ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (მეხუთე თავი)
სიმშვიდე ერთადერთია ალბათ, რაც ყველაზე მეტად ეხმარება, მოსამზადებლად, გონების მოსაკრებად. გასახდელში იყო გუნდელებთან ერთად. სახეზე რომ შეგეხედათ ვერაფრის ამოკითხვას შეძლებდით, უემოციო სახით იჯდა და ცარიელი თვალებით იყურებოდა. ამ დროს იხსენებდა ხოლმე ბავშვობას, უფერულ დღეებს და დროს როცა ფეხბურთის თამაში დაიწყო, როგორ სიამოვნებდა ბურთის გაგორება მწვანე ბალახზე და ვინ იცის რამდენჯერ უთამაშია ქვიშაში, ტალახში, გადახრიოკებულ მიწაზე და მერე როგორ გაბრაზებულა ბაკური, როგორ უჩხუბია და დღემდე რა მწარედ ახსოვდა მისი დარტყმული მარჯვენა. რამდენჯერ ჩასძინებია ატირებულს და მერე მაკას როგორ გაუწმენდია მისი მუხლები ბურთით თამაშისას რომ იყვლეფდა ხოლმე. ფიქრობდა ამ ყოველივეზე და რწმუნდებოდა, ადამიანი იმდენად უსამართლოა რამდენად უსამართლოდაც ეპყრობოდნენ, იმდენად ჰგავს ცხოველს, ზოგჯერ ვერც იაზრებს როგორ გაჰკრა კბილი და გული ატკინა მას ვინც რეალურად ყველაფერზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო მისთვის. ფიქრებიდან კაპიტნის ხმამ გამოაფხიზლა, გუნდელები გაამხნევა და მოედანზეც გავიდნენ. ისე გავიდა მოედანზე თითქოს უკვე ჩემპიონი იყო და ასეც იქნებოდა, გუმანით გრძნოდა ისეთი მატჩი იქნებოდა არასოდეს, რომ არ დაავიწყდებოდა ამ თამაშით მიღებული სიამოვნება. და ზუსტად ისე წარიმართა მოვლენები, როგორც ფიქრობდა, გულშემატკივარი შეძახილებს არ წყვეტდა და მართლა ისეთი ატმოსფერო იყო აქამდე, რომ არ უნახავს ამ კლუბში. - შიო არის ბურთით - დაძაბული ლაპარაკობდა კომენტატორი - როგორც ყოველთვის, ახლაც შეეხო თუ არა ბურთს წამში დაიწყო შეტევა, თამაში დაიძაბა, ძალიან ავიწროებენ, თუმცა საჯარიმოშია და დიდი შანსი აქვს გაიტანოს, მაგრამ ოთხის წინააღმდეგ არის მარტო... მიდი შიო ეს შანსი უნდა გამოი... გოოოოლ შიო დადეშქელიანი შეუჩერებელია - ყვიროდა კომენტატორი და სიხარულის შეკავება უჭირდა - ულამაზესი გოლი გაიტანა, ლივერპულმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, როცა ეს ბიჭი იყიდა. - ლივერპული ისეთი კლუბია, ტყუილად არაფერს გააკეთებს და ფულს სისულელეში არ დახარჯავს და ვხედავთ კიდეც, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთეს ამ ბიჭის გაფორმებით - მხარი აუბა თანაკომენტატორმა. მანჩესტერ სიტი - ლივერპულის მატჩი დასრულდა, სადაც ლივერუპული დაწინაურდა და თამაში ორით - ნული ანგარიშით მოიგო. დადეშქელიანმა გოლთან ერთად ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. გასახელში იჯდა თავის ადგილას, მშვიდი იყო, თითქოს ყოველთვის იცოდა, როგორ ითამაშებდა და ახლაც მოლოდინი, რომ გაუმართლდა ერთიანად მოეშვა, დამშვიდდა, თვალებში სხივი გაუკრთა სიხარულის და ამ სიხარულთან ერთად მიას ზარი გამოჩნდა ტელეფონზე. გაუთიშა და მიწერა ერთ საათში გნახავო. - გილოცავ, ძალიან მაგრად ითამაშე - სიხარულით შეაქო, დადეშქელიანი და დაელოდა რას ეტყოდა თავად. - ჩვეულებრივი თამაში იყო, არაფერი განსაკუთრებული - ხელი აიქნია და წყალი დალია. - შენ ყოველთვის ეგრე ამბობ და არასოდეს აღიარებ რომ საუკეთესო ხარ - თითქოს ნაწყენმა ჩაილაპარაკა ახალგაზრდამ. ადამიანს შექება მოგეხსენებათ ძალიან სიამოვნებს და მეტის კეთების სურვილს აღუძრავს, მაგრამ როცა იმას არ შეუქიხარ ვისგანაც ყველაზე მეტად ელოდი და გინდოდა ქების სიტყვები დაგემსახურებინა დუმდა ან იმას ამბობდა, რომ ვერასოდეს მიაღწევდი იმას რისკენაც მიილტვოდი, მერე როცა სხვა გაქებს თითქოს ვერ იჯერებ ფიქრობ არ იმსახურებ იმ სიტყვებს რასაც გეუბნებიან, ასე იყო დადეშქელიანის ცხოვრებაშიც, სულ უნდოდა მამასგან მიეღო საქებარი სიტყვები, მაგრამ არასოდეს ბაკურს ის არ უთქვამს ვამაყობ შენითო, არადა როგორ ელოდა ყოველთვის ამ სიტყვებს. მერე როცა გაიზარდა და ოცნება აისრულა, თითქოს მიღწეულ ოცნებას ტკბილი და მწარე გემო ერთად ჰქონდა. მიუღწეველი ოცნებები მაინც ყველაზე უფრო ტკბილია, მიღწეული კი თითქოს ჩვეულებრივი რამ ხდება. ვიდრე დადეშქელიანი ინგლისის ქუჩებში მიასთან ერთად დასეირნობდა და გამარჯვებას თავისთვის, ჩუმად ზეიმობდა, ევას ტელეფონზე არ წყდებოდა დედისგან ზარები. - დედა ვმუშაობ, არ მცალია - უპასუხა წუწუნით და გათიშვას აპირებდა, ქალმა რომ ძალიან სწრაფად უთხრა. - სასიძო მომეწონა, იმედია მალე გამაცნობ, მაგრამ როდის აპირებდი ჩვენთვის თქმას შვილო? გეგონა არ გაგვეხარდებოდა? - ნაწყენმა მიუგო ქალმა. - დედა რომელ სასიძოზე მელაპარაკები საერთოდ? კარგი რა... უბრალოდ ნაცნობია და ერთი გზა გვქონდა, მაგიტომ წამომიყვანა. რა ხდება ერთი ფოტოს გამო ხალხმა ლამის უკვე დაგვაქორწინა - ბრაზობდა იმ ხალხზე ვისაც საქმე არაფერი ჰქონდა სხვის ცხოვრების განხილვის გარდა. - არადა შეყვარებული ჰყავს და შეიძლება ძალიან მალე დაქორწინდეს... - არ დაქორწინდება იმ გოგოზე ევა დამიჯერე, დაიმახსოვრე საქართველოში, რომ დაბრუნდება იმ გოგოს ყოფილი ერქმევა და... - თავის სტიქიაში იყო ეკატერინე. - ახლა გაჩერდი, ზღაპრებს ნუ მიყვები ძაან გთხოვ. - დაუქაჩა თვალები - წავედი ვთიშავ და გთხოვ ამ საკითხზე აღარ ვილაპარაკოთ. - ნუთუ საერთოდ არ აინტერესებს რას იტყვის ხალხი? - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და გაფუჭებულ კომპიუტერს მიუბრუნდა. ორი კვირა გავიდა ლამის უკვე ფოტოს ატვირთვიდან, მაგრამ რაღაცნაირად ხალხს არა და არ ავიწყებოდა ეს ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ რამდნიმე სპორტული ჟურნალისტი წერდა, რომ მათ არანაირი ურთიერთბა არ ჰქონდათ და შიო ამ ეტაპზე სხვა პიროვნებით იყო დაინტერესებული. მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, ხალხი მაინც ამბობდა, რომ ლამაზი წყვილია, სვანს შესანიშნავი გემოვნება აქვს და ასე შემდეგ. არ ჩანდა შიოს კომენტარი ამ საკითხზე, არ ადარდებდა ვინ რას იტყოდა, თვითონ ხომ იცოდა ყველაფერი როგორც იყო. ელაპარაკა ხალხს არავინ უშლიდათ, მაგრამ როცა მიას ყურამდე მიაღწია ამ ამბავმა, ფოტოს ატვირთვიდან რამდენიმე საათში, მატჩის შემდეგ როცა აქებდა, რომ კარგად ითამაშა, მაშინ უკვე ნანახი ჰქონდა ფოტო და მიუხედავად იმისა ისტერიკა არ მოუწყვია ეჭვი შეუძვრა გულში. ამდენ ხანს თუ გასტანდა ეს ამბავი და ხალხი თუ ასე დაინტერესდებოდა მისი ცხოვრებით არ ეგონა, ამიტომაც ზის ახლა ერთ-ერთ კაფეში და ელოდა სპორტულ ჟურნალისტს თავად დაურეკა და სთხოვა ინტერვიუ მინდა, ფოტოსთან დაკავშირებითო, ხალხი არა და არ ივიწყებს ფოტოს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კომენტარი გაკეთდა ამ საკითხზე. - გამარჯობა ევა, როგორ ხართ? - მიესალმა ახალგაზრდა ბიჭი და ხელი ჩამოართვა - მაპატიეთ დამაგვიანდა. - არ არის პრობლემა. მეც ახლახანს მოვედი - უპასუხა მშვიდად დაელოდა, როდის დაასრულებდა შეკვეთის გაკეთებას. - დავიწყოთ? - ჰკითხა სერიოზული ტონით და ხმის ჩამწერი ქალისკენ გააცურა. თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და პირველმა კითხვამაც გაიჟღერა. - მოგეხსენებათ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია ფოტომ, რომელიც დაახოებით ორი კვირის წინ უცნობმა პიროვნებამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, ამიტომაც გთხოვთ თქვენს შესახებ მოგვიყევით. - პირველ რიგში მადლობა ინტერვიუზე, რომ დამთანხმდით. მე ვარ ევა ბერიძე ოცდარვა წლის, ვარ ლექტორი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. - ძალიან კარგი. ფეხბურთით ოდესმე დაინტერესებული ყოფილხართ? - რატომ ინტერესდება ყველა ადამიანი ასეთი კითხვებით? მგონი ჯობდა უბრალოდ განცხადება გაეკეთებინა ფოტოსთან დაკავშირებით. - არა, არასოდეს. - მაშ, როგორ აღმოჩნდით შიო დადეშქელიანის მანქანაში? - სურათის ამბავსაც მიადგნენ. - სვანეთში დასასვენებლად ვიყავი, შემდეგ გარკვეული პრობლემების თუ შეიძლება ასე დავართქვათ, გამო მომიწია შიო დადეშქელიანს გამოყოლოდი სვანეთიდან თბილისამდე. - მანამდე თუ გქონიათ მასთან რაიმე სახის ურთიერთობა? - ჰკითხა და თვალები მოჭუტა, გამომცდელად უყურებდა ჟურნალისტი. - მხოლოდ ერთხელ შევხვდი სტადიონზე, სეზონის ბოლო თამაშზე ჩემმა მეგობარმა წამიყვანა და იქ გავიცანი შიო. - ამას კი ამბობდა, მაგრამ ახსენდებოდა მასთან ლაპარაკი, რომელიც თითქმის ყოველთვის ჩხუბით მთავრდებოდა და თავი ჩახარა. ისიც გაახსენდა, როგორ უთხრა პლეი-ოფის თამაშზე მოდი და მნახეო და გულმა რეჩხი უყო. - გამოდის იცნობდით ფეხბურთელს? - დიახ ვიცნობდი, მაგრამ ჩვენ არც ერთმანეთის მეგობრები ვართ და არც სხვა სახის ურთიერთობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ფოტო, რომელიც გავრცელდა ნამდვილად არ ვიცი ვინ გადაიღო ან რატომ მაგრამ, ის დასკნა რაც ხალხმა გამოიტანა სიმართლეს არ შეესაბამება. - გასაგებია, დიდი მადლობა სწორი ინფორმაციის მოწოდებისთვის. - ხმის ჩამწერი გამორთო და ქალს დაემშვიდობა. - ბედნიერად - დაემშვიდობა ბერიძეც და ისე ამოისუნთქა გეგონება დიდი ლოდი ედო გულზე ამ ინტერვიუმდე და მხოლოდ ახლა განთავისუფლდა. სახლისკენ ფეხით წავიდა, ნელ-ნელა მიდიოდა და ფიქრობდა რა შედეგი მოჰყვებოდა ამ ინტერვიუს?! ან საერთოდ შიო, რატომ არაფერს აკეთებდა?! მით უმეტეს, რომ შეყვარებული ჰყავდა და ლოგიკურია მას უფრო მეტად უნდა ედარდა ამაზე. განა ფეხებზე ეკიდა რას იტყოდა ის ქალი ვინც უყვარდა, რას იფიქრებდა?! ფიქრებში გართული ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ გამოაფხიზლა და როცა ეკრანს დახედა დაინახა მისი ინტერვიუს შესახებ უკვე მთელი სოც.ქსელი ლაპარაკობდა. სანამ ევას ინტერვიუზე გაიგებდა მია, ხელჩართული ბრძოლა ჰქონდა საკუთარ თავთან, რომ ფიქრები რაც მის გონებას არ ტოვებდა მოეშორებინა, მაგრამ ამაოდ. - მია - თვალებში შეხედა - შენ რა გინდა რომ სიმართლე იყოს? თუ გინდა, რომ სიმართლე იყოს ჩემი ვითომ რომანი ასეც იქნება შენთვის, თუნდაც გითხრა, რომ სიმართლე არ არის. - რატომ არ მეუბნები უბრალოდ პასუხს? ჰო ან არა მითხარი და დაგიჯერებ - სთხოვა ქალმა, უკვე თავი ტკიოდა ამდენი ფიქრისგან, ამდენი აკვიატებისგან, რაც ამ ორი კვირის მანძილზე აწუხებდა და ვერაფრით იშრებდა. - არა მია, - თავი გააქნია - მე რომც გითხრა არასწორიათქო, ტყუილია და არაფერი ხდებათქო, ან პირიქით სიმართლეათქო მაინც ის ფიქრი გექნება გონებაში, რომ შეიძლება მე გიღალატე... - შიო ართულებ... მე არ მითქვამს ღალატი... - იგრძნო, როგორ მოაწვა სისხლი სახეზე ბრაზისგან. - ტყუილიც ღალატია მია და მე არ მინდა ვერ მენდობოდე, უსიტყვოდ. - გაჩუმდა, თვალი გაუსწორა და მხრებში გასწორდა - შენ იცი, რომ ჩემთვის ნდობა ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას და თუ საყვარელი ქალი ვერ მენდობა, ეჭვი ეპარება ჩემს ერთგულებაში მასთან ვერ ვიქნები. - დაინახა, როგორ წაეშალა სახე ქალს, ფერი დაკარგა. - მშორდები? - ჰკითხა ხმის კანკალით. - მია... - არ მითხრა, რომ კარგი გოგო ვარ და უკეთესს ვიმსახურებ თორემ გავგიჟდები - ისტერიკა ჰქონდა ჰემსვორტს. ჰაერი ღრმად შეისუნთქა, თვალები დახუჭა და დაწყნარებას ეცადა. - კარგი დავშორდეთ, - თვალი თვალში გაუყარა - რადგან ასე გინდა, მაგრამ იცოდე ერთ დღესაც გულში სიცარიელეს, რომ იგრძნობ მერე არ მოხვიდე ჩემთან. - საჩვენებელი თითი აუფრიალა ცხვირწინ გამაფრთხილებლად და უკან მოუხედავად წავიდა. შიოსთვის, რომ გეკითხათ იმ წამს რას გრძნობდა, გეტყოდათ რომ არაფერს. მშვიდად შეხვდა ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ დაშორება არ უნდოდა, როცა მიას სანახავად მოდიოდა, არც კი უფიქრია ამაზე, ეგონა მიასთან ამის განხილვა, არც კი დასჭირდებოდა, რადგან ნდობის პრობლემა არასოდეს ჰქონიათ და მიაც არასოდეს ყოფილა ისეთი გოგო ერთი ფოტოს გამო ამბები აეტეხა, მაგრამ ახლა რა მოხდა ვერ ხვებოდა. ჰემსვორტთან საუბრის შემდეგ, დარწმუნებულიც კი იყო დადეშქელიანი დღეს თუ არ დასრულდებოდა ეს ურთიერთობა დიდ ხანს მაინც ვერ გასტანდა და თითქოს ყოველთვის გუმანით გრძნოდა, როგორი დასასრული ექნებდა ამა თუ იმ სიტუაციას და ახლაც საუბრის დასაწყისშივე იგრძნო მისი დასასრული. მართალია მია უყვარდა და ენდობოდა, მაგრამ მხოლოდ შიოს ნდობა ან სიყვარული საკმარისი არ იქნებოდა, იგივე უნდა ეგრძნო საყვარელი ქალისგანაც, ვისაც ცხოვრების მეგზურად აირჩევდა. შეიძლება იმდენადაც არ უყვარდა, როგორც თავად ფიქრობდა, რადგან საყვარელ ადამიანთან დაშორება ყველაზე მეტად გვიძნელდება, მაგრამ დადეშქელიანს არაფერი უგრძვნია, გული არ ტკენია, რადგან ნდობა მისთვის ყველაზე მაღალ საფეხურზე იდგა და შეიძლება ითქვას, რომ ზედა ზღვარი იყო და თავად სიყვარულიც არ იდგა მისთვის ამაზე მაღლა. მოკლედ, რომ ვთქვათ თუ ადამიანი ბოლომდე, თვალდახუჭული არ ენდობოდა, მისთვის მნიშვნელობას კარგავდა. შიო არ იყო ის ადამიანი, რამე ეთქვა და მერე აღარ შეესრულებინა, რამე ეფიქრა და მერე ის ფიქრი უკვალოდ გაექრო, თითქოს არასოდეს ყოფილა. მოკლედ რომ ვთქათ სიტყვის კაცი იყო და მისი დიახ - დიახ იყო და მისი არა - არა. უახლოეს მომავალში ორი თამაში ჰქონდა კლუბში და მაქსიმალურად გადაერთო ვარჯიშზე, ძილსაც ჩვეულებრივზე მეტად აკონტროლებდა და კვებასაც ზედმეტად აქცევდა ყურადღებას, უნდოდა ამ თამაშების გარდა არაფერზე ეფიქრა. აუცილებლად უნდა მოეგოთ. მერე კი საქართველოში უწევდა წამოსვლა. დრო სწრაფად გარბოდა და პლეი-ოფის თამაში ახლოვდებოდა. ახსოვდა ევას, რომ უთხრა მოდი და მნახეო და მიუხედავად იმისა არ იმჩნევდა ძალიან აინტერესებდა რას გააკეთებდა ბერიძის ქალი. ერთი კვირაღა იყო დარჩენილი თამაშამდე, ნაკრების ბიჭებმა, რომ ჩამოსვლა დაიწყეს საქართველოში და აეროპორტში კვლავ გამოჩნდნენ საფეხბურთო თუ სხვა ჟურნალისტები და სოციალური ქსელებიც გადაივსო მათი ფოტოებით. ყველა წარმატებას, გამარჯვებას უსურვებდა და ამას მართლა მთელი გულით აკეთებდნენ. ევა კი კვლავ თავის ყოველდღიურ რუტინას მიყვებოდა, ხუთშაბათი და შაბათი ლექციები ჰქონდა დილით, დანარჩენი დღეები სამინისტრო და კვირას ნანატრი უქმე დღე. ლექციაზე შესვლისას ერთი კარგად ნაცნობი სახე დალანდა აუდიტორიაში, რომელიც ცდილობდა სერიოზულობა შეენარჩუნებია და არ გაცინებოდა მეგობრის რეაქციაზე. ვერაფრით მიხვდა, როგორ შეძლო შემოსვლა, მაგრამ მის შესაძლებლობებში ეჭვი არ შეპარვია და როგორც მერე საუბრისას გაიგო, ერთ-ერთ სტუდენტს სთხოვა შეეყვანა და ასე აღმოჩნდა ევას ლექციაზე. - ამიხსენი აქ რატომ გხედავ? - სრული სერიოზულობით ჰკითხა და პასუხის მოლოდინში ხელები გულზე გადაიჯვარედინა, ზურგით კი მაგიდას მიეყრდნო. - პლეი-ოფის თამაშია ევა, ვერ გამოვტოვებდი, თანაც ახლა განსაკუთრებელი მისია მაკისრია, მესხზე უნდა წაგიყვანო და გულანთებული გულშემატკივარი გაგხადო ფეხბურთის. - ახლოს მივიდა ბერიძესთან - თანაც იქნებ დადეშექლიანის მაისური ჩავიგდო ხელში, ავტოგრაფითურთ. - ისე ჰქონდა თვალები ანთილი სიხარულით, ლამის დაეთანხმა წასვლაზე ევა. - გზა მშვიდობისა, მე არ მოვდივარ. - თავის მაგიდას მიუბრუნდა და ნივთების აკრეფა დაიწყო. - კარგად. - გაუღიმა და აუდიტორია დატოვა. - ევა, რას აკეთებ? წამოდი რა გთხოვ. აქამდე ხომ არასოდეს მითხოვია შენთვის ფეხბურთზე წამოსვლა? გთხოვ რა - ჩქარი ნაბიჯით მიყვებოდა დევდარიანი. - აქამდე ვერც მთხოვდი, თავადაც დიდი ხანი არაა, რაც ფეხბურთით დაინტერესდი - წამით გაჩერდა, თავისივე სიმაღლის გოგონას სახეში შეხედა და გზა გააგრძელა. - ლალიკო მე დავამთავრე, წასვლას ვაპირებ ხომ არ მოდიხარ? გაგიყვან. - უთხრა კოლეგას და თან წვიმიან ამინდზე ანიშნა. - მადლობა რა, წამოვალ. - მანქანაში ჩასხდომის შემდეგაც არ შეუწყვეტია თათას საუბარი და ეხვეწებოდა მატჩზე წაჰყოლოდა. საათზე მეტი რიგში გაატარა, როგორმე ბილეთები, რომ შეხვედროდა და დაჩოქება, რომ დასჭირვებოდა დაუჩოქებდა და ისე თხოვდა წასვლას. - აი, ლალიკო წაიყვანე, მგონი უყვარს ფეხბურთი - სარკიდან გახედა ახალგაზრდას და ლალიკოს ღიმილიანი სახეც დაინახა. - ბილეთები უკვე მაქვს, მე და ჩემ მეუღლეს ჩვენი შვილი მიგვყავს თამაშზე. - გაეღიმა - მე დიდად არ მომწონს ფეხბურთი, მაგრამ ლუკა, დადეშქელიანის თამაშზე გიჟდება და დავპირდით წავიყვანდით. - აი ხედავ, ყველა შენსავით უჟმური კი არაა. - პატარა ბავშვივით გამოუყო ენა. - ოღონდ შენ გაჩუმდი და დაწყნარდი და წამოვალ - მოთმინების ფიალა აუვსო მისმა გაუთავებელმა წუწუნმა. - ღმერთო, როგორც იქნა - ხელები მაღლა აღაპყრო და კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე. - შვიდზე მესხთან მოდი. - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მანქანიდან გადახტა. - რატომ დავთანხმდი? - უკამყოფილოდ გადააქნია თავი და გზა გააგრძელა. შვიდ საათზე უკვე სტადიონზე იყვნენ, კუთვნილი ადგილები დაეკავებინათ ბედნიერებისგან გაბრწყინებულ თათას და უკმაყოფილო ბერიძეს. შიოს ნათქვამი გაახსენდა, თუ ჩემი გაცნობა გინდა პლეი-ოფის თამაშზე მოდიო, ახლა რა უნდა ექნა?! თან ის სურათი ხალხი ჯერ კიდევ შოკში იყო ამის გამო. მაგრამ თათას რომ უყურებდა, როგორი ბედნიერი იყო, როგორმე მის გამო გაძლებდა აქ და თამაშის დამთავრებისთანავე დატოვებდა ადგილს, არ უნდოდა შიოს ნახვა, ეს ავტომატურად პასუხი იყო მის კითხვაზე და არ უნდოდა. მაგრამ როგორ მოახერხებდა აქედან მალე გასვლას არ იცოდა, პირდაპირ მოწინააღმდეგე გუნდის კარს უკან ჰქონდათ ადგილი და ალბათ სასწაულის იმედზე უნდა ყოფილიყო, რომ შიოს არ დაენახა, ეს კი ნამდვილად შეუძლებელი იყო. - აი, გამოდიან უკვე ევა - სიხარულით ცას ეწია დევდარიანის ქალი - აი შიო, კალაც აქაა ვგიჟდები ამ ორზე - ყვიროდა გოგო აღტაცებით და არ აინტერესებდა სხვა არაფერი გარდა თამაშისა, რომელიც წუთი-წუთზე დაიწყებოდა. თამაში დაძაბული იყო, პირველი ნახევარი ისე ამოიწურა შანსიც კი არ ჰქონიათ შეტევაზე გადასულიყვნენ და ამას რომ ხედავდნენ ფანები, კიდევ უფრო შემართებით მღეროდნენ. ფეხბურთელების გასამხნევებლად, მთელი ხმით ყვიროდნენ მათ სახელებს და შეძახილებს არ წყვეტდნენ. ალბათ ვერავინ შეასრულებს ისეთი ემოციით სიმღერას, როგორც ნაკრების ფანები და ზუსტად ეს აძლევდათ ძალას არ დანებებულიყვნენ. პირველი ნახევარის დასრულებისას თუ უიმედოდ იყვნენ და წაგებული ეგონათ თამაში, მეორე ნახევარმა ამის ყველა ეჭვი გააქრო, ახალი ძალებით, უფრო მეტი ენთუზიაზმით და გამარჯვების წადილით მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე გაიტანეს გოლი და ამას მოჰყვა უდიდესი სიხარული, გაუჩერებელი შეძახილები და სიმღერა რომელიც ჟრუანტელად უვლიდათ ტანში ფეხბურთელებს. ახლა მოწინააღმდეგე აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში, მთელი გუნდით მათ ნახევარზე იყო საქართველოს ნაკრები და ამ შეტევასაც არ ჩაუვლია უკვალოდ, დადეშქელიანის ულამაზესი გოლით დაგვირგვინდა მატჩი და კომენტატორის სიხარულით სავსე ხმა ალბათ არასოდეს დაავიწყდებდათ ადამიანებს ვინც ეს თამაში იყურა, მაგრამ არავის არ ემახსოვრებოდა ის შემოდგომისფერი, სევდიანი თვალები და სახე რომელიც ცდილობდა ნერვიულობა არ დატყობოდა, რადგან ეს სახე და თვალები მხოლოდ ერთმა ადამინმა დაინახა, შიო დადეშქელიანმა და გულის გატანით გამოწვეულ სიხარულს ევას დანახვის სიხარულიც დაემატა. რთულია დაივიწყო ასეთი თამაში, რადგან დაამარცხეს ნაკრები, რომელთანაც მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ მოგებული და დამეთანხებით ასეთი მოწინააღმდეგის დამარცხება ყველაზე უფრო დიდი სიხარულია. ვერ გეტყვით რა ხდებოდა გასახდელში, როგორი ბედნიერები იყვნენ ბიჭები, მწვრთნელი და თავად ფედერაცია, მაგრამ გეტყვით იმას როგორი აჟიტირებული იყო თათა, როგორ უნდოდა შიოს მაისურის ხელში ჩაგდება და ამავდროულად როგორ ცდილობდა ევა ხალხის ნაკადში შერეულიყო და უჩუმრად გაპარულიყო სტადიონიდან, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბოლომდე არ გამოუვიდა ჩანაფიქრის შესრულება, რადგან შიომ რომელიც ელოდა რომ ნახავდა დაინახა როგორ შეაქცია ზურგი და ხალხის ნაკადს შეერია და მერე მისი თვალთახედვის არედან გაქრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.