შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული 13 თავი


გუშინ, 04:50
ავტორი ნეაკო
ნანახია 403

სიტყვის უთქმელად ჩაჯდა ნიცა მანქანაში და დაღლილი ხმით ჰკითხა თორნიკეს
-მითხარი რა გინდა, ბევრი დრო არ მაქვს-თან ისე რომ მისკენ არ მიუხედია
-მომხდარზე მინდა რომ...
-ამ თამაზე საუბარი არ მინდა! - აღელდა ნიცა და ინსტიქტურად მისკენ მიიხედა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც თორნიკეს მშვიდმა ხმამ დაართვია
-თავის მართლებას არ ვაპირებ იმის გამო რაც გავაკეთე
-გგონია ამას ჩემთვის რამე მნიშვნელობა აქვს?-წამოენთო ნიცა და მანქანიდან გადასვლა დააპირა, მაგრამ თორნიკემ კარი დაუბლოკა, რის გამოც კიდევ უფრო გაბრაზდა გაცეცხლებული გოგონა და აგრესიული ტონით უთხრა- გააღე!
-ნიცა
-გააღე! ახლავე!
-საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია!
-შენი სისულელეების მოსმენა არ მინდა- გაჯიუტდა ნიცა
-ის გავაკეთე რისი გაკეთებაც დიდიხანია მინდოდა- მკაცრი ტონით, უმისამართოდ თქვა თორნიკემ და მომღიმარი სახით მისკენ მიიხედა. უეცრად ცხვირო აეწვა და ცრემლები მოეძალა სასოწარკვეთილ გოგონას მაგრამ როგორღაც თავი შეიკავა და მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა
-დაუნდობელი და ცივსისხლიანი მკვლელისგან ბოდიშს არც ველოდი!- შემდეგ კი ისევ კარს დაეჯაჯგურა- გააღე!- მბრძანებლური ტონით უთხრა და როგორც კი კარი განბლოკა თორნიკემ მაშინვე გადავიდა მანქანიდან.
-ამის დედაც... ამის დედასაც შევ*ცი-უმისამართო გინება დაოწყო თორნიკემ და საჭეზე ხელი გამეტებით დაარტყა.
ისე მოწამლა ნიცამ, რომ იქიდან პირდაპირ ბუბას კლუბში წავიდა დასალევად. გვიან ღამით წამოიყვანა ანდრიამ უგონოდ მთვრალი და თავის სახლში მიიყვანა. გონს მხოლოდ გამთენიისას მოვიდა.
-როგორც იქნა გაიღვიძე-სადღაც შორიდან ჩაესმა ანდრიას მხიარული ხმა და თვალები სუსტად გაახილა
-სად ვართ?-უმისამართოდ იკითხა და ისევ დახუჭა
-ჩემს სახლში
-როდის მოვედი?
-არ გახსოვს?-აგდებული ტონით ჰკითხა ანდრიამ და ცინიკურად გაუღიმა
-შენ მომიყვანე?!
-ბიჭებმა დამირეკეს, მითხრეს რომ უგონოდ მთვრალი იყავი... მოვედი და წამოგიყვანე
-არაფერი მახსოვს
-თავზე კონტროლი არასოდეს დაგიკარგავს, ისეთი რა მოხდა რომ ამ მდგომარეობამდე მიხვედი?
-ისეთი არაფერი დაიკ*დე
-მამაჩემი კავშირშია ამ ყველაფერთან?
-არა, არა...მამაშენი არაფერშიაშია
-აბა ვინ არის? თათია?-დაინტერედა ანდრია. თორნიკემ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ამიტომ კიდევ უფრო დაინტრიგდა ანდრია- ნიცა?
-მინერალური არ გაქვს?
-მააქვს, გინდა მოგიტანო?
-იასნა-გაუღიმა თორნიკემ და როგორც კი გახსნილი მინის ბოთლი გაუწოდა ანდრიამ მაშინვე მოიყიდა
-თორნიკე
-ნიცაზე და თათიაზე აღარაფერი მკითხო!-მოიღუშა თორნიკე და თვალები დახუჭა
-თათიამ დამირეკა გუშინ
-ისევ გაბრაზებულია ჩემზე?
-საშინლად-გაეცინა ანდრიას
-ჯანდაბა-მოიღუშა თორნიკე და დივაზე სუსტად წამოჯდა
-მითხრა რომ ჩემთან შეხვედრა და ლაპარაკი უნდა
-შენ რა უპასუხე?
-შენი აზრით?- გაბრაზდა ანდრია
-თავიდანვე მართალი იყო ლუკა, თათია ამ საქმეში არუნდა გაგვერია
-დავალაპარაკები
-აზრი არ აქვს
-რას აპირებ?
-აზრზე არ ვარ-ბრაზნარევი ტონით უმისამართოდ თქვა თორნიკემ და თვალები დახუჭა. გაეღიმა როცა კარზე ატეხილი ბრახუნის ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას- ვინმეს ელოდები?- ინტერესით ჰკითხა ანდრიას და როცა დაბნეულმა ბიჭმა უარყოფოს ნიშნად თავი გააქნია მბრძანებლური ტონით უთხრა-მიდი გააღე!- და ცინიკურად გაუღიმა.
-ვიცოდი რომ სახლში იქნებოდი-კარის გაღებისთანავე ნაწყენი ტონით უთხრა თათიამ დაძაბულ ბიჭს და ჰოლში გაბრაზებული სახით შევიდა
-ძალიან აღელვებული ხარ, მოდი ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ- შესთავაზა ანდრიამ და მისაღები ოთახისკენ მიუთითა
-რატომ არ მომეცი უფლება რომ...
-ჯერ დამშვიდდი
-ეს თორნიკეს გამო გააკეთე? მან გთხოვა რომ უარი გეთქვა ჩემზე?
-არ საიდან მოიტანე
-მაშინ უფლებას რატომ არ მაძლევ რომ შენი ადვოკატი გავხდე?!
-იმიტომ რომ ასე ვთვლი საჭიროდ
-ზუსტად ისე ლაპარაკობ როგორც თორნიკე!
-თათია მომისმინე
-ჩემზე უკეთ ვერავინ დაგიცავთ რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით მე ყველაფერი ვიცი!
-ასეა მაგრამ...
-მაგრამ რა?!- თვალები უეცრად ცრემლებით აევსო თათიას
-მომისმინე ჩემო ლამაზე-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ანდრიას და წამიერად გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა- შენი უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე მთავარია!
-კარგი რა ანდრია-წამოენთო თათია და მაშინვე უკან დაიხია-ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს ეს თქვენი პირველი დანაშაულია და ჩემი პირველი საქმე
-ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ წასულიყო...
-მაშინ უფლებას მომცემდით რომ ამ საქმეში ჩავრეულიყავი არა?!-ირონია გარია ხმაში თათიას
-ზუსტად!
-რა უაზრობაა!
-ვახოს ამბავი უნდა დაივიწყო და ყველაფერი რაც მის საქმესთან კავშირშია!- ხმა გაიმკაცრა ანდრიამ- გესმის რას გეუბნები?
-ზედმეტად ბევრი მოწმე და დანაშაულის თანამონაწილე არსებობს... რომ აღარაფერი ვთქვა ქუჩის კამერის ჩანაწერებზე.... ასევე გვამთან ერთად გაუჩინარებულ დანაშაულის ისარაღებზე და დამწვარ მანქანებზე...
-ჩემს დარწმუნებას ნუ ცდილობ
-რატომ არ გესმის? ადრე თუ გვიან პოლიცია თქვენს კვალზე გამოვა...
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?- უეცრად თავზე წამოადგა თორნიკე გაღიზიანებულ გოგონას
-იმიტომ რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და ზუსტად ვიცი, როგორ გულმოდგინედ მუშაობს ასეთ რეზონანსულ საქმეზე მთელი საგამოძიებო სისტემა
-ჯნდაბა, თათია, შენ რა ჩემი გაგიჟება გინდა?-წამოენთო ანდრია
-მშვიდად-თვალები დაუბრიალა თორნიკემ და თათიას გახედა -რა გინდა?!
-მინდა უფლება მომცეთ რომ დაგიცვათ
-ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავალ...
-ანდრია-დაიძაბა თორნიკე
-მალე დავბრუნდები
-რამე სისულელე არ გააკეთო იცოდე!
-ნუ ღელავ- გაუღიმა ანდრიამ და სახლიდან გავიდა.
ამ დროს თათიამაც წაატანა ხელი სახელურს და კარის გაღება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან თორნიკე აესვეტა წინ კითხვით
-საით?
-აქ შენთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარ!
-ვიცი
-მაშინ გამიშვი!
-ღელავ?- კარგა ხნის სიჩუმის მერე ცინიკური ტონით ჰკითხა თორნიკემ ზედმეტად ახლოს მდგომ გოგონას და მოულოდნელად გასაღები გადაატრიალა
-რას აკეთებ!-წამოენთო თათია და ინსტიქტურად ხელი წაატანა მაგრამ თორნიკემ გასაღების მოხსნა და შარვლის ჯიბეში ჩადება მაინც მოახერხა-გააღე!
-შეგიძლია რომ დამშვიდდე?
-არ შემიძლია
-ჩემს გამო ხარ ასეთი გაღიზიანებული?
-შენს გამო რატომ უნდა ვიყო გაღიზიანებული?!
-იმ ღამეს რაც მოხდა...
-იმ ღამეს რაც მოხდა შეცდომა იყო!
-მე ასე არ ვფიქრობ!
-თორნიკე ძალიან გთხოვ არ გინდა
-მინდა ვიცოდე...
-არ ვიცი
-თათია!
-არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე...
-სიმართლე უნდა ვიცოდე
-შენი დაკარგვა არ მინდა
-არ დამკარგავ
-თორნიკე გთხოვ, ეს თემა დავხუროთ, უბრალოდ დაივიწყე რაც მოხდა!
-არ შემიძლია!
-რატომ?
-შენი და ანდრიას გარდა არავინ მყავს ხომ იცი?!
-ვიცი, მერე?
-ბავრშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და უკვე წლებია ვმეგობრობთ ჩვენ სამნი...
-სწორედ ამიტომ გთხოვ რომ მომხდარი დაივიწყო-წინადადების დასრულება არ აცადა თათიამ- წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ
ერთმა კოცნამ... შეიძლება ჩვენს ურთიერთობაში ბზარი გააჩინოს
-კარგი როგორც გინდა-მოიღუშა თორნიკე და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. თათია დამშვიდდა ამიტომ ყავის აპარატი ხალისიანად ჩართო. ანდრიას დაბრუნების შემდეგ მალევე გამოუკეთდა ხასიათი ორივეს და საუზმის ერთად მომზადება დაიწყეს, სწორედ ისე როგორც ბავშვობაში. მაგიდასთან დასხდნენ თუ არა თათიას ტელეფონი აწკრიალდა
-ჯანდაბა-ბრაზნარევი ტონით უმისამართოდ თქვა გაღიზიანებულმა გოგონამ და ტელეფო გამორთო
-ლუკა გირეკავდა?-გაეღიმა ანდრია
-უკვე თავი მომაბეზრა მაგ იდოტმა
-ზღვარს თუ გადავა...-საუბარში ჩაერია თორნიკე, მაგრამ წინადანდების დასეულება არ აცადა თათიამ და მკაცრი ტონით უთხრა
-ზღვარს თუ გადავა ვიცი რაც უნდა გავაკეთო
და როგორც უნდა მოვიქცე, ასე რომ...
-ჩემი მზრუნველობა არ გჭირდება!- ნაწყენი ტონით დაასრულა თათიას გაწყვეტილი წინადადება თორნიკემ და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა
-ზუსტად-უდარდელად დაეთანხმა თათია და შპაგეტის ჭამა ისე განაგრძო თითქოს განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა მის გარშემო. როცა ჭამა დაასეულა მაგიდიდან მოულოდნელად წამოდგა და ანდრიას ლოყაზე ხმაურით აკოცა
-იფიქრე იმაზე რაც გითხარი- მომღიმარი სახით უთხრა და ცინიკურად გაუღიმა
-უკვე მიდიხარ?- უკმაყოფილო მზერით ახედა ანდრიამ
-კიიიი-გაეღიმა თათიას
-ცოტა ხანს კიდევ დარჩი-არეული ხმით უთხრა თორნიკემ და ცივი მზერა სახეზე მიაყინა აღელვებულ გოგონას
-არ შემიძლია-დანანებით უთხრა თათიამ და წასასვლელად მოემზადა
-ისე წახვალ რომ არ დამემშვიდობები?- მკაცრი ტონით ჰკითხა თორნიკემ როცა გასასველი კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა
-მაგვიანდება-უდარდელი ხმით გამოსძახა თათიამ და სახლიდან ხმაურით გავიდა.
-ზოგჯერ როგორი აუტანელია-ბრაზნარევი ტონით უმისამართოდ თქვა ანდრიამ და კარადიდან გაუხსნელი ღვინის ბოთლი გამოიღო ჭიქებთან ერთად- დალევ?- უინტერესოდ ჰკითხა თორნიკეს და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია ბოთლის გახსნა დაიწყო
-ზოგჯერ?-უფრო თავისთვის ვიდრე ანდრიას გასაგონად თქვა თორნილემ და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა
-თქვენ ორს შორის რამე ხდება?- კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა ნადრიამ და ღვინით სავსე ჭიქა გაიწოდა
-რას გულისხმობ?- დაიბნა თორნიკე
-რამე ისეთი, რაც უნდა ვიცოდე?!
-არა საიდან მოიტანე
-ზედმეტად დაძაბულები იყავით ორივე რომ მოვედი და იმიტომ გეკითხები
-ისეთი არაფერი და*კიდე
-დარწმუნებული ხარ რომ მომხდარზე ლაპარაკი არ გინდა?
-კიი-გაეცინა თორნიკეს და ახლად გახსნილი ღვინის ბოთლი სწრაფად მოიყუდა
-კარგი როგორც გინდა- ღიმილით უთხრა ანდრიამ თორნიკეს მისი საყვარელი ფრაზა და ცინიკურად გაუღიმა.
.....
თორნიკესთან ჩხუბის შემდეგ ნიცას ცხოვრება ძირეულად შეიცვალა. მამამისი სახლიდან წავიდა, კახამ მუშაობა დაიწყო, ლილემ კი სიგარეტის მოწევა.
-ნიცა გთხოვ დამელაპარაკე-სლუკუნით უთხრა აღელვებულმა ლილემ დას როცა პირველად დაინახა ნიცამ სიგარეტით ხელში
-რაზე უნდა დაგელაპარაკო?
-არ მინდა რომ ჩემზე ნაწყენი იყო
-არ ვარ
-ხაარ!
-ეს შენი ცხოვრებაა-უეცრად ყელში ბურთი გაეჩხირა ნიცას, ამიტომ ცოტახნით გაჩუმდა- შეგიძლია ის გააკეთო რაც შენ გსურს, თან უკვე 18 წლის ხარ! ასე რომ...
-მართლა ასე ფიქრობ?!- ტირილის ნოტებშეპარული ხმით ჰკითხა ლილემ და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი, ნაგვის ურნას ნერვიულად ჩააჭყლიტა
-იცი რა მაინტერესებს? რის დამტკიცებას ცდილობ?- სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გაღიზიანებულ გოგონას
-ასე რატომ მელაპარაკები?- აღელდა ლილე
-რამდენი ხანია რაც ეწევი?
-არ ვიცი, დღეები არ დამითვლია
-დიდი ხანია
-არც ისე
-რატომ არ მითხარი?
-ვიცოდი ასეთი რეაქცია რომ გექნებოდა...
-მხოლოდ ამიტომ?-სიტყვა გააწყვეტინა გაავებულმა ნიცამ დას
-მხოლოდ ამიტომ-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ლილემ და ცრემლიანი თვალებით მეგობრებს გახედა რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ მისი და ნიცას კამათის დასრულებას
-თუ გინდა წადი მათთან, მაგრამ იცოდე რომ ისინი შენი მეგობრები არ არიან!
-სიგარეტის მოწევა მათ გამო არ დამიწყია- მოიღუშა ლილს-ეს გააზრებულად გავაკეთე და საერთოდ არ ვნანობ იმას რაც გავაკეთე
-სამწუხაროა-ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცამ და მაშინვე ზურგი აქცია, რადგან არ უნდოდა ლილეს მისი ცრემლები ენახა.

იმ დღის შემდეგ ნიცა და ლილე ისე გაუცხოვდნენ რომ ერთმანეთს თითქმის აღარ ეკონტაქტებოდნენ. ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა გაურკვევლობაში მყოფი ნინა ბებო, რომელიც ვერაფერით ახერხებდა მათ უერთიერთიბის დალაგებას.

ერთ დღეს ყველასგან და ყველაფერისგან დაღლილმა ნიცამ ვარდების დიდი თაიგული იყიდა და სრულიად მარტო დედამისი სასაფლაოზე წავიდა.
სასაფლაოზე მისვლის ყოველთვის ეშინოდა მაგრამ მას მერე რაც დედა გარდაეცვალა ეს ადგილი მისი მეორე სახლი გახდა. ერთხელ ერთერთ თურქულ სერიალში მოისმინა ფრაზა ,,სასაფლაოზე მისვლის მას ეშინია ვისაც საყვარელი ადამიანი არ დაუკარგავს" და მას მერე საბოლოოდ განადგურდა. შავ-თეთრი სურათის წინ დააწყო ყვავილები და თავშეუკავებლად ატირდა. ნანობდა ყოველ დაკარგულ წუთს რაც მისგან შორს გაატარა, ნანობდა ყველა არასწორად ნათქვამ სიტყვას რომლითაც ოდესღაც დედას ტკივილი მიაყენა. დაღამდა მაგრამ სახლში წასვლა მაინც არ უნდოდა... ენანებოდა დედა ცივ და ბნელ ღამეში მარტო დასატოვებლად. ბოლოს მაინც შეიპყრო შიშმა, ამიტომ აღელვებული წამოდგა ფეხზე და გასასვლწლი კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. შეკრთა როცა ვიღაცის მაღალ სილუეტს მოჰკრა თვალი. უარესი დაემართა როცა მიახლოებისას ანდრიას მონგრეულ სახეს ჰკიდა თვალი
-შენ? აქ რას აკეთებ?- ბრაზნარევი ტონით გკითხა და ყვავილებზე მიანიშნა რომწლიც აკანკალებულ ხელში ეჭირა
-შენ თვითონ რას აკეთბ აქ? ამ შუაღამისას?!-მკაცრი ტონით ჰკითხა ანდრიამ და სიბნელეს მოჩვეული თვალი მოატარა მდუმარე სასაფლაოს
-უნდა წავიდე-უფრო თავისთვის ვიდრე ანდრიას გასაგონად თქვა ნიცამ და ნაბიჯი გვერდზე წადგა, მაგრამ მაშინვს წინ აესვეტა ანდრია და წასვლის უფლება არ მისცა
-რას აკეთებ-აღელდა ნიცა და წამიწრად მზერა გაუსწორა
-ჩემი ისევ რატომ გეშინია?-ნაწყენი ტონით ჰკითხა ანდრიამ და ზემოდან დააცქერდა მონგრეული სახით
-არ მეშინია-გაუბედავად უთხრა ნიცამ და აღელვებულმა ოდნავ უკან დაიხია
-მარტო ხარ?
-რატომ მეკითხები?
-უკვე გვიანია, ჩვენს მეტი კი გარშემო კი არავინაა
-შენ? რატომ მოხვედი?-საუბრის თემა შეცვალა ნიცამ და ანდრიას ყურადღება ყვავილებზე გადაიტანა რომელიც მას ხელში ეჭირა
-ჩემი და აქაა დასაფლავებული
-ხატია?!-ძლივს გასაგონად უმისამართოდ დაიჩურჩულა ნიცამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა
-დღეს მისი დაბადების დღეა
-ვწუხვარ
-ვინმე გელოდება გარეთ?
-არა
-მაშინ სახლში წაგიყვან
-არ არის საჭირო
-ნიცა
-ანდრია გთხოვ
-რას მთხოვ?
-მე... არც კი ვიცი რა გითხრა-დაიბნა ნიცა
-ხომ იცი რომ არასდროს არაფერს დაგიშავებ?-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა აღელვებულ ბიჭს
-ვიცი-გულწრფელი ემოციით უთხრა ნიცამ და სევდით სავსე მზერით თვალებში ჩააცქერდა
-მაშინ უფლება მომეცი რომ სახლში წაგიყვანო
-მე...სახლში წასვლა არ მინდა
-სად გინდა წასვლა მითხარი და იქ წაგიყვან
-არსად წასვლა არ მინდა... აქ მინდა ყოფნა შენთან ერთად
-გეცოდები?-სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გონება ამღვრეულ ბიჭს
-გინდა რომ წავიდე?- გულწრფელი ემოციით ჰკითხა ნიცამ და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო ნაბიჯი გვერდზე წადგა, მაგრამ მაშინვე წინ აესვეტა გაღიზიანებული ბიჭი და ჩამწყდარი ხმით უთხრა
-მე შენი სიბრალური არ მჭირდება ნიცა, მე შენ მჭირდები- და სანამ დაბნეული გოგონა რამეს ეტყოდა საფეთქელზე ნაზად მიაწება ცხელი ტუჩები. წამიერად სუნთქვა შეუწყდა და გულისცემა გაუჩერდა აღელვებულ გოგონას. ვერაფრის თქმა და გაკეთება ვერ მოახერხა, მხოლოდ მაშინ მოვოდა გონს როცა ზურგი აქცია ანდრიამ და ხატიას სასაფლაოს მიმართულებით წავიდა.
- 17 წლის იყო როცა ვახო გაიცნო- ჩამწყდარი ხმით დაიწყო ანრიამ საუბარი როცა მომღიმარი გოგონას საფლავის ქვასთან კესანების თაიგული დადო- ერთმანეთი ძალიან უყვარდათ... უფრო სწორად მე მეგონა რომ უყვარდათ- ამ დროს სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა და წამიერად ნიცას გახედა- ახალი გარდაცვლილი იყო დედა ამიტომ მის ცხოვრებაში ჩარევა ზედმეტად ვერ გავბედე რადგან ბედნიერი იყო... უფრო სწორად მეგონა რომ ბედნიერი იყო. გაცნობიდან ძალიან მალევე ცოლად გაჰყვა... სრულიად მოულოდნელად... ვთხოვე სახლში დაბრუნებულიყო მაგრამ უარი მოთხრა, მეუბნებოდა რომ მასთან ყოფნა უნდოდა... რომ ბედნიერი იყო... ერთხელ სრულიად შემთხვევით ვნახე მის ხელზე დალურჯებები... საზლში გამოვკეტე, წავედი და ვახო სიკვდილამდე ვცემე... მიჩივლა და ციხეში ჩამსვეს. ის ნაბ*ჭვარი მაშინ რომ მომეკლა ახლა ხატია ცოცხალი იქნებოდა-ხმა გაებზარა ანდრიას და ცოტა ხნით გაჩუმდა როცა ძალა მოიკრიბა ლაპარაკი მძიმედ განაგრძო- თორნიკემ იჩალიჩა და გირაოს სანაცვლოდ გამომიშვეს მაგრამ ხატია ისევ უკან დაბრუნდა, იმ ნაბ*ჭვართან. სახლში მივუვარდი და უკან წამოვიყვანე... მაგრამ აზრი არაფერს არ ჰქონდა მოწამლული იყვნენ ერთმანეთით. ხატიას მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ის ყ**, ჯანდაბა-მოიღუშა ანდრია და ცოტა ხნით გაჩუმდა- ყველანაირად ვცადე დამეშორებინა, ამის გამო ხატიამ შემიძულა, ეგონა ამას იმიტომ ვაკეთებდი რომ ვახოსთან პირადი ანგარიშები მქონდა გასასწორებელი... საბოლოოდ მოხდა ისე რომ ხატიამ ჩემთან კონტაქტი სრულიად შეწყვიტა. მეგონა ამას იმიტომ აკეთებდა რომ ვახოს ზეგავლენის ქვეში იყო მოქცეული... სინამდვილეში კი თურმე ის ნაბ*ჭვარი აიძულებდა რომ ჩემთან ურთიერთობა გაეწყვიტა. ამ ყველაფერს იცი რატომ აკეთებდა?- ამ დროს ანდრიას სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა-ბიზნესისთვის, ფულისთვის! როგორც კი სასურველს მიაღწია და მამაჩემს წყალობით ბიზნესი მოახოდა, ხატია მაშინვე დაიკიდა. იცო ყველაზე საშინელი რა არის? ვხედავდი ნელ-ნელა როგორ ნადგურდებოდა ხატიას ფსიქოკა და მე ვერაფერს ვშველოდი. საბოლოოდ მოხდა ის რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ხატიამ გაიგო რომ ის ნაბ*ჭვარი ღალატობდა, მის უახლოეს დაქალთან. ამ ამაზრზენი სიტუაციის მიუხედავად ის მაინც არ წამოვიდა ვახოსგან... თუმცა როცა გაიგო რომ ის კახპა ორსულად იყო მისი მიტოვება სცადა, მაგრამ ვახომ წამოსვლის უფლება არ მისცა. ერთმანეთი ავადმყოფურად უყვარდათ და თან სძულდათ სწორად ამიტომ ისევ დავხვდი კორპუსთან ბიჭებთან ერთად და სიკვდილამდე ვცემე, რომ გამოკეთდა არ მიჩივლა, წავიდა სახლში და ხატია სცემა იმ დონემდე რომ საავადმყოფოში მოგვიწია მისი გადაყვანა. თურმე ორსულად იყო და მუცელი მოეშალა- ამ დროს გაჩუმდა ანდრია და აკანკალებული ცივი ხელები მოწოლილი ბრაზისა და მრისხანების დასაოკებლად ძლიერად მომუშტა- ეს რომ გაიგო ხატიამ ჭკუიდან გადავიდა, შეიშალა, ყველაფერი დალეწა და მიუხედავად მიყენებული ტკივილისა, გარკვეული პერიოდის მერე ვახოს მაინცვაპატია და მასთან დაბრუნდა. ალბათ გაინტერესებს სად იყო ამ დროს მამაჩემი? მივლინებებში, თორნიკე კი ჩემს გვერდით. იმ ღამეს ხატიას დავურეკე და ვუთხარი რომ ჩემთვის ის მოკვდა. დილით გავიგე რომ ის და ვახო ავარიაში მოყვნენ და ორივე მძიმედ იყო დაშავებული. გამოძიებამ დაადგინა რომ ავარია ხატიამ მოახდინა... მას უნდოდა რომ ორივე მომკდარიყვენენ... რამდენიმე დღიანი კომის შემდეგ ხატია გარდაიცვალა ვახო კი ზუსტად იმავე დღეს გონს მოვიდა. ბედის ირონიაა არა? ხოდა ზუსტად იმ დღეს დავიფიცე რომ ვახოს მოვკლავდი. სადაც არუნდა დამალულიყო ან წასულიყო მაინც ვიპოვიდი და მოვკლავდი. ალბათ ფიქრობ რომ საშინელი ადამიანი ვარ
-არა ასე არ ვფიქრობ-პირველად გაბედა ხმის ამოღება ნიცამ
-მე ხომ მკვლელი ვარ! დაუნდობელი მკვლელი!-ჩაწითლებული თვალებით გახედა ანდრიამ ერთადგილზე მიყინულ გოგონას და ცივი მზერა ისევ ხატიას მომღიმარო საფლავის ქვაზე გადაიტანა- ალბათ ახლა გინდა რომ აქედან გაიქცე და დაივწყო ყველაფერი ის რაც ჩემთან გაკავშირებს...
-ასე არაა-ძლივს გასაგონად უმისამართოდ დაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა გოგონამ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან
-თუ მეტყი რომ წავიდე, წავალ შენი ცხოვრებიდან- უეცრად ფეხზე წამოდგა აღელევბული ბიჭი და სწრაფად მიუახლოვდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას- მაგრამ თუ არ მეტყვი რომ წავიდე, მაშინ არ წავალ! -უეცრად მისი სახე ხელბშორის მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა-გესმის რა სეუბნები- ინტერესით ჰკითხა და არეული სახე კიდევ უფრო მეტად მიუახლოვა
-ანდრია ძალიან გთხოვ არ გინდა- შეეხვეწა ნიცა და ძლიერად ჩაეხუტა.
.....
სამსახურიდან გვიან ღამით მომავალი ნიცა შეკრთა როცა თორნიკემ მანქანით გზა გადაუჭრა და მის წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა
-აქ რას აკეთებ?-მკაცრი ტონით ჰკითხა ნიცამ როცა ფანჯარა ჩასწია თორნიკემ და ცივად მიესალმა
-ჩაჯექი-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა თორნიკემ და მანქანის კარი გაუღო
-რა გინდა?
-გააკეთე ის რასაც გეუბნები!-ხმა გაიმკაცრა თორნიკემ
-თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?-წამოენთო ნიცა
-ჩაჯდები თუ ძალით ჩაგტენო?-დაღლილი ხმით ჰკითხა თორნიკემ და მანქანა ჩააცქრო
-თავხედი ხარ-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა ნიცამ და მანქანაში მოღუშული სახით ჩაჯდა
-დრო თუ გაქვს ცოტახნით აგარაკზე წავიდეთ, რაღაც საკითხების განხილვა მინდა შენთან- მოღუშული სახით უთხრა თორნიკემ და მანქანა დაქოქა
-არ მაქვს-ცივად მოუჭრა ნიცამ და ღვედი გაიკეთა
-რაღაც მოხდა
-ისეთი რა მოხდა რომ ამ შუაღამისას აქ მოხვედი?
-112 შენი ზარი დაფიქსირდა
-რაა?-ადგილზე გაიყინა ნიცა
-გამომძიებელს შენთან გასაუბრება უნდა
-ანდრიამ იცის?
-ჯერ არა
-უნდა რომ დამკითხოს?
-ჯერ არა... მაგრამ თუ მიხვდება რომ ამ საქმეში გარეული ხარ თავს აღარ დაგანებებს
-საიდან გაიგეს რომ 112-ში დავრეკე? თან ეს ხომ წამიერი ზარი იყო და მეტი არაფერი?!
-აზრზე არ ვარ- მოიღუშა თორნიკე-როგორც ჩანს ყველა საეჭვო ზარი შეამოწმეს იმ ღამეს რაც 112-ში შევიდა და ასე მარტივად იმიტომ მოგაგნეს
-ღმერთო...
-მე და ანდრია უკვე დაგვკითხეს... კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს... შენზე ჯერ არაფერი გვითქვამს, მაგრამ თუ ძალიან მოგვაწვება გამომძიებელი იძულებულები გავხდებით ვუთხრათ, რომ იმ ღამეს, შენც ჩვენთან ერთად იყავი აგარაკზე...
-ჩემებმა არაფერი იციან მომხდარზე...საშინელება მოხდება თუ გაიგებენ რომ ღამე თქვენთან ერთად ვიყავი აგარაკზე
-ვიცი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ ნიშნობის ბეჭედი გაგიკეთო თითზე
-რა?!-გაოცება ვერ დამალა ნიცამ-შენ რა გაგიჟდი? გინდა რომ ყველა მოვატყუო თითქოს დანიშნულები ვართ?!
-სხვა გზა არ გაქვს!- ნიშნის მოგებით უთხრა თორნიკემ და ცინიკურად გაუღიმა- მამაშენს უკვე ველეპარაკე! იცის რომ შენზე გიჟივით ვარ შეყვარებული და შენი ცოლად მოყვანა -მინდამანქანა გააჩერე!
-რა?-დაიბნა თორნიკე
-გააჩერე-მეთქი-ბოლო ხმაზე უღრიალა გაგიჟებულმა გოგონამ
-ნიცა
-ახლავე გააჩერე ეს წყეული მანქანა!-ყვირილს არ წყვეტდა ნიცამ და როგორც კი თორნილემ მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მაშინვე გადავიდა
-რა დაგემართა?- მიაყვირა თორნიკემ და უკან გაეკიდა. მალავე დაეწია და თავისკენ უხეშად შეატრიალა
-ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს-ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა
-რა გინდა?!- ბოლო ხმაზე უღრიალა თორნიკემ- გინდა ყველამ გაიგოს რომ მე და ანდრია მკვლელები ვართ, შენ კი უცოდველი მოწმე? რომელიც მთელი ეს დრო დანაშაულის დაფარვაში გვეხმარებაოდა?-და ხელი უხეშად გაუშვა
-რას ბოდავ-წამოენთო ნიცა და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა, თორნიკემ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და აკანკალებული ხელი მკლავზე ძლიერად მოუჭირა
-წამოდი!- დაუღრინა და მანქანისაკენ ძალის გამოყენებით წაიყვანა
-მტკივა-ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცა, მაგრამ თორნიკემ მის ცრემლებს ყურადღება არ მიაქცია და მანქანაში ძალით ჩატენა
-ცხოველო-ზიზღით უთხრა ნიცამ როცა კარი ცხვირწინ მიუჯახუნა თორნიკემ და კარი დაუბლოკა



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ოო ეს უკვე საინტერესო გადახვევაა ნეაკო❤️ ველოდები შემდეგ თავს❤️

 


№2 სტუმარი მკითხველი

ანდრიასთან უფრო მომწონს ნიცა. ეს თორნიკე ძან გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი კაცია:D ძალიან კარგად წერთ წარმატებები❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent