოში ახალახანს ჩამოსული ძველი კლასელის ყურადღების მიქცევა და მისი და საბას დაკავშირება. აირია ყველაფერი. ლილესა და ერეკლეს შორის ხშირად იყო დაუსრულებელი ჩხუბები. უყურადღებობა. გულგრილობა. ერეკლე თავის თავს აღარ ჰგავდა. ლილე კი ვეღარ ხვდებოდა რა უნდა ექნა.. ბევრი ცრემლის, კამათისა და გაციებული ურთიერთობის შემდეგ ლილე პირველი და ერეკლე ამირეჯიბი დაშორდნენ. ვეღარ გაუძლო ლილემ. ან როდემდე უნდა ეთმინა? დაშორდნენ. იმ საღამოს ლილემ ბარგი ჩაალაგა და 1 თვით ბებიასთან, პრაღაში, გაფრინდა. გოგოები თხოვდნენ იქნებ არ გინდაო, დარჩი, დალაგდება ყველაფერიო. ლილე ჩამქვრალი თვალებით იქნევდა თავს „გადავიღალე. უნდა წავიდეო“. წავიდეო. წავიდეო და წავიდა. ერეკლე გაგიჟდა. გადაირა. ესე როგორ დამიკიდა ფეხებზეო. ლილე არც კი დამშვიდობებია ერეკლეს. გოგოებმა უთხრეს. ნერვიულობდა. განიცდიდა. ბევრჯერ სცადა დაკავშირება. მარიკასთანაც ბევრჯერ იყო - მაგრამ მარიკამ არ გინდაო.. ადგილს ვეღარ პოულობდა ერეკლე ამირეჯიბი ამ პატარა ქალაქში. მისთვის ყველაზე სასურველი ადგილი - ლილე აღარ ჰყავდა. ლილეს ძალიან უჭირდა. ყველაფერზე ფიქრობდა. გონებაში ალაგებდა ყველაფერს. რა უნდა ექნა. როგორ უნდა ექნა. ასე გავიდა ერთი თვე. ერთ თვეს კიდევ ერთი დაემატა. შემდეგ კიდევ ერთი და საბოლოოდ სამი თვის შემდეგ ლილემ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი იყიდა. 2017 წლის 3 მარტს ლილე ჩამოფრინდა. ყველა სიხარულით და ცრემლით შეხვდა მონატრებულ გოგონას. ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. დაბრუნდა. ერეკლემაც გაიგო. *********** - დე გთხოვ შემოდი ცოტახანი ოთახში - გასძახა ლილემ მარიკას. მარიკას ფუსფუსით შემოვიდა და სკამზე ჩამოჯდა. ლილე წამოდგა, ჩანთასთან მივიდა, შიგნიდან კონვერტები ამოიღო და მაკას ფეხებთან ჩაიმუხლა. ხელი ხელზე მოჰკიდა და თბილად დაუკოცნა ოდნავ ნაოჭებშეპარული ხელები. კონვერტი გახსნა და მარიკას გაუწოდა. - ეს რაარის? - ჰკითხა ინტერესით მარიკამ - ბილეთებია - ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ლილემ - რისი ბილეთები? - გამომცდელად შეხედა მარიკამ და ფურცელს დახედა. ვერ გაეგო რა ხდებოდა - დე ეს პრაღის ბილეთებია - ცოტახნიანი პაუზის შემდეგ დაამატა - უნდა წავიდე ისევ. ვერ გავჩერდები აქ. მარიკა ატირდა და შვილს თმაზე ხელი ჩამოუსვა - მერე ჩვენ? მერე შენი ბავშვები? - სევდიანად ჰკითხა მარიკამ და ფრთხილად დაუმატა - ერეკლე? ლილემ ნამიანი თვალებით ახედა დედას და გაუღიმა. მეორე კონვერტიც გახსნა, შიგნიდან მეორე ბილეთი ამოაცურა. - ეს ერეკლეს ბილეთია - ოდნავ აკანკალებული ხმით უპასუხა.. მარიკა არ ელოდა. - რა? რანაირად? - ცრემლები შეიმშრალა და დაბნეულმა ჰკითხა. ლილემ უბრალოდ გაუღიმა და თავი დაადო მუხლებზე. არც ლილემ იცოდა რანაირად. ან როგორ შეიძელბოდა სცოდნოდა. ამდენი რაღაცის შემდეგ. დროც დიდი გავიდა. პრაღაში ბევრი იფიქრა. იფიქრა და გადაწყვიტა. უნდა წასულიყო. ან. ან ერეკლესთან ერთად. ან. მარტო. *********** ერეკლე თვალებდახუჭული იწვა პირაღმა ლოგინზე. არ ეძინა. უბრალოდ იწვა და ფიქრობდა. ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა ფიქრებიდან. დახედა. წამოიწია. ტელეფონის ეკრანს ფრთხილად გაუსვა ხელი და ძალიან ნელა მიიდო ყურზე - გამარჯობა - გაისმა გოგონას ნაზი ხმა ერეკლემ ხმა ვერ ამოიღო. ცრემლის უზარმაზარი ბურთი ჰქონდა გაჩხერილი. - 1 საათში ვერის ბაღის კაფეში დაგელოდები - მხოლოდ ეს ერთი წინადადება უთხრა გოგონამ. ტელეფონი გათიშა. ერეკლემ თვალებზე მოისვა ხელი და ტელეფონს კიდევ ერთხელ დახედა. *********** საშინლად წვიმდა თბილისში. ერეკლემ მანქანა ვერის ბაღთან გააჩერა. რამდენიმე წუთი შიგნით იჯდა. არ გადმოსულა. ბოლოს კარი გააღო და ნელი ნაბიჯით გაემართა კაფისკენ. წვიმამ მთლიანად დაასველა. მიდიოდა და მთელი საფიქრალი თან მიჰქონდა. კაფეს რომ მიუახლოვდა ოდნავ შეჩერდა. ფანჯარაში შეიხედა. ეს კადრი.. ღმერთო ეს კადრი.. გრძელი ტალღოვანი, ჩალისფერთმიანი გოგონა..კრემისფერი ყელიანი ჯემპრით.. ერეკლეს გაეღიმა.. კაფის კარი შეაღო და პირდაპირ ლილესკენ გაემართა. ლილემ ნაზად გაუღიმა. ერეკლე არ ელოდა თბილ დახვედრას. რამდენიმე წუთით უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ.. ბოლოს ლილე მიტრიალდა და ჩანთიდან კონვერტები ამოაცურა. მაგიდაზე დადო, მაგრამ ერეკლესთვის არ გაუწვდია. კონვერტს ხელი დაადო. ფანჯარაში გაიხედა. მსხვილ წვიმის წვეთებს ფანჯარა მთლიანად დაესველებინათ გარედან. ერეკლესკენ მიტრიალდა და მშვიდად დაიწყო - ყველაფერი ნატას დაბადების დღეზე დაიწყო...- მთელი ამ დროს განმავლობაში ერეკლე ჩუმად უსმენდა, მაგრამ მთლიანი სხეულით კანკალებდა და ყველა ძარღვი და ნერვი გამობერვოდა სხეულზე. გონებაში უკვე ხედავდა აქედან გასული როგორ ცოცხლად შეჭამდა იმ ცხოველს. ლილეზეც ბრაზობდა, რომ ამდენი ხანი დაუმალა. ყველაზე ბრაზობდა. მთელს სამყაროზე. მთელი სამყარო ეზიზღებოდა. ლილემ საუბარი დაასრულა. ცრემლიანი თვალებით ახედა ერეკლეს. კონვერტი ნელა გააცურა მაგიდაზე და ერეკლეს წინ დადო. ერეკლემ ჯერ ლილეს შეხედა. მერე კონვერტს. ლილემ თვალებით ანიშნა-გახსენიო. ერეკლემ აკანკალებული ხელით გახსნა კონვერტი და შიგნიდან ბილეთი ამოაცურა. - ეს რაარის? - ჰკითხა გოგონას - ეს შენი ბილეთია. ეს - ხელით მის წინ დადებულ ბილეთზე მიანიშნა - ჩემი. მივდივარ.. და მინდა რომ შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე - ერეკლე გაშრა.. ოღონდ ახლა არა. ამ ყველაფერს ასე ვერ დატოვებდა. ჯანდაბა. ორმაგად შესძულდა სამყარო ასეთი ბედის ირონიისთვის. - ლილე - ამოისუნთქა ღრმად ბიჭმა. თავი ჩახარა და დადუმდა.. ხმა აღარ ამოუღია. ლილე უყურებდა. უყურებდა. უყურებდა. და უკვე მეორედ ხვდებოდა როგორ ენგრეოდა ცხოვრება თავზე. ნელა ადგა. ერეკლეს მიუახლოვდა. ჩაიმუხლა. თვალებში შეხედა. თითები სახეზე ნაზად გადაუსვა. ცერა თითი ტუჩებზე გადაატარა და ნელა აკოცა. მაგრამ.. აკოცა იმხელა გრძნობით, იმხელა სევდით და სინანულით, როგორითაც აქამდე არასდროს უკოცნია. წამოდგა. პალტო აიღო და კაფიდან გავიდა. ერეკლეს სახეზე ბინდი და უსასრულო ბრაზი გადაეკრა.. ერეკლეს სახეზე ბრაზის მიღმა, ტკივილისგან ერთმა ცრემლმა მაინც გაიკვლია გზა და ტუჩთან შეჩერდა. მიდიოდა ლილე და ტიროდა. ტიროდა თბილისიც. კიდევ დიდხანს იჯდებოდა ერეკლე ასე გაშეშებული რომ არა მიმტანის ხმა - მეგობარო ვიკეტებით - ერეკლემ წამით ახედა, წამოდგა და გიჟივით გავარდა გარეთ. ის ღამე იყო და ის ღამე. მეორე დღეს ყველამ იცოდა. ყველგან ეწერა. „წყალბურთელი ერეკლე ამირეჯიბისა და კალათბურთელი საბა ცისკარაძის დაპირისპირება. 23 ჭრილობა მუცლის, თავისა და გულმკერდის არეში. რა გახდა მათი დაპირისპირების მიზეზი?!“. დიდხანს იბრძოლა ნაბიჭვარმა თავისი სიცოცხლისთვის და გამოძვრა კიდეც, მაგრამ ციხეში ამოყო თავი ყველა ბინძური საქმისთვის. ერეკლეს 3 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. *********** - არც დაგვემშვიდობა. - გაიგებდა? - არ ვიცი - აიქნია ხელი ნატამ და დამამშვიდებელი ენის ქვეშ ამოიდო. *********** წავიდა ლილე. არაფერი წაუღია თან. ვერ დაემშვიდობებოდა.. *********** -წავიდა? -წავიდა- ჩუმად უპასუხა დავითამ და ჩაფიქრებული მზერა მთაწმინდას გაუსწორა. ერეკლეს ბადრაგმა დაუძახა -გეყოფა ლაპარაკი. ამოიწურა დრო - ერეკლე დავითს დაემშვიდობა და ყურმილი დაკიდა.. *********** სვლა შეანელა. ნაწვიმარ, ლამპიონის მკრთალი შუქებით განათებულ გზას თვალი მოაცილა. თავი ზემოთ ასწია და მზერა ქუჩის მოპიდაპირე მხარეს მდგარ პატარა კაფისკენ გააპარა. წამით შეჩერდა. ქურთუკის ჯიბეში გაყინული ხელებით სიგარეტს დაუწყო ძებნა. - უხ შენი - ნერვებ მოშლილმა ჩაიჩურჩულა და ძებნა შარვლის ჯიბეებში განაგრძო. ძლივს ამოაცურა უკანა ჯიბიდან და ხელის კანკალით მოუკიდა. მთელი ტანით ცახცახებდა - ვერ გაეგო სიცივის ბრალი იყო თუ..... თვალები დახუჭა, სიგარეტის კვამლი გარეთ გამოუშვა და თითქმის სირბილთ გადაჭრა ქუჩა. კაფის ძველი , თუმცა ჩუქურთმებით მოქარგული ხის კარი შეაღო და იქვე გაჩერდა. 3 წელი. 3 სრული წელი გავიდა მას შემდეგ. ის ძველი, ნაცნობი სურნელი კი ისევ შემორჩენოდა შენობის ატმისფერ კედლებს.. ნაცნობი მაგიდისკენ გააპარა მზერა.. გული შეეკუმშა.. ხაკისფერი შარფი ნელა მოიხსნა და ქურთუკთან ერთად იქვე, საკიდზე დაკიდა. ნელი ნაბიჯებით გაემართა მაგიდისკენ და თან მიმტანს გახედა, მანაც არ დააყოვნა და თვალით ანიშნა ახლავე მოვალო. ძველებური ხის სკამი ფრთხილად გამოწია, დაჯდა და მიმტანის მოლოდინში ვერის ბაღს გახედა... ტელეფონი აიღო და უცხო ნომერი აკრიფა.. რამდენიმე ზარის შემდეგ ნაცნობმა ხმამ უპასუხა - მარიკა.. - გაისმა ჩახლეჩილი ხმა *********** ლილემ სახლის კარი ფრთხილად შეაღო. გასაღები იქვე პატარა მაგიდაზე მოათავსა და ღიღინით გაემართა მისაღებისკენ. გაჩერდა. ჩანთა მოიხსნა მხრიდან და სავარძელზე ჩამოდო. მაგიდაზე თეთრი ულამაზესი ლილიების თაიგული იდო. დაიხარა. ხელით მის ნაზ ფურცლებს შეეხო და თვალები დახუჭა. ეს სურნელი. რა ნაცნობი სურნელია. სევდიანად გაიღიმა. თაიგული აიღო. - ლილე..- გაისმა ძალიან ჩუმი, ბოხი და ნაცნობი ხმა.. ლილე გაშრა. ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად მიტრიალდა ხმის მიმართულებით. კარებთან ერეკლე იდგა. იდგა და უღიმოდა. ბიჭი ნელა დაიძრა გოგონასკენ.. ლილე არ ინძრეოდა. ერეკლე მიუახლოვდა. ხელი ფრთხილად ჩამოუსვა თმაზე და გავარვარებული ტუჩებით თვალები ნაზად დაუკოცნა. ცრემლების შესაშრობად ხელი თვალებზე მოისვა. შარვლის უკანა ჯიბიდან ორი ორად გადაკეცილი ფურცელი ამოაცურა და ლილეს გაუწოდა.. -ეს..- ჩურჩულით უთხრა ერეკლემ და გადაკეცილი ქაღალდები გახსნა. ბილეთებზე ერთადერთი მიმართულება პრაღა-ტოსკანა ეწერა - მთელი შენი ცხოვრება ზაფხული იქნება..და ამ ზაფხულს მუდამ მე მოგიტან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.